22 წლის ლაზარე გრიგორიადისს 9 წელი მიუსაჯეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ 7-8 მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა.

მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, გრიგორიადისს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

22 წლის ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 2023 წლის 29 მარტის ღამით დააკავა. მას ედავებოდნენ რუსული კანონის წინააღმდეგ პარლამენტთან გამართულ აქციებზე პოლიციელთა მიმართ ძალადობასა და შსს-ს კუთვნილ ავტომობილზე ცეცხლის წაკიდებას. ბრალი 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა.

გრიგორიადისის დაკავების შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან კეთდებოდა განცხადებები, რომელიც დაცვის მხარის შეფასებით მიზნად ლაზარეს დისკრედიტაციას ისახავდა.

ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რომელიც მაშინ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტს იკავებდა, ამბობდა, რომ „ამ ადამიანს ყველანაირი ორიენტაცია ჰქონდა არეული“, ირაკლი ღარიბაშვილი კი უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით ამბობდა, რომ ამ საქმეზე ბრალდებული ყველა პირი „უნდა დაისაჯოს“.

ხელისუფლების წარმომადგენლების ამ და სხვა მსგავსი განცხადებების გამო ლაზარე გრიგორიადისის მხარე კობახიძისა და ღარიბაშვილისთვის სასამართლოში ჩივილსაც გეგმავდა, თუმცა სასამართლომ საქმე წარმოებაში არ მიიღო.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვა 2023 წლის 18 მაისს დაიწყო. დაცვის მხარე პროცესის განგებ გაჭიანურებაზე მიუთითებდა. პროცესის განმავლობაში სხდომა არაერთხელ გადაიდო, რის მიზეზსაც ბრალდებულის ადვოკატები და ოჯახის წევრები ლაზარეს დასჯის მცდელობითა და იმ ნაბიჯებისთვის დაბრკოლებების შექმნის სურვილით ხსნიდნენ, რაც დაცვის მხარეს გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში უნდა გადაედგა.

საბოლოოდ, მხარეების დასკვნითი სიტყვები მოსამართლემ 8 აპრილს მოისმინა და გადაწყვეტილების მისაღებად, სათათბიროდ გავიდა.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 12 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 12 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 451 730 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +840]
  • ტანკი – 7 146 ერთეული [+9]
  • ჯავშანტექნიკა – 13 698 ერთეული [+19]
  • საარტილერიო სისტემა – 11 486 ერთეული [+34]
  • MLRS – 1 042 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 755 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 347 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 9 161 ერთეული [+57]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 087 ერთეული [+18]
  • გემი/ნავი – 26 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 15 339 ერთეული [+41]
  • სპეცტექნიკა – 1 888 ერთეული [+6]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 12 აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 583 თვითმფრინავი
  • 270 ვერტმფრენი
  • 20 604 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 500 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 15 761 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 266 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 8 836 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 20 910 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

რა სიხშირით უნდა გამოვცვალოთ აბაზანის ღრუბელი – ექიმის რჩევები

დაბანა ადამიანების უმრავლესობისთვის ყოველდღიური რუტინაა და როგორც წესი, სინთეტიკური თუ ბუნებრივი მასალის აბაზანის ღრუბლის გამოყენება ამ რუტინის ნაწილია, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მისი მოვლისა და გამოყენების შესახებ სწორი ინფორმაცია გვქონდეს. აბაზანის ეს ფაფუკი აქსესუარი კარგი საშუალებაა სხეულიდან მკვდარი უჯრედების მოსაშორებლად, მაგრამ მისი ხვეულები ასევე იდეალური სამალავი ადგილია მიკრობებისთვის.

კლინიკა „როგოს“ ექიმი-დერმატოლოგი, კოსმეტოლოგი მანანა ამაღლობელი განმარტავს, რომ აბაზანის ღრუბელს ბანაობის შემდეგ გასაშრობად ისევ სააბაზანოში ვტოვებთ, რაც სველი და ნესტიანი გარემოა, შესაბამისად ის ვერ ახერხებს სრულად გამოშრობას და ეს ძალიან კარგ ნიადაგს ქმნის ბაქტერიების გასამრავლებლად.

„შესაძლებელია, თუმცა არა აუცილებელი, რომ ასეთმა ღრუბელმა შემდგომ კანზე გამოიწვიოს სხვადასხვა ალერგიული და ინფექციური დაავადებებიც კი“ – ამბობს დერმატოლოგი.

Cleveland clinic: აბაზანის ღრუბლებს ბევრი ხვეულა და ნასვრეტი აქვთ, მათი ტექსტურა კი ძალიან ფოროვანია. როდესაც ადამიანები იყენებენ ასეთ ღუბლებს კანის მკვდარი უჯრედების მოსაშორებლად, ეს უჯრედები ილექება ამ ხვეულებში/ნასვრეტებში, რაც ბაქტერიებისთვის ხელსაყრელ გარემოს წარმოადგენს. 

კლივლენდის კლინიკის ინფორმაციით აბაზანის ღრუბელში შეიძლება აღმოჩნდეს ისეთი ბაქტერიები, როგორიცაა ბაქტერია ეშერიხია კოლი (E.coli) [მისი უმეტესი ტიპი უვნებელია, ზოგი იწვევს ინფექციას]; ფსევდომონა (Pseudomonas aeruginosa) [შეიძლება გამოიწვიოს ინფექციები სისხლში, ფილტვებში (პნევმონია) ან სხეულის სხვა ნაწილებში ოპერაციის შემდეგ; სტაფილოკოკის და სტრეპტოკოკის ბაქტერია; ის ასევე შეიძლება შეიცავდეს კანის ინფექციების გამომწვევ სოკოვან ორგანიზმებს.

მანანა ამაღლობელი ასევე ამბობს, რომ აბაზანის ღრუბლის გამოყენება, ნებისმიერი ტიპის კანის მქონე ადამიანისთვის, კვირაში რეკომენდებულია მხოლოდ ორ-სამჯერ.

„მისი ხშირი გამოყენება არ შეიძლება, რადგან თვითონ ამ ღრუბელს აქვს აბრაზიული მოქმედება – კანს ათავისუფლებს მკვდარი ქსოვილებისგან, ერთგვარი მექანიკური პილინგის ფუნქცია აქვს, ამიტომ მისი ყოველდღიური გამოყენება, კანის ყოველდღიური ხეხვით კანის ჯანსაღად შენარჩუნებას შეუშლის ხელს, შედეგად შეიძლება წამოვიდეს დერმატიტი, ანთება და ა.შ.“ – განმარტავს ექიმი. 

ბავშვებისა და იმ ადამიანებისთვის, რომელთაც თხელი, მგრძნობიარე ან/და ალერგიული კანი აქვთ, რეკომენდებულია რბილი ტექსტურის მქონე ღრუბლის გამოყენება, რათა გახეხვისას არ მოხდეს კანის ბარიერის დაზიანება. ზოგადად სქელი უხეში ღრუბლის გამოყენება, რომელსაც ძლიერი აბრაზიული მოქმედება აქვს, თვეში დასაშვებია ორჯერ. 

როგორ შევინარჩუნოთ აბაზანის ღრუბლის სისუფთავე

რაც შეეხება ბადისებრი, თუ ფოროვანი ღრუბლისთვის სისუფთავის შენარჩუნებას, ექიმი-დერმატოლოგი ამბობს, რომ რეკომენდებულია, ბანაობის შემდგომ ღრუბელი გავრეცხოთ ხელით, რის შემდეგაც უნდა გაშრეს საგულდაგულოდ:

„ამიტომ, გამოიტანეთ ღრუბელი აბაზანიდან. კვირაში ერთხელ შეგიძლიათ გარეცხოთ სარეცხ მანქანაში, მაგრამ შესაბამის რეჟიმზე, გააჩნია როგორი ღრუბელი გაქვთ, რა მასალის“.

  • ღრუბელი გააშრეთ ყოველდღიურად – ყოველი გამოყენების შემდეგ კარგად გაავლეთ წყალი. კარგად დაფერთხეთ და ჩამოკიდეთ გრილ ადგილას – (სასურველია სააბაზანოს გარეთ) – სადაც გაშრობის საუკეთესო შანსია.
  • მოერიდეთ მის გამოყენებას გაპარსვის შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში. ბაქტერიას შეუძლია შეაღწიოს თქვენს კანში ნებისმიერი სახის ჭრილობის საშუალებით, ამიტომ არ უნდა გამოიყენოთ თქვენი ღრუბელი ფეხების გაპარსვის შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში. 
  • არასოდეს გამოიყენოთ იგი სახეზე ან გენიტალიების არეში. სხეულის ეს ნაწილები ძალიან მგრძნობიარეა, შესაბამისად ამ ადგილების გახეხვა არ არის რეკომენდებული.

Cleveland clinic: ბუნებრივი მასალისგან დამზადებული იქნება ღრუბელი, თუ სინთეტიკური, ორივე შემთხვევაში, უამრავი შესაძლებლობა არსებობს ბაქტერიებისთვის რომ ღრუბელში დაიდონ ბინა.

რა პერიოდულობით გამოვცვალოთ ღრუბელი

კლივლენდ კლინიკა წერს, რომ თუ თქვენ გაქვთ ბუნებრივი მასალისგან დამზადებული ღრუბელი, მისი გამოცვლა რეკომენდებულია ყოველ სამ-ოთხ კვირაში; თუ პლასტმასის ბადისებრი ან ფოროვანი ღრუბელი გაქვთ – მათ შეიძლება გაძლონ ორ თვეს.

„და ყურადღება მიაქციეთ მის გარეგნობას და სუნს. თუ შეამჩნევთ, რომ თქვენს ღრუბელზე ყალიბდება სოკო, იგი უნდა გადააგდოთ და გამოიყენოთ ახალი. თუ მას უვითარდება სოკოსებრი სუნი – ესეც იმის ნიშანია, რომ ღრუბელი გამოსაცვლელია“. 

ფოროვანი და ბადისებრი ღრუბლების ალტერნატივა

აბაზანის ღრუბლებისა და პლასტიკის ბადეების ალტერნატივად შეიძლება განიხილოთ ტანის დასაბანი ქსოვილები, რომლებიც ზოგჯერ ხელთათმანის ფორმითაც გვხვდება. 

საქმე ის არის, რომ მათი ფიზიკური სტრუქტურა ნაკლებად ქმნის ხელსაყრელ გარემოს ბაქტერიების დაბინავებისთვის, ასევე მარტივია მათი გაწმენდა და გაშრობა.

„ბავშვებისთვისაც შეგიძლიათ შეიძინოთ, ბამბის ქსოვილის, პირსახოცის მსგავსი ქსოვილია. არის ცოტათი უფრო უხეში და შედარებით უფრო ბილი ფაქტურისაც – კანის ტიპის მიხედვით უნდა შეარჩიოთ“ – ამბობს მანანა ამაღლობელი.

„მე აუცილებლად ვიქნები საპროტესტო აქციებზე“ – ხულოელი მეწარმე ქალი რუსულ კანონზე

„მე აუცილებლად ვიქნები საპროტესტო აქციებზე, რადგან ერთადერთი, ვინც მე განვითარებაში მეხმარება, არასამთავრობო ორგანიზაციები და თავისუფალი მედიაა“ – ამბობს მაია სურმანიძე, მეწარმე ხულოს სოფელი წაბლიანიდან.

„ქართული ოცნება“ „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის სხვა სახელწოდებით დაბრუნებას ცდილობს. ანალოგიური კანონპროექტი, რომელიც დამოუკიდებელ მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ამჯერად „უცხოური ინტერესების გამტარ ორგანიზაციებად“ მონიშნავს, „ქართულმა ოცნებამ“ შარშანაც დააინიციირა, თუმცა მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ ჩააგდო.

„მეგობარი ქვეყნები, მეგობარი ქვეყნის ელჩები, საერთაშორისო ორგანიზაციები ამბობენ და გვირჩევენ, რომ ეს არის რუსული კანონი და არ უნდა მივიღოთ. ყველაფერი მარტივადაა.

მე ვფიქრობ, როგორც მოქალაქეს, ყველაზე მეტად შემეხება ეს კანონი, თუნდაც იმიტომ, რომ დამწყები მეწარმე ვარ და პოპულარიზაცია მჭირდება. თუ არ იქნება სამართლიანი მედია და არ იქნებიან ორგანიზაციები, რომლებიც ჩვენ, მეწარმე ქალებს გვეხმარებიან, ფაქტობრივად, ვფიქრობ, რომ ვერ განვვითარდებით და ჩვენს ხმას ვერ გაიგებს ვერც საქართველო და ვერც მსოფლიო.

არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენ გვეხმარება პოპულარიზაციაში, განვითარებაში, ინფორმაციის მიწოდებაში და უამისოდ, ჩვენ ვერავინ შეგვამჩნევს და ჩვენზე ვერავინ გაიგებს.

აუცილებლად შევუერთდები საპროტესტო აქციებს. ვფიქრობ, რომ ხალხი გაბრაზებული ვართ და როგორც ერთი წლის უკან გავაწვევინეთ ეს კანონი, ახლაც იგივე უნდა გავაკეთოთ. მე ჩემს თავს ქართული საზოგადოებასთან, ჩემ ხალხთან ერთად ვხედავ.

მე აუცილებლად ვიქნები საპროტესტო აქციებზე, რადგან ერთადერთი, ვინც მე განვითარებაში მეხმარება, არასამთავრობო ორგანიზაციები და თავისუფალი მედიაა.

რუსული კანონი საქართველოსთვის ძალიან ცუდი არჩევანი იქნება, შეგვაფერხებს ევროპის გზაზე და შესაძლოა სანქციებიც მოჰყვეს ამ ყველაფერს. ეს არ არის ქართველი საზოგადოების არჩევანი.

მედიისგან ვიგებთ, რომ ჩვენი მეგობარი პარტნიორები გვირჩევენ, არ მივიღოთ ეს კანონი, რადგან საქართველოსთვის ძალიან ცუდი შედეგების მომტანი იქნება.

ალბათ იმიტომ დააბრუნა რუსული კანონი მმართველმა გუნდმა, რომ არჩევნებში გამარჯვება სჭირდებათ.

ვფიქრობ, ხალხი ისეა გაბრაზებული, რომ ვერანაირი კანონი ვერ შეაჩერებთ და ჩაახშობს მათ ხმას, მაგრამ ეს კანონი, მაინც დაარტყამს სიტყვის თავისუფლებას.

ხალხი უნდა გავაქტიურდეთ ორმაგად და სამმაგად, ვიდრე ერთი წლის წინ იყო და სახელმწიფოს მმართველებს, მთავრობას უკან დავახევინოთ.

ჩემი მეზობლები, ნათესავები თუ სხვები, ჩემზე უფრო მეტადაც კი გაბრაზებულები და იმედგაცრუებულები არიან. ეს კანონი არ უნდა დაბრუნებულიყო, რადგან ერთი წლის უკან პირობა დადეს, რომ არასდროს დააბრუნებდნენ ამ კანონს”, – ამბობს მაია სურმანიძე „ბათუმელებთან“ საუბრისას.

___________________

ამავე თემაზე: 

YouTube video player

როგორც ჩანს, ივანიშვილსაც არ აქვს არჩევანი – ხათუნა სამნიძე რუსულ კანონზე

„ფაქტია, რომ ივანიშვილი ფსონს დებს რუსეთზე,“ – მიიჩნევს პარლამენტის წევრი ხათუნა სამნიძე. ის ხაზს უსვამს, რომ მთელი სახელისუფლებო რესურსის მობილიზების მიუხედავად, რუსულ კანონს პარლამენტი ვერ მიიღებს.

„გამოჩნდა, რომ საზოგადოება ყოველგვარი პოლიტიკური მოწოდებების და პარტიული აქტიურობის გარეშე თავად რეაგირებს, როცა მის ევროპულ მომავალს საფრთხე ემუქრება,“ – ამბობს ხათუნა სამნიძე. ის გასული წლის გაზაფხულზე განსაკუთრებული აქტივობით იბრძოდა რუსული კანონის წინააღმდეგ.

„ბათუმელებმა“ ხათუნა სამნიძესთან ინტერვიუ ჩაწერა:

  • ქალბატონო ხათუნა, როგორი იყო თქვენი რეაქცია, როცა გაიგეთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში რუსული კანონი დააბრუნა? 

რა თქმა უნდა გამახსენდა ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პირობა დადო, ჩვენი მმართველობის პერიოდში მსგავსი კანონი არ იქნება წარმოდგენილიო. თუმცა არ გამკვირვებია – არ მახსენდება მათი დაპირება, რომელიც შესრულდა.

გამიკვირდა ის, რომ ეს კანონი ისევ შემოატრიალეს. წესით უნდა იცოდნენ, რომ ამას ძალიან მწვავე რეაგირება მოჰყვება. ეს არის ერთადერთი საკითხი, რაზეც მყისიერად რეაგირებს საზოგადოება. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს არ სჭირდება არანაირი ორგანიზება და პარტიული მოწოდებები იმისთვის, რომ დაიცვან საკუთარი ევროპული მომავალი.

  • წელსაც იმედიანად ხართ? მუშაობს სახელისუფლებო მანქანა პარტიული დავალების შესრულებაზე, საჯარო მოხელეებს აიძულებენ, დადონ ევროპული იდეის საწინააღმდეგო პოსტები, მუშაობს დეზინფორმაციული კამპანია… 

ამის მიუხედავად, მე ისევ იმედიანად ვარ, რადგან არასდროს მჯეროდა და ახლაც არ მჯერა, რომ შესაძლებელია ჩვენი ქვეყნის მთლიანად რუსეთისკენ შებრუნება.

შარშანდელისგან განსხვავებით ხელისუფლება მომზადებულია. ეს ჩანს მათ ნაბიჯში, მესიჯბოქსში, ქმედებებში, მათ აქვთ გაწერილი კამპანია. ამიტომაც, შარშანდელისგან განსხვავებით განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან. ჩვენ უნდა დავაკვირდეთ: რა არის მათი სტრატეგია, რა გეგმით მოქმედებენ.

ისინი საჯარო მოხელეების რესურსსაც იყენებენ, ადამიანებს თრგუნავენ, მათ შორის, მათი ახლობლების და ნათესავების ჩართვით.

ხელისუფლებაში მყოფი ჩინოვნიკები ასრულებენ ბიძინა ივანიშვილის დავალებას. მათ სხვა არჩევანი არ გააჩნიათ: გინდა იყო ხელისუფლებაში, უნდა მიჰყვე ამ ბრძანებას. ივანიშვილის მთავარი მოტივი არის რუსეთი, იქიდან წამოსული შიში, თუ დავალების შესრულება, ეს ჩვენ ზუსტად არ ვიცით, მაგრამ ფაქტია რუსეთის გავლენა.

  • ნებისმიერ პოლიტიკურ ფასად შეიძლება აწყობდეს ივანიშვილს რუსული კანონის მიღება?  

ბიძინა ივანიშვილს სჭირდება ხელისუფლების შენარჩუნება და რუსეთისკენ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. ის წავიდა ამ გადაწყვეტილებაზე. მასაც არ აქვს არჩევანი, როგორც ჩანს.

როცა მესამე ვადით ხარ ხელისუფლებაში, განსაკუთრებულად გერთვება ყოვლისშემძლეობის განცდა. ეს გვინახავს არაერთხელ. მათ ჰგონიათ, რომ ყველაფერს შეძლებენ.

ჩემი აზრით, შარშანდელთან შედარებით წელს საზოგადოება უფრო მობილიზებულია. ისინი ხედავენ, რომ შეიძლება საფრთხე დაემუქროს ევროპულ არჩევანს. მათ დაინახეს ხელისუფლების ეს თამაშები.

მე ამის იმედია მაქვს: ხელისუფლება შეიძლება უფრო მომზადებული იყოს, მაგრამ საზოგადოება წელს უფრო ფხიზელია, ვიდრე შარშან. ეს ჩანს მკაფიოდ ბოლო რეაქციით, მათ შორის, საპროტესტო აქციით, რაც თბილისში გაიმართა. გამოჩნდა, რომ საზოგადოება ყოველგვარი პოლიტიკური მოწოდებების და პარტიული აქტიურობის გარეშე თავად რეაგირებს, როცა მის ევროპულ მომავალს საფრთხე ემუქრება.

დროთა განმავლობაში სულ უფრო ფორმაშია საზოგადოება, ფხიზლადაა, რადგან იცის, რომ ხელისუფლებაში ჰყავს საეჭვო ძალა. ეს უკვე იცის საზოგადოების უმრავლესობამაც, რომ რაღაცაშია საქმე.

ხელისუფლების გზავნილები, რომ გამჭვირვალობაზეა ორიენტირებული ეს კანონი და სათაური შეუცვალეს, ვერ იქნება დამაჯერებელი, როცა შინაარსი იგივეა და როცა ამ შინაარსის კანონი მიიღეს რუსეთში. ეს ფაქტებით ცნობილია.

ჩვენ კი არ ვიგონებთ და ვვარაუდობთ, ფაქტებია, რაც აჩვენებს, რა მოჰყვება ამ შინაარსის კანონების მიღებას. ის, რომ პირდაპირ მიმართულია ევროპელ და ამერიკელ მეგობრებზე, ეს ღიად ჩანს ტექსტში. ამას არც „ქართული ოცნება“ უარყოფს.

ხელისუფლება ცდილობს ემოციებზე ითამაშოს, მაგრამ საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ამ ქვეყნის უსაფრთხოება და კეთილდღეობა დამოკიდებულია ევროპელი და ამერიკელი მეგობრების მხარდაჭერაზე. ამას ეჭვქვეშ ვერ დააყენებს ვერცერთი ხელისუფლება ამ ქვეყანაში.

  • აღნიშნეთ, ივანიშვილს სხვა არჩევანი არ ჰქონდაო. რასთან შეიძლება გვქონდეს საქმე, თქვენი ვერსიით? 

ფაქტია, რომ ივანიშვილი ფსონს დებს რუსეთზე. ის ავალებს ხელისუფლებას, რომ ახლა ერთი ნაბიჯი ისევ უნდა გადაიდგას რუსეთის მხარეს.

ისინი ხშირად აპელირებენ წინასაარჩევნოდ არეულობაზე, მათ სურთ დაპირისპირება საზოგადოებაში, ხმაური, სადაც ვერ მოხერხდება გზავნილებით მკაფიოდ მიტანა ამომრჩევლამდე. შესაძლოა, დღეს ოპოზიცია არ იყოს ძალიან ძლიერი, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ რომ ხმები არ ჰყოფნის დამაჯერებელი გამარჯვებისთვის, ეს ასევე ჩანს. მათ ერთ-ერთი მიზანი აქვთ, რომ არ იყოს სიმშვიდე წინასაარჩევნოდ.

„ქართულმა ოცნებამ“ ასევე დაინახა, რომ ოპოზიცია ორიენტირებულია საქმიან დისკუსიაზე – ოპოზიცია ემზადება კონკრეტული გზავნილებისთვის. მათ ამაში დაინახეს საფრთხე და ფიქრობენ, რომ  პროვოკაციაზე წამოაგებენ საზოგადოებას. ამის იმედი აქვთ.

მე, როგორც პარლამენტის წევრი, ვიტყვი, რომ პარლამენტში უნდა იყოს სერიოზული ბრძოლა ამ კანონის წინააღმდეგ უფრო მობილიზებულად, კარგად გათვლილი ყველა ნაბიჯით და გზავნილით. ჩვენ უნდა გვიმაგრებდეს ზურგს საზოგადოება, როგორც ეს მოხდა შარშან. ახლა კოორდინირება ყველა ჯგუფს შორის მაქსიმალურად საჭიროა.

როგორც კი შევძლებ, ბოლომდე მივიყვანო ქიმიოთერაპიის კურსი და ფიზიკურად ჩავერთო ამ პროცესში, რა თქმა უნდა, დავუბრუნდები ჩემს საყვარელ საქმიანობას. მინდა, აქვე სოლიდარობა გამოვუცხადო ყველა ონკოპაციენტს – დავინახე ის ბარიერები და სირთულეები, რაც არსებობს ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაში.

წინასაარჩევნოდ ნამდვილად ვიქნები ფორმაში.

—————–

  • რა ხდება

მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.

კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს მიანიჭებს.

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო.

____

ნუ ენდობით მმართველ პარტიას, რომელმაც ერთხელ უკვე მოგვატყუა 

როგორ ატყუებს „ოცნება“ ხალხს - „რუსულ კანონს“ აბრუნებენ

„რაც მოხდა რუსეთში, ვერ მოხდება საქართველოში“ – უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე რუსულ კანონზე

„ამერიკა გეუბნება, რომ არ ვარგა, ევროპა გეუბნება – არ ვარგა. ერთადერთი რუსეთი, ჩინეთი და ვენესუელა არ გეუბნება იმავეს. ხომ უნდა მიხვდე, რომ ცუდია?“ – კითხულობს უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე, არასამთავრობო ორგანიზაციის – „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი. „ბათუმელები“ მას რუსულ კანონზე ესაუბრა.

თამაზ ბაკურიძის აზრით, გაუგებარია, რატომ აწყობს რუსული კანონის მიღება საქართველოს ხელისუფლებას, როცა „ქართული ოცნების“ მომხრეებსაც ევროპული მომავალი სურთ.

„ყველა კანონი უნდა იყოს საზოგადოებაზე მორგებული, რეალობაზე, რომელიც ამა თუ იმ ქვეყანაში არის. მე პირადად, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელს, წლებია უცხოეთიდან დაფინანსება არ მიმიღია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამაზე არ ვღელავდე. ამას განიცდის მთელი საზოგადოება.

დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების“ ლიდერებს და მათ ბევრ მომხრესაც ევროპაში უნდა. ხომ გაიმარჯვა ეროვნულმა ნაკრებმა და გაგვიხარდა? გაგვიხარდა ის, რომ ისტორიაში პირველად საქართველოს ნაკრები ევროპაში ითამაშებს.

იგივე გვინდა ჩვენ კულტურაში, ეკონომიკაში…

ჩემთვის გაუგებარია, როცა ხელისუფლება ამბობს, რომ კანონს იღებს გამჭვირვალობისთვის. მე სახელისუფლებო სტრუქტურაშიც მიმუშავია და კარგად ვიცი, თითოეული თეთრი როგორ კონტროლდება, რა საჭიროა ეს მიკიბ-მოკიბვა? გრანტები, რასაც არასამთავრობო ორგანიზაციები იღებენ, თუ არ გაიწერა თითოეული თეთრი, გრანტს ვერ მიიღებენ“ – უთხრა თამაზ ბაკურიძემ „ბათუმელებს“.

„ამერიკა გეუბნება, რომ არ ვარგა, ევროპაც ხომ უნდა მიხვდე, რომ ცუდია?“ -თამაზ ბაკურიძე რუსულ კანონზე

თამაზ ბაკურიძე მიიჩნევს, რომ მსგავსი კანონი მისთვის მისაღები იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კანონს ექნება დათქმა: რომელი ქვეყნიდან მიღებულ დაფინანსებას ეხება?

„თუ მტრულად განწყობილ ქვეყნებზეა ლაპარაკი, მივუთითოთ კი, რომ არ გვინდა ჩვენ ამ კონკრეტული ქვეყნებიდან დაფინანსების მიღება,“- დასძინა თამაზ ბაკურიძემ.

უფლებადამცველი დარწმუნებულია, რომ საქართველოში ვერ მოხდება ის, რაც რუსეთში მოხდა – ქვეყანა კრიტიკული აზრის და კრიტიკული მედიის გარეშე.

„ის, რაც მოხდა რუსეთში, არ მოხდება საქართველოში. შესაძლებელია, რუსეთში შესაძლებელი გახდა პროტესტის ჩახშობა, ანტიეროვნული, ანტიხალხური კანონების მიღება, მაგრამ საქართველოში ეს ვერ მოხდება, საქართველო ბევრად წინ არის, ჩვენ უკვე არ შევდივართ იმ ქვეყნების ოჯახთა სიაში, სადაც დიქტატურა, ან ავტორიტარიზმი შეიძლება დამკვიდრდეს,“ – ამბობს თამაზ ბაკურიძე.

—————

  • რა ხდება

მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.

კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს მიანიჭებს.

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო.

ამავე თემაზე: 

 

როგორ ატყუებს „ოცნება“ ხალხს - „რუსულ კანონს“ აბრუნებენ

 

ზუგდიდში “ქართული თხილის საწარმო” თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით აშენდა

საქართველოში თხილის წარმოება განსაკუთრებით განვითარდა ბოლო 20-25 წლის განმავლობაში. ქვეყნის დასავლეთ რეგიონებში  მაღალხარისხიანი და კონკურენტუნარიანი თხილი იწარმოება.  ხილის ბაღთან, ციტრუსოვან კულტურებთან და ვენახთან შედარებით 1 ჰექტარი თხილის ბაღის გაშენებას და შემდეგ მის მოვლას ბევრად ნაკლები დანახარჯები სჭირდება, რაც ფერმერისათვის ძალზედ მნიშვნელოვანია.

საქართველოს რეგიონებს შორის სამეგრელოში თხილის კულტურა ყველაზე ფართოდ არის გავრცელებული. ბოლო წლების განმავლობაში რეგიონში არა ერთი თხილის გადამამუშავებელი  საწარმოც აშენდა. სამი წლის წინ, ზუგდიდში, სოფელ კახათში თხილის გადამამუშავებელი საწარმო თიბისი ბიზნესის ფინანსური მხარდაჭერით გახსნა ირაკლი ლუკავამ და ახლა ყოველდღიურად 3 ტონამდე თხილს გადაამუშავებს.

„ქართულ თხილის საწარმოში“  მუდმივად დასაქმებულია 50-მდე ადამიანი. თხილის აქტიური სეზონი აგვისტოში იწყება და ოქტომბრამდე გრძელდება, თუმცა საწარმო მთელი წლის განმავლობაში მუშაობს და წელიწადში 200 ტონამდე თხილის გულს გადაამუშავებს.

„ჩვენ გადამუშავებული პროდუქცია 100%-ით გაგვაქვს ექსპორტზე, ძირითადად ევროპის ქვეყნებში. მაქსიმალურად ვცდილობთ მაღალი ხარისხი შევინარჩუნოთ და ქართულმა თხილმა თავისი ნიშა დაიმკვიდროს ევროპის ქვეყნებში. ზოგადად თხილის ექსპორტზე გატანა რთული პროცესი არაა, რადგან შენახვისა და გადამუშავების ტექნოლოგიების დაცვით თხილი არ არის მალფუჭებადი პროდუქტი. თუმცა, გარკვეული სირთულეები ექსპორტთან დაკავშირებით მაინც რჩება,“ – ირაკლი ლუკავა, „ქართული თხილის საწარმოს“ დამფუძნებელი.

ირაკლი ლუკავამ მეგობართან ერთად რამდენიმე წლის წინ ზუგდიდის რაიონის სოფელ კოლხიდაში მოცვის პლანტაციებიც გააშენა. კენკროვანი მცენარე 3 ჰა ფართობზეა გაშენებული, მხარდაჭერა თიბისი ბიზნესთან ერთად შეღავათიანი აგრო-კრედიტიდანაც მიიღო. წლევანდელ სეზონზე მოსავალს ელოდებიან, თუმცა არა იმდენს, რომ პროდუქციის ექსპორტზე გატანა შეძლონ. წელს კოლხიდაში მოწეული მოცვი ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება. სამომავლოდ კი როდესაც პლანტაციები სრულ მსხმოიარებაში შევა, ქართული მოცვიც ევროპისკენ აიღებს გეზს.

რატომ არის კანონპროექტი რუსული? – კითხვები და პასუხები

YouTube video player

ვიდეო მომზადებულია არასამთავრობო ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ მიერ.

„ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ წლებია შშმ პირთა უფლებებზე მუშაობს და საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით არაერთ სერვისს აწვდის აჭარაში მცხოვრებ შშმ პირებსა და მათ ოჯახებს.

ამავე თემაზე:

რას და როგორ ცვლიან შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები აჭარაში

თბილისში რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია ორშაბათს, 10 საათზე დაიწყება – „ეს გადამწყვეტი დღეა“

15 აპრილს, ორშაბათს, „ქართული ოცნება“ აპირებს უკან დაბრუნებული რუსული კანონი საკომიტეტო მოსმენაზე გაიტანოს.

იურიდიულ კომიტეტზე განხილვის და დამტკიცების შემდგომ, არსებობს იმის რისკის, რომ „ქართულმა ოცნებამ“, შესაძლოა, რუსული კანონი გაიტანოს პლენარულ სხდომაზე და პირველი მოსმენით მიიღოს.

საკომიტეტო მოსმენა პარლამენტში დილის ათ საათზეა დაგეგმილი.

15 აპრილს, დილიდან, რუსული კანონის მოწინააღმდეგეები საპროტესტო აქციას იწყებენ პარლამენტთან.

„ეს არის გადამწყვეტი დღე. თუ კანონპროექტი კომიტეტს გაივლის, გაწვევა შეუძლებელი გახდება.

ჩვენი უმთავრესი მიზანია, რუსული კანონი ვერ გასცდეს იურიდიულ კომიტეტს და არ გავიდეს პირველ მოსმენაზე, რადგან კანონის ინიციატორს კანონპროექტის გამოთხოვა შეუძლია მხოლოდ პირველ მოსმენამდე.

თუ რუსული კანონი იურიდიულ კომიტეტს გასცდა, ერთადერთი შანსი კანონის პლენარულ სხდომაზე ჩაგდებაა, რაც მკვეთრად ართულებს მდგომარეობას.

არ გავატანინოთ ქართულ ოცნებას რუსული კანონი პირველ მოსმენაზე.

მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, გაიწვიოს რუსული კანონი.

ყველა პარლამენტთან!“ – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სამოქალაქო ორგანიზაციები ავრცელებენ.

15 აპრილს აქციას აანონსებენ ბათუმშიც. ბათუმელი სტუდენტების ჯგუფი 15 აპრილს, 14:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აპირებს აქციის გამართვას.

ამავე თემაზე: „ამ გზას თაობები სიცოცხლის ფასად იცავდნენ – არა რუსეთს! კი ევროპას!“ – სტუდენტების აქცია ბათუმში

______

როგორ ატყუებს „ოცნება“ ხალხს - „რუსულ კანონს“ აბრუნებენ

ბავშვთა გასართობი ცენტრი “სონიკი” ბათუმში | გასართობი პროგრამა, ფასები

ქალაქ ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩის ნომერ 44-ში ბავშვებისთვის და მათი მშობლებისთვის საყვარელი გასართობი ცენტრი “სონიკი” თითქმის ერთი წელია რაც გაიხსნა და ამ დროში მოასწრო და უმასპინძლა უამრავ დაბადების დღესა თუ მხიარულ ღონისძიებას. სონიკის დამფუძნებელი შორენა თავდგირიძე ამბობს, რომ თავადაც დიდი ხანი უწევდა ხოლმე გასართობი ცენტრის ძებნა, როცა შვილებს დაბადების დღე ჰქონდათ, ასე რომ საყვარელი გმირით, სონიკით შთაგონებულმა გადაწყვიტა დაბადების დღის ცენტრი თვითონ გაეხსნა.

შორენა, როგორ ხდება თქვენი სივრცის დაჯავშნა და როდის უნდა მოგმართონ დაინტერესებულმა მომხმარებლებმა?

ჩვენთან დაბადების დღის აღნიშვნა დღის განმავლობაში 4-ჯერ არის შესაძლებელი: დღის საათებში – 12:30, 14:30 და საღამოს საათებში 17:30 და 20:00 საათზე. ღონისძიება 2 საათს გრძელდება ხოლმე, თუმცა დღის საათებში, თუ მომდევნო საათები დაკავებული არაა, შეიძლება დროის დამატებაც. საღამოს საათები არის უფრო მეტად პოპულარული, ასე რომ მათ ვისაც სურს საღამოს საათებში დაჯავშნოს ჩვენი სივრცე დაბადების დღის აღსანიშნავად, უმჯობესია წინასწარ 1-2 თვით ადრე დაგვიკავშირდეს.

რა ღირს, როგორ ხდება მენიუსა და გასართობი პროგრამების შერჩევა?

მენიუს ფასი 1 ბავშვზე იწყება 15 ლარიდან. ამ მენიუში შედის: კარტოფილი ფრი, ხორციანი ბლინი, ლიმონათი, ხაჭაპური, პიცა. ასევე გვაქვს ბავშვებისთვის საყვარელი ბურგერის მენიუ: ბურგერი, კარტოფილი ფრი, კოკა-კოლა, რომლის ფასიც არის 20 ლარი. ასევე მენიუდან შესაძლებელია შეარჩიოთ დამატებით სასურველი კერძები და სასმელები.

ანიმატორის მომსახურება, რომელსაც მიჰყავს 2 საათის განმავლობაში წვეულება ღირს 200 ლარი. ამ ფასში შედის ღონისძიების მუსიკალურად გაფორმებაც DJ-ს მიერ. კოსტიუმირებული ანიმაციური გმირის დასწრება დამატებით 50 ლარს შეადგენს.

ასევე შესაძლებელია ფურშეტისა და ტკბილეულის მაგიდის ორგანიზებაც.

შესაძლებელია თუ არა თქვენი სერვისით სარგებლობა ცენტრის სივრცის მიღმაც?

დიახ. ჩვენი სრული სერვისით, როგორიცაა: ანიმატორი, მომსახურე პერსონალი, საკვები, ტკბილეული, ფოტო-ვიდეო გადაღება, დიჯეი, მუსიკოსები, ანიმაციური გმირები შეგვიძლია მოვემსახუროთ როგორც ღია სივრცეს, ისე კერძო დაწესებულებებს. ამ შემთხვევაში, თუ ბავშვების რაოდენობა 20-ზე მეტია და საჭიროა მეორე ანიმატორი, მხოლოდ 50 ლარის დამატება არის საჭირო.

დასაჯავშნად დარეკეთ ნომერზე: 593 84 07 07

ფასები

შვეიცარიელმა პენსიონერმა ქალებმა მთავრობას დავა მოუგეს ევროსასამართლოში

9 აპრილს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა შვეიცარიის მთავრობის წინააღმდეგ. ხმით თექვსმეტი ერთის წინააღმდეგ, სასამართლომ დაადგინა, რომ შვეიცარიის ხელისუფლებამ საკმარისი არ გააკეთა გლობალური კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ საბრძოლველად.

შვეიცარიის მთავრობას ამ ქვეყნის 2000-ზე მეტი მოქალაქე უჩიოდა. მათი უმრავლესობა 70 წელს გადაცილებული ქალია, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული სათბური ტალღები, ჰაერის მაღალი ტემპერატურა, ანადგურებს მათ ჯანმრთელობასა და ცხოვრების ხარისხს, რაც მათ სიკვდილის საფრთხის წინაშე აყენებს.

მოსარჩელეები ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ ამაზე პასუხისმგებლობა დიდწილად ეკისრება შვეიცარიის ხელისუფლებას, რომელმაც ვერ შეასრულა სათბურის გაზების ემისიების მკვეთრად შემცირების ვალდებულება.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროსასამართლომ გადაწყვეტილება კლიმატის საკითხებზე მიიღო.

ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით, შვეიცარიის მთავრობა სათანადოდ ვერ გაუმკლავდა კლიმატის კრიზისს, რაც ადამიანის უფლებების დარღვევად კვალიფიცირდა. ამავე დადგენილებით, შვეიცარიამ ეროვნულ კანონმდებლობაში „კრიტიკული ხარვეზების“ გამო ქალთა უფლებებიც დაარღვია.

სასამართლოს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ კლიმატის ცვლილებებს მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა აქვს სიცოცხლეზე, ჯანმრთელობაზე, კეთილდღეობასა და ცხოვრების ხარისხზე.

სტრასბურგში მისვლამდე მომჩივნებმა გაიარეს ქვეყნის ყველა სასამართლო, მათ შორის შვეიცარიის ფედერალური უზენაესი სასამართლო.

CNN-ის ინფორმაციით, სასამართლომ  ამ  გადაწყვეტილებით შესაძლოა, აიძულოს შვეიცარია, სწრაფად შეამციროს წიაღისეული საწვავის მოხმარება.

„მსოფლიოს უმთავრესი სასამართლო ამ განაჩენით მნიშვნელოვან მესიჯს ავრცელებს: სახელმწიფოებმა რეალური ზომები უნდა მიიღონ გამონაბოლქვზე, რათა თავიანთი მოქალაქეების უფლებები დაიცვან“, – ევროპული მედია გარემოსდამცველი ადვოკატის, ვასელინა ნიუმენის განცხადებას ავრცელებს.

_____________________

ავტორი: ანა ბაჟუნაიშვილი

შუახევში ქმრის მიერ მოკლული ქალის ახლობლები – „მოვითხოვთ, სასამართლომ უმკაცრესად დასაჯოს“

„მოვითხოვთ უმკაცრესად დასჯას, უვადო თავისუფლების აღკვეთა უნდა მიესაჯოს,“ – ამბობენ შუახევში მოკლული 33 წლის მელანო ქიზინიძის ოჯახის წევრები. ისინი დღეს, 11 აპრილს ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან შეიკრიბნენ და ფემიციდის შემთხვევებზე ხელისუფლებისგან მკაცრ რეაგირება მოითხოვეს.

შუახევში, ნენიის ხიდთან, პროკურატურის ვერსიით, ქმარმა ცოლი დანით 2024 წლის 4 აპრილს მოკლა. მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი მკვლელობის საქმეზე აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხს დღეს განიხილავს.

ცოლის მკვლელობაში ბრალდებული კაცი, რომელმაც სავარაუდოდ თვითდაზიანებები მიიყენა, ამ დრომდე კლინიკაშია.

შუახევში მოკლული მელანო ქიზინიძის ახლობლები მკვლელობაში ბრალდებული ქმრის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ

„ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა მელანოს, ერთი მესამე კლასელია, მეორე – მეექვსე. ალბათ, სასამართლო გადაწყვეტს, სად იქნებიან ბავშვები,“ – გვიყვება მერაბ ქიზინიძე, მოკლული ქალის ბიძა. – „ჩვენ შევიკრიბეთ სასამართლოსთან იმიტომ, რომ მკვლელი უმკაცრესად დაისაჯოს და სხვა ასეთი შემთხვევა აღარ მოხდეს.

მოკლული ქალის ოჯახის წევრებს ვკითხეთ ფემიციდის შესახებ კანონზეც, რის მიღებაზეც „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა. კანონპროექტის მიზანი იყო გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების პრევენცია ფემიციდის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულად აღიარების გზით.

„… მანამდე უნდა შეიძლებოდეს შეჩერება, რომ სხვა შემთხვევები არ მოხდეს. ქალის უფლებებს სჭირდება განსაკუთრებით დაცვა…

შეიძლებოდა ასევე საზოგადოებასთან ურთიერთობა უკეთესად. გავიგეთ, რომ იქ ასვლამდე მანქანაში უჩხუბიათ და ეს დაინახეს. შეიძლებოდა ინფორმაციის მიწოდება უწყებისთვის,“ – მიიჩნევს მერაბ ქიზინიძე.

სახალხო დამცველის წლიური ანგარიშის მიხედვით, საქართველოში გასულ, 2023 წელს 24 ქალი მოკლეს. 27-ჯერ კი სცადეს ქალის მკვლელობა.

ამ თემაზე:

სიჩუმე კლავს, რეაქცია უნდა იყოს უფრო მკაფიო – ბათუმში ფემიციდ გააპროტესტეს 

რატომ და როდის სჭირდება თქვენს ბიზნესს იურისტი და ადვოკატი

იურიდიული პრინციპებისა და საკითხების კომპლექსურ სამყაროში, რომელსაც თავს ვერც ერთი ბიზნესი ვერ აარიდებს, გადამწყვეტია გვესმოდეს განსხვავება იურისტსა და ადვოკატს შორის, განსაკუთრებით, ისეთ იურისდიქციაში, როგორიც საქართველოა, სადაც კვალიფიკაცია და როლები სხვადასხვაგვარადაა გადანაწილებული.

იქედან გამომდინარე, რომ იურიდიული სერვისები ბიზნესის წარმოებას ამარტივებს, კანონთან შესაბამისს ხდის პროცესებს და რაც მთავარია, კომპანიას მოულოდნელ გართულებებისაგან იცავს, მნიშვნელოვანია იცოდეთ, თუ ვის მიმართოთ, როცა იურიდიული სერვისების აუთსორსინგი გჭირდებათ. ასეთ დროს, მნიშვნელობა სანდო და გამოცდილ იურიდიულ ფირმაზე შეაჩეროთ, რომელიც კვალიფიციური ადვოკატებითა და იურისტებით იქნება დაკომპლექტებული. სწორედ ამიტომ, ამ ბლოგში, ყველასათვის გასაგებ ენაზე მოგითხრობთ იმის შესახებ, თუ რატომ სჭირდება კომპანიას იურისტისა და ადვოკატის მომსახურება და ამასთანავე, გაგაცნობთ Prime Legal-ს, საქართველოში ერთ-ერთ მოწინავე იურიდიულ კომპანიას, რომელიც თქვენი ბიზნესის ინტერესებს ნებისმიერი სირთულისა თუ გამოწვევის წამოჭრისას, წარმატებით დაიცავს. 

 

რა დროს სჭირდება კომპანიას იურისტი?

იურისტი, საქართველოს კანონმდებლობის კონტექსტში, არის პროფესიონალი, რომელმაც იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრის ხარისხი წარმატებით მოიპოვა. მსგავსი გამოცდილებისა და ბაზის მქონე პირებს სამართლებრივი პრინციპების, დებულებებისა და სასამართლო პრაქტიკის ღრმა ცოდნა აქვთ, მაგრამ არ შეუძლიათ ლიცენზირებული საადვოკატო საქმიანობის წარმოება, რაც ამ შემთხვევაში, კლიენტების სასამართლოში წარმომადგენლობას გულისხმობს.

შესაბამისად, გარდა იმ შემთვევებისა, როდესაც კომპანიას სასამართლო წარმომადგენლობა სჭირდება, სხვა ნებისმიერ იურიდიულ საქმიანობაში, იურისტი სრული კომპეტენციითა და ექსპერტიზით, წარმატებით შეძლებს ბიზნესის იურიდიული საჭიროებების დაკმაყოფილებას, მაგალითად: 

  • იურიდიული კვლევა და ანალიზი: იურისტებს შეუძლიათ ყოვლისმომცველი იურიდიული კვლევის ჩატარება, რათა კომპანიის ოპერაციებთან შესაბამისობაში მყოფ რთულ სამართლებრივ საკითხებს გაეცნონ, შესაბამისად გააანალიზონ სიტუაცია და გასცენ რეკომენდაცია. 
  • კონტრაქტის შედგენა და განხილვა: იურიდიულად სავალდებულო კონტრაქტებისა და შეთანხმებების შემუშავება თუ მოდიფიკაცია, რომლებიც იცავს კომპანიის ინტერესებს, მოითხოვს დეტალების მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებასა და დაკვირვებას, რასაც იურისტების საქმიანობა მოიცავს. 
  • მარეგულირებელთან შესაბამისობა: სამართლებრივი რეგულაციების ლაბირინთში ნავიგაცია და კომპანიის იურიდიული საქმიანობის შესაბამისობის უზრუნველყოფა იურისტის ექსპერტიზის ფარგლებშია, რაც მათ სერვისსა და მომსახურებას შეუცვლელს ხდის.

რა დროს სჭირდება კომპანიას ადვოკატი?

იურისტისაგან განსხვავებით, საქართველოს კანონმდებლობით, ადვოკატი არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, რომელმაც იურიდიული ფაკულტეტის დასრულებისა და შესაბამისი პრაქტიკის გავლის შემდეგ, წარმატებით ჩააბარა ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა და მოიპოვა ადვოკატის ლიცენზია. ეს ლიცენზია ადვოკატს უფლებამოსილებას აძლევს წარმოადგინოს კლიენტი სასამართლოში და გაუძღვეს მის პროცესს.

როგორც წესი, კომპანიები, ყველაზე ხშირად, ადვოკატის მომსახურებას შემდეგი მიზნებისათვის ითხოვენ:

  • სამართალწარმოება და დავის გადაწყვეტა: სამართლებრივი დავების, მათ შორის, სამოქალაქო, სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული საკითხების შემთხვევაში, ლიცენზირებული ადვოკატი შეუცვლელი კადრია. ვინაიდან, სასამართლო დარბაზში სწორედ ადვოკატი იცავს თქვენს ბიზნესს და ინტერესებს. 
  • იურიდიული კონსულტაცია: ასევე, აღსანიშნავია, რომ ადვოკატი გაწვდით სტრატეგიულ იურიდიულ რჩევებს, აწარმოებს მოლაპარაკებებს და იცავს  კლიენტების უფლებებს სხვადასხვა სამართლებრივი პროცესის მიმდინარეობისას. 
  • რთული იურიდიული ტრანზაქციები: შერწყმის, შესყიდვის ან რთული ბიზნესტრანზაქციების შემთხვევაში, ადვოკატები ფლობენ იმ ფასდაუდებელ გამოცდილებას, რომელიც სამართლებრივი სირთულეების ნავიგაციისა და რისკების შესამცირებლად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ოპტიმალური არჩევანი: იურიდიული სერვისების აუთსორსინგი თუ შიდა რესურსის ძალა?

მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის შიგნით იურიდიული გუნდის დაკომპლექტება შესაძლოა გარკვეული ტიპის ბიზნესისთვის მართლად მომგებიანი იყოს, იურიდიული მომსახურების აუთსორსინგი რამდენიმე განსხვავებულ უპირატესობას მოიცავს.

უპირველეს ყოვლისა, იურიდიული გუნდის აუთსორსინგი უზრუნველყოფს ფართო სპექტრის ექსპერტების სერვისის მიღებას, რაც შესაძლოა რთული მისაღწევი იყოს ერთი ან ორი მუდმივი კადრის კოპანიის შიგნით დასაქმებით. ეს მრავალფეროვნება ბიზნესს საშუალებას აძლევს იურისტისა და ადვოკატის ის  სპეციალიზებული ცოდნა გამოიყენოს, რომელიც მათ სპეციფიკურ საჭიროებებზეა მორგებული, იქნება ეს საკონტრაქტო სამართალი, სამართალწარმოება თუ სხვა. 

გარდა ამისა, იურიდიული სერვისების აუთსორსინგი შეიძლება იყოს უფრო ეკონომიური, რადგან ბიზნესი მხოლოდ მაშინ იხდის მომსახურების საფასურს, როდესაც იურიდიული სერვისები ესაჭიროება. უფრო მეტიც, გარე იურიდიულ გუნდები, ხშირად, ახალი პერსპექტივიდან უყურებენ საკითხს, რაცსამართლებრივი გამოწვევებისას ინოვაციური გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარებათ. 

პრაიმ ლეგალის გუნდი: კვალიფიციური ადვოკატები და იურისტები 

Prime Legal-ში ყველაზე კარგად ესმით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იურიდიული კუთხით ნამდვილი პროფესიონალების გუნდის არსებობა, რომელიც კლიენტების საჭიროებებს მაქსიმალურად დააკმაყოფილებს. შესაბამისად, პრაიმ ლეგალის გუნდი დაკომპლექტებულია როგორც მაღალკვალიფიციური იურისტებით, ასევე გამოცდილი ადვოკატებით, რომლებიც იურიდიულ საკითხთა ფართო  სპექტრში ბიზნესის მხარდაჭერასა და დახმარებას უზრუნველყოფენ. 

Prime Legal-ში დასაქმებული იურისტები საკითხისადმი სიღრმისეული ცოდნითა და გამოცდილებით, იურიდიული კუთხით კომპანიის სტრატეგიულ ხელმძღვანელობასა და გამოწვევებთან გამკლავებას უზრუნველყოფენ. ამავდროულად, პრაიმ ლეგალის იურისტებისა და ლიცენზირებული ადვოკატების გუნდი მზად არიან უზრუნველყონ კვალიფიციური  წარმომადგენლობა და ადვოკატირება სხვადასხვა ტიპის სასამართლო პროცესში, დაიცვან კლიენტების ინტერესები და მაქსიმალური სარგებელი მოუტანონ ბიზნესს. 

რას გულისხმობს პრაიმ ლეგალის იურიდიული სერვისების აუთსორსინგი?

იურიდიული სერვისების აუთსორსინგი Prime Legal-ის ყველაზე პოპულარულ მომსაუხრებათა ჩამონათვალს აერთიანებს, რომელიც ბიზნესს სრულიად ახალ შესაძლებლობათა ველთან აძლევს წვდომას. პრაიმ ლეგალის იურიდიული სერვისების ყოვლისმომცველი ნაკრები მოიცავს: 

  • იურიდიული კონსულტაცია: პროფესიონალ იურისტთა და ადვოკატთა გუნდი იურიდიულ საკითხებზე თავიანთ ექსპერტულ რჩევებს გთავაზობენ, რომელიც მორგებულია თქვენს ბიზნესსაჭიროებებს და მიზნებს. 
  • იურიდიული აუდიტი: სამართლებრივ ჭრილში, ბიზნესის საქმიანობის სრული შემოწმება და შესაბამისი დასკვნების მომზადება. პრაიმ ლეგალის იურისტების მიერ, თითოეული არსებული დოკუმენტი გადამოწმდება, შეფასდება რისკები და ასევე, გაიცემა რეკომენდაცია აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადების შესახებ. 
  • სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება: ხელშეკრულებების, შეთანხმებების, აქტების, დებულებების, წესდების, ოქმების, მიმართვების, განცხადებების, წერილებისა და სხვა ნებისმიერი დოკუმენტის მსოფლიოს ნებისმიერ ენაზე მომზადება, რაც განსაკუთრებით კომფორტულია ისეთი ბიზნესებისთვის, რომლებიც საერთაშორისო ბაზარზეც საქმიანობენ. 
  • სასამართლო/საარბიტრაჟო დავების წარმართვა: პრაიმ ლეგალის ადვოკატები უზრუნველყოფენ სასამართლო/საარბიტრაჟო დავის წარმართვასა და წარმომადგენლობას სარჩელის მოძიების ეტაპიდან, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ჩაბარებამდე. დავების წარმართვა ხორციელდება, როგორც საქალაქო, სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში, ასევე არბიტრაჟში. 
  • წარმომადგენლობა:შეხვედრების ორგანიზება, მოლაპარაკებების წარმართვა და საჭირო დოკუმენტაციის მომზადება, სწორედ ის სერვისებია, რომელთა წყალობითაც პრაიმ ლეგალი ნებისმიერი ბიზნესის საქმიანობას ამარტივებს. კომპანიის კორპორაციული იურისტები წარმომადგენლობას გაგიწევენ პარტნიორებთან, მომხმარებლებთან, მესამე პირებთან და სახელმწიფო ორგანოებში მოლაპარაკებებისას. 
  • სხვა იურიდიული სერვისები: გარდა ზემოთ ჩამოთვლილი მომსახურებებისა, პრაიმ ლეგალის საქმიანობა მოიცავს ისეთ ასპექტებსაც, როგორიცაა ადმინისტრაციული, სამოქალაქო, საინვესტიციო, სახელშეკრულებო, სამედიცინო, საბანკო და საგადასახადო, საიმიგრაციო, შრომითი, უძრავი ქონების და სამშენებლო სამართალი. 

„ამ გზას თაობები სიცოცხლის ფასად იცავდნენ – არა რუსეთს! კი ევროპას!“ – სტუდენტების აქცია ბათუმში

ბათუმელი სტუდენტების ჯგუფი 15 აპრილს, 14:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქციას აანონსებს.

„ბათუმელი სტუდენტები ისევ უნდა გავერთიანდეთ.

ზუსტად ერთი წლის წინ ჩვენი აქციებით შეშინებულმა ხელისუფლებამ უკან დაიხია, რუსული კანონი გაიწვია და პირობა დადო, რომ აღარასდროს აღარ შემოიტანდა.

ოცნებამ სიტყვა გატეხა, გადაგვაგდო. ეროვნული ნაკრების წარმატებით გაერთიანებული ერი, ივანიშვილმა კვლავ გაგვყო.

  • ოცნება გვართმევს უკეთესი განათლების შესაძლებლობას
  • უკეთესი ჯანდაცვის შესაძლებლობას
  • დამოუკიდებელ სასამართლოს
  • ისინი გვართმევენ ჩვენივე მოპოვებულ კანდიდატის სტატუსს და გვართმევენ ევროპას

ჩვენ გვინდა ევროპული მომავალი, გვინდა საქართველო იყოს იქ, სადაც მისი ადგილია. ამ გზას თაობები სიცოცხლის ფასად იცავდნენ, არავის აქვს უფლება გადაუხვიოს.

ვინც რუსულ საქმეს აკეთებს ქართველი ხალხის მტერია.

გელოდებით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შადრევანთან.

არა – რუსეთს

კი – ევროპას“- ვკითხულობთ ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში, ფეისბუქზე.

  • რა ხდება 

„ქართული ოცნება“ ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. „ქართული ოცნების“ მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.

კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო.

კანონპროექტს საქართველოს პარლამენტში ორშაბათს, 15 აპრილს განიხილავს. ამ დღესვე აქცია იგეგმება თბილისში.

„რომელი პარლამენტარი დარბის ჩვენსავით რაიონში ადამიანების დასაცავად“ – ანა არგანაშვილი

ადამიანის უფლებადამცველი ანა არგანაშვილი, რომელიც წლებია ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისა და ქალების უფლებებს იცავს, „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებულ რუსულ კანონს ეხმაურება და წერს, თუ რამდენად დიდ ზიანს მიაყენებს ეს კანონის ადამიანის უფლებების სფეროს და რამდენ ადამიანს დატოვებს დაუცველად.

„რატომ ვართ მე და ჩემი თანამშრომელი ადვოკატები უცხო ქვეყნის აგენტები?

იმიტომ, რომ ხვალ დილის 6 საათზე უნდა ავდგე, 7 საათზე უკვე გზაში ვიყო, რაიონის სასამართლო პროცესზე შევვარდე 12 საათზე, იქ ადამიანი, რომელიც ფსიქიატრიულში უკანონოდ ჩაკეტეს – დავიცვა.

იმავე დღეს, უკან უნდა წამოვიდე. აქ რომ ჩამოვალ კიდევ უნდა ვიმუშაო.

დღეს ბავშვის სექსუალური შევიწროების პროცესზე უნდა გავიდე, იქ შემვიწროებელმა გვლანძღოს ადვოკატები და ბავშვი, ჩვენ თან ბავშვს ყურებზე ხელი უნდა დავაფაროთ, რომ არ მოისმინოს.

თან პროცესი მოვიგოთ, თან სასამართლოს ძალით, განათლების სამინისტროს დავავალოთ სექსუალური შევიწროების მექანიზმი დანერგოს და სხვა ბავშვები დავიცვათ.

ასე დაუსრულებლად, – თან მლანძღონ, თან ვირბინო, თან დავიცვა, თან გადარჩენისთვის ვიბრძოლო.

ანუ „ძალა“, რომელიც საშუალებას მაძლევს ძალადობის მსხვერპლს მოვუსმინო, უსამართლობაში მარტო არ დავტოვო და უთანასწორო ბრძოლაში შევყვე – უცხოა და პარლამენტი, რომელიც გადასულია მარტო პოლიტიკური ქულების დაწერაზე – ნაცნობი.

აი ეს არის უმადურობა, ბოლო 10 წელია ასე დავრბივარ.

რომელი პარლამენტარი დარბის ჩვენსავით რაიონიდან რაიონში ადამიანების დასაცავად? რომელზე იწყება მათი დღე და ყავას სად სვამენ? ჩვენ – გორის „სმარტში“- წერს ანა არგანაშვილი.

ანა არგანაშვილი ამჟამად ერთ-ერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობს, ასევე თანამშრომლობს ორგანიზაციასთან „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“, სადაც წლების განმავლობაში მუშაობდა, მათ შორის ხელმძღვანელ პოზიციაზე და იცავდა ადამიანების უფლებებს. ის ახლაც აგრძელებს საადვოკატო საქმიანობას ადამიანის უფლებების სფეროში.

მის სახელზე არაერთი მოგებული საქმეა, მათ შორის შშმ ბავშვების განათლების, ჯანმრთელობის უფლების დაცვის და ბავშვების სექსუალური შევიწროების საქმეებზე.

ამავე თემაზე: 

რატომ ვერ ხედავს სახელმწიფო ბავშვთა უფლებების დარღვევას ტრაგედიამდე – ინტერვიუ 

„სახელმწიფოს მათთვის არ სცალია“ – ინტერვიუ ბავშვებზე აფრიკის დასახლებიდან

ლარსიდან 40 მილიონი რუსული რუბლი მალულად შემოჰქონდათ

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ყაზბეგის საბაჟო გამშვებ პუნქტში დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის მალულად შემოტანის ფაქტი აღიკვეთა.

„შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა: 40 000 000 რუსული რუბლი გამოავლინეს.

არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით, 1 164 000 ლარი შეადგინა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, საქონლის სრულად ჩამორთმევა განესაზღვრა“ – აცხადებს შემოსავლების სამსახური.

ბათუმის რა ქუჩებზე შეწყდება 12 აპრილს გაზის მიწოდება

კომპანია „სოკარის“ ცნობით, 12 აპრილს ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე გაზი გაითიშება.

კერძოდ:

11:00 საათიდან 17:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდება გენერალ ასლან აბაშიძის #49-6-ში მცხოვრებ 66 აბონენტს.

12:00 საათიდან 16:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდება კონსტანტინე გამსახურდიას #1-ში მცხოვრებ 28 აბონენტს.

ამავე პერიოდში, 12:00 საათიდან 16:00 საათამდე გაზის მიწოდება შეუწყდება  აკაკი შანიძის მეორე ჩიხში მცხოვრებ 101 აბონენტს.

ასევე, 12:00 საათიდან 16:00 საათამდე გაზის მიწოდება შეუწყდება ქუთაისის #7 და კოსტავას #3-ში მცხოვრებ 22 აბონენტს.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე გაითიშება გაზი იოანე ლაზის #20-ში.

„სოკარის“ ცნობით, გაზის გათიშვის მიზეზი გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

კომპანია აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

დააკავეს პოლიციელი, რომელიც ცოლზე ძალადობდა, დაშორების შემდეგ კი ემუქრებოდა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ძალადობისა და მუქარის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მეუღლეზე სისტემატურად ძალადობდა, ხოლო მასთან გაშორების შემდეგ, 2022 წლის დეკემბრიდან 2024 წლის აპრილამდე პერიოდში, სატელეფონო კომუნიკაციისას, ასევე, ინტერნეტ-აპლიკაციით ხმოვანი შეტყობინებების გაგზავნის გზით, სამართალდამცავი დაზარალებულსა და მის ოჯახის წევრებს სიცოცხლის მოსპობით სისტემატურად ემუქრებოდა.

ასევე, 2023 წლის 22 აგვისტოს, ბრალდებულმა დაზარალებულის საცხოვრებელი სახლის ეზოში, ჭიშკარზე მუქარის შემცველი ტექსტი დაწერა და დაშინების მიზნით იქვე საბრძოლო ვაზნა დატოვა.

გარდა ამისა, 2023 წლის 25 ოქტომბერს, შვილის წაყვანასთან დაკავშირებით, ბრალდებულს კონფლიქტი მოუვიდა დაზარალებულთან, ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და მუქარის ნიშნად იარაღიდან სამჯერ გაისროლა, რის შემდეგაც დატოვა შემთხვევის ადგილი.

ასევე, 2024 წლის 29 მარტს, ბრალდებულმა დაზარალებულს აპლიკაცია Whatsapp-ით ხმოვანი შეტყობინებები გაუგზავნა, სადაც კვლავ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებული ქალის მომართვის შემდეგ გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. გამოიკითხნენ მოწმეები, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, მოპოვებული იქნა ნივთიერი მტკიცებულება და ელექტრონული ინფორმაცია, რის შემდეგაც 2024 წლის 10 აპრილს, სამართალდამცავი დაკავებული იქნა ოჯახში ძალადობისა და მუქარის ბრალდებით.

დანაშაული 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყოფნა-არყოფნის საკითხია ამ ქვეყნისათვის – ლია უკლება რუსულ კანონზე

„ევროპელ პოლიტიკოსები ნათლად ამბობენ, რომ რუსული კანონის მიღების შემთხვევაში ევროკავშირის კარი ჩვენთვის დაიკეტება.

ეს მშვენივრად იცის „ქართულმა ოცნებამ“ და თუ მაინც გაიტანს ამ კანონს, ეს იქნება ნათელი დადასტურება იმის, რომ მმართველმა პარტიამ ფეხებზე დაიკიდა საქართველოს კონსტიტუციაც და მოსახლეობის, მინიმუმ 80 პროცენტის არჩევანი,“ – ასე ეხმაურება მხატვარი ლია უკლება რუსულ კანონს.

მხატვარი „ბათუმელებთან“ იხსენებს რუსულ გამოცდილებას, იმას, თუ რა დღეში ჩააგდო რუსული საზოგადოება მსგავსმა კანონმა.

„ყველა, მეტ-ნაკლებად პატიოსანი, ნიჭიერი და განათლებული რუსი ან ციხეში ზის, ან უკვე დახოცეს, ან ქვეყნიდან გაიქცა. ეს შეეხო არა მარტო პოლიტიკოსებს, ან ჟურნალისტებს. ყველას, ნავალნით დაწყებული, ალა პუგაჩოვათი დასრულებული. ცხადია, ეს კატასტროფაა, არა მარტო ადამიანის უფლებების კუთხით, არამედ თვითონ რუსეთისთვისაც, გრძელვადიან პერსპექტივაში,“ – ამბობს მხატვარი.

ლია უკლებას ვკითხეთ დაპირებაზე, რომელიც ხელისუფლებამ 2023 წლის მარტის აქციების შემდეგ გასცა. „ქართული ოცნების“ ლიდერები ამბობდნენ, რომ აღარასდროს დაუბრუნდებოდნენ რუსულ კანონს. როგორ გრძნობს მოქალაქე თავს, როცა აღმოაჩენს, რომ მთავრობამ ისევ მოატყუა.

„ჩემი აზრით, ეს უბრალოდ კრემლიდან დავალებაა. სხვანაირად წარმოუდგენელია, როგორ უნდა გადათქვა შენს მიერ საზეიმოდ დადებული პირობა. ნებისმიერი ხელისუფლების ლეგიტიმაცია პირველ რიგში ნდობას ემყარება. დღევანდელი ხელისუფლების ნდობის ხარისხი კი ნულთან ახლოსაა“, – ამბობს ლია უკლება.

მხატვრის თქმით, მიუხედავად იმ სირთულეებისა, რა სირთულეებთან გამკლავებაც ერს უწევს, არ უნდა დავიღალოთ.

„არ უნდა დავიღალოთ, არ უნდა შეგვეშინდეს. საქმე არ ეხება პოლიტიკურ სიმპათიებს. ეს ყოფნა-არყოფნის საკითხია ამ ქვეყნისათვის და ვალდებულები ვართ შესაბამისად მოვიქცეთ, თუნდაც ჩვენი შვილების მომავლისთვის,“ – ამბობს ლია უკლება.

ამავე თემაზე: 

„ოცნების“ მიერ დაწყებული ეს პროცესი ხაფანგია, რომელიც ქვეყანას გაანადგურებს – ელზა გურგენიძე

„ამ კანონის მიღება თუ დავუშვით, ქვეყანას აღარ ექნება პერსპექტივა“ – ოთარ ქათამაძე

 

26 პირს სახელმწიფო კრედიტის არამიზნობრივად გამოყენებას ედავებიან

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სახელმწიფო მიზნობრივი კრედიტის არადანიშნულებისამებრ გამოყენებისა და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე, სისხლისსამართლებრივი დევნა 26 პირის მიმართ დაიწყო.“

უწყების განცხადებით, „გამოძიებით დადგინდა, რომ „სახელმწიფო შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში, ბრალდებულების მიერ, 2018-2022 წლებში, სხვადასხვა საბანკო დაწესებულებებიდან მიღებული იქნა ჯამში 1 789 440 ლარის ოდენობის მიზნობრივი აგროკრედიტი, რომლის პროცენტის ძირითადი ნაწილი ფინანსდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან. კრედიტები უნდა მოხმარებოდა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას, მათ შორის მრავალწლიანი ნარგავების გაშენებას, ღვინის საწარმოს ინვენტარის შეძენას, წვრილფეხა პირუტყვის შეძენას, ფერმების და სასაწყობე მეურნეობის აშენებას.

დადგენილი იქნა, რომ უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ბრალდებულების მიერ თანხები გამოყენებული იქნა არამიზნობრივად, პირადი ინტერესებისთვის, ხოლო, დანაშაულებრივი ქმედების დაფარვის მიზნით, მათ მიერ დამზადდა ყალბი შესყიდვის აქტები, ასევე, კერძო აუდიტორების მიერ შედგენილი იქნა ყალბი დასკვნები, კრედიტის თითქოსდა მიზნობრივად გამოყენების თაობაზე.

აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობამ შეადგინა ჯამში 227 748 ლარი, ხოლო, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თავიდან იქნა აცილებული სახელმწიფოზე დამატებით 238 709 ლარის ზიანის მიყენების შესაძლებლობა.“

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, „ამ ეტაპისათვის ანაზღაურებულია 179 442 ლარის ოდენობის ზიანი. ტარდება შესაბამისი ღონისძიებები სახელმწიფო ბიუჯეტზე მიყენებული დარჩენილი ზიანის მობილიზების უზრუნველსაყოფად.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე, 210-ე და 362-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით.“

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 11 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 450 890 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +810]
  • ტანკი – 7 137 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 13 679 ერთეული [+12]
  • საარტილერიო სისტემა – 11 452 ერთეული [+48]
  • MLRS – 1 040 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 754 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 347 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 9 104 ერთეული [+34]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 069 ერთეული [+2]
  • გემი/ნავი – 26 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 15 298 ერთეული [+50]
  • სპეცტექნიკა – 1 882 ერთეული [+6]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 11 აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 583 თვითმფრინავი
  • 270 ვერტმფრენი
  • 20 355 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 500 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 15 756 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 266 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 8 818 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 20 887 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

როგორ იცვლებოდა უცხოური აგენტების კანონი რუსეთში წლების მიხედვით

საქართველოს მმართველი პარტიის მიერ ხელმეორედ დაინიციირებული რუსული კანონის ანალოგი, თავად რუსეთში 12 წლის წინ მიიღეს. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის პირველი ვერსია, თავიდან ისე ჩანდა, თითქოს ეს ცოტა ვინმეს ეხებოდა.

რეალურად კი, ამით საფუძველი დაედო რეპრესიული კანონების სერიას, რომელთა არეალიც წლების განმავლობაში ისე გაფართოვდა, რომ საბოლოოდ შეეხო ყველას – არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას, უფლებადამცველებს, ცალკეულ აქტივისტებს, პროგრესულად მოაზროვნე საზოგადო მოღვაწეებს, ყველას – უბრალოდ, განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეებს. 

ამ კანონის დარღვევა, კერძოდ „უცხოურ აგენტად“ რეგისტრაციიდან თავის არიდება თავიდანვე ითვალისწინებდა ჯარიმებს და თავისუფლების აღკვეთას; თუმცა დროთა განმავლობაში, კანონის მოქმედების სფეროს გაფართოებასთან ერთად, შეზღუდვებიც უფრო მრავალფეროვანი გახდა, მაგალითად „უცხოურ აგენტად“ მონიშნულ ადამიანებს აეკრძალათ საგანმანათლებლო საქმიანობა.

2012 წლიდან დღემდე აგენტების კანონში რუსეთმა სულ 6 ცვლილება შეიტანა:

⮞ 2012 წელი. არასამთავრობო ორგანიზაცია – „უცხოური აგენტები“

რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის პირველ ვერსიას. ეს კანონი აიძულებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც იღებენ დაფინანსებას უცხოეთიდან და ეწევიან პოლიტიკურ საქმიანობას რუსეთის ტერიტორიაზე, დარეგისტრირდნენ რუსეთის იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ რეესტრში, როგორც „უცხოური აგენტის ფუნქციების შემსრულებელი არასამთავრობო ორგანიზაცია“.

ამ ორგანიზაციებს ავალდებულებს გარკვეული პერიოდულობით წარადგინონ უფლებამოსილ ორგანოსთან ანგარიშები თავიანთი საქმიანობის შესახებ.

ანგარიშები ხელმძღვანელი ორგანოების პერსონალის შესახებ, დოკუმენტები, თანხების (მათ შორის უცხოური წყაროებიდან მიღებული) ხარჯვისა და სხვა ქონებით სარგებლობის მიზნების შესახებ და აუდიტის ანგარიშები.

⮞ 2017 წელი. „უცხოური აგენტის“ ფუნქციების შემსრულებელი მედია ორგანიზაციები

რუსეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა ცვლილებები შეიტანოს კანონში „მასმედიის შესახებ“, რამაც შესაძლებელი გახადა უცხოური მედიის „უცხო აგენტად“ მონიშვნა. 

საერთაშორისო რუსულენოვანი ონლაინგამოცემა „მედუზა“ წერს, რომ ეს იყო პასუხი აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ქმედებებზე, რომელმაც რუსული პროპაგანდისტული მაუწყებლობა RT (Russia Today) დაავალდებულა დარეგისტრირებულიყო როგორც „უცხოური აგენტი.

⮞ 2019 წელი. უბრალო ხალხი გათანაბრდა – „უცხოურ აგენტ მედიასთან“

რუსეთის ხელისუფლებამ ისევ გააფართოვა კანონის დებულებები, რის შედეგადაც ფიზიკური პირი შეიძლება მიჩნეულ იქნეს უცხოური აგენტის ფუნქციის შემსრულებელ მედიად, თუ ის მონაწილეობს „უცხოური აგენტის“ სტატუსის მქონე მედიის შექმნაში ან ავრცელებენ მათ მესიჯებსა და მასალებს; ამავდროულად იღებს ფულად სახსრებს საზღვარგარეთიდან.

⮞ 2020 წელი. ფიზიკური პირი – „უცხოური აგენტები“

პუტინმა ხელი მოაწერა ცვლილებებს რუსეთის კანონმდებლობაში, რომელიც „უცხოური აგენტად“ აღიარებს ფიზიკურ პირებს და იურიდიული სტატუსის არმქონე საზოგადოებრივ გაერთიანებებს, რომლებიც ჩართული არიან რუსეთში პოლიტიკურ საქმიანობაში და საზღვარგარეთიდან იღებენ დახმარებას (არა მარტო ფინანსურს); ასევე ფიზიკური პირებს (მათ შორის, პოლიტიკაზე მომუშავე უცხოელ ჟურნალისტებს). 

ასევე, ამ კანონმა დაავალდებულა მედია, რომ ნებისმიერი პუბლიკაციაში, სადაც მოხსენიებულია რომელიმე უცხოელი აგენტი, მიუთითოს, რომ ეს პირი ან ორგანიზაცია ასრულებს უცხოური აგენტის ფუნქციებს.

⮞ 2022 წელი. ახალი, ზოგადი კანონი უცხოური აგენტების შესახებ 

დუმამ მესამე მოსმენით მიიღო კანონი „უცხოური გავლენის ქვეშ მყოფი პირების საქმიანობის კონტროლის შესახებ“. ახლა რუსეთის ხელისუფლება შეძლებს „უცხოური აგენტების“ ერთიან რეესტრში შეიყვანოს ადამიანები და ორგანიზაციები, უკვე უცხოური დაფინანსების არ არსებობის შემთხვევაშიც კი – საკმარისი იქნება მათ საქმიანობაში „უცხოური გავლენის“ აღმოჩენა.

ამ სტატუსის მქონე ადამიანებისთვის დაწესებულია ახალი შეზღუდვები.

„უცხოური აგენტების“ რეესტრის გარდა, იარსებებს მათთან აფილირებული პირების რეესტრი. ეს მოიცავს მათ, ვინც იყო „უცხოური აგენტის“ ორგანიზაციის დამფუძნებელი, მენეჯერი ან თანამშრომელი – ასევე ისინი, ვინც, ხელისუფლების თქმით, ეწეოდა პოლიტიკურ საქმიანობას და იღებდნენ ფულს ან ქონებას „უცხოური აგენტებისგან“ (მათ შორის შუამავლების მეშვეობით). 

დაწესებული ახალი შეზღუდვები მოიცავს: „უცხოელი აგენტებს“ ეკრძალებათ პედაგოგიური და ნებისმიერი საგანმანათლებლო საქმიანობა სახელმწიფო და მუნიციპალურ საგანმანათლებლო დაწესებულებებში; არ შეუძლიათ სახელმწიფოსგან ფინანსურ მხარდაჭერის მიღება, მათ შორის შემოქმედებითი საქმიანობის განხორციელებისას; ვერ შეძლებენ იმუშაონ სახელმწიფო ან მუნიციპალურ სამსახურში, იყვნენ საარჩევნო კომისიების წევრები და იმოქმედონ როგორც საჯარო ღონისძიებების ორგანიზატორები; 

ამასთან, უცხოური აგენტების შესახებ კანონმდებლობის დარღვევა იწვევს როგორც ადმინისტრაციულ, ისე სისხლის სამართლის და სხვა სახის პასუხისმგებლობას.

⮞ 2024 წელი. იკრძალება ნებისმიერი რეკლამის განთავსება „უცხოური აგენტების რესურსებზე“

კანონი უკრძალავს რუსეთის მოქალაქეებსა და ადგილობრივ კომპანიებს, მიუხედავად მათი საკუთრების ფორმისა, განათავსონ ნებისმიერი რეკლამა უცხოური აგენტების რესურსებზე. აკრძალვა ვრცელდება მათ ვებგვერდებზე, ბლოგებზე, სოციალურ ქსელებსა და ა.შ.

____

ნუ დაუჯერებთ მმართველ პარტიას, რომელმაც ერთხელ უკვე მოგატყუა:

YouTube video player

წინააღმდეგი ვარ ამ კანონის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე – ბათუმელი პედაგოგი რუსულ კანონზე

რა ზიანს მოუტანს საქართველოს მმართველი პარტიის მიერ ინიციირებული რუსული კანონი და რატომ არის ის საფრთხე, დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის?

რუსული კანონის საფრთხეებზე „ბათუმელები“ ბათუმის მეორე საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის პედაგოგს, მინდია ფუტკარაძეს ესაუბრა.

„ჩემთვის, როგორც მასწავლებლისთვის, მნიშვნელოვანია მომავალი თაობის ევროპული მომავალი. ნებისმიერი ქმედება, რომელიც ამ პროცესს ხელს შეუშლის, მისი წინააღმდეგი ვიქნები.

ერთ-ერთია იმ კანონპროექტის კანონად მიღება, რისი დაკანონებაც მთავრობას სურს. ხაზს ვუსვამ – მთავრობას სურს, რადგან ქართველი ხალხის არჩევანი უკვე ვიცით, ხალხს არ სურს ამ კანონის არსებობა ჩვენს რეალობაში.

რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს ამ კანონმა ხალხს? – არაფერი!  შესაბამისად, თუ ხალხისთვის კეთილდღეობის მომტანი არ არის და პირიქით, ვხედავთ, რომ ყველა ჩვენი ევროპელი მეგობარი ქვეყანა გვირჩევს მის არ მიღებას, რატომ სურს მთავრობას ამ კანონის მიღება?!

როგორც  ამ ქვეყნის ერთ-ერთი მოქალაქე, წინააღმდეგი ვარ ამ კანონპროექტის მიღების. რამეთუ ვერ მარწმუნებს მთავრობის მიერ გამოთქმული არგუმენტები, ამ კანონის, ამ ეტაპზე, ასეთი ფორმით მიღების აუცილებლობას.

პირიქით, ვფიქრობ ვნებს ქართველ ხალხს, ქმნის შიდა დაპირისპირებას და ვნებს ყველაზე მნიშვნელოვანს – ჩვენს ევროპულ ინტეგრაციას.

ზოგადად, ნდობა დაკარგულია მთავრობის მიმართ, უამრავჯერ დაგვარწმუნეს ამაში.

გასულ წელს გაიწვიეს ეს კანონპროექტი, დღეს ვხედავთ მის დაბრუნების მცდელობას. ეს წინასაარჩევნოდ ცუდი ნაბიჯი მგონია. არ მინდა ქვეყანაში არეულობა გამოიწვის ამ ფაქტმა.

როგორც ერთ-ერთ ამომრჩეველს, მსურს არჩევნებამდე მშვიდობიანად მივიდეთ და ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს, თუ რა სურს მას.

საქართველოში უნდა დასრულდეს ერთპარტიული მმართველობა, რათა მსგავსი ფაქტები არ განმეორდეს მომავალში“, – ამბობს მინდია ფუტკარაძე.

____

ნუ ენდობით მმართველ პარტიას, რომელმაც ერთხელ უკვე მოგვატყუა

YouTube video player

„დღევანდელ წვიმაში კაცი გარეთ რომ ილოცებს, მეტი ჩაგვრა რა გინდა?“ – ბათუმის ახალი მეჩეთი

„დღევანდელ წვიმაში რომ კაცი გარეთ ილოცებს, ამაზე მეტი ჩაგვრა რა გინდა?“ – გვითხრა ბათუმში მცხოვრებმა მუსლიმმა, ასლან ქამადაძემ პრესკონფერენციაზე, რომელიც დღეს, 10 აპრილს, ბაირამის ლოცვის შემდეგ, ბათუმის ახალ მეჩეთში მოეწყო.

პრესკონფერენციაზე მუსლიმმა მრევლმა ადიგენის ინციდენტი გააპროტესტა – მუსლიმებს ადიგენში ლოცვაზე მიუვარდნენ და დაემუქრნენ. გამოძიება კი, არ დაწყებულა. ბათუმში შეკრებილმა მუსლიმებმა გააპროტესტეს ისიც, რომ მეშვიდე წელია ბათუმის მერია მათ საკუთარ მიწაზე მეჩეთის აშენების ნებას არ აძლევს.

„ტრაგიკულია, რომ ადიგენში ქართველ მუსლიმ თემს ისევ წართმეული აქვს ლოცვის უფლება და რელიგიური შევიწროება ხდება. უკვე ათი წელია, ადიგენში ჩვენი ძმები და დები ითმენენ მთავრობის და სხვა უწყებების, თვითმმართველობის, ადგილობრივი სასულიერო პირების და სხვა ჯგუფების შეურაცხყოფას, უგულებელყოფას, მუქარას, ძალადობასაც კი.

ჩვენი მთავარი სათქმელია ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის აუცილებლობა. 2017 წელს ჩამოყალიბდა მეჩეთის მშენებლობის ფონდი და მას შემდეგ გავიდა 7 წელიწადი. არ მოგვცა ქალაქის მერიამ ნებართვა, წავედით სასამართლოს გზით… სასამართლომ დისკრიმინაციულად ცნო ბათუმის მერია, მერიამ ვერ წარმოადგინა შესაბამისი მტკიცებულებები და სასამართლო გაიწელა.

„დღევანდელ წვიმაში კაცი გარეთ რომ ილოცებს, მეტი ჩაგვრა რა გინდა?“ – ბათუმის ახალი მეჩეთი

დღევანდელ ხელისუფლებას არ აქვს ნება, რომ მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება ბათუმში ახალი მეჩეთის აშენებაზე,“ – განაცხადა ნოდარ პაქსაძემ, ბათუმის ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდის ხელმძღვანელმა.

„რა სახელმწიფოა ეს, რომ მეჩეთის აშენების ნებას არ გვაძლევენ?“ – კითხულობენ მუსლიმები და გვიყვებიან, რამდენად საჭიროა ევროპასთან დაახლოება.

„ევროპა რომ იყოს, აქ აშენდებოდა მეჩეთი,“ – მიიჩნევს, მაგალითად, ასლან ქამადაძე. მორწმუნეები სველ ხალიჩებს გვაჩვენებენ – ბაირამის ლოცვაზე ათასობით კაცი ღია ცის ქვეშ ვლოცულობდით, წვიმაშიო.

მათი აზრით, რატომ ვერ იღებს ამ დრომდე გადაწყვეტილებას სასამართლო „ბათუმის ახალი მეჩეთის საქმეზე“? – ვეკითხები მორწმუნეებს.

„პოლიტიკური მოტივია, როგორც პოლიტიკურად გაიცემა ბრძანება, სასამართლო იმის ქვემდებარეა,“ – ამბობს თამაზ ღორჯომელაძე.

„ხელისუფლებას ეშინია ამომრჩევლის დაკარგვის, უთხრეს, მართლმადიდებელ მრევლს გადაიკიდებ და ვეღარ იქნები ხელისუფლებაშიო,“ – ამატებს კიდევ ერთი მორწმუნე.

ახალ მეჩეთში შეკრებილებს ვკითხეთ რუსულ კანონზეც:

„რუსულ კანონს, რა თქმა უნდა, ვეწინააღმდეგებით. ემხრობიან მოსკოვის პოლიტიკასო და ალბათ ასეა… ქვეყანა უნდა იყოს დამოუკიდებელი, რომ გადაწყვიტოს თავისი საქმე, რაც ქვეყანას სჭირდება,“ – ამბობს ასლან ქამადაძე და ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ხელისუფლებამ საზოგადოება მოატყუა, როცა 2023 წლის მარტში თქვა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდა.

„ხელისუფლება როცა იტყუება, არასდროს მისგან ხეირი არ იქნება. ოჯახში როცა მამა ატყუებს შვილებს, იმას ხეირი ექნება? – არ ექნება, ასეა ქვეყანაც. არც აქვს მერე, ვერ ვხედავ მე ხეირს… საქართველოსნაირი ქვეყანა ასე რატომ უნდა იყოს, ევროპის აკვანი ქვეყანა?

თავისუფლება, გემრიელობა, სიტკბო, ამას რამე აჯობებს, იმ ხალხშია [ევროპაში] და ეს გვინდა ჩვენც ხომ?

ღმერთს ვევედრებით, რომ არ დავშორდეთ ევროპას და ვნახოთ, ყველა უნდა დავდგეთ სიმართლის მხარეს. ძალა ხალხშია,“- გვითხრა ასლან ქამადაძემ.

ამ თემაზე:

ბაირამის ლოცვა წვიმაში, ქუჩაში და აივნებს ქვეშ შეფარებული მთავრობა 

ტყუილია, რომ ევროპაშიც მიიღეს ეს კანონი – ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე

„რუსული კანონის მიღება იქნება ცალსახად დიდი კედელი ჩვენსა და ევროკავშირს შორის,“ – მიიჩნევს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ნონა წოწორია. მას რუსულ კანონზე ვესაუბრეთ.

ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე ყურადღებას ამახვილებს „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ ტყუილზე, თითქოს მსგავსი კანონი ევროპულ ქვეყნებშიც არსებობს. „რუსული კანონის მიღებით ჩვენს მომავალზე ვამბობთ უარს,“ – მკაფიოა ნონა წოწორიას პოზიცია.

სტრასბურგის სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მოლდოვაში პრე-ვეტინგის პროცესში იყო ჩართული. მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმებას საქართველოში, ევროკავშირის ერთ-ერთი პირობის მიუხედავად, რადიკალურად უპირისპირდებიან მოსამართლეები „ქართულ ოცნებასთან“ ერთად.

რა შედეგი დადო „ვეტინგმა“ მოლდოვაში და რას აჩვენებს ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლისთვის ქართველი მოსამართლეების უარი ევროპულ მომავალზე – „ბათუმელებმა“ ნონა წოწორიასთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ქალბატონო ნონა, თქვენი აზრით, როგორ აისახება რუსული კანონ საქართველოს ევროპულ მომავალზე?

დასავლეთში პოლიტიკოსებმა უკვე ცალსახად უპასუხეს ამ შეკითხვას. არ დარჩენილა საერთაშორისო ორგანიზაცია თუ ქვეყანა, რომელიც ჩვენი მეგობარია და არ ამბობს, რომ ეს არის დიდი საფრთხე ევროინტეგრაციისთვის. რუსული კანონის მიღება იქნება ცალსახად დიდი კედელი ჩვენსა და ევროკავშირს შორის.

გარდა ამისა, არსებობს ევროკავშირის მართლმსაჯულების [ე.წ. ლუქსემბურგის სასამართლო] სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ამბობს, რომ ასეთი კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანონმდებლობას. ევროსასამართლო მას აფასებს, როგორც ევროპული კონვენციის საწინააღმდეგოს.

არ არსებობს ორგანო, რომელსაც არ უთქვამს, რომ რუსული კანონი ეწინააღმდეგება ევროპულ კონვენციებს. თუ წაიკითხავთ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას რუსულ კანონთან დაკავშირებით, ნახავთ, რომ ის ეწინააღმდეგება ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს, რომელიც არსებობს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, მათ შორის, გაეროს კონვენციებს.

რუსული კანონის მიღებით არამხოლოდ ევროპის კარს ვკეტავთ, არამედ ვაკეთებთ საერთაშორისო განაცხადს, რომ ჩვენი სწრაფვა არ არის დემოკრატიული საზოგადოებისკენ. რუსული კანონის მიღებით ჩვენს მომავალზე ვამბობთ უარს.

  • ქართული ოცნება“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ მსგავს კანონებს იღებენ ევროპის ქვეყნებშიც. 

რომელ ქვეყანაში? მცდელობა ჰქონდა უნგრეთს და იძულებული გახდა გაეუქმებინა ის მას შემდეგ, რაც ლუქსემბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო.

უნგრეთის 2017 წლის საზღვარგარეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების გამჭვირვალობის შესახებ კანონი [„გამჭვირვალობის აქტი“] ასოციაციებისა და ფონდების, გარდა სპორტული და რელიგიური გაერთიანებებისა, პოლიტიკური პარტიებისა და ეთნიკურ უმცირესობათა ასოციაციებისგან მოითხოვდა სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას, თუკი უცხოური დაფინანსების წილი მათ ბიუჯეტში ყოველწლიურად აჭარბებდა 7 200 000 უნგრულ ფორინტს [22,100 ევრო].

ასეთი ორგანიზაციები ექვემდებარებოდნენ მარკირებას და დამატებითი ანგარიშგების მოთხოვნებს. გათვალისწინებული იყო ჯარიმები და ორგანიზაციების დაშლის შესაძლებლობა კანონის შეუსრულებლობის შემთხვევაში.

აქტი გაუქმდა 2021 წლის აპრილში ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს 2020 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

სასამართლომ დაადგინა, რომ ასოციაციების დაფინანსების გამჭვირვალობის გაზრდის მიზანი ლეგიტიმურია, თუმცა, ის ვერ გაამართლებს კანონმდებლობის შემოღებას, რომელიც ეფუძნება დაშვებას, რომ ნებისმიერი უცხოური ფინანსური დახმარების მიღება სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან ავტომატურად ქმნიდა საფრთხეს სახელმწიფოს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესებისთვის.

სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ გამჭვირვალობის აქტით დაწესებული ვალდებულებები წარმოადგენდა გაერთიანების თავისუფლების უფლების შეზღუდვას, რამდენადაც ისინი მნიშვნელოვნად ართულებდნენ ასოციაციების ფუნქციონირებას კანონით შემოღებული დამატებითი ვალდებულებების და მათი შეუსრულებლობისთვის გათვალისწინებული ჯარიმების გამო.

ასევე, ვალდებულება, რომ დარეგისტრირებულიყვნენ და პოზიციონირება მოეხდინათ ამ სტატუსით შემაკავებელი ეფექტი შეიძლება ჰქონოდა დონორებზე და ამით ხელი შეეშალა ამ ორგანიზაციების საქმიანობისა და დეკლარირებული მიზნების მიღწევაში.

ეს დამატებითი ვალდებულებები, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, ქმნიდა უნდობლობას ასოციაციების, ფონდების მიმართ და ახდენდა მათ სტიგმატიზებას. სასამართლომ მიუთითა, რომ არ არსებობდა გამართლება ამ დამატებითი ვალდებულებების შემოღებისთვის.

საქართველოს ხელისუფლება, მარტივად რომ ვთქვათ, დგას ტყუილის პოლიტიკაზე. ამას აკეთებს იგი რუსულ კანონთან დაკავშირებითაც. ჩვენი, საზოგადოების პრობლემაა: მორიგ ტყუილს მივიღებთ, გადავყლაპავთ, თუ ვიტყვით, რომ არა, ეს უკვე საკმარისია.

  • რატომ აწყობს ხელისუფლებას რუსული კანონის მიღება? „ქართულმა ოცნებამ“ მოატყუა საზოგადოება, როცა თქვა, რომ აღარ დაუბრუნდებოდა ამ კანონპროექტს. 

ვხედავთ, რომ ტყუილი და ფლიდობა ამ ხელისუფლების მმართველობის ინსტრუმენტია, რაც გამოიყენება დეზინფორმაციულ კამპანიასთან ერთად. ეს არის „ქართული ოცნების“ მმართველობის სტილი, რომელსაც ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვუთხრათ – არა!

სიმართლის თქმა მძიმეა ხანდახან, მაგრამ ეს არის ის, რასაც თვალი უნდა გავუსწოროთ. ერთხელ და სამუდამოდ უარი უნდა ვუთხრათ ძალას, რომელიც ცდილობს მანიპულირებით და ტყუილებით ქვეყნის მართვას. თუ ამას ვერ გავაკეთებთ, ჩვენ, როგორც ინდივიდები, ამ სისტემის ნაწილი ვხდებით.

ჩვენ ერთდროულად ვართ, როგორც მსხვერპლი, ისე დამნაშავე – ამ მასობრივი ტყუილის თანამონაწილეები.

ეს აჩვენებს ასევე დიდ მორალურ კრიზისს, რომელიც ჩვენს საზოგადოებას შეიძლება ჰქონდეს. ზოგადად, ტოტალიტარული სისტემები ქვეყანას მართავენ საზოგადოების დემორალიზებით.

  • ხედავთ საქართველოში ტოტალიტარიზმის საფრთხეს, როცა შეიძლება ყველაფერი გააკონტროლონ და აღარ ისმოდეს კრიტიკული აზრი? 

აბსოლუტურად. ჩემი პერსპექტივით, ამ კანონის მიღებით ხელისუფლებას უნდა კონტროლი მოიპოვოს საზოგადოების დაუმორჩილებელ ნაწილზე, ამ შემთხვევაში მედიასა და სამოქალაქო ორგანიზაციებზე, რომლებიც წინააღმდეგობას უწევენ მას ხელისუფლების ბოლომდე კონცენტრაციაში.

თუ ჩვენ შევხედავთ „ქართული ოცნების“ მართვის სტილს, მან ნელ-ნელა დაიმორჩილა სხვადასხვა სექტორი, ნაწილ-ნაწილ მოკლა სხვადასხვა სეგმენტი.

დარჩა საზოგადოების ერთი ნაწილი, ვისზეც „ქართული ოცნება“ მიიჩნევს, რომ თუ არ„მიხედა“, მის არსებობა საფრთხეშია. მისთვის შეუძლებელია მართვა სიკეთის კეთების გზით.

რას ვუყურებთ ჩვენ? საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს და იმის ნაცვლად, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდი ლაპარაკობდეს, რა გააკეთა, ან იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებაში დარჩება, რას გააკეთებს, საზოგადოებას რეალურად ტერორი მოუწყვეს.

„ქართული ოცნება“ ცდილობს, მთელი წინასაარჩევნო კამპანია გადაიყვანოს აი, ამ რეჟიმში, რომელიც არაფერია, გარდა იმისა, რომ მოახდინოს ხელისუფლების სრული კონსოლიდაცია.

ამ ფონზე თუ ვინმე იფიქრებს, რომ ჩვენი ევროპულ მომავალს რამე პერსპექტივა აქვს, პირდაპირ ვიტყვი, რომ მას ან ინტელექტის პრობლემა აქვს, ან სინდისის, ან ორივესი ერთად.

  • მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმებაზეც მინდა გკითხოთ – ევროკავშირის ამ მოთხოვნას კატეგორიულად უპირისპირდებიან მოსამართლეები „ქართულ ოცნებასთან“ ერთად. თქვენ ხართ ჩართული მოლდოვაში ე.წ. ვეტინგის პროცესში. რას აჩვენებს თქვენთვის ქართველი მოსამართლეების რეაქცია, მაგალითად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, ლევან თევზაძის განცხადება: „აღარ არის ეთიკური სტანდარტების დრო“. 

თუ ნახავთ, რუსეთში როგორ განვითარდა ეს მოვლენები, როგორ მოახრჩვეს არასამთავრობო ორგანიზაციები, ნახავთ, რომ სასამართლოს როლი საკვანძო იყო ამ პროცესში – დამორჩილებული სასამართლო არის რუსული კანონის აღსრულების გარანტია. რუსული კანონის იმპლემენტაციას ხელისუფლება ვერ შეძლებს სასამართლო ხელისუფლების გარეშე.

რუსეთში თავდაპირველად ეს კანონი იყო ბუნდოვანი, მისი იმპლემენტაციის დროს იმდენად ფართო ინტერპრეტაცია მისცეს კანონებს, რომ პოლიტიკურ საქმიანობას დაუქვემდებარეს რუსეთში აბსოლუტურად ყველაფერი, მათ შორის, ფლორასა და ფაუნაზე, კულტურულ მემკვიდრეობაზე და სემინარებში მონაწილეობაც კი.

მიუხედავად იმისა, რომ სპორტი და ჯანდაცვა გამორიცხული იყო თავდაპირველად კანონის მოქმედების სფეროდან, მოსამართლეების განმარტებით ეს ყველაფერი მოთავსდა კანონის რეგულირების სფეროში.

ამიტომაც არის ეს კანონი ასეთი საშიში, რადგან მისი საცეცები საზოგადოების ყველა ფენას შეიძლება მოედოს. ამ პროცესში დამორჩილებული სასამართლოს როლი საკვანძოა. სწორედ მოსამართლეების მონაწილეობით გააუქმეს რუსეთში სამოქალაქო ორგანიზაციები, მათ შორის, ორგანიზაციებმა საქმიანობა შეაჩერეს  თვითლიკვიდაციის იძულების გზით.

ამ კანონმა აუკრძალა არასამთავრობო ორგანიზაციებს კორუფციის თემაზე მუშაობა, მაგალითად, სამართლებრივ აქტებზე ანტიკორუფციული შეფასებების გაკეთება. ამ შემთხვევიდან ჩანს, სად ემთხვევა ხელისუფლების და მოქმედი სასამართლო სისტემის ინტერესები.

წარმოიდგინეთ ეს კანონი ამ კონკრეტული მოსამართლეების ხელში საქართველოში, რომელსაც აქვთ მოწინააღმდეგე აზრის მქონე ადამიანების დევნის დიდი გამოცდილება. თანაც, არ უნდა დაგვავიწყდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი.

  • საბჭოთა დროინდელი, რომელსაც არ ცვლიან და რომლის საფუძველზეც ადამიანებს პროტესტის მშვიდობიანი გამოხატვის გამოც სჯიან? 

დიახ.  რუსული კანონი  მარტო კი არ იქნება. ამას მოჰყვება სხვა კანონების ნუსხა, რომელიც მის იმპლემენტაციას მოახდენს. არ მინდა, ვიფიქრო, რომ ეს მოხდება, მაგრამ საცეცებს, რასაც ისინი გაუშვებენ ამ კანონის მიღების შემთხვევაში, ვერ მივადევნებთ თვალს, იმდენად ფართომასშტაბიანი და მძიმე იქნება.

წარმოიდგინეთ, მოსამართლეთა კლანის ხელში ეს კანონი და რამდენად საინტერესოა ხელისუფლებისთვის მოსამართლეთა დამორჩილება, რომ ეს ყველაფერი სისტემაში მოიყვანოს.

ამ წუთას სასამართლო კლანის ინტერესებში არის ძალაუფლების შენარჩუნება ისე, როგორც არის. ცვლილებების შემთხვევაში კი, რასაც ევროპა მოიტანს, და ეს ქართველ ხალხს სჭირდება, მოსამართლეები ფიქრობენ, რომ მათი ძალაუფლება, დაგროვებული ქონება, იქნება საფრთხის ქვეშ.

მოსამართლეების პროტესტი ეს არის საკუთარ ინტერესებზე მორგებული პროტესტი, რომელიც ამ შემთხვევაში ემთხვევა ხელისუფლების ინტერესს, მოახდინოს ძალაუფლების სრული კონსოლიდაცია.

„ვეტინგი“ პანაცეა არ არის. ეს არ არის სტანდარტული სისტემა. ეს არის გამონაკლისი იმ შემთხვევებისთვის, როდესაც სასამართლო ხელისუფლების გაჯანსაღების სხვა საშუალება არ არის. ეს არის გზა იმისთვის, რომ სასამართლო სისტემა რეფორმირდეს.

საქართველოში ვნახეთ, როგორ გაამწესეს მოსამართლეები უზენაეს სასამართლოში, როცა ზოგიერთ შემთხვევაში იყო კვალიფიკაციის პრობლემა, ან საერთოდ უმაღლესი განათლების პრობლემა, მოხდა რამე? შევძელით შეგვეჩერებინა? – ფაქტია, რომ ვერაფერი შევძელით. ისინი მაინც გამწესდნენ სასამართლოში.

  • რეკომენდაციაც იყო დასავლეთიდან, შეჩერებულიყო მოსამართლეების უვადოდ გამწესება, ვიდრე სასამართლო რეფორმა არ ჩატარდებოდა, თუმცა ხელისუფლებამ არც ეს მოთხოვნაც შეასრულა. 

არავინ არ გაითვალისწინა ეს, ძალადობრივად დაასრულეს ეს პროცესი. ამას გარდა, უამრავი ანგარიშია და ეჭვი მოსამართლეების შემოსავლებზე, რაც არავის გამოუკვლევია.

არსებობს დისციპლინარული დევნის მექანიზმი, თუმცა რამდენი მოსამართლე გაგიგიათ საქართველოში, რომ დისციპლინარულად დასაჯეს? არაფერი არ არსებობს. ჩვენ გვაქვს სისტემა, როდესაც გაამწესეს მოსამართლე და თითქოს უკვე არსებობს პრეზუმფცია, რომ ის წესიერი და კეთილსინდისიერია მთელი დანარჩენი ცხოვრება.

გაუგონარი ამბავია ასევე ის, რომ მოსამართლეებს საკუთარი ქონებრივი დეკლარაციის გადამოწმების პროცესის შეჩერებაც შეუძლიათ. ჩვენნაირ ქვეყნებში ბევრი რამეა პრობლემა. მე არ შემისწავლია დეტალურად დეკლარაციების სისტემა საქართველოში. იქ შეიძლება ბევრი ხვრელი იყოს, რომელიც მაგალითად, არ ითვალისწინებს ბევრი ობიექტის დეკლარირებას. ამ ხვრელებსაც ქმნიან კანონმდებლები, როცა გამორიცხავენ დეკლარირების სფეროდან ბევრ საგანს, რაც კორუფციის რისკია.

მაგალითად, მოლდოვაში 2016 წლამდე ნაღდი ფულის დეკლარირება არ ხდებოდა. წარმოიდგინეთ, ეს რამხელა ხვრელი იყო კორუფციისთვის. იმის თქმა მინდა, რომ დეკლარაციის სისტემას თავად შესაძლოა ბევრი ნაკლი ჰქონდეს. ამ ნაკლულ დეკლარაციას რომ კიდევ არ ამოწმებ და დეკლარანტს რომ შეუძლია ამ პროცესის შეჩერება, ეს არის ფანტასტიკა.

მოლდოვაში სულ სხვა სიტუაცია იყო: შემოწმების სისტემა იყო ნაკლული და დეკლარაციის შემმოწმებელი ორგანო ვერ ახერხებდა, რომ სრულყოფილად შეესწავლა დეკლარაციები.

მოსამართლეებს მოლდოვაში მოჰქონდათ ეს დასკვნები და ამბობდნენ, აი, შეისწავლა ჩემი დეკლარაციები ამ ორგანომ და გაითვალისწინეთ მისი დადებითი შეფასებებიო. ჩვენ კი ვეუბნებოდით, რომ კანონმა მოგვცა უფლება, მიუხედავად ამ ორგანოს დადებითი დასკვნისა, თავად მოვიკვლიოთ დამატებით დეტალები.

  • რა ეტაპზეა მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმება, ე.წ. ვეტინგის პროცესი მოლდოვაში. თქვენთან წინა ინტერვიუ ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ სასამართლო კლანი მოლდოვაში იშლებოდა, რა ხდება ახლა? 

მე შემიძლია ვისაუბრო მხოლოდ პრე-ვეტინგზე, რადგან ვმონაწილეობ წინასწარი ვეტინგის პროცესში, როცა შეირჩა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და პროკურატურის უმაღლესი საბჭოს წევრები. ჩვენ მიერ შერჩეული კანდიდატებით ამ ორი ორგანოს ფორმირება უკვე მოხდა. ჩვენი კომისია არ დაითხოვს თანამდებობებიდან მოქმედ მოსამართლეებს თუ პროკურორებს.

იმის გამო, რომ მოლდოვაში იუსტიციის საბჭო იყო ბლოკირებული – იქაც მარტივად არ არის ეს ყველაფერი – მოლდოვის ხელისუფლებამ სიახლე შემოიტანა იუსტიციის საბჭოში ასარჩევი წევრების შემოწმების სახით. იუსტიციის საბჭო მართავს შემდეგ სასამართლო ხელისუფლებას. ამიტომაც, მიიჩნიეს საჭიროდ, რომ ჯერ დაეკომპლექტებინათ ეს ორგანო, რომელიც შემდეგ ჩაერთვებოდა „ვეტინგის“ პროცესში.

2023 წლის დეკემბერში მივიღეთ ჩვენ ბოლო გადაწყვეტილება, რაც სასწრაფოდ იყო საჭირო მოლდოვისთვის, რომ პროკურატურის საბჭო ფუნქციონირებადი ყოფილიყო და ამის დეკლარირება მომხდარიყო ევროკავშირისთვის.

თუ შევხედავთ საქართველოში იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, ნათელია, რა მოცემულობა გვაქვს: დაკომპლექტებულია იმ ხალხით, ვისაც არ სურს სასამართლოს რეფორმირება.

გასული წლის დასაწყისში მოლდოვაში მთელი უზენაესი სასამართლოს შემადგენლობის დიდი ნაწილი გადადგა. ამ დროს საფრთხე შეექმნა დავების გადაწყვეტას უზენაესი სასამართლოში. ჩვენი გადაწყვეტილებების განხილვაც, რაც გასაჩივრებული იყო უზენაეს სასამართლოში, საფრთხის ქვეშ დადგა.

ამ ვითარებაში მთავრობამ იპოვა გამოსავალი და სხვა სასამართლოებიდან მიავლინეს მოსამართლეები უზენაეს სასამართლოში. იყო რისკი იმის, რომ უზენაესი სასამართლო ბლოკირება მომხდარიყო.

არ მინდა სპეკულაციაში შესვლა, რა მოტივით გადადგნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, არის სერიოზული კითხვები კორუფციაზე, ქონებაზე, რომელიც მათ აქვთ.

მე ასე ვიტყოდი: სასამართლო რეფორმის პროცესი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და რთულია, რაც კი ადამიანმა შეიძლება რეფორმირების პროცესში წარმოიდგინოს. სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომლებიც ყოველთვის შეუშლიან ამ პროცესს ხელს, ეცდებიან, რომ რევანშიც მოაწყონ. მთავარია, საზოგადოება არ დაიღალოს ამ პროცესით და იგი ბოლომდე მიიყვანოს.

  • მოლდოვის გამოცდილება აჩვენებს, რომ ე.წ. ვეტინგია დღეს ერთადერთი გამოსავალი, სასამართლო სისტემა გაძლიერდეს? 

სხვა გამოსავალი არ არსებობს. ამაზე საუბარია ევროკავშირის და ვენეციის კომისიის დასკვნებში, თუმცა „ვეტინგი“ არის ერთი ნაწილი ამ პროცესის, რომელსაც უნდა მოჰყვეს მთელი სისტემის ინსტიტუციური რეფორმირება. ეს ნიშნავს  მოსამართლეების გამწესების, დაწინაურების, კვალიფიკაციის შემოწმების, დისციპლინური დევნის და ასე შემდეგ ორგანოების რეფორმირებას.

  • ეს ხელისუფლების აქტიური ნების გარეშე არ გამოვა?

რა თქმა უნდა, არ გამოვა. „ვეტინგი“ ერთი პატარა ნაწილია, რომელსაც შემდეგ თუ არ დახვდა რეფორმირებული სტრუქტურები, რომელშიც ეს ხალხი უნდა ჩაერთოს და იფუნქციონირებს, რეალურად არაფერი გამოვა.

მაგალითად, კომისიის ერთ-ერთი წევრი, რომელიც ჩემი კოლეგაა, კალიფორნიის შტატში იყო 27 წლის განმავლობაში მოსამართლეთა დისციპლინარული დევნის საბჭოს იურიდიული სამსახურის უფროსი.

მოსამართლეების ეთიკურ საქციელზე, მათ პროფესიონალიზმზე რეაგირება ყოველდღიური პროცესია. თუ არ არსებობს მექანიზმი, რომელიც ამ შემთხვევებს სათანადოდ შეისწავლის და დისციპლინური დევნის სისტემას მწყობრში მოიყვანს, სასამართლო ხელისუფლება სათანადოდ ვერ იფუნქციონირებს. ჩვენ მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნქციონირება კი არა, მთელი სისტემის ფუნქციონირება გვინდა.

  • რჩება რესურსი, რომ ე.წ. ვეტინგის პროცესი დაიწყოს საქართველოში? 

რესურსი არის მხოლოდ ხელისუფლების ცვლილებაში. მე ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ამ ხელისუფლებას ელაპარაკო რეფორმებზე. ეს ხალხი არ არის ამ რეფორმების გამტარებელი. ეს წყლის ნაყვაა.

თუ გვინდა ევროპაში შესვლა, ეს ხელისუფლება უნდა შევცვალოთ.

___

YouTube video player

ადიგენში პარასკევის ლოცვებს მუსლიმები აღარ ჩაატარებენ

დღეს, 10 აპრილს, სამცხე-ჯავახეთის მუფთმა, მამუკა ვაშაყმაძემ განაცხადა, რომ ადიგენში შეაჩერეს პარასკევის ლოცვა.

„ჩვენ, ადიგენში აღნიშნული მიზეზების გამო, შევაჩერეთ პარასკევის ლოცვა, ბაირამის ლოცვა და დანარჩენი მიდის მოლაპარაკებების გზით“, – ამბობს მუფთი ვიდეო მიმართვაში, რომელიც თავის ფეისბუქგვერდზე გაავრცელა. იმის გასარკვევად, თუ რას გულისხმობდა მუფთი „აღნიშნულ მიზეზებში“ „ბათუმელებმა“ მამუკა ვაშაყმაძესთან სცადა დაკავშირება, თუმცა მას ტელეფონი გამორთული აქვს.

ინფორმაციის გადამოწმების მიზნით „ბათუმელები“ დაუკავშირდა მერაბ მიქელაძეს, აქამდე ვის სახლშიც ტარდებოდა პარასკევის ლოცვები ადიგენში. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ადგილობრივი მართლმადიდებელი სასულიერო პირები, მრევლთან ერთად, სწორედ მის სახლთან იკრიბებოდნენ და შეურაცხმყოფელი ფორმებით სთხოვდნენ მუსლიმებს შეეწყვიტათ პარასკევის ლოცვა.

პარასკევის ლოცვების შეჩერებას „ბათუმელებთან“ მერაბ მიქელაძეც ადასტურებს.

„ჩვენ ერთად გავაკეთეთ ეს განცხადება. პარასკევის ლოცვები შევაჩერეთ. ალტერნატივაზე ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი და სტაბილურობაზე“, – ამბობს „ბათუმელებთან“ მერაბ მიქელაძე.

მას ვკითხეთ, თუ რა არის ლოცვების შეჩერების მიზეზი და რას დაჰპირდა ხელისუფლება მუსლიმებს?

„ჩვენ დაგვპირდნენ ალტერნატიული მეჩეთის გაკეთებას.

ეს ჩემი სახლია, ისედაც კერძო საკუთრებაა, აქ აღევლინება ყოველდღიური ხუთი ნამაზი, გაკეთდება ეზო, ყველაფერი და დანარჩენ მოვლენებს დაველოდებით იმის მიხედვით, რა მოხდება. პარასკევის ლოცვაზე ჰქონიათ გართულება და ეს გადავა სხვაგან, სოფელ იჯარეთში გაკეთდება, ოფიციალურად სამუფთო სამმართველო გააკეთებს მეჩეთს და იქ აღევლინება პარასკევის ლოცვები.

ხელისუფლება ითხოვდა დამეტოვებინა ეს ადგილი და ეს ყოვლად მიუღებელი იყო, რადგან ჩემი საკუთრებაა ეს და როგორ დავტოვებდი?

აქ რაც იყო და როგორც ფუნქციონირებდა აქამდე, ყველაფერი გაგრძელდება“, – ამბობს მერაბ მიქელაძე.

_____

ადიგენის ცენტრში, მოქალაქე მერაბ მიქელაძის კერძო საკუთრებაში ადგილობრივი მუსლიმები პარასკევის ლოცვას ატარებდნენ, რის გამოც, მათ რამდენიმე მართლმადიდებელი სასულიერო პირი და მრევლის წევრები მიუვარდნენ.

სასულიერო პირი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და ემუქრებოდა მერაბ მიქელაძეს.

ადგილობრივი მუსლიმების განცხადებით, მსგავსი თავდასხმები პირველი არ ყოფილა და ისინი მოძალადეების დასჯას და მუსლიმებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას სთხოვდნენ ხელისუფლებას.

მუსლიმებს ადიგენში პარასკევის ლოცვის საშუალება არ მისცეს - სალოცავთან მღვდლები და მრევლი მივიდა

აღნიშნული დაპირისპირების შემდეგ, მერაბ მიქელაძეს და სამცხე-ჯავახეთის მუფთ მამუკა ვაშაყმაძეს, ადიგენის მერი, გოჩა ქიმაძე და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლები შეხვდნენ და მიქელაძეს პარასკევის მსახურების შეწყვეტა მოსთხოვეს.

მაშინ ითქვა, რომ მუსლიმებს ალტერნატიულ ადგილს გადასცემდნენ მეზობელ სოფელში ლოცვისთვის. მოლაპარაკებისთვის ხელისუფლებას მუსლიმებმა ერთი კვირა მისცეს.

„ამ კანონის მიღება არის პროვოკაცია“ – მასწავლებელი ხულოს სოფელ ბოძაურიდან

„ამ კანონის მიღება არის პროვოკაცია, მოსინჯვა ქართული საზოგადოების, თუ რამდენად არიან მზად დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრებისთვის,“ – რუსულ კანონზე გვესაუბრა პედაგოგი ვარლამ ხოზრევანიძე. ის ხულოში, სოფელ ბოძაურის საჯარო სკოლაში ასწავლის სამოქალაქო განათლებას და სპორტს.

„თუ მისი უზენაესობა ხალხი ღირსეულად დაიცავს თავის უფლებებს, მაშინ გამოცდა ჩაბარებული გვექნება და ღირსი ვიქნებით ღირსეულად ცხოვრების, თუ არა, მაშინ გვეყოლება ის ხელისუფლება, როგორებიც ვართ ჩვენ. ნახევრად დემოკრატიას დიქტატურა ჯობია. არჩევანი ხალხზეა. ხალხი თუ გამოვიდა ქუჩაში, ხელისუფლება უკან დაიხევს.

რაც შეეხება გამჭვირვალეობას, ის ხომ დემოკრატიის მთავარი პრინციპია, თუმცა არა მხოლოდ არასამთავრობოებისა და მედიისთვის, არამედ თავად ხელისუფლებისთვის.

ცდიან ხალხს – მაშინ არ გაუვიდათ და დემოკრატიამ გაიმარჯვა, ახლაც უნდა იყოჩაღოს ხალხმა,“ – გვითხრა ვარლამ ხოზრევანიძემ.

_____

  • რა ხდება

მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.

კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს მიანიჭებს.

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო.

ეროვნულ გამოცდებზე 47 ათასი პირი დარეგისტრირდა

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 47 ათასზე მეტი პირი დარეგისტრირდა.

აქედან, 34 000 აბიტურიენტია.

სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 000-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის კი რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საგნის წაშლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა 15 აპრილის 18:00 საათამდეა შესაძლებელი.

საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა კი გამოსაცდელებს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათამდე ექნებათ.

კონკრეტული რიცხვი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

რაც შეეხება მასწავლებლის გამოცდას, როგორც ცენტრი აცხადებს, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდებისათვის რეგისტრაცია ჯერ კიდევ მიმდინარეობს და დასრულდება 15 აპრილის 18:00 საათზე.

ეს კანონი გვიქადის აკადემიურ ჩაკეტილობას, რაც რუსეთში უკვე მოხდა – თამთა ხალვაში

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის სხვა სახელწოდებით დაბრუნებას ცდილობს. ანალოგიური კანონპროექტი, რომელიც დამოუკიდებელ მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ამჯერად „უცხოური ინტერესების გამტარ ორგანიზაციებად“ მონიშნავს, „ქართულმა ოცნებამ“ შარშანაც დააინიციირა, თუმცა მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ ჩააგდო.

რუსული კანონის გავლენას ეხმაურება თამთა ხალვაში, პროფესორი, სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში:

„სიტყვა „უცხოურს“ ქართულ აკადემიურ სფეროში წინააღმდეგობრივი დატვირთვა აქვს და ხშირად, ცარიელი აღმნიშვნელი უფროა, ვიდრე რაიმე შინაარსის მატარებელი. ვისაც ერთი კვლევითი გრანტი მაინც მიუღია რუსთაველის ფონდიდან ან ვისაც ერთი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციასთან მაინც ჰქონია შეხება, ყველამ იცის, რომ სიტყვა „უცხოური“ ან „უცხოელი“ ლამის განათლებისა და კვლევის სტანდარტის აღმნიშვნელ ცნებად გადაიქცა ჩვენს სფეროში. ეს საუცხოო სიტყვა, რომელიც ხან „უცხოელ ექსპერტად“ და ხანაც „უცხოურ უნივერსიტეტად“ გვევლინება უმაღლესი განათლების მარეგულირებელ დოკუმენტებსა თუ ტექსტებში, ლამის ხარისხის საზომ ერთეულად ჩამოყალიბდა ჩვენს რეალობაში და ის ხშირად, კრიტიკისა და ქილიკის საგანიც კია. ჰოდა, არ არსებობს პროგრამა ან კვლევითი პროექტი აკადემიურ სფეროში, სადაც სიტყვა „უცხოური“ არ ფიგურირებდეს და რომელსაც დადებითი მნიშვნელობა არ გააჩნია.

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების შემთხვევაში, ეს სიტყვა თითქოს ფერს იცვლის, უფრო ნეგატიურ შინაარსს იძენს და ახლა, ყველა ჩვენგანი დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ მას, რადგან ის ასევე ცვლის აკადემიურ სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობებისა და დაფინანსების შესაძლებლობებსა თუ მოლოდინებს. უფრო კონკრეტულად, ამ სიტყვის „განეგატიურებით“ სიტუაცია უკეთესობისკენ კი არ იცვლება, არამედ უარესობისკენ, რადგან ის გვიქადის აკადემიურ თვითიზოლაციონიზმსა და ჩაკეტილობას, რაც რუსეთში უკვე განხორციელდა.

ჰოდა, როგორც „ოცნების“ ვითომ გაუმჯობესებისკენ მიმართული ყველა კანონ-ვირ-ეშმაკობა, ესეც ზუსტად ამ ჟანრიდანაა, რადგან:

ეს კანონი მიზანში იღებს ყველა საგანმანათლებლო ორგანიზაციასა და პირს, რომელიც კვლევისა და სწავლების დაფინანსების ისედაც მწირ პირობებში, დამატებით რესურსს საერთაშორისო ფონდებში, უნივერსიტეტებსა და ორგანიზაციებში ეძებს.

არაერთ ჩვენგანს აქვს გამოვლილი ეს გზა ამ ქვეყანაში, როდესაც სწორედ „უცხოური“ ფონდების საშუალებით შევძელით კვლევაც, განათლების მიღებაც და შემდეგ უკან დაბრუნებაც, რომ ისევ წვალებით, თვითორგანიზებითა და ფინანსების დამატებითი წყაროების მოძიებით, სხვა სტუდენტებისთვის შეგვძლებოდა კვლევისა და სწავლების ელემენტარული პირობების შექმნა ჩვენს ქვეყანაში.

ეს კანონი, მაგალითად, ბიოლის ფონდის სტიპენდიატებს, რომლებიც ჩვენს სადოქტორო პროგრამაზე სწავლობენ და ანთროპოლოგიური კვლევის განვითარებაში არიან ჩართულნი, უცხოური გავლენის აგენტებად მონიშნავს. ეს კანონი ასეთად არ მონიშნავს, არც მსხვილ საერთაშორისო ბიზნეს კორპორაციებს ან კომპანიებს და არც ადგილობრივი ოლიგარქების მიერ დაფინანსებულ ფონდებს, რომელთა ფინანსები არა თუ გაუმჭვირვალეა, არამედ ისინი ზიანს აყენებენ გარემოსა და ადამიანებს.

გამოდის, რომ ყველა სტუდენტი ან პროფესორი, რომელიც სტიპენდიას ან კვლევით გრანტს იღებს საერთაშორისო ფონდებიდან უცხოური გავლენის აგენტია, მაშინ როდესაც საქართველოს პარლამენტში სხედან პოლიტიკოსები, რომლებიც იღებენ კანონს, რომლის ანალოგმაც რუსეთის უნივერსიტეტებიდან გააქცია პროფესურა და სტუდენტები, მოღალატედ შერაცხა ისინი და ქვეყანაში დაბრუნების შესაძლებლობა მოუსპო მათ. ასევე, ყველა ის მკვლევარი და პროფესორი, რომელიც საქართველოს მოქალაქე არ არის, მაგრამ ჩვენთან ერთად ჩართულია კვლევისა თუ საგანმანათლებლო პროგრამის განვითარებასა და დაფინანსებაში, უცხოური გავლენის აგენტია, რაც ძლივს ნაშენებ საერთაშორისო კავშირებსა და თანამშრომლობებს უბრალოდ წყალს კი არ შეუყენებს, არამედ მთლიანად მოშლის და ჩამოაქცევს მათ“ – წერს თამთა ხალვაში ფეისბუკზე.

ამავე თემაზე: 

როგორ უნდა აუხსნა სტუდენტებს, რომ ერთი წლის წინანდელი განცხადების ამოყირავება ნორმაა – ლალი ანთიძე

ეს კანონი რუსეთის გაცხადებულ ინტერესებშია – ნანა ტრაპაიძე რუსულ კანონზე

დაჯარიმდა 4 568 მძღოლი გარემოს დაბინძურებისთვის

გარემოს ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის 4 აპრილის ჩათვლით, გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის 4 568 ფიზიკური და იურიდიული პირი დააჯარიმეს.

ყველაზე მეტი – 2107 ჯარიმა, თბილისში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს დაეკისრათ.

977 სამართალდარღვევა დაფიქსირდა ქუთაისში, 812 – ბათუმში და 672  – რუსთავში.

დაჯარიმებული პირებიდან 3 955 ფიზიკური პირია, ხოლო 613 იურიდიული პირი.

„2 767 საჯარიმო ქვითარი მსუბუქი ავტომობილების მძღოლების მიმართ არის შედგენილი, 1 575 – მიკროავტობუსის, 225 – სატვირთო ავტომობილის, 1 კი ავტობუსის მძღოლის სახელზე“.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ფიზიკური პირის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორე ჯერზე – 300 ლარი, მესამე ჯერზე – 600 ლარი.

იურიდიული პირის შემთხვევაში კი ჯარიმა 500, 1500 და 3000 ლარია.

გარემოს ზედამხედველობის ინფორმაციით, ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში,  სამართალდამრღვევს ჯარიმის ოდენობა 20%-ით შეუმცირდება.

სარფის საბაჟოზე 28 000 ლარის არადეკლარირებული ოქრო და ვერცხლი ამოიღეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში მებაჟე ოფიცრებმა უცხო ქვეყნის მოქალაქის, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით, არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები გამოავლინეს.

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 28 079.01 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

პარლამენტი, სავარაუდოდ, მუხტის შესამცირებლად მუშაობს – ირმა პავლიაშვილი რუსულ კანონზე

„ეჭვი ჩნდება, რომ მთავრობის ტაქტიკური ნაბიჯები მიმართულია იმისკენ, რომ მუხტი დავარდეს და საზოგადოების ყურადღება და აქცენტები სხვა მიმართულებით წავიდეს“ – მიიჩნევს „ღია სივრცე კავკასიას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ირმა პავლიაშვილი. „ბათუმელები“ მას ესაუბრა თემაზე, რატომ გადადო 15 აპრილს პარლამენტმა რუსული კანონის განხილვა და რატომ დააბრუნა „ოცნებამ“ ერთხელ უკვე უკან გაწვეული კანონპროექტი. 

  • ქალბატონო ირმა, პარლამენტმა რუსული კანონის განხილვის შემდეგი ეტაპი 15 აპრილისთვის ჩანიშნა, დაჩქარებული წესი არ გამოიყენა ამ შემთხვევაში. რა ვერსიები შეიძლება განვიხილოთ, აქტიური წინააღმდეგობის შემდეგ გვაჩვენებს, რომ ნაბიჯებს უკან გადადგამს, თუ ეს არასწორი მოლოდინების გაჩენას და წინააღმდეგობის მუხტის დავარდნას ემსახურება?

ერთი მხრივ, ამ პროცესში საინტერესოა პარლამენტის მიდგომა, თითქოს პროცედურას იცავენ, 12 აპრილს უნდა მომხდარიყო განხილვის პროცესის დაწყება, თუმცა შემდგომ, რეგლამენტის დაცვის მიზნით, რაც ითქვა საჯარო განცხადებით, გადაიდო ორშაბათისთვის. ფორმალურად დაიცვეს 3-დღიანი ვადა, რომელსაც რეგლამენტი გვთავაზობს.

როგორც გავრცელდა ინფორმაცია, პარლამენტი პირველ ორ მოსმენას გეგმავს და მესამე მოსმენა უკვე ოქტომბერში უნდა გაიმართოს, საბოლოოდ კანონად ქცევისთვის. ეჭვი ჩნდება, რომ ტაქტიკური ნაბიჯები მიმართულია იმისკენ, რომ მუხტი დავარდეს და საზოგადოების ყურადღება და აქცენტები სხვა მიმართულებით წავიდეს.

მნიშვნელოვანია, რომ რეგლამენტით, საარჩევნო წელს, არჩევნებამდე ერთი თვის განმავლობაში, როგორც წესი, პარლამენტის პლენარული სესიები არ იმართება. თუ საქართველოში რამდენიმე არჩევნების პრაქტიკას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ამ პერიოდში მართლაც არ შეკრებილა პარლამენტი და ძირითადად საარჩევნო კამპანიაზე არის მიმართული მთელი რესურსი. შესაბამისად, რომ დავუბრუნდეთ ვარაუდებს, თუ რატომ აკეთებს ასეთ სვლას პარლამენტის უმრავლესობა, პასუხი ერთია – რომ მუხტი შემცირდეს.

მუხტის დაწევასთან ერთად მეორე და მნიშვნელოვანი საკითხი მგონია, არის ის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართულებით ამ პერიოდში გაგრძელდება დისკრედიტაციის კამპანია, გამჭვირვალობის საკითხი ისევ პრობლემად რომ იდგეს და დამოკლეს მახვილივით ეკიდოს ჩვენს თავზე ეს კანონპროექტი, რომელიც თითქოსდა გამჭვირვალობისკენ გვიბიძგებს, თუმცა ჩვენ ვიცით და არაერთი აქტია წარმოდგენილი საკანონმდებლო სივრცეში, რომელიც გამჭვირვალობის სტანდარტებს უზრუნველყოფს. ასევე, არის შიდა რეგულაციები, რომლებიც სწორედ გამჭვირვალობის სტანდარტებს უზრუნველყოფენ.

  • ამის პარალელურად იგივე ორგანიზაციებს ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეთ წინასაარჩევნო პროცესი, შემდეგ კი არჩევნების დღის მონიტორინგი…

დიახ, როდესაც სადამკვირვებლო ორგანიზაციების დისკრედიტაციაზე ვმსჯელობთ, მათ ანგარიშებს და შეფასებებს დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჭრილში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისთვისაც… როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციები შეისწავლიან გარემოს, თუ როგორია საარჩევნო პოლიტიკური გარემო, სწორედ სანდო სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებებს ენდობიან.

გარდა ამისა, ჩვენ ვხედავთ, რომ მმართველი პარტია იყენებს ყველა იმ რესურსს, რაც ძალაუფლების შენარჩუნებისთვის არის მნიშვნელოვანი და ჩვენ ეს ვნახეთ კვოტების მიმართულებით. შემდგომი განვითარებაც რაც მოყვა, რუსულ კანონთან დაკავშირებით, იყო საჯარო მოხელეების ჩართულობა ადგილობრივ დონეზე, თვითმმართველობებში საჯარო მოხელეების ჩართულობა.

რომ შევაჯამოთ და ძირითადი კითხვები გამოვკვეთოთ, ერთი – არის სავარაუდო დისკრედიტაციის კამპანია, მესიჯები სწორედ იმ მიმართულებით იქნება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს პრობლემები შეექნათ, მათ შორის მათ ანგარიშებს და საზოგადოებამ მათი სანდოობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს. გარდა ამისა, არასამთავრობოები არიან სერვისის მიმწოდებლები შშმ პირებზე, ქალებზე… სხვადასხვა მიმართულებით მუშაობენ. აქ შემოდის თვითცენზურის საკითხი – რამდენად უნდა დაუპირისპირდნენ ისინი სახელმწიფოს, რომელიც გარკვეულწილად მათ სერვისებსაც აფინანასებს. 

ის, რომ რუსული კანონი გამჭვირვალობის თაობაზე შემოაქვთ იმიტომ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაიცვან გამჭვირვალობა უფრო მეტად, რა თქმა უნდა, დიდი ტყუილია.

საქართველოს კანონმდებლობაში არაერთია აქტია, რომელიც გამჭვირვალობის სტანდარტს უზრუნველყოფს. გრანტების შესახებ კანონი, დეკლარაციები რომლებიც იგზავნება საშემოსავლოში, დონორებთან ანგარიშგება.

ეს ყველაფერი გვაფიქრებინებს, რომ არა გამჭვირვალობაა ძირითადი მოთხოვნა, არამედ ის, რომ კონკრეტული ორგანიზაციების, მათი წარმომადგენლების სტიგმატიზაცია მოხდეს, მათ მუშაობას შეუშალოს ხელი.

ეს, რა თქმა უნდა, განაპირობებს იმას, რომ ღირსების შელახვასთან ერთად შეწყდება შენი სამუშაო პროცესი. დაასრულებ მუშაობას, რადგან მე ძალიან რთულად წარმომიდგენია ორგანიზაცია, რომელიც დარეგისტრირდება, მოახდენს თავისი თავის სტიგმატიზებას და შემდეგ ამ სტიგმით იმუშავებს.

ასევე, ის მოქალაქეები, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებში სხვადასხვა სერვისს იღებენ და მოთხოვნის შემთხვევაში ორგანიზაციამ უნდა მიეწოდოს შესაბამის უწყებებს ინფორმაციას მათზე, არ მოისურვებენ, რომ მათი პერსონალური ინფორმაცია გასაჯაროვდეს. ვგულისხმობ შშმ პირებს, ქალებს და ა.შ.

ასე რომ ერთია, რომ არ დარეგისტრირდები და მეორე – რომც დარეგისტრირდე, შენთან უკვე ის ბენეფიციარი აღარ მოვა, ვინაიდან იფიქრებს, რომ მასზე ინფორმაცია გასაჯაროვდება.

საინტერესოა, რომ 9 ნაბიჯის ფარგლებში ევროკავშირმა ერთ-ერთ ნაბიჯად სწორედ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების საკითხი წამოწია, საარჩევნო რეფორმასთან ერთად შეგვიძლია განვიხილოთ, რომ ეს არჩევნები ეროვნული უსაფრთხოების ჭრილში დგას, ვინაიდან სტატუსის საკითხები და მოლაპარაკების თემატიკა სწორედ ამ ნაბიჯების შესრულებასთან არის დაკავშირებული.

აქედან გამომდინარე, არსებითია, როგორი წინასაარჩევნო პერიოდი იქნება. ჩვენ ვიცით, რომ არჩევნები მხოლოდ ერთი დღით არ ფასდება. მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო პერიოდი, არჩევნების დღე და შემდგომი პერიოდი. ამიტომ ყველა ის მოქმედება და პოლიტიკური ნაბიჯი, რომელიც გადადგმული იქნება, სწორედ იმ კუთხით უნდა იყოს გადადგმული, რომ ჩვენ უზრუნველვყოთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომელიც ერთ-ერთია 9 ნაბიჯიდან.

  • გამოდის, რომ მოქალაქეები ვეღარ მიიღებენ სერვისებს, მეორე მხრივ „ოცნება“ აპელირებს იმაზე, რომ ეს კანონი ყველას არ შეეხება…

სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გვაჩვენებს, რამდენად სჭირდებათ მოქალაქეებს კონკრეტული სერვისების მიღება. მაგალითად, ოჯახში ძალადობის მსხვერპლს სჭირდება ფსიქოლოგის მომსახურება, რასაც სახელმწიფო სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს. არაერთ ანგარიშშია იმაზე საუბარი, რომ არ არის თავშესაფრების ხელმისაწვდომობა, ასევე, კრიზისული ცენტრების და ამ ცენტრებში კი იურისტის სათანადო დახმარება მოქალაქეების გაძლიერებას იწვევს.

თუ ეს სერვისები გაქრება, ეს შეეხება ყველას, ვინც ამით სარგებლობს.

ასევე, როდესაც უცხო ქვეყნის ძალად ვაცხადებთ სტრატეგიულ მეგობრებს, რამდენად გააგრძელებენ ისინი დაფინანსებას?! ეს არის სუბიექტი, რომელიც არის ქვეყნის სტრატეგიული მეგობარი, რომელიც განსაზღვრავს შენს მხარდაჭერას და მთელი რიგი პროგრამები დგება, ეს არ ხდება ცალმხრივად, შემოთავაზების ფარგლებში, ეს არის საქართველოს ინტერესი. საქართველომ ითხოვა ეს დახმარება სტრატეგიული პარტნიორებისგან.

რა თქმა უნდა, ის ნეგატიური სახელდება, რასაც იყენებს მმართველი პარტია ამ ორგანიზაციების მიმართ, მათ საქმიანობაზეც აისახება. არცერთ სტრატეგიულ მეგობარს არ მოუნდება შენი მხარდაჭერა, თუ მას უცხო ძალად გამოაცხადებ. უცხო ძალად ცხადდებიან ემიგრანტებიც, მათ პირდაპირ ეხებათ. ისინი, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან, ხომ შეიძლება რაღაც შემოწირულებას აკეთებდნენ კომპანიებში, მათი სახელდებაც იქნება, როგორც უცხო ქვეყნის ძალის.

  • რა სამართლებრივი გზები რჩება ამომრჩეველს? თუ, „ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ტერმინი რომ გამოვიყენოთ, რაღაც „ტრიუკი“ ჩაატარეს და ხალხის წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც დაამტკიცეს ეს პროექტი?

დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი ვეტოს დაადებს, თუმცა დაძლევადია.

როცა აკვირდები და სწავლობ საარჩევნო პოლიტიკურ პროცესებს, ხედავ რა შემთხვევაში მოხდა ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელსაც წლების განმავლობაში ადვოკატირებდნენ, მათ შორის, მაგალითად, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, კვოტირება თავის დროზე, როდესაც კრიტიკული მასა გამოვიდა სამართლიანი პროტესტის გზით, იმ უფლებით, რასაც ადამიანს კონსტიტუცია აძლევს, რომ გამართოს მშვიდობიანი მანიფესტაცია.

შესაბამისად, ყველა სამართლებრივი და კონსტიტუციური გზის გამოყენება უნდა მოხდეს. კონსტიტუციაში გაწერილია ხალხის ნება, რომ ჩვენ გვინდა ევროინტეგრაცია.

  • რას გვაჩვენებს ეს დაჟინება, ჯერ დაპირება, რომ აღარ შემოიტანდნენ კანონპროექტს, მაგრამ მაინც დაბრუნება?

ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ხალხის კონსტიტუციური ნება უნდა შესრულდეს. ის ძალა, რომელსაც დროებით, არჩევნებით გადაცემული აქვს ლეგიტიმაცია, რომ პოლიტიკა განსაზღვროს, სწორედ ხალხის ნებასთან უნდა იყოს შესაბამისი და როცა ის წინააღმდეგობაში მოდის, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენება ხდება.

ამავე თემაზე: 

„ეს კანონი შეგვეხება აკადემიურ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს“ – მალხაზ ნაკაშიძე 

ეს კანონი სწრაფად მივა თითოეულ მოქალაქემდე – თეონა მაჭარაშვილი 

 

 

ამ კანონმა რუსებს მონური მორჩილება მოუტანა, ქართველი ერი მონობას არ შეეგუება – პედაგოგი

რა ზიანს მოუტანს „ქართული ოცნების“ რუსული კანონი საქართველოს დემოკრატიას, სახელმწიფოებრიობას და ქვეყნის ევროინტეგრაციას – ამ თემაზე „ბათუმელები“ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელს, მეკეიძეების საჯარო სკოლის ინგლისურის მასწავლებელს, როლანდ შავაძეს ესაუბრა.

როლანდ შავაძე, გასული წლის მარტის აქციებზეც აპროტესტებდა რუსულ კანონს, რადგან მიიჩნევს, რომ ეს კანონი ქვეყნის უკუსვლისკენ არის მიმართული და საფრთხეს უქმნის მთელ ქვეყანას.

„ამ კანონის წინააღმდეგ გასულ წელს მეც ვიდექი მარტის აქციებზე იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც რუსულ ინიციატივას აპროტესტებდნენ.

ახლა, თითქოს სახელწოდებაში მცირედი ცვლილება შეიტანეს, მაგრამ შინაარსი იგივეა, რაც წინა შემთხვევაში იყო. ამ კანონით ხელისუფალს შეეძლება საქართველოს მტრად და უცხოური ძალის აგენტად გამოაცხადოს ნებისმიერი ორგანიზაცია თუ ინდივიდი, რომელიც, უბრალოდ, მოესურვება.

მაგალითად, აშშ-ის საელჩოს და „ერაზმუსის“ გაცვლითი პროგრამებით არაერთხელ ვყოფილვარ უცხოეთში საგანმანათლებლო მიზნებიდან გამომდინარე. ძალიან მარტივია, ამ კანონის საშუალებით ყველას, ვინც საერთაშორისო პროექტებში ვმონაწილეობთ, აგენტების იარლიყი დაადონ და საზოგადოების ნაწილში ყველა პროგრესული ადამიანი აგენტად გამოაცხადონ.

პარადოქსულია ისიც, რომ მმართველი პარტიის ლიდერები თავად იყვნენ საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები.

საქართველოს გაცხადებული პოზიციაა, რომ აშშ და ევროპული ქვეყნები ჩვენი მოკავშირეები არიან. ამ კანონით ხელისუფლება მათ რეალურად ეუბნება, რომ თქვენ საშიში ხალხი ხართ და ვერ გენდობით.

დასავლეთის პოზიციაც ძალიან მკაფიო იქნება – თუ კი ჩვენგან დახმარება არ გსურთ და საშიშ ხალხად მიგვიჩნევთ, კარგად ბრძანდებოდეთო გვეტყვიან. იმათ არაფერი აქვთ სახვეწარი, ეს ჩვენ გვჭირდება მათთან სიახლოვე.

ასეთმა კანონმა რუსებს მონური მორჩილება მოუტანა. პუტინის რეჟიმი ბევრს არ მოსწონს და ხმას ვერ იღებენ. რუსი ოლიგარქები და მათი გარემოცვა ფუფუნებაშია, ხოლო რიგითი ადამიანები დამონებული ემსახურებიან ოლიგარქიულ ძალებს.

ეს იმიტომ, რომ მსგავსი კანონით პუტინმა ჩაკლა კრიტიკული შეხედულებები, ჯანსაღი მედია, განსხვავებული აზრის მქონე ყველა ინდივიდი მორალურად და ფიზიკურად გაანადგურა.

„ქართულ ოცნებას“ პირველად არ უთქვამს ტყუილი. გასაკვირი არც ეს მორიგი ტყუილია.

შარშან მარტის აქციებზე გამოსული საზოგადოების შედეგია ამ კანონის უკან გაწვევა. ეს იყო ერთგვარი ტესტი საზოგადოების რეაქციაზე.

წლევანდელი მცდელობით კი სურთ მორალურად გატეხონ საზოგადოება, რათა ისარგებლონ სისუსტით და შეიქმნან მათთვის სასათბურე პირობები.

იმედია, ხელისუფლება იაზრებს, რომ ქართველი ხალხის ბუნება რუსული  მენტალობისგან განსხვავებულია და მონობას ქართველი ერი არ შეეგუება. ამის ისტორიული გამოცდილებაც გვაქვს. შესაბამისად, ეს კანონპროექტი ამ ქვეყანაში კანონად ვერ იქცევა.

ჩვენს თანამოქალაქეებს მინდა მოვუწოდო კვლა, რომ ერთიანობის დროა. არ უნდა დავიღალოთ და ხელისუფლებას არ მივცეთ ჩვენი ქვეყნის ევროპული რელსებიდან გადაყვანის  საშუალება“.

ბათუმის 4 სილამაზის სალონში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა გამოვლინდა

ბათუმში მოქმედ სილამაზის სალონებსა და ესთეტიკურ ცენტრებში სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის გეგმური მონიტორინგისას, სანიტარული ნორმის დარღვევის ფაქტზე 4 ობიექტის მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შედგა.

ინფორმაციას ამის შესახებ ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად მოწმდება: დეზინფექციისა და სტერილიზაციის რეჟიმი, სახიფათო ნარჩენების შეგროვება და პერსონალის ჰიგიენის წესების დაცვა.

ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია არ ასაჯაროებს ამ სალონების სახელწოდებას.

სილამაზის სალონებსა და ესთეტიკურ ცენტრებში სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის გეგმური მონიტორინგი ტარდება. მონიტორინგს მუნიციპალური ინსპექციის, სანიტარული ზედამხედველობის განყოფილება შერჩევითობის პრინციპით ახორციელებს.

ბათუმის ტერიტორიაზე, ამ ეტაპზე 300-ზე მეტი სილამაზის სალონი ფუნქციონირებს.

აჭარის მთავრობა 4 მილიონად ყიდის მიწას და შენობას, სადაც 20 ოჯახია შესახლებული

ბათუმის სამრეწველო ზონაში 24 185 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ 2 014 კვადრატული მეტრი ფართობის შენობას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ელექტრონულ აუქციონზე ყიდის.

ქალაქის მერიის ინფორმაციით, გასაყიდად გამოტანილ შენობაში 20-მდე ოჯახია თვითნებურად შესახლებული.

ქონება ბათუმში, ივანე მესხის ქუჩა N14-ში მდებარეობს და საწყისი გასაყიდი ფასი 4 მილიონი ლარია. ვაჭრობის ბიჯი 100 ათასი ლარია, ხოლო საგარანტიო თანხა [ბე] – 1 მილიონი ლარი.

აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი ქონება, სადაც, ბათუმის მერიის ინფორმაციით 20-მდე ოჯახია თვითნებურად შესახლებული. ფოტო აუქციონიდან

ქონების შემძენი საბოლოო ღირებულებას ეტაპობრივად გადაიხდის. ამასთან „აუქციონში მონაწილეობის „ბე“ ჩაითვლება ქონების საპრივატიზებო საფასურში საბოლოო ანგარიშსწორებისას“.

  • თანხის გადახდის ეტაპებია: 2024 წლის 1-ელ დეკემბრამდე – საბოლოო საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 25%; 2025 წლის 1-ელ ივნისამდე – საბოლოო საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 25% და 2025 წლის 30 დეკემბრამდე – დარჩენილი საპრივატიზებო საფასური.

„ადგილზე გასვლით დათვალიერებული იქნა ბათუმში ი. მესხის ქუჩა №14-ში მდებარე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი – 24 185 კვ.მ. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე არსებულ შენობა-ნაგებობაში თვითნებურად შესახლებულია ოც ოჯახამდე. ნაკვეთზე არის ძველი შენობები და არაა შემოღობილი. მიწის ნაკვეთთან არსებობს მისასვლელი გზა“ – აღნიშნულია ბათუმის მერიის აეროპორტის ადმინისტრაციული ერთეულის სერვისცენტრის მენეჯერის წერილში.

ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი კი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს, ჯაბა ფუტკარაძეს წერს, რომ „ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია არ არის წინააღმდეგი განხორციელდეს ზემოაღნიშნული უძრავი ქონებების პრივატიზება. ასევე, მიწის ნაკვეთის პრივატიზებისას გთხოვთ გაითვალისწინოთ აღნიშნული მიწის ნაკვეთის ნაწილის თვითნებურად დაკავების ფაქტი… მიწის ნაკვეთი განეკუთვნება პერიფერიული ზონის III ქვეზონას, სადაც 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი შეადგენს 56,7 ლარს“.

არც მერიის წერილებში და არც აუქციონის პირობებში არ არის მითითებული რას უპირებენ გასაყიდ შენობაში მცხოვრებ ოჯახებს.

აუქციონის პირობით, მომავალი მყიდველი ვალდებულია სამინისტროში ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2 თვის ვადაში წარადგინოს არანაკლებ ქონების საწყისი საპრივატიზებო ღირებულების 1%-ის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია.

მყიდველს ასევე ევალება:

  • „შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის ვადაში ბათუმის საკრებულოს მიერ დადგენილი „საწარმოო ზონის“ შესაბამისი წარმოების [წარმოების ხაზი], რომელიც შეიძლება მოიცავდეს დახურული ტიპის სასაწყობე მეურნეობას [გარდა ინერტული მასალების წარმოებისა] მშენებლობის ნებართვის მიღება;
  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 თვის ვადაში, საკუთრებაში გადაცემულ ქონებაზე შესაბამისი მშენებლობის ნებართვის მიხედვით განკუთვნილი შენობა-ნაგებობ[ებ]ის ექსპლუატაციაში მიღება;
  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვის ვადაში საკუთრებაში გადაცემულ ქონებაზე, წარმოების [წარმოების ხაზი], რომელიც შეიძლება მოიცავდეს დახურული ტიპის სასაწყობე მეურნეობას [გარდა ინერტული მასალების წარმოებისა], ამოქმედება, სადაც დასაქმებულთა არანაკლებ 90%-ს უნდა შეადგენდეს საქართველოს მოქალაქეები;
  • დასაქმებულთა თანაფარდობის და წარმოების პროფილის შენარჩუნება ობიექტის ამოქმედებიდან არანაკლებ 15 წლის განმავლობაში;
  • აღნიშნულ პროექტში მშენებლობისათვის, ძირითადი საშუალებების შეძენისათვის, წარმოების ფუნქციონირებისათვის, მათ შორის დახურული სასაწყობე მეურნეობისათვის, არაუგვიანეს 36 თვის ვადაში არანაკლებ 1,5 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება“.

„რუსული კანონი ქვეყნის ინტერესებისთვის უკიდურესად საზიანოა“ – ლაშა ბაჟუნაიშვილი

„ხელისუფლებამ რაც არ უნდა სახელი და ტერმინები შეუცვალოს უცხოური გავლენების შესახებ რუსულ კანონს, ის მაინც იქნება ქვეყნის ინტერესებისთვის უკიდურესად საზიანო, რადგან მისი მიღებით საქართველო დაამტკიცებს, რომ იგი რეალურად არა ევროპული ოჯახის წევრობისკენ, არამედ რუსეთის ორბიტაზე დარჩენისკენ ისწრაფვის”, – ამბობს ლაშა ბაჟუნაიშვილი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

ხელისუფლებამ უკან დააბრუნა რუსული კანონი, რომელიც, მიღების შემთხვევაში, მედიების, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ზღუდავს და უცხო ქვეყნის გავლენის მქონე აგენტების იარლიყს ამკვიდრებს. 2023 წლის მარტში მოქალაქეების პროტესტმა იგივე კანონი უკან გააწვევინა ხელისუფლებას. მაშინ მმართველი ძალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეებს პირობა მისცეს, რომ კანონი უკან აღარასდროს დაბრუნდებოდა, თუმცა ზუსტად ერთი წლის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ პირობა დაარღვია.

რა პრობლემები შეიძლება შექმნას რუსულმა კანონმა? – ვკითხეთ ლაშა ბაჟუნაშვილს.

„დღეს საქართველოს მომავლისთვის არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე დემოკრატიული და მშვიდობიანი განვითარება, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, კანონის უზენაესობის, სამართლიანი სასამართლოს, კარგი მმართველობის და დემოკრატიული პლურალიზმის დამყარება. მხოლოდ ასე შეიძლება პერსპექტივაში ქვეყანა განვითარდეს, გაძლიერდეს და გაწევრიანდეს ერთად ისეთ ერთობაში, რომელიც ცივილურ ნორმებზე და პრინციპებზე, თანასწორობასა და სოლიდარობაზე არის დაფუძნებული.

„ჩვენთვის არჩევანი არ არსებობს ჩრდილოეთსა და დასავლეთ შორის, ჩვენ მუდამ ევროპას ვირჩევდით” (ნოე ჟორდანია) და საუკუნეების განმავლობაში ამას ვამტკიცებდით არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით.

თუკი დღეს ჩვენ შევეგუებით რუსული კანონის მიღებას, ჩვენ კიდევ ერთხელ მიწას მივაყრით ჩვენი წინაპრების ღირსებას და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის საგმირო ისტორიას, ჩვენი თაობის ნატვრას – გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრები და ჩვენი შვილების მომავალს – იცხოვრონ განვითარებულ, გაერთიანებულ და წარმატებულ საქართველოში“ – ამბობს ლაშა ბაჟუნაიშვილი.

Exit mobile version