სიახლეები

ბათუმის მერიას დისკრიმინაცია მეჩეთის აშენების საქმეზე სააპელაციო სასამართლომაც დაუდგინა

13.04.2021
ბათუმის მერიას დისკრიმინაცია მეჩეთის აშენების საქმეზე სააპელაციო სასამართლომაც დაუდგინა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმეზე ძალაში დატოვა. გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ დღეს, 13 აპრილს, მიიღო.

„სასამართლომ გაიზიარა მოსაზრება, რომ ბათუმის მერიამ უკანონო და დისკრიმინაციული გადაწყვეტილება მიიღო მუსლიმების მიმართ და მშენებლობის პირველ სტადიაზე ნათქვამი უარი უსამართლო იყო. ეს არის მუსლიმი თემის წლების განმავლობაში ბრძოლის და ქვემოდან უნიკალური თვითორგანიზების შედეგი,“ – წერს ფეისბუქგვერდზე თამთა მიქელაძე, სოციალური თანასწორობის ცენტრის ხელმძღვანელი. ეს ორგანიზაცია იცავს სასამართლოში მუსლიმი თემის ინტერესებს.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 30 სექტემბერს დისკრიმინაციად მიიჩნია მუსლიმი თემის მიმართ ბათუმის მერიის დამოკიდებულება „ბათუმის ახალი მეჩეთის საქმეზე“. მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ უკანონოდ მიიჩნია ბათუმის მერიის გადაწყვეტილება, რომლითაც მუსლიმ თემს მეჩეთის აშენებაზე უარი უთხრეს.

ამ თემაზე:

აშენდება თუ არა მეჩეთი ბათუმში – რას შეცვლის სასამართლოს გადაწყვეტილება

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: