მთავარი,სიახლეები

„დინამო ბათუმის“ შემდეგ 4 შეხვედრებზე ბილეთის ფასი 50 თეთრი იქნება – კლუბის პრეზიდენტი

12.10.2022
„დინამო ბათუმის“ შემდეგ 4 შეხვედრებზე ბილეთის ფასი 50 თეთრი იქნება – კლუბის პრეზიდენტი

„დინამო ბათუმის“ ფეისბუქგვერდი კლუბის პრეზიდენტის, არჩილ ბერიძის განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, შემდეგ ოთხ საშინაო მატჩზე ბილეთის ფასი 50 თეთრი იქნება.

„პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგად მესმის იმ ადამიანების, ვინც ბოლო პერიოდში ჩვენი გუნდის მიერ ნაჩვენები თამაშით უკმაყოფილო და იმედგაცრუებულია. გთხოვთ ნუ დაგავიწყდებათ, რომ მეც იგივენაირად და რიგ შემთხვევებში უფრო მძაფრადაც განვიცდი თითოეულ წარუმატებლობას.

აქვე სიამაყით მინდა აღვნიშნო ერთი გარემოება, ჩემი და ჩემი პარტნიორების კლუბის სათავეში მოსვლის შემდეგ დინამო ბათუმის განვითარების ვექტორი საფუძვლიანად შეიცვალა და შესაბამისად იცვლება მოთხოვნებიც, ახლა დინამო ბათუმისგან მხოლოდ გამარჯვებებს და ტიტულებს ელიან… ყველგან ხაზგასმით აღვნიშნავ თუ რაოდენ დიდი წვლილი აქვს ჩვენს ზრდასა და განვითარებაში გულშემატკივარს, ამ ერთობის გარეშე რაიმე ტიპის წარმატებაზე ფიქრიც კი შეუძლებელი იქნებოდა.

ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე დინამო ბათუმის დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით მომდევნო ოთხ საშინაო შეხვედრაზე დასასწრები ბილეთები, სიმბოლურ ფასად, 50 თეთრად გაიყიდება…

ვიმედოვნებთ, რომ ეს ჟესტი დადებით ეფექტს მოახდენს გულშემატკივარზე, რაც დარჩენილ მატჩებში სავსე ტრიბუნებს, საოცარ ქომაგობას და დინამო ბათუმის გამარჯვებებს მოგვიტანს“.

  • 15 ოქტომბერს „დინამო ბათუმი“ თავის სტადიონზე გორის „დილას“ დაუპირისპირდება.
  • 29 ოქტომბერს „დინამო ბათუმი“ თავის სტადიონზე „ლოკომოტივს“ დაუპირისპირდება.
  • 10 ნოემბერს „დინამო ბათუმი“ თავის სტადიონზე „სამგურალს“ დაუპირისპირდება.
  • 3 დეკემბერს „დინამო ბათუმი“ თავის სტადიონზე ქუთაისის „ტორპედოს“ დაუპირისპირდება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: