უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 20 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 639 480 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 340]
- ტანკი – 8 725 ერთეული [+20]
- ჯავშანტექნიკა – 17 132 ერთეული [+39]
- საარტილერიო სისტემა – 18 212 ერთეული [+35]
- MLRS – 1 189 ერთეული [+0]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 949 ერთეული [+2]
- თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 328 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 15 469 ერთეული [+52]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 593 ერთეული [+1]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 24 898 ერთეული [+59]
- სპეცტექნიკა – 3 115 ერთეული [+6]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 20 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 646 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 31 806 უპილოტო საფრენი აპარატი
- 579 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 18 303 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 457 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 14 903 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 26 289 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.