მთავარი,სიახლეები

ევროპის 15 ქვეყანა საჰაერო სივრცის დასაცავად ახალ პროექტს იწყებს

14.10.2022
ევროპის 15 ქვეყანა საჰაერო სივრცის დასაცავად ახალ პროექტს იწყებს

„ევროპის ცის ფარი“ [European Sky Shield] – ასე ეწოდება პროექტს, რომელსაც გუშინ, 13 ოქტომბერს, ბრიუსელში მოაწერა ხელი 15-მა ევროპულმა ქვეყანამ. პროექტის მიზანია დაიცვას ევროპის ქვეყნები ბალისტიკური, მფრინავი და უპილოტო რაკეტების თავდასხმისგან უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე.

პროექტი გერმანიის მიერაა ინიცირებული. კანცლერმა ოლაფ შოლცმა წელს, აგვისტოში განაცხადა, რომ ერთიანი საჰაერო თავდაცვის სისტემის შექმნა უფრო იაფი და ეფექტური იქნება.

„ჩვენ ვცხოვრობთ საშიშ, გამოწვევებით სავსე დროში“ – თქვა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ქრისტინ ლამბრეხტმა გუშინ, ახალი პროექტზე საუბრისას. როგორც ცნობილია, გერმანია კოორდინაციას გაუწევს საჰაერო თავდაცვის სისტემების ერთობლივ შესყიდვებს.

მედიის ცნობით, „ევროპის ცის ფარის“ ფარგლებში სავარაუდოდ შეძენილი იქნება გერმანული წარმოების IRIS-T, ამერიკული Patriot-ი და ისრაელის წარმოების საჰაერო თავდაცვის სისტემა Arrow-ი.

15 ქვეყანას შორის, რომელთაც შეთანხმებას მოაწერეს ხელი, 14 ნატოს წევრია: ბელგია, ბულგარეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, გერმანია, უნგრეთი, ლატვია, ლიტვა, ნიდერლანდები, ნორვეგია, სლოვაკეთი, სლოვენია, რუმინეთი და გაერთიანებული სამეფო. მეთხუთმეტე ქვეყანა ფინეთია, რომელსაც ასევე სურს ნატოში გაწევრიანება.

_____________

ფოტოზე: IRIS-T SLM. ფოტო: „დოიჩე ველე“

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: