ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

აგრობარათის გამოყენება 30 ნოემბრამდე შეიძლება – ქულებით 280 ათასმა ფერმერმა ისარგებლა

14.10.2022
აგრობარათის გამოყენება 30 ნოემბრამდე შეიძლება – ქულებით 280 ათასმა ფერმერმა ისარგებლა

სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, აგრობარათებით ფერმერებმა ჯამში 31,5 მილიონზე მეტი ლარის სასოფლო-სამეურნეო საქონელი შეიძინეს. როგორც სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, მაისიდან დღემდე პერიოდში აგრობარათებით 280 ათასზე მეტმა ფერმერმა ისარგებლა.

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა 2022 წელს 35 მილიონი ლარითაა დაფინანსებული.

იმ ფერმერებს, რომლებსაც აგრობარათებზე დარიცხული ქულებით ჯერ არ უსარგებლიათ, უფლება აქვთ, აგრობარათებზე დარიცხული ქულები 2022 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით გამოიყენონ.

პროგრამის ფარგლებში, სუბსიდიას იღებენ 0.25 ჰა-დან 1.25 ჰა-ის ჩათვლით მიწის მესაკუთრეები და თანამესაკუთრეები, 1 ჰა-ზე 300 ლარის გაანგარიშებით.

„აგროქულების განაღდება ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით 500-ზე მეტ სპეციალიზებულ მაღაზიაშია შესაძლებელი. აგრობარათის გასააქტიურებლად ან ახალი ბარათის ასაღებად ლიბერთი  ბანკში ვიზიტამდე ქულების დარიცხვის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია ბანკის ვებგვერდზე“, – აცხადებს სოფლის განვითარების სააგენტო.

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/409991/

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.