24 თებერვლის პირველ საათებში, როდესაც უკრაინაზე რუსული რაკეტების დარტყმებით ევროპაში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ყველაზე დიდ თავდასხმა იწყებოდა, მილიონობით უკრაინელის მსგავსად, არტურმაც მოიმარჯვა ტელეფონი ოჯახთან დასაკავშირებლად.
თუმცა, თუ უკრაინელი ახალგაზრდების უმრავლესობა მშობლების უსაფრთხოებაზე ღელავდა, 27 წლის არტურს განსხვავებული გზავნილი ჰქონდა მამისთვის, ოლეგისთვის, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში, პრომოსკოვური სეპარატისტული ძალების პოლკოვნიკია.
„თქვენ ნაძირლებო“, – მისწერა მამას.
„იარაღი არ აიღო. კიევი მალევე დაეცემა“, – უპასუხა ოლეგმა ცოტა ხანში.
არტურმა მამის რჩევას არ დაუჯერა, სწრაფად ჩაეწერა მოხალისედ და მონაწილეობდა უკრაინის დედაქალაქის წარმატებულ დაცვაში, რომელიც რუსული ძალების რეგიონიდან გასვლით დასრულდა. ეს აპრილში მოხდა.
ის მალევე ჩაეწერა უკრაინის რეგულარულ არმიაში, გასულ თვეში მონაწილეობდა უკრაინის ბოლო კონტრშეტევებში ქვეყნის აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთში. „გარდიანისთვის“ მიწოდებულ ფოტოებში ჩანს არტურის შესვლა უკრაინის არმიის მიერ გათავისუფლებულ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქებში – იზიუმსა და ლიმანში.
არტური თანამებრძოლებთან ერთად იზიუმში. ფოტო: Libkos
მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არტური რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკის რეგიონში მყოფ მამასთან კონტაქტს ინარჩუნებდა. მან „გარდიანს“ გაუზიარა მოკლე ტექსტურ შეტყობინებები, რომლებსაც მამასთან ცვლიდა.
„ჩვენ, პირდაპირი გაგებით, ერთი ბრძოლის ველის საპირისპირო მხარეს ვდგავართ. მაგრამ მხოლოდ ერთი ჩვენგანი იბრძვის ჭეშმარიტი მიზნისთვის“, – თქვა არტურმა ვიდეოზარში ზაკარპატიეს ოლქიდან – ის უკრაინის ყველაზე დასავლეთ რეგიონში იყო და თვეების საშინელი ბრძოლების შემდეგ ძალებს იღდგენდა.
რუსეთის შეჭრამ უკრაინაში ათასობით ოჯახი გახლიჩა. ორი ქვეყნის გადახლართული და რთული წარსულის გამო, ბევრ უკრაინელს ჰყავს ნათესავები საზღვრის მეორე მხარეს. შეჭრის დაწყებიდანვე გავრცელდა ცნობები უკრაინელების ზოგიერთი რუსი ნათესავის შესახებ, რომლებსაც არ სჯეროდათ, რომ ვლადიმერ პუტინის არმია ბომბავდა ქალაქებს და აქ მცხოვრებ მშვიდობიან მოსახლეობას მთელი ქვეყნის მასშტაბით.
მაგრამ მხოლოდ რამდენიმე ამბავი თუ ასახავს ოჯახის გაყოფას ისევე დრამატულად, როგორც არტურის. ეს არის პირველი ცნობილი ისტორია უკრაინელი ჯარისკაცის შესახებ, რომლის მამაც რუსული ძალების შემადგენლობაში იბრძვის.
არტური ბორისპილში, ქალაქ კიევთან ახლოს, სამხედრო ოჯახში დაიბადა. მისი მამა, ოლეგი, აღმოსავლეთ უკრაინის დონეცკის რეგიონიდან იყო და უკრაინის არმიაში ათი წელი, 2011 წლამდე მსახურობდა.
შვილის თქმით, იმ წელს, არტურის დედასთან განქორწინების შემდეგ, ოლეგი სამსახურის მოსაძებნად რუსეთში წავიდა. ფული სჭირდებოდა და დონეცკის სეპარატისტულ ძალებს შეუერთდა 2016 წელს – მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსიიდან 2 წლის შემდეგ პუტინი აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტების გასაძლიერებლად თავის სამხედროებს აგზავნიდა.
„შოკში ვიყავი, როდესაც მან მითხრა, რომ დონეცკის მილიციას უერთდებოდა“, – იხსენებს არტური. – „ჩემთვის, როგორც უამრავი უკრაინელისთვის, ეს ომი 2014 წელს დაიწყო. ეს ნიშნავდა, რომ იგი მტერს შეუერთდა“.
არტურის თქმით, ის თვალნათლივ ხედავდა, სეპარატისტებთან შეერთებამდე მამა კონფლიქტში თანდათან როგორ იჭერდა პრორუსულ პოზიციას: „რუსული პროპაგანდა იპყრობდა მას. მეგონა, არ გაებმებოდა, ამაზე ჭკვიანი იქნებოდა, მაგრამ ვცდებოდი“.
მიუხედავად ყველაფრისა, როდესაც ინჟინერიაზე სწავლის შემდეგ კინოინდუსტრიაში კარიერის გაგრძელების ხანგრძლივ ოცნებას არტური კიევში გაჰყვა, მათ კონტაქტი შეინარჩუნეს. მაგრამ 2022 წლის თებერვლის შემოჭრის წინ, როდესაც რუსეთსა და უკრაინას შორის დაძაბულობა გაიზარდა, ასევე გაიზარდა დისტანცია მამა-შვილს შორის.
მარტის დასაწყისში, კიევიდან რუსი ჯარისკაცების გაძევების შემდეგ, არტურმა მამას ვიდეომესიჯი გაუგზავნა, სადაც დედაქალაქის დაცემის შესახებ მისი ადრინდელი გაფრთხილების გამო დასცინოდა. „გარშემო დავდივარ, მაგრამ ერთ რუსსაც კი ვერ ვხედავ. როგორც ჩანს, ისინი გაუჩინარდნენ. ვერ ვხვდები, სად არიან და შეგიძლია ამიხსნა?“ – ეუბნებოდა მამას ვიდეოში.
ოლეგმა უპასუხა, რომ რუსეთის ბედი მალე შემოტრიალდებოდა და კიდევ ერთხელ ურჩია, იარაღი დაეყარა. არტური იხსენებს: „მაგ მომენტში უკვე დავინახე, რომ მცირდებოდა მისი იმედები რუსეთის გამარჯვებაზე. რაც მეტ ტერიტორიას იკავებდა უკრაინა, ის უფრო სასოწარკვეთილი ჩანდა“.
მამა-შვილმა კიდევ ერთხელ მას შემდეგ ისაუბრა, რაც ბუჩის ხოცვა-ჟლეტის შესახებ გახდა ცნობილი. ოლეგმა შვილს უთხრა, რომ ცნობები „ყალბია“, გაიმეორა რუსული ტელევიზიის მტკიცება, რომ დახოცილი მოქალაქეების ფოტოები ბუჩაში დადგმული იყო და ეს მოქალაქეები თავად უკრაინელებმა დახოცეს.
„ვუთხარი, რომ თავად ვიყავი ბუჩაში და საკუთარი თვალით ვნახე ყველაფერ, მაგრამ მივხვდი, რომ მისი მდგომარეობა უკვე უიმედოა. რაიმეში მისი დარწმუნების მცდელობა შევწყვიტე. ეს ენერგიის ფლანგვა იყო“, – ამბობს არტური.
ერთ-ერთი უკანასკნელი კომუნიკაცია არტურსა და ოლეგს შორის მას შემდეგ შედგა, რაც არტურის დანაყოფის დახმარებით იზიუმი გაათავისუფლეს.
„დატკბი, სანამ შეგიძლია“, – მისწერა მამამ.
„შენ, საშინელებათა ფილმებში ცუდი ტიპები რომ არიან, მათ ჰგავხარ. როდესაც ბოროტება მარცხდება, ის ყოველთვის სდებს პირობას, რომ დაბრუნდება“, – უპასუხა ვაჟმა.
სიჩუმე ჩამოწვა, როდესაც „გარდიანმა“ არტურს ჰკითხა, რას იზამს, თუ მამის პირისპირ აღმოჩნდება ბრძოლის ველზე.
„არ მგონია, რომ მისთვის სროლა შევძლო, ან ის შეძლებს მესროლოს მე. ვის შეუძლია საკუთარი მამის მოკვლა?“, – თქვა არტურმა და დაამატა, რომ მსგავსი საშინელი შესაძლებლობის შანსი ძალიან დაბალია, რადგან მამა ახლა დონეცკის სამხედრო ბაზაზეა.
ერთ-ერთ ბოლო წერილში არტურს მამა სწერს: „მაინც ჩემი შვილი ხარ. შენთვის საუკეთესო მინდა, რომ ბედნიერი და ჯანმრთელი იყო“.
„თუმცა, ვფიქრობ, ის ამ ყველაფრისთვის სასამართლოში უნდა დაისაჯოს“, – თქვა არტურმა და დაამატა: „ვისურვებდი, რომ ჩვენი გამარჯვებისა და მისი სამყაროს ნგრევის მოწმე გახდეს“.
არტური ესალმება კატებს ქალაქ იზიუმში, აღმოსავლეთ უკრაინაში. ფოტო: Libkos
არტური ამბობს, რომ ყველაფრის მიუხედავად, ძალიან ბევრს მუშაობს, ბრაზსა და სიძულვილს საკუთარი თავის შთანთქმის საშუალება რომ არ მისცეს.
„მამაჩემმა ჩვენს ოჯახსა და ქვეყანას უღალატა, მაგრამ მე, როცა ჩემი ქვეყნისთვის ვიბრძვი, სიყვარული მამოძრავებს. ბრმა სიძულვილი ცოცხლად შემჭამდა. მე, უბრალოდ, ომის დასრულებამდე გადავიწვებოდი“, – თქვა მან და დასძინა, რომ ომის შემდეგ სურს ფილმების კეთებას დაუბრუნდეს და იმ ჯარისკაცებს დაეხმაროს, ვისაც პოსტტრავმული აშლილობა შეაწუხებს.
არტურის ისტორია პირველად რუსულმა Help Desk-მა სექტემბერში გამოაქვეყნა. არტურის თქმით, მან თავისი ისტორიის გაზიარება იმიტომ გადაწყვიტა, რომ მიხვდა, ბევრი უკრაინელი იტანჯებოდა მსგავსი ოჯახური პრობლემით.
„მინდოდა, ყველასთვის მიმეწვდინა ჩემი მესიჯი, რომ თქვენ ოჯახის წევრების არჩევანზე პასუხისმგებლები არ ხართ. თუ მამათქვენი კრიმინალია, ეს არ გაქცევთ ნაკლებ პატრიოტად“, – თქვა არტურმა და დასძინა, რომ მისი ოჯახური ისტორიის შესახებ იციან დანაყოფში, რომელშიც იბრძვის, მაგრამ მისი ერთგულება არასდროს დაუყენებიათ კითხვის ნიშნის ქვეშ: „მათ იციან, რომ მე უკრაინის ერთგული ვარ 100%-ით“.
არტური ქალაქ იზიუმში. ფოტო: Libkos
___
მთავარი ფოტო:
უკრაინელი ჯარისკაცი არტური შედის ხარკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ იზუმში. „დატკბი, სანამ შეგიძლია“, – მიწერა მამამ. ფოტო: Libkos
რუსეთის კიდევ ერთი მუქარა ბირთვული იარაღის გამოყენებაზე შეშფოთებას იწვევს მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით კი იმ ქვეყნებში, რომლებიც უშუალოდ ესაზღვრებიან უკრაინას. როგორ ემზადებიან პოლონეთში, მოლდოვას და უკრაინის სხვა მეზობელ ქვეყნებში, ამის შესახებ გერმანული „დოიჩე ველე“ აქვეყნებს მასალას.
რუსეთის მიერ ნაწილობრივ ანექსირებულ ზაპოროჟიეს ოლქსა და მოლდოვას რესპუბლიკას შორის მხოლოდ 500 კილომეტრია.
ატომურ ელექტროსადგურზე ავარიის შემთხვევაში, რადიოაქტიური ნარჩენები, დიდი ალბათობით, მოხვდება მოლდოვაში, რომლის მოსახლეობაც დაახლოებით 2,5 მილიონია.
2022 წლის ზაფხულში რუმინეთმა შეისყიდა და მოლდოვას მიაწოდა იოდის 1 მილიონი აბი. აბები გადაეგზავნა მოლდოვას ჯანდაცვის ორგანოებს, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში ექიმებს გადასცემენ.
„დოიჩე ველე“ წერს, რომ ახლა მოსახლეობას იოდის აბებს არ აძლევენ, რათა ხალხმა ის პროფილაქტიკის მიზნით არ მიიღოს. აუცილებლობის შემთხვევაში იოდს მისცემენ 40 წლამდე ასაკის პირებს, ხანდაზმულებისთვის კი იოდის მიღება არ არის რეკომენდებული.
გამოცემა წერს, რომ მოლდოვას მთავრობა არ საუბრობს შესაძლო ბირთვულ საფრთხეზე, რათა მოსახლეობაში პანიკა არ გამოიწვიოს, რადგან ქვეყანა არც ისე კარგად არის მომზადებული ასეთი სცენარისთვის.
საგანგებო სიტუაციებზე პასუხისმგებელმა სტრუქტურებმა შეიმუშავეს ბირთვული დაბინძურების შემთხვევაში მოსახლეობისთვის ღონისძიებების სია და გაავრცელეს ვიდეორეკომენდაციები. მოსახლეობას ურჩევენ, ბირთვული დაბინძურების შემთხვევაში არ დატოვონ სახლი, დახურონ ფანჯრები და შეძლებისდაგვარად თავი შეაფარონ სარდაფებს.
ამავე დროს, მოლდოვაში თითქმის არ არის ბუნკერები, რომლებიც უზრუნველყოფენ დაცვას რადიაციისგან ან საჰაერო თავდასხმისგან. მოლდოვას დედაქალაქ კიშინიოვშიც კი, სადაც დაახლოებით 1 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, არც ერთი თავშესაფარი არ არის. საბჭოთა პერიოდის ბუნკერები წინა მთავრობებმა მიჰყიდეს სხვადასხვა კომპანიას და ამჟამად ისინი გამოიყენება საწყობად ან მიტოვებულია და ვირთხებით სავსე.
უკრაინის მეზობელ რუმინეთშიც მთავარი აქცენტი იოდის აბებზე გაკეთდა.
რუმინეთის ჯანდაცვის სამინისტრომ 6 მილიონი ევროს ღირებულების 30 მილიონი აბი შეუკვეთა ადგილობრივ კომპანიას. აბები მთელი ქვეყნის აფთიაქებში შეიტანეს და მისი მიღება ყველა მოქალაქეს შეუძლია უფასოდ, ოჯახის ექიმის დანიშნულებით.
„დოიჩე ველე“ წერს, რომ ამ დროისთვის აქციით მხოლოდ 500 000 ადამიანი დაინტერესდა, ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა კი მოსახლეობაში ინტერესის ნაკლებობა გააკრიტიკა და ამის მიზეზად არასაკმარისი ინფორმირებულობა დაასახელა. მისი თქმით, ქვეყანა მომზადებულია შესაძლო ბირთვული საფრთხისთვის, მაგრამ როგორც ექიმებმა, ასევე საზოგადოებამ უკეთ უნდა გაიაზრონ სიტუაცია.
რაც შეეხება უნგრეთს, აქ, უკრაინის სხვა მეზობლებთან შედარებით, სიმშვიდეა. იოდის აბებზე მოთხოვნა არ გაზრდილა, ქვეყანაში მცირე საჯარო განხილვა მიმდინარეობს მეზობელ უკრაინაში ბირთვული კატასტროფის შესაძლებლობის შესახებ.
რადიოაქტიური დაბინძურების შემთხვევაში მოსახლეობის დაცვაზე ხელისუფლება ინფორმაციას არ ავრცელებს.
„დოიჩე ველეს“ ცნობით უკრაინის მეზობელ სლოვაკეთში პანიკა უკრაინის ატომურ ელექტროსადგურზე ატომური დარტყმის ან უბედური შემთხვევის შესაძლებლობის გამო მარტში დაიწყო. ჯერ კიდევ მაშინ გაიყიდა ქვეყანაში იოდის აბები, მაგრამ თანდათან შიში ჩაცხრა და ბირთვული იარაღის გამოყენება ამჟამად არ განიხილება, როგორც რეალისტური სცენარი.
გამოცემის ცნობით, საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში სლოვაკეთი დაეყრდნობა ნატოს მოკავშირეებს, პირველ რიგში – შეერთებულ შტატებს.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ სლოვაკეთში რეკორდულად, 72 პროცენტამდე გაიზარდა ქვეყნის ნატოში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა.
რაც შეეხება პოლონეთს, უკრაინის მეზობელსა და ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოკავშირეს, „დოიჩე ველეს“ ცნობით, აქ მოსახლეობა ჯერჯერობით შედარებით მშვიდად რეაგირებს ბირთვულ საფრთხეზე. ბოლო გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის თითქმის ნახევარს ეშინია რუსეთის ბირთვული დარტყმის, მაგრამ პანიკა არ შეინიშნება.
პოლონური მედია წერს, რომ იოდის აბების მიმართ ინტერესი ბოლო დროს გაიზარდა, ხოლო მუნიციპალიტეტები ემზადებიან იოდის აბების დასარიგებლად საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში.
პოლონეთში მზადდება თავშესაფრებიც, რომელთა რაოდენობა ქვეყანაში 62 000-ზე მეტია და აქ თავის შეფარება შეუძლია 1,3 მილიონ ადამიანს, მოსახლეობის 3,5 პროცენტს.
მეხანძრეებს ევალებათ შეამოწმონ ყველა თავშესაფრის მდგომარეობა, თუმცა თავშესაფრების უმეტესობა შეიქმნა ცივი ომის ეპოქაში და საეჭვოა, რომ მათ ეფექტურად დაიცვან ადამიანები ბირთვული რადიაციისგან. ექსპერტების აზრით, მხოლოდ 3500 ობიექტი აკმაყოფილებს თანამედროვე ბუნკერების კრიტერიუმებს, რომლებიც უზრუნველყოფენ რადიაციისგან დაცვას.
ბათუმის ცენტრალურ პარკში ქვის სკამები გასულ წელს დადგეს. ქვის სკამებს ქვედა ნაწილში დამონტაჟებული აქვს განათება. შესაბამისად, მას მიეწოდება დენის წყაროს.
დღეს, 14 ოქტომბერს, „ბათუმელებმა“ ცენტრალურ პარკში გადაიღო ფოტოები, სადაც ჩანს, რომ სკამების ქვეშ დამონტაჟებული განათებები დაზიანებულია, დენის კაბელები კი – გაშიშვლებული.
ქვის სკამი ბათუმის ცენტრალურ პარკში. ასე გამოიყურება დენის კაბელები იმ სკამის ქვეშ, რომელზეც ადამიანები სხდებიან. ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები
პარკის მარცხენა სანაპიროზე, ზოოკუთხის გასწვრივ, დაახლოებით 20 ქვის სკამია განთავსებული. უმრავლეს შემთხვევაში დენის წყარო დაზიანებულია, კაბელები კი ღიაა.
ბავშვები თამაშობენ ქვის სკამზე, რომლის ქვეშ დენის ღია კაბელებია. ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები
ქვის სკამების პარკში განთავსება თავის დროზე მოსახლეობამ გააპროტესტა, რადგან ცივია და ზამთრის სეზონზე არაკომფორტული. ქვის სკამებც რამდენჯერმე დაამტვრიეს კიდეც პარკში, თუმცა მერიამ დამტვრეული სკამები ახლით ჩაანაცვლა.
ამის მიუხედავად, სკამებზე დამონტაჟებული განათებები მაინც დაზიანებულია და უსაფრთხოების ნორმები არ არის დაცული.
დენის ღია კაბელები სკამის ქვეშ. ბათუმის ცენტრალური პარკი
სკამზე, სადაც დენის კაბელები დაუცველ მდგომარეობაშია, პატარა ბავშვი და ხანდაზმული ადამიანი სხედან. სკამის ქვეშ კი დენის გაშიშვლებული სადენია.
ასეთ მდგომარეობაშია სკამის ქვეშ დამონტაჟებული დენის სადენი.
ბათუმელი ნინა მასალკინა არასრულწოვან შვილებთან ერთად ბათუმის ცენტრალურ პარკში ხშირად სეირნობს. გასულ წელს ჰქონდა შემთხვევა, როცა პარკში სეირნობის დროს ტბასთან დამონტაჟებულ მოაჯირს შეეხო და დენმა დაარტყა.
„პარკში, ნავმისადგომი სადაც არის, მანდ არის რკინის მოაჯირები, ბავშვი რომ არ გადავარდეს წყალში. იმ დღეს ცოტა გაწვიმდა, მაგრამ მე და ჩემი შვილები წვიმაში ვსეირნობთ ხოლმე და გავაგრძელეთ თამაში.
როცა დავრბოდი, ბალახი გადავირბინე და ხელი მოვკიდე მოაჯირს, რომელმაც დენი გაატარა. შიშისგან ტირილი დავიწყე და ბავშვებს ვუყვირე, რომ ახლოს არ მოსულიყვნენ. ძლივს გავუშვი ხელი ამ მოაჯირს და მაშინვე წამოვედით სახლში შეშინებული“, – გვეუბნება ნინა.
ნინა ამბობს, რომ იმ წუთში არ დაურეკავს შესაბამისი სამსახურებისთვის, თუმცა მოგვიანებით ეს ამბავი ფეისბუქზე დაწერა და ბათუმის მერია მონიშნა პოსტზე.
„დაახლოებით ერთ საათში დამირეკა მერმა (არჩილ ჩიქოვანი მაშინ ახალდანიშნული იყო, როგორც მახსოვს), ბოდიში მომიხადა და მითხრა, გამოვასწორებთო. მეორე დღეს რომ მივედი, ბუნებრივია, აღარ მომიკიდია ხელი, ისეთი შეშინებული ვიყავი. ის კონკრეტული მოაჯირი შესაძლოა გააკეთეს კიდეც, მაგრამ იმის შემდეგ ძალიან ბევრჯერ შემინიშნავს, რომ ყველა ლამპიონისა და განათების ქვეშ დენის კაბელები ღია იყო, რაც საშიშია როგორც ბავშვებისთვის, ასევე ცხოველებისთვის. ამაზე ხშირად ვწერდი სოციალურ ქსელში, მაგრამ მაინც არაფერი იცვლებოდა“, – გვეუბნება ნინა.
ნინა ამბობს, რომ ქვის სკამების გამო პარკში ძირითადად თბილი პლედით დადიან, „როცა ვსხდებით ხოლმე მოლზე, იქედანაც კარგად ჩანს ეს ღია დენის კაბელები, მაგრამ არაფერს ცვლიან“, – გვეუბნება ნინა მასალკინა.
„ბათუმელები“ მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა მერიის შესაბამისი სამსახურებიდან პასუხი მიეღო კითხვაზე, თუ რატომ არის ასეთ მდგომარეობაში სკამების განათებისთვის დამომტაჟებული დენის კაბელები და რამდენად საფრთხის შემცველია ეს მოქალაქეებისთვის, მათ შორის, რამდენად არის ბავშვების უსაფრთხოება დაცული?
თუმცა ბათუმის მერიაში სატელეფონო ზარებს და სმს შეტყობინებებს არ უპასუხეს. სმს-ეს შეტყობინება გავუგზავნეთ ქალაქის მერს არჩილ ჩიქოვანსაც, თუმცა კითხვაზე არც მერმა გვიპასუხა.
„ბათუმელები“, ორშაბათს [დღეს არასამუშაო დღეა საქართველოში] შეეცდება ჰკითხოს მერს ან მერიის სხვა მოხელეებს, რატომ არის ამდენი შიშველი კაბელი ცენტრალურ პარკში, არის თუ არა ამ კაბელებში დენი, არის თუ არა პერიმეტრზე [მიწაში] სხვა კაბელები, რომლებიც მიერთებულია ქალაქის ელექტროსისტემას.
ვიდეო:
___
გუშინ, 13 ოქტომბერს, თბილისში, ვაკის პარკში, შადრევანში 3 ბავშვს დენმა დაარტყა, რის შედეგადაც 13 წლის მოზარდი დაიღუპა, ორი კი – დაშავდა. ერთი მათგანი ხეჩინაშვილის კლინიკაში, მეორე იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. იაშვილის კლინიკაში მყოფ მესამე ბავშვს სიცოცხლესთან შეუსაბამო ტრავმები არ ჰქონდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
თვითმხილველები ამბობდნენ, რომ ბავშვებს შადრევანში ბურთი ჩაუვარდათ, რის შემდეგაც ერთ მათგანს ბურთის ამოღებისას დენმა დაარტყა და წყალში ჩავარდა. ორი არასრულწლოვანი კი მის დასახმარებლად ჩავიდა წყალში, რომელთაც ასევე დენმა დაარტყა.
„თქვენი შემოწირულება მხოლოდ ზრუნვა არ ყოფილა – ეს იყო ასევე დიდი პასუხისმგებლობა. ამ თანხას სწორი და პატიოსანი გამოყენება უნდა მოეძებნოს,“ – წერს მიხაილო დიანოვი.
მიხაილო ტყვეობიდან ურთულესი მდგომარეობით დაბრუნდა. „აზოვსტალიდან“ გამოსვლისას ის ორივე ფეხსა და ხელში იყო დაჭრილი. იმის გამო, რომ მარჯვენა მკლავის ძვალი ჩამსხვრეული ჰქონდა, სპეციალური, მეტალის აპარატი ეკეთა.
ტყვეობაში ყოფნისას მიხაილოსთვის არანაირი სამედიცინო დახმარება არ გაუწევიათ, მეტიც, მისი მდგომარეობა გაუარესდა, რადგან მისი დის, ოლენას თქმით, მას ხელიდან „აზოვსტალში“ დაყენებული აპარატიც მოხსნეს:
„აპარატი ხელიდან ბრტყელტუჩათი მოხსნეს, ყოველგვარი ნარკოზის, ყოველგვარი გაყუჩების გარეშე – ჟანგიანი ბრტყელტუჩათი. ხელიდან ეს მეტალი ასე გამოაძვრეს… ასეთი იყო მათი დახმარება“.
სოციალურ ქსელებში მიხაილოს ამ ფოტოს გამოქვეყნებისა და დახმარებისკენ მოწოდების შემდეგ, ტყვეობიდან დაბრუნებული მებრძოლის სამკურნალოდ უკრაინელებმა მილიონობით გრივნა შეაგროვეს, თუმცა როგორც აღმოჩნდა, უკრაინელმა მილიარდერმა, „აზოვსტალის“ კანონიერმა მფლობელმა, რინატ ახმეტოვმა და საფეხბურთო კლუბმა „შახტიორმა“ გადაწყვიტეს, მიხაილოს მკურნალობის ხარჯები საკუთარ თავზე აეღოთ.
„ვიცი, რომ მე სხვებზე მეტად გამიმართლა. მცნობენ, ჩემთვის დახმარება უამრავმა ადამიანმა გადაწყვიტა და ახლა მე მაქვს შანსი, ჯანმრთელი ხელი დავიბრუნო. ვოცნებობ, ასევე შემეძლოს სხვა ჩემს თანამებრძოლებს დავეხმარო,“ – წერს მიხაილო დიანოვი და დასძენს, რომ საზოგადოებას თანხის დახარჯვის სრულ ანგარიშს ჩააბარებს და აუცილებლად მოუყვება თითოეულ მებრძოლზე, რომელიც ამ ფულით ისარგებლებს.
„ევროპის ცის ფარი“ [European Sky Shield] – ასე ეწოდება პროექტს, რომელსაც გუშინ, 13 ოქტომბერს, ბრიუსელში მოაწერა ხელი 15-მა ევროპულმა ქვეყანამ. პროექტის მიზანია დაიცვას ევროპის ქვეყნები ბალისტიკური, მფრინავი და უპილოტო რაკეტების თავდასხმისგან უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე.
პროექტი გერმანიის მიერაა ინიცირებული. კანცლერმა ოლაფ შოლცმა წელს, აგვისტოში განაცხადა, რომ ერთიანი საჰაერო თავდაცვის სისტემის შექმნა უფრო იაფი და ეფექტური იქნება.
„ჩვენ ვცხოვრობთ საშიშ, გამოწვევებით სავსე დროში“ – თქვა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ქრისტინ ლამბრეხტმა გუშინ, ახალი პროექტზე საუბრისას. როგორც ცნობილია, გერმანია კოორდინაციას გაუწევს საჰაერო თავდაცვის სისტემების ერთობლივ შესყიდვებს.
მედიის ცნობით, „ევროპის ცის ფარის“ ფარგლებში სავარაუდოდ შეძენილი იქნება გერმანული წარმოების IRIS-T, ამერიკული Patriot-ი და ისრაელის წარმოების საჰაერო თავდაცვის სისტემა Arrow-ი.
15 ქვეყანას შორის, რომელთაც შეთანხმებას მოაწერეს ხელი, 14 ნატოს წევრია: ბელგია, ბულგარეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, გერმანია, უნგრეთი, ლატვია, ლიტვა, ნიდერლანდები, ნორვეგია, სლოვაკეთი, სლოვენია, რუმინეთი და გაერთიანებული სამეფო. მეთხუთმეტე ქვეყანა ფინეთია, რომელსაც ასევე სურსნატოში გაწევრიანება.
დასავლეთის სამხედრო ჩინოვნიკები ვარაუდობენ, რომ უკრაინის არმიამ შესაძლოა ხერსონი უკვე ოქტომბრის მეორე ნახევარში გაათავისუფლოს – წერს „უკრაინსკა პრავდა“ Financial Times-ზე დაყრდნობით.
როგორც გამოცემა წერს, უკრაინის ძალებმა ხერსონის ოლქში რუსეთის თავდაცვის ხაზი ჯერ კიდევ თვის დასაწყისში გაარღვიეს, რაც რუსეთის თავდაცვის უწყებამაც აღიარა. ეს, სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, სამხრეთში უკრაინის წინსვლის უდიდეს მაგალითად იქცა. მას შემდეგ კიევმა დნეპრის დასავლეთით მნიშვნელოვანი ტერიტორია დაიბრუნა.
უკრაინის სარდლობა „სამხრეთმა“ გუშინ განაცხადა, რომ კიდევ ხუთი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა ხერსონის ოლქში რუსეთის კონტროლისგან და რუსეთის სამეთაურო-საკონტროლო ცენტრი გაანადგურა.
დასავლეთის სამხედროების შეფასებით, უკრაინამ შესაძლოა ხერსონის ოლქი უკვე მომავალ კვირაშიც კი გაათავისუფლოს, თუმცა გამოცემა წყაროებს კონფიდენციალურად ტოვებს.
FT-ი აღნიშნავს, რომ ხერსონში სიტუაციის სირთულეს ადასტურებს კრემლის დანიშნული ადმინისტრაციის წევრების – ვლადიმირ სალდოსა და კირილ სტრემოუსოვის განცხადებებიც მათი ოჯახების ევაკუაციის შესახებ.
გამოცემა ასევე ახსენებს ახლა უკვე პუტინის კრიტიკოსისა და კრემლის ყოფილი ექსპერტის სტანისლავ ბელკოვსკის პოსტს ტელეგრამზე, რომელშიც ის წერს, რომ რუსეთი ხერსონში „გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადება“.
„რუსეთი ემზადება გადამწყვეტი ბრძოლისთვის ხერსონში და მანამდე გეგმავს ოლქის მოსახლეობის დიდი ნაწილის ევაკუაციას. როგორც ჩანს, კრემლი და სამხედრო სარდლობა გადამეტებულად არ აფასებენ საკუთარ შანსებს, შეინარჩუნონ კონტროლი ამ ანექსირებულ რეგიონზე,“ – წერს ბელკოვსკი.
როგორც ორი დღის წინ დიდი ბრიტანეთის დაზვერვაც წერდა, რუსები სავარაუდოდ, ელიან, რომ ბრძოლა უშუალოდ ქალაქ ხერსონში გადაინაცვლებს.
უკრაინის ხელისუფლების ცნობით, 7 ოქტომბრის მდგომარეობით, ხერსონის ოლქში უკვე გათავისუფლებული იყო 2 400 კმ2-ზე მეტი ტერიტორია, დეოკუპირებული იყო 6 დასახლებული პუნქტი ხერსონის რაიონში და კიდევ 61 – ბერისლავსკის რაიონში.
უკრაინის წინააღმდეგობის ნაციონალური ცენტრის ცნობით, ამ დღეებში ეფეესბეს უფროს ოფიცრებს უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთისკენ ევაკუაციის მარშრუტები გადასცეს. 13 ოქტომბერს კი კოლაბორაციონისტებმა ევაკუაციაში დახმარება კრემლს სთხოვეს.
მსოფლიოში ყოველწლიურად 100 000-ზე მეტი ადამიანი იღუპება ნარკოტიკების ზედოზირებით. ნარკოტიკები საეჭვო შემადგენლობით, ანუ დაბინძურებული ნარკოტიკები და მათგან გამოწვეული ზედოზირება, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, საქართველოშიც გახშირდა. ბათუმის სამედიცინო ცენტრის რეანიმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ინეზა სულამანიძე ამბობს, რომ ისეთი საშიში პრაქტიკა, როგორიცაა ნარკოტიკთან კომბინაციაში ალკოჰოლის ან/და დამამშვიდებელი მედიკამენტების მიღება, ხშირად ხდება ადამიანების ნარკოკომაში ჩავარდნის მიზეზი.
სათემო ორგანიზაცია „მანდალას“ ცნობით, საქართველოში ხშირად ფენტანილით დაბინძურებული ნარკოტიკი იყიდება, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და საშიში ოპიოიდია, რომლის სიმძლავრეც ბევრად აღემატება ჰეროინის მოქმედებას. მას ბოლო წლებია პოულობენ სხვადასხვა ნარკოტიკში, რომლებშიც ფენტანილს, პარტიის სიმძლავრის გასაზრდელად, დილერები ამატებენ. ამ მოდიფიკაციის შედეგი ისაა, რომ მომხმარებლების ნაწილი ფენტანილის (ოპიოიდური) ზედოზირების შედეგად იღუპება.
რა არის ნარკოკომა, როგორია ნარკოტიკით ზედოზირების ნიშნები და როგორ შეიძლება ასეთ დროს დავეხმაროთ ადამიანს? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ბათუმის სამედიცინო ცენტრის რეანიმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ინეზა სულამანიძეს ესაუბრა.
ქალბატონო ინეზა, რა არის ნარკოკომა?
ნარკოკომა არის ცნობიერების დათრგუნვა, ცნობიერების დაკარგვა, რომელიც გამოწვეულია ნარკოტიკული ნივთიერებების მიღების შედეგად. ამ დროს ნარკოტიკი სწრაფად აღწევს ტვინამდე და მოქმედებს იმ უჯრედებზე, რომლებიც აკონტროლებენ გულისცემას, ძილს და სუნთქვას.
ის, რომ პირველივე მოხმარებაზე ადამიანი ნარკოტიკზე დამოკიდებული ხდება, ცოტათი გადაჭარბებულია, თუმცა ის, რომ ორგანიზმი ძალიან სწრაფად ეჩვევა განსაზღვრულ დოზას და მომხმარებლებს მალევე სჭირდებათ მეტი და მეტი დოზის მიღება იმავე ეფექტის მისაღებად – ეს ნამდვილად ასეა. ამიტომ ხდება, რომ ადამიანები ნარკოტიკულ ნივთიერებას მოიხმარენ ზედოზირებით, ანუ იმაზე მეტი დოზით, ვიდრე ადრე მოიხმარდნენ.
ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნარკოტიკულ საშუალებებთან ერთად ადამიანები მოიხმარენ ალკოჰოლს ან დამამშვიდებელ პრეპარატებს, კომბინაციაში იღებენ ამ ყველაფერს, რაც, რასაკვირველია, აძლიერებს ნარკოტიკის მოქმედების ეფექტს და ადამიანი გადაჰყავს კომის მდგომარეობაში.
ზედოზირების დროს სუნთქვა ნელდება ან წყდება, რაც ამცირებს ჟანგბადის რაოდენობას, რომელიც ტვინამდე აღწევს, ამ მდგომარეობას ჰიპოქსია ჰქვია. ჰიპოქსიას შეიძლება მოჰყვეს ხანმოკლე ან ხანგრძლივი ფსიქიკური ეფექტები და ზეგავლენა მოახდინოს ნერვულ სისტემაზე – გამოიწვიოს ისეთი დაზიანებები, როგორიც არის კომა ან ტვინის სხვა სახის დაზიანება.
რა ხდება ყველაზე ხშირად მდგომარეობის დამძიმების მიზეზი?
ნარკოტიკული ნივთიერების ზედოზირებასთან დაკავშირებული ფატალური შემთხვევების უმრავლესობა, ანუ სიკვდილით დამთავრებული შემთხვევები, დაკავშირებულია სითბურ დაკვრასთან – ჰიპერთერმიასთან.
სხეულის ტემპერატურის მკვეთრ მატებას ამძაფრებს კლუბებში არსებული დახუთული გარემო, ტემპერატურის მომატების ფონზე განუწყვეტელი ცეკვა, ჰაერის მაღალი ტემპერატურა, ეს ყველაფერი იწვევს ორგანიზმის გაუწყლოებას.
იშვიათად, მაგრამ მაინც, კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ამ დროს ადამიანი შეიძლება გარდაიცვალოს, არის არითმია, ანუ გულის რითმის დარღვევა, რაც გამოწვეულია ნარკოტიკული ნივთიერების ტოქსიკური ზემოქმედების გულსისხლძარღვთა სისტემაზე.
რა ნიშნები ახასიათებს ზედოზირებას, რაც წინ უძღვის ნარკოკომას?
ამ დროს ადამიანებს აქვთ ძლიერი საერთო სისუსტე, თავბრუსხვევა, ღებინება, სხეულის ტემპერატურის მომატება, პანიკური შეტევები, არტერიული წნევის მკვეთრი მომატება, არითმია, გულყრა, ცნობიერების დაბინდვა, არ შემოდიან კონტაქტში საერთოდ, იმყოფებიან კომაში. თუ ასეთი ნიშნები შეამჩნიეთ ადამიანს, რომელსაც იცით ან ეჭვობთ, რომ მიღებული აქვს ნარკოტიკული ნივთიერება, ჩათვალეთ, რომ ის არის ზედოზირების მდგომარეობაში.
ადამიანს ნივთიერებების ზედოზირებით მიღებისას აღენიშნება პირის სიმშრალე, შევიწროებული გუგები, კანის სიმხურვალე ან აწითლება, აქვს სიმძიმის შეგრძნება და ტკივილი მხრებსა და ფეხებში, გულისრევა და ღებინება, ხშირად ამბობენ, რომ მუცელში გრძნობენ სპაზმებს და აქვთ უკონტროლო მოძრაობები, ახასიათებთ შფოთვა და მოუსვენრობა.
ახასიათებს თუ არა ზედოზირების სხვადასხვაგვარი ნიშნები სხვადასხვა ჯგუფის ნარკოტიკულ საშუალებებს?
ზედოზირების ნიშნები ძირითადად ერთნაირია, მიუხედავად ნარკოტიკული საშუალებების ჯგუფისა. ძალიან რთულია გამოიცნო რომელი ნივთიერებისგან არის ადამიანი ასეთ მდგომარეობაში, თუ არ ვიცით სად იყო, თუ ინფორმაციას ამის შესახებ მისი თანმხლები არ გვეტყვის.
როგორია პირველადი დახმარება ნარკოკომის დროს?
პირველ რიგში, უნდა მოვუხმოთ დახმარებისთვის სხვებს და ვიდრე სხვები მოვლენ – მარტო არ უნდა დავტოვოთ ადამიანი.
ცხადია, პირველი, ვისაც ვუხმობთ, სასწრაფო სამედიცინო დახმარებაა, მაგრამ თუ საშუალება გვაქვს და ვახერხებთ – ჩვენ თვითონ სასწრაფოდ უნდა გადავიყვანოთ დაზარალებული უახლოეს სტაციონარში.
დაზარალებული ზურგზე არ უნდა დავაწვინოთ, განსაკუთრებით ჩვენით ტრანსპორტირებისას. ის უნდა დავაწვინოთ მარცხენა გვერდზე და გვერდზე მივუბრუნოთ თავი.
არავითარ შემთხვევაში ზურგზე არ უნდა იწვეს და არ უნდა ჰქონდეს თავი უკან გადაწეული, რადგან პირღებინების შემთხვევაში, არ მოხდეს ამ მასების ასპირაცია სასუნთქ გზებში. თუ დაზარალებული არ სუნთქავს, აუცილებლად უნდა გავუსუფთაოთ მას პირის ღრუ, გავუთავისუფლოთ პირი სასუნთქი გზებისკენ. თუმცა ძალდატანებით ნუ ვეცდებით, რომ პირი გავუღოთ; თუ აქვს კბილების მოსახსნელი პროთეზი, აუცილებლად ამოვიღოთ და დავიწყოთ ხელოვნური სუნთქვა, თუ კი ეს შეგვიძლია.
ვაკონტროლოთ მისი სუნთქვა – უნდა ვეცადოთ გავიგოთ, აქვს თუ არა გულისცემა. თუ პულსს ვერ ვიპოვით (მაჯაზე), გულზე დავადოთ ყური და ისე მოვუსმინოთ, თუ კი ამასაც ვერ ვიპოვით, მაშინ უნდა გავუკეთოთ გულის არაპირდაპირი მასაჟი – თუ, რა თქმა უნდა, ამის უნარები გვაქვს.
აუცილებლად გავუხსნათ ტანსაცმელი, ქამარი, ყველაფერი, რაც შეიძლება უჭერდეს.
სასწრაფოს მოსვლამდე: არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოვათავსოთ ადამიანი ამ დროს ცივი წყლის აბაზანაში, ასე შეიძლება დაიხრჩოს. არ უნდა გამოვიწვიოთ ღებინება ძალით, ვინაიდან შეიძლება ამ მასით მოხდეს სასუნთქი გზების დახშობა. არ უნდა მივცეთ არც საკვები, არც რაიმე სასმელი (არც წყალი, არც ყავა).
თუ პაციენტს უვითარდება კრუნჩხვა?
სამწუხაროდ ამ დროს ხშირად არასწორად იქცევიან ხოლმე. თუ პაციენტი კარგავს გონებას და უვითარდება კრუნჩხვა, უნდა ვეცადოთ არ დაიზიანოს კიდურები; უნდა დავუჭიროთ თავი, რომ არაფერს მიარტყას, გავუკავოთსხეული, რომ მკვეთრი მოძრაობებით ან დაცემით არ დაემტვრეს ნეკნები.
თუ დაკარგა გონება, არ რეაგირებს ტკივილზე, დავუზილოთ ყურის ბიბილოები, რომ რაღაც ტკივილმა გამოაფხიზლოს, მაგრამ ამავე დროს აუცილებლად უნდა ვაკონტროლოთ მისი სუნთქვა და გულისცემის სიხშირე.
რა ხდება, როცა პაციენტი შემოდის რეანიმაციაში?
რეანიმაციაში, ძალიან ხშირად, ასეთ პაციენტებს სჭირდებათ ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე გადაყვანა, ისინი კომატოზურ მდგომარეობაში არიან, ცუდად სუნთქავენ.
იმაზე, თუ რამდენი ხანი არის გასული ნარკოტიკული საშუალების მიღებიდან კლინიკაში მოსვლამდე, ძალიან დიდი პროცენტით არის დამოკიდებული პაციენტის გამოჯანმრთელების ხარისხი.
ზოგჯერ რამდენიმე საათში ხდება პაციენტის გამოფხიზლება, ზოგჯერ – რამდენიმე დღე-ღამეში, ზოგჯერ საერთოდ ხანგრძლივდება ეს პროცესები, რადგან, როგორც გითხარით, ზოგჯერ კრუნჩხვის დროს ზიანდება თავის ტვინი ან მოტეხილობები აქვს პაციენტს, ან პირნაღები მასა გადასცდა სასუნთქ გზებში და ეს ასპირაცია იწვევს ფილტვის ძალიან მძიმე დაზიანებებს.
ხშირად ასეთ პაციენტებს, რომლებიც ხანგრძლივად მოიხმარენ ნარკოტიკულ ნივთიერებებს, აქვთ ღვიძლის დაავადებები, მაგალითად, B და C ჰეპატიტები და როცა ღვიძლის დაზიანებაა, დეზინტოქსიკაცია ანუ ამ მომწამვლელი ნივთიერებების ზემოქმედებიდან გამოსვლა, უფრო ძნელდება.
არსებობს პრაქტიკა, როცა ადამიანები თავად ეძებენ ანტიდოტურ საშუალებას, მაგალითად, ნარკანს, ეს რამდენად სწორია?
ჰეროინით ზედოზირებისას გამოიყენება ნარკანი და ნალოქსანი, მაგრამ გეტყვით, რატომ არ არის სწორი თვითმკურნალობა.
ჯერ არ იშოვება ადვილად, მერე მეორე – შეიძლება ერთმა ამპულამ არც უშველოს და რამდენიმე ამპულა იყოს გასაკეთებელი. ასევე, სანამ ნალოქსანს და ნარკანს იპოვით, შეიძლება ადამიანმა ისეთი ტიპის დაზიანებები მიიღოს, რომ მხოლოდ ამ ნივთიერების ანტიდოტის გაკეთებამ საქმეს არ უშველოს.
როცა კომაა, პაციენტს სჭირდება კომპლექსური დახმარება სხვადასხვა ორგანოების ფუნქციების აღსადგენად, ამიტომ, პირველ რიგში, თუ თქვენ ამ პაციენტის გადაყვანა შეგიძლიათ, უნდა მიიყვანოთ უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში. თუ თქვენ არ შეგიძლიათ მისი გადაყვანა, მაშინ სასწრაფოში დარეკეთ, იქამდე კი გავაკეთოთ ის, რაზეც ვისაუბრეთ.
მთავარი მიზეზი, რის გამოც ასეთ დროს სასწრაფოში დარეკვას ერიდებიან, კონფიდენციალურობის და პოლიციის შიშია, რამდენად დაცულია პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია ასეთ დროს?
ექიმსა და პაციენტს შორის კონფიდენციალურობა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, პაციენტი აუცილებლად უნდა ენდობოდეს ექიმს იმ დონეზე, რომ ყველაფერი მოუყვეს.
გვყოლია სწორედ ასეთი პაციენტები, რომლებსაც უთხოვიათ, რომ მათი ოჯახის წევრებს არაფერი ვუთხრათ მათ მიერ ნარკოტიკების მოხმარების შესახებ, რომ არ მივაწოდოთ რაიმე საბუთები, კვლევის შედეგები ან ფორმა 100 ან ა.შ.
რასაკვირველია, პაციენტის ოჯახის წევრი ამ დროს მოტივირებულია, რომ გაიგოს პაციენტის მდგომარეობა, მაგრამ მე პირადად მაქსიმალურად ვცდილობ კონკრეტიზაციისგან თავი შევიკავო და პაციენტის შესახებ ინფორმაცია, მისი სურვილის საწინააღმდეგოდ, არ გავაცხადო სხვასთან. თუ კი ეს პროცესი ისეთი მძიმეა, რომ კომაშია პაციენტი, ამ დროს პირიქით, თავად ოჯახის წევრებისგან გვაქვს ხოლმე ეს ინფორმაცია და დამალვას აზრიც არ აქვს.
პოლიციასთან რა შემთხვევაში მიდის ინფორმაცია?
სამედიცინო დაწესებულებას ზედოზირების შემთხვევაში პოლიციისთვის შეტყობინების ვალდებულება არ აქვს, თუ ადგილი არ ჰქონდა რამე კრიმინალს, მაგალითად, თუ პაციენტს არ ეტყობა რამე დაზიანებები, ანუ თუ ჩვენთვის ცნობილი არ არის, რომ იქ მოხდა ჩხუბი, ან დაჭრილები არიან… თუ არ გვაქვს ეჭვი, რომ იყო კრიმინალი, სხვა შემთხვევაში შეტყობინების ვალდებულება არ გვაქვს და არც ვატყობინებთ.
გონიოს ყოფილ პოლიგონზე დაჭაობებულ ადგილებს გეორადიოლოკაციური მეთოდით განსაზღვრავენ. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ დაჭაობებული ტერიტორიის მოცულობების განსაზღვრაზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 19 300 ლარია.
„გონიოს დასახლებაში მდებარე დაჭაობებული ტერიტორიის სიღრმე უნდა განისაზღვროს გეორადიოლოკაციური მეთოდით, ხოლო მოცულობების შესახებ ინფორმაცია მოწოდებულ უნდა იქნას ცალ-ცალკე საკადასტრო კოდების მითითებით. დაჭაობებული ტერიტორიის სავარაუდო ფართობი შეადგენს 9,9 ჰექტარს“, – აღნიშნულია სატენდერო განცხადებაში.
სამინისტროს მონაცემებით, დაჭაობებული ტერიტორია [ლურჯი ფერით] გონიოს ყოფილ პოლიგონზე დაახლოებით 9,9 ჰექტარია – რუკაზე ეს ტერიტორია შემოსაზღვრულია წითელი ხაზითდოკუმენტების მიხედვით, „გონიოს დასახლებაში მდებარე დაჭაობებული ტერიტორიის მოცულობების გეორადიოლოკაციური მეთოდით განსაზღვრის მომსახურების შესყიდვა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საინვესტიციო დეპარტამენტმა მოითხოვა.“
„საინვესტიციო ტერიტორიაა და დასაზუსტებელია რა მოცულობისაა დაჭაობებული ტერიტორია. ეს საჭიროა, რათა დადგინდეს მიწის საბაზრო ღირებულება“, – უთხრეს „ბათუმელებს“ სამინისტროში.
სპეციალისტის განმარტებით, გეორადიოლოკაციური მეთოდი, ეს არის გეოფიზიკური მეთოდებით კვლევა, რათა დადგინდეს, მაგალითად, ტბის სიღრმე, რამდენადაა დაჭაობებული ტერიტორია, როგორია [არის თუ არა] რადიაციის დონე და სხვა. ეს მეთოდი იძლევა დიდი სიზუსტით მონაცემებს ობიექტის ზომებზე და მის მახასიათებლებზე.
ტენდერში წინადადებების მიღება 2022 წლის 14 ოქტომბერს დაიწყება და 17 ოქტომბერს დასრულდება. მომსახურების შესრულების ვადა კი, ტენდერში გამარჯვებულს, ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 დღე აქვს.
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს დაკვეთით, ჯერ კიდევ 2017 წელს მომზადდა აღნიშნული ტერიტორიის განვითარების კონცეფცია და ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა. თუმცა ეს კვლევა მთავრობას არაფერში გამოუყენებია.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში კი 2019 წელს „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ეს იყო „ერთი კერძო კომპანიის მოსაზრება და არა სახელმწიფო მიდგომა“. შესაბამისად, ე.წ. „გონიოს პოლიგონის“ და მიმდებარე ტერიტორიის განვითარების კონცეფციაზე თავად მუშაობდნენ.
ყოფილი პოლიგონის ტერიტორიის განვითარების გეგმა-კონცეფცია არც 2021 წელს არსებობდა:
უკრაინის დამცველთა დღისთვის გამოცემა Новое Время-მ გამოჰკითხა სამხედრო საქმის 15 ექსპერტი, რომლებმაც ყველაზე გავლენიანი უკრაინელი სამხედრო მეთაურები დაასახელეს.
ეს ის ადამიანები არიან, რომლებსაც უშუალო შეხება აქვთ სამხედრო მოქმედებებთან და ავტორიტეტით სარგებლობენ, როგორც არმიაში, ისე საზოგადოებასა და ხელისუფლებაში.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ომის პირობებში, სიის გავლენიანობის მიხედვით დალაგება უადგილოდ მიაჩნია, ამიტომ ჩამონათვალს მკითხველს ანბანური თანმიმდევრობით სთავაზობს. Новое Время აუდიტორიას გავლენიან 25 სამხედროს აცნობს, თუმცა იქვე ასახელებს იმ 4 მეთაურს, რომლებმაც მათ გამოკითხვაში ყველაზე მეტი ხმა მიიღეს.
ვალერი ზალუჟნი (14 ხმა ექსპერტებისგან)
თანამდებობა: უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი სამხედრო წოდება: გენერალი ასაკი: 49 წლის
უკრაინის ნომერ პირველმა სამხედრომ დაამთავრა ოდესის სახმელეთო ჯარების ინსტიტუტი, თავდაცვის ეროვნული უნივერსიტეტი და ოსტროჟსკის ეროვნული აკადემია.
ვიდრე უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ჩაუდგებოდა სათავეში, ზალუჟნიმ სამხედრო კარიერის ყველა ეტაპი გაიარა: სხვადასხვა დროს იყო ოცეულის, ბატალიონისა და ბრიგადის მეთაური; 2014 წლიდან მონაწილეობდა დონბასში სამხედრო მოქმედებებში, იყო C სექტორის მეთაურის მოადგილე და ხელმძღვანელობდა ყველა იქ შექმნილ დანაყოფს; იყო დასავლეთის ოპერატიული სარდლობის, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ოპერატიული შტაბისა და ჩრდილოეთის ოპერატიული სარდლობის მეთაური.
2021 წლის ივლისში ვალერი ზალუჟნი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად დაინიშნა.
„სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ზალუჟნი ეფექტიანად მართავს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. მან შეძლო უკრაინის დედაქალაქის დაცვა და კიევის, ჩერნიგოვის, სუმისა და ხარკოვის ოლქებიდან ოკუპანტების განდევნა. დღეს, ზალუჟნის მეთაურობით, უკრაინის არმია მტერს ქვეყნის აღმოსავლეთსა და სამხრეთში უტევს,“ – წერს გამოცემა.
სამხედრო წარმატებებმა ზალუჟნი სამშობლოშიც და მსოფლიოშიც ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ უკრაინელად აქცია – ავტორიტეტულმა ამერიკულმა ჟურნალმა Time-მა ის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.
2022 წლის მარტში მთავარსარდალმა გენერლის წოდება მიიღო, ორ თვეში კი ის თანამედროვე უკრაინის ისტორიაში გახდა პირველი ადამიანი, რომელსაც ჯვრის კავალერის წოდება მიენიჭა.
ოლექსანდრ სირსკი (7 ხმა ექსპერტებისგან)
თანამდებობა: უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაური სამხედრო წოდება: გენერალ-პოლკოვნიკი ასაკი: 57 წლის
ოლექსანდრ სირსკი მოსკოვის უმაღლესი სამხედრო სასწავლებლის, შეიარაღებული ძალების აკადემიისა და უკრაინის თავდაცვის ეროვნული აკადემიის კურსდამთავრებულია. მეთაურობდა მოტომსროლელ ოცეულს, შემდეგ – მოტომსროლელ ბატალიონს, იყო ამავე დივიზიის პოლკის მეთაური და 72-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის მეთაური. 2013 წელს გახდა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარი სამეთაურო ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე და პასუხისმგებელი იყო NATO-სთან თანამშრომლობაზე.
2014 წელს, უკრაინის აღმოსავლეთში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ის ანტიტერორისტული ოპერაციის შტაბის მეთაური გახდა – დებალცევოსა და უგლეგორსკის ბრძოლებში უკრაინის ძალებს ხელმძღვანელობდა.
2015 წლიდან სირსკი სათავეში ჩაუდგა შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ ოპერატიულ შტაბს და მეთაურობდა ანტიტერორისტულ ოპერაციას უკრაინის აღმოსავლეთში.
2019 წლის აგვისტოდან სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურია. სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ გამოცდილი გენერალი ხელმძღვანელობდა კიევის დაცვას და უკრაინის არმიის წარმატებულ კონტრშეტევას ხარკოვის ოლქში.
წელს სირსკიმ მიიღო ბოგდან ხმელნიცკის მეორე ხარისხის ორდენი, ჯვარი საბრძოლო დამსახურებისთვის და უკრაინის გმირის წოდება.
კირილო ბუდანოვი (7 ხმა ექსპერტებისგან)
თანამდებობა: თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი სამხედრო წოდება: გენერალ-მაიორი ასაკი: 36 წლის
ქვეყნის მთავარი მზვერავი კირილო ბუდანოვი ოდესის სახმელეთო ჯარების ინსტიტუტში სწავლობდა, მისი დამთავრების შემდეგ კი თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს სპეცრაზმში მსახურობდა.
დონბასში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ, ბუდანოვი მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში და რამდენჯერმე დაიჭრა კიდეც.
2019 წელს ბუდანოვს რუსეთის სპეცსამსახურები წარუმატებლად დაესხნენ თავს.
2020 წელს ოფიცერი შიდა დაზვერვის სამსახურის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გახდა, ძალიან მალე კი სათავეში ჩაუდგა სამხედრო დაზვერვის სამსახურს, სამხედრო ტყვეთა საკითხების საკოორდინაციო შტაბს და პრეზიდენტთან არსებულ დაზვერვის კომიტეტს.
2022 წლის სექტემბერში ბუდანოვი მონაწილეობდა უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეთა გაცვლის ყველაზე მასშტაბურ ოპერაციაში, რომლის შედეგადაც უკრაინამ 215 ტყვე დაიბრუნა, მათ შორის „აზოვის“ პოლკის 100 მებრძოლი და პოლკის მეთაურები.
2022 წელს ბუდანოვმა გენერალ-მაიორის წოდება მიიღო. ის არაერთი სახელმწიფო ჯილდოს მფლობელიცაა.
დენის პროკოპენკო (4 ხმა ექსპერტებისგან)
თანამდებობა: სპეციალური დანიშნულების რაზმის – „აზოვის“ მეთაური სამხედრო წოდება: პოდპოლკოვნიკი ასაკი: 31 წლის
დენის პროკოპენკო რუსეთის აგრესიასთან ბრძოლის ეროვნულ სიმბოლოდ იქცა – ის „აზოვის“ მებრძოლებთან და სხვა უკრაინელ სამხედროებთან ერთად გმირულად იცავდა მარიუპოლს.
პროკოპენკომ დაამთავრა კიევის ლინგვისტიკის უნივერსიტეტი ინგლისური ენის პედაგოგის სპეციალობით. 2014 წლიდან მონაწილეობდა დონბასის ბრძოლებში.
2017 წელს 26 წლის დენის პროკოპენკო სათავეში ჩაუდგა „აზოვს“და უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და ეროვნული გვარდიის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მეთაური გახდა.
პროკოპენკო სხვა მებრძოლებთან ერთად 86 დღის განმავლობაში იცავდა ალყაშემორტყმულ „აზოვსტალს“. 16-17 მაისს მან „აზოვსტალის“ დამცველებთან ერთად ბრძოლა შეწყვიტა და ქარხნის ტერიტორია დატოვა. 4-თვიანი ტყვეობის შემდეგ „აზოვის“ მეთაური იმ სამხედროებს შორის იყო, რომლებიც უკრაინამ ყველაზე მასშტაბური გაცვლის ფარგლებში დაიბრუნა.
„აზოვსტალის“ ოთხ მეთაურთან ერთად, პროკოპენკო ომის დასრულებამდე თურქეთში დარჩება.
დენის პროკოპენკოს უკრაინის გმირის წოდება აქვს და ოქროს ვარსკვლავის მფლობელია.
Новое Время-ს გავლენიანი სამხედროების სიაში ასევე მოხვდნენ უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი, მისი მოადგილე ანა მალიარი, ტერიტორიული თავდაცვის ძალების მეთაური იგორ ტანციურა, გენშტაბის უფროსი სერგეი შაპტალა, სერჟანტი ვალერი მარკუსი და სხვები. გამოცემამ ჯამში 25 სამხედრო დაასახელა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 14 ოქტომბრის 21 საათიდან 15 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 18– 23 გრადუსი
ღამით: 10 – 15 გრადუსი
მთაში მოსალოდნელია:
დღისით: 13 – 18 გრადუსი
ღამით: 2 – 7 გრადუსი
სინოპტიკოსების ცნობით, 16-17 ოქტომბერს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.
სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, აგრობარათებით ფერმერებმა ჯამში 31,5 მილიონზე მეტი ლარის სასოფლო-სამეურნეო საქონელი შეიძინეს. როგორც სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, მაისიდან დღემდე პერიოდში აგრობარათებით 280 ათასზე მეტმა ფერმერმა ისარგებლა.
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა 2022 წელს 35 მილიონი ლარითაა დაფინანსებული.
იმ ფერმერებს, რომლებსაც აგრობარათებზე დარიცხული ქულებით ჯერ არ უსარგებლიათ, უფლება აქვთ, აგრობარათებზე დარიცხული ქულები 2022 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით გამოიყენონ.
პროგრამის ფარგლებში, სუბსიდიას იღებენ 0.25 ჰა-დან 1.25 ჰა-ის ჩათვლით მიწის მესაკუთრეები და თანამესაკუთრეები, 1 ჰა-ზე 300 ლარის გაანგარიშებით.
„აგროქულების განაღდება ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით 500-ზე მეტ სპეციალიზებულ მაღაზიაშია შესაძლებელი. აგრობარათის გასააქტიურებლად ან ახალი ბარათის ასაღებად ლიბერთი ბანკში ვიზიტამდე ქულების დარიცხვის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია ბანკის ვებგვერდზე“, – აცხადებს სოფლის განვითარების სააგენტო.
ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, უკრაინის დაბომბვით რუსეთი თავის მომხრეებსა და რუს ნაციონალისტებს „ამშვიდებს“, რუსული არმიის დაბალი მორალური განწყობა და ბრძოლისუნარიანობა კი სარდლობას არჩევანის წინაშე აყენებს – გააგრძელოს თუ არა შეტევები დონეცკის ოლქში.
როგორც ინსტიტუტის უახლეს ანგარიშშია ნათქვამი, ინფორმაციამ ახალმობილიზებულ და ცუდად მომზადებულ სამხედროებში პირველი მსხვერპლის შესახებ რუსულ საზოგადოებაში სამხედრო სარდლობისადმი კრიტიკის ახალი ტალღა გამოიწვია.
კრემლისტური მედია იუწყებოდა, რომ ხუთი მობილიზებული ჩელიაბინსკიდან მობილიზაციის გამოცხადებიდან სამ კვირაში უკრაინაში დაიღუპა. ამ ინფორმაციის საფუძველზე ბევრი რუსი ნაციონალისტი სამხედრო ბლოგერი ამტკიცებდა, რომ მობილიზებულს შორის მსხვერპლი გაცილებით დიდია, რადგან რუსეთის სარდლობამ ვერ შეძლო მათი დაპირებული წვრთნით, აღჭურვილობითა და მეთაურებით უზრუნველყოფა.
ISW-ის შეფასებით, ამ შემთხვევამ კვლავაც წამოწია წინ მობილიზაციის ხარვეზები და გაამძაფრა ის უკმაყოფილება, რომელიც მასთან დაკავშირებით უკვე არსებობდა.
ინსტიტუტის ანალიტიკოსების ვარაუდით, უკრაინაში სარაკეტო დარტყმებით კრემლი ცდილობს, კრიტიკულად განწყობილი საზოგადოების ყურადღება მობილიზაციიდან და სამხედრო მარცხიდან სხვა საკითხებზე გადაიტანოს და ნაციონალისტები „სხვა წარმატებებით“ დაამშვიდოს.
ISW-ის ცნობით, რუსეთის არმია 13 ოქტომბერსაც განაგრძობდა სარაკეტო დარტყმებს უკრაინის კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე და ამ თავდასხმებში ირანულ უპილოტო საფრენ აპარატებს „შაჰედებსაც“ იყენებდა.
როგორც ISW-ი მიუთითებს, რუსეთის არმიის მორალური განწყობა და ბრძოლისუნარიანობის ხარისხი კვლავაც ძალიან დაბალია, რამაც შესაძლოა, რუსეთი აიძულოს, დროებით შეწყვიტოს შეტევები ფრონტის ხაზის ცალკეულ მონაკვეთებზე.
„ამასთან, შეტევების შეჩერება დონეცკის ოლქში (ფაქტობრივად, ერთადერთ რაიონში უკრაინაში, სადაც რუსეთის ძალები დღემდე განაგრძობენ შეტევით ოპერაციებს), კიდევ უფრო გაართულებს რუსეთის მცდელობას, დაიკავოს დამატებითი ტერიტორიები და სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს რუსი სამხედროების მორალური განწყობის კიდევ უფრო დაქვეითებას და სამხედრო პოტენციალის გამოფიტვას,“ – მიუთითებენ ინსტიტუტის ანალიტიკოსები.
ISW-ის ანგარიშის მთავარი მიგნებები მოკლედ:
ინფორმაციამ პირველი მსხვერპლის შესახებ ახალმობილიზებულ სამხედროებში რუსეთის სარდლობისადმი კრიტიკის ახალი ტალღა გამოიწვია;
რუსეთის არმია 13 ოქტომბერსაც განაგრძობდა სარაკეტო დარტყმებს უკრაინის ინფრასტრუქტურაზე;
რუსი სამხედროების დაბალმა მორალურმა განწყობამ და ბრძოლისუნარიანობის ხარისხმა შესაძლოა აიძულოს რუსეთი, შეწყვიტოს შეტევები ცალკეულ მონაკვეთებზე;
უკრაინის ძალებმა გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს სვატოვოს ჩრდილო-დასავლეთით;
უკრაინელთა შეტევის მოლოდინში მყოფი რუსეთის ძალები განაგრძობენ თავდაცვით ოპერაციებს კრემენაიას მიმართულებაზე;
უკრაინული და რუსული წყაროები იუწყებიან, რომ რუსეთის ძალები ცდილობენ, დაიბრუნონ პოზიციები ხერსონის ოლქის ჩრდილოეთით და ჩრდილო-დასავლეთით;
ყირიმის ხიდის დაზიანებული მონაკვეთები კვლავაც ხელს უშლის რუსეთის ტვირთების გადაადგილებას და პირადი შემადგენლობის გადაყვანას უკრაინის სამხრეთში;
რუსეთის ძალები განაგრძობდნენ სახმელეთო შეტევებს დონეცკის ოლქში და აცხადებდნენ ბახმუტის სამხრეთით მცირედ წინსვლაზე;
რუსეთის საოკუპაციო ადმინისტრაციების ჩინოვნიკებმა ოკუპირებული ხერსონის ოლქის მცხოვრებლებს ევაკუაციისკენ მოუწოდეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 14 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 64 300 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +500]
ტანკი – 2 521 ერთეული [+10]
ჯავშანტექნიკა – 5 172 ერთეული [+5]
საარტილერიო სისტემა – 1 566 ერთეული [+10]
MLRS – 362 ერთეული [+5]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 186 ერთეული [+3]
თვითმფრინავი – 268 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 240 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 199 ერთეული [+17]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 316 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 3 944 ერთეული [+9]
სპეცტექნიკა – 142 ერთეული [+2]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 14 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
322 თვითმფრინავი
161 ვერტმფრენი
2 226 უპილოტო საფრენი აპარატი
380 საზენიტო სარაკეტო სისტემა
5 753 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
869 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
3 473 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
6 560 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ბოლო კვირაში დონბასში რუსეთის სამხედრო მოქმედებების ეფექტიანობას აფასებს. უწყების ცნობით, ბოლო სამი დღის განმავლობაში რუსული და პრორუსული ძალები ტაქტიკურ შეტევებს განაგრძობდნენ ქალაქ ბახმუტის ცენტრისკენ.
დაზვერვა აღნიშნავს, რომ მეორე საარმიო კორპუსის დანაყოფებმა და ლუგანსკის პრორუსულმა მილიციამ, სავარაუდოდ, გარკვეულ წინსვლას მიაღწიეს ბახმუტის სამხრეთით, სოფლებში ოპიტნესა და ივანგრადში.
„ივლისის შემდეგ რუსეთისა და სეპარატისტული ძალების მიერ დაკავებული დასახლებული პუნქტების რაოდენობა ძალიან მცირეა, თუკი ასეთები საერთოდ არსებობს,“ – წერს უწყება 14 ოქტომბრის რელიზში.
დაზვერვის ინფორმაციით, დონბასში გარკვეულმა დანაყოფებმა ლოკალურ წარმატებებს კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელობით მიაღწიეს. „ვაგნერი“ ასევე აქტიურადაა ჩართული ბახმუტისთვის ბრძოლებშიც.
„სავარაუდოდ, რუსეთი ბახმუტის დაკავებას ხედავს წინაპირობად მომდევნო წინსვლისთვის კრამატორსკ-სლავიანსკის რაიონისკენ, დონეცკის ყველაზე მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტისკენ, რომელსაც დღემდე უკრაინელები აკონტროლებენ,“ – მიუთითებს უწყება.
როგორც ბრიტანეთის დაზვერვა აღნიშნავს, რუსეთის ძალები ნელა, მაგრამ მაინც აღწევენ გარკვეულ პროგრესს დონბასში, თუმცა მათ საერთო ოპერაციულ გეგმებს ხელს უშლის უკრაინელთა კონტრშეტევები ჩრდილოეთ და სამხრეთ ფლანგებზე და აღჭურვილობისა და პირადი შემადგენლობის მწვავე დეფიციტი.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინის შესახებ სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელ რელიზში დაზვერვა იუწყებოდა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ბრძანება გასცეს ხერსონიდან მოქალაქეთა ევაკუაციის მზადების შესახებ, რაც სავარაუდოდ ნიშნავს, რომ ისინი ქალაქ ხერსონში ბრძოლებისთვის ემზადებიან.
„ნებისმიერი ბირთვული თავდასხმა უკრაინაზე გამოიწვევს პასუხს, რომელიც არ იქნება ბირთვული, მაგრამ იქნება იმდენად ძლიერი სამხედრო პასუხი, რომ რუსეთის არმია განადგურდება“, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა.
ჯოზეფ ბორელმა მოსკოვი დასავლეთის საპასუხო რეაქციაზე დღეს, 13 ოქტომბერს, ბრიუსელში „დიპლომატიური აკადემიის“ გახსნის ცერემონიაზე გააფრთხილა. ინფორმაციას AFP News Agency ავრცელებს.
ბორელის თქმით, „პუტინი ამბობს, რომ არ ბლეფაობს. გასაგებია, ის თავს ბლეფაობის უფლებას ვერ მისცემს. ასევე ცხადი უნდა იყოს, რომ არც ის ხალხი ბლეფაობს, ვინც უკრაინას უჭერს მხარს – ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები, აშშ და ნატო“.
გარდიანის ცნობით, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი „მძიმე შედეგების“ წინაშე დადგება, თუ უკრაინის წინააღმდეგ ბირთვულ თავდასხმას დაიწყებს.
მიუხედავად ამისა, ნატო-ს ბირთვული მუქარა არ გამოუხატავს, რამდენადაც ნატო-ს არაწევრ უკრაინას არ ეხება ალიანსის თავდაცვის მუხლი.
სტოლტენბერგმა თქვა, რომ [ნატო] დეტალურად არ დაასახელებს, კონკრეტულად როგორ უპასუხებს [რუსეთს], თუმცა ეს ფუნდამენტურად შეცვლის კონფლიქტის ბუნებას. მისივე თქმით, „შედარებით მცირე ბირთვული იარაღის გამოყენებაც კი ძალიან სერიოზული რამე იქნება“.
„მე აპრილიდან მოვდივარ ფეხით იტალიიდან, ვაპირებ 15 ქვეყანა გავიარო და 2025 წელს ჩავიდე პეკინში,“ – ლაღი და გადამდები ემოციით გვეცნობა 72 წლის ვენა კამაროტა, რომელსაც მოგზაურობაზე სალაპარაკოდ ბათუმის ერთი პატარა კაფე შეურჩევია, ტროტუარის მოაჯირთან მიდგმულ მაგიდაზე გაუშლია მარკო პოლოს ისტორიული რუკა. ისტორიულ რუკაზე შავი წყვეტილითაა აღნიშნული პოლოს გზა ვენეციიდან პეკინამდე.
ცნობილი მოგზაურის მარკო პოლოს ისტორიული გზა საქართველოზეც გადის. „ეს აბრეშუმის ისტორიული სავაჭრო გზაა, ყველა ქვეყანა ძალიან საინტერესოა, სადაც ვიყავი და სადაც კიდევ აღმოვჩნდები,“ – რუკას თვალს არ აშორებს ვენა კამაროტა, თითქოს პირველად ხედავსო.
ახლა ვენა კამაროტა ბათუმშია და ამბობს, რომ უბრალო ადამიანების ცხოვრება აინტერესებს, ყოველდღიურობა, განსხვავება კულტურებს შორის.
ვენასთვის გვერდითი სუფრიდან უკვე შეუთავაზებიათ ჭიქა შავი ღვინო. ქართული არ მესმის, მაგრამ თქვენ მოსვლამდეც გვერდით სუფრასთან მსხდომების ქართულად საუბრის ჟღერადობას ვაკვირდებოდიო, გვიზიარებს ვენა და შემდეგ მარკო პოლოს ჩანაწერს გვიკითხავს საქართველოს შესახებ:
„ქართველები მამაცი მებრძოლები არიან, კარგი მეომრები ბრძოლის ველზე… კარგი მშვილდოსნები არიან, მოკლე თმას ატარებენ“, – კითხულობს კამაროტა წიგნიდან გამოთქმით და ემოციით ინტერესდება: ვის როგორ მოსწონს მარკო პოლოს ნათქვამი ქართველებზე.
„გავიგე, რაც მითხრეს, სახლში დამზადებული ღვინოაო,“ – დასძენს ვენა ღვინოზე და ისევ გაშლილ, გრძელ რუკას უბრუნდება, მაგიდაზე რომ ვეღარ ეტევა, რუკის ერთი ნაწილი ტროტუარს ეფინება.
„მარკო პოლო ვენეციიდან გემით პირდაპირ თურქეთში ჩავიდა, მე კი ცოტა შევცვალე ეს მარშრუტი,“ – ვენა რუკაზე გვაჩვენებს, რომ პოლო თურქეთიდან სომხეთში გადავიდა და ისე განაგრძო გზა ჩინეთისკენ.
ვენა კამაროტა
„მარკომ უკან გზაზე ნახა საქართველო, მე კი უკვე ვნახე,“ – იღიმის ვენა და განმარტავს, ბალკანეთის ქვეყნები მაინტერესებდა და ამიტომაც გადავუხვიე მარკო პოლოს გზასო. „ამიტომაც მე გემით არ წავედი და იტალიიდან სლოვენიაში გადავედი, ვიყავი ხორვატიაში, სერბეთში, ბულგარეთში და ისე ჩავედი თურქეთში,“ – თითებით ითვლის ვენა ქვეყნებს, რომლებიც ფეხით მოიარა და ხელახლა შლის თითებს, რომ გვაჩვენოს, რამდენი ქვეყანა დარჩა გასავლელი ჩინეთამდე.
„აქედან წავალ აზერბაიჯანში, მერე ირანი, თურქმენეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, ყაზახეთი, მონღოლეთი და პეკინში ჩავალ… მთავარია, ადამიანების ცხოვრების და ემოციის გაგება, კულტურა, განსხვავება ადამიანებს შორის, რომელიც პოზიტივით გავსებს,“ – გვიყვება ვენა.
„მართლა სულ ფეხით დადის?“ – კითხულობს ლია ეჭვიანი სახით, ნამცხვრებიან დახლთან დგას მდუმარედ და თან ჩიტებს პურის ნამცეცებს უყრის.
„ძირითადად ფეხით დავდივარ, ზოგჯერ ვიყენებ მხოლოდ ავტობუსს,“ – კაფეს მზარეულს გაჰყურებს ვენა და პაუზის შემდეგ ამატებს:
„როცა ფეხით ბევრს დადიხარ, სხვანაირად გრძნობ თავისუფლებას, სუნთქვაც სხვანაირი ხდება, სხეულს გრძნობ… ფეხით სიარულს ყველაზე დიდი, პოზიტიური გავლენა აქვს ტვინზე.
მთავარია, კარგი ფეხსაცმელი გქონდეს, ხილის ჩირი და თხილეული,“ – სიცილით ასრულებს თხრობას მოგზაური.
ვენა კამაროტა ამბობს, რომ მარკო პოლოს გზის გაცოცხლება მას შემდე გადაწყვიტა, როცა უკრაინაში რუსეთმა ომი დაიწყო.
„ვინც ომს იწყებს, ყველა დამარცხებულია, ესაა ჩემი მოგზაურობის გზავნილი,“ – განაწყენება ეტყობა ვენა კამაროტას რუსეთის გამო, რუკას ისევ გრაგნილის ფორმით კეცავს და ვიდრე ჩანთაში დააბრუნებს, ამატებს, აპრილის 24-ში წამოვიწყე ეს მრავალწლიანი მოგზაურობაო.
„იცით, ბათუმში ყველაზე მეტად „ალი და ნინოს“ ქანდაკება მომეწონა. ეს ქანდაკებაც მშვიდობის სიმბოლოა, რომ ნებისმიერ მტრობაზე ძლიერი სიყვარულია,“ – აღნიშნავს ვენა.
მოგზაური ქალის თქმით, ქალაქებში ჰოსტელებში ჩერდება, სოფლებში კი – ოჯახების სტუმარია.
„კარავი არ მაქვს, არ მინდა მარტოობა, მირჩევნია, ადამიანები ვნახო, როგორ არიან… მთავარია არა ფული, არამედ კულტურა, როგორ ცხოვრობენ ადამიანები, როგორია სტუმარმასპინძლობა, მაგალითად, ანატოლიაში განსაკუთრებულად უყვართ სტუმარი,“ – გვიყვება ვენა კამაროტა, მარკო პოლოს გადაშლილ წიგნში რამდენიმე გვერდს ფურცლავს და ამატებს:
„ყველაზე რთული ჩემთვის ის კი არ არის, როგორ ვიღლები გზაში, მომშივდა თუ შემცივდა, არამედ ენის ბარიერი: ძალიან რთულია, როცა არ გესმის ადამიანების, ვუღიმი, ისინიც მიღიმიან. ვაკვირდები ადამიანებს, მათ ემოციებს, ეს მაბედნიერებს… განსაკუთრებით მაინტერესებს კულტურული მემკვიდრეობა, არქიტექტურა, ბუნება.
სამზარეულო ნაკლებად მაინტერესებს. ბათუმში ხარჩო მომეწონა. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ბათუმი გამორჩეულად სუფთა ქალაქია,“ – ისევ გვიღიმის ვენა კამაროტა.
„მუხლში ისეთი ჯანი მისცეს ღმერთმა, მარკო პოლოს გზა კი არა, მთელი მსოფლიო მოევლოს,“ – გვერდით სუფრიდან საუბარში გვერთვება კაცი. მეორე კაცი კი, ჩუმად წუწუნებს, არ უთარგმნოთ, მაგრამ რა ჯანი აქვთ ისე ამ ევროპელებს, ჩვენ ბულვარში ძლივს გამოვდივართო.
და ვენას ისევ უსხამენ ღვინოს. ვენას სათქმელი აქვს:
„სხვები ყიდულობენ ოქროს, ჩვენ ვყიდულობთ ღვინოს, მგონი, იტალიაში და საქართველოშიც ასეა,“ – იცინის მოგზაური და კაცებს მიმართავს, მრავალწლიანი მოგზაურობის დაწყებამდე ტიბეტშიც რომ მოგზაურობდა, პალესტინაში იყო, ისრაელსა და მადაგასკარზე.
„კიდევ ნიჩბოსნობა მიყვარს მდინარეზე ძალიან,“ – სიცილით ამატებს ვენა კამაროტა. ვენასთან მეეზოვე მიდის, ჯიბის დანით ვაშლს ოსტატურად აცლის კანს და ქალს აწვდის: „მოგზაური ყოფილა, დაღლილი იქნება, მოეწონება ჩვენებური ვაშლი,“ – მეეზოვე კმაყოფილია, სტუმარი მის მიერ მიწოდებულ ვაშლს რომ აგემოვნებს.
„დაახლოებით 15 – 20 კილომეტრი შემიძლია ვიარო ფეხით,“ – ამბობს ვენა და შემდეგ გვიყვება, რომ სამხრეთ იტალიაში წლობით ტურიზმის სექტორში მუშაობდა, იყო გიდიც.
„მყავს ოჯახი. ჩემი სამი შვილიშვილი მომენატრა ახლა ყველაზე მეტად,“ – დასძენს მოგზაური.
ჯამში ვენა კამაროტას გასავლელი გზა დაახლოებით 22 ათასი კილომეტრია. ვენა გზადაგზა იღებს ვიდეოებს, ფოტოებს, წერს დღიურებს.
„…საქართველოზეც დავწერ, ვაპირებ, რომ წიგნად გამოვცე ჩემი მოგზაურობის ამბავი. ჯერ ვერ გეტყვით, რას დავწერ საქართველოზე,“ – ამბობს ვენა კამაროტა, მარკო პოლოს წიგნს ხურავს, ჩანთაში აბრუნებს და გზას განაგრძობს.
რუსეთის მოქალაქე, 30 წლის ვალერი ტუტაევი ბათუმში სექტემბრის მეორე ნახევარში ჩამოვიდა, რუსეთში მობილიზაციის გამოცხადებისთანავე. ამბობს, რომ მან ქვეყნიდან გამოღწევა მოასწრო, მაგრამ ბევრი მისი ნაცნობი რუსეთს ვეღარ ტოვებს – საზღვრის კვეთის უფლება არ აქვთ, რადგან ვისაც მობილიზაციის გაწვევა მიუვა, მათ შესახებ ინფორმაცია საზღვარზეც აქვთ. ვალერის მონათხრობის მიხედვით, არის შემთხვევები, როცა თვითმფრინავის ბილეთები უუქმდებათ რუსეთის დატოვების მსურველებს.
რატომაა მობილიზაცია თქვენთვის მიუღებელი – რუსეთმა ომი წამოიწყო უკრაინაში და ახლა თქვენი არმია დახმარებას საჭიროებს. რატომ გამოიქეცით?
პირდაპირ არმიაში ვერავინ წაგიყვანს. შეგიძლია, უბრალოდ, ხელი არ მოაწერო გაწვევის საბუთს, მაგრამ ეს მერე ბევრ პრობლემას გიქმნის: თუ გაწვევა მოგივიდა შენს შესახებ ინფორმაცია აქვთ საზღვარზეც და რუსეთის დატოვების შანსიც აღარ გაქვს.
ყველა ომი საშინელებაა. ვფიქრობ, პუტინი 21 საუკუნის ყველაზე ხმაურიანი პრეზიდენტია, როგორც არ უნდა უწოდოს მან ამ ყველაფერს სპეცოპერაცია. ფაქტია, რომ ეს ომია. ერთმა ქვეყანამ შეიყვანა მეორე ქვეყანაში ჯარები და ბომბავს.
ეს ტრაგედია და კოშმარია. ალბათ მომავალი თაობის რუსებს, რუსეთს ამ ყველაფრისთვის გადახდა მოუწევთ. არ აქვს მნიშვნელობა უჭერ თუ არა პუტინს მხარს. ამის საფასურს ყველა გადავიხდით, რადგან ჩვენი ქვეყანა დაესხა თავს უკრაინას.
დაძაბულობას პუტინის სიკვდილიც კი ვერ განმუხტავს. მისი სიკვდილის შემდეგ მსოფლიო საზოგადოება ნამდვილად არ გვეტყვის: კარგი მეგობრებო, რაც იყო იყო და გავაგრძელეთ ძველებურად ცხოვრებაო. ვფიქრობ, რუსებს მოგვიწევს სამომავლოდ კომპენსაცია გადავუხადოთ არამხოლოდ უკრაინელებს, არამედ ევროპასაც ენერგორესურსების შეზღუდვის და ზარალის მიყენების გამო.
გამოვიქეცი, რადგან არ ვიცი, ეს სიგიჟე როდის დამთავრდება. არ ვიცი პუტინი ხვალ მოკვდება თუ 10 წლის შემდეგ. მერე კიდევ ახალი კინკლაობები დაიწყება ძალაუფლებისთვის და არავინ იცის ეს რამდენ ხანს გაგრძელდება.
თქვენი შეფასებით ვისია ყირიმი, დონეცკი და ლუგანსკი?
რა თქმა უნდა, უკრაინისაა. ვფიქრობ ტერიტორიების ამ ფორმით მიტაცება, რასაც ახლა პუტინი აკეთებს, მოძველებული მეთოდია.
რომ გაძლიერდე და შენთან უნდოდეთ, ამისთვის ეკონომიკა უნდა განავითარო, ნიჭიერ ხალხს უნდა შეუწყო ხელი, ტექნოლოგიების განვითარებაზე უნდა იზრუნო, ეს არის ის, რასაც თანამედროვე სამყაროში ცვლილებები მოაქვს.
დიდი ხანია ხალხს ტვინს ურეცხავენ პროპაგანდით, რომ ჩვენ გამორჩეული ერი ვართ და ყველაფერი შეგვიძლია.
მე კი მიმაჩნია, რომ ყირიმი უკრაინისაა, მაგრამ 2014 წლის ყირიმის ომის დროს ხალხს პროტესტი ომზე არ ჰქონია, რადგან რუსეთში საქმე ცუდად არ ყოფილა: დოლარის კურსი იგივე იყო, ეკონომიკური მდგომარეობა არ გაუარესებულა, ამიტომ ხალხს ბევრი კითხვები არ ჰქონია ყირიმთან დაკავშირებით. ახლა კი ამ ომმა ყველაფერი გააუარესა ქვეყანაში.
უკრაინა სლავური ქვეყანაა, ვერც კი გაარჩევ გარეგნობით უკრაინელს რუსისგან, აბსოლუტურად ერთი და იგივე ერია, მოძმე ერია, მე ასე მიმაჩნია. თუმცა არ მეგონა, რომ რუსეთი თავს დაესხმებოდა უკრაინას, ველოდი ეკონომიკურ ომს.
არ მგონია ამ ომის შემდეგ რუსეთში კარგად წავიდეს საქმე. ხალხი გარბის, შემოსავლები მცირდება, ამუშავდება სანქციები და ქვეყნის ეკონომიკა განადგურდება.
რა წინააღმდეგობებს აწყდებით საქართველოში საბანკო მომსახურებისას, ბინის დაქირავებისას, მაღაზიებსა და კაფე-რესტორნებში, გექმნებათ დისკომფორტი?
ბათუმში თითქმის ერთი წელია ცხოვრობენ ჩემი ახლობლები. მათ ყველაფრის შესახებ ჰქონდათ ინფორმაცია და ჩვენც გაგვარკვიეს. ჩემმა მეგობარმა გოგომ გაზაფხულზევე გახსნა საბანკო ბარათი ბათუმში, სადაც ომის დაწყებისთანავე გადმოვრიცხეთ მთელი ჩვენი დანაზოგი, ამიტომ განსაკუთრებული პრობლემები არ გვქონია.
მე დისტანციური სამსახური მაქვს და შემიძლია სახლიდან კვირაობით არ გავიდე, ისე ვიმუშაო, ასე ვცხოვრობდი მოსკოვში. იქ შეგიძლია ყველაფერი გამოიძახო, რაც გსურს, ბევრად უფრო იაფი და სწრაფია ასე ყველაფრის ყიდვა. მიტანის სერვისი მოსკოვში იდეალურადაა აწყობილი. ასე ზოგავ ფულსაც და დროსაც.
ფრჩხილების მაკრატლით დაწყებული და ავტომობილით დამთავრებული – მოსკოვში ყველაფერს უსწრაფესად გამოიწერ და მოგიტანენ. აქ ასე არაა. იძულებული ვარ ბათუმში სახლიდან გამოვიდე და ვიარო მაღაზიებში.
ბათუმში რომ დავდივარ, ამდენი კარგა ხანია ფეხით და გარეთ არ მივლია. ჩემი ნაცნობების და ახლობლების უმრავლესობა საქართველოში მოდის ძირითადად, არ ვიცი აქ დავრჩებით თუ წავალთ, ჯერ ვაკვირდებით ყველაფერს. ბინის დაქირავებისას ბათუმში არანაირი პრობლემა არ შეგვქმნია. სამოთახიან ბინაში 900 დოლარს ვიხდით თვეში.
არანაირი დისკომფორტი არ გვაქვს რუსებს საქართველოში. რუსოფობია მე არ შემინიშნავს. მხოლოდ ერთგან მითხრეს მესაუბრა ინგლისურად და არა რუსულად, მაგრამ რას ვიზამ, ეს იმ დაწესებულების გადაწყვეტილებაა.
სექტემბრის დასაწყისში პუტინის ადმინისტრაცია ალაპარაკდა საქართველოში რუსულენოვანთა უფლებების დაცვაზე. ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელშიც წერია, რომ მოლდოვასადასაქართველოშისაჭიროაიმსაკითხებისგათვალისწინება, რომელიცამქვეყნებშირუსულენოვანიმოსახლეობისუფლებებისდაცვასეხება“. უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზეც ამავე რიტორიკით საუბროს პუტინი ოფიციალური გამოსვლებისას, რომ იქ რუსეთი „საკუთარი ხალხის უფლებებს იცავს“. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, როგორ ფიქრობთ, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების ამ ინტენსივობით შემოსვლა, არ წარმოადგენს საფრთხეს საქართველოსთვის? რა გარანტია გვაქვს, რომ თქვენი პრეზიდენტი ერთ დღეს დასაცავად ჯარით არ ჩამოგაკითხავთ?
მე არ მსმენია თქვენს მიერ ნახსენები დოკუმენტის შესახებ, მაგრამ მგონია, რომ ჩვენ არანაირ საფრთხეს არ ვქმნით. ყველა, ვინც ახლა გამორბის საქართველოში, გაურბის პუტინის რეჟიმს. ამ ხალხის მხარდაჭერა პუტინს არ აქვს.
რუსეთს ახლა არც ფინანსური და არც ადამიანური რესურსი არ აქვს ახალი ომის წამოსაწყებად საქართველოში ან სადმე.
უკრაინაში მებრძოლ რუს ჯარისკაცებს, განსაკუთრებით მობილიზებულებს ცუდი სიტუაცია აქვთ და ნაწილს საკვებით და ჩაფხუტებითაც კი ვერ უზრუნველყოფენ.
პირიქით, კარგია რუსების აქ ყოფნა ქართველებისთვის. აქ განათლებული, მდიდარი რუსები გამორბიან. ამ ფულს ხომ საქართველოში ხარჯავენ? ლტოლვილია ეს ხალხი, ჩვენ რუსი ლტოლვილები ვართ.
თქვენ უნდა განასხვაოთ ერთმანეთისგან პუტინი და რუსები. მე ხომ თქვენს ეკონომიკას ვეხმარები ჩემი ფულის აქ ხარჯვით? პროფესიონალი IT სპეციალისტი ვარ და შემიძლია ჩემი კომპანიის გარდა, ვისთვისაც დისტანციურად ვმუშაობ, აქაც გავუწიო დახმარება ადგილობრივებს. აქაურობის განვითარებაში მეც შემიძლია შევიტანო წვლილი.
ის, რომ მთელი რუსეთი აქ არის, ეს საქართველოზე დადებითად აისახება. ბევრი ნიჭიერი და ჭკვიანი ადამიანი განავითარებს თქვენს ეკონომიკას.
საქართველოს ტერიტორიების 20%-ზე მეტი რუსი სამხედროების მიერაა ოკუპირებული. იცით, რომ რუსეთი 2008 წელს რუსეთი საქართველოს ბომბავდა? გაქვთ ინფორმაცია აფხაზეთის ომის შესახებ? ამ ომის შედეგად რუსეთის წყალობით საქართველოში ათიათასობით ქართველი იქცა საკუთარ ქვეყანაში დევნილად.
ვიცი, რომ აფხაზეთს სურდა საქართველოსგან გამოყოფა. არ ვიცი აფხაზეთი ვისი ტერიტორიაა, ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. ვიცი ასევე, რომ თავიდან აფხაზეთის კონფლიქტში რუსეთი საქართველოსკენ იყო, მერე კი აფხაზების მხარე დაიჭირა.
ვიცი ასევე, რომ განვითარებული მსოფლიო აფხაზეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არ აღიარებს, აღიარებს მხოლოდ რუსეთი და რამდენიმე სახელმწიფო, ეს კარგად მიანიშნებს, რომ აფხაზეთში რუსეთმა რაღაც ბინძური თამაში ითამაშა.
ბათუმში, შავშეთის ქუჩაზე მდებარე ავტობუსის მოსაცდელთან, პოლიციამ ახალგაზრდა კაცი პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავა. დაკავებას წინ უძღოდა ავტობუსში მომხდარი დაპირისპირება კონტროლიორსა და მგზავრს შორის.
შემთხვევა დღეს, 13 ოქტომბერს, დაახლოებით 15:30 საათზე მოხდა.
თვითმხილველების თქმით, კონფლიქტი უბილეთოდ მგზავრობის გამო დაიწყო, რა დროსაც ახალგაზრდა კაცმა კონტროლიორს არ მისცა [პირადობა] იდენტიფიცირების საშუალება, რაც ჯარიმის გამოწერისთვის არის საჭირო. სწორედ ამის გამო კონტროლიორებმა გამოიძახეს პოლიცია.
სამართალდამცველების ადგილზე მისვლის შემდეგ ბიჭმა გაქცევა სცადა, მაგრამ პოლიციამ ის დააკავა.
შს სამინისტროში ადასტურებენ, რომ ახალგაზრდა დააკავეს ადმინისტრაციული წესით, კერძოდ „პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის“.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 92-ე კმ-ზე არსებულ ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბებში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით:
2022 წლის 17 ოქტომბრის 00:00 სთ-დან 19 ოქტომბრის 00:00 სთ-მდე, გვირაბის ქობულეთი-ბათუმის, ხოლო
2022 წლის 20 ოქტომბრის 00:00 სთ-დან 22 ოქტომბრის 00:00 სთ-მდე, გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
გვირაბის ქობულეთი-ბათუმის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე;
ხოლო ბათუმი-ქობულეთის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე.
ბათუმის მერვე საჯარო სკოლაში მომხდარ ინციდენტში მონაწილე ბავშვებთან ფსიქოლოგი მუშაობს, დაშავებული მოზარდი კი ამ დროისთვის სახლში მკურნალობს.
მოზარდს კლასელებმა და სხვა პირებმა 5 ოქტომბერს სკოლასთან სცემეს. მშობლის თქმით, ცემის შედეგად მოზარდმა რამდენიმე წამით გონებაც დაკარგა. ის საავადმყოფოში მოათავსეს.
ინციდენტის შემდეგ სკოლაში არ გამოცხადებულა მოზარდი, რომელსაც თანაკლასელის ცემაში სდებენ ბრალს. დირექტორის თქმით, მასთან არც ფსიქოლოგი მუშაობს.
დღეს, 13 ოქტომბერს, „ბათუმელები“ დაშავებული მოზარდის დედას ისევ ესაუბრა. დედის თქმით, მისი შვილის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და სახლში, წოლით რეჟიმში აგრძელებს მკურნალობას.
დედა ამბობს, რომ მის შვილსა და კლასელებთან ფსიქოლოგი მუშაობს.
„ვინც სცემა, იმ ბავშვის მდგომარეობის შესახებ არაფერი ვიცი“, – გვითხრა დედამ.
მოზარდის დედის თქმით, გამოძიება დასრულების ეტაპზეა, თუმცა რა გარემოებები იკვეთება საქმეში, ამაზე ვერ საუბრობს.
„არ ვიცი, საითკენ მიდის გამოძიება, მაგრამ თუ დასაკავებელია, უნდა დააკავონ. უნდა დაისაჯონ, ეს ფაქტი არ უნდა შერჩეთ, რადგან თუ შერჩათ, ხვალ ვისი შვილი დაზარალდება, არ ვიცით.
ჩემი შვილი ბეწვზეა გადარჩენილი და მე იმიტომ ამოვიღე ხმა, რომ სხვისი შვილები არ დაზარალდნენ მომავალში,“ – ამბობს დაშავებული მოზარდის დედა.
„ბათუმელები“ ესაუბრა მერვე საჯარო სკოლის დირექტორს, გივი ხალვაშსაც. მას ვკითხეთ, იმსჯელა თუ არა სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა ინციდენტზე და რა გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც გივი ხალვაშმა გვითხრა, სკოლის დისციპლინურ კომისიას ამ დრომდე არ უმსჯელია, რადგან მისი თქმით, დისციპლინური კომიტეტი სკოლაში ახლა იქმნება.
„დისციპლინურ კომისიას ჯერ არ უმსჯელია, რადგან ახლა ვაყალიბებთ ამ კომიტეტს. ამ დღეებში განვიხილავთ. პოლიცია იკვლევს ამ საკითხს და ჩვენც ვიკვლევთ პარალელურად, ეს საჩქარო არ არის“, – გვითხრა მან.
დირექტორს ვკითხეთ, როგორია იმ მოზარდის მდგომარეობა, რომელმაც თანაკლასელზე ფიზიკურად იძალადა და დადის თუ არა ის სკოლაში.
გივი ხალვაში ამბობს, რომ ეს მოსწავლე სკოლაში აღარ დადის და არც იმის შესახებ აქვს ინფორმაცია, მუშაობს თუ არა ფსიქოლოგი მასთან.
„სახლშია ბავშვი. მამამისი ფიქრობს, რომ განარიდოს ამ სკოლას და სხვაგან გადაიყვანოს. ფსიქოლოგს რაც შეეხება, კლასთან ვმუშაობთ, ვინც იძალადა, ის სახლშია. სკოლაში რომ იყოს, ჩავაყენებდით ფსიქოლოგს საქმის კურსში“, – ამბობს დირექტორი.
მისი თქმით, სკოლის ფსიქოლოგი მოზარდს სახლში ვერ მიაკითხავს, რადგან მას მხოლოდ ორი საათი აქვს ამისთვის გამოყოფილი, შემდეგ კი სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებთან აგრძელებს მუშაობას.
„თუ ჩვენთან დარჩება, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, თუ სხვა სკოლაში გადავა, ის სკოლა გააგრძელებს მუშაობას“, – ამბობს დირექტორი.
ჩვენ ცემაში ბრალდებული მოზარდის მშობელსაც დავუკავშირდით მოზარდის მდგომარეობის გასარკვევად, თუმცა მან მედიასთან საუბარი არ ისურვა.
რაც შეეხება გამოძიებას, დაზარალებულის დედა ამბობდა, რომ მისი შვილის ცემაში დაახლოებით 25 პირი მონაწილეობდა. ინციდენტის მეორე დღეს გამოძიებამ ათამდე პირი დაკითხა.
შსს-ს ვკითხეთ, რამდენი პირი დაიკითხა ამ საქმეზე მთლიანობაში და ხომ არ დაუკავებიათ ვინმე, რადგან, როგორც ითქვა, ჩხუბში სრულწლოვანი პირებიც იყვნენ ჩართულნი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მხოლოდ ის გვითხრეს, რომ გამოძიება გრძელდება.
ბათუმის მერიამ ავარიული სახლების მისამართები გამოაქვეყნა. ჩამონათვალში სულ 139 სახლია, მათ შორის ბევრი ქალაქის ცენტრში მდებარეობს.
ბათუმის მერის, არჩილ ჩიქოვანის ინფორმაციით, მერიაში კიდევ 63 განაცხადია შესული სახლის მდგრადობის შესწავლის მოთხოვნით და ამ სახლების შესწავლა უკვე დაწყებულია.
იმ ავარიული სახლების მისამართების გადაცემა, რომელთა ჩანაცვლებასაც მთავრობა გეგმავს, მშენებელი კომპანიების წარმომადგენლებმა მთავრობასთან შეხვედრაზე მოითხოვეს. ამ შეხვედრაზე მერიამ ავარიული სახლების პროგრამა წარადგინა. მთავრობისა და მერიის წარმომადგენლები ბიზნესმენებს იმ შეღავათებზე ესაუბრნენ, რომლებსაც ავარიული სახლის პროგრამაში მონაწილეობის შემთხვევაში ინვესტორი მიიღებს.
პროგრამის ფარგლებში მერს განაშენიანების კოეფიციენტის გაზრდა შეუძლია, რაც დეველოპერებისთვის საინტერესო შეთავაზებაა. ამ დრომდე არსებული პრაქტიკით, მათ მაქსიმუმი სჭირდებათ.
მერია ექსპერტიზის პასუხების შესაბამისად რამდენიმე სახლის აღდგენა-გამაგრებასაც გეგმავს. თუმცა მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში ვერ გვიპასუხეს კითხვაზე, 139 სახლიდან რამდენია სიცოცხლისათვის საშიში და რამდენის გამაგრებაა შესაძლებელი: „გამოითხოვეთ.“
ავარიული სახლების ჩამონათვალი, რომლებზეც საექსპერტო დასკვნა უკვე მომზადებულია,იხილეთ აქ.
ბიზნესმენებთან შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარეც ესწრებოდა, მან დეველოპერებს პროგრამით მაქსიმალური დაინტერესება სთხოვა:
„აქვე გთხოვთ, თუ ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვები გაქვთ, მაქსიმალურად გამოიყენოთ ეს შეხვედრა“ – მიმართა თორნიკე რიჟვაძემ ბიზნესის წარმომადგენლებს, თუმცა მათ კითხვები არ ჰქონდათ და პრეზენტაციის ნაწილის დასრულების შემდეგ, როცა ჯერი ბიზნესმენებზე მიდგა, ერთი წუთით სიჩუმეც კი ჩამოწვა.
შეხვედრაზე კონკრეტულ მისამართებთან დაკავშირებულ პრობლემებზე გენო გელაძემ ისაუბრა, მართვის კომპანია GGM-ის მმართველმა. მისი თქმით, კონკრეტულ პროექტებს აფერხებს ერთ მისამართზე რამდენიმე ინვესტორის დაინტერესება, რაც ხშირად დაპირისპირებაშიც კი გადაიზრდება.
მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის ავარიული სახლების პროგრამაში მონაწილეობით მხოლოდ სამი მშენებელი კომპანია დაინტერესდა, თუმცა მერიაში ჯერჯერობით ვერ დაგვიზუსტეს, რომელმა კომპანიებმა გამოხატეს ინტერესი.
აშშ-ს აქვს მოლოდინი, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები კონტრშეტევას გააგრძელებენ მთელი ზამთრის განმავლობაში. ამის შესახებ ბრიფინგზე აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა12 ოქტომბერს.
მან აღნიშნა, რომ სიტუაცია ბრძოლის ველზე დინამიკური რჩება და მსოფლიო ხედავს, რამდენად ეფექტურად მუშაობენ უკრაინელი ჯარისკაცები აღმოსავლეთსა და სამხრეთში, ამიტომ, პენტაგონი იმედოვნებს, რომ წარმატებული კონტრშეტევა გაგრძელდება ზამთარშიც.
ლოიდ ოსტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ზამთარი ყოველთვის რთული გამოწვევაა:
„იმედი მაქვს, რომ უკრაინა ზამთარში ყველაფერს გააკეთებს, რათა დაიბრუნოს თავისი ტერიტორია და იყოს ეფექტური ბრძოლის ველზე. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მათ ჰქონდეთ ყველაფერი, რაც ეფექტურობისთვის სჭირდებათ,“ – განაცხადა ოსტინმა.
13-14 ოქტომბერს სილქნეტი მომხმარებლებს თავაზობს სილქფესტის მორიგ აქციას. მობილურ ქსელში ჩართულ აბონენტს შესაძლებლობა აქვს გაიაქტიუროს ერთი ან რამდენიმე პაკეტი და 30 დღე ისარგებლოს სასურველი პირობით:
400 ადგილობრივი წუთი – 7₾
5 000 MB უსწრაფესი ინტერნეტი – 7₾
150 ადგილობრივი წუთი და 5 000MB – 10 ₾
ულიმიტო სასაუბრო დრო და ულიმიტო ინტერნეტი – 33₾
პაკეტის ჩართვა შესაძლებელია: კოდით *202#, აპლიკაციით MySilknet ან ვებ გვერდიდან.
სილქფესტის საუკეთესო შეთავაზებები შეგიძლიათ გაუაქტიუროთ სილქნეტის მობილური ქსელის ნებისმიერი სხვა ნომერს.
ბათუმის პორტში, სარკინიგზო ლიანდაგზე, კომპანია „გაზპრომის“ აღნიშვნით ვაგონები დგას. „საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, ამ ვაგონებით სანქცირებული პროდუქტი არ შემოუტანიათ.
„საქართველოს რკინიგზის მხრიდან რაიმე სახის სანქცირებული ტვირთის, მით უფრო სანქცირებული პირების კუთვნილი ტვირთის გატარება ჩვენს დერეფანში არ ხდება.
ბათუმში განთავსებული სატვირთო ვაგონები არ არის საქართველოს რკინიგზის საკუთრებაში არსებული სატვირთო ვაგონები. ეს არის ყაზახური კომპანიის ტვირთი [მაზუთი], რომელიც ჩატვირთულია საკუთარ ვაგონებში. „საკუთარი“ ვაგონი ნიშნავს, რომელიმე კერძო კომპანიის საკუთრებაში რეგისტრირებულ ვაგონს. ხშირ შემთხვევაში, ასეთ ვაგონებს სწორედ ყაზახეთი, ასევე ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნები: უზბეკეთი, თურქმენეთი, აზერბაიჯანი და სხვები იყენებენ, რომელიც ტვირთს აგზავნის ევროპის მიმართულებით, საქართველო კი არის სატრანზიტო ქვეყანა,“ – მოგვწერეს „საქართველოს რკინიგზიდან“.
რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ სანქციები დაუწესეს რუსეთს. 26 ივნისს ბათუმში სანქცირებული „როსნეფტის“ ნავთობპროდუქტები შემოიტანეს.
„გაზპრომის“ ვაგონი ბათუმის პორტში, 13 ოქტომბერი, 2022
„ბათუმელები“ ცდილობს ბათუმის პორტთან დაკავშირებას.
საქართველოს პროკურატურა იუწყება, რომ დაბა გომისმთაში სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების სამი ფაქტი გამოავლინა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წელს ბრალდებულები, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, თაღლითურად დაეუფლნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომისმთაში მდებარე მიწის ნაკვეთებს, რითაც სახელმწიფოს 133 692 ლარის ქონებრივი ზიანი მიაყენეს.
სამივე ბრალდებულმა ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა ჩადენილი დანაშაული. სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით, მათ ჩამოერთვათ თაღლითურად დაუფლებული მიწის ნაკვეთები, რომელიც დაუბრუნდა სახელმწიფოს,“ – წერს პროკურატურა.
პროკურატურა ასევე იუწყება, რომ აქტიურად აგრძელებს გამოძიებას როგორც დაბა გომისმთაში, ასევე დაბა ბახმაროში ანალოგიური დანაშაულის ჩამდენი პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით.
პროკურატურის ცნობით, დაბა გომისმთაში და დაბა ბახმაროში სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია 38 პირის მიმართ და სახელმწიფოს 1 120 041 ლარის ღირებულების უძრავი ქონება დაუბრუნდა.
საბავშვო პოეტი, ლიტერატურული პროექტის – „გახდი საბავშვო ბესტსელერის“ 2021 წლის გამარჯვებული თუთა ჯგუშია „ბათუმელებთან“ საუბრობს, როგორ შეიძლება ვასწავლოთ ბავშვებს ემპათია, თანასწორობა და განსხვავებულის მიმღებლობა სახალისო და შემეცნებითი ლექსებით.
თუთა, მოგვიყევი, როგორ რეაგირებენ ხოლმე პატარები თქვენს ლექსებზე და ეხმარება თუ არა პოეზია მათ ცნობიერების ამაღლებაში?
ლექსებს ის პლუსები აქვს, რომ ლაკონიურია, მუსიკალურია და ჟღერადობითაც უფრო ამახსოვრდებათ ბავშვებს. საუბრის ისეთი ფორმაა, რომ ვფიქრობ, ეხმარება მათ რაღაც თემების უკეთ გააზრებაში.
ჩვენც, ბავშვობის ლექსები თითქმის ყველა ზეპირად გვახსოვს, რასაც გვიკითხავდნენ, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რა გზავნილებს ჩავდებთ ლექსებში, რამდენად კარგად ჩამოვაყალიბებთ სათქმელს და მივაწვდით იმას, რაც ჯანსაღია. სადაც არ უნდა იგრძნოს, ვთქვათ, რომელიმე ბავშვმა, რომ სხვა მასზე უპირატესია. ხოლო ასეთ სიტუაციაში, მშვიდად შეხვდეს კონკურენციას და არ გაუჩნდეს აგრესია.
თქვენს ლექსებში ხაზგასმულია ის გენდერული როლები, რასაც საზოგადოება ბავშვობიდან აჩვევს გოგონებსა და ბიჭებს. როგორ რეაგირებენ ამაზე თავად ბავშვები?
იმას, რაზეც მე ვწერ ლექსებში, არ არის მოგონილი, ამ ყველაფერზე თავად ბავშვები ჰყვებიან ხოლმე. არ არის ისე, თითქოს მხოლოდ გოგოებს ჩაგრავენ. დასცინიან ბიჭებსაც იმის გამო, რომ გრძელ თმას ატარებენ, იმის გამო, რომ ტირიან და ეუბნებიან, – „რა გატირებს, გოგო ხარ?“, „გრძელი თმა რატომ გაქვს, გოგო ხარ?“
სწორედ ეს ამბავი აღვწერე ჩემს ერთ-ერთ ლექსში, სადაც ბიჭი ამბობს: „მე კი ასე გპასუხობ, უჩვეულო რა ხდება? დედამ თმა რომ შეიჭრას, განა მამა გახდება“.
გოგოების მიმართაც არის ხოლმე ასეთი შეძახილები და ზოგადად მგონია, რომ სქესთა შორის სხვაობების კარნახით ბავშვებს ჩვენ თავად ვუწესებთ საზღვრებს და ასეთი დაყოფა მათ საერთოდ არ მოსდით თავში.
მერე ჩვენ მიერ დაწესებულ ზღვარს მიჰყვებიან ისინიც. ხან იცავენ ამ ზღვარს, ხან – არა.
ეს საზღვრები გავაფართოვეთ იმით, რომ დავუყავით ფერებიც – ვარდისფერი გოგოს, ცისფერი – ბიჭს და ასეთი მარტივი მინიშნებებით ბავშვებსაც თავისდაუნებურად მყარ ჯებირებს ვაშენებინებთ, თორემ მათ ამის სურვილი და ფანტაზია არ აქვთ.
შემდეგ ამ საზღვრებს გააფთრებით იცავენ, როგორც კი ერთმანეთის სივრცეში შეიჭრებიან. გოგოებზე ერთი ამბავი მახსენდება – ძალიან ტრენდულია, როცა მათ ე.წ „პრინცესების“ როლს ვანიჭებთ და სხვებისგანაც მოვითხოვთ, რომ ისე მოექცნენ მათ, როგორც პრინცესებს.
ერთი შეხედვით, შესაძლოა ეს პრინცესობა კარგია, რომ პრინცესა ფაქიზია, მოსაფრთხილებელია, ხელის გულზე სატარებელია და აი, ამ რაღაცნაირ სიფაქიზეში შერეულ სისუსტეს ვუდებთ გოგოებს წინ.
შემდეგ მათაც ვაიძულებთ, რომ ქედი მოუხარონ ამ სისუსტეს. თუმცა ბევრი ბავშვი მინახავს, რომელიც ამბობს, რომ არ არის პრინცესა, რომ ღობეებსა და ხეებზე დაძვრება და არ მოსწონს ეს როლი.
პრინცესასაც რაღაც აკრძალვები ხომ აქვს არა, გარკვეულ ჩარჩოებშია მოქცეული?
კი და ჩვენც ამ ჩარჩოებს ვთავაზობთ. რაღაც ასაკში ეს მათაც მოსწონთ – ფერადი ტონები, ლამაზი გვირგვინები, რაღაცნაირად მომხიბვლელია…
თუმცა რეალურ ცხოვრებაში არ არის ისე, რომ ყოველთვის შეიძლება ვინმემ დაგიცვას, სხვამ იზრუნოს შენზე. ამით ხომ ილუზიასაც ვუქმნით მათ?
კი, ასეც არის, რადგან ჩვენ პატარა გოგოებს „პრინცესულ სერვისს“ ვთავაზობთ, სანამ პატარები არიან: ყველა ვეფერებით, ყველა ხელის გულზე ვატარებთ. „არ შეიძლება ტალახიან გზაზე გავიარო, იმიტომ, რომ პრინცესას ფეხსაცმელები მაცვია“, ასეთ დონეზეც კი როლში არიან. მაგრამ შემდეგ, როცა იზრდებიან და დაბრკოლებები ხვდებათ, ვეღარ არიან მყარი პატარა სტრესების მიმართაც კი.
ჩვენს საზოგადოებაში ქალზე ძალადობის მაჩვენებელი ძალიან მაღალია. ვხედავთ, ქალთა მკვლელობების როგორი საგანგაშო მაჩვენებელი გვაქვს ყოველწლიურად. როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი. აღზრდის დროს ჩადებული სტიგმები?
რამდენადაც რთულია ეს პრობლემა, იმდენად მარტივი შეიძლება იყოს პასუხი. რადგან ჩვენ ბიჭებს დღესაც ვეუბნებით, რომ არ გამოხატონ ემოციები, როცა სტკივათ, მაგრად იდგნენ, როცა წაიქცნენ და რაღაც დაიზიანეს, რომ ისინი ვაჟკაცები, ყოჩაღები არიან და ამას ვუდებთ წინ მუდმივად. შემდეგ მათ უჩნდებათ რაღაცნაირი ძალაუფლების განცდა.
სად წაიღონ ეს განცდა, სადღაც ხომ უნდა გამოავლინონ. ამავდროულად, გოგოებზე ვეუბნებით, რომ ისინი სუსტი, ნაზი არსებები არიან. ამიტომ, როცა მათ ამ ძალის გამოვლენის სურვილი უჩნდებათ, ავლენენ სუსტებთან.
ხშირია შემთხვევა, როცა, მაგალითად, ბიჭს ეუბნებიან მშობლები, რომ მისი და უნდა დაიცვას. ამით ხომ არ ვაძლიერებთ ბიჭების, შემდეგ კი კაცების გავლენას ქალებზე, მათზე კონტროლის დამყარების მცდელობა აქედან მოდის?
რეალურად ასეც არის, რადგან „დის დაცვაშიც“ საკუთარი ძალაუფლების შეგრძნება აქვს ბავშვს. როცა მას ეუბნები, რომ „დაიცავი შენი და“, ეს ნიშნავს, რომ გამოავლინე ძალა, ვიღაცას წინ გადაუდექი და ამ დროს, შეიძლება ვიღაც სხვა გოგო დაჩაგროს დის დაცვის მოტივით.
როცა იზრდებიან, შემდეგ უკვე ერთგვარ ანგარიშვალდებულებადაც მიიჩნევენ დებს, მეუღლეებს – რადგან გიცავ, რასაც მიგითითებ, ის უნდა შეასრულო. რაღაცნაირ საკუთრებად წარმოაჩენს ეს ქალს.
გქონიათ შემთხვევა, როცა თქვენი ლექსების წაკითხვის შემდეგ თავადაც უსაუბრიათ ამაზე ბავშვებს?
ხანდახან, როცა შეხვედრებზე მიწევს ხოლმე ლექსების კითხვა, ძირითადად მე მივმართავ ბავშვებს და ვეკითხები, მოუციათ შენიშვნა გრძელი თმის გამო, ყოფილხართ ასეთ სიტუაციაში?
ან გოგონებს ვეკითხები, ყოფილა შემთხვევა, როცა მაღაზიაში ცისფერი სათამაშოს ყიდვა უნდოდა, მაგრამ გამყიდველმა მიუთითა, რომ გოგოსთვის ვარდისფერი სათამაშოებია. ძირითადად, მპასუხობენ – „კი, კი, როგორ არა“.
სახეზეც ეტყობათ, რომ შენში მხარდამჭერი იპოვეს და ეს თავსმოხვეული, რაღაც ნაძალადევი შეზღუდვები თურმე საერთოდ არაფერში სჭირდებათ და ამის გარეშე ცხოვრებაც შეიძლება.
თქვენს ლექსს „ცირკი ცხოველების გარეშე“, ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბავშვებს ემპათიას უნდა უჩენდეს ცხოველების მიმართ, რომელსაც ადამიანი ექსპლუატაციას უწევს. გრძნობენ ამას, როცა კითხულობენ?
ცხოველების თემა ყველაზე ოპტიმალურია ასეთ დროს, რადგან ყველა ბავშვს უყვარს ცხოველი, ემეგობრებიან და კარგი საშუალებაა, რომ მათში თანაგრძნობა გავაჩინოთ ცოცხალი არსებების მიმართ.
ცხოველები არამეტყველი არსებები არიან, მაგრამ ყველაფერს გრძნობენ და ამ გრძნობებით იძლევიან უკუკავშირს.
თანაგრძნობის სწავლება ბავშვებისთვის პატარა, მარტივი მაგალითებით შეიძლება. მე ვცადე ლექსში ამ შინაარსის ჩადება.
ასევე ვცდილობ, ლექსებით ავუხსნა ბავშვებს, რომ როცა რაღაც უშავდებათ, ამაში ყოველთვის სხვა არ არის დამნაშავე. მშობლებმა და ბებია-ბაბუებმა იციან ხოლმე, როცა ბავშვი წაიქცევა, კედელს ან სკამს სცემენ, თითქოს ის არის დამნაშავე. არადა, შეგვიძლია ავუხსნათ ბავშვს, რომ სკამი არაფერ შუაშია, ეს შემთხვევითობა იყო, თვითონ დაეჯახა და წაიქცა.
მე ჩემს შვილთანაც ასეთი მიდგომა მაქვს ხოლმე. ჯერ ვეძებთ მიზეზს და თუ ეს არ არის შემთხვევითობა, ვცდილობთ, სიტყვებით მოვაგვაროთ, საუბრით, რომ ერთმანეთს არც ფიზიკურად შევეხოთ და არც უხეში სიტყვებით.
რატომ ვერ ვახერხებთ ბავშვობაში დაწესებული საზღვრების გარღვევას, როცა ვიზრდებით. ძალიან რთულია?
ძალიან ღრმად გვაქვს ჩაბეჭდილი ეს გენდერული სტიგმები. ზოგჯერ იმდენად გამჯდარია, რომ ჩვენდა უნებურად ვიქცევით ასე.
საკუთარ ქცევებსაც კი, თუ დავუკვირდებით, ძალიან ბევრ პატარა სიმბოლოს აღმოვაჩენთ, რაც სქესებს შორის კიდევ უფრო აფართოებს ხოლმე გენდერულად დაწესებულ საზღვრებს.
მით უფრო მეტი შინაგანი კონფლიქტი გვაქვს, როცა ამ საზღვრებს ვინმე გადმოკვეთს.
ჩვენ შეიძლება გვგონია, რომ მშობლების თაობა უკან ჩამოვიტოვეთ, მაგრამ სინამდვილეში, ყველა ადამიანი თავის ცხოვრებას მაინც წარმართავს ბავშვობაში ჩადებული რაღაც შეგონებებით და ამით ვხელმძღვანელობთ ჩვენდა უნებურად მთელი ცხოვრება.
„გოგო არ შეიძლება ღამე გვიან მოვიდეს სახლში“, „ბიჭს შეუძლია მეგობრებთან ერთად გაერთოს“, „გოგომ სადილი უნდა გააკეთოს“ – ამ შეგონებებით გვზრდიან და ჩვენც ინერციით თუ ინსტინქტით, ამას მივყვებით.
გვგონია, რომ ეს არის ნორმა. ცოტა განსხვავებულად თუ მოიქცევით და შეცვლით, მაშინვე მოდის რაღაც მსაჯულის ხმები. „რატომ აკეთებ“, „რატომ მკრეხელობ“, რატომ არ ჯდები ნორმაში და რეალურად, ეს შეძახილები მტკივნეულია ხოლმე და ამის შიშით ვიკავებთ თავს. თორემ, შინაგანი თავისუფლებისა და ამ ბორკილების მოხსნის სურვილი აქვს ყველას – ქალსაც და კაცსაც.
ქალების მიმართ ასეთ აგრესიას ეს განაპირობებს?
ბიჭებს, კაცებსაც ასე აქვთ ჩანერგილი, რომ ისინი ძლიერები არიან, რომ მათ უფრო მეტი უფლებები აქვთ, ვიდრე გოგოებს და შესაბამისად, ამის დემონსტრირებას ახდენენ. უფრო ხშირად სახლში ჰყავთ ხოლმე ასეთი სამიზნეები და გამომდინარე იქიდან, რომ იმპულსური ხალხიც ვართ, ეს ყველაფერი შეიძლება მივიდეს ტრაგედიამდე.
დღეს ბევრი კითხვა ისმის იმაზე, როგორ შევაჩეროთ ეს ძალადობა. ზრდასრულობაში შეგონებები ალბათ ნაკლებად მუშაობს.
მხოლოდ სწავლებაც არ არის საკმარისი, რადგან როცა გადიან ჩვენი ჭიშკრიდან, იქ ხედავენ სრულიად ამოყირავებულ სურათს. მე ამიხსნია რაღაც ჩემი შვილისთვის, გავიდა პარკში და იქიდან რომ ამოვიდა, მითხრა – „არა, ცისფერია ბიჭების ფერი“.
მხოლოდ საუბარი და თეორიული მასალა არ არის საკმარისი, რასაც ხედავენ მეგობრებში, მეზობლებში, ოჯახის წევრებთან, ეს არის მათთვის ქცევის მოდელი.
ქუჩაშიც მინახავს, რომ უყვირიან ერთმანეთს და ხელითაც შეხებიან. ყოველდღიური ცხოვრების დონეზე თუ გამოვასწორებთ ამ ამბავს, მაშინ თეორიულ შეგონებასაც ექნება აზრი.
ბავშვებს უნდა მივცეთ უფლება გამოხატონ თავიანთი თავი. ვისაც გრძელი თმა მოსწონს, ატაროს, ვისაც საყურე მოსწონს, ატაროს საყურე, ვისაც ვარდისფერი ბუშტი მოსწონს, ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ აიღოს ის, რაც მოსწონს და არა ის, რომელიც შენ მიიჩნიე საჭიროდ.
აი, აქედან იწყება შემდეგ პრობლემები, რადგან ადამიანი ვეღარ ახდენს თვითრეალიზებას, დადის რაღაც შეკავებული, შენიღბული ემოციებით, ზის კაფსულაში, რომელშიც ჩვენ თვითონ ჩავსვით და შემდეგ იწყება შინაგანი კონფლიქტი.
თუ შევთანხმდებით საზოგადოება, რომ ჯერ ოჯახში უნდა იყოს თანასწორობა, თავისუფლება და მიმღებლობა აღიარებული, შემდეგ საბავშვო ბაღში, სკოლაში და ასე შემდეგ, არის გამოსავალი, რომ ძალადობა ჩვენს საზოგადოებაში შემცირდეს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე აჭარაში ერთი პირი დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მის მფლობელობაში არსებული კომპანიის მეშვეოებით, შესაბამისი ლიცენზიის გარეშე, უკანონოდ მოიპოვა ჯამში 177 501 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეში, რომლის რეალიზაციის შედეგად, მიიღო 1 325 938 ლარის ოდენობის უკანონო შემოსავალი.
მანვე, ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურების დამზადება-გამოყენების გზით, შეიქმნა 87 463 ლარის ოდენობის ყალბი დღგ-ის აქტივი, რაც შემდგომ გამოიყენა კომპანიის მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებების დასაფარად.
გარდა აღნიშნულისა ბრალდებული, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, სისტემატურად ახდენდა კუთვნილი კომპანიის შემოსავლების არასწორ დეკლარირებას, რა გზითაც მან თავი აარიდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯამში 534 418 ლარის გადახდას,“ – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე, 185-ე, 194-ე და 218-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 13 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 63800 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +420]
ტანკი – 2 511 ერთეული [+6]
ჯავშანტექნიკა – 5 167 ერთეული [+11]
საარტილერიო სისტემა – 1 556 ერთეული [+17]
MLRS – 357 ერთეული [+2]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 183 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 268 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 240 ერთეული [+6]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 182 ერთეული [+33]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 316 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 3 935 ერთეული [+9]
სპეცტექნიკა – 140 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 13 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
321 თვითმფრინავი
161 ვერტმფრენი
2 211 უპილოტო საფრენი აპარატი
380 საზენიტო სარაკეტო სისტემა
5 720 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
868 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
3 467 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
6 529 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო დღეებში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ბრძანება გასცეს ხერსონიდან მოქალაქეთა ევაკუაციის მზადების შესახებ. სავარაუდოდ, ისინი ელიან, რომ ბრძოლა უშუალოდ ქალაქ ხერსონში გადაინაცვლებს.
უწყების ცნობით, მას შემდეგ, რაც ოქტომბერში, ხერსონის სექტორიდან რუსმა სამხედროებმა დაახლოებით 20 კილომეტრით დაიხიეს უკან, ახლა ისინი სოფელ მილოვესთან ახალი ფრონტის ხაზის გამაგრებას ცდილობენ.
„მძიმე ბრძოლები გრძელდება ამ ხაზის გასწვრივ, განსაკუთრებით დასავლეთ კიდეში, სადაც უკრაინელთა შეტევა ნიშნავს, რომ მდინარე ენგულეცს რუსეთის ფლანგი უკვე ვეღარ დაიცავს. რუსეთის ჯარების დიდი ნაწილი ფრონტის წინა ხაზზე კვლავაც დაუკომპლექტებელი საჰაერო-სადესანტო ძალებისგან შედგება,“ – წერს უწყება 13 ოქტომბრის რელიზში.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინის შესახებ სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელ რელიზში უწყება უკრაინაში რუსეთის საჰაერო პოტენციალს აფასებდა.
დაზვერვის შეფასებით, ირანული უპილოტო საფრენი აპარატები, რომლებსაც რუსეთი უკრაინაში აგვისტოს შემდეგ იყენებს, ნელია და დაბალ სიმაღლეზე დაფრინავს, რაც მათ ჩვეულებრივი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებებისთვისაც კი იოლ სამიზნეებად აქცევს.
რუსებმა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სავარაუდოდ, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან დაკავშირებული ირანელი სამხედროები ჩაიყვანეს, რათა რუს ჯარისკაცებს „შაჰედ 136-ების“ გამოყენება ასწავლონ – ინფორმაციას ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) უკრაინის ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
ISW-ის ცნობით, რუსმა სამხედროებმა ირანელი ინსტრუქტორების დაუდგენელი რაოდენობა ყირიმსა და ხერსონის ოლქში ჩაიყვანეს – მათ რუსებს ირანული დრონების, „შაჰედების“ გაშვება და კონტროლი უნდა შეასწავლონ.
წინააღმდეგობის ცენტრი ასევე აცხადებს, რომ სწორედ ირანელი ინსტრუქტორები აკონტროლებენ „შაჰედების“ გაშვებას უკრაინის სამოქალაქო ობიექტებზე, მათ შორის, ნიკოლაევისა და ოდესის ოლქებში.
ინსტიტუტის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ გუშაგთა კორპუსი ირანული უპილოტო საფრენი აპარატების მთავარი ოპერატორია, ამიტომაც ირანელი ინსტრუქტორები შესაძლოა, მისი თანამშრომლები ან მასთან დაკავშირებული პირები იყვნენ.
ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ირანის შეიარაღებული ძალების ნაწილია, რომელიც 1979 წელს, ირანული რევოლუციის შემდეგ, აიათოლა ხომეინის ბრძანებით დაარსდა. თუ ირანის არმია ირანის საზღვრებს და ქვეყანაში შიდა წესრიგს იცავს, ირანის კონსტიტუციით, გუშაგთა კორპუსის ამოცანა ქვეყნის ისლამური პოლიტიკური სისტემის დაცვა და უცხოური ჩარევისა და სამხედრო გადატრიალების თავიდან არიდებაა. გუშაგთა კორპუსი ტერორისტულ ორგანიზაციადაა აღიარებული ბაჰრეინის, საუდის არაბეთისა და შეერთებული შტატების მიერ.
დღევანდელ ანგარიშში ომის კვლევის ინსტიტუტი ასევე წერს, რომ რუსეთმა გააძლიერა თავისი პროპაგანდა, რათა უკრაინა ტერორისტულ სახელმწიფოდ წარმოაჩინოს. ეს, სავარაუდოდ, რუსეთის ტერორისტის სპონსორად აღიარების შესახებ დაწყებული უკრაინული კამპანიის პასუხია.
ISW-ი იუწყება, რომ რამდენიმე რუსული წყაროს ცნობით, რუსეთის ეფესბემ დააკავა უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც, მათი მტკიცებით, 12 ოქტომბერს ტერაქტებს გეგმავდნენ სვერდლოვსკში, მოსკოვსა და ბრიანსკის ოლქში.
როგორც ინსტიტუტის ანალიტიკოსები მიუთითებენ, რუსეთის საინფორმაციო სივრცე შესაძლოა ამზადებდეს წინაპირობებს უკრაინაზე მომდევნო მასობრივი დარტყმების გასამართლებლად, ხოლო რუსეთის ხელისუფლება გეგმავდეს პროვოკაციულ, ე.წ. false-flag თავდასხმას რუსეთის წინააღმდეგ, რათა შემდეგ „ტერაქტი“ უკრაინას დააბრალოს.
ISW-ის ანგარიშის სხვა მთავარი მიგნებები:
რუსული წყაროების ცნობით, უკრაინის ჯარები განაგრძობდნენ კონტრშეტევას სვატოვოსა და კრემენაიას მიმართულებით, რუსეთის არმია კი განაგრძობდა ამ რაიონში დაცვითი პოზიციების გამაგრებას;
რუსული წყაროები იუწყებიან, რომ უკრაინის ძალებმა სახმელეთო შეტევა მიიტანეს ხერსონის ოლქის დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში;
რუსეთის ძალები განაგრძობდნენ სახმელეთო შეტევას ბახმუტსა და ავდეევკაში;
რუსეთის ძალები ამაგრებდნენ ფრონტის ხაზს ზაპოროჟიეს ოლქის დასავლეთში;
რუსეთის არმიისთვის კვლავაც სერიოზულ პრობლემად რჩება სამხედროების ძირითადი პერსონალური აღჭურვილობით უზრუნველყოფა.
მთავარ ფოტოზე: ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წევრები თეირანში, რევოლუციის 40 წლისთავზე/ფოტო: Abedin Taherkenareh/EPA-EFE/REX
„დინამო ბათუმის“ ფეისბუქგვერდი კლუბის პრეზიდენტის, არჩილ ბერიძის განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, შემდეგ ოთხ საშინაო მატჩზე ბილეთის ფასი 50 თეთრი იქნება.
„პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგად მესმის იმ ადამიანების, ვინც ბოლო პერიოდში ჩვენი გუნდის მიერ ნაჩვენები თამაშით უკმაყოფილო და იმედგაცრუებულია. გთხოვთ ნუ დაგავიწყდებათ, რომ მეც იგივენაირად და რიგ შემთხვევებში უფრო მძაფრადაც განვიცდი თითოეულ წარუმატებლობას.
აქვე სიამაყით მინდა აღვნიშნო ერთი გარემოება, ჩემი და ჩემი პარტნიორების კლუბის სათავეში მოსვლის შემდეგ დინამო ბათუმის განვითარების ვექტორი საფუძვლიანად შეიცვალა და შესაბამისად იცვლება მოთხოვნებიც, ახლა დინამო ბათუმისგან მხოლოდ გამარჯვებებს და ტიტულებს ელიან… ყველგან ხაზგასმით აღვნიშნავ თუ რაოდენ დიდი წვლილი აქვს ჩვენს ზრდასა და განვითარებაში გულშემატკივარს, ამ ერთობის გარეშე რაიმე ტიპის წარმატებაზე ფიქრიც კი შეუძლებელი იქნებოდა.
ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე დინამო ბათუმის დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით მომდევნო ოთხ საშინაო შეხვედრაზე დასასწრები ბილეთები, სიმბოლურ ფასად, 50 თეთრად გაიყიდება…
ვიმედოვნებთ, რომ ეს ჟესტი დადებით ეფექტს მოახდენს გულშემატკივარზე, რაც დარჩენილ მატჩებში სავსე ტრიბუნებს, საოცარ ქომაგობას და დინამო ბათუმის გამარჯვებებს მოგვიტანს“.
15 ოქტომბერს „დინამო ბათუმი“ თავის სტადიონზე გორის „დილას“ დაუპირისპირდება.
29 ოქტომბერს „დინამო ბათუმი“ თავის სტადიონზე „ლოკომოტივს“ დაუპირისპირდება.
10 ნოემბერს „დინამო ბათუმი“ თავის სტადიონზე „სამგურალს“ დაუპირისპირდება.
3 დეკემბერს „დინამო ბათუმი“ თავის სტადიონზე ქუთაისის „ტორპედოს“ დაუპირისპირდება.
„მდიდარი არასამთავრობოების კლანი“ – ასე ჰქვია ერთ-ერთ სიუჟეტს, რომელიც გადაცემა „იმედის კვირაში“ 9 ოქტომბერს გავიდა. სიუჟეტში ჟურნალისტი დადის ქუჩაში, ხელთ აქვს ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების – „საიას“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“, „ღია საზოგადოების ფონდის“ და სხვა NGO-ის ხელმძღვანელების ფოტოები და მოქალაქეებს ეკითხება, იცნობენ თუ არა ამ ადამიანებს.
ეს არ იყო ერთადერთი სიუჟეტი, რაც „იმედის“ ეთერში გავიდა არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ. სიუჟეტების ციკლი იმაზე მოგვითხრობს, რომ ამ ორგანიზაციებს აქვთ ბევრი ფული.
„ისინი იბრძვიან კგბ-ეს მეთოდებით, ებრძვიან კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს, კრიტიკულად განწყობილ ორგანიზაციებს“, – ამბობს „ბათუმელებთან“ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, იურისტი თინათინ ხიდაშელი. მისი შეფასებით, ამ სიუჟეტების უკან „ქართული ოცნება“ მოიაზრება, რომელმაც აირჩია არა დასავლეთის, არამედ რუსეთის გზა.
თინათინ ხიდაშელი
„ჩვენ მივიღეთ ხელისუფლება, რომელმაც თავის უმთავრეს დანიშნულებად აირჩია, საქართველოში ებრძოლოს დასავლეთს და არა რუსეთს, ებრძოლოს ლიბერალურ დემოკრატიას და არა ავტორიტარიზმისა და დიქტატურის მცდელობებს.
შესაბამისად, ყველაფერი და ყველა, ვინც ამ გზაზე წინაღობას ქმნის, დისკრედიტაციის მანქანაში შეიძლება გაატარონ.
ტიპური კგბ-ს მეთოდებით ებრძვიან ისინი კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს, კრიტიკულად განწყობილ ორგანიზაციებს. ერთი ტიპური, სტანდარტული კლასიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად, რომელიც თავის დროზე კგბ-ში მუშავდებოდა ხოლმე“, – ამბობს თინა ხიდაშელი.
კგბ-ს სახელმძღვანელო პრინციპია კონკრეტულ ადამიანებზე შეურაცყოფის მიყენებით, მათ შესახებ პირადი მონაცემების გამომზეურებით, მანიპულაციებით ამ ადამიანების დისკრედიტაცია.
„ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმედ საყურებელია, მაგრამ ამასობაში, ჩვენს ყოველდღიურობად იქცა ეს ყველაფერი და ვფიქრობ, რომ პასუხს და რეაქციას იმსახურებს“, – ამბობს ხიდაშელი.
რისი შიში აქვს ხელისუფლებას, რომ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების წინააღმდეგ ასეთ კამპანიას იწყებს? – ხიდაშელს თქმით, არასამთავრობო სექტორი გარკვეულ გავლენას ახდენს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე და სწორედ ამ პროცესში ხედავს ხელისუფლება მთავარ პრობლემას. „აი, ამას ებრძვიან“, – ამბობს თინა ხიდაშელი.
მისი აზრით, აქ არ დგას საკითხი მაინც და მაინც ასე, რომ ხელისუფლება, ვთქვათ, კონკურენტებად მოიაზრებს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს და ამიტომ ებრძვის მათ: საკმარისია ისიც, რომ მათ შეუძლიათ საზოგადოებრივი აზრის ცვლილება და „ეს საკმარისია, რომ ისინი მტრად გამოაცხადონ“.
მისი თქმით, ბრძოლის ეს მეთოდი დამახასიათებელია ამ ტიპის რეჟიმებისთვის და საქართველოს ხელისუფლება არ არის პირველი, რომელიც ამ მეთოდს მიმართავს კრიტიკული ორგანიზაციების დისკრედიტაციისთვის.
„ამის კლასიკური მაგალითები აქვს შექმნილი ვლადიმერ პუტინს და ესენიც, როგორც მისი გზის გამგრძელებლები, იმავე გზაზე დგანან და იმავე საქმიანობით არიან დაკავებული.
მთავარი პრობლემა, რის გამოც ეს გააფთრებული კამპანია დაიწყო დასავლეთის, დასავლური ღირებულებებისა და იდეალების წინააღმდეგ, არის იმის განცდა, რომ ამ ტიპის ძალაუფლების მატარებელი ადამიანების ადგილი, როგორიც არის საქართველოს ხელისუფლება, ევროპულ დემოკრატიაში არ არის. თუ საქართველოს ეს შანსი გაუჩნდა, მაშინ უფრო და უფრო შემცირდება ავტორიტარიზმისკენ გადახრილი მმართველობების როლი და ადგილი ჩვენს ქვეყანაში“, – ამბობს თინა ხიდაშელი.
მისი შეფასებით, სწორედ ამ პროცესის შეფერხებას ემსახურება არასამთავრობოების წინააღმდეგ მომზადებული გადაცემები, რადგან „მათ ეშინიათ ევროპის, ეშინიათ იმ სტანდარტების, დემოკრატიულობის, რასაც ევროკავშირი ითხოვს“.
„შესაბამისად, ებრძვიან ყველა საშუალებით და ცდილობენ ამ პროცესის მნიშვნელობის შესუსტებას“, – გვითხრა ხიდაშელმა. ის დარწმუნებულია, რომ თუკი „ქართული ოცნება“ 2024 წელს ისევ დარჩება ხელისუფლებაში, აუცილებლად მიიღებს იმ ტიპის კანონს, რომელიც მიიღო თავის დროზე პუტინმა არასამთავრობო სექტორისა და კრიტიკული მედიის წინააღმდეგ.
არასამთავრობოებისგან მტრის ხატს ქმნიან. სინამდვილეში კი, ეს ორგანიზაციები რიგით მოქალაქეებს ეხმარებიან. მაგალითად, საია წელიწადში „50 ათასამდე მოქალაქეს უწევს უფასო იურიდიულ კონსულტაციას, ათეულობით ადამიანს იცავენ სასამართლოსა და სხვა სახელმწიფო ორგანოების წინაშე მათი დარღვეული უფლებების აღსადგენად“.
დაარსების დღიდან 2018 წლამდე „ღია საზოგადოების ფონდის“ დაფინანსება საქართველოში 100 მილიონ აშშ დოლარს აღემატება, მათ შორის ფონდის სტიპენდიით დასავლეთის უნივერსიტეტებში არაერთმა ახალგაზრდამ მიიღო განათლება. ფონდი აფინანსებდა ჯანდაცვას, კულტურული მემკვიდრეობას, მედიას. ამ ფონდის დამსახურებაა Microsoft-ისთვის ქართული ანბანის პირველი შრიფტის შექმნა.
რუსეთმა თავისუფალი მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ოფიციალურად „უცხო ქვეყნის აგენტებად“ გამოაცხადა.
„ამაში ეჭვი არ მეპარება, რომ პროცესი მიდის აქეთკენ. უბრალოდ, ახლა ხელისუფლების პრობლემა იმაშია, რომ მათ ამ ტიპის ლეგიტიმაცია არ აქვთ.“
ნიკა სიმონიშვილი
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ნიკა სიმონიშვილი, რომელიც „იმედის“ სიუჟეტების ერთ-ერთი „გმირია“, მიიჩნევს, რომ ამ სიუჟეტების ციკლი ცალსახად ემსახურება ორ მიზანს – ერთი, ეს არის თავდასხმა არასამთავრობო სექტორზე და მეორე, ეს არის თავდასხმა საერთაშორისო პარტნიორებზე.
„ამ სიუჟეტებში ხაზგასმული იყო ის, რომ თითქოს ეს ორგანიზაციები საქართველოს საწინააღმდეგო საქმისთვის გვაძლევენ დაფინანსებას.
ეს არის ანტიდასავლური პროპაგანდა, „იმედის“ სიუჟეტები ცალსახად პრორუსული ნარატივების შემცველია. სამწუხაროდ, ეს ტელევიზია უკვე ყველანაირ ეთიკურ და სამართლებრივ ზღვარს გადავიდა, – მანიპულირებადი და უკანონოდ მოპოვებული ინფორმაციის გავრცელებით ცდილობენ არასამთავრობო სექტორისა და ჩვენი პარტნიორების დისკრედიტაციას,“ – ამბობს სიმონიშვილი.
მისი აზრით, ხელისუფლება პროპაგანდის მექანიზმებით დაადგა რუსეთის გზას და ცდილობს შეზღუდოს NGO სექტორის სამოქმედო არეალი. „ცდილობს, ჩვენს დასკვნებსა და შეფასებებს ძალა დაუკარგოს საზოგადოებაში და საზოგადოება განაწყოს არა მარტო ჩვენი, არამედ დასავლეთის წინააღმდეგ,“ – ამბობს ნიკა სიმონიშვილი.
გიორგი მშვენიერაძე
„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას“ ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე, რომელიც ასევე გახდა „იმედის“ სამიზნე, იზიარებს სიმონიშვილისა და ხიდაშელის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ხელისუფლება მსგავსი სიუჟეტების მომზადებით ნიადაგს ქმნის არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგ რეგულაციების შემოსაღებად.
გიორგი მშვენიერაძის თქმით, ბევრ არადემოკრატიულ ქვეყანაში, მათ შორის, რუსეთში სწორედ ასეთი რიტორიკის შემდეგ გაჩნდა შემზღუდავი საკანონმდებლო რეგულაციები, ბევრ ადამიანს შეუქმნეს სამართლებრივი პრობლემები, არაერთი ადამიანი დააკავეს კიდეც და იყო ფიზიკური ანგარიშსწორების შემთხვევები და მკვლელობებიც კი.
„ამიტომ გახშირდა თავდასხმები ადამიანებზე, ვინც დემოკრატიისთვის იბრძვის ამ ქვეყანაში. ბუნებრივია, ორგანიზაციებს, რომლებიც ხარჯავენ საკუთარ ენერგიას, რესურსს და მონდომებას არ აკლებენ დემოკრატიის გაძლიერებას ქვეყანაში, ავტორიტარული ხელისუფლებები განიხილავენ როგორც საფრთხეს.
საქართველოშიც, რაც უფრო მეტად ცდილობს საზოგადოება კონსოლიდაციას, მით უფრო ცდილობს ხელისუფლება გააქროს თავისუფლების ყველა ის კუნძული, საიდანაც შესაძლებელია საფრთხე ემუქრებოდეს,“ – გვითხრა გიორგი მშვენიერაძემ.
მისი თქმით, საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების ბიუჯეტი ყველაზე ღარიბი საჯარო ორგანიზაციის ბიუჯეტსაც კი არ აღემატება. „იმაზე აპელირება, რომ თურმე ძალიან მდიდარია არასამთავრობო სექტორი საქართველოში, არის ანტიპიარისთვის გათვლილი, რომ საზოგადოების აგრესია გამოიწვიოს.
ჩვენი უბედურება არის ის, რომ არც ეს ორგანიზაციები არიან მდიდრები და ხალხიც ძალიან ღარიბია, რადგან ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს საკუთარი მოქალაქეების უკეთეს ცხოვრებას,“ – მიიჩნევს გიორგი მშვენიერაძე.
მისი თქმით, ამგვარი სიუჟეტების მომზადებით, ხელისუფლება ცდილობს დემოკრატიას შეუქმნას პრობლემები ქვეყანაში, რადგან „ეს სჭირდება ივანიშვილის ოლიგარქიულ კეთილდღეობას და მასთან დაახლოებული პირების კეთილდღეობას“.
ზვიად ქორიძე აქციაზე.
ჟურნალისტი ზვიად ქორიძე საუბრობს იმაზე, თუ რატომ აზიანებს მსგავსი სიუჟეტები, როგორც მედიაგარემოს ქვეყანაში, ასევე დემოკრატიას.
„ის, რასაც „იმედი“ აკეთებს, მოკლედ რომ ვთქვათ, არის მანიპულაცია. ასეთი ტიპის გაშუქებით ჟურნალისტები ცდილობენ, საგანგებოდ მოიგონონ რაღაც სქემები, ტყუილები, რომ დაარწმუნონ საზოგადოება იმაში, რასაც ამბობენ“.
ზვიად ქორიძის შეფასებით, მანიპულაცია ყველაზე ცუდი და მიუღებელი პროფესიული „დანაშაულია“, რადგან მანიპულაციის დროს ჟურნალისტი განგებ ამახინჯებს სინამდვილეს და ქმნის იმ ტიპის სინამდვილეს, რომელიც მისი ან სხვა ვიღაცის ინტერესებშია და არანაირად არ შედის მოქალაქის ინტერესში, რომელიც უფლებამოსილია, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.
„მანიპულაცია პროპაგანდის ერთ-ერთი ხერხია. პროპაგანდა ზუსტადაც ნიშნავს იმას, რომ შენ გაქვს რაღაც კონკრეტული მიზანი, ამოცანა და ამისთვის ამახინჯებ უტყუარ ინფორმაციას, რომ მიაღწიო სასურველ მიზანს.
ნებისმიერ შემთხვევაში პროპაგანდა ეფუძნება მანიპულაციურ ხერხებს და ამ შემთხვევაში, მანიპულაციური სიუჟეტები მზადდება არა მხოლოდ არასამთავრობოების წინააღმდეგ, ასევე რაღაც ჰიპოთეტურ საომარ მზადყოფნასა და ომის გაჩაღებაზე, მეორე ფრონტის შექმნაზე ქვეყანაში. მანიპულაციურია საუბარი ევროკავშირის რეკომენდაციებთან დაკავშირებითაც.
როცა ასეთ სიუჟეტებს აკეთებს ჟურნალისტი და ატყუებს საზოგადოებას, ეს შესაძლოა შედიოდეს იმ პოლიტიკური ჯგუფების ინტერესებში, რომლებიც აი ამ მოსაზრებებზე აგებენ საკუთარ პოლიტიკურ ხედვას და ამიტომაცაა, რომ ამ სიუჟეტების და მმართველი პარტიის პოლიტიკოსების ნარატივი ემთხვევა ერთმანეთს.
ეს პირდაპირ აჩვენებს, რომ ერთმანეთთან დაკავშირებული პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს ორივეს და ამისთვის სჭირდებათ პროპაგანდისტული მექანიზმების გამოყენება,“ – ამბობს ზვიად ქორიძე.
მისი თქმით, როცა ჟურნალისტი დადის ქუჩებში და მოქალაქეებს აჩვენებს თუნდაც საჯარო პირების ფოტოებს და კითხვას სვამს – „ვინ არიან ეს ადამიანები?“, პასუხის მიუხედავად კი იწყებ მათ ლანძღვას, ეს ნიშნავს, რომ ჟურნალისტის მიზანი არ არის სიმართლის დადგენა, არამედ ვირტუალური სინამდვილის, რომ დააჯეროს მაყურებელი აი, ამ ადამიანების შესახებ არავინ არაფერი იცის, ანუ არ არიან მნიშვნელოვანი პერსონები.
თუ ეს ხალხი არაფრით საინტერესო არ არის, თუ მათ არავინ იცნობს, მაშინ რატომ დადიხარ მათი პორტრეტებით ქუჩაში?
სინამდვილეში იმიტომ დადის, რომ ზუსტად იცის, რომ ეს ადამიანები არიან აქტიური მოქალაქეები, არიან ჩართული ქვეყნის განვითარების პროცესში, სწორედ იმ ამოცანებით და ბერკეტებით, რაც გააჩნია არასამთავრობო სექტორს და ეხმარებიან საზოგადოებას, რომ ჩვენი სახელმწიფო გახდეს უფრო თანამედროვე, ძლიერი.
ეს ძალიან კარგად იციან იმ ჟურნალისტებმა და წამყვანებმაც, რომლებიც ასეთ მანიპულირებულ სიუჟეტებს აკეთებენ, მაგრამ ისინი მაინც თანხმდებიან ამ მანიპულირებას,“- ამბობს ზვიად ქორიძე.
რატომ არის „იმედის“ სიუჟეტები რუსული მოდელი? ზვიად ქორიძის თქმით, ეს მხოლოდ რუსული მოდელი არ არის, არამედ ტოტალიტარული მოდელია, რომელიც მუშაობდა საბჭოთა კავშირში, კუბაში, მუშაობს ირანში, ჩინეთში, კორეაში და ყველა იმ ქვეყნებში, სადაც არის ტოტალიტარიზმი, სადაც სრულიად იგნორირებულია ადამიანის უფლებები.
„მტრების ძებნა გჭირდება იმისთვის, რომ მათ დააბრალო შენი უსუსურობა, შენი უმაქნისობა, შენი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება სახელმწიფოს მიმართ. ამიტომ ეძებ მტრებს.
მაშინ, როცა ძალიან კარგად იცი, რომ არასამთავრობო სექტორი მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის არის გამეცადინებული, რომ საქართველოს დასავლური განვითარების ვექტორი არ დაზიანდეს, ზუსტად იმისთვის მუშაობს, რომ საქართველო გახდეს თანამედროვე, სამართლებრივად ძლიერი სახელმწიფო, სადაც ყველა ინსტიტუცია მუშაობს იმისათვის, რომ სახელმწიფო იყოს ძლიერი და მოქალაქე იყოს დაცული.
ეს ძალიან კარგად იციან პოლიტიკოსებმაც და იმ ჟურნალისტებმაც, რომლებიც ასეთი ტიპის დაკვეთილ სიუჟეტებს აკეთებენ,“ – ამბობს ზვიად ქორიძე.
მისი აზრით, ხელისუფლებამ იცის, რომ მას არ უნდა ევროინტეგრაცია, არ უნდა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულება, რომ გახდეს საქართველო წევრობის კანდიდატი ქვეყანა და ამით უკვე უჩენს ძალიან დიდ რისკებს საქართველოს. იჭერს თადარიგს – მისი მთავარი ამოცანაა, რომ ამ პროცესში ჯოხი გადატეხოს არასამთავრობო სექტორზე.
„ამ სიუჟეტების ერთ-ერთი მთავარი ამოცანაც ხომ ეს არის, რომ აუდიტორიას მიაწოდოს ტყუილი იმის თაობაზე, რომ თურმე არასამთავრობო სექტორი უტეხს სახელს ევროპაში საქართველოს და ამით აზიანებს საქართველოს ინტერესებს, მაშინ, როცა პირიქითაა.
არასამთავრობო სექტორი ცდილობს დაეხმაროს ხელისუფლებას, რომ მიიღოს სწორი გადაწყვეტილება, მაგრამ ხელისუფლებას არ უნდა სწორი გადაწყვეტილების მიღება. ამიტომ ცდილობს იპოვოს გზა, არასამთავრობო სექტორი საზოგადოებას მიუგდოს საჯიჯგნად, მათ დააბრალოს, მაგალითად ის, რომ საქართველო ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს“.
ზვიად ქორიძის თქმით, ხელისუფლება ამ ტიპის პროპაგანდისტული სიუჟეტებით ცდილობს ნიადაგი მოამზადოს იმისთვის, რომ მის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ორგანიზაციები თუ მედია, უცხო ქვეყნის აგენტებად გამოაცხადოს, ისევე, როგორც ეს გააკეთა რუსეთში პუტინმა.
„ეს ორგანიზაციები საგრანტო დაფინანსებას იღებენ დასავლური ფონდებიდან, ამიტომ კეთდება ამდენი აქცენტი ამაზე, რომ შემდეგ თქვან, ამ ქვეყნების აგენტები არიან და ასრულებენ აგენტურულ დავალებას საქართველოს დასაზიანებლად.
მაშინ, როცა ევროპისა და აშშ-ს ინტერესი არ არის საქართველოს ევროინტეგრაციის დაზიანება. პირიქით, ევროკავშირს უნდა საქართველოს ინტეგრაცია, აშშ-საც და ჩვენც, მოქალაქეებსაც გვინდა ევროინტეგრაცია და ეს ძალიან კარგად გამოჩნდა 20 ივნისს მიტინგზე თბილისში.
აი, ამ გზაზე ყველა წინაღობის დაძლევა უნდა ხელისუფლებას, მთელი პრობლემა სწორედ ამაში მდგომარეობს,“ – გვითხრა ზვიად ქორიძემ.
მისი თქმით, სწორედ ასე წარმოუდგენია ხელისუფლებას ეს პროცესი, ამიტომ ჩართო მანიპულაციური მანქანა და მთავარი როლი ამ პროცესში იმ ჟურნალისტებს მიანიჭა, რომლებიც ატყუებენ საზოგადოებას.
ზვიად ქორიძის აზრით, საზოგადოებამ არა მარტო უნდა უყუროს ამ პროცესს, „არამედ უნდა მიანიშნოს, რომ ასე ჩალით არ არის ქვეყანა დახურული“ და თუ უნდა ხელისუფლებას, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწიოს ევროინტეგრაციის გზაზე, „ასეთი ვირეშმაკული ხერხებით ვერ გამოძვრება სიტუაციიდან.“
ზვიად ქორიძის აზრით, თუ „ქართული ოცნება“ თავისი ქმედებებით საქართველოს დაუკარგავს ევროინტეგრაციის შანსს, საზოგადოებას აუცილებლად ეყოფა იმის რესურსი, რომ პასუხი გასცეს მას.
ბათუმში, ძაღლსაშენისა და იპოდრომის მოწყობა ქალაქის მერიამ ორი წლის წინ დააანონსა, 10 თვის წინ კერძო კომპანიასთან ხელშეკრულებაც გააფორმა, თუმცა, დღეს, არათუ მშენებლობის დაწყება, დეტალური პროექტიც არ აქვს.
მერიის სამმართველომ ამჯერად ტენდერი მხოლოდ პროექტის მომზადებაზე, ხელახლა გამოაცხადა.
წინა ტენდერი, რომელიც 700 ათასი ლარით იყო გამოცხადებული, შერჩევა-შეფასების ეტაპზე შეწყდა, სადაც ერთ-ერთი პრეტენდენტი მერიას პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადებას 490 ათას ლარად სთავაზობდა.
შეწყვეტის ოქმში აღნიშნულია, რომ ტენდერის მიმდინარეობისას გაირკვა – პროექტი გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან უნდა შეთანხმებულიყო, რაც არ იყო ჩაწერილი ტექნიკურ დავალებაში:.
ტენდერის შეწყვეტის ოქმიდან
ხელახალი ტენდერი ამჯერადაც 700 ათასი ლარითაა გამოცხადებული.
ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში აღარ გამორჩენიათ ტექნიკურ დავალებაში ჩაეწერათ – „შენიშვნა: პროექტი შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან.“
ახალ ტენდერში წინადადებების მიღება 2022 წლის 2 ნოემბერს დაიწყება და 7 ნოემბერს დასრულდება. გამარჯვებულმა დეტალური პროექტი და ხარჯთაღრიცხვა კი, ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 თვის ვადაში უნდა მოამზადოს.
—
ჩაქვის დასახლებაში მრავალფუნქციური სარეკრეაციო სივრცის მოწყობა ბათუმის მერიამ 2020 წლის ოქტომბერში დააანონსა.
ძაღლების თავშესაფრის და იპოდრომის დაპროექტება-მშენებლობისთვის საჭირო თანხა 9 მილიონიდან 15 მილიონამდე გაზარდა, თუმცა, კერძო კომპანიასთან გაფორმებული 12-მილიონიანი ხელშეკრულება შეწყვიტა.
ოჯახში ძალადობისთვის გასამართლებული კაცების უმრავლესობა არ სარგებლობს პროგრამით, რაც ძალადობრივი ქცევის შეცვლას ითვალისწინებს – ეს ირკვევა პარლამენტის თემატური მოკვლევის ანგარიშით, სადაც განხილულია, როგორ ასრულებს საქართველო „სტამბოლის კონვენციით“ ნაკისრ ვალდებულებებს.
„სტამბოლის კონვენცია“ ითვალისწინებს ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას. მათ შორისაა მოძალადე კაცებისთვის სარეაბილიტაციო პროგრამების არსებობა, რაც საქართველოში 2019 წლიდან ამოქმედდა.
პარლამენტის თემატური ანგარიშის მიხედვით, ამ მიმართულების პროგრამები რომ ეფექტური არ არის, ამაზე პარლამენტიც კი, ღიად საუბრობს და ასევე იუსტიციის სამინისტრო, რომელიც პროგრამების განხორციელებაზეა პასუხისმგებელი.
როცა ძალადობრივი ქცევის შეცვლისკენ მიმართული პირველი საპილოტე პროგრამა ამოქმედდა 2019 წელს, მასში 10 კაცი მონაწილეობდა, შემდეგ წლებში კი, პროგრამა კოვიდრეგულაციებმა შეაფერხა. იუსტიციის სამინისტროდან პარლამენტისთვის მიწერილი წერილებიდან ირკვევა, რომ ოჯახში ძალადობისთვის გასამართლებული კაცების უმრავლესობა ამ პროგრამებით სარგებლობაზე უარს ამბობს.
აქ არ არის მოცემული კონკრეტული სტატისტიკა, თუმცა წერია, რომ „ოჯახში ძალადობაში მსჯავრდებულ პირთა უმრავლესობა ამ პროგრამით ვერ სარგებლობს“.
პარლამენტის თემატური ჯგუფის ანგარიშის მიხედვით, პატიმრებისთვის ქცევის კორექციის პროგრამა გათვალისწინებულია ძალადობის განმეორების მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებულებისთვის. „თუმცა სპეციალური პენიტენციური სამსახურის განმარტებით, მოძალადეთა ქცევის კორექციის ჯგუფის დაკომპლექტებისას პროგრამის შეთავაზება ხდება ყველა მეუღლეზე/პარტნიორზე მოძალადე პირისთვის,“ – აღნიშნულია ანგარიშში.
„..სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებული მსჯავრდებულების კურსებში ჩართვა ნებაყოფლობითია, რაც არის ერთ-ერთი დამაბრკოლებელი გარემოება, რადგან მსჯავრდებულები თავს იკავებენ აღნიშნულ პროგრამებში მონაწილეობისგან, ამ გამოწვევის აღმოსაფხვრელად, მიმდინარეობს მუშაობა მოძალადეთა ქცევის კორექციის ღონისძიებებში მსჯავრდებულთა სავალდებულო მონაწილეობის აღსრულების წესის დასამტკიცებლად,“ – მიუწერია პარლამენტისთვის იუსტიციის სამინისტროს.
პარლამენტის თემატური ჯგუფი რეკომენდაციით მიმართავს იუსტიციის სამინისტროს: 2022 წლის 31 დეკემბრამდე პარლამენტს წარუდგინოს გეგმა იმის თაობაზე, რომ მოძალადეთა ქცევის კორექციის პროგრამები გავრცელდეს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ჩამდენ ყველა პირზე, როგორც პენიტენციურ, ისე პრობაციის სისტემაში.
ძალადობრივი ქცევის კორექციისკენ მიმართული პროგრამები ხორციელდება, როგორც საპატიმრო დაწესებულებებში, ისე პრობაციაში ჩართული პირებისთვის, მაგალითად, კაცისთვის, ვისაც პირობითი მსჯავრი აქვს.
„ძალადობრივი დამოკიდებულებებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სასწავლო კურსი“ აქვს პრობაციის სამსახურს, რაშიც, ოფიციალური სტატისტიკით, 2018 წელს 212 ბენეფიციარი მონაწილეობდა, 2019 წელს – 151, ხოლო 2020 წელს – 99 პირი. თუმცა არ არის შეფასებული, რამდენად ეფექტურია ეს სწავლება.
„შეაფასოს მოძალადეთა ქცევის კორექციის არსებული პროგრამების ეფექტიანობა, რომელიც საფუძვლად დაედება არსებული პროგრამების გადახედვასა და დახვეწას და უზრუნველყოს მისი საჯაროდ ხელმისაწვდომობა [2023 წლის 28 თებერვალი]“, – ეს პარლამენტის თემატური ჯგუფის კიდევ ერთი რეკომენდაციაა.
ბათუმში 2021 წელს სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, მემორიალს მოაწყობენ. ჯერ არ არის გადაწყვეტილი, მემორიალი რა სახის [ქანდაკება, დაფა, ობელისკი] იქნება და კონკრეტულად რა ადგილზე განთავსდება. თუმცა მერიის სამმართველოს პროექტზე კონკურსი უკვე გამოცხადებული აქვს.
„2021 წლის 8 ოქტომბერს ბათუმში, 26 მაისი N13-ში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის [ქანდაკების], ობელისკის, მემორიალური დაფისა ან სხვა მემორიალური ობიექტის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე“ ტენდერი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ გამოაცხადა.
საკონკურსო თანხა 15 ათასი ლარია. წინადადებების მიღება 2022 წლის 19 ოქტომბერს დაიწყება და 24 ოქტომბერს დასრულდება.
კონკურსში გამარჯვებულმა მემორიალის პროექტი და ხარჯთაღრიცხვა ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 დღეში უნდა მოამზადოს.
პროექტი და ხარჯთაღრიცხვა უნდა შეიცავდეს:
„განმარტებით ბარათს;
არსებული სიტუაციის ამსახველ ფოტომასალას;
ესკიზს, რომელიც შესაძლებელია შესრულდეს ნებისმიერი სახვითი საშუალებით [3D ვიზუალიზაცია, ფანქარი, გუაში, შერეული ტექნიკა – შესაძლებელია იყოს სხვადასხვა კომპიუტერულ პროგრამაში აგებული და სხვა];
გამოსაყენებელი სამშენებლო მასალების სპეციფიკაციებს;
ინფორმაციას ადგილმდებარეობისა და ობიექტის პარამეტრების შესახებ;
თურქული მედიის ცნობით, სტამბოლში პოლიციამ 1,5 ტონაზე მეტი მარიხუანა ამოიღო, რომელიც 156 რულონ ქსოვილში იყო დამალული.
მედიის ცნობით, პოლიცია აღნიშნულ საქმეზე თითქმის 2 თვე მუშაობდა. ოფიციალური ინფორმაციით, სამართალდამცავებისთვის ცნობილი გახდა, რომ დიდი რაოდენობით ნარკოტიკი მექსიკიდან უნდა შესულიყო სტამბოლის პორტში, გემზე მოთავსებული კონტეინერით.
სპეცოპერაცია გემზე ჩატარდა, რომელიც სტამბოლის პორტში ჩადგა. პოლიციამ სამი ეჭვმიტანილი დააკავა.