ბათუმი,მთავარი,სიახლეები

მახინჯაურის გვირაბებში 17-22 ოქტომბერს ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

13.10.2022 •
მახინჯაურის გვირაბებში 17-22 ოქტომბერს ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 92-ე კმ-ზე არსებულ ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბებში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით:

  • 2022 წლის 17 ოქტომბრის 00:00 სთ-დან 19 ოქტომბრის 00:00 სთ-მდე, გვირაბის ქობულეთი-ბათუმის, ხოლო
  • 2022 წლის 20 ოქტომბრის 00:00 სთ-დან 22 ოქტომბრის 00:00 სთ-მდე, გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

გვირაბის ქობულეთი-ბათუმის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე;

ხოლო ბათუმი-ქობულეთის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: