მთავარი,სიახლეები

ინერტული მასალების უკანონოდ მოპოვებისთვის აჭარაში 1 პირი დააკავეს

13.10.2022
ინერტული მასალების უკანონოდ მოპოვებისთვის აჭარაში 1 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე აჭარაში ერთი პირი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მის მფლობელობაში არსებული კომპანიის მეშვეოებით, შესაბამისი ლიცენზიის გარეშე, უკანონოდ მოიპოვა ჯამში 177 501 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეში,  რომლის რეალიზაციის შედეგად, მიიღო 1 325 938 ლარის ოდენობის უკანონო შემოსავალი.

მანვე, ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურების დამზადება-გამოყენების გზით, შეიქმნა 87 463 ლარის ოდენობის ყალბი დღგ-ის აქტივი, რაც შემდგომ გამოიყენა კომპანიის მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებების დასაფარად.

გარდა აღნიშნულისა ბრალდებული,  საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, სისტემატურად  ახდენდა კუთვნილი კომპანიის შემოსავლების არასწორ დეკლარირებას, რა გზითაც მან თავი აარიდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯამში 534 418 ლარის გადახდას,“ – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე, 185-ე, 194-ე  და 218-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: