მთავარი,სიახლეები

ველით, რომ უკრაინა ეფექტურად გააგრძელებს კონტრშეტევას ზამთარში – პენტაგონი

13.10.2022
ველით, რომ უკრაინა ეფექტურად გააგრძელებს კონტრშეტევას ზამთარში – პენტაგონი

აშშ-ს აქვს მოლოდინი, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები კონტრშეტევას გააგრძელებენ მთელი ზამთრის განმავლობაში. ამის შესახებ ბრიფინგზე აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა 12 ოქტომბერს.

მან აღნიშნა, რომ სიტუაცია ბრძოლის ველზე დინამიკური რჩება და მსოფლიო ხედავს, რამდენად ეფექტურად მუშაობენ უკრაინელი ჯარისკაცები აღმოსავლეთსა და სამხრეთში, ამიტომ, პენტაგონი იმედოვნებს, რომ წარმატებული კონტრშეტევა გაგრძელდება ზამთარშიც.

ლოიდ ოსტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ზამთარი ყოველთვის რთული გამოწვევაა:

„იმედი მაქვს, რომ უკრაინა ზამთარში ყველაფერს გააკეთებს, რათა დაიბრუნოს თავისი ტერიტორია და იყოს ეფექტური ბრძოლის ველზე. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მათ ჰქონდეთ ყველაფერი, რაც ეფექტურობისთვის სჭირდებათ,“ – განაცხადა ოსტინმა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: