მთავარი,სიახლეები

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 14 ოქტომბერი

14.10.2022 • 865
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 14 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 14 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 64 300 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +500]
  • ტანკი – 2 521 ერთეული [+10]
  • ჯავშანტექნიკა – 5 172 ერთეული [+5]
  • საარტილერიო სისტემა – 1 566 ერთეული [+10]
  • MLRS – 362 ერთეული [+5]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 186 ერთეული [+3]
  • თვითმფრინავი – 268 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 240 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 199 ერთეული [+17]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 316 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 3 944 ერთეული [+9]
  • სპეცტექნიკა – 142 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 14 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 322 თვითმფრინავი
  • 161 ვერტმფრენი
  • 2 226 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 380 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 5 753 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 869 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 473 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 6 560 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

დონბასში სამხედრო ოპერაციებს „ვაგნერი“ ხელმძღვანელობს – ბრიტანეთის დაზვერვა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: