27 სექტემბერს, პარასკევს, ბათუმში საავტორო კინოს ბათუმის მე-19 საერთაშორისო ფესტივალი [BIAFF] გაიხსნება და 3 ოქტომბრამდე გასტანს.
ფილმების ნახვა მაყურებლებს შაბათიდან, 28 სექტემბრიდან შეეძლებათ.
წელს კინოფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 30 სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი და 25 მოკლემეტრაჟიანი ფილმი 25-ზე მეტი ქვეყნიდან.
უკვე ცნობილია კინოფესტივალის პროგრამა.
წელს კინოფესტივალზე, ტრადიციულად, იქნება 2 საკონკურსო სექცია: მხატვრული და მოკლემეტრაჟიანი ფილმების და სექციები: „დიდოსტატთა კოლექცია“, „ფოკუსი უკრაინა“, „ქართული პანორამა“ და „ქართული კინოკლასიკა“.
მხატვრული ფილმების საერთაშორისო კონკურსზე წელს 10 ფილმი იქნება წარმოდგენილი. ეს ფილმებია:
- „მომაკვდავი“, მათიას გლასნერი, გერმანია, 2024; 180 წთ.
- „რედაქცია“, რომან ბონდარჩუკი, უკრაინა / გერმანია / სლოვაკეთი / ჩეხეთის რესპუბლიკა, 2024; 126 წთ.
- „გრეისი“, ლეონარდო მოურამატეუსი , ბრაზილია/პორტუგალია 2024, 108 წთ.
- „ეჭვმიტანილი“, რობერტ გლინსკი, პოლონეთი, 2023; 104 წთ.
- „საყვარელი“, ლილია ინგოლფსდოტირი, ნორვეგია 2024 წელი, 100 წთ.
- „ნაგავი და თოჯინები“, მანიჯე ჰეკმათი, ირანი, 2024 წელი, 76 წთ.
- „ის არაა, რასაც ფიქრობ“, ვუსლათ სარაჩოღლუ, თურქეთი, 2024; 108 წთ.
- „ერთად 99“, შვედეთი/დანია, 2023 წ., 115 წთ.
- „ანტიკვარიატი“, რუსუდან გლურჯიძე , საქართველო/ფინეთი/შვეიცარია/გერმანია, 2024 წ.; 132 წთ.
- „პანოპტიკონი“, გიორგი სიხარულიძე, საქართველო/საფრანგეთი/იტალია/რუმინეთი 2024 წ.; 95 წთ.
ამავე თემაზე: ბათუმის კინოფესტივალზე ჟიურის თავმჯდომარე გელა ბაბლუანი იქნება
BIAFF-ის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციაში 20 ფილმი იქნება წარმოდგენილი:
- „ალდი“, გიორგი არაბული, საქართველო, 2024, 18 წთ.
- „მკვდარი“, გოგა ანთიძე საქართველო, 2024; 17 წთ.
- „სატყუარა“, გიორგი მუხაძე /ტობი ანდრისი, საქართველო; 2024, 15 წთ.
- „მეწაღე“, ლევან ბირკაძე /ტანე სომერი, საქართველო, 2024; 10 წთ.
- „სილეზიაში ჩარჩენილი“, სანდრო ვისოცკი, საქართველო/პოლონეთი, 2024; 23 წთ.
- „3MWh“, მარია-მაგდალენა კოჩოვა, ჩეხეთი, 2024; 12 წთ.
- „ჩიტის გაფრენა“, ლეინად პაჟარო დე ლაჰოსი, კოლუმბია, 2024; 20 წთ.
- „ზაფხულის დასასრულის ლექსი“, ლამ კანჯაო , ჩინეთი, 2024; 15 წთ.
- „იყავი ვინმე“, მიხალ ტოჩეკი, პოლონეთი, 2024; 27 წთ.
- „ირმის კბილი“, საიფ ჰამასი , პალესტინა, 2024; 16 წთ.
- „ქაღალდის ნავების მსგავსი სიზმრები“, სამუელ სუფრენი, ჰაიტი, 2024; 19 წთ.
- „ველური მიწისთვის“, ემილ კაშკა, ავსტრია, 2024; 19 წთ.
- „სიყვარულის ბატები“, არტემ ტუმარჩენკო , უკრაინა, 2024; 25 წთ.
- „ბედნიერი დასასრული“, ანასტასია მიხალჩუკი , უკრაინა, 2024; 13 წთ.
- „კვარა“, სიყვარულისა და ფეხბურთის ისტორია, რაფაელ იარდინო /მარიო ლეომბრუნო იტალია, 2024; 11 წთ.
- „ნომინანტი“, ბირუტე კაპუსტინსკაიტე, ლეიტუვა , 2024; 15 წთ.
- „თითქოს არ არსებობ“, აზერ გულიევი, საფრანგეთი/აზერბაიჯანი, 2024; 18 წთ.
- „პარალიზი“, ამირ ალი სისიპური, ირანი, 2024; 15 წთ.
- „ხანმოკლე მოგზაურობა“, ერენიკ ბექირი, ალბანეთი, 2023; 17 წთ.
- „ახალი საღებავის სუნი“, მირის სვეჟე ფარბე, სერბეთი, 2024; 14 წთ.
არასაკონკურსო სექციაში, „დიდოსტატთა კოლექცია“, წელს 5 ახალი ფილმი იქნება ნაჩვენები. ეს ფილმებია:
- „სიყვარულით ჰილდესგან“, ანდრეას დრეზენი, გერმანია, 2024; 124 წთ.
- „გლეხები“, DK უელჩმანი და ჰიუ უელჩმანი, პოლონეთი/სერბეთი/ლიტვა, 2023; 115 წთ.
- „ქიმერა“, ალიჩე რორვახერი, იტალია/საფრანგეთი/შვეიცარია/თურქეთი, 2023; 130 წთ.
- „გოგონა ნემსით“, მაგნუს ფონ ჰორნი, დანია/პოლონეთი/შვედეთი, 2024 წ.; 115 წთ.
- „მე, კაპიტანი“, მატეო გარონე, იტალია/ბელგია/საფრანგეთი, 2023; 121 წთ.
წელს კინოფესტივალზე ცალკე სექციაში, „ფოკუსი უკრაინა“, ნაჩვენები იქნება 3 უკრაინული ფილმი:
- „რედაქცია“, რომან ბონდარჩუკი, უკრაინა / გერმანია / სლოვაკეთი / ჩეხეთის რესპუბლიკა, 2024; 126 წთ.
- „რეალობა“, ოლეჰ სენცოვი, უკრაინა, ხორვატია, 2024; 90 წთ.
- „ფაიფურის ომი“, ბრენდან ბელომო, სლავა ლეონტიევი, უკრაინა/ავსტრალია/აშშ, 2024; 87 წთ.
„ბიაფის“ არასაკონკურსო სექციაში – „ქართული პანორამა“ – წელს ნაჩვენები იქნება ახალი ქართული ფილმები:
- „გონდოლა“, ვეიტ ჰელმერი, გერმანია/საქართველო, 2023; 81 წთ.
- „დედა-შვილი, ანუ ღამე არასოდეს არის ბნელი“, ლანა ღოღობერიძე , საქართველო/საფრანგეთი, 2024; 89 წთ.
- „მარადიულნი: ყველაფრიზმი“, ბერდია კუტუბიძე , საქართველო, 2024; 90 წთ.
- „ნაძვის ხის სიცოცხლე და სიკვდილი“, ლიტვა, საქართველო, დანია, 84 წთ.
- „ლურჯი მოცვი“, ელენე მიქაბერიძე , საქართველო/საფრანგეთი/ბელგია/კატარი, 2024 წ., 75 წთ.
- „პეპლების იძულებითი მიგრაცია“, ნანა ჯორჯაძე, საქართველო 2023 წ., 90 წთ.
- „სისხლის სახელით“, აკაკი ფოფხაძე, საფრანგეთი/ ბელგია/ ავსტრია, 2024 წ.; 108 წთ.
- „თოვლი ჩემს ეზოში“, ბაკურ ბაკურაძე, საქართველო, 2024; 124 წთ.
- „ვენეცია“, რუსუდან ჭყონია, 2024 წ .; 96 წთ.
- „ელენე დარიანი“, ელენე თავაძე, საქართველო, 2024 წ., 15 წთ.
- „ყინვა და პატარა მოწაფე“, გიორგი ოვაშვილი , საქართველო, 2024; 20 წთ.
- „ვაზომოტორული რინიტი“, მიხეილ გაბაიძე, საქართველო, 2024 წ.; 15 წთ.
- „ჭაობი- აკადემია“, მირიან ორაგველიძე, საქართველო, 2024 წ., 54 წთ.
- „ზაზას დღიურები“, ნიკოლოზ ვერძაძე , საქართველო, 2024; 27 წთ.
სექციაში – „ქართული კინოკლასიკა“, ნაჩვენები იქნება სერგო ფარაჯანოვის, თენგიზ აბულაძისა და ოთარ იოსელიანის ფილმები:
- „ამბავი სურამის ციხისა“, სერგო ფარაჯანოვი/დოდო აბაშიძე, საქართველო, 1985; 88 წთ.
- „ნატვრის ხე“, თენგიზ აბულაძე, საქართველო, 1976; 107 წთ.
- „იყო შაშვი მგალობელი“, ოთარ იოსელიანი, საქართველო, 1970; 85 წთ.
BIAFF-ზე კინოჩვენებები წელს კინოთეატრ CAVEA GRAND MALL-სა და ევროპის მოედანზე, ღია ცის ქვეშ გაიმართება. CAVEA GRAND MALL-ში კინოსეანსებზე დასასწრებად ბილეთები გაიყიდება, ევროპის მოედანზე კი კინოჩვენებებზე დასწრება თავისუფალია.
საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი მესამე წელია სახელმწიფო დაფინანსების გარეშე იმართება. წელს ფესტივალის მხარდამჭერები არიან: NDF-ი, იტალიის საელჩო, ბრაზილიის საელჩო, ნორვეგიის კინოს ინსტიტუტი, დანიის კულტურის ინსტიტუტი, ასოციაცია „ვისტულა“, შვედეთის საელჩო, ლიეტუვის საელჩო და ბათუმის თოჯინების თეატრი.
„ბათუმელები“ დაწვრილებით მოგაწვდით ინფორმაციას კინოფესტივალის მიმდინარეობის შესახებ.
____________________
ფოტოზე: კადრი 2024 წლის გერმანული ფილმიდან „სიყვარულით ჰილდესგან“. ფილმი „ბიაფზე“ ნაჩვენები იქნება სექციაში – „დიდოსტატთა კოლექცია“.
ამავე თემაზე:
„ბიაფი“ სახელმწიფომ არც წელს დააფინანსა, მაგრამ კინოფესტივალი მაინც გაიმართება