რუსეთში ინტერნეტის მიწოდება სრულად აღდგება მას შემდეგ, რაც შეზღუდვები აღარ იქნება საჭირო, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის, პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა დღეს, 14 აპრილს ბრიფინგზე.
„ცხადია, რომ ინტერნეტის შეზღუდვა ბევრ მოქალაქეს უხერხულობას უქმნის. მაგრამ ახლა ასეთი დროა.
როგორც კი ამ ზომების საჭიროება გაქრება, [ინტერნეტის] მუშაობაც სრულად აღდგება და ნორმალიზდება“, – თქვა პესკოვმა.
მან აღნიშნა, რომ ამჟამად ინტერნეტი უსაფრთხოების გამოა შეზღუდული.
პესკოვმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის მოქალაქეების „უმრავლესობას ესმის ამის აუცილებლობა“.
დღეს, 14 აპრილს, „ბლუმბერგმა“ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის ხელისუფლება ინტერნეტის შეზღუდვებთან დაკავშირებით მიდგომის გადახედვას განიხილავს, რადგან ინტერნეტის შეზღუდვა პუტინის რეიტინგს აზიანებს.
სააგენტოს წყაროების თქმით, რუსეთის ხელისუფლებამ შესაძლოა შეაჩეროს რეპრესიები, რაც პოპულარულ სოციალურ ქსელს, Telegram-ს რუსეთში ოპერირების გაგრძელების საშუალებას მისცემს.
„როსკომნადზორმა“ (რუსეთის ფედერალური აღმასრულებელი სააგენტო) 10 თებერვალს დაიწყო Telegram-ის მესენჯერის მუშაობის შეზღუდვა.
Telegram-ი ერთ-ერთი უკანასკნელი მესენჯერია რუსეთში, რომელიც დღემდე ლეგალურად მუშაობს. WhatsApp, FB/მესენჯერი, ინსტაგრამი და სხვა სოცქსელები ყველა უკვე დაბლოკილია. აკრძალულია youtube-იც.
ტელეგრამის გარდა, მოქალაქეები ჩივიან, რომ ქვეყანაში შეზღუდულია ინტერნეტთან წვდომა.
თურქული მედიის ცნობით, დღეს, 14 აპრილს, თურქეთში, შანლიურფას პროვინციაში მდებარე სკოლაში შეიარაღებული პირი შეიჭრა და ცეცხლი გახსნა.
თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თავდასხმის შედეგად დაშავდა სულ მცირე 16 ადამიანი — 10 მოსწავლე, 4 მასწავლებელი, ერთი პოლიციელი და ბუფეტის ერთი თანამშრომელი.
დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, გავრცელებული ინფორმაციით, სტაბილურია.
თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით, იმავე იარაღით დაასრულა. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი 19 წლის, ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლე იყო, რომელიც მხოლოდ მე-9 კლასში სწავლობდა აღნიშნულ სკოლაში.
თვითმხილველების თქმით, ის მოულოდნელად შევიდა კლასში და რამდენჯერმე გაისროლა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაიჭრა.
შანლიურფას გუბერნატორმა განაცხადა, რომ შემთხვევის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.
ინციდენტის შემდეგ სკოლიდან მოსწავლეების ევაკუაცია განხორციელდა.
რესტორნებსა და კაფეებში წყალს, ლიმონათს ან ლუდს პლასტმასის ბოთლით პირველი ივლისიდან ვეღარ შეიძენთ.
ამის შესახებ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დღეს, 14 აპრილს განცხადება გაავრცელა.
მთავრობის მიერ 2026 წელს მიღებული გადაწყვეტილებით, 2027 წლის 1-ელი თებერვლიდან უნდა აკრძალულიყო პლასტმასის ბოთლებში სასმელების წარმოება [გარდა ექსპორტის მიზნით], იმპორტი და ბაზარზე განთავსება.
2026 წლის 8 აპრილს მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძემგანაცხადა, რომ ბიზნესსექტორთან კონსულტაციების შემდეგ მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ცვლის – პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოება [გარდა ექსპორტის მიზნით], იმპორტი და ბაზარზე განთავსება 2031 წლის 1-ელი თებერვლიდან აიკრძალება.
„ძალაში რჩება საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლებით მიწოდების აკრძალვა.
2026 წლის 1-ელი აპრილის მდგომარეობით აკრძალულია: პლასტმასისაგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების, სასმლის მოსარევების, გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული სასურსათო კონტეინერების/ჭიქების და მათი თავსახურების წარმოება [გარდა ექსპორტის მიზნით], იმპორტი ან/და ბაზარზე განთავსება.
ასევე აკრძალულია სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში პლასტმასის ჭიქების, კონტეინერებისა და პლასტმასის 3 ლიტრამდე ბოთლებით სასმლის შესყიდვა.
2026 წლის 1-ელი ივლისიდან აიკრძალება: საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ პლასტმასისგან დამზადებული ერთჯერადი გამოყენების სასურსათო კონტეინერებისა და ჭიქების საშუალებით მზა სურსათის მიწოდება მომხმარებლებისთვის,“ – აღნიშნულია გარემოს დაცვის და სოფლის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების სახელით საიამ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა.
იმის გამო, რომ ქართველ ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობა შეუზღუდეს, საფრანგეთში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა „ოცნების“ პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივლეს.
გასაჩივრებულია საარჩევნო კოდექსის ახალი რეგულაცია, რომელიც კრძალავს საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებისა და საკონსულოების შენობებში საარჩევნო უბნების გახსნას.
„აღნიშნული აკრძალვა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ საყოველთაო საარჩევნო უფლებას. ახალი რეგულაცია არ ემსახურება არავითარი ღირებული კონსტიტუციური ლეგიტიმური მიზნის მიღწევას.
ფაქტობრივად, ის ქმნის ხელოვნურ ფინანსურ და სოციალურ ბარიერს – ფრენების მაღალი ხარჯის, სამუშაოდან იძულებით დათხოვნის და ამასთან დაკავშირებული სხვა წნეხის სახით – რაც საქართველოს ასობით ათას ემიგრანტს უბიძგებს, პრაქტიკულად დათმოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება.
გასათვალისწინებელია, რომ სწორედ ემიგრანტების მიერ საზღვარგარეთ შრომის ფასად მიღებული შემოსავალი ხშირად კრიტიკულად მნიშვნელოვანია, როგორც თავად ემიგრანტებისთვის, ისე მათი ოჯახის წევრებისთვის,“ – აღნიშნულია საიას მიერ დღეს, 14 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში.
საიას განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევებში მიიჩნევს უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საარჩევნო უფლების შეზღუდვას დასაშვებად, როდესაც სახელმწიფოს რეალურად არ აქვს რესურსი, ყველა ქალაქში გახსნას საარჩევნო უბნები.
საპარლამენტო არჩევნების მრავალწლიანმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, სხვა ქვეყნებში საქართველოს საელჩოებისა და საკონსულოების ბაზაზე მუდმივად იხსნებოდა საარჩევნო უბნები და სახელმწიფოს მუდმივად ჰქონდა როგორც მატერიალური, ისე ადამიანური რესურსი, უზრუნველეყო ამ უბნებზე მყოფი ამომრჩევლების ნების თავისუფალი გამოხატვა.
„მიუხედავად ამისა, „ქართული ოცნება“ ახალ რეგულაციას სწორედ ქართულ არჩევნებში უცხო სახელმწიფოების ჩარევის თავიდან აცილების მიზნით ამართლებს.
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა გამოიწვევს სხვა ქვეყნებში საქართველოს საელჩოებსა და დიპლომატიურ დაწესებულებებში საარჩევნო უბნების გახსნას არჩევნების ჩატარებისას. ამრიგად, საარჩევნო უფლების დაცვის თვალსაზრისით, საკონსტიტუციო სასამართლო რჩება იმ ძირითად ქვეყნისშიდა მექანიზმად, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეებს შეუძლიათ საკუთარი კონსტიტუციური უფლებების დაცვა.“ – აღნიშნულია საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საია განცხადებაში არნიშნავს იმასაც, რომ განსაკუთრებით ბოლო წლებში დიდი სამართლებრივი, სოციალური და პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე საქმეების განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში გაჭიანურებულია, მაგალითად, სასამართლო უკვე მეორე წელია არსებითად არ განიხილავს სარჩელს „რუსულ კანონზე“.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების სამუშაო მაგიდაზე არაერთი რეზონანსული საქმეა – საქმეები, რაზეც საქართველოში დემოკრატიის გადარჩენაა დამოკიდებული.
ერთ-ერთი ასეთი გახმაურებული ქეისი „მოსმენების კანონია“ – საქართველოში ნებისმიერს უსმენენ და სუსს, მოქმედი კანონების პირობებში, ხელს არაფერი უშლის. საკონსტიტუციო სასამართლომ ამ სარჩელის განხილვა 2019 წელს დაასრულა, თუმცა თითქმის 7 წლის გასვლის მიუხედავად, მოსამართლეები ასეთ მნიშვნელოვან საქმეზეც კი, გადაწყვეტილებას არ იღებენ.
მთავარი ფოტო: ქართველი ემიგრანტების აქცია სტრასბურგში, საფრანგეთში, 2024 წელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 14 აპრილის 21 საათიდან 15 აპრილის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +12 გრადუსია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის გრძელვადიანი პროგნოზის თანახმად, ბათუმში კვირის ბოლომდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +22 და +25 გრადუსს მიაღწევს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 14 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 312 960 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +820. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
ტანკი – 11 863 ერთეული [+2]
ჯავშანტექნიკა – 24 389 ერთეული [+3]
საარტილერიო სისტემა – 39 953 ერთეული [+38]
MLRS – 1 732 ერთეული [+4]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 346 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 350 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 237 853 ერთეული [+2459]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 517 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 89 300 ერთეული [+201]
სპეცტექნიკა – 4 123 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
670 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
„ოპოზიციის წარმომადგენლებმა სოფლებშიც კარგად იმუშავეს და რეგიონებშიც – დაუპირისპირეს ორბანის პროპაგანდას კონტრპროპაგანდა, კონტრაგიტაცია…“ – უნგრეთში ავტორიტარიზმის პირობებში ჩატარებულ წარმატებულ არჩევნებზე გვესაუბრება საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, კახა გოგოლაშვილი. მისი აზრით, უნგრეთის არჩევნების მთავარი მიღწევა ისაა, რომ ხალხმა არამხოლოდ უნგრეთში, არამედ ყველგან დაინახა, რომ ავტორიტარიზმის შემოტრიალება დემოკრატიისკენ შესაძლებელია.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ მთავარი ფაქტორი მაინც ევროკავშირია: „ძალიან მნიშვნელოვანია, შენ იყო რაღაც უფრო დიდი გაერთიანების მყარი წევრი, საიდანაც ხდება შენი მონიტორინგი, შენი და ქვეყნის მიმართულებების განსაზღვრა. ევროკავშირის წევრობა მუხრუჭივით არის – არ აძლევს საშუალებას ქვეყანას, მოწყდეს და როგორც უნდა, ისე წავიდ-წამოვიდეს. უნგრეთს ეს მუხრუჭი ჰქონდა. მე ვიტყოდი, რომ ამან გადაარჩინა უნგრეთი საბოლოო ჯამში,“ – გვიყვება კახა გოგოლაშვილი.
რამდენად არის უნგრეთში ავტორიტარიზმის წინააღმდეგ წარმატებული ბრძოლა მაგალითი საქართველოსთვის?
„ვინც კარგად იცნობს უნგრეთს, ყველა ამბობდა, რომ ორბანს ძალიან დიდი შანსი აქვს, რეგიონული მანდატებით მოიგოს არჩევნებიო, ანუ ერთმანდატიანი ოლქებით. მაგალითად, წინა არჩევნებზე უმეტესად ერთმანდატიანი ოლქების 82 % ორბანმა მოიგო. ახლა ოპოზიციამ მოიგო იმავე ოლქების 90 %. ამიტომაც, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო ერთიანი კანდიდატები. არ გაიყო ხმები და არ ჩატარდა მეორე ტურები.
ორბანმა მაინც არჩევნების მოგება დააპირა ნახევრად დემოკრატიული, ლეგალისტური მეთოდებით – კანონები მიიღო ისეთი, რომელიც მას აძლევდა უპირატესობას. ამას დაუმატა პროპაგანდა, ტელევიზიები მიითვისა და გამოიყენა მოქრთამვა, დაშინება. ყველაფერი მიდიოდა ზუსტად ისე, როგორც ჩვენთან, მაგრამ ჩვენთან ამ ყველაფერს დაემატა პირდაპირი გაყალბება…“ – ამბობს კახა გოგოლაშვილი.
„ბათუმელებმა“ კახა გოგოლაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა. იგი ევროკავშირის პოლიტიკის მკვლევარია.
ბატონო კახა, რამდენად მოულოდნელია თქვენთვის ორბანის დამარცხება, რას ნიშნავს ეს მარცხი?
რა თქმა უნდა, ეს იყო ძალიან მოულოდნელი და დიდი გამარჯვება, რომელიც ოპოზიციამ მოიპოვა. მოულოდნელი იმიტომ კი არა, რომ მხარდაჭერა არ ჰქონდა ოპოზიციას, არამედ იმიტომ, რომ სისტემა და ისეთი საარჩევნო კანონმდებლობა იყო შექმნილი უნგრეთში, ძალიან ძნელი უნდა ყოფილიყო ოპოზიციის გამარჯვება.
ორბანი ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდა სოფლის მოსახლეობას, რეგიონებს, სადაც ძალიან დიდი აგიტაცია მიმდინარეობდა, ადმინისტრაციული რესურსი ძალიან ძლიერი ჰქონდათ იქ. საბოლოო ჯამში, ორბანს ისე ჰქონდა საარჩევნო კოდექსი გადაკეთებული 2012 წლიდან, რომ უფრო მეტი მანდატი პარლამენტში მოდიოდა სწორედ სოფლის მოსახლეობაზე, ანუ ერთმანდატიან ოლქებზე. მაგალითად, 106 ერთმანდატიანი ოლქიდან მხოლოდ 16 ოლქია ბუდაპეშტში. ბევრი ქალაქი დაკავშირებულია სოფელთან და ჯამურად სოფლები ჭარბობდნენ.
ამის მიუხედავად, როგორც ჩანს, ოპოზიციის წარმომადგენლებმა სოფლებშიც კარგად იმუშავეს და რეგიონებშიც – დაუპირისპირეს ორბანის პროპაგანდას კონტრაგიტაცია…
ბევრმა ფაქტორმა იმუშავა, მათ შორის, ირანის ომმა. ორბანი იძახდა მშვიდობა, მშვიდობაო, ტრამპიც მხარს უჭერდა და ამ დროს გამოჩნდა, რომ ტრამპი სულაც არ ყოფილა მშვიდობისმყოფელი.
კახა გოგოლაშვილი
ორბანი ამბობდა, რომ ევროპიდან ახერხებდა ფულის წამოღებას და ამით სოფლის მოსახლეობას იბირებდა. სინამდვილეში, ეს იყო ფული სტრუქტურული ფონდებიდან, რაც ისედაც ერგებოდა უნგრეთს, როგორც ეკონომიკურად ნაკლებად განვითარებულს. ის 13 მლრდ ევრო მას შემდეგ შეუჩერა უნგრეთს ევროკავშირმა, როცა ცალსახად გამოჩნდა, რომ დემოკრატიას ებრძვის ორბანი, ასევე იყო კორუფციული სკანდალები.
ორბანის კორუფციული სქემების მხილება ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდა?
დიახ. ამან ძალიან იმოქმედა, მათ შორის, სოფლის ამომრჩეველზე, რომელსაც შეუმცირდა სუბსიდიები, სხვადასხვა დაფინანსება.
კიდევ რა იყო მთავარი ფაქტორი, რამაც პეტერ მადიარის წარმატება მოუტანა?
ოპოზიცია ერთიანი კანდიდატებით გამოვიდა ყველგან, რეგიონებში.
ვინც კარგად იცნობს უნგრეთს, ყველა ამბობდა, რომ ორბანს ძალიან დიდი შანსი აქვს რეგიონული მანდატებით მოიგოს არჩევნებიო, ანუ ერთმანდატიანი ოლქებით. მაგალითად, წინა არჩევნებზე უმეტესად ერთმანდატიანი ოლქების 82 % ორბანმა მოიგო. ახლა ოპოზიციამ მოიგო იგივე ოლქების 90 %.
ამიტომაც, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო ერთიანი კანდიდატები. არ გაიყო ხმები და არ ჩატარდა მეორე ტურები.
გაერთიანება მთავარი ფაქტორია, რაც ჩვენთანაც უნდა მოეხერხებინა ოპოზიციას 2024 წლის არჩევნებზე?
საერთო კანდიდატებზე რომ შეთანხმებულიყვნენ, ადგილობრივი არჩევნებიც პრაქტიკულად მოგებული იყო საქართველოში. ყოველ შემთხვევაში დიდ ქალაქებში…
ორბანმა მაინც არჩევნების მოგება დააპირა ნახევრად დემოკრატიული, ლეგალისტური მეთოდებით – კანონები მიიღო ისეთი, რომელიც მას აძლევდა უპირატესობას. ამას დაუმატა პროპაგანდა, ტელევიზიები მიითვისა და გამოიყენა მოქრთამვა, დაშინება. ყველაფერი მიდიოდა ზუსტად ისე, როგორც ჩვენთან, მაგრამ ჩვენთან ამ ყველაფერს დაემატა პირდაპირი გაყალბება. პირდაპირ გაყალბებას, როგორც ჩანს, ადგილი არ ჰქონდა უნგრეთის არჩევნებში.
აქ მნიშვნელოვანია ის, რომ უნგრეთი შუაგულ ევროპაშია, ევროკავშირის წევრია და ეს პროცესზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, თუ რატომ?
რა თქმა უნდა, ორბანის ავტორიტარიზმი შეზღუდულია იმით, რომ ევროკავშირის წევრია ეს ქვეყანა და არსებობს მონიტორინგი.
საქართველოში, პოლიტიკურ ელიტებში არის ძალიან ბევრი ავტორიტარული მიდრეკილებები – ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, ვხედავთ, რომ ადრე თუ გვიან ცდილობს, ავტორიტარულად მართოს ქვეყანა, ხომ? ამიტომაც, ასეთი კულტურის ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანია, იყო რაღაც უფრო დიდი გაერთიანების მყარი წევრი, საიდანაც გამონიტორინგებენ, შენი და ქვეყნის მიმართულებებს განსაზღვრავენ. აი, ეს არის ევროკავშირის წევრობა, მუხრუჭივითაა – არ აძლევს საშუალებას ქვეყანას, მოწყდეს და როგორც უნდა, ისე წავიდ-წამოვიდეს.
უნგრეთს ეს მუხრუჭი ჰქონდა, რა თქმა უნდა. მე ვიტყოდი, რომ ამან გადაარჩინა უნგრეთი საბოლოო ჯამში.
საქართველოსგან განსხვავებით უნგრელებისთვის შეიძლება გასაგები ყოფილიყო, რატომ დაბლოკა ორბანმა, მაგალითად, სანქციები პუტინის წინააღმდეგ და უკრაინის მხარდასაჭერად – უკრაინის გამო რუსული ნავთობის ტრანზიტი უნგრეთს შეუწყვიტეს, ასევე, მოვისმინეთ ზელენსკის მუქარა ორბანის მიმართ…
არა მგონია, რომ ორბანის მიმართ მუქარა ვინმემ სერიოზულად აღიქვა. ორბანმა ეს გამოიყენა პოლიტიკურად, მაგრამ ყველასთვის ნათელი იყო, რომ ეს იყო ხუმრობა, უხეში ხუმრობა.
უნგრეთის მოსახლეობას უკვე ყელში აქვს ამოსული ორბანის ავტორიტარული მმართველობა. ორბანი და მისი ოჯახი უმდიდრესი ადამიანები გახდნენ. ამ დროს ქვეყანა ბოლო წლებში გაღარიბდა.
ამჯერად, რა თქმა უნდა, უკრაინის მიმართ დამოკიდებულება შეიცვლება. ეს პრობლემა მოიხსნება. იმ 13 მილიარდსაც მისცემენ უნგრეთს, როგორც კი რაღაც რეფორმები გატარდება და დემოკრატიას დაუბრუნდება უნგრეთი. დაფინანსებები აღდგება და ეს უნგრეთის ეკონომიკას დაეტყობა ძალიან მალე… უნგრეთი დაუბრუნდება ევროპულ პოლიტიკას. იგი ევროკავშირის პოლიტიკაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს და არ იქნება „ტროას ცხენი“, როგორც აქამდე იყო.
მნიშვნელოვანია, რომ არჩევნების ეს შედეგი აუცილებლად იქონიებს გავლენას სლოვაკეთსა და ჩეხეთზეც. ეს მაგალითი იქნება მათთვის, დააშინებს ეს სიტუაცია და მგონია, რომ შეცვლიან მიდგომებს. არჩევნების ეს შედეგი უნგრეთში სასიკეთოდ იმოქმედებს ბევრ სხვა პროცესზე.
ევროკავშირი აქამდე ვერ ასანქცირებდა „ქართული ოცნების“ ლიდერებს ორბანის წინააღმდეგობის გამო. ამჯერად უნდა ველოდეთ „ოცნების“ მიმართ სანქციებს?
რა თქმა უნდა, შეიძლება ამ მოცემულობამ იმოქმედოს სანქციებთან დაკავშირებით და აღარ დაიბლოკოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც საჭიროა „ქართული ოცნების“ მოსათვინიერებლად.
უნგრეთის არჩევნების შედეგი ჩვენთვისაც ძალიან კარგი მაგალითია, პირველ რიგში, ეს ინსპირაციაა: ხალხი დარწმუნდა, რომ ავტორიტარიზმის შემობრუნება დემოკრატიისკენ შესაძლებელია არჩევნების გზით. აუცილებელი არაა რევოლუცია. საჭიროა, ხალხი დადგეს ფეხზე, მობილიზება მოხერხდეს და ამ შემთხვევაში შეუძლებელია, გააყალბო არჩევნები, როცა ორჯერ მეტი ხარ, ვიდრე შენი მოწინააღმდეგე. შეიძლება, ეს იყოს ინსპირაცია ჩვენთვის: არჩევნების გზით როგორ შეიძლება დაამარცხო ავტორიტარული რეჟიმი.
არ უშვებთ, რომ ეს შესაძლებელი გახდა ევროკავშირის წევრ ქვეყანაში? საქართველოში კი, რამდენად შეიძლება იგივე მოხდეს, როცა უკვე ტროტუარზე დგომისთვის აპატიმრებენ ადამიანებს?
დიახ, ბევრი ამბობს ამას, რომ ჩვენთან სხვა სიტუაციაა, ამიტომაც, ჩვენთან, არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ აქვსო. ჩემი აზრით, არჩევნებში მონაწილეობას ყოველთვის აქვს აზრი. ბოიკოტირებით ხილვადობას კარგავენ ოპოზიციური პარტიები, საბოლოო ჯამში, უფრო აძლიერებენ ამით ავტორიტარიზმს, ვიდრე ასუსტებენ.
ამიტომაც, ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა უფრო მეტი მობილიზება, ადამიანებთან კარდაკარ სიარული და საუბარი.
ამ კონტექსტში არჩევნებია არამარტო ხელისუფლების შეცვლის საშუალება, არამედ ხალხის მობილიზების საშუალება: ინფორმაციის მიწოდების, პარტიებსა და ხალხს შორის მეტი კონტაქტის, მეტი ურთიერთობის განვითარების საშუალება. ცხადია, არავინ არ უშლის პარტიებს წინასაარჩევნო აგიტაციას და რეგიონებში ჩასვლას, მაგრამ გაქვს მიზეზი – არჩევნებია და ჩადიხარ. ახლა რომ ჩახვიდე, მიზეზს ვერ ხედავს ხალხი, როცა ელაპარაკები: რას მთავაზობ?
ახლა თუ ესაუბრები, რას შეცვლი იმ მოქალაქისთვის, თუ არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებ?
პროევროპული მოძრაობის მთავარი გზავნილი დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნებია. ავტორიტარიზმის პირობებში არჩევნები საარჩევნო გარემოს შეცვლის გარეშე რეალურია?
შეიძლება, არსებობდეს განსხვავებული აზრი, მაგრამ, ჩემი აზრით, არჩევნების გზით ხალხის მობილიზება და აქტიური კამპანიის წარმოება ყოველთვის სარგებლის მომტანია. იმის გამო, რომ არჩევნები გაყალბებულია, ცუდი გარემოა და ასე შემდეგ, შეიძლება, ვერ გაიმარჯვო არჩევნებში, კი ბატონო, ამის დიდი შანსია, მაგრამ ხალხმა უნდა გაიგოს, ამ პარტიას რა იდეები აქვს, რომ მას უნდა მშვიდობიანად შეცვალოს ხელისუფლება, გაიგოს, რა გაყალბდა და ასე შემდეგ.
ეს ყველაფერი ამოდის ზედაპირზე სწორედ არჩევნებში მონაწილეობის შედეგად.
კიდევ რა იყო მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამაც უნგრეთში გადაარჩინა დემოკრატია და ჩვენთვის მნიშვნელოვანი გზავნილია?
მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი მხარს უჭერდა ორბანს, იზოლაცია ევროპის მასშტაბით და დემოკრატიული ქვეყნების მხრიდან საერთოდ მსოფლიოში, დამთრგუნველი იყო უნგრელი ხალხისთვის მთლიანობაში.
მნიშვნელოვანი იყო სკანდალი რუსეთთან: აღმოჩნდა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი ესაუბრებოდა ლავროვს ევროკავშირის საბჭოს სხდომების დროს – ევროკავშირის მტერს აწვდიდა ინფორმაციას და უზიარებდა, რა სანქციებზე იყო, მაგალითად, საუბარი. ეს საუბარი იყო დახურულ შეხვედრებზე. ეს ღალატია. ამიტომაც, ლოზუნგი გახდა: რუსებო, წადით! ძალიან მკაფიოდ გამოჩნდა, რომ უნგრეთს ჰყავს მთავრობა, რომელიც იმართება მოსკოვიდან. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი.
ასევე, უნგრეთის ეკონომიკური მდგომარეობა საკმაოდ გართულდა ბოლო წლებში. ამას ადამიანები აბრალებენ, რა თქმა უნდა, არასწორ პოლიტიკას, მათ შორის კორუფციას, ინვესტიციების შემცირებას. ამ ვითარებაში, როდესაც ამდენი სკანდალია აგორებული უნგრეთის ხელისუფლების კორუმპირებულობაზე, როცა არ ენდობიან უნგრეთის სასამართლოებს, ბუნებრივია, შემცირდა ინვესტიციები.
ორბანის მარცხი როგორ აისახება რუსეთზე, თქვენი დაკვირვებით? პუტინმა კიდევ ერთი მოკავშირე დაკარგა, ამჯერად ევროკავშირში.
ცხადია, რუსეთი ამყარებდა ძალიან დიდ იმედებს უნგრეთზე და არამარტო რუსეთი, მთლიანობაში, მემარჯვენე პოპულისტური ძალები. რუსეთი ექსტრემალური მაგალითია ამ ძალების, მაგრამ გნებავთ ტრამპი და სხვა ბევრი არის ულტრამემარჯვენე პოპულისტი. ბაბიშიც [ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი] უნგრეთის გავლენით მოვიდა ხელისუფლებაში. ეს ძალები გერმანიაშიც არიან და საფრანგეთშიც იგივე ლე პენის პარტიის სახით, ნიდერლანდებშიც არიან, დიდ ბრიტანეთში. ამ ძალებს ძალიან დიდი იმედი ჰქონდათ, რომ უნგრეთი აი, გაიტანს თავისას და დააჩოქებს ევროკავშირს. ამიტომაც, არჩევნების ეს შედეგი ულტრამემარჯვენე ძალებს სერიოზულად დაასუსტებს.
საქართველოში ძალიან დიდი აგიტაცია მიმდინარეობდა იმაზე, რომ აი, ნამდვილი ევროპა არის ორბანი, ორბანმა ააყვავა უნგრეთი და ვითომ ორბანი არის ძლიერი მმართველი. გვეუბნებოდნენ, რომ დანარჩენი ევრობიუროკრატია ებრძვის ორბანს. აღმოჩნდა, რომ ორბანს ვერ იტანს საკუთარი ხალხი. ორბანი ევრობიუროკრატიამ კი არ ჩამოაგდო იქიდან, არამედ საკუთარმა ხალხმა გაისტუმრა.
ეს მითი დაიმსხვრა მთლიანობაში. ხალხმა დაინახა, რომ ასე არ არის საქმე. დაინახა, რომ ავტორიტარიზმი ვერ სჯობნის ლიბერალურ დემოკრატიას. სინამდვილეში, ლიბერალურ დემოკრატიას შეუძლია მობილიზება, შეუძლია კარგად დაგეგმვა ყველაფრის და დიდი ფულის და დიდი რესურსის წინააღმდეგაც კი გამარჯვება იმიტომ, რომ ის ემსახურება თავის ხალხს.
ალბათ ბევრი გადააფასებს თავის შეხედულებებს, რაც მათ ჰქონდათ აქამდე.
ივანიშვილი რას შეცვლის თავის საგარეო პოლიტიკაში ორბანის მარცხის შემდეგ, თქვენი აზრით?
ივანიშვილი ხომ არანაირი იდეოლოგიური აქტორი არ არის. იდეოლოგია ივანიშვილისთვის უცხო ხილია. ის არის ოპორტუნისტი. ამიტომაც, ივანიშვილი შეეცდება გადააათამაშოს ყველაფერი, ახალი მოკავშირეები მოძებნოს. ივანიშვილმა შეიძლება მთავრობაშიც შეცვალოს ხალხი, მაგალითად, ორბანთან ძალიან მეგობრობდა ირაკლი კობახიძე. არ არის გამორიცხული გადაწყვიტოს: მოდი, კობახიძეს შევცვლი იმიტომ, რომ ძალიან არის ასოცირებული ორბანთან.
ვფიქრობ, ის გზა, რაც ჰქონდა არჩეული ივანიშვილს – ევროპასთან კონფრონტაცია, ევროკავშირის იძულება და დათმობაზე წამოეყვანა, ეს გზა ჩავარდა, ახლა ევროპა ბევრად უფრო ხისტი გახდება და მომთხოვნი. ასე რომ, ევროკავშირი არაფერს არ დაუთმობს ფიცოს, ან ბაბიშს.
შეიძლება ამ მოცემულობაში საქართველო კვლავ გახდეს ევროკავშირის დღის წესრიგის ნაწილი, რომ ევროკავშირი ივანიშვილის მიმართაც გახდეს უფრო ხისტი და მომთხოვნი?
მართალი გითხრათ, ცოტა რთული დროა და არ გამოვრიცხავ, ასე გადაწყვიტონ: მოდი, საერთოდ დავანებოთ თავი საქართველოს! ვერ გეტყვით, ზუსტად როგორ მოხდება. ამიტომაც, საჭირო აქტიური პოლიტიკური მოძრაობა, რომ არ დაგვივიწყონ საერთოდ.
ბათუმის მერია ჯავახიშვილისა და ფიროსმანის, ასევე ჯავახიშვილისა და გორგილაძის ქუჩების კვეთაში, ერთ კვარტალში ოთხ საკადასტრო ერთეულ მიწის ნაკვეთს, ჯამში 980 კვ. მეტრს და მასზე მდებარე ძველ შენობებს გაყიდის. ოთხივე ქონება საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში შეიტანეს.
ბათუმის საკრებულოს სხდომაზე დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, ამ ქონებას მერია აუქციონზე ცალ-ცალკე გაიტანს და, საერთო ჯამში, მათი ფასი 4 მილიონ 370 800 ლარი იქნება. ამას დაემატება ბიჯების ოდენობაც.
მონიშნულია გასაყიდი ადგილი და ქონება
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ ქონების შეძენა „ოცნების“ შემწირველ კომპანიას – შპს „აჭარა ბურჯს“ სურს, რაც საჯარო რეესტრის ამონაწერითაც დასტურდება. ამ კომპანიას გვერდით მდებარე კერძო ქონების დიდი ნაწილი უკვე გამოსყიდული აქვს.
შპს „აჭარა ბურჯი“ 2018 წელს დაფუძნებული კომპანიაა – მისი 50 პროცენტი მურად დუმბაძეს, 50 პროცენტი კი ბესარიონ ბაჯელიძეს ეკუთვნით.
ბესარიონ ბაჯელიძემ 2016 წლიდან დღემდე „ოცნებას“ 250 000 ლარი შესწირა.
გასაყიდი ფართობის მოპირდაპირედ, ფიროსმანის ქუჩის მხრიდან კომპლექსის მშენებლობას შპს „კომუნა კონსტრაქშენი“ გეგმავს.
ბათუმი, ფიროსმანის #1პროექტის რენდერი
აქ მცხოვრებლებთან საკუთრების კონკრეტული პირობით დათმობაზე ხელშეკრულებები კომპანიას 2023 წელს გაუფორმებია. როგორც რეესტრის ამონაწერში დაფიქსირებული ჩანაწერით ირკვევა, შეთანხმება ძველის ახლით ჩანაცვლებას გულისხმობს.
19-26 აპრილს ბათუმში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის ჩატარებაა დაგეგმილი. ღონისძიების გახსნის ოფიციალური ცერემონიისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 250 ათასი ლარი დაიხარჯება.
შესაბამის მომსახურებას აჭარის კულტურის სამინისტრო ტენდერის გარეშე, გამარტივებული წესით შეისყიდის „ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების“ მიზნით. სამინისტრომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანხმობის მისაღებად უკვე მიმართა.
„აჭარის კულტურის სამინისტროში 2026 წლის 25 და 31 მარტს შემოვიდა საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის კორესპონდენციები, რომლებიც ეხება 2026 წლის 19-26 აპრილს, ბათუმში, ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატის გამართვასთან დაკავშირებით დაგეგმილი გახსნის ცერემონიისთვის კულტურის ღონისძიების ორგანიზების მხარდაჭერის საკითხს.
სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის მიერ დეტალურად იქნა შესასყიდი მომსახურების აღწერილობა გაწერილი, დადგენილ იქნა მომსახურების საბაზრო ღირებულება, თუმცა მომსახურების შესყიდვა ელექტრონული ტენდერის გზით არ ესწრება“, – წერს სამინისტრო.
აჭარის კულტურის სამინისტრომ ფედერაციის წერილები, რომლებსაც ამავე ფედერაციის პრეზიდენტი და „ოცნების“ პარლამენტარი ლაშა ტალახაძე აწერს ხელს, 25 და 31 მარტს მიიღო.
თუმცა, მანამდე, 2026 წლის 18 მარტს, სამინისტროში აჭარის მთავრობის განკარგულებაც მიუღიათ იგივე თხოვნით, ანუ – „2026 წლის 19-26 აპრილს, ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატის ორგანიზებულად და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.“
„წარმოდგენილი ღონისძიების ორგანიზებისთვის საჭირო თანხა შეადგენს 250 000 ლარს გადასახადებისა და გადასახდელების ჩათვლით“, – წერს ელისო ბოლქვაძეს ამავე სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსი ნათია ბლაგიძე.
„ცერემონიას დაესწრებიან როგორც სპორტსმენები, ასევე, მოწვეული სტუმრები, მათ შორის დელეგაციების წარმომადგენლები და ევროპის ფედერაციების ხელმძღვანელი პირები.
ღონისძიების განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე და ჩემპიონატის პოპულარიზაციის უზრუნველსაყოფად, მიზანშეწონილია ჩემპიონატის გახსნის ცერემონიისთვის კულტურის ღონისძიების ორგანიზება, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ქართული ფოლკლორი, როგორც ქორეოგრაფიული, ასევე, მუსიკალური ნომრები.
აღნიშნული ღონისძიება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, როგორც ჩემპიონატის პოპულარიზაციას, ასევე, ქართული კულტურის, ტრადიციებისა და ქვეყნის იმიჯის ღირსეულად წარმოჩენას საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე“, – წერს სამინისტრო.
ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის წერილით ირკვევა, რომ „ღონისძიების ოფიციალური გახსნის ცერემონია იგეგმება 20 აპრილს“.
2026 წლის 12 აპრილს უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პარტია დამარცხდა. ოპოზიციურმა პარტია „ტისამ“, რომელსაც პეტერ მადიარი ხელმძღვანელობს, დამაჯერებელი გამარჯვება და საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვა.
ორბანმა, რომელიც 16 წლის განმავლობაში იყო უნგრეთის სათავეში, ოპოზიციას გამარჯვება იმავე დღეს, არჩევნების შედეგების გასაჯაროების პარალელურად მიულოცა.
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში, ბოლო მონაცემებით, მანდატები ასე გადანაწილდა:
Tisza – მადიარის პარტია: 138 მანდატი
Fidesz – ორბანის პარტია: 55 მანდატი
MH – ულტრამემარჯვენე პარტია: 6 მანდატი
„ბიბისი“ წერს, რომ 45 წლის პეტერ მადიარი ბუდაპეშტელი იურისტების ელიტარული ოჯახიდანაა. მადიარის ბაბუა უნგრეთის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე და პოპულარული შოუს – „იურიდიული საქმეების“ წამყვანი იყო. იურისტები იყვნენ მისი მშობლებიც, ხოლო ნათლია, ფერენც მადლი იყო ორბანის პარტია „ფიდესის“ წევრი და 2000 წლიდან 2005 წლამდე – უნგრეთის პრეზიდენტი.
მადიარიც ორბანის პარტიის, „ფიდესის“ წევრი იყო. იგი ამ პარტიას სტუდენტობისას, 2002 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ შეუერთდა, როგორც მედია წერს, სოლიდარობის ნიშნად.
2009 წელს მადიარი ბრიუსელში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მისი ცოლი, ორბანის პარტიის წევრი, ჯუდიტ ვარგა უნგრელი ევროპარლამენტარის, იანოშ ადერის, ასისტენტი იყო. 2012 წლიდან მადიარი უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში და უნგრეთის ევროკავშირის წარმომადგენლობაში მცირე თანამდებობებს იკავებდა.
2018 წელს ოჯახი ბუდაპეშტში დაბრუნდა, სადაც მადიარის ცოლს, ჯუდიტ ვარგას ორბანის ადმინისტრაციაში ევროკავშირის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანამდებობა შესთავაზეს, შემდეგ წელს კი იგი იუსტიციის მინისტრად დანიშნეს.
ამავე პერიოდში პეტერ მადიარს სხვადასხვა სამთავრობო ინსტიტუტში მნიშვნელოვანი თანამდებობები ეკავა, მათ შორის, სახელმწიფო ბანკში ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
2023 წელს მადიარი და ჯუდიტ ვარგა განქორწინდნენ.
პეტერ მადიარი მნიშვნელოვან პოლიტიკურ ფიგურად იქცა უნგრეთში მომხდარი პოლიტიკური სკანდალის ფონზე, როცა ქვეყნის პრეზიდენტმა, კატალინ ნოვაკმა შეიწყალა ბავშვთა სახლის დირექტორის ყოფილი მოადგილე, რომელიც სასჯელს იხდიდა ბავშვთა სახლში პედოფილიის დაფარვის მცდელობისა და მსხვერპლზე ზეწოლის გამო. ინფორმაცია შეწყალების შესახებ 2024 წელს გახმაურდა, ხელისუფლებამ სკანდალის გადაფარვა ვერ შეძლო და პრეზიდენტი გადადგა.
ნოვაკის გადადგომის შესახებ განცხადებიდან მეორე დღეს პეტერ მადიარი დამოუკიდებელი YouTube არხის Partizan-ის სტუდიაში მივიდა და თითქმის ორსაათიანი ინტერვიუმისცა, რამაც მისი პოპულარობა მკვეთრად გაზარდა.
„ვიდეომ სწრაფად მიაღწია 2 მილიონ ნახვას – ფანტასტიკური შედეგი უნგრეთისთვის, 10-მილიონიანი ქვეყნისთვის.
ინტერვიუში არ იყო კონკრეტული ბრალდებები: მადიარი უფრო მეტად საუბრობდა თავად უნგრეთის მთავრობის გახრწნასა და და კორუფციაზე. თუმცა, ეს უკვე სენსაცია იყო ქვეყანაში, სადაც სისტემის ცოდვებს მხოლოდ ოპოზიციის აღიარებული ფიგურები ან, საუკეთესო შემთხვევაში, დამოუკიდებელი მედიები განიხილავდნენ. თავის მხრივ, მადიარი უფრო იმედგაცრუებულ ინსაიდერს ჰგავდა, ვიდრე რევოლუციონერს – ადამიანს, რომელმაც იცის, როგორ მუშაობს უნგრეთის სისტემა, როგორ ერწყმის პოლიტიკა საიდუმლო სამსახურებსა და ბიზნესს და რომელსაც აღარ შეუძლია არასწორ სისტემაში ცხოვრება.
ერთი სიტყვით, ინტერვიუმ ფურორი მოახდინა“, – წერს „ბიბისი“.
2024 წლის 15 მარტს, უნგრეთის 1848-1849 წლების რევოლუციის დღეს, მადიარმა უნგრელებს ბუდაპეშტის ცენტრალურ გამზირზე შეკრებისკენ მოუწოდა. უნგრული მედია წერდა, რომ შეიკრიბა 30 000-ზე მეტი ადამიანი, უფრო მეტი, ვიდრე ოპოზიციური პარტიები ახერხებდნენ ბოლო წლებში. აქციაზე მადიარმა განაცხადა, რომ ქმნიდა საკუთარი პოლიტიკურ პარტიას, რომელშიც გაწევრიანება შეეძლო ყველა უნგრელს, რომელსაც სურდა „საკუთარი ქვეყნის საკეთილდღეოდ მუშაობა“.
2024 წლის აპრილში პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ ის და მისი მხარდამჭერები ევროპარლამენტში კენჭს იყრიდნენ პარტია „ტისას“ შემადგენლობაში, რომელიც 4 წლით ადრე იყო რეგისტრირებული სხვა პირების მიერ და უნგრული მედია მას „ორკაციან პარტიას“ უწოდებდა. ტისა ევროპის თითქმის ათასკილომეტრიანი მდინარის სახელწოდებაა, დუნაის მთავარი შენაკადის.
„ტისას“ შემდეგ მადიარმა გამოაცხადა გუნდების შერჩევის დაწყებისა და მთელი ქვეყნის მასშტაბით მასშტაბური საარჩევნო კამპანიის დაწყების შესახებ, ევროპარლამენტის და უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების წინ.
ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო
„ბიბისი“ წერს, რომ მადიარის წარმატების მთავარ ფაქტორზე საუბრისას, უნგრული საზოგადოების ვიქტორ ორბანის ხანგრძლივი მმართველობით დაღლის გარდა სპეციალისტები ასახელებენ მადიარის შრომისუნარიანობასა და შეუპოვრობას. „ტისა“ უნგრეთის ქალაქებსა და სოფლებში დადიოდა და მადიარი ამომრჩევლებთან დღეში ოთხ, ხუთ ან თუნდაც ექვს შეხვედრას მართავდა.
მადიარი ჩადიოდა პატარა ქალაქებსა და რეგიონებში, სადაც მოსახლეობა ორბანის მხარდამჭერად ითვლებოდა. მოსახლეობასთან შეხვედრებისას მადიარი აუცილებლად მიმართავდა მათ, პასუხობდა სპონტანურ შეკითხვებს და ფოტოს იღებდა ყველასთან, ვისაც ამის სურვილი ჰქონდა. მადიარი ხუმრობდა, რომ უნგრეთის ისტორიაში ალბათ ყველაზე მეტი სელფი მას ჰქონდა გადაღებული.
ევროპარლამენტის არჩევნების ორთვიანი კამპანია „ტისას“ წარმატებით დასრულდა. პარტიამ ხმების თითქმის 30% მიიღო და შვიდი წარმომადგენელი შეიყვანა ევროპარლამენტში, რომელსაც თავად პეტერ მადიარი ხელმძღვანელობდა.
ცხადი გახდა, რომ „ტისას“ მთავარი მიზანი იყო 2026 წლის საპარლამენტო არჩევნები და მადიარი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტზე.
2025 წელს „ტისას“ საარჩევნო კამპანია უკვე საპარლამენტო არჩევნებზე ფოკუსირდა. მადიარი ჩადიოდა ისეთ შორეულ ადგილებშიც, სადაც პოლიტიკოსები იშვიათად უნახავთ. საუბრისას ის ფოკუსირებული იყო ეკონომიკურ, სოციალურ და ინფრასტრუქტურულ საკითხებზე, რაშიც ორბანის მთავრობა სუსტი იყო.
მადიარმა შექმნა „ტისას კუნძულების“ ქსელი – ადგილობრივი მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც რეგიონებში კამპანიას უჭერდნენ მხარს. „ტისას კუნძულის“ შექმნა მინიმუმ 5 მოხალისისგან იყო შესაძლებელი.
საარჩევნო კამპანია მიმდინარეობდა მადიარის წინააღმდეგ არაერთი პოლიტიკური სკანდალის ფონზე, მას უწოდებდნენ ბრიუსელის აგენტსაც, თუმცა, საბოლოო ჯამში, პოლიტიკოსი ამან ვერ დააზარალა.
პეტერ მადიარი მემარჯვენე პოლიტიკოსია, მკაცრ საიმიგრაციო პოლიტიკას უჭერს მხარს და ძალიან ფრთხილად საუბრობს ლგბტ უფლებებზე. მის გუნდში უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებზე, დიდი ბიზნესის წარმომადგენლები არიან.
მადიარის წარმატების შეფასებისას მიმომხილველები ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად უნგრელების უკეთესის მოლოდინსა და ცვლილებების იმედს ასახელებენ.
12 აპრილს, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მადიარმა განაცხადა, რომ მათ გაათავისუფლეს უნგრეთი.
„ჩვენ დავიბრუნეთ ჩვენი სამშობლო“, – ხაზგასმით აღნიშნა პოლიტიკოსმა.
მან პირობა დადო, რომ წარმოადგენს „ყველა უნგრელის ინტერესებს, მათ შორის საზღვარგარეთ მყოფთა უნგრელების“.
„დოიჩე ველეს“ ცნობით, 12 აპრილს მადიარს გამოსვლას დროდადრო აწყვეტინებდა მხარდამჭერთა შეძახილები, რომლებიც სკანდირებდნენ: „ევროპა! ევროპა!“
მადიარმა უკვე განაცხადა, თუ სად შედგება მისი პირველი საგარეო ოფიციალური ვიზიტი. მან თქვა, რომ პირველი გაჩერება პოლონეთი, ვარშავა იქნება და დასძინა, რომ აღადგენს და გააფართოებს თანამშრომლობას ვიშეგრადის ჯგუფში, რომელშიც შედიან: უნგრეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი და ჩეხეთი.
„ბუდაპეშტი ევროკავშირისა და ნატოს ძლიერი მოკავშირე იქნება“, – თქვა მან.
_________________
ფოტოზე: პეტერ მადიარი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/BOGLARKA BODNAR
ბათუმში 500-მდე აბონენტს გაზის მიწოდება დღეს, 13 აპრილს შეუწყდა. როგორც კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი აჭარაში“ განმარტეს, გაზის შეწყვეტა სანიაღვრე არხის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს ავარიულ დაზიანებას უკავშირდება.
გაზის მიწოდება ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე მცხოვრებ ადამიანებს შეუწყდათ.
სმს შეტყობინებაში, რომელიც „სოკარის“ აბონენტებმა მიიღეს, აღნიშნულია, რომ აღდგენა დაიწყება ეტაპობრივად 14 აპრილიდან, 17:00 საათიდან და სრულად აღდგება დღის ბოლომდე, თუმცა კომპანია „სოკარში“ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ უკვე დაწყებულია აღდგენითი სამუშაოები და გაზის მიწოდება შესაძლოა დღესაც აღდგეს.
„სოკარი“ მოუწოდებს აბონენტებს გაზის დანადგარები და ონკანები ჰქონდეთ ჩაკეტილი.
ბათუმში, მემედ აბაშიძის #48-ში, სადაც ბოლო 3 წელია საიას ოფისი ფუნქციონირებს, ყოველდღე არაერთი ადამიანი მიდის საბუთებით ხელში იმისათვის, რომ სიას იურისტებისგან მიიღოს არამხოლოდ კვალიფიციური კონსულტაცია, არამედ შესაბამისი დახმარებაც, სამართალწარმოების დაწყების შემთხვევაში [საია – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია].
ზოგს „ბიუროკრატიის ლაბირინთებიდან“ გამოსვლა უნდა, ზოგს განცხადება აქვს დასაწერი უწყებაში წარსადგენად, ზოგი კი დავის დასაწყებად ემზადება.
როგორც თავად გვიამბეს, სახელმწიფო დაწესებულებებშიც კი ეუბნებიან, რომ მივიდნენ საიაში, „იქ დაგაწერინებენო“, ანუ საჯარო სამსახურებიდან მოქალაქეებს ისევ საიაში აგზავნიან.
მაგრამ მოქალაქეებს, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში კვალიფიციური იურისტის დახმარებას უფასოდ იღებდნენ, ეს შესაძლებლობა შეეზღუდათ რუსული კანონისა და ასევე ე.წ. ფარას კანონის მიღების შემდეგ. როგორც რეგიონებში, ასევე ცენტრალურ ოფისებში იურისტებს მოქალაქეთა დასახმარებლად დრო აღარ რჩებათ.
კრიზისი რეგიონებში უფრო შესამჩნევია – საიას აღარ აქვს შესაძლებლობა სამოქალაქო დავებში იმ დოზით ჩაერთოს, როგორც ამას რუსული და სხვა დრაკონული კანონების დამტკიცებამდე აკეთებდა.
„2024 წლის გაზაფხულიდან, მას შემდეგ, რაც პირველი რუსული კანონი მიიღეს, რომელიც ე.წ. გამჭვირვალობის კანონის სახელით არის ცნობილი, დაიწყო რეპრესიული კლიმატის შექმნა, რომელმაც, საბოლოო ჯამში, დაუდო საფუძველი ისეთი გარემოს ფორმირებას, სადაც წნეხის ქვეშ არიან არა მარტო უფლებადაცვითი ორგანიზაციები, არამედ ინდივიდებიც, რომლებიც ამ ორგანიზაციებში მუშაობენ. რუსული კანონი, რომელიც 2024 წელს მიიღეს, თუ სამიზნედ აქცევდა ორგანიზაციას, 2025 წელს მიღებულმა „ფარას კანონმა“ მიზანში ამოიღო ინდივიდები – ის ინდივიდის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასაც ითვალისწინებს.
მათ შორის გრანტების კანონთან ერთობლიობაში, რომელიც გულისხმობს, რომ არცერთი გრანტი სახელმწიფოს თანხმობის გარეშე, ანუ სახელმწიფოს ავტორიზაციის გარეშე არ უნდა იქნას მიღებული. აი, ამ ყველაფერმა ერთიანობაში შექმნა ძალიან მკაცრი კლიმატი არასამთავრობო ორგანიზაციების ოპერირებისთვის. ამას დაემატა ის სისხლის სამართლის საქმეები, რომლებიც ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების წინააღმდეგ აღძრეს ე.წ. საბოტაჟის საქმის ქვეშ, ანუ ფიქციური საქმე. ერთიანობაში ამან გააძლიერა წნეხი, რომელიც არსებობს სექტორზე“, – ამბობს საიას თავმჯდომარე თამარ ონიანი.
რუსული კანონის, ე.წ. ფარას და სხვა კანონების დამტკიცებამდე ბათუმში საიას ოფისის შესასვლელ კართან ხშირად ათეულობით მოქალაქე საათობით იდგა რიგში. ბათუმში, ისევე როგორც ქვეყნის მასშტაბით, საია იცავდა მოქალაქეებს, ვისაც მათ წინააღმდეგ ჩადენილი უკანონობის შემდეგ დაცვის სხვა შესაძლებლობა არ გააჩნდათ. მათ შორის არაერთი გახმაურებული საქმე იყო.
ვიდრე „რუსული კანონის“ წინააღმდეგ ქვეყანაში ახალი საპროტესტო ტალღა დაიწყებოდა, საიას აჭარის ფილიალს კონსულტაციისთვის უფრო ხშირად ქონებრივ, შრომით და საოჯახო საკითხებზე მიმართავდნენ.
ევროკავშირისა და USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში, საია აჭარაში მონაწილეობდა ქალებზე ძალადობის, ადრეული ქორწინების წინააღმდეგ, ასევე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ არაერთ ღონისძიებაში. საიას ჰქონდა ასევე სტაჟირების პროგრამა ახალკურსდამთავრებული იურისტებისთვის – ეს შესაძლებლობა მოქალაქეებმა რუსული კანონის მიღების შემდეგ დაკარგეს.
საპროტესტო აქციებზე დაკავებებისა და დაჯარიმებების შემდეგ კი, ბათუმში საიას და კიდევ ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის – „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტებს ათეულობით მოქალაქის ადმინისტრაციული წესით დაკავება-დაჯარიმების საქმეები დაემატათ.
რას ნიშნავს ორგანიზაციის მუშაობა კრიზისულ რეჟიმში?
დაახლოებითერთი თვის წინ, 2026 წლის 14 მარტს, საიამ განაცხადა, რომ „ადამიანის უფლებების უმძიმესი მდგომარეობის პირობებში დროებით კრიზისულ სამუშაო რეჟიმზე გადადის“:
„31-წლიანი გამოცდილებითა და საზოგადოების წინაშე აღებული პასუხისმგებლობით, საია ასევე აგრძელებს ადამიანის უფლებების მდგომარეობის მონიტორინგს, დარღვევების დოკუმენტირებას და მათზე საჯარო, მკაფიო და დასაბუთებულ რეაგირებას“.
საიას განცხადებაშია ნათქვამია, რომ ორგანიზაცია სამართლებრივ დახმარებას მხოლოდ სტრატეგიული სამართალწარმოების მიმართულებით გააგრძელებს.
„ის აქტივობები, რომელიც ამ კლიმატის შექმნამდე იყო შესაძლებელი, დღეს შეუძლებელია, მათ შორის სამართლებრივი დახმარება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ სტრატეგიულ სამართალწარმოებას არ ვაგრძელებთ. კრიზისულ რეჟიმზე გადასვლა ჩვენი მხრიდან სწორედ ეს გზავნილი საზოგადოებისთვის: ყველაფერი, რაც ამ კლიმატის ჩამოყალიბებამდე არსებობდა, დღეს მოითხოვს სხვაგვარ მიდგომას – ჩვენ ვაგრძელებთ უფლებადარღვევების სტრატეგიულ სამართალწარმოებას და დოკუმენტირებას, მაგრამ, სამწუხაროდ, რუტინულად ვეღარ შევძლებთ სამართლებრივი დახმარების გაცემას პირადი კონსულტაციების სახით.
მკითხველმაც რომ წარმოიდგინოს, ქვეყნის მოქალაქე იქნებოდა თუ არამოქალაქე პირი, მას შეეძლო, ჩვენი ქვეყნის 9 რეგიონში საიას ოფისის კართან მოსულიყო და მიეღო კონსულტაცია. დღეს ეს შეუძლებელია და იმ კლიმატის შედეგია, რაც სახელმწიფოში გვაქვს ადამიანის უფლებების კუთხით“, – აცხადებს საიას თავმჯდომარე, თამარ ონიანი.
საიას თავმჯდომარის, თამარ ონიანის განმარტებით, „ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ ის აქტივობები და ღონისძიებები, რომლებიც ამ კანონების არსებობამდე „მოდუს ოპერანდი“ იყო ორგანიზაციებისთვის, როგორიც, მაგალითად რუტინული სამართლებრივი დახმარება, რასაც ჩვენ Legal Aid-ს ვეძახით [იურიდიული დახმარება], ეს დღეს შეუძლებელია. გრანტების შესახებ კანონი მოითხოვს, რომ ყველა გრანტი იყოს ავტორიზებული საქართველოს მთავრობის მიერ, რაც ეფექტიანად კეტავს ფინანსური დახმარების მიღების შესაძლებლობებს.
ჩვენ ეს საკონსტიტუციო სასამართლოში გვაქვს გასაჩივრებული და მივიჩნევთ, რომ ასეთი ცვლილების მიღება გაერთიანების თავისუფლებაში არათანაზომიერი ჩარევაა – ორგანიზაციის დავალდებულება გრანტის მიღებისთვის ჰქონდეს თანხმობა.“
„დღეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ გარემოში მუშაობენ. 2024 წლიდან მიღებულმა არაკონსტიტუციურმა საკანონმდებლო ცვლილებებმა, რომლებიც საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვასა და ან მის სრულად ელიმინაციაზეა მიმართული, მნიშვნელოვნად შეავიწროვა უფლებადაცვითი საქმიანობის სივრცე.
გარდა ამისა, რეპრესიულმა გარემომ სამოქალაქო ორგანიზაციების მნიშვნელოვანი ნაწილი აიძულა, სრულად შეეწყვიტა ან მკვეთრად შეემცირებინა საქმიანობა, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნის რეალურმა რისკმა მათ მუშაობაზე მუდმივი ზეწოლის რეჟიმი დაამკვიდრა.
არსებულმა გარემომ გავლენა მოახდინა საია-ს საქმიანობაზეც. ორგანიზაციას დროებით მოუხდა არაერთი მნიშვნელოვანი მიმართულების შეზღუდვა, მათ შორის, დაზიანდა ის პროგრამები, რომლებიც მოქალაქეებისთვის უფასო სამართლებრივ დახმარებას უზრუნველყოფდა, რაც, ფაქტობრივად, ნიშნავს, რომ ათასობით მოქალაქე ვეღარ მიიღებს იმ მხარდაჭერას, რომელსაც წლიურად ყოველდღიური უფასო პირადი, სატელეფონო თუ ონლაინ კონსულტაციებით, დოკუმენტების მომზადებითა და საპროცესო წარმომადგენლობით იღებდა.
31-წლიანი გამოცდილებითა და საზოგადოების წინაშე აღებული პასუხისმგებლობით, საია ასევე აგრძელებს ადამიანის უფლებების მდგომარეობის მონიტორინგს, დარღვევების დოკუმენტირებას და მათზე საჯარო, მკაფიო და დასაბუთებულ რეაგირებას“, – ნათქვამია საიას განცხადებაში.
რუსული კანონების მიღებამდე საია ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ორგანიზაცია იყო საქართველოში. ის უფასო სამართლებრივ დახმარებას მოქალაქეებს უწევდა თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ოზურგეთში, ზუგდიდში, გორში, დუშეთში, რუსთავსა და თელავში. სწორედ ამ მხარდაჭერის შედეგად, 31 წლის განმავლობაში, მოქალაქეები ახერხებდნენ საკუთარი უფლებების ეფექტიანად დაცვას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო სასამართლოებში.
დაარსებიდან დღემდე, საიას იურისტებმა 1.3 მილიონზე მეტი უფასო იურიდიული დახმარება და კონსულტაცია გასწიეს.
ალბათ სწორედ ამიტომაც, ბათუმში, საიას ოფისში მისული ზოგი მოქალაქე უკმაყოფილებას ვერ მალავს და გაბრაზებული ბრუნდება უკან – მათ სურთ საია იგივე დატვირთვით ჩაერთოს საქმეებში, როგორც ამას აქამდე აკეთებდა. მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებსაც საქართველოში არასამთავრობოების წინააღმდეგ მიღებული რუსული კანონების შესახებ არაფერი სმენიათ.
მართალია, საიას იურისტები დღემდე გასცემენ სატელეფონო კონსულტაციებს, ზოგჯერ სარჩელებსაც ამზადებენ, თუმცა ფაქტია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ამოუწურავი მხარდაჭერა, რაც ამ დრომდე მოქალაქეებს უფასოდ ჰქონდათ, ახლა შეფერხებულია.
ახლა მოქალაქეებს, რომლებიც მიწის ნაკვეთს ვერ ირეგისტრირებენ ან მიაჩნიათ, რომ ჯარიმა უკანონოდ დააკისრეს, სამსახურიდან უკანონოდ დაითხოვეს, სამუშაო სივრცეში შეურაცხყოფა მიაყენეს, ქონებას ართმევენ, ავიწროებენ და ასე შემდეგ… უწევთ „ბოლო თეთრები“ გადაიხადონ იურისტის დახმარების მისაღებად – იურისტის მომსახურება კი საქართველოში დიდ ფინანსებს უკავშირდება.
საიას მსგავსად „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ბათუმის ოფისიც წლების განმავლობაში არაერთ მოქალაქეს, მათ შორის პენსიონერებს დაეხმარა ქონების, ძირითადად მიწის ნაკვეთების დარეგისტრირებაში – ორგანიზაციის იურისტები წლობით დავობდნენ სასამართლოში იმ ფონზე, როცა სოფლად მცხოვრები ადამიანებს სახელმწიფო ხელოვნურად აბრკოლებდა მიწის საკუთრებაში დარეგისტრირებაზე, განსაკუთრებით კი ზღვისპირა დასახლებებში მცხოვრებ ოჯახებს.
ვინც ისარგებლა არასამთავრობოების უფასო მომსახურებით, ამბობენ, რომ მათი დახმარების გარეშე ვერაფერს გახდებოდნენ და „ეს არის სიკეთე, რომელიც არ უნდა გაჩერდეს, რომ ხვალ სხვებსაც ჰქონდეთ შესაძლებლობა ამ სიკეთით ისარგებლონ.“
არასამთავრობო ორგანიზაცია „გამჭვირვალობა საქართველოს“ დახმარებით 86 წლის კაცმა გონიოში მიწის რეგისტრაციაზე ათწლიანი სასამართლო დავა მოიგო. კიდევ ერთმა 80 წლის კაცმა ბათუმის მერიას სასამართლო 2-ჯერ მოუგო.
ცოტა ხნის წინ ორგანიზაციის იურისტმა, ანა ბერძენიშვილმა გამოაქვეყნა ბენეფიციარზე, რომელმაც მიწის ნაკვეთი შეისყიდა ხულოს მუნიციპალიტეტის, სოფელ ზანკაში, თუმცა მის დარეგისტრირებას ვერ ახერხებდა. წლები დასჭირდათ, თუმცა ნოდარ აბაშიძემ იურისტ ანა ბერძენიშვილთან ერთად დავა უზენაეს სასამართლოშიც მოიგო და მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირა.
ანა ბერძენიშვილი და მისი ბენეფიციარი „გამჭვირვალობა საქართველოს“ ბათუმის ოფისთანწლების ბრძოლის შემდეგ ანამ საჯარო რეესტრის ამონაწერი ჩარჩოში ჩასვა და ისე გადასცა ნოდარ აბაშიძეს.
ერთ-ერთი საქმის მსვლელობის დროს ანა ბერძენიშვილი 86 წლის ბენეფიციარის, ლადო მჟავანაძის აქტივობას აღწერს:
„ტელეფონზე თუ არ ვუპასუხე, ვაიბერით რეკავს, აქაც თუ არ ვუპასუხე, ვოთსაპზე, მერე მესინჯერზე გადადის და მერე სიგნალითა და ტელეგრამით ამთავრებს“.
ლადო მჟავანაძე 10 წელზე მეტხანს იბრძოდა საკუთარი მიწის ნაკვეთის დარეგისტრირებისთვის. მან კარგად იცოდა, რომ გაუჭირდებოდა „გამჭვირვალობა საქართველოს“ ჩართულობის გარეშე, ამიტომაც სწერდა მადლობის წერილებს „მთავარ იურისტს“, ანა ბერძენიშვილს. ერთ-ერთი ასეთი წერილი ანას გამოქვეყნებულიც ჰქონდა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, სადაც ლადო მჟავანაძე მას სწერს, კიდევ უნდა გთხოვოთ დახმარება, რადგან გონიოს მოსახლეობას თქვენს გარეშე არ შეგვიძლიაო:
ლადო მჟავანაძის წერილი
ანა ბერძენიშვილის, როგორც „გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტს, არაერთი საქმე ჰქონდა, რომელიც პენსიონერი მოქალაქისთვის კუთვნილი პენსიის დაბრუნებას ითვალისწინებდა. ანა მსგავს საქმებზე ხუმრობით წერდა, დიდი ძალისხმევის გაღება მჭირდება იმის დასამტკიცებლად, რომ როგორც „კეისარს კეისრისა, პენსიონერს თავისი უნდა მიეცეს.“
ევროკავშირის დაფინანსებით, საკუთარ საჭიროებებზე მორგებულ პროექტებს ახორციელებდნენ შშმ პირები და მათი ორგანიზაციები. გარდა ამისა, ისინი მონიტორინგს უწევდნენ ბიუჯეტის დაგეგმვას, დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობას და ეფექტურობას.
„ქართული ოცნების“ რუსული კანონების გამო, ყველა პროექტი დამეხურა. დონორმა კონტრაქტები შეგვიწყვიტა“, – ამბობს „შშმ ქალთა ალიანსის“ აღმასრულებელი დირექტორი დეა ერემაშვილი, რომლის ორგანიზაციაც წლების განმავლობაში აქტიურად იცავდა რეგიონში შშმ პირთა უფლებებს და ზრუნავდა მათ საჭიროებებზე.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 13 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 312 140 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +960. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
ტანკი – 11 861 ერთეული [+2]
ჯავშანტექნიკა – 24 386 ერთეული [+2]
საარტილერიო სისტემა – 39 915 ერთეული [+44]
MLRS – 1 728 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 346 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 350 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 235 394 ერთეული [+1 528]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 517 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 89 099 ერთეული [+185]
სპეცტექნიკა – 4 123 ერთეული [+2]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
670 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია საზოგადოებას ატყობინებს, რომ გონიო-კვარიათის სანაპიროზე უნებართვო ობიექტების დემონტაჟს იწყებს. მანამდე მესაკუთრეები გავაფრთხილეთ, რომ თუ ადგილების გათავისუფლებას თავად არ უზრუნველყოფენ, კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთო.
კომერციული ობიექტების მეპატრონეებს ბულვარის ადმინისტრაციასთან ძირითადად 4-თვიანი ხელშეკრულებები ჰქონდათ გაფორმებული. მათი უმეტესობა გასული წლის ივნისის ბოლოს ან ივლისის დასაწყისში გააფორმეს, რაც იმას ნიშნავს, რომ სანაპირო მათ გასული წლის ოქტომბრიდან უნდა გაეთავისუფლებინათ.
თუმცა, ასე არ მოხდა.
საინტერესოა, ამდენხანს რატომ არ იმოქმედა მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონის შესაბამისად? – პასუხი არ გვაქვს.
ბოლო წლების პრაქტიკას თუ გავითვალისწინებთ [თუ ბათუმის ახალი მერი, მთავრობის ახალ თავმჯდომარესთან შეთანხმებით ამ პრაქტიკის შეცვლას არ აპირებს], დაახლოებით ერთ თვეში უნდა გამოაცხადონ ელექტრონული აუქციონი საკურორტო სეზონზე – პლაჟზე კომერციული საქმიანობისთვის ხელშეკრულებების გასაფორმებლად.
ცხადია, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ელექტრონულ პროცედურას თავისი ვადები აქვს. გარდა ამისა, მომავალ მოიჯარეებს ინფრასტრუქტურის გასამართად დრო დასჭირდებათ, საკურორტო სეზონს მომზადებულები რომ შეხვდნენ.
მართლა ცდილობს მერია გონიო-კვარიათში მსუბუქი საპლაჟო ინფრასტრუქტურის შექმნას, როგორც ამას კანონი ითხოვს, თუ ფულიანი ბიზნესმენები ისევ მიაღწევენ თავის მიზანს – პლაჟზე ჩადგან შეუსაბამო მასშტაბის შენობები, ეს უახლოეს მომავალში გამოჩნდება.
მანამდე მუნიციპალური ინსპექცია აცხადებს, რომ 35 ობიექტის მფლობელი დემონტაჟის შესახებ გააფრთხილა:
„ინსპექტირების შემდეგ, მეპატრონეების მიერ უკვე დაშლილია 12 კაფე-ბარი და გატანილია 8 ჯიხური. დარჩენილი 15 ობიექტის დემონტაჟის პროცესი კი ამ ეტაპზე მიმდინარეობს.“
მუნიციპალური ინსპექციის განცხადებაში ასევე ვკითხულობთ: „იმ შემთხვევაში, თუ ობიექტების მფლობელები თავად არ უზრუნველყოფენ დემონტაჟს, ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად“.
სურსათის ეროვნული სააგენტო მსოფლიო ვეტერინარიის დღის აღნიშვნას გეგმავს, რისთვისაც ორ საპროტოკოლო/სასტუმრო ავტომობილს შეისყიდის. ღონისძიების ჩასატარებლად კი სასტუმრო „პარაგრაფი“ აქვს დაჯავშნილი თბილისში.
ავტომობილების შეძენას სააგენტო 275 ათას 300 ლარად გეგმავს, „პარაგრაფთან“ კი ხელშეკრულება 116 ათას ლარზე აქვს გაფორმებული. ფულს სურსათის სააგენტო გამარტივებული წესით, ტენდერის გარეშე დახარჯავს.
სურსათის სააგენტო გამარტივებული წესით ავტომობილების შესყიდვას გადაუდებელი აუცილებლობით ხსნის.
„2026 წლის 27-29 აპრილს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან (WOAH) პარტნიორობით იგეგმება მსოფლიო ვეტერინარიის დღის აღსანიშნავი ღონისძიება და ღონისძიების ფარგლებში მაღალი დონის მინისტერიალის ჩატარება სასტუმრო „Paragraph Freedom Square, a Luxery Collection Hotel“-ში.
აღნიშნული მინისტერიალის ფარგლებში იგეგმება 50-მდე ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრის/მინისტრის მოადგილის, ასევე, მთავარი ვეტერინარების, ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის და ამავე ორგანიზაციის სხვა მაღალი რანგის წარმომადგენლების მოწვევა.
27 აპრილს მოხდება დელეგაციების ჩამოსვლა და აეროპორტში დახვედრა, ხოლო 29 აპრილს დელეგაციების გაცილება. 3 დღის განმავლობაში იგეგმება ასევე კულტურული გასვლითი არაერთი ღონისძიების ჩატარება“, – წერს სურსათის სააგენტო.
ამასთან, სააგენტო წერს, რომ მათ „ხშირად სტუმრობს მაღალი რანგის დელეგაციები, სხვადასხვა ქვეყნის საერთაშორისო ორგანიზაციიდან, რაც თავისთავად საჭიროებს საპროტოკოლო მომსახურებას.
იმის გათვალისწინებით, რომ სააგენტოს ავტოპარკში არ არის არცერთი წარმომადგენლობითი/საპროტოკოლო კლასის ავტომობილი, ვფიქრობთ საქართველოში მოწვეული სტუმრების, მნიშვნელობისა და სტატუსის ხაზგასმით აღსანიშნავად, მათი კომფორტისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საჭიროა შეძენილ იქნას: ერთი ერთეული საპროტოკოლო დანიშნულების, ბიზნეს კლასის, სედანის ტიპის ავტომანქანა და ერთი ერთეული საპროტოკოლო დანიშნულების, ბიზნეს კლასის მინივენი არაუმეტეს 6+1 ადგილიანი.“
სურსათის სააგენტო სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ასევე წერს, რომ ავტომობილების გადაუდებელი აუცილებლობით შეძენა ვერ იქნებოდა წინასწარ განსაზღვრული „ვინაიდან მსგავსი მასშტაბის ღონისძიების ჩატარების გადაწყვეტილება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული იქნა 2026 წლის იანვარში“.
„სტუმრების სათანადოდ ვერ დახვედრა და მომსახურება არასასურველ გავლენას მოახდენს სააგენტოსა და ქვეყნის რეპუტაციაზე“, – აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტო.
განახლება:მოგვიანებით სააგენტომ ავტომობილების შეძენაზე ელექტრონული ტენდერები გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება 2026 წლის 5 მაისს მთავრდება.
სურსათის სააგენტოს სასტუმრო „პარაგრაფთან“ ცალკე 116 ათასი ლარის ღირებულების ხელშეკრულება აქვს გაფორმებული.
ხელშეკრულება ითვალისწინებს 218,3 აშშ დოლარის ღირებულების 55-ერთადგილიანი ნომრის და 354 აშშ დოლარის ღირებულების 5 უმაღლესი კლასის ნომრის დაჯავშნას 2026 წლის 26 აპრილიდან 29 აპრილამდე პერიოდში.
„116 000 ლარის ღირებულების კონტრაქტი ბიძინას სასტუმროს – წაგებაზე მუშაობს სასტუმროო და დაირაზმნენ საბიუჯეტო ორგანიზაციები, იქნებ ამოქაჩონ“, – დაწერა სოციალურ ქსელში კოალიცია „ცვლილებებისთვის“ წევრმა ბესიკ დონაძემ.
„ტალღებია, ბათუმს უხდება“, „ეს თანამედროვე ინჟინერიაა, რომლის ანალოგიც მსოფლიოში არ არსებობს“, „ომი გინდათ?“… – ასე გამოეხმაურა მკითხველი ბათუმში, ვარშანიძის ქუჩაზე ახალდაგებული ტროტუარის კადრებს, რომელიც „ბათუმელებმა“ 11 აპრილს გამოაქვეყნა.
მათ შორის არიან ვარშანიძის ქუჩაზე მცხოვრებლები, რომლებიც წერენ, რომ სხვა შესაძლებლობა არ იყო და ასე უნდა გაეკეთებინათ:
„აბა ხალხმა ეზოებში მანქანა როგორ შეიყვანოს?“.
ამავე ქუჩაზე მცხოვრებთა ნაწილი კი აპროტესტებს:
„საზოგადოებრივი სივრცე არ უნდა გაკეთდეს ვინმეს ან ჩემი სურვილის მიხედვით. უნდა გაკეთდეს ისე, როგორც საზოგადოებრივ სივრცეს შეეფერება, რომ ყველასთვის იყოს უსაფრთხო. თუ იმ კონკრეტულ მონაკვეთში სახლი არ მაქვს ეს იმას ნიშნავს, რომ მე არ უნდა გავიარო? ბავშვი არ უნდა გავატარო? – არ მესმის. ნუთუ ოცდამეერთე საუკუნეში არ არის შესაძლებელი ტროტუარი ისე გაკეთდეს, რომ ხალხს ჭიშკარში შესასვლელიც ჰქონდეს და ტროტუარიც უსაფრთხო იყოს. ამბობენ, რომ ეს არ შეუძლიათ? “
ვარშანიძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს, პარალელურად აწყობენ ტროტუარს. აქ ქუჩის ერთი მხარე მომაღლოა, რომლის გასწვრივაც მოსახლეობა კერძო, ეზოებიან სახლებში ცხოვრობს. ამ მხარეს ახალდაგებული ტროტუარი უსწორმასწოროა. რიგ შემთხვევებში ფორმას იცვლის, დაბლდება ან მაღლდება, რიგ შემთხვევებში კი მკვეთრად დამრეცია.
აქ მცხოვრებთა ერთი ნაწილი ტროტუარის ასეთი ფორმით მოწყობას აპროტესტებს და აცხადებს, რომ ეს არის საზოგადოებრივი სივრცე, რომლის გამოყენებაც უსაფრთხოდ არ იქნება შესაძლებელი.
ბათუმი, ვარშანიძის ქუჩაბათუმი, ვარშანიძის ქუჩა
ახალდაგებული ტროტუარი დეფორმირებულია #13 -ე სკოლის წინაც.
აქ მონდომებით ამტკიცებენ, რომ ტროტუარების ამ ფორმით მოწყობა აუცილებელი იყო, რადგან სხვანაირად კერძო სახლების ეზოებში შესასვლელები უქმდებოდა.
„ხომ ხედავთ ტროტუარი მაღალია, ქუჩიდან ხომ არ ამოვხტები, ეზოში ხომ უნდა შევიდე, მანქანა არ შევიყვანო? – მითხარით აბა როგორ შევიყვან“.
ალბათ არც დამკვეთმა, ბათუმის მერიამ და არც შემსრულებელმა, გამოცდილმა კომპანიამ არ იცის, რომ ეს ოღროჩოღრო ტროტუარი ვერ იქნება სტანდარტული საზოგადოებრივი სივრცე, რომლითაც სარგებლობას შეძლებს ბავშვი, შშმ პირი, ეტლით მოსარგებლე, უსინათლო, ასაკოვანი…
ვარშანიძის ქუჩა
ქუჩის მეორე მხარეს, სადაც ადგილი შედარებით დაბალია, ტროტუარიც უკეთესია, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ სწორია, ადგილზე ხელოსანმა გვითხრა, რომ ჯერ მუშაობენ და უნდა ვაცალოთ, თან დაამატა: „მაი, რომ გაწვიმდება დაჯდება.“
ერთ-ერთი ხელმძღვანელის თქმით, რომელიც ადგილზე მუშაობდა, ქუჩის ზედა მხარეს, სადაც ადრე რკინიგზის ლიანდაგი გადიოდა, იმდენად მყარად იყო ჩაბეტონებული, რომ გაუჭირდათ მისი ამოჭრა და გასწორება: „არ იცით, რომ აქ ლიანდაგი გადიოდა?“
ქუჩის მეორე, შესადარებით დაბალი და სწორი ნაწილი
ვარშანიძის ქუჩაზე გადაღებულ ვიდეოს, რომელიც კარგად აჩვენებს, თუ როგორ გამოყურება ახლადდაგებული ტროტუარი სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბათუმის მერია შეგვპირდა, რომ ამ საკითხზე კომენტარს გააკეთებდნენ – „ვნახეთ ვიდეო და ვარკვევთო“. ერთი დღე უშედეგოდ ველოდეთ.
უქმე დღეების გამო პრესსამსახურმა შესაბამისი სამსახურებისგან განმარტების მიღება და ჩვენთვის მოწოდება ვეღარ მოახერხა.
ვარშანიძის ქუჩაზე გვითხრეს, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოებს „ბონდი 2009“ აწარმოებს.
ბათუმის მერიას ვკითხეთ ამ შემთხვევაშიც ხომ არ მუშაობს კომპანია კონტრაქტის გარეშე, რადგან შესყიდვების სააგენტოს მონაცემებში, რომლის მიხედვითაც ეს კომპანია ბათუმში სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს, ვერცერთ ჩამონათვალში ეს ქუჩა ვერ ვიპოვეთ.
ამ დროისთვის კომპანიას ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურის სამმართველოსთან ორი მიმდინარე ხელშეკრულება აქვს, ერთ ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიამ 15 ქუჩაზე უნდა აწარმოოს სამუშაოები. მეორე ხელშეკრულების მიხედვით კი, რომელიც ასევე გასულ წელს არის გაფორმებული, კომპანიას ქალაქის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა ეწარმოებინა, ქუჩები სატენდერო დოკუმენტებში დაკონკრეტებული არ ყოფილა, თუმცა ვარშანიძის ქუჩა არ არის მიღება- ჩაბარების დოკუმენტებში, სადაც შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალია.
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ვალდაის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე Панцирь-С1 ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების საერთო რაოდენობამ უკვე 27-ს მიაღწია. ამის შესახებ რუსული მედია თანამგზავრულ ფოტოებზე დაყრდნობით ავრცელებენ ინფორმაციას.
თანამგზავრული ფოტოების თანახმად, შვიდი ახალი საჰაერო თავდაცვის კოშკურების მშენებლობა ერთ დღეს – 17 მარტს დაიწყო. ზოგიერთი მათგანი კი უკვე აღჭურვილია ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებით.
ისევე, როგორც მოსკოვის გარშემო განლაგებული „პანცირის“ რაკეტების შემთხვევაში, ვალდაის საჰაერო თავდაცვის სისტემები რეზიდენციის გარშემოც დიდი და პატარა დიამეტრად, ორ ჯაჭვადაა განლაგებული.
როგორც პროექტ „სისტემას“ გამომძიებელმა ჟურნალისტებმა აქამდე გამოარკვიეს, ვალდაის რეზიდენციაში ალინა კაბაევა და პუტინის ვაჟები დიდ დროს ატარებენ, ხოლო თავად პუტინისთვის იქ კრემლის ოფისის ზუსტი ასლი ააშენეს.
საქმე ისაა, რომ Панцирь-ს დრონების უკეთ აღმოჩენა შეუძლია.
თუმცა, რაც არ უნდა დახვეწილი იყოს ჰაერსაწინააღმდეგო რადარი, მას არ შეუძლია დედამიწის სიმრუდით დაფარული ყველა სამიზნეის აღმოჩენა. გარდა ამისა, შენობებსა და ტყეებს შეუძლიათ ხელი შეუშალონ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 12 აპრილის 21 საათიდან 13 აპრილის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, უმეტეს რაიონში წვიმა, მაღალ მთაში ზოგან თოვა.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 12-17 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო
ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო
მთიან მუნიციპალიტეტებში:
დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო
ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო
მაღალმთიან ზონაში:
დღისით: 0 – 3 გრადუსი სითბო
ღამით: 0 – 3 გრადუსი ყინვა
ზღვის ღელვა ღელვა ღამით 2- 3 ბალი, დღისით 4 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +12 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 14 აპრილს ღამით მოსალოდნელია უმეტეს რაიონში წვიმა, მაღალ მთაში ზოგან თოვა, დღისით და მომდევნო ორ დღეს [15 და 16 აპრილს] უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 12 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 311 180 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 070. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
ტანკი – 11 859 ერთეული [+8]
ჯავშანტექნიკა – 24 384 ერთეული [+3]
საარტილერიო სისტემა – 39 871 ერთეული [+73]
MLRS – 1 727 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 345 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 350 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 233 866 ერთეული [+2 081]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 517 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 88 914 ერთეული [+216]
სპეცტექნიკა – 4 121 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
670 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
არტემის II -ის მისიის ეკიპაჟი დედამიწაზე დაბრუნდა.
მთვარეზე ისტორული მისიის შემდეგ არტემის II-ის ასტრონავტები უსაფრთხოდ დაბრუნდნენ დედამიწაზე. ეკიპაჟი წყნარ ოკეანეში თბილისის დროით 04:07 საათზე დაეშვა.
ფოტო- NASAფოტო- NASA
ოთხივე ასტრონავტი „ბედნიერი და ჯანმრთელია,“ განაცხადა კოსმოსური სააგენტოს წარმომადგენელმა პრესკონფერენციაზე.
ფოტო- NASA
კოსმოსური ხომალდი დედამიწას მაქსიმალურად 6 აპრილს დაშორდა 406,771 კმ-ით და ამით მოხსნა რეკორდი კოსმოსში დედამიწიდან ყველაზე შორს მოგზაურობის.
ორიონის კაფსულის დატოვების შემდეგ ასტრონავტებს სამედიცინო შემოწმება უნდა ჩაუტარდეთ, შეხვდნენ ოჯახის წევრებს და დაბრუნდნენ ჰიუსტონში, მისიის მართვის ცენტრში.
დღეს ასევე დაგეგმილია ასტრონავტების ვიზიტი თეთრ სახლში.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ბათუმში, გრიგოლ გურიელის ქუჩის პირველში, 5961 კვ.მეტრ არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთს 4 მილიონიანი ინვესტიციის განხორციელების პირობით ყიდის.
გასაყიდ მიწის ნაკვეთზე არის 814 კვ.მეტრი ფართობის ძველი შენობაც.
ქონების საწყისი ფასი 3 მილიონ 578 000 ლარია, ბიჯი 90 000 ლარი. აუქციონის პირობების მიხედვით, მყიდველმა საფასური ორ ეტაპად უნდა გადაიხადოს – 2026 წლის პირველ სექტემბრამდე საბოლოო საფასურის არანაკლებ 30% და 2026 წლის 1 დეკემბრამდე დარჩენილი საპრივატიზებო საფასური სრულად უნდა დაფაროს.
გარდა ამისა, სავალდებულო იქნება ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2 თვის ვადაში უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარმოდგენა – 80 000 ლარის ოდენობით, რომლის ვადაც არანაკლებ 2 თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას.
როგორ შეძლებენ თითქმის 4 მილიონიანი ქონების 80 000 ლარით დაზღვევას, ეს გაუგებარია.
აუქციონის პირობების მიხედვით, მყიდველმა შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის ვადაში ობიექტის მშენებლობის ნებართვა უნდა მიიღოს, 36 თვეში კი, შესაბამისი შენობა-ნაგებობ(ებ)ის აშენება და ექსპლუატაციაში მიღება უნდა შეძლოს.
გასაყიდი მიწის ნაკვეთი ბათუმის აეროპორტთან ახლოსაა. შესაბამისად, აქ მაღალი კორპუსის მშენებლობა არ არის დაშვებული. გასაყიდი მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ საცხოვრებელ ვილებს აშენებენ და ძვირად ყიდიან.
აუქციონი პირველ აპრილს გამოაცხადეს და 29 აპრილს უნდა დასრულდეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 11 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 310 110 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 440. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
ტანკი – 11 851 ერთეული [+3]
ჯავშანტექნიკა – 24 381 ერთეული [+6]
საარტილერიო სისტემა – 39 798 ერთეული [+64]
MLRS – 1 726 ერთეული [+2]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 344 ერთეული [+3]
თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 350 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 231 785 ერთეული [+2 014]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 517 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 88 698 ერთეული [+183]
სპეცტექნიკა – 4 121 ერთეული [+2]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
670 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
„უკრაინელებმა „Front Strike“-ის, ანუ საფრონტო დრონებით რუსებთან შექმნეს უპირატესობა სამი ერთთან. წარმოიდგინეთ, რამხელა უპირატესობაა. ესე იგი, 30%-ით უფრო მეტ დრონს იყენებენ უკრაინელები, ვიდრე რუსები,“ – გვიყვება გადამდგარი გენერალი ვახტანგ კაპანაძე. იგი ისევ აქტიურად აკვირდება ფრონტის ხაზს უკრაინაში.
უკრაინული დრონების გააქტიურების პარალელურად, რუსებს „უპილოტო საფრენი აპარატების ძალები“ შეუქმნიათ:
„ამ უპილოტო ძალების განვითარების ხელმძღვანელად დანიშნეს იური ვაგალოვი. ზედმეტსახელად „უნიტაზი“. ასეა ცნობილი, რადგან უნიტაზების ბიზნესში იყო მანამდე და შემდეგ გენერლობა მიანიჭეს ნულიდან, სამხედრო წოდება არ ჰქონდა. ის ცდილობს, რომ ააღორძინოს ეს მიმართულება,“ – აღნიშნავს ვახტანგ კაპანაძე.
სამხედრო ანალიტიკოსის აზრით, რუსეთის მხრიდან აქტიურობის შემცირება უფრო იმას ნიშნავს, რომ პუტინი გაზაფხული-ზაფხულის კამპანიისთვის ემზადება.
„რუსეთი შეეცდება, რომ აქტიური ინიციატივა დაიბრუნოს თავისი შეტევებით, ყოველ შემთხვევაში მაქსიმალურად გამოიყენოს სახმელეთო მშრალი პერიოდი. ამას უკრაინელებიც ხვდებიან, ამიტომაც ცდილობენ შორ მანძილზე რუსული დანაყოფების დაზიანებას, არ მისცენ კონცენტრაციის საშუალება,“ – ამბობს ვახტანგ კაპანაძე და განსაკუთრებულად გვიყვება, ამასობაში, როგორ მოახერხეს უკრაინელებმა რუსების მესამე ბორნის ჩაძირვა, ისედაც სულ სამი ერთეული ჰყავდათ რუსებს შავ ზღვაში და ბორანს იყენებდნენ მომარაგებისთვისო.
„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.
ბატონო ვახტანგ, რა ხდება ფრონტის ხაზზე ამჯერად? პუტინმა განაცხადა, რომ აღდგომაზე ცეცხლი შეწყდება. ზელენსკიმაც დაწერა წუხელ: „მზად ვართ სარკისებური ნაბიჯებისთვის, ჩვენ ვთავაზობდით წელს ცეცხლის შეწყვეტას აღდგომის დღესასწაულისთვის, შესაბამისად, ვიმოქმედებთ“.
არ ვიცი, რამდენად იქნება ცეცხლის შეწყვეტა წარმატებული – წინა აღდგომას 12 საათი ვერ გაძლო ცეცხლის შეწყვეტამ. უკრაინა ამას ალბათ არ დაარღვევს, თუ დაარღვევს ისევ შეიძლება რუსებმა დაარღვიონ. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამჯერად პუტინს უნდა აჩვენოს, რომ ნამდვილი ქრისტიანია. ფაქტობრივად, ორ დღეზეა საუბარი – 13 აპრილის დადგომამდე. არაფერი გადამწყვეტი მნიშვნელობა ამას არ გააჩნია.
ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები ფრონტის ხაზზე არ არის. უკრაინელებმა გარკვეული ტაქტიკური ამოცანები შეასრულეს. ახლაც ზოგიერთ ტერიტორიაზე მიმდინარეობს დაპირისპირება, სადაც ყველაფერი გადამწვარია და გადაბუგული. იქ ისედაც ტრიალი მინდორი იყო, ახლა კი, ქარსაცავი ზოლები ფაქტობრივად განადგურებულია. აღარც უკრაინელები აღარ ცდილობენ, რომ წინ წაიწიონ. რუსებსაც წინ წაწევა აღარ გამოსდით.
საინტერესოა სირსკის განცხადება, რომ უკრაინელებს გააჩნიათ სტრატეგიული უპირატესობა ე.წ. „მცირე ჰაერში“, ანუ დრონების გამოყენებაზე. ეს, ფაქტობრივად, საშუალებას არ აძლევს რუსებს, ფართომასშტაბიან შეტევაზე გადავიდნენ ნებისმიერი მიმართულებით. ამისთვის საჭირო ძალების კონცენტრირების საშუალებას არ აძლევენ რუსებს უკრაინელები.
ძირითადად მაინც მიმდინარეობს სარაკეტო და დრონების დარტყმები. რუსების სამიზნეებია დასახლებული პუნქტები. ჩაიარა ზამთარმა და რუსებმა ვერ მიაღწიეს ჩანაფიქრს ამჯერადაც – ეგონათ, რომ უკრაინელი მოსახლეობა გატყდებოდა, ვერ აიტანდა სიცივეს და უშუქობას. ეს არ გამოუვიდათ.
თავის მხრივ, უკრაინელებმა გააქტიურეს დარტყმები. სულ ახლახან უკრაინის დაზვერვის მთავარმა სამმართველომ დრონების საშუალებით ჩაძირა „სლავიანინი“ – ეს არის სატვირთო ბორანი, რომელიც სულ სამი ერთეული ჰყავდათ შავ ზღვაში რუსებს: „კონრად რეიდი“, „ავანგარდი“ და „სლავიანინი“. „კონრადი“ ადრე ჩაძირეს უკრაინელებმა, „ავანგარდი“ წინა შემოდგომაზე ჩაძირეს და ახლა – „სლავიანინი“.
რამდენად ცვლის ეს მოცემულობას რუსებისთვის?
ეს ბორნები, რომელზეც ლიანდაგები იყო მოწყობილი, ძალიან აქტიურად გამოიყენებოდა ტვირთების გადასაზიდად. ყირიმი ფაქტობრივად არის ერთი დიდი სამხედრო ბაზა, ხოლო ნებისმიერ სამხედრო ბაზას სჭირდება ლოჯისტიკა, უზრუნველყოფა – პროდუქტიდან დაწყებული, საბრძოლო მასალით და სათადარიგო ნაწილებით დამთავრებული. „სლავიანინის“ ჩაძირვის შემდგომ რუსებს ყირიმის ხიდი დარჩათ და სახმელეთო კომუნიკაციის შეზღუდული ზოლი, რომელიც დარტყმების ქვეშ არის მოქცეული, სამხრეთ ზაპოროჟიეს ტერიტორიის გავლით. ასე რომ, ეს მნიშვნელოვანი ლოჯისტიკური და ფსიქოლოგიური დარტყმაა რუსებისთვის.
ეს სატრანსპორტო საშუალებები ძალიან აქტიურად გამოიყენებოდა იმ პერიოდში, როცა ყირიმის ხიდი არ მოქმედებდა. ყირიმის ხიდი პერიოდულად, როგორც იცით, გამოჰყავდათ უკრაინელებს წყობიდან. რუსებს გემების გამოყენება უჭირდათ ისეც უკრაინელების გავლენის გამო. თვითმფრინავით კი, დიდი ტვირთის გადატანა რთულია.
ამას გარდა, უკრაინელებმა განაგრძეს დარტყმები ენერგომატარებლებზე. ახლახან დაარტყეს ფეოდოსიაში განლაგებულ სამხედრო საზღვაო საცავებს პორტში. აქ არის განთავსებული საზღვაო ძალების მცურავი საშუალებებიც. ჯერჯერობით დაზუსტებული მონაცემები არ არსებობს, რა გაანადგურეს.
უკრაინელებმა ასევე ეფექტურად დაარტყეს რუსების სარემონტო ბაზებს ლუგანსკის და დონეცკის რაიონში. ეს ბაზები რუსების დაზიანებული სახმელეთო ტექნიკის შეგროვებისთვის არის მოწყობილი. აქ ხდება თავმოყრა და შემდგომ ხდება გადანაწილება სარემონტო წერტილებში, არემონტებენ, თუკი მეტ-ნაკლებად გარემონტება შესაძლებელია. სადაც იყო თავმოყრილი სარემონტოდ გამზადებული ტექნიკა, ამას დაარტყეს უკრაინელებმა.
მთავარი მაინც ისაა, რომ არსებულ ვითარებაში უკრაინელებმა არ მისცეს საშუალება რუსებს, გამოეყენებინათ ირანის გარშემო შექმნილი ვითარება, რაც დაკავშირებული იყო გარკვეული პერიოდის ამერიკული მხარდაჭერის შეფერხებასთან, ასევე, ნავთობის გაზრდილ ფასებთან.
ეს რის ხარჯზე მოახერხეს უკრაინელებმა, დრონების აქტიური წარმოება და გამოყენება რამდენად მნიშვნელოვანი იყო ამ პროცესში?
თავდაცვის მინისტრად ფიოდოროვის დანიშვნის შემდგომ ძალიან აქტიურად განავითარა უკრაინამ დრონები.
ზუსტად ამას გაუსვა ხაზი სირსკიმ, რომ ინიციატივა აიღეს უკრაინელებმა. მათ აქვთ კამპანია „Front Strike“ – ანუ საფრონტო დარტყმები და „Middle Strike“ – ანუ საშუალო სიღრმეებზე დარტყმები. ეს შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა შეძლეს ტაქტიკურ-ოპერატიულ სიღრმეში, სადღაც 250 კილომეტრის სიღრმემდე დარტყმების განხორციელება. უკრაინელებმა განავითარეს თავიანთი დრონები. ეს განსაკუთრებით ეხება თვითმფრინავის ტიპის დრონებს, რომლებიც ძალიან აქტიურად გამოიყენება. ამ დრონებით, ბოლო პერიოდში განადგურებული იქნა 200-მდე ტექნიკა და სხვა მნიშვნელოვანი სამიზნეები.
უკრაინელების მონაცემებით, „Middle Strike“-ის დრონებმა დააზიანეს რუსების 172 ჰაერსაწინააღმდეგო საშუალება, დისლოკაციის 48 პუნქტი, 14 მცურავი საშუალება, 19 საბრძოლო ტექნიკა, 31 საფრენი აპარატი, 42 საწყობი, 35 ენერგეტიკული სისტემა და ასე შემდეგ. სიღრმეში ყველაზე ხშირად გამოიყენებოდა FPV-2, რომელიც უკრაინული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატია. ეს იყო დაახლოებით 40% და „რუბაკა“, რომელიც ასევე უკრაინული წარმოების დრონია, სადღაც 17%.
პირველად მიმდინარე წლის მარტში უკრაინელების მიერ განადგურებული ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების რაოდენობამ გადაასწრო დანარჩენი განადგურებული, ან დაზიანებული ტექნიკის, სხვა სამიზნეების რაოდენობას.
რუსებს, როგორც მოგეხსენებათ, აწყობილი აქვთ საჰაერო სისტემა ეშელონირებულად: ახლო მანძილის, საშუალო მანძილის, შორი მანძილის და ობიექტური, ანუ ტაქტიკური, ოპერატიული და სტრატეგიული თვალსაზრისით საჰაერო თავდაცვის სისტემა. ამ სისტემის მოწინავე ტაქტიკური შემადგენელი არის „სტრელა-10“, „პანცირი“, „ტუნგუსკა“, რომელსაც შემდგომ მოჰყვება „ბუკი“, „ტორი“ და ასე შემდეგ. ეს იზრდება და „ეს-300“-მდე მიდის ხოლმე.
„ტუნგუსკა“, „პანცირი“. ძირითადად „ეს-300“ და „ეს-400“ გამშვებების დაცვისთვის გამოიყენება. წარმოიდგინეთ, თუკი უკრაინელები ახერხებენ იგივე „ბუკების“ და „ტორების“ განადგურებას, რაც საფრონტო ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებია, ეს აჩენს ღრიჭოს რუსების თავდაცვის სისტემაში.
ამ ღრიჭოს შევსებას სჭირდება დრო და რესურსი. დაბალ სიმაღლეზე მფრინავი საშუალებები, ასევე ადრეული შეტყობინების საშუალებები აქედან ამოვარდნილია. შესაბამისად, ეს საშუალებას აძლევს უკრაინელებს, ღრიჭოები გამოიყენონ.
რა მასშტაბის უპირატესობაა ეს უკრაინელებისთვის? აჩენს ეს ფართომასშტაბიანი კონტრშეტევის შესაძლებლობას?
უკრაინელებმა „Front Strike“-ის, ანუ საფრონტო დრონებით რუსებთან შექმნეს უპირატესობა სამი ერთთან. წარმოიდგინეთ, რამხელა უპირატესობაა. ესე იგი, 30%-ით უფრო მეტ დრონს იყენებენ უკრაინელები, ვიდრე რუსები.
თუ გახსოვთ: 2023 წლის ზამთარში რუსებს ჰქონდათ დიდი უპირატესობა ოპტიკურ-ბოჭკოვანი დრონების გამოყენებაში და ამან საშუალება მისცა რუსებს მაშინ, გარკვეული წინსვლა ჰქონოდათ.
ირანის დასუსტება დაეტყო რუსეთს, რუსები თავად აწარმოებენ დრონებს, როგორც ვიცი, რა ხდება ამ შემთხვევაში?
დიახ, რუსებმა დაიწყეს წარმოება და რუსები ჯობდნენ კიდეც უკრაინელებს, მაგრამ უკრაინელებმა დასავლეთის დახმარებით დაიწყეს ოპტიკურ-ბოჭკოვანი დრონების წარმოება. ამავე დროს, მნიშვნელოვნად გაზარდეს თვითონ ავტომატური დამიზნების მქონე დრონების წარმოება, რომელიც არ არის დაკავშირებული ოპერატორთან.
უკრაინელებმა შეიძლება ეს ციფრები გაზვიადებულად წარმოადგინონ, ამიტომაც, აქვე გეტყვით რუსების მონაცემს, რომლის მიხედვითაც ოპტიკურ-ბოჭკოვანი დრონების წარმოება უკრაინელებმა რუსებთან შედარებით გაზარდეს ორნახევარჯერ, ტაქტიკური დრონების გამოყენება კი, მკვეთრად გაზარდეს. ეფექტიანობის მანძილი სამჯერ უფრო მეტია, ვიდრე რუსების ყველაზე მაქსიმალური დისტანცია ოპტიკურ-ბოჭკოვანი სერიული დრონების მიღწევადობის, ანუ სამჯერ უფრო შორს აწვდება უკრაინული დრონი, ვიდრე რუსული დრონი.
ვერ ვიტყვი, რომ რუსები ამას უყურებენ შორიდან – რუსებმაც გაზარდეს წარმოება, მაგრამ უფრო ნაკლები წარმატება აქვს რუსების წარმოებას.
ასევე, მნიშვნელოვანია ის, რომ ქვეითდება რუსების დრონების გამოყენების ეფექტიანობა. ისევ რუსების მონაცემებით: ოპტიკურად მართვადი ყოველი 8 დრონიდან მიზანს აღწევს ერთი; ყოველი რადიომართვადი 50 დრონიდან მიზანს აღწევს ერთი. ჯერჯერობით რუსებმა ვერ შეძლეს დრონებზე დაემაგრებინათ მოწყობილობა, რომელიც თვითმფრინავზეა, მაგალითად, „მეგობარი-მტრის“ ამომცნობი მოწყობილობა. ამ ვითარების ტექნიკური მიზეზების გარდა, ასევე მნიშვნელოვანია ის რეალობა, რომლის მიხედვითაც რუსებს უჭირთ ფრონტის ხაზთან ახლოს დრონების და მათი ოპერატორების მიწოდება.
თქვენს კითხვას რომ დავუბრუნდე: ეს საკმარისია თუ არა იმისთვის, რომ უკრაინელებმა დაიწყონ კონტრშეტევა? – არ არის ამ ეტაპზე საკმარისი. აუცილებელია არტილერიისა და სხვა საცეცხლე საშუალებების მხარდაჭერა, ავიაციის მხარდაჭერა. ამ თვალსაზრისით, ჯერჯერობით, უკრაინა არ არის მზად იმისთვის, რომ მნიშვნელოვანი ოპერატიული დონის კონტრშეტევა განახორციელოს.
„პატრიოტის“ საჰაერო თავდაცვის რაკეტების ახალი პარტია მიიღო უკრაინამ ამ დღეებში. ეს რამდენად ცვლის და აუმჯობესებს მის შესაძლებლობებს?
დიახ, მიიღეს „პატრიოტი“ და მიიღეს სხვა სისტემებიც, მათ შორის, ავტომატური ქვემეხის სისტემაზე შემუშავებული „TRIDON MK2, ჰაერსაწინააღმდეგო საშუალება უშუალოდ დრონების საწინააღმდეგოდ. მაგალითად, „ბოფორი“ 40-მილიმეტრიანი ავტომატური ქვემეხია, რომელსაც 300 გასროლა აქვს წუთში თავისი ჭკვიანი ჭურვებით. ეს მიზანთან ახლოს ფეთქდება და ეკონომიკური გასროლის საშუალებას იძლევა.
სხვა საზენიტო საშუალებებიც მიიღეს უკრაინელებმა. უკრაინა აქტიურად იღებს ამ საშუალებებს დასავლეთიდან, მოწინავე საშუალებებს, ერთმანეთზე უკეთესს.
ვისთან ერთად და სად აწარმოებს დრონებს უკრაინა?
გააჩნია დრონს და დრონის ტიპს. სხვადასხვა ქვეყანაში მზადდება, მათ შორის, ამას ამზადებენ უკრაინის ტერიტორიაზეც… მაგალითად, ბრიტანეთში ამზადებენ „ოქტოპუსს“. არის გერმანულ-უკრაინული წარმოება, ასევე არის ფრანგულ-უკრაინული წარმოება. სკანდინავიის ქვეყნებშიც მუშაობენ უკრაინელი სპეციალისტები.
სხვათა შორის, გვიან დაიწყო უკრაინამ კონტრ-დრონებზე ყურადღების მიქცევა. ცოტა ადრე რომ დაეწყოთ ეს პროცესი, უფრო ეფექტიანი იქნებოდა თავდაცვისუნარიანობა და ასეთი ზარალიც შეიძლება არ მიეღოთ. ეს დრონები ძალიან ეფექტიანად მოქმედებენ და საკმაოდ იაფია. ესენია: „სტინგი“ – 3000 მ მანძილამდე და 315-343კმ/სთ; „ბულეტი“ – 5500 მ, 130-300 კმ/სთ; „ოქტოპუსი“ [მონაცემები არ ქვეყნდება]; „ოდინი“ – 5000 მ, 280 კმ/სთ; „ პ-სანი“ – 3000მ, 300 კმ/სთ და სხვა.
რუსებზე მინდა გკითხოთ: სტუდენტების გაწვევა რომ დაიწყეს, ეს უკავშირდება დრონების და უპილოტოების აქტიურ გამოყენებას?
რუსეთში სამხედრო ხელმძღვანელობამ რეფორმა მიმართა უპილოტო ძალების განვითარებაზე: ბრიგადიდან დაწყებული და ზევით შექმნილ თითოეულ დანაყოფში არის დრონების ქვედანაყოფი, რომელსაც შეუძლია აწარმოოს დამოუკიდებლად საბრძოლო მოქმედებები.
ამავე დროს რუსეთის შეიარაღებულ ძალებში შეიქმნა უპილოტო საფრენი აპარატების ძალები. ამ უპილოტო ძალების განვითარების ხელმძღვანელად დანიშნეს იური ვაგალოვი. ზედმეტსახელად „უნიტაზი“. ასეა ცნობილი, რადგან უნიტაზების ბიზნესში იყო მანამდე და შემდეგ გენერლობა მიანიჭეს ნულიდან, სამხედრო წოდება არ ჰქონდა. ის ცდილობს, რომ ააღორძინოს ეს მიმართულება, მათ შორის, სტუდენტების გააქტიურებით.
უნდა ითქვას, რომ განსხვავებულია უკრაინული და რუსული მიდგომები. რუსები ცდილობენ, ყველა კარგი ოპერატორი წამოიყვანონ სხვადასხვა დანაყოფიდან და თავი მოუყარონ უპილოტო საფრენი აპარატების ძალებში, უკრაინელები კი, პირიქით აკეთებენ: უკრაინელები საუკეთესოებს ხელს არ კიდებენ და ნულიდან იწყებენ, ამზადებენ და მერე მიჰყავთ სარდლობაში.
საინტერესოა ისიც, რომ უკრაინაში ფიოდოროვმა, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ორჯერ გაზარდა ბონუსი განადგურებული დრონის ოპერატორებისთვის. თუ უკრაინელი გაანადგურებს რუსული დრონის ოპერატორს, ის იღებს ბონუსს ორჯერ უფრო მეტს, ვიდრე მანამდე იღებდა.
რა ჩანს ამ ეტაპზე? ემზადება რუსეთი ახალი კამპანიის წამოსაწყებად, თუ ელოდება მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდს?
ეს ერთმანეთს არ უშლის ხელს. წარმატებული კამპანია სჭირდება წარმატებული მოლაპარაკებისთვის, როგორც ერთ მხარეს, ისე მეორეს.
ჯერჯერობით არ ჩანს მონაცემები, რომ რაღაც მზადება მიმდინარეობდეს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ რუსების აქტიურობის შემცირება დაკავშირებულია საგაზაფხულო-საზაფხულო კამპანიისთვის მზადებასთან. რამდენიმე თვე მიწა იქნება მშრალი, ეს ვითარება გამოსაყენებელია, როგორც ჯავშანტექნიკის და მექანიზებული დანაყოფებისთვის, ასევე სახმელეთო რობოტებისთვისაც.
რუსეთი შეეცდება, ინიციატივა დაიბრუნოს თავისი შეტევებით, ყოველ შემთხვევაში გამოიყენოს მაქსიმალურად სახმელეთო მშრალი პერიოდი. თუმცა ამას უკრაინელებიც ხვდებიან, ამიტომაც ცდილობენ შორ მანძილზე რუსული დანაყოფების დაზიანებას, კონცენტრაციის საშუალება რომ არ მისცენ. აი, ამაზეა ახლა ორივე მხარე გადასული. ამ ამოცანებით არიან ძირითადად მხარეები დაკავებული.
არ მგონია, რომ ახალი მიმართულება გაჩნდეს. ძალაშია დონბასი. რუსების წარუმატებელი მცდელობა ზაპოროჟიეში ჩაახშეს უკრაინელებმა – პირიქით, აქეთ მიიღეს კონტრშეტევები. ის მიმართულება, რომელზეც ჯერ კიდევ ინიციატივა გააჩნიათ რუსებს, ეს არის ისევ და ისევ კრამატორსკი-სლავიანსკი, რათა სრულად დონბასი დაიკავონ. ამ მიმართულების გააქტიურებას შეეცდებიან რუსები ისევ, ალბათ.
ბათუმის საკრებულოს წევრის, მამუკა კაკაბაძის კომპანია შპს „ველ ბილდინგი“ ძველ ბათუმში, მაზნიაშვილის #9-ში მრავალბინიან კორპუსს აშენებს.
კომპანიამ მშენებლობის ნებართვა ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში მიიღო და სანაცვლოდ გონიოს სანაპიროზე დაგეგმილი სამშენებლო პროექტის კოეფიციენტის გაზრდა მოითხოვა [კომპანიის წილები საკრებულოს წევრს მართვაში აქვს გადაცემული 2025 წლიდან].
ბათუმი, მაზნიაშვილის #9 – მშენებლობა ამ სახლის ადგილზე მიმდინარეობს.
მაზნიაშვილის #9-ში კომპანიამ 2-სართულიანი სახლი დაანგრია და 467 კვ.მეტრ ფართობზე 3-სართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა მიიღო.
მშენებლობის ნებართვის მიხედვით, შპს „ველ ბილდინგი“ აქ 1139 კვ.მეტრი ფართობის მქონე შენობას აშენებს, მათ შორის საცხოვრებელი ფართობი 609 კვ.მეტრი იქნება, კომერციული ფართობი კი 181 კვ.მეტრი.
არსებული შენობის ფართობი 467 კვ.მეტრი იყო.
შპს „ველ ბილდინგი“ ბათუმის საკრებულოს წევრმა, მამუკა კაკაბაძემ 2023 წლის ივნისში დააფუძნა. მაშინ ის აჭარის უმაღლეს საბჭოში მუშაობდა. მას, როგორც საჯარო მოხელეს, ბიზნესის ფლობის უფლება ჰქონდა, თუმცა მართვის – არა.
მიმდინარე მშენებლობარენდერი
ძველ ბათუმში კორპუსის მშენებლობის ნებართვის პარალელურად ბათუმის საკრებულოს წევრის კომპანიამ 12-სართულიანი სასტუმროს მშენებლობის ნებართვა მიიღო გონიოს სანაპიროზე.
პროექტის რენდერი
შპს „ველ ბილდინგის“ დაფუძნებიდან მალევე, 2 თვეში, აჭარის უმაღლესი საბჭოს მოხელემ კომპანიის 55 პროცენტი შპს „აბ დეველოპმენტს“ გადაუფორმა კონკრეტული ვალდებულებით. 45% კი საკუთრებაში დაიტოვა. შეთანხმების დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ „აბ დეველოპმენტმა“ შპს „ველ ბილდინგის“ მიერ წარმოებული მოლაპარაკების შესაბამისად უნდა იმოქმედოს.
ამონარიდი შეთანხმების დოკუმენტიდან
„აბ დეველოპმენტის“ წილებს ბეგლარ ბოლქვაძე და ირაკლი ანანიძე ფლობენ.
ამ დროს კომპანიას სამშენებლო მიწის ნაკვეთი გონიოს სანაპიროსთან ჯერ დარეგისტრირებული არ ჰქონდა, თუმცა მესაკუთრესთან მოლაპარაკებები დასრულებული იყო. მამუკა კაკაბაძემ „აბ დეველოპმენტის“ მფლობელს დაუთმო კომპანიის დირექტორის თანამდებობაც.
წილების გადაფორმებიდან მალევე, „აბ დეველოპმენტმა“ კომპანიის საწესდებო კაპიტალში 525 770 ლარი შეიტანა. ამ კომპანიამ აიღო სამშენებლო დოკუმენტების მომზადებისა და მშენებლობის დაფინანსების ვალდებულებაც.
2025 წლის მარტში შპს „აბ დეველოპმენტმა“ კომპანიის წილების თავისი 55 პროცენტი, შპს „არტექს პრემიერს“ 350 000 დოლარად მიჰყიდა. შპს „ველ ბილდინგის“ დირექტორი ნიკა ჟღენტი გახდა.
საჯარო რეესტრის განახლებული ამონაწერით ირკვევა ისიც, რომ შპს „ველ ბილდინგის“ წილები მამუკა კაკაბაძემ საკრებულოს წევრად არჩევის შემდეგ ძმას, სულხან კაკაბაძეს გადასცა მართვაში, 2026 წლის მარტში კი გადაუფორმა უსასყიდლოდ.
ბოლო მონაცემებით, მიწის ნაკვეთი გონიოში, სადაც „ველ ბილდინგი“ კორპუსს აშენებს, სააქციო საზოგადოება „თიბისი ლიზინგის“ საკუთრებაა. კომპანია პირველ მხარედ ფიქსირდება, ეს ნიშნავს, რომ „ველ ბილდინგს“ აქვს ამ ქონებით სარგებლობის და მისი გამოსყიდვის უფლება. მას შემდეგ, რაც „ველ ბილდინგი“ სრულად დაფარავს ლიზინგის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხას [შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს], საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში ისევ მასზე, ან მის მიერ მითითებულ პირზე გადაფორმდება.
ეს არის სტანდარტული სალიზინგო სქემა, სადაც ქონება ლიზინგის გამცემის სახელზეა მანამ, სანამ გამოსყიდვის ყველა პირობა არ შესრულდება.
საკრებულოს წევრი მამუკა კაკაბაძე წილებს კიდევ ერთ კომპანიაში ფლობდა. 2021 წლის დეკემბერში მამუკა კაკაბაძემ შპს „გონიო სანრაიზ ვილა“ მანუჩარ ანანიძესთან ერთად დააფუძნა. პარტნიორები კომპანიის წილებს თანაბრად იყოფდნენ.
2022 წელს მანუჩარ ანანიძემ თავისი წილებიდან 17 პროცენტი მამუკა კაკაბაძეს დაუთმო უსასყიდლოდ, 16.50 პროცენტი კი იოსებ კუჭაშვილს ასევე უსასყიდლოდ გადასცა, თავად 16.5 პროცენტი დაიტოვა.
2022 წლის ბოლოს პარტნიორებმა კომპანიის წილები 300 000 აშშ დოლარად გაასხვისეს.
ამ დროს კომპანიის საკუთრებაში იყო 2500 კვ.მეტრი სამშენებლო მიწის ნაკვეთი ავგიის დასახლებაში. ეს ადგილი კარგად გამწვანებულ მომაღლო ადგილზეა და გონიოს სანაპიროს გაჰყურებს. პარტნიორებმა ამ ყველაფერთან ერთად გაასხვისეს ასევე არქიტექტურული პროექტი ნებართვით, რომელიც ამ ადგილზე მშენებლობას ითვალისწინებდა.
სამშენებლო მიწის ნაკვეთიპროექტის რენდერი
საკრებულოს წევრი „ოცნებიდან“ მამუკა კაკაბაძე კიდევ ერთი კომპანიის თანადამფუძნებელია. 2023 წლის ივლისში მას შპს „პანორამა გონიო ვილა“ დაუფუძნებია ფარნაოზ კახიძესთან ერთად. თუმცა ამ შემთხვევაში ის მხოლოდ 5 პროცენტის მფლობელად ფიქსირდებოდა, დანარჩენი პარტნიორის საკუთრება იყო.
კომპანიის დაფუძნებიდან მალევე, 2023 წლის თებერვალში მან თავისი წილი 25 000 დოლარად გაყიდა.
რატომ გადაიხადა 25 000 დოლარი ახალმა მფლობელმა ახალდაფუძნებული კომპანიის 5 პროცენტში? – როგორც ჩანს, აქაც მიწის ნაკვეთის მფლობელთან გარიგების, „მომლაპარაკებლის“ როლი გაითვალისწინეს.
საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, 2023 წლის თებერვალში მამუკა კაკაბაძემ, როგორც შპს „პანორამა გონიო ვილას“ წარმომადგენელმა, მიმართა რეესტრს და კომპანიის საკუთრებაში დაარეგისტრირა 2500 კვ.მეტრი ფართობი ავგიას პირველი ჩიხის #3-ში.
კომპანიამ ამ მიწის ნაკვეთზე ე.წ. თაუნჰაუზისს ტიპის საცხოვრებლის მშენებლობას გეგმავს და პროექტის დამტკიცების მოთხოვნით მერიას მიმართა.
ბოლო ამონაწერის მიხედვით, შპს „პანორამა გონიო ვილას“ ახლა ლევან ვეფხვიშვილი ფლობს.
რატომ არ ჰქონდა მამუკა კაკაბაძეს ბიზნესის მართვის უფლება?
საკრებულოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, 2016 წლიდან 2020 წლამდე მამუკა კაკაბაძე უმაღლესი საბჭოს „ქართული ოცნება-მაჟორიტარების“ აპარატის თანამშრომელი იყო. 2020-2024 წლებში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ილია ვერძაძის თანაშემწე. 2024-2025 წლებში კი – აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატის თანამშრომელი.
მამუკა კაკაბაძე 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში გონიოს მაჟორიტარობის კანდიდატი იყო „ოცნებიდან“, მას არჩევნები ენმ-ს წევრმა ნუგზარ ფუტკარაძემ მოუგო, რომელიც არჩევნებიდან მალევე გარდაიცვალა. ბოლო მოწვევის საკრებულოში კი მამუკა კაკაბაძე „ოცნების“ სიით შევიდა.
საჯარო მოხელის მიერ კომპანიის მართვის შესაძლებლობას არ უშვებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტმა, გიგი ჩიხლაძემ სატელეფონო საუბარში განგვიმარტა, რატომ არ ჰქონდა უმაღლეს საბჭოში დასაქმებულ მოხელეს ბიზნესის მართვის უფლება.
„პირი, რომელიც იყო დასაქმებული აჭარის უმაღლესი საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარის თანაშემწედ, როგორც წესი დასაქმებულია ადმინისტრაციული ხელშეკრულებით. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის მიზნებისთვის არის საჯარო მოსამსახურე.
ამავე კანონის თანახმად, საჯარო მოხელეს ეკრძალება საწარმოს მართვა, მას არ აქვს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება. მას აქვს უფლება ფლობდეს წილს, თუმცა არ აქვს უფლება იყოს კერძო მოგებაზე ორიენტირებული ორგანიზაციის გადაწყვეტილების მიმღები, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, შპს-ს დირექტორი. ასეთი საქმიანობის უფლება მას მაშინაც და დღესაც ეკრძალება.
ეს არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის დარღვევა“.
ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის პროცესში იმ მოქალაქეებისა თუ კერძო კომპანიების უფლებების დასაცავად, რომლებსაც ეს პროექტი შეეხებათ, სპეციალურ კონსულტანტს დაიქირავებენ.
ვინაიდან პროექტი აზიის განვითარების ბანკის [ADB] სესხით ფინანსდება, კონსულტანტის შესარჩევად საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ვაკანსია ბანკის მხარდაჭერით გამოაცხადა.
„შერჩევა განხორციელდება ინდივიდუალური კონსულტანტის შერჩევის მეთოდის გამოყენებით აზიის განვითარების ბანკის შესყიდვების სახელმძღვანელოს თანახმად“, – წერს დეპარტამენტი.
სოციალური საკითხების ადგილობრივი კონსულტანტის მთავარი მოვალეობა ბათუმი-სარფის გზის მშენებლობის არეალში მოხვედრილი ადამიანების ინტერესების დაცვა იქნება.
გზების დეპარტამენტის განცხადებით, „დავალების სავარაუდო ხანგრძლივობაა 4 წელი“. დაინტერესებულმა პირებმა კი ინტერესის გამოხატვა ინგლისურ ენაზე უნდა წარადგინონ აზიის განვითარების ბანკის ვებგვერდის მეშვეობით, 2026 წლის 14 აპრილის ჩათვლით.
დაქირავებულ კონსულტანტს, ძირითადად, სამი მთავარი მიმართულება ევალება:
განსახლებისა და კომპენსაციების პროცესის ზედამხედველობა – კონსულტანტმა უნდა აკონტროლოს, რომ მიწების შესყიდვა, ხალხის განსახლება და კომპენსაციების გაცემა მოხდეს წესების [ADB-ის სტანდარტების] დაცვით. აქ მთავარია არ დაიწყოს სამშენებლო სამუშაოები მანამ, სანამ ყველა დაზარალებული კუთვნილ კომპენსაციას არ მიიღებს.
კომუნიკაცია ხალხთან და საჩივრების მართვა – ეს არის შუამავლის როლი გზების დეპარტამენტსა და მოსახლეობას შორის [საჩივრების მიღება, მათი აღრიცხვა და ზრუნვა იმაზე, რომ ხალხის პრეტენზიები დროულად და სამართლიანად დაკმაყოფილდეს. ასევე, საჯარო შეხვედრების ორგანიზება, რათა მოსახლეობას ჰქონდეს ამომწურავი ინფორმაცია].
მონაცემთა ბაზების წარმოება და ანგარიშგება – კონსულტანტს ევალება მთელი ამ პროცესის „ქაღალდზე“ ასახვა. ანუ, შექმნას და განაახლოს ბაზები [ვინ რა კომპენსაცია აიღო, ვის რა პრობლემა აქვს], ჩაატაროს მონიტორინგი ადგილზე და მოამზადოს ანგარიშები იმის შესახებ, თუ რამდენად ეფექტურად მიმდინარეობს პროექტი.
აქვე აღსანიშნავია, რომ ბათუმი-სარფის გზის პროექტის ფარგლებში მომზადებული მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმის თანახმად, გზის განთავსების ზოლში მოქცეულია კერძო საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული 117 მიწის ნაკვეთი, 9 საცხოვრებელი სახლი, 10 ბინა/არასაცხოვრებელი ფართობი, 27 კომერციული/ადმინისტრაციული შენობა და 37 დამხმარე ნაგებობა.
„მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმის თანახმად, ჯამური საკომპენსაციო თანხა მიწის ნაკვეთებისათვის შეადგენს 61 410 384 ლარს, ხოლო შენობა-ნაგებობებისათვის – 44 630 671 ლარს. მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმის განხორციელება დაიწყო 2025 წლის აგვისტოს თვეში“, – აღნიშნულია გზების დეპარტამენტისგან „ბათუმელებისთვის“ 2025 წლის 11 სექტემბერს გამოგზავნილ წერილში.
კონსულტანტის შერჩევამდე კი, კერძო პირებისთვის ექსპროპრიაციის გზით ქონების ჩამორთმევის პროცედურაც დაწყებულია.
პროექტი აზიის განვითარების ბანკის სესხისა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით უნდა განხორციელდეს. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, გრძელვადიანი სესხის მოცულობა 306,6 მილიონი ევროა. 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში კი ბათუმი-სარფის გზის პროექტისთვის 68 მილიონი ლარია გაწერილი.
„ქართული ოცნების“ 2016 წლის საარჩევნო დაპირებით ბათუმი[ჭოროხი] – სარფის[თურქეთის საზღვარი] გზა კარგა ხნის აშენებული უნდა იყოს. თუმცა საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ბათუმი-სარფის გზის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი 2025 წლის 5 ნოემბერს გამოაცხადა.
სატენდერო მოწვევის დოკუმენტის მიხედვით, ბათუმი-სარფის გზის მშენებლობისთვის დაახლოებით 4 წელია გათვლილი [1 440 დღე – ხელშეკრულების გაფორმებიდან], ხოლო მომდევნო დაახლოებით 3 წელი [1080 დღე] – „დეფექტების შეტყობინების პერიოდი“ იქნება.
პროექტი ეხება სახელმწიფო თუ მუნიციპალურ ქონებასაც.
დიმიტრი მედვედევი მთავარი რედაქტორი გახდა IX-XI კლასების სასკოლო სახელმძღვანელოების – საზოგადოებათმცოდნეობა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მედვედევის მტავარ რედაქტორად მიწვევაზე ინფორმაციას რუსეთის განათლების მინისტრის მოადგილე, ოლგა კოლუდაროვა ავრცელებს.
„გასულ წელს ჩვენ დიმიტრი ანატოლიევიჩ მედვედევს მივმართეთ სახელმძღვანელოების სერიის მთავარი რედაქტორის თანამდებობაზე ყოფნის თხოვნით. მან ჩვენს თხოვნას უპასუხა.
კომენტარები გვერდებისთვის, წინადადებები, რედაქტირება და ბევრი სხვა – ეს ყველაფერი აისახა არა მხოლოდ სახელმძღვანელოს საბოლოო ვერსიაში, არამედ ახალ ფედერალურ სტანდარტებსა და საზოგადოებრივი მეცნიერებების სასწავლო გეგმებშიც“, – განაცხადა განათლების სამინისტროს მოხელემ.
რუს პოლიტიკოსებს შორის დიმიტრი მედვედევი განსაკუთრებით გამოირჩევა შეთქმულებების თეორიების გავრცელებით, ხშირად იმუქრება ატომური იარაღის გამოყენებით და, შესაბამისად, თანამედროვე ევროპული ცივილიზაციის განადგურებით.
გუშინ, 9 აპრილს, დაახლოებით ღამის 12-ზე, ბათუმში, მრავალსართულიან კორპუსში ხანძარი გაჩნდა. „ბათუმელებს“ სამაშველო სამსახურის პრესცენტრში უთხრეს, რომ ხანძარი სპაცენტრში გაჩნდა და არავინ დაშავებულა.
კორპუსი, სადაც ხანძარი იყო, ფიროსმანის ქუჩაზეა, გმირთა ხეივანში. ადამიანები, რომლებიც მეზობელ კორპუსებში ცხოვრობენ, სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ მომხდარმა სასტუმრო „ლეოგრანდის“ ტრაგედია გაახსენათ – მოქალაქეების მტკიცებით, ამ შემთხვევაშიც სპაცენტრს სავარაუდოდ არ ჰქონდა უსაფრთხოების შესაბამისი სისტემა.
2017 წლის 24 ნოემბერს ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძარი ღამით გაჩნდა. ხანძრის შედეგად დაიღუპა 11 ადამიანი. ამ ეტაპზე ვერ ირკვევა, ჰქონდა თუ არა უსაფრთხოების სისტემა სპაცენტრს, ფაქტი ისაა, რომ ხანძრის ჩაქრობა მხოლოდ მეხანძრე-მაშველების ჩარევის შემდეგ და ფასადიდან მუშაობით მოხერხდა.
მრავალსართულიანი კორპუსი, სადაც წუხელ ხანძარი გაჩნდა, შპს „დარ ბილდინგის“ აშენებულია. ამ კორპუსის რამდენიმე სართული სასტუმრო „ბილიონერს“ ეკუთვნის, შენობის მეოთხე სართულზე კი, მოწყობილია სპაცენტრი „ვიქტორია“. სპაცენტრის ზედა სართულებზე მოქალაქეები ცხოვრობენ ჩვეულებრივ ბინებში.
დღეს, 10 აპრილს, სპაცენტრი „ვიქტორია“ დაკეტილია. სპაში „ბათუმელების“ სატელეფონო ზარს არ უპასუხეს, მისმა მფლობელმა მობილურ ტელეფონზე გვიპასუხა, რომ „კომენტარს არ აკეთებს“.
სპაცენტრის ზემოთ – მეხუთე სართულზე ცხოვრობს გურამ დუმბაძის ოჯახი. გურამ დუმბაძე „ბათუმელებს“ უყვება, რომ ხანძრის გაჩენას ამ კორპუსში წელიწად-ნახევარია ვარაუდობს. მას ამის შესახებ 112-ის ოპერატორთანაც უთქვამს და მუნიციპალური ინსპექციისთვისაც მიუმართავს:
„წუხელ, ჩემი ბინის იატაკი იწვოდა. კიდევ კარგი, სახლში არ ვიყავით, სააღდგომოდ წაყვანილი მყავდა ბავშვები…
დაკვამლიანება დამხვდა ჩემს ბინაში, დაზიანებულია იატაკი.
ჩემს ბინაში იატაკი მუდმივად ისე ცხელდებოდა, თუ გააჩერებდი ცოტა ხანს ხელს, იგრძნობდი წვას. გვიან ღამით უწევდნენ ტემპერატურას და ეს იყო…“ – გვითხრა გურამ დუმბაძემ. მას ბინა ამ კორპსუსში 2022 წელს შეუძენია, 2023 წელს კი იგრძნო, რომ ბინაში იატაკი საეჭვოდ ცხელდებოდა. აღმოჩნდა, რომ ბინის ქვევით საუნა გაუხსნიათ, მისმა უცხოელმა მფლობელმა კი უპასუხა, რომ „დარ ბილიდინგისგან“ იქირავა ფართობი და პრობლემებს კომპანია, ანუ მესაკუთრე მოაგვარებდა.
„ასე მარბენიეს წელიწად-ნახევარი, კომპანიაში მითხრეს, ვერაფერს ვერ გვიზამ, სასამართლოს მიმართეო. ბოლოს ლამინატი და შპალერი მომიყარეს… ეს იყო 2024 წლის ბოლოს.
112-შიც მაქვს ნათქვამი, ხანძარი გაჩნდება აქ უეჭველი და ყველა ამოვიწვებით, მერე გაგვატელევიზორებენ-მეთქი. მერე მუნიციპალურ ინსპექციას მივმართე. არც კი შეუმოწმებიათ, ეგ ჩვენი კომპეტენცია არ არისო. კიდევ ვისთვის უნდა მიმემართა?
შემდეგ, რაღაც პერიოდი, აღარ იყო პრობლემა, მაგრამ ამ ზამთარში როცა იყო სიცივეები, როგორც ჩანს, მოუმატეს საუნაშიც ტემპერატურა და ისევ გახურდა ჩემი ბინის იატაკი. ისევ დავურეკე „დარ ბილდინგის“ იურისტებს, მაგრამ ვერაფერს გავხდი, არ მომაქციეს ყურადღება. ჩემს ბინაში აღარ იცხოვრება, ამიტომ მოვითხოვე მისი შეცვლა. შემომთავაზეს მხოლოდ შავი კარკასი სხვა კორპუსში, ფულს ვერ მაძლევდნენ…“, – ამბობს გურამ დუმბაძე.
„არც სასტუმრო და არც სპაცენტრი „დარ ბილდინგს“ არ ეკუთვნის, გაყიდული აქვს კომპანიას 2 წლის წინ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ კომპანია „დარ ბილდინგის“ იურისტმა, ირაკლი სურმანიძემ. ის ადასტურებს, რომ ნამდვილად ჰქონდა კომუნიკაცია მოქალაქე გურამ დუმბაძესთან და პრობლემის მოგვარებაში ჩაერთნენ, რადგან ბინა მოქალაქემ „დარ ბილდინგისგან“ იყიდა და პრეტენზიაც კომპანიასთან ჰქონდა.
„როგორც ვიცი, პრობლემა იყო, მაგრამ ეს პრობლემა მოგვარდა. ჩემთვის პირადად ბოლო პერიოდში მას [გურამ დუმბაძე] აღარ მოუმართავს,“ – დასძინა ირაკლი სურმანიძემ „ბათუმელებთან“.
იყო თუ არა დაცული საუნაში უსაფრთხოების ზომები? – ირაკლი სურმანიძე განმარტავს, რომ სამშენებლო კომპანია „დარ ბილდინგმა“ [მესაკუთრე რუსლან ბოლქვაძე] უსაფრთხოების შესაბამისი ნორმების დაცვით ააშენა ეს კორპუსი და „ბინა ექსპლუატაციაში მიღებულია“, უშუალოდ საუნის უსაფრთხოების სისტემის შესახებ კი, „დარ ბილდინგს“ ინფორმაცია არ აქვს.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, იმ ფართობის მესაკუთრე, სადაც სპაცენტრია მოწყობილი, კომპანია „დარ ინვესტია“. შპს „დარ ინვესტის“ 100%-იანი წილის მესაკუთრე ამირან დარჩიძეა. კომპანია „დარ ინვესტში“ გვითხრეს, რომ მესაკუთრის სურვილის შემთხვევაში დაგვიკავშირდებიან და ინფორმაციას მოგვაწვდიან.
მას შემდეგ, რაც უშუალოდ საუნას მფლობელ კომპანიაში არ ისურვეს მედიასთან საუბარი, შრომის ინსპექციაში დავრეკეთ. აქ ინფორმაციის მოწოდებას დაგვპირდნენ, თუმცა ჯერ არც ის მიგვიღია.
რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს – პრესცენტრის თქმით, წუხანდელ ხანძარზე გამოძიება დაიწყო არა 240-ე მუხლით, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას მოიცავს, არამედ სსკ-ის 187-ე მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს „სხვისი ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“.
უცნობია, არის თუ არა დაკავებული ვინმე ან რა ეტაპზეა გამოძიება.
„ჭოროხის ქუჩის და დავით ართმელაძის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მოწყობაზე“ ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ. შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა 6 მილიონ 380 ათას 714 ლარი. ფული ქალაქის ბიუჯეტიდან დაიხარჯება.
ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 26 აპრილს დაიწყება და ხუთ დღეში, პირველ მაისს დასრულდება.
ახალი გზა [წითელი ხაზით], რომლის მშენებლობაზეც ტენდერია გამოცხადებულიჭოროხისა და ართმელაძის ქუჩებს შორის არსებულ ტერიტორია, სადაც ახალი გზის გაყვანაა დაგეგმილი, დაუსახლებელია და როგორც პროექტშიცაა აღნიშნული, ზოგან სამშენებლო ნაგვითაა დაფარული და ზოგან ეკელ-ბარდით. ახალი გზის მიმდებარედ აღმოჩნდება ადლიის ნაგავსაყარი და „ნაგავსაყარის დასახლებაც“.
ჭოროხის ქუჩა კი იგივე „ჭოროხის გზაა“, რომელიც მახოს ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან გადის მდინარე ჭოროხის გასწვრივ, გამოდის „გონიოს ხიდის“ ქვეშ და ნაგავსაყართან მისასვლელი გზის დასაწყისში უერთდება აეროპორტის გზატკეცილს. „ჭოროხის გზა“ამ ბოლო დროს ააშენეს, თუმცა, საგზაო მონიშვნები სავალ ნაწილზე დასრულებული არ არის.
წითელი ხაზით მონიშნულია ახალი გზის საპროექტო ტერიტორია / ფოტოები „ბათუმელების“ არქივიდან
რაც შეეხება დავით ართმელაძის ქუჩას, ეს იგივე ახალი ბულვარის გაგრძელებაა, რომელიც აეროპორტის ასაფრენი ზოლის ბოლოში [ანწუხელიძისა და კაჩინსკების კვეთაში არსებული წრიულიდან] იწყება და მდინარე ჭოროხის კალაპოტთან წყდება.
ახალი გზა, რომელიც ნაგავსაყართან უნდა აშენდეს სიგრძით 1 955 მეტრი იქნება. ტენდერის პირობის მიხედვით, გზის მოწყობა ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან 2027 წლის 30 მაისის ჩათვლით პერიოდში უნდა დასრულდეს.
ბათუმის მერიამ ფარნავაზ მეფისა და ფიროსმანის ქუჩების შეერთებაზეც მიიღო გადაწყვეტილება 3 წლის წინ. საჭირო იყო დაახლოებით 300 მეტრი სიგრძის ახალი შემაერთებელი გზის აშენება. მერიის სამმართველომ ტენდერიც გამოაცხადა, გამარჯვებულთან ხელშეკრულებაც გააფორმა, თუმცა სამშენებლო სამუშაოები, რომელიც შარშან უნდა დასრულებულიყო, ამ დრომდე არ დაწყებულა.
„თუკი აქამდე გვესმოდა, რომ ზარალი დაითვლებოდა ინდივიდუალურად, ამჯერად პირველად გააჟღერეს, რომ თურმე ჩვენ ვართ ეკომიგრანტები და 30 000 ლარია კანონით განსაზღვრული ეკომიგრანტებისთვის. ამას მოჰყვა უკმაყოფილება,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მარიამ ბეროძე, დამეწყრილი სოფლის, კურსების მაცხოვრები.
მისი თქმით, 8 აპრილს, დამეწყრილ ოჯახებს გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები შეხვდნენ, რომლებსაც კითხვები დაუსვეს კომპენსაციაზე და მეწყრის განვითარების მიზეზებზე.
რატომ არის მიუღებელი შეთავაზებული კომპენსაცია და რას ითხოვს მოსახლეობა? – ამ თემაზე ვესაუბრეთ მარიამ ბეროძეს.
მარიამ, რა ითქვა ამ შეხვედრაზე და კონკრეტულად რა იყო მიუღებელი მოსახლეობისთვის ამ შეთავაზებიდან?
სანამ ჩვენამდე მოვიდოდნენ და პრეზენტაციას ჩაატარებდნენ, რამდენიმე დღით ადრე, „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ დაიწყო ინფორმაციის გავრცელება, რომ ამ სოფელში თურმე ისტორიულად ყოფილა მეწყრული კერები და მე-19 საუკუნეში ეს ადგილი დაცლილი იყოო.
გამოდის, რომ სანამ დასკვნას წარმოგვიდგენდნენ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეს „დასკვნა“ მოიპოვა. როცა ჩვენ დავსვით კითხვები თუ საიდან ჰქონდათ ეს ინფორმაცია, არსებობს თუ არა რაიმე წყარო, მტკიცებულება, გვითხრეს, რომ მოკვლევის ერთ-ერთი მეთოდია ადამიანების გამოკითხვა და ჩვენც გამოვკითხეთ ერთი ადამიანი, რომელსაც ანონიმურად ვტოვებთო.
მთავარი სათქმელი რაც ჰქონდათ ჩვენთან, ის იყო, რომ კურსებში მეწყერი არის ბუნებრივი გზებით გამოწვეული და შახტები, კარიერები და ყველა სხვა ხელოვნური ჩარევა გარემოში, გამორიცხეს. გვეუბნებიან, რომ რაღაც გრუნტის წყლებია მთავარი პრობლემა, რომ ტერიტორიის მორფოლოგიური აგებულება, ტექტონიკაა ასეთი და ასე შემდეგ.
შემდეგ, როცა მოსახლეობამ დასვა კითხვები გზის აღდგენაზე და კომპენსაციის ოდენობაზე, გზის აღდგენაზე გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა უარი განაცხადა. თქვა, რომ ვერ გასცემს რეკომენდაციას იმ მიზეზით, რადგან სოფელი ისევ მეწყერსაშიში ზონაა და აქტიური პროცესებია.
თუმცა ერთ-ერთმა თანასოფლელმა ისაუბრა ალტერნატიულ გზებზე, რომელიც არსებობდა. აღმოჩნდა, რომ ეს საკითხიც არ ჰქონდათ ბოლომდე შესწავლილი და შეიძლება გამოვძებნოთ რაიმე გზაო.
ამ შეხვედრაზე თუ ითქვა გარკვევით კომპენსაციაზე და რამდენი შეიძლება იყოს ეს?
პრეზენტაციაში არაფერი ეწერა ანაზღაურების ნაწილზე და რადგან მოსახლეობამ დასვა ეს კითხვები, შემდეგ დაიწყეს პასუხის გაცემა, რასაც მოჰყვა დიდი აჟიოტაჟი – რადგან თუკი აქამდე გვესმოდა, რომ ზარალი დაითვლებოდა ინდივიდუალურად, ამჯერად პირველად გააჟღერეს, რომ თურმე ჩვენ ვართ ეკომიგრანტები და 30 000 ლარია კანონით განსაზღვრული ეკომიგრანტებისთვის. ამას მოჰყვა უკმაყოფილება მოსახლეობის მხრიდან.
მოსახლეობის რეაქციის შემდეგ თქვეს, რომ ვმუშაობთ კომპენსაციის გაზრდაზეო, მაგრამ რამდენით გაიზრდება და რას მოიაზრებენ ამაში, არც ეს მოგვისმენია.
თქვენი შეფასებით, რამდენი ლარი შეიძლება იყოს გონივრული თანხა, რომელიც უნდა მიიღონ დაზარალებულმა ოჯახებმა, თუ ისაუბრა ამაზე თავად მოსახლეობამ?
ეკომიგრანტების დახმარების თანხა 30 000 ლარი, 2012 წელს არის დადგენილი. მას შემდეგ, ბევრი რამ შეიცვალა ქვეყანაში. კოლოსალურად გაძვირდა უძრავი ქონება, ყველაფერზე აწეულია ფასები, შესაბამისად, ეს თანხა ვერანაირად ვერ იქნება ადეკვატური. არც ეკომიგრანტის სტატუსია პრობლემა, ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, სამართლიანად აგვინაზღაურონ ზარალი.
ქვეყანაში, სადაც ნახევარი მილიონი ლარი თეატრის განათებაზე იხარჯება, მილიონები კი ათას უაზრო პროექტებზე, მეწყერისგან დაზარალებულმა ოჯახებმა, რატომ არ უნდა მიიღონ ღირსეული ანაზღაურება?
როცა სხვა სოფლები დაიმეწყრა, 50 000 ლარი შესთავაზეს კომპენსაცია ადამიანებს, თუმცა დღეს, ეს თანხაც სათუოა. რადგან ძალიან მწვავე კამათი მოჰყვა ამ საკითხს, გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა ვერც კი დაასრულა საუბარი.
ერთი ადამიანის მონაყოლზე დაყრდნობით გადაწყვიტეს, რომ მეწყერი ბუნებრივი პროცესით იყო გამოწვეული და ამიტომ არ გეკუთვნით მაღალი კომპენსაცია?
დიახ. მიუხედავად იმისა, რომ თავად ამბობენ, ეს დასკვნები არ არის საბოლოოო. შემდეგ გვითხრეს, თუ დოკუმენტი გაინტერესებთ, გამოითხოვეთ ინფორმაციაო. რატომ უნდა მჭირდებოდეს დასკვნების გამოთხოვა, ხომ მოვიდნენ, მოეტანათ ეს წყაროები, დოკუმენტები და გაეცნოთ ჩვენთვის. ან კარგად მოეძიებინათ და ისე ესაუბრათ.
დავუშვათ, მართლაც იყო მეწყერი ორი საუკუნის წინ ამ სოფელში, ეს რა კავშირშია კომპენსაციის საკითხთან?
ამ ინფორმაციას ავრცელებენ რკინიგზის აშენების თარიღზე დაყრდნობით, რომ რკინიგზის აშენებამდე მოხდა ეს ყველაფერი, სავარაუდოდ მე-19 საუკუნეშიო. თუმცა ამის სხვა რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ.
თუ მეწყერსაშიში იყო ეს ზონა, სტრატეგიული ობიექტი, ანუ რკინიგზა როგორ ააშენეს, მაშინაც ხომ უნდა ჰქონოდათ ეს ინფორმაცია?
კარგი კითხვაა, რეალურად ჩვენც იმავეს ვეკითხებით, რომ თუ იყო მეწყრული ზონა, მაშინ, რატომ აშენდა რკინიგზა, შემდეგ მაღაზიები, გასამართი სადგური, კომერციული ფართობები და ბევრი სხვა რამ. რატომ მისცეს უფლება ადამიანებს, რომ რაღაცები აეშენებინათ. მაგალითად, ჩემმა ბევრმა მეზობელმა სახლი გაყიდა ქუთაისში და კურსებში დაიწყო მშენებლობები. გარემოს ეროვნული სააგენტო ამბობს, ჩვენ ხომ არ გაგვიცია ლიცენზიები, პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთო.
მეწყრის შემდეგ ხომ არ ყოფილხართ სოფელში და თუ მოახერხეთ რაიმეს გამოტანა სახლიდან?
ჩემი სახლი მთლიანად დანგრეული არ არის, მაგრამ წითელ ზონაშია, სახლის დამხმარე ნაგებობებია წაღებული და სახლზეც მომდგარია მეწყერი.
ერთადერთხელ მოგვცეს საშუალება, რომ მაშველებთან ერთად შევსულიყავით სოფელში და აუცილებელი ნივთები წამოგვეღო. ახლა არავის უშვებენ და ჩაკეტილია გზა.
ჩვენ არ გვყავდა საქონელი, მხოლოდ კატები გვყავდა. შინაური ცხოველები – ძროხები, გოჭები ვისაც ჰყავდა, როგორც ვიცით, გამოაყვანინეს ხალხს. იმიტომ, რომ ამ შეხვედრაზე ახსენეს ეს საკითხი. ძაღლებს და კატებს ალბათ თავშესაფარში წაიყვანენ, რადგან როცა ბინებს ვქირაობთ, მეპატრონეები ცხოველების შეყვანის უფლებას არ გვაძლევენ.
ქირის ფულს იხდის სახელმწიფო და როგორც გვითხრეს, 6 თვიდან ერთ წლამდე გაგრძელდება თანხის გადახდა.
იმერეთში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში მეწყერი 12 მარტს, გამთენიისას ჩამოწვა, რის შედეგადაც 15 სახლი მთლიანად განადგურდა. მეწყრული ზონიდან 45 ოჯახია გაყვანილი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 10 აპრილის 21 საათიდან 11 აპრილის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, უმეტეს რაიონში წვიმა, ღამით მაღალ მთაში თოვა.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო
მთიან მუნიციპალიტეტებში:
დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო
ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო
მაღალმთიან ზონაში:
დღისით: 2 – 7 გრადუსი სითბო
ღამით: 0 – 3 გრადუსი ყინვა
ზღვის ღელვა 3-4 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +12 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 12 და 13 აპრილს მოსალოდნელია უმეტეს რაიონში დროგამოშვებით წვიმა.
ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტი 12 და 13 აპრილს მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.
ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს. აღნიშნულ დღეებში უფასოდ მგზავრობა აღდგომის დღესასსწაულს უკავშირდება.
ამასთან, „ფერიის სასაფლაომდე შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, სერგი მესხის ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით ცალმხრივი გახდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, №11 სამარშრუტო ხაზი უკუმიმართულებით გადაადგილებისას იმოძრავებს გოგოლისა და სევერიანე აჭარელის [ყოფილი მაიაკოვსკის] ქუჩების გავლით, ხოლო №2 და №2ა ხაზებზე მოძრავი ავტობუსები გადაადგილდებიან მაიაკოვსკის ქუჩიდან თაბუკაშვილის ქუჩის მიმართულებით.“ – აცხადებს ბათუმის მერია.
მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომას წელს 12 აპრილს აღნიშნავს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 10 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 308 670 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 130. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
ტანკი – 11 848 ერთეული [+1]
ჯავშანტექნიკა – 24 375 ერთეული [+5]
საარტილერიო სისტემა – 39 734 ერთეული [+45]
MLRS – 1 724 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 341 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 350 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 229 771 ერთეული [+2 232]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 517 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 88 515 ერთეული [+183]
სპეცტექნიკა – 4 119 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
670 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
„კოლექტიური მეხსიერების შეცვლის კიდევ ერთი მეთოდია სიმართლის გადადღაბნა, გაბუნდოვანება, რომ ვერ გაარკვიო მკაფიოდ, რა მოხდა,“ – გვიყვება რუსუდან კობახიძე, რომელსაც 9 აპრილის მემორიალთან ბათუმში განთავსებულ საინფორმაციო დაფაზე ვესაუბრეთ.
საინფორმაციო დაფაზე 9 აპრილის აღწერის დროს ნახსენები არ არის „საბჭოთა რუსული არმია.“
საბჭოთა წარსულის მკვლევრის დაკვირვებით, „ოცნებას“ ქვეყნის რუსეთისკენ მიტრიალების პროცესში გმირობის მაგალითი არ სჭირდება, თანაც, როცა ეს გმირები შუა საუკუნეებში კი არა, სულ რამდენიმე წლის წინ თავს სწირავდნენ სამშობლოსთვის, არ სჭირდებათ გმირები, რომლებიც დღეს სინდისის პატიმრები არიან.
„ეს არის კოლექტიური მეხსიერების წაშლის მცდელობა და არაზუსტი სახელდება… ოცნებას“ უნდა მთლიანად ქვეყნის კურსის მოტრიალება, ამიტომაც, რაში სჭირდება გმირობის მაგალითი? ისედაც, აგერ ციხეში უზით ამდენი ადამიანი, რომლებიც, ფაქტობრივად, გმირებად იქცნენ,“ – ამბობს რუსუდან კობახიძე.
„ბათუმელებმა“ რუსუდან კობახიძესთან ინტერვიუ ჩაწერა. იგი საბჭოთა წარსული კვლევის ლაბორატორიის მკვლევარია.
ქალბატონო რუსუდან, ქუთაისის შემდეგ, სადაც 2008 წლის ომის მემორიალზე ოკუპანტი რუსეთი არ ახსენეს, ბათუმში 9 აპრილის მემორიალთან განათავსეს საინფორმაციო დაფა წარწერით: „1989 წლის 9 აპრილის მოვლენების შედეგად დამოუკიდებელი საქართველოსთვის დაღუპული გმირების მემორიალი“. რას აჩვენებს ეს შემთხვევები?
ეს საბჭოთა მეხსიერების პოლიტიკის ჩვეულებრივი გაგრძელებაა. ეს არის კოლექტიური მეხსიერების წაშლის მცდელობა და არაზუსტი სახელდება: საერთოდ, თუ მოვლენას არ დაარქმევ თავის სახელს, ის რაღაცნაირად კარგავს სიმძაფრეს, კარგავს თავის ნამდვილობას, კარგავს თავის მნიშვნელობას და შინაარსს.
ამის ყველაზე ნათელი მაგალითია 1991-92 წლის მოვლენები, როდესაც სახელმწიფო გადატრიალებას ეწოდა „თბილისის ომი“. არაფერს გვეუბნება ეს „თბილისის ომი“ გარდა იმისა, რომ ეს ბრძოლები მიმდინარეობდა თბილისში, ხომ? მხოლოდ ადგილმდებარეობის ხაზგასმაა და ეს უკვე დამოუკიდებლობის პერიოდში ხდება, მაგრამ აი საზოგადოებრივი დაპირისპირება იმდენად მწვავე იყო, რომ ირიდებდა თავს – არამარტო ხელისუფლება ჩქმალავს ამ ფაქტს.
ამ მოვლენას მაშინ დაარქვეს „სახალხო რევოლუცია“, მაგრამ არ ჩაჯდა ეს მეხსიერებაში, შემდეგ უწოდეს „თბილისის ომი“, ასე ვთქვათ, ნეიტრალური სახელი.
რუსუდან კობახიძე
თუ გადავალთ უფრო ღრმად, საბჭოთა კავშირში, მაგალითად, 1921 წლის საბჭოთა ოკუპაციას ბოლშევიკები ეძახდნენ „გასაბჭოებას“, ამავდროულად ხდებოდა პირველი რესპუბლიკის დემონიზაცია, რომ აი, ამათ დააქციეს საქართველო, შლიდნენ მეხსიერებიდან სახელებს, სახეებს… გვარების წაშლა, საერთოდ არხსენება და ფოტოების არგამოჩენა ჩვეულებრივი მოვლენა იყო.
დღევანდელ შემთხვევებში კი, საქმე გვაქვს გაბუნდოვანების პრაქტიკასთან – აბუნდოვანებ მოვლენას. ერთ-ერთი მიზანი არის ის, რომ პირდაპირ არ ახსენონ რუსეთი, „7 აგვისტოს“ ნაცვლად თქვან „8 აგვისტო“. ზოგს ჰგონია, რომ ეს არის რაღაც რიცხვები. ამ დროს კონკრეტული მოვლენებია, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
წულუკიანის ე.წ. კომისიის დასკვნის მიხედვით, 2008 წლის ომის დაწყება საქართველოს უკავშირდება. ქუთაისის მემორიალზე როცა არ ახსენეს რუსეთი, ესეც საერთო პოლიტიკის ნაწილია – არ გამოჩნდეს ის, რომ დადასტურებულად დამნაშავეა რუსეთი?
დიახ, ამ გზით ხდება რაღაცნაირი შემსუბუქება.
კოლექტიური მეხსიერების შეცვლის კიდევ ერთი მეთოდია სიმართლის გადადღაბნა, გაბუნდოვანება, რომ ვერ გაარკვიო მკაფიოდ, რა მოხდა. საბოლოოდ, ეს ყველაფერი არის მეხსიერების რეკონსტრუქცია. მიზანია, რომ არამხოლოდ შემდეგმა თაობებმა, არამედ თვითონ იმ ადამიანების მეხსიერებაშიც კი, ვინც თავის კისერზე გადაიტანა ეს ყველაფერი, ეს ყველაფერი მიივიწყონ.
მაგალითად, მივიწყებულია 31 მარტის რეფერენდუმი, რომელიც იყო უზარმაზარი მნიშვნელობის თარიღი. მთელი ხალხი იყო მაშინ მობილიზებული. წარმოიდგინეთ, როცა ამომრჩევლის 91% მივა უბნებზე და ხმას მისცემს… ამ ადამიანებმა ყველაფერი გვერდით გადადეს და რეფერენდუმზე მივიდნენ.
9 აპრილის მოვლენების შედეგად რომ დაიღუპნენ ადამიანები, იცოდნენ, რომ მოდიოდა ტანკები, მაგრამ ისინი საქართველოს თავისუფლებისთვის მაინც იქ იდგნენ, მათ თავი გასწირეს. გმირი რას ნიშნავს? ეს ისტორია ადამიანს უყვება, რომ აი, შენხელა ადამიანმა თავი გასწირა, ხომ? ეს სადღაც მე-12 საუკუნეში ცხენზე ამხედრებული გმირი კი არაა, არამედ ახლა იყო… ამათ უნდათ, სადღაც იქ ჩატოვონ გმირობის ფენომენი. არ უნდათ, რომ გმირობის ფენომენი თანამედროვე იყოს.
ამათი მიზანია, თანამედროვე გმირობის ფენომენის გაქრობა. ეს გმირის ცნებაზე დარტყმაა, მაგრამ ეს პროპაგანდა მუშაობს მაშინ, როცა სუსტია ღირებულებითი სისტემა.
ქუთაისის მემორიალის შემთხვევაში ძალიან მძაფრი იყო საზოგადოების რეაქცია – პროტესტის შემდეგ წარწერა საერთოდ მოხსნეს. ეს ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ ვერ მუშაობს „ოცნების“ მიდგომა, გადღაბნოს, ან დაგვავიწყოს ისტორიული სინამდვილე?
დიახ, ეს ნიშნავს, რომ არ მუშაობს. ჩვენ თუ დავიძინებთ, იქით გვერდზე გადავბრუნდებით და ამას წავუყრუებთ, რა თქმა უნდა, იმუშავებს.
ამიტომაც მნიშვნელოვანია საინფორმაციო კამპანიები და ამიტომ ებრძვის ეს რეჟიმი სწორედ თავისუფალ სივრცეს, სადაც თავისუფალი სიტყვა ითქმება. ვერანაირი ტოტალიტარიზმი კი არა, დიქტატურა და ძალიან მკაცრი ავტორიტარიზმი ვერ დამყარდება ქვეყანაში, სადაც ღია საინფორმაციო სივრცეა, სადაც თავისუფალი სიტყვა არსებობს. ამიტომაც იყო, რომ საბჭოთა კავშირში იყო მთლიანად ჩაკეტილი არამარტო საზღვარი, არამედ საინფორმაციო სივრცე, კულტურა, ყველაფერი.
რა განზრახვით მოქმედებს „ოცნება“, თქვენი დაკვირვებით? მიზანია ის, რომ რუსეთის მიმართ შიში, ან სიძულვილი შესუსტდეს?
დიახ. ამიტომაც მათი დამარცხება და ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია, რადგან ხალხში რუსეთის მიმართ სიყვარულს და ამ მიკუთვნებულობის განცდას ვეღარ გააჩენენ, გაწყდა ეგ ჯაჭვი კარგა ხანია. ემოციური ბმა ვეღარ აკავშირებს თანამედროვე ახალგაზრდას რუსეთთან.
ძველებს ჰქონდათ ემოციური მიბმულობა რუსეთთან, ენობრივი მიბმულობა, კულტურული, იყო მერკანტილური მიბმულობაც, რომ საბჭოთა კავშირი აძლევდა აგარაკებს, მანქანებს, ბინებს, უფასო რემონტებს, პრივილეგიებს, მაღაზიებს და ასე შემდეგ, ამის საშუალება მათ არა აქვთ დღევანდელ კონტექსტში და ეს ძალიან გასახარია.
„ოცნებას“ უნდა ქვეყნის კურსის მოტრიალება, ამიტომაც, რაში სჭირდება გმირობის მაგალითი? ისედაც, აგერ ციხეში უზით ამდენი ადამიანი, რომლებიც, ფაქტობრივად, გმირებად იქცნენ. მათი მიზანი იყო, რომ ეს ადამიანები გაეტეხათ და მერე ეთქვათ: აი, ასეთები იყვნენ და თვითონ აღიარეს… მუდმივი კამპანია მიმდინარეობს დემონიზების, თუმცა ეს არ მუშაობს დიდ სეგმენტზე, ეგ არის მთავარი. როგორც წარმოუდგენიათ „ოცნებაში“ სახელმწიფო, ისეთი სახელმწიფო შექმნან აქ, უბრალოდ, წარმოუდგენელია.
დღეს პუტინს და ბიძინასაც სჭირდებათ ერთმანეთი. პუტინს სჭირდება აქ გავლენის სფერო, ხოლო ბიძინას სჭირდება რუსეთი იმიტომ, რომ ევროპული მოდელის სახელმწიფოში თავისუფალი სასამართლო უნდა იყოს, თავისუფალი სიტყვა, ადამიანის უფლებები…
ამ მოდელისთვის მარო მაყაშვილი, გიორგი ანწუხელიძე, ან დღევანდელი სინდისის პატიმრები საშიშია?
რა თქმა უნდა, საშიში კი არა, თავზარდამცემია. ამიტომაც, უნდათ, რომ წაშალონ ჩვენში იდენტობა, ეს უნდა დაანგრიონ.
ერი მეხსიერებითი ერთობაა, იგი დგას მეხსიერებაზე, როგორც ინდივიდი დგას თავის მეხსიერებაზე: ვინ არის დედა, ვინ არის მამა, სად ცხოვრობს, რას აკეთებს? აი, ამნეზია თუ დაგემართა, შენ პიროვნება აღარ ხარ, ხომ? ზუსტად ასევეა ერი. ერის იდენტობის წაშლა იწყება მეხსიერების წაშლით და ამაზე ძალიან კარგად მუშაობენ, კარგად ერკვევიან პუტინის პროპაგანდისტულ ხრიკებში. არა მგონია, არქივებში ისხდნენ და იჩხრიკებოდნენ. შესაძლებელია, ვიღაც ჰყავთ მრჩევლები. ყოველ შემთხვევაში, ეს ძალიან ცნობილი მეთოდია – მეხსიერების წაშლა, დამახინჯება, ფრაგმენტაცია – რაღაც გვახსოვდეს, რაღაც არ გვახსოვდეს.
ამ გადასახედიდან თქვენთვის რას ნიშნავს 9 აპრილი, რამდენად გავიაზრეთ ეს თარიღი და მისი მნიშვნელობა?
9 აპრილი ორმაგი თარიღია, ერთია დარბევა და ტრაგედია, რაც იყო შეგნებული თავგანწირვა. ამას ვერ ვარქმევ მსხვერპლს – ეს არის თავგანწირვა. ეს არ იყო შემთხვევა, როცა რაღაც წამოვიდა, ვთქვათ, ნიაღვარი და ჩაგიტანა, ან მიწისძვრის მსხვერპლი ხარ – უნებლიე არ იყო ეს. ამიტომაც, 9 აპრილი იყო თავგანწირვა. მნიშვნელოვანია შესაბამისი სახელდება – ეს არის 9 აპრილის თავგანწირვა, რის შედეგადაც დაიღუპნენ ადამიანები. ჩვენ ხომ მსხვერპლს არ ვეძახით უკრაინელ მეომარს – მან იცის, რისთვის იბრძვის და იცის, სად მიდის.
მეორეა დამოუკიდებლობის აღდგენის დღე, რომელიც დაამთხვიეს ზუსტად ამ დღეს, რომ ეს არ ყოფილიყო მარტო გლოვის დღე. საინტერესოა, რომ კოლექტიურ მეხსიერებაში მაინც 9 აპრილი უფრო ფოკუსირებულია გლოვის დღედ. ტრავმული საზოგადოება ვართ და ეს, როგორც ტრავმა, ასე გვაქვს ჩარჩენილი.
9 აპრილს გამოცხადდა დამოუკიდებლობის აღდგენა, როცა ჯერ საბჭოთა კავშირი არ იყო დანგრეული. ამან მოიტანა სრული გაცამტვერება კომუნისტური იდეოლოგიის – ისედაც გაცამტვერებული იყო, უბრალოდ კომუნისტების მიმართ პატივისცემა საერთოდ წაიშალა, უკვე რცხვენოდათ და ეს ყველაფერში გამოიხატებოდა.
მოქანდაკე, რომელმაც ბათუმში დადგა 9 აპრილის მემორიალი, დღეს სწორედ ამას აპროტესტებდა: საინფორმაციო დაფაზე მხოლოდ გლოვის შესახებ წერია, თანაც საბჭოთა რუსული არმიის შესახებ არაფერია აღნიშნული, არადა 9 აპრილი გამარჯვების დღეც არისო.
ესეც რაღაცნაირად თავზე ნაცრის დაყრაა… ეს ყველაფერი დასაძლევი გვაქვს. გვეუბნებიან მუდმივად, რომ მოგვიგებენ, ყველაფერს გვისრულებენ… სინამდვილეში, რეალობა იქნება ის, რასაც შენ დააყენებ.
მარცხის განწყობა და ვაიმე, არაფერი გვეშველება, ეს არის „ოცნების“ დასაყრდენი.
დღეს, რაც ჩვენ რუსთაველზე ვნახეთ, საცოდაობა იყო: ადამიანებს, რომლებიც პრეტენზიას აცხადებენ, რომ არიან ხელისუფლება, უწევთ სადღაც, წამიერად გაძრომა და ოთხ ფენად, სამ ფენად პოლიციის კორდონით სიარული. ძალიან კარგად გამოჩნდა მათი სისუსტე და გაუბედაობა, ხალხთან აბსოლუტური დისტანცია.
პოლიციის ჯებირი იყო მენტალური ჯებირი – ისინი ჩვენგან აბსოლუტურად თავს აცალკევებენ, ხომ? თავიანთი მომხრეების ხელისუფლებადაც არ წარმოუდგენიათ თავი, ეს კავშირიც კი, მათ შორის არ არის გამოკვეთილი, რაღაც ცალკე დგანან.
როდემდე იდგებიან ასე ცალკე? ხალხის გარეშე არ არსებობს სახელმწიფო.
„არ არის სწორი, ტყუილია. ამოიღეთ სიები რეორგანიზაციის შედეგად, ვინ არის გაშვებული. ეგ არის ტყუილი,“ – ასე პასუხობს მერი „ბათუმელების“ კითხვას, რატომ გაუშვეს ბათუმის მერიიდან პროევროპული პეტიციის ხელმომწერები.
გიორგი ცინცაძის პასუხის შემდეგ ჟურნალისტმა კითხვა დააზუსტა: „როგორ მოხდა, რომ რეორგანიზაცია 90 პროცენტით EU პეტიციის ხელმომწერებს შეეხო?“
მერმა უპასუხა, რომ „ეს არის აგორებული“:
„შეადარეთ სხვა სიები.
მერიის გარდა ა(ა)იპებშიც იყო. შეადარეთ სიები. სიმართლეს არ შეესაბამება. დანარჩენი ვინ იყო, სხვა ა(ა)იპებში რომ რეორგანიზაცია მოხდა იქაც იყვნენ? – არ არის, მე არ მაქვს ეგ სია, ეგ თქვენი აგორებულია.“
„ბათუმელებს“ მერისთვის ა(ა)იპებზე არაფერი უკითხავს, მაგრამ მერმა მაინც შემოიტანა ეს საკითხი, რომ თავი გაემართლებინა. სხვანაირად „არ დალაგდებოდა“.
უკვე წლებია, რაც მაღალი რანგის საჯარო მოხელეებმა დაამკვიდრეს პრაქტიკა, როცა საკუთარ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხების გაცემას თავს არიდებენ ან ამბობენ, რომ „ტყუილია“.
ხანდახან იმასაც ამტკიცებენ, რომ მათი პასუხისმგებლობა არ არის ის, რასაც თავად მოაწერეს ხელი: „მე რა შუაში ვარ.“
ხშირად რჩება შთაბეჭდილება, რომ გადაწყვეტილების მიღებისას გააზრებული არ აქვთ, რომ თავად არიან პასუხისმგებლები იმაზე, რაზეც ხელს აწერენ, საიდანაც არ უნდა იყოს ნაკარნახევი ამ გადაწყვეტილებების შესახებ.
ბათუმის მერიიდან რეორგანიზაციის შედეგად 35 პირი გაათავისუფლეს.
პროევროპულ პეტიციას ხელს 26 პირი აწერდა, მათგან 22-მა რეორგანიზაციის შედეგად დატოვა სამსახური, ორ მათგანს 3 წლამდე ასაკის ბავშვი ჰყავს, ერთს შშმ შვილი და კანონი იცავს, ერთი კი რეორგანიზაციამდე თავად გადავიდა სხვა სამსახურში.
2024 წელს ნოემბერში ირაკლი კობახიძის ცნობილი განცხადების შემდე, ბათუმის მერიის თანამშრომლებმა განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც წერდნენ, რომ EU-თან მოლაპარაკების პროცესის შეჩერებას ემიჯნებიან.„ეს გადაწყვეტილება არაა თანხვედრაში საქართველოს მოსახლეობის მიერ გაცხადებულ მიზანთან, რომელიც კონსტიტუციის 78-ე მუხლში აისახა. ჩვენ ვიყავით, ვართ და ვრჩებით ჩვენი მოქალაქეების, კონსტიტუციის და ევროპული ღირებულებების ერთგულნი,“ – წერდნენ დეკემბერში მერიის თანამშრომლები განცხადებაში, რომელსაც საბოლოოდ 26-მა პირმა მოაწერა ხელი.
2026 წლის 9 იანვარს კი, მერიამ რეორგანიზაცია გამოაცხადა და წესები თავიდანვე ისე განსაზღვრა, რომ ცხადი იყო, რომელი ჯგუფის წინააღმდეგ იყო მიმართული ის.
რეორგანიზაციის ფარგლებში ბათუმის მერიამ რამდენიმე განყოფილება გააერთიანა. გარდა ამისა, შეცვალეს სპეციალისტების კატეგორიები. მაგალითად, თუ სამსახურში მუშაობდა მეორე კატეგორიის ორი სპეციალისტი, რიგ შემთხვევებში კატეგორია პირველამდე გაზარდეს. შედეგად მეორე კატეგორიის მოქმედი თანამშრომლების შტატი გაუქმდა.
მეტწილად კი ცვლილები შეეხო იმ სამსახურებსა და განყოფილებებს, სადაც პროევროპული პეტიციის ხელმომწერები მუშაობდნენ. უმეტეს შემთხვევაში დახურული, რიგ შემთხვევებში კი ღია კონკურსები გამოაცხადეს.
პეტიციის ხელმომწერების ნაწილს კონკურსში მონაწილეობა აღარ მიუღია, რადგან თვლიდნენ, რომ „ არ ღირდა“, ვინც მიიღო აღმოჩნდა, რომ „არც მათთვის ღირდა“ – ვერცერთმა მათგანმა შესარჩევი კონკურსი ვერ გაიარა.
„ბათუმელებისთვის“ ცნობილია, რომ ათამდე ადამიანი [არახელმომწერი], ვისაც რეორგანიზაცია შეეხო ხელშეკრულებით აიყვანეს.
ამიტომ მერმა ა(ა)იპები ახსენა, ციფრებით მანიპულაცია რომ გამოსვლოდა. არადა რა შუაშია ა(ა)იპები? – საერთოდ არაფერში.
რეორგანიზაციის შედეგად სამსახური დატოვეს პროფესიულმა საჯარო მოხელეებმა, რომლებიც თავის დროზე მერიაში კონკურსის წესით უვადოდ აიყვანეს.
კანონით საჯარო მოხელე ახორციელებს საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებებს. თანამდებობაზე ინიშნება განუსაზღვრელი ვადით, რამაც მისი სტაბილურობა და პოლიტიკური ცვლილებებისგან დაცვა უნდა უზრუნველყოს.
განსხვავებით სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისგან, მოხელე არ იცვლება ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად.
მისი საქმიანობა ეფუძნება კარიერულ პრინციპს. ეს ნიშნავს, რომ მოხელეს აქვს შესაძლებლობა დაწინაურდეს იერარქიულ საფეხურებზე საკუთარი კვალიფიკაციისა და მუშაობის შეფასების საფუძველზე.
ა(ა)იპის ხელმძღვანელს კი მერი ნიშნავს. ა(ა)იპის თანამშრომელი საჯარო მოხელე არ არის და მათ კონკურსის წესით არ ნიშნავენ.
როგორც წესი, მერიისა და სხვა საჯარო სტრუქტურების ა(ა)იპებში ძირითადად მმართველი პარტიის მხარდამჭერებს ასაქმებენ.
რაც შეეხება რეორგანიზაციას ა(ა)იპებში, რაზეც დღეს მერმა სცადა ყურადღების გამახვილება, ეს ცალკე კვლევის საკითხია და ამაზე „ბათუმელები“ უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს სტატიას.
ასევე, მერიას ვკითხეთ, რამდენი პირი აიყვანა 2026 წელს ხელშეკრულებით, გვიპასუხეს, რომ ეს ინფორმაცია უნდა გამოვითხოვოთ.
პასუხის მიღებისთანავე „ბათუმელები“ ამ ინფორმაციასაც გამოაქვეყნებს.
ზღვაში ტერიტორიების ნაკვეთებად რეგისტრაცია გრძელდება. წყლით დაფარულ ტერიტორიებს არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთებად სახელმწიფო ირეგისტრირებს, შემდეგ კი სარგებლობაში გასცემს, მათ შორის კერძო კომპანიებზე.
რისთვის არეგისტრირებს სახელმწიფო ზღვაში ნაკვეთებს ცალკე საკადასტრო ერთეულებად? – თუ წყლით დაფარულ „ნაკვეთებს“ და მათ მიმდებარე ტერიტორიებს დავაკვირდებით, პასუხი მარტივია – ეკონომიკური საქმიანობის, ძირითადად, ამა თუ იმ კერძო ბიზნესის ხელშეწყობისთვის.
დაახლოებით ერთი თვის წინ, ქონების ეროვნული სააგენტოს განცხადების საფუძველზე საჯარო რეესტრმა სარფში, 9 ჰექტარზე მეტი ტერიტორია დაარეგისტრირა ზღვაში სახელმწიფოს საკუთრებად.
ზღვის „ნაკვეთი“ სარფი-კვარიათის საზღვართანაა, კვარიათის მხარეს მიწის ნაკვეთზე კი, მშენებლობაა დაგეგმილი.
მშენებლობას შპს „ლიცი“ გეგმავს. კონცეფციის მიხედვით, კომპანია ზღვიდან 50 მეტრში [„რაკუშკებთან“ ახლოს], 70 მეტრი სიმაღლის, სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი სახლის აშენებას აპირებს.
სარფი / მარჯვნივ პროექტის რენდერი და ზღვაში მონიშნული ნაკვეთი მარცხნივ
შპს „ლიცის“ მიერ ბათუმის მერიაში 2026 წელს გადაგზავნილ დოკუმენტებს საპროექტო ტერიტორიის ვიზუალიზაციის ამსახველი ფოტოებიც ახლავს, როგორც არსებული სიტუაციის, ასევე – რენდერებიც [თუ როგორი იქნება იგივე ადგილი პროექტის განხორციელების შემდგომ].
ერთ-ერთი ასეთი რენდერის მიხედვით ვიგებთ, რომ კომპანია ზღვაში იახტკლუბის მოწყობასაც გეგმავს. იახტკლუბი კი, ზღვის იმ ნაწილში უნდა განთავსდეს, რომელიც სახელმწიფომ ახლახან დაარეგისტრირა ნაკვეთად.
ზღვის „ნაკვეთი“ ამ დროისთვის სახელმწიფოს საკუთრებაშია და ის იჯარით ან აღნაგობით ვინმესთვის გადაცემული არ არის.
აღსანიშნავია რომ საქართველოს საზღვაო სივრცეში სახელმწიფოს 5 საზღვაო ზონა აქვს შერჩეული აკვაკულტურისთვის. ესენია: გონიო-კვარიათი, ჩაქვი, ქობულეთი, ფოთი და ანაკლია. ზღვაში ამ ზონების საზღვრებიც ცნობილია, თუმცა ზემოთ აღნიშნული „ზღვის ნაკვეთი“ გონიო-კვარიათის საზღვაო ზონაში არ შედის.
სახელმწიფომ ზღვაში კიდევ ერთი ტერიტორია – 43,3 ჰექტარი დაირეგისტრირა ცალკე ნაკვეთად. წყლით დაფარულ ტერიტორიაზე, როგორც არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთზე, ამონაწერი საჯარო რეესტრმა 2026 წლის 30 მარტს გასცა.
ახალრეგისტრირებული ფართობი ზღვაში იმ ტერიტორიას ესაზღვრება, რომელიც სახელმწიფომ ადრე ხელოვნური კუნძულის პროექტისთვის დაარეგისტრირა.
ხელოვნური ნახევარკუნძულების მშენებლობა ბათუმში / 7.04.2026
„მიწის ნაკვეთზე [მდებარე: ქალაქი ბათუმი, წყლით დაფარული ტერიტორია] სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის“ მოთხოვნით ქონების ეროვნულმა სააგენტომ საჯარო რეესტრს 2026 წლის 27 მარტს მიმართა.
უკავშირდება თუ არა ზღვაში ტერიტორიის რეგისტრაცია ხელოვნური კუნძულის პროექტს? – ამ კითხვაზე პასუხს „ბათუმელები“ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან ელოდება და მიღების შემთხვევაში აქვე მოგაწვდით.
განახლება:„აღნიშნული სახელმწიფო ქონების შემდგომ განკარგვაზე გადაწყვეტილება მიღებული იქნება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს მთავრობის თანხმობით“. – მოგვწერეს ქონების სააგენტოდან 22 აპრილს.
ნაკვეთები ზღვაში
ფოტოზე ნაჩვენებია, რომ სახელმწიფოს ბათუმის მიმდებარედ ზღვაში 6 ნაკვეთი [წყლით დაფარული ტერიტორია] აქვს დარეგისტრირებული:
ახალდარეგისტრირებული ნაკვეთი, 43,3 ჰექტარი [მონიშნულია წითელი ფერით].
ხელოვნური კუნძულისთვის რეგისტრირებული ტერიტორია [მწვანე ფერით]
სანაპირო დაცვის სამსახურის სარგებლობაში არსებული ტერიტორია[იასამნისფრად]
ღია ლურჯი ფერით მონიშნულია თამარის დასახლებასთან ზღვაში რეგისტრირებული ტერიტორია
ბათუმის იახტკლუბთან დარეგისტრირებული ტერიტორია [ლურჯი ფერით]
„ხელოვნური კუნძულის“ პროექტისთვის ზღვაში სახელმწიფოს მიერ დარეგისტრირებულ ტერიტორიაზე ამ ეტაპზე ხელოვნური ნახევარკუნძულები შენდება. რაც შეეხება უშუალოდ კუნძულის მშენებლობას, ის ჯერ დაწყებული არ არის.
ხელოვნურ ნახევარკუნძულზე ცათამბჯენის მშენებლობა დაწყებულია / 7.04.2026
„ამბასადორი ბათუმი აილენდზე“ ხელოვნური კუნძულის პროექტისთვის ზღვაში ჯამში 1 443 223 კვადრატული მეტრი ფართობია გადაცემული აღნაგობის უფლებით.
კომპანიას იმ ტერიტორიას, რომელსაც ზღვაში ხმელეთად აქცევს, სახელმწიფო ეტაპობრივად გადასცემს საკუთრებაში. მაგალითად, 2025 წლის თებერვალში „ამბასადორს“ ხელოვნურ კუნძულზე 194 457 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი გადასცეს საკუთრებაში 1 ლარად.
საპროექტო დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ ხელოვნური ნახევარკუნძულებისა და კუნძულის სრულად განაშენიანების შემდგომ ბათუმის მოსახლეობის რაოდენობა თითქმის 70 000-ით გაიზრდება.
პარალელურად, „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ ერთ-ერთ ხელოვნურ ნახევარკუნძულზე ცათამბჯენის მშენებლობაც აქვს დაწყებული.
ცათამბჯენების მშენებლობას თამარის დასახლებაში, მდინარე ყოროლისწყლის შესართავთან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერისა და პარლამენტარების კომპანიებიც გეგმავენ.
ამ კომპანიებისთვის გადაცემული მიწის ნაკვეთების მოპირდაპირედ კი სახელმწიფოს ზღვაში 3 ჰექტარი ტერიტორია აქვს დარეგისტრირებული [ზემოთ ფოტოზე N4], როგორც არასასოფლო სამეურნეო ნაკვეთი. ეს ტერიტორია რეესტრის ბოლო ამონაწერით ისევ სახელმწიფოს საკუთრებაშია.
ზღვაში 1 ჰექტრამდე ნაკვეთი სახელმწიფომ 2019 წელშიც დაირეგისტრირა ბათუმის იახტკლუბის პროექტის გამო.
მიწად დარეგისტრირებულ 1 ჰექტარ ზღვას კი „ბათუმის იახტ კლუბი“ 2037 წლამდე ითხოვს.
ამ დროისთვის არც ეს ნაკვეთია ვინმესთვის გადაცემული სარგებლობაში.
ზღვაში რეგისტრირებული ნაკვეთი ბათუმის იახტკლუბთან
იახტკლუბის განვითარების პროექტი 2017 წელს დაიგეგმა და თავდაპირველი შეთანხმებით, 2021 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, გარკვეული შენობის მშენებლობა მხოლოდ 2025 წელს დაიწყო.
იახტებისთვის მისადგომს და აუზის აშენებას ზღვაში „დრიმლენდ ოაზისიც“ გეგმავს ჩაქვში.
სახელმწიფომ შესაბამისი ტერიტორია, 5 727 კვადრატული მეტრი, ზღვაში აქაც არასასოფლო სამეურნეო ნაკვეთად დაარეგისტრირა.
ჩაქვი / ზღვაში რეგისტრირებული ნაკვეთი [მარცხნივ] „ოაზისის“ პირდაპირ და „ოაზისის“ რენდერი პროექტიდან [მარჯვნივ]რეესტრის ამონაწერებით, არც ეს ადგილია ვინმესთვის ჯერ სარგებლობაში გადაცემული.
ზღვაში ტერიტორიები ნაკვეთებად ასევე დარეგისტრირებულია ოზურგეთის სოფელ შეკვეთილში.
ზღვაში ნაკვეთებად მონიშნული ტერიტორიები შეკვეთილში, სასტუმრო „პარაგრაფთან“.
ფოტოზე წითელი ფერით მონიშნული ტერიტორია [რომელიც სასტუმრო „პარაგრაფის“ მიმდებარედაა] სახელმწიფოს საკუთრებაშია და ის სარგებლობაში რეესტრით გადაცემული არ არის.
მწვანე ფერით მონიშნული ტერიტორიის მესაკუთრეები კი არის სახელმწიფო [10 420 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის, რომელიც 99 წლით, აღნაგობის უფლებით გადაცემულია შპს „ბლექ სი რიზორთსიზე“ 2015 წლიდან] და შპს „ბლექ სი რიზორთსი“ [N1 და N2 აუზის, რომლებიც შპს „პარაგრაფ შეკვეთილზეა“ იჯარით გადაცემული].
სასტუმრო აქ პლაჟს და მიწის ნაკვეთს უკანონოდაც სარგებლობს.
საჯარო რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, ამ დროისთვის შპს „ბლექ სი რიზორთსის“ მესაკუთრე საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდია, ამ ფონდის წილებს კი „საქველმოქმედო ფონდი ქართუ“ ფლობს, რომელიც „ქართუ ჯგუფის“ შვილობილია. „ქართუ ჯგუფის“ ერთადერთი პარტნიორი კი უტა ივანიშვილია.
„პარაგრაფის“ გვერდით ზღვაში ტერიტორია ნაკვეთად არ არის მონიშნული, თუმცა აშენებულია 410 მეტრი სიგრძის პირსი [„ხაზობრივი ნაგებობა“], რომელიც ივანიშვილის ოჯახის საკუთრებაა.
რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, ამ პირსის მშენებლობაზე ოზურგეთის არქიტექტურის სამსახურმა ნებართვა 2006 წელს გასცა, ხოლო ნაგებობა ექსპლუატაციაში მიიღეს 2009 წელს.
პირსის მესაკუთრე პირადად ბიძინა ივანიშვილი იყო.
2012 წელს კი, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე მესაკუთრე ბერა ივანიშვილი გახდა.
2017 წლის ბოლო ამონაწერით კი, ამ პირსის მესაკუთრე უკვე შპს „ურეკი რეზიდენსია“. „ურეკი რეზიდენსის“ 100 პროცენტი წილის მფლობელი ეკატერინა ხვედელიძეა.
ამ პირსიდან 600 მეტრის დაშორებით სახელმწიფოს ზღვაში 2 266 კვადრატული მეტრი ტერიტორიაც აქვს დარეგისტრირებული არასასოფლო სამეურნეო ნაკვეთად.
ეს ტერიტორია სახელმწიფომ 2016 წელს დაირეგისტრირა, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა აჭარიდან ხეების ზღვით გადატანა დაიწყო.
ადგილი შეკვეთილში სადაც ზღვით წამოღებული ხეები გადმოჰქონდათ დენდროპარკისთვის. მარჯვნივ მონიშნულია იგივე ტერიტორია ზღვაში, რომელიც სახელმწიფოს ცალკე ნაკვეთად აქვს დარეგისტრირებული / ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან
ამ ადგილზე სახელდახელოდ მოწყობილ პირსზე გადმოჰქონდათ ხეები დენდროლოგიური პარკისთვის. ეს პირსი 2019 წლისთვის უკვე გაუქმებული იყო, თუმცა ზღვაში ტერიტორია დღემდე ცალკე საკადასტრო ერთეულად რჩება.
შეკვეთილთან სახელმწიფომ 2 წლის წინ ზღვაში კიდევ ერთი ნაკვეთი დაარეგისტრირა, რომლის ფართობი [პლაჟის ჩათვლით] 9 ჰექტარია. ეს ნაკვეთიც რეესტრის მიხედვით სარგებლობაში ჯერ არავისთვის არ არის გადაცემული:
9 ჰექტარი ფართობის ნაკვეთი [წითელი ფერით] ნატანებთან[შეკვეთილთან], რომლის უდიდესი ნაწილი ზღვაშია.
სახელმწიფოს ზღვაში კიდევ ორ ადგილას აქვს დარეგისტრირებული ნაკვეთები. ესენია ფოთი და ანაკლია.
ფოთის პორტი და პორტის აკვატორიაში სახელმწიფოს საკუთრებად დარეგისტრირებული ნაკვეთები [მარჯვნივ, ლურჯი ფერით]. სახელმწიფოს ზღვაში ტერიტორია აქ 3 საკადასტრო ერთეულად აქვს დარეგისტრირებული.რაც შეეხება ანაკლიას, აქ სახელმწიფოს ზღვაში 225 ჰექტარი აქვს დარეგისტრირებული [2 251 007 კვადრატული მეტრი].
საჯარო რეესტრის მონაცემებით, აღნიშნული ტერიტორია სახელმწიფოს 99 წლით შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურზე“ აქვს გადაცემული სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით.
აღნაგობის ხელშეკრულება 2023 წლის ოქტომბერშია დადებული. ამ კომპანიის 100 პროცენტ წილს სახელმწიფო ფლობს.
ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგური უნდა აშენდეს.
ზღვაში დარეგისტრირებული „ნაკვეთი“ ანაკლიასთან [მონიშნულია წითელი ფერით]„ანაკლიის საზღვაო ნავსადგური“ სახელმწიფომ 2023 წელს დააფუძნა. კომპანიამ უნდა უზრუნველყოფს საზღვაო ინფრასტუქტურის [ფსკერდაღრმავების, ტალღმტეხელის] პროექტირება და მშენებლობა ანაკლიაში.
ანაკლიაში პორტის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო.
მოგვიანებით „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულება შეუწყვიტეს.
ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის კერძო პარტნიორის შერჩევის ბოლო ეტაპზე ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმია გადასული.
ხელისუფლება აცხადებდა, რომ მასთან ხელშეკრულებას მალე გააფორმებდა, თუმცა, კონსორციუმი დღემდე კონკურსის გამარჯვებულადაც კი არ არის გამოცხადებული.
ამ კონსორციუმის წამყვანი კომპანია China Communications Construction Company Limited [CCCC] კი სანქცირებულია აშშ-ში.
ანაკლიაში 2026 წლის 26 აგვისტოს იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელი, პიტერ ანდრეოლი.
დღეს, 9 აპრილს, „ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები პოლიციისა და დაცვის კორდონით მივიდნენ, რუსი სამხედროების მიერ მოკლული საქართველოს მოქალაქეების მემორიალთან.
მათ დღესაც მოისმინეს შეძახილები – „მონა“, „რუსებო“, „ქვეყნის ინტერესების გამყიდველებო“, საქართველოს იმ მოქალაქეებისგან, რომლებიც ერთ წელზე მეტია პროტესტში იმყოფებიან და „ქართული ოცნების“ სახით, საქართველოში რუსული გავლენების გაძლიერებას ეწინააღმდეგებიან.
თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპული ადამიანების მემორიალთან, დღეს ორი ადამიანი დააკავეს, ერთს სცემეს, აქტივისტ ქალ მარიამ მეყანწიშვილს კი, რომელიც ტროტუარზე დგომის გამო სამჯერ დააკავა პოლიციამ, დღეს „ოცნების“ წევრი ბექა დავითულიანი ხელითაც შეეხო და გვერდზე მოიქნია.
მარიამის თქმით, „ქართული ოცნება“, რომელიც დღეს საბჭოთა რეჟიმის რეინკარნაციას წარმოადგენს საქართველოში, ძალის დემონსტრირების მიუხედავად, ვერ შეძლებს საქართველოს ეროვნული ინტერესების ჩახშობას.
„კუნთები ათამაშეს, მაგრამ რა აჩვენეს ამით? ის, რომ პოლიციის კორდონის გარეშე თავს ვერ ყოფენ საკუთარი სოროებიდან. მხოლოდ ამის დემონსტრირება მოხდა დღეს და გულწრფელად მეცოდებიან, რადგან ქვეყნის ხელისუფლება ჰგონიათ თავი და 40 პოლიციელის და პირადი დაცვის გარეშე ვერ გადაადგილდებიან. ეს არის მათი მთავარი მარცხი“, – ამბობს მარიამ მეყანწიშვილი, რომელსაც დღეს ბექა დავითულიანი ფიზიკურადაც კი შეეხო.
„ამათ რომ ვუყურებ, ერთი იგავი მახსენდება, მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენ და ის, გამიშვიო ცხვრები გამექცაო – ამბობდა. მათი 9 აპრილის მემორიალთან მოსვლა ფარისევლობაა, რადგან ეს ადამიანები ქვეყნის თავისუფლებას შეეწირნენ. დღეს კი, „ოცნება“ იმ ადამიანებს უსწორდება ფიზიკურად, ვინც ასევე იბრძვის საქართველოს თავისუფლებისთვის.
იყენებენ ყველა რესურს – ადმინისტრაციულს, ადამიანურს, ყველაფერზე წამსვლელი შავრაზმელებს და უსწორდებიან ქვეყნის ინტერესებისთვის მებრძოლ ადამიანებს.
არ მიკვირს, რომ ფიზიკურად შემეხნენ, რადგან ეს არის მათი სახე, ეს არის მათი მეთოდი. არც ეთიკა აქვთ, არც კულტურა, არც ქცევის ფორმა.
ადამიანი, რომელიც ჩვენი გადასახადებიდან 10 400 ლარს იღებს, ჩემზე, საქართველოს მოქალაქეზე ძალადობს. ამ დროს, პენსიონერებს წამლის ფული არ აქვთ. ხალხს ჯიბიდან ჰპარავენ ფულს და კორუფციაში არიან ჩაფლული.
აი, ასეთი ადამიანები არიან. თუმცა, როცა შავ საქმეებს გააკეთებინებენ, მათაც მოიშორებენ, ისევე როგორც მოიშორეს ღარიბაშვილი, გომელაური, ბურჭულაძე და სხვები“, – ამბობს მარიამ მეყანწიშვილი.
ის ამბობს, რომ ბექა დავითულიანს აუცილებლად უჩივლებს ფიზიკური ძალადობის გამო, რადგან „ოცნების“ ხელისუფლება ტროტუარზე დგომის გამო უშვებს ადამიანებს ციხეში.
„არა, არ უნდა შერჩეთ არცერთი წამით, მაშინ, როცა სილის შემორტყმის გამო ჰყავთ მზია ციხეში. ჩემზე ფაქტობრივად იძალადა დღეს დავითულიანმა, მაგრამ პოლიციას არანაირი სამართლებრივი რეაგირება არ ჰქონია ამაზე. მაშინ, როცა, ადამიანია ადმინისტრაციული მუხლით დააკავეს ივანიშვილის ხსენების გამო. აუცილებლად დავწერ საჩივარს დავითულიანის წინააღმდეგ, ვალდებულები არიან, რეაგირება მოახდინონ.
იქ იყვნენ „ოცნების“ მხარდამჭერებიც, რამდენიმე ხანშიშესული ქალი და როდესაც ყაველაშვილის და სხვა მოღალატეების მემორიალთან მისვლა გავაპროტესტე, ერთი ქალი უკნიდან მომეპარა და თმაში მწვდა, მეორე ქალი კი პირზე მაფარებდა ხელს. ამათთვის ეროვნული ღირებულებები უცხო სიტყვაა და მოვა დრო, როცა აუცილებლად ინანებენ, რაც ჩაიდინეს.
მოქალაქე, რომელსაც 9 აპრილს, რუსთაველზე, ფიზიკურად გაუსწორდა „ოცნების“ მხარდამჭერი
ამ ქვეყნისთვის თავისუფლების წართმევა არ გამოუვიდათ საბჭოთა კავშირში, არ გამოუვიდათ კომუნისტებს, არ გამოუვიდა ჩვენი ქვეყნის არცერთ მტერს, არ გამოუვიდათ შიდა გამყიდველებს, მოღალატეებს, ვის რეინკარნაციასაც წარმოადგენს ახლა „ოცნების“ გუნდი. ესენი რუსულ გავლენას ატარებენ ამ ქვეყანაში და იმედი მაქვს, დასრულდებიან პოლიტიკურ სანაგვეზე.
ამიტომ, 9 აპრილის მემორიალთან მათი მისვლა შეურაცხყოფაა გმირთა სულების, რადგან ეს ადამიანები შეიწირა რუსულმა ოკუპაციამ“, – ამბობს მარიამ მეყანწიშვილი.
9 აპრილის მემორიალთან მოქალაქე ივანიშვილის ხსენების გამო დააკავეს.
ზვიად რატიანმა თქვა ერთხელ, რომ 9 აპრილის შემდეგ, სულ ცხრა აპრილია საქართველოში და აღარ დადგა 10 აპრილი. თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს, ელოდებით 10 აპრილის დადგომას, ანუ საქართველოს საბოლოო გათავისუფლებას რუსეთისგან? – ვკითხეთ მარიამს.
მისი თქმით, ამ დღის გათენება მხოლოდ ქართველი ხალხის ბრძოლაზე არ არის დამოკიდებული და თავს გავლენას ახდენს გეოპოლიტიკური ცვლილებები.
„როცა უკრაინა გაიმარჯვებს რუსეთზე, აუცილებლად საქართველოშიც დამარცხდება რუსეთი. ვფიქრობ, ეს პროცესები ერთმანეთზეა მიბმული, მაგრამ ჩვენი ყოველდღიური ბრძოლა მაინც დიდი შინაარსის მატარებელია, რადგან როგორც მერაბ კოსტავამ თქვა, თუ შეწყვეტ თავისუფლებისთვის ბრძოლას, აუცილებლად დაკარგავო.
ამიტომ გრძელდება ჩვენი ბრძოლაც რუსული იმპერიის წინააღმდეგ და არ ნებდება ქართველი ხალხი, მიუხედავად ჩვენი მცირერიცხოვნობისა.
თუმცა, მცირერიცხოვნობაშიც დაუმარცხებიათ ჩვენ მეფეებს მტერი და შეუნარჩუნებიათ ქართველი ერის თვითმყოფადობა. შესაბამისად, მაგალითი ჩვენი წინაპრებისგან უნდა ავიღოთ და თუნდაც საკუთარი სიცოცხლის ფასად, დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები.
გათენდება თუ არა 10 აპრილი, ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, ჩვენ ყოველთვის უნდა დავიცვათ თავისუფლება და შვილებსაც ვასწავლოთ თავისუფლებისთვის ბრძოლა“, – ამბობს მარიამ მეყანწიშვილი.
____________________
მთავარი ფოტო: ბექა დავითულიანი ხელით ეხება მარიამ მეყანწიშვილს.