მთავარი,სიახლეები

დონბასში სამხედრო ოპერაციებს „ვაგნერი“ ხელმძღვანელობს – ბრიტანეთის დაზვერვა

14.10.2022
დონბასში სამხედრო ოპერაციებს „ვაგნერი“ ხელმძღვანელობს – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ბოლო კვირაში დონბასში რუსეთის სამხედრო მოქმედებების ეფექტიანობას აფასებს. უწყების ცნობით, ბოლო სამი დღის განმავლობაში რუსული და პრორუსული ძალები ტაქტიკურ შეტევებს განაგრძობდნენ ქალაქ ბახმუტის ცენტრისკენ.

დაზვერვა აღნიშნავს, რომ მეორე საარმიო კორპუსის დანაყოფებმა და ლუგანსკის პრორუსულმა მილიციამ, სავარაუდოდ, გარკვეულ წინსვლას მიაღწიეს ბახმუტის სამხრეთით, სოფლებში ოპიტნესა და ივანგრადში.

„ივლისის შემდეგ რუსეთისა და სეპარატისტული ძალების მიერ დაკავებული დასახლებული პუნქტების რაოდენობა ძალიან მცირეა, თუკი ასეთები საერთოდ არსებობს,“ – წერს უწყება 14 ოქტომბრის რელიზში.

დაზვერვის ინფორმაციით, დონბასში გარკვეულმა დანაყოფებმა ლოკალურ წარმატებებს კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელობით მიაღწიეს. „ვაგნერი“ ასევე აქტიურადაა ჩართული ბახმუტისთვის ბრძოლებშიც.

„სავარაუდოდ, რუსეთი ბახმუტის დაკავებას ხედავს წინაპირობად მომდევნო წინსვლისთვის კრამატორსკ-სლავიანსკის რაიონისკენ, დონეცკის ყველაზე მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტისკენ, რომელსაც დღემდე უკრაინელები აკონტროლებენ,“ – მიუთითებს უწყება.

როგორც ბრიტანეთის დაზვერვა აღნიშნავს, რუსეთის ძალები ნელა, მაგრამ მაინც აღწევენ გარკვეულ პროგრესს დონბასში, თუმცა მათ საერთო ოპერაციულ გეგმებს ხელს უშლის უკრაინელთა კონტრშეტევები ჩრდილოეთ და სამხრეთ ფლანგებზე და აღჭურვილობისა და პირადი შემადგენლობის მწვავე დეფიციტი.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინის შესახებ სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელ რელიზში დაზვერვა იუწყებოდა, რომ  რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ბრძანება გასცეს ხერსონიდან მოქალაქეთა ევაკუაციის მზადების შესახებ, რაც სავარაუდოდ ნიშნავს, რომ ისინი ქალაქ ხერსონში ბრძოლებისთვის ემზადებიან.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: