მთავარი,სიახლეები

ბათუმში კორპუსის ჩამონგრევიდან ერთი წელი გავიდა

08.10.2022
ბათუმში კორპუსის ჩამონგრევიდან ერთი წელი გავიდა

ერთი წლის წინ, 8 ოქტომბერს ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსი ჩამოინგრა. ნგრევას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გამოძიების ვერსიით, სახლის ჩამონგრევა საყრდენი კედლის მოშლამ გამოიწვია.

ნგრევის ადგილზე დღეს დაღუპულების ოჯახის წევრები, მათი ახლობლები, სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, პოლიცია და მთავრობის წევრები მივიდნენ.

 

მაშველები 2 დღის განმავლობაში მუშაობდნენ ნგრევის ადგილზე

ტრაგედიის ადგილზე მივიდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და ბათუმის მერი. ასვე, ბათუმის საკრებულოს წევრები, სამთავრობო და მერიის სტრუქტურების თანამშრომლები.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.