საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის მხატვრული და დოკუმენტური ფილმების ჟიურის ვინაობა უკვე ცნობილია.
წელს BIAFF-ის მხატვრულ ფილმების საკონკურსო სექციას შეაფასებს ხუთკაციანი ჟიური, რომლის თავმჯდომარეც რეჟისორი გელა ბაბლუანი იქნება. ჟიურის წევრები არიან: კატარინა კლიმკიევიჩი (პოლონეთი), ნიკოს პანაიოტოპულოსი (საბერძნეთი), ანჟეი სლოვიცკი (გერმანია) და თინათინ ყაჯრიშვილი (საქართველო).
BIAFF-ის მხატვრული ფილმების საერთაშორისო კონკურსზე წელს 10 ფილმი იქნება წარმოდგენილი.
რაც შეეხება მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციას, აქ წარმოდგენილი იქნება 20 ფილმი და მას შეაფასებს სამკაციანი ჟიური, რომლის თავმჯდომარეც ქშიშტოფ გიერატი (პოლონეთი) იქნება. ჟიურის წევრები არიან: რინგაილე ლესცინსკიენე (ლიეტუვა) და გიორგი ოვაშვილი (საქართველო).
საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი წელს მეცხრამეტედ იმართება. კინოფესტივალი 27 სექტემბერს გაიხსნება ბათუმში და 3 ოქტომბრამდე გასტანს.
BIAFF-ზე კინოჩვენებები წელს კინოთეატრ CAVEA GRAND MALL-ში და ევროპის მოედანზე, ღია ცის ქვეშ გაიმართება. CAVEA GRAND MALL-ში კინოსეანსებზე დასასწრებად ბილეთები გაიყიდება, ევროპის მოედანზე კი კინოჩვენებებზე დასწრება თავისუფალია.
ამავე თემაზე:
27 სექტემბერს ბათუმში საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნება