დედის რძე SARS-CoV-2-ის ანტისხეულებს შეიცავს – კვლევა

მეძუძური დედების რძე შესაძლოა  SARS-CoV-2 ინფექციების საწინააღმდეგო ძლიერ ანტისხეულებს შეიცავდეს, ნათქვამია ერთ-ერთ ბოლო კვლევაში, რომლის შესახებაც სამეცნიერო ჟურნალი The scientist-ი წერს. COVID 19-ისგან გამოჯანმრთელებული 15 მეძუძური დედისგან აღებულ ყველა ნიმუშში კორონავირუსის წვეტი ცილისადმი რეაქტიული ანტისხეულები აღმოჩნდა. 

ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების გამოვლენა დედის რძეში მიუთითებს იმაზე, რომ დედები შეიძლება ვირუსულ იმუნიტეტს გადასცემდნენ ჩვილებს. პანდემიის დროს ქალებს შეუძლიათ კომფორტულად გააგრძელონ ძუძუთი კვება, – განუცხადა The Scientist-ს კალიფორნიის უნივერსიტეტის პერინატალურმა ეპიდემიოლოგმა კრისტინა ჩემბერსმა, რომელიც ახალ კვლევაში ჩართული არ ყოფილა.

ყველა გამოჯანმრთელებული დონორის რძის ნიმუში შეიცავდა სპეციფიკურად SARS-CoV-2-ის IgA ანტისხეულების მნიშვნელოვან რაოდენობას. აუცილებელია კვლევები იმისთვის, რომ განისაზღვროს ანტისხეულების ფუნქციურობა და რძიდან ამოღებული ანტისხეულების სამკურნალო დანიშნულებით გამოყენება – წერია კვლევაში.

ჩამბერსი The Scientist-თან საუბრისას ამბობს, რომ დედის რძეში SARS-CoV-2-ის რნმ-ს არსებობის დასადგენად მისი და სხვა მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა, რამდენიმე დადებითი პასუხი აჩვენა, მაგრამ რძეში ცოცხალი ვირუსის არსებობა არ დადასტურდა. 

„დედის რძეში შემავალი ანტისხეულები შესაძლოა სასარგებლო იყოს არა მარტო ჩვილი ბავშვების ვირუსისგან დასაცავად. რძიდან ამოღებული ანტისხეულები შესაძლოა ასევე გამოყენებულ იქნას როგორც COVID 19-ის სამკურნალო საშუალება,“ – წერს The Scientist.

„იმას, რასაც დედის რძეში ვხვდებით, უნიკალურია იმასთან შედარებით, რაც ბევრმა ადამიანმა უკვე შეისწავლა სისხლში ანტისხეულების რეაქციის თვალსაზრისით,“ – ამბობს კვლევის თანაავტორი რებეკა პაუელი.

კვლევის თანახმად, სისხლიდან მიღებულმა ანტისხეულებმა შეიძლება თვეობით გაძლოს. თუმცა პაუელის უახლესი მონაცემების თანახმად, სეკრეტორულმა ანტისხეულებმა დედის რძეში შეიძლება გაძლონ გაცილებით უფრო მეტ ხანს და ეს ნიშნავს, რომ ლაქტაციური დონორებისგან ანტისხეულების შესაგროვებლად გაცილებით უფრო მეტი დრო იქნება.

კვლევებით ჯერ არ შემოწმებულა, შეუძლია თუ არა ანტისხეულებს შემცველ დედის რძეს SARS-CoV-2-ის ნეიტრალიზება. ეს კვლევებს შემდეგი საფეხურზე განისაზღვრება.

პაუელის წინასწარი მონაცემებით, დედის რძის ანტისხეულებს ვირუსის ნეიტრალიზება შეუძლიათ და კომპანია სახელწოდებით Lactiga პარტნიორობს მასთან, კოვიდ19-თან საბრძოლველად დედის რძიდან ანტისხეულების მოპოვების იდეის შემუშავებაზე.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული COVID19-ის კლინიკური მართვის  პროტოკოლისდა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, შესაძლო, სავარაუდო ან დადასტურებული COVID19 ინფექციის მქონე დედებისგან დაბადებულ ახალშობილებში ბუნებრივი კვება არ არის აკრძალული, თუმცა ძუძუთი კვებისას აუცილებელია დედებისთვის რესპირაციული ჰიგიენის წესების დაცვა.

ამ თემაზე:

გადადის თუ არა COVID-19 ორსული დედიდან ნაყოფზე?

4 გარდაცვლილი და კოვიდის 475 ახალი შემთხვევა აჭარაში

26 ნოემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 475 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 4 პაციენტი.

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 384 პაციენტი.

ამ ეტაპზე აჭარაში 1000 პაციენტი მკურნალობს კორონავირუსზე ჰოსპიტალურ სექტორში, აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 139 ადამიანი.

აჭარაში  2154 დამიანი იმყოფება კოვიდსასტუმროში, საკარანტინო სივრცეში კი – 1035. 

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში დადასტურდა კოვიდით ინფიცირების 3128 ახალი შემთხვევა.

მთავრობის ცნობით, აჭარაში თვითიზოლაციაში იმყოფება  4605 ადამიანი.

საქართველოში, 26 ნოემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 801 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 200 პირი.

კორონავირუსის 3801 ახალი შემთხვევა – 26 ნოემბერი

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 3801 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა – 3200, გარდაიცვალა – 39.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მონაცემებით, დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 801 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 293 შემთხვევა, აჭარაში-475, იმერეთში-793, ქვემო ქართლში-270, შიდა ქართლში-232, გურიაში-80, სამეგრელო-ზემო სვანეთში-371, კახეთში-129, მცხეთა-მთიანეთში-70, სამცხე-ჯავახეთში-62, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში-26.

საია „მონების“ დაძახებისთვის ჯარიმაზე: „სასამართლომ მიიღო საფრთხისშემცველი გადაწყვეტილება“

„ეს არის გამოხატვის თავისუფლების შეფასების ძალიან დაბალი სტანდარტი და საფრთხეს უქმნის გამოხატვის თავისუფლებას,“ – ამბობს პაატა დიასამიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილებაზე.

დღეს, 25 ნოემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ სიტყვიერი შენიშვნა მისცა და 500-500 ლარით დააჯარიმა საპროტესტო აქციის მონაწილეები. საუბარია 21 ნოემბერს ბათუმის საოლქო კომისიასთან გამართულ აქციაზე, სადაც 5 პირი დააკავეს წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის მუხლით. მოსამართლე როინ კახიძემ შენიშვნა მისცა მოქალაქეებს პოლიციელების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გამო, ხოლო შეძახილები: „ფულის მონები“, „მონებო“, „სირცხვილია“ და ასე შემდეგ სასამართლომ წვრილმან ხულიგნობად მიიჩნია.

მთავარი საფრთხე, რაზეც იურისტი პაატა დიასამიძე ყურადღებას ამახვილებს, ანალოგიური აქციებია, როცა სასამართლოს უკვე „ერთგვაროვანი პრაქტიკის“ მოტივით შეეძლება სამართალდარღვევის დადგენა: სამართალდარღვევად შესაძლოა შეფასდეს ნებისმიერი შეძახილი აქციაზე, თუკი აქციის მონაწილე ჩინოვნიკს „მონას“ ან მსგავს რამეს ეტყვის. ბათუმის საქალაქო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება აჩენს საფრთხეს, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეების დასაშინებლად ხელისუფლებამ სწორედ სასამართლოს მიმართოს და ის გახდეს არა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დაცვის მექანიზმი, არამედ პირიქით – დაშინების ინსტრუმენტი.

„ჯერ არ გვინახავს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ გაგვეგო რა კონტექსტში დაინახა სასამართლომ წვრილმანი ხულიგნობა. აქციის მონაწილეები რა სიტყვებსაც ამბობდნენ, თუკი ამის გამო დადგინდა სამართალდარღვევა, ეს ნიშნავს იმას, რომ სასამართლომ ძალიან დაბალი სტანდარტით იხელმძღვანელა და საფრთხე შეუქმნა გამოხატვის თავისუფლებას,“ – გვითხრა პაატა დიასამიძემ.

საია-ს იურისტი იხსენებს, რომ ქართულმა სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად მიიჩნია ასევე 2015 წელს „პანორამას“ საპროტესტო აქციებზე შეურაცხმყოფელი სიტყვების გამოყენება და თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გამო ევროსასამართლოს უკვე მიმართეს.

„სასამართლო თავად საუბრობს ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებაზე. ასეთი დაბალი სტანდარტი როცა დაწესდება, ანალოგიით შეუძლია იხელმძღვანელოს სხვა მოსამართლემაც,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ პაატა დიასამიძემ.

რა არის ევროპული სტანდარტი, როცა საპროტესტო აქციის დროს ადამიანები გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობენ და იმავდროულად პროტესტის ფორმა, ან შინაარსი შესაძლოა შეურაცხმყოფელი იყოს?

„ევროსასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, ამოსავალი არ არის მხოლოდ ის, რომ კონკრეტული პირი, ან პირთა წრე აქციაზე გაჟღერებულ ფრაზას შეურაცხმყოფელად აღიქვამს… გამოხატვის თავისუფლება იცავს შემთხვევასაც, როცა კონკრეტულ ქცევას საზოგადოება, ან მისი ნაწილი შეურაცხმყოფელად აღიქვამს და ამოსავალი არის პლურალიზმის პრინციპი. მოსამართლე ინდივიდუალურად უნდა აფასებდეს, მსგავს შემთხვევაში გვაქვს თუ არა საქმე სამართალდარღვევასთან“, – განმარტავს იურისტი პაატა დიასამიძე.

იქნებოდა თუ არა სამართალდარღვევა, თუკი აქციის მონაწილეების საარჩევნო ადმინისტრაციის კონკრეტულს წევრს ეტყოდნენ, რომ ის მონაა?

„ესეც ვერ იქნებოდა სამართალდარღვევა, რადგან ისინი საჯარო მოხელეები არიან და თმენის ვალდებულება აქვთ,“ – დასძინა პაატა დიასამიძემ.

საია-ს იურისტის თქმით, სასამართლო ინდივიდუალურად უნდა აფასებდეს თითოეულ შემთხვევას, ითვალისწინებდეს გამოხატვის თავისუფლების ევროპულ სტანდარტს და მისი დაცვის დაბალ და, რაც მთავარია, საშიშ სტანდარტს არ უნდა აწესებდეს.

მთავარი ფოტო: საპროტესტო აქცია ბათუმის საოლქო კომისიასთან, 21 ნოემბერი. ფოტო: ბათუმელები / მანანა ქველიაშვილი 

ლერმონტოვის ქუჩაზე წყალმომარაგება რამდენიმე საათით შეწყდა

 ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე, ავარიული დაზიანების გამო წყლის მიწოდება შეწყდა. “ბათუმის წყლის” ინფორმაციით წყლის მიწოდება 12:00 საათზე აღდგება.
 კომპანიის ცნობით წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით – “წყლის მიწოდების აღდგენის შემდეგ, ონკანი გააღეთ და რამდენიმე წუთის განმავლობაში გქონდეთ მოშვებულ მდგომარეობაში”.

ჯოჭოში სტიქიით დაზიანებული ადგილების აღსადგენად მერია პროექტებს შეისყიდის

2020 წლის პირველ ოქტომბერს სტიქიის შედეგად დაზიანებული ადგილების აღსადგენად საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას ხელვაჩაურის მერია ტენდერის გარეშე შეისყიდის, რისთვისაც 88 675 ლარია გამოყოფილი. გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობისთვის მერიამ შესყიდვების სააგენტოს დღეს, 25 ნოემბერს მიმართა.

პროექტების შესაძენად საჭირო თანხა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს აჭარის მთავრობამ 19 ნოემბერს გამოუყო.

2020 წლის პირველი ოქტომბრის სტიქია / ფოტო: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი

„2020 წლის 01 ოქტომბერს აჭარაში მოსულმა უხვმა ნალექმა მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის შარაბიძეების, ახალშენის, ორთაბათუმის, კირნათის, მაჭახელას, ფერიის, მახინჯაურის და თხილნარის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებს და დააზიანა იქ არსებული ინფრასტრუქტურა, მათ შორის გზები, ხიდები, წყალმომარაგების სისტემა და ა.შ.. სტიქიამ ასევე დააზარალა ადგილობრივი მოსახლეობა, მათი საცხოვრებელი სახლები და დამხმარე ნაგებობები, რის გამოც მეწყერსაშიში ზონებიდან მოსახლეობა დროებით გადაყვანილ იქნა უსაფრთხო საცხოვრებელ პირობებში. დღეის მდგომარეობით სულ ქირით გაყვანილია 128 ოჯახი“, – აღნიშნულია ხელვაჩაურის მერიის განაცხადში.

ამავე განაცხადის მიხედვით, „როგორც ირკვევა, აღნიშნულ სოფლებში უხვი ნალექის განმეორებითმა მოსვლამ შესაძლოა გამოიწვიოს მეწყრული პროცესების გამწვავება, რაც საფრთხეს შეუქმნის ადამიანთა სიცოცხლეს… ცალკეული პროექტის შედგენის მომსახურების ღირებულება იქნება პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების ღირებულების 3 პროცენტი. ორგანიზაციამ ასევე უნდა აიღოს ვალდებულება, რომ ყველა პროექტის მომზადების დროს განახორციელებს ღრმა გეოლოგიურ კვლევას“.

2020 წლის პირველი ოქტომბრის სტიქია / ფოტო: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი

მერია მომზადებულ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული სათანადო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე ჩაიბარებს.

შესაბამისი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისათვის ვადა მერიის მიერ განსაზღვრულია არაუგვიანეს 2021 წლის პირველი თებერვალი.

პირველ ოქტომბერს სტიქიამ სოფელ ჯოჭოში 5 ადამიანი იმსხვერპლა:

მაშველებმა იპოვეს ბავშვის ცხედარი – მეწყერს ჯოჭოში 5 ადამიანი ემსხვერპლა

 

სახელმწიფო 4 000 ფლაკონ რემდესივირის ყიდულობს

4 000 ფლაკონ რემდესივირს ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი, 104 000 აშშ დოლარად, ტენდერის გარეშე შეიძენს. ცენტრმა შესყიდვების სააგენტოს თანხმობისთვის დღეს, 25 ნოემბერს მიმართა.

„covid 19-ის დადასტურებულად ეფექტიანი პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული მკურნალობა ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა მსოფლიო გამოცდილებით და სხვადასხვა კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ამ ეტაპისთვის ყველაზე ეფექტიან და იმედისმომცემ მედიკამენტად ითვლება მედიკამენტი – რემდესივირი, რომელსაც შეუძლია შეამსუბუქოს დაავადების მიმდინარეობა და შეამციროს ლეტალობა“, – აღნიშნულია ცენტრის განაცხადში.

ცენტრი რემდესივირის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 3 კვირის განმავლობაში მიიღებს.

ცენტრმა რემდესივირი უსასყიდლოდ უნდა გადასცეს კოვიდის მართვაში ჩართულ კლინიკებს, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მითითების შესაბამისად.

CNN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ რემდესივირის სარგებლიანობა, საუკეთესო შემთხვევაში, მინიმალურია და ერთადერთი, რაზეც მკვლევართა ნაწილი აპელირებდა, იყო ის, რომ წამალი პაციენტებს უფრო მალე განკურნებაში ეხმარებოდა, რისი მტკიცებულებებიც სუსტია“.

___

ამავე თემაზე:

https://netgazeti.ge/news/500005/?fbclid=IwAR3SEi7Ke-mY7dPHVGo9HbxgguNSnqtpGWBJwtag7zwm97t9BvAwTX5_JYQ

საპატრიარქო მრევლს კოვიდ უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდებს

საქართველოს საპატრიარქო სასულიერო პირებს მიმართავს და მოუწოდებს, რომ  COVID19-ის მეორე ტალღის აქტიური გავრცელების გამო, ტაძარში ყოფნის დროს, მრევლმა და სასულიერო პირებმა კოვიდიუსაფრთხოების წესები დაიცვან.

„აუცილებელია ტაძარში ყოფნის დროს მრევლმა დაიცვას დისტანცია და ეკეთოს პირბადე, ხოლო ვინც თავს შეუძლოდ გრძნობს ან რისკის ჯგუფს განეკუთვნება, სჯობს თავი შეიკავოს მსახურებებზე დასწრებისგან. ზიარების ან სხვა საჭიროების შემთხვევაში მათ მოძღვარი სახლში მიაკითხავს“.

მიმართვა საპატრიარქომ დღეს, 25 ნოემბერს გაავრცელა.

25 ნოემბრის მონაცემებით, კორონავირუსის 3071 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა – 34 პაციენტი.

მოქალაქე უმაღლეს საბჭოსთან 10 დღეა შიმშილობს – აქციით არც ერთი დეპუტატი არ დაინტერესებულა

დღეს, 25 ნოემბერს  მეათე დღეა, რაც ბათუმში, აჭარის უმაღლეს საბჭოსთან მოქალაქე ედნარ  ბაგრატიონი შიმშილობს. გუშინ ის ცუდად გახდა და ექიმის დახმარება დასჭირდა, სასწრაფო დახმარების ბრიგადა ერთი საათის დაგვიანებით მივიდა, თუმცა დახმარება გაუწიეს და დღეს თავს უკეთ გრძნობს.

ედნარ ბაგრატიონი არჩევნების შედეგებს აპროტესტებს და აცხადებს, რომ „ახალ პარტიებს საქართველოში შანსს არ აძლევენ“, ამიტომაც დღეს პოლიტიკურ ამინდს ძირითადად ორი პარტია – „ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ქმნის, სოციალური ფონი კი უცვლელი რჩება.

ედნარ ბაგრატიონის მოთხოვნები აჭარის მთავრობის სახლის წინ შეკრებილი ოპოზიციური პარტიებისა და მათი მომხრეების მოთხოვნების იდენტურია, თუმცა ის ოპოზიციის აქციას არ შეუერთდა და კარავი აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობის მიმდებარედ გაშალა პროტესტის დასაფიქსირებლად.

აქცია აჭარის უმაღლეს საბჭოსთან

ახალდაფუძნებული პარტია „სახე +“ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობდა, როგორც პროპორციული, ასევე მაჟორიტარული წესით. ედნარ ბაგრატიონის თქმით, პარტიამ ზოგ საარჩევნო უბანში ბევრი ხმა მიიღო ზოგიერთში კი – არცერთი:

„ამიტომაც გვინდოდა ჩვენი დამკვირვებლების მიერ წამოღებული და ოლქში არსებული ოქმები შეგვედარებინა ერთმანეთისთვის, თუმცა არ მოგვწოდეს.

ჩვენ ვთვლით, რომ როგორც ახალდაფუძნებულ პარტიას, ერთი ადამიანის შეყვანა მაინც შეგვეძლო.

მე პირადად რამდენიმე კომპანიის დისტრიბუციის ქსელში მაქვს ნამუშევარი, მყავს დიდი სანაცნობო, ასევე ჩემი  პარტიის წევრებმა, თავიანთი ნათესავების ჩართულობით იმუშავეს.  მე ვთქვი, რომ თუ ოქმებს არ მოგვაწოდებდნენ, დავიწყებდი შიმშილობას.“

ედნარ ბაგრატიონის კარავი კარგად ჩანს უმაღლესი საბჭოს შენობიდან, თუმცა  როგორც თვითონ გვიყვება, ამ დრომდე კარავში მოშიმშილე მოქალაქე ამ შენობიდან არავის მოუკითხავს, არც ერთი დეპუტატი არ დაინტერესებულა, რატომ შიმშილობს, რა აწუხებს და რას აპროტესტებს მოქალაქე:

„ერთადერთი ცოტნე ანანიძე გამესაუბრა. აქვე, წინ, სტომატოლოგიური კაბინეტია, იქედან გამოვიდა, დამინახა და დამელაპარაკა, ზოგად პრობლემებზე ვისაუბრეთ, არ უკითხავს აქ რატომ ხარ კარავში, რას ითხოვ, რა გაწუხებსო, ამ თემაზე საერთოდ არ გვისაუბრია.“

6 ნოემბერს ედნარ ბაგრატიონმა თავისი პარტიის წევრებთან ერთად საპროტესტო მსვლელობა მოაწყო, შემდეგ კი უმაღლესი საბჭოს მიმდებარე ტერიტორიაზე კარავი გაშალა: „პოლიციამ წინააღმდეგობა გაგვიწია, მაგრამ მაინც გავშალეთ კარავი“.

ედნარ ბაგრატიონის თქმით, მისი პროტესტით ასევე სურს იმ ხალხის მხარდაჭერა, რომლებისთვისაც სოციალური ფონი დიდი ხნის განმავლობაში არ გაუმჯობესებულა.

უსკოს მონაცემებით, პარტიამ „ბაგრატიონი – სახე+“ უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე 437 ხმა მიიღო პროპორციული სისტემით.

„მონის დაძახება 500 ლარით ჯარიმდება?“ – ხათუნა ბერიძის კითხვა მოსამართლეს

მოსამართლე როინ კახიძემ სიტყვიერი შენიშვნა მისცა და 500 – 500 ლარით დააჯარიმა ბათუმის საოლქო კომისიასთან საპროტესტო აქციაზე დაკავებული ხუთივე პირი. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების დროს მოსამართლეს არ განუმარტავს, რა ჩაითვალა ხულიგნობად, ან პოლიციის რომელ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ აქციის მონაწილეები.

ხათუნა ბერიძე და საპროტესტო აქციის კიდევ ოთხი მონაწილე პოლიციამ 21 ნოემბრის საღამოს დააკავა. 21 ნოემბერს არჩევნების მეორე ტური გაიმართა, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა კი, „სირცხვილის კორდორი“ მოუწყეს საუბნო კომისიების წარმომადგენლებს, რომლებსაც საღამოს უკვე შემაჯამებელი ოქმები მიჰქონდათ ბათუმის საოლქო კომისიაში.

პოლიციამ აქციის მონაწილეები წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის მუხლებით დააკავა. სამართალდარღვევის ოქმში, რომელიც აქციის მონაწილეების დაკავების დროს შეადგინეს, წერია, რომ ისინი შემდეგი სიტყვებით მიმართავდნენ საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს: „მონები“, „ფულის მონები“, „სირცხვილია“. სამართალდამცველებს არც ოქმში და არც სასამართლოში არ დაუსაბუთებიათ, რატომ მიიჩნევა გამოხატვის თავისუფლების უფლების გამოყენება სამართალდარღვევად.

პოლიცია აქციის მონაწილეებს ასევე ედავებოდა სოციალური დისტანციის დაუცველობას, თუმცა აქციაზე პოლიციელების მხრიდან ეს მოთხოვნა არ გაჟღერებულა და არც ეს აქცია ყოფილა პირველი, სადაც დისტანციის დაცვა პრობლემა იყო.

პოლიციელებმა სასამართლოში ვიდეოკადრებიც წარმოადგინეს იმის დასტურად, რომ აქციის მონაწილეები სიტყვებით – „მონებო“, „სირცხვილია“ მიმართავდნენ საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებს.

კიდევ ერთი დეტალი – პოლიციელმა, რომელმაც საპროტესტო აქციის მონაწილეებს სამართადარღვევის ოქმი შეუდგინა, მოსამართლეს შეახსენა, რომ ხათუნა ბერიძე ოზურგეთის სასამართლომაც გაასამართლა. საუბარია 2019 წლის მაისში შეკვეთილში გამართულ საპროტესტო აქციებზე ლოზუნგით „გააღვიძე ოლიგარქი“.

„შესაბამისად ეს არაა პირველი შემთხვევა“, – დასძინა პოლიციელმა.

ხათუნა ბერიძემ მოსამართლეს სთხოვა, რომ თუკი მათ სამართალდამრღვევებად მიიჩნევენ, უმჯობესია, სასამართლომ ადმინისტრაციული პატიმრობა გამოიყენოს და არა ჯარიმა.

„ფული არ გვაქვს, პატიმრობა გვირჩევნია,“ – დასძინა ხათუნა ბერიძემ.

მოსამართლე როინ კახიძემ ანა იოსავას, ნუგზარ ხოზრევანიძეს, სულხან ფარტენაძეს, ხათუნა ბერიძეს და რამაზ შაინიძეს სიტყვიერი შენიშვნა მისცა და 500-500 ლარით დააჯარიმა.

„დღეიდან სიტყვა მონის გამოყენება, 500 ლარით ჯარიმდება“, – თქვა ხათუნა ბერიძემ მას შემდეგ, როცა მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოცხადება დაასრულა.

საპროტესტო აქციის მონაწილეები ბათუმის საქალაქო გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.

სასამართლო სხდომის დასრულებისთანავე „ალტერნატივას“ აქტივისტები აჭარის მთავრობის სახლთან შეიკრიბნენ შეძახილებით „მონა“, „მონა“.

ამ თემაზე:

რატომ ებრძვის ქართულ ოცნებას ხათუნა ბერიძე – სუპერმარკეტის ყოფილი მოლარე 

„მძიმე ზამთარი და გაზაფხული გველის“ – ინტერვიუ ექიმთან მომავალ შეზღუდვებზე

„ხელისუფლებას ეს სჭირდება შემზღუდავი ღონისძიებების „გასაპრავებლად“, – მიიჩნევს ექიმი ვახტანგ კალოიანი ხელისუფლებისგან ახალი გზავნილების გააქტიურებაზე – არჩევნების მეორე ტურის შემდეგ მთავრობა პაატა იმნაძის ან ამირან გამყრელიძის ნაცვლად უფრო იმ ექიმების გზავნილებს აწვდის საზოგადოებას, რომლებიც კრიტიკული განწყობით გამოირჩევიან. აქამდე მათი აზრით ხელისუფლება არ ინტერესდებოდა.

რატომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ ამჯერად კრიტიკულად განწყობილი ექიმებისთვის ყურის დაგდება და საზოგადოებისთვის იმის ჩვენება, რომ ამას აკეთებს? რეალურად რა მდგომარეობაა კლინიკებში და რა გველოდება, თუკი „ლოქდაუნი“ ისევ გამოცხადდება? – „ბათუმელები“ ვახტანგ კალოიანს ესაუბრა, „ევროპული საქართველოს“ წევრს და ნიუ ჰოსპიტლის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის უფროსს.

  • ბატონო ვახტანგ, რატომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ იმის ჩვენება, რომ იმ ექიმებს უსმენს, ვისაც აქამდე არ უსმენდა? ამ ექიმების გზავნილი ახლაც იგივეა – შეზღუდვების გამკაცრება.

ცხადია, რომ ხელისუფლება ემზადება „ლოქდაუნისთვის“ და ეს სჭირდება, ასე ვთქვათ, შემზღუდავი ღონისძიებების „გასაპრავებლად“. უნდა მოხდეს საზოგადოებრივი აზრის მომზადება, რომ ესაა ახლა საჭირო. თუმცა ექსპერტები აქამდეც ამას ამბობდნენ. მეც ამას ვამბობდი აპრილიდან, რომ ეპიდსიტუაციის მართვა ასე არ შეიძლებოდა… მთავრობას რეალურად გაექცა ხელიდან ეპიდემიის მართვის სადავეები, ჰოსპიტალური სექტორი მზად არ არის და ეს სახეზეა. ამიტომ ის იძულებულია, რომ ეს გამოაცხადოს. აქ პოლიტიკური კონტექსტიც არის: ოპოზიციას დააბრალეს, რომ საპროტესტო აქციებია პრობლემაო. რეალურად მობილობის შემცირებით ხელისუფლება იოლად შეძლებს, მათ შორის საპროტესტო ტალღის კონტროლს. გუშინაც მთავარი მესიჯი ეს იყო, დაწყებული ხუნდაძიდან დამთავრებული ვიცე-პრემიერით… მთელი ჯანდაცვის და ეპიდემიოლოგიური სისტემა მოუმზადებელია და უნდათ, რომ ყველაფერი გადააბრალონ ოპოზიციას. რეალური პრობლემა კი არის ეპიდემიური სიტუაციის არმართვა. აჭარა ამის კლასიკური მაგალითია.

  • რა არის ეს კონკრეტული პრობლემები დღეს? გარდა პოლიტიკური აქტივობისა, თქვენ სამედიცინო სექტორში მუშაობთ. 

გუშინ საღამოს, მაგალითად, ბათუმში არცერთი სუნთქვის აპარატი არ იყო თავისუფალი და ეს არის ოფიციალური განაცხადი მთავრობისაც, თვის ბოლოს ელიან 50 აპარატის დამატებას. ეს ტრაგედიაა. გამოჩნდა, რომ არ იყო მომზადებული ჰოსპიტალური სექტორი, ოჯახის ექიმი, 112… ჩვენ მაისის შემდეგ ფაქტობრივად მიზანმიმართული და ორგანიზებული ეპიდემიოლოგიური აქტივობა არ გვქონია, არ დაგვიტესტია მასობრივად მოსახლეობა, არ ჩაგვიტარებია სრული ტესტირება. შესაბამისი შედეგიც მივიღეთ. ჩვენ არანაირი ნაბიჯი არ გადაგვიდგამს სისტემის მოსამზადებლად.

სექტემბერში, როდესაც ბათუმში ეპიდემია დაიწყო, ჩვენ ვაფრთხილებდით ხელისუფლებას ამას და არა მარტო ჩვენ, ძალიან ბევრი ექსპერტი ამბობდა იმავეს, რომ შემოდგომა ძალიან მძიმე იქნებოდა. ამის მიუხედავად, ხელისუფლებამ არანაირი ნაბიჯი არ გადადგა. აჭარის ხელისუფლებამ მაშინ, როცა ინფიცირებულების რაოდენობა იზრდებოდა, მაგალითად, ბათუმში გააუქმა შეზღუდვა მუნიციპალურ ტრანსპორტზე, რაც ეპიდემიოლოგიურად აბსოლუტურად გაუგებარია. 800-ზე მეტ ტესტს ვერ ატარებდა აჭარა და 10 ათასზე გაიჭედა სისტემა სრულიად საქართველოში. ეს ყველაფერი ჯამში ვნებს ეპიდემილოგიურ ვითარებას, კონტროლს გაკარგვინებს და შედეგმაც არ დააყოვნა.

  • ახლა რა ნაბიჯებს ვდგამთ, ხომ არ ვაგვიანებთ ისევ? 

ახლაც, რა თქმა უნდა, ვაგვიანებთ, მაგალითად, როცა კლინიკური პროტოკოლი არ იძლევა პაციენტის გაწერის საშუალებას, პაციენტების ნაკადის მართვას, ტესტირებას… ტესტირება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამით შეიძლება მასობრივად მოიცვა მოსახლეობა, ინფიცირებული მოსახლეობის დაახლოებით 70 – 75 პროცენტი, ისინი გავუშვათ იზოლაციაში და შევამციროთ ჯაჭვი. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ვაგვიანებთ და ხელისუფლებამ ისე წაიყვანა საქმე, რომ რეალურად მობილობის შემცირების გარდა, არანაირი რესურსი არ დატოვა.

  • რატომ აწყობდა ეს ხელისუფლებას?

პირველ რიგში, ეს ცუდი მართვის ამბავია, მათ რეალურად ვერ შეაფასეს ვითარება, ამაზე გახარიამაც თქვა მთავრობის სხდომაზე, რომ ვერ შეაფასეს ის დარტყმა, რაც გველოდა. თუ გაიხსენებთ ზაფხულის და შემოდგომის დასაწყისს, მაშინ ამბობდნენ, რომ იქნებოდა ათეულები, ასეულები და ასე ეს არ გაიზრდებოდა, ანუ როცა არ ელოდები 4 ათასს, არ ემზადები ამისთვის. ჩვენ შესაბამისი კრიზისი მივიღეთ. მეორე არის პოლიტიკური კონტექსტი – ხელისუფლებას არ სურდა წინასაარჩევნოდ მოსახლეობის გაღიზიანება ჩაკეტვებით. ჩაკეტვა ვერ იქნებოდა მომგებიანი პოლიტიკურად. ახლა როცა ლოქდაუნით შემცირდება ეს ციფრი, შემდეგ ისევ გამოგვიცხადებენ, რომ აი, გავიმარჯვეთ, რომ მსოფლიომ ჩვენგან უნდა ისწავლოს ეპიდემიის მართვა.

  • ანუ ისევ მოვისმენთ ამას? 

თუ ასე გააგრძელეს კი, ამას გვეტყვიან. სამწუხაროდ, არანაირი ნიშანი არაა, რომ ლოგიკური გადაწყვეტილებებისკენ მიდიან. მთავრობამ პოლიტიზაცია გააკეთა ამ პროცესის მარტიდანვე მისი პერსონალიზებით. ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესის ნაწილი გახადა, მთელი საარჩევნო კამპანიაც კორონავირუსზე იყო აგებული. შესაბამისად, დღესაც ამას იყენებს ხელისუფლება. შეზღუდვები რომ ამოქმედებულიყო თავის დროზე, ეს უკეთეს შედეგს მოგვცემდა.

  • რატომ არჩია ხელისუფლებამ ამჯერად იმის ჩვენება, რომ, მაგალითად, იმნაძეს ან გამყრელიძეს კი არა, ახლა კულუმბეგოვს და გურულს უსმენს? 

არ ვიცი. ზოგადად კულუმბეგოვს ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდა ხელისუფლებასთან, ხოლო გურული ამ პოლიტიკური პიარის ნაწილად აქციეს. ამით მთავრობა აჩვენებს იმას, რომ თითქოს ყველა ჯგუფს ხვდება და ყველას აზრი ესაა. მეტი მიზანი ამას არ აქვს – ლოქდაუნი გამოცხადდება, რაოდენობა შემცირდება, ამასობაში ამოისუნთქავენ. ესენი ხომ ასე მოქმედებენ: მერე ვნახოთ რა იქნება.

  • რა იქნება, თქვენი აზრით? 

კარგი არაფერი, რომ არ დაგიმალოთ. ჩემი აზრით, ჯანდაცვის კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება და ამას დაემატება ეკონომიკური კრიზისი. შესაბამისად, მძიმე ზამთარი და გაზაფხული გველის. ჩვენ გვჭირდება მასობრივი ტესტირება, ჰოსპიტალური სექტორის გაძლიერება, ნაკადების უკეთესი მართვა და ძალიან აქტიური საინფორმაციო კამპანია, რომ ყველა მოქალაქემ იცოდეს, როდის რა გააკეთოს, როდის აიღოს PCR, როდის არ აიღოს, როდის და როგორ მიმართოს ექიმს. ოთხივე მიმართულებით აქტიური ინტერვენციაა საჭირო, მაგრამ ამჯერადაც ამას არ იზიარებს ხელისუფლება.

  • რას ფიქრობთ საველე ჰოსპიტლების მოწყობაზე? 

არამგონია ეს ლოგიკური იყოს, რადგან ჩვენ მაგის პერსონალი და ტექნიკური აღჭურვილობა არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს ჰოსპიტალურ სექტორში შესაბამისი რესურსი, მისი სწორი გამოყენებაა საჭირო.

კორონავირუსით აჭარაში ექიმი გარდაიცვალა

კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი, მადონა ტაკიძე გარდაიცვალა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ექიმის დღეს, 25 ნოემბერს გარდაიცვალა.

გარდაცვლილი ექიმი 57 წლის იყო. ის ქობულეთის ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობდა, თუმცა მკურნალობას კლინიკა „ბაუში“ გადიოდა.

კლინიკის ინფორმაციით, მადონა ტაკიძე 17 ოქტომბერს შევიდა კლინიკაში და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. „პაციენტს არ ჰქონდა თანმხლები დაავადებები. ვირუსმა მაქსიმალურად დაუზიანა ფილტვები,“- გვითხრეს კლინიკაში.

ეს კორონავირუსით სამედიცინო პერსონალის გარდაცვალების მეექვსე შემთხვევაა აჭარაში – დღემდე ვირუსმა 5 ექიმი და 1 ექთანი იმსხვერპლა.

ამირან გამყრელიძე: „დანის პირზე უნდა ვიაროთ, რომ წინ აღვუდგეთ ინფექციის გავრცელების მატებას“

„ჩვენ გარკვეულად უკვე პიკში შევედით, მონაცმები რაც გვაქვს არის ის, რაც დასტურდება ლაბორატორიულად, მათ შორის ყველაზე მეტი  სიმპტომებიანი პაციენტია, ეს არის 70 – 75% , შემდეგ მოდიან კონტაქტები, ასევე ჩვენი სამედიცინო პერსონალი 5-6 %-ის ფარგლებში. იმ მოდელის მიხედვით, რომელსაც დღეს ჩვენ ვეყრდნობით ამ ეტაპზე ვავლენთ დაახლოებით 40-დან 50 პროცენტამდე ინფიცირებულებს. არიან სხვა ადამიანები, ვისაც აქვს ტემპერატურა, ჰგონია, რომ აქვს გრიპი, არ მიდის ტესტირებისთვის და სახლის პირობებში მსუბუქად გადააქვს. შემდეგ თუ გამოიკვლევს, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ გადაუტანია კორონავირუსული ინფექცია, ამიტომ შეფასებითი მაჩვენებელი ორჯერ მეტია.“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა.

ამირან გამყრელიძის განმარტებით საუბარია მსუბუქი სიმპტომების მქონე ან საერთოდ უსიმპტომო პაციენტებზე, რომლებსაც ტესტი არ ჩაუტარებიათ: „ეს ნიშნავს, რომ ვირუსის გავრცელების პიკში შევედით“. მისივე ვარაუდით ვირუსის გავრცელება იმავე ტემპით მოიმატებს, თუ არ დაწესდა გარკვეული შეზღუდვები. მან განმარტა ასვე, რომ შეზღუდვები საჭიროა რამდენიმე მიმართულებით და ასევე აუცილებელია მეტი ხელმისაწვდომობა ტესტირებისთვის.

ამირან განყრელიძის თქმით, მთავრობა დღესაც მსჯელობს რა ტიპის შეზღუდვები დაუშვას, რომ რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიადგეს ეკონომიკას.

„დანის პირზე უნდა ვიაროთ, რომ ერთი მხრივ, წინ აღვუდგეთ ინფექციის გავრცელებას და უფრო მაღალ მაჩვენებლებზე ასვლას, დავამუხრუჭოთ ინფექციის გავრცელება და მეორე მხრივ, ნაკლები ზიანი მივაყენოთ ეკონომიკას,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეზღუდვების დაწესებაზე ხვალ, 26 ნოემბერს, პრემიერი ისაუბრებს – ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით შეზღუდვებზე, რაც „კორონავირუსით გამოწვეული ვითარების შემსუბუქების მიზნით“ უნდა დაწესდეს ხვალ, 26 ნოემბერს, პრემიერი გააკეთებს განცხადებას: „ჩვენ ვერ დაველოდებით პიკს, მანამდე უნდა შევამსუბუქოთ ვითარება“ – განაცხადა მინისტრმა.

ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, გადაწყვეტილების მიღებისას მთავრობა ეყრდნობა ეპიდემიოლოგების დასკვნებს.

გარდა ამისა, მინისტრმა დღეს, 25 ნოემბერს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მთავრობა ამ დროისთვის არ განიხილავს საველე ჰოსპიტლების საჭიროებას, რადგან ამ დროისთვის არსებობს დამატებითი რესურსის მოძიების საშუალება კლინიკებსა და სასტუმროებში.

მინისტრმა ასევე უპასუხა კითხვას როგორ აღინიშნება ახალი წელი საქართველოში და იქნება თუ არა მასთან დაკავშირებული შეზღუდვები, მინისტრის თქმით, გარდა იმისა, რომ მთავრობა ითვალისწინებს შექმნილ მდგომარეობას, ამასთანავე ითვალისწინებს მოსახლეობის ფსიქოლოგიურ მდგომარეობასაც შექმნილი ვითარების გამო, ასევე არ უნდა დაზარალდეს ბიზნესი, რომელსაც აქტივობა ყოველთვის ჰქონდა დეკემბერში:

„ ჩვენი მიზანი არ არის ისეთი და იმ ვადით შეზღუდვები, რომ ყველა ეს კომპონენტი მოყვეს ზარალში, ჩვენ დავაკვირდებით პროცესს და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს,“ – განაცხადა ტიკარაძემ.

ვის უნდა დაუკავშირდეთ კოვიდის სიმპტომების დროს აჭარაში – სამინისტროს განმარტება

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მოქალაქე, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარია და აქვს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, უნდა დაუკავშირდეს პირად ოჯახის ექიმს, მკურნალობის ტაქტისკის განსაზღვრისა და კორონავირუსზე ტესტირების ჩატარების საჭიროების დადგენისათვის.

„თუ ოჯახის ექიმი სიმპტომების გათვალისწინებით გადაწყვეტს, რომ პაციენტს ესაჭიროება COVID-19-ზე სპეციფიკური ტესტირება, მისივე მეშვეობით დაიგეგმება PCR-ის ნიმუშის აღება იმავე პირველად ჯანდაცვის ცენტრში, რომელშიც პაციენტია მიმაგრებული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში“ – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

  •  შპს „ქ. ბათუმის N1 პოლიკლინიკა“ – ტელ: 0422 29 30 47 (09:00-18:00 საათი) მისამართი: ქ. ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქ. N2
  •  შპს „საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი“, ტელ: 0422 27 73 03 (09:00-18:00 საათი) მისამართი: ქ. ბათუმი, ბარათაშვილის ქ.N30
  • შპს „თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრი“, ტელ: 0422 25 20 08 (09:00-17:00 საათი) მისამართი: ქ. ბათუმი, ტბეთის ქ.N4
  • სს „ევექსის ბათუმის პოლიკლინიკა“, ტელ: 0322 55 05 05 (24 საათი) მისამართი: სელიმ ხიმშიაშვილის ქ. N20
  • შპს „ქ. ბათუმის N4 პოლიკლინიკა“, მობ: 577 96 30 50 (09:00-18:00 საათი) მისამართი: ქ. ბათუმი, ტაბიძის ქ. N 7
  • სს „საზღვაო ჰოსპიტალი“, ტელ: 0422 27 25 88 (11:00-14:00 საათი) მისამართი: ქ. ბათუმი, პ. მელიქიშვილის N102 ბ
  • შპს „ხელვაჩაურის სამედიცინო ცენტრი“, მობ: 568 88 85 02 (09:00-21:00 საათი) მისამართი: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი ქ.#7

ცვლილებები მათემატიკის, ქიმიისა და ფიზიკის ტესტებში 2021 წლის ეროვნულ გამოცდებზე

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2021 წლის ეროვნულ გამოცდებზე რამდენიმე გამოცდის ხანგრძლივობა და მაქსიმალური ქულა შემცირდება.

ცენტრის ინფორმაციით, ეს ცვლილება შეეხება მათემატიკის, ქიმიისა და ფიზიკის ტესტებს.

მათემატიკის ტესტში იქნება 35 (27 დახურული და 8 ღია ტიპის) დავალება, მაქსიმალური ქულა კი – 51.

„ღია დავალებები შედგენილი იქნება ორი ორქულიანი, ოთხი სამქულიანი და ორი ოთხქულიანი დავალებისაგან. ტესტის შესრულებისათვის გამოყოფილი დრო იქნება 3 სთ, მინიმალური ბარიერი კი – არანაკლებ 11 ქულისა [უმაღლეს სასწავლებლებს უფლება აქვთ უფრო მაღალი ბარიერი დააწესონ]“ – აღნიშნულია გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

ფიზიკისა და ქიმიის ტესტებზე სამუშაოდ გამოყოფილი იქნება 3 საათი, ხოლო მაქსიმალური ქულა იქნება 63.

ცენტრის განცხადებით, სხვა საგნების ტესტებში ცვლილებები არ იგეგმება.

ბათუმში ექთანს კოვიდპაციენტი სამართებლით დაესხა თავს

ბათუმში, ერთ-ერთ კოვიდსასტუმროში, კოვიდინფიცირებული პაციენტი ექთანს თავს დაესხა და დაზიანებები მიაყენა. შემთხვევა წუხელ, 23:00 საათზე მოხდა. ექთანი ამბობს, რომ ის ახლაც სამსახურშია – „გადახვეული ჭრილობებით“.

„ბათუმელები“ დაზარალებულ ექთანს, ასმათ ვარშალომიძეს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ პაციენტი მეტადონის პროგრამის ბენეფიციარია.

„ხელები გადამიგრიხა, თითები მაქვს „ბრიტვით“ დასერილი. ეს პაციენტი მეტადონის პროგრამაშია. დღის ექთანი აძლევდა მას მეტადონს, ღამით არ გვეხებოდა ჩვენ წამლის მიცემა, მაგრამ მაინც ვაძლევდით გლიცინს და ვალერიანს, მაგრამ არ კმაყოფილდებოდა და უფრო ძლიერ მედიკამენტს ითხოვდა. უკან დამსდევდა. ვეუბნებოდი, რომ პალატაში დაბრუნდი-მეთქი, მაგრამ მაინც ფეხდაფეხ მომსდევდა.

არც მიფიქრია, რომ თავს დამესხმოდა და მოკვლას დამიპირებდა. ვიფიქრე ალბათ წამლის მოპარვა უნდა-მეთქი. გვერდით პალატაში როცა ერთ-ერთ პაციენტს წნევას ვუზომავდი, უკნიდან მომეპარა და ხალათით მახრჩობდა. ყელზე ჰქონდა მობჯენილი გადანატეხი თერმომეტრი და „ბრიტვა“. სხვა პაციენტი მომეშველა და გადამარჩინა“, – გვითხრა ასმათ ვარშალომიძემ.

ექთანი ამბობს, რომ რაღაც მომენტში გონებაც დაკარგა: „მახრჩობდა და ჟანგბადი არ მყოფნიდა, ალბათ ამიტომ. ხელები რომ გადამიგრიხა, მაჯა ახლაც მტკივა, მგონი ამოვარდნილი მაქვს“.

ექთანი ამბობს, რომ ინცინდენტის შემდეგ პაციენტმა თვითდაზიანებებიც მიიყენა.

სასტუმროში პოლიცია მივიდა და კოვიდპაციენტი სხვაგან გადაიყვანეს.

ექთნის თქმით, სასტუმროს დაცვა ჰყავს, თუმცა შემთხვევა სწრაფად მოხდა და მისი დახმარება ვერ შეძლეს.

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ბათუმის 25 საბავშვო ბაღში ენერგოეფექტური ტექნოლოგიები დაინერგება | KfW-ის გრანტი

ბათუმის მერიის ცნობით, ბათუმის 25 ბაღსა და კულტურული მემკვიდრეობის ერთ ძეგლში ენერგოეფექტურობის ევროპული სტანდარტები დაინერგება და აღიჭურვება შესაბამისი ენერგოდამზოგავი ტექნოლოგიებით.

მერია ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ამ საკითხთან დაკავშირებით, ბათუმის მერიის, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისა (KfW) და კონსულტანტი კომპანიის – Fichtner GmbH & Co.KG-ის წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა ონლაინფორმატში გაიმართა.

„ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით, პროექტი პირველ ეტაპზე ითვალისწინებს სხვადასხვა უახლესი ტექნოლოგიის ტესტირებას ბათუმის საბავშვო ბაღებში.

პროექტის მოსამზადებელ ეტაპზე შედგენილი იქნა მუნიციპალური ბაღების მოკლე ჩამონათვალი და წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, სადაც შესულია 25 ბაღი და ერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.

პროექტის აღმასრულებელი კონსულტანტი KfW-ს მიერ, წინასაკვალიფიკაციო შერჩევისა და შემდგომი სატენდერო პროცედურების საფუძველზე იქნა შერჩეული,“ – აცხადებს ბათუმის მერია.

საბავშვო ბაღების ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით აღჭურვისთვის ბათუმი 7 მილიონ 500 ათას ევროს მიიღებს გრანტის სახით.

_______________

ფოტო: ბათუმის მერია

ხელვაჩაურის მერი 6 000 ლარით დააჯარიმეს უკანონო მშენებლობისთვის

ხელვაჩაურის მერი, ჯუმბერ ვარდმანიძე, ბათუმის მერიამ 6 ათასი ლარით დააჯარიმა. მან სამსართულიანი სახლი სანაპიროსთან ისე ააშენა, რომ ბათუმის მერიას რეაგირება არ ჰქონია. ჯუმბერ ვარდმანიძე მას შემდეგ დააჯარიმეს, რაც მისი უკანონო მშენებლობის შესახებ თავდაპირველად „ბათუმელებმა“ დაწერა.

ჯუმბერ ვარდმანიძემ ერთი თვის ვადაში უნდა წარადგინოს მშენებლობის ნებართვა.

ხელვაჩაურის მერის დაჯარიმებაზე უარი თქვა ხელვაჩაურის საოლქო კომისიამ – „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ წინასაარჩევნო შეხვედრაზე ჯუმბერ ვარდმანიძე სამსახურებრივი ავტომანქანით მივიდა. ხელვაჩაურის საოლქო კომისიამ გადაწყვიტა, რომ ეს ფაქტი არ დასტურდება, თუმცა მხოლოდ ჯუმბერ ვარდმანიძე გამოკითხა. ,,ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბრის დროს ხელვაჩაურს მერს არ უარყვია ეს ფაქტი. მან განმარტა, რომ ამის უფლება ჰქონდა. ხელვაჩაურის მერმა ამ საკითხზე კითხვების დროს „ბათუმელების“ ჟურნალისტებს აგინა.

რაც შეეხება კიდევ ერთ ბუნდოვანებას თუ უკანონობას – ჯუმბერ ვარდმანიძეს დეკლარაციაში უწერია, რომ ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ფლობს 103 კვადრატულ მეტრ კომერციულ ფართობს. ხელვაჩაურის მერის ჩანაწერებით, ეს ქონება მას აჩუქეს, ზეპირი განმარტებით კი, კომერციული ფართობი ეკუთვნის მის სიძეს, რომელსაც თავად ბანკიდან სესხის აღებაში დაეხმარა და ბინაც სწორედ ამიტომ გადაუფორმა.

ბათუმში ქონების გაქირავებით ჯუმბერ ვარდმანიძე წელიწადში 54 ათას ლარს იღებს შემოსავლის სახით. „ყოველთვიურად ქირაში 4 500 ლარს ვიხდით“ – გვითხრეს აქ განთავსებული კომერციული დაწესებულების თანამშრომლებმა. შესაბამისად, მერი ვალდებულია ეს შემოსავალი დაბეგროს და ბიუჯეტში გარკვეული თანხა გადაიხადოს. ჯუმბერ ვარდმანიძე დიდი ალბათობით ამ გადასახადსაც უმალავს ბიუჯეტს, რადგან მის ქონებრივ დეკლარაციაში არაფერია ნათქვამი 5 400 ლარზე, რასაც ის კომერციული ფართობის გაქირავებიდან იღებს.

საჯარო სამსახურის ბიუროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე ჯუმბერ ვარდმანიძის ქონებრივი დეკლარაციის მონიტორინგი არ მიმდინარეობს. ბიუროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მედიაში გამოქვეყნებული ინფორმაციის საფუძველზე მონიტორინგი არ იწყება. ჯუმბერ ვარდმანიძესთან დაკავშირებით ბიუროსთვის ჯერ არავის მიუმართავს.

ამ თემაზე:

ხელვაჩაურის მერი სამსახურის ავტომანქანით „ოცნების“ სააგიტაციო შეხვედრაზე

 

ქობულეთის სანაპიროს ჩაბეტონება გრძელდება

ორსართულიანი საცხოვრებელი სახლების ათვისების ხარჯზე ახალი მრავალბინიანი სახლებისა და სასტუმრო კომპლექსების  მშენებლობა ქობულეთის სანაპირო ზოლში გრძელდება. ზღვის პირველი ზოლის ჩაბეტონების პროცესი ხშირად ისე იწყება, რომ მომიჯნავე ტერიტორიაზე მცხოვრებლებს საცხოვრებელი გარემოს მოსალოდნელ ცვლილებაზე სრულყოფილი ინფორმაციაც კი არ აქვთ. კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს კი, რაც გადაწყვეტილების მიღებამდე ინფორმაციის საჯაროდ განხილვის ვალდებულებას გულისხმობს, კომპანიები ხშირად მხოლოდ ფორმალურად ასრულებენ.

სამშენებლო ნებართვების თხოვნით ქობულეთის მერიას პანდემიის პირობებშიც კი თითქმის ყოველდღიურად მიმართავენ. მერიაც ძირითადად თანახმაა. ამჯერად მიწის ნაკვეთის დეტალური გეგმარების დავალების გაცემას, მომავალში განაშენიანების კონცეფციის მომზადების მიზნით, შპს „გროსმან გრუპი“ ითხოვს. კომპანიამ ქობულეთის მერიას მიმართა დეტალური გეგმარებითი დავალების გაცემის თხოვნით ოთხ მიწის ნაკვეთზე, სადაც ამ დროისთვის ორსართულიანი საცხოვრებელი სახლებია [მხოლოდ ასეთი დავალების გაცემის შემთხვევაში შეუძლია კომპანიას ტერიტორიის დეტალური დაგეგმარების მომზადება, რის შემდეგაც განვითარების კონცეფციის წარდგენა დაევალება, ამას ითვალისწინებს რეგულაციები].

„აღნიშნულთან დაკავშირებით 2020 წლის 16 ნოემბრიდან 2020 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია აწარმოებს საზოგადოებრივი აზრის განხილვას (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საჭიროებიდან გამომდინარე მისი შემდგომი გათვალისწინების მიზნით“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ქობულეთის მერიის ვებგვერდზე 18 ნოემბერს გამოაქვეყნეს.

გაუგებარია, რას გულისხმობენ ამ განცხადებაში, როგორ აპირებს მერია საზოგადოებრივი აზრის განხილვას, როცა ერთადერთი დოკუმენტი, რომელიც ამ განცხადებას თან ერთვის, მხოლოდ მერის ბრძანებაა, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ ამ ადგილზე კომპანია მრავალბინიანი სახლის მშენებლობას გეგმავს.

მშენებლობის მასშტაბებსა და ადგილის განვითარების კონცეფციაზე ჯერჯერობით ინფორმაცია არ გვაქვს.

მერის ბრძანებაში ნათქვამია ისიც, რომ  სამშენებლო ტერიტორია მდებარეობს საცხოვრებელ ფუნქციურ ზონაში და ინიცირების მომენტისთვის მასზე არ ვრცელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული რაიმე რეჟიმი, არც მუნიციპალიტეტს არ აქვს დაგეგმილი რაიმე ქალაქმშენებლობითი პროექტი, რაც ხელშემშლელი იქნებოდა ტერიტორიაზე განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავებისთვის.

სამშენებლო ტერიტორიას ერთი მხრიდან ზღვის სანაპირო, მეორე მხრიდან კი ქობულეთის საფეხბურთო სტადიონი ესაზღვრება.

შპს „გროსმან გრუპი“ გასულ წელს გივი მალაშხიამ დააფუძნა და ის ფლობს კომპანიის ასივე პროცენტს. მიწის ნაკვეთები კი, სადაც კომპანია მშენებლობას გეგმავს, ჯერ კიდევ არ არის ამ კომპანიის საკუთრებაში.

კიდევ ერთ ზღვისპირა ქალაქში – ქობულეთში, სახლების ფანჯრებიდან ზღვა აღარ გამოჩნდება

7 გარდაცვლილი და კოვიდის 523 ახალი შემთხვევა აჭარაში – დღევანდელი მონაცემები

25 ნოემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 523 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 7 პაციენტი.

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავისურისგან გამოჯანმრთელდა 402 პაციენტი.

ამ ეტაპზე აჭარაში 1010 პაციენტი მკურნალობს კორონავირუსზე ჰოსპიტალურ სექტორში, აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 49 ადამიანი.

აჭარაში  2047 ადამიანი იმყოფება კოვიდსასტუმროში, საკარანტინო სივრცეში კი – 1021. 

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში დადასტურდა კოვიდით ინფიცირების 3128 ახალი შემთხვევა.

მთავრობის ცნობით, აჭარაში თვითიზოლაციაში იმყოფება  13768 ადამიანი.

კორონავირუსის 3071 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 25 ნოემბერი

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 3071 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა – 3366, გარდაიცვალა – 34

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მონაცემებით, გამოჯანმრთელებულ ადამიანთა რაოდენობა  აჭარბებს ინფიცირებულები პირების რაოდენობას – გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 95 581-მდე.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 071 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 314 შემთხვევა, აჭარაში – 523, იმერეთში – 264, ქვემო ქართლში – 104, შიდა ქართლში – 44, გურიაში – 106, სამეგრელშო – ზემო სვანეთში – 232, კახეთში – 214, მცხეთა-მთიანეთში – 165, სამცხე-ჯავახეთში – 84, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 21.

ჩელებაძე და სხვები – ვის გადასცემენ ქობულეთის „შუქურას“

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „შუქურას“ 49 წლის ვადით ითხოვს შპს „საფეხბურთო კლუბი შუქურა“. ამ კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი წარსულში ცნობილი ფეხბურთელი, რევაზ ჩელებაძეა. ის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ კლუბ „შუქურას“ აქამდეც მართავდა და თანამდებობა 2019 წლის აგვისტოში ისე დატოვა, რომ არ განუმარტავს, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება.

სამსახურიდან წასვლამდე ორი თვით ადრე, 2019  წლის აპრილში, რევაზ ჩელებაძემ პარტნიორებთან ერთად  დააფუძნა საფეხბურთო კლუბი თითქმის იდენტური სახელწოდებით. ამიტომ მაშინაც ითქვა, რომ  შესაძლოა რევაზ ჩელებაძის თანამდებობიდან წასვლის მიზეზი ალტერნატიული გუნდის შექმნაც გამხდარიყო, ამას „ბათუმელები“ ადრეც წერდა.

შპს „საფეხბურთო კლუბი ქობულეთის შუქურას“ 41,5 პროცენტს ბიზნესმენი ჯუმბერ გოგიტიძე ფლობს, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მან სალომე ზურაბიშვილს 20 000 ლარი შესწირა. კომპანიის  20.75 – 20.55 პროცენტს ფლობენ ბიზნესმენები – გიორგი გოგისვანიძე და გიორგი თბილელი, ხოლო დარჩენილ 17 პროცენტს – თავად რევაზ ჩელებაძე.

რევაზ ჩელებაძე კომპანიის აღმასრულებელი დირექტორია, ხოლო შოთა გოგიტიძე – დირექტორი.

გუშინ, 24 ნოემბერს, ქობულეთის საკრებულომ მხარი დაუჭირა კლუბის პირდაპირი წესით  გასხვისებას. შეთანხმების ერთ-ერთი პირობის მიხედვით, კომპანიამ ყოველ წელს კლუბის განვითარებისთვის 300 000 ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

ჩელებაძის წასვლის შემდეგ ქობულეთის „შუქურას“ მიწა უსასყიდლოდ გადასცეს

„ლანჩხუთის“ ბომბარდირი, რომელმაც გადამწყვეტი გოლი გაიტანა

22 ნოემბრის წვიმიან საღამოს გურიის პატარა ქალაქ ლანჩხუთში ფეხბურთელ ქალთა კლუბი „ლანჩხუთი“ დაბრუნდა რუმინულ „ოლიმპია კლუჟთან“ მოგებული მატჩის შემდეგ.

ქალაქში, სადაც 6 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს, მათ ისე დახვდნენ, როგორც გმირებს – ავტომანქანების გაბმული სიგნალებით, სიხარულის შეძახილებით და ფეიერვერკით.

ქალთა საფეხბურთო გუნდმა „ლანჩხუთმა“ პირველმა საქართველოს ისტორიაში შეძლო უეფას ჩემპიონთა ლიგის ორი საკვალიფიკაციო მატჩის მოგება და გუნდი ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალში ითამაშებს.

„ლანჩხუთის“ ბომბარდირმა ხატია ჭყონიამ ორივე მატჩზე გაიტანა გადამწყვეტი გოლი, ერთხელ – დამატებით დროში, ხოლო მეორედ – 68-ე წუთზე მისმა ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა შეხვედრის ბედი – „ლანჩხუთმა“ 1:0 მოუგო რუმინულ გუნდს.

გოლის გატანის შემდეგ მოედანზე ხატიამ სპორტული ზედა აიწია და შიდა მაისურზე დატანილ სურათზე მიუთითა, რომელზეც ხატიას 5 წლის გარდაცვლილი დისშვილი, ტატა იყო გამოსახული. ბავშვის გარდაცვალების შემდეგ, უკვე ერთი წელია, ხატია ფორმის ქვეშ  მისი გამოსახულებით ატარებს მაისურს და ყველა გოლს მის ხსოვნას უძღვნის.

გოლის გატანის შემდეგ – კადრი „ოლიმპია კლუჟთან“ შეხვედრიდან

ხატიას არ ახსოვს რა ემოცია ჰქონდა მას შემდეგ, როცა „ოლიმპია კლუჟთან“  მატჩის დასრულების ნიშნად მსაჯმა სასტვენს ჩაჰბერა და „ლანჩხუთის“ მოგება დადასტურდა.

„სიმართლე გითხრათ, შემდეგ გამოქვეყნებულ ვიდეოებში ვნახე როგორ მოვიქეცი, რას ვამბობდი. ისეთი ბედნიერი ვიყავი, დღემდე ვერ ვიაზრებ, რომ ასეთი რამ მოხდა და პატარა ლანჩხუთმა ეს შეძლო“, – ამბობს ხატია.

„ოლიმპია კლუჟთან“ მოგება იოლი არ იყო. გუნდი რუმინეთის ქალთა ფეხბურთის ჩემპიონატის თასის არაერთგზის მფლობელია, თან თამაში რუმინეთში შედგა.

ხატია ამბობს, რომ მატჩის დაწყებამდე მათთვის მთავარი იყო ღირსეულად ეთამაშათ:

„ვფიქრობდი იმაზე, რომ ლაივში გვიყურებდნენ გულშემატკივრები. მიუხედავად „კლუჟის“ მაღალი რეიტინგისა, თავი არავის არ დაუხრია, არავინ არ ფიქრობდა, რომ მორჩა ყველაფერი. ჩვენი ტრენერი, გიორგი ჩხაიძე გვიმეორებს ყოველთვის – „ჩვენ გვინდა მოედნიდან გამოვიდეთ ღირსეულად“. ეს სულ გვახსოვს“.

ეს წელი ხატია ჭყონიას სპორტულ კარიერაში ყველაზე წარმატებულია. უეფას საკვალიფიკაციო მატჩებზე მიღწეული წარმატების გარდა ხატია წელს საუკეთესო ქართველი ბომბარდირი ფეხბურთელი ქალია. 2020 წელს, ამ დრომდე, მან 36 გოლი გაიტანა, მათგან 15 – მხოლოდ ერთ მატჩზე, რაც ერთგვარი რეკორდია.

ხატია ჭყონია. ფოტო FB-ის პირადი გვერდიდან

ხატია ქობულეთელია. მთელი ბავშვობა ფეხბურთს თამაშობდა. „ისე მიყვარდა, ბურთთან ერთად მეძინაო“ – ამბობს. შემდეგ იყო სასკოლო ტურნირები გოგონების ფეხბურთში, მერე ბათუმში თამაშობდა, სადაც მხოლოდ გზის ფულს აძლევდნენ, რომ ქობულეთიდან ბათუმში ევლო ვარჯიშებზე, ხოლო როცა 14 წლის გახდა, ხატია საქართველოს ნაკრებშიც მიიწვიეს.

„იქ დავინახე დიდი მოედანი, კარგი ბურთი, გავიგე კარგი ბუცები როგორია, რა იყო ეკიპირება, სწორი კვება, დისციპლინა.

2009 წელს კი უკვე თურქეთში გადავედი, მეგობარი თამაშობდა ჩემი და მითხრა, რომ გუნდში თავდამსხმელი სჭირდებოდათ. წავედი და ათი წელი თურქეთში ვთამაშობდი. ჯერ „ტრაბზონ სპორტში“, ბოლო წელს კი იზმირის „კონაკში“.

შარშან დავბრუნდი და დავიწყე „ლანჩხუთში“ თამაში. გუნდს კარგი რეიტინგი ჰქონდა, თან ჩემი მხარეა, ახლოს არის ქობულეთთანაც.

ლანჩხუთში ბინა აქვს გუნდს ნაქირავები ჩვენთვის, რამდენიმე გოგო ვცხოვრობთ ერთად“, – ჰყვება ხატია.

კითხვაზე, რამ განაპირობა პატარა ქალაქის გუნდის წარმატება, ხატია ამბობს, რომ „ლანჩხუთს“ კარგი დაფინანსება აქვს მუნიციპალიტეტიდან. თუმცა მხოლოდ ეს არ არის მიზეზი, მისი თქმით, გუნდი ძალიან შეკრულია და კარგი მწვრთნელები ჰყავთ.

ხატია ამბობს, რომ მოედანზე ძირითადად ინსტინქტებს ენდობა, თუმცა ეს დრომ, გამოცდილებამ მოიტანა.

„დიდი ხანია ვთამაშობ და ბევრი ეტაპი გამივლია, ადრე სულ ტრენერისკენ მქონდა ყური, აბა, რას მეტყვის, ისე მოვიქცე. ახლა უკვე ჩემს თავს ვენდობი, ვიცი, რომ მნიშვნელოვანია ჩემი თამაში ვითამაშო“.

სტერეოტიპულ დამოკიდებულებას ქალთა ფეხბურთზე დიდი ხანია შეეჩვია.

„უამრავი იყო… ფეხბურთელიაო რომ იტყოდნენ – „წადი შვილო, გათხოვდი, კაცები ვერაფერს აკეთებენ, ქალებმა რა უნდა გააკეთონო“… ასეთ მომენტებში ვცდილობ არ ვუპასუხო, მაგრამ ეს ცოტა გულს გტკენს.

არ სჯერათ, რომ ქალებსაც შეუძლიათ ფეხბურთის თამაში. ბევრმა ისიც კი არ იცის, რომ ქალთა ფეხბურთი არსებობს საქართველოში. დღეს ტაქსის მძღოლმა მოგვიყვანა და გვითხრა, ახლა გავიგე ტელევიზიით, რომ საქართველოში ქალთა ფეხბურთი არსებობდაო“.

ხატია ჭყონია დისშვილთან ერთად. ფოტო FB-ის პირადი გვერდიდან

თუმცა ხატია ასეთ დამოკიდებულებას არასდროს შეუშინებია. ამბობს, რომ ამაში ოჯახის თანადგომა ძალიან დაეხმარა. მისი ყველაზე ერთგული გულშემატკივარი მამაა, რომელსაც ბავშვობიდან დაჰყავდა ვარჯიშზე და მის არც ერთ შეხვედრას არ აცდენდა:

„პატარა რომ ვიყავი, დედაჩემი მეუბნებოდა – გოგო ხარ, ბიჭები აიტანენ მაგ ტკივილს, შენ ვერ აიტან, ბურთი მოგხვდება, ფეხი… მხოლოდ ამაზე ნერვიულობდა. მერე დედაჩემიც მიხვდა, რომ არ შემეძლო ფეხბურთის გარეშე, მარტო ეს მინდოდა გამეკეთებინა და ძალიან დამიჭირა მხარი“.

ახლა ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ ახალი შეხვედრისთვის ემზადება. ჩემპიონთა ლიგის მეთექვსმეტე ფინალში „ლანჩხუთი“ შვედურ კლუბ „როზენგორს“ დაუპირისპირდება. წილისყრა, რომელიც გათამაშების საუკეთესო 32 გუნდს შორის ჩატარდა, 24 ნოემბერს გაიმართა.

აჭარის რომელ სოფლებში შევა გაზი – ოთხწლიანი გეგმა

აჭარის მთავრობამ წინასაარჩევნოდ ხულოში ბუნებრივი გაზი აანთო, თუმცა დაბა ხულოს მოსახლეობა ოჯახებში ბუნებრივ აირს კიდევ 2 წელი ვერ მიიღებს. 2022 წელს უნდა დასრულდეს დაბა შუახევის გაზიფიცირებაც. რაც შეეხება სოფლებს, 2021 წელს მხოლოდ 13 სოფლისთვის იგეგმება პროექტების მომზადება.

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მომავალ წელს, პროექტირების პარალელურად, აჭარის იმ სოფლების გაზიფიცირებაც დასრულდება, სადაც სამუშაოები უკვე დაწყებულია.

გაზიფიცირების სამუშაოები ქობულეთისა და ხელვაჩაურის რამდენიმე სოფელში მიმდინარეობს. რაც შეეხება პროექტირებას, 2021 წელს გაზიფიცირებისთვის საჭირო პროექტები მომზადდება აჭარის შემდეგი 13 სოფლისა და დაბისთვის:

  • ხელვაჩაურში – მაჭახლისპირი, სინდიეთი, აჭარისაღმართი, ქვედა ჩხუტუნეთი, ჩიქუნეთი;
  • ქედაში – კოკოტაური, დოლოგანი, ქვედა მახუნცეთი, ცხემნა, ზვარე, ვარჯანისი;
  • შუახევში – დაბა შუახევი;
  • ხულოში –  დაბა ხულო.

2022 წელს გაზიფიცირების სამუშაოების ჩატარება [გაზის მილების გაყვანა] დაგეგმილია აჭარის შემდეგ დასახლებებში:

  • ხელვაჩაურში – მაჭახლისპირი, სინდიეთი, აჭარისაღმართი, ქვედა ჩხუტუნეთი, ჩიქუნეთი;
  • ქედაში – კოკოტაური, დოლოგანი, ქვედა მახუნცეთი, ცხემნა, ზვარე, ვარჯანისი;
  • შუახევში – დაბა შუახევი;
  • ხულოში – დაბა ხულო.

ამავე, 2022 წელს, დაპროექტდება და 2023 წელს გაზის მილებს გაიყვანენ სოფლებში:

  • ქობულეთში – ჭახათი;
  • ხელვაჩაურში – მირვეთი, ქოქოლეთი, ზედა ჩხუტუნეთი;
  • ქედაში – ჭინკაძეები, ქვედა ბზუბზუ, პირველი მაისი, ახო, დანდალო;
  • შუახევში – ოქროპილაური;
  • ხულოში – ქვემო ვაშლოვანი.

2023 წელს უნდა დაპროექტდეს და 2024 წელს გაზმომარაგების ქსელი უნდა მოეწყოს სოფლებში: 

  • ხელვაჩაურში – ქედქედი, ცხემლარა, ქვედა ქოქოლეთი;
  • ქედაში – ზედა ბზუბზუ, ძენწმანი, არსენაული, გობრონეთი, ტაკიძეები;
  • შუახევში – ზედაყანა, ზამლეთი;
  • ხულოში – თხილაძირი.

„დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს მთავრობის მიერ დამტკიცებული გაზიფიცირების 3-წლიანი გეგმა, რომელიც 2021 წელს სრულდება. ჩვენ, რეგიონებში შეხვედრებისას ვნახეთ, რომ ამ პროგრამის გაგრძელებაზე მოთხოვნა არსებობს და დღეს ჩვენ უნდა დავამტკიცოთ გაზიფიცირების შემდგომი 3-წლიანი გეგმა, რომელიც შეეხება 2022-2024 წლებს. გაზიფიცირების ამ გეგმის დასრულების შემდგომ, 2024 წლისთვის, ქვეყნის გაზიფიცირება, ფაქტობრივად, სრულად დასრულდება და საქართველოს ევროპაში გაზიფიცირების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ექნება, ეს იქნება დაახლოებთ 90 პროცენტი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა 29 ოქტომბერს.

სახელმწიფოს გეგმა, რომელიც 2022 წლიდან 2024 წლის ჩათვლით პერიოდში სოფლების გაზიფიცირებას ითვალისწინებს, ზემოთ დასახელებული სოფლების გარდა აჭარის სხვა სოფლებს არ მოიცავს. აჭარაში კი 200-ზე მეტი მარტო მაღალმთიანი სოფელია, სადაც ბუნებრივი აირი დღეს არც ერთ აბონენტს არ მიეწოდება [აქ არ არის შეყვანილი გაზის მილები].

საქართველოს სოფლების გაზიფიცირების 2019-2021 წლების გეგმა კი, ძირითადად აჭარის სოფლებში წინასაპროექტო კვლევებსა და საპროექტო სამუშაოებს ითვალისწინებდა.

ამ გეგმისთვის, რომელიც 2021 წელს დასრულდება ქვეყნის მასშტაბით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 239 მილიონი ლარი დაიხარჯება [აქედან 70 მილიონი მომავალ წელს], გაზიფიცირების 2022-2024 წლების გეგმისთვის კი – 104 მილიონამდე ლარი. გეგმას მთავრობის დავალებით სახელმწიფო შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ახორციელებს.

უშუალოდ სოფლების გაზიფიცირებისთვის თანხა აჭარის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებული არ არის. ამ კუთხით აჭარის მთავრობას არც შესაბამისი რაიმე გეგმა აქვს.

თუმცა 2021-2022 წლებში 11 მილიონ 5 ათასი ლარია გათვლილი ცენტრალური გაზსადენისთვის, რომელიც დაბა ხულოდან კურორტ გოდერძამდე უნდა აშენდეს. ეს მონაკვეთი ხიჭაური-გოდერძის გაზსადენის ნაწილია, რომლის მშენებლობისთვის აჭარის ბიუჯეტიდან ჯამში 27 037 601 ლარი უნდა დაიხარჯოს. ცენტრალურ გაზსადენს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ენერჯი ინვესტი 2009“ აშენებს.

„უღელტეხილიდან კურორტ გოდერძამდე გაზი ჩვენ მივიყვანეთ [გოდერძის უღელტეხილზე კი მილი სხვა კომპანიამ მოიყვანა ადიგენის მხრიდან], ასევე მილსადენი აშენებულია შუახევის სოფელ ხიჭაურიდან დაბა ხულომდე. რაც შეეხება ხულოდან კურორტ გოდერძიმდე მილსადენის მშენებლობას, დამოკიდებული ვართ ძირითადად ხულო-გოდერძის გზის მშენებლობაზე. გზის სამუშაოები დაწყებულია, არის ტენდერში გამარჯვებული კომპანიაც და როგორც კი საპროექტო გზაზე ჩამოჭრები გაკეთდება, დავიწყებთ მილის გაყვანასაც. მილი აუცილებლად ტრასის გასწვრივ უნდა გავიდეს. თუ ყველაფერი გეგმით წარიმართა, 2021 წელს დავასრულებთ, თუ არადა, არის შეთანხმება და გაზსადენის ამ მონაკვეთის მშენებლობას 2022 წელში დავასრულებთ“, – უთხრა „ბათუმელებს“ კომპანია „ენერჯი ინვესტი 2009“-ის დირექტორმა გოჩა გოგიტიძემ.

მოსამართლის განაჩენი ქობულეთში თოფით მომხდარ მკვლელობაზე: აუცილებელი მოგერიება

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა მკვლელობის მუხლი გადაუკვალიფიცირა განზრახ მკვლელობაზე ბრალდებულ არჩილ ცეცხლაძეს. ის მხოლოდ 1 წელი და 6 თვე იქნება ციხეში.

საუბარია ქობულეთში 27 თებერვალს მომხდარ მკვლელობაზე – მსჯავრდებულმა 31 წლის ბიჭს სანადირო თოფი ესროლა და გაიქცა. ადვოკატის ინფორმაციით, ამ მძიმე შემთხვევას წინ უსწრებდა შეიარაღებული კონფლიქტი.

დაჭრილი მოგვიანებით კლინიკაში გარდაიცვალა.

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა მიიჩნია, რომ საქმე გვქონდა არა განზრახ მკვლელობასთან, არამედ აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილებით ჩადენილ მკვლელობასთან [სისხლის სამართლის კოდექსის 113-ე მუხლი].

ეს მუხლი თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე ითვალისწინებს, ასევე შინაპატიმრობას და გამასწორებელ სამუშაოს.

____

ამავე თემაზე:

ქობულეთში დაჭრილი კაცი კლინიკაში გარდაიცვალა

რატომ არის მყიდველი საიდუმლო – აჭარის მთავრობა ქობულეთის „შუქურას“ ასხვისებს

აჭარის მთავრობა ქობულეთის საფეხბურთო კლუბ „შუქურას“ პირდაპირი წესით ყიდის. კლუბის გასხვისების დეტალები უცნობია – არ ვიცით ვინ არის მყიდველი და არც გასხვისების პირობებზე გვაქვს ინფორმაცია.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კლუბის წილების მართვით კონკრეტული პირები დაინტერესდნენ და მათ ამის თაობაზე მერიას წერილობით მიმართეს. მერიაში არ ამხელენ, ვინ არიან ისინი. „ამ ეტაპზე საკითხზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ“, – გვითხრეს ქობულეთი მერიაში.

„ვინაიდან პირდაპირი განკარგვის უფლებამოსილება ჩვენ არ გაგვაჩნია, ამიტომ კლუბი განსაკარგად გადაეცა აჭარის მთავრობას, ისე როგორც ბათუმის „დინამოს“ შემთხვევაში მოხდა. ინვესტორები თავის მხრივ ყოველწლიურად ინვესტიციას განახორციელებენ გუნდში, ამასთან გადაიხდიან წილის მართვის საფასურს, რაც მუნიციპალიტეტისთვის დამატებითი შემოსავალია. ასევე მათ აქვთ სხვადასხვა ვალდებულება, რასაც შეასრულებენ. გვინდა აღვნიშნოთ, რომ ამ გადაწყვეტილების მიზანია ქობულეთის შუქურას კიდევ უფრო გაძლიერება“, – განმარტეს მერიაში.

გასულ წელს ქობულეთის მერიამ „ქობულეთის შუქურას“ სოფელ ბობოყვათში ერთ ჰექტარზე მეტი ტერიტორია გადასცა უზურფრუქტის წესით [სარგებლობის პირობით]. ტერიტორია საფეხბურთო კლუბს საწვრთნელი ბაზის მოსაწყობად უნდა გამოეყენებინა.

პირდაპირი წესით გასხვისების მიზნით კლუბის აჭარის მთავრობისთვის გადაცემის გადაწყვეტილებას, დღეს ქობულეთის საკრებულომ მხარი დაუჭირა.

ჩელებაძის წასვლის შემდეგ ქობულეთის „შუქურას“ მიწა უსასყიდლოდ გადასცეს

 

 

ქართველი ემიგრანტი იტალიაში, რომელიც ბავშვებს ზღაპრებს ინტერნეტით უკითხავს

„გულო ბებო“ – ასე იცნობენ ბავშვები ემიგრანტ ქალს, რომელიც მათ ონლაინში ზღაპრებს უკითხავს და ხელსაქმესაც ასწავლის. 30 ბავშვი საქართველოდან „გულო ბებოს“ ყოველ საღამოს ელოდება, რომელიც ზღაპრის გმირებს თავისი ხელნაკეთი თოჯინებით აცოცხლებს.

გულო ბებო“ – გულნარა მიქანაძე-სვანიძე ბათუმელი მასწავლებელია, რომელიც წლების განმავლობაში პროფესიულ კოლეჯებში ხელსაქმეს ასწავლიდა სტუდენტებს. ეს საქმე არც ემიგრაციაში წასვლის შემდეგ მიუტოვებია. „თუ ამას არ ვაკეთებ, ესე იგი ცუდად ვარ. ეს არ არის ჰობი, არამედ ჩემი შინაგანი მდგომარეობაა“, – გვეუბნება გულნარა მიქანაძე.

გულნარა იტალიაში, ქალაქ მეოლოში ცხოვრობს, სადაც პირველად 2003 წელს წავიდა 13 წლის შვილთან ერთად. თუმცა ქალიშვილი მხოლოდ 4 წელი დარჩა იტალიაში და საქართველოში დაბრუნდა, გულნარა კი ემიგრაციაში დარჩა.

„ოჯახს სჭირდებოდა ასე და დავრჩი, მაგრამ არ გამჭირვებია – ჩემი დის მოწვევით ჩამოვედი და რამდენიმე წელი შვილიც გვერდით მყავდა. ერთ ოჯახში ბაბუას ვუვლიდი, რომელსაც დიდი ვენახი ჰქონდა და ვაზის ტოტებს ინახავდა ხოლმე. ამ ტოტებისგან ხელნაკეთი ნივთები გავაკეთე და საშობაო ბაზრობაზე გავიტანე.

ერთმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ წაიღო და გაყიდა, ფული კი აფრიკის ბავშვების დახმარების ფონდში ჩაირიცხა. 150 ნაკეთობა იყო, ერთი ხელნაკეთი კი ფონდის მუზეუმში დაიტოვეს წარწერით, რომ საქართველოს მოქალაქემ დაამზადა. ეს იყო ჩემი პირველი კარგი საქმე იტალიაში“, – გვეუბნება „გულო ბებო“.

გულო მიქანაძის ხელნაკეთი თოჯინები

ამ წლებში გულნარა მიქანაძემ დაწერა წიგნი ბავშვებისთვის – „დაუვიწყარი ერთი წელიწადი“, სადაც 11 წლის ბავშვის დღიურების სახით არის ამბები გადმოცემული.

„ეს არის ბავშვი, რომელიც გურიაში დატოვეს მშობლებმა და წავიდნენ უცხოეთში. ბავშვი ცხოვრობს ბებოსა და ბაბუასთან ერთად. მათ დიდი ვენახი აქვთ და ეს ბავშვი ყვება, როგორ ასწავლის მას არქიტექტორი ბაბუა ვენახის მოვლას. აქ შემოვიტანე ჩემი იტალიელი ბაბუს ისტორია, რომელიც მე მასწავლიდა მასთან მუშაობის დროს ვენახის მოვლას.

შემდეგ ბებია ასწავლის იტალიური კერძების მომზადებას და აქაც შემაქვს იტალიური კერძების მომზადების ამბები. რადგან წლების წინ კოლეჯში ვასწავლიდი სტუდენტებს შრომას, ამ ბავშვის ბებიაც ასწავლის 11 წლის გოგოს ხელსაქმეს და ასე შემაქვს წიგნში საინტერესო გაკვეთილები ჭრა-კერვაზე. ეს ამბები მოიცავს ერთ წელს და ამ ხნის განმავლობაში გოგონას დღიურში თავს იყრის ბევრი საინტერესო ამბავი“, – გვეუბნება გულო.

„გულო ბებოს“ ზღაპრის ხელნაკეთი გმირები

მეორე წიგნი, რომელიც „გულო ბებომ“ ბავშვებისთვის გამოსცა „საიდუმლო“ ჰქვია. წიგნი თავისი ხელნაკეთი თოჯინებით არის გაფორმებული. მესამე წიგნი კი გულნარა მიქანაძემ პირველ ზღაპარს მიუძღვნა. „ეს ზღაპარი რვა წლის ასაკში წავიკითხე და ძალიან შემიყვარდა. მას შემდეგ ყველგან ამ ზღაპარს ვყვებოდი. ჩემს ბიჭსაც, როცა პატარა იყო, ამ ზღაპარს ვუყვებოდი. უკრაინული ზღაპარია – „ტელესიკი“ ჰქვია. ვაპირებ, ეს ზღაპარი იტალიურ ენაზეც გამოვცე და ჩემი ხელნაკეთი თოჯინებით დავასურათო.

„შვილი მეუბნება, რაღა უკრაინულს ბეჭდავ, ჯერ ქართული ზღაპარი დაგებეჭდაო, მაგრამ რა ვქნა, ამ ზღაპრის თოჯინები მაქვს ჯერ მზად. ქართული ზღაპრებიდან დევი მყავს გაკეთებული, რომელიც კეთილია. ისეთი ლამაზი გამოვიდა!!!

ხომ გახსოვთ, ქართული ზღაპრები აგრესიულიაო, რომ განიხილავდნენ, ჰოდა ჩემი დევი კეთილი გავხადე“, – ამბობს გულნარა.

გულნარა ამბობს, რომ ბევრი გამოფენა ჰქონია, მათ შორის იტალიაშიც, თუმცა ფინანსური სარგებელი აქედან არ მიუღია. „პირველი წიგნი 500 ცალი დაიბეჭდა და 400 საჩხერეში შშმ ბავშვებს ვაჩუქე, დანარჩენიც მეგობრებს დავურიგე. თბილისში გაიყიდა და იმ თანხითაც ერთ-ერთ საბავშვო ბაღს დავეხმარეთ, სადაც ცუდი მდგომარეობა იყო. ვამზადებ მინიატურულ თოჯინებსაც, ერთი გმირი მყავს – „სომეხი რუბიკა“, გრძელი ცხვირი და გრძელი წითელი ნიფხავი აცვია, შავი ფართო ყურებით. ჩემს ფეისბუქმეგობრებს ისე მოეწონათ, ყველა მწერდა, „ახლა მე მომქსოვე, ახლა – მეო“.

ხელსაქმე სკოლაში, შრომის გაკვეთილებზე შეიყვარა. როცა ცივ ზამთარში სხვა ბავშვები ღუმელის ირგვლივ იყვნენ შემომსხდარები, მე მასწავლებელს ვეჯექი გვერდით და რასაც მასწავლიდა, ყველაფერს ვაკეთებდიო.

გაზაფხულზე, პანდემიის პერიოდში გულნარა მიქანაძე-სვანიძე ბათუმში დარჩა, თუმცა არც ამ პერიოდში ყოფილა პასიური. როგორც გვიყვება, მოხუცთა სახლშიც დადიოდა და ხელსაქმეს ასწავლიდა. „რომ დამინახავდნენ, მასწავლებელი მოვიდაო ამბობდნენ და მიხაროდა“, – გვეუბნება ის.

გულნარა ახლა უკვე ისევ იტალიაშია, სადაც ბევრი რამე შეცვლილი დახვდა. „იტალიაში დაბრუნების შემდეგ რაღაც დღეები ვერ ვმუშაობდი, გრაფიკიც შემეცვალა. ზღაპრები შესაძლოა ლაივში ვეღარ წავიკითხო, ამიტომ ჩავწერ და ისე მივაწვდი ბავშვებს. ამ შაბათისთვის ერთი კარგი ზღაპარი მაქვს მოფიქრებული.

30 მეორეკლასელი საქართველოში ყოველ საღამოს ელოდება ჩემს ზღაპარს. ეს ბავშვები ჩემი რძლის მოსწავლეები არიან, თუმცა ჯგუფი, სადაც ჩემი ზღაპრები იტვირთება, ღიაა და ყველას შეუძლია ზღაპრის ჩანაწერები ნახოს.

გულნარა მიქანაძე

ვისაც ხელნაკეთი თოჯინების დამზადება უყვარს, მას შეუძლია ფეისბუკზე „გულო ბებო და ხელმარჯვე ოსტატების“ გვერდს შეუერთდეს.

გულო ბებო ახლა 68 წლისაა. ამბობს, რომ პენსიონერი ადამიანისთვის საქართველოში ცხოვრება რთულია, თუმცა რამდენიმე წელიწადში მაინც ბათუმში აპირებს დაბრუნებას.

„მე იტალიიდან შემოსავალი რომ არ მქონდეს, ძალიან გამიჭირდებოდა. თბილისში, დილის გადაცემაში როცა ვიყავი მიწვეული, ერთმა მოქალაქემ დარეკა და მითხრა, იტალიაში რომ ცხოვრობ, იმიტომ ჩუქნი სხვებსო – მესმის ამ ადამიანებისაც, როცა 220 ლარი გაქვს პენსია და 80 ლარს წამალში იხდი. მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ადამიანმა საკუთარ თავს მოტივაცია თვითონ უნდა შეუქმნა და რაღაცით მაინც გაიხალისოს ცხოვრება“.

გამგეობას გამცილებლის დანიშვნა ვთხოვე, მითხრეს ქალაქის მეორე ბოლოში – მერიაში წადიო

ავტორი: ესმა გუმბერიძე, საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, იურისტი

______

იურიდიულის პირველი კურსის მიწურულს მედიაციის ტრენინგზე უფროსკურსელ მონაწილეებს ვუმტკიცებდი – კი, მაგრამ სამართალი ხომ შექმნილია სამართლიანობის, ადამიანის უფლებებისა და ღირებულებების უზრუნველსაყოფად-მეთქი. მათ კი მფარველის ტონით მკითხეს, თუ რომელ კურსზე ვარ. პასუხი რომ მოისმინეს, გამიღიმეს და კეთილგანწყობით მითხრეს: „გვესმის… ცოტა ხანში გაგივლის“.

მე კიდევ უნივერსიტეტიც დავამთავრე, იმის მერე 3 წელი აქტივისტური პრაქტიკაც მივაყოლე, მაგრამ ისევ იმისი მჯერა, რომ სამართალი იმისთვისაა საჭირო, სამართლიანობის მინიმალური სტანდარტი მაინც უზრუნველყოს რესურსებისა და სიკეთეების განაწილებაში.

დარწმუნებული ვარ, რომ ღირებულებები, ფასეულობები ადამიანს დრომ და გამოცდილებამ არ და ვერ უნდა გამოაცალოს, ვერ უნდა წაართვას.

მუნიციპალური სერვისებისა და ადმინისტრაციული საჩივრების ეფექტურად განხილვის თაობაზე ვესწრებოდი შეხვედრას. იქ გამოცდილი იურისტებიც იყვნენ, ვისაც ყოველდღიური ურთიერთობ აქვს მერიასთან, საკრებულოსთან, სხვადასხვა სსიპებსა და ააიპებთან. მათ ზუსტად იგივე პრობლემები დაასახელეს, რაც ჩვენ, სერვისების რიგითმა მოქალაქეებმა:

აქვე ვიტყვი, რომ შარშან სხვა შშმ ქალთან ერთად დავწერეთ განცხადება, სადაც თბილისის მერთან შეხვედრას ვითხოვდით. არც შეგვახვედრეს და წერილობითი პასუხიც კი არ გაგვცეს.

იურისტებმა თქვეს, რომ თუ მუნიციპალიტეტის სსიპებიდან/ააიპებიდან ცდილობენ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვას, ისინი ხშირად არც პასუხობენ ან ძალიან არღვევენ ვადებს.

ხშირად არბენინებენ მოქალაქეს ერთი სამსახურიდან მეორეში, ამისამართებენ, თვითონ კი არ უგზავნიან განცხადებას და დოკუმენტაციას. ერთი მეორესთან, მეორე ისევ პირველთან. მიდის სამსახურებს შორის ერთმანეთზე საქმის გადაბრალება-გადადება. მე ჩემი რაიონის გამგეობაში შევიტანე განცხადება გამცილებლის დანიშვნის თხოვნით.  მითხრეს მერიაში [ქალაქის მეორე ბოლოს] წადი და იქ შეიტანეო.

ბევრ ისეთ რამეზე უწევს ადამიანს მერიაში მისვლა, რისი გაკეთება დისტანციურადაც შეიძლება. მაგალითად, შშმ პირისთვის პარკირების ნებართვის ასაღებად რატომ არ შეიძლება, შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა და პირადობის მოწმობა ელფოსტით რომ გავაგზავნოთ, ორჯერ არ მოგვიწევდა მისვლა – ერთხელ განცხადების შესატანად და ერთხელ დოკუმენტის წამოსაღებად.

მოქალაქეს განცხადებაში მითითებულ მოთხოვნაზე უარს რომ ეუბნებიან, არ აკვალიანებენ საჩივარი როგორ დაწეროს. თვითონ თუ მიხვდა, როგორ დაწეროს ადმინისტრაციული საჩივარი ისე, რომ ახალ განცხადებად არ ჩაეთვალოს და სასამართლოში შეძლოს ჩივილი, თუ არა და მეორე და მესამე წრეზე მიდის, რაც მთავრდება ისევ განცხადებაზე უარის მიღებით. და ამ უარს სასამართლოში ვერ ასაჩივრებ, რადგან ფორმალურად ადმინისტრაციული გასაჩივრების მექანიზმით არ გისარგებლია.

ადმინისტრაციულ სამართალში, თავის დროზე ვისწავლე, რომ ადმინისტრაციული საჩივარი ზემდგომ ორგანოში ან ხელმძღვანელ პირთან ემსახურება საჯარო დაწესებულების თვითგაუმჯობესებას, ასევე სასამართლოს განტვირთვას. თუმცა პრაქტიკაში თურმე საჯარო სამსახურები ადმინისტრაციულ საჩივარსა და ზოგჯერ მისით მოთხოვნილ ზეპირ მოსმენას ფორმალობად აღიქვამენ. ცდილობენ თავიდან მოიშორონ, აქაოდა სასამართლომ გადამიწყვიტოსო.

სასამართლოს პირველი ინსტანციაც მოიხსენიეს დამსწრე იურისტებმა ფორმალობად. თქვეს, რომ შინაარსობრივად საქმეები ძირითადად წყდება სააპელაციო სასამართლოში. ამ ამბავმა თმა ყალყზე დამიყენა. სასამართლო განხილვა ისედაც ხანგრძლივი პროცესია და რესურსების უაზრო თქმა გამოდის როგორც მოსარჩელის, ასევე მოპასუხის მხრიდან. თქვეს, რომ მერია ჯიბრზე ხშირად უზენაეს სასამართლომდეც მიდის, არ ეგუება პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებას.

სასამართლო გადაწყვეტილებებიც კი ხშირად ვერ არის პირდაპირ აღსრულებადი. მაგალითად მოიყვანეს მშენებლობის ნებართვა, რომელსაც ბევრი კრიტერიუმის დაკმაყოფილება სჭირდება. ყველა მათგანის შინაარსობრივ განხილვაში სასამართლო ვერ შედის და თავისი გადაწყვეტილებით ნებართვის გაცემა არ შეუძლია. ის ეუბნება მუნიციპალიტეტს, რომ უკანონოა ნებართვის გაცემაზე მათი უარი [მითითებული საფუძვლები]. ეს ნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტმა ხელახლა უნდა შეისწავლოს დოკუმენტაცია და მიიღოს გადაწყვეტილება, გასცეს თუ არა ნებართვა. ისინი კი, ხშირად რამდენიმეწლიანი სასამართლო განხილვის შემდეგ, ისევ უარს ეუბნებიან სხვა საფუძვლით, რომელიც ისევ უნდა ასაჩივროს მოქალაქემ. ამასობაში მას შეიძლება მშენებლობის, შეკეთების მოტივაცია და ფულიც აღარ ჰქონდეს.

იურისტებთან ყოფნამ გამახსენა საუნივერსიტეტო წლები. მათ თქვეს, რომ მოხელეებად ხშირად მათი სტუდენტები მუშაობენ. უხარიათ, იციან, რომ კარგი იურისტები არიან, მაგრამ სამსახურებში დამკვიდრებულ პრაქტიკას ვერ ცვლიან საჯარო სამსახურის იერარქიულობისა და არადემოკრატიულობის გამო. ჩემთვის ამის მოსმენა მძიმე იყო. გამოდის, რიგით მოხელეს თავის პროფესიაში სიტყვა ვერ ეთქმის. ის უბრალო შემსრულებლად განიხილება უფროსობის მიერ და პრაქტიკის გაუმჯობესებაზე გავლენას ვერ ახდენს.

ბათუმის კლინიკებში 240 საწოლი დაამატეს კოვიდით ინფიცირებულებისთვის

ბათუმში საწოლფონდი 240-ით გაიზარდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 200 საწოლი კლინიკებში თერაპიული მიმართულებით გამოიყო, 40 კი – რეანიმაციული მიმართულებით.

აჭარაში სულ 12 კოვიდკლინიკაა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამჯერად კოვიდკლინიკებს დაემატა „მედინა“, რეფერალური ჰოსპიტალი და ბავშვთა საავადმყოფო, ასევე ქობულეთში კლინიკამ „ბომონდი“ რამდენიმე რეანიმაციული დანიშნულების საწოლი გამოყო. სამინისტროში განმარტავენ, რომ ეს კლინიკები დაახლოებით ერთი კვირაა კოვიდპაციენტებს უკვე იღებენ.

„მედინა“, რეფერალური ჰოსპიტალი და ბავშვთა საავადმყოფოც შერეული იქნება – აქ კოვიდპაციენტებს იზოლირებულ განყოფილებებში უმკურნალებენ.

E.coli-ის ბაქტერიით დაბინძურებული სასმელი წყალი სარფში – სეს

ბათუმსა და სარფში აღებული რამდენიმე ნიმუშის კვლევის შედეგად სასმელი წყალი დაბინძურებულია ისეთი მიკროორგანიზმებით, რომელთა არსებობა წყალში დაუშვებელია. სასმელ წყალში დარღვევების შესახებ ინფორმაცია სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა. სააგენტომ წყლის ნიმუშები 2020 წლის ივლისსა და აგვისტოში აიღო, შედეგები კი ოქტომბერში გამოაქვეყნა.

ბათუმსა და სარფში აღებული რამდენიმე ნიმუშის ლაბორატორიული კვლევით დადგინდა, რომ სასმელი წყალი დაბინძურებული იყო სხვადასხვა ბაქტერიით.

მაგალითად, სარფში, ერთ-ერთი ეზოს ონკანიდან აღებულ სასმელ წყალში აღმოჩნდა საერთო კოლიფორმები, ასევე E.coli და St.faecalis. ნორმის მიხედვით ეს ბაქტერიები სასმელ წყალში საერთოდ არ უნდა იყოს.

სარფში წყლის მიმწოდებელი შპს „ხელვაჩაურის წყალკანალია“. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სასმელ წყალში დარღვევის შესახებ ეცნობა ხელვაჩაურის მერიას და მიეცა რეკომენდაციები.

ბაქტერიები აღმოჩნდა ბათუმში, შარაშიძის ქუჩა N37-ში აღებულ სასმელ წყალშიც, მათ შორის საერთო კოლიფორმები და E.coli. აღნიშნულ მისამართზე წყალი ქალაქის საერთო ქსელით არ მიეწოდება, აქ წყალმომარაგებას ფიზიკური პირი რამინ ნაგერვაძე ახორციელებს. სააგენტოს ინფორმაციით, მასაც მიეცა რეკომენდაციები.

ორგანოლეპტიკური დარღვევა იყო სასმელ წყალში, რომლის ნიმუშიც ბათუმში, ბაქოს ქუჩაზე მდებარე რესტორან „შავი ზღვის“ სამზარეულოში აიღეს. წყლის მიმწოდებელი ამ შემთხვევაში ბათუმის მერიის შპს „ბათუმის წყალია“. სააგენტოს ინფორმაციით, წყალი იყო მღვრიე [სესის მონაცემებით, სიმღვრივე იყო 4.0 მგ/ლ. ნორმით კი დაშვებულია არაუმეტეს 3.5 მგ/ლ].

  • ბაქტერია St.faecalis – [ბინადრობს ადამიანის და სხვა ძუძუმწოვრების კუჭ-ნაწლავის ტრაქტებში. გვხვდება ჯანმრთელ პირთა უმეტესობაში, მაგრამ მან შეიძლება გამოიწვიოს ენდოკარდიტი და სეფსისი, საშარდე გზების ინფექციები (UTI), მენინგიტი და სხვა ინფექციები ადამიანებში].
  • საერთო კოლიფორმები – [კოლიფორმები (ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები) რომელთა უმეტესობა არ იწვევს დაავადებას. საერთო კოლიფორმებში შედის ბაქტერიები, რომლებიც გვხვდება ნიადაგში, წყალში (რომელზეც ზემოქმედება მოახდინა ზედაპირულმა წყლებმა) და ადამიანის ან ცხოველის ნარჩენებში].
  • ეშერიხია კოლი [E.coli – ბაქტერიების ჯგუფი, რომელთა ნაწილი პათოგენურია და იწვევს სხვადასხვა დაავადებას – დიარეა, საშარდე გზების დაავადება, პნევმონია და სხვ. ყველაზე ხშირად იდენტიფიცირებული დაავადების გამომწვევი არის E. coli O157:H7. ნებისმიერი ასაკის ადამიანი შეიძლება დაავადდეს ამ ინფექციით. განსაკუთრებით
    მცირე ასაკის ბავშვები და მოხუცები].

სურსათის ეროვნული სააგენტოს კონტროლის შედეგები:

დარღვევები სასმელ წყალში/წყარო: სეს

 

მთავარი ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

TV 25-ის საინფორმაციოს წამყვანი ავარიაში მოყვა – მას დახმარება სჭირდება

22 ნოემბერს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა სამაუწყებლო კომპანია TV 25-ის წამყვან-რეპორტიორი ია გოლიაძე.

TV 25-ის ცნობით, ია გოლიაძე ახლა სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული. ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა მას ოპერაცია სჭირდება სახეზე მიყენებული ტრავმების გამო.

დახმარების მსურველთათვის TV 25 ანგარიშის ნომერს ავრცელებს:

TBC ბანკი: GE81TB7953845061100041

მიმღები: ია გოლიაძე

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 579342424

მრჩეველი აჭარა TV-ის დირექტორის ერთწლიან მუშაობაზე – „მისი ქმედება ეწინააღმდეგება კანონს“

აჭარის ტელევიზიაში დასაქმებულთა კოლექტიური და ინდივიდუალური დევნა, სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტყუილსა და ძალის დემონსტრირებაზე დაფუძნებული ურთიერთობები, პროგრამული პრიორიტეტების შეუსრულებლობა – აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრი, გია ქარცივაძე მიიჩნევს, რომ ამ პროცესთან გვაქვს საქმე მას შემდეგ, რაც აჭარის ტელევიზიის დირექტორად გიორგი კოხრეიძე აირჩიეს. გია ქარცივაძე ფეისბუქში დირექტორის ერთწლიან მუშაობას აფასებს.

[toggle title=”გია ქარცივაძის შეფასება სრულად შეგიძლიათ ნახოთ აქ“]

საჯარო სამართლის იურიდიული პირის საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ერთწლიანი საქმიანობის შეფასება

  • შესავალი
  • დასაქმებულთა კოლექტიური და ინდივიდუალური დევნა
  • სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელყოფა
  • ტყუილსა და ძალის დემონსტრირებაზე დაფუძნებული ურთიერთობები
  • პროგრამული პრიორიტეტების შეუსრულებლობა
  • საბიუჯეტო სახსრების ფლანგვა
  • საქმისადმი გულგრილი დამოკიდებულება
  • სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებები
  • შეჯამება/შეფასება

სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრი გია ქარცივაძე

2020 წლის 22 ნოემბერი

შესავალი

სსიპ    ,,საზოგადოებრივი   მაუწყებლის   აჭარის    ტელევიზიისა   და   რადიოს“   (შემდგომში

,,მაუწყებელი“) მოქმედი დირექტორის გიორგი კოხრეიძის თანამდებობაზე არჩევა/დანიშვნა1 განხორციელდა 2019 წლის 22 ნოემბერს.

ქვემოთ მოცემული დოკუმენტის მომზადებისა და გამოქვეყნების მიზანია დირექტორის ერთწლიანი მუშაობის დროს გამოვლენილი ხარვეზების, გადაცდომებისა და სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების თავმოყრა ჩემი, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრის მხრიდან.

გიორგი კოხრეიძის დანიშვნამდე მაუწყებლის დირექტორის თანამდებობა 7 (შვიდი) თვის განმავლობაში ვაკანტური იყო და ის ამ პერიოდში გამოცხადებულ ყველა (4) კონკურსში მონაწილეობდა. მონაწილეობის პირველ ორ შემთხვევაში გიორგი კოხრეიძემ ხუთი შესაძლო ხმიდან ვერც ერთი ვერ მიიღო, მე-3 კონკურსში მიიღო ორი მრჩევლის, მე-4 კონკურსში კი – სამი მრჩევლის მხარდაჭერა, რაც საკმარისი აღმოჩნდა დირექტორის თანამდებობაზე მის დასანიშნად. უკანასკნელი (მე-4) კონკურსის დროს გ. კოხრეიძის მხარდამჭერ მრჩეველთა 2/3 განახლებული იყო, ხოლო ძველი წევრი წინა დირექტორისათვის გამოცხადებული უნდობლობის ერთ-ერთი ინიციატორი იყო2. ამ დანიშვნასთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ უკანასკნელ კონკურსამდე გ. კოხრეიძის განცხადების (მოთხოვნის) საფუძველზე სასამართლოს3 შეჩერებული ჰქონდა (23.09.2019-დან 16.11.2019-მდე) კონკურსი დირექტორის ვაკანსიაზე.

დროის ამ მონაკვეთში მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს საქმიანობა და მისი წევრების ურთიერთობა დირექტორთან ცალკე შეფასების საგნად უნდა იქცეს, ამიტომ ის აქ განხილული/შეფასებული არ იქნება.

წარმოდგენილი შეფასება ეფუძნება მაუწყებლის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების შესწავლას, მაუწყებლის მიერ განხორციელებული ქმედებების თაობაზე გამოთხოვილი ინფორმაციის ანალიზს და მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებას.

შეფასების საგნად ქცეულ დროის მონაკვეთში დირექტორმა განახორციელა არაერთი მოქმედება, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონთან, საქართველოს ორგანულ კანონთან ,,საქართველოს შრომის კოდექსთან“, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ დამტკიცებულ პროგრამულ პრიორიტეტებთან, მაუწყებლის დებულებასა და შინაგანაწესთან. არსებობს გონივრული ვარაუდი იმისა, რომ აღნიშნულ პერიოდში დირექტორის მიერ განხორციელებული ცალკეული ქმედებები შეიცავდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული დანაშაულის ნიშნებსაც.

დროის აღნიშნულ მონაკვეთში დირექტორის მიერ განხორციელებული არამართლზომიერი ქმედებების ძირითად   მიზანს წარმოადგენდა მაუწყებელში არსებული სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელყოფა და ამ დამოუკიდებლობის განმსაზღვრელი რგოლების/ხელმძღვანელი პირების სრული დაქვემდებარება. აღნიშნული მიზნის მისაღწევად გამოყენებული იქნა როგორც ფორმალურად კანონისმიერი საშულებები, ასევე ცალსახად უკანონო ქმედებები.

 

  • მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილება N01-01/22. https://ajaratv.ge/files/shares/bordi/2/2525-5.pdf
  • მრჩეველთა საბჭოს წევრები https://ajaratv.ge/boardtv/members; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს – 2018 წლის 01 ნოემბრის დადგენილება N77- უ.ს.რ.ს (გიგა ჩხარტიშვილის არჩევის შესახებ); 2019 წლის 25 ოქტომბრის დადგენილება N97-უ.ს.რ.ს (თამილა დოლიძის არჩევის შესახებ); 2019 წლის 25 ოქტომბრის დადგენილება N98-უ.ს.რ.ს (სოსო სტურუას არჩევის შესახებ); 2019 წლის 25 ოქტომბრის დადგენილება N96-უ.ს.რ.ს (თამარ წილოსანის არჩევის შესახებ);
  • ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 სექტემბრის განჩინება, საქმე #(3/467-2019) 010310119003192271

 მიზნის მისაღწევად დირექტორი არ მორიდებია დასაქმებულთა არც კოლექტიურ (მასობრივ) და არც ინდივიდუალურ/პერსონალურ დევნას მათ მიერ დაკავებული თანამდებობ(ებ)ის, გამოთქმული აზრისა თუ განხორციელებული ქმედებების გამო. უმეტეს შემთხვევაში დასაქმებულთა დევნის მიზეზი გახდა მათ მიერ დაკავებული პოზიციის პარალელურად კრიტიკული დამოკიდებულება დირექტორის საქმიანობის მიმართ. თუმცა, დირექტორს ყურადღების მიღმა არც ის დასაქმებულები დარჩენია, რომელთაც სარედაქციო მიმართულებით განსაკუთრებული თანამდებობები არ ეკავათ, მაგრამ კრიტიკულად აფასებდნენ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებს.

კრიტიკული დამოკიდებულების გამო დევნის ნათელი მაგალითებია: დირექტორის პირველი მოადგილის, ახალი ამბების სამსახურის უფროსის და მისი მოადგილის (სარედაქციო მიმართულებით), ასევე, ონლაინ მედიის სამსახურის უფროსის შემთხვევები. გამოხატული კრიტიკული პოზიციის  გამო დევნის ობიექტებად იქცნენ, ასევე, ახალი ამბების სამსახურში მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი, ამავე სამსახურის პროდუსერი და რეპორტიორები. დირექტორის ყურადღების მიღმა მათი კრიტიკული დამოკიდებულების გამო არც შემოქმედებითი მიმართულების წამყვან-რეპორტიორ(ებ)ი და რედაქტორ(ებ)ი დარჩენილან.

შეფასებისთვის აღებულ დროის მონაკვეთში, გარდა დასაქმებულთა კონსტიტუციით დაცული უფლებათა ხელყოფისა, თვალსაჩინო იყო განსაზღვრული პროგრამული პრიორიტეტების განზრახ შეუსრულებლობა, საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი და საფუძვლის გარეშე ხარჯვა (ფლანგვა), კანონითა და კანონქვემდებარე აქტებით განსაზღვრული იმპერატიული მოთხოვნების უგულებელყოფა, არაჯანსაღი (ტყუილსა და თვალთმაქცობაზე დაფუძნებული) ურთიერთობა დასაქმებულებთან, სახელმწიფოს კონსტიტუციურ ორგანოებსა თუ კერძო სამართლის სუბიექტებთან.

დასაქმებულთა კოლექტიური და ინდივიდუალური დევნა

მაუწყებლის        დირექტორმა        დანიშვნიდან        ერთ        თვეში        ყოველგვარი        კვლევის, ანალიზის/შეფასების გარეშე კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურების უგულებელყოფით მრჩეველთა საბჭოს მაუწყებლის დებულებაში ცვლილებების პროექტი წარუდგინა4. პროექტის მთავარი მიზანი იყო დირექტორის მოადგილის და სხვა ხელმძღვანელი პოზიციების გაუქმება, სტრუქტურული ერთეულების ფორმალური ცვლილება და ამ გზით ხელმძღვანელ პოზიციაზე მომუშავე რამდენიმე პირის ერთდროული გათავისუფლება5.

ცვლილებების პროექტის წარდგენა თანამშრომელთა დათხოვნის სამართლებრივი საფუძვლის შექმნას რომ ისახავდა მიზნად, მოგვიანებით იმ გარემოებამაც დაადასტურა, რომ წარუმატებელი  მცდელობის  შემდეგ  მისი  განხილვა/პოპულარიზაცია მხოლოდ მას შემდეგ შეწყდა,6 რაც დირექტორმა გასათავისუფლებელი დასაქმებულების გათავისუფლებისა თუ გადაყვანის სხვა უკანონო ინდივიდუალური დევნის მექანიზმი აღმოაჩინა.7

საკუთარი აზრისა და კრიტიკული დამოკიდებულების გამო ინდივიდუალური დევნის მსხვერპლი გახდა ახალი ამბების სამსახურში პროდიუსერი ნათია შავაძე, რომელთანაც სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტას8 დირექტორი იმით ხსნიდა, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადა ამოიწურა და არ ჰქონდა უფლებამოსილება (დადგენილი შიდა რეგულაციით9), მასთან გაეგრძელებინა შრომითი ურთიერთობა10. ამ ახსნას შეიძლება დროის იმ მონაკვეთში ფორმალური საფუძველი გააჩნდა, მაგრამ მოგვიანებით მასთან (დირექტორთან) ლოიალურ დამოკიდებულებაში მყოფ სხვა დასაქმებულებთან შრომითი ურთიერთობის გაგრძელებამ (სხვადასხვა მექანიზმების გამოყენებით11, მათ შორის ამავე სამსახურში) ნათელი გახადა, რომ პროდიუსერთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი იყო მისი კრიტიკური დამოკიდებულება დირექტორის საქმიანობასთან მიმართებაში, გაცხადებული საფუძველი (ვადის გასვლა) კი მხოლოდ ფორმალური მიზეზი იყო მის გასანთავისუფლებლად.

კოლექტიური დევნის12 პარალელურად ინდივიდუალური დევნის ობიექტი იყო დირექტორის პირველი მოადგილე ნათია ზოიძე. ჯერ კიდევ საავადმყოფო ფურცელზე მყოფის მიერ საკუთარი განცხადებით განთავისუფლების მოთხოვნამდე, ის განიცდიდა სამსახურებრივ საქმიანობაში ფიზიკურ ხელშეშლას (სამუშაო გარემოს შეზღუდვას), განსახორციელებელი საქმიანობის შეზღუდვას (ხელშეკრულებაში ცალმხრივად შეტანილი ცვლილებები), საფუძვლის გარეშე დისციპლინური წარმოების დაწყებას და დამსაქმებლის მხრიდან გამოხატულ აშკარა იგნორირებას, რომლებმაც ერთობლიობაში შექმნა მოცემულობა (მტრული გარემო), რომლის ატანაც ფიზიკურად შეუძლებელი იყო13.

პარალელურად დევნის ობიექტი14 იყო ახალი ამბების სამსახურის უფროსი შორენა ღლონტი. დირექტორმა მაუწყებლის შინაგანაწესით განსაზღვრული პროცედურების დარღვევით15 დაიწყო დისციპლინური წარმოება მის წინააღმდეგ16. სამსახურის უფროსის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყებამდე და დაწყების შემდეგ დადგენილი/არსებული ფაქტობრივი გარემოებები უდაოდ მიუთითებდა იმაზე, რომ სამსახურის უფროსის კავშირი ,,დარღვევად“ შეფასებულ ქმედებასთან იყო ფორმალური, სადაოდ შეფასებულ ქმედებაზე რეაგირება კი – ხანდაზმული. მიუხედავად აღნიშნულისა, დირექტორმა შრომის კოდექსისა და შინაგანაწესით  გათვალისწინებულ  იმპერატიულ  მოთხოვნათა  უგულებელყოფით  მის მიმართ გამოიყენა უმკაცრესი სახდელი17 და ამ სახდელის გამოყენების შემდეგ მისი ,,სიჩუმის“ მოპოვებას ანაზღაურების შენარჩუნებით შეეცადა18, თუმცა, ღლონტს დირექტორის საქმიანობის მიმართ კრიტიკული მოსაზრებები ახალ პოზიციაზე არ შეუცვლია, რაც საბოლოოდ მისი სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი გახდა.

დირექტორის 2019 წლის 31 დეკემბრის N 02-26/621 წერილი; დირექტორის 2019 წლის 31 დეკემბრის N02-05/41 ბრძანება;

 დირექტორის 2017 წლის 08 მაისი ბრძანება N02-03/10 https://www.ajaratv.ge/files/

04/06/2020 წ. N 02-19/1211 წერილობითი პასუხი; https://ajaratv.ge/files/shares/konkursisshedegebi-converted.pdf

 დირექტორის 2020 წლის 11 თებერვლის N02-26/393 წერილობითი შეტყობინება; https://batumelebi.netgazeti.ge/news/256777/

ახალი ამბების სამსახურის უფროსის დევნის პარალელურად დირექტორს მხედველობიდან არ გამორჩენია ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილე სარედაქციო მიმართულებით მაია მერკვილაძე. მოადგილის მიერ დაკავებული პოზიციის გასაუქმებლად წამოწყებულ წარმოებას19, გარდა იმისა, რომ წინააღმდეგობაში იყო საკანონმდებლო რეგულაციებთან20, არანაირი არგუმენტი (გასაზიარებელი დასაბუთება) არ გააჩნდა21. მიუხედავად აღნიშნულისა, დირექტორმა მაინც ჩამოაშორა22 მაუწყებლის სატელევიზიო ახალი ამბების მომზადების ნაწილს მოადგილე (გადაიყვანა რადიოში23). ის, რომ დირექტორის აღნიშნული ქმედება მიმართული იყო მხოლოდ ამ კონკრეტული მოადგილის წინააღმდეგ, დასტურდება იმითაც, რომ ამ სტრუქტურული ერთეულის გარდა, სხვა სტრუქტურული ერთეულის არც ერთი მოადგილის მიმართ პოზიციის შინაარსობრივი ცვლილება არ განხორციელებულა.24 ამ კონკრეტულ ცვლილებას დირექტორი სრულიად გაუგებრად, მაგრამ იმით ასაბუთებდა25, რომ არ სჭირდებოდა ერთი სტრუქტურის შიგნით რამდენიმე პასუხისმგებელი პირი. აღნიშნული ცვლილებების ამოქმედებამდე და შემდეგაც დირექტორმა ქვემდებარე კი არა, პარალელური თანამდებობები (პასუხისმგებელი პირები) შექმნა/გააჩინა არა მარტო სტრუქტურული ერთეულების დონეზე,26 არამედ უფრო ქვედა დონეზეც – განყოფილებაში.27

მაუწყებლის ახალი ამბების სამსახურიდან უფროსისა და მისი მოადგილის იძულებით გაყვანის შემდეგ, თითქოს უნდა დასრულებულიყო დასაქმებულთა დევნა ამ სტრუქტურულ ერთეულში, მაგრამ მხოლოდ სარედაქციო წმენდა არ აღმოჩნდა საკმარისი დირექტორისთვის. მას მხედველობის არეალიდან არ გამორჩენია ის ჟურნალისტები (რეპორტიორები, წამყვანები), რომლებიც საჯაროდ აკრიტიკებდნენ მის გადაწყვეტილებებს.28

შეფასების საგნად ქცეულ დროის მონაკვეთში მაუწყებლის დირექტორის მიერ განხორციელებულ უკანონო ქმედებებს გამოხმაურება/შეფასება მოჰყვა როგორც საერთაშორისო29,  ასევე,   ადგილობრივი  ორგანიზაციებისა30 და  საქართველოს  სახალხო

  • დირექტორის 2020 წლის 28 თებერვლის N02-05/20 ბრძანება – გათავისუფლებაზე;
  • დირექტორის 2020 წლის 02 მარტის N02-05/21 ბრძანება; დირექტორის 2020 წლის 22 აპრილის N02-05/51 ბრძანება;

 დირექტორის 2020 წლის 02 ივნისის N02-05/64 ბრძანება; https://batumelebi.netgazeti.ge/news/281295/

  • დირექტორის 2020 წლის 13 თებერვლის N 02-19/431 მიმართვა მრჩეველთა საბჭოს; მრჩეველთა საბჭოს 2020 წლის 17

 თებერვლის განცხადება https://ajaratv.ge/files/shares/bordi/ssssasads.jpg;

  • საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი“; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

 დირექტორის 2020 წლის 13 თებერვლის N 02-19/431 მიმართვას თანდართული განმარტებითი ბარათი; https://batumelebi.netgazeti.ge/news/254866/

დამცველის მიერ31. აღნიშნულმა ორგანიზაციებმა მათი სპეციფიკის გათვალისწინებით, განცხადებებით, რეკომენდაციებითა და წინადადებებით მიმართეს მაუწყებლის დირექტორს, რათა შეეწყვიტა როგორც სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელყოფისაკენ მიმართული ქმედებები, ასევე, დასაქმებულთა დევნა და მათ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა. იმის გათვალისწინებით, რომ დასაქმებულთა მიმართ დირექტორის მხრიდან განხორციელებული უკანონო ქმედებების ძირითადი ნაწილი დეტალურად აღწერილი და შეფასებული აქვთ აღნიშნულ ორგანიზაციებს (რასაც სრულად ვეთანხმები და ვიზიარებ), მათ დეტალურ აღწერას და განხილვას შეფასების ამ დოკუმენტში აღარ მოვახდენ.

სარედაქციო  დამოუკიდებლობის ხელყოფა

მაუწყებელს კანონისმიერი ვალდებულება გააჩნია ჩამოაყალიბოს/შექმნას ისეთი სტრუქტურული ერთეულები, რომლებიც უზრუნველყოფენ მათ რედაქციულ დამოუკიდებლობას.32 სტრუქტურული ერთეულების სარედაქციო დამოუკიდებლობის ზოგად გარანტიების, ასევე, ითვალისწინებს კანონიც,33 მაგრამ ეს მოწესრიგება ქმედითია მაშინ, როცა ხელმძღვანელი ორგანოებიდან ერთ-ერთი მაინც არის მოწოდების სიმაღლეზე ან/და გარე მაკონტროლებლის საქმიანობა არის ეფექტიანი.

  • ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 359 -მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი;
  • ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 353 – მუხლი;

 შეფასებისთვის აღებულ დროის მონაკვეთში, სამწუხაროდ, არც შიდა მექანიზმი34 და არც გარე მაკონტროლებელი35 აღმოჩნდა ეფექტიანი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის დასაცავად.

დირექტორის დანიშვნის პირველივე დღეს ნათელი იყო, რომ დირექტორს პრეტენზიები გააჩნდა მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის მიმართ და იგი იმდენად მოცულობითი იყო,36 რომ შემჩნევა ობიექტურ დამკვირვებელს არ უნდა გასჭირვებოდა.

საქმიანობის დაწყებისას პირველივე ქმედებები მიმართული იყო იმ სტრუქტურული ერთეულებისა თუ დასაქმებულების მიმართ/წინააღმდეგ, ვინც მაუწყებლის ახალი ამბების აქტიური შემქმნელები იყვნენ (თავიანთი სამსახურებრივი პოზიციის გათვალისწინებით), მაგრამ აქაც მნიშვნელოვანი გახდა პრიორიტეტული მიმართულებების თანმიმდევრობა: თავდაპირველი სამიზნე გახდა სატელევიზიო მიმართულების ახალი ამბები, შემდეგ – ვებ-პლატფორმა, მოგვიანებით კი – ცალკეული გადაცემები.

საქმიანობის პირველ კვარტალში მაუწყებლისთვის სატელევიზიო ახალ ამბებს კეთებას უკვე ჩამოშორებული იყვნენ სამსახურის უფროსი37, მოადგილე სარედაქციო მმართულებით38, პროდიუსერი39, მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი40, დღის საინფორმაციო გამოშვების წამყვან/რეპორტიორი,41 მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში პოლიტიკური მიმართულების შემქმნელი რეპორტიორი42, მაუწყებლის რეპორტიორი დედაქლაქში43 და მაუწყებლის ზოგად საინფორმაციო პოლიტიკაზე პასუხისმგებელი პირი44.  საქმიანობის მეორე კვარტლის მიწურულს კი დედაქალაქში (თბილისის ბიუროში) დასაქმებული ყველა ჟურნალისტი45 შეცვლილი იყო.

საქმიანობის პირველივე კვარტალში დირექტორმა უარი განაცხადა ჟურნალისტური საგამოძიებო ფილმების შეძენაზე, მიუხედავად იმისა, რომ მისი შეძენისა და განთავსების ვალდებულება განსაზღვრული იყო პროგრამული პრიორიტეტით46 და ამ მიმართულებას დამტკიცებული ბიუჯეტის მუხლი სპეციალურად ითვალისწინებდა47.

დანიშვნიდან ხუთ თვეში ახალი ამბების სამსახურში უფროსის ვაკანტური თანამდებობა, პერსონალურად შექმნილი საკონკურსო მოთხოვნებითა48 და ერთი სუბიექტის მონაწილეობით დაიკავა დირქტორის პირველმა მოადგილემ.49

 

  • მაუწყებლის მრჩეველთა საბჭო;
  •  საერთო სასამართლო;
  • https://ajaratv.ge/article/51928; https://ajaratv.ge/article/51948; https://batumelebi.netgazeti.ge/news/241395/;
  • შორენა ღლონტი – გათავისუფლა 2020 წლის 28 თებერვალს;
  • მაია მერკვილაძე – გათავისუფლა 2020 წლის 24 თევერვალს;
  • ნათია შავაძე – გათავისუფლა 2019 წლის 31 დეკემბერს;
  • თეონა ბაკურიძე – გათავისუფლა 2020 წლის 13 მარტს;
  • თეონა თურმანიძე – გადაიყვანა რადიოში 2020 წლის 21 აპრილს;
  • თეონა ხარაბაძე – გადაიყვანა არარსებულ ბიუროში, დირექტორის 2020 წლის 23 მარტის N02-26/865 წერილი;
  • ნინო ხოზრევანიძე – პროტესტის ნიშნად წავიდა სამსახურიდან 2020 წლის 01 მარტიდან;
  • ნათია ზოიძე – გაათავისუფლა 2020 წლის 05 თებერვლიდან;
  • ანი ბოჭორიშვილი; ნინო ხოზრევანიძე; ნათია კოპალიანი;
  • შეთანხმებული მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს 2018 წლის 02 ივლისის N01-01/17 გადაწყვეტილებით; https://ajaratv.ge/files/video/Sainformacio/2016/IANVARI/111_1.pdf
  • შეთანხმებული მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს 2019 წლის 29 ნოემბრის N01-01/23 გადაწყვეტილებით; https://ajaratv.ge/files/shares/bordi.pdf
  • https://ajaratv.ge/files/shares/pdf/sainformacio.pdf
  • https://batumelebi.netgazeti.ge/news/270040/; დირექტორის 2020 წლის 24 თებერვლის N02-05/13 ბრძანება; დირექტორის 2020 წლის 16 აპრილის N02-05/50 ბრძანება;

დანიშვნიდან ექვს თვეში ახალი ამბების სამსახურში გამოსაცდელი ვადით იქნენ მოწვეული პასუხისმგებელი პირები50 (რედაქტორები), მიუხედავად იმისა, რომ ამავე სამსახურში იყო რამდენიმე ადამიანი (მათ შორის მოქმედი რედაქტორები51), რომლებიც დროის სხვადასხვა, მათ შორის, კრიტიკულ მონაკვეთში სამსახურის უფროსის თუ უფროსის მოვალეობას პირნათლად ასრულებდნენ.

დანიშვნიდან ოთხ თვეში ისედაც მწირი ადამიანური რესურსისა და შესაძლებლობის ზღვარზე მომუშავე საინფორმაციო-ანალიტიკური მიმართულება რეპორტიორის გარეშე დატოვა52.

დანიშვნიდან ხუთ თვეში სტრუქტურული ერთეული, რომელიც პასუხისმგებელი იყო ონლაინ მიმართულებაზე (ვებ-პლატფორმაზე), უფუნქციო გახადა53, დებულებით განსაზღვრული ფუნქციები კი მის მიერ ხელშეკრულებით აყვანილ/დანიშნულ სუბიექტს54 სხვა პარალელურ ფუნქციებთან ერთად დააკისრა/შეუთავსა.

შეფასებისთვის აღებულ დროის მონაკვეთში დირექტორმა საქმიანობას ჩამოაშორა შემოქმედებით  სამსახურში სარედაქციო მიმართულებაზე პასუხისმგებელი პირი55, ამავე სამსახურის  ყოველდღიური  პირდაპირი  ეთერის  სოციალური  გადაცემის (პროექტის)

წამყვანი/რეპორტიორი56 და პირდაპირი ეთერის შემეცნებითი-გასართობი გადაცემის რედაქტორი.57

თავდაპირველად, ახალი სეზონის დაწყების მოტივით, ხოლო მოგვიანებით, ახლადშექმნილი კომისიის რეკომენდაციაზე მითითებით, სატელევიზიო სივრციდან პრაქტიკულად გააქრო კრიტიკულად მნიშვნელოვანი გადაცემები.58

დონორების მიერ თანადაფინანსებითა და დამოუკიდებლად მომზადებული პროდუქტის (სოციალური გადაცემის ,,ათვლის კუთხის“) შესაჩერებლად, ჯერ დაფინანსების წყაროების მოკვლევით, შემდეგ ფინანსური რესურსის ოდენობის გარკვევით, ხოლო მოგვიანებით ამ ფინანსური რესურსების მიმღებ პირებზე ფსიქოლოგიური ზეწოლით ცდილობდა პროექტის/გადაცემის გაჩერებას.59 დირექტორმა დასახულ მიზანს მაინც მიაღწია ახალი სეზონის დაგეგმვის მიზეზით. გადაცემა ივლისის შემდეგ სატელევიზიო ეთერში აღარ გადის60, მის ავტორებს კი კითხვებზე პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.

პირად  მოტივებზე  დაფუძნებული, შერჩევითი  მიდგომების  გამოყენებით,  დირექტორი ახალი   ამბების  სამსახურში  დასაქმებულებზე  ახორციელებდა  ფსიქოლოგიურ     ზეწოლას

  • დირექტორის 2020 წლის 30 მარტის N02-05/40 ბრძანება; დირექტორის 2020 წლის 10 აპრილის N02-05/44 ბრძანება; დირექტორის 2020 წლის 04 მაისი N02-05/57 ბრძანება; დირექტორის 2020 წლის 01 ივლისის N02-05/75 ბრძანება;
  •  ირინე ყურუა; ლაშა ზარგინავა; ცირა სურმანიძე; მეგი შავლაყაძე; შალვა კვასხვაძე;
  • 2020 წლის 27 მაისის N02-19/1147 წერილის დანართი; https://ajaratv.ge/article/56077; https://batumelebi.netgazeti.ge/news/257339/
  • https://ajaratv.ge/article/58006; https://ajaratv.ge/article/58123
  • დირექტორის 2020 წლის 10 აპრილის N02-05/44 ბრძანება;
  • დირექტორის 2020 წლის 30 ივლისის N02-05/77 ბრძანება;
  • დირექტორის 2020 წლის 11 მაისის ბრძანება; https://ajaratv.ge/article/58755; https://ajaratv.ge/article/59147 ; https://batumelebi.netgazeti.ge/news/276365/
  • დირექტორის 2020 წლის 30 ივლისის N02-05/78 ბრძანება;
  • დირექტორის 2020 წლის 18 ნოემბრის N02-19/2814 წერილის დანართი; დირექტორის 2020 წლის 22 ოქტომბრის N02-26/2539 წერილი;
  • დირექტირის 2020 წლის 29 მაისის N 02-22/202; დირექტორის 2020 წლის 21 ივლისის N02-22/282 წერილი; მაუწყებლის 2020 წლის 15 ივნისის N02-26/1304 წერილი; მაუწყებლის 2020 წლის 15 ივნისის N02-26/1315 წერილი; დირექტორის 2020 წლის 15 მაისის N02-22/86 წერილი;
  • დირექტორის 2020 წლის 30 ივლისის N02-03/25 ბრძანება;

 მათი პარალელური სამუშაო ადგილების, ანაზღაურებადი საქმიანობისა თუ განათლების შესახებ ინფორმაციის წარდგენის იძულებით.61

ტყუილსა და ძალის დემონსტირებაზე დაფუძნებული  ურთიერთობები

ფაქტია, რომ დირექტორი მისი პირველი მასშტაბური ინიციატივის (დებულებაში ცვლილებების პროექტისათვის) მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანით/ტყუილით, თითქოს აღნიშნული ცვლილებით არაფერი არ შეიცვლებოდა მაუწყებელში.62 თუ მისი პირველი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა მრჩეველთა საბჭოს ერთ-ერთი წევრის63 ჯანსაღი პოზიციის გამო, მომდევნო, შედარებით მცირე მასშტაბის, მაგრამ ახალი ამბების მიმართულებით განსახორციელებელ არსებით  (საშტატო განრიგში) ცვლილებაზე საკმარისი (3 მრჩევლის) მხარდაჭერა მიიღო64 ტყუილზე დაფუძნებული განცხადებით/დაპირებებით.65

გაცხადებული ტყუილის დოკუმენტურად დადასტურებულ შემთხვევას წარმოადგენს მაუწყებლის ურთიერთობა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან, კერძოდ: შიდა განხილვებსა თუ საჯარო განცხადებებში დირექტორი ან/და მისი უშუალო წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ მათთან დაცული პერსონალური მონაცემები თვითონვე გაასაჯაროვეს (მაღალ საზოგადოებრივ ინტერესზე მითითებით)66, ხოლო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან კომუნიკაციის დროს აცხადებდნენ, რომ თითქოს მათთვის უცნობი იყო, თუ საიდან გავრცელდა საინფორმაციო საშუალებებში დაცული პერსონალური მონაცემები. უფრო მეტიც, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან ურთიერთობაში მაუწყებელი შეეცადა პერსონალური მონაცემების გასაჯაროება სამართალდამცავი ორგანოსთვის (შსს) ,,დაებრალებინა“.67

დოკუმენტურად დადასტურებული საერთაშორისო მასშტაბის68 გაცხადებული ტყუილის კატეგორიას მიეკუთვნება სარედაქციო საბჭოს ამოქმედებაც.69 შეფასების საგნად ქცეულ დროის მონაკვეთში მაუწყებელში სარედაქციო საბჭოს არც ერთი შეკრება/სხდომა არ გამართულა.70

ძალის   დემონტრირების თვალსაჩინო  მაგალითებია: მაუწყებელში  ახლად შექმნილ პროფესიულ      გაერთიანებასთან მედიაციის პროცესის შეწყვეტა,71 უსაფუძვლოდ გაჭიანურებული  დისციპლინური  წარმოებები72,  საფუძვლით თუ საფუძვლის გარეშე

  • დირექტორის 2020 წლის 18 მარტის N02-26/841 წერილი;
  • მრჩეველთა საბჭოს 2019 წლის 26 დეკემბრის სხდომა https://ajaratv.ge/boardtv/meeting/5678; დირექტორის 2020 წლის 31 იანვრის N 02-19/278 წერილობით პასუხის დანართი;
  • მრჩეველთა საბჭოს წევრი – თამარ წილოსანი;
  • მრჩეველთა საბჭოს 2020 წლის 19 თებერვლის N01-01/03 გადაწყვეტილება https://ajaratv.ge/files/shares/pdf/1113.pdf ;
  • მრჩეველთა საბჭოს 2020 წლის 19 თებერვლის სხდომა

66 მრჩეველთა საბჭოს 2020 წლის 07 აგვისტოს სხდომა https://ajaratv.ge/files/shares/; https://ajaratv.ge/article/65520;

  • სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 2020 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილენა Nგ-1/322/2020;
  • აჭარის მაუწყებლის დირექტორმა მედიის საკითხებში გაეროსა და ეუთოს წარმომადგენლებს სახალხო დამცველის საპასუხო წერილით მიმართა https://ajaratv.ge/article/65505;

 

პირველსავე შემთხვევებში უმკაცრესი დისციპლინური სახდელის გამოყენება,73 საფუძვლისა და სუბიექტის თანხობის გარეშე სამსახურებრივი გადაადგილება74, დასაქმებულთა საქმიანი გამოცდილებისა და მათი კვალიფიკაციის უგულებელყოფ75, შიდა მარეგულირებელი აქტების პირად ინტერესზე (სურვილებზე) მორგება76, დასაქმებულისთვის წერილობითი მითითება გამოთქმული მოსაზრების საჯარო უარყოფაზე77, დასაქმებულთა სამუშაო ადგილზე არდაშვება, პროფესიული გაერთიანების ხელმძღვანელისთვის მაუწყებლის შენობაში შესვლის აკრძალვა.

სხვა მოცემულობასთან ერთად, ძალის დემონსტრირების აშკარა მაგალითებია: მაუწყებელში შექმნილი/ჩამოყალიბებული ალტერნატიული პროფესიული გაერთიანების სრული უარყოფა/იგნორირება78, განსაზღვრული პროგრამული პრიორიტეტების შეუსრულებლობა, პანდემიის მიზეზით თვეების79 განმავლობაში გადაცემების შეჩერება80, კონკრეტული გადაცემებისათვის ეთერის შეზღუდვა81 ან/და საერთოდ გაუქმება82, სამაუწყებლო სიგნალის საერთოდ გათიშვა.83

ტყუილის, თვალთმაქცობის და ძალის დემონსტრირების ერთობლივი მაგალითებია, მაუწყებელში გამართული ღია/საჯარო კონკურსები,84 კერძოდ: შეფასებისთვის ქცეულ დროის მონაკვეთში იმ თანამდებობებზე, სადაც დროებით მოხდა თანამშრომლების მოყვანა (მოვალეობის შემსრულებლების – განსაზღვრული ვადით), იმავე პოზიციებზე გამოცხადებულ ყველა კონკურსში (ძირითადად ერთი კანდიდატის მონაწილეობით), მოვალეობის შემსრულებლებმა მიაღწიეს წარმატებას.85

73 ახალი ამბების სამსახურის უფროსის გათავისუფლება; მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანის გათავისუფლება; ალტერნატიული პროფესიული კავშირის ხელმძღვანელის გათავისუფლება; შემოქმედებით სამსახურში ხელმძღვანელი რედაქტორის გათავისუფლება; დილის გადაცემის ხელმღვანელის/რედაქტორის გათავისუფლება; შემოქმედებით სამსახურში გრაფიკოსის გათავისუფლება;

დებულებით განსაზღვრული სტრუქტურული ერთეულის ფუნქციის გარეშე დატოვება; მაუწყებელში თანამშრომელთა მიღების წესში ცვლილება;

  • დირექტორის 2020 წლის 26 მარტის N02-19/897 წერილი; დირექტორის 2020 წლის 24 მარტის N02-09/49 ბრძანება;
  • https://batumelebi.netgazeti.ge/news/305881/; https://batumelebi.netgazeti.ge/news/279313/; გადაცემა ,, ჰეშთეგი“ (კვირაში 5 დღე იყო და 2020 წლის 12 ნოემბრიდან კვირაში ერთხელ გადის ეთერით);

 2020 წლის 27 მარტის N02-09/51 ბრძანება; https://ajaratv.ge/files/shares/pdf/sainformacio.pdf; დირექტორის 2020 წლის 30 ივლისის N02-09/101 ბრძანება; https://ajaratv.ge/files/shares/pdf/konkuirsi/k37.pdf ; დირექტორის 2020 წლის 16 სექტემბრის N02-09/145 ბრძანება; https://ajaratv.ge/files/shares/pdf/212.pdf; დირექტორის 2020 წლის 03 აგვისტოს N02-09/106 ბრძანება; https://ajaratv.ge/files/shares/pdf/konkuirsi/saavt2.pdf; დირექტორის 2020 წლის 03 აგვისტოს N02-09/107 ბრძანება; https://ajaratv.ge/files/shares/pdf/konkuirsi/web1.pdf ; დირექტორის 2020 წლის 06 ოქტომბრის N02-09/63 ბრძანება; https://ajaratv.ge/files/shares/pdf/fdddddd.pdf;

ძალის დემონსტრირებისა და არაკომპეტენტურობის თვალსაჩინო მაგალითია ,,ინტერნეტში/სოციალურ ქსელში ქცევის წესების“ იმ რედაქციით მიღება/დამტკიცება86, რომლის მოქმედებაც სასამართლომ შეაჩერა.87 აღნიშნული წესის შინაარსის შეფასებამდე, მნიშვნელოვანია მისი მიღების დრო. დროის ამ კონკრეტულ მონაკვეთში, ახალი ამბების სამსახურს ძირითადად ჩამოშორებული იყვნენ ხელმძღვანელი პირები, ონლაინ მედიის სამსახური უფუნქციოდ იყო დარჩენილი, სხვა კრიტიკული გადაცემები საგანგებო მდგომარეობის მოქმედების მიზეზით იყო შეჩერებული, ამდენად, თანამშრომლებს მაუწყებლის შიგნით მიმდინარე მოვლენებზე საზოგადოების ინფორმირების ერთადერთი საშუალება – სოციალური ქსელი ჰქონდათ დარჩენილი და იმის დახშობასაც ცდილობდა დირექტორი. აღნიშნული წესის საჯარო შეფასება/კრიტიკა გახდა ფორმალური საფუძველი წამყვან/რეპორტიორის თეონა თურმანიძის სატელევიზიო ეთერიდან ჩამოშორებისა,88 ხოლო თეონა თურმანიძის საჯარო დაცვა ფორმალურ საფუძვლად დაედო პროფესიული გაერთიანების ხელმძღვანელის, მალხაზ რეხვიაშვილის გათავისუფლებას.89 რაც შეეხება აღნიშნული წესით მოწესრიგებულ ურთიერთობას, ის ძირითადად მიმართულია მაუწყებელში დასაქმებული თანამშრომლების კონსტიტუციით დაცული გამოხატვის უფლების შეზღუდვისაკენ.90

პროგრამული პრიორიტეტების შეუსრულებლობა

საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე (შიდა სამართლებრივი) აქტებით განსაზღვრული/დადგენილი პროგრამული პრიორიტეტების შეუსრულებლობა მაუწყებლისთვის ყოველთვის პრობლემას წარმოადგენდა. წარსულ შემთხვევებში თუ აღნიშნული გარემოება ძირითადად განპირობებული იყო ობიექტური მიზეზებით, შეფასებისთვის განსაზღვრულ დროის მონაკვეთში მას დაემატა დირექტორის სუბიექტური დამოკიდებულება.

პროგრამული პრიორიტეტები, რომლებიც წარსულშიც არ სრულდებოდა და აღნიშნული გარემოება არაერთი შიდა თუ საჯარო მსჯელობის საგანი გამხდარა,91  არც შეფასების საგნად ქცეულ დროის მონაკვეთში არ შესრულებულა. უფრო მეტიც, გარკვეული მიმართულებით გაუარესდა კიდეც92.

სუბიექტური დამოკიდებულების გათვალისწინებით მაუწყებელმა შეფასების საგნად ქცეულ დროის მონაკვეთში არ შეასრულა ჟურნალისტური გამოძიების მიმართულებით განსაზღვრული  და  დაფინანსებული  პროგრამული  პრიორიტეტი.93  დირექტორის  მიერ  ამ მიმართულების შესავსებად მითითებული პროდუქტი94 კი არანაირ კავშირში არ არის ჟურნალისტურ გამოძიებასთან და ის მიზნად ისახავს მრჩევლ(ებ)ის შეცდომაში შეყვანას (მოტყუებას).

საბიუჯეტო სახსრების ფლანგვა

შეფასების საგნად ქცეულ დროის მონაკვეთში მაუწყებელმა დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი გადაიხადა იმ დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაში, რომელთაც ერთი წუთიც არ უშრომიათ მაუწყებლისთვის. დირექტორის განცხადებით, საბიუჯეტო სახსრების უსაფუძვლო ხარჯვის მიზეზს წარმოადგენდა მსოფლიოში არსებული პანდემია95. გარკვეულწილად შეიძლება ეს გასათვალისწინებელიც იყო/არის მაუწყებლის სოციალური პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც დასაქმებულთა გარკვეულ ჯგუფს გააჩნდა დისტანციური მუშაობის გამოცდილება და მათი ნაწილი თანახმა იყო დისტანციურ მუშაობაზე, უფრო მეტიც, კონკრეტული გადაცემები ითხოვდნენ კიდეც მიეცათ მუშაობის საშუალება, დირექტორმა ყოველგვარი განხილვის, მსჯელობისა და შერჩევის გარეშე ერთიანად აუკრძალა ყველა დასაქმებულს შრომის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულება.96

შეფასების საგნად ქცეულ დროის მონაკვეთში პანდემიისა თუ ახალი სეზონის დაწყების მიზეზით, მაუწყებელში დასაქმებულთა დაახლოებით მესამედი ჯამში ხუთ თვეზე მეტი დროის განმავლობაში97 უმუშევრობაში ღებულეობდა უცვლელ შრომის ანაზღაურებას.98 ამ პირობებში (არსებული რესურსის გამოუყენებლობისას) კი მაუწყებელში უწყვეტად მიმდინარეობდა გარედან ადამიანური რესურსის შემოყვანა ან/და არსებული დასაქმებულებისათვის შრომის ანაზღაურების გაზრდა, შესაბამისი დასაბუთების/ანალიზის გარეშე.99 ამ განცხადების საილუსტრაციოდ გეტყვით, რომ მიმდინარე წლის იანვარში მაუწყებელში არასაშტატო პოზიციებზე დასაქმებულთათვის ერთ თვეში გასაცემი შრომის ანაზღაურების ჯამი იყო 331 081,75 ლარი100, ხოლო ათი თვის თავზე ამავე მიმართულებით გასაცემი ერთი თვის შრომის ანაზღაურების ჯამი არის 400 142,30 ლარი101. ე.ი. ათი თვის მონაცემებით მაუწყებელმა 69 061 ლარით გაზარდა არასაშტატო პოზიციებზე დასაქმებულთათვის ერთ თვეში  გასაცემი შრომის ანაზღაურების თანხა, რაც სულ მცირე მომდევნო წლის ბიუჯეტს 828 732 ლარით დააწვება ტვირთად (69 061*12) და როგორც ჩემთვის არის ცნობილი, აღნიშნული პროცესი (შრომის ანაზღაურებების გაუაზრებელი ზრდა თუ ახალი ადამიანური რესურსის შემოდინება) არც ამ დროისთვის არის მოქცეული გონივრულ ჩარჩოში.

  • დირექტორის 2020 წლის 13 თებერვლის N02-19/429 წერილი; დირექტორის 2020 წლის 31 აგვისტოს N02-19/2144 წერილი დანართით;
  • დირექტორის 2020 წლის 24 მარტის N02-09/49 ბრძენებით, ორ თვეზე მეტი ვადით 17 გადაცემა შეაჩერა. ამ პერიოდში შეჩერებულ გადაცემებზე ჯამში გაიცა 163 000 ლარი. ამ ხარჯში არ ინაგარიშება ის დასაქმებულები რომლებსაც პირდაპირი კავშირი არ აქვთ გადაცემის მომზადებასთან;
  • დირექტორის 2020 წლის 23 მარტის N02-09/46 ბრძანება;
  • 2020 წლის 24 მარტიდან 2020 წლის 22 მაისამდე – გადაცემები შეჩერდა პანდემიის მიზეზით, ხოლო 2020 წლის 01 აგვისტოდან 2020 წლის ნოემბრამდე – გადაცემები შეჩერდა ახალი სეზონისათვის მომზადების მიზეზით;
  •  სულ მცირე ნახევა მილოიან ლარზე მეტი იქნა გაცემული – არ არსებულ შრომის ანაზღაურებაში;
  • 2020 წლის 04 ივნისის N02-19/1211 წერილი; 2020 წლის 27 ოქტომბრის N02-19/2584 წერილი;
  • 2020 წლის 13 ივლისის N02-19/1619 წერილი;
  • 2020 წლის 29 ოქტომბრის N02-19/2636 წერილი;

 ჩემი შეფასების ამავე კატეგორიაში ექცევა, ასევე, მოვალეობის შემსრულებლებისათვის (უკონკურსოდ აყვანილი თანამშრომლებისათვის) პარალელური სამსახურებრივი მოვალეობების დაკისრება და მათი ყველაზე მაღალ ანაზღაურებად თანამშრომლებად ქცევა.102 პარალელური სოლიდური ანაზღაურებით სამსახურებრივი მოვალეობის დაკისრებისას/შეთავსებისას ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს მაუწყებლის დებულების დარღვევით ანაზღაურებადი მოვალეობის დაკისრების ფაქტიც.103

ამავე კატეგორიაში (და არა მარტო აქ) ექცევა 1 297 550 (ერთი მილიონ ორას ოთხმოცდაჩვიდმეტი ათას ხუთას ორმოცდაათი) ლარის საბიუჯეტო თანხების კანონის დარღვევით განკარგვა.104 კანონი იმპერატიულად აწესებს დირექტორის ვალდებულებას, მრჩეველთა საბჭოს წინასწარი თანხმობის გარეშე არ დადოს ისეთი გარიგება, რომლის ღირებულებაც აღემატება ბიუჯეტის 1%-ს. მიმდინარე წლის ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით,

დირექტორმა ხუთი სხვადასხვა გარიგება/ხელშეკრულება გააფორმა ტექნიკის მომწოდებლებთან ისე, რომ არც ერთ მათგანზე არ ქონდა თანხმობა მრჩეველთა საბჭოსგან.105

საქმისადმი გულგრილი დამოკიდებულება

საქმისადმი გულგრილი დამოკიდებულების, არაკვალიფიციურობის და ერთგული მაყურებლისა თუ მსმენელის უპატივცემულობის თვალსაჩინო მაგალითი იყო დირექტორის გადაწყვეტილება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან ერთად შემოქმედებითი გადაცემების სრული შეჩერების შესახებ.106

იმ პირობებში, როდესაც მსოფლიოში და მათ შორის, ჩვენს ქვეყანაშიც, ერთი ორად გაზრდილი იყო სატელევიზიო პროდუქტის მოხმარება,107 დირექტორმა თავისი გადაწყვეტილებით მაუწყებლის აუდიტორია დატოვა შესაბამისი პროდუქტის გარეშე. საქმიანი ხელმძღვანელობის პირობებში დროის ეს მონაკვეთი გახდებოდა იდეალური საშუალება ახალი მაყურებლის მოსაზიდად.

შეფასებისთვის ქცეულ დროის მონაკვეთში დირექტორმა სხვადასხვა გაუგებარი მიზეზით თითქმის ხუთი თვე ეთერში არ გაუშვა სამედიცინო გადაცემა მაშინ, როდესაც როგორც ქვეყანაში, ასევე, მსოფლიოში პანდემია მძვინვარებდა და სამედიცინო შინაარსის ინფორმაციისადმი მოთხოვნა გაზრდილი იყო.

მაშინ, როდესაც დირექტორმა  გადაცემები შეაჩერა108 და მოქმედ დასაქმებულებს სამუშაო ადგილზე  არ  უშვებდა,109  პარალელურად   აცხადებდა   კონკურსებს,110   მოვალეობის შემსრულებლად ან/და კიდევ გამოსაცდელი ვადით ასაქმებდა ათეულობით სხვა პირს.111 უფრო მეტიც, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების112 შემდეგ, სამსახურიდან გაათავისუფლა დასაქმებული, რომელსაც მაუწყებელში საქმიანობის დროს ჯანმრთელობის მდგომარეობა არსებითად დაუმძიმდა, საწარმოო ტრავმის ზღვარზე მუშაობდა მაუწყებლის ჩამოყალიბების დღიდან113. დროის ამ მონაკვეთში გაათავისუფლა ასევე, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილი თანამშრომელი, რომელიც პარალელურად სტუდენტი იყო და უნივერსიტეტში აკადემიური წელი ჰქონდა აღებული უსახსრობის გამო114.

  • 2020 წლის 27 ოქტომბრის N02-19/2584 წერილი; 2020 წლის 04 ივნისის N02-19/1211 წერილი;
  • მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს 2018 წლის 11 ივნისის N01-01/12 გადაწყვეტილებით დამტკიცებული დებულების 3.2. პუნქტი; https://ajaratv.ge/files/video/Sainformacio/2016/IANVARI/111.pdf; 2020 წლის 04 ივნისის N02-19/1211 წერილი;
  • ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 359-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტი: ,,მრჩეველთა საბჭო – თანხმობას აძლევს დირექტორს ისეთი გარიგების დადებაზე, რომლის ღირებულება აღემატება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ბიუჯეტის 1%-ს;“
  • მრჩეველთა საბჭოს 2020 წლის 19 ნოემბრის სხდომია დასკვნითი ნაწილი; დირექტორის 2020 წლის 05 ნოემბრის N02-19/2707 წერილი;
  • დირექტორის 2020 წლის 24 მარტის N02-09/49 ბრძენება;
  • მსოფლიო ლოზუნგი/მოწოდება იყო ,,დარჩი სახლში“;
  • 2020 წლის 24 მარტიდან 2020 წლის 22 მაისამდე პერიოდში;
  • 2020 წლის 23 მარტის N02-09/46 ბრძანების დანართი;
  • დირექტორის 2020 წლის 27 მარტის N02-09/51 ბრძანება; https://ajaratv.ge/files/shares/pdf/sainformacio.pdf;

სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებები

დირექტორის ქმედება მისი ყოფილი პირველი მოადგილის ნათია ზოიძის მიმართ შეიძლება შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებსაც. აღნიშნულ ვარაუდს საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავარი პროკურატურისთვის გაგზავნილ წინადადებაშიც გამოთქვამს.115 ჩემი დაკვირვებით, ორგანიზებულად სხვადასხვა საშუალების გამოყენებით მიმდინარეობდა მოადგილის იძულება, რათა მას შეეწყვიტა მაუწყებელთან შრომითი ურთიერთობა.

საყურადღებოა დირექტორის დამოკიდებულება იმ პროფესიული გაერთიანების წევრების მიმართ, რომელიც მისი დირექტორად დანიშვნის შემდეგ ჩამოყალიბდა მაუწყებელში.116 გარდა იმისა, რომ საანგარიშო პერიოდში დისციპლინური დევნის თუ წინმსწრები მოკვლევის ძირითადი სუბიექტები ამ ახლადშექმნილი პროფესიული კავშირის წევრები იყვნენ, ასევე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ უმკაცრესი დისციპლინური სახდელები (განთავისუფლებები) მხოლოდ და მხოლოდ ამ გაერთიანების წევრების მიმართ იქნა გამოყენებული117.

ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ახლადშექმნილი პროფესიული კავშირის ერთ-ერთ დამფუძნებელთან და მის მოქმედ თავმჯდომარესთან, მალხაზ რეხვიაშვილთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა. გარდა იმისა, რომ დირექტორმა უგულებელყო თავმჯდომარის განთავისუფლებასთან დაკავშირებით ორგანული კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები, მან განთავისუფლებამდე პრაქტიკულად აიძულა დასაქმებული/თავმჯდომარე შეეცვალა საჯაროდ გამოთქმული აზრი, რომელიც მიმართული იყო პროფესიული კავშირის წევრის118 დასაცავად. მალხაზ რეხვიაშვილით დირექტორის ,,დაინტერესების“ ეს არც პირველი და არც უკანასკნელი შემთხვევა არ ყოფილა. პროფესიული კავშირის თავმჯდომარედ არჩევისთანავე მაუწყებელმა არაოფიციალურად დაიწყო მისი სამსახურში აყვანის დოკუმენტაციის შესწავლა და იმის გარკვევა, ჰქონდა თუ არა პროფესიული გაერთიანების  თავმჯდომარეს   პარალელურად   გადაცემის   წამყვანის    სამსახურებრივი

  • 2020 წლის 24 მარტის N02-05/33 ბრძანება; 2020 წლის 30 მარტის N02-05/39 ბრძანება; 2020 წლის 30 მარტის N02-05/40 ბრძანება; 2020 წლის 01აპრილის N02-05/41 ბრძანება; 2020 წლის 01 აპრილის N02-05/42 ბრძანება; 2020 წლის 10 აპრილის N02-05/44 ბრძანება; 2020 წლის 16 აპრილის N02-05/50 ბრძანება; 2020 წლის 22 აპრილის N02-05/52 ბრძანება; 2020 წლის 30 აპრილის N02-05/53 ბრძანება; 2020 წლის 40 მაისის N02-05/56 ბრძანება; 2020 წლის 04 მაისის N02-05/57 ბრძანება; 2020 წლის 08 მაისის N02-05/58 ბრძანება;
  • საქართველოს პარლემენტის 2020 წლის 21 მარტის N5864-სს დადგენილება;
  • დირექტორის 2020 წლის 22 აპრილის ბრძანება;
  • დირექტორის 2020 წლის 11 მაისის ბრძანება;
  • საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის 21 ოქტომბრის განცხადება https://ombudsman.ge/geo/tsinadadebebi/tsinadadeba-acharis-televiziis-tanamshromlebis-mimart-gankhortsielebul-savaraudo-danashaulebriv-faktze-gamodziebis-datsqebis-shesakheb;
  • 2020 წლის 21 იანვარს;
  • თეონა ბაკურიძე, შორენა ღლონტი, მალხაზ რეხვიაშვილი;
  • https://ajaratv.ge/article/58434; https://ajaratv.ge/article/58755;

მოვალეობის შესრულების უფლება. მისი განთავისუფლების შემდეგ კი დირექტორი საჯარო მუქარაზე119 გადავიდა იმ დასაქმებულებთან, რომლებმაც გარე წარმოების ფარგლებში120 მაუწყებლის სატელევიზიო ეთერი შესთავაზეს121 მალხაზ რეხვიაშვილს. აღნიშნული შეთავაზების გაცხადებამდე დირექტორისათვის მისაღები იყო გადაცემა,122 ხოლო საჯარო შეთავაზების გაცხადების შემდეგ თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობდა ზეწოლა პროექტის ხელმძღვანელებსა და პროექტში მომუშავე დასაქმებულებზე.123

კითხვის ნიშნებს აჩენს დირექტორის დამოკიდებულება მაუწყებლის ბიუჯეტთან მიმართებაში, კერძოდ: გარდა იმისა, რომ დროის აღნიშნულ მონაკვეთში დირექტორმა ასეულობით ათასი ლარი გახარჯა იმ დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაში,124 რომლებსაც ხუთ თვეზე მეტი დროის განმავლობაში125 ერთი წუთიც არ უშრომიათ მაუწყებლისთვის და დირექტორს მათთვის დისტანციური ან სხვა უსაფრთხო მეთოდის გამოყენებით მუშაობა კი არ შეუთავაზებია, პირიქით, რამდენიმე დასაქმებულს (რომლებიც ითხოვდნენ) პრაქტიკულად აუკრძალა შრომა, არსებობს მაღალი ალბათობა, რომ შეფასებისთვის ქცეულ დრიოს მონაკვეთში მაუწყებელი შრომის ანაზღაურებას გასცემდა ისეთ პირებზეც, რომლებიც არ გამოცხადებულან სამსახურში და არც მათი შრომის შედეგი უნახავს ვინმეს.

მაუწყებლის ბიუჯეტის ხარჯვასთან მიმართებაში მნიშვნელოვანია ერთი მილიონ სამასი ათას ლარამდე თანხის უკანონოდ განკარგვა, კერძოდ: ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, თუ დირექტორი გეგმავს დამტკიცებული ბიუჯეტის ერთ პროცენტზე მეტი თანხის ერთდროულად დახარჯვას (გარიგების დადებას), ის ვალდებულია მიიღოს წინასწარი თანხმობა მრჩეველთა საბჭოსგან. მიმდინარე წლის ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდში დირექტორმა ხუთ სხვადასხვა  შემთხვევაში ტექნიკური მოწყობილობების შესყიდვაზე ისე დადო გარიგება, რომ მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოსთვის არ მიუმართავს.126

შეჯამება/შეფასება

ჩემთვის უცნობია მექანიზმი, რომელმაც შეიძლება უწყვეტად და თან გამართულად იმუშაოს, თუ არ ხორციელდება მისი პერიოდული მონიტორინგი/კონტროლი და წინმსწრები პრევენციული ღონისძიებების მიღება მოსალოდნელი ან მოულოდნელი საფრთხეების/გართულებების თავიდან ასაცილებლად.

  • დირექტორის 2020 წლის 15 მაისის N02-22/186 წერილი; დირექტორის 2020 წლის 21 ივლისის N02-22/282 წერილი – დონორ ორგანიზაციას;
  • ფონდ- ,,ღია საზოგადოები საქართველოს“ მიერ დაფინანსებულ გადაცემა ,,ათვლის კუთხეში“;
  • https://batumelebi.netgazeti.ge/news/276397/;
  • დირექტორის 2019 წლის 23 დეკემბრის N02-22/592 წერილი;
  • დირექტირის 2020 წლის 29 მაისის N 02-22/202 წერილი; დირექტორის 2020 წლის 21 ივლისის N02-22/282 წერილი; მაუწყებლის 2020 წლის 15 ივნისის N02-26/1304 წერილი; მაუწყებლის 2020 წლის 15 ივნისის N02-26/1315 წერილი; დირექტორის 2020 წლის 15 მაისის N02-22/86 წერილი; (ეს არ არის სრული ჩამონათვალი);
  • უხეში გათვლებით ნახევარ მილიონ ლარზე მეტი;
  • 2020 წლის 23 მარტიდან ამავე წლის 22 მაისამდე და 2020 წლის 01 აგვისტოდან ამავე წლის ნოემბრამდე;
  • მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს 2020 წლის 19 ნოემბრის სხდომა;

 უდავოა, რომ დროის აღნიშნულ მონაკვეთში მაუწყებელმა განუზომელი რეპუტაციული ზიანი მიიღო მედიის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებისა თუ დამოუკიდებელი ექსპერტების დიდ ნაწილში, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის ის ზიანი, რომელიც მაუწყებელს ამჟამად უდგას ან/და უახლოეს მომავალში დაუდგება. ზემოთ აღწერილ შემთხვევათა ძირითადი ნაწილი მაუწყებლის მოქმედ თუ ყოფილ თანამშრომლებს სადაოდ აქვთ ქცეული სხვადასხვა დაწესებულებებში, მათ შორის ყურადსაღებია საერთო სასამართლოებში მიმდინარე დავები, სადაც ყოფილ დასაქმებულებთან მაღალი ალბათობით წააგებს მაუწყებელი დავას127 და დაგვეკისრება განუზომლად დიდი ფულადი ვალდებულების (გაუცემელი ხელფასებისა და ყოველდღიური დაყოვნების ანაზღაურება) შესრულება. ჩემი ვარაუდით, აღნიშნული მოლოდინი დირექტორსაც აქვს, მაგრამ საზოგადოების ფინანსებთან გულგრილი დამოკიდებულებისა (რაც აშკარაა) თუ საერთო სასამართლოების გადატვირთულობის მოიმედე, განსაკუთრებულ წუხილს არ განიცდის.128 მოქმედი კანონმდებლობა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ დირექტორის მიერ მიყენებული ფინანსური/ქონებრივი ზიანის ანაზღაურება მოახერხოს მაუწყებელმა მომავალში, ამის ფაქტობრივი საფუძვლები კი ნამდვილად არის.

გარდა მაუწყებლისთვის დამდგარი ან/და მოსალოდნელი რეპუტაციული თუ ფინანსური ზიანისა, გასათვალისწინებელია კონკრეტული ადამიანებისათვის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციისთვის განზრახ მიყენებული ზიანი, რომლის კომპენსირებაც ვერასდროს ვერანაირი საშუალებებით სრულყოფილად ვერ მოხერხდება. შეფასებისთვის აღებულ დროის მონაკვეთში ასეთი ზიანის მატარებელი ადამიანების ოდენობა ერთი ორად გაიზარდა და ძირითადად ის დასაქმებულები თუ ყოფილი დასაქმებულები არიან, ვისთვისაც მაუწყებლის იდეა უცხო არ არის, ვინც მაუწყებლისთვის საქმის კეთებაში პოულობს ან პოულობდა ბედნიერებას.

რაც შეეხება მაუწყებელში მიმდინარე ორგანიზაციული საქმიანობის პროცესს,  კონკრეტულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით თუ პირადი დაკვირვებით, ჩემთვის ცნობილი გარემოებების გათვალისწინებით, შესაძლებელია, განვაცხადო, რომ ის სრულად მოშლილია. პროცესი მიმდინარეობს მექანიკურად/ინერციით ან პირად მოტივებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებით. როდესაც მაუწყებელში კანონის იმპერატიული მოთხოვნების დაცვა არ ხორციელდება, სხვა რა წესრიგისა და განწერის დაცვასა და შესრულებაზე უნდა ჰქონდეს მაუწყებელს პრეტენზია?!

რაც შეეხება მაუწყებელში მიმდინარე შინაარსობრივ (რედაქციულ) ნაწილს, ის არასდროს არ ყოფილა იმ ხარისხის, რა ფინანსური/მატერიალური შესაძლებლობაც მაუწყებელს და რისი მოლოდინიც საზოგადოებას ჰქონდა, მაგრამ შეფასების საგნად აღებულ დროის მონაკვეთამდე მცდელობები მაინც იყო უკეთესის შესაქმნელად და მით უფრო, მაუწყებელი არ იყო გადაქცეული მანქანად, რომელიც კრიტიკული ადამიანების ჯგუფისა თუ მათ მიერ შექმნილი პროდუქტის მოშორებისთვის მუშაობდა.

ის, რომ წარმოდგენილ შეფასებაში საუბარი არ არის მაღალ მატერიებზე, ოცდამეერთე საუკუნის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის დამახასიათებელ ტიპიურ პრობლემებზე, ალბათ, გასაკვირი  არ   უნდა იყოს,  რადგან   დროის   აღნიშნულ   მონაკვეთში მაუწყებელში

  • საერთო სასამართლოების ერთიანი პრაქტიკა; სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება https://ombudsman.ge/res/docs/2020082714503814447.pdf
  • დირექტორის პასუხები საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციებზე;

მაღალ მატერიებზე სამსჯელო ან თანამედროვე საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის დამახასიათებელი გარემო ნამდვილად არ არსებობდა.

პატივისცემით, გია ქარცივაძე

სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს  მრჩეველთა საბჭოს წევრი

[/toggle]

მაუწყებელში წელიწადზე მეტია მიმდინარეობს ცვლილებები, რასაც აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლების ნაწილი და საქართველოში არსებული მედიაორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების უმრავლესობა უწოდებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელყოფის პროცესს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ, მოსვლის დღიდან არაერთი ჟურნალისტი და რედაქტორი ჩამოაშორა სარედაქციო პოლიტიკას. მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი, მათ შორის ალტერნატიული პროფკავშირიც, მიიჩნევს, რომ აჭარის ტელევიზია და რადიო კარგავს სარედაქციო დამოუკიდებლობას და მიმდინარეობს არხის პროსახელისუფლებო ტელევიზიად გადაკეთება, და, ამასთანავე, ამ პროცესს მხარს უჭერს ტელევიზიის მრჩეველთა საბჭო.

გია ქარცივაძე კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ გიორგი კოხრეიძე კანონს არღვევს. ქარცივაძე ასევე თვლის, რომ კოხრეიძის გადაწყვეტილებები დანაშაულის ნიშნებსაც შეიცავს.

„შეფასების საგნად ქცეულ დროის მონაკვეთში დირექტორმა განახორციელა არაერთი მოქმედება, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონთან, საქართველოს ორგანულ კანონთან ,,საქართველოს შრომის კოდექსთან“, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ დამტკიცებულ პროგრამულ პრიორიტეტებთან, მაუწყებლის დებულებასა და შინაგანაწესთან. არსებობს გონივრული ვარაუდი მასზედ, რომ აღნიშნულ პერიოდში დირექტორის მიერ განხორციელებული ცალკეული ქმედებები შეიცავდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული დანაშაულის
ნიშნებსაც,“ – აღნიშნავს გია ქარცივაძე.

გია ქარცივაძე თავის წერილში ყურადღებას ამახვილებს სასამართლო დავებზეც – რედაქციას ჩამოშორებულმა ჟურნალისტებმა და რედაქტორებმა სასამართლოს მიმართეს, თუმცა ამ დავების დიდი ნაწილის განხილვა სასამართლოს ჯერ არც კი დაუწყია. სასამართლოს ამ დრომდე არც ნათია კაპანაძის სარჩელის განხილვა დაუწყია – მას 10 თვის წინ, გასული წლის აპრილში მოუწყვეს იმპიჩმენტი.

„რაც შეეხება მაუწყებელში მიმდინარე ორგანიზაციულ საქმიანობის პროცესს – კონკრეტულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით თუ პირადი დაკვირვებით, ჩემთვის ცნობილი გარემოებების გათვალისწინებით, შესაძლებელია განვაცხადო, რომ ის სრულად მოშლილია. პროცესი მიმდინარეობს მექანიკურად/ინერციით ან პირად მოტივებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებით. როდესაც მაუწყებელში კანონის იმპერატიული მოთხოვნების დაცვა არ ხორციელდება, სხვა რა წესრიგისა და განწერის დაცვასა და შესრულებაზე უნდა ქონდეს მაუწყებელს პრეტენზია?!

რაც შეეხება მაუწყებელში მიმდინარე შინაარსობრივ (რედაქციულ) ნაწილს – ის არასდროს არ ყოფილა იმ ხარისხის, რა ფინანსური/მატერიალური შესაძლებლობა და რისი მოლოდინიც საზოგადიებას ქონდა, მაგრამ შეფასების საგნად აღებულ დროის მონაკვეთამდე მცდელობები მაინც იყო, უკეთესის შესაქმნელად და მით უფრო, მაუწყებელი არ იყო გადაქცეული მანქანად, რომელიც კრიტიკული ადამიანების ჯგუფისა თუ მათ მიერ შექმნილი პროდუქტის
მოშორებისთვის მუშაობდა,“ – წერს გია ქარცივაძე თავის წერილობით შეფასებაში.

გია ქარცივაძეს, როგორც მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრს, არ ევალება მსგავსი ანგარიშის მომზადება, ეს მრჩეველთა საბჭოს კომპეტენციაა. ამ უწყების შეფასებას მაუწყებლის, მათ შორის პრიორიტეტების შესრულებაზე მრჩეველთა საბჭომ პირველ აპრილამდე უნდა წარადგინოს.

თიბისი აკადემია რისკების მართვის მიმართულებით სტუდენტების მიღებას იწყებს

თიბისიმ, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, რისკების მართვის მიმართულებით აკადემია დააფუძნა. საგანმანათლებლო პროექტის მიზანი ახალგაზრდებისთვის საბანკო რისკების მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლება, გამორჩეული კადრების აღმოჩენა და განათლების ხელშეწყობაა.

თიბისი აკადემიაში რისკების მართვის მიმართულებით სწავლა თიბისის მიერ სრულადაა დაფინანსებული. პროგრამას სპეციალურად მოწვეული, სფეროს პროფესიონალი მენტორები გაუძღვებიან და სტუდენტებს ანალიტიკური და ტექნიკური უნარების და ცოდნის შეძენაში დაეხმარებიან.

აკადემიაში პირველი ნაკადისთვის სწავლა 2021 წლის 18 იანვარს, დისტანციურ რეჟიმში დაიწყება და სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება. პროგრამაზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო, დაინტერესებულმა პირებმა ონლან აპლიკაცია 30 ნოემბრის ჩათვლით უნდა შეავსონ. საუკეთესო აპლიკანტების შერჩევა კი ტესტირების და გასაუბრების ეტაპების გავლის შემდეგ მოხდება.

პროგრამა ინტენსიურ პრაქტიკულ და თეორიულ სწავლებას მოიცავს და მისი წარმატებით დასრულების შემდეგ, სტუდენტები სპეციალურ სერტიფიკატს მიიღებენ.

თიბისი აკამდემიის რისკების მართვის მიმართულების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება, ასევე ონლაინ რეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე: https://www.tbcitacademy.ge/risk-academy

ჯანმო: სინათლე გვირაბის ბოლოს უფრო კაშკაშა ხდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 23 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს გებრეისუსმა შეხვედრა პოზიტიური მესიჯით დაიწყო და განაცხადა, რომ „ვაქცინების კვლევებთან დაკავშირებული ბოლო პოზიტიური სიახლეებით ამ გრძელი, ბნელი გვირაბის ბოლოს სინათლე უფრო კაშკაშა ხდება”.

მსოფლიო მასშტაბით უკვე რამდენიმე ვაქცინაა შემუშავებული, რომელთა ეფექტურობა 70-95%-ია.

„ახლა უკვე არსებობს რეალური იმედი, რომ ვაქცინები – ჯანდაცვის სხვა, უკვე ნაცად და შემოწმებულ ღონისძიებებთან ერთად, დაეხმარება პანდემიის დასრულებას. ამ სამეცნიერო მიღწევის მნიშვნელობა არ შეიძლება იყოს გადაჭარბებული. არც ერთი ვაქცინა ისტორიაში არ შექმნილა ისე სწრაფად, როგორც ეს.

სამეცნიერო საზოგადოებამ ვაქცინების შემუშავების ახალი სტანდარტი დაადგინა. ახლა საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა შექმნას მასზე წვდომის ახალი სტანდარტი.

ყველა მთავრობას უნდა, რომ გააკეთოს ყველაფერი, რათა დაიცვას თავისი ხალხი, მაგრამ ახლა არსებობს რეალური რისკი, რომ უღარიბესი და ყველაზე მოწყვლადი ადამიანები დაიჩაგრებიან ვაქცინისთვის რბოლაში“, – განაცხადა ტედროს გებრეისუსმა.

ჯანმომ, პარტნიორებთან ერთად, უკვე დაამტკიცა კოვიდთან ბრძოლის იარაღებზე წვდომის დაჩქარების ინიციატივა, რაც გულისხმობს კოვიდ19-ის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის საშუალებების და, ასევე, ვაქცინების დაჩქარებულად შემუშავებისთვის, წარმოებისა და სამართლიანად განაწილებისთვის თანამშრომლობის მექანიზმს.

ტიკარაძე ამბობს, რომ რობოტი პეპერი პაციენტების მკურნალობის კომპონენტში ჩართულია 

დღეს, 24 ნოემბერს, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ მედიის კითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი კითხვა შეეხებოდა რობოტ პეპერს, რომელიც მინისტრმა საფრანგეთიდან ჩამოიტანა და ივნისში საზოგადოებას საჯაროდ წარუდგინა. თუმცა შემდეგ რობოტი პეპერი გაუჩინარდა.

როგორც პრეზენტაციის დღეს მინისტრმა განაცხადა, Covid 19-თან ბრძოლაში მას რობოტი დაეხმარებოდა.

„პრეზენტაციის დღესაც აღნიშნული იყო, რომ რობოტი პეპერი არის ციფრული ტექნოლოგიების და ტელემედიცინის სიმბოლო და კოვიდის პერიოდში ჩვენ, ონლაინკლინიკის ფარგლებში ტელემედიცინის კომპონენტებს ვიყენებთ. ეს არ გულისხმობდა, რომ რობოტ პეპერს საქართველოს მასშტაბით რომელიმე კლინიკაში დაინახავდით.

ჩვენ ვგულისხმობდით, რომ რობოტი პეპერი, როგორც ტელემედიცინის სიმბოლო, ჩართული იქნებოდა პაციენტების მკურნალობის კომპონენტში, რაც დღეს ფუნქციონირებს“, – აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.

ტიკარაძემ ასევე ისაუბრა კოვიდ აპლიკაციასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ეს აპლიკაცია მაშინ იქნება ეფექტური, თუ მას მოსახლეობის 40 პროცენტი მაინც ყოველდღიურად გამოიყენებდა.

___

ამავე თემაზე:

რა ბედი ეწია რობოტ პეპერს, რომელიც ჯანდაცვის მინისტრს უნდა დახმარებოდა

Exit mobile version