შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე გამოაცხადა – ვიზიტორებს შესვლა ეზღუდებათ

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ბრძანებით დღეს, 16 აპრილს პარლამენტში უსაფრთხოების დამატებითი ზომები ამოქმედდება, ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

პარლამენტის ვებგვერდზე გამოყენებულიყო ინფორმაციით მიმდინარე წლის 16 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე. რაც იმას ნიშნავს, რომ ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტში შესვლა.

დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე, მათ შორის კომიტეტის სხდომებზე, დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.

განცხადებაში ასევე ვკითხულობთ , რომ შეზღუდვა არ შეეხება ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებულ ჟურნალისტებს.

ონლაინმედია საშუალებების ჟურნალისტებზე განცხადებაში არაფერი წერია. ისინი პარლამენტის შენობაში არც გუშინ, 15 აპრილს დაუშვეს.

პარლამენტის განმარტებით ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა. თუმცა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რა პრობლემებს უქმნის პარლამენტს ონლაინმედიის წარმომადგენლების პარლამენტში შესვლა ამ კითხვაზე პასუხი არ გვაქვს.

გუშინ, 15 აპრილს რუსული კანონის იურიდიულ კომიტეტზე განხილვის პარალელურად პარლამენტის წინ ამ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე 14 პირი დააკავეს. აქციის მონაწილეების ნაწილმა ღამე პარლამენტთან გაათენა, მობილიზებული იყო პოლიციაც. საპროტესტო აქციის განახლება დღეს 12 საათიდან არის დაგეგმილი.

საქართველოს პარლამენტი დღეს, 16 აპრილს, სესიაზე პირველი მოსმენით დაიწყებს რუსული კანონის განხილვას, რომელსაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გუშინ მხარი დაუჭირა.

რა ხდება
მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.

კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო. დასავლელი პარტნიორები საქართველოს მოუწოდებენ, უარი თქვას აღნიშნული კანონის მიღებაზე, რადგან ის ხელს შეუშლის საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.

მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 16 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 16 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 455 340 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +920]
  • ტანკი – 7 189 ერთეული [+9]
  • ჯავშანტექნიკა – 13 809 ერთეული [+13]
  • საარტილერიო სისტემა – 11 609 ერთეული [+16]
  • MLRS – 1 046 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 759 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 347 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 9 277 ერთეული [+11]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 092 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 26 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 15 563 ერთეული [+53]
  • სპეცტექნიკა – 1 908 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 16 აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 583 თვითმფრინავი
  • 270 ვერტმფრენი
  • 21 292 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 502 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 15 793 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 267 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 8 928 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 21 063 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

14 პირი დავაკავეთ – შსს მშვიდობიან აქციაზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე 14 პირი დააკავეს. 15 აპრილს საქართველოს პარლამენტმა იურიდიულ კომიტეტის სხდომაზე მიიღო რუსული კანონი. რუსულ კანონს პარლამენტთან შეკრებილები აპროტესტებენ.

მშვიდობიან აქციაზე პოლიციელებმა 14 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის მუხლით. შსს-ს ინფორმაციით, „აქციის მონაწილეების ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი, რომელსაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია“.

„სამართალდამცველებმა არაერთხელ მოუწოდეს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, რომ დამორჩილებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების კანონიერ მოთხოვნას, არ გასცდენოდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, აქციის მონაწილეებმა არ გაითვალისწინეს მათი კანონიერი მოთხოვნა, დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, სამართალდამცველებს გაუწიეს წინააღმდეგობა და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შედეგადაც პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად 14 პირი დააკავა,“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

——

რა ხდება

მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.

კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო. დასავლელი პარტნიორები საქართველოს მოუწოდებენ, უარი თქვას აღნიშნული კანონის მიღებაზე, რადგან ის ხელს შეუშლის საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.

მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.

 

„ჩემ ოჯახს თმის ბეწვი არ ჩამოუვარდეს“ – ელისაშვილის თქმით, მის სახლთან ნიღბიანი პირები გამოჩნდნენ

პარლამენტარ ალეკო ელისაშვილის თქმით, მას შემდეგ რაც კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობის წევრები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, მის საცხოვრებელ სახლთან ნიღბიანი პირებიც გამოჩნდნენ.

ამის შესახებ ელისაშვილმა დღეს, 15 აპრილს, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

„აქედან წავედი თუ არა, სახლში ეგრევე მომივარდა რამდენიმე ახალგაზრდა, ჩემ ქუჩაზე. ნიღბებით, ტვინარეული ბავშვები, ბავშვებს რაებს აკეთებინებენ წარმოიდგინეთ, დაიწყეს რაღაცების მიხატვა-მოხატვა „მოღალატე“, ესა ისა…

მე არც გამოვსულვარ სახლიდან, ჩემმა მეზობლებმა კუდით ქვა ასროლინეს.

მინდა „ქართული ოცნება“ გავაფრთხილო, ყველაფერზე წამსვლელები რომ ხართ, ვიცი, მაგრამ ჩემ ოჯახს, თმის ბეწვი არ ჩამოუვარდეს, თორემ მერე მართლა გაჩვენებთ მე სეირს. მე აქ ვარ და არავის მეშინია“ – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, რომელიც ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე იმართება.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 15 აპრილს, პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში „ქართული ოცნება“ რუსული კანონის პროექტს განიხილავდა.

სხდომაზე ალეკო ელისაშვილმა „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარეს მამუკა მდინარაძეს სახეში მუშტი დაარტყა და რუსი უწოდა.

ჩვენი ადგილი ევროპაშია! არა რუსულს კანონს – აქცია ბათუმში

დღეს, 15 აპრილს, ბათუმში, ევროპის მოედანზე რუსული კანონი გააპროტესტეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, საქართველოს ადგილი ევროპაშია და ისინი არასდროს დათანხმდებიან რუსული კანონების მიღებას ამ ქვეყანაში.

ახალგაზრდები რუსული კანონის წინააღმდეგ ბათუმში.
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

„მტერს დავხვდეთ მტრულად, მოყვარეს მოყვრულად“ – ამბობენ ევროპის მოედანზე შეკრებილი ახალგაზრდები. მათი თქმით, აქციები მანამ გაგრძელდება, სანამ „ქართული ოცნება“ ამ კანონს ისევ უკან არ გაიწვევს.

ბათუმელი ახალგაზრდები რუსული კანონის წინააღმდეგ.
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე იმყოფებოდა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგი, ლადო აფხაზავაც.

აქციაზე მყოფი მოქალაქეების განცხადებით, ისინი არ დაუშვებენ, რომ ხელისუფლებამ უცხო ქვეყნის გავლენის აგენტები უწოდოს ადამიანებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებიც წლების განმავლობაში ქართული საზოგადოების ინტერესებს ემსახურებიან.

არა რუსულ კანონს – აქცია ბათუმში.

საქართველოს მთავრობას მოუწოდეს საქართველოს სტრატეგიულმა პარტნიორებმა, ევროკავშირმა, რომ არ მიიღოს ადამიანის უფლებების წინააღმდეგ მიმართული კანონი. ამ კანონს, საქართველოს ხელისუფლებას უწონებს მხოლოდ ოკუპანტი რუსეთი და კრემლის რეჟიმის პროპაგანდისტი დუგინი.

აქცია ბათუმში – კი ევროპას, არა რუსეთს.
სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები აპროტესტებენ რუსულ კანონს
ბათუმში, ევროპის მოედანზე რუსულ კანონს აპროტესტებენ

საქართველო სწორ გზაზეა – რუსი პროპაგანდისტი დუგინი „ოცნებას“ მოქმედებას უწონებს

რუსი პროპაგანდისტი ალექსანდრე დუგინი საქართველოში აგენტების კანონის განხილვის პროცესებს ეხმაურება და ამბობს, რომ საქართველო სწორ გზაზეა.

„თუ გსურთ სუვერენიტეტი, გაანადგურეთ მეხუთე კოლონა“, – მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას დუგინი თავის ტელეგრამ არხზე. რუსეთში მეხუთე კოლონად არასამთავრობო სექტორი და დამოუკიდებელი მედია მოიაზრებოდა.

„საქართველო სწორ გზაზეა. თუ გსურთ სუვერენიტეტი, გაანადგურეთ მეხუთე კოლონა. ჩვენ ამ გზას გავყევით და დადებითი ეფექტიც არის. მიუხედავად იმისა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და ჩვენ კვლავ სიმაღლეზე ვართ. რამდენი ლიბერალური სააგენტო რჩება საზოგადოების სიღრმეში – ელიტაში, ბიუროკრატიაში, განათლებაში, კულტურაში, ბიზნესში. ნამდვილი ავგიას თავლები. მაგრამ ღვთის დახმარებით ჩვენ განვწმენდთ მათ“, – წერს რუსი პროპაგანდისტი.

„ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებულ კანონს, დუგინი თავის არხზე „უცხოური აგენტების კანონად“ მოიხსენიებს, ზუსტად ისე, როგორც რუსეთშია, სადაც კანონს ოფიციალურად ეწოდება, „უცხოური აგენტების კანონმდებლობა“.

სქრინი დუგინის ტელეგრამარხიდან

დუგინი თავის არხზე ასევე წერს, რომ „საქართველოს სჭირდება სტალინი, თორემ გლობალისტი ნაძირალები და ქართველი ხალხის სირცხვილი, გაანადგურებს ამ ლამაზ ქვეყანას“.

ალექსანდრე დუგინი ვლადიმერ პუტინის კარზე გავლენიანი ფიგურა და ახალი შოვინისტური გეოპოლიტიკური სკოლის წარმომადგენელია. ის სლავი და საბჭოთა ხალხების გაერთიანების იდეებით გამოდის.

__

4 აპრილს კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა: რუსეთის დაინტერესებულია, რომ საქართველოში სიტუაცია „სტაბილური და პროგნოზირებადი“ იყოს. რუსული სამთავრობო მედიასაშუალების, „ტასის“ ცნობით, ამის შესახებ პესკოვმა განაცხადა საქართველოში ინიციირებული კანონპროექტის კომენტირებისას, რომელიც რუსეთში მოქმედი „უცხოელი აგენტების“ კანონის პირვანდელი ვარიანტის ანალოგია.

ამავე დროს, გაერომ გამოხატა ღრმა შეშფოთებას საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა შემოტანის გამო და საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდა.

„მივიჩნევთ, რომ აღნიშნული კანონპროექტის მიღება საფრთხეს შეუქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობას და მათ უმნიშვნელოვანეს წვლილს საქართველოს დემოკრატიისა და მთლიანად საზოგადოების განვითარებაში“, – ნათქვამია გაეროს წარმომადგენლობის განცხადებაში.

12 აპრილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა თქვა, რომ იმედი ჰქონდა, საქართველოში ეს კანონი დღის წესრიგში აღარ დადგებოდა. მან საქართველოს პარლამენტს მოუწოდა,  გაითვალისწინოს ევროკავშირისა და საქართველოს მოსახლეობის კრიტიკული პოზიცია და არ მიიღოს ე.წ. რუსული კანონი.

შეწყვიტეთ კანონის განხილვა – ეთნიკური უმცირესობების საბჭო რუსულ კანონზე

სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკურ უმცირესობათა საბჭო კატეგორიულად ეწინააღმდეგება და გმობს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ხელახლა ინიციირებას.

საბჭო მიიჩნევს, რომ აღნიშნული კანონი ძირს უთხრის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

„წარმოდგენილი კანონპროექტი მძიმე დარტყმას აყენებს და აკნინებს სამოქალაქო საზოგადოების როლს, ადამიანის უფლებების პრაქტიკულ დაცვასა და დაცვის მექანიზმებს, ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნების შენარჩუნების, დაცვისა და განვითარების შესაძლებლობებს, საზოგადოებაში კულტურული და სოციალური პასუხისმგებლობის სრულფასოვან რეალიზაციას.

ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ამ კანონპროექტის ამოქმედება საფრთხეს უქმნის საქართველოს მრავალწლიან მისწრაფებას ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, მიზანს, რომლისკენაც ათწლეულების განმავლობაში საქართველო მხურვალედ მიისწრაფვის. ევროინტეგრაციისკენ სწრაფვა არ არის მხოლოდ ეროვნული მისწრაფება, არამედ კონსტიტუციური ვალდებულება, რომელსაც მხარს უჭერს ჩვენი მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობა.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღება დამანგრეველი იქნება ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის! ისევე როგორც შარშან, ახლაც, ანალოგიურად, ვაცხადებთ, რომ პრინციპულად მნიშვნელოვანია, აღნიშნული კანონპროექტი ან რაიმე მსგავსი ინიციატივა, არ იქცეს კანონად! მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას შეწყვიტოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის განხილვა“ – ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადების ხელმომწერები არიან: სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი; „წითელი ხიდი“; სოლიდარობის მოძრაობა; სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი; საქართველოს აზერბაიჯანელთა ახალგაზრდული კავშირი; მშვიდობის ფონდი; საქართველოს უდიები; ღია საზღვრები; სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმა; დემოკრატიისა და ინტეგრაციის რესურსები; ასოციაცია უდი; სათემო კავშირი პანკისის კეთილდღეობისთვის და ალიქ მედია.

ხელმოწერები გრძელდება.

  • რა ხდება

მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.

კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო. დასავლელი პარტნიორები საქართველოს მოუწოდებენ, უარი თქვას აღნიშნული კანონის მიღებაზე, რადგან ის ხელს შეუშლის საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.

მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.

 

რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს – სუსი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებული სოფლების ზემო არცევისა და ოტრევის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე.

„ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“- წერს სუს-ი.

 

8 არასამთავრობო აჭარის უმაღლეს საბჭოსთან თანამშრომლობას წყვეტს

8 არასამთავრობო ორგანიზაცია აჭარის უმაღლეს საბჭოსთან თანამშრომლობას წყვეტს. მათ ამის შესახებ წერილობით აცნობეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს დავით გაბაიძეს.

განცხადებაში ნათქვამია:

„მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ (ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო) გატეხა საქართველოს მოქალაქეებისთვის, სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის, ისევე როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორებისთვის მიცემული პირობა და ხელახლა დააინიციირა  რუსული კანონი. კანონი, რომელიც რუსეთის მსგავსად – მტრულ ძალად აცხადებს ზოგადად დემოკრატიულ სამყაროს, მათ შორის, ევროკავშირს.

მმართველი პარტია უმრავლესობას ფლობს უმაღლეს საბჭოში. ამასთანავე თვეებია მიმდინარეობს სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციის  აქტიური კამპანია. მთელი ამ დროის განმავლობაში ჩვენ არ დაგვინახავს არცერთი რეალური ნიშანი, რომელიც მიუთითებდა, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობა არ ეთანხმება საქართველოს დამაზიანებელ ნაბიჯებს. ამ ქმედებებმა შესაძლოა საქართველოს  ევროკავშირში გაწევრიანების ისტორიული შანსი დააკარგვინოს.

ღია მმართველობის საბჭო არის ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობაზე დაფუძნებული ფორმატი. ამგვარი ფორმატისთვის თანმდევია განსხვავებული აზრი. ჩვენ შეიძლება ვერ ვთანხმდებოდეთ მიზნის მიღწევის გზებზე, მაგრამ  უნდა გვაერთიანებდეს საერთო მიზანი – საქართველოს წინსვლა. სამწუხაროდ, თქვენი გუნდის მიერ გადადგმული ნაბიჯები შეუძლებელს ხდის ღია მმართველობის საკონსულტაციო საბჭოს ფორმატში ჩვენს ნებისმიერ თანამშრომლობას.

წარმოდგენილი მიზეზებიდან გამომდინარე, ხელმომწერი ორგანიზაციები ვტოვებთ  ღია მმართველობის საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფს“ – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები: დემოკრატიის ინსტიტუტი; მწვანე სექტორი; ა(ა)იპ ,,ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი“; ა(ა)იპ „ახალგაზრდული ორგანიზაცია ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“; ა(ა)იპ „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ – ბათუმი; სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი – აჭარის ფილიალი; აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (EECMD); ა(ა)იპ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI).

  • რა ხდება

მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.

კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო. დასავლელი პარტნიორები საქართველოს მოუწოდებენ, უარი თქვას აღნიშნული კანონის მიღებაზე, რადგან ის ხელს შეუშლის საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.

მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.

_________________________________________

ფოტოზე: აჭარის უმაღლესი საბჭო

მიეცით ონლაინ მედიას კომიტეტზე დასწრების საშუალება – ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, პატივი სცეს საზოგადოების უფლებას, იყოს ინფორმირებული მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხების თაობაზე პარლამენტში მიმდინარე დისკუსიაზე, უარი თქვას დისკრიმინაციულ პრაქტიკაზე ონლაინ ონლაინ მედია საშუალებების მიმართ და მისცეს მათ საშუალება, პარლამენტში 15 აპრილს დაგეგმილ საკომიტეტო განხილვას დაესწრონ.

„15 აპრილს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში ჩანიშნული რუსული კანონის განხილვის მიმართ საჯარო ინტერესი გამორჩეულად მაღალია. ამ დროს კი, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის, 14 აპრილის გადაწყვეტილებით, სხდომას ვერ ესწრებიან ონლაინ მედიის პარლამენტში აკრედიტებული ჟურნალისტები, რომელთაც უფლებები პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების დაცვის მოტივით შეეზღუდათ“ – აცხადებს ქარტია.

14 აპრილს საქართველოს პარლამენტიდან „ნეტგაზეთს“ მოსწერეს, რომ 15 აპრილს პარლამენტის შენობაში მხოლოდ აკრედიტებულ ტელევიზიების წარმომადგენლებს შეეძლებათ. დაზუსტების შემდეგ, „ნეტგაზეთს“ პარლამენტის პრესსამსახურის თანამშრომელმა თამარ ჯანელიძემ განუცხადა, რომ შენობაში ვერ შევიდოდნენ ონლაინ და ბეჭდური მედიის აკრედიტებული ჟურნალისტები.

იურიდიულ საკითხთა სხდომა, რომელზეც „რუსულ კანონს“ განიხილავენ ონლაინ და ბეჭდური მედიის აკრედიტებული ჟურნალისტების გარეშე მიმდინარეობს.

სხდომას ვერ ესწრებიან ნეტგაზეთის, სტუდია „მონიტორის“, „პუბლიკის“, რადიო „თავისუფლების“, „ინტერპრესნიუსის“, „მთის ამბების“ და სხვა არაერთი მედიასაშუალების ჟურნალისტები.

დღეს, 15 აპრილს, დილის 10 საათიდან იურიდიულ საკითხთა სხდომის პარალელურად, სადაც გამჭვირვალობის საფარქვეშ განიხილავენ მედიისა და სამოქალაქო სექტორის შემზღუდავ რუსულ კანონპროექტს, პარლამენტთან საპროტესტო აქციას მართავენ ის დამოუკიდებელი მედიასაშუალებები, რომელთა მუშაობასაც რუსული კანონი, მიღების შემთხვევაში, საფრთხეს შეუქმნის.

საღამოს, 19 საათზე, ასევე პარლამენტის შენობასთან დაგეგმილია უფრო დიდი მასშტაბის აქცია, რათა მოქალაქეებმა გამოხატონ პროტესტი რუსული კანონის წინააღმდეგ.

 

ოხანაშვილი პარლამენტში რუსული კანონის ხსენებაზე დეპუტატებს მიკროფონს უთიშავს

დღეს, 15 აპრილს, საქართველოს პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა რუსული კანონპროექტის განხილვა დაიწყო.

კომიტეტის სხდომაზე მყოფ პარლამენტის წევრებს ოპოზიციიდან, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი „რუსული კანონის“ ხსენებაზე მიკროფონს უთიშავს და არ აცდის სიტყვის დასრულებას.

„ეს კანონი, რუსული კანონი ….“ – ოხანაშვილმა სიტყვა არ დაასრულებინა და მიკროფონი გაუთიშა დეპუტატ ხატია დეკანოიძეს, რომელიც ამბობდა, რომ რუსული კანონი სწორედ სამოქალაქო სექტორს ეხება, ამიტომ ამ სხდომაზე უნდა ყოფილიყვნენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და კრიტიკული მედია, მათ კი არ მიეცათ სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა.

„მე მითიშავთ მიკროფონს, მაშინ როცა შეურაცხყოფას აყენებენ თქვენს კოლეგას და იმ ადამიანებს შენიშვნასაც არ აძლევთ. ეს რუსული კანონი, დიახაც…“- ოხანაშვილმა ისევ გამოურთო მიკროფონი ხატია დეკანოიძეს.

„გაიწვიეთ უკან კანონი, რომელსაც ქართველმა ხალხმა დაარქვა რუსული კანონი და…“- ოხანაშვილმა არც ანა ნაცვლიშვილს დაასრულებინა წინადადება, ისე გამოურთო მიკროფონი.

ოხანაშვილმა სიტყვა რუსულის ხსენებაზე მიკროფონი გამოურთო თინა ბოკუჩავასაც. „თქვენ არ გაქვთ ცენზორის…“- არც ეს წინადადება დაასრულებინა ოხანაშვილმა ბუჩუკურს.

„თქვენ აგრძელებთ ჩემს შეფასებას, ჩამოგერთვათ მიკროფონით სარგებლობის უფლება“ – უთხრა ოხანაშვილმა ბუჩუკურს.

„რუსულს თუ ვინმე ახსენებს, მიკროფონს ვთიშავო, რომ ამბობთ, რეგლამენტის მუხლი რომ მიმითითოთ სად წერია ის, რომ თქვენ გაქვთ მიკროფონის გათიშვის უფლება და ეს ერთი, როგორც იურისტს ის გეკითხებით და მეორე, ცენზურას ხომ არ აწესებთ …“- არც თეონა აქუბარდიას დაასრულებინა სიტყვა ოხანაშვილმა.

„ძალიან კარგად იცით რა კანონზეა საუბარი, რადგან ამას მოწმობს თქვენი მართლა დეზინფორმაციული პლაკატები, რომლითაც გადაავსეთ მთელი საქართველო.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ინიციირებული რაც არის, ე.წ რუსული კანონი…“ – სიტყვის დასრულება არ აცადეს დეპუტატს ბექა ლილუაშვილსაც და მიკროფონი გამოურთეს.

შემდეგ ჩართვაზე მან ოხანაშვილს მიმართა. „აბსოლუტურად ზღუდავთ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ამ დარბაზში. სირცხვილია უბრალოდ. რა არის ეს მიკროფონის გათიშვა.

კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ მზად ხართ ეს კანონი შეცვალოთ ანტირუსულად, განსაზღვროთ კონკრეტული, მტრულად განწყობილი სახელმწიფოები, როგორიც არის: რუსეთის ფედერაცია, ოკუპანტი სახელმწიფო და თუ იქნება ეს კანონი მიმართული მათკენ, რომლებიც არ აღიარებენ ამ ქვეყნის მთლიანობას და რეალურად გამოავლენს აგენტებს, ქვეყნის მოღალატეებს, ჩვენ მზად ვართ მართლა წარვუდგინოთ პარლამენტს ევროპული კანონი, რომელიც ავლენს მოღალატეებს ქვეყანაში, ამაზე მზად ვართ“ – თქვა ლილუაშვილმა.

ანრი ოხანაშვილი კომიტეტის სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატებისთვის ახლო ხედით ფოტოების გადაღებასაც უკრძალავს ოპოზიციონერ დეპუტატებს.

ოპოზიციის წევრებმა კომიტეტს სხდომაზე ასევე დასვეს კითხვები იმაზე, თუ რატომ არ მისცეს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, ონლაინ მედიას სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა, რაზეც ოხანაშვილმა უპასუხა რომ ეს არ არის სიმართლე და ყველა მიეცა სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა ვინც პარლამენტს მიმართა.

დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ ოხანაშვილს მოსთხოვა წარმოედგინოს სრული სია იმ მედიასაშუალებების, რომლებმაც აკრედიტაციისთვის მიმართეს პარლამენტს.

დღეს 19:00 საათზე ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართება

დღეს ბათუმში ორი საპროტესტო აქციაა დაგეგმილი.

14:00 საათზე უნივერსიტეტის წინ აქციას მართავენ სტუდენტები, ხოლო მეორე აქცია გაიმართება 19:00 საათზე, ევროპის მოედანზე.

მოქალაქეები რუსული კანონის საწინააღმდეგოდ გამოდიან, რომლის მიღებასაც “ქართული ოცნება” აპირებს.

„ყველას, ვინც ფიქრობთ, რომ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ პერპექტივას;

ყველას, ვინც ფიქრობთ, რომ ხელისუფლების სურვილი, საზოგადოების სამართლიანი პროტესტის გამო უკან გაწვეული კანონი მაინც მიიღოს, ემუქრება ჩვენი შვილების დემოკრატიულ, ევროპულ ქვეყანაში ცხოვრების შესაძლებლობას;

ყველას, ვინც მიდიხართ დღეს, 14:00 საათზე ბათუმელი სტუდენტების მიერ დაგეგმილ აქციაზე და ვინც ვერ ახერხებთ;

გელოდებით ორშაბათს, 15 აპრილს 19:00 საათზე, ევროპის მოედანზე.

კი ევროპას! არა რუსულ კანონს‼️“ – წერია ევროპის მოედანზე დაგეგმილი აქციის ანონსში.

 

  • რა ხდება
„ქართულმა ოცნებამ“ მიცემული პირობა ისევ დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტი კვლავ დააბრუნა პარლამენტში განსახილველად.კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.კანონპროექტი ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ” 3 აპრილს დაარეგისტრირა და, როგორც განმარტა, გასულ წელს „ხალხი ძალის“ მიერ ინიციირებული პროექტისგან განსხვავდება იმით, რომ ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტის“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.ანალოგიური კანონის მიღებამ რუსეთში, ფაქტობრივად, გააქრო სამოქალაქო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი მედიასაშუალებები.რუსული კანონის ისევ დაინიციირებას უარყოფითად აფასებს საქართველოს ყველა საერთაშორისო პარტნიორი – აშშ, გაერო, ევროკავშირი, ცალკეული ევროპარლამენტარები, პარტნიორი ქვეყნების ლიდერები და ა.შ. კანონის მიღების საწინააღმდეგო მარში გაიმართა 9 აპრილს, რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობამდე.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 15 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 15 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 454 420 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +770]
  • ტანკი – 7 180 ერთეული [+6]
  • ჯავშანტექნიკა – 13 796 ერთეული [+31]
  • საარტილერიო სისტემა – 11 593 ერთეული [+41]
  • MLRS – 1 046 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 758 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 347 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 9 266 ერთეული [+31]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 092 ერთეული [+3]
  • გემი/ნავი – 26 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 15 510 ერთეული [+51]
  • სპეცტექნიკა – 1 908 ერთეული [+3]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 15 აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 583 თვითმფრინავი
  • 270 ვერტმფრენი
  • 21 137 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 502 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 15 789 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 266 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 8 884 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 21 050 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

გერმანია უკრაინას დამატებით საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემს

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„აგენტებად გამოვცხადდებით ათასობით სტუდენტი“ – ქართველი სტუდენტი ესპანეთიდან

„ამ კანონის მიღებით უცხოური გავლენის აგენტებად გამოვცხადდებით ათასობით სტუდენტი, რომლებსაც საქართველოში თუ მის ფარგლებს მიღმა სწავლას საერთაშორისო ორგანიზაციები და ფონდები გვიფინანსებენ,“ – მიიჩნევს ლია დეკანაძე, ერაზმუს მუნდუსის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი, რომელიც კორდოვას უნივერსიტეტში სწავლობს „რელიგიური მრავალფეროვნებად გლობალიზებულ მსოფლიოში“.

„ბათუმელები“ ლია დეკანაძეს რუსულ კანონზე ესაუბრა:

„რუსულ თარგზე გამოჭრილი კანონი საქართველოს ვეღარასდროს მოერგება, რადგან ჩვენმა საზოგადოებამ უკვე მტკიცედ დაადასტურა დასავლეთისკენ სწრაფვა. გასული წლის მარტის აქციებზე ყველაზე ცხადად ვიგრძენი ეს მუხტი და მიზანი ყველა თაობის მოქალაქეში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებსა და სტუდენტებში.

კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ თითოეული ჩვენგანი გაფაციცებით უნდა ვდებდეთ აგურს საქართველოს სწრაფი ევროინტეგრაციისთვის, თუმცა ხელისუფლება განგებ აფერხებს პროცესს ამ კანონის ხელახალი ინიციირებით. ის კანონპროექტში სიტყვების თამაშითა და „გამჭვირვალობაზე” აქცენტით ისევ მანიპულირებს ჩვენით, ჩვენი სამოქალაქო გადაწყვეტილებებითა და მომავლით.

ჩვენი ქვეყანა ღარიბია და მასში სათემო ფილანთროპია განვითარებული არ არის. შესაბამისად, ახალი ცოდნის შესაქმნელად და უკვე არსებულის ქართულ სივრცეში გადმოსატანად გვიწევს საერთაშორისო ორგანიზაციებს მივმართოთ.

ისინი ხელს უწყობენ ქვეყანაში ცოდნის წარმოებას, კვალიფიკაციის ამაღლებასა და უნარების განვითარებას. შედარებით დიდი და მცირე კვლევითი პროექტები, სტუდენტური გრანტები და კონფერენციები, გაცვლითი პროგრამები და სტაჟირებები სწორედ ჩვენი უცხოელი მეგობარი ორგანიზაციების მხარდაჭერით ხორციელდება. ამგვარი მხარდაჭერა ქართველი სტუდენტების აკადემიური, პიროვნული და კარიერული განვითარებისთვის ძალიან ფასეულია.

ერაზმუსის მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამები იყო ჩემი პირველი ხიდი ევროპულ კულტურასა და ხალხთან. მათში მონაწილეობით შევძელი ევროპასთან დაკავშირებული ცრურწმენების გადალახვა და გაანალიზება სინამდვილეში ნამდვილი ქართული ღირებულებები როგორ თანხვედრაშია ევროპულთან [როგორი ევროპულია]. ახლაც ერაზმუსის დაფინანსებით ვსწავლობ მაგისტრატურაზე და ამ ფინანსური მხარდაჭერის გარეშე წარმოუდგენელია ჩემთვის სწავლის გაგრძელება და შემდეგ ქვეყანაში მისი გაზიარება.

კანონის მიღებით ჩვენი მოკეთეები და მეგობრები „უცხო ძალად“ გამოცხადდებიან, ხოლო ჩრდილოელი მტერი გაიხარებს. ამ რუსული ყაიდის კანონმა უკვე ჩაახშო სამოქალაქო საზოგადოება რუსეთში, მათ შორის აქტიურ სტუდენტებსაც წაართვა საგანმანათლებლო შესაძლებლობები და საქართველოშიც იმავეს განმეორების საშიშროება დგას. ჩვენისთანა პატარა ერს ამგვარ რესურსებზე ხელმისაწვდომობის შეწყვეტა ძალიან ძვირი დაუჯდება.

ამ კანონის მიღებით, უცხოური გავლენის აგენტებად გამოვცხადდებით ათასობით სტუდენტს, რომლებსაც საქართველოში თუ მის ფარგლებს მიღმა სწავლას საერთაშორისო ორგანიზაციები და ფონდები გვიფინანსებენ. სტუდენტისთვის ყველაზე ძვირფასია, როცა სტიპენდია აქვს და თვიდან თვემდე სწავლასთან ერთად თავის გატანაზე ფიქრი არ უწევს.

სტუდენტისთვის არსებითია, რომ მისი საერთაშორისო კონფერენციასა თუ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის, განთავსებისა და ტრანსპორტირების ხარჯები დაფარული იყოს. სხვა შემთხვევაში უბრალოდ შეუძლებელია მათში მონაწილეობა.

წლების განმავლობაში ნაშენი აკადემიური და სტუდენტური კავშირები და ქსელები განწირულია გაწყვეტისკენ, რადგან სისტემატური მხარდაჭერის გარეშე მათი შენარჩუნება შეუძლებელია. კანონის მიღება ყველა ამ უპირატესობისა და სიკეთეების მიღმა დაგვტოვებს ქართველ ახალგაზრდებს.

ახლა მნიშვნელოვანია ფართო სახალხო წინააღმდეგობა ამ კანონის მიმართ, რადგან ადრე თუ გვიან ის ყველას პირადად და მწვავედ შეგვეხება“.

—————–

  • რა ხდება

მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.

კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს მიანიჭებს.

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო.

______

ნუ ენდობით მმართველ პარტიას, რომელმაც ერთხელ უკვე მოგვატყუა

როგორ ატყუებს „ოცნება“ ხალხს - „რუსულ კანონს“ აბრუნებენ

რატომ არჩია შოლცმა კობახიძის ღიად გაკრიტიკება – ინტერვიუ ზაალ ანდრონიკაშვილთან

„კანცლერმა არათუ გააკრიტიკა ეს კანონი, არამედ საჯაროდ ილაპარაკა პრესკონფერენციაზე. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ საკითხს ორმხრივ ურთიერთობაში ენიჭება ძალიან მაღალი პრიორიტეტი,“ – პუბლიცისტი ზაალ ანდრონიკაშვილი შოლცის გზავნილებზე საუბრის დროს ყურადღებას, პირველ რიგში, იმაზე ამახვილებს, რომ გერმანიის კანცლერმა რუსული კანონის საჯაროდ გაკრიტიკება არჩია.

ზაალ ანდრონიკაშვილი ოლაფ შოლცის და ირაკლი კობახიძის პრესკონფერენციას თარგმნიდა. რა შთაბეჭდილება დარჩა მას ამ შეხვედრიდან? – „ბათუმელებმა“ პუბლიცისტ ზაალ ანდრონიკაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ბატონო ზაალ, თქვენი აზრით, რას ცვლის გერმანიის კანცლერის მკაფიო და შეფასება რუსულ კანონზე, რასაც თქვენ ფეისბუქპოსტში სასიხარულო უწოდეთ? შოლცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო არ მიიღებს ამ კანონს. 

ფედერალური კანცლერის შეფასებამდე გერმანელი პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული განცხადებები იყო ძალიან მკაფიო. მანამდე პოზიცია დააფიქსირა ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ასევე ევროპარლამენტის დეპუტატმა ვიოლა ფონ კრამონმა და თქვა, რომ ამ კანონით საქართველო ევროკავშირში ვერ შევა. ამ განცხადებების შემდეგ ყველა ელოდა, რას იტყოდა კანცლერი და რა ფორმით იტყოდა.

შეიძლებოდა, ეს ყველაფერი მომხდარიყო კულუარებში და საჯაროდ საერთოდ არაფერი არ ეთქვათ, ასე ვთქვათ, კრიტიკა ყოფილიყო შიგნით, შეხვედრაზე, რომელსაც მე არ ვესწრებოდი და არ ვიცი, იქ რა ითქვა. ეს არის ჩვეულებრივი, დიპლომატიური პრაქტიკა: საქართველო და გერმანია არიან ძალიან მჭიდრო პარტნიორები. განსაკუთრებით ასეთ შემთხვევაში, როცა საინაუგურაციო, ანუ გაცნობითი ვიზიტია, აზრთა სხვადასხვაობის გარეთ გამოტანა დიპლომატიურ პრაქტიკაში ნაკლებად ხდება ხოლმე.

ის ფაქტი, რომ კანცლერმა არათუ გააკრიტიკა ეს კანონი, არამედ ამის შესახებ საჯაროდ ილაპარაკა პრესკონფერენციაზე, ნიშნავს იმას, რომ ამ საკითხს ორმხრივ ურთიერთობაში ენიჭება ძალიან მაღალი პრიორიტეტი. ეს ნიშნავს იმას, რომ არის საკითხი, რომელიც დაეტყობა ორმხრივ ურთიერთობებს, ეს პირდაპირ დაეტყობა საქართველოს მომავალს.

გერმანიის ელჩმა გადათარგმნა ამ შეხვედრის ძირითადი ნაწილები ინგლისურად, რაც ყველას შეუძლია ნახოს, სადაც შოლცმა მკაფიოდ თქვა, რომ ეს კანონი არ შეესაბამება საქართველოს ევროპულ ფასეულობებს. მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება 2024 წლის არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩატარება. ეს ყველაფერი იყო აღნიშნული საქართველოს ევროპულ პერსპექტივაში.

თუ დავუბრნუდებით ქალბატონი ფონ კრამონის ნათქვამს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო გარკვეული თვალსაზრისით წითელი ხაზი, რომელიც მიჯნავს საქართველოს ევროპულ მომავალს: თუ ეს კანონი იქნება მიღებული, ევროპული მომავალი არ იქნება. კანონის გაწვევის შემთხვევაში კი, საქართველოს შესასრულებელი აქვს კონკრეტული პირობები, მათ შორის, ევროკომისიის 9-პუნქტიანი გეგმა.

საქართველოს ყველანაირი მხარდაჭერა ჩვენი პარტნიორებისა და განსაკუთრებით გერმანიისა, ამ საკითხში გვაქვს, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო შეასრულებს გარკვეულ პირობებს.

  • შოლცმა გამოკვეთა წითელი ხაზი, რაც ელის საქართველოს რუსული კანონის მიღების შემთხვევაში? 

ასე გამოდის. კანცლერს პირდაპირ ეს არ უთქვამს, მაგრამ კონტექსტი იყო ერთმნიშვნელოვნად ისეთი, რომ ეს კანონი არ შეესაბამება ევროპულ ფასეულობებს. მან მოუწოდა საქართველოს პარლამენტს, რომ გაიზიაროს პარტნიორების კრიტიკა, ასევე, საქართველოს მოსახლეობის კრიტიკა.

ზაალ ანდრონიკაშვილი

როცა საქართველოს პარტნიორი სახელმწიფო, გერმანია აჟღერებს პოზიციას, რომ ეს კანონი „არ შეესაბამება ევროპულ ფასეულობებს“, ხოლო პრემიერი კობახიძე იმავე პრესკონფერენციაზე ამბობს, რომ „აღნიშნული კანონი შეესაბამება ყველა ძირითად პრინციპს“, რის დემონსტრირებას ცდილობს ამით „ქართული ოცნება“ და ვისთვის? 

ირაკლი კობახიძემაც პრესკონფერენცია გამოიყენა პოლემიკისთვის, რაც ასევე უჩვეულოა საინაუგურაციო ვიზიტებისთვის. როგორც წესი, პოლემიკა საჯაროდ არ ხდება. ეს ყველაფერი ხდება დიპლომატიური არხებით და იშვიათად პრემიერ-მინისტრების დონეზე. კობახიძემაც გაამწვავა ეს დაპირისპირება და ფაქტობრივად თქვა, რომ არ აპირებს ამ კანონის უკან გაწვევას. პირიქით, ეს კანონი შესაბამება ყველანაირ ნორმას, წესს, კრიტერიუმს, ის განაგრძობს მუშაობას, რომ დაარწმუნოს პარტნიორები ამაში.

რამდენად გამოუვა ეს, არ ვიცი, წარმატებასაც არ ვუსურვებ ამ საკითხში. ფაქტია, რომ პრესკონფერენციის მომენტისთვის ის იყო განწყობილი იმისკენ, რომ ეს კანონი მაინც უნდა მიიღოს საქართველომ.

  • რაზე იყო „ქართული ოცნების“ ეს გზავნილი გათვლილი, თქვენი დაკვირვებით? 

წარმოდგენა არ მაქვს. არ ვიცი, ეს რაზე შეიძლება იყოს გათვლილი.

ზოგადად ამ კანონის შემოტანა, ჩემი აზრით, თვითონ „ქართული ოცნებისთვის“ იყო დამაზიანებელი. თუკი ვინმე დააზიანა ამ კანონმა, ეს იყო, პირველ რიგში, „ქართული ოცნება“. ამ კანონმა მოახერხა კონსოლიდაცია „ოცნების“ მოწინააღმდეგეებისა, მისცა მათ სამართლიანი საფუძველი აღშფოთების, ასევე გამოიწვია ევროპელ პარტნიორებში სრული გაუგებრობა –  დაინახეს, რომ დაპირების მიუხედავად, კანონი შემოაბრუნეს, ნახეს, რომ მთლად სანდო პარტნიორის როლში „ქართული ოცნება“ ამ თვალსაზრისით ვერ გამოვიდა.

შესაბამისად, რეაქცია იყო ძალიან მკაცრი და იქნება ძალიან მკაცრი. რა სცენარით აპირებს სიარულს „ქართული ოცნება“ არ ვიცი, მაგრამ ჯერჯერობით, რაც ნათელია, არის ის, რომ მსგავსი კანონი მიიღო ორი კვირის წინ ყირგიზეთმა. ეს არის რუსეთის საგარეო, პოლიტიკური შეტევა.

ვერაფერს გეტყვით მოტივაციაზე: პირდაპირ ასრულებენ ამ შეკვეთას, ეშინიათ, გამორჩენას ეძებენ, თუ ამას უკავშირებენ უკრაინის ფრონტზე შეცვლილ ვითარებას. რუსეთი აშკარად თავისი „რუსკი მირის“ კონსოლიდაციას ცდილობს სწორედ იმით, რომ ამ ტიპის კანონებს აღებინებს ქვეყნებს, ვისაც შეუძლია, რომ მიაღებინოს.

როგორც ევროკავშირთან ხდება საკანონმდებლო ჰარმონიზაცია და ათწლეულებია უკვე ამაზე ვმუშაობთ, ასევე რუსეთი ცდილობს „რუსკი მირის“ საკანონმდებლო ჰარმონიზაციას და მისი გავლენის სფეროში მყოფ ქვეყნებს მიაღებინოს მისი ტიპის კანონები.

კონტექსტი ამ კანონის მიღებისა არის ცხადი, რომ რუსეთი აღებინებს პოსტსაბჭოთა სივრცეში, თავისი გავლენის ქვეშ მყოფ ქვეყნებს. ისინი ამას სიამოვნებით აკეთებენ, დავალებით აკეთებენ, თუ როგორ, ამის თქმა მე არ შემიძლია. ამას არც აქვს არანაირი მნიშვნელობა.

კონტექსტი ერთმნიშვნელოვნად არის ანტიევროპული, ანტიდასავლური, მიმართული საქართველოში დემოკრატიის სრული დემონტაჟისკენ, მიმართული სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური ოპოზიციის, თავისუფალი მედიის, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების ნეიტრალიზაციისკენ. შესაბამისად, ეს არის კანონი, რომელიც მართლაც შეუსაბამოა საქართველოს ევროპულ მომავალთან.

ეს არის კანონი, რომელიც პირდაპირ მიმართულია სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური ოპოზიციის, თავისუფალი მედიის და თავისუფალი აზრის ჩახშობისკენ. ეს არის ავტორიტარიზმის მექანიზმში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი. ამას, ცხადია, ხედავს ყველა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ამის დამალვა და სხვა რაღაცით გასაღება შეუძლებელია.

  • არასწორად თარგმნეს შოლცის განცხადებაო, „ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს. ეს იყო ყურადღების გადატანის მცდელობა?

თარჯიმანი მე ვიყავი და შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ არაფერი არ შემიცვლია. ეს იყო სრულიად ადეკვატური თარგმანი. შოლცმა მართლაც თქვა, რომ ეს იყო კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ და მე ეს მოვიხსენიე, როგორც კანონი აგენტების შესახებ. ერთი და იგივე კანონზეა ლაპარაკი. თვითონ „ქართული ოცნება“ ადასტურებს, რომ მხოლოდ ერთი წინადადება შეცვალეს ამ კანონში და მეტი არაფერი.

თარგმანი რომ არაფერ შუაში არ იყო, ამას პირდაპირ ადასტურებს ისიც, რომ მთელი გერმანული მედია, ასევე გერმანელი პოლიტიკოსები, რომლებიც გამოეხმაურნენ ამ პრესკონფერენციას და ქართულ თარგმანთან საერთოდ არანაირ კავშირში არ იყვნენ, პირდაპირ წერენ, რომ შოლცმა გააკრიტიკა კანონი აგენტების შესახებ.

ცხადია, რომ მათ ჩემი ქართული თარგმანი არც მოუსმენიათ, მოისმინეს ის, რაც თქვა შოლცმა, მაგრამ გაიგეს ზუსტად ისე, როგორც გავიგე მე. მე, გერმანულ მედიას, გერმანელ პოლიტიკოსებს გვესმის ეს საკითხი ერთნაირად, „ქართულ ოცნებას“ ესმის ეს სხვანაირად. აქედან შეუძლია მკითხველს დასკვნა გამოიტანოს: ვინ არის ამ სიტუაციაში მართალი და ვინ – მტყუანი.

არ ვიცი, რისგან იყო გამოწვეული გადაბრალების მცდელობა: ეს იყო გამოწვეული გაღიზიანებით, თუ მწარე გემოთი, გამოწვეული საგარეო პოლიტიკური წარუმატებლობით, მაგრამ მსოფლიო არ მოქმედებს ისე, როგორც მიჩვეულია „ქართული ოცნება“ – „იმედის“ და პროპაგანდისტული ისტერიით არსებობას. მარტივი პროპაგანდისტული ხრიკებით, ტყუილით და დეზინფორმაციით ევროპაში ფონს ვერ გახვალ.

ეს იყო ნათელი დასტური იმისა, რომ ამ მეთოდებით არ შეიძლება ლაპარაკი ევროპელ პარტნიორებთან. ეს არის პირიქით: ძალიან კონტრპროდუქტიული, რამაც ძალიან მძიმედ დააზიანა რეპუტაცია საქართველოს მთავრობის, პრემიერ-მინისტრის და სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნისაც.

  • ასევე მინდა გკითხოთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ქართველი მოსამართლეების შესახებ გაკეთებულ მორიგ განცხადებაზე – სანქცირებული მოსამართლეების საქმის გამოძიებას ითხოვენ. რის მანიშნებელია თქვენთვის ეს გზავნილი? 

გამოძიება შეიძლება დღეს არ დაიწყოს საქართველოში ამ მოსამართლეების წინააღმდეგ, მაგრამ დაიწყოს ხვალ. „ქართული ოცნება“ არაა მარადიული და თვითონაც იციან კარგად. აშშ ძალიან მკაფიოდ მიანიშნებს იმას, რომ საქართველოს სასამართლო სისტემაში არსებობს ძალიან სერიოზული პრობლემა.

ეს არის ევროკომისიის რეკომენდაციის ერთ-ერთი პუნქტიც, რომ ჩატარდეს სასამართლოს რეფორმა.

სასამართლოზე კონტროლი „ქართული ოცნების“ არადემოკრატიული, ოლიგარქიული რეჟიმის ერთ-ერთი ბურჯია. ამიტომაც, ყველასთვის ნათელია ამ ტიპის კრიტიკა ჩვენი პარტნიორების მხრიდან. ეს ნიშნავს, რომ გარკვეული რეფორმები საქართველომ უნდა დაიწყოს, თუ უნდა მას პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავება.

  • თქვენი აზრით, რამ შეიძლება შეუშალოს ხელი „ქართულ ოცნებას“ რუსული კანონის მიღებაში? 

ისევე, როგორც შარშან, ყველაზე მნიშვნელოვანი ორი ფაქტორია: შიდა მობილიზაცია და ჩვენი პარტნიორების მკაფიო პოზიცია. ჩვენი პარტნიორების პოზიციების სიმკაცრე პირდაპირ არის დამოკიდებული საქართველოს მოქალაქეების სიძლიერეზე. იმან, რომ შარშან ზღვა ხალხი გამოვიდა ქუჩაში ამ კანონის წინააღმდეგ, აჩვენა ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რომ საქართველოს მოქალაქეები მართლაც ირჩევენ ევროპულ მომავალს.

ახლაც საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ და ევროპელმა პარტნიორებმა ერთმანეთი უნდა გავაძლიეროთ, მაქსიმალური ზეწოლა უნდა მოვახდინოთ „ქართულ ოცნებაზე“, რომ გაიტანოს ეს სრულიად არადემოკრატიული და ევროპული ფასეულობებისთვის შეუსაბამო კანონი, ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, გადადგას ხელისუფლებამ ყველა ის ნაბიჯი, რაც საჭიროა საქართველოს ინტეგრაციისთვის ევროპულ სივრცეში.

—————–

  • რა ხდება

მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.

კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს მიანიჭებს.

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო.

______

ნუ ენდობით მმართველ პარტიას, რომელმაც ერთხელ უკვე მოგვატყუა

როგორ ატყუებს „ოცნება“ ხალხს - „რუსულ კანონს“ აბრუნებენ

რა შეეშალა წულუკიანს კულტურის დამორჩილების დროს – თეატრები რუსული კანონის წინააღმდეგ

„გათითოკაცებული როცა არ არის ეს პროტესტი, გაცილებით მეტი ძალა გაქვს,“ – პირველ რიგში, სოლიდარობაზე ამახვილებს ყურადღებას კინომცოდნე თეო ხატიაშვილი, რომელსაც სხვადასხვა თეატრში გააქტიურებულ პროტესტზე ვკითხეთ. მათ შორის, ოზურგეთის თეატრზე, სადაც სამხატვრო ხელმძღვანელს წინ მთლიანად დასი დაუდგა.

იმის მიუხედავად, რომ ბოლო წლებია კულტურის სფეროს და თეატრის დამორჩილებას, კრიტიკული აზრის ჩახშობას, მინისტრი თეა წულუკიანი აქტიურად ცდილობს, თეატრალები წარმოდგენებს საპროტესტო გზავნილებით ასრულებენ: „არა რუსულ კანონს, წინ ევროპა“.

ოზურგეთის სახელმწიფო თეატრშიც მსახიობებმა სცენაზე საპროტესტო ბანერი გამოფინეს: „რუსეთი ოკუპანტია, ჩვენ ვირჩევთ ევროპას“. ამავე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ვასილ ჩიგოგიძე კი, წინა დღით ამბობდა, რომ სცენიდან პროტესტის გამოხატვის შემთხვევაში, იგი მსახიობებს სცენიდან ყურით გამოათრევდა.

ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, კინომცოდნე თეო ხატიაშვილს ვესაუბრებით, რატომ ვერ შეძლო წულუკიანმა თეატრის გაჩუმება?

„თეა წულუკიანმა ყველაზე მეტად თუ რომელიმე სფერო გააჩუმა და მოათვინიერა, ეს იყო თეატრი. ეს პროტესტი, რასაც თეატრებში ვხედავთ, იმედისმომცემია და გადამდები – მთავარია, ერთმა გაბედოს.

ვნახეთ, რომ პროტესტს მოჰყვა ქიმიური რეაქცია, ჯაჭვი. ვხსნი ფეისბუქს და ახალ-ახალი პროტესტი მხვდება სხვადასხვა თეატრიდან, მათ შორის, პატარ თეატრებიდან, რეგიონის თეატრებიდან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ოზურგეთის შემთხვევა ძალიან მნიშვნელოვანია: ფაქტობრივად სამხატვრო ხელმძღვანელს აუმხედრდა დასი. კომენტარიც დავწერე, წარმომიდგენია, რა დღეშია იქ ხალხი, წულუკიანის ხელდასხმული სამხატვრო ხელმძღვანელის ტერორში… ძალიან დიდი პატივისცემა და სოლიდარობა ჩემგან აი, ამ ხალხს.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთელი დასი გამოვიდა. როცა მთელი დასი რაღაცას აპროტესტებს, რამდენს გაუშვებ? ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთ შემთხვევაში ერთად ვიყოთ, სოლიდარულები ვიყოთ. გათითოკაცებული როცა არ არის ეს პროტესტი, გაცილებით მეტი ძალა გაქვს.

სამეფო უბნის თეატრში გასაკვირი არც იყო ეს პროტესტი: სამხატვრო ხელმძღვანელი და მსახიობებიც ერთ აზრზე არიან… ეს პროტესტი არ არის ფრაგმენტული, თეატრების ძალიან დიდი ნაწილი ყოველდღე უკვე წარმოდგენას ამ გზავნილებით ასრულებენ: „არა რუსულ კანონს“.

თეო ხატიაშვილი

ზოგადი კანონზომიერებაა, რომ როცა წნეხშია საზოგადოება, შეიძლება დიდხანს ითმინოს ადამიანმა, მაგრამ საბოლოოდ მოთმინების ძაფი წყდება. პირველად ვნახე საპროტესტო გამოსვლა ვასო აბაშიძის თეატრში. სიმართლე გითხრათ, არ ველოდი, გამიკვირდა იმის მიუხედავად, რომ სამხატვრო ხელმძღვანელი გაჩუმებული არ ჰყავდა თეა წულუკიანს და რამდენიმე, ძალიან კრიტიკული სპექტაკლი დაიდგა. მაინც ასე, პირდაპირ, ლოზუნგებით მიმართვას სახელმწიფო თეატრიდან, არ ველოდი,“ – გვითხრა თეო ხატიაშვილმა.

რა ვერ გათვალა თეა წულუკიანმა, რომელმაც კულტურის სფეროს დასამორჩილებლად სადამსჯელო მექანიზმები აამუშავა? – თეო ხატიაშვილი რამდენიმე ფაქტორზე ამახვილებს ყურადღებას, თუმცა მიიჩნევს, რომ ყველაზე მეტად თავმოყვარეობის საკითხმა იმუშავა, იმიჯმა, გაჟღერებულმა ფრაზებმა: „წულუკიანმა თეატრი უკვე ჯიბეში ჩაისვა“.

„თავმოყვარეობის ამბავია, როცა გესმის, თეატრი ჯიბეში ჩაისვა წულუკიანმა. საქართველო ხომ ძალიან პატარა ქვეყანაა, მით უმეტეს, თეატრალური წრე, ყველას ყველასთან აქვს ურთიერთობა. ეს წამოძახება, რომ დაგიმონათ წულუკიანმა და თეატრი გახდა კონფორმისტული სივრცე, რომ თეატრი ჩამკვდარია, ეს მოქმედებს ადამიანზე. დაგროვდა ეს სიჩუმე.

ამას გარდა, ბევრს აქვს უცხოურ პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება: გასტროლი აქვს, ფილმშია დაკავებული. ეს არ არის იზოლირებული სივრცე, რომელიც შეიძლება გავხდეთ, თუ ამ კანონს მიიღებენ. უფრო და უფრო მოუჭერენ და ტოტალიტარულ ფორმაში გადავალთ. თუ ეს კანონი მიიღეს, ეს იქნება უკვე იმის ნიშანი, რომ ყველაფერი შეუძლიათ, ყველაფერი გაუვათ.

„ოცნებას“ ჰგონია, ან თავს იტყუებს და თავს ყოჩაღად გვაჩვენებს, მაგრამ სინამდვილეში საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილშია უკმაყოფილება. ვისაც შეიძლება შეხება არ ჰქონდეს კულტურის სფეროსთან, ან საერთაშორისო ორგანიზაციებთან და გრანტის მიმღები არ იყოს, ეს სიტუაცია რომ ბოლშევიკურია, ძალიან ღიად ჩანს, ააშკარავებს ეს პროცესი ხელისუფლების ბანკნოტს.

თანაც, ეს ხდება ამ პირობებში, როცა ხალხს მართლაც შია, ვერ მკურნალობს, ბავშვები ვერ დაჰყავთ სკოლაში, ისინი მშობლების გვერდიგვერდ მუშაობენ, რომ ირჩინონ თავი.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ხელისუფლებამ შემოაბრუნა უკან ეს კანონი, რაც აჩვენებს ხელისუფლების უსინდისობას, უღირსებობას. უპირობო კაცი საქართველოში ყველაზე უფრო სალანძღავი სიტყვაა: დღეს ერთს ამბობ, ხვალ გადათქვამ, ეს ხომ მართლაც თავმოყვარეობაზე მოქმედებს?“ – კითხულობს თეო ხატიაშვილი.

ვინც ჯერ კიდევ ვერ აღიქვამს სრულად რუსული კანონის საფრთხეს, თეო ხატიაშვილი ურჩევს რუსეთის შემთხვევას გადაავლოს თვალი, სადაც მსგავსმა კანონმა სრულად გააქრო პროტესტი.

„ეს საბოლოოდ ჩვენს განადგურებას ნიშნავს.

ამ კანონს რამდენიმე ინტერპრეტაცია მოჰყვება, გამოიყენებენ, ცხადია, თავისუფალი აზრის ჩასახშობად. წინ ეს ნაღმები გველოდება. რუსეთი რამხელა ქვეყანაა საქართველოსგან განსხვავებით და რა დღეშია, ვხედავთ. კულტურის და ინტელექტუალური რესურსისგან მთლიანად დაიცალა რუსეთი, ვინც იქ დარჩა, პირი აქვს ამოკერილი,“ – დასძინა თეო ხატიაშვილმა.

—————–

  • რა ხდება

მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.

კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს მიანიჭებს.

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო.

______

ნუ ენდობით მმართველ პარტიას, რომელმაც ერთხელ უკვე მოგვატყუა 

როგორ ატყუებს „ოცნება“ ხალხს - „რუსულ კანონს“ აბრუნებენ

 

„არსამთავრობოები აკეთებენ საქმეს, რისთვისაც მთავრობამ „ვერ მოიცალა“ – მოქალაქე

„არასამთავრობო სექტორში არის ბევრი ძალიან მაგარი ორგანიზაცია, რომლებიც კარგ, საჭირო საქმეებს აკეთებენ ჩვენი მეგობარი ქვეყნების დაფინანსებით. საქმეებს, რომლისთვისაც მთავრობამ „ვერ მოიცალა“. ამ ადამიანებისთვის იარლიყის აკვრა – რომ არიან უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელნი, მინიმუმ არასწორია,“ – ამბობს ნოდარ ქარცივაძე, ის პროფესიით არქიტექტორია, ეტლით მოსარგებლე შშმ პირი.

„პირველ რიგში, დაპირების მიუხედავად, კანონის დაბრუნება თუნდაც შეცვლილი სათაურით, მინიმუმ უხერხულია მოქალაქეების წინაშე.

ვფიქრობ, უამრავი სხვა ბერკეტი არსებობს იმისათვის, რომ საქმიანობა იყოს კიდევ უფრო გამჭვირვალე ისე, რომ ამით ღირსების შემლახავი ტერმინები არ იქნას გამოყენებული. ბევრად მნიშვნელოვანია იმ საკითხებზე კონცენტრირება, რაც მეტად დაგვაახლოებს ევროკავშირთან და გააძლიერებს სახელმწიფოს. მთელი ევროპა მოგვიწოდებს ამისკენ.

ევროკავშირი ნიშნავს თავისუფლებას და ძლიერ სახელმწიფოს. ჩვენი მიზანია ასევე, არ გვქონდეს მუდმივად დაპირისპირებული ქართული პოლიტიკური სპექტრი, საიდანაც ერთმანეთის სიძულვილი და დამცინავი რიტორიკა გვესმის.

ევროკავშირი არასდროს ყოფილა ისე ახლოს ჩვენთან, როგორც ახლა. ასე რომ, არა ისეთ კანონს, რომელიც ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას და ღირსებას,“ – მიიჩნევს ნოდარ ქარცივაძე.

—————–

  • რა ხდება

მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.

კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს მიანიჭებს.

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო.

______

ნუ ენდობით მმართველ პარტიას, რომელმაც ერთხელ უკვე მოგვატყუა

როგორ ატყუებს „ოცნება“ ხალხს - „რუსულ კანონს“ აბრუნებენ

 

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 14 აპრილის 21 საათიდან 15 აპრილის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო

სინოპტიკოსების ცნობით, 17-18 პრილს აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

რიკოთზე მინივენი სატვირთოს დაეჯახა, დაიღუპა 3 ადამიანი

რიკოთის უღელტეხილზე მინივენი სატვირთო ავტომანქანას დაეჯახა. ავარიის შედეგად, 3 მგზავრი დაიღუპა, 4 დაშავებული კი კლინიკაში გადაიყვანეს.

შემთხვევა დღეს, 14 აპრილს მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილების შესაბამისად, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ნიჭიერი ახალგაზრდა, რომელმაც დაფინანსება მოიპოვა უცხო ქვეყნის აგენტია? – ნათია სირაბიძე რუსულ კანონზე

რუსული კანონის მიღების საფრთხეებზე საუბრის დროს ნათია სირაბიძე, პირველ რიგში, ნიჭიერ სტუდენტებზე ამახვილებს ყურადღებას,რომლებმაც უცხოეტში სწავლისთვის დაფინანსება მოიპოვეს. იგი დარწმუნებულია, რომ ეს კანონი ყველას შეეხება.

ნათია სირაბიძე მეცნიერებათა დოქტორია, ამერიკული აკადემიის დამფუძნებელი.

„სტუდენტებო, ემიგრანტებო და ხელოვანებო, მოემზადეთ!

ყოველდღიურად ათობით ადამიანი მომმართავს კონსულტაციისთვის, რომ საზღვარგარეთ თავიანთი შვილების სასწავლებლად გაუშვან. უცხოეთში სწავლა ძვირია, მაგრამ ჩვენი ნიჭიერი ბავშვები ახერხებენ სწავლის დაფინანსების მოპოვებას. ამის გარეშე მხოლოდ ერთეულები თუ გადაიხდიან 80 000 $ წელიწადში და მიიღებენ ხარისხიან განათლებას.

წარმოიდგინეთ, ახლა ყველა ის ნიჭიერი ახალგაზრდა, რომელმაც დაფინანსება მოიპოვა და მალე დასჭირდება ამის დეკლარირება და რეგისტრაცია. ისინი უცხო ქვეყნის ზეგავლენის აგენტებად ჩაითვლებიან, მხოლოდ იმის გამო, რომ ნიჭიერები არიან, მათ ოჯახებს შესაძლებლობა არ აქვთ და სწავლის დაფინანსება უცხოეთში მიიღეს.

ან წარმოიდგინეთ, რამდენი ადამიანი არსებობს, უცხოეთიდან გადმოგზავნილი ფულით რომ ცხოვრობს. მილიონობით ქართველი ტოვებს თავის სამშობლოს, შვილებს, ოჯახს, რომ წავიდეს და იმუშაოს საზღვარგარეთ. რას ფიქრობთ, ამ ფინანსების აღრიცხვას არ მოინდომებენ? ჯერ აიძულებენ დარეგისტრირდნენ, როგორც უცხოეთის ფინანსური დოტაციის, იგივე ზეგავლენის მქონე პირები და შემდეგ უკვე აგენტები.

იგივე შეეხება მეზღვაურებსაც, რომელთა შემოსავალი საქართველოში არ ფიქსირდება და ჯერ არც გადასახადებს ექვემდებარება.

და მესამეც, ქართული ცეკვები ხომ ყველას მოგწონთ? ხომ ყველას გინდათ თქვენი შვილი ასევე ცეკვავდეს და სხავდასხვა ქვეყანაში გასტროლებზე იაროს? უცხოეთში ჩატარებული კონცერტებიდან შემოსული თანხები უკვე მოითხოვს „აგენტებად” დარეგისტრირებას. სახელმწიფო მოითხოვს ეს შემოსავლებიც დაიბეგროს და ყველა ოჯახის პირადი ინფორმაცია გაცხადდეს, როგორც „ხალხის მტრის”.

მეტყვით, ეს კანონი არ ეხება სტუდენტებსო, არც ხელოვანებს და არც ემიგრანტებსო. დღეს არ ეხება, მაგრამ ხვალ შეეხება. „რუსული კანონი” დაიწყება მედიის და არასამთავრობოების შეზღუდვით და გადმოვა ყველა ჩვენზე. ასე მოხდა კიდეც რუსეთში, ამიტომაც დაარქვეს რუსული კანონი. დღეს თითოეული თეთრი აღირიცხება სახელმწიფო შემოსავლების სამსახურით და „გამჭვირვალობას” თავს ვინც აარიდებს საგადასახადო სანქციები ეკისრება. მაშ, რაში სჭირდებათ ეს კანონი? რუსული კანონი ემსახურება მედიის და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაციას. თუ დამოუკიდებელი მედია შეიზღუდა და „ხალხის მტრად” გამოცხადდა, ვინღა ამოიღებს ხმას? ან თუ ამოიღებს, ვინ დაუჯერებს? დაიწყება მედიის დისკრედიტაციით და გადმოვა თითოეულ ჩვენგანზე.

ყველას, ჩვენ, ვინც ევროპისკენ მივილტვით და უკეთესი ცხოვრება გვსურს, დაგვარქმევენ „ხალხის მტერს”. ეს გამოცდილება საბჭოთა რეალობიდან გემახსოვრებათ.

და ბოლოს: გიფიქრიათ იმაზე, რომ წლების წინ რომ ეს კანონი მიეღოთ, ყველა ის ხელოვანი და სპორტსმენი, ვინც უცხოეთიდან მომავალი თანხით ფინანსდებოდა, შეირაცხებოდა „უცხოეთის ზეგავლენის აგენტად”, ვინ შეძლებდა მაშინ სისხლიანი ხელისუფლების გადაგდებას? როგორ მოვიდოდა ეს ხელისუფლება სათავეში? ყველა კანონს მოჰყვება კანონქვემდებარე აქტები და შესწორებები. ამ კანონში ერთი სიტყვის ჩამატებით – „ფიზიკური პირები” ეს კანონი პირდაპირ შეგვეხება თითოეულ ჩვენგანს. წარმოიდგინეთ, რა გველოდება და თუ ეს მომავალი არ მოგწონთ – არა რუსულ კანონს,“ – მიიჩნევს ნათია სირაბიძე, მეცნიერებათა დოქტორი, ამერიკული აკადემიის დამფუძნებელი

—————–

  • რა ხდება

მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.

კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს მიანიჭებს.

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო.

______

ნუ ენდობით მმართველ პარტიას, რომელმაც ერთხელ უკვე მოგვატყუა

როგორ ატყუებს „ოცნება“ ხალხს - „რუსულ კანონს“ აბრუნებენ

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 14 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 14 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 453 650 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +890]
  • ტანკი – 7 174 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 13 765 ერთეული [+20]
  • საარტილერიო სისტემა – 11 552 ერთეული [+34]
  • MLRS – 1 046 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 758 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 347 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 9 235 ერთეული [+34]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 089 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 26 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 15 459 ერთეული [+63]
  • სპეცტექნიკა – 1 905 ერთეული [+12]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 14 აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 583 თვითმფრინავი
  • 270 ვერტმფრენი
  • 20 867 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 502 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 15 782 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 266 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 8 866 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 21 010 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

გერმანია უკრაინას დამატებით საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემს

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ბათუმელი სტუდენტი: „აქციებს ვიწყებთ, ახალგაზრდების მოტყუება რთულია“

„ვერ უნდა შეგვიზღუდონ ევროპული მომავალი. ევროპულ მომავალს იმსახურებს არამხოლოდ ჩემი თაობა, არამედ თაობები, ვისი სიცოცხლეც ემსხვერპლა თავისუფლებას, საქართველოს ევროპულ მომავალს. ჩვენი ვალია 9 აპრილს მებრძოლი ადამიანების გზაზე დავდგეთ. ახალგაზრდები ამას იაზრებენ. მჯერა, რომ ჩვენ ვიბრძოლებთ ევროპული მომავლისთვის,“ – ამბობს ბათუმელი სტუდენტი მათე ცენტერაძე.

მათე ბსუ-ს სტუდენტია და ბათუმში რუსული კანონის წინააღმდეგ დაანონსებული საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი.

ორშაბათს, 15 აპრილს, პარლამენტი რუსული კანონის კომიტეტში განხილვას იწყებს. საპროტესტო აქციას სტუდენტები ორშაბათს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შადრევანთან 2 საათზე დაიწყებენ მოწოდებით: „არა რუსეთს, კი – ევროპას“. მათე ცენტერაძე არ გამორიცხავს სტუდენტების აქცია პერმანენტული გახდეს, თუ „ქართული ოცნება“ რუსული კანონის განხილვას არ შეწყვეტს.

სტუდენტურ აქციას ბათუმში სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები და ლექტორები შეუერთდებიან.

„ჩვენ გასული წლის მარტშიც ვაჩვენეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული მომავალი,“ – გვიყვება მათე ცენტერაძე. – „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოება მოატყუა და გადააგდო. მათ უნდა სცოდნოდათ, რომ ამას მოჰყვებოდა საპასუხო ნაბიჯი. ეს არის ნაბიჯი იმისკენ, რომ ჩვენ ისევ დავიცავთ ევროპულ მომავალს.

მთავარია, კარგად გავიაზროთ, ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინ – მტერი. თუ ამას ვიაზრებთ, რომ ევროპა ჩვენი მეგობარია, მაშინ მეგობარი პირდაპირ გვეუბნება, რომ ეს კანონი არ არის ევროპული, არც ამერიკული. ეს თავად ირაკლი კობახიძესაც უთხრეს გუშინ შოლცთან შეხვედრის დროს, ალბათ ყველას გახსოვთ მისი სახე, როცა ეს უთხრეს.

„ოცნება“ აგულიანებდა თავის ამომრჩეველს, რომ აი, ევროპელ პარტნიორებს შეხვდებოდა და თითქოს დაუმტკიცებდა, რომ ეს კანონი არ იყო რუსული. საბოლოოდ კი, „ჩავარდნილი ვიზიტის“ შემდეგ უხდება კობახიძეს დაბრუნება საქართველოში.

კანდიდატის სტატუსი, რაც მივიღეთ, არის არა საქართველოს ხელისუფლების, არამედ ხალხის დამსახურება და ამასაც აღნიშნავენ ჩვენი ევროპელი პარტნიორები. დღეს ხალხს ისევ გვართმევენ ამ სტატუსს,“ – მიიჩნევს მათე ცენტერაძე.

სტუდენტის თქმით, აქციის ორგანიზატორებს რამდენიმე სტუდენტურ ჯგუფში, რომელსაც კონკრეტული ლექტორები მართავენ, შეუზღუდეს ინფორმაციის გავრცელება სტუდენტური აქციის შესახებ. მათე ცენტერაძე თავს იკავებს დაასახელოს კონკრეტული ლექტორები, რომლებიც კონკრეტული ფეისბუქჯგუფების ადმინისტრატორები არიან. „იმედია, გაიაზრებენ ისინი, რომ ისტორიის არასწორ მხარედ დგანან“, – ამბობს ის.

„არსებობს ჯგუფი, სადაც სტუდენტები არიან გაერთიანებული და სამი დღით დაპაუზდა, მეორე ჯგუფში გვითხრეს, რომ აიკრძალა პოლიტიკური პოსტები, განთავსებული გვქონდა ივენთი აქციაზე და წაგვიშალეს. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია გვეუბნება, რომ ეს ცალკე ჯგუფია… ვცდილობთ, ინდივიდუალურად ველაპარაკოთ სტუდენტებს. ვფიქრობ, ახალგაზრდების მოტყუება განსაკუთრებით რთულია, ეს იგრძნობა, როცა სხვებს ვესაუბრები,“ – აღნიშნა მათე ცენტერაძემ „ბათუმელებთან“.

განცხადებაში, რაც სტუდენტებმა 15 აპრილის აქციის შესახებ გაავრცელეს, აღნიშნულია ესეც: „ოცნება გვართმევს დამოუკიდებელ სასამართლოს“.

როგორ უკავშირდება რუსული კანონი სასამართლოს? – სტუდენტების ამ მნიშვნელოვანი აქცენტის შესახებაც ვკითხეთ მათეს.

„ევროპისგან მოშორება და ამ კანონის მიღება გვამსგავსებს რუსეთს, სადაც, ცხადია, ვერ იქნება სასამართლო დამოუკიდებელი. დამოუკიდებელი სასამართლო არც ახლა გვაქვს – საქართველოს ხელისუფლება და მოსამართლეები გარიგებული არიან ერთმანეთთან, მაგრამ თუ ჩვენ დავშორდებით ევროპას, არც კი გვექნება იმის მოლოდინი, რომ შეიძლება რამე შეიცვალოს.

ეს ყველაზე მეტად გვაღელვებს ახალგაზრდებს“, – გვითხრა მათე ცენტერაძემ.

—————–

  • რა ხდება

მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.

კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს მიანიჭებს.

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო.

______

ნუ ენდობით მმართველ პარტიას, რომელმაც ერთხელ უკვე მოგვატყუა  

როგორ ატყუებს „ოცნება“ ხალხს - „რუსულ კანონს“ აბრუნებენ

ისტორიული ხის მეჩეთებიდან მხოლოდ ექვს აქვს ძეგლის სტატუსი – შეხვედრა ბათუმში

„სულ 25 მეჩეთი ვიკვლიეთ, აქედან 23 არის ხის მეჩეთი, 14 არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია, 2 ავარიულია… მხოლოდ 6 მეჩეთს აქვს აჭარაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი,“ – ამბობს თორნიკე აბულაძე, „სოლიდარობის თემის“ აღმასრულებელი დირექტორი.

ამ ორგანიზაციამ დღეს, 13 აპრილს, ბათუმში ხის მეჩეთების მნიშვნელობასა და მძიმე მდგომარეობის შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგზე დისკუსია გამართა.

შეხვედრაზე მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები ქალების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვაც მოეწყო.

აჭარაში მდებარე ისტორიული მეჩეთების ფოტოების გამოფენა ბათუმში – ევა ართმელაძე/ბათუმელები
მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები ქალების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა – ევა ართმელაძე/ბათუმელები

სოლიდარობის თემმა აჭარის ხის მეჩეთების რუკაც გამოსცა. „რუკაზე დატანილია ხის მეჩეთების საუკეთესო ნიმუშები, რომლებიც გამოირჩევა თავიანთი ადგილმდებარეობით, ექსტერიერის, მდიდარი ინტერიერის ურთიერთკავშირით და ცალკეული არქიტექტურული დეტალების მაღალი მხატვრულობით. უნიკალური ხის მეჩეთები ქართველი ხალხის მრავალფეროვანი კულტურისა და არქიტექტურული შემოქმედების მოწმეა,“ – აღნიშნულია რუკის აღწერაში.

თორნიკე აბულაძე, სოლიდარობის თემის აღმასრულებელი დირექტორი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ბევრ ისტორიულ მეჩეთს, კულტურული ღირებულების მიუხედავად, ძეგლის სტატუსი არ აქვს.

„საუკუნოვანი ხის მეჩეთები, რომლებიც ატარებს ოდა-სახლის კულტურულ მახასიათებლებს, იმსახურებს სტატუსს. ეს არის სადისკუსიო სივრცე, რომ ვისაუბროთ, რა პრობლემების წინაშეა ხის მეჩეთები. ქართული ისლამური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები არ არის შესაბამისად აღქმული, დაფასებული და წარმოჩენილი, როგორც ეს საჭიროა,“ – გვითხრა თორნიკე აბულაძემ.

„ბათუმელები“ პერიოდულად წერს უნიკალური ხის მეჩეთების შესახებ, რომელთა ნაწილი დანგრევის პირასაა. ხელისუფლება არ დგამს სათანადო ნაბიჯებს ისტორიული მემკვიდრეობის გადასარჩენად და ხის უნიკალური მეჩეთების პოპულარიზაციისთვის.

___

ამ თემაზე:

რა საფრთხის წინაშე დგას ისტორიული ხის მეჩეთები აჭარაში 

„თქვენი კანონი აგენტის შესახებ სამარცხვინოა“ – ბუნდესტაგის საგარეოს თავმჯდომარე „ოცნების“ დეპუტატს

გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი x-ის [ყოფილი ტვიტერი] საკუთარ გვერდზე წერს, რომ „უცხოელი აგენტების კანონი“ შეუთავსებელია ევროპულ ღირებულებებთან.

როთმა ამ პოსტის ქვემოთ გამოაქვეყნა ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებული პოსტი, რომელიც გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტთან, ბერბელ ბასსთან მის შეხვედრას ასახავს.

„გერმანიის ბუნდესტაგში განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის დიდი ხნის მეგობრობის გაღრმავების გზები. ჩვენი მუშაობა/ერთგულება საპარლამენტო თანამშრომლობისადმი მიზნად ისახავს ჩვენი არსებული პარტნიორობის გაძლიერებას და ურთიერთგაგების ხელშეწყობას“, – დაწერა ირაკლი კობახიძემ.

სწორედ ამ პოსტის საპასუხოდ მიხაელ როთმა X-ში [ყოფილი ტვიტერი] მონიშნა ირაკლი კობახიძე და დაწერა: „ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, ირაკლი კობახიძევ, ურთიერთგაგება ნიშნავს სამოქალაქო საზოგადოების პატივისცემას, რაც ლიბერალური საპარლამენტო დემოკრატიის შეუცვლელი ელემენტია. თქვენი „უცხოელი აგენტის კანონი” შეუთავსებელია ევროპულ ღირებულებებთან“.

მიხაელ როთმა რუსულ კანონთან დაკავშირებით კიდევ ერთ პოსტში საქართველოს პარლამენტის დეპუტატს, ლევან ქარუმიძეს უპასუხა. ქარუმიძე, პრემიერი კობახიძის მსგავსად ოლაფ შოლცთან პრესკონფერენციის თარჯიმანს დაესხა თავს. „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გერმანიის კანცლერის ტექსტი არასწორ თარგმნაში ზაალ ანდრონიკაშვილი დაადანაშაულა.

ლევან ქარუმიძემ დაწერა: „გერმანული არ ვიცი, მაგრამ ვხვდები, რომ ბუნდესკანცლერს არსად უხსენებია კანონი „უცხოელი აგენტების შესახებ“ პრემიერ კობახიძესთან დღევანდელ პრესკონფერენციაზე. მაინტერესებს თარჯიმანს რატომ უნდა გაეყალბებინა კანცლერის სიტყვები? შესაძლებელია, რომ თარჯიმანი ცუდად ასრულებს თავის სამუშაოს? თუ არსებობს რაიმე სხვა ფარული მოტივი?“

მიხაელ როთმა არც ეს პოსტი დატოვა უპასუხოდ. მან დაწერა: „ძვირფასო კოლეგა ლევან ქარუმიძევ, მინდა დაგარწმუნოთ, რომ თქვენი კანონი „უცხოელი აგენტის შესახებ“, სამარცხვინოა/შეურაცხმყოფელია ერთგული დემოკრატებისთვის გერმანიასა და მთელ თავისუფალ და დემოკრატიულ ევროპაში“.

___

ნუ ენდობით მთავრობას, რომელმაც ერთხელ უკვე მოგვატყუა. ტყუილი იხილეთ ვიდეოში:

YouTube video player

რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე ვიქნებით ბსუ-ს, აკადემიის, ნავიგაციის, რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტები 

რა არის მთავარი საფრთხე, რაც შეიძლება მივიღოთ რუსული კანონით ქვეყანაში? – ვკითხეთ ბსუ-ს სტუდენტს ქეთი პაქსაძეს, რომელიც ბათუმში რუსული კანონის წინააღმდეგ დაანონსებული საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორია.

„ეს უკვე იქნება არა ქვეყანა, არამედ რუსეთის პატარა ოლქი, რომელიც მთლიანად დაექვემდებარება რუსეთს. ამ ქვეყანაში აღარაფერი არ იქნება ევროპული. ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები ევროპიდან, რომ შესაძლოა, კანდიდატის სტატუსიც ჩამოგვართვან,“ – გვითხრა ქეთი პაქსაძემ.

ორშაბათს, 15 აპრილს, პარლამენტი რუსული კანონის კომიტეტში განხილვას იწყებს. საპროტესტო აქციას სტუდენტები ორშაბათს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შადრევანთან 2 საათზე დაიწყებენ მოწოდებით: „არა რუსეთს, კი – ევროპას“. სტუდენტების თქმით, აქცია პერმანენტული გახდება, თუ „ქართული ოცნება“ რუსული კანონის განხილვას არ შეწყვეტს.

სტუდენტურ აქციას ბათუმში სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები და ლექტორები შეუერთდებიან.

ქეთი პაქსაძის დაკვირვებით, ახლა, როცა ის სტუდენტებს ორშაბათის აქციის შესახებ ესაუბრება, მარტივად გასაგებია ყველასთვის, რომ „ქართული ოცნება“ რუსულ კანონს იღებს. სტუდენტი ამბობს, რომ ხელისუფლება თავისი დეზინფორმაციული კამპანიით ვერც უფროს თაობას ატყუებს.

„ჯერ იყო და სოციალურმა ქსელმა დაუბლოკა „ოცნებას“ პოსტები, სადაც ისინი ევროპას უპირისპირდებიან, შემდეგ პლაკატებზე გადმოიტანეს ტყუილები, რაც რამდენიმე ლოკაციაზე ჩამოვხიეთ. თითქოს გამჭვირვალობას უწოდებდნენ კანონს, რაც აბსურდია.

პლაკატების ჩამოხევის პროცესში რამდენიმე მოხუცმაც ჩამოიარა, გვკითხეს, რატომ ხევთ, რატომ აკეთებთ ამასო. ავუხსენით, რომ რუსულ კანონს იღებენ ქვეყანაში, რაღა დროს რუსეთია, ვინღა უსმენს რუსეთსო. ძალიან გაგვიხარდა ყველას, ეს რომ გვითხრეს,“ – გვიყვება ქეთი პაქსაძე.

სტუდენტი საპროტესტო აქციაზე ელოდება, როგორც ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ისე საზღვაო აკადემიის, ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის, რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტებს, ლექტორ-მასწავლებლებს, საზოგადოებას…

„პირადად დავურეკე ლიკა დიასამიძეს, ბსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტს, მადლობა გადამიხადა და ტელეფონი გამითიშა. გასულ წელს, როცა გვქონდა აქციები, მაშინ რამდენჯერმე ვახსენე, რომ იქ უნდა ყოფილიყო სტუდენტური თვითმმართველობაც. მაშინ გვიპასუხა, რომ არ გითხოვიათ მოვსულიყავიო.

ახლა პირადადაც შეგვხდა, არა რუსულ კანონსო, მაგრამ თქვენ სულ მაბულინგებთ და მებრძვით, არ, ან ვერ მოვალო.

დიდი იმედი არ გვაქვს თვითმმართველობის, რომ მოვლენ აქციაზე, მასობრივად არც ლექტორებს ველოდებით, მაგრამ სტუდენტები მოგვყვებიან აქტიურად. ისინი გამოცდილი არიან ამ პროცესში, იციან, რასაც ვაპროტესტებთ, იციან, რომ პარტიულობისგან გამიჯნულია ეს პროცესი.

ხელისუფლება იმასაც კი ამბობს, რომ ევროპაშიც არის ასეთი კანონები მიღებულიო, მაგრამ ამის მაგალითი ვერ დაგვისახელა ვერავინ. ეს კანონი რომ რუსულია, დაჟინებული მოქმედებითაც ჩანს – მეორად დაიწყეს იგივე პროცესი. ეს კანონი პირდაპირ გვიკეტავს გზას ევროპისკენ.

დიდი იმედი მაქვს, რომ შევიკრიბებით,“ – უთხრა ქეთი პაქსაძემ „ბათუმელებს“. ის დარწმუნებულია, რომ პროტესტის შემთხვევაში ხელისუფლება რუსული კანონის მიღებას ვეღარ შეძლებს.

—————–

  • რა ხდება

მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.

კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს მიანიჭებს.

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო.

______

ნუ ენდობით მმართველ პარტიას, რომელმაც ერთხელ უკვე მოგვატყუა  

როგორ ატყუებს „ოცნება“ ხალხს - „რუსულ კანონს“ აბრუნებენ

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 13 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 13 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 452 760 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 030]
  • ტანკი – 7 169 ერთეული [+23]
  • ჯავშანტექნიკა – 13 745 ერთეული [+47]
  • საარტილერიო სისტემა – 11 518 ერთეული [+32]
  • MLRS – 1 045 ერთეული [+3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 756 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 347 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 9 201 ერთეული [+40]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 088 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 26 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 15 396 ერთეული [+57]
  • სპეცტექნიკა – 1 893 ერთეული [+5]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 13 აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 583 თვითმფრინავი
  • 270 ვერტმფრენი
  • 20 826 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 501 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 15 767 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 266 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 8 849 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 20 960 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

გადაბეჭდვის წესი

როგორ შევიძენთ და რა ღირს ბილეთები ევროპის ჩემპიონატზე ფეხბურთში

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გერმანიაში დაგეგმილ EURO 2024 -ზე დასასწრები ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

„უეფას 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ბილეთების გაყიდვა საქართველოს ეროვნული ნაკრების გულშემატკივრებისათვის 15 აპრილს, თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება.

ქართველი გულშემატკივრებისთვის ევროპის ჩემპიონატის ბილეთების შეძენა უეფას ბილეთების პორტალზე იქნება შესაძლებელი – https://www.uefa.com/euro2024/ticketing/

პორტალზე შესასვლელად საჭიროა შექმნათ პირადი გვერდი ან ასეთის არსებობის შემთხვევაში გაიაროთ ავტორიზაცია. მომხმარებლის სრულყოფილი პროფილის შესაქმნელად დაგჭირდებათ საიტზე არსებული აუცილებელი ველების შევსება: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი ან პასპორტის ნომერი, საცხოვრებელი მისამართი, მობილური ტელეფონის ნომერი და ელ-ფოსტის მისამართი.

ბილეთების გაყიდვის პროცესის დაწყებისას უეფას პორტალი მოგანიჭებთ რიგის ნომერს. რიგი ჩაირთვება 15 აპრილს, თბილისის დროით 13:00 საათზე.

ერთ მომხმარებელს საქართველოს ეროვნული ნაკრების ჯგუფური ეტაპის თითოეულ მატჩზე 2 ბილეთის შეძენის შესაძლებლობა ექნება.

პორტალზე ხელმისაწვდომი იქნება ოთხი კატეგორიის ბილეთი:

  • პირველი კატეგორია – 200 ევრო
  • მეორე კატეგორია – 150 ევრო
  • მესამე კატეგორია – 60 ევრო
  • მეოთხე კატეგორია – 30 ევრო

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ როგორც Alipay-ის ელექტრონული საფულით, ისე საბანკო ბარათებით (VISA ან Mastercard). ბილეთის ფასს ბანკის მოსაკრებელი არ ემატება.

სასურველი ბილეთის შერჩევისა და შესყიდვის განსახორციელებლად თითოეულ მომხმარებელს 15 წუთი აქვს. საბანკო ოპერაციის დასრულების შემდეგ, ბილეთის შეძენის დამადასტურებელი წერილი თქვენი პირადი პროფილის შესაბამის განყოფილებაში აისახება და თქვენს მიერ მითითებულ პირად ელ-ფოსტაზე გამოიგზავნება. თამაშის ბილეთს, მოგვიანებით, მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე მიიღებთ“.

როგორც უკვე გარკვეულია, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე სამ შეხვედრას გამართავს.

პირველი თამაში საქართველოს ნაკრებს 18 ივნისს, დორტმუნდში თურქეთის წინააღმდეგ ექნება, ხოლო შემდეგ თამაშებს 22 და 26 ივნისს გამართავს ჩეხეთისა და პორტუგალიის ნაკრებების წინააღმდეგ.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩეხეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ 22 ივნისს, ჰამბურგში ითამაშებს, ხოლო დასკვნით მატჩს, 26 ივნისს პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს.

______________________

„მასწავლებლებმა უნდა ვთქვათ, რომ ძალაუფლება არა ხელისუფლებას, არამედ ხალხს ეკუთვნის“ – პეტიცია

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგები რუსული კანონის წინააღმდეგ პეტიციას ავრცელებენ.

პეტიცია დღეს, 12 აპრილს გავრცელდა, სადაც პედაგოგები საუბრობენ იმ საფრთხეზე, რაც ამ კანონის მიღებას მოჰყვება.

„ხვალ უკვე შესაძლებლობა წართმეულ საქართველოში გავიღვიძებთ და საკლასო კედლებში არც დემოკრატიის პრინციპებზე საუბარს ექნება აზრი“ – წერენ პედაგოგები.

„ბათუმელები“ გთავაზობთ პეტიციის ტექსტს უცვლელად:

„14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. 46 წლის წინ, ამ დღეს, საბჭოთა მძიმე უღლის მიუხედავად, საქართველომ შეძლო დაეცვა საკუთარი იდენტობა, ენა. ვერანაირმა საფრთხემ ვერ შეუშალა ხელი ახალგაზრდების, მასწავლებლების, აკადემიური, საგანმანათლებლო, სამეცნიერო და სხვა სფეროების წარმომადგენლების გაერთიანებას.

დღესაც ასეთი გაერთიანება გვჭირდება – დაპირების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება ისევ მზადაა მიიღოს რუსული კანონი, რაც საბოლოოდ შეაფერხებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, ჩვენი ქვეყნის მრავალი თაობის ბრძოლითა და თავგანწირვით გაჩენილ შესაძლებლობას, საქართველო ევროპულ ოჯახს დაუბრუნდეს.

ასეთ დროს, უპირველესად, ჩვენ, მასწავლებლებმა უნდა ვთქვათ ხმამაღლა, რომ ძალაუფლება არა ხელისუფლებას, არამედ ხალხს ეკუთვნის.

დღეს თუ არ დავარქვით სახელი მოვლენებს, ხვალ უკვე შესაძლებლობა წართმეულ საქართველოში გავიღვიძებთ და საკლასო კედლებში არც დემოკრატიის პრინციპებზე საუბარს ექნება აზრი და არც ქართული მატერიალური თუ არამატერიალური კულტურის ძეგლების მნიშვნელობაზე.

სრულად ვაცნობიერებთ, რომ ხელისუფლების წნეხი ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაზე ძალიან დიდია, არცერთ მმართველ პარტიას არ მოსწონებია დამოუკიდებელი, ავტონომიური, ნომენკლატურულ დღის წესრიგს გაცდენილი მასწავლებელი და დარწმუნებული ვართ, რომ ეს წნეხი კიდევ უფრო გაძლიერდება, მაგრამ ჩვენი ერთგულება პროფესიისადმი და პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე ყველა წნეხზე დიდია!

2023 წლის მარტის განსაკუთრებული დღეების მსგავსად, კიდევ ერთხელ ერთად დავდგეთ ისტორიის მართალ მხარეს და დავწეროთ ისტორიის ღირსეული ფურცელი! მასწავლებლების ხმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია!“  – ნათქვამია პეტიციაში.

პეტიციის ავტორები მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგები ლადო აფხაზავა, სოფო გოგოხია და როლანდ შავაძე არიან.

___________

ფოტოზე: აქცია „არა რუსულ კანონს“. 2023 წლის მარტი.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 12 აპრილის 21 საათიდან 13 აპრილის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო

სინოპტიკოსების ცნობით, 14 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, 15-16 აპრილს კი უმეტესად უნალექო ამინდი.

შავშეთისა და ბაქოს ქუჩების კვეთაში ტრანსპორტის მოძრაობა 2 თვით შეიზღუდა

ბათუმის მერიის ინფორმაციით, შავშეთის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 თვის განმავლობაში სატრანსპორტო მოძრაობა ცალმხრივად შეიზღუდა პორტის მიმდებარედ ბაქოს ქუჩაზე – ესტაკადასა და შავშეთის ქუჩას შორის არსებულ მონაკვეთში.

„შეზღუდვის პერიოდში ავტოსატრანსპორტო საშუალებების, ასევე მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა დაშვებულია გზის ერთ ზოლში“, – აცხადებს მერია.

ბაქოსა და შავშეთის ქუჩების კვეთაში, საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ინფორმაციით, სანიაღვრე კოლექტორი უნდა მოეწყოს.

სანიაღვრე კოლექტორის მშენებლობა შავშეთის ქუჩაზე დაწყებულია და სამუშაოები ამჟამადაც მიმდინარეობს [„გორგიას“ მიმდებარედ], რის გამოც ტრანსპორტის მოძრაობა შავშეთიც ქუჩაზეც შეზღუდულია.

ბაქოს ქუჩაზე სავალი ნაწილის ერთი ზოლის [პორტის მხარეს] ჩაკეტვის გამო, ტრანსპორტი ორმხრივად იმოძრავებს მეორე [კათოლიკური ეკლესიის მხარეს არსებულ] ზოლში:

ბაქოს ქუჩა ესტაკატადან შავშეთის კვეთამდე მონაკვეთში [მონიშნულია წითელი ხაზით] ცალმხრივად ჩაიკეტა. ტრანსპორტი ორმხრივად იმოძრავებს მეორე ზოლში [აღნიშნულია მწვანე ხაზით].

ქობულეთის სოფელ ხუცუბანში ხანძარს 60-წლამდე კაცი ემსხვერპლა

ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში ხანძარი გაჩნდა მაღალსართულიანი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში.

ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

როგორც მერის წარმომადგენელი ხუცუბნის თემში, ზვიად თამაზაშვილი „ბათუმელებს“ ეუბნება, გარდაცვლილი კაცი დაახლოებით 60 წლამდე ასაკისაა. ის მარტო ცხოვრობდა სახლში.

ხანძარი 12 აპრილს, დილის საათებში გაჩნდა. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს იკვლევენ.

საგანგაშოა ის მესიჯები, რომელსაც ხელისუფლება ავრცელებს – პედაგოგი რუსულ კანონზე

თბილისის 167-ე საჯარო სკოლის, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, ქრისტინე ღონღაძე რუსული კანონის საფრთხეებზე საუბრობს.

მისი თქმით, საგანგაშოა ის მესიჯები, რომელსაც ხელისუფლება ევროკავშირის წინააღმდეგ ავრცელებს.

„ვინ გვიკრძალავდა ქართულად საუბარს, ვინ გვბომბავდა, ვინ ღობავს საქართველოს ტერიტორიას და იტაცებს საქართველოს მოქალაქეებს?“ – წერს პედაგოგი ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტში.

„რამდენიმე დღეა ვცდილობ, რამე დავწერო რუსულ კანონთან დაკავშირებით, მაგრამ ვერ ვწერ. არა იმიტომ, რომ არაფერი მაქვს სათქმელი, არამედ იმიტომ, რომ სიტყვებს ვერ ვუყრი თავს იმ პოლიტიკის გამო, რომელსაც მმართველი ძალა ატარებს საკუთარი მოქალაქეების წინააღდეგ.

დავსწრებივარ არაერთ ღონისძიებას, ტრენინგს, კონფერენციას თუ სხვა ტიპის შეხვედრებს, მონაწილე ვყოფილვარ არაერთი პროექტის, რომლებსაც გავუზრდივარ პროფესიულად, პიროვნულ განვითარებაში დამხმარებია, ცოდნა გამიღრმავებია სხვადასხვა საკითხთან მიმართებაში.

გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ამ ღონისძიებების აბსოლუტური უმრავლესობა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ იყო განხორციელებული. რომ არა ეს შესაძლებლობები, რომლებიც ამ ორგანიზაციებმა მომცეს, არ ვიქნებოდი იქ, სადაც ვარ და ის, ვინც ვარ.

არა, არ იფიქროთ, რომ დიდი ვინმე ვარ. უბრალოდ, არ მექნებოდა ის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც ძალიან მეძვირფასება, რომლებიც ვერ მექნებოდა ამ ორგანიზაციების მხარდაჭერის გარეშე და რომლებიც, შეიძლება, დედაქალაქში თუ რეგიონში მცხოვრები ბევრი ადამიანისთვის არ იყოს ხელმისაწვდომი (ისევე როგორც ჩემთვის არ იყო ხელმისაწვდომი რეგიონში ყოფნისას).

არ ვიცი, თუ ჩემს გარშემო ვინმეს ეჭვი გაქვთ, რომ არასამთავრობო ორგანზაციები უცხოურ გავლენას ახდენენ და ჩვენი ქვეყნის ინტერესს ლახავენ, შემიძლია გაგიზიაროთ იმ ღონისძიებების ჩამონათვალი, რომელთა ნაწილიც ვყოფილვარ და ყველასთვის ცხადზე ცხადი გახდება (მგონია, რომ ახლაც ასეა, მაგრამ მაინც…), რომ ეს ორგანიზაციები ბევრი ახალგაზრდისა თუ ზრდასრული ადამიანისთვის უდიდეს მხარდამჭერებს წარმოადგენენ და მათ საქმიანობაში არაფერია მოღალატეობრივი და აგენტის საქმიანობის შემცველი.

ამაზე უფრო გულდასაწყვეტი ის გულითადი მონდომებაა, რომელსაც ის ადამიანები ავლენენ, ვინც თავად არაერთხელ ყოფილან  არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მათი დონორების სიკეთის მიმღებნი.

ვისაც უსარგებლიათ დასავლელი პარტნიორების მიერ დაფინანსებული სასწავლო ვიზიტებით, ტრენინგებით, ღონისძიებებით და ა.შ. მაგრამ ახლა მზად არიან ღირსებააყრილებმა აზიარონ და ავრცელონ ათასი სიბინძურე არასამთავრობო ორგანიზაციებზე და ზოგადად, განსხვავებული პოზიციის მქონე ადამიანებზე.

ისიც მესმის, რომ ბევრ ადამიანს არჩევანის წინაშე აყენებენ, თუმცა ყველა შემთხვევაში გულისამრევია ეს საქციელი და განსაკუთრებით ახალგაზრდებისგან, ვინც საკუთარი უკეთესი მომავლის შექმნისთვის უნდა იბრძოდეს.

გულდასაწყვეტი კი არა, საგანგაშოა ის მესიჯები, რომელსაც ხელისუფლება ავრცელებს, რომ თითქოს არ გვიღირს გაერთიანება ევროპულ ოჯახთან, თუ ეს ჩვენს ინტერესებს შელახავს – თითქოს მართლა რაიმე საფრთხე ემუქრებოდეს ჩვენს ეროვნულობას ევროპაში, თითქოს არ ვიცოდეთ ჩვენთვის ვინაა საფრთხე, ვინ გვართმევს დამოუკიდებლობას, ვინ გვიკრძალავდა ქართულად საუბარს, ვინ გვბომბავდა, ვინ ღობავს საქართველოს ტერიტორიას და იტაცებს საქართველოს მოქალაქეებს.

წარმოუდგენელი სიმხდალეა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ფეისბუქ სთორის გამო პოლიტიკურ მტრად გამოაცხადო მხოლოდ იმიტომ, რომ გეშინია და გინდა ერთიანობის და ერთიანობის სიძლიერის განცდის მქონე საზოგადოება დაქსაქსო, დაყო იმიტომ, რომ ისევ გეშინია ეს ერთიანობა შენ არ შემოგიბრუნდეს.

პრიმიტივიზმია, ითხოვდე არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსების გამჭვირვალობას, რომლებიც კანონით განსაზღვრულ ყველა გადასახადს იხდიან, სახელმწიფო ელექტრონულ სისტემაში ტვირთავენ დოკუმენტებს.

სირეგვნეა, რომ ხალხი, რომელსაც ერთხელაც არ მოუკითხავს საკუთარი გადახდილი გადასახადებიდან შეგროვებული მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი სად და როგორ იხარჯება, კითხვა არ დაუსვამს, საიდან მდიდრდება საკუთარი მმართველი, არ დაფიქრებულა, რატომ ზის ისევ იმ ჭაობში, საიდან ამოთრევასაც დაჰპირდა მმართველი და რომელი ჭაობიდან ამოსასვლელადაც უხდის მმართველს გადასახადებს (და მაინც ისევ ჭაობში ზის), ასე გულმოდგინედ ითხოვს (ისედაც გამჭვირვალე) იმ ორგანიზაციების გამჭვირვალობას, რომლებიც ადამიანებს ასწავლიან ბუნების დაცვას, მდგრად განვითარებას, ძალადობისგან დაცვას, ადამიანის უფლებებს, სასწავლო მეთოდოლოგიას, ციფრულ უნარებს, განათლების მიღების საერთაშორისო შესაძლებლობებს, შრომის უსაფრთხოებას და ა. შ.

ზოგჯერ რაღაცეები ძალიან მარტივი შესამჩნევია, მაგრამ მონდომება უნდა დანახვას და სიმართლისთვის თვალის გასწორება.

ეგ ახლა ისე საჭირო და აუცილებელია, როგორც არასდროს, მიუხედავად იმისა, ვინ როგორი პოლიტიკური გემოვნებისაა.

#არარუსულკანონს“.

__

ნუ დაუჯერებთ მმართველ პარტიას, რომელმაც ერთხელ უკვე მოგვატყუა

YouTube video player

ხულოს მუფთი რუსულ კანონზე: „შეუძლებელია ამ კანონის მიღება“

„ერთი ფანჯრიდან ხედვა არ შეიძლება. ეს იყო კომუნისტური სივრცე: დაინგრა, დაიმსხვრა და ღმერთით აღარ აღსდგება“, – რუსული კანონის მიღებას დაუშვებლად მიიჩნევს ხულოს მუნიციპალიტეტის მუფთი, ასლან აბაშიძე. ამ თემაზე საუბრის დროს, პირველ რიგში, იგი ყურადღებას კრიტიკული მედიის მნიშვნელობაზე ამახვილებს.

„ყოველთვის უნდა იყოს ჯანსაღი აზრი, კრიტიკული მედია. ჩვენ თუ ვიღაც არ გვეყოლება, ვინც მიგვითითებს, არ გამოვა. ასაკიანი ვარ, მაგრამ მაგალითებს ხშირად სხვისგან ვსწავლობ. ჩვენ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. ახლა საჭიროა მუშაობა, რომ ეს მოვიდეს სისრულეში და დაკმაყოფილდეს კრიტერიუმები,“ – უთხრა ხულოს მუფთმა, ასლან აბაშიძემ „ბათუმელებს“.

მუსლიმი სასულიერო პირის დაკვირვებით, საქართველო მზადაა, ევროპული ოჯახის წევრი გახდეს. „ევროპა კი არ სჭირდება საქართველოს, ეს აუცილებელია,“ – კატეგორიულად გვპასუხობს იგი და თავის არგუმენტს გვიზიარებს.

„რუსეთში სხვა მოცემულობაა. არა მგონია, ეს საქართველოში გატარდეს,“ – გვიყვება ასლან აბაშიძე. – „ჩვენ სხვა დამოკიდებულება გვაქვს ევროპულ ოჯახთან. ზოგჯერ ჩვენს საზოგადოებას ეუბნებიან, რომ მოკლედ რომ ვთქვა, თითქოს ევროპაში გარყვნილებაა, მაგრამ ასე არ არის.

ევროპა არის კულტურა, ევროპაში არის ცივილიზაცია, იქ არის მეტი თავისუფლება. მე მყავს ნაცნობები, სხვადასხვა რელიგიური მოღვაწეები გერმანიაში, საფრანგეთში და ვიცი, რომ ევროპაში ყველაფერი არის თავის ადგილზე.

გასულ წელსაც იყო ამ საკითხზე საზოგადოების მუხტი, რის მერეც შეიცვალა ხელისუფლების დამოკიდებულება. ახლაც ჩვენი უმთავრესი ამოცანაა ის, რომ ჩვენ ვიყოთ ევროპული ოჯახის ნაწილი.

ეს მოთხოვნა საზოგადოებაში იყო 100 წლის წინაც, მერე იყო სოციალიზმი, მაგრამ 9 აპრილის მოვლენებიდანაც ხედვა საზოგადოების ასეთია.

შეუძლებელია ამ კანონის მიღება. გონიერება ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ წარსულში ვერ დავბრუნდებით… ჩვენ თავისუფლების მომხრე ვართ.

ევროპა არეგულირებს ადამიანის თავისუფლების საკითხს. ჩვენც ევროპული ცივილიზაციის ნაწილი ვართ. ეს მნიშვნელოვანია რელიგიური თვალსაზრისითაც. მე ვიცი ევროპის ბევრი ქვეყანა, იქ იმ საკითხებს, რაც ჩვენ გვაწუხებს ადიგენია ეს თუ სხვა, თავისუფლად და ლამაზად ასრულებენ.

მაგ წნეხში კიდევ ვერ გვამყოფებენ. 20 % ოკუპირებულია, კიდევ მათზე [რუსეთზე] დამოკიდებულებას მე ვერ ვეთანხმები,“ – მიიჩნევს ხულოს მუფთი, ასლან აბაშიძე.

—————–

  • რა ხდება

მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.

კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს მიანიჭებს.

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო.

______

ნუ ენდობით მმართველ პარტიას, რომელმაც ერთხელ უკვე მოგვატყუა  

როგორ ატყუებს „ოცნება“ ხალხს - „რუსულ კანონს“ აბრუნებენ

 

 

 

22 წლის ლაზარე გრიგორიადისს 9 წელი მიუსაჯეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ 7-8 მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა.

მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, გრიგორიადისს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

22 წლის ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 2023 წლის 29 მარტის ღამით დააკავა. მას ედავებოდნენ რუსული კანონის წინააღმდეგ პარლამენტთან გამართულ აქციებზე პოლიციელთა მიმართ ძალადობასა და შსს-ს კუთვნილ ავტომობილზე ცეცხლის წაკიდებას. ბრალი 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა.

გრიგორიადისის დაკავების შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან კეთდებოდა განცხადებები, რომელიც დაცვის მხარის შეფასებით მიზნად ლაზარეს დისკრედიტაციას ისახავდა.

ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რომელიც მაშინ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტს იკავებდა, ამბობდა, რომ „ამ ადამიანს ყველანაირი ორიენტაცია ჰქონდა არეული“, ირაკლი ღარიბაშვილი კი უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით ამბობდა, რომ ამ საქმეზე ბრალდებული ყველა პირი „უნდა დაისაჯოს“.

ხელისუფლების წარმომადგენლების ამ და სხვა მსგავსი განცხადებების გამო ლაზარე გრიგორიადისის მხარე კობახიძისა და ღარიბაშვილისთვის სასამართლოში ჩივილსაც გეგმავდა, თუმცა სასამართლომ საქმე წარმოებაში არ მიიღო.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვა 2023 წლის 18 მაისს დაიწყო. დაცვის მხარე პროცესის განგებ გაჭიანურებაზე მიუთითებდა. პროცესის განმავლობაში სხდომა არაერთხელ გადაიდო, რის მიზეზსაც ბრალდებულის ადვოკატები და ოჯახის წევრები ლაზარეს დასჯის მცდელობითა და იმ ნაბიჯებისთვის დაბრკოლებების შექმნის სურვილით ხსნიდნენ, რაც დაცვის მხარეს გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში უნდა გადაედგა.

საბოლოოდ, მხარეების დასკვნითი სიტყვები მოსამართლემ 8 აპრილს მოისმინა და გადაწყვეტილების მისაღებად, სათათბიროდ გავიდა.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 12 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 12 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 451 730 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +840]
  • ტანკი – 7 146 ერთეული [+9]
  • ჯავშანტექნიკა – 13 698 ერთეული [+19]
  • საარტილერიო სისტემა – 11 486 ერთეული [+34]
  • MLRS – 1 042 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 755 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 347 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 9 161 ერთეული [+57]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 087 ერთეული [+18]
  • გემი/ნავი – 26 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 15 339 ერთეული [+41]
  • სპეცტექნიკა – 1 888 ერთეული [+6]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 12 აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 583 თვითმფრინავი
  • 270 ვერტმფრენი
  • 20 604 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 500 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 15 761 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 266 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 8 836 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 20 910 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

რა სიხშირით უნდა გამოვცვალოთ აბაზანის ღრუბელი – ექიმის რჩევები

დაბანა ადამიანების უმრავლესობისთვის ყოველდღიური რუტინაა და როგორც წესი, სინთეტიკური თუ ბუნებრივი მასალის აბაზანის ღრუბლის გამოყენება ამ რუტინის ნაწილია, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მისი მოვლისა და გამოყენების შესახებ სწორი ინფორმაცია გვქონდეს. აბაზანის ეს ფაფუკი აქსესუარი კარგი საშუალებაა სხეულიდან მკვდარი უჯრედების მოსაშორებლად, მაგრამ მისი ხვეულები ასევე იდეალური სამალავი ადგილია მიკრობებისთვის.

კლინიკა „როგოს“ ექიმი-დერმატოლოგი, კოსმეტოლოგი მანანა ამაღლობელი განმარტავს, რომ აბაზანის ღრუბელს ბანაობის შემდეგ გასაშრობად ისევ სააბაზანოში ვტოვებთ, რაც სველი და ნესტიანი გარემოა, შესაბამისად ის ვერ ახერხებს სრულად გამოშრობას და ეს ძალიან კარგ ნიადაგს ქმნის ბაქტერიების გასამრავლებლად.

„შესაძლებელია, თუმცა არა აუცილებელი, რომ ასეთმა ღრუბელმა შემდგომ კანზე გამოიწვიოს სხვადასხვა ალერგიული და ინფექციური დაავადებებიც კი“ – ამბობს დერმატოლოგი.

Cleveland clinic: აბაზანის ღრუბლებს ბევრი ხვეულა და ნასვრეტი აქვთ, მათი ტექსტურა კი ძალიან ფოროვანია. როდესაც ადამიანები იყენებენ ასეთ ღუბლებს კანის მკვდარი უჯრედების მოსაშორებლად, ეს უჯრედები ილექება ამ ხვეულებში/ნასვრეტებში, რაც ბაქტერიებისთვის ხელსაყრელ გარემოს წარმოადგენს. 

კლივლენდის კლინიკის ინფორმაციით აბაზანის ღრუბელში შეიძლება აღმოჩნდეს ისეთი ბაქტერიები, როგორიცაა ბაქტერია ეშერიხია კოლი (E.coli) [მისი უმეტესი ტიპი უვნებელია, ზოგი იწვევს ინფექციას]; ფსევდომონა (Pseudomonas aeruginosa) [შეიძლება გამოიწვიოს ინფექციები სისხლში, ფილტვებში (პნევმონია) ან სხეულის სხვა ნაწილებში ოპერაციის შემდეგ; სტაფილოკოკის და სტრეპტოკოკის ბაქტერია; ის ასევე შეიძლება შეიცავდეს კანის ინფექციების გამომწვევ სოკოვან ორგანიზმებს.

მანანა ამაღლობელი ასევე ამბობს, რომ აბაზანის ღრუბლის გამოყენება, ნებისმიერი ტიპის კანის მქონე ადამიანისთვის, კვირაში რეკომენდებულია მხოლოდ ორ-სამჯერ.

„მისი ხშირი გამოყენება არ შეიძლება, რადგან თვითონ ამ ღრუბელს აქვს აბრაზიული მოქმედება – კანს ათავისუფლებს მკვდარი ქსოვილებისგან, ერთგვარი მექანიკური პილინგის ფუნქცია აქვს, ამიტომ მისი ყოველდღიური გამოყენება, კანის ყოველდღიური ხეხვით კანის ჯანსაღად შენარჩუნებას შეუშლის ხელს, შედეგად შეიძლება წამოვიდეს დერმატიტი, ანთება და ა.შ.“ – განმარტავს ექიმი. 

ბავშვებისა და იმ ადამიანებისთვის, რომელთაც თხელი, მგრძნობიარე ან/და ალერგიული კანი აქვთ, რეკომენდებულია რბილი ტექსტურის მქონე ღრუბლის გამოყენება, რათა გახეხვისას არ მოხდეს კანის ბარიერის დაზიანება. ზოგადად სქელი უხეში ღრუბლის გამოყენება, რომელსაც ძლიერი აბრაზიული მოქმედება აქვს, თვეში დასაშვებია ორჯერ. 

როგორ შევინარჩუნოთ აბაზანის ღრუბლის სისუფთავე

რაც შეეხება ბადისებრი, თუ ფოროვანი ღრუბლისთვის სისუფთავის შენარჩუნებას, ექიმი-დერმატოლოგი ამბობს, რომ რეკომენდებულია, ბანაობის შემდგომ ღრუბელი გავრეცხოთ ხელით, რის შემდეგაც უნდა გაშრეს საგულდაგულოდ:

„ამიტომ, გამოიტანეთ ღრუბელი აბაზანიდან. კვირაში ერთხელ შეგიძლიათ გარეცხოთ სარეცხ მანქანაში, მაგრამ შესაბამის რეჟიმზე, გააჩნია როგორი ღრუბელი გაქვთ, რა მასალის“.

  • ღრუბელი გააშრეთ ყოველდღიურად – ყოველი გამოყენების შემდეგ კარგად გაავლეთ წყალი. კარგად დაფერთხეთ და ჩამოკიდეთ გრილ ადგილას – (სასურველია სააბაზანოს გარეთ) – სადაც გაშრობის საუკეთესო შანსია.
  • მოერიდეთ მის გამოყენებას გაპარსვის შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში. ბაქტერიას შეუძლია შეაღწიოს თქვენს კანში ნებისმიერი სახის ჭრილობის საშუალებით, ამიტომ არ უნდა გამოიყენოთ თქვენი ღრუბელი ფეხების გაპარსვის შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში. 
  • არასოდეს გამოიყენოთ იგი სახეზე ან გენიტალიების არეში. სხეულის ეს ნაწილები ძალიან მგრძნობიარეა, შესაბამისად ამ ადგილების გახეხვა არ არის რეკომენდებული.

Cleveland clinic: ბუნებრივი მასალისგან დამზადებული იქნება ღრუბელი, თუ სინთეტიკური, ორივე შემთხვევაში, უამრავი შესაძლებლობა არსებობს ბაქტერიებისთვის რომ ღრუბელში დაიდონ ბინა.

რა პერიოდულობით გამოვცვალოთ ღრუბელი

კლივლენდ კლინიკა წერს, რომ თუ თქვენ გაქვთ ბუნებრივი მასალისგან დამზადებული ღრუბელი, მისი გამოცვლა რეკომენდებულია ყოველ სამ-ოთხ კვირაში; თუ პლასტმასის ბადისებრი ან ფოროვანი ღრუბელი გაქვთ – მათ შეიძლება გაძლონ ორ თვეს.

„და ყურადღება მიაქციეთ მის გარეგნობას და სუნს. თუ შეამჩნევთ, რომ თქვენს ღრუბელზე ყალიბდება სოკო, იგი უნდა გადააგდოთ და გამოიყენოთ ახალი. თუ მას უვითარდება სოკოსებრი სუნი – ესეც იმის ნიშანია, რომ ღრუბელი გამოსაცვლელია“. 

ფოროვანი და ბადისებრი ღრუბლების ალტერნატივა

აბაზანის ღრუბლებისა და პლასტიკის ბადეების ალტერნატივად შეიძლება განიხილოთ ტანის დასაბანი ქსოვილები, რომლებიც ზოგჯერ ხელთათმანის ფორმითაც გვხვდება. 

საქმე ის არის, რომ მათი ფიზიკური სტრუქტურა ნაკლებად ქმნის ხელსაყრელ გარემოს ბაქტერიების დაბინავებისთვის, ასევე მარტივია მათი გაწმენდა და გაშრობა.

„ბავშვებისთვისაც შეგიძლიათ შეიძინოთ, ბამბის ქსოვილის, პირსახოცის მსგავსი ქსოვილია. არის ცოტათი უფრო უხეში და შედარებით უფრო ბილი ფაქტურისაც – კანის ტიპის მიხედვით უნდა შეარჩიოთ“ – ამბობს მანანა ამაღლობელი.

Exit mobile version