უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 6 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 304 490 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +940. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
ტანკი – 11 841 ერთეული [+2]
ჯავშანტექნიკა – 24 360 ერთეული [+10]
საარტილერიო სისტემა – 39 497 ერთეული [+58]
MLRS – 1 719 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 338 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 350 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 221 396 ერთეული [+1 953]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 517 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 87 614 ერთეული [+259]
სპეცტექნიკა – 4 112 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
670 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
10 ბინა და 7 სარდაფი ბათუმში, 1 სახლი კურორტ ბეშუმში, მიწის ნაკვეთები ქობულეთში და ნახევარი მილიონი ლარი ქეში – ეს პარლამენტარ გიორგი ჭყონიას ქონების არასრული ჩამონათვალია.
„ქართული ოცნების“ დეპუტატმა ქონებრივი დეკლარაცია 31 იანვარს შეავსო, საჯარო კი პირველ აპრილს გახდა.
დეკლარაციის მიხედვით, გიორგი ჭყონია ასევე ფლობს 8 ავტომობილს, რომელთა ჯამური ღირებულება 385 ათასი დოლარია.
ყველაზე ძვირადღირებული, 140 000 აშშ დოლარად შეფასებული Lexus LX600-ია, შემდეგ მოდის 70 000 აშშ დოლარად შეფასებული Porsche Cayenne. 50 ათას 50 ათასი აქვს გადახდილი Land Rover Defende-სა და Audi A8-ში.
სქრინი ქონებრივი დეკლარაციიდან
„ქართული ოცნების“ დეპუტატი გიორგი ჭყონია წერს, რომ 650 000 ლარს ნაღდი ფულის სახით ინახავს.
საბანკო ბარათებზე კი, დეკლარაციის შევსების მომენტში, 11 460 დოლარი, 218 ათასი ლარი და 21 320 ევრო ჰქონდა.
გიორგი ჭყონია დეკლარაციაში უთითებს, რომ წილებს ფლობს არაერთ კომპანიაში. თუმცა ეს წილები გადაცემული აქვს სხვა პირებზე სამართავად.
კერძოდ, გიორგი ჭყონია 100%-იან წილს ფლობს მემედ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე კაფე „ცენტრალში“, შპს „შალე კვირიკეში“, შპს „სახლი ძველ ბათუმში“, შპს „გზაში“, შპს „შატო კვირიკეში“, შპს „ცენტრალ მენეჯმენტ გრუპ საქართველოში“, შპს „თაუერ ჯგუფი პანორამა ლისიში“.
დეპუტატი 50 %-იან წილს ფლობს შემდეგ კომპანიებში: შპს „მობილია ბათუმი“, შპს „დიდი სახლი“, შპს „თ.გ. ჯგუფი საქართველო“.
გიორგი ჭყონიას შემოსავალი მისი დეკლარაციის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 112 689 ლარი იყო. ეს თანხა მან, როგორც დეპუტატმა მიიღო.
რაც შეეხება ბიზნესს, ბიზნესიდან გიორგი ჭყონიას შემოსავალმა 6 მილიონზე მეტი ლარი შეადგინა.
დეკლარაციის მიხედვით, გიორგი ჭყონიას ორ ბანკში აქვს სასესხო ვალდებულებები.
კერძოდ, თიბისი ბანკში აქვს იპოთეკური სესხი 800 ათასი ევროს ოდენობით 2034 წლამდე, იპოთეკური სესხი 165 ათასი ევროს ოდენობით 2030 წლამდე იპოთეკური სესხი 150 ათასი ევროს ოდენობით (2031 წლამდე) და ორი სამომხმარებლო სესხი 200 ათასი (2031 წლამდე) და 250 ათასი ევროს (2033 წლამდე) ოდენობით.
საქართველოს ბანკში აქვს იპოთეკური სესხი 557 500 ევროს ოდენობით (2035 წლამდე), იპოთეკური სესხი 189 000 აშშ დოლარის ოდენობით (2031 წლამდე), სტანდარტული სესხი 150 000 აშშ დოლარის ოდენობით (2032 წლამდე) და 80 000 აშშ დოლარი (2032 წლამდე).
გიორგი ჭყონია დეკლარაციაში არ უთითებს ოჯახის არცერთ წევრს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 5 აპრილის 21 საათიდან 6 აპრილის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში წვიმა.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო
ღამით: 6 – 11 გრადუსი სითბო
მთიან მუნიციპალიტეტებში:
დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო
მაღალმთიან ზონაში:
დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო
ღამით: 0 – 3 გრადუსი სითბო
ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +12 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 7 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. მომდევნო ორ დღეს, 8-9 აპრილს კი მოსალოდნელია
დროგამოშვებით წვიმა.
5 აპრილს, გამთენიისას, დაახლოებით დილის 4 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ფეისბუქ პოსტის გამო, გაასამართლეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი.
ჟურნალისტი მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა გაასამართლა და აფგან სადიგოვის ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გადაწყვეტილება უკვე აღსრულებულია და აფგან სადიგოვი ქვეყნიდან გაძევებულია. ამასთან მას 3 წლით აუკრძალეს საქართველოში შემოსვლა.
აზერბაიჯანული მხარე თითქმის ორი წელი ითხოვდა მათთვის აფგან სადიგოვის გადაცემას. სტრასბურგის სასამართლოს გამოტანილი ჰქონდა გადაწყვეტილება, რომლითაც სადიგოვის აზერბაიჯანისთვის გადაცემა აკრძალული იყო.
რა მოხდა
შსს-მ აფგან სადიგოვი დააკავა 4 აპრილს, გვიან საღამოს, დაახლოებით 23:00 საათზე თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში.
თბილისში სადიგოვის საცხოვრებელ ბინასთან მისული პოლიციის კადრები, რომელიც სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა, აფგან სადიგოვის ცოლმა, სევინჯ სადიგოვამ გაავრცელა.
უფლებამდამცველებმა და ჟურნალისტებმა აფგან სადიგოვის ძებნა დაიწყეს.
მალევე შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომ „აფგან სადიგოვი სოციალურ ქსელში პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფისთვის დააკავა ადმინისტრაციული წესით“.
დაკავებიდან რამდენიმე საათში, გამთენიისას, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა აფგან სადიგოვის სასამართლო პროცესი. შსს-მ სასამართლოზე ჟურნალისტის ქვეყნიდან გაძევების შუამდგომლობა დააყენა.
მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ამას გარდა აფგან სადიგოვი 2 ათასი ლარით დააჯარიმა.
თბილისის საქალაქო სასამართლო – 5 აპრილი, დილის 3:26 საათი. მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა დაახლოებით დილის 4 საათისკენ გამოაცხადა საკუთარი გადაწყვეტილება ფოტო: ბაჩანა საჯაია
5 აპრილს, დილის 10:17 წუთზე შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომ „აფგან სადიგოვი გაძევებულ იქნა თავის წარმოშობის ქვეყანაში და მას დაუწესდა საქართველოში შემოსვლის სამწლიანი აკრძალვა“.
რა „ჩაიდინა“ აფგან სადიგოვმა
ჟურნალისტმა აფგან სადიგოვმა პირველ აპრილს ფეისბუქზე დაწერა პოსტი, რომელშიც ეწერა:
„იქ, სადაც დიქტატურაა, პოლიციელები მზად არიან ხელფასისა და „პაგონების“ სანაცვლოდ ყველაფერი გაყიდონ და ფეხქვეშ გათელონ – და ამას სიამოვნებით, მთელი გულით და სიამაყით აკეთებენ“.
პოსტის სქრინი, რომლის გამოც ჟურნალისტი გაასამართლეს, დააჯარიმეს და ქვეყნიდან გააძევეს
პოსტს თან ერთვოდა მარშის ამსახველი ვიდეო და ფოტო, რომელზეც პოლიციელები ჩანდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, ამ პოსტის დაწერით შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციას და დაარღვია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი.
„სადიგოვმა ჩაიდინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელიც სახდელის სახით, ჯარიმასთან ერთად, ითვალისწინებს საქართველოდან გაძევებას და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვას, რაც მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ შეეფარდა ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირს. შესაბამისად, აფგან სადიგოვი გაძევებულ იქნა თავის წარმოშობის ქვეყანაში და მას დაუწესდა საქართველოში შემოსვლის სამწლიანი აკრძალვა“, – დაწერა შსს-მ.
დაარღვია თუ არა საქართველომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება
ჟურნალისტ აფგან სადიგოვის ექსტრადაციას 2 წლის განმავლობაში ითხოვდა აზერბაიჯანული მხარე.
აფგან სადიგოვი ექსტრადაციის მიზნით 2024 წლის 4 აგვისტოს დააკავეს, თუმცა 2025 წლის 14 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოიყენა დროებითი ღონისძიება (Interim measure) და შეაჩერა ჟურნალისტის აზერბაიჯანში ექსტრადაცია.
ჟურნალისტი ქართულ ციხეში 141 დღის განმავლობაში შიმშილობდა. მან შიმშილობა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ შეწყვიტა.
ის ცდილობდა ქვეყნიდან გასულიყო და შეერთებოდა ოჯახს, რომელსაც ევროპაში პოლიტიკური თავშესაფარი აქვს, მაგრამ ქართულმა მხარემ მას საქართველოდან წასვლის უფლება არ მისცა.
აფგან სადიგოვი აქტიურად მონაწილეობდა პროევროპულ საპროტესტო აქციებში.
ის ხშირად მართავდა პერფორმანსებს და საჯაროდ წვავდა ბიძინა ივანიშვილის ფოტოებს.
აფგან სადიგოვის ქვეყნიდან გაძევებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ოპოზიციის ალიანსმა და „ქართული ოცნება“ ევროსასამართლოს გადაწყვეტილების დარღვევაში დაადანაშაულა.
„აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის ქვეყნიდან გაძევებით, ივანიშვილის რეჟიმმა დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც სასამართლომ აკრძალა სადიგოვის ექსტრადიცია, რადგან ჩათვალა, რომ ეს სადიგოვის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.
რეჟიმის ნაბიჯი არის პირადი შურისძიება, ივანიშვილის მიმართ სადიგოვის კრიტიკული დამოკიდებულების გამო,“ – ნათქვამია ოპოზიციის ალიანსის განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სადიგოვის ქვეყნიდან გაძევებასთან დაკავშირებით შემდეგი სახის განმარტება გააკეთა:
„აზერბაიჯანის რესპუბლიკა ბოლო წლების განმავლობაში ითხოვდა მათ მიერ სისხლის სამართლის საქმეზე ძებნილი აფგან სადიგოვის ექსტრადირებას.
იმის გამო, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს დაეკისრა დროებითი ღონისძიება, არ გადაეცა აფგან სადიგოვი აზერბაიჯანისათვის, ბუნებრივია ქართული მხარე უარს აცხადებდა ხსენებულ სისხლის სამართლის საქმეზე აღნიშნული პირის ექსტრადიციაზე.
ქართული მხარისთვის, რამდენიმე დღის წინ, ოფიციალური წყაროებით ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანის პროკურატურამ გამოიყენა დისკრეციული უფლებამოსილება და იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც სტრასბურგის სასამართლოს გაცემული ჰქონდა დროებითი ღონისძიება, სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა. შესაბამისად, საქართველოშიც შეწყვეტილია ყოველგვარი საექსტრადიციო პროცედურები,“- განმარტა შსს-მ.
შსს ტყუილში დაადანაშაულა სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელმა თამთა მიქელაძემ.
სწორედ ეს ორგანიზაცია იცავს აფგან სადიგოვის უფლებებს.
„შსს ტყუის საკუთარ განცხადებებში.
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება დროებითი გამოყენების შესახებ ძალაშია, სანამ მას ევროპული სასამართლო თავად არ გააუქმებს და არ დარწმუნდება, რომ პირის უფლებების დარღვევის რისკები აღარ არსებობს.
ამიტომ აფგან სადიგოვის საქმე არის პირველი შემთხვევა, როცა საქმეში ღიად და პირდაპირ იყო ჩართული საერთაშორისო სამართალი და საქართველოს სახელმწიფომ ის დაარღვია.
ჩვენ გუშინ ღამითვე ვაცნობეთ ამ გადაწყვეტილების შესახებ ევროპულ სასამართლოს და ვთხოვეთ ახალი დროებითი ღონისძიების გამოცემა ამ საქმეზე საქართველოსთვის.
აფგან სადიგოვს ციხიდან გათავისუფლების შემდეგ მუდმივად უნდოდა საქართველოდან გასვლა. მაგრამ მას გადაადგილების შეზღუდვა დაუწესა სასამართლომ, საქართველოს პროკურატურის მოთხოვნით. მის ოჯახს პოლიტიკური თავშესაფარი აქვს ევროპაში და სწორედ ოჯახთან გაერთიანება იყო მისი სურვილი და ინტერესი.
ჰუმანიტარული ვიზის გაცემის პროცესი დაწყებული იყო, მაგრამ ის საქართველოდან გასვლის აკრძალვის გამო შეჩერებული იყო.
ამ დღეებში სწორედ ეს პროცესი დაჩქარებულად უნდა დაწყებულიყო, აზერბაიჯანის მხრიდან ექსტრადიციის მოთხოვნის გაუქმების შემდეგ.
მაგრამ, სასამართლომ ეს გარემოება მხედველობაში არ მიიღო და მხოლოდ იმის გამო, რომ თურმე აზერბაიჯანის ხელისუფლებას აფგან სადიგოვის პასპორტის დეაქტივირება მოუხდენია (სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შემდეგ, რატომ უნდა ყოფილიყო პასპორტი დეაქტივიტირებული ამის დასაბუთებაც არ წარმოადგინა შსს-მ), სადიგოვი პირდაპირ აზერბაიჯანში გააძევეს და ქვეყნიდან ნებაყოფლობითი გასვლის უფლებაც არ დაუტოვეს.
საქარველოსაც და აზერბაიჯანსაც შეეძლოთ, რომ მისთვის უბრალოდ თავი დაენებებინათ, მაგრამ მათ რევანშის სპეცოპერაცია დაგეგმეს და ყველაფერი გააკეთეს ერთი ადამიანის გასანადგურებლად,“- განმარტა თამთა მიქელაძემ.
თამთა მიქელაძის თქმით, ის რაც „ქართულმა ოცნებამ“ ჩაიდინა აფგან სადიგოვის წინააღმდეგ, იყო მიზანმიმართული სპეცოპერაცია.
აფგან სადიგოვის ირგვლივ განვითარებული მოვლენები ასეთი იყო:
„1-ელ აპრილს აზერბაიჯანმა მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეაჩერა და ამის შესახებ საქართველოს აცნობა.
2 აპრილს ეს ინფორმაცია მიაწოდეს აფგან სადიგოვს.
3 აპრილს სასამართლომ გააუქმა მის მიმართ გირაო და გადაადგილების შეზღუდვა.
4 აპრილს აფგან სადიგოვი დააკავეს.
5 აპრილს, დილის 4 საათზე გაიმართა სასამართლო და აფგან სადიგოვი ქვეყნიდან გააძევეს“.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 5 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 303 550 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 180. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
ტანკი – 11 839 ერთეული [+4]
ჯავშანტექნიკა – 24 350 ერთეული [+6]
საარტილერიო სისტემა – 39 439 ერთეული [+61]
MLRS – 1 719 ერთეული [+3]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 338 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 350 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 219 443 ერთეული [+2 427]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 517 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 87 355 ერთეული [+206]
სპეცტექნიკა – 4 112 ერთეული [+3]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
670 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
თბილისში, ბეთლემის ქუჩაზე მდებარე მუშარაბიან სადარბაზოში ფოტოების გადაღება ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ადგილია ფოტოსესიისათვის.
საქართველოში ჩამოსული ტურისტებისთვის კი ვიტრაჟებიანი სადარბაზოს ნახვა, ქვეყანაში აუცილებლად სანახავ ობიექტთა სიაშია.
რომ არა ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატისა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერა, თბილისს შეიძლება ვერ გადაერჩინა ძველი ქალაქის კულტურული მარგალიტი – მუშარაბიანი სადარბაზო.
ეს არის ერთი მცირე ნიმუში იმისა, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, როგორ დაეხმარნენ ევროპის ქვეყნები საქართველოს საკუთარი კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენაში.
თბილისში, ბეთლემის უბანში მდებარე ეს ცნობილი სადარბაზო ნორვეგიული ფონდის დახმარებით გადარჩა. მარცხნივ რეაბილიტაციამდე – მარჯვნივ, რეაბილიტაციის შემდგომ
ბეთლემის უბნის კომპლექსური კვლევა, კონსერვაციის გეგმა სრულად უცხოური დაფინანსებით მოხდა.
აქ ჩართული იყო მსოფლიო ძეგლთა ფონდი, სამუელ ჰ. კრესსის ფონდი, UNESCO კულტურული მემკვიდრეობის დივიზია და შვეიცარიის საგანგებო ვითარებათა ფონდი.
ხოლო ბეთლემის უბნის რევიტალიზაციის პროგრამაში – ბეთლემის უბნის ისტორიული ნაწილის აღდგენასა და მის კულტურულ-ტურისტულ სივრცედ გარდაქმნაში, ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატმა [Riksantikvaren] 846 329 აშშ დოლარი დახარჯა.
ხევსურეთში, არხოტის თემში, სოფელ ახიელში ცისკარაულების საგვარეულო კოშკის გადარჩენაც, ევროპული ფონდების დახმარებით მოხერხდა.
საქართველო-რუსეთის საზღვართან მდებარე შუა საუკუნეების კოშკის გამაგრება-რეაბილიტაცია საერთაშორისო ფონდმა ალიფმა (Aliph Foundation) დააფინანსა.
ფონდის პარტნიორები კი დიდი გამოცდილების მქონე ეროვნული ფონდების საერთაშორისო ორგანიზაცია (International National Trusts Organization (INTO) და ფრანგული კულტურული მემკვიდრეობის სფეროში მოქმედი ორგანიზაცია – რამპარი (Rempart) იყვნენ.
აღდგენილი ცისკარაულების საგვარეულო კოშკი სოფელ ახიელში და ჯგუფი, რომელმაც მის აღდგენაზე იმუშავა
ევროკავშირის და ევროკავშირის ქვეყნების როლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და კულტურული იდენტობის შენარჩუნებაში მნიშვნელოვანია.
წლების განმავლობაში ათობით მილიონია დახარჯული იმისათვის, რომ კონკრეტული ისტორიული ძეგლები გადაერჩინათ.
ეკლესიების, ციხე-სიმაგრეების თუ ძველი ქალაქების ცალკეული უბნების გადარჩენაში ათობით ევროპული ფონდი იყო ჩართული. ამ სტატიაში მხოლოდ რამდენიმეს შესახებ მოგიყვებით, რადგან სია ვრცელია.
2008 წლის ომის დროს დამწვარი ნიქოზის სამონასტრო კომპლექსის საეპისკოპოსო სასახლე
მეხუთე საუკუნეში აგებული ეკლესია და სამონასტრო კომპლექსი, 2008 წლის 10 აგვისტოს დაიბომბა, რუსეთ-საქართველოს ომის დროს. დაბომბვის შედეგად დაიწვა ნიქოზის ისტორიული საეპისკოპოსო სასახლის ნაწილი.
საეპისკოპოსო სასახლის აღდგენა ნიდერლანდური ფონდის – პრინცი კლაუსის კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენის სწრაფი რეაგირების პროგრამის საშუალებით გახდა შესაძლებელი.
ასევე პრინცი კლაუსის ფონდის მიერ არის დაფინანსებული აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის დრენაჟის სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები, კასპის მუნიციპალიტეტში მდებარე იკვის XI საუკუნის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები.
ნიდერლანდებთან ერთად ნორვეგია ის ქვეყანაა, რომელსაც რამდენიმე მილიონი კრონი აქვს დახარჯული საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენა-გადარჩენაში.
საქართველოში ნორვეგიის საელჩოს მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატმა საქართველოში დაფინანსდა შემდეგი პროექტები:
2005-2019 წლები -„საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის არქივის დიგიტალიზაცია“ – Riksantikvaren საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან 2005 წლიდან თანამშრომლობდა ეროვნულ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე მემკვიდრეობის მართვისა და მმართველობის გასაძლიერებლად. ნორვეგიამ ეს გრძელვადიანი თანამშრომლობა დაახლოებით 10.5 მილიონი ნორვეგიული კრონით (1 077 744 აშშ დოლარი) დააფინანსა.
2017-2021 წლებში 546 523 აშშ დოლარით დაფინანსდა თბილისის ისტორიულ ნაწილში, მეფე სოლომონ ბრძენის ქ. #33-ში მდებარე, ტრადიციული თბილისური საცხოვრებლის რესტავრაცია -კონსერვაცია.
თბილისში, მეფე სოლომონ ბრძენის ქ. #33-ში მდებარე სახლის რესტავრაცია -კონსერვაცია ნორვეგიამ 546 523 აშშ დოლარით დააფინანსა
2012-2014 წლებში განხორციელდა პროექტი რეგიონული თანამშრომლობა კულტურული მემკვიდრეობის განვითარებისთვის. პროექტის 80% [400 001 ევრო] დააფინანსა EuroEast Culture-მ. პროექტში თანადამფინანსებელი იყო ნორვეგიული Riksantikvaren [30 000 ევრო].
2007-2008 წლებში 61 000.00 აშშ დოლარით დაფინანსდა გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმის რესტავრაცია. იუნესკოს/ნორვეგიის FIT პროექტის ფარგლებში.
ევროკავშირმა საქართველოში დააფინანსა ისტორიული ძეგლების რესტავრაცია – კონსერვაცია (ეკლესიები, ციხე-სიმაგრეები, ძველი ქალაქის უბნები).
ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის და შემოქმედებითი პროგრამის ფარგლებში კი გააძლიერა კულტურის სექტორი, დაეხმარა მუზეუმებსა და არქივებს განვითარებაში და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა კულტურული მენეჯმენტის განვითარებაში.
საქართველოში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული და განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ აქ.
ცნობისათვის, 1992 წლიდან დღემდე ევროკავშირმა საქართველოს 2.1 მილიარდ ევროზე მეტი ფინანსური დახმარება გამოუყო.
აქედან, მხოლოდ კულტურის სფეროში განხორციელებული პროექტებისათვის 30 მილიონი ევრო დაიხარჯა.
ეს თანხა დაიხარჯა კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაციისთვის, სამუზეუმო სივრცეების განახლებისათვის, ასევე შემოქმედებით ინდუსტრიებსა და კულტურულ ტურიზმში.
„ბათუმელებმა“ ამ ეტაპისათვის მხოლოდ 2021-2022 წლებში განხორციელებულ პროექტებში დახარჯული თანხების მოძიება შეძლო.
ჯამურად 2 წლის განმავლობაში ევროკავშირს 25 490 996 ლარი აქვს დახარჯული სამუზეუმო სივრცეების რეაბილიტაციაში, საბავშვო ბაღებისა და სკოლების მშენებლობა-რემონტში, სპორტული დარბაზების მშენებლობასა და ინფრასტრუქტურის მოწყობაში.
გთავაზობთ მხოლოდ კულტურული დანიშნულების ობიექტების ჩამონათვალს, რომელთა რეაბილიტაციაშიც ევროკავშირის ფული დაიხარჯა.
მაგალითად:
ევროკავშირმა 2021-22 წლებში 465 012 ლარით დააფინანსა გურჯაანში, ჯონ მალხაზ შალიკაშვილის სახელობის ქართული მხედრული ისტორიის მუზეუმის რეაბილიტაცია.
ევროკავშირმა 815 131 ლარით დააფინანსა გურჯაანის კულტურის სახლის რეაბილიტაცია.
ევროკავშირმა 827 057 ლარით დააფინანსა საჩხერეში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის- „მოდინახეს ციხის“ მისასვლელისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოების.
ევროკავშირმა 1 040 000 ლარით დააფინანსა ზესტაფონში, სოფელ ცხრაწყაროში ვარინკა წერეთლის სახელობის თეატრონის რეაბილიტაცია.
ევროკავშირმა 264 999 ლარით დააფინანსა დაბა ხარაგაულში მდებარე დევების ქანდაკებებისა და მიმდებარე სკვერის რეკონსტრუქცია.
ევროკავშირმა 1 092 914 ლარით დააფინანსა თერჯოლაში, მერიის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ არსებული ღია ამფითეატრისა და მასთან არსებული შენობა-ნაგებობების ფასადებისა და სკვერის მოწყობა-რეაბილიტაცია.
ევროკავშირმა 249 999 ლარით დააფინანსა ჩოხატაურში, ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია და ეთნოგრაფიული სივრცეების მოწყობა.
ევროკავშირმა 4 997 921 ლარით დააფინანსა ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე მდებარე მუზეუმის ნაცვლად, რეკრეაციული ინფრასტრუტურის – მულტიფუნქციური საგამოფენო სივრცის მოწყობა.
ევროკავშირმა 742 501 ლარით დააფინანსა ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქისტაურში რაფიელ ერისთავის სახლ-მუზეუმთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და თანმხლები ინფრასტრუქტურის მოწყობა.
ევროკავშირმა 613 168 ლარით დააფინანსა ლაგოდეხის მუსიკალური სკოლის რეაბილიტაცია.
ევროკავშირმა 279 175 ლარით დააფინანსა თელავში ისტორიულ ძეგლებსა და ტურისტულ საინფორმაციო დაფებზე QR კოდების განთავსება. ასევე QR კუბების და ენერგოეფექტური სკამების განთავსება ქალაქში.
ეს არ არის სრული ჩამონათვალი იმ მუზეუმებისა და კულტურული ცენტრებისა, რომელთა მშენებლობა, რეაბილიტაცია და განვითარება საქართველოში ევროკავშირის ფულით მოხდა.
პროგრამის EU4CULTURE ფარგლებში დამატებითი 7.85 მილიონი ევროს ინვესტიცია ჩაიდო საქართველოს რეგიონებში.
ამ პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა კულტურული ღონისძიებები და ფესტივალები, მხარდაჭერა მიიღეს ცალკეულმა არტისტებმა და კულტურის სფეროს პროფესიონალებმა.
პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იყო რეგიონული ქალაქების გაძლიერება. შეიქმნა კულტურული განვითარების სტრატეგიები და ქალაქებს გამოუყეს გრანტები 30 ათასიდან 300 ათას ევრომდე.
პროგრამის ფარგლებში გადამზადდა ათობით საჯარო მოხელე და კულტურის სფეროს წარმომადგენელი.
როგორ დაეხმარა ევროკავშირი საქართველოს ქალაქებს
პროგრამის EU4CULTURE ფარგლებში 5-მა ქალაქმა საქართველოში – ახალციხემ, ქუთაისმა, ფოთმა, თელავმა და ზუგდიდმა მიიღო გრანტი 10 ათასი ევროს ოდენობით, რომლის მიზანი იყო რეგიონების ქალაქებში კულტურის განვითარებაში დახმარება.
მოგვიანებით სამ ქალაქს – ქუთაისს, ფოთსა და ზუგდიდს 30-30 ათასი ევროს გრანტი გადასცეს.
ევროკავშირმა პროგრამის „უნარები დასაქმებისთვის“ ფარგლებში საქართველოს მოქალაქეებზე 48.9 მილიონი ევრო დახარჯა.
ეს არის ევროკავშირის მხარდაჭერილი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანების დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესებას, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, სადაც შრომის ბაზარი სწრაფად იცვლება.
სტატიაში მოყვანილია ევროკავშირის და ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მიერ საქართველოსადმი გაწეული დახმარების მხოლოდ მცირე ნაწილი.
ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩის ბოლოში 46 631 კვადრატულ მეტრ ტერიტორიას კერძო კომპანია „ისთ თაუნ რეზიდენშელი“ ღობავს.
კომპანიის ინფორმაციით, აქ სავაჭრო ცენტრის აშენება იგეგმება.
ბათუმი, ლერმონტოვის ჩიხი N5. ტერიტორიაზე, რომელსაც კერძო კომპანია ღობავს, სავაჭრო ცენტრის აშენება იგეგმება / 3.04.2026
„ჩვენ დეველოპერები ვართ, სპეციალიზებულები სავაჭრო ცენტრზე… Domino ჩვენია, ჩვენს პორტფელშია სავაჭრო ცენტრი „ისთ ფოინთი“. მე მგონი ცუდს არაფერს არ გავაკეთებთ, პირიქით, 500-600 ახალ სამუშაო ადგილს შევქმნით. გვინდა, რომ ერთი ლამაზი ობიექტი ვაჩუქოთ კიდევ ბათუმს. იქნება სავაჭრო ცენტრი Domino-სთან ერთად, რომელიც სამშენებლო მასალების ჰიპერმარკეტია. თბილისში გვაქვს ორი მაღაზია, ახლა ქუთაისში ვაკეთებთ და Domino იქნება ბათუმშიც“, – უთხრა „ბათუმელებს“ კომპანია „ისთ თაუნ რეზიდენშელის“ გენერალურმა დირექტორმა ზვიად თავართქილაძემ.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე პროექტი მუშავდება, მშენებლობის დაწყებას კი 2027 წლისთვის ვარაუდობენ.
„„სხვისი სამშენებლო ნაგავი იყო მანდ. გავწმინდეთ ეგ ყველაფერი და ახლა ვღობავთ… ვმუშაობთ პროექტზე და როგორც კი მზად გვექნება და მერია შეითანხმებს, დავიწყებთ მშენებლობას. დიდი ალბათობით მომავალ წელს“, – ამბობს ზვიად თავართქილაძე.
შპს „ისთ თაუნ რეზიდენშელი“ 2022 წელს თბილისშია რეგისტრირებული.
საჯარო რეესტრის ბოლო ამონაწერით, „ისთ თაუნ რეზიდენშელის“ გენერალური დირექტორია ზვიად თავართქილაძე, ხოლო ოპერაციების დირექტორი – უკრაინის მოქალაქე სერგი ტრიფონოვი. სამეთვალყურეო საბჭოში კი სამი წევრია [სამივე კვიპროსის მოქალაქეა].
ბათუმი, ლერმონტოვის ჩიხი N5. ტერიტორიაზე, რომელსაც კერძო კომპანია ღობავს, სავაჭრო ცენტრის აშენება იგეგმება / 2.04.2026
ღობის პროექტში, რომელიც კომპანიამ ბათუმის მერიაში გადააგზავნა, წერია, რომ „მიწის ფართობი ისეა რეგისტრირებული, რომ ახალმოწყობილი ასფალტი და ტროტუარი საზღვრებს შიგნით მდებარეობს, ამიტომაც ღობე მოეწყობა ტროტუარის შიგნით და არ შევეხებით ქალაქის ინფრასტრუქტურას, ამ შემთხვევაში მოვერგებით ქუჩას და არა რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს…
მიწის ნაკვეთის სრული ფართობი არის 46 631 კვადრატული მეტრი. პროექტის ფარგლებში, გამომდინარე ნაკვეთის მდებარეობიდან, გვიწევს ღობე საკადასტრო ხაზების შიგნით მოვაქციოთ გარკვეულ ადგილებში. აქედან გამომდინარე სრულად შემოიღობება 43 216 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი. ტერიტორია ამჟამად განაშენიანებული არ არის, არ გვხვდება არანაირი შენობა-ნაგებობა ან მრავალწლიანი ნარგავი.“
მიწის ნაკვეთის მესაკუთრეების ცვლილების ისტორია
აღნიშნული ნაკვეთი [46 631 კვადრატული მეტრი, ლერმონტოვის ჩიხი N5-ში] ქალაქ ბათუმის მერიის საკუთრებაში იყო 2008 წელს.
2009 წელს ბათუმის მერიამ მიწის ნაკვეთი გადასცა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას.
იმავე, 2009 წელს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ეს ტერიტორია საკუთრებაში გადასცა შპს „ჰესტოკ ბათუმს“ [HESTOK BATUMI, შემდგომში შპს „არგო ანურია“].
„არგო ანურიაში“ დღეს „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი თავის დროზე მათ ვალდებულებით გადაეცათ საკუთრებაში. ვალდებულება კი, ბათუმში საბაგირო გზის აშენება და ექსპლუატაციაში გაშვება იყო.
„არგო ანურიამ“ 2021 წელს აღნიშნული ტერიტორია გაასხვისა. მყიდველი იყო შპს „უძრავი ქონების მართვის კომპანია“.
ამჟამინდელმა მესაკუთრემ, შპს „ისთ თაუნ რეზიდენშელმა“ კი ეს ნაკვეთი სწორედ „უძრავი ქონების მართვის კომპანიისგან“ შეიძინა 2024 წლის ბოლოს.
ტერიტორია ბათუმში [მონიშნულია წითელი ფერით], სადაც სავაჭრო ცენტრი უნდა განთავსდეს Domino-სთან ერთად. მშენებლობა 2027 წლისთვის იგეგმება.
„ბულვარის გენგეგმა არ არის მთელი ქალაქის გენგეგმა, ძალიან მარტივი იქნებოდა მასში შესატანი ცვლილებების საავტორო ჯგუფთან შეთანხმება. ყოველ შემთხვევაში, შეიძლებოდა ცვლილებების აუცილებლობის დასაბუთება – ესა და ეს გვინდა შევცვალოთო… ვეტყოდით ჩვენს აზრს: მისაღებია, თუ არ არის მისაღები ან როგორ იქნებოდა მისაღები“, – განმარტა ირაკლი ჟვანიამ, ბათუმის ბულვარის გენგეგმის ერთ-ერთმა ავტორმა „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში.
ირაკლი ჟვანია არქიტექტორი და ქალაქმგეგმარებელია. მას, როგორც ბათუმის „ბულვარის გენგეგმის“ ერთ-ერთ ავტორს ვკითხეთ, რამდენად მისაღებია, როცა გენგეგმას, სპეციალისტების მიერ შექმნილ დოკუმენტს, მუნიციპალიტეტი თვითნებურად ცვლის და ავტორების მოსაზრებით საერთოდ არ ინტერესდება.
ურბანისტი და არქიტექტორი ირაკლი ჟვანია „ბათუმელებთან“ განმარტავს, რამდენად მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების მიღება სპეციალისტების ჩართულობითა და მათი რეკომენდაციების გათვალისწინებით.
„საქართველოში ათწლეულებია მთელი პრობლემა ზუსტად იმაშია, რომ მუნიციპალიტეტის დონეზე მუდმივად იცვლება ის გეგმები, რომლებიც დამუშავებულია პროფესიონალების მიერ. არ ხდება ამ გეგმების სწორი აღსრულება, მუდმივად რაღაც ცვლილებები შეაქვთ. ვიმეორებ, შეიძლება იურიდიულად ჰქონდეთ ამის უფლება, მაგრამ არასწორია.
ქალაქის გენგეგმაც რომ ავიღოთ, ზონების ცვლილება იქნება თუ სხვა, საკრებულოს და მერიის სამსახურებს აქვთ პრეროგატივა, რომ შეცვალონ. ეს გასაგებია, რომ შეიძლება ყველა ცვლილება ავტორთან ვერ გაიარო, მაგრამ ბულვარი არ არის მთელი ქალაქი.“
ბათუმის ბულვარის გენგეგმის მომზადებაზე ბულვარის ადმინისტრაციამ ტენდერი 2019 წლის ივლისში გამოაცხადა. 27 სექტემბერს ხელშეკრულება „ბაუ დიზაინთან“ გააფორმეს. ამ კომპანიასთან ერთად იმუშავა „ურბიტექტურამ“.
დოკუმენტის მოსამზადებლად ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯა, გენგემა ბულვარის ადმინისტრაციამ ჩაიბარა, ჩატარდა საჯარო განხილვები, რამდენიმე საკითხი კონსულტაციების შემდეგ დააზუსტეს, საბოლოოდ კი ბათუმის საკრებულომ ბულვარის განაშენიანების გეგმა 2022 წელს ხმაურისა და პროტესტის ფონზე დაამტკიცა.
ეს იმის გამო, რომ მის დამტკიცებამდე დოკუმენტში შპს „ამბასადორი ბათუმის“ მშენებარე ობიექტის შესახებ არსებული ჩანაწერი ამოიღეს. დოკუმენტში ეწერა, რომ ამბასადორის მშენებარე შენობა ბულვარისთვის შეუსაბამო იყო.
ბულვარის კოლონადები და „ამბასადორი“
ბულვარის დამცველებმა „ამბასადორი ბათუმის“ სასტუმროს მშენებლობა ბულვარში უკანონოდ მიიჩნიეს და გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრეს, თუმცა უშედეგოდ. კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონი ძეგლის ტერიტორიაზე მსგავსი მასშტაბის შენობაზე ნებართვის გაცემა არ უშვებს.
სასამართლომ საჩივარი „თაროზე დადო“ და განხილვა დღემდე არ დაუწყია, უზრუნველყოფის ღონისძიების სახით კი ნებართვის მოქმედება არ შეაჩერა – ბიზნესს ხელს ვერ შევუშლიო. სხვათა შორის, იგივე პოზიცია ჰქონდა აჭარის განათლების მინისტრს, როგორც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზემდგომი უწყების ხელმძღვანელს. ამასობაში, „ამბასადორი ბათუმმა“ სასტუმროს მშენებლობა უკვე დაასრულა.
წელს კი, გენგეგმის შეცვლის პარალელურად, როგორც ბათუმის მერია ამბობს, ბულვარს „უსახური და უნებართვო“ ობიექტებისგან ათავისუფლებს –აქამდე არსებული კაფეები, კლუბები და ჯიხურები ბულვარის იერ-სახეს არ შეესაბამებაო.
თუმცა, საიჯარო ხელშეკრულებების ვადების გაგრძელებას წელსაც ითხოვეს მოიჯარეებმა, მაგრამ მათი ობიექტები უკვე დაანგრიეს [სხვათა შორის, ბევრ მესაკუთრესთან გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულებებს ვადა დიდი ხნის წინ გავიდა]. საიჯარო ხელშეკრულებების გაგრძელებაზე თანხმობა მხოლოდ „დიდი ფულის ძალის“ მქონე კომპანიებმა მიიღეს – შპს „ამბასადორი ბათუმმა“ და „სან-რემოს“ მფლობელმა კომპანიამ შპს „ხიდი 2006“-მა.
ბულვარის გენგეგმის თანახმად კი, ერთიანი მიდგომა უნდა იყოს კომერციული დაწესებულებების მიმართ, რომლებიც ძველ ბულვარში კაპიტალურ შენობებს ფლობენ.
რეალურად მუშაობს მერია უკვე დამტკიცებულ გენგეგმასთან თანხვედრაში რომ მოიყვანოს ბათუმის ბულვარი, თუ საქმე გვაქვს გავლენების მორიგ გადანაწილებასთან აჭარის ახალი თავმჯდომარისა და ბათუმის ახალი მერის პირობებში? – ეს მალე უფრო კარგად გამოჩნდება. ბულვარში მიწის ნაკვეთების ნაწილი აჭარის მთავრობის ბალანსზეა.
არქიტექტორი ირაკლი ჟვანია გვიხსნის, რომ ბულვარის მიმართ დამოკიდებულება გამოჩნდა ჯერ კიდევ მაშინ, როცა ბათუმის მერიამ დოკუმენტს სახელი შეუცვალა, საკრებულომ კი ის ახალი სახელით დაამტკიცა:
„განაშენიანების გეგმა არის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ქალაქმშენებლობითი დოკუმენტი. დამტკიცებამდე რამდენიმე თვით ადრე, თუ უშუალოდ დამტკიცების პროცედურის წინ, მას შეუცვალეს სათაური და დაარქვეს განვითარების გეგმა.
ეს იმას ნიშნავს, რომ ხელშეკრულება ფაქტობრივად დარღვეულია. ასეთ დოკუმენტს საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს და ის შესასრულებლად სავალდებულო აღარ არის – სარეკომენდაციო ხასიათი აქვს.
ჩვენთან ასეთი რამ თავის დროზე არ ყოფილა შეთანხმებული. პირველივე ცვლილება, რაც დამტკიცებამდე გააკეთა საკრებულომ იყო ის, რომ „ამბასადორზე“ ჩანაწერი ამოიღეს. „ამბასადორი“ ჩვენ გვქონდა მონიშნული, როგორც შეუსაბამო ბულვართან და მისი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსთან, ეს ამოიღეს.
ამ ორი ცვლილების გამო ჩვენ გამოვთქვით პროტესტი იმით, რომ განხილვაზე მიწვეულები ვიყავით, ვემზადებოდით ჩასასვლელად და აღარ ჩავედით, რადგან ეს ჩვენი დოკუმენტი აღარ არის. ჩვენ ვერ მოვაწერდით ხელს იმას, რომ დოკუმენტს სახელი შეუცვალეს და ამბასადორზე ჩანაწერი ამოიღეს. ამიტომ აღარ მიკვირს, თუ იქ დაუკითხავად რაღაცებს ცვლიან.“
ირაკლი ჟვანია – ფოტო „ფეისბუქიდან“
ბოლო ცვლილება ბულვარის განაშენიანების გეგმაში 30 მარტს დაამტკიცა საკრებულომ. ამ ცვლილებით, კაფე „არტ ბულვარი“ – იგივე „ჩაიხანა“ ფასადის ცვლილების ნაცვლად ექვემდებარება დემონტაჟს, როგორც ვიზუალით და ფუნქციით შეუსაბამო ობიექტი. მშენებარე რესტორანი „სან-რემო“ კი ბულვარის განაშენიანების გეგმაში აისახა, როგორც არსებული ობიექტი. გარდა ამისა, „ჰოლანდიური სახლი“ ექვემდებარება რეკონსტრუქციას, ნაცვლად ფასადის ცვლილებისა – გადაწყვიტა ბათუმის მერიამ და საკრებულოც დაეთანხმა.
ამ საკითხის განხილვისას ოპოზიციის წარმომადგენელს, რომელიც ცვლილების წინააღმდეგ გამოვიდა, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან დავითაძემ უპასუხა:
„ვეთანხმები ვაჟას, [გულისხმობს ოპოზიციონერ ვაჟა დარჩიას], რომ ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია მიღებული, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც საპროექტო იქნება, გენერალური გეგმა თუ რაც იქნება, განიცდის ცვლილებას. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სწორედ ამ დოკუმენტზე დაყრდნობით ქალაქის ტერიტორიაზე უსახური, ვადაგასული ობიექტების დემონტაჟი ხორციელდება. რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქის იერ-სახისა და განვითარებისათვის“, – აუხსნა ლევან დავითაძემ საკრებულოს წევრებს.
ლევან დავითაძეს არ უთქვამს, როცა თავად იყო ვიცე-მერი რა გააკეთა იმისთვის, რომ ქალაქში, მით უმეტეს ძეგლის სტატუსის მქონე ბულვარში, უკანონო შენობები არ ყოფილიყო. ის ვიცე-მერად ყოფილმა მერმა – არჩილ ჩიქოვანმა 2021 წელს დანიშნა.
რაც შეეხება გონივრულ დასაბუთებას, ლევან დავითაძის განმარტება ასეთია:
„მსგავს ობიექტებს შორის არსებობს სივრცეები, რომლებსაც აქვთ მიმდინარე საიჯარო ხელშეკრულებები და ბათუმის ურბანულ მეხსიერებაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებენ, მათ შორის განსაკუთრებული სიმბოლური მნიშვნელობა აქვს ბათუმში რესტორან სან-რემოს, ჩემს ბავშვობაში, ჩვენი მამების და თითოეული ჩვენგანის მეხსიერებას ალბათ ახსოვს რესტორანი სან-რემო, რომელიც იყო და არის ქალაქის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი.
შესაბამისად, ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე დღეს ვმსჯელობთ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ეყრდნობა გრძელვადიან სტრატეგიულ ხედვას და უზრუნველყოფს თანამედროვე მაღალი სტანდარტების ობიექტის შექმნას ქალაქში. ინვესტორი განახორციელებს მინიმუმ 10 მილიონ ლარზე მეტ ინვესტიციას, რაც ქალაქისთვის მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს ნიშნავს“, – თქვა ლევან დავითაძემ და ისევ ჩამოთვალა სიკეთეები, რაც „ქალაქმა და ბიუჯეტმა“ უნდა მიიღოს „სან-რემოს“ მშენებარე რესტორნის პროექტიდან.“
ლევან დავითაძე
ლევან დავითაძეს, როგორც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, ბიუჯეტის და ქალაქის ქონების, ასევე ქალაქთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხების მართვა და კონტროლი ევალება. თუმცა, მას კითხვა არ უჩნდება, როგორ მოახერხა ერთმა კომპანიამ საიჯარო ხელშეკრულების 49 წლით მიღება და მეორემ ვერ? ქალაქში სივრცეების გადანაწილებას მხოლოდ „დიდი ფული“ განაპირობებს?
არც იმაზე უჩნდება კითხვა, ბულვარში სასტუმროს აშენების ნებართვა ვინ და როგორ გასცა? ვინ აპატია ამბასადორს არაერთი სანებართვო პირობის დარღვევა?
როცა ლევან დავითაძე ურბანულ მეხსიერებაზე საუბრობს და სან-რემოზე აკეთებს აქცენტს, რა პასუხი აქვს იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა ურბანულ მეხსიერებას შემორჩა, მაგალითად, კაფე „ტყუპები“ და არა „სან-რემო“? მხოლოდ ლევან დავითაძის ურბანული მეხსიერებაა მნიშვნელოვანი, თუ მისი ამომრჩევლისაც?
როცა ამბობს, გრძელვადიან სტრატეგიულ ხედვას ვეყრდნობითო, საინტერესოა ასეთი დოკუმენტი არსებობს ბულვართან დაკავშირებით, თუ თავის ხედვას გულისხმობს?
ვაჟა დარჩიას უნდოდა ამ კომენტარის შემდეგ მისთვის კითხვები დაესვა, მაგრამ საკრებულოს თავმჯდომარე ზედმიწევნით აქტიურად იცავს რეგლამენტს: „ორჯერ უკვე მოგეცი სიტყვა და რეგლამენტს ვერ დავარღვევო“.
იმედია, ის ანალოგიური მონდომებით ეცდება ქალაქის დაცვას უკანონობისგან, როგორც რეგლამენტის დაცვას ცდილობს.
___
ბევრი ვერსია არსებობს იმის შესახებ, თუ რატომ გადაწყვიტეს წელს ბულვარში კაფეების და სხვა ობიექტების დაშლა. აქამდე, საიჯარო ხელშეკრულების გასვლის შემდეგ, მოიჯარეები დაცლილ ინფრასტრუქტურაში ტოვებდნენ მეორად სამშენებლო მასალებს და გამოუსადეგარ ნივთებს, რაც შემდეგ სეზონამდე ბულვარის იერ-სახეს ამახინჯებდა. წლობით რჩებოდა კაპიტალური შენობები, ზოგჯერ შემოღობილი პლაჟით ამ შენობების გაგრძელებაზე და მასთან დაკავშირებული ნარჩენებიც.
პრაქტიკა აჩვენებდა იმასაც, რომ ახალ საკურორტო სეზონზე ამ შენობებში იგივე მოიჯარეები ბრუნდებოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ კაფეების ბევრ მესაკუთრესთან გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულების ვადა დიდი ხანია იყო გასული.
მათ შორის იყვნენ ისინიც, რომელთა წინააღმდეგ ბათუმის მერიამ 2020 წელს, ლაშა კომახიძის მერობის დროს, სამართლებრივი დავა დაიწყო სახელმწიფოს ქონების არამართლზომიერი სარგებლობის მოტივით. დავის პარალელურად მოიჯარეები მუშაობას აგრძელებდნენ.
არ ვიცით, დასრულდა თუ არა ეს დავა, ბათუმის მერიაში ამ კითხვაზე არ გვიპასუხეს.
4 აპრილს მიუსაფარი ცხოველების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება ამ დღეს და სოლიდარობას უცხადებს ცხოველთა დამცველებს.
მათ, ვინც ყოველდღიურად იბრძვის მიუსაფარი ცხოველების გადარჩენის და მათთვის არსებული მძიმე ვითარების შესამსუბუქებლად.
„ბოლო დღეები განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა ცხოველთა დამცველებისთვის. მიუსაფარი ცხოველების გაუჩინარების, მათ მიმართ სასტიკი მოპყრობის და გულგრილობის შესახებ საჯარო წყაროებში გავრცელებულმა ცნობებმა შეძრა საზოგადოების დიდი ნაწილი.
მიუსაფარი ცხოველების პრობლემების მიმართ სახელმწიფოს და საზოგადოების ნაწილის გულგრილმა დამოკიდებულებამ დღეს დაგვაყენა იმ მძიმე რეალობის წინაშე, რაც ქუჩაში მცხოვრები ცხოველების ყოველდღიურ ყოფაში მკაფიოდ იკვეთება – კერძოდ: მათი უკონტროლო გამრავლება, შიმშილი და წყლის დეფიციტი, დაავადებების ფართო გავრცელება, უფასო სამედიცინო სერვისების არარსებობა, ცხოველების მიმართ ძალადობისა და სასტიკი მოპყრობის გახშირებული შემთხვევები.
კრიზისს სავარაუდოდ იწვევს, ასევე, თავშესაფრების გადატვირთულობა და არასაკმარისი რესურსები, მუნიციპალური და სამედიცინო სერვისების არათანაბარი განვითარება რეგიონებში და მათ შორის, ცხოველთა იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის სისტემის მიმართულებით არსებული კრიტიკული გამოწვევები, კანონის აღსრულების მექანიზმების გამართული სისტემური ჯაჭვის არარსებობა, ასევე საზოგადოების ნაწილში დაბალი ინფორმირებულობა პასუხისმგებლიანი პატრონობისა და ჰუმანური დამოკიდებულების შესახებ, რაც კიდევ უფრო ამძიმებს არსებულ მდგომარეობას,“- წერს საია.
საიას განცხადებით, მიუსაფარი ცხოველების პრობლემის მოგვარება სახელმწიფოს მხრიდან უნდა ეფუძნებოდეს ჰუმანურობის პრინციპს, რაც გულისხმობს არა ძალადობრივ ან ფორმალურ, არამედ გრძელვადიან, ეთიკურ და ეფექტიან მიდგომებს, როგორიცაა მასშტაბური სტერილიზაცია/კასტრაცია, დიაგნოსტიკა, ვაქცინაცია, თავშესაფრების განვითარება და საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლება, მიუსაფარ ცხოველებთან მომუშავე პირების შესაბამისი კვალიფიკაცია.
„ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკის შემქნელი და აღმასრულებელი აცნობიერებდეს, რამდენად ძლიერი სტრესია ცხოველისთვის მისი ბუნებრივი გარემოდან მოწყვეტა, გადაყვანა და შემდეგ სხვა ადგილას დაბრუნება, ან მისთვის უცნობ გარემოში მოთავსება.
მიუსაფარი ცხოველების პრობლემის მართვა საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესის გათვალისწინებით უნდა მოხდეს მხოლოდ ეთიკური და ჰუმანური მიდგომების გამოყენებით. მიუსაფარ ცხოველბთან დაკავშირებული გამოწვევები არ გადაიჭრება მათი ერთი ადგილიდან გაქრობით და სხვა ადგილას გადაყვანით.
მით უფრო, იმ პირობებში, რომ გაურკვეველია სად უნდა მოხდეს აღნიშნული ცხოველების გადაყვანა და როგორ შეძლებენ კვებითი საჭიროების ან/ და სხვა გამოწვევების ფონზე გადარჩენას.
ამასთანავე, არსებითი მნიშვნელობა აქვს პროცესის გამჭვირვალობას და საზოგადოებრივი ჯგუფების ჩართულობას.
კერძოდ, ცხოველთა მოყვარულების, მოხალისეებისა და მიმკედლებლების ჩართულობა, მათთვის დროული და სრული ინფორმაციის მიწოდება მნიშვნელოვანია, რათა ჩამოყალიბდეს პროცესის მიმართ ნდობა და უზრუნველყოფილი იყოს თითოეული ცხოველის კეთილდღეობის კონტროლი.
ნებისმიერი ქმედება, რომელიც უკავშირდება სისასტიკეს ან არაჰუმანურ მოპყრობას, არა მხოლოდ არღვევს ცხოველთა დაცვის კანონმდებლობას და წარმოადგენს დანაშაულს, არამედ აზიანებს საზოგადოების მორალურ ფუნდამენტებსაც, ამიტომ სახელმწიფოს პოლიტიკა უნდა იყოს მკაფიოდ ორიენტირებული სიცოცხლის დაცვაზე, ტკივილის შემცირებაზე და პასუხისმგებლიანი, ცივილური გარემოს შექმნაზე.
აქვე, ხაზგასმით აღვნიშნავთ შემდეგს: 2024-2025 წლებში ქვეყანაში დემონსტრანტების მიმართ განხორციელდა სისტემური წამება/არასათანადო მოპყრობის შემთხვევები.
ერთი მხრივ, სახელმწიფოს მხრიდან გამოვლენილი ძალადობა და, მეორე მხრივ, ამ ფაქტების გამოუძიებლობა, კიდევ უფრო აძლიერებს განცდას, რომ, იქ სადაც, დაუცველია ადამიანი, დაუცველია ცხოველიც.
ამიტომ, ადამიანის უფლებების დაცვა და სამართლიანობის უზრუნველყოფა მხოლოდ ინდივიდების უსაფრთხოებას არ ემსახურება. ეს არის საფუძველი ჰუმანური, პასუხისმგებლიანი და თანასწორი საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის,“ – ნათქვამია საიას განცხადებაში.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია წერს, რომ ცხოველების მიმართ ჰუმანური დამოკიდებულება არის ის მინიმალური სტანდარტი, რომლის მიხედვითაც შესაძლოა შეფასდეს, რამდენად ცივილიზებული და პასუხისმგებლიანია სახელმწიფო და საზოგადოება.
დღეს, 4 აპრილს, 15:00 საათზე, ბათუმში, ევროპის მოედანზე, მიუსაფარ ცხოველთა უფლებების დასაცავად აქცია გაიმართება.
“მაშინ კი არ ხარ ძლიერი, როცა უსამართლობაზე თვალს ხუჭავ – მაშინ ხარ, როცა მის წინააღმდეგ დგახარ. თუ ერთხელ მაინც ჩაგიხედავთ ძაღლისთვის თვალებში, ერთხელ მაინც გადაგისვამთ თავზე ხელი მაშინ ის თქვენ სულს შეხებია.
ყველაზე დაუცველებს, ყველაზე ერთგულებს, ბედისგან დაჩაგრულებს სწორედ ახლა სჭირდებათ ჩვენი დაცვა…” – წერენ აქციის ორგანიზატორები.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში მიუსაფარ ცხოველთა უფლებების დასაცავად რამდენიმე აქცია გაიმართა.
მიზეზი არის ის, რომ მოქალაქეების თქმით ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქიდან სპეციალურმა სამსახურმა მიუსაფარი ცხოველები ქუჩიდან აიყვანა და შემდგომ ეს ცხოველები “გაქრნენ”.
მიუსაფარ ცხოველთა უფლებების დამცველთა თქმით, დაჭერილ ცხოველებს, ან აღარ აბრუნებენ ქუჩაში ან უკაცრიელ ადგილებში აბრუნებენ.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია გორის თავშესაფრის შესახებ [ამ თავშესაფარში აქვთ კრემატორიუმი], თითქოს ამ კრემატორიუმში მიუსაფარი ცხოველების კრემაცია მოხდა. თუმცა ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყო სურსათის უვნებლობის სამსახურმა.
დღეს აქციის გამართვა დაანონსებულია თბილისშიც, მთავრობის ადმინისტრაციასთან.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 4 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 302 370 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 110. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
ტანკი – 11 835 ერთეული [+2]
ჯავშანტექნიკა – 24 344 ერთეული [+4]
საარტილერიო სისტემა – 39 378 ერთეული [+85]
MLRS – 1 716 ერთეული [+3]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 338 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 350 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 217 016 ერთეული [+2 387]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 517 ერთეული [+26]
გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 87 149 ერთეული [+199]
სპეცტექნიკა – 4 109 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
670 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
აზერბაიჯანმა აღადგინა საკუთარი ტერიტორიული მთლიანობა, რამაც ხელი შეუწყო სამხრეთ კავკასიაში სრულიად ახალი პერსპექტივების ჩამოყალიბებას, მათ შორის, სომხეთისთვის. რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ამ კონფლიქტის დამთავრებამ გაუხსნა გზა სომხეთს ევროპისკენ. ამით ძალიან კარგად სარგებლობს ფაშინიანი და კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო ჩემი აღფრთოვანება ამ პოლიტიკური ლიდერის მიმართ.
„ასე პუტინი ამყარებს სომხეთის გადაწყვეტილებას გეზი აიღოს ევროპისკენ“ – ინტერვიუ
„რეალურად, არჩევანი, რომელიც პუტინმა დაუყენა ფაშინიანს – სწორია მისი მხრიდან: ერთდროული წევრობა ევროკავშირსა და ევრაზიულ კავშირში შეუძლებელია სამართლებრივი თვალსაზრისით. თუმცა პუტინი ამ პოლიტიკით ამყარებს სომხეთის გადაწყვეტილებას – გეზი აიღოს ევროპისკენ,“ – მიიჩნევს დიპლომატი ვალერი ჩეჩელაშვილი. მას ფაშინიანი-პუტინის მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე ვესაუბრეთ.
პუტინმა პირდაპირ მიანიშნა ფაშინიანს, რა ელის სომხეთს, თუ ის ევროპისკენ განაგრძობს სვლას: ეკონომიკური ბლოკადა, გაზის გაძვირება, პრობლემები სომხურ დიასპორას რუსეთში…
„პუტინი არის ძალიან კარგი ტაქტიკოსი, მაგრამ იგი ძალიან სერიოზულ სტრატეგიულ შეცდომებს უშვებს. პუტინი ფიქრობს, რომ ამ ტაქტიკური გადაწყვეტილებებით სერიოზულ შედეგებს მიაღწევს, მაგრამ სტრატეგიულ კონტექსტში ეს არის შეცდომა მისი მხრიდან, თანაც არამხოლოდ სომხეთის, არამედ ყველა იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც მას ესაზღვრება…
ახლა იქმნება უნიკალური ვითარება, როდესაც რუსეთი დასუსტდება და ვინც არის მასზე დამოკიდებული, უნდა მოახდინოს მანევრი, ერთხელ და სამუდამოდ ეს დამოკიდებულება ჩამოიშალოს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ვალერი ჩეჩელაშვილი. იგი საქართველოს ყოფილი ელჩია რუსეთში. ინტერვიუს დროს მას სამხრეთ კავკასიის კონტექსტში საქართველოზეც ვკითხეთ: „ოცნების“ მთავარი გზავნილი საქართველოში წლებია არის ეს: „აბა, ომი გინდათ?“ ვნახეთ, როგორ ესაუბრება ფაშინიანი პუტინს მით უმეტეს მაშინ, როცა გიუმრიში რუსული ბაზაა. რა გამოდის, არ ეშინია ფაშინიანს რუსეთთან ომის?“
„ბათუმელებმა“ დიპლომატ ვალერი ჩეჩელაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა, იგი „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ ექსპერტი და საქართველოს ყოფილი ელჩია რუსეთში.
ბატონო ვალერი, რა იყო ყველაზე თვალსაჩინო თქვენთვის პუტინი-ფაშინიანის შეხვედრაზე? „ოცნების“ მთავარი გზავნილი საქართველოში წლებია არის ეს: „აბა, ომი გინდათ?“ ვნახეთ, როგორ ესაუბრება ფაშინიანი პუტინს, მით უმეტეს მაშინ, როცა გიუმრიში რუსული ბაზაა. რა გამოდის, არ ეშინია ფაშინიანს რუსეთთან ომის?
ფაშინიანის დიპლომატიურმა გამბედაობამ ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. საერთოდ უნდა ითქვას, რომ ძალიან რთულ, დიპლომატიურ თამაშს ეწევა ახლა ფაშინიანი. იგი ნამდვილად ცდილობს საკუთარი ქვეყნის რუსეთის კლანჭებიდან გამოგლეჯას და გადამისამართებას ევროპის მიმართულებით.
ვფიქრობ, ფაშინიანს ეს გამოუვა კიდეც იმიტომ, რომ მისი პოლიტიკა, მათ შორის, საგარეო პოლიტიკა, ხასიათდება დიპლომატისთვის აუცილებელი სამი ფუნდამენტური პრინციპით: ეს არის მემკვიდრეობითობა, თანმიმდევრულობა და ამოსაცნობი ხასიათი. რაც მთავარია, ეს დაინახეს ევროპელმა პარტნიორებმა და აფასებენ ამას.
ის გადამწყვეტი არჩევნები, რომელიც ივნისის დასაწყისში ელის ფაშინიანს და რომელზეც, რა თქმა უნდა, ზემოქმედებას შეეცდება რუსეთი – ჩვენ ამას ვხედავთ – ფაშინიანი ძალიან ძლიერად უპირისპირდება რუსულ თამაშს. პრინციპში, არანაირი სერიოზული შესაძლებლობა რუსეთს, რომ არჩევნებზე ზემოქმედება მოახდინოს, არა აქვს.
მე დარწმუნებული ვარ, რომ ფაშინიანი გაიმარჯვებს ამ არჩევნებში, რაშიც ევროპაც ძალიან მნიშვნელოვნად უჭერს მხარს. ამიტომაც, გამოიყო სპეციალური მისია, რომელიც დაუპირისპირდება რუსულ ჰიბრიდულ გამოწვევებს. ევროპამ სერიოზული გამოცდილება დააგროვა ამ თვალსაზრისით რუმინეთსა და მოლდოვაში. ამიტომაც, იქცევა ფაშინიანი ასე გაბედულად.
მართალი გითხრათ, ძალიან შემშურდა, როდესაც დავინახე, როგორ გაბედულად ჩამოუთვალა ფაშინიანმა პუტინს მოსკოვში პირისპირ შეხვედრის დროს დემოკრატიის პრინციპები, რომ დემოკრატია არის არჩევნები, რომ სომხეთი არის დემოკრატიული ქვეყანა, სომეხი ხალხი გადაწყვეტს!
ვალერი ჩეჩელაშვილი
ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი ფორუმი გაიმართება მაისის პირველ ნახევარში ერევანში – ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის ფორუმი. მეორე დღეს კი გაიმართება უნიკალური ღონისძიება – ევროკავშირი-სომხეთის დიალოგი უმაღლეს დონეზე.
ეს იმას ნიშნავს, რომ ევროპის მხრიდან იქნებიან არა მხოლოდ ევროპელი პოლიტიკური ლიდერები, ისეთები, როგორიც არის კოშტა, ურსულა ფონ დერ ლაიენი, კაია კალასი და ასე შემდეგ, არამედ წამყვანი ევროპული ქვეყნების ლიდერები. ეს იქნება იმისთანა აკორდი, რომელიც სრულიად უზრუნველყოფს ფაშინიანის დომინაციას არჩევნებზე. სომეხი ერი, ისევე, როგორც ქართველები, არიან ევროპული ერი და არა ევრაზიული. ამ განწყობებს ახლა ვერაფერი ვერ შეცვლის – ვერც პუტინის შანტაჟი და ვერც გიუმრიში ბაზა.
ერთადერთი, რაშიც სამართლებრივი თვალსაზრისით ფაშინიანი ნამდვილად არ არის მართალი – ეს არის ის, რომ ადანაშაულებს „კუხოს“ [კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას], რომ ის არ დაეხმარა სომხეთს აზერბაიჯანთან ომში. ამ ორგანიზაციის მოქმედების საგანი არის განხორციელებული თავდასხმის მოგერიება წევრი სახელმწიფოს წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში ყარაბაღი არანაირად არ იყო საერთაშორისოდ ცნობილი, არც რუსეთის და არც ОДКB-ს სხვა წევრების მიერ, როგორც სომხეთის ტერიტორია.
ამიტომაც, არსებული დოკუმენტების გათვალისწინებით, ფაშინიანის პოზიციის გამართლება რთულია, თუმცა როცა სომხეთი ხდებოდა „კუხოს“ წევრი, მას შესაბამისი გარანტიები ეძლეოდა, რომ აი, სომხეთი არის ჩვენი ფორპოსტი ამიერკავკასიაში – რუსების განმარტებებს ვისმენდით, ისინი „ზაკავკაზიას“ იყენებენ, ძველ და იმპერიულ ტერმინს. „სამხრეთ კავკასიას“ ვერ ამოაღერღვინებ ბაგეებიდან რუსეთის პოლიტიკოსებს.
აზერბაიჯანმა აღადგინა საკუთარი ტერიტორიული მთლიანობა, რამაც ხელი შეუწყო სამხრეთ კავკასიაში სრულიად ახალი პერსპექტივების ჩამოყალიბებას, მათ შორის, სომხეთისთვის. რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ამ კონფლიქტის დამთავრებამ გაუხსნა გზა სომხეთს ევროპისკენ. ამით ძალიან კარგად სარგებლობს ფაშინიანი და კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო ჩემი აღფრთოვანება ამ პოლიტიკური ლიდერის მიმართ.
თუმცა პუტინმა ირიბად მიანიშნა ფაშინიანს, რა შეიძლება ელოდეს სომხეთს: ეკონომიკური ბლოკადა, ერთდროულად ევროკავშირსა და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში ყოფნა შეუძლებელიაო. პუტინმა გააჟღერა ისიც, რომ ევროპაში თუ რუსულ გაზს 600 აშშ დოლარად ვყიდით, სომხებს 177 დოლარად გაძლევთ და მგონი, ხედავთ სხვაობასო…
რაც შეეხება პუტინის არგუმენტებს: ძალიან რთულია, პუტინს დაეთანხმო, მაგრამ ОДКB-ს ნაწილში პუტინი იყო მართალი, მისი პოზიცია იყო არგუმენტირებული. რაც შეეხება სავაჭრო ურთიერთობებს: ავიღოთ საქართველოს მაგალითი. საქართველოს საგარეო ვაჭრობის ბრუნვაში მტკიცედ ეჭირა რუსეთს 2007 წელს მეორე ადგილი.
2008 წლის ომის შემდეგ პრაქტიკულად გაწყდა ჩვენი ურთიერთობები, მანამდე იყო ემბარგოს დაწესების მცდელობა და ასე შემდეგ: 2009, 2010, 2011, 2012 წლებში რუსეთი ჩვენი სავაჭრო პარტნიორების პირველ ათეულში არ შედიოდა. ამის მიუხედავად, ჩვენ უზრუნველვყავით შიდა ეროვნული პროდუქტის დაახლოებით 10 %-იანი ზრდა.
რუსეთის ბაზარი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველო და სომხეთია, არსებობს საფრთხის ნიველირების შესაძლებლობები, რესურსების სრული მობილიზაციის შედეგად.
პუტინმა ფაშინიანს გზაში დააწია ახალი გადაწყვეტილება: რუსეთმა სომხეთიდან შესულ პროდუქციაზე კონტროლი გაამკაცრა და სომხეთიდან რუსეთში შემავალი ტვირთები გააჩერეს. ზეწოლის ასეთი ბერკეტი, რაც არაერთხელ გამოსცადა საქართველომაც, ფიქრობთ, რომ რუსეთის სასარგებლოდ არ იმუშავებს?
სომხეთი არის ევრაზიული კავშირის წევრი. ევრაზიულ კავშირს კი გააჩნია საბაჟო კავშირი. საბაჟო კავშირი ნიშნავს იმას, რომ არსებობს გარე საბაჟო საზღვრები და შიგნით საქონლის გადაადგილება უნდა იყოს შეუზღუდავი. რუსეთი ამას იგნორირებას უკეთებს. იგნორირებას უკეთებს იმ ფაქტს, რომ ქვეყნებმა, რომლებიც შევიდნენ საბაჟო კავშირში, მათ გააზრებულად, საკუთარი ეკონომიკური სუვერენიტეტის მნიშვნელოვან ნაწილზე თქვეს უარი. ეს გააკეთეს იმისთვის, რომ რუსეთის ბაზარზე ჰქონოდათ წვდომა.
მაგრამ რუსეთი წესებს არ იცავს. ევრაზიული საბაჟო კავშირის დანარჩენი წევრები, როგორიც არის, მაგალითად, ყაზახეთი, დაფიქრდება: რამდენად შეიძლება ენდოს რუსეთს საკუთარი ეკონომიკური პოლიტიკის გატარების კონტექსტში? სხვათა შორის, აზერბაიჯანის საზღვარზეც გარკვეულ მომენტში, პოლიტიკური გართულებების დროს, მსგავს დამოკიდებულებას ვხედავდით რუსეთის მხრიდან.
შესაბამისად, რუსეთი ამ ახალი გადაწყვეტილებით კონკრეტულ ექსპორტიორებს დააზიანებს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში საკუთარ ინტერესებს აზარალებს.
გაზის საკითხს რომ შევეხოთ: რუსეთი ვეღარ ყიდის საკუთარ გაზს ევროპაში. რუსეთი სომხეთს აწვდის გაზს შეღავათიან ფასად და ეს არის სერიოზული ბერკეტი. ალბათ გარკვეული დროის შემდეგ მოუწევს სომხეთს გაზში მეტი ფულის გადახდა, მაგრამ ეს აღარ იქნება რუსული გაზი. ეს იქნება აზერბაიჯანული გაზი.
დარწმუნებული ვარ, აზერბაიჯანი კომერციულ საფუძვლებზე, მაგრამ მიაწვდის გაზს სომხეთს. ჯერ ერთი, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ეს არის მეზობელი ქვეყნები, ამიტომაც გაზს ტრანსპორტირების ხარჯი პრაქტიკულად არ ექნება. შესაბამისად, იქნება რეზერვი ფასის პოლიტიკაში.
ვფიქრობ, გამოიჩენს სომხური ეკონომიკა მედეგობას, თუ ამ ნაბიჯსაც გადადგამს რუსეთი და საბოლოოდ ხელს ჰკრავს სომხეთს. ამით რუსეთი სომხეთს მისცემს გაცილებით უფრო თავისუფალი მანევრის საშუალებას.
რეალურად, არჩევანი, რომელიც პუტინმა დაუყენა ფაშინიანს – სწორია მისი მხრიდან: ერთდროული წევრობა ევროკავშირსა და ევრაზიულ კავშირში შეუძლებელია სამართლებრივი თვალსაზრისით, თუმცა პუტინი ამ პოლიტიკით ამყარებს სომხეთის გადაწყვეტილებას – გეზი აიღოს ევროპისკენ.
რის დემონსტრირება სცადა ფაშინიანთან შეხვედრით პუტინმა? ეს გათვლილი იყო სომხეთში პრორუსულად განწყობილი აუდიტორიის გააქტიურებაზე?
ეს არის ჩვეულებრივი შანტაჟის ზომები, რაც ჩვენ, საქართველოში, ძალიან კარგად ვიცით, მსგავსი დამოკიდებულება ჩვენს თავზე გამოგვიცდია ხშირად.
პუტინი არის ძალიან კარგი ტაქტიკოსი, მაგრამ იგი ძალიან სერიოზულ სტრატეგიულ შეცდომებს უშვებს. პუტინი ფიქრობს, რომ ამ ტაქტიკური გადაწყვეტილებებით სერიოზულ შედეგებს მიაღწევს, მაგრამ სტრატეგიულ კონტექსტში ეს არის შეცდომა მისი მხრიდან, თანაც არამხოლოდ სომხეთის, არამედ ყველა იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც მას ესაზღვრება.
ვფიქრობ, ფაშინიანი ამას კარგად გამოიყენებს საკუთარი პოზიციების გასამყარებლად სომხეთში.
პუტინმა ასევე გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ სომხეთის არჩევნებში კანდიდატებად მონაწილეობის უფლება უნდა მიეცეთ იმ ადამიანებს, რომლებსაც რუსული პასპორტები აქვთ. სომხეთის არჩევნებში რის იმედი აქვს პუტინს? შესაძლებელია, სომხეთში პრორუსული ოპოზიციური ძალების გაერთიანება მმართველი ძალის წინააღმდეგ?
ვფიქრობ, სომხეთის საზოგადოება უკვე ძალიან კარგად მიხვდა, რამდენად დადებითი შედეგების მომტანია მშვიდობა აზერბაიჯანთან – ეს იქნება უმთავრესი გარანტია სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების. ამის საფუძველზე ახალი ურთიერთობების აწყობის შესაძლებლობა იხსნება, როგორც აზერბაიჯანთან, ასევე თურქეთთან.
თურქეთი ასევე არის უზარმაზარი ეკონომიკა, რომელთან ურთიერთობებიც ძალიან მომგებიანია სომხეთისთვის. უსაფრთხოების, კეთილდღეობის და განვითარების პერსპექტივები ვფიქრობ, რომ კარგად დაინახა სომხურმა საზოგადოებამ და ამ თვალსაზრისით არანაირი ალტერნატივა ფაშინიანს არ გააჩნია.
თანაც, პუტინი და რუსეთი ნამდვილად არ არის ძალიან მიმზიდველი სომხეთში, გასაგები მიზეზების გამო. იმ ტრაგედიაში, რაც მოხდა სომხეთში – ვგულისხმობ ომს – მნიშვნელოვანწილად რუსეთის ბრალია, არა იმიტომ, რომ რუსეთი არ დაეხმარა სომხეთს გადამწყვეტ პერიოდში, არამედ იმიტომ, რომ მთელი ეს ათწლეულები რუსეთი აქეზებდა სომხეთს და ეუბნებოდა: აი, ჩვენ დაგიჭერთ მხარს ყარაბაღში.
სინამდვილეში, რუსეთს ყარაბაღის კონფლიქტის შენარჩუნება სურდა, რომ სომხეთი მასზე დამოკიდებული ყოფილიყო?
რა თქმა უნდა! რუსული იმპერიული პოლიტიკა მთელს პერიმეტრზე გამოიხატება იმპერიულ პრინციპში: „გათიშე და იბატონე“. შესაბამისად, მღვრიე წყალში, კონფლიქტების მართვის შედეგად, საკუთარი ინტერესების გატარება.
ზუსტად ამ პოლიტიკას აწარმოებს რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ისევ: ცდილობენ ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მეშვეობით ზემოქმედების გაძლიერებას სრულიად საქართველოზე.
თქვენი დაკვირვებით, როგორ უყურებს ამ ეტაპზე პუტინი სამხრეთ კავკასიას? რა ფაქტორებზეა დამოკიდებული სამხრეთ კავკასიის რუსეთის ორბიტიდან საბოლოოდ გასვლა, მათ შორის, საქართველოს?
პუტინს, რა თქმა უნდა, სურს საკუთარი ზეგავლენის გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში, ახალი ბერკეტების მოპოვება, რაშიც არის ძალიან შეზღუდული. სომხეთზე ვილაპარაკეთ, აზერბაიჯანზე პუტინს საერთოდ არანაირი ბერკეტი არ გააჩნია. პირიქით, უფრო მეტად აზერბაიჯანზეა დამოკიდებული რუსეთი – ტოტალური ბლოკადის პირობებში, რომელშიც მოხვდა რუსეთი, ძალიან აინტერესებს სამხრეთ-ჩრდილოეთის დერეფნის განვითარება, რომელიც აზერბაიჯანზე გადის. ამიტომაც, აზერბაიჯანი საერთოდ გავიდა რუსეთის გავლენის სფეროდან.
ერთადერთი, შედარებით მოწყვლადი სახელმწიფო სამხრეთ კავკასიაში რჩება საქართველო, რომელზეც პუტინს აქვს გავლენები, მათ შორის, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის სახით. მე დარწმუნებული ვარ, აქ ძალიან სერიოზულად მუშაობენ რუსეთის სპეცსამსახურები – ის ბოლო წერილი, ჩვენს საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, იყო ამის ერთ-ერთი გამომჟღავნება. ამ გავლენის გაძლიერებას შეეცდება რუსეთი.
ძალიან დამაფიქრებელია ის ფაქტი, რომ 2012 წლიდან, როცა „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, ჩვენ არცერთი ჯაშუში არ გამოგვივლენია და არ დაგვიპატიმრებია. ეს ორ რამეს შეიძლება ნიშნავდეს: რუსეთი არ მუშაობს საქართველოში – რაც ძალიან რთულად დასაჯერებელია, ან მუშაობს ისე კომფორტულად, რომ ჩვენი სპეცსამსახურები სამწუხაროდ მათ ვერაფერს ვერ უპირისპირებენ.
ჩვენი გამოსავალია ის, რომ რუსეთის გავლენებს დავუპირისპიროთ ჩვენი იზოლაციიდან გამოსვლა, აღდგენა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის, პირველ რიგში, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროპასთან, ევროკავშირთან და ნატოსთან, რათა რუსეთმა კარგად გაიაზროს, რომ ნებისმიერი პროვოკაცია საქართველოს წინააღმდეგ ძალიან ძვირად დაუჯდება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიკავებს რუსეთი თავს, თორემ თუ ჩვენ მარტო დავრჩით პირისპირ რუსეთთან, მაშინ მას ვერაფერი ვერ შეაკავებს.
ჩვენი დიპლომატიის ამოცანა უნდა იყოს ამ საერთაშორისო იზოლაციიდან გამოსვლა.
თუ რუსეთი შეინარჩუნებს გავლენას საქართველოზე და ამავდროულად, დავრჩებით იზოლაციაში, ხომ არ შეიძლება საქართველო გახდეს გადამწყვეტი ფაქტორი, რომ სამხრეთ კავკასიამ ვერ დააღწიოს თავი რუსულ ორბიტას? ფაშინიანმა ცოტა ხნის წინ აღნიშნა, რომ სომხეთის ევროპული პერსპექტივა პირდაპირ უკავშირდება საქართველოს…
მაგრამ რუსეთი თვითონ სუსტდება და მას უკიდურესად ეზღუდება რესურსები. რუსეთის მთავარი თავის ტკივილი დღეს სამხრეთ კავკასია არ არის, მისი მთავარი თავის ტკივილი არის უკრაინა, სადაც შეიძლება ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩავარდეს საკუთარი ეკონომიკურ-ფინანსური პრობლემების გათვალისწინებით. თუ დროზე ვერ ნახა აქედან გამოსავალი რუსეთმა, შეიძლება შეექმნას სერიოზული პრობლემები საკუთრივ რუსეთის სახელმწიფოებრიობას.
ამიტომაც, მნიშვნელოვანია ამ დროს საქართველოსთვის ევროპასა და ამერიკასთან თანამშრომლობის გააქტიურება. სხვა გამოსავალი ჩვენ ნამდვილად არა გვაქვს.
როგორ იმოქმედებს რუსეთი საქართველოსთან მიმართებაში – რუსეთი ამას გადაწყვეტს არა იმის გათვალისწინებით, თუ რა პოლიტიკას ეწევა ესა თუ ის ქართული მთავრობა, არამედ იქიდან გამომდინარე, თუ რამდენად რისკის შემცველი იქნება პროვოკაციების წარმოება საქართველოსთან მიმართებაში საკუთრივ რუსეთისთვის. იმისთვის, რომ ეს რისკები რუსეთს გაუღრმავდეს, ჩვენ გვჭირდება სტრატეგიული პარტნიორობა დასავლეთთან. ეს არის ძალიან მარტივი ლოგიკა.
ზუსტად ახლა იქმნება ის უნიკალური ვითარება, როდესაც რუსეთი დასუსტდება და ვინც არის მასზე დამოკიდებული, უნდა მოახდინოს მანევრი, ერთხელ და სამუდამოდ ეს დამოკიდებულება ჩამოიშალოს. აი, ეს მომენტი დგება ახლა ძალიან მკაფიოდ. არანაირი ლოგიკა არ არის, რომ შეინარჩუნო დამოკიდებულება დამარცხებულ მხარესთან. რუსეთს ხელიდან ეცლება ყველა მისი პარტნიორი: სირია, ვენესუელა, ახლა ირანი… ვინ დარჩა რუსეთს გულწრფელი მეგობარი? ჩინეთი არის რუსეთისთვის გაცილებით უფრო დიდი გამოწვევა, ვიდრე ამერიკა. ყველა ფრონტზე დამარცხების პროცესში მყოფ სუბიექტთან, რატომ უნდა შევინარჩუნოთ დამოკიდებულება?
შეიძლება ასეთ რუსეთთან მოკავშირეობა მაინც აწყობდეს ივანიშვილს, მაგალითად, ძალაუფლების შენარჩუნების მოტივით?
აღარ არის რუსეთი ძლიერი მოთამაშე არც ზოგადად და არც რეგიონში.
ამ დროს მხარდაჭერა რაში გამოიხატება: ფული, რესურსი? რით უნდა დაეხმაროს რუსეთი ივანიშვილს? ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას ძალიან ძვირი დაუჯდება ასეთი დახმარება.
საქართველოში ბავშვებზე ძალადობის, მათ შორის, სექსუალური ძალადობის შემთხვევები ისევ მაღალია. მაგალითად, ომბუდსმენის ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს ოჯახში ძალადობის საფუძვლით 533 ბავშვი ცნეს დაზარალებულად.
აქედან, 219 ბავშვი განაცალკევეს ბიოლოგიური ოჯახისგან.
დაზარალებულად ცნობილი ბავშვებიდან 76 ბავშვი 5 წლამდე ასაკისაა, 188 ბავშვი 5-იდან 10 წლამდე, 191 ბავშვი 11-15 წლის და 78 ბავშვი, რომელზეც იძალადეს, 16-17 წლისაა.
როგორც სახალხო დამცველი წერს ანგარიშში, ეს მონაცემები მაინც არ ასახავს რეალურ სურათს, სტატისტიკის წარმოებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო.
„2025 წლის საქმისწარმოების ფარგლებში, 70 საქმე შეეხებოდა ბავშვთა მიმართ ოჯახში სხვადასხვა ფორმით ძალადობას. შესწავლის შედეგები მიუთითებს პოზიტიური მშობლობის კუთხით არსებულ გამოწვევებზეც.
განსაკუთრებით პრობლემურად რჩება ორივე მშობელთან ურთიერთობის საქმეები, სადაც, უმეტეს შემთხვევაში, ბავშვები წლების განმავლობაში განიცდიან ფსიქოლოგიურ ძალადობასა და მანიპულირებას მშობლებისა და ოჯახის სხვა წევრების მხრიდან.
ეს გამოწვეულია შესაბამისი სერვისების სიმწირით, დაგვიანებული და არაეფექტიანი რეაგირებით,“- წერს ომბუდსმენი.
სქესობრივი ძალადობა
სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, 2025 წელს ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის სხვადასხვა ფორმის და სექსუალური ექსპლოატაციის 176 შემთხვევა გამოვლინდა, რომელიც გადამისამართდა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში.
„გენერალური პროკურატურის მონაცემებით, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე 189 ბავშვი ცნეს დაზარალებულად.
კონკრეტული ნაბიჯები ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის შესახებ ეროვნული კანონმდებლობის დასახვეწად თუ არსებული პრაქტიკის, სერვისების გასაძლიერებლად, არც 2025 წელს გადადგმულა,“- წერს სახალხო დამცველი.
მისივე ანგარიშის მიხედვით, ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობისა და სექსუალური ექსპლოატაციის შესახებ ეროვნული კანონმდებლობა, კვლავ საჭიროებს დახვეწას საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების მიზნით.
ბავშვებზე სქესობრივი ძალადობის მაჩვენებელი ასაკის და სქესის მიხედვით. წყარო: ომბუდსმენის ანგარიში.
„პრობლემას წარმოადგენს ძალადობაზე, ძალადობის მუქარასა და უმწეო მდგომარეობის გარემოებებზე დაფუძნებული კვალიფიკაცია, აგრეთვე ქვედა ასაკობრივი ზღვრის არარსებობა, რომლის ქვემოთ ბავშვთან სექსუალური ხასიათის შეღწევა პირდაპირ გაუპატიურებად დაკვალიფიცირდება.
უნდა აღინიშნოს, რომ ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის დანაშაულებთან ბრძოლის მიმართულებით, მათ შორის, პოლიტიკის გამკაცრების, მონიტორინგის მექანიზმის დანერგვის, პრევენციისა და ბავშვების მხარდაჭერის კუთხით, ჯერ კიდევ 2024 წელს ინიცირებული ღონისძიებები ამ დრომდე არ განხორციელებულა.
წლიდან წლამდე გამოწვევად რჩება სექსუალურ ძალადობა განცდილი ბავშვებისა და მათი ოჯახების მდგრად მხარდაჭერასა და რეაბილიტაციაზე ორიენტირებული სერვისების მისაწვდომობა.
ერთადერთი სერვისი, რომელიც ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის დანაშაულებზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებების შედარებით ბავშვზე მორგებულ გარემოში წარმართვის შესაძლებლობას იძლევა და მათ გრძელვადიანი რეაბილიტაციის მომსახურებას აწვდის, „ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრია”, რომელიც მხოლოდ თბილისში ფუნქციონირებს.
შესაბამისად, სერვისი გეოგრაფიულად მისაწვდომი არ არის,“- ნათქვამია ანგარიშში.
ამასთანავე, როგორც ომბუდსმენის ანგარიშში წერია, არასრულწლოვნის გამოკითხვის პროცესთან დაკავშირებული გამოწვევები კვლავ უცვლელია.
„სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის საჭიროების შემთხვევაში, რეგიონში მყოფ ბავშვებს ისევ საათობით უწევთ მგზავრობა ცენტრში მისასვლელად, რაც ცალსახად არ შეესაბამება მსხვერპლზე მორგებულ, ბავშვზე ორიენტირებულ მიდგომასა და მნიშვნელოვნად ზრდის მეორეული ვიქტიმიზაციის რისკს,“-ნათქვამია ომბუდსმენის ანგარიშში.
„გრიგოლ ბესელია შს სამინისტროს თანამშრომელი აღარ არის“, – გვითხრეს ამ უწყებაში.
შსს-ს პრესცენტრში არ გვითხრეს, თავისი სურვილით დატოვა გრიგოლ ბესელიამ თანამდებობა, თუ გაათავისუფლეს.
თანამდებობის დატოვების გარდა, „ბათუმელების“ ინფორმაციით, პროკურატურას გრიგოლ ბესელიასთან კითხვები აქვს კორუფციის საქმეზე. პროკურატურის პრესცენტრში შეკითხვას გრიგოლ ბესელიასთან დაკავშირებით არ უპასუხეს.
გრიგოლ ბესელია აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი იყო, როცა ჟურნალისტი მზია ამაღლობელი უკანონოდ დააკავეს. გრიგოლ ბესელია „მზია ამაღლობელის საქმეში“ ერთ-ერთი ცრუ მოწმე პოლიციელია, რომელიც სასამართლო სხდომაზე ადვოკატებმა სიცრუეში ამხილეს.
გრიგოლ ბესელიამ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის პოსტი 4 აპრილს დატოვა. 2025 წლის მაისში იგი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის მოადგილედ დანიშნეს.
გრიგოლ ბესელია მზია ამაღლობელის საქმის ერთ-ერთი მთავარი მონაწილეა. გრიგოლ ბესელია და ბათუმის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი დგებუაძე უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ ბათუმში მიმდინარე პროევროპულ საპროტესტო აქციებზე პროტესტის მონაწილეების დაკავებას. სწორედ გრიგოლ ბესელიამ დააკავა მზია ამაღლობელი 2025 წლის 11 იანვარს სტიკერის გაკვრისთვის, თუმცა შსს-მ დაკავების ოქმი გააყალბა, იმის მიუხედავად, რომ არსებობს მზია ამაღლობელის დაკავების ამსახველი, უწყვეტი ვიდეოკადრები.
გრიგოლ ბესელიას ამტკიცებდა, რომ მას არ დაუკავებია მზია ამაღლობელი.
გრიგოლ ბესელიამ 28 აპრილს მისცა ჩვენება მზია ამაღლობელის საქმეზე. „ცრუპენტელა, ცრუ მოწმე, მატყუარა”, – ამ შეძახილებითგააცილეს იგი მოქალაქეებმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს შენობიდან.
გრიგოლ ბესელიას მოსამართლეს უთხრა, რომ არც სიწითლე უნახავს მზია ამაღლობელისგან „დაზარალებული“ ირაკლი დგებუაძის სახეზე და არც ამაღლობელის მხრიდან ლანძღვა მოუსმენია პოლიციის მისამართით. თუმცა, სრულიად ეთანხმება მზია ამაღლობელის მიმართ წარდგენილ ბრალს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მზია ამაღლობელმა ირაკლი დგებუაძეს სილა კი არ გააწნა, არამედ ხელი დაარტყა სახეში. თან ისე ძლიერად, რომ ამ დარტყმამ აქციაც კი დაშალა.
მზია ამაღლობელი გამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია. 2025 წლის 11 იანვრის საპროტესტო აქციაზე მზია ამაღლობელმა შსს პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელთან მდებარე დამხმარე ნაგებობის კედელზე გააკრა სტიკერი – „იფიცება საქართველო“. მზია ამაღლობელი დააკავეს, თუმცა სტიკერის გაკვრის გამო პოლიციელებს მოქალაქის დაკავების უფლება არ აქვთ. ამიტომაც, პოლიციელებმა თქვეს, რომ მზია ამაღლობელი მათ შეურაცხყოფდა. გაყალბებული საქმის მიუხედავად, მზია ამაღლობელი მოსამართლე სალიხ შაინიძემ სამართალდამრღვევად ცნო და 2 ათასი ლარით დააჯარიმა.
ერთი და იგივე ქმედებისთვის – სტიკერის გაკვრა მზია ამაღლობელი ორჯერ გაასამართლეს. ეს იმიტომ მოხდა, რომ გრიგოლ ბესელიამ სასამართლოში დაკითხვის დროს თქვა: მზია ამაღლობელის მიმართ შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 150-ე მუხლითაც, თუმცა ჩვენების მიცემის დროს – 2025 წლის 28 აპრილს, მსგავსი ოქმი საერთოდ არ არსებობდა.
გრიგოლ ბესელიას ამ ჩვენებიდან 2 დღის შემდეგ – 2025 წლის 30 აპრილს პოლიციელმა ნოდარ ზენაიშვილმა შეადგინა ახალი სამართალდარღვევის ოქმი მზია ამაღლობელის წინააღმდეგ 2025 წლის 11 იანვრის შემთხვევაზე. სტიკერის გაკვრის გამო მზია ამაღლობელს მეორედ გაასამართლეს. მოსამართლის შეფასებით, საჯარო სივრცეში სტიკერის გაკვრა სამართალდარღვევაა და მზია ამაღლობელი ამჯერად 1000 ლარით დაჯარიმდა.
გრიგოლ ბესელია „ოცნების“ იმ თანამდებობის პირებს შორისაა, რომლებიც ბალტიისპირეთის ქვეყნებმა დაასანქცირეს.
სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, უცხოეთში მშობელთან ერთად გამგზავრების გამო მოსწავლის სტატუსის შეწყვეტის ან შეჩერების შემთხვევები ისევ მაღალია საქართველოში.
მაგალითად, გასულ წელს ამავე მოტივით ქვეყანა დატოვა 3 669 ბავშვმა, რაც თითქმის უტოლდება 2024 წლის მონაცემებს. 2024 წელს 3 900-მა მოსწავლემ დატოვა ქვეყანა.
ეს მაშინ, როცა სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში შობადობა შემცირებულია, ემიგრაცია კი – გაზრდილი.
სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში 37 867 ბავშვი დაიბადა. თუმცა უწყება არ აზუსტებს, საქართველოში დაბადებული ბავშვებიდან რამდენია საქართველოს მოქალაქის და რამდენია უცხო ქვეყნის მოქალაქის შვილი.
2025 წელს 7248 მოსწავლეს შეუჩერდა, ხოლო 1366 მოსწავლეს შეუწყდა მოსწავლის სტატუსი, რაც დინამიკაში თითქმის უტოლდება 2024 წლის მონაცემებს.
სკოლის მიტოვების მიზეზებს შორის ისევ ვლინდება ისეთი შემთხვევები, როგორიცაა, მაგალითად, ფინანსური დავალიანება, სკოლიდან გარიცხვა, დაოჯახება, ჯანმრთელობის პრობლემები, მუშაობის დაწყება, გაცდენები და ასე შემდეგ.
ამავე წყაროს მიხედვით, 2025 წელს „ოჯახის შექმნის“ მიზნით სკოლა მიუტოვებია 26 ბავშვს.
100 ბავშვს – ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, 1881 ბავშვს – მშობლის განცხადების საფუძველზე, 1251-ს კი პროფესიულ კოლეჯში გაუგრძელებია სწავლა. 1337 ბავშვს ზედიზედ გაუცდენია სკოლა, რის გამო მოსწავლის სტატუსი შეუჩერეს ან შეუწყვიტეს.
მოსწავლის სტატუსის შეწყვეტის/შეჩერების სტატისტიკა 2025 წელს. წყარო: ომბუდსმენის ანგარიში.
იმ ბავშვებს შორის, რომელთაც 2025 წელს მოსწავლის სტატუსი შეუწყვიტეს ან შეუჩერეს, 3 587 გოგოა, 5027 კი – ბიჭი.
სტატუსშეჩერებული ბავშვების უმრავლესობა დაწყებით ან საბაზო საფეხურზე სწავლობდა.
ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გასული წლის მსგავსად, ისევ თბილისში დაფიქსირდა – 3434 მოსწავლე, ქვემო ქართლში – 1371 და აჭარაში – 1050 მოსწავლე.
ომბუდსმენის ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ განათლების სამინისტროს არაერთხელ მიეთითა დაეხვეწა მოსწავლეთა სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის ერთიანი სტატისტიკა, „პროცესი ამ დრომდე არ არის დასრულებული.“
„შესაბამისად, სტატისტიკის წარმოების არსებული ფორმა და სწავლის მიტოვების საფუძვლები კვლავ დასაზუსტებელია“, – ნათქვამია ომბუდსმენის ანგარიშში.
საქართველოში ტექნოლოგიური განათლების განვითარებაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა 2025 წელს ბოლოს, თიბისისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) პარტნიორობით, ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა. ჰაბი აერთიანებს ქვეყანაში არსებულ საოლიმპიადო ეკოსისტემას და ქმნის ერთიან, სისტემურ პლატფორმას მომავალი ტექ ტალანტების აღმოსაჩენად და მხარდასაჭერად.
საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადები ჯერ კიდევ 1990-იანი წლებიდან ტარდება. მიუხედავად იმ პერიოდის სირთულეებისა, ქართველი მოსწავლეები საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევდნენ. ამ დრომდე ქვეყანამ 11 ოქროს, 21 ვერცხლისა და 66 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოლიმპიადებში მონაწილე ახალგაზრდები მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებსა და ტექნოლოგიურ კომპანიებში აგრძელებენ კარიერას.
თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია და განათლების მხარდამჭერი ბრენდი საქართველოში, აქტიურად ქმნის შესაძლებლობებს ახალი თაობისთვის. სწორედ ამ ხედვის გაგრძელებაა ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბის დაარსება, რომლის ფარგლებშიც, თიბისი ახალი თაობის საერთაშორისო წარმატების მთავარი მხარდამჭერია.
ჰაბი დღეს აერთიანებს როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო ოლიმპიადებს. მათ შორის ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადას (IOI), ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადას (IOAI), ევროპის გოგოების (EGOI) და ახალგაზრდულ (EJOI) ოლიმპიადებს, ასევე საქართველოს მოსწავლეთა ოლიმპიადას ინფორმატიკაში.
ტექ ოლიმპიადების ჰაბის შექმნა მრავალწლიანი გამოცდილების გაგრძელებაა, რომლის უკან დგას არაერთი პროფესიონალი და ენთუზიასტი, მათ შორისაა გიორგი მანდარია, რომელიც უკვე სამი ათწლეულია საქართველოს ტექნოლოგიური ტალანტების აღზრდას ემსახურება.
“იმ წლებში, როდესაც საქართველოში შესაძლებლობები ფაქტობრივად არ არსებობდა, მაინც მჯეროდა, რომ საქართველო თავის სათქმელს იტყოდა საერთაშორისო ასპარეზზე.“ – გიორგი მანდარია, საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბის ხელმძღვანელი.
ჰაბის შექმნით, ოლიმპიადების ორგანიზების, ნაკრების მომზადებისა და საერთაშორისო ასპარეზზე გამგზავრების პროცესი უფრო სტრუქტურირებული და ხელმისაწვდომი გახდა. პროექტი ასევე მიზნად ისახავს ტექნოლოგიური განათლების პოპულარიზაციას და წარმატების ისტორიების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას.
„განათლებაა ის ძალა, რომელიც მომავალს ქმნის, სწორედ ამიტომ ვქმნით და მხარს ვუჭერთ ინიციატივებს, რომლებიც ახალ თაობას რეალურ შესაძლებლობებს აძლევს. ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი არის პლატფორმა, რომელიც აერთიანებს გამოცდილებას, ცოდნას და ახალ შესაძლებლობებს, რათა საქართველოდან კიდევ უფრო მეტი წარმატებული ისტორია დაიწეროს გლობალურ ტექნოლოგიურ სივრცეში“ – მარიამ თევზაძე, თიბისის საგანმანათლებლო პროექტების ლიდი.
მთავარია გჯეროდეს საკუთარი მიზნების, ინტერესების და შესაძლებლობების – სწორედ ეს რწმენა ხდება პირველი ნაბიჯი წარმატებისკენ. თიბისის უფასო საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღებული ცოდნით, იქნება ეს – თიბისი ტექსკოლა, კამპუსი, IT აკადემია, ტექ ოლიმპიადების ჰაბი, AI სტუდენტური კლუბი თუ განათლების სხვა შესაძლებლობები – შექმნი პირველ ციფრული პროექტებს, აღმოაჩენ საკუთარ ძლიერ მხარეებს და ტექნოლოგიურ სამყაროში საკუთარ ისტორია თავად დაწერ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 3 აპრილის 21 საათიდან 4 აპრილის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 12-17 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
დღისით: 14 – 19 გრადუსი სითბო
ღამით: 7 – 12 გრადუსი სითბო
მთიან მუნიციპალიტეტებში:
დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო
ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო
მაღალმთიან ზონაში:
დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო
ღამით: 0 – 3 გრადუსი სითბო
ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +12 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, 5-6 აპრილს აჭარის უმეტეს რაიონში დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია „მთის ამბებისა“ და „საქართველოს ამბების“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
„ქარტია ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს „მთის ამბებისა“ და „საქართველოს ამბების“ ჟურნალისტების მიმართ გაჟღერებული ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარისა და მათთვის პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელშეშლისა გამო.
გამომდინარე იქიდან, რომ თავდასხმა სისხლის სამართლის დანაშაულის აშკარა ნიშნებს შეიცავს ქარტია პროკურატურას შემთხვევის სწრაფად და ეფექტურად გამოიძიებისკენ მოუწოდებს, ხოლო შსს-ს ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფას სთხოვს.
„ჟურნალისტების თანმიმდევრულმა და მიზანმიმართულმა სტიგმატიზაციამ, სიძულვილის ენის ხშირმა გამოყენებამ და დაუსჯელობის სინდრომმა საქართველოში შექმნა კლიმატი, სადაც აგრესია მედიის მიმართ წახალისებულია. ამგვარი დამაზიანებელი მიდგომის შედეგებს ჟურნალისტები ყოველდღიურად გრძნობენ,“ – ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.
რა მოხდა
„მთის ამბებისა“ და „საქართველოს ამბების“ გადამღები ჯგუფი ხადის ხეობაში, სოფელ წკერეში, ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის გამო შექმნილი პრობლემების გასაშუქებლად იმყოფებოდა.
ხადის ხეობაში ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროცესში სასაფლაო ჩამოიშალა. 21 წლის გიორგი ნარაიძის ნეშტი მეზობელი სოფლის სასაფლაოზე გადაასვენეს. ოთხი ადამიანის ნეშტს კი ამ დრომდე ვერ მიაკვლიეს. „მთის ამბების“ ჟურნალისტები სწორედ ამ თემაზე მუშაობდნენ, როდესაც უცნობი პირები მათ თავს დაესხნენ.
„მთის ამბების“ მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ადგილზე მყოფი პირები, სავარაუდოდ მშენებლობაზე მომუშავე ჩინური სახელმწიფო კომპანიის და გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები ჟურნალისტებს მუშაობაში ხელს უშლიან.
კადრებში ისმის გინების ხმა, ოპერატორისკენ ფიზიკურად გაწევის მცდელობა. ერთ-ერთი მათგანი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა. ვიდეოში, რომელიც „მთის ამბებმა“ გამოაქვეყნა, ჩანს, რომ ერთ-ერთი ადგილობრივი, მამუკა როსტიაშვილი, ჟურნალისტებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრება.
საბოლოოდ ჟურნალისტებს გადაღების შეწყვეტა და სოფლის დატოვება აიძულეს.
„მთის ამბების“ ინფორმაციით, შიდა ქართლის საოლქო პროკურატურამ „მთის ამბების“ ჟურნალისტებზე თავდასხმის და მათთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.
აღნიშნული მუხლი გულისხმობს ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას, რაც ჩადენილია ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.
დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
ბათუმის მერიის ინფრომაციით, 3 აპრილიდან 15 აპრილამდე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება 26 მაისის ქუჩაზე, ვახტანგ გორგასლის ქუჩიდან ილია ჭავჭავაძის ქუჩამდე მონაკვეთში.
ამ ქუჩაზე ტენდერში გამარჯვებული კომპანია ქვაფენილიანი ქუჩების რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებს.
ბათუმის მერიამ 2026 წელს მემედ აბაშიძის გამზირზე ქვაფენილის დემონტაჟი ისე დაიწყო, რომ სამუშაოები არც ქალაქის ბიუჯეტში იყო გათვალისწინებული და არც შესაბამისი ტენდერი გამოცხადებულა. „ბათუმელები“ ამ დარღვევის შესახებ ჯერ კიდევ 16 მარტს წერდა და ქალაქის მერიასაც მიმართა. პასუხი დღემდე არ მიგვიღია.
ბათუმში 15 ქვაფენილიანი ქუჩის [ქუჩების მონაკვეთების] რეაბილიტაციაზე მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს 2025 წელს ტენდერი 6 432 351 ლარით ჰქონდა გამოცხადებული. სამმართველომ ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ „ბონდი-2009“-სთან 2026 წლის 28 იანვარს გააფორმა – 5 649 994 ლარზე.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის ქუთაისის სამედიცინო ცენტრის განყოფილების უფროსი დააკავეს.
„ბრალდებულმა, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების მიზნით, 3 000 ლარის სანაცვლოდ, წვევამდელ პირზე ყალბი მონაცემების შემცველი სამედიცინო დასკვნის გაცემა უზრუნველყო, რის საფუძველზეც ეს უკანასკნელი სამხედრო ვალდებულებისგან გათავისუფლებას შეძლებდა.
სასამართლოს განჩინებების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ამსახველი აუდიო და ვიდეომტკიცებულებები“-აცხადებს საგამოძიებო სამსახური.
მათივე ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 3 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 301 260 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 230. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
ტანკი – 11 833 ერთეული [+3]
ჯავშანტექნიკა – 24 340 ერთეული [+6]
საარტილერიო სისტემა – 39 293 ერთეული [+65]
MLRS – 1 713 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 338 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 350 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 214 629 ერთეული [+1 236]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 491 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 86 950 ერთეული [+177]
სპეცტექნიკა – 4 109 ერთეული [+2]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
670 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
ბათუმში, ახალი ბულვარის გასწვრივ, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე გზის საფარის შეცვლა და სხვადასხვა სამუშაოა დაგეგმილი. ამ და კიდევ რამდენიმე ქუჩის სხვადასხვა მონაკვეთის „კეთილმოწყობაზე“ ქალაქის მერიამ ტენდერი 7 მილიონ 178 ათას 902 ლარით უკვე გამოაცხადა.
ტენდერის მიხედვით, ჩატარდება შემდეგი სამუშაოები:
„შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩის [კობალაძის ქუჩიდან შარტავას ქუჩამდე], დავით ხახუტაიშვილის ქუჩის [ფიროსმანის ქუჩიდან შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩამდე] და ინასარიძის ქუჩის [დავით ხახუტაიშვილის ქუჩიდან ტაძრის ქუჩამდე] კეთილმოწყობა და ასევე მარეთის ქუჩა N2-ის მიმდებარედ ტროტუარის მოწყობა“.
ტენდერს თან ახლავს პროექტი და სიტუაციური გეგმა, რომლის მიხედვითაც სამუშაოების ჩატარება მონიშნულია გენერალ ასლან აბაშიძის დასაწყისშიც [შალვა ინასარიძის ქუჩიდან ტაძრის ქუჩამდე მონაკვეთში].
ქუჩების მონაკვეთები [მონიშნულია წითელი ხაზებით], სადაც პროექტის სიტუაციური გეგმის მიხედვით სამუშაოები უნდა ჩატარდეს.
„ბათუმელები“ დაინტერესდა სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, მაგალითად, ხიმშიაშვილის ქუჩა მთლიანად გადაიკეტება, თუ დარჩება ცალმხრივი მოძრაობა ავტომანქანებისთვის.
„აღნიშნული პროექტის განხორციელების პროცესში, სამუშაოების სხვადასხვა ეტაპზე, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ზოგ მონაკვეთში ნაწილობრივ, ხოლო ზოგ მონაკვეთში სრულად შეიზღუდება. შეზღუდვები განხორციელდება ეტაპობრივად და შესაბამისი უწყებების, მათ შორის საპატრულო პოლიციის, კოორდინაციით“, – მოგვწერეს ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოდან.
პროექტში აღნიშნულია:
„შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩის (კობალაძის ქუჩიდან შარტავას ქუჩამდე), დავით ხახუტაიშვილის ქუჩის (ფიროსმანის ქუჩიდან შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩამდე) და ინასარიძის ქუჩის (დავით ხახუტაიშვილის ქუჩიდან ტაძრის ქუჩამდე) მიმდებარედ არსებული არხები უხვი ნაკადის დროს ვერ უზრუნველყოფს ნაკადის გატარებას, ზოგიერთ მონაკვეთში საერთოდ არ ფუნქციონირებს სანიაღვრე სისტემა.
იტბორება მიმდებარე სახლები და ქუჩების სავალი ნაწილიც. მოსახლეობისა და ავტოტრანსპორტის გადაადგილება გაძნელებულია. საპროექტო მონაკვეთზე გათვალისწინებულია სანიაღვრე მილების მოწყობა…
ტროტუარების მოწყობა – ბაზალტისა და ბეტონის ბორდიურებით, დეკორატიული ფილის მოწყობა, უსინათლოებისათვის გათვალისწინებულია ტაქტილური ფილის მოწყობა (ორშრიანი ფერადი). ასევე ტრავენტინისა და ბაზალტის ფილებით, რომელზეც გათვალისწინებულია უსინათლოებისათვის ტაქტილური თვითწებვადი ფილის მოწყობა.
დაიგება ასფალტბეტონის საფარი… სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნა ხორციელდება საგზაო ნიშანსადები საღებავით, გაუმჯობესებული შუქდამაბრუნებელი მინის ბურთულაკებით…“
სამმართველოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება დაიწყება 2026 წლის 18 აპრილს და დასრულდება 23 აპრილს. სამუშაოების შესრულების ვადაა 2027 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი.
Cover Photo: Mzia Amaglobeli holding a handwritten poster that reads: “Don’t Stop! Don’t Register” (referring to registering as a foreign agent when receiving foreign grants)
The Local Board of the Special Penitentiary Service reviewed Mzia Amaglobeli’s case for conditional early release (parole) and rejected it because she “still does not repent her actions.” The law does not require acknowledgment of guilt or remorse for conditional early release.
Mzia Amaglobeli has been in unlawful detention for almost one year and three months. She was sentenced to two years in prison for slapping Batumi Police Chief Irakli Dgebuadze, under Part One of Article 353 of the Criminal Code of Georgia, which is considered a less serious crime (Article 12);.
Under Georgian law, prisoners convicted of less serious crime may be eligible for early release after serving half of their sentence.
Prisoners’ cases are reviewed by a special commission, officially called the Local Board for the Review of Convicted Persons of the Special Penitentiary Service. The prison administration submits a recommendation for conditional early release.
In Amaglobeli’s case, the Rustavi #5 Women’s Penitentiary submitted a recommendation for early release to the Board on January 12, 2026.
The recommendation highlighted the following:
During her time in the facility, Amaglobeli mainly uses library services and occupies her free time with reading and writing. She has completed an online course in Japanese language. She acknowledges the incident but does not consider it a criminal act.
Interviews with a psychologist showed no tendencies toward emotional aggression, antisocial behavior, or psychological vulnerability. No risk factors were identified. She is cooperative, visually presentable, communicates easily, and expresses her arguments logically with healthy cognitive and social skills.
She has future plans, including addressing health challenges, restoring work capacity, and continuing her professional activity.
She was offered participation in case-management programs but declined at this stage due to ongoing court proceedings. She expressed willingness to participate in psycho-rehabilitative programs after the proceedings are over.
During her sentence, she received no disciplinary sanctions and was twice granted short visitation privileges as encouragement.
She follows the prison schedule, fulfills her duties, and maintains good relationships with other inmates and staff. She is not conflictual and has no prior convictions”.
The Board, composed of four members, reviewed the recommendation on March 9, 2026:
Chair:
Tamar Gelovania (Special Penitentiary Service representative)
Members:
Marina Kuparadze (Professor, State Medical University)
Khatia Tadiashvili (Probation Agency)
David Bughadze (Technical University of Georgia, Justice Training Center)
Despite the positive report from the penitentiary administration, the Board denied early release
The decision stated that incentives applied during the sentence cannot be considered as circumstances justifying release.
“The Local Board, without holding an oral hearing and based on a review of the case materials, concluded that Mzia Amaglobeli’s request for conditional early release should not be granted,” the decision reads.
The decision was delivered to Amaglobeli on March 30.
The board emphasized:
“According to the materials provided by the penitentiary administration, Mzia Amaglobeli still does not repent her actions — that is, she demonstratively maintains the view that her act does not constitute a crime.
She also refuses to participate in social programs offered by the administration for various reasons, which is directly connected to her resocialization process.
In evaluating this criterion, the Board paid particular attention to the fact that, to date, the portion of the sentence served has had no impact on Amaglobeli’s resocialization process.”
The Board further noted that “The purpose of the sentence is the restoration of justice. Justice is restored when the sentence returns a sense of fairness to society and the victim”. Therefore the Board decided that granting conditional early release to Mzia Amaglobeli “would disrespect the many law enforcement officers who uphold the rule of law in the country.”
The Board concluded that the 14 months served by Amaglobeli did not ensure awareness of her actions, protect public safety, or restore justice.
For context: under Georgian law, the Board must consider early release for less serious crime after half of the sentence is served (Amaglobeli’s conviction under Article 353, Part One qualifies). This review is initiated by the prison administration, and does not require the prisoner or her lawyer to apply or consent.
The administration must submit the recommendation as soon as half the sentence is served.
The law does not require acknowledgment of guilt or repentance for conditional early release.
Throughout her arrest and the entire court process, senior officials from “Georgian Dream” publicly demanded that Amaglobeli apologize, express remorse and repent.
Mzia Amaglobeli is the co-founder of the Georgian independent media outlets Batumelebi.ge and Netgazeti.ge. She is the first female journalist in Georgia to be recognized as a political prisoner since the country regained its independence from Soviet occupation in 1991. In 2025, Amaglobeli, together with Belarusian imprisoned journalist Andrzej Poczobut, was awarded the Sakharov Prize for Freedom of Thought.
Three cases have been brought against her in Georgian courts — two administrative and one criminal — all decided against Amaglobeli. She spent nearly seven months in pretrial detention. During her arrest under criminal law, she was subjected to degrading treatment by the police officer who is presented as the “victim” in the case. During the first 38 days of her detention, Amaglobeli went on a hunger strike, which caused serious deterioration of her health.
As a result, Amaglobeli lost most of her eyesight: she retains only 10% vision in one eye, while the other eye is left with light perception only.
On the same day of Amaglobeli’s arrest, under Dgebuadze’s orders, another Netgazeti journalist, Guram Murvanidze, was administratively detained while covering a protest and performing his professional duties. Despite this, Guram was sentenced to eight days in detention.
Several journalists of Batumelebi&Netgazeti have been fined like many other journalists with the accusation of artificially blocking the road while performing journalistic duties.
A journalist from Netgazeti, Mariam Dzidzaria, is facing up to 15 days of administrative detention after being accused by Georgia’s Interior Ministry of blocking a road while covering a protest, despite clearly displaying press identification.
30 მარტს ბათუმის საკრებულომ ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი დაამტკიცა. ამ ცვლილების მიხედვით, ბიუჯეტი 22 მილიონი ლარით გაიზარდა. ნამატი თანხა ძირითადად ინფრასტრუქტურულ და სხვა პროექტებზე გადაანაწილეს.
ერთ-ერთი ახალი პროექტი, რისთვისაც მერიამ ბიუჯეტში 500 000 ლარი გაითვალისწინა, ბათუმში პარკინგის მშენებლობას ითვალისწინებს.
შეცვლილი ბიუჯეტის მიხედვით, რომელიც საკრებულომ უკვე დაამტკიცა, პარკინგისთვის ადგილი გოგებაშვილის ქუჩაზე, თევზის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეურჩევიათ.
ბიუჯეტის მიხედვით, პროექტი მრავალწლიანია და, საერთო ჯამში, ბიუჯეტში ამ პროექტისთვის 8 მილიონი ლარია გათვალისწინებული.
ამ დროისთვის პროექტის შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადებული არ არის. მერიაში ჯერ ვერ დაგვიზუსტეს დაახლოებით რა ვადაში გეგმავენ ტენდერის გამოცხადებას.
არც ადგილი დაგვიზუსტეს. თუმცა „ბათუმელების“ ინფორმაციით, მერია პარკინგის სივრცის მშენებლობის ადგილად მოიაზრებს გოგებაშვილის #84-ის მიმდებარე მიწის ნაკვეთს, რომლის ფართობიც 8175 კვ.მეტრია.
უნდა ითქვას ისიც, რომ მომიჯნავე ტერიტორია ეკუთვნის შპს „ჯითი მოტორსს“, რომელმაც 2024 წელს ამ ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების მომსახურების ობიექტის მშენებლობის ნებართვა მიიღო. კომპანიამ ეს ნაკვეთი ბათუმის მერიისგან იყიდა.
წითლად მონიშნულია ადგილი, სადაც სავარაუდოდ მერია საპარკინგე სივრცის მშენებლობას აპირებს, მარჯვნივ მწვანედ მონიშნულია შპს „ჯი-თი მოტორსის“ ტერიტორია, ხოლო მარცხნივ მიწის ნაკვეთი შპს „რენტინნს“ ეკუთვნის
ამ ეტაპზე უცნობია დაახლოებით რა მასშტაბის პარკინგის მშენებლობა სურს მერიას და იქნება თუ არა ის ე.წ. მრავალდონიანი პარკინგი. მერიამ ჯერ ტენდერი პროექტის შესყიდვაზე უნდა გამოაცხადოს. ეს ასევე ნიშნავს იმასაც, რომ მშენებლობა შესაძლოა წელს ვერ დაიწყოს.
„პარკირება“ ბათუმში
პარკირების ადგილების დეფიციტი ბათუმისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა ბოლო 10 წელია. ბათუმში არამხოლოდ ტროტუარები და ველობილიკებია ავტომანქანებით ჩახერგილი, არამედ ზებრა გადასასვლელზეც ნახავთ გაჩერებულ ავტომანქანას.
„ადგილი არ არის და რა ვქნათ“ – ამ არგუმენტით ბათუმში უკვე მერიის თანამშრომლებიც ამართლებენ პარკინგის წესების დარღვევას. ისინიც აჩერებენ ავტომანქანებს ტროტუარებზე, ველობილიკებზე, ავტობუსის გაჩერების ადგილებზე.
ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მანქანა ტროტუარზე
ამ და კიდევ ბევრი სხვა გამოწვევის წინაშე რომ აღმოჩნდებოდა ბათუმი სწორედ ქაოსური განაშენიანების გამო, ამაზე ურბანისტები წლებია აქტიურად საუბრობენ, თუმცა მათ არავინ უსმენს.
2024 წელს ბათუმში არსებული პარკინგის მწვავე პრობლემის ნაწილობრივ გადაჭრის მიზნით აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ ბათუმის ცენტრალური სტადიონის სივრცე შესთავაზა როგორც ქალაქის სტუმრებს, ასევე ადგილობრივებს.
ერთი მხრივ, მერია აღიარებს ქალაქში პარკირების ადგილების ნაკლებობას, როგორც გამოწვევას, მეორე მხრივ კი, საზოგადოების პროტესტის მიუხედავად, საკრებულოსთან ერთად, ამტკიცებს სამშენებლო პროექტებს, სადაც პარკირების ადგილები ბინების რაოდენობაზე ბევრად ნაკლებია.
ამას ემატება ის გარემოებაც, რომ ახალი კომპლექსების მშენებლობისთვის კომპანიები საკუთარ მიწის ნაკვეთს თითქმის სრულად ითვისებენ, პარკინგისთვის ადგილი ძირითადად ე.წ. ნულ სართულზე [მიწისქვეშა სართული] აქვთ გათვალისწინებული, ეზოს სივრცეში კი ძირითადად მცირე, მაქსიმუმ ოცამდე ავტომანქანის ადგილს ტოვებენ.
მშენებელი, რომელიც დიდ „ფულს აკეთებს“, ამაში პრობლემას ვერ ხედავს. ამ კომპანიის წარმომადგენელი კი, თუ ვერ იპოვის გასაჩერებელ ადგილს, ისიც ტროტუარზე შეაყენებს საკუთარ მანქანას.
ახალაშენებული კორპუსების ეზოებში დატოვებული ადგილები უფასო პარკინგია, მიწისქვეშა სართულზე კი ერთი ავტომანქანის ადგილი 12-14 ათასი დოლარი ღირს.
პარკინგის პრობლემის გადაჭრის გზები მერიას ბათუმის გენგეგმის პროექტის ფარგლებშიც შესთავაზეს. კომპანიას ჯერ მუშაობა არ დაუსრულებია, თუმცა დოკუმენტის პირველი ნაწილი მერიას უკვე ჩააბარა.
კონცეფციის მიხედვით, მთავარი პრობლემა სისტემის დაურეგულირებლობაა ან რეგულირება კერძო მხარის მიერ, როცა საქმე რეგიონულ სატრანსპორტო სქემას ეხება. ამ მხრივ კონცეფციაში ავტოსადგურების პრობლემაზეც არის გამახვილებული ყურადღება.
კონცეფციის მიხედვით, ბათუმში საქალაქთაშორისო 4 ავტოსადგურიდან სამი თითქმის დეგრადირებულია და არ გააჩნია სათანადო ინფრასტრუქტურა, გარდა „მეტროს“ ავტოსადგურისა. ისინი ქალაქის ერთ წერტილშია კონცენტრირებული, რაც კიდევ უფრო აძლიერებს მონოცენტრულობის იდეას.
___
სპაციალისტების ხედვა პრობლემის მოგვარების გზებზე ნახეთ აქ:
მზია ამაღლობელის საქმე ე.წ. უდოს კომისიაზე განიხილეს და გამოიტანეს გადაწყვეტილება, რომ პატიმარი არ შეიძლება ვადაზე ადრე გათავისუფლდეს, რადგან ის „დღემდე არ ნანობს მის მიერ ჩადენილ ქმედებას“.
მზია ამაღლობელი წელიწადი და სამი თვე უკანონო პატიმრობაშია. მას ორი წელი აქვს მისჯილი ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისათვის სილის გაწვნის გამო.
მოქმედი კანონმდებლობით, ნაკლებად მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულები შესაძლებელია პატიმრობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდნენ, თუკი სასჯელის ნახევარი მოიხადეს.
პატიმრების საქმეებს სპეციალური კომისია განიხილავს, რომელსაც ოფიციალურად სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა საქმეების განხილვის ადგილობრივი საბჭო ჰქვია, თუმცა საქართველოში ე.წ. უდოს კომისიას ეძახიან.
უდოს კომისიაზე პატიმრის ვადაზე ადრე გათავისუფლების შუამდგომლობას აყენებს ციხის ადმინისტრაცია.
მზია ამაღლობელის პირობით ვადამდე გათავისუფლების შუამდგომლობით #5 პენიტენციურმა დაწესებულებამ უდოს კომისიას მიმდინარე წლის 12 იანვარს მიმართა.
შუამდგომლობაში #5 პენიტენციური დაწესებულება მიუთითებდა შემდეგ გარემოებებზე:
„დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მზია ამაღლობელი ძირითადად სარგებლობს საბიბლიოთეკო მომსახურებით, თავისუფალ დროს დაკავებულია კითხვით და წერით. ამჟამად დაასრულა იაპონური ენის შემსწავლელი ონლაინკურსი. აღიარებს მომხდარ ფაქტს, თუმცა ამ შემთხვევას არ მიაკუთვნებს სისხლის სამართლის დანაშაულს.
ფსიქოლოგთან ინტერვიუირების პროცესში არ გამოკვეთილა მიდრეკილება ემოციური აგრესიისაკენ, ანტისოციალური ქცევისაკენ, ფსიქოლოგიური მოწყვლადობისაკენ. არ გამოკვეთილა რომელიმე ეს რისკ-ფაქტორი.
არის კეთილგანწყობილი თანამოსაუბრის მიმართ. ვიზუალურად მოწესრიგებული. დიალოგში ერთვის მარტივად, თხრობის სტილი თანმიმდევრული, ლოგიკურად აყალიბებს არგუმენტებს, ჯანსაღი კოგნიტური და სოციალური უნარებით.
აქვს მომავლის გეგმები. პირველ რიგში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გამოწვევების გამკლავება, უნდა აღიდგინოს შრომისუნარიანობა, ასევე გააგრძელოს მოღვაწეობა პროფესიულ ნიშაში.
შეთავაზებულ იქნა შემთხვევის მართვის პროცესში ჩართვა, თუმცა მან მოცემულ ეტაპზე უარი განაცხადა, რის მიზეზადაც მიუთითა მიმდინარე სასამართლო პროცესები, ხოლო პროცესების დასრულების შემდეგ, მან გამოხატა მზაობა ჩაერთოს ფსიქო-სარეაბილიტაციო პროგრამებში.
სასჯელის მოხდის პერიოდში დისციპლინური სახდელი არ დაკისრებია, ადმინისტრაციის მიერ წახალისებულია ორჯერ ხანმოკლე პაემნის უფლებით.
შემჩნეული არ არის დაწესებულების დღის განრიგის და რეჟიმის დარღვევებში, ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოვალეობებს.
კარგი ურთიერთობა აქვს მსჯავრდებულებთან, არ არის კონფლიქტური, თავაზიანია თანამშრომლებთან მიმართებაში. წარსულში არ არის ნასამართლევი“.
შუამდგომლობა 2026 წლის 9 მარტს განიხილა პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განხილვის ადგილობრივმა საბჭომ, რომელიც 4 წევრისაგან შედგება:
საბჭოს თავმჯდომარე თამარ გელოვანია (სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელი)
წევრები: მარინა ყუფარაძე (სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი),
ხატია თადიაშვილი (პრობაციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი)
დავით ბუღაძე (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, იუსტიციის სასწავლო ცენტრი).
მიუხედავად პენიტენციური დაწესებულების მიერ წარდგენილი დადებითი დახასიათებისა, კომისიამ უარი თქვა ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე.
გადაწყვეტილებაში კი მიუთითა, რომ სასჯელის მოხდისას წახალისების ზომების გამოყენება არ მიაჩნია ამაღლობელის გათავისუფლების გადაწყვეტილებისთვის გასათვალისწინებელ გარემოებად.
საბჭოს გადაწყვეტილება მზია ამაღლობელს 30 მარტს ჩაჰბარდა.
„პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციიდან მოწოდებული მასალების თანახმად, მზია ამაღლობელი დღემდე არ ნანობს მის მიერ ჩადენილ ქმედებას – ანუ კვლავ დემონსტრაციულად რჩება იმ აზრზე, რომ მისი ქმედება არ წარმოადგენს დანაშაულს.
ასევე იგი სხვადასხვა მიზეზის მოშველიებით არ ერთვება ადმინისტრაციის მხრიდან მისთვის შეთავაზებულ სოციალურ პროგრამებში, რაც პირდაპირპროპორციულად არის დაკავშირებული მსჯავრდებულის რესოციალიზაციის პროცესთან.
ამ კრიტერიუმზე მსჯელობისას საბჭომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია სწორედ იმ გარემოებას, რომ დღეის მდგომარეობით, სასჯელის მოხდილმა ნაწილმა არანაირი გავლენა არ მოახდინა მზია ამაღლობელის რესოციალიზაციის პროცესზე,“ – წერია პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განხილვის ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებაში.
თავის გადაწყვეტილებაში საბჭო მიუთითებს, რომ „სასჯელის მიზანს წარმოადგენს სამართლიანობის აღდგენა. სამართლიანობის აღდგენის მიზანი კი მიღწეულია მაშინ, როცა სასჯელი საზოგადოებასა და დაზარალებულ პირს უბრუნებს სამართლიანობის უზენაესობის შეგრძნებას”.
საბჭომ დაადგინა, რომ მზია ამაღლობელის პირობით ვადამდე გათავისუფლების გადაწყვეტილების მიღება “იქნება იმ მრავალრიცხოვანი სამართალდამცავის უპატივცემულობა, რომლებიც იცავენ ქვეყნის მართლწესრიგისა და კანონისადმი პატივისცემას“.
პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განხილვის ადგილობრივმა საბჭომ დააადგინა, რომ მზია ამაღლობელის მიერ მოხდილმა სასჯელმა (14 თვე პატიმრობა) ვერ უზრუნველყო მზია ამაღლობელის მიერ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება, საზოგადოებრივი უშიშროების დაცვა და სამართლიანობის აღდგენა.
ცნობისათვის, პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვა საბჭოს მიერ დანიშნული სასჯელის ნახევრის მოხდის შემდგომ ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში (მზია ამაღლობელისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, სსკ-ის 353 ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებაა) არის სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის და პენიტენციური კოდექსის იმპერატიული ნორმა, დანაწესი ,რისთვისაც არ მოითხოვება მსჯავრდებულის ან მისი ადვოკატის მიმართვა ან თანხმობა.
საკითხი განიხილება სასჯელის მოხდის დაწესებულების შუამდგომლობის საფუძველზე.
სასჯელაღსრულების დაწესებულება ვალდებულია ამგვარი შუამდგომლობით მიმართოს საბჭოს სასჯელის ნახევრის მოხდისთანავე.
პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებისთვის კანონი არ ითხოვს დანაშაულის აღიარებას ან სინანულს.
მზია ამაღლობელის დაპატიმრების და შემდეგ მთელი სასამართლო პროცესების განმავლობაში „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები საჯარო განცხადებებში მისგან ბოდიშის მოხდას და მონანიებას ითხოვდნენ.
მზია ამაღლობელი ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაასამართლეს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისათვის სილის გაწვნის გამო. 2025 წლის 6 აგვისტოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
სახალხო დამცველის ახალი ანგარიშის მიხედვით, ე.წ. ქურდულ სამყაროს ისევ აქვს გავლენა ციხეებში. ომბუდსმენს პატიმრებმა უთხრეს, რომ პრივილეგირებული პატიმრები „მაღალი კრიმინალური სტატუსის გამოყენებით“ ციხის ადმინისტრაციასთან არიან დაახლოებული.
„ამ პრაქტიკის არსებობა – ადმინისტრაციასთან დაახლოებული, პრივილეგირებული პატიმრები, მაღალი კრიმინალური სტატუსის გამოყენებით, გავლენას ახდენენ სხვა პატიმრებზე, აგვარებენ კონფლიქტებს და, მათ შორის, იძულების გზით აგროვებენ ე.წ. ობშიაკს, – დაადასტურეს იმ პატიმრებმა, რომლებსაც 2025 წელს მოუწიათ ზემოაღნიშნულ დაწესებულებებში ყოფნა,“ – აღნიშნულია სახალხო დამცველის ახალ ანგარიშში, სადაც 2025 წლის მონაცემებია მოცემული.
ციხეებში გავრცელებული პრაქტიკა აღწერილია ომბუდსმენის ანგარიშის სქოლიოში.
სახალხო დამცველის ინფორმაციით, ე.წ. მაყურებლების გავლენა პრობლემაა მე-14, მე-15 და მე-17 დაწესებულებებში.
„პატიმრების ძალადობისგან დაცვის თვალსაზრისით კვლავ გამოწვევად რჩება №14, №15 და №17 დაწესებულებებში პრივილეგირებული პატიმრების [ე.წ. მაყურებლების] დაწესებულებების მართვაში არაფორმალური მონაწილეობა, რაც არასათანადო მოპყრობის სერიოზულ საფრთხეს წარმოშობს და პატიმართა შორის ფიზიკურ და მძიმე ფსიქოლოგიურ ძალადობას იწვევს.
განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა პატიმრებისგან №11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში პატიმართა არაფორმალური იერარქიის არსებობის შესახებაც მიიღო ინფორმაცია.
არასრულწლოვან პატიმრებს შორის კრიმინალური სუბკულტურის გავლენების და მისი დაძლევის აუცილებლობაზე საუბრობდა ამავე დაწესებულების ერთ-ერთი თანამშრომელიც.
წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი თავის ანგარიშებში არაფორმალური ლიდერებისთვის უფლებამოსილების დელეგირების ფაქტებსა და ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებებში დამკვიდრებულ კრიმინალურ სუბკულტურაზე მიუთითებს. №17 და №14 დაწესებულებებში პატიმრების არაფორმალური იერარქიის აშკარა ნიშნებზე საუბრობს გაეროს წამების პრევენციის ქვეკომიტეტიც,“ – აღნიშნულია ომბუდსმენის ახალ ანგარიშში.
———
2026 წლის 19 მარტს ხელვაჩაურში ჩატარებულ სპეცოპერაციიის დროს აჭარაში, ძირითადად კი, ხელვაჩაურში 72 პირი დააკავეს „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით. 72 ბრალდებულთაგან 38 პირი მხოლოდ ერთი სოფლიდან – შარაბიძეებიდანაა.
The European Court of Human Rights has registered a third application submitted on behalf of Mzia Amaglobeli, founder of Batumelebi&Netgazeti, concerning ill-treatment that took place on January 12, 2025.
The application was submitted by the Georgian Young Lawyers’ Association (GYLA). It was submitted on March 4, 2026, and the ECHR registered the case within one week, on March 11, 2026. GYLA was notified of the registration on April 1.
The European Court of Human Rights is already reviewing two cases concerning Mzia Amaglobeli.
The first case concerns the unlawful use of detention against her as a preventive measure, for which GYLA has already submitted a written response challenging the state’s position.
The second case, relating to Amaglobeli’s administrative detention and associated violations, has also been registered by the European Court.
In relation to the third application, GYLA describes the events as follows:
“On January 12, 2025, around 1 a.m., police at the entrance of the Adjara Police Department unlawfully and violently detained Mzia Amaglobeli, causing her physical injuries and tearing her jacket. Upon being brought into the police compound, the Batumi Police Chief, Irakli Dgebuadze, verbally insulted her, cursed at her, and threatened her with arrest under criminal code. He also attempted physical violence against Mzia in the police compound, but officers restrained him.
The ill-treatment continued inside the police department. Additionally, Mzia Amaglobeli was denied access to a lawyer for several hours, searched without the presence of her attorneys, and had handcuffs applied behind her back in a humiliating manner, although there was no justification for this.”
In the third complaint filed with the European Court, GYLA argues that Mzia Amaglobeli’s fundamental rights under the Convention were violated, including:
Article 3 (substantive)— prohibition of torture and inhuman or degrading treatment, in conjunction with Article 14 — prohibition of discrimination Article 3 (procedural) — ineffective investigation Article 8 — right to respect for private and family life, in conjunction with Article 14 Article 13 — right to an effective remedy, in conjunction with Article 3
GYLA explains:
“Degrading treatment(Article 3 substantive, in conjunction with Article 14): Unjustified use of physical force by police, causing injuries, spitting in her face, denying water and toilet access, and severe verbal abuse on gender grounds constituted degrading treatment. These acts aimed to humiliate Mzia Amaglobeli for discriminatory reasons.
Ineffective investigation (Article 3 procedural): The state failed to ensure an independent and objective investigation of the ill-treatment. For example, investigators only reviewed video footage from one police entrance, which did not show Mzia being brought inside.
The investigation’s ineffectiveness is further highlighted by the Ministry of Internal Affairs’ public safety management center (“112”) replying that requested footage of the building perimeter for the relevant period was unavailable.
The investigation also failed to request documentation from Batumi City Hall showing that external surveillance cameras covering the entrance and courtyard were installed only after January 11, 2025.
It did not examine the reasons and actual circumstances behind the violation of Amaglobeli’s right to legal defense, and one expert report remains unreviewed.
False testimonies by police officers were left unaddressed. For example, Irakli Dgebuadze claimed he remained at the protest after detention, but footage shows him accompanying and verbally abusing her in the courtyard. Officers Berdia Peradze and Giorgi Bzhalava falsely claimed to have participated in the arrest, while footage shows Bzhalava was not involved. The investigation also failed to identify or question actual officers who witnessed the ill-treatment.
Despite Dgebuadze admitting at trial that he verbally abused Mzia Amaglobeli, she has not been recognized as a victim.
Violation of privacy and family life (Article 8, in conjunction with Article 14): Searches conducted without a lawyer and handcuffing her behind her back without any security risk constituted an unjustified and disproportionate interference with her privacy. These measures were applied solely to humiliate her, in a cynical and gender-discriminatory manner, exceeding legal boundaries.
Right to an effective remedy (Article 13, in conjunction with Article 3): There is no effective mechanism in Georgia for a person to obtain victim status. After the Special Investigation Service was dissolved, the case was transferred to the Adjara Prosecutor’s Office, revealing flawed practices.
Specifically, the prosecutor’s office failed to respond in writing to requests for victim status, and the courts, adopting a formalistic approach, refused to consider complaints, claiming no written denial from the prosecution existed. This left Mzia Amaglobeli without real means of protection, making it impossible to remedy the violated rights at the national level.”
Mzia Amaglobeli was prosecuted in the Batumi City Court for slapping Batumi Police Chief Irakli Dgebuadze. On August 6, 2025, Judge Nino Sakhelashvili sentenced her to two years of imprisonment.
The Kutaisi Court of Appeal upheld the verdict. The decision was made by three judges: Nikoloz Margvelashvili,Marina Siradze, and Nana Jokhadze. The Supreme Court did not review Amaglobeli’s appeal.
This decision was taken by the three judges of the Supreme Court’s Criminal Chamber: Levan Tevzadze, Merab Gabinashvili, and Mamuka Vasadze.
ბათუმელი ექიმი თამარ ნაკაშიძე ცხოველთა მოყვარულებს ძაღლების საყელოების გრავირებას უფასოდ სთავაზობს.
მისი თქმით, გრავირებული საყელოები ცხოველებს დაიცავს იმისგან, რომ ისინი ვინმემ დაუკითხავად არ აიყვანოს ქუჩიდან და არ დატოვოს მიუსაფარ ადგილებში.
„მთელი ოჯახი შეშფოთებული ვართ იმით, რაც ჩვენი ოთხფეხა მეგობრების ირგვლივ ხდება, რადგან მეც მყავს სახლში ორი ძაღლი.
მე და ჩემი მეუღლე ექიმები ვართ, მაგრამ ბათუმში გვაქვს დანადგარი და ვამზადებთ შინაური ცხოველებისთვის გრავირებულ ჟეტონებს, რომელზეც ცხოველის სახელი და მეპატრონის ტელეფონის ნომერია ამოტვიფრული.
ეს ჩვენი პატარა ოჯახური ბიზნესი და ჰობია. თუმცა, შეგვიძლია ბათუმში მცხოვრებ ცხოველთა მოყვარულებს უფასოდ დავუმზადოთ ასეთი ჟეტონები და ასე დავიცვათ ისინი, რომ აღარ აიყვანონ ისინი ქუჩიდან.
ძაღლი, რომელიც დადის ქუჩაში და არ აქვს რაიმე ნიშანი, რომ მას ჰყავს მეპატრონე ან შემკედლებელი, ხელს ჰკიდებენ და მიჰყავთ. მაგრამ თუ ძაღლს ექნება ჟეტონი, უნებართვოდ ვეღარ გადაიყვანენ“, – ამბობს „ბათუმელებთან“ თამარ ნაკაშიძე.
რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ჟეტონზე ვინმე თავის ნომერს მიუთითებს, თუმცა შემდეგ აღარ იზრუნებს ამ ძაღლზე? – ვკითხეთ თამარს.
მისი თქმით, თუ საზოგადოება გარკვეულ პასუხისმგებლობას არ იგრძნობს მიუსაფარი ცხოველების მიმართ, მაშინ ისინი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან.
„მათი ბოლო იქნება კრემატორიუმი. როგორმე გავერთიანდეთ ბათუმელები და ერთად მოვიფიქროთ რამე. მე და ჩემმა მეუღლემ, ამჯერად ეს მოვიფიქრეთ – ჟეტონების გაკეთება ძაღლებისთვის, რომ ამ ფორმით მაინც შევძლოთ მათი გადარჩენა. ვიფიქრეთ, რომ თუ საყელური ექნება ძაღლს, მას გვერდს აუვლიან და აღარ გადაიყვანენ სხვაგან“, – ამბობს თამარ ნაკაშიძე.
მისი აზრით, მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება სახელმწიფოს პირველ რიგში მეპატრონეების აღრიცხვიდან უნდა დაეწყო, რომ სცოდნოდა რამდენი ძაღლი ცხოვრობს შინაურ გარემოში და ქუჩაში აღმოჩენის შემთხვევაში ადვილად მომხდარიყო მეპატრონის იდენტიფიცირება.
„მეპატრონეებიდან უნდა დაწყებულიყო აღრიცხვა და კონტროლი, რომ ეს ძაღლები სახლიდან ქუჩაში აღარ აღმოჩნდნენ. ჩვენც ვხედავთ რამდენი ძაღლი დარბის ქალაქში. რამდენი ჰასკი გამოაგდეს გარეთ – მობეზრდათ. არ ვიცი, ეს როგორი ადამიანობაა.
ბევრს საყელოს გარეშე ჰყავს გაშვებული ძაღლი და ასეთი ცხოველებიც მიჰყავთ ხოლმე. ამიტომ, აუცილებელია პატრონიან ძაღლებსაც ჰქონდეთ ჟეტონი, სადაც ეწერება ძაღლის სახელი და პატრონის ნომერი.
კარგი იქნებოდა სახელმწიფოს ამაშიც ჩაედო გარკვეული რესურსი საწყის ეტაპზე მაინც, სანამ პირდაპირ ცხოველების დაჭერაზე გადავიდოდა. დარწმუნებული ვარ, გამოუჩნდებოდათ ამ ძაღლებს მზრუნველები“, – გვეუბნება ის.
თამარ ნაკაშიძე ბათუმში, ლუკა ასათიანის 105 ნომერი ცხოვრობს. „აქ გვიდგას გრავირების დანადგარიც და თუკი ვინმეს სურს, შინაური ან მიკედლებული ცხოველისთვის ჟეტონი დავუმზადოთ, შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ“, – ამბობს თამარი.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ძაღლის საიდენტიფიკაციო საყურეების [ბირკა/საჭდე] და საყურის დასამაგრებელი ხელსაწყოს – აპლიკატორის შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.
სააგენტო 43 500 კომპლექტს საყურეს და 30 ცალ აპლიკატორს მაქსიმუმ 44 237 ლარად იყიდის. ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 12 აპრილს დაიწყება და 14 აპრილს დასრულდება.
ტენდერის პირობის მიხედვით:
„საყურე ნიშანი უნდა შედგებოდეს ყვითელი ფერის, ერთი და იგივე საიდენტიფიკაციო ნომრის მქონე, ერთმანეთთან შეერთებადი/ჩაკეტვადი დედალი და მამალი ნაწილებისაგან. უნდა იყოს ელასტიკური, დამზადებული თერმოპლასტიკური პოლიურეთანის მასალისაგან, რომელიც შესაძლოა, შეიცავდეს უჟანგავი ლითონის ჩანართებს, ან დაბოლოებებს. უნდა იყოს ერთჯერადი გამოყენებისა და მდგრადი მაღალი და დაბალი ტემპერატურის მიმართ.
ამასთან, უნდა იძლეოდეს მასზე დატანილი ინფორმაციის წაკითხვის შესაძლებლობას ცხოველის სიცოცხლის განმავლობაში. საყურე ნიშანი დამაგრებისას არ უნდა საჭიროებდეს ცხოველის ყურის წინასწარ სავალდებულო დამუშავებას, დამაგრების შემდეგ არ უნდა იწვევდეს ტკივილს, ალერგიულ რეაქციებს, შეშუპებას, ანთებით პროცესებს, დაჩირქებას, ქსოვილის ნეკროზს და სხვა.
საყურის დიამეტრი უნდა იყოს – არანაკლებ 28 მმ – არაუმეტეს 30 მმ; ცხოველის იდენტიფიკაციისათვის არ უნდა გააჩნდეს ასაკობრივი შეზღუდვა. შეერთების/ჩაკეტვის შემდეგ დედალ და მამალ ნაწილებს შორის მანძილი უნდა იყოს არანაკლებ 7 მმ;
საყურე ნიშნის ორივე ნაწილზე აღნიშნული უნდა იყოს ცხოველის საიდენტიფიკაციო 8 ციფრიანი ნომერი არაბული ციფრებით. საყურე ნიშნები მარკირებული უნდა იყოს შემდეგი არაგანმეორებადი, მზარდი, თანამიმდევრული ნუმერაციით: GE 439 04001-დან GE 439 47500 ჩათვლით; ამოტვიფრული სიმბოლოები უნდა იყოს გარჩევადი წყლით, ან თეთრი სპირტით სველი ჩვრით გაწმენდის შემდეგაც…
მწარმოებელმა უნდა გასცეს საგარანტიო წერილი, რომლითაც აიღებს ვალდებულებას, იგივე მარკირებით არ დაამზადოს საყურე ნიშნები სხვა დამკვეთისთვის. მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს აღნიშნული საგარანტიო წერილის წარმოდგენა“.
ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა, „ფასების ცხრილის უნდა მიუთითოს შესყიდვის ობიექტის დასახელება/მოდელი, იმ შემთხვევაში თუ შემოთავაზებულ შესყიდვის ობიექტს არ გააჩნია მოდელი, უნდა გააკეთოს ჩანაწერი აღნიშნულის შესახებ, მაგ: „ცხოველის საყურე/ბირკა (მოდელი არ გააჩნია)“.
სააგენტომ საყურეები და აპლიკატორები ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღის ვადაში უნდა მიიღოს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ძაღლის დასაჭერი სახელურიანი 364 ცალი მარყუჟის შესყიდვაზეც აქვს ტენდერი გამოცხადებული.
მარყუჟების შესყიდვაზე სააგენტომ ელექტრონული ტენდერი 436 800 ლარით გამოაცხადა, ანუ 1 ცალი მარყუჟის შესყიდვის მაქსიმალური ფასი 1 200 ლარია.
განახლება:ტენდერებში წინადადებების მიღება 2026 წლის 14 აპრილს დასრულდა.
შესყიდვების პორტალის მიხედვით ამ დროისთვის სააგენტოს შპს „ჯგ 20.26“ მარყუჟებს 95 500 ლარად სთავაზობს. აღნიშნული კომპანია 2026 წლის 10 მარტსაა რეგისტრირებული, ანუ ტენდერის გამოცხადებამდე 15 დღით ადრე. კომპანიის წილებს ფლობენ მარიამი ჭიპაშვილი /საქართველო/და ირაკლი ჯალაღონია /ორმაგი მოქალაქე საქართველო, რუსეთის ფედერაცია/. კომპანიის დირექტორია ირაკლი ჯალაღონია.
ძაღლის საიდენტიფიკაციო საყურეებს კი სააგენტოს შპს „უნიფორმ თრეიდი“ სთავაზობს 19 575 ლარად. ეს კომპანია 2024 წელსაა რეგისტრირებული. მისი მესაკუთრე და დირექტორია ჯუმბერ ყიფიანი.
ორთავე კომპანია სააგენტოს ჩინურ პროდუქციას სთავაზობს.
ტენდერები შერჩევა-შეფასების ეტაპზეა, შესაბამისად, ჯერ უცნობია მონაწილეობენ თუ არა მათში სხვა პრეტენდენტებიც.
სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ მიუსაფარი ცხოველების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა მიმდინარეობს, რომელიც ითვალისწინებს მიუსაფარი ცხოველების ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, კასტრაცია/სტერილიზაციას და ერთიან ბაზაში რეგისტრაციას.
თუმცა, როგორც ცხოველთა უფლებადამცველები აცხადებენ, სააგენტო ქუჩიდან აყვანილ ძაღლებს ბუნებრივ არეალში აღარ აბრუნებს და ხშირად მიტოვებულ ადგილებში ტოვებს, რაც ცხოველების მიმართ არაჰუმანური მოპყრობაა. ისინი ცხოველების გაუჩინარებაზეც საუბრობენ.
რა ხდება მიუსაფარ ძაღლებთან დაკავშირებით
თბილისში, ფილარმონიასთან მოქალაქეები გამოექომაგნენ მიუსაფარ ძაღლს, რომელიც ცხოველთა მონიტორინგის სამსახურმა დაიჭირა და წაიყვანა. სამსახურის წარმომადგენელმა მათ უთხრა, რომ ძაღლი ცოფზე ასაცრელად მიჰყავდა.
მოქალაქეები პროცესს ეჭვის თვალით უყურებდნენ ბოლო დღეებში გავრცელებული ცნობების ფონზე:
დღეს, 2 აპრილს, მოქალაქეები თბილისში ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფართანაც შეიკრიბნენ:
მოგვიანებით თბილისის მერია გამოეხმაურა ცხოველთა თავშესაფართან მიმდინარე აქციას და განაცხადა, რომ მოქალაქეთა ჯგუფი შენობაში თვითნებურად შეიჭრა და ხელი შეუშალა თავშესაფრის ვეტერინარებს საქმიანობაში.
სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველების გაქრობის / შესაძლო დაწვის შესახებ ინფორმაციას უსაფუძვლოს უწოდებს და აცხადებს, რომ „მსგავსი ხასიათის ტყუილების ტირაჟირება ყოველგვარ მორალურ ზღვარს სცდება და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას“.
აქციებს პერიოდულად მართავენ ცხოველთა მოყვარულები, დამცველები და კინოლოგები ბათუმშიც.
მათი მთავარი მოთხოვნა ამ ეტაპზე არის ის, რომ კანონმდებლობიდან ამოიღონ ჩანაწერი, რომელიც ქუჩაში აყვანილი ცხოველის გარკვეულ ლოკაციაზე უკან დაბრუნებას გამორიცხავს.
„თუ ჩვენ გვექნება სწორი პოლიტიკა, აღვრიცხავთ ყველა პატრონიან ძაღლს და კატას, გვეცოდინება რამდენი პატრონიანი შინაური ცხოველი გვყავს ქვეყანაში, ავტომატურად ყველა მიტოვებულ შინაურ ცხოველზე გვექნება ინფორმაცია, თუ ვინ მიატოვა და მისი მეპატრონეები შესაბამის სანქციებს მიიღებენ.
თუ ქუჩაში არსებული მიუსაფარი მდედრი ძაღლების 70% გასტერილდა, მიუსაფრების რაოდენობა საგრძნობლად დაიკლებს და რა თქმა უნდა, შედეგი დაიდება. ამათ კი ყველაფერი დაიწყეს უკუღმა და არასწორად“, – ამბობს ცხოველთადამცველი მარიამ შეყილაძე.
დღეს, 2 აპრილს, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე „ქართული ოცნების“ წევრი ცოტნე ანანიძე აირჩიეს. ანანიძის გარდა სხვა კანდიდატურა არ ყოფილა წარდგენილი.
ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ ეს პოსტი 30 მარტს დატოვა. გაბაიძე ჯერჯერობით რჩება უმაღლესი საბჭოს რიგით წევრად, თუმცა როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, არ არის გამორიცხული, რომ წევრის სტატუსიც დატოვოს.
დავით გაბაიძე აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ახლობელია. რიჟვაძემ, ოფიციალური ვერსიით, გასული წლის 7 ივლისს ცეცხლსასროლი იარაღით თვითმკვლელობა სცადა. თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, სად იმყოფება ის თავის ოჯახთან ერთად.
დავით გაბაიძის თანამდებობიდან წასვლას სწორედ რიჟვაძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს უკავშირებენ, თუმცა თავად დავით გაბაიძე ამას გამორიცხავს.
რაც შეეხება ცოტნე ანანიძეს, ის „ოცნების“ უმაღლეს საბჭოში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა, ამ თანამდებობაზე ის ასევე „ოცნების“ წევრმა, ლაშა სირაბიძემ შეცვალა.
Starting April 3, 2026 holders of Georgian diplomatic, official, or service passports will require a visa to enter Switzerland. The decision was made by the Swiss Federal Council at its meeting on April 1.
Although Switzerland is not a member of the European Union, it has aligned itself with a decision taken by Brussels on this issue.
According to Switzerland’s foreign ministry,The measure is a further development of the Schengen acquis and will remain in place for 12 months. Other Georgian nationals are not affected.
“The Europan Union (EU) has recently reinforced its visa suspension mechanism for third countries, enabling it to temporarily impose visa requirements on new grounds. These include a deterioration of external relations with a third country due to a violation of human and fundamental rights.
The EU has decided to invoke these new provisions with regard to Georgia. Citing legislative changes adopted by Georgia last year, the EU has suspended visa-free travel for Georgian diplomats and public officials for a period of 12 months.
The EU decision constitutes a further development of the Schengen acquis, which Switzerland is obliged to adopt. The move involves amending the Ordinance on Entry and the Granting of Visas. Furthermore,several articles in the agreement between Switzerland and Georgia aimed at facilitating the issuance of visas are being suspended,” reads the statement.
თიბისი კონცეპტს და WM-ს (დაგროვილი კაპიტალის მართვა) საერთაშორისო საფინანსო გამოცემა Euromoney-ს ოთხი ჯილდო გადაეცა, მათ შორისაა მთავარი ჯილდო ნომინაციაში „ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურება“. ბანკი ამ ჯილდოს მფლობელი რეგიონის მასშტაბით პირველად გახდა.
თიბისის პერსონალურმა საბანკო მომსახურებამ გამარჯვება მოიპოვა Euromoney-ის ჯილდოს კიდევ სამ კატეგორიაში:
„საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურება“,
„საქართველოში საუკეთესო პრემიალური საბანკო მომსახურება“
„საქართველოში საუკეთესო მაღალშემოსავლიანი მომხმარებლების მომსახურება“
Euromoney უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია ფინანსური ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ და გავლენიან გამოცემად ითვლება. მისი ჯილდოები ეფუძნება არა მხოლოდ ფინანსურ მაჩვენებლებს, არამედ მომხმარებელზე ორიენტირებულ სტრატეგიას, ინოვაციებსა და სერვისის ხარისხს.
„წელს, პირველად მოვიპოვეთ რეგიონის მასშტაბით Euromoney-ს მთავარი ჯილდო ნომინაციაში „ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურება“. ვულოცავ თიბისი კონცეპტის და თიბისი Wealth Management-ის გუნდის წევრებს ამ გამარჯვებას, ეს თიბისის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარებაა“ – გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.
თიბისი კონცეპტი მომხმარებლის ყოველდღიურობის გასამარტივებლად მუდმივად ავითარებს ინოვაციურ პროდუქტებს, ქმნის სრულ ფინანსურ ეკოსისტემას და ექსკლუზიური შეთავაზებებით უნიკალურ გამოცდილებას უქმნის თავის მომხმარებლებს.
თიბისი ბანკმა, 2006 წელს, საქართველოში პირველმა დანერგა პერსონალური საბანკო მომსახურება და პროფესიონალთა გუნდისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შერწყმით, დღესაც აგრძელებს მომხმარებელზე ორიენტირებული, ინოვაციური პროდუქტების განვითარებას.
აღნიშნულ ნომინაციებში თიბისი კონცეპტის გამარჯვება კიდევ ერთხელ უსვამ ხაზს, რომ თიბისის მომსახურება არა მხოლოდ საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს, არამედ რეგიონში არსებულ წამყვან ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი და აღიარებული ბრენდია.
Judge Tornike Kapanadze has dismissed the administrative offence case against Tabula journalist Mariam Kuprava, who had been accused of “artificially blocking the road” while covering the weekly protest, the “Saturday March.” Kuprava had faced up to 15 days of administrative detention, even though video evidence presented by the Ministry of Internal Affairs showed that she was clearly identifiable as a journalist, wearing a press badge and a “PRESS” armband.
During the March 30 hearing, a representative of the Ministry of Internal Affairs argued that, because Kuprava was not actively filming or photographing at a given moment, she had ceased to act as a journalist and had instead become a protester. The representative requested additional time to submit longer video footage to support this claim.
On April 2, the Ministry presented extended video evidence but failed to demonstrate that Kuprava was not engaged in photo or video recording, as they had claimed. This was sufficient for the judge to conclude that she had been performing her journalistic duties.
Despite the favorable outcome, Mariam Kuprava maintains that journalism should not be narrowly defined as only filming or photographing. She emphasizes that it also includes observing events, gathering information, and speaking with people on the ground.
The case against Mediachecker journalist Ninia Kakabadze, concerning the events of November 3, 2025, has already been heard, and a decision is expected on April 21. Meanwhile, the case against Netgazeti journalist Mariam Dzidzaria concerning January 31, 2026 has been postponed, with a new hearing date yet to be announced, after the Ministry of Internal Affairs failed to submit the necessary evidence.
2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეა.
სპეციალისტების განმარტებით, აუტიზმი ნეიროგანვითარების თავისებურებაა, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანის სოციალურ კომუნიკაციაზე, ურთიერთობებსა და გარემოს აღქმაზე.
აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე საუბრობს „ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი“.
მათი განმარტებით, „აუტიზმი ყველა ადამიანში სხვადასხვანაირად ვლინდება. ზოგს შეიძლება ჰქონდეს განსაკუთრებული ნიჭი მათემატიკაში ან ხელოვნებაში, ზოგს კი სჭირდებოდეს მხარდაჭერა ყოველდღიურ კომუნიკაციაში. თუმცა, ყველას აერთიანებს ერთი რამ – სამყაროსთან ურთიერთობის ინდივიდუალური გზა“.
ცენტრის განცხადებით, აუტიზმთან დაკავშირებით არაერთი მითია გავრცელებული. მაგალითად, ის, რომ აუტიზმი დაავადებაა.
„სინამდვილეში, აუტიზმი არის ნეიროგანვითარების თავისებურება, რაც იმას ნიშნავს, რომ აუტიზმის მქონე ადამიანების ტვინი განსხვავებულად „მუშაობს“ და აღიქვამს სამყაროს.
„სხვაგვარად ფიქრი“ ნიშნავს ახალ იდეებსა და უნიკალურ ხედვას, რაც ჩვენს საზოგადოებას მხოლოდ ამდიდრებს. ამიტომ შეეცადეთ დააფასოთ ნეირომრავალფეროვნება.
აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანებს ისევე სჭირდებათ სიყვარული და მეგობრობა, როგორც ყველას. თუმცა, შესაძლოა კომუნიკაციისთვის განსხვავებულ ფორმებს იყენებდნენ.
მითია ისიც, რომ აუტიზმი არის აღზრდის ბრალი. რეალურად, აუტიზმის განვითარებაში მოქმედებს გენეტიკური და ბიოლოგიური ფაქტორების ერთობლიობა და მას არანაირი კავშირი არ აქვს მშობლების აღზრდის მეთოდებთან“.
ცენტრის განმარტებით, მნიშვნელოვანია საზოგადოებამ მხარი დაუჭიროს აუტიზმის მქონე ადამიანებს და „გაგებით მოეკიდონ ატიპურ ქცევას“.
„ხშირად ხმაური, მკვეთრი განათება ან ხალხმრავალ გარემოში ყოფნა აუტიზმის მქონე ადამიანისთვის შესაძლოა, სტრესული აღმოჩნდეს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ამ ფაქტორების უარყოფითი გავლენის შემცირებაზე ფიქრი“.
აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) (2020 წლის) მონაცემებით, აუტიზმის შემთხვევების დინამიკა მზარდია.
სახალხო დამცველის 2026 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში აუტიზმის მქონე პირები მათი უფლებებისა და თავისუფლებების განხორციელების პროცესში კვლავ არაერთი სისტემური გამოწვევის წინაშე დგანან.
„ამ დრომდე არ არის დანერგილი აუტიზმის მქონე პირთა ოჯახების ფსიქო-სოციალურ მხარდაჭერაზე ორიენტირებული სერვისები. საზოგადოებაში არსებული სტიგმის შემცველი დამოკიდებულება, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობა და ინფორმაციის ნაკლებობა მნიშვნელოვნად აფერხებს აუტიზმის მქონე პირთა პოტენციალის სრულყოფილად რეალიზებას.
განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს აუტიზმის მქონე პირთა ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე წვდომა. სომატური ჯანმრთელობის სერვისების დაგეგმვის დროს უნივერსალური დიზაინის გაუთვალისწინებლობა, შემთხვევათა მოქნილი და მულტიპროფილური მართვის სისტემის არქონა, სამედიცინო სერვისების მიწოდების პროცესში გონივრული მისადაგების პრინციპის უგულებელყოფა, სამედიცინო პერსონალის ნაკლები ინფორმირებულობა და სათანადო კომუნიკაციის უნარ-ჩვევების არქონა – არსებითად აფერხებს აუტიზმის მქონე პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლებების დაცვას“ – წერს ომბუსმენი.
მისივე შეფასებით, მწვავედ დგას გეოგრაფიულად მისაწვდომის, ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული, დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი სერვისების დეფიციტი.
„მუნიციპალიტეტებში არსებული სამიზნე პროგრამები სრულყოფილად ვერ ფარავს აუტიზმის მქონე ბავშვთა საჭიროებებს, ხოლო აუტიზმის მქონე ზრდასრულ პირთა აბილიტაცია-რეაბილიტაციის პროგრამები კვლავ არ არის დანერგილი.
ხარისხიანი და უწყვეტი ინკლუზიური განათლების უზრუნველსაყოფად აუცილებელია სკოლამდელი აღზრდისა და ზოგადი განათლების მიწოდების პროცესში აუტიზმის მქონე ბავშვთა საჭიროებების სრულყოფილად გათვალისწინება. ასევე, ქცევის პოზიტიური მართვის მხარდამჭერი, ეფექტური, მიზნობრივი პროგრამების დანერგვა. მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მიერ მოხდეს აუტიზმის მქონე პირთა ღია შრომის ბაზარზე დასაქმების აქტიური ხელშეწყობაც“ – ნათქვამია ომბუდსმენის შეფასებაში.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის სახელით გაგზავნილი მესამე საჩივარი დაარეგისტრირა, რომელიც 2025 წლის 12 იანვარს განხორციელებულ არასათანადო მოპყრობას ეხება.
საჩივარი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2026 წლის 4 მარტს გაგზავნა და ევროპულმა სასამართლომ საქმე 1 კვირაში, 2026 წლის 11 მარტს, უკვე დაარეგისტრირა.
ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ ორგანიზაციას 1 აპრილს ეცნობა.
სტრასბურგის სასამართლოში საიას გასაჩივრებული აქვს მზია ამაღლობელის კიდევ 2 საქმე: პირველი საქმე (no. 13661/25) ეხება მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონო გამოყენებას, სადაც საიამ უკვე წარადგინა წერილობითი შეპასუხება სახელმწიფოს პოზიციაზე, ხოლო მეორე საქმის საჩივარი (no. 36304/25), რომელიც უკავშირდება მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ დაკავებას და მასთან დაკავშირებულ დარღვევებს, ასევე, დარეგისტრირებულია
რაც შეეხება 4 მარტს გაგზავნილ საჩივარს:
„2025 წლის 12 იანვარს, დაახლოებით ღამის პირველ საათზე, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელთან პოლიციამ მზია ამაღლობელი უკანონოდ და ძალადობრივი მეთოდებით დააკავა, რის შედეგადაც მან ფიზიკური დაზიანება მიიღო და დაეხა ქურთუკი. პოლიციის დეპარტამენტის ეზოში შეყვანისას, ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე, მას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, აგინებდა და „სისხლით დაჭერით“ ემუქრებოდა. მან პოლიციის დეპარტამენტის ეზოში მზია ამაღლობელზე ფიზიკური ძალადობაც სცადა, თუმცა თანამშრომლებმა შეაკავეს.
მზია ამაღლობელის მიმართ არასათანადო მოპყრობა პოლიციის დეპარტამენტის შენობაში გაგრძელდა. გარდა ამისა, მზია ამაღლობელს რამდენიმე საათის განმავლობაში არ მიეცა უფლება, ესარგებლა ადვოკატის მომსახურებით, მას ჩხრეკა ადვოკატების დასწრების გარეშე ჩაუტარდა და ხელბორკილები, დამცირების მიზნით, ზურგს უკან დაადეს, იმის გათვალისწინებით, რომ ამის არანაირი საჭიროება არ ყოფილა,“ – წერს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მზია ამაღლობელის დაკავების დეტალების აღწერისას.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენილი მესამე საჩივრით საია დავობს, რომ მზია ამაღლობელის მიმართ დაირღვა კონვენციით გათვალისწინებული ფუნდამენტური უფლებები:
მე-3 მუხლის მატერიალური ნაწილი (წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა) მე-14 მუხლთან ერთობლიობაში (დისკრიმინაციის აკრძალვა),
მე-3 მუხლის პროცედურული ნაწილი (არაეფექტიანი გამოძიება),
მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) მე-3 მუხლთან ერთობლიობაში.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განმარტავს:
„დამამცირებელი მოპყრობა (მე-3 მუხლის მატერიალური ნაწილი მე-14 მუხლთან ერთობლიობაში): პოლიციის მხრიდან გამოყენებული გაუმართლებელი ფიზიკური ძალა, რამაც სხეულის დაზიანებები გამოიწვია, სახეში შეფურთხება, წყლის მიწოდებისა და საპირფარეშოთი სარგებლობის აკრძალვა და გენდერული ნიშნით განხორციელებული მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფა წარმოადგენს ღირსების შემლახველ მოპყრობას.
აღნიშნული ქმედებები მიზნად ისახავდა მზია ამაღლობელის დამცირებას დისკრიმინაციული მოტივით.
არაეფექტიანი გამოძიება (მე-3 მუხლის პროცედურული ნაწილი): სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო მზია ამაღლობელის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის დამოუკიდებელი და ობიექტური გამოძიება, კერძოდ, საგამოძიებო უწყებამ შეისწავლა მხოლოდ პოლიციის დეპარტამენტის ერთი შესასვლელის ვიდეოჩანაწერი, საიდანაც მზია ამაღლობელი შენობაში საერთოდ არ შეუყვანიათ.
გამოძიების არაეფექტიანობას კიდევ უფრო მკაფიოს ხდის ის გარემოება, რომ ადვოკატის წერილზე, არსებობდა თუ არა შენობის პერიმეტრზე ვიდეოჩანაწერები, შსს-ს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრმა „112“-მა უპასუხა, რომ მოთხოვნილი პერიოდის ჩანაწერები საერთოდ არ მოიპოვებოდა.
გამოძიებამ არ გამოითხოვა ბათუმის მერიიდან დოკუმენტაცია, რომლითაც დადასტურდება, რომ გარე სათვალთვალო კამერა, რომელიც ბათუმის პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელსა და ეზოს აღბეჭდავს, დამონტაჟდა 2025 წლის 11 იანვრის შემდგომ.
ასევე არ შეისწავლა მზია ამაღლობელის დაცვის უფლების დარღვევის მიზეზები და რეალური გარემოებები. ასევე არ არის მიღებული ერთ-ერთი ექსპერტიზის პასუხი.
გამოძიებამ რეაგირების გარეშე დატოვა პოლიციელთა ცრუ ჩვენებები: ირაკლი დგებუაძე ამტკიცებდა, რომ დაკავების შემდეგ აქციაზე დარჩა, თუმცა ვიდეოკადრებში ჩანს, რომ იგი მზიას ეზოში გაჰყვა და აგინებდა.
ასევე, ბერდია ფერაძე და გიორგი ბჟალავა თავს დამკავებლებად ასახელებენ, მაშინ, როცა კადრებით დასტურდება, რომ ბჟალავას დაკავებაში მონაწილეობა არ მიუღია.
გამოძიებამ არ დააიდენტიფიცირა და არ გამოკითხა რეალური დამკავებლები, რომლებიც მზიას მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის უშუალო მოწმეები არიან.
მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო პროცესზე ირაკლი დგებუაძემ აღიარა, რომ სწორედ ის აგინებს მზია ამაღლობელს, მზია ამაღლობელი დღემდე არ არის დაზარალებულად ცნობილი.
პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის ხელყოფა (მე-8 მუხლი მე-14 მუხლთან ერთობლიობაში): პოლიციის შენობაში, ადვოკატის გარეშე ჩატარებული ჩხრეკა და ხელბორკილების გამოყენება ყოველგვარი უსაფრთხოების რისკის არარსებობის პირობებში, წარმოადგენს პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებაში გაუმართლებელ და არაპროპორციულ ჩარევას. ვინაიდან ეს ზომები მზია ამაღლობელის მიმართ მხოლოდ მისი დამცირების მიზნით, ცინიკური და გენდერულად დისკრიმინაციული მოტივით იქნა გამოყენებული და სცილდებოდა სამართლებრივ ფარგლებს.
სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება (მე-13 მუხლი მე-3 მუხლთან ერთობლიობაში): ქვეყნის შიგნით არ არსებობს ეფექტიანი მექანიზმი, რათა პირმა მიიღოს დაზარალებულის სტატუსი.
მას შემდეგ, რაც სპეციალური საგამოძიებო სამსახური გაუქმდა, საქმე აჭარის პროკურატურამ გადაიბარა და გამოიკვეთა მანკიერი პრაქტიკა.
კერძოდ, პროკურატურა მომჩივნის ადვოკატის მოთხოვნებს დაზარალებულის სტატუსის მინიჭების შესახებ წერილობით არ პასუხობს, სასამართლო კი, თავის მხრივ, ფორმალისტური მიდგომით უარს ამბობს საჩივრის განხილვაზე იმ მოტივით, რომ არ არსებობს პროკურატურის წერილობითი უარი. პროკურატურის მხრიდან პასუხის გაუცემლობამ და სასამართლოს ამგვარმა პოზიციამ მზია ამაღლობელი დატოვა დაცვის რეალური საშუალების გარეშე, რამაც შეუძლებელი გახადა დარღვეული უფლებების აღდგენა ეროვნულ დონეზე“.
მზია ამაღლობელი ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაასამართლეს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისათვის სილის გაწვნის გამო. 2025 წლის 6 აგვისტოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება.
ამავე დღეს იწყება საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაციაც.
ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტებსა და მაგისტრატობის კანდიდატებს რეგისტრაციის გავლა ელექტრონულად, ცენტრის ვებგვერდზე – online.naec.ge 11 მაისის 18:00 საათამდე შეეძლებათ.
ცენტრის ინფორმაციით, აუცილებელია, აპლიკანტებმა 6 აპრილის 10:00 საათიდან 6 მაისის 18:00 საათამდე უზრუნველყონ ჩასაბარებელი საგნების (არანაკლებ ერთი საგნის) საფასურის გადახდა, რათა შეძლონ რეგისტრაციის დასრულება 11 მაისისთვის.
მათივე ინფორმაციით, აბიტურიენტებს საგამოცდო ქალაქისა და საგანმანათლებლო პროგრამების არჩევა და ცვლილება შეეძლებათ.
სახელმწიფო უნივერსიტეტებში საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურებზე, ასევე, სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებლებში სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.
„ქართული ოცნების“ სადავო რეფორმის მიხედვით, სტუდენტს აღარ ეძლევა სახელმწიფო გრანტი, რაც იმას ნიშნავს, რომ კერძო უნივერსიტეტების სტუდენტები სახელმწიფო დაფინანსებას ვეღარ მიიღებენ და სწავლის მთლიანი საფასურის გადახდა თავად მოუწევთ.
მართალია, „ოცნების“ ხელისუფლება ამბობს, რომ სტუდენტთა მიღების კვოტები არ შემცირდება, თუმცა „რეფორმის“ მიხედვით, მომავალი წლიდან სტუდენტებს აღარ ექნებათ არჩევანი, მათთვის სასურველ უნივერსიტეტებში ისწავლონ არჩეული პროფესია, რადგან „ერთი ქალაქი-ერთი ფაკულტეტის“ პრინციპის ფარგლებში, „ოცნება“ სახელწიფო უნივერსიტეტებს უფლებას არ აძლევს მსგავსი პროგრამები განახორციელონ.