ბათუმის საკრებულოს წევრის ოჯახთან დაკავშირებულმა კომპანიამ 2021-2025 წლებში 3 მილიონ 848 ათას 985 ლარის ჯამური ღირებულების 14 ტენდერი მოიგო.
შპს „კომპასი ჯ.კ“-მ რამდენიმე ტენდერი მანამდეც მოიგო, ვიდრე გიორგი ლომთათიძე ბათუმის საკრებულოს წევრი გახდებოდა. 2019-2021 წლებში კომპანიამ მხოლოდ 762 432 ლარი მიიღო. ბოლო 7 წლის მანძილზე კი ტენდერიდან შპს „კომპასი ჯ.კ“-ს შემოსავალმა ჯამში 4 614 417 ლარი შეადგინა.
საკრებულოს წევრის ოჯახთან დაკავშირებული კომპანიის შემოსავლებზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ გამოაქვეყნა.
გიორგი ლომთათიძე, 2021 წლიდან დღემდე, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია „ქართული ოცნებიდან“ – დეპუტატობის პერიოდში, 2021-2025 წლებში მის ოჯახთან დაკავშირებულმა კომპანიამ, „კომპასი ჯ.კ“-მ 3 848 985 ლარის ჯამური ღირებულების 14 ტენდერი მოიგო.
შპს „კომპასი ჯ.კ“-ს 100% წილის მფლობელი და დირექტორი გიორგი ლომთათიძის დის მეუღლე, გიორგი ხელაძეა.
თავდაპირველად ამ კომპანიას გიორგი ლომთათიძის და, ეკატერინე ლომთათიძე ფლობდა, შემდეგ – გიორგი ლომთათიძის მამა, დამირ ლომთათიძე, რომელმაც 2019 წლის 18 თებერვალს კომპანიის 100% წილი უსასყიდლოდ გადასცა თავის სიძეს, გიორგი ხელაძეს. ეს კომპანია მონაწილეობს მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერებში.
1 მილიონ 084 272 ლარის ჯამური ღირებულების 3 ტენდერი (NAT260001302, NAT250016580 და NAT240017814) შპს „კომპასი ჯ.კ“-მ ბათუმის მუნიციპალიტეტის დაფუძნებული იურიდიული პირებისგან მიიღო.
ამ იურიდიული პირების და, მთლიანად მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოების, კონტროლი გიორგი ლომთათიძის, როგორც საკრებულოს წევრის ვალდებულებაა, რაც სერიოზულ კითხვებს აჩენს ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებით.
მოქმედი კანონმდებლობის დარღვევა და ინტერესთა კონფლიქტის ნათელი გამოხატულებაა ის ფაქტი, რომ შპს „კომპასი ჯ.კ“-მ ასევე მოიგო სსიპ „ბათუმის ბულვარის“ მიერ გამოცხადებული 420 878 ლარის ჯამური ღირებულების 2 ტენდერი (NAT250001679 და NAT230006457) და ამ დროს „ბათუმის ბულვარის“ დირექტორის მოადგილე და სატენდერო კომისიის წევრი გიორგი ლომთათიძის მეუღლე, სოფიკო გუჯაბიძე იყო.
მეტიც, სოფიკო გუჯაბიძემ ორივეშემთხვევაში შესაბამის დოკუმენტებზე ხელმოწერით დააფიქსირა პოზიცია, რომ მას და შპს „კომპასი ჯ.კ“-ს ინტერესთა კონფლიქტი არ გააჩნიათ. სოფიკო გუჯაბიძე 2015-2018 წლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი იყო.
„პატარა, ოდნავ განათებული საკნისკენ მიმითითა დაგათვალიერებ და წავიდეთო. მეგონა ზედაპირულ დათვალიერებას გულისხმობდა, თუმცა სრულად გაშიშვლება ახსენა.
ჩავეძიე – კი ყველაფერი უნდა გაიხადო, საცვალიცო,“- მოქალაქე მარიამ მელიქიშვილი აღწერს თუ როგორ მოექცა ქალი პოლიციელი, რომელსაც მისი იზოლატორში გადაყვანა უნდა უზრუნველეყო.
მარიამ მელიქიშვილი ტროტუარზე დგომის გამო 27 მარტს, 2-დღიან პატიმრობაში გაუშვეს.
იმ დღეს, ტროტუარზე დგომის გამო, პატიმრობა სხვა მოქალაქეებსაც შეუფარდეს.
დაკავების შემდეგ გაშიშვლებასა და ე.წ. ბუქნების გაკეთების იძულებაზე არაერთმა მოქალაქემ ისაუბრა.
თუმცა, როგორც ადამიანის უფლებადამცველები აცხადებენ, ამგვარი პრაქტიკა სცდება კანონით დადგენილ ნორმებს და უტოლდება წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას.
პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ იზოლატორში გაშიშვლების პრაქტიკაზე ვრცელი ფეისბუქ პოსტი გამოაქვეყნა მარიამ მელიქიშვილმა.
„სასამართლოს დარბაზიდან დროებითი მოთავსების საკანში ჩამიყვანეს მანდატურებმა.
ყველა დეტალის შემჩნევა და დამახსოვრება მინდოდა, – რკინის ნაცრისფერი გისოსების, კარებების და პირქუში კედლების, საკნების წინ მსხდომი თანამშრომლების გამომეტყველების.
როცა თვალს ვუსწორებდი მინდოდა ამომეკითხა გაკვირვება მათ სახეზე – „ამ გოგოს აქ რა უნდა“.
ნივთების აღწერას და ოქმის გაჭირვებით შედგენას რომ მორჩნენ, ორი პოლიციელი ჩამოვიდა ჩემს წასაყვანად, ლანა სულამანიძე კევს ღეჭავდა გამალებით, დიდად არ აინტერესებდა ვის მოაკითხა, ოქმზე ხელი მოაწერა და ჩემი გეგმა, რომ მათთან კარგი ნაცნობობა შემენარჩუნებინა, რამდენიმე წუთში ნაწილებად ჩამოშალა.
პატარა, ოდნავ განათებული საკნისკენ მიმითითა დაგათვალიერებ და წავიდეთო. მეგონა ზედაპირულ დათვალიერებას გულისხმობდა, თუმცა სრულად გაშიშვლება ახსენა. ჩავეძიე, კი ყველაფერი უნდა გაიხადო, საცვალიცო. ავიჭერი, თუმცა უცებ როგორც შევძელი თავი ხელში ავიყვანე და მტკიცედ ვუთხარი უარი.
ეს პროცესი რამდენიმე წუთი გაიწელა. (სავარაუდოდ) ასაკით ჩემზე პატარა პოლიციელი LA Na სულამანიძე კარგა ხანი დაჟინებით ცდილობდა პატარა ბნელ საკანში მის თვალწინ გამეხადა, თუ გამტეხავდა და გავიხდიდი ბუქნების გაკეთებასაც მომთხოვდა, თუმცა საბედნიეროდ ძალიან კარგად ვიცოდი რისი უფლება ჰქონდა ლანას და რისი მე.
ვიდგეთ მაშინ აქ ვერ წაგიყვან ისეო, ვიდგეთ-მეთქი. არასდროს, ცხოვრებაში არასდროს მახსოვს ჩემი თავი ასეთი მტკიცე. ლანამ ისიც მითხრა აქ თუ არ გაიხდი გურჯაანში კაცები დაგხვდებიან და იმათთან მოგიწევს გაშიშვლებაო. საბოლოოდ ჩემი გავიტანე და მე და ლანამ ალეწილი სახეებით დავტოვეთ შენობა.
სასამართლოს ეზოში ოჯახი და მეგობრები მელოდებოდნენ გამამხნევა მათმა დანახვამ, თუმცა უკვე სრულიად მოშლილი ვიყავი, ენერგია გამომაცალა ჩხუბმა და გურჯაანამდე თავის ძლიერი ტკივილით ვიმგზავრე ჩემს ეკიპაჟზე გაბუტულმა.
იზოლატორში გვიან შემასახლეს, უკვე ბნელოდა. ეკა და ოლიკო ჩამოვიდნენ და გარეთ ველოდით ყველა სანამ შემიყვანდნენ. იქ კარგი ხალხი დამხვდა, თავაზიანად მიმიღეს, ყველა საჭირო პროცედურა წესების დაცვით გამატარეს და შემიძღვნენ საკანში.
პირველი რაც შევამჩნიე კარიანი ტუალეტი იყო და გამიხარდა, მაგრამ თვითონ საკნის რკინის კარი რომ მომიხურეს და ურდულიც გაჯახუნდა მანდ მივხვდი, რომ კიდევ რაღაც ახალი უნარი აღმომაჩენინა ჩემს თავში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ.
ორ დღეში ორჯერ ვისარგებლე სეირნობის უფლებით, მაღალი კედლებით ამოყვანილ უჭერო სივრცეში. წიგნმა, თანამესაკნესთან საუბარმა და ექიმთან შევლამ გადამაგორებინა საუკუნედ გადაწელილი საათები. გურჯაანელი ბადრაგები პატივისცემით გვექცეოდნენ “სამართალდამრღვევ” გოგოებს და სადღაც გულის სიღრმეში იმედი მაქვს ოჯახის წევრებთან მაინც მიიტანდნენ ამ აბსურდულ ამბავს.
წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) განმარტებით, სრული შემოწმების დროს, პირს არ უნდა მოეთხოვებოდეს სხეულის სხვადასხვა ნაწილის ერთდროულად გაშიშვლება.
შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების თანახმად, პირადი დათვალიერების დროს დაუშვებელია შესამოწმებელი პირის სრული გაშიშვლება.
ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ სახალხო დამცველის 2022 წლის ანგარიშის საპასუხოდ, სადაც ადამიანების სრულად გაშიშვლების პრობლემაზე იყო საუბარი, საქართველოს პარლამენტმა 2023 წელს დადგენილება მიიღო და აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტი იზიარებს საქართველოს სახალხო დამცველის შესაბამის რეკომენდაციებს და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სთხოვს “გააძლიეროს პენიტენციური დაწესებულებების დებულებების იმ ნორმების აღსრულების მონიტორინგი, რომლებიც პატიმრის სრული შემოწმებისას მისი სხეულის სხვადასხვა ნაწილის ერთდროულად გაშიშვლების საკითხს არეგულირებს”.
ჩხრეკის უკანონო და დამამცირებელ პრაქტიკად არის შეფასებული Amnesty International-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში სხეულის სრული გაშიშვლების იძულება.
სრულად გაშიშვლების თაობაზე არაერთი დარღვევა აქვს დადგენილი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, სადაც განმარტავს, რომ კონკრეტულ შემთხვევებში, როდესაც, მით უმეტეს, გაშიშვლებას, თან ახლავს დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი ქცევა, ასეთი ქცევა არღვევს კონვენციის მე-3 მუხლს, რომლითაც აკრძალულია წამება, არაადამიანური თუ დამამცირებელი მოპყრობა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 31 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 297 670 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +970. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
ტანკი – 11 826 ერთეული [+2]
ჯავშანტექნიკა – 24 324 ერთეული [+7]
საარტილერიო სისტემა – 39 110 ერთეული [+61]
MLRS – 1 709 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 338 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 350 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 208 827 ერთეული [+2 296]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 491 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 86 359 ერთეული [+199]
სპეცტექნიკა – 4 105 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
670 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
პირველი აპრილიდან საქართველოში დენის ტარიფი მოსახლეობისთვის 5 თეთრით გაძვირდება. კომერციულ სექტორში დენის ტარიფი 4-6 თეთრით მოიმატებს. დენის ახალი ტარიფი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ [სემეკ] დღეს, 30 მარტს, დაადგინა.
რამდენად დასაბუთებულია სემეკის გადაწყვეტილება დენის ტარიფის გაზრდაზე და რაზე აისახება გაზრდილი ტარიფი, პირველ რიგში? – „ბათუმელები“ ამ თემაზე ეკონომისტ აკაკი ცომაიას და ფინანსისტ ნიკოლოზ შურღაიას ესაუბრა:
ეკონომისტ აკაკი ცომაიას ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ დენის ტარიფის გაზრდა პირდაპირ აისახება სურსათის, განსაკუთრებით კი, პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტების ფასზე:
„ტარიფის გაძვირებას ეკონომისტები უწოდებენ „მიწოდების შოკს“. ეს ნიშნავს, რომ ფირმებს, კომპანიებს, ორგანიზაციებს – აბსოლუტურად ყველას, საწარმოო დანახარჯები გაეზრდებათ, იმიტომ, რომ ელექტროენერგიის ტარიფი ყველა წარმოებაში არის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი, რაც პროდუქციის თვითღირებულებას აბალანსებს. დანახარჯების გაზრდა ავტომატურად უბიძგებს ყველა ორგანიზაციას, რომ მათ გარკვეული გავლენა მოახდინონ ფასებზე, ანუ ექნებათ მოტივაცია, რომ გაზარდონ ფასები.
აკაკი ცომაია
ფასების ზრდა დამოკიდებულია თავად ორგანიზაციებზე — შეამცირებენ საკუთარ მოგებას და მოგების შემცირების ხარჯზე გადაიტანენ ამ ზრდას, თუ გადაიტანენ მომხმარებელზე? როგორც წესი, ნაწილობრივ გადააქვთ მომხმარებელზე და ნაწილობრივ თვითონ იღებენ ამაზე პასუხისმგებლობას.
ეს დამოკიდებულია თავად პროდუქციის ხასიათსა და მის ელასტიურობაზე – თუ მომხმარებელი მნიშვნელოვნად შეამცირებს კონკრეტული პროდუქტის ყიდვას, როდესაც ფასი იზრდება, მაშინ მწარმოებელი იძულებულია, თავის თავზე აიღოს რისკი. ხოლო თუ საუბარია პროდუქტზე, რომელზეც არ ცვლის მომხმარებელი მნიშვნელოვნად თავის გადაწყვეტილებას, როდესაც ფასი იზრდება, მაგალითად, ეს შეიძლება იყოს სასურსათო პროდუქცია, ასევე, თამბაქო ან რაღაც ამდაგვარი, მაშინ უფრო მეტად მწარმოებელი ამ რისკს გადაიტანს ხოლმე მომხმარებელზე.
რეალურად რა და როგორ გაიზრდება, ამის პროგნოზირება რთულია. ძალიან ბევრ კომპანიას ექნება მისაღები ეს გადაწყვეტილება… ალბათობა დიდია, რომ ფასები კიდევ უფრო გაიზარდოს სურსათზე, რადგან სასურსათო პროდუქტი არის სწორედ ის პროდუქტი, რომელზეც ფასების ზრდისას მომხმარებელი თავის ქცევას ვერ ცვლის, ანუ ვერ ამცირებს მოხმარების რაოდენობას მნიშვნელოვნად, რომ ამით მწარმოებელზე მოახდინოს გავლენა,“ – უთხრა აკაკი ცომაიამ „ბათუმელებს“.
„დღევანდელი ტარიფების ზრდა ეკონომიკურად აუცილებელია, მაგრამ პოლიტიკურად — დანაშაულის ადეკვატურია,“ – თავის დასკვნას გვიზიარებს ფინანსისტი ნიკოლოზ შუარღაია.
რატომ იყო აუცილებელი დენის ტარიფის გაზრდა?
„ის აუცილებელია, რადგან ინვესტიციების წლობით გადავადებამ, ენერგეტიკასთან დაკავშირებული ნებართვების კორუფციამ, პოლიტიკურად დაკავშირებული შუამავლების მეშვეობით რუსეთსა და აზერბაიჯანზე მზარდმა იმპორტის დამოკიდებულებამ და ინფრასტრუქტურის გაუარესებამ სტრუქტურული პრობლემები შექმნა. „ქართული ოცნების“ მთავრობაა პასუხისმგებელი ამ კრიზისის შექმნასა და გაღრმავებაზე.
მოქალაქეები ვიმსახურებთ სრულ ანგარიშს: ტარიფების ზრდის რა ნაწილი ასახავს ინფრასტრუქტურის ნამდვილ ხარჯებს; რა ნაწილი ასახავს პოლიტიკურად დაკავშირებული ოფშორული სტრუქტურებისთვის გათვლილი შუამავლების სარგოებით გაბერილ რუსულ და აზერბაიჯანულ იმპორტის ფასებს; რა ნაწილი ასახავს ენერგეტიკული პროექტების ნებართვებში კორუფციის დაგროვილ ფასს? რეგულატორის განმარტება, რომ ეს „დაბალანსებული გადაწყვეტილებაა“, ტექნიკურად დასაბუთებადია იზოლირებულად — თუმცა პოლიტიკურად ეს სისტემის გამართლებაა, რომელიც მიზანმიმართულად ანიჭებდა უპირატესობას ხელისუფლებასთან დაკავშირებულ ინტერესებს და უგულებელყოფდა ქვეყნისა და მომხმარებლების საჭიროებებს,“ – მიიჩნევს ნიკოლოზ შურღაია.
ნიკოლოზ შურღაია
დავით ნარმანიას განმარტებით, დენის ტარიფის გაზრდა უკავშირდება გაზრდილ მოხმარებას და შესასყიდი ელექტროენერგიის ფასს, ასევე ინვესტიციებს ამ სექტორში. მაგალითად, 5 წლის განმავლობაში „ენერგო-პრო ჯორჯია“ აპირებს, რომ დახარჯოს 1 მილიარდი ლარი ენერო ინფრასტრუქტურაში, „თელასი“ კი, დახარჯავს 400 მილიონს.
„ელექტროენერგიის ტარიფი რომ დაბალი არის, ეს გამოჩნდა ამ სექტორში არსებულ საწარმოთა მოგებებში — ინდუსტრიებში, რომლებიც ქმნიან ელექტროენერგიას. ზარალზე მუშაობდა ბევრი კომპანია, მათ შორის. შემდეგ ჩამოაწერეს დავალიანება, რადგან დიდი ოდენობით დავალიანება დაუგროვდათ. ეს უკვე მიმანიშნებელია იმის, რომ ტარიფი არ ასახავდა, ასე ვთქვათ, რეალობას.
რამ განაპირობა ეს ფაქტორი – ცალკე თემაა. ბევრი მიზეზი შეიძლება არსებობდეს, მათ შორის, საუბრობენ იმაზეც, რომ, მაგალითად, კრიპტოვალუტის მაინინგს ვინც ეწევა, ისინი რეალურად ელექტროენერგიის საფასურს არ იხდიან… თუ არ გადაიხდი ელექტროენერგიის საფასურს და მაინინგის შემთხვევაში ძალიან მაღალია ელექტროენერგიის დანახარჯები, ეს ხარჯი ვიღაცამ უნდა დაფაროს.
სვანეთში, აფხაზეთში იხდიან ელექტროენერგიის საფასურს? თუ არ იხდიან, ესე იგი, ესეც დანარჩენმა მოსახლეობამ უნდა დაფაროს,“ – განმარტავს „ბათუმელებთან“ საუბრისას ეკონომისტი აკაკი ცომაია.
ფინანსისტი ნიკოლოზ შურღაია ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ სურსათზე ფასების გაზრდა პირველ რიგში ყველაზე დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანების ცხოვრებაზე აისახება:
„2026 წლის თებერვალში საქართველოს ინფლაციის ჯამური მაჩვენებელი 4.6% იყო, სასურსათო ინფლაცია კი 9.5%-ს შეადგენდა. სასურსათო პროდუქტები და უალკოჰოლო სასმელები CPI [სამომხმარებლო ფასების ინდექსი]-ის კალათის 31.1%-ს, ხოლო საბინაო და კომუნალური მომსახურება 8.2%-ს ფარავს.
17–33-პროცენტიანი ტარიფების ზრდა CPI-ს სავარაუდოდ 0.5–1.5 პროცენტული პუნქტით გაზრდის პირდაპირი კომუნალური გადასახადებისა და სასურსათო ჯაჭვის, ცივი შენახვის, ტრანსპორტისა და სასურსათო გადამუშავების წარმოების ხარჯების მეშვეობით.
33%-იანი ზრდა ყველაზე მეტად ეხება 0–101 კვტ.სთ სეგმენტს — ყველაზე დაბალი მოხმარების, ჩვეულებრივ ყველაზე დაბალი შემოსავლის მქონე შინამეურნეობებს — სამიზნე კომპენსაციის გამოცხადების გარეშე.
მცირე ბიზნესი ელოდება კომერციული ტარიფის 18%-იან ზრდას, რომელიც ახლო აღმოსავლეთის არასტაბილურობით განპირობებული საწვავის გაძვირებასთან ერთდროულად ვითარდება,“ – აღნიშნავს ნიკოლოზ შურღაია.
ფინანსისტი აქცენტს აკეთებს OCCRP-ის ჟურნალისტურ გამოძიებაზე, რომლის მიხედვითაც, 2016 წლიდან საქართველო აზერბაიჯანულ დენს პირდაპირ კი არ ყიდულობს, არამედ ფულს საიდუმლო შუამავალ კომპანიებს უხდის. ეს კომპანიები რეგისტრირებულნი არიან ოფშორულ ზონებში [ბელიზსა და არაბთა საამიროებში], რაც იმას ნიშნავს, რომ პროცესი გაუმჭვირვალეა და სახელმწიფოებს შორის პირდაპირი ანგარიშსწორების ნაცვლად, ფული გაურკვეველი მფლობელების ხელში გადის.
„ასეთ მძიმე დარტყმას არ მივიღებდით, რომ არა: „ქართული ოცნების“ კაბინეტის კორუფცია, ძალიან საეჭვო შუამავლობა იმპორტის კონტრაქტებში, ენერგოგენერაციის განვითარების დანაშაულებრივი შეფერხება და იმპორტზე და რუსეთზე დამოკიდებულების გაღრმავება, პოპულისტური გადავადებები და სხვა.
რა შედეგი ექნება? – საყოფაცხოვრებო ტარიფის 33% ზრდა სავარაუდოდ დაბალი შემოსავლების მქონე მოსახლეობისთვის ძალიან მძიმეა. სხვა საყოფაცხოვრებო ჯგუფების და მცირე ბიზნესის ტარიფების 18-26% ზრდაც მძიმეა და პირდაპირი ეფექტის გარდა გაზრდის ისედაც მაღალ ფასებს [ინფლაციას]“, – ამბობს ნიკოლოზ შურღაია.
რა შეიძლება გაეკეთებია პასუხისმგებლიან ხელისუფლებას?
„ტარიფების თანდათანობითი კორექტირება; შუამავლების ნაცვლად, სახელმწიფოებს შორის ელექტროენერგიის პირდაპირი შესყიდვა; სრული გამჭვირვალობა რუსეთთან ენერგეტიკულ კონტრაქტებში; გენერაციაში ინვესტიცირების გამჭვირვალე გეგმები; განახლებადი ენერგიის განვითარების დაჩქარება; გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება ენერგეტიკულ ნებართვებში; ყველაზე დაბალშემოსავლიანი ჯგუფების სოციალური დახმარება,“ – მიიჩნევს ფინანსისტი ნიკოლოზ შურღაია.
„ღვინის კანონში“ დაგეგმილი ცვლილებები უკვე ძალაშია. ამ კანონის პირველი მუხლის მეორე პუნქტი კი პირველი მაისიდან ამოქმედდება.
აღნიშნული მუხლი სამეწარმეო ვენახის გაშენებას შეეხება. ცვლილების მიხედვით, სამეწარმეო ვენახის გაშენება მხოლოდ სააგენტოს ნებართვითაა შესაძლებელი და მხოლოდ ნებადართული ვაზის ჯიშებისგან. ვენახის გაშენების წესს კი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამტკიცებს. წესი ჯერ დამტკიცებული არ არის, თუმცა ახალი რეგულაციები ვრცელდება მცირე ზომის, საოჯახო მეურნეობებზეც.
ამის შესახებ წერდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოც“, რომელიც მიიჩნევს, რომ „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები კორუფციის რისკებს ზრდის და მცირე მარნების თვითნებურად შევიწროების დამატებით საფრთხეებს აჩენს.
რა საფრთხეებია ეს და რა ზიანი შეიძლება მიაყენოს საოჯახო მარნებს დაგეგმილმა რეგულაციებმა? – ამ თემაზე „ბათუმელები“ მეღვინეს, საოჯახო მარნის მფლობელს, ანდრო ბარნოვს ესაუბრა.
ბატონო ანდრო, როგორც ვიცით, თქვენც აწარმოებთ ღვინოს, გაქვთ საოჯახო მეურნეობა. თქვენ თუ ხედავთ საფრთხეებს როგორც მეღვინე, რა ტიპის რეგულაციებში შეიძლება მოგაქციოთ „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულმა ახალმა რეგულაციებმა და რა საფრთხეებია ეს, რომ აგვიხსნათ?
ის, რომ სახელმწიფოს თანხმობა სჭირდება მეწარმეს ვენახის გასაშენებლად, არის მავნებლობა საქართველოს მეღვინეობის მიმართ. მხოლოდ დიდ, ინდუსტრიულ წარმოებებზე რომ იყოს ლაპარაკი, შეიძლება გაიგოს ადამიანმა, მაგრამ ჩვენი, როგორც პატარა ქვეყნის ნიშა, არის სწორედ ეს – საოცრად მრავალფეროვანი ღვინოები.
ღვინის წარმოებაში ყველაზე მეტად რაც ფასობს, ეს არის ტერუარი, ანუ ის ადგილმდებარეობა, სადაც არის გაშენებული ვენახი. ამ ნიადაგის დახრილობა, ექსპოზიცია მზის მიმართ, მზის რაოდენობა, ნალექის რაოდენობა, კლიმატი და ყველაფერ ამის ერთობლიობა.
როდესაც სახელმწიფო აცხადებს – „მე უნდა გადავწყვიტო სად შეიძლება გააშენო ვენახი“, ამით გეუბნება, რომ ის არის ყველაზე ჭკვიანი, იცის მიწის ყველა ნაგლეჯი რა პოტენციალისაა და სხვამ არაფერი არ იცის. ეს არის ტყუილი, სრული სისულელე და პირდაპირი მავნებლობა, რომელიც აფერხებს მეღვინეობის განვითარებას.
ანდრო ბარნოვი მარანში
ჩვენი ნიშაა, რომ, ვიყოთ ტერუარების მხრივაც მრავალფეროვანი, რადგან გვაქვს ამის პოტენციალი. ეს საკანონმდებლო ცვლილებები კი ამ პოტენციალს ურტყამს.
ეს უპატივცემულობაა იმ საქმისადმი, რასაც მეღვინეები ვემსახურებით.
როცა რუსეთმა ემბარგო დააწესა ქართულ ღვინოზე, ამბობენ, რომ ამის შემდეგ უფრო მეტად გაიზარდა ქართული ღვინის ხარისხი სწორედ საოჯახო მეურნეობების ხარჯზე და დაიწყო ახალი ბაზრების მოძიებაც. კერძო პირი, რომელიც საკუთარ ფინანსებს დებს ამ ვენახების გაშენებაში, ალბათ ყველაზე მეტად ფიქრობს ღვინის ხარისხზეც, ამიტომ, თქვენი აზრით, რატომ ჩათვალა სახელმწიფომ, რომ თავად უკეთესად შეუძლია ამ პროცესის კონტროლი?
რა სახელმწიფოს საქმეა ამის კონტროლი? რომელიმე მეწარმე თუ ვერ აწარმოებს ისეთ პროდუქტს, რომელიც ბაზარზე მოთხოვნით ისარგებლებს, წააგებს და თავისივე თავის მტერი იქნება, ხომ?!
როგორ შეიძლება ვინმემ დაიჯეროს, რომ ჩემზე მეტად ნერვიულობს ჩემს ვენახზე ვიღაც ჩინოვნიკი, რომელსაც ცხოვრებაში არც ჩემი ვენახი უნახავს, არც ჩემი მიწა და არც მიცნობს საერთოდ.
მაშინ რა არის ამ კონტროლის დაწესების მოტივი, როგორ ფიქრობთ?
ეს არის ღრმა იდიოტიზმი, რომელიც ძალიან ფესვგადგმულია დღევანდელ სახელმწიფო სტრუქტურებში. არ იციან რა აკეთონ და რაღაც სისულელეებს იგონებენ. ან უფრო უარესი, – წინასწარგანზრახული მავნებლობა. სხვა რა უნდა დაარქვა ამას?
„ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების საკმაოდ დიდი ნაწილი ფლობს ვენახებს. სხვათა შორის, ღარიბაშვილის ოჯახსაც ღვინის ბიზნესი ჰქონდა, სხვა მაღალჩინოსნებიც ფლობენ ვენახებს. ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ რეგულაციებით კონკურენტებს იშორებენ?
ამ ყველაფრის მთელი კომიზმი და ტრაგიზმი სინამდვილეში ის არის, რომ შეხებაში არ არის ეს ორი სფერო (საოჯახო მეურნეობები და ღვინის დიდი საწარმოები) ერთმანეთთან.
მთელი საოჯახო მარნები რომ ავიღოთ საქართველოში, ერთი კომპანიის მეათედიც კი შეიძლება ვერ აწარმოონ ყველამ ჯამში. რომელ კონკურენციაზეა ლაპარაკი. აი, ამ პატარა მწარმოებლებს რას ერჩიან, მართლა გაუგებარია.
აქ არ არის დიდ შემოსავლებზე საუბარი. მცირე მარნების შემოსავალი იმდენია, რომ შეიძლება თავს ინახავდეს და არა ის, რომ ვიღაც დიდ დანაზოგს ქმნის და მდიდრდება. ვიღაცისთვის ეს ცხოვრების წესია, მოსწონთ, მათთვის სასიამოვნო და საინტერესო პროდუქტს ქმნიან, რომლითაც ქვეყანაც მიდის წინ.
მაშინ რა სარგებელი შეიძლება მიიღოს ამ აკრძალვებით სახელმწიფომ? დასავლეთში გააქვთ ხოლმე მცირე მეწარმეებს საოჯახო ღვინოები და ამის შემცირება უნდათ?
მაშინ პირდაპირ უნდა აკრძალონ, სხვანაირად როგორ უნდა შეუშალონ ხელი? ვისაც აქვს ვენახი და რაღაცას აწარმოებს, ის გააგრძელებს ისევ გატანას. მაშინ აკრძალონ მთლიანად ვაჭრობა. მოვიდნენ, დაგვადგნენ თოფებით და დაგვიხურონ ყველაფერი. არანაირი პოზიტიური ლოგიკა აქ არ არის. ეს არის სრული სისულელე.
მე შემიძლია მთელი რიგი საკითხები ჩამოგითვალოთ, რაც სინამდვილეში არის გასაკეთებელი და არ აკეთებენ.
რომელი საკითხებია, იქნებ ჩამოთვალოთ?
პირველ რიგში ის, რომ როცა ადამიანი აშენებს ვენახს, უნდა რაღაც ჯიშის ვაზი დარგოს, ხომ?! ან გურული მწვანე, ან რქაწითელი, მაგალითად, და წარმოიდგინეთ, არ არსებობს ისეთი სანერგე, სერტიფიცირებული, სადაც შეიძენს მევენახე იმ ჯიშებს, რომელიც სურს.
ახლა ძირითადად ისეთი სანერგეებია, არავინ იცის სინამდვილეში რომელი კლონის ნერგია იქ დამყნილი და რას ყიდულობ საბოლოო ჯამში. ეს ცოდნა უბრალოდ არ არსებობს და ამას უნდა კვლევა, ამ სანერგეებს სჭირდებათ სერტიფიცირება და ამაზეა სამუშაო, რომ მხოლოდ ჯანმრთელი და ძლიერი კლონები იყოს ბაზარზე.
ამ სანერგეების რეგულაცია არ იგეგმება ამ საკანონმდებლო ცვლილებით?
არ ვიცი ვრცელდება თუ არა, მაგრამ რომც არსებობდეს ასეთი სანერგეები, ისევ ჩემი გადასაწყვეტი უნდა იყოს, მე მეზობელთან გადავალ, იქ მოვჭრი ლერწს და იმას დავრგავ პირდაპირ, თუ სანერგედან მოვიტან ნერგს.
არ შეიძლება სახელმწიფო შემომიძვრეს საძინებელში და იქ გამიკონტროლოს რას ვაკეთებ. მეწარმე ნიშნავს იმას, რომ ის თავისუფალია თავის გადაწყვეტილებებში, თავის სტრატეგიაში.
არავის არაფერი უთხოვია სახელმწიფოსთვის, უბრალოდ, ხელს არ უნდა გვიშლიდნენ. ვშრომობთ ხალხი დღე და ღამე, ერთადერთი ის თხოვნა გვაქვს, რომ ხელს ნუ შეგვიშლიან.
თქვენ უკვე გაქვთ გაშენებული ვენახი და რაში შეიძლება შემოგედავონ ამ ცვლილებით?
რამდენადაც ვიცი, უკვე გაშენებულ ვენახებზე არ ვრცელდება ეს რეგულაციები.
ყველა ვენახში ვაზის რაღაც ნერგი ამოვარდება და ხომ უნდა მიხვიდე და რაღაც სხვა ნერგით ჩაანაცვლო და ამაზეც ნებართვები უნდა ავიღოთ?!
ამ დროს, ჩვენ ვვითარდებით, ძალიან მრავალფეროვანი ქვეყანა ვხვდებით მეღვინეობის თვალსაზრისით და ამათ უნდათ უნიფიცირება, რაღაც ჩარჩოებში მოქცევა.
დასვით ნებისმიერი მხატვარი და დაავალეთ, რომ დღე და ღამ მხოლოდ ერთი რაღაც ხატოს და რა გამოვა იმისგან. შემოქმედება ხომ აღარ იქნება ეს? დავხატავთ პლაკატებს, რომელიც მართლა არავის არ სჭირდება.
იქნებ ისეთი წარმოება უნდათ, ძირითადად რუსეთში გატანაზე რომ იყოს აქცენტი?
ვინ უშლით მერე, არ აკეთებენ ასეთს? აწარმოებენ ასეთ ღვინოს და გააქვთ კიდეც რუსეთში ბედნიერად.
„რატომ არ დაველოდეთ პროცედურებს და რატომ ვიჩქარეთ?
ტურისტული სეზონის, გაზაფხულის დღესასწაულების და მათ შორის, ბათუმობის მოახლოებულ დღესასწაულთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი იყო, რომ სამუშაოები დაწყებულიყო დროულად და დასრულებულიყო შესაბამისად დროულად,“ – დღეს, 30 მარტს, ასე განმარტა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან დავითაძემ მიზეზი, თუ რატომ დაიწყო საკრებულოს გვერდის ავლით ქუჩის რეაბილიტაცია ბათუმის მერიამ.
ბათუმის მერიამ მემედ აბაშიძის ქუჩის რეაბილიტაცია 16 მარტს ისე დაიწყო, რომ არც ტენდერი ჩაუტარებია და არც შესაბამისი ცვლილება შეუტანია ბათუმის საკრებულოს ქალაქის 2026 წლის ბიუჯეტში.
მას შემდეგ, რაც გასაჯაროვდა რეაბილიტაციის დაწყება ტენდერის გარეშე, ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ შეცვალა სხვა ქუჩებთან დაკავშირებით ადრე დადებული ხელშეკრულება და მასში მემედ აბაშიძის გამზირი ჩაამატა.
ცვლილების/მხარეთა შეთანხმების დოკუმენტი 20 მარტითაა დათარიღებული.
ამის პარალელურად ჩაინიშნა საკრებულოს სხდომა, რომელზეც დაიგეგმა ცვლილებების შეტანა 2026 წლის ბიუჯეტში.
ფაქტობრივად, ბათუმის მერიამ მემედ აბაშიძის გამზირზე ქვაფენილის აყრა ისე დაიწყო, ამის შესახებ წინასწარ არც ქალაქის მოსახლეობამ იცოდა და არც საკრებულომ.
30 მარტს გამართულ საკრებულოს სხდომაზე საკრებულომ ბიუჯეტში ცვლილება პოსტფაქტუმ შეიტანა.
ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩის რეაბილიტაციის უტენდეროდ დაწყებასთან დაკავშირებით, 30 მარტს გამართულ საკრებულოს სხდომაზე განმარტება გააკეთა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან დავითაძემ.
მისი თქმით, არსებობს შეკითხვები, რაზეც ბათუმის საკრებულოს პასუხი ასეთია:
„პირველი კითხვა მდგომარეობდა იმაში, რომ სამუშაოები მემედ აბაშიძის ქუჩისა თავიდანვე არ იყო პროექტში გათვალისწინებული და რატომ არ იყო გათვალისწინებული? აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თავდაპირველ პროექტში გათვალისწინებული იყო არსებული რესურსების ფარგლებში დამაკავშირებელი მოკლე მონაკვეთების რეაბილიტაცია.
რაც შეეხება მემედ აბაშიძის გამზირს, თავისი მასშტაბიდან გამომდინარე, ჩვენ დაგეგმილი გვქონდა, რომ ტურისტული სეზონის დასრულების შემდგომ მომხდარიყო სრული რეაბილიტაცია. ეს გულისხმობდა არა მარტო გზის სავალი ნაწილის გამოცვლას, არამედ – ტროტუარების, ველობილიკების, გარე განათების, გამწვანების ზოლის რეაბილიტაციას. აღნიშნული სამუშაოები საკმაოდ სოლიდურ თანხებს მოითხოვდა, შესაბამისი რესურსი არ იყო ბიუჯეტში, ამიტომ არ მოხდა მისი გათვალისწინება. ეს არის პასუხი, თუ რატომ არ იყო თავდაპირველ ეტაპზე გათვალისწინებული აღნიშნულ პროექტში.
მეორე კითხვა მდგომარეობდა იმაში, თუ თავიდან პროექტში არ იყო გათვალისწინებული, როგორ ჩაისვა და რის ხარჯზე ჩაისვა? უნდა აღინიშნოს, რომ სამუშაოების შემდგომ გამოიკვეთა მნიშვნელოვანი მომენტი – ეს არის რეციკლირების ნაწილი, რომელიც საპროექტო გადაწყვეტილებით იყო გათვალისწინებული.
რეციკლირება, საზოგადოებისთვის მინდა აღვნიშნო, გულისხმობს მიწის საფარის გამოცვლას და ახალი ინერტული მასალის შეტანას, რაც საკმაოდ შრომატევადია და დიდ ფინანსურ დანახარჯებთანაა დაკავშირებული. თუმცა, პროექტის მსვლელობისას გამოიკვეთა გარემოება, რომ გრუნტი, რომელზეც მიდიოდა სამუშაოები, იყო საკმაოდ მყარი. ეს დადასტურებულია შესაბამისი სპეციალისტების მიერ და შესაბამისად არ საჭიროებდა რეციკლირების გამოყენებას. ამიტომ ეს პარამეტრი ამოღებულ იქნა სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციიდან, დაზოგილი იქნა მნიშვნელოვანი საბიუჯეტო სახსრები – დაახლოებით საუბარია ნახევარ მილიონ ლარზე და შესაბამისად, პროექტის ავტორთან შეთანხმებით მოხდა აღნიშნული თანხების გამოყენება, რაც გულისხმობდა მემედ აბაშიძის გამზირზე გზის სავალი ნაწილის, ასე ვთქვათ, გამოცვლა-რეაბილიტაციას.
ლევან დავითაძე
შემდეგი შეკითხვა შეიძლება საზოგადოებაში არ დასმულა, თუმცა შეიძლება დაისვას, თუ რატომ გადაწყვიტა საპროექტომ რეციკლირება იმ შემთხვევაში, თუკი ეს იყო თავიდანვე გათვალისწინებული და რატომ არ გაკეთდა გეოლოგიური დასკვნა?
ვპასუხობთ, რომ რეციკლირება, ერთი მხრივ, ბუნებრივია, აძვირებს პროექტს, მაგრამ იყო მაქსიმალური გადაზღვევა საჭიროების შემთხვევაში. თუ საჭიროება დადგებოდა, ამ შემთხვევაში რეციკლირება განხორციელდებოდა, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში მოვხსნიდით და დავტოვებდით მას ეკონომიაში. ეს არის პასუხი ამასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება გეოლოგიური კვლევის ნაწილს, უნდა აღინიშნოს, რომ გეოლოგიური კვლევა და ნიმუშის აღება ხდება იქ, სადაც შენობა-ნაგებობის დადგმა ხორციელდება, ხოლო ხაზოვანი ნაგებობის შემთხვევაში, ამ შემთხვევაში გზის ნაწილში, მსგავსი რამ პრაქტიკაში არ არსებობს, შესაბამისად არ განხორციელებულა გეოლოგიური კვლევა.
მესამე შეკითხვა, რაც საზოგადოების მხრიდან ასევე დაისვა, ეს არის – გაიზარდა თუ არა სახელშეკრულებო ღირებულება და ხომ არ გაუარესდა ხარისხი აღნიშნულ პროექტში?
ვპასუხობთ მარტივად, რომ სახელშეკრულებო ღირებულება არ გაზრდილა, პროექტის ავტორთან შეთანხმებით გამოყენებულია ეკონომია მემედ აბაშიძის ქუჩის სამუშაოებისათვის, შედეგად ვიღებთ დამატებით რეაბილიტირებულ ქუჩას ისე, რომ ხარისხი არ გაუარესებულა.
და ბოლო შეკითხვა ეს იყო – რატომ არ დაველოდეთ პროცედურებს და რატომ ვიჩქარეთ? ვპასუხობთ, რომ ტურისტული სეზონის, გაზაფხულის დღესასწაულების და მათ შორის ბათუმობის მოახლოებულ დღესასწაულთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი იყო, რომ სამუშაოები დაწყებულიყო დროულად და დასრულებულიყო შესაბამისად დროულად,“ – განმარტა ლევან დავითაძემ.
რას ამბობს დოკუმენტები
15 ქუჩაზე გამოცხადებულ ტენდერთან დაკავშირებით, დავითაძის თქმით, „რეციკლირება იყო მაქსიმალური გადაზღვევა საჭიროების შემთხვევაში“, თუმცა საჭიროება არ დამდგარა და „ეს პარამეტრი ამოღებულ იქნა სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციიდან, დაზოგილი იქნა მნიშვნელოვანი საბიუჯეტო სახსრები – დაახლოებით საუბარია ნახევარ მილიონ ლარზე“.
მერიის სააგენტოსა და „ბონდი-2009“-ს შორის ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებით „გაუქმდა საფუძვლის სტაბილიზებული ფენა-ღორღი (ფრ.0-40მმ) (h-15სმ) კომპლექსური შემკვრელით, ცემენტი (4%) და ნაცარის (12%) დანამატით.“ ამ სამუშაოებისთვის ჯამში 697 769 ლარი იყო გათვალისწინებული.
აღსანიშნავია, რომ 2022 წელს ასევე „ბონდი-2009“-სთან გაფორმებული ხელშეკრულებით, ასეთი „მაქსიმალური დაზღვევა“ არ იყო გათვალისწინებული, როცა ქვაფენილი ფარნავაზ მეფისა და ვახტანგ გორგასლის ქუჩებზე აყარეს.
15 ქუჩის ტენდერის ხელშეკრულებიდან მთლიანად ამოიღეს ასევე „ამორტიზებული ველობილიკების რეაბილიტაცია.“
„სახელშეკრულებო ღირებულება არ გაზრდილა,“ – ამბობს ლევან დავითაძე, მაგრამ „სეზონი კარს მოგვადგა“ და ახლა სარეაბილიტაციო რჩება ამორტიზებული ველობილიკები ტენდერში ჩამოთვლილ ყველა ქუჩაზე, სადაც კი ასეთი ბილიკია.
მათ შორის – მემედ აბაშიძის გამზირზეც. ველობილიკების რეაბილიტაციას ბიუჯეტიდან დამატებით ცალკე თანხა დასჭირდება.
რაც შეეხება „ტურისტულ სეზონსა და გაზაფხულის დღესასწაულებს“, რასაც ლევან დავითაძემ ხაზი გაუსვა – გაზაფხული აუცილებლად რომ დადგებოდა და „მოახლოვდებოდა“, ეს წინასწარ უნდა სცოდნოდათ ბათუმის მერიასა და საკრებულოში.
და თუ მოსწრებაზე იყო საქმე, როცა ცვლილებები დამტკიცებულია, ანუ დღეიდან რომ დაეწყოთ აბაშიძის ქუჩის რეაბილიტაცია, იმ ტემპით, როგორითაც ამ ქუჩაზე იმუშავეს, 15 აპრილისთვის სამუშაოები დასრულებული იქნებოდა. თუ ადრე შეიტანდნენ ცვლილებას, კიდევ უფრო ადრე დაასრულებდნენ, თან კანონსაც დაიცავდნენ. ახლა კი გამოდის, რომ მერიამ და საკრებულომ „შეთანხმებით“ დაარღვიეს კანონი.
არც ის დაუსაბუთებია ვინმეს – ტურისტული სეზონისა და დღესასწაულებისთვის ქალაქის ძველ უბანში, ქუჩებზე მოვლილი ქვაფენილი სჯობს, თუ შავი ასფალტი.
და ბოლოს, საზოგადოებას თუ არა, მინიმუმ საკრებულოს წევრებს მაინც უნდა სცოდნოდათ, რომ აბაშიძის ქუჩის რეაბილიტაციას ტურისტული სეზონის დასრულების შემდეგ გეგმავდნენ.
„ბათუმელები“ ქალაქის მერიის სამმართველოდან მემედ ამაშიძის ქუჩასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე პასუხს 14 მარტიდან ელოდება – ეს პასუხები დღემდე არ მიგვიღია.
ამასთან, ბათუმში ქვაფენილიანი ქუჩების „საკითხის მოგვარებაზე“ საუბარი მერიამ 2016 წელს დაიწყო, ქვაფენილების აყრა კი – 2022 წელს და შესაბამისად, ამ დრომდე „დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი“ უნდა გამოენახათ ქალაქის ერთ-ერთი მთავარი და ისტორიული ქუჩის რეაბილიტაციისთვის.
კიდევ ერთი საკითხი.
„ბათუმელები“ ამ საკითხზე 24 მარტს გამოქვეყნებულ მასალაში წერდა, რომ სამუშაოები ჩატარდა მემედ აბაშიძის ქუჩაზე – მელიქიშვილისა და 26 მაისის ქუჩებს შორის მონაკვეთშიც, თუმცა ეს მონაკვეთი 20 მარტის „შეთანხმება N1-ში“ არ ეწერა.
ბათუმის მერიის სამმართველოს და „ბონდი-2009“-ს ამის შემდეგ, 27 მარტს კიდევ ერთი „შეთანხმება N2“ გაუფორმებიათ, სადაც ჩაწერეს, რომ „2026 წლის 20 მარტის N1 მხარეთა შეთანხმება მომზადდა ა(ა)იპ „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს“ ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის მონიტორინგისა და ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილების მოხსენებითი ბარათის საფუძველზე (90-1426079381; 20/03/2026 წ.), სადაც დაშვებული იყო მექანიკური შეცდომა, კერძოდ, მითითებული იყო, რომ აღნიშნულ პროექტს დაემატებოდა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები „მემედ აბაშიძის გამზირზე, 26 მაისის ქუჩიდან დემეტრე თავდადებულის ქუჩამდე მონაკვეთში“, რეალურად, კორექტირებული ხარჯთაღრიცხვების შესაბამისად, სარეაბილიტაციო სამუშაოები დამატებულია „მემედ აბაშიძის გამზირზე, პეტრე მელიქიშვილის ქუჩიდან დემეტრე თავდადებულის ქუჩამდე მონაკვეთში“.
არის თუ არა კონსტიტუციური „ოცნების“ ხელისუფლების მიერ მიღებული ერთ-ერთი სამართლებრივი ნორმა, რომლის მიხედვითაც ჟურნალისტს ან ნებისმიერ სხვა პირს 2025 წლის ზაფხულიდან სასამართლოს დარბაზში ფოტოს და ვიდეოს გადაღება აღარ შეუძლია. სასამართლოს დარბაზებში ხმის ჩაწერაც აიკრძალა.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ეს დადგენილება [სასამართლოებში გადაღება-ტრანსლაციის რეგულირების შესახებ] 2025 წლის ივლისში მას შემდეგ მიიღო, როცა სინდისის პატიმრების საქმეებზე, მაგალითად, „მზია ამაღლობელის საქმეზე“ ადვოკატებმა სასამართლო სხდომათა დარბაზში არაერთი პოლიციელი, მათ შორის, პოლიციის მაღალჩინოსნები ტყუილში ამხილეს, ჟურნალისტებმა კი, მოწმე პოლიციელების ცრუ ჩვენებები ყველასთვის საჯარო გახადეს.
თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს, რომ სადავო სამართლებრივი ნორმები არაკონსტიტუციურია, კონკრეტული აკრძალვა გაუქმდება. სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღეს მოსამართლეებმა: ვასილ როინიშვილი, ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე.
მოსარჩელეები ასევე ითხოვდნენ სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებას ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, თუმცა ეს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.
მოსარჩელეები არიან ადვოკატები: მუხრან ღურწკაია, მერაბ მამულაძე, იმედა ქარქაშაძე, გიორგი მახარაძე და ნათია ჯანელიძე.
მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, სადავო ნორმების მოქმედება ვრცელდება, მათ შორის, „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ წევრ ადვოკატებზე, რომლებსაც ეკრძალებათ სასამართლოს ადმინისტრაციულ შენობებსა და ეზოს ტერიტორიაზე ისეთი ტექნიკური საშუალებების [გარდა ტელეფონებისა] შეტანის შესაძლებლობა, რომლებსაც გააჩნია ფოტო, კინო, ვიდეოგადაღების, ტრანსლაციის და აუდიოჩაწერის ფუნქცია, ხოლო უშუალოდ სასამართლო სხდომის დარბაზში, დამატებით, მობილური ტელეფონის ან/და სხვა ისეთი ნივთის შეტანა, რომელიც, ერთი შეხედვით, არ წარმოადგენს ამგვარ ტექნიკურ საშუალებას, თუმცა, ვიზუალური დათვალიერების შედეგად, აჩენს ვარაუდს, რომ გააჩნია იგივე ფუნქცია.
„მოსარჩელე მხარე გასაჩივრებული ნორმებით დაწესებული აკრძალვების შესაძლო ლეგიტიმურ მიზნებად ასახელებს სასამართლოში წესრიგის უზრუნველყოფას, მართლმსაჯულების ინტერესების დაცვასა და უკანონო გადაღების პრევენციას, თუმცა, იმავდროულად, განმარტავს, რომ აღნიშნული ლეგიტიმური მიზნები არის ფორმალური, აშკარად არაპროპორციული და ვერ აკმაყოფილებს თანაზომიერების კონსტიტუციური პრინციპის მოთხოვნებს.
მოსარჩელე მხარის პოზიციით, სასამართლოს ეზოსა და შენობაში ტექნიკური საშუალებების [გარდა მობილური ტელეფონისა] გამოყენების შეზღუდვას არ გააჩნია შემხებლობა ზემოხსენებულ ლეგიტიმურ მიზნებთან, რამდენადაც გაუგებარია, რა ზიანი შეიძლება მიადგეს მართლმსაჯულების განხორციელებას იმით, რომ ადვოკატს, ჟურნალისტს ან სხვა პირს აღნიშნულ სივრცეებში ჰქონდეს ტექნიკური მოწყობილობა.
იმავდროულად, თეორიულად, ლეგიტიმური მიზნის არსებობის შემთხვევაშიც კი, მოსარჩელე მხარის პოზიციით, სრული აკრძალვა ვერ აკმაყოფილებს თანაზომიერების პრინციპის აუცილებლობისა და ვიწრო პროპორციულობის ელემენტებს, რადგან არსებობს ნაკლებად შემზღუდველი და მეტად რაციონალური ალტერნატიული ღონისძიებები, მაგალითად, უკანონო გადაღებაზე პასუხისმგებლობის დაწესება და სხვა.
სადავო ნორმით დადგენილი აკრძალვით მიღებული მხოლოდ თეორიული პრევენციული სარგებელი აშკარად არათანაზომიერია იმ ზიანთან შედარებით, რომელსაც იგი აყენებს ადვოკატის პროფესიულ საქმიანობას, დამოუკიდებლობას, დაცვის უფლების განხორციელებასა და საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს.
ამასთანავე, უშუალოდ სასამართლო სხდომის დარბაზში ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღების, ტრანსლაციის და აუდიოჩაწერის ფუნქციის მქონე ტექნიკური მოწყობილობების, მათ შორის, მობილური ტელეფონის ან/და სხვა ისეთი ნივთის შეტანის სრული აკრძალვა, რომელიც, ერთი შეხედვით, არ წარმოადგენს ამგვარ ტექნიკურ საშუალებას, თუმცა, ვიზუალური დათვალიერების შედეგად, აჩენს ვარაუდს, რომ გააჩნია იგივე ფუნქცია, ვერ აკმაყოფილებს თანაზომიერების პრინციპის აუცილებლობისა და ვიწრო გაგებით პროპორციულობის ელემენტებს, ვინაიდან, მოსარჩელეების მოსაზრებით, საქართველოს კანონმდებლობა ისედაც შეიცავს ზემოხსენებული ლეგიტიმური მიზნის უზრუნველყოფის საშუალებებს, მათ შორის, როგორებიცაა ტექნიკური საშუალებების კონკრეტული ფუნქციების [კამერა/მიკროფონი] გათიშვის ვალდებულება, დარღვევის შემთხვევაში − საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლსა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლში მითითებული სანქციების გამოყენება და სხვა,“ – ვკითხულობთ საოქმო ჩანაწერში.
ჯერ უცნობია, როდის დაიწყებს ამ სარჩელის არსებით განხილვას საკონსტიტუციო სასამართლო.
მთავარი ფოტო: მზია ამაღლობელის საქმის განხილვის დღე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. 2025 წლის 11 ნოემბერი. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.
Davit Gabaidze has resigned from his position as Chair of the Georgian Dream’s Supreme Council of Adjara. He announced this himself at a briefing held today, March 30.
According to our information, Tsotne Ananidze is expected to take over his post. He currently serves as Chair of the Human Rights Protection Committee in the Supreme Council of Adjara.
Gabaidze began today’s briefing by expressing gratitude, first thanking “Georgian Dream” and Bidzina Ivanishvili.
“I have been thinking for a long time that I should make this decision. I have held this position for almost ten years, and it is truly time to change something in my life,” Gabaidze told journalists. He denied that he had been asked to resign because of Tornike Rizhvadze, as well as claims that the decision was made by the Georgian Dream’s Adjara Government Chair Sulkhan Tamazashvili.
“‘Clan’ is not a term that should be used. Since you mentioned Tornike Rizhvadze, I was already the Chair of the Supreme Council before he came into office. I don’t think it is correct to link these two facts,” Gabaidze noted.
“I will have to stay in the Supreme Council,” said the now former Chair of “Georgian Dream,” adding that he will retain his mandate as a member of the Council, though he may later give it up. He did not specify where he plans to continue working.
When asked whether Tsotne Ananidze would become the new Chair of the Georgian Dream’s Supreme Council, Gabaidze replied that the decision must be made by the council majority, though he added that he “welcomes Tsotne Ananidze’s candidacy.”
Gabaidze served as Chair of the Supreme Council of Adjara for three consecutive convocations, since 2016. Most recently, he was re-elected to the position by “Georgian Dream” after the 2024 elections.
Gabaidze is not the first official in the “Georgian Dream” government to leave office early.
On April 4, 2025, Tornike Rizhvadze, then Chair of the Adjara Government, also resigned. He only posted a Facebook status and has not provided any further explanation to this day.
Davit Gabaidze is related to Tornike Rizhvadze by marriage: specifically, their wives are cousins.
Following Rizhvadze’s resignation, the elected mayors of Batumi and Kobuleti — Archil Chikovani and Levan Zoidze — also stepped down before the end of their terms. This took place in May 2025.
დღეს, 30 მარტს, „ოცნების“ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა.
დავით გაბაიძე აჭარის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ახლობელია. ამიტომ, ბრიფინგზე ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, მისი თანამდებობიდან გადადგომა რამდენად უკავშირდება რიჟვაძის ფაქტორს.
„ციხეში არა მაგრამ, რიჟვაძის ყველა საახლობლო სახლშია, ამას როგორ შეაფასებთ?“- ჰკითხეს ბრიფინგზე დავით გაბაიძეს.
„ამ საახლობლოში ალბათ მეც მგულისხმობთ, მაგრამ ჯერ სახლში არ ვარ და მეორეც, ჩემი გადაწყვეტილება არ იყო ამ ფაქტორებით გამოწვეული, რაც აქ იქნა მოყვანილი და ეს ნამდვილად არის ჩემი სუბიექტური ნება“- თქვა დავით გაბაიძემ.
მას ასევე კითხვები დაუსვეს თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. რიჟვაძე გასულ წელს ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი შეიყვანეს კლინიკაში. მას შემდეგ კი, მისი ჯანრთელობის მდგომარეობის შესახებ ან მის დაჭრასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებს ოფიციალური ინფორმაცია საზოგადოებისთვის არ მიუწოდებიათ.
დავით გაბაიძე ამბობს, რომ რიჟვაძე უკეთესადაა, თუმცა არ აზუსტებს, სად იმყოფება ამჟამად, რომელ ქვეყანაში.
„ჩემი ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძე არის ჯანმრთელად, თუმცა ის გარკვეულ რეაბილიტაციის კურსებს გადის. კონკრეტულად ვერ გეტყვით რომელ ქვეყანაშია, მე მის მეუღლესთან მაქვს სატელეფონო კონტაქტი და ვეკითხები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას“ – თქვა დავით გაბაიძემ.
რაც შეეხება გამოძიებას, დავით გაბაიძე ამბობს, რომ თუკი რიჟვაძესთან დაკავშირებით ვინმეს რაიმე უკმაყოფილება აქვს, ის თავად დააფიქსირებდა ამ პოზიციას.
„გამოძიებაც თავის გზას ნახავს, ბატონი თორნიკეც თავის გზას ნახავს“ – თქვა გაბაიძემ.
„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ ინოვაციურმა პროექტმა სტრატეგიული განვითარების მომდევნო ფაზა დაიწყო. აღნიშნული ფაზის ფარგლებში, შეიქმნება „ჭკვიანი ქალაქის“ (Smart City) კომპლექსური გეგმა, რომლის მიზანსაც პირველი ხელოვნური კუნძულის პროექტის, შავი ზღვის აუზში ერთ-ერთ ყველაზე მაღალტექნოლოგიურ ურბანულ გარემოდ გარდაქმნა წარმოადგენს. გლობალურ საინჟინრო და საკონსულტაციო ლიდერ Arup-თან თანამშრომლობით შემუშავებული ინიციატივის პირველი ეტაპის, ძირითად დანიშნულებას, კუნძულის მომავლის მკაფიო ტექნოლოგიურ და ოპერაციულ ხედვის ჩამოყალიბება წარმოადგენს.
პროექტი, რომელიც 84 ჰექტარზე ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი კუნძულის ზღვაში ფორმირებას ისახავს მიზნად, უკვე ფიზიკურ რეალობად იქცა: ამჟამად ზღვაში ფორმირებულია 48 ჰექტარზე მეტი ახალი ტერიტორია. ეს მნიშვნელოვანი საინჟინრო მიღწევა პროექტს საშუალებას აძლევს, მსხვილმასშტაბიანი საზღვაო ინფრასტრუქტურული სამუშაოებიდან სრულფასოვანი ურბანული განვითარების ეტაპზე გადავიდეს.
ამ ეტაპზე კუნძულზე უკვე მიმდინარეობს 600 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების საინვესტიციო პროექტები, რომლებიც დამოუკიდებელი ინვესტორების მიერ არის ინიციირებული. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ, ხაზს უსვამს პროექტის სანდოობას და „ამბასადორი აილენდს“ შავი ზღვის რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურ ურბანულ პლატფორმად აყალიბებს.
Arup-თან გაფორმებული ახალი ხელშეკრულების ძირითად ფოკუსს „ჭკვიანი ქალაქის“ ერთიანი სტრუქტურის შექმნა წარმოადგენს, რომელიც აერთიანებს მოწინავე ციფრულ ინფრასტრუქტურას, მდგრად ურბანულ დაგეგმარებასა და ოპერაციულ მართვას.
აღნიშნული სტრატეგია ოთხ ძირითად მდგენელს ეყრდნობა:
გაუმჯობესებული ხელმისაწვდომობა და მდგრადობა – კუნძულის გენერალური გეგმის შესაბამისობა გარემოსდაცვით გლობალურ სტანდარტებთან და კლიმატის მიმართ მდგრადი ინფრასტრუქტურის განვითარება.
ცხოვრების უმაღლესი ხარისხი – ისეთი ურბანული გარემოს პროექტირება, სადაც სერვისები და ინფრასტრუქტურა დინამიკურად ერგება მომხმარებლების საჭიროებებს.
ტექნიკური შესაძლებლობები სასიცოცხლო ციკლის ყველა ეტაპზე – მონაცემებზე დაფუძნებული მართვის სისტემების დანერგვა პროექტის მხარდასაჭერად, მშენებლობიდან ქალაქის გრძელვადიან ექსპლუატაციამდე.
გლობალური კონკურენტუნარიანობა – საერთაშორისო დონის სამომხმარებლო გამოცდილების შექმნა.
ამ ინიციატივის ბირთვს წარმოადგენს ჰოლისტური „ჭკვიანი ცხოვრების ხედვა“ (Smart Living Vision), რომელიც უზრუნველყოფს ციფრული და ფიზიკური ინფრასტრუქტურის ჰარმონიულ სინთეზს ურბანული გარემოში.
პროექტის გეგმა სამ ურთიერთდაკავშირებულ მასშტაბზე ვრცელდება:
ჭკვიანი შენობები – ჭკვიანი სისტემები შენობების დონეზე, გარემოს მონიტორინგი და ენერგიის ავტომატიზებული მართვა.
ჭკვიანი დანაყოფები – ლოკალური ინფრასტრუქტურა, რომელიც აერთიანებს განახლებადი ენერგიის ოპტიმიზაციასა და ჭკვიან კომუნალურ სისტემებს.
ჭკვიანი უბნები და საჯარო სივრცეები – საუბნო მასშტაბის პლატფორმები, მათ შორის ურბანული ციფრული მოდელები და ინტეგრირებული მართვის სისტემები, რომლებიც კუნძულის გარემოს რეალურ დროში გააკონტროლებენ.
აღნიშნული სტრატეგიული მოდელი ეყრდნობა ლოკალურ კონტექსტსა და მსოფლიოს ყველაზე განვითარებული „ჭკვიანი ქალაქების“ საუკეთესო პრაქტიკებს.
„ამბასადორი აილენდი“ წარმოადგენს ცხოვრების სრულიად ახალ მოდელს შავი ზღვის რეგიონისთვის“, – აცხადებს „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალური დირექტორი, გოჩა კამკია. – „ჩვენი ამბიციაა შევქმნათ ქალაქი, სადაც ხელოვნური ინტელექტი, მდგრადი ინფრასტრუქტურა და ადამიანზე ორიენტირებული გარემო ჰარმონიულად ერთიანდება მომავლისთვის მზადმყოფი გარემოს შესაქმნელად.“
მიწის სამუშაოების ძირითადი ფაზის დასრულებითა და „ჭკვიანი ქალაქის“ გზამკვლევის ამოქმედებით, „ამბასადორი აილენდ ბათუმი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. პროექტი თვალნათლივ წარმოაჩენს, თუ როგორ შეუძლიათ მომავლის ქალაქებს გააერთიანონ მოწინავე ტექნოლოგიები, მდგრადი ინფრასტრუქტურა და გრძელვადიანი ურბანული ხედვა.
ცნობისთვის, Arup დღეისათვის მსოფლიოს 37 ქვეყანაში, 95 ოფისით ოპერირებს და 19,000-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.
დავით გაბაიძემ დატოვა „ოცნების“ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტი. ამის შესახებ დღეს, 30 მარტს, გამართულ ბრიფინგზე თავად დავით გაბაიძემ განაცხადა.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, დავით გაბაიძის პოსტს ცოტნე ანანიძე დაიკავებს. ის აჭარის უმაღლეს საბჭოში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეა.
დავით გაბაიძემ დღეს ბრიფინგი მადლობით დაიწყო, მან, პირველ რიგში, მადლობა გადაუხადა „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს.
„დიდი ხანია ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება უნდა მიმეღო. არასრული ათი წელია ამ თანამდებობაზე ვარ, ნამდვილად დადგა დრო, რომ ჩემს ცხოვრებაში შევცვალო რამე,“ – უთხრა დავით გაბაიძემ ჟურნალისტებს. მან უარყო ის, რომ თორნიკე რიჟვაძის გამო მოსთხოვეს თანამდებობის დატოვება, ასევე ის, რომ ეს გადაწყვეტილება „ოცნების“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა მიიღო.
„კლანი არ არის ტერმინი, რომელიც უნდა გამოვიყენოთ, რადგან თორნიკე რიჟვაძე ახსენეთ, მის თანამდებობაზე მოსვლამდე ვიყავი მე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. ამ ორი ფაქტის დაკავშირება, არ მგონია, რომ სწორი იყოს,“ – აღნიშნა დავით გაბაიძემ.
„მომიწევს გაჩერება უმაღლეს საბჭოში“ – „ოცნების“ უმაღლესი საბჭოს უკვე ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ ის ინარჩუნებს დეპუტატის მანდატს, შემდეგ კი, შესაძლოა დეპუტატის მანდატიც დატოვოს. დავით გაბაიძე არ აკონკრეტებს, სად აპირებს მუშაობის გაგრძელებას.
გახდება თუ არა „ოცნების“ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე? – ჟურნალისტების კითხვაზე დავით გაბაიძემ უპასუხა, რომ გადაწყვეტილება საბჭოს უმრავლესობამ უნდა მიიღოს, თუმცა დასძინა, რომ „მიესალმება ცოტნე ანანიძის კანდიდატურას“.
დავით გაბაიძე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე იყო ზედიზედ სამი მოწვევის უმაღლეს საბჭოში, 2016 წლიდან. ბოლოს დავით გაბაიძე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოზიციაზე „ოცნებამ“ 2024 წლის არჩევნების შემდეგ აირჩია.
დავით გაბაიძე არაა პირველი „ოცნების“ ხელისუფლებაში, რომელმაც თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვა.
2025 წლის 4 აპრილს თანამდებობა დატოვა თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის მთავრობის მაშინდელმა თავმჯდომარემ. მან მხოლოდ ფეისბუქსტატუსი დაწერა და ამ დრომდე არაფერი განუმარტავს.
დავით გაბაიძე ოჯახით ენათესავება თორნიკე რიჟვაძეს, კერძოდ, დავით გაბაიძისა და თორნიკე რიჟვაძის ცოლები ბიძაშვილები არიან.
ასევე, თორნიკე რიჟვაძის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვეს ბათუმისა და ქობულეთის არჩეულმა მერებმა: არჩილ ჩიქოვანმა და ლევან ზოიძემ. ეს 2025 წლის მაისში მოხდა.
ბათუმის საკრებულო დღეს, 30 მარტს, ბულვარის განაშენიანების გენგემაში კიდევ ერთი ცვლილების შეტანას გეგმავს, რომლის მიხედვითაც დოკუმენტში სანაპიროზე არსებული რესტორანი „სან-რემოს“ შენობა აისახება, როგორც არსებული ობიექტი.
წინა მოწვევის საკრებულომ გენგემიდან ამოიღო „ამბასადორი ბათუმის“ მშენებარე ობიექტი, რომელიც თავდაპირველი გენგეგმით ბულვარისთვის შეუსაბამო იყო.
მიწის ნაკვეთი სანაპიროზე სადაც რესტორანი „სან-რემო“ ფუნქციონირებდა, მფლობელ კომპანიას, შპს „ხიდი 2006“-ს იჯარით აქვს გადაცემული.
ბოლო 2-3 წლის განმავლობაში კომპანია რესტორნის შენობის რეკოსტრუქციას ახორციელებს და მიუხედავად იმისა, რომ სანაპიროზე მასშტაბურ ბეტონის ნაგებობას კანონი კრძალავს და ბულვარის გენგეგმასაც ეწინააღმდეგება, კომპანიამ შენობის მანამდე არსებული მასშტაბი ბევრად გაზარდა.
გარდა ამისა, ბათუმის საკრებულომ დღეს უნდა იმსჯელოს სანაპიროზე, „სან-რემოს“ მფლობელი კომპანიისთვის საიჯარი ხელშეკრულების შეცვლაზე. საკრებულოს განკარგულების პროექტით კომპანიას საიჯარო ხელშეკრულება ნაწილობრივ აღნაგობის ხელშეკრულებით უნდა შეუცვალონ.
„სან რემოს“ შენობა პირსის ჩათვლით [1416,7 კვ.მ] და მიმდებარე ტერიტორია [11 138 კვ.მ] ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაა, და ეს ქონება 2067 წლამდე იჯარით აქვს აღებული კომპანია „ხიდი 2006“-ს. ამ კომპანიის 100% წილი ბიზნესმენმა ედნარ პაპუნაიშვილმა 2017 წელს შეისყიდა და კომპანიას დღემდე თავად ფლობს. ბათუმის მუნიციპალიტეტმა კომპანიას ქონება 49-წლიანი იჯარით 2018 წლის მაისში გადასცა.
მიმდინარე მშენებლობა – ფოტო: გურამ მურვანიძე
გარდა ამისა, მერიას კომპანიის მფლობელის მოთხოვნით ხელშეკრულებაში კიდევ რამდენიმე ცვლილება შეაქვს, რომლის მიხედვითაც შპს „ხიდი 2006“-მა მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები 2 წლის ვადაში უნდა დაასრულოს. შესაბამისი ნებართვის მიღება კი 3 თვის ვადაში უნდა შეძლოს [ამ ნებართვას ისევ მერია გასცემს].
როცა „სან-რემოს“ ყოფილი შენობა დაანგრიეს და ახლის მშენებლობას იწყებდნენ, ტერიტორიაზე განთავსებული იყო საინფორმაციო დაფა, რომლის მიხედვითაც მშენებლობის ნებართვა ბათუმის მერიას 2023 წლის სექტემბერში ჰქონდა გაცემული. მშენებლობა 2025 წლის აგვისტომდე უნდა დასრულებულიყო.
განკარგულების პროექტის მიხედვით აღნაგობის უფლების მქონე პირი, შპს „ხიდი 2006“ სულ მცირე 10 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულებას აიღებს აღანაგობის უფლებით გადაცემულ ტერიტორიაზე, აღნაგობის წლიური საფასური კი წლის განმავლობაში 100 000 ლარი იქნება. შენობის მიმდებარედ კომპანიის სარგებლობაში არსებული პლაჟის წლიური საიჯარო საფასური კი – 57 705 ლარი.
ბათუმის ბულვარის გენგეგმის მომზადება ბულვარის ადმინისტრაციის დაკვეთით მოამზადეს და ამაში ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯა.
პროეტის პირველი ვერსია შენობის მასშტაბის გზარდას ითვალისწინებდა
მთავარი ფოტო: „სან-რემო“ დანგრევამდე, 2023 წელს / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 30 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 296 700 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +870. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
ტანკი – 11 824 ერთეული [+4]
ჯავშანტექნიკა – 24 317 ერთეული [+4]
საარტილერიო სისტემა – 39 049 ერთეული [+48]
MLRS – 1 708 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 337 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 350 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 206 531 ერთეული [+2 471]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 491 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 86 160 ერთეული [+183]
სპეცტექნიკა – 4 105 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
670 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
ბათუმში, გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია, სადაც არაბული „იგლ ჰილსის“ პროექტია დაანონსებული, მთლიანად მოქცეულია ბათუმის აეროპორტის დაცვის არეში, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ტერიტორიაზე მშენებლობა შეზღუდულია.
აეროდრომის დაცვის არეს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ადგენს და ამავე არეში შესაბამისი მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში ითანხმებს შენობა-ნაგებობების [ობიექტების] დასაშვებ სიმაღლეს.
პარალელურად, ბათუმის აეროპორტის შემთხვევაში ახალი „მორგებული უსაფრთხოების ზედაპირების, მათ შორის სიმაღლის ზონირების შემუშავებაზე“ სახელმწიფო კომპანია „საქაერონავიგაცია“ მუშაობს. ერთ-ერთი მთავარი მიზანი კი, „ბათუმისა და მის გარშემო რეგიონის მდგრადი ურბანული განვითარება“ იქნება.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით „აეროდრომის დაცვის არეში ობიექტის მშენებლობის და დასაშვები სიმაღლის დადგენის მიზანია აეროდრომის თავზე და მის სიახლოვეს დაბრკოლებებისაგან თავისუფალი საჰაერო სივრცის დაცვა, რათა ფრენების დროს არიდებულ იქნას საჰაერო ხომალდის დაბრკოლებასთან [ობიექტებთან – შენობა/ნაგებობებთან] შეჯახება.“
აეროპორტის დაცვის არის [აეროდრომის რაიონის] პერიოდულ შემოწმებას აეროპორტის/აეროდრომის ექსპლუატანტიც ახორციელებს.
ბათუმის შემთხვევაში აეროპორტის ექსპლუატანტი არის კომპანია „ტავ ჯორჯია“, რომელსაც არსებული ხელშეკრულებით ბათუმის აეროპორტის მართვის უფლება 2027 წლის აგვისტომდე აქვს.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა „ტავ ჯორჯიას“, იგეგმება თუ არა ბათუმის აეროპორტის მართვის ვადის გაგრძელება და როდემდე?
ამასთან, კომპანიას ვკითხეთ, მოქცეულია თუ არა გონიოს ყოფილი პოლიგონის ტერიტორია აეროდრომის დაცვის არეში და მაქსიმუმ რამდენმეტრიანი შენობის აშენებაა დასაშვები ამ არეში?
„ტავ ჯორჯიას“ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მართვის ვადა მოქმედი ხელშეკრულებით მართლაც იწურება 2027 წლის აგვისტოში, თუმცა მიმდინარეობს მოლაპარაკებები საქართველოს მთავრობასთან, რათა კონცესიის ვადა გახანგრძლივდეს [კონკრეტულ ვადას ვერ დაავასახელებთ, ვინაიდან მოლაპარაკებები მიმდინარე ეტაპზეა]“, – მოგვწერეს „ტავ ჯორჯიადან“ ჩვენი კითხვების პასუხად 2026 წლის 25 თებერვალს.
რაც შეეხება ყოფილ სამხედრო პოლიგონის ტერიტორიასთან დაკავშირებულ კითხვას, „ტავ ჯორჯიადან“ მოგვწერეს, რომ „ამ კითხვაზე პასუხის გაცემაზე ჩვენი კომპანია არ არის უფლებამოსილი. გთხოვთ, საკითხთან დაკავშირებით მიმართოთ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს.“
„ბათუმელებმა“ ყოფილი პოლიგონის ტერიტორიასთან დაკავშირებით იმავე შეკითხვით სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსაც მიმართა. სააგენტომ დაგვიდასტურა, რომ აღნიშნული ტერიტორია შედის აეროდრომის დაცვის არეში, თუმცა შენობა-ნაგებობების დასაშვებ მაქსიმალურ სიმაღლეებზე კონკრეტულად არ გვიპასუხა.
„თქვენი შეკითხვის პასუხად გაცნობებთ, რომ აღნიშნული ტერიტორია მდებარეობს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის აეროდრომის დაცვის არეში, შესაბამისად, შენობა-ნაგებობების დასაშვები სიმაღლე, მიწის დონიდან დამოკიდებული იქნება განთავსების ადგილმდებარეობაზე და სამშენებლო მოედნის შემაღლებაზე,“ – მოგვწერეს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან 2026 წლის 24 მარტს.
„ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის დაბრკოლებების შემზღუდველი ზედაპირებით შემოფარგლული აეროდრომის რაიონის [დაცვის არის] სქემის“ მიხედვით, რომელიც სააგენტოს ვებგვერდზეა განთავსებული, ყოფილი პოლიგონის ტერიტორია აეროპორტის დაცვის არის იმ ზონაშია, სადაც შენობა-ნაგებობის დაშვებული მაქსიმალური სიმაღლე 56,4 მეტრია.
ბათუმის აეროპორტის დაცვის არე / მარჯვნივ წითელი ხაზებით დაშტრიხულია გონიოს ყოფილი პოლიგონის ტერიტორია სადაც არაბული „იგლ ჰილსის“ პროექტია დაანონსებული
თუ ამ 56,4-მეტრიან ზღვარს ავიღებთ და შენობის მაქსიმალურ სართულიანობას გამოვთვლით, ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელი იქნება ის, რომ მთლიანი შენობის კონსტრუქციული ნაწილი – მიწის დონიდან სახურავის ჩათვლით [ლიფტის შახტების, პარაპეტების და ვენტილაციის დანადგარების გათვალისწინებით], არ უნდა აღემატებოდეს ამ 56,4-მეტრიან ნიშნულს [ამასთან, თუ შენობაზე დაგეგმილია რამე დეკორატიული ელემენტი, მაგალითად, შპილი ან ანძა, ისიც ამ სიმაღლეში უნდა ჩაეტიოს].
ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, ყოფილი პოლიგონის ტერიტორიაზე შესაძლებელი იქნება აშენდეს:
საცხოვრებელი ტიპის შენობა – მაქსიმუმ 17 სართული [სტანდარტული 3-მეტრიანი ჭერით].
ბიზნესცენტრი – 13 სართული [თანამედროვე კომუნიკაციების გათვალისწინებით].
პრემიუმ სასტუმრო – 12 სართული [მაღალი ლობითა და საერთაშორისო სტანდარტით].
ეს უხეში გათვლებით, თუმცა, როგორც სააგენტოდან მოგვწერეს „შენობა-ნაგებობების დასაშვები სიმაღლე მიწის დონიდან დამოკიდებული იქნება განთავსების ადგილმდებარეობასა და სამშენებლო მოედნის შემაღლებაზე“.
ბათუმის აეროპორტი / ფოტო „ტავ ჯორჯია“. ბათუმის აეროპორტს მხოლოდ ერთი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი აქვს. „ტავ ჯორჯიადან“ თებერვალში მოგვწერეს ასევე, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარუდგინეს ბათუმის აეროპორტის გაფართოების გეგმა, თუმცა რას გულისხმობს ეს გეგმა, არ დაუკონკრეტებიათ. „2025 წელს დაფიქსირდა რეკორდული მაჩვენებელი და მგზავრთნაკადმა მიაღწია 1,2 მილიონს. ზრდის ტენდენციისა და ავიაკომპანიების მხრიდან მზარდი მოთხოვნის შესაბამისად, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ბათუმის აეროპორტის გამტარუნარიანობის გაზრდა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, რაშიც „ტავ ჯორჯია“ მზად არის ინვესტიცია განახორციელოს.“ – მოგვწერეს კომპანიიდან.
როგორაა დაცული დასაშვები სიმაღლეების საკითხი ბათუმის აეროპორტის, ასე ვთქვათ, მეორე [ქალაქის] მხარეს, ამაზე „ბათუმელები“ წლების წინ წერდა [მაშინ ახლანდელი 56,4-მეტრიანი ნიშნული კიდევ უფრო მცირე იყო – 45 მეტრი].
ბათუმის აეროპორტის დაცვის ზონაში დაბრკოლებათა მაქსიმალური დასაშვები სიმაღლეების დასადგენად კვლევის ჩატარებას ამჯერად „საქაერონავიგაცია“ გეგმავს და მომსახურებას ტენდერის გარეშე შეისყიდის.
კვლევის ერთ-ერთი მიზანი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისათვის „მორგებული უსაფრთხოების ზედაპირების, მათ შორის სიმაღლის ზონირების შემუშავება“ იქნება.
რა სიმაღლეებს დაადგენენ ამჯერად, წინასწარ უცნობია, თუმცა, ოფიციალურ დოკუმენტებში წერია, რომ „ამ დავალების წარმატებით შესრულება უზრუნველყოფს, როგორც საჰაერო მოძრაობის უსაფრთხო ოპერირებას, ასევე ბათუმისა და მის გარშემო რეგიონის მდგრად ურბანულ განვითარებას / ქალაქის ურბანული განვითარების მეტ მოქნილობას“.
აღსანიშნავია, რომ სამი თვის წინ საქართველოში ამოქმედდა სამოქალაქო აეროდრომის დაცვის არის დადგენისა და ამ არეში დაბრკოლებების კონტროლის ახალი წესი, რომელიც ვრცელდება როგორც აეროდრომის ექსპლუატანტზე, ისე სააერნაოსნო მომსახურების საწარმოზე – მოცემულ შემთხვევაში, „საქაერონავიგაციაზე“.
გონიოს ყოფილი პოლიგონის ტერიტორია, გარდა იმისა, რომ აეროპორტის დაცვის არეშია, ის ნაწილობრივ ან/და მთლიანად შედის „სამიგრაციო ძაბრისა“ და „ზურმუხტის ქსელში“.
ბათუმში არის ათკილომეტრიანი ე.წ. „სამიგრაციო ძაბრი“, რომელიც მსოფლიოში მესამე ადგილზეა მექსიკის და ისრაელის შემდეგ გადამფრენ ფრინველთა რაოდენობის მიხედვით. აჭარის ცას ყოველწლიურად ევრაზიიდან აფრიკისკენ გადამფრენი მილიონზე მეტი მტაცებელი ფრინველი გადაუფრენს.
ამ სამიგრაციო ძაბრის ნაწილია სწორედ ჭოროხის დელტაც, რომელიც, თავის მხრივ, შედის „ზურმუხტის ქსელში“.
„ზურმუხტის ქსელი“ კი პანევროპული ეკოლოგიური ქსელია, რომელიც ევროპის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას ემსახურება.
ჭოროხის დელტას და ნაწილობრივ გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიას, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, როგორც კონკრეტულად მიგრირებადი სახეობებისთვის, ასევე ბერნის კონვენციის ამოცანებისა და, ზოგადად, ბიომრავალფეროვნების დაცვის თვალსაზრისით.
თუმცა, „ოცნების“ ხელისუფლებისთვის არც „ზურმუხტის ქსელის“ საზღვრების შენარჩუნებაა პრიორიტეტი და მისი კორექტირებაც გადაწყვეტილი აქვს.
არაბული „იგლ ჰილსის“ პროექტი რომ ჭოროხის დელტაში დაცულ ტერიტორიას შეეხება საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროში „ბათუმელებს“ ფაქტობრივად დაუდასტურეს.
სამინისტროდან გასული წლის ბოლოს მოგვწერეს, რომ საჭიროების შემთხვევაში „განისაზღვრება ზურმუხტის ქსელის ტერიტორიის მცირე ნაწილისთვის [სადაც დაგეგმილია განაშენიანება] საკომპენსაციო ღონისძიებების განხორციელების საკითხი.“
ხელისუფლების ვერსიით, არაბულმა კომპანია „იგლ ჰილსმა“ [Eagle Hills] საქართველოში [თბილისსა და ბათუმში] 6,6 მილიარდი აშშ დოლარის დეველოპერული პროექტები უნდა განახორციელოს. „იგლ ჰილსთან“ გაფორმებულ საინვესტიციო ხელშეკრულებას კი, კომერციული საიდუმლოს სტატუსი აქვს მინიჭებული.
ვინაიდან ხელშეკრულების დეტალები გასაიდუმლოებულია, გამორიცხული არაა ყოფილ პოლიგონზე მაღალი შენობების აშენების გარანტია სახელმწიფოს უკვე მიცემული ჰქონდეს არაბული კომპანიისთვის.
საქართველოში რეგისტრირებულია კომპანია „იგლ ჰილს საქართველო“, რომლის 33.33% პროცენტი საქართველოს[სახელმწიფოს] ეკუთვნის, 66,67 პროცენტი კი – „იგლ ჰილს დეველოპმენტ ჰოლდინგ ლიმიტედს“.
„იგლ ჰილს საქართველოს“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრებად ფიქსირდებოდნენ საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ირაკლი ნადარეიშვილი და თორნიკე ზირაქიშვილი – სსიპ „აწარმოე საქართველოს“ დირექტორის მოადგილე. თუმცა, 2026 წლის 26 თებერვალს ზირაქიშვილმა სამეთვალყურეო საბჭო დატოვა.
„Eagle Hills-თან“ თანამშრომლობის ფარგლებში აჭარის მთავრობამ სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა გონიოსთან, ზღვისპირას მდებარე ჯამში 2,57 მილიონი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთები, ძირითადად, ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია.
დღეს, 29 მარტს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, აქცია გამართეს ცხოველთა მოყვარულებმა, დამცველებმა და კინოლოგებმა.
მათი მთავარი მოთხოვნაა კანონმდებლობიდან ამოიღონ ის ჩანაწერი, რომელიც ქუჩაში აყვანილი ცხოველის გარკვეულ ლოკაციაზე უკან დაბრუნებას გამორიცხავს – მათ შორის საზოგადოებრივი კვების ობიექტთან, აგრარულ ბაზრებთან, სასტუმროსთან, სკოლებთან.
აქციის მონაწილეთა თქმით, მათთვის ბუნდოვანია, თუ რას უპირებენ ასეთ ადგილებში აყვანილ ძაღლებს და შესაბამისად, ეს ჩანაწერი პირდაპირ მიანიშნებს, რომ მოხდება ამ ძაღლების ევთანაზია.
ცხოველების უფლებადამცველთა და მოყვარულთა აქცია ბათუმში / 29.03.2026
„დღეს თბილისშიც არის მორიგი აქცია და ყველა ცხოველთა დამცველს ვუერთდებით ბათუმიდან. ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი პროგრამაზე, რომელიც ასტერილიზებს ძაღლებს ან გადაჰყავთ დაჩიპვაზე, აცრაზე. გვაქვს ერთადერთი მოთხოვნა – აუცილებლად ამოღებული უნდა იქნეს შესაბამისი განკარგულების ის ნაწილი, რომელიც პირდაპირ გამოხატავს ძაღლების აშკარად გაქრობას, დახოცვას, მკვლელობას, ევთანაზიას. ამ ეტაპზე მხოლოდ და მხოლოდ ვაპროტესტებთ აი ამ კანონს. ეს პუნქტი აუცილებლად უნდა ამოიშალოს.“ – ამბობს ცხოველთა დამცველი ნონა ჯიქია.
საპროტესტო აქცია ცხოველთა უფლებადამცველებმა თბილისში 14 მარტსაც გამართეს.
2026 წლის 25 თებერვლის 412-ე განკარგულებით დამტკიცდა ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის 2026 წლის პროგრამა, რომელშიც აღნიშნულია:
„აკრძალულია ძაღლის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებასთან, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასთან, სამედიცინო დაწესებულებასთან, საზოგადოებრივი კვების ობიექტთან, აგრარულ ბაზრებთან, სასტუმროსთან და საბავშვო და სპორტულ მოედნებთან დაბრუნება. ასეთ შემთხვევაში, უნდა შეიცვალოს გარემოში დაბრუნების ლოკაცია.“
„ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეგულირების დროებითი წესის [პროგრამის] დამტკიცების შესახებ“ მთავრობის 2026 წლის 27 თებერვლის 92-ე დადგენილებით კი პროგრამა 2027-2028 წლებშიც უნდა განხორციელდეს.
ამ დადგენილებით, „იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის, ანტირაბიული ვაქცინაციის, კასტრაციის/სტერილიზაციისა და საჭიროების შემთხვევაში, ტესტირების [ლეიშმანიოზი, ჭირი] ჩატარების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელდება უპატრონო/ მიკედლებული ძაღლების დაჭერა და შემდეგ ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფრებში გადაყვანა… [შესაბამისი] ღონისძიებების ჩატარების შემდგომ სააგენტოს მიერ განხორციელდება ძაღლების გარემოში დაბრუნება.“
თუმცა, ამ შემთხვევაშიც –
„აკრძალულია ძაღლის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებასთან, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასთან, სამედიცინო დაწესებულებასთან, საზოგადოებრივი კვების ობიექტთან, აგრარულ ბაზრებთან, სასტუმროსთან და საბავშვო და სპორტულ მოედნებთან დაბრუნება. ასეთ შემთხვევაში, უნდა შეიცვალოს გარემოში დაბრუნების ლოკაცია.“
„უბრალოდ მინდა კითხვა დავუსვა სასურსათოს, ან ვინც ხელი მოაწერა ამ კანონს: ძაღლი, რომელიც არ უნდა იქნეს დაბრუნებული არეალში — ბაღებთან, სკოლებთან, პარკებთან, რესტორნებთან… სად უნდა იყოს მაშინ ის ძაღლი, რომელიც ადამიანის მეგობარია და რომელსაც არ შეუძლია ცხოვრება ადამიანის გარეშე? იქ, სადაც მოიპოვებენ საკვებს, სადაც აჭმევს ხალხი… მე და სხვა ცხოველთა მოყვარულები ყოველდღე ქუჩა-ქუჩა დავდივართ და ვაჭმევთ მიუსაფრებს. სად უნდა წავიდნენ ეს ძაღლები? რომელ არეალში უნდა იქნან გადაყვანილი?
ესე იგი, ძაღლები უნდა გადაიყვანონ ტყეში ტურებთან და მგლებთან და მოკვდნენ შიმშილით? ეს ხომ გენოციდია? არ შეიძლება ეს! ძაღლი უნდა ცხოვრობდეს იქ, სადაც ადამიანები არიან,“ – ამბობს ნონა ჯიქია.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ „დღესაც ქრებიან ბათუმიდან ძაღლები. სასურსათო ყველგან დადის და გაჰყავთ. ამ ეტაპზე ჯოჯოხეთია მოწყობილი. წერილობითაც მივმართეთ, პეტიციაც შევქმენით, ყველაფერი გავაკეთეთ.“
ნონა ჯიქიას თქმით „გურჯაანში, თელავში — მთელ კახეთში საშინელება ხდება. ასევე იმერეთში. ოჯახებიდანაც კი გაჰყავთ ძაღლები, იპარავენ პატრონიან ძაღლებს. ბავშვს ხელიდან ტირილით გამოსტაცეს თავისი ძაღლი სეირნობისას და წაიყვანეს.“
ცხოველების უფლებადამცველთა და მოყვარულთა აქცია ბათუმში / 29.03.2026
სურსათის ეროვნული სააგენტო ამ ეტაპზე 364 ცალ ძაღლის დასაჭერ სახელურიან მარყუჟს ყიდულობს. მარყუჟების შესყიდვაზე სააგენტომ ელექტრონული ტენდერი 436 800 ლარით გამოაცხადა, ანუ 1 ცალი მარყუჟის შესყიდვის მაქსიმალური ფასი 1 200 ლარია.
„მე გახლავართ ცხოველთა დახმარებისა და გადარჩენის გუნდის, „ბორა-ბორას“ ხელმძღვანელი. ჩვენ დღეს აჭარიდან ვუერთდებით თბილისში გამართულ ცხოველთა დამცველთა და მოყვარულთა აქციას და ვითხოვთ მკვლელი კანონის შეჩერებას.
არ მეგონა, თუ 21-ე საუკუნეში ჩვენ მოგვიხდებოდა ბრძოლა მიუსაფართა სიცოცხლის გადასარჩენად. მდგომარეობა მართლაც საგანგაშოა. ყოველდღიურად უგზო-უკვლოდ ქრებიან ჩვენი ოთხფეხა მეგობრები. მიჰყავთ საჭდიანი, სტერილიზებული და ვაქცინირებული მიკედლებული ცუგები და ის ადამიანები, რომლებიც წლებია მათზე ზრუნავდნენ, ვერსად პოულობენ მათ.
მივმართავ მთავრობას, შეაჩერონ ეს დადგენილება და ჰუმანური გზით მოხდეს მიუსაფრების პრობლემების მოგვარება.“ – ამბობს ცხოველთა უფლებების დამცველი, „ბორა-ბორას“ ხელმძღვანელი, ლანა შაშიაშვილი.
მიუსაფარი ცხოველების დასაცავად აქცია ბათუმში გასული წლის აგვისტოშიც გაიმართა:
„მინდა გავამახვილო ყურადღება ბათუმის თავშესაფარზეც, რომელიც ჩაქვში შენდებოდა. დაიწყეს მშენებლობა, მაგრამ ამ ეტაპზე შეაჩერეს. რატომ? დავსვით კითხვა და აღმოჩნდა, თურმე არ ვარგა მიწა, არ ვარგა გრუნტი და ამიტომ არ აშენდება თავშესაფარი. მაშინ რა უნდა ვქნათ?“ – კითხულობს ნონა ჯიქია.
ხელვაჩაურის სოფელ ახალსოფელში მდებარე მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ ნაგებობებს, რომლებიც ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია, ქალაქი სახელმწიფოს გადასცემს. მიწის ნაკვეთის ფართობი 7 824, ხოლო შენობა-ნაგებობების საერთო ფართობი 5 992 კვადრატული მეტრია.
ქონების გადაცემა, როგორც ბათუმის მერიის მიერ მომზადებულ დოკუმენტებშია აღნიშნული, ბათუმი-სარფის ახალი გზის პროექტს უკავშირდება.
საკითხი ბათუმის საკრებულომ 30 მარტს სხდომაზე უნდა განიხილოს.
ბათუმის მერიის მიერ მომზადებულ განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ მერიაში 2025 წლის 24 ნოემბერს შევიდა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წერილი, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ სააგენტოში წარდგენილ კორესპონდენციასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალსოფელში მდებარე მიწის ნაკვეთის დაყოფას და ნაწილის 7 823 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის სახელმწიფოსათვის საკუთრებაში გადაცემას – შემდგომში გზების დეპარტამენტისათვის სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზნით.
გზების დეპარტამენტის წერილში კი აღნიშნულია, რომ ეს ქონება ბათუმი-სარფის გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებშია მოქცეული.
შესაბამისად, მერიამ სოფელ ახალსოფელში მდებარე 20 000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი დაყო ორ საკადასტრო ერთეულად: 12 160 და 7 824 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის
ნაკვეთად.
განმარტებითი ბარათიდან ირკვევა, რომ სახელმწიფოსთვის გადასაცემ 7 824 კვადრატული მეტრი ფართობის ნაკვეთზე ე.წ. „ახალსოფლის სათბურებია“ განთავსებული და ეს ქონება ბათუმის გამწვანების სამსახურზე იყო გადაცემული სარგებლობაში.
მოწითალო ფერით მონიშნულია ქონება, რომელიც ბათუმმა სახელმწიფოს უნდა გადასცეს
ამიტომ, ბათუმის მერიამ მიმართა ა(ა)იპ „ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურს“ და მოსთხოვა აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე ორგანიზაციის უზუფრუქტის უფლების შეწყვეტა. გამწვანების სამსახურმა 2026 წლის 12 მარტს მერიაში გადააგზავნა [უზუფრუქტის] უფლების შეწყვეტის თაობაზე თანხმობის წერილი.
„ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია განხორციელდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალსოფელში მდებარე 7 824 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების: №1 საერთო ფართი: 5980,91 კვ.მ და №2 საერთო ფართი: 11,17კვ.მ და №3 სახელმწიფოსთვის საკუთრებაში გადაცემა“. – წერს მერია განმარტებით ბარათში, რომელიც საკრებულოშია გადაგზავნილი.
აღსანიშნავია, რომბათუმი-სარფის გზის მშენებლობის პროექტის გამო, რამდენიმე ოჯახს ბათუმსა და ხელვაჩაურის სოფელ ახალსოფელში კერძო საკუთრებას ექსპროპრიაციის წესითაც დაათმობინებენ.
ამ და ბათუმი-სარფის ახალი გზის პროექტზე უფრო დეტალურად ნახეთ ამ ბმულზე:
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 29 მარტის 21 საათიდან 30 მარტის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი. წვიმა.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
ღამით: 7 – 12 გრადუსი სითბო
მთიან მუნიციპალიტეტებში:
დღისით: 6 – 11 გრადუსი სითბო
ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო
მაღალმთიან ზონაში:
დღისით: 2 – 7 გრადუსი სითბო
ღამით: 0 – 2 გრადუსი ყინვა
ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +11 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, ბათუმსა და მთლიანად აჭარაში 31 მარტს და 1-ელ აპრილს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 29 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 295 830 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 360. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
ტანკი – 11 820 ერთეული [+8]
ჯავშანტექნიკა – 24 313 ერთეული [+16]
საარტილერიო სისტემა – 39 001 ერთეული [+65]
MLRS – 1 707 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 337 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 350 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 204 060 ერთეული [+1 948]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 491 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 85 977 ერთეული [+181]
სპეცტექნიკა – 4 105 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
670 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩიდან კომახიძის ქუჩამდე ერთ კვარტალს სამშენებლოდ ამზადებენ. ტერიტორიები შეისყიდა 2022 წელს დაფუძნებულმა კომპანიამ, რომელსაც ედნარ პაპუნაიშვილი ფლობს.
კერძო კომპანიამ აქ ჰექტარ-ნახევარი ტერიტორია გამოისყიდა. ორ საკადასტრო ერთეულზე ერთი დაუსრულებელი კორპუსისა და დაბალსართულიანი ფუნქციური შენობების დემონტაჟი თითქმის დასრულებულია. შენობებისგან უკვე გამოთავისუფლებულია ტერიტორიის დიდი ნაწილი.
ბათუმი, გრიბოედოვის ქუჩაბათუმი, გრიბოედოვის ქუჩა
კომპანიის საკუთრებაში არსებული ტერიტორია მოიცავს გრიბოედოვის #62, 64, 64 ა-ში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს, ჯამში 14 931 კვადრატულ მეტრს.
საპროექტო ტერიტორია
ადგილზე კომპანიის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ აქ ოთხი 30-სართულიანი კორპუსის მშენებლობა იგეგმება. დოკუმენტებით კი ირკვევა, რომ მიწის ნაკვეთების მფლობელმა კომპანიამ ტერიტორიის ნაწილზე დემონტაჟის ნებართვა 2024 წელს მიიღო, რომელსაც ყოფილი მერი არჩილ ჩიქოვანი აწერს ხელს.
2026 წლის თენერვალში კი ახალმა მერმა გიორგი ცინცაძემ იმავე ტერიტორიაზე კიდევ ერთი ახალი ნებართვა გასცა, ეს ნებართვაც დემონტაჟის სამუშაოებს ითვალისწინებს მიწის ნაკვეთის უკვე სხვა ნაწილში.
სამშენებლო ტერიტორია ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე
„ბათუმელებისთვის“ ცნობილი გახდა ისიც, რომ შპს „ოპუს ცენტრმა“ მერიას გეგმარებითი დავალების გაცემის მოთხოვნით უკვე მიმართა. წარდგენილი აქვს წინასაპროექტო კვლევა განაშენიანების დეტალური გეგმის ინიცირებისთვის.
დოკუმენტებით ასევე ირკვევა, რომ კომპანიას ამ ზონაში დადგენილი კოეფიციენტის გადამეტება სურს.
წინასაპროექტო კვლევის მიხედვით, სამშენებლო ტერიტორიას ორ ნაწილად ჰყოფენ და მას სექტორებს უწოდებენ. დოკუმენტების მიხედვით ასევე ირკვევა, რომ ერთი სექტორისთვის ერთმანეთზე გადაბმული ბლოკებისგან შემდგარი კომპლექსის მშენებლობას მოიაზრებენ.
ესკიზი – ეს არ არის საბოლოოდ შეთანხმებული პროექტის ესკიზი. ის გვაჩვენებს, როგორ განაშენიანება სურს ტერიტორიის მფლობელს
ერთ-ერთ მიწის ნაკვეთზე, რომელიც კომპანიამ სამშენებლოდ შეისყიდა, დაუმთავრებელი ნაგებობა იდგა, მეორე მიწის ნაკვეთზე ფუნქციური დაბალი განაშენიანება იყო.
სამშენებლო ტერიტორია ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე
პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ამ ნაგებობის მშენებლობაზე ნებართვა 2007 წელს არის გაცემული, ნაბართვის მფლობელებად შპს „ლუდი ბათუმური“ და სს „ბათუმის რძის ქარხანა“ ფიქსირდებობდნენ. მშენებლობა 2010 წლის 7 დეკემბერს უნდა დასრულებულიყო.
აშენდა 3 სართული კარკასი, შემდეგ კი მშენებლობა შეჩერდა.
სამშენებლო დოკუმენტებში ვკითხულობთ ასევე, რომ საკრებულოს 2024 წლის 12 ივლისის განკარგულებით, იმავე მისამართზე დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების მიზნით ხელშემწყობ ღონისძიებად კოეფიციენტის გადამეტება დასაშვებად მიიჩნიეს.
კომპანიის წარმომადგენელი სამშენებლო დოკუმენტებში პროექტის საგადასახადო ნაწილისგან გათავისუფლებაზეც საუბრობს:
„არსებობს ასევე საგადასახადო ნაწილისგან გათავისუფლების გარემოებები. საქართველოს საგადასახდო კოდექსში განხორციელებულმა ცვლილებებმა საშუალება მისცა 2008 წლის 8 აგვისტოს ომამდე დაწყებული მშენებლობები გათავისუფლდნენ დამატებული ღირებულების გადასახადისაგან. შეღავათების გამოსაყენებლად საჭიროა დაუსრულებელი მშენებლობა მოხვდეს იმ ობიექტების ნუსხაში, რომლებიც აკმაყოფილებს საგადასახადო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.
აღნიშნულზე გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი, უფლებამოსილი ორგანო. სწორედ ამიტომ გდგ-ს ინიცირების ფარგლებში, ნაკვეთი, რომელზეც დღეს არსებობს დაუსრულებელი მშენებლობა, ფართობის და საკადასტრო კოდის ცვლილების გარეშე, იცვლის კონფიგურაციას და ადგილმდებარეობას.“
დოკუმენტების მიხედვით, კომპანია გაჩერებული მშენებლობის საცხოვრებელი კორპუსებით ჩანაცვლებას გეგმავს:
„პროექტის მიზანია გაჩერებული მშენებლობის ჩანაცვლებით – საცხოვრებელი, სოციალური და კომერციული ფუნქციების განვითარებისათვის კომფორტული, უსაფრთხო, სხვადასხვა აქტივობებით და ფუნქციებით დატვირთული გარემოს შექმნა. გარემო მორგებული იქნება შშმ პირთა და ყველა ასაკობრივი ჯგუფებისათვის თანამედროვე მიდგომებით დაგეგმარებული სივრცის მოწოდებაზე.“
ტერიტორიაზე შემოთავაზებულია ორი სამშენებლო და ერთი არასამშენებლო სექტორის ჩამოყალიბება.
„საპროექტო გადაწყვეტით ხდება ქუჩებით გარსშემორტყმული კვარტალის, თითქმის სრული არეალს ათვისება. ახალი ურბანული დოკუმენტავიის დამტკიცებისთანავე, ძალადაკარგულად ჩაითვლება 2024 წლის 12 ივლისის განკარგულება და დაგეგმილი პროექტის მსვლელობა გაგრძელდება უკვე გდგ-ს ფარგლებში დაშვებული მაკომპენსირებელი ღონისძიებებით მოთხოვნილი შედარებით დაკლებული კოეფიციენტებით.“
შპს „ოპუს ცენტრი“ იგივე „გთემ კონსტრაქშენი“ [კომპანიამ სახელი შეიცვალა ] 2022 წელს დაფუძნებული კომპანიაა და მას ედნარ პაპუნაიშვილი ფლობს. პაპუნაიშვილს სხვა კომპანიებიც აქვს, მათ შორის „ხიდი-2006“, რომელსაც პლაჟზე იჯარით აქვს აღებული რესტორან „სან-რემოს“ შენობა და მიმდებარე ტერიტორია.
მდინარე ჭოროხის კალაპოტის სამ უბანზე, დაახლოებით 15 ჰექტარ ფართობზე, კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ დამატებით 301 140 კუბურ მეტრ ქვიშა-ხრეშს ულიცენზიოდ ამოიღებს.
მთავრობის განკარგულებით, კომპანია ერთი წლით გათავისუფლდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან და მიეცა უფლება, აღნიშნული რაოდენობის მასალა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლების, ჭარნალისა და თხილნარის ტერიტორიაზე [ჭოროხის კალაპოტში] მოიპოვოს.
„სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, ქალაქ ბათუმში, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩის მიმდებარედ, შავი ზღვის აკვატორიაში ხელოვნური კუნძულის/ნახევარკუნძულის მოწყობის მიზნით, შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ 12 თვის ვადით გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან…“ — აღნიშნულია განკარგულებაში, რომელსაც ხელი ირაკლი კობახიძემ 2026 წლის 18 მარტს მოაწერა.
ამავე განკარგულებით, „ამბასადორი“ ვალდებულია მოპოვებული რესურსი მხოლოდ ხელოვნური კუნძულის პროექტისთვის გამოიყენოს. ამასთან, ლიცენზიისგან გათავისუფლების სანაცვლოდ, კომპანიამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტში 392 791 ლარი უნდა გადაიხადოს.
მოპოვების ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში, კომპანიამ მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს უნდა წარუდგინოს ინფორმაცია ამოღებული რესურსის ზუსტი ოდენობის შესახებ. პირობების შესრულებაზე კონტროლს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი განახორციელებს.
აღსანიშნავია, რომ ხელოვნური კუნძულის მშენებლობისთვის „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ლიცენზიისგან არაერთხელ გათავისუფლდა. კომპანია მასალებს სხვადასხვა წერტილში, მათ შორის, ჭოროხის კალაპოტში მოიპოვებს. თავად გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი კი მშენებლობის პროცესში კომპანიის მხრიდან დაფიქსირებულ დარღვევებზეც წერს.
სპეციალისტების მტკიცებით, ჭოროხიდან ხრეშის ამოღება მშენებლობისთვის დაუშვებელია და ეს მასალა სრულად ბათუმის ნაპირგამაგრებას უნდა მოხმარდეს, რასაც ხელისუფლება წლებია არ ითვალისწინებს.
ბათუმის სანაპირო ზოლის დასაცავად და პლაჟის ხელოვნური კვებისთვის, ყოველწლიურად მინიმუმ 120 000 კუბური მეტრი ხრეშის შეტანაა აუცილებელი. ამ მიზნით ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი უკვე დაიხარჯა და მომავალშიც დაიხარჯება.
სახელმწიფო სტრუქტურებში აღიარებენ, რომ ბათუმის სანაპიროს ზღვისგან დასაცავად ახალი სტრატეგიაა შესამუშავებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში კატასტროფა გარდაუვალია, თუმცა ამ სტრატეგიაზე მუშაობა ჯერ არ დაწყებულა.
„ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ბათუმში ბეტონის ქარხანასაც აშენებს, ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე. თავდაპირველი გეგმით, ქარხანა ხელოვნურ ნახევარკუნძულზე უნდა განთავსებულიყო, თუმცა კომპანიამ გადაწყვეტილება შეცვალა.
სურსათის ეროვნული სააგენტო ასეთ მარყუჟებს პირველად ყიდულობს.
შესყიდვების პორტალზე კატეგორიაში – „საპოლიციო მოწყობილობები / ძაღლების თავდასხმის მოსაგერიებელი საშუალებები“ – სააგენტოს სხვა შესყიდვა განხორციელებული არ აქვს.
განახლება:ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 14 აპრილს დასრულდა. შესყიდვების პორტალის მიხედვით ამ დროისთვის სააგენტოს შპს „ჯგ 20.26“ მარყუჟებს 95 500 ლარად სთავაზობს. აღნიშნული კომპანია 2026 წლის 10 მარტსაა რეგისტრირებული, ანუ ტენდერის გამოცხადებამდე 15 დღით ადრე. კომპანიის წილებს ფლობენ მარიამი ჭიპაშვილი /საქართველო/და ირაკლი ჯალაღონია /ორმაგი მოქალაქე საქართველო, რუსეთის ფედერაცია/. კომპანიის დირექტორია ირაკლი ჯალაღონია. ტენდერი შერჩევა-შეფასების ეტაპზეა, შესაბამისად, ჯერ უცნობია მონაწილეობს თუ არა სხვა პრეტენდენტებიც.
საქმე იმაშია, რომ „ოცნების“ მთავრობის დადგენილებით, 2026 წლის 1-ლი ივლისიდან 3 წლის განმავლობაში კონკრეტული ჯიშის ძაღლების მოშენებაზე მორატორიუმი წესდება.
დადგენილების მიხედვით, მომეტებული რისკის მქონე ძაღლებად დასახელებულია:
მორატორიუმი გავრცელდება სხვა ჯიშის ძაღლებზეც, კერძოდ, ესენია:
ჰასკი; მალამუტი; ლაიკა.
მორატორიუმის მოქმედების პერიოდში მორატორიუმზე კონტროლს განახორციელებენ სურსათის ეროვნული სააგენტო და მუნიციპალიტეტების უფლებამოსილი ორგანოები.
სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით „ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეფორმა ცხოველის მეპატრონეების პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. პროგრამის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით [გარდა თვითმმართველი ქალაქებისა] სააგენტო უზრუნველყოფს პატრონიანი ძაღლების:
ცოფის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაციას; ძუ ძაღლების სტერილიზაციას; ჩიპირებას; იდენტიფიკაციასა და ერთიან ბაზაში რეგისტრაციას“.
ამასთან, სააგენტოს განცხადებით „იდენტიფიკაცია/რეგისტრაცია მეპატრონეების პასუხისმგებლობის გაზრდას შეუწყობს ხელს. ერთიანი ბაზით შესაძლებელი გახდება ქუჩაში დატოვებული ცხოველის მეპატრონის იდენტიფიცირება. ასეთი მეპატრონეები კი, კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდებიან.“
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 28 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 294 470 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 300. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
ტანკი – 11 812 ერთეული [+4]
ჯავშანტექნიკა – 24 297 ერთეული [+10]
საარტილერიო სისტემა – 38 936 ერთეული [+73]
MLRS – 1 707 ერთეული [+7]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 337 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 350 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 202 112 ერთეული [+1 501]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 491 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 85 796 ერთეული [+227]
სპეცტექნიკა – 4 105 ერთეული [+5]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
670 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
საქართველოს პარლამენტის აპარატმა 60 000 ბოთლი არაგაზირებული სასმელი წყლის შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა.
პირობის თანახმად, წყალი 0,5-ლიტრიან მინის ბოთლებში უნდა იყოს დაფასოებული. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 58 200 ლარია [რაც ერთი ბოთლისთვის მაქსიმუმ 97 თეთრს შეადგენს].
მიწოდების ვადად 2026 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით პერიოდია განსაზღვრული.
აღსანიშნავია, რომ პარლამენტს 60 000 ბოთლ სასმელ წყალზე ხელშეკრულება უკვე გაფორმებული აქვს შპს „აქვა გეოსთან“, რომელიც უწყებას პროდუქციას ასევე 2026 წლის 25 დეკემბრამდე მიაწვდის.
პარლამენტის აპარატსა და „აქვა გეოს“ შორის 2025 წლის 12 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულებიდან. ამ ხელშეკრულებით კომპანიამ პარლამენტს სასმელი წყალი 2026 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით უნდა მიაწოდოს.
შპს „აქვა გეომ“ სასმელი წყალი პარლამენტს 2026 წლის 25 დეკემბრამდე, მოთხოვნის შესაბამისად უნდა მიაწოდოს. თუმცა, 2026 წლის 27 მარტის მდგომარეობით, შესყიდვების პორტალზე არსებული ინფორმაციით, კომპანიას პარლამენტისთვის მხოლოდ 3 996 ლარის ღირებულების წყალი აქვს მიწოდებული, რაც 60 000-დან მხოლოდ 10 800 ბოთლს შეადგენს.
მიუხედავად ამისა, პარლამენტმა დამატებით 60 000 ბოთლის შესყიდვაზე ტენდერი მაინც გამოაცხადა. ამჯერად პირობა შეიცვალა – წყალი არა პლასტმასის, არამედ მინის ბოთლებში უნდა იყოს დაფასოებული, რაც პროდუქტის ღირებულებას მნიშვნელოვნად აძვირებს.
პარლამენტის აპარატის მიერ 58 200 ლარით გამოცხადებული ტენდერის ტექნიკური დავალებიდან
თუ პლასტმასის ბოთლში დაფასოებული წყლის შემთხვევაში პარლამენტი ერთ ბოთლში მაქსიმუმ 40 თეთრს იხდიდა, მინის ბოთლის შემთხვევაში შესყიდვის მაქსიმალური ფასი 97 თეთრს შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ სატენდერო ღირებულება 142,5%-ით არის გაზრდილი.
მინის ბოთლებით სასმელი წყლის შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 31 მარტს დაიწყება და 2 აპრილს დასრულდება.
პარლამენტის აპარატი სასმელ წყალს დისპენსერებისთვისაც ყიდულობს, დისპენსერებზე გამოსაყენებლად კი ერთჯერად პლასტმასის [პოლიპროპილენის] ჭიქებს ყიდულობდა.
პარლამენტში ერთჯერად ჭიქებს ამჯერადაც შეიძენენ, თუმცა არა პლასტმასის, არამედ, მუყაოს ან ქაღალდის.
პარლამენტის აპარატის მიერ გამოცხადებულია ტენდერი 600 000 ცალი მუყაოს ან ქაღალდის ერთჯერადი ჭიქის შესაძენად.
სატენდერო თანხა 24 ათასი ლარია. ანუ 1 ჭიქის შეძენის სატენდერო მაქსიმალური ღირებულებაა 4 თეთრი [ამ ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 31 მარტს დაიწყება და 2 აპრილს დასრულდება].
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის თებერვალში გაფორმებული ხელშეკრულებით, პარლამენტი 1 ცალ პოლიპროპილენის ერთჯერად ჭიქას 2 თეთრად ყიდულობდა. შესყიდვის სატენდერო [სავარაუდო] ფასიც 2 თეთრი იყო.
2026 წლის 1-ლი აპრილიდან საბიუჯეტო ორგანიზაციებს პლასტმასის ჭიქების, პლასტმასის კონტეინერებისა და პლასტმასის 3 ლიტრამდე ბოთლებით სასმელის სახელმწიფო შესყიდვა ეკრძალებათ.
ამასთან:
2026 წლის 1 ივლისიდან საქართველოში აიკრძალება საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის პლასტმასის ბოთლებით სასმელის მიწოდება, ხოლო აკრძალვის მორიგი ეტაპი 2027 წლის 1-ლი თებერვლიდან დაიწყება.
ამ თარიღიდან აიკრძალება პლასტმასის ბოთლებში სასმელების წარმოება [გარდა ექსპორტის მიზნით], იმპორტი და ბაზარზე განთავსება.
არის გამონაკლისიც: აკრძალვა არ გავრცელდება 3 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელ წყალზე, ასევე, 20 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელებზე [არაალკოჰოლური და ალკოჰოლური, გამაგრილებელი და სხვა].
გამონაკლისი ასევე ვრცელდება შსს-სა და თავდაცვის ძალებისა და სამხედრო მოსამსახურეების საჭიროებებისთვის სასმელი წყლის წარმოებასა და მიწოდებაზე.
„ოცნებამ“ დაინახა ანაკლიის პორტი, როგორც ვაჭრობის შესაძლებლობა პარტნიორებთან… თუ რეალური ინტერესი გაჩნდა ამერიკელების მხრიდან და ეს ინტერესი ემთხვევა „ოცნების“ პოლიტიკურ ამოცანებს — ეს არის მათთვის მნიშვნელოვანი სინამდვილეში, რადგან „ქართულ ოცნებას“ არ აღელვებს ანაკლიის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა,“ – მიიჩნევს თინა ხიდაშელი, რომელსაც ანაკლიის პორტში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ვიზიტზე ვესაუბრეთ.
თინა ხიდაშელის აზრით, პირველ ეტაპზე ისტორიული მომენტი ხელიდან გაშვებულია: ანაკლიის პორტი უკვე მოქმედი რომ იყოს, სამხრეთ კავკასიაში გააქტიურებული ტრამპი საქართველოს გვერდს ვეღარ აუვლიდა.
„ანაკლია იქნებოდა უკვე შემდგარი მოცემულობა, რომელსაც გვერდს ვერავინ აუვლიდა… დღეს ანაკლია არის პოტენციური პროექტი, რომელშიც ფულს ვინ როდის გადაიხდის, ისიც კი არ ვიცით,“ – აღნიშნავს თინა ხიდაშელი.
„ნეტავ, ამერიკელებმა გამოიხედონ და რეალურად გადაწყვიტონ ინვესტიცია ანაკლიაში. ეს იქნება ისტორიული მნიშვნელობის პროექტი ჩვენთვის, ზუსტად ისეთივე, როგორიც თავის დროზე იყო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი… ივანიშვილის ლეგიტიმაციის საკითხი ამ დროს ჩემთვის მეათეხარისხოვანია,“ – უთხრა თინა ხიდაშელმა „ბათუმელებს“.
„ბათუმელებმა“ თინა ხიდაშელთან ინტერვიუ ჩაწერა. იგი საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრია და არასამთავრობო ორგანიზაციის – „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელი:
ქალბატონო თინა, რას აჩვენებს ანაკლიის პორტში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ვიზიტი? 2 წლის წინ „ოცნებამ“ განაცხადა, რომ სტრატეგიული მნიშვნელობის პორტში ჩინური კომპანია შემოყავდა, თუმცა მასთან ხელშეკრულება ამ დრომდე არ გაუფორმებიათ. ეს კომპანია კი ტრამპის მიერაა დასანქცირებული.
ჯერ არავინ არ შემოუყვანიათ. არც გამარჯვებული გამოუცხადებიათ. ორი წლის წინ განაცხადეს, რომ ტრამპის პირველი ადმინისტრაციის დროს დასანქცირებული კომპანია დარჩა საბოლოოდ კონკურსში. ავტომატურად ყველამ აღიქვა, რომ მასთან გაფორმდებოდა ეს ხელშეკრულება. თქვეს, დავიწყებთ ხელშეკრულებაზე მუშაობას, თუმცა დეტალებს მერე გეტყვითო. აგერ, ორი წელია არაფერი უთქვამთ.
ასევე თქვეს, რომ გამარჯვებულის გამოცხადება და დოკუმენტაციის მომზადება მოხდება სწრაფად. ჩვენ ბევრჯერ ვკითხეთ და გვიპასუხეს, რომ ბოლო დეტალები ზუსტდება.
თინა ხიდაშელი
ამ პროცესს სხვადასხვა დროს სხვადასხვაგვარად ეხმიანებოდნენ ჩვენი პარტნიორები არა მხოლოდ ამერიკიდან, სხვათა შორის, ევროკავშირის მხრიდანაც რამდენჯერმე იყო ძალიან პირდაპირი, ღია საუბარი ამ თემაზე.
საბოლოო ჯამში ვართ იქ, სადაც ვართ: ოფიციალურად გამარჯვებულად გამოცხადებული კომპანია არ გვყავს. არ არსებობს ოქმი და თუ ის არსებობს, მაშინ უკანონოდ არის გასაიდუმლოებული. ჩვენ პერიოდულად ვაგზავნით მოთხოვნას ეკონომიკის სამინისტროსთან და ვთხოვთ გამარჯვებულის გამოვლენის ოქმს. გვეუბნებიან, რომ ასეთი ოქმი არ არსებობს. ეს დოკუმენტები გვაქვს, სადაც ისინი გვპასუხობენ, რომ ეს ოქმი ფიზიკურად არ არსებობს.
რასთან შეიძლება გვქონდეს საქმე? 2 წელია არაფერს ამბობს ეკონომიკის სამინისტრო და გუშინ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი მიიყვანეს ანაკლიის პორტში.
მე ვფიქრობ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დაინახა ანაკლიის პორტი, როგორც ვაჭრობის შესაძლებლობა პარტნიორებთან. ის ელოდება ამ შესაძლებლობას.
თუ რეალური ინტერესი გაჩნდა ამერიკელების მხრიდან და ეს ინტერესი ემთხვევა „ოცნების“ პოლიტიკურ ამოცანებს — ეს არის მათთვის მნიშვნელოვანი სინამდვილეში, რადგან „ქართულ ოცნებას“ არ აღელვებს ანაკლიის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა. მას ყველაფრისგან პოლიტიკური სარგებლის მიღება უნდა. თუ დაინახა, რომ ანაკლია არის პოლიტიკური სარგებლის მიღების შესაძლებლობა, მაშინ ეს კარტი აქვს შემონახული გასათამაშებლად.
თუ ასეთი რამ არ მოხდა და ამასობაში ჩინელები გააქტიურდნენ, თუმცა ჩინელებიც აღარ აქტიურობენ მაინცადამაინც – არასტაბილურობის ფონზე, რომელიც ჯერ საქართველოშია ამდენი ხნის მანძილზე და ახლა მთელ რეგიონში, რა თქმა უნდა, 600 მილიონს არავინ გადაიხდის და არ დააბანდებს ასეთ არასტაბილურ და მოულოდნელობებით აღსავსე გარემოში.
რა არის ცნობილი ჩინეთის მხრიდან ანაკლიის პორტთან დაკავშირებით?
ვიცით ის, რასაც ლაპარაკობს ელჩი.
ელჩის მხრიდან ბევრჯერ ყოფილა გაკეთებული განცხადებები ამის თაობაზე, რომ ისინი დაინტერესებულები არიან ამით. ელჩი ისე ლაპარაკობს ხოლმე, თითქოს უკვე ეს საკითხი გადაწყვეტილი და დასრულებულია, თუმცა ეს ასე არ არის.
ამ მოცემულობაში ჩინეთი ვერ ხედავს ანაკლიის პორტის პერსპექტიულობას?
ამ წუთას ანაკლიაში არ არის საქმე, უბრალოდ, საფრთხე არის მაღალი ნებისმიერი დიდი ინვესტიციისთვის ჩვენს გეოგრაფიაში. ჯერ ეს იყო საქართველოს არასტაბილურობის გამო, მაგრამ ამ წუთას, რა თქმა უნდა, რისკები კიდევ უფრო გაზრდილია სხვა მოვლენების გამო, რომელიც საქართველოსთან არ არის პირდაპირ დაკავშირებული.
ჩინეთს, რა თქმა უნდა, აქვს ინტერესი, რომ ანაკლიაზე ხელი მოაწეროს და ეს ინტერესი სახეზეა, მაგრამ არა იმ ვალდებულებით, რომ ხელმოწერიდან მეორე დღესვე პროექტის განხორციელება დაიწყოს. ჩაუწერეს ორი წლის წინ, რომლის მიხედვითაც ხელშეკრულების ხელმოწერიდან რვა თვე იყო გათვალისწინებული პროექტის განხორციელების დაწყებისთვის, მაგრამ შემდეგ ვადის გახანგრძლივებაზე მიდიოდა ვაჭრობა და ამაზე თითქოს ვერ შეთანხმდნენ ჩინელებთან.
გასაგებია, ვიღაცამ ჩათვალა, რომ რვა თვე არ იყო საკმარისი და დაწყების ვადის სავალდებულოობა არ უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული, უნდა ყოფილიყო დაწყება რაღაც უსასრულობაში. ვითარება თუ შეიცვლებოდა, ცხადია, პროექტი დაიწყებოდა. ამაზე ვერ შეთანხმდნენ. ხიფათი არსებობდა მათთვის, რომ ეს ფული შეიძლება წყალში გადაყრილი აღმოჩენილიყო.
ამ ეტაპზე თუ ტრამპის კორიდორის ნაწილი არ გახდება საქართველო, ანაკლია აღარ იქნება მომგებიანი ჩინეთისთვის?
ყველაფერი აქამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო.
თუ რამესთან ბმა აქვს ამ შუა დერეფანს, ეს არის ომი უკრაინაში. ყველაზე დიდი საწყისი წერტილი ეს ომია. სტრატეგიულად შუა დერეფანი მას შემდეგ გახდა აქტუალური და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, როცა გამოჩნდა, რომ რუსულ გზაზე საბოლოოდ უარი უნდა ეთქვა ევროპას. არავინ იცის ზუსტად, ხვალ და ზეგ რა იქნება.
შემდეგ გაჩნდა დამატებითი ფაქტორები, იგივე ომი ირანთან, ეს კორიდორი და ასე შემდეგ.
რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს ომი უკრაინაში, არ მაქვს მოლოდინი, რომ ამ ომის დასრულების შედეგი იქნება ის, რომ რუსეთთან ყველაფერი ხელის ჩამორთმევით დამთავრდება. ამიტომ ვვარაუდობ, რომ შუა კორიდორი მაინც მნიშვნელოვანი და ღირებული იქნება.
მნიშვნელოვანია, რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობები როგორ დალაგდება ომის დასრულების ფონზე, თუმცა ეს არაა გადამწყვეტი, რადგან ტრანზიტი მიდის ევროპაში. ტანგოს ორი მოცეკვავე ჰყავს: მარტო ჩინეთი რა პოზიციაზე იქნება რუსეთთან, ეს ვერ გახდება ერთადერთი მიზეზი და ფაქტორი. მნიშვნელოვანია გზის მეორე მხარეს რა ვითარება იქნება და რა ტიპის ურთიერთობები დალაგდება.
მოკლედ, ბევრი ამბავია.
ჩვენ ისტორიული მომენტი უკვე ხელიდან გავუშვით – პირველი ეტაპი, როდესაც ყველაფერი მეტ-ნაკლებად უფრო ნათელი და გასაგები იყო, რომ შუა კორიდორი თუ სწრაფად ამოქმედდებოდა სრულად და სრული მასშტაბით, მას ალტერნატივა არ ჰქონდა – ეს მომენტი ხელიდან გაშვებულია. ახლა რაღაცნაირად მოლოდინის რეჟიმია ჩართული – უკვე ყველას რაღაცნაირად განცდა აქვს, რომ ეს ომი ასე თუ ისე მალე უნდა დამთავრდეს. ამ ომის დასრულების ფონზე უნდა დალაგდეს ყველა დანარჩენი – ვაჭრობა თუ სხვა ურთიერთობები დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის.
ამბობთ, რომ გავუშვით ჩვენ ეს ისტორიული შანსი, თუმცა ეკონომიკის სამინისტრომ გავრცელებულ განცხადებაში ყურადღება გაამახვილა შუა დერეფანსა და რეგიონულ ჰაბზე. „ანაკლიის საკვანძო ნავსადგური წარმოადგენს საქართველოს სატრანსპორტო და ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის ერთ-ერთ საკვანძო პროექტს, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს შუა დერეფნის ეფექტურ ფუნქციონირებაში, რეგიონული დაკავშირებადობის გაძლიერებასა და ქვეყნის, როგორც რეგიონული ჰაბის პოზიციონირებაში“, — განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა. სჯერათ „ოცნებაში“, რომ ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელია ამ მოცემულობაში, სადაც ვართ?
კითხვა ის არის, ჩემი აზრით: სჯერათ საერთოდ „ოცნებაში“ რასაც ლაპარაკობენ? – მე მგონი, რომ არა.
ამ წლების განმავლობაში მათ გააკეთეს ყველაფერი, რომ ეს არ მომხდარიყო. „ოცნება“ მუდმივად ცდილობს ბევრი რაღაცის აღრევას და იმგვარად წარმოჩენას, რომ რაღაც თითქოს ერთი და იგივეა. ერთ-ერთია სწორედ ის განცხადება, რაც თქვენ ახლა ახსენეთ — „რეგიონალური ჰაბი“ არ ნიშნავს აუცილებლად და ექსკლუზიურად ვაჭრობას ჩინეთთან და ჩინეთიდან.
მცირე მასშტაბის რეგიონალურობა შავი და კასპის ზღვის რეგიონი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელია. ვაჭრობის სტატისტიკას თუ შევხედავთ, ყველაზე დიდი ზრდა ზუსტად რეგიონულ ვაჭრობაში ჩანს – რიცხვები აჩვენებს, რომ სწორედ შავი ზღვის და კასპიის ზღვის რეგიონში ვაჭრობის მაჩვენებლები იზრდება. შუა დერეფანი ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია ეს საკვანძო ამბავი ჩვენთვის.
ჩვენ არ ვართ ახლა დიდი ეკონომიკის ქვეყანა და ასეთი ტიპის ნებისმიერი ურთიერთობა არის ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ცენტრალური აზია ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენელია. ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ტიპის რეგიონალურობაზე, რა თქმა უნდა, შეგვიძლია თამამად ვილაპარაკოთ დღესაც, მის მნიშვნელობაზე, ღირებულებასა და აუცილებლობაზე. ეს სრულიად ცალსახაა.
შუა დერეფნის მნიშვნელობაზე სერიოზულად დღეს აღარავინ დავობს, მაგრამ ჩვენ გაცილებით უფრო დიდი ამბიცია გვქონდა ყოველთვის.
ანუ მსოფლიო მასშტაბის ჰაბის ისტორიული შანსი გავუშვით ხელიდან?
არ ვამბობ, რომ უკვე გავუშვით, მაგრამ პირველი ეტაპისთვის გავუშვით — კი. ანაკლია თავის დროზე რომ აშენებულიყო, როგორც იყო დაგეგმილი, ჩვენ უკვე გვექნებოდა მიმდინარე, ძალიან სერიოზული ეკონომიკური მოგება, სარგებელიც, შემოსავლებიც და ყველაზე მთავარი: ანაკლია უკვე იქნებოდა მოცემულობა. ანუ მასზე კი არ ვილაპარაკებდით მომავალ დროში და აი, აბა, ვინ დააბანდებს ფულს, ან რა იქნება, არამედ ის უკვე იქნებოდა მოცემულობა, ეს უკვე იქნებოდა რეალობა.
და ქვეყანასაც უკვე ექნებოდა განსაზღვრული სტრატეგიული მნიშვნელობა რეგიონში?
რა თქმა უნდა. ვაშინგტონსა და სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების დიდი ნაწილი სწორედ ვაჭრობასთანაა დაკავშირებული საქართველოს გარეშე. ეს ასე არ იქნებოდა – ანაკლია იქნებოდა უკვე შემდგარი მოცემულობა, რომელსაც გვერდს ვერავინ აუვლიდა.
ამ დროს დღეს ანაკლია არის პოტენციური პროექტი, რომელშიც ვინ როდის გადაიხდის ფულს, ისიც კი არ ვიცით.
უშვებთ, რომ ისევ ამერიკული ინვესტიცია დაბრუნდეს ანაკლიაში, ხოლო ივანიშვილმა ეს საკითხი გამოიყენოს, როგორც ლეგიტიმაციის საშუალება?
ანაკლიის პორტი არის საქართველოს სტრატეგიული უპირატესობა.
ნეტავ, ამერიკელებმა გამოიხედონ და რეალურად გადაწყვიტონ ინვესტიცია ანაკლიაში. ეს იქნება ისტორიული მნიშვნელობის პროექტი ჩვენთვის, ზუსტად ისეთივე, როგორიც თავის დროზე იყო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, რომელმაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გადაგვარჩინა და პრინციპში, საქართველოსთვის უსაფრთხოების სარტყლის ფუნქცია იკისრა, გარდა იმისა, რომ ნავთობი და გაზის სადენებია და ასე შემდეგ.
ივანიშვილის ლეგიტიმაციის საკითხი ამ დროს ჩემთვის მეათეხარისხოვანია.
რეალურად, რა ინტერესი იკვეთება ამ ეტაპზე ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ანაკლიის პორტის მიმართ? საერთოდ, შავი ზღვის მიმართ? ცნობილია, რომ კონსტანცას ნავსადგურთან ახლოს ამერიკული ბაზის მშენებლობა მიმდინარეობს.
დიახ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გამიჭირდება კონკრეტულად ვილაპარაკო იმაზე, თუ რა ინტერესი ჩანს უკვე. თავისთავად ის, რომ ვიზიტი შედგა და მისი ნაწილია ანაკლია, გამოჩნდა საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია, შავი ზღვის ფუნქცია, როგორც მნიშვნელოვანი ინტერესის საგანი. ეს ძალიან დამაიმედებელია.
ვფიქრობ, ადრეა საუბარი დიდ იმედებზე. ვნახოთ, საით წავა ეს ამბავი.
ამასობაში, რა როლს იძენს საქართველო, მათ შორის, ირანის ომის გათვალისწინებით?
არავითარი როლი არ გვაქვს დღეს ჩვენ არაფერში. სამწუხაროდ, სრულიად გავქრით ინტერესიდან.
პარიზში კონფერენციაზე ვარ და დღეს ერთ ჩემს მეგობარს კანადის პრემიერის სიტყვები გავახსენე: „ან მაგიდასთან ხარ, ან მენიუშიო“ და ჩვენ, მეგობარო, მენიუშიც კი აღარ ვართ-მეთქი.
იმ ტიპის საკვებად ვიქეცით, რომელისაც მენიუშიც აღარ შეიტანენ მალე. ეს ხუმრობით, მაგრამ რეალურად, სამწუხაროდ, ასეა.
რამდენიმე წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა ვაშინგტონში, თეთრ სახლში სამხრეთ კავკასიაზე იმსჯელებენ, რაღაცას ხელს მოაწერენ, ამერიკის პრეზიდენტს ხელს ჩამოართმევენ და იქ საქართველო არ იქნებაო, ხომ მაგრად დავცინებდით ამის მთქმელს? ამას ვერავინ წარმოიდგენდა, მაგრამ ეს მოხდა, ეს უკვე რეალობაა და აგერ, მომავალ კვირას ევროკავშირი-სომხეთის სამიტი იქნება.
ნამდვილად არავითარი ოპტიმიზმის საფუძველი არ გვაქვს, ვიფიქროთ, რომ დიდი შემობრუნება ან დიდი გამოხედვა საქართველოსკენ სტრატეგიული თვალსაზრისით ისევ მოხდება. არც ხელისუფლება გვყავს ისეთი, რომელსაც ამის რაიმე ინტერესი აქვს – მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური კაპიტალიზაციით არის დაინტერესებული. ამიტომაც, ამ ვითარებაში ციდან არაფერი არ დაგვეცემა, თუ არ ვიშრომებთ.
საქართველომ, მაგალითად, უკვე დაკარგა პრივილეგირებული სტატუსი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებთან დიდი ხანი გვქონდა და გადავედით სომალისთან ერთად რაღაც კატეგორიაში. შესაძლოა, დღეს ასე ჩანს: მერე რა მოხდა, მაგრამ ჩვენი ქვეყნის რამდენი მოქალაქე სარგებლობდა ამ შესაძლებლობით. ხვალ და ზეგ ეს კიდევ უფრო სერიოზულ ამბებში გამოიხატება, თუ ასე გაგრძელდა პროცესი და არაფერი არ შეიცვალა.
როდესაც შენი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი მარტივ შეკითხვას ვერ პასუხობს: ვინ არის შენი მეგობარი, რომელსაც დაურეკავ აგრესიის შემთხვევაში, ამით უკვე ნათქვამია, რა მასშტაბის საფრთხის წინაშეც ვდგავართ.
The hearing of Netgazeti journalist Mariam Dzidzaria, who is facing up to 15 day detention for covering protest, was postponed just minutes after it began. Judge Tornike Kapanadze has not yet set a date for the next session.
The postponement request was made by Ministry of Internal Affairs of Georgia representative Tinatin Kachkachishvili, who said additional time was needed to gather evidence.
Dzidzaria’s lawyer, Nika Simonishvili, noted that the administrative violation report had been issued about a month and a half ago and questioned why that time was not sufficient for the Ministry to collect the evidence.
“Our position is that this material should have been submitted long ago. This shows a disrespectful and irresponsible attitude toward the court and the process,” Simonishvili said.
The lawyer also requested that if the Ministry obtains any evidence of Dzidzaria’s alleged offense in the future, it should be shared with the defense in advance.
The Ministry of Internal Affairs accuses Dzidzaria of “blocking the road” on January 31 during the weekly Saturday March, while she was performing her professional duties. The report against the reporter was filed under Article 174¹, Paragraph 5 of the Administrative Offenses Code, which provides for a fine of up to 5,000 GEL or up to 15 days of administrative detention.
This is not the only administrative offence case concerning Mariam Dzidzaria – she was fined 5,000 Lari on the similar accusation, and a court hearing is expected to be scheduled. The fine was issued in October 2025, before the tightening of regulations.
As journalists from various outlets were receiving fines for covering protests alongside Dzidzaria, she took extra precautions and called the hotline to check whether any fines had been issued in her name. That is when she accidentally learned about a fine issued on October 1, 2025. By that time, the period for appeal had already passed, so Dzidzia’s lawyer filed a complaint citing the failure to provide timely notification. Enforcement of the fine was then put on hold, and a court hearing is now expected to be scheduled.
Judge Kapanadze is also hearing the case of Tabula Journalist Mariam Kuprava, who is similarly accused of “blocking the road” during the weekly Saturday March on February 7, while performing her professional duties.
Kapanadze held a hearing in Kuprava’s case on Monday, March 23, but postponed the decision. Her next hearing is scheduled for March 31 at 11:00 a.m.
On the same day, two more hearings involving journalists took place. Judge Davit Makaradze dismissed the case against photojournalist Giorgi Tarkhnishvili. The Ministry had filed an administrative violation report against him for standing on the sidewalk in front of Parliament on December 18, 2025, while performing his professional duties.
Today, the court also heard the case against MediaChecker journalist Ninia Kakabadze, postponing the announcement of its decision to April 21. She was detained on November 3, 2025 and released as a mother of minor under 12 years old. Her case hearing had been postponed to this day.
On March 19, Judge Tornike Kapanadze also dismissed the case against Zuka Khidasheli, who had been accused by the Ministry of Internal Affairs of standing on the sidewalk on December 18, 2025. Like Dzidzaria and others, Khidasheli was performing professional duties.
Mariam Dzidzaria is not the first Batumelebi&Netgazeti journalist to face such threats. In 2025, the company’s co-founder and media manager, Mzia Amaglobeli, was first detained administratively (for placing a poster on a building) and then criminally (for allegedly slapping a police officer, Dgebuadze) and remains in unlawful detention. She was found liable in two administrative offense cases and convicted in a criminal case, receiving a two-year prison sentence on politically motivated charges.
On the same day of Amaglobeli’s arrest, under Dgebuadze’s orders, another Netgazeti journalist, Guram Murvanidze, was administratively detained while covering a protest and performing his professional duties. Despite this, Guram was sentenced to eight days in detention.
Several journalists of Batumelebi&Netgazeti have been fined like many other journalists with the accusation of artificially blocking the road while performing journalistic duties.
As for Mariam’s current case, it is being heard by Judge Tornike Kapanadze, who is known for frequently fining and sending to administrative detention protesters who walk on the roadway or stand on sidewalks during demonstrations.
Mariam Dzidzaria was notified of her court hearing only after it became known that the Council of Europe’s “Safety of Journalists Platform” had raised an alert regarding her case and demanded its immediate termination.
დღეს, 27 მარტს, ჩანიშნული ,,ნეტგაზეთის” რეპორტიორის, მარიამ ძიძარიას სასამართლო სხდომა გახსნიდან რამდენიმე წუთში გადაიდო.
მოსამართლე თორნიკე კაპანაძეს მომდევნო სხდომის თარიღი ჯერ არ განუსაზღვრავს.
სხდომის გადადების შუამდგომლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, თინათინ კაჭკაჭიშვილმა დააყენა. მისი თქმით, სჭირდებათ დრო დამატებითი მტკიცებულებების მოსაპოვებლად.
ძიძარიას ადვოკატმა, ნიკა სიმონიშვილმა განმარტა, რომ სამართალდარღვევის ოქმი დაახლოებით თვე-ნახევრის წინ არის შედგენილი. მისთვის გაუგებარია, რატომ არ აღმოჩნდა ეს დრო საკმარისი შსს-სთვის მტკიცებულებების მოსაპოვებლად.
“ჩვენი პოზიციაა, რომ ეს მასალები აქამდე უნდა წარმოედგინათ. ეს არის უპატივცემულო, უპასუხისმგებლო დამოკიდებულება სასამართლოსა და პროცესის წინაშე”, – განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.
ადვოკატმა ითხოვა, რომ თუ უწყება მომავალში მაინც მოიპოვებს მარიამ ძიძარიას სავარაუდო სამართალდარღვევის მტკიცებულებებს, წინასწარ გადასცეს დაცვის მხარეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ნეტგაზეთის რეპორტიორს ედავება “გზის გადაკეტვას” 31 იანვარს, შაბათის ტრადიციული მარშის დროს, როცა ძიძარია პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.
რეპორტიორის წინააღმდეგ ოქმი შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მე-5 ნაწილით, რაც ითვალისწინებს ჯარიმას 5000 ლარამდე, ან 15 დღემდე პატიმრობას.
მარიამ ძიძარიას საქმეზე ევროპის საბჭოს “ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმამ” განგაშის სიგნალი ჩართო და მოითხოვა მის წინააღმდეგ არსებული საქმის დაუყოვნებლივ შეწყვეტა.
მარიამ ძიძარია 20 წლის სტუდენტია.
ის კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლაში სწავლობს. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა და ძიძარიას პროფესორ-მასწავლებლებმა – ჯამში 50-მდე ადამიანმა – თხოვნით მიმართეს მოსამართლეს, შეწყვიტოს საქმის წარმოება.
მოსამართლე თორნიკე კაპანაძე განიხილავს გამოცემა ,,ტაბულას” ჟურნალისტის, მარიამ კუპრავას საქმესაც.
შსს მასაც “გზის გადაკეტვას” ედავება, მასაც შაბათის ტრადიციული მარშის დროს 7 თებერვალს. მარიამ ძიძარიას მსგავსად, მარიამ კუპრავასაც სამართალდარღვევის ჩადენას ედავებიან მაშინ, როცა ისინი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ.
მარიამ კუპრავას საქმე თორნიკე კაპანაძემ ორშაბათს, 23 მარტს განიხილა, თუმცა გადაწყვეტილების გამოცხადება ამ შემთხვევაშიც გადადო.
მარიამ კუპრავას სხდომა 30 მარტს, 11:00 საათზე განახლდება.
მარიამ კუპრავაც სტუდენტია. ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლობს.
პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს სამართალდარღვევის ჩადენას ედავებოდნენ კიდევ ერთ ფოტორეპორტიორს, გიორგი თარხნიშვილს. ამ შემთხვევაში საუბარია არა გზის, არამედ “ტროტუარის გადაკეტვაზე”.
უფრო ზუსტად, ტროტუარზე დგომით გამვლელი მოქალაქეებისთვის დაბრკოლების შექმნაზე 2025 წლის 18 დეკემბერს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მაკარაძემ 27 მარტს განიხილა და შეწყვიტა ფოტორეპორტიორ გიორგი თარხნიშვილის წინააღმდეგ დაწყებული ადმინისტრაციული დევნის საქმე.
2025 წელს საქართველოში 44 319 ადამიანი გარდაიცვალა. ეს მაჩვენებელი 0.8 პროცენტით მეტია 2024 წელთან შედარებით. 2024 წელს საქართველოში 43 971 ადამიანი გარდაიცვალა.
საქსტატის მონაცემების მიხედვით, ყოველ 1000 ახალშობილზე (1 წლამდე ასაკში) დაახლოებით 7–8 ბავშვი გარდაიცვალა.
საქსტატის ინფორმაციით, 2025 წელს საქართველოში უარყოფითი ბუნებრივი მატება დაფიქსირდა [სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის] და – 6 452 ერთეულით განისაზღვრა.
ამასთან, უარყოფითი ბუნებრივი მატება დაფიქსირდა ყველა რეგიონში, გარდა თბილისის, აჭარისა და ქვემო ქართლის რეგიონისა.
გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, შავი ზღვის დაბინძურების ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაიწყო.
დეპარტამენტის განცხადებით, ფოთში, თევზისა და ზღვის პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოს მიერ, ნავმისადგომზე, სეინერებიდან სპეციალურ ავტომანქანებში, შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე მოპოვებული თევზის გადმოტვირთვა ხორციელდებოდა, რა დროსაც დაფიქსირდა გამოყენებული/ნაწრეტი სისხლნარევი წყლების ხმელეთიდან ზღვის ავკატორიაში ჩაღვრა.
შედგა ინსპექტირების აქტი. საქმისწარმოების დასრულების შემდეგაც, მოხდება შესაბამისი რეაგირება,“-წერს გარემოს ზედამხედველობა.
22 მარტს ფოთიდან ერთ-ერთმა მოქალაქემ ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანს პლაჟზე გამორიყული მკვდარი ფრინველები და დელფინი.
მკვდარი ფრინველები და დელფინი ფოთის სანაპიროზე.
მოქალაქეებს ფეისბუქზე მონიშნული ჰქონდათ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროც და ითხოვდნენ შესაბამის რეაგირებას.
„ვირუსის შემთხვევაში, გავრცელების სერიოზული საშიშროება არსებობს,“- წერდნენ მოქალაქეები.
ამ საკითხზე „ბათუმელები“ გარემოს დაცვას დაუკავშირდა და ჰკითხა, თუ შეისწავლეს ეს საკითხი და მიმდინარეობდა თუ არა მოკვლევა, თუ რამ გამოიწვია ფრინველების დახოცვა ზღვის სანაპიროზე.
უკავშირდება თუ არა ეს ორი შემთხვევა ერთმანეთს, უცნობია, რადგან მაშინ გარემოს დაცვის პრესსამსახურში გვიპასუხეს, რომ მოკვლევა მხოლოდ იმ შემთხვევაში იწყება, თუ უწყებას ვინმე განცხადებით მიმართავს.
„ასეთი განცხადება კი უწყებაში არ შემოსულა,“-გვითხრეს პრესსამსახურში.
საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქი წმინდა სინოდიდან უნდა აირჩეს.
წმინდა სინოდში 39 წევრია.
საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით, კათოლიკოს-პატრიარქი შეიძლება გახდეს სინოდის წევრი, რომელიც არის 40 წელზე მეტი ხნის, მაგრამ არაუმეტეს 70 წლისა.
სინოდის 39 წევრიდან 9 წევრი 70 წელზე მეტი ხნის ასაკისაა.
70 წელზე ნაკლები ასაკის ყველა მღვდელმთავარს აქვს შანსი გახდეს მომავალი კათოლიკოს-პატრიარქი.
საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები
საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებისმიხედვით, რომელიც მიღებულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული ადგილობრივი კრების მიერ 1995 წლის 18-19 სექტემბერს, დადგენილია პატრიარქის არჩევის წესი.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ეროვნებით უნდა იყოს ქართველი;
უნდა იყოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი;
უნდა ჰქონდეს საღვთისმეტყველო განათლება და საეკლესიო მმართველობის საკმარისი გამოცდილება;
ასაკით უნდა იყოს არანაკლებ ორმოცი წლისა და არაუმეტეს სამოცდაათი წლისა;
უნდა იყოს ბერი.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ირჩევს საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება.
კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ გადადგომის ან სხვა ისეთი მიზეზის გამო, რომელიც შეუძლებელს ხდის კათოლიკოს-პატრიარქისათვის თავისი მოვალეობების შესრულებას, კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მართავს ეკლესიას ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე.
იმ შემთხვევაში, როცა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე დადგენილი არ არის, ქიროტონიით უპირატესი მღვდელმთავარი ავტომატურად ხდება მოსაყდრე.
საქართველოს შემთხვევაში კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სიცოცხლეშივე დაადგინა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ მიტროპოლიტი შიო.
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრისადმი კანონიკური მორჩილება საქართველოს ეკლესიის ყოველი წევრის მოვალეობაა.
საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები
პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს ორი თვისა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე იწვევს საქართველოს ეკლესიის გაფართოებულ კრებას, რომელზედაც მოხდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა.
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრების წინ მოსაყდრე იწვევს წმინდა სინოდს, საპატრიარქო კანდიდატების შესარჩევად.
წმინდა სინოდი ირჩევს გაფართოებულ კრებაზე წარსადგენ 3 კანდიდატს.
სინოდის ყველა წევრს აქვს უფლება წარმოადგინოს ერთი საპატრიარქო კანდიდატი, მათ შორის თავისი თავიც.
სამი საპატრიარქო კანდიდატი, რომლებიც მიიღებენ ხმათა უმრავლესობას, კენჭს იყრიან გაფართოებულ კრებაზე, როგორც პატრიარქობის კანდიდატები.
გაფართოებული კრების ყველა მონაწილეს აქვს უფლება გამოთქვას აზრი კანდიდატთა შესახებ.
კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის კენჭისყრაში მონაწილეობას იღებენ მხოლოდ მღვდელმთავრები.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს კრების მონაწილე მღვდელმთავართა ხმების ნახევარზე მეტს.
თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ხმათა ნახევარზე მეტს, ტარდება ხელმეორე კენჭისყრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ის ორი კანდიდატი, რომელიც პირველ კენჭისყრაში მიიღებს ხმათა უმრავლესობას.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრება (ინტრონიზაცია) ხდება მცხეთის სვეტიცხოვლის წმინდა ათორმეტთა მოციქულთა სახელობის საპატრიარქო ტაძარში.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა მართლმადიდებლური ტრადიციის თანახმად ხდება სამუდამოდ (კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებამდე).
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II 17 მარტს გარდაიცვალა.
წმინდა სინოდში მყოფი ყველა მიტროპოლიტი ილია მეორის ხელდასხმულია.
საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები
39 მღვდელმთავარიდან კათოლიკოს-პატრიარქმა თავის სიცოცხლეში 4 მიტროპოლიტი გამოარჩია და მათ საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდო – სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლება უბოძა.
კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სკუფიაზე ბრილიანტის ჯვარი 2008 წელს უბოძა დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამს;
2010 წელს – ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტ დანიელს;
2017 წელს – ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტ ისაიას;
2018 წელს – სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს.
Bacho Akhalaia has been charged with a new offense following a statement he made in court.
He has been charged under Article 317 of the Criminal Code of Georgia, which criminalizes calling for the violent overthrow of the constitutional order and the toppling of state authorities. This article carries a penalty of up to three years in prison.
The case concerns a statement Akhalaia made during a court hearing on February 16, in which he said, “This government must be overthrown as quickly and brutally as possible, by any means and in any way.”
Bacho Akhalaia was previously arrested on December 25, 2025. He is accused in connection with the October 4 protests of “organizing and leading group violence,” which carries a potential sentence of up to nine years in prison.
საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით 16 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ორგანიზებული ჯგუფის მიერ მითვისების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, სამსახურებრივი გულგრილობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე 9 პირს ბრალდება წარუდგინეს.
კერძოდ, პროკურატურამ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 1550 ბავშვზე გათვლილი 16 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების, ორგანიზებული ჯგუფის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, სამსახურებრივი გულგრილობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე 9 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო, მათ შორის 4 პირი დაკავებულია.
პროკურატურის ინფორმაციით კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2023-2025 წლებში 9 ტენდერის ფარგლებში, სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა“ და სამშენებლო კომპანია შპს „მშენჯგუფს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულებები: ხელვაჩაურის, ქედის, ნინოწმინდის, წალენჯიხის, ხობის, ლაგოდეხისა და კასპის მუნიციპალიტეტებში, საერთო ჯამში 1550 ბავშვზე გათვლილი, 16 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციის თაობაზე.
სამუშაოების შესასრულებლად შპს „მშენჯგუფს“ საერთო ჯამში 18 მილიონ 648 018 ლარი ჩაერიცხა, საიდანაც 4 762 587 ლარი, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, მიითვისეს ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა, რითაც სახელმწიფოს დიდი ოდენობის ქონებრივი ზიანი მიადგა.
პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ იმავე პერიოდში ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა, ერთობლივად შეიმუშავეს და განახორციელეს უკანონოდ მიღებული შემოსავლის ლეგალიზაციის დანაშაულებრივი გეგმა, რომლის მიხედვითაც მითვისებული თანხა სხვადასხვა დანიშნულებით ირიცხებოდა ორგანიზებული ჯგუფის წევრების როგორც პირად, ასევე მათ მიერ დაარსებული სხვა კომპანიებისა და მათთან დაახლოებული პირების საბანკო ანგარიშებზე.
ამ ქმედებების შედეგად განხორციელდა 4 მილიონზე მეტი ლარის ღირებულების ათეულობით უძრავი ქონებისა და კომპანიის შეძენა. შემდგომში ქონების ნაწილი, გადამალვის მიზნით გადაფორმდა სხვადასხვა კერძო და იურიდიული პირის სახელზე.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის“ ცალკეულმა ხელმძღვანელმა პირებმა, დაუდევარი დამოკიდებულების გამო არაჯეროვნად შეასრულეს მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობები, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.
კერძოდ, შპს „მშენჯგუფმა“ დაუსაბუთებლად, წერილობით 15-ჯერ მოითხოვა თანხა ავანსის სახით სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოების წარმოების მიზნით. მოხელეებისთვის ცნობილი იყო, რომ შპს „მშენჯგუფი“ ჯეროვნად არ ასრულებდა არცერთი ტენდერით გათვალისწინებულ ვალდებულებას და ნაცვლად იმისა, რომ ემოქმედათ კანონმდებლობით დადგენილი წესით და მიეღოთ შესაბამისი ზომები, გულგრილად მოეკიდნენ თავიანთ მოვალეობებს და ყოველ ჯერზე გასცეს ნებართვა კომპანიისთვის ავანსის თანხის სრულად ჩარიცხვაზე, რამაც საბოლოოდ მძიმე შედეგი გამოიწვია.
კერძოდ,
16 საბავშვო ბაღიდან 4 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოები არც კი დაწყებულა, ხოლო დანარჩენი სამუშაოები განხორციელდა არასრულყოფილად, რის გამოც 16-დან არცერთი საბავშვო ბაღი დღემდე ჩაბარებული არ არის.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ზემოხსენებული სამუშაოების საინჟინრო ზედამხედველობა დავალებული ჰქონდა კერძო საექსპერტო კომპანიას, რომელიც ვალდებული იყო შესრულებული სამუშაოების რაოდენობრივი და ხარისხობრივი შემოწმება განეხორციელებინა.
მიუხედავად იმისა, რომ ზედამხედველი კომპანიის თანამშრომლებისთვის ცნობილი იყო, რომ რიგ შემთხვევებში შესრულებული სამუშაოს აქტებში ასახული მონაცემები არ შეესაბამებოდა რეალობას, მათ შპს „მშენჯგუფის“ მმართველის თხოვნით მაინც დაადასტურეს მონაცემები, რის შედეგადაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები არამართლზომიერად დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ სახსრებს.
სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელ პირებს და ორგანიზებული ჯგუფის წევრებს, ბრალდება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრების მითვისების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელ პირებს ბრალდება სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალდება წარედგინათ კერძო კომპანიის ზედამხედველ ექსპერტებს ყალბი დოკუმენტის დამზადების ფაქტზე, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის ინფრომაციით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით შეძენილი ქონებები დაყადაღებულია და დანაშაულთან კავშირში მყოფი სხვა პირების თუ საჯარო მოხელეების გამოსავლენად საქმეზე გამოძიება გრძელდება.
საქსტატის ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით შობადობა 4.1 %-ით შემცირდა.
2024 წელს საქართველოში 39 483 ბავშვი დაიბადა.
2025 წელს ყველაზე მეტი ბავშვი დაიბადა თბილისში (14 334 ბავშვი), ხოლო ყველაზე ცოტა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (191 ბავშვი).
„2025 წელს, 2024 წელთან შედარებით, რიგით პირველი დაბადებულის წილი გაიზარდა 35.9 პროცენტიდან 36.6 პროცენტამდე, მეორე შვილის წილი შემცირდა და შეადგინა 32.9, ხოლო მესამე და მომდევნო რიგითობის დაბადებულთა წილი თითქმის უცვლელი დარჩა და შეადგინა 29.1 პროცენტი,“ – ნათქვამია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში.
სტატისტიკის მიხედვით, შემცირდა იმ ქალების რიცხვი, ვინც შვილს 25 წლის ასაკამდე აჩენს და გაიზარდა იმ ქალების რიცხვი, ვინც შვილს 40 წლის მერე აჩენს.
„2025 წელს, ცოცხლად დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში, წინა წელთან შედარებით, 25 წლამდე ასაკის დედების მიერ გაჩენილი ბავშვების წილი 23.2 პროცენტიდან 21.9 პროცენტამდე შემცირდა, 25-39 წლის ასაკობრივი ჯგუფის დედების წილი გაიზარდა 69.5 პროცენტიდან 70.4 პროცენტამდე.
ზრდა შეინიშნება 40 წლის და უფროსი ასაკის დედებში, მათი წილი 7.3 პროცენტიდან 7.7 პროცენტამდე გაიზარდა,“ – ნათქვამია სტატისტიკაში.
ბათუმში მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის მოწყობა ისევ გადაიდო – მშენებლობა დაწყებული იყო, მაგრამ მალევე „აღმოაჩინეს“, რომ შესასწავლია საპროექტო ტერიტორიის გრუნტი, რაც პირდაპირ კავშირშია ასაშენებელი ნაგებობების უსაფრთხოებასთან.
ბათუმის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის მიხედვით, რომელიც საკრებულომ 30 მარტს უნდა განიხილოს, ვიგებთ, რომ ტენდერი შეწყვეტილია და პროექტისთვის გამოყოფილი თანხა 8,6 მილიონი ლარი გამოთავისუფლდა.
შესყიდვების პორტალზე ატვირთული მონაცემების მიხედვით, ბათუმის მერიამ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას, შპს „მტმ“-ს ხელშეკრულება მხარეთა შეთანხმების საფუძველზე 2026 წლის 16 თებერვალს შეუწყვიტა – მიზეზად გრუნტის ტენიანობა დაასახელეს.
ამ საკითხთან დაკავშირებით ბათუმის მერიამ არ უპასუხა „ბათუმელების“ კითხვებს:
პროექტის მომზადებამდე სპეციალისტებს გრუნტი არ უნდა შეესწავლათ?
თუ გრუნტი არ შეუსწავლიათ, როგორ მოამზადეს პროექტი, გრუნტის შესწავლის გარეშე ტენდერი როგორ გამოაცხადეს, ან სამუშაოები როგორ დაიწყეს?
მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის პროექტი იმ პროექტებს შორის იყო, რომელთა დაწყებაც ბათუმის მერიამ 2026 წლის იანვარში ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ფოტო-ვიდეომასალით დააანონსა. ამ პროექტისთვის ბათუმის ახალი მერი შეაქეს, მადლობა გადაუხადეს და წარმატებები უსურვეს. იყო ასეთი კომენტარებიც – „ჯერ დაიცადეთ, საქმე ბოლომდე მივიდეს“.
ამას მოჰყვა ვიდეო, სადაც ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ახალდანიშნული ხელმძღვანელი ბაქარ ჩიტაია დეტალურად უამბობდა მოქალაქეებს პროექტის შესახებ.
მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, 27 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე გათვალისწინებული იყო თავშესაფრის ორი იდენტური ბლოკის მოწყობა, რომლებსაც თათების ფორმა ექნებოდა.
ბლოკები გათვლილი იყო 180 დამოუკიდებელ ვოლიერზე. ვოლიერები უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო წყალმომარაგებისა და სადრენაჟე სისტემებით.
პროექტი ნაგებობის ცენტრალურ ნაწილში ითვალისწინებდა ძაღლების გასასეირნებელი შიდა ეზოს მოწყობას, საერთო ჯამში კი მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის კომპლექსი მოიცავდა რვა დამხმარე შენობას. გათვალისწინებული იყო სხვადასხვა დანიშნულების, მათ შორის, ვეტერინარული, ადმინისტრაციული, საკარანტინო, სამზარეულო, „გრუმინგისა“ და ძაღლების სასტუმრო ბლოკების მოწყობა.
პროექტი ითვალისწინებდა ასევე ძაღლების სავარჯიშო სივრცის მოწყობას.
ხელშეკრულების შესაბამისად, 9 მილიონამდე ლარის ღირებულების პროექტის მშენებლობა 2026 წლის 10 დეკემბრამდე უნდა დასრულებულიყო. ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან, შპს „მტმ“ – სთან 2026 წლის 13 იანვარს გააფორმეს, 2026 წლის 16 თებერვალს კი მშენებელ კომპანიასთან ხელშეკრულება შეწყვიტეს.
გადაწყვეტილებასთან დაკავშირებულ შეთანხმების დოკუმენტში ვკითხულობთ:
„დაბა ჩაქვში მიმდინარეობს ძაღლთა თავშესაფრის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები, რაც მოიცავს რთული რელიეფის დამუშავებას. კერძოდ, დაახლოებით 22 000 მ³ გრუნტის მოჭრა გადაადგილებასა და დაგეგმარებას.
ტერიტორიის არაერთგვაროვნებიდან გამომდინარე, ზოგიერთ მონაკვეთზე საჭიროა გრუნტის 3-5 მეტრ სიმაღლეზე დაყრა, რაც პირდაპირ კავშირშია სამომავლო შენობა-ნაგებობების უსაფრთხოებასთან, ასევე გასული პერიოდის განმავლობაში არსებული რთული კლიმატური პირობებისა და უხვი ნალექის გამო გრუნტი მაქსიმალურად არის გაჯერებული ტენით.
აღნიშნული გარემოება ტექნოლოგიურად შეუძლებელს ხდის გრუნტის გადაადგილებასა და მის ჯეროვან დატკეპნას, რაც აუცილებელი წინაპირობაა 3-5 -მეტრიანი ნაყარი ფენების მდგრადობისთვის.
პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე, ვაკისის მოწყობის შემდეგ აუცილებელია დამატებითი გეოლოგიური კვლევების ჩატარება, რათა დადასტურდეს ხელოვნურად შექმნილი გრუნტის შესაბამისობა სამშენებლო ნორმებთან, რისი მიღებაც შეუძლებელი იქნება, რადგან რთული კლიმატური პირობებისა და უხვი ნალექის გამო, გრუნტი მაქსიმალურად არის გაჯერებული ტენით“.
კომპანია მერიას ასევე ატყობინებს, რომ დატენიანებული გრუნტის მშრალით ჩანაცვლებაც განიხილეს, თუმცა ამან გარდა დროის დანაკარგისა, პროექტის თვითღირებულების გაზრდა გამოიწვია, რის გამოც მიზანშეწონილად მიიჩნიეს ხელშეკრულების შეწყვეტა:
„ჩვენი მხრიდან დეტალურად იქნა განხილული ალტერნატიული გზა 22 000 მ³ დატენიანებული გრუნტის სრული გატანა და მისი ჩანაცვლება მშრალი ინერტული მასით [ბალასტით], თუმცა, შესაბამისი გათვლების შედეგად დადგინდა, რომ მასალის ტრანსპორტირებისა და შესყიდვის ხარჯები იმდენად ზრდის პროექტის თვითღირებულებას, რომ მისი ასახვა არსებულ ფასების ცხრილში შეუძლებელია, ხოლო სამუშაოების ზაფხულის პერიოდამდე შეჩერება შეუძლებელს ხდის პროექტის დასრულებას მიმდინარე წლის ბოლომდე.
ზემოაღნიშნული ობიექტური მიზეზების გათვალისწინებით, რათა არ მოხდეს რესურსების არაეფექტური ხარჯვა და ვადების უშედეგო მოცდა, მიზანშეწონილად მივიჩნევთ N3 ხელშეკრულება შეწყდეს მხარეთა ურთიერთშეთანხმებით“.
ამ შეთანხმების შემდეგ მერიამ კომპანიას ხელშეკრულება შეუწყვიტა.
„ბათუმელებმა“ შეისწავლა პროექტი, რომლის მიხედვითაც მერიას მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობაზე ჰქონდა ტენდერი გამოცხადებული, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას სწორედ ამ პროექტით უნდა ეხელმძღვანელა.
პროექტის ავტორი კომპანია წერს, რომ სამშენებლო მოედნის ფარგლებში ნეგატიური გეოლოგიური პროცესები არ აღინიშნება, თუმცა ასევე ურთავს შენიშვნას სადაც მერიას დამატებით გეოლოგიური კვლევის ჩატარების საჭიროებაზე მიუთითებს:
„საპროექტო ობიექტის მასშტაბიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ნაყარი გრუნტის გამო ვერ მოხერხდა ტერიტორიაზე დეტალურად საინჟინრო-გეოლოგიური პირობების დადგენა, საპროექტო ორგანიზაცია დეტალური სურათის დასადგენად სახარჯთაღრიცხვო ნაწილში თანხობრივად ითვალისწინებს დამატებითი საინჟინრო-კვლევითი სამუშაოების ჩატარებას. კერძოდ, მიწის ვაკისის საპროექტო ნიშნულზე დასვლის შემდეგ, მოეწყოს დამატებითი გეოლოგიურ ჭაბურღილები სავარაუდო ჯამური სიგრძით 80 მ. მიღებული შედეგებით შესაძლებელია შევიდეს კორექტირებები საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში“.
ბალასტის შეტანა და დამატებითი გეოლოგიური კვლევები რომ პროექტირებისას გათვალისწინებული იყო, ამას ის დოკუმენტაციაც მოწმობს, რომელიც ტენდერს თან ახლავს.
ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულებით კი „მოსამზადებელი და მიწის ვაკისის მოწყობის სამუშაოებისთვის“ ჯამში 1 მილიონ 60 ათას 843 ლარი იყო გათვალისწინებული, მათ შორის უშუალოდ „მიწის ვაკისის მოწყობის შემდეგ დამატებითი გეოლოგიური კვლევების სამუშაოებისთვის“ – 2 743 ლარი.
ამონარიდი ხელშეკრულებიდან
მერიიდან არ გვაქვს განმარტება – რატომ არ გაითვალისწინეს აღნიშნული სამუშაოები პროექტის დასრულების ვადის დადგენისას და „ვადებში ვერჩატევის“ გამო რატომ შეწყვიტეს ხელშეკრულება. მითუმეტეს, არათუ ვადის გადაწევა, არამედ მთლიანად პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის შეცვლაც კი, ბათუმის მერიისთვის ჩვეულებრივი პრაქტიკაა.
პროექტის მიხედვით ტერიტორია ჩაქვის დასახლებაში, რაც მერიას მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრისთვის აქვს შერჩეული, XX საუკუნის ბოლოსათვის წარმოდგენილი იყო ხევის სახით. XXI საუკუნის დასაწყისში ხევი შეივსო ნაყარით ბათუმი-ჩაქვის საავტომობილო გვირაბის გაყვანის პროცესში გამოტანილი მასით.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ბათუმში მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობის დაწყებას „ოცნების“ ხელისუფლება პომპეზურად აანონსებს, თუმცა უშედეგოდ.
ბათუმში ბოლო ექვსი წელია ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას სხვადასხვა პროგრამას და მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობას ჰპირდებოდა, თუმცა არც ერთი დაპირება არ განხორციელებულა.
2020 წლის თებერვალში ბათუმის ყოფილმა მერმა ლაშა კომახიძემ განაცხადა, რომ მერია იწყებდა საპილოტე პროგრამა „კუპატას“ განხორციელებას, რომლის ფარგლებში, პირი, რომელიც ქალაქიდან აღრიცხულ უპატრონო ძაღლს აიყვანდა და მას შესაბამის პირობებში მოუვლიდა, წელიწადში 720 ლარს მიიღებდა. პროგრამა არ დაწყებულა.
ჩაქვში მიუსაფარი ძაღლების თავშესაფრისა და სარეკრეაციო სივრცის მოწყობა 2020 წელსაც დააანონსეს. „გამოვდივარ ინიციატივით, რომ ცხოველთა ახალი თავშესაფარი ატარებდეს ყველაზე პოპულარული ჩვენი ოთხფეხა მეგობრის „კუპატას“ სახელს…“ – განაცხადა აჭარის მთავრობის მაშინდელმა თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ.
2021 წელს კი, მერიამ კერძო კომპანიასთან 12 788 480 ლარზე ხელშეკრულებაც გააფორმა – დაპროექტებასა და მშენებლობაზე, თუმცა ეს ხელშეკრულება შეწყვიტა და ხელახალი ტენდერი უკვე მხოლოდ პროექტირებაზე გამოაცხადა.
მერიის სამმართველომ შერჩევა-შეფასების ეტაპზე პროექტირების ტენდერიც შეწყვიტა, რომელიც 700 ათასი ლარით იყო გამოცხადებული [ერთ-ერთი პრეტენდენტი მერიას პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადებას 490 ათას ლარად სთავაზობდა].
ხელახალი ტენდერი კი, სამმართველომ ისევ 700 ათასი ლარით გამოაცხადა. საბოლოოდ ხელშეკრულება დეტალურ პროექტირებაზე შპს „აჭარკაპმშენთან“ მერიის სამმართველომ 587 ათას ლარზეგააფორმა.
ჩაქვში ძაღლების თავშესაფრის [ასევე პოლიგონის და სხვა ინფრასტრუქტურის] აშენებაზე 32,9 მილიონი ლარით ხელახალი ტენდერი 2023 წელში გამოაცხადეს, თუმცა, ის სამმართველოს სატენდერო კომისიამ შეწყვიტა. ოქმში აღნიშნული იყო, რომ საპროექტო დოკუმენტაცია საჭიროებდა დაზუსტებას [წინა ტენდერი კი არ შედგა, რადგან მასში მონაწილეობა არავინ მიიღო].
2025 წლის ივლისის ბოლოს [„ოცნების“ მიერ ჩანიშნული 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების წინ] ბათუმის მერიას კიდევ ერთხელ „გაახსენდა“ მიუსაფარი ძაღლები და ჩაქვში თავშესაფრის მშენებლობისთვის ამჯერად 1 მილიონი ლარი გაწერეს ქალაქის ბიუჯეტში.
მერიამ განმარტებაც დაურთო, რომ „ჩაქვის ტერიტორიაზე, მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის კომპლექსის მოწყობა, მრავალწლიანი პროექტია [2025-2026 წწ.], რომლის საერთო ღირებულება შეადგენს 14 მილიონ ლარს“, თუმცა უშუალოდ ეს პროგრამა 2025 წლის ბიუჯეტის პროგრამების ჩამონათვალში არ იყო.
29 მარტს ქუთაისში აქცია – „ძალა ერთობაშია“ გაიმართება.
მოქალაქეები საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან ქუთაისში, მერიის შენობის წინ, დღის 3 საათზე შეიკრიბებიან.
შეკრების შემდეგ დაგეგმილია მსვლელობა.
„საქართველოში უკვე წელიწად-ნახევარზე მეტია გრძელდება სამოქალაქო წინააღმდეგობა ანტიდასავლური და ავტორიტარული მმართველობის წინააღმდეგ.
საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ცივილიზაციური არჩევანი არის ევროპული განვითარება – ქვეყანა, სადაც დაცულია თითოეული მოქალაქის ღირსება, თავისუფლება და უსაფრთხოება.
დღეს ქვეყანას მართავს მცირე ჯგუფი, რომელიც ძალაუფლების შესანარჩუნებლად ცდილობს საზოგადოება დაყოს, გააუცხოვოს ერთმანეთისგან და დაასუსტოს.
ამიტომ დღეს ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს!
ჩვენ ერთმანეთთან გასაყოფი არაფერი გვაქვს. გვაერთიანებს საერთო წუხილი, საერთო მიზნები და საერთო მომავლის რწმენა.
დაწყებულია ფართო სამოქალაქო თანხმობის პროცესი, რომლის მიზანია არაძალადობრივი წინააღმდეგობის გაძლიერება და ქვეყნის დემოკრატიული მომავლის უზრუნველყოფა.
ამჯერად ამ ერთობის დემონსტრირება ქუთაისში უნდა მოხდეს. ქუთაისი არის საქართველოს ერთ-ერთი უძველესი პოლიტიკური და კულტურული ცენტრი. ეს არის ქალაქი, რომელიც ისტორიულად უკავშირდება ქვეყნის გაერთიანებასა და ერთობას.
ამიტომაც სწორედ ქუთაისი უნდა გახდეს ადგილი, სადაც მოქალაქეები კიდევ ერთხელ აჩვენებენ, რომ საქართველოს მომავალი საზოგადოების ერთიანობაზე, სოლიდარობასა და საერთო პასუხისმგებლობაზე დგას.
29 მარტს ქუთაისში ჩამოვლენ მოქალაქეები საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან, რადგან ეს ბრძოლა ყველას გვეხება.
29 მარტს შევიკრიბოთ ქუთაისში ჩვენი სახელმწიფოს დევიზის გარშემო: „ძალა ერთობაშია“ – ნათქვამია შეკრების ორგანიზატორთა მიერ გავრცელებულ გზავნილში.
საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას წარდგინება. სასამართლომ მიიჩნია, რომ პროპორციული სასჯელია, თუ მცირე რაოდენობით მარიხუანის აღმოჩენის შემთხვევაში ადამიანს 3 ან 5 წლის ვადით ჩამოერთმევა რიგი უფლებები, მათ შორის, მართვის უფლება.
ამ საქმეზე პლენუმმა იმსჯელა, თუმცა მას არ დაეთანხმა ორი მოსამართლე: გიორგი კვერენჩხილაძე და თეიმურაზ ტუღუში. მათ განსხვავებული აზრი აქვთ, თუმცა ის ჯერ საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალურ გვერდზე არ გამოქვეყნებულა.
„როცა ადამიანს მცირე ოდენობით [ერთი-ორი გრამი] უნახავენ მარიხუანას სახლში, არ აქვს მოხმარების ნიშნები და ვთქვათ ადამიანი ტაქსაობს, სახლში უნახეს 3 გრამი მარიხუანა, მას 3 წლით ერთმევა მართვის უფლება, ერთმევა ასევე სხვა უფლებები 5 წლით და ადამიანი რჩება შემოსავლის გარეშე… ეს იგივეა, 20 ლიტრი ღვინო რომ გინახონ სახლში და გითხრან, შენ შეიძლება ეს ღვინო დალიო, დაჯდე საჭესთან, ამიტომ მართვის უფლებას ახლა ჩამოგართმევთო,“ – აღნიშნა მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ „ბათუმელებთან“ 2025 წლის დეკემბერში, როცა მან წარდგინებით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს.
თუ რომელიმე მოსამართლე მიიჩნევს, რომ კონკრეტული სამართლებრივი ნორმა ბუნდოვანია, ან ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, მას შეუძლია საქმის განხილვა შეაჩეროს და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს. საქმისწარმოების განახლება ამ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
გადაწყევტილებას მხარი დაუჭირეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა: რევაზ ნადარაიამ [თავმჯდომარე], ვასილ როინიშვილმა, მანანა კობახიძემ, გიორგი თევდორაშვილმა, ევა გოცირიძემ.
ვლადიმერ ხუჭუა 2021 წლის ივნისიდან არის თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე წალკის მუნიციპალიტეტში. ეს ის ერთადერთი მოსამართლეა, რომელმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დააკმაყოფილა სარჩელი საარჩევნო უბნების ბათილად ცნობაზე. საქმე გაჟონილ ბიულეტენებსა და ხმების ფარულობის დარღვევას ეხებოდა.
ამ მოსამართლემ რეპრესიულ სამართლებრივ ნორმაზეც მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს – ვლადიმერ ხუჭუას ერთ-ერთი ასეთი წარდგინება ჯარიმების გადაუხდელობის გამო პირის აუცილებელ დაპატიმრებას ეხება. მოსამართლე მიიჩნევდა, რომ არაკონსტიტუციურია კანონის ახალი ჩანაწერი, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ ეს წარდგინება საერთოდ განუხილველი დატოვა.
რას ეხებოდა წარდგინება კონკრეტულად?
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო სხვადასხვა პირის მიმართ განიხილავდა საქმეებს, რომელიც ეხებოდა მცენარე კანაფის ან მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, ან/და გადაგზავნა – ჩადენის ფაქტებს.
თუკი მოსამართლე მიიჩნევს, რომ პასუხისგებაში მიცემული პირი სამართალდამრღვევია, ჯარიმის 500 ლარის შეფარდების გარდა, მას მოსამართლემ უნდა ჩამოართვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 3 წლის ვადით, ხოლო პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, საჯარო სამსახურში საქმიანობის, ისევე როგორც, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლებები – 5 წლის ვადით.
„მიუხედავად იმისა, რომ გასაჩივრებული ნორმები, უდავოდ, მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნების მიღწევას უწყობს ხელს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შედეგად, ერთი მხრივ, საზოგადოებრივი ინტერესებისათვის, ხოლო, მეორე მხრივ, სამართალდამრღვევი პირისათვის მიყენებულ ზიანს შორის არსებობს მკვეთრი დისპროპორცია.
კონსტიტუციური წარდგინებების თანახმად, ღონისძიების არაპროპორციულობა აშკარად ჩანს აკრძალული ქმედების სიმძიმესა (5 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის ან მცენარე კანაფის შეძენა, შენახვა) და მის საპასუხოდ დადგენილი სასჯელის ურთიერთმიმართების ფონზე, იმის გათვალისწინებით, რომ აბსოლუტურად განსაზღვრული სასჯელის პირობებში, მოსამართლე მოკლებულია მისი ინდივიდუალიზაციის შესაძლებლობას.
შედეგად, არ რჩება სივრცე, შეფასდეს სამართალდამრღვევი პირის ინდივიდუალური გარემოებები, ისევე, როგორც, სადავო ნორმებით მოაზრებული ლეგიტიმური მიზნების შესაძლო მიღწევადობა უფლებების უფრო ნაკლები ვადით ჩამორთმევის შემთხვევაში,“ – აღნიშნული იყო წარდგინებაში.
„საკონსტიტუციო სასამართლო ადასტურებს, რომ კონსტიტუციის კონსტიტუციის მე-9 მუხლში, რომელიც, მათ შორის, არაადამიანურ და დამამცირებელ სასჯელს კრძალავს, სიტყვას – „სასჯელი“- გააჩნია ავტონომიური მნიშვნელობა და იგი არ შემოიფარგლება ამ სიტყვის მნიშვნელობით სისხლის სამართლის კოდექსის გაგებით. აქედან გამომდინარე, სადავო ღონისძიებები ყველა შემთხვევაში კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე შეფასებადია და სამართლებრივი სანქციის რომელიმე კატეგორიისადმი მათი მიკუთვნების საჭიროება წარდგინებაში დაყენებული საკითხების გადაწყვეტის მიზნებისათვის არ დგას,“ – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
რაც შეეხება მართვის უფლების შეზღუდვას, საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს:
„…კავშირი სამართალდარღვევასა და მართვის უფლების შეზღუდვას შორის არ განისაზღვრება იმით, მართავდა თუ არა პირი კონკრეტულ მომენტში სატრანსპორტო საშუალებას ნარკოტიკული თრობის ქვეშ. უფლების სავალდებულო წესით [ამ შემთხვევაში მართვის უფლების] შეზღუდვა რაციონალურ კავშირშია იმ საფრთხესთან, რომლის პრევენციასაც ემსახურება კანონმდებელი, რადგან ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო ფლობა და მისი ბრუნვის უზრუნველყოფა ზრდის რეალურ შესაძლებლობას, რომ ასეთი ნივთიერება გამოყენებული იქნება, მათ შორის, ისეთ ვითარებაში, როგორიცაა სატრანსპორტო საშუალების მართვა.
აქედან გამომდინარე, კანონმდებელი უფლებამოსილია, აღნიშნული ქმედებები განიხილოს იმგვარ ფაქტორად, რომელიც ზრდის საზოგადოებრივი უსაფრთხოებისათვის არსებულ რისკს და ამართლებს შესაბამისი რეგულაციის დაწესებას. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ღონისძიება – მართვის უფლების 3 წლით ჩამორთმევა – რაციონალურ ურთიერთკავშირშია დასახულ ლეგიტიმურ მიზანთან…
საკონსტიტუციო სასამართლო ასკვნის, რომ, მართალია, გამოყენებული ღონისძიებები გარკვეულწილად აშორებს სამართალდარღვევის ჩამდენ პირს სოციალური ცხოვრების სხვადასხვა სფეროს, დროებით ზღუდავს მისი თვითრეალიზაციის, თავისუფალი განვითარების, პროფესიული საქმიანობისა თუ სოციალური აქტივობის შესაძლებლობებს, თუმცა, აცილებული საფრთხისა და პოტენციური ზიანის სიმძიმის გათვალისწინებით, სადავო ნორმებით დადგენილი უფლებების სავალდებულო, აბსოლუტურად განსაზღვრული ვადით ჩამორთმევა, არ შეიძლება ჩაითვალოს ადამიანის ღირსების შემლახველად, მისდამი არაადამიანურ ან/და დამამცირებელ სასჯელად მაშასადამე, აშკარად არაპროპორციულ სანქციად საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის გაგებით.“ – აღნიშნულია გადაწყვეტილებაში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 27 მარტის 21 საათიდან 28 მარტის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა. უმეტესად უნალექოდ, ზოგან შესაძლებელია ნისლი.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო
ღამით: 4 – 9 გრადუსი სითბო
მთიან მუნიციპალიტეტებში:
დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო
ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო
მაღალმთიან ზონაში:
დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო
ღამით: 0 – 3 გრადუსი სითბო
ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +10 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, ბათუმსა და მთლიანად აჭარაში 28 მარტს შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი. მომდევნო ორ დღეს, 29 და 30 მარტს მოსალოდნელია
დღოგამოშვებით წვიმა.