- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 622 720 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 170]
- ტანკი – 8 631 ერთეული [+7]
- ჯავშანტექნიკა – 16 878 ერთეული [+9]
- საარტილერიო სისტემა – 17 745 ერთეული [+20]
- MLRS – 1 178 ერთეული [+1]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 941 ერთეული [+1]
- თვითმფრინავი – 368 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 328 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 14 732 ერთეული [+74]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 587 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 24 116 ერთეული [+72]
- სპეცტექნიკა – 3 037 ერთეული [+13]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 6 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 642 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 31 068 უპილოტო საფრენი აპარატი
- 578 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 17 947 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 446 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 14 158 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 25 735 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
გერმანია უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემას – IRIST-T-ს გადასცემს