მთავარი,სიახლეები

რუსეთი დაუსწრებლად ასამართლებს ქართველ სნაიპერ ქალს, რომელიც უკრაინაში იბრძვის

10.09.2024
რუსეთი დაუსწრებლად ასამართლებს ქართველ სნაიპერ ქალს, რომელიც უკრაინაში იბრძვის

საქართველოს მოქალაქე რუსუდან ივანეიშვილს, რომელიც უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის, დონეცკის სეპარატისტულ რესპუბლიკაში დაუსწრებლად გაასამართლებენ – ინფორმაცია რუსეთის გენერალური პროკურატურის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. 12 ივნისს მოსკოვის ბასმანის სასამართლომ ამავე ბრალდებით, დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა  რუსუდან ივანეიშვილს, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს იბრძვის.

დონეცკის სეპარატისტული რესპუბლიკის პროკურატურამ საქართველოს მოქალაქეს ბრალი წაუყენა შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებული მებრძოლის სტატუსით მონაწილეობის გამო. „სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა” – წერს რუსეთის პროკურატურა.

პროკურატურის ცნობით, 2022 წლის თებერვლიდან 2024 წლის ივლისამდე, ივანეიშვილმა მონაწილეობა მიიღო უკრაინის მხარეს საომარ მოქმედებებში სხვადასხვა ადგილას, როგორც დაქირავებულმა მებრძოლმა.

ივნისის თვეში პროპაგანდისტული მედია TASS-ი ბასმანის სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალებზე დაყრდნობით წერდა, რომ ივანეიშვილი დაიბადა 1995 წელს, ტყიბულის მუნიციპალიტეტის დაბა გელათში. „სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში და გაიარა სნაიპერული მომზადება. 2016 წელს იგი ავღანეთში, ნატოს მისიაშიც მონაწილეობდა; ხოლო 2022 წელს შეუერთდა ქართულ ეროვნულ ლეგიონს უკრაინაში“ – წერს tass-ი.

2022 წლის აპრილში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სიმამაცისთვის მეორე ხარისხის ორდენით დააჯილდოვა რუსუდან ივანეიშვილი და მისი ქმარი, გელა ბეგლარიშვილი, რომელიც ასევე უკრაინაში იბრძვის.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: