ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 1 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის პირველ ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 988 560 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 230]
  • ტანკი – 10 872 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 22 656 ერთეული [+4]
  • საარტილერიო სისტემა – 28 527 ერთეული [+52]
  • MLRS – 1 401 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 173 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 372 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 336 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 38 366 ერთეული [+151]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 268 ერთეული [+3]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 50 325 ერთეული [+127]
  • სპეცტექნიკა – 3 903 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 30 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 663 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 60 423 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 607 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 23 651 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 565 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 25 396 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 36 191 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

უკრაინამ რუსეთის ოთხ სამხედრო აეროდრომს დრონებით შეუტია

ანტიკორუფციულმა ბიურომ იქირავა ქონება, რომლის მესაკუთრე უცხოური კომპანიაა

ანტიკორუფციული ბიურო 87 ათას 845 ლარის საოფისე ავეჯს გამარტივებული წესით, ტენდერის გარეშე იყიდის. ბიუროს განმარტებით, ქონების შეძენა განაპირობა შენობის იჯარით აღებამ, რომელიც ბიუროს ინვენტარის გარეშე გადაეცა.

ქონება, რომელიც ანტიკორუფციულ ბიუროს იჯარით აქვს სარგებლობაში, თბილისში, გიგა ლორთქიფანიძის ქუჩის N4-ში მდებარეობს და მისი საბოლოო მესაკუთრე ოფშორში დარეგისტრირებული უცხოური კომპანიაა.

ბიუროს მიერ შესყიდვების პორტალზე ატვირთული დოკუმენტის მიხედვით, იჯარით აღებული ქონების მესაკუთრეა შპს „სოლო-ლაკი ინვესტორს“.

„ბათუმელების“ მიერ საჯარო რეესტრში გადამოწმებული დოკუმენტების მიხედვით, „სოლო-ლაკი ინვესტორს“-ის მესაკუთრეა შპს „ტიფლის სითი [ჯი-აი-ჯი ჯგუფი]“. ამ უკანასკნელის 100 პროცენტი წილის მესაკუთრე კი არის შპს „გარდაბანი ჰოლდინგზ ფი-ფი ბი.ვი“, ს/ნ 66004896, რომელიც ნიდერლანდებშია რეგისტრირებული.

ანტიკორუფციულ ბიუროს ქონება ოთხწლიანი იჯარით აქვს აღებული [2029 წლის ივნისამდე]:

ამონარიდი საჯარო რეესტრის ამონაწერიდან

„ანტიკორუფციულ ბიუროს იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე დროებით სარგებლობაში გადმოეცა უძრავი ქონება, რომელიც საჭიროებს სამუშაო გარემოსთვის შესაბამის ინვენტარს, კერძოდ: სხვადასხვა სახის საოფისე ავეჯის შესყიდვას.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, შემჭიდროებულ ვადებში განხორციელდეს ზემოაღნიშნული საქონლის შესყიდვა.

აღნიშნული შესყიდვა ექვემდებარება ელექტრონული ტენდერის პროცედურების განხორციელებას. ვინაიდან შესყიდვის მიზნით ტენდერების გამოცხადება და მისი შემდგომი პროცედურები მოითხოვს ხანგრძლივ ვადებს, ხოლო დროის სიმცირიდან გამომდინარე სხვადასხვა დასახელების საოფისე ავეჯის შესყიდვა უნდა განხორციელდეს შემჭიდროებულ ვადებში, საჭიროა აღნიშნული შესყიდვა განხორციელდეს გადაუდებელი აუცილებლობის საშუალებით.

აღნიშნული საქონლის შესყიდვის განუხორციელებლობა გამოიწვევს ბიუროს მიმდინარე სამუშაო პროცესის არსებით შეფერხებას, რაც გაართულებს ბიუროს ეფექტიან საქმიანობას“, – აღნიშნულია ანტიკორუფციული ბიუროს განაცხადში. რაც შეეხება იჯარის თანხას, ხელშეკრულება ღიად არ იძებნება.

სწორედ ანტიკორუფციული ბიუროა “ქართული ოცნების” მიერ მიღებული ე.წ. ფარას აღმასრულებელი უწყება.

მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების გაუქმების მიზნით შემოღებული რუსული კანონი, რომელსაც ქართული ოცნება „ფარას“ უწოდებს, უცხოური დონორი ორგანიზაციების ფულის კონტროლის მიზნით, გრანტის მიმღები საქართველოს მოქალაქეებისა და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისგან აგენტად დარეგისტრირებას ითხოვს.

——

დღეიდან, 31 მაისიდან ძალაში შევიდა „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული კანონი, ე.წ. ამერიკული FARA-ს ასლი.

ხსენებული აქტი აშშ-ში გასული საუკუნის 30-იან წლებში, ნაცისტური და საბჭოთა პროპაგანდის აღსაკვეთად, ანუ, ვაშინგტონის გადმოსახედიდან, მისი მეტოქეების წინააღმდეგ მიიღეს. მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტით“ ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორისგან, აშშ-სგან, ევროკავშირისგან და სხვა სხვა საერთაშორისო მხარდამჭერებისგან მიღებული დაფინანსების, ამ გზით კი მედიისა თუ სამოქალაქო საზოგადოების კონტროლს ცდილობს.

ამ ახალი რუსული კანონის აღმასრულებელი სწორედ ანტიკორუფციული ბიურო იქნება.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული.

საია „უცხოეთის აგენტების აქტს“ საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

 

 

 

დააჯილდოვეს პოლიციელი, რომელმაც მტკიცებულებები გააყალბა მზია ამაღლობელის საქმეში

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს, 31 მაისს, „განსაკუთრებული დამსახურებისთვის“ სამინისტროს მედალიონით ქალი პოლიციელი მარიამ კერესელიძე დააჯილდოვა.

„განსაკუთრებული დამსახურებისთვის ჯილდოვდება იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი მარიამ კერესელიძე,“ – ამ ტექსტის ფონზე გადასცა ახალმა მინისტრმა გელა გელაძემ მას ჯილდო. 

მარიამ კერესელიძე შსს-ს იურისტია და ის საპროტესტო აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების ადმინისტრაციულ საქმეებზე შსს-ს წარმოადგენს სასამართლოებში.

თეა ლაღიძესთან ერთად მარიამ კერესელიძე ბრალმდებელია მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეშიც. თეა ლაღიძე კი ის ქალი პოლიციელია, რომელიც მზია ამაღლობელის დასჯას მსუსხავი ეფექტით ითხოვდა. სწორედ ამ ორმა ქალმა პოლიციელმა გააყალბა მზია ამაღლობელის საქმეში მტკიცებულება.

შსს-ს მიერ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეში მტკიცებულებების გაყალბების ფაქტი მზია ამაღლობელის ადვოკატებმა საერთაშორისო ექსპერტიზით დაადგინეს. ავტორიტეტული ფრანგი ექსპერტის მიერ მომზადებული დასკვნა, მზია ამაღლობელის ადვოკატებმა 29 მაისს წარუდგინეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.

ექსპერტიზის პასუხის შედეგად ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ პროცესი 19 ივნისამდე გადადო.

ინფორმაციული უსაფრთხოების და რევერსული ინჟინერიის კვალიფიციური ექსპერტის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მზია ამაღლობელის საქმეზე წარდგენილი [ვიდეო] კადრი და სისხლის სამართლის საქმეში არსებული კადრი, ასახავს ერთსა და იმავე მოვლენებსა და პირების ქმედებებს“.

საქმე ისაა, რომ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეში, რომელშიც შსს მას პოლიციელების შეურაცხყოფას ედავება, შსს-ს იურისტებმა, მარიამ კერესელიძემ და თეა ლაღაძემ წარადგინეს ვიდეოები, რომელიც 12 იანვრის მოვლენებს ასახავს და კავშირი არ აქვს 11 იანვარს მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით დაკავებასთან.

მზია ამაღლობელი ადმინისტრაციული წესით 2025 წლის 11 იანვარს დააკავეს, საღამოს 11 საათისთვის. დაახლოებით 1 საათში ის ადმინისტრაციული პატიმრობიდან გაათავისუფლეს და გათავისუფლებიდან მალევე, 12 იანვარს, 00:52 წუთზე დააკავეს.

ადმინისტრაციულ საქმეში წარდგენილ ვიდეო კადრებში ასახულია 12 იანვრის მოვლენები, როდესაც მზია ამაღლობელის თვალწინ მისი ორი ახლობელი დააკავეს. შემდეგ ის მოჰყვა ჭყლეტაში, დაუზიანდა მხარი და ამის შემდეგ, რამდენიმე წუთში მოხდა ცნობილი სილის გაწვნის ეპიზოდი, რის გამოც მზია ამაღლობელის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყეს.

დააჯილდოვეს მარიამ კერესელიძე, რომელმაც მზია ამაღლობელის საქმეზე სასამართლოს გაყალბებული მტკიცებულებები წარუდგინა

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე სალიხ შაინიძემ ადმინისტრაციულ საქმეზე მზია ამაღლობელი სამართალდამრღვევად უკვე ცნო და 2000 ლარით დააჯარიმა. ეს გადაწყვეტილება ადვოკატებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. ამ საქმეს მოსამართლე დავით სირაძე 19 ივნისს განიხილავს.

ქალი ჟურნალისტის ადვოკატთა განცხადებით, „მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული სამართალწარმოება ეყრდნობა პოლიციის მოხელეთა მიერ შედგენილ არაერთ ყალბ დოკუმენტს/მტკიცებულებას“.

ამ თემაზე:

შსს-მ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეზე ვიდეოებით იმანიპულირა – ექსპერტის დასკვნა

 

ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

შემთხვევა დღეს, 31 მაისს, დილით მოხდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით ერთმანეთს სატვირთო [ავტომობილების გადამზიდავი] და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

ავარიას ქობულეთის შემოვლით გზაზე 1 ადამიანი ემსხვერპლა / 31.05.2025

 

 

გრიგოლეთი-ქობულეთის მშენებარე ავტობანზე პრობლემებია – კომპანია გააფრთხილეს

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გრიგოლეთი-ქობულეთის მშენებარე ავტობანზე [რომელიც რამდენჯერმე გადავადებული გრაფიკით გასულ წელს მთლიანად უნდა დასრულებულიყო], პრობლემებია და ერთ-ერთ მონაკვეთზე შეჩერებულია სამუშაოები.

დეპარტამენტის განცხადებით, მშენებელი კომპანია არ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, მათ შორის არ გასცემს ხელფასებს, რის გამოც დასაქმებული პერსონალი გაფიცულია.

ეს განცხადება გზების დეპარტამენტმა 2025 წლის 30 მაისს გაავრცელა.

გრიგოლეთი-ქობულეთის მშენებარე ავტობანის სახიდე გადასასვლელი წყალწმინდა-გრიგოლეთის გზაზე / 18.05.2025

„საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია JV  Polatyol & Mapa, რომელიც აშენებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლით გზას, არ ასრულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. მათ შორის, კომპანია არ გასცემს შრომის ანაზღაურებას დასაქმებულებზე. სახელფასო დავალიანების გამო, პროექტის ერთ-ერთ მონაკვეთზე სამუშაო პროცესი შეჩერებულია და დასაქმებული პერსონალი გაფიცულია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ კომპანია არაერთხელ არის გაფრთხილებული და დაკისრებულიც აქვს საჯარიმო სანქციები.

კომპანიას კიდევ ერთხელ მიეცა გაფრთხილება და გადაეცა მოთხოვნა შეასრულოს ხელშეკრულებით აღებული ყველა ვალდებულება. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, საავტომობილო გზების დეპარტამენტი მიიღებს ხელშეკრულებითა და კანონით გათვალისწინებულ ყველა აუცილებელ ზომას“ – აღნიშნულია გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

გრიგოლეთი-ქობულეთის მშენებარე ავტობანის სახიდე გადასასვლელი / 18.05.2025

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ „ბათუმელებისთვის“ 2022 წლის აგვისტოში მოწოდებული ინფორმაციით, გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოები ეტაპობრივად 2022-2023 წლებში უნდა დასრულებულიყო. სახელშეკრულებო ღირებულება 228 721 622 ლარია. პროექტი დაფინანსებულია ევროპის საინვესტიციო ბანკის [EIB] მიერ.

გრიგოლეთი–ქობულეთის შემოვლითი 4-ზოლიანი გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის [E60-ის] შემადგენელი მონაკვეთია. ამ გზის სიგრძე 14.4 კილომეტრია, საიდანაც მხოლოდ 11 კილომეტრია გახსნილი [ჯერ 5-კილომეტრიანი მონაკვეთი გახსნეს, შემდეგ 6 კილომეტრი]

ამ თემაზე: გრიგოლეთი-ქობულეთის ავტობანის ახალი 6-კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა

გრიგოლეთი-ქობულეთის ავტობანი, როცა მთლიანად აშენდება, ერთმანეთთან ქობულეთის შემოვლით და სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალებს დააკავშირებს.

რაც შეეხება სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალს, ის 4 მონაკვეთად შენდება და პრობლემები აქაცაა. ეს მაგისტრალიც მაქსიმუმ 2020 წელს მთლიანად უნდა დასრულებულიყო.

ვრცლად ამ თემაზე

„დასრულდება ავტობანის მშენებლობა“ – „ოცნების“ შეუსრულებელი საარჩევნო დაპირება

 

 

 

 

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 31 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 31 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 987 330 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 250]
  • ტანკი – 10 867 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 22 652 ერთეული [+5]
  • საარტილერიო სისტემა – 28 475 ერთეული [+54]
  • MLRS – 1 400 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 173 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 372 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 336 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 38 215 ერთეული [+145]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 265 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 50 198 ერთეული [+109]
  • სპეცტექნიკა – 3 902 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 30 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 663 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 60 423 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 607 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 23 651 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 565 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 25 396 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 36 191 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/574753/?fbclid=IwY2xjawKlHK9leHRuA2FlbQIxMQBicmlkETFsRjV6Y251NWNJMmNoWkRQAR49CDbVRyM11vMf4phFR38IKnBnW9pAs78ySnpXk5ypHETaghbsJrnFv84v9g_aem_VtlVtNrSH_aQA4GT5UIZCQ
მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

მზია ამაღლობელის პროცესს საფრანგეთის ელჩის მოადგილე დაესწრო

დღეს, 30 მაისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს საქართველოში საფრანგეთის ელჩის მოადგილე რიშარ რეკენა ესწრებოდა.

ელჩის მოადგილეს სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას სინქრონულად მიეწოდებოდა სხდომის თარგმანი.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს ევროპული ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლები ესწრებიან.

16 მაისს მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ პეტერ ფიშერი – გერმანიის ელჩი საქართველოში; ანნა ლიბერგი – შვედეთის ელჩი და მარგე მარდისალუ-კაჰარი – ესტონეთის ელჩი საქართველოში.

4 მარტს სასამართლო სხდომას ესწრებოდა საფრანგეთის ელჩი საქართველოში შერაზ გასრი.

ფაქტობრივად მზია ამაღლობელის ყველა სასამართლო პროცესს ესწრებიან ევროპის სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების წარმომადგენლები.

  • რა ხდება?

მზია ამაღლობელი გამოცემა „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია. იგი 4 თვეზე მეტია უკანონო პატიმრობაშია და პროტესტის ნიშნად 38 დღე შიმშილობდა.

მზია ამაღლობელი რომ ჟურნალისტური საქმიანობის გამო ისჯება, ამას რამდენიმე გარემოება ნათლად აჩვენებს, მაგალითად, გაყალბებული ოქმი, რომლის საფუძველზეც მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდეს.

უფლებადამცველების და კვალიფიციური იურისტების შეფასებით, მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარია, რადგან ბრალდება უკანონოა და სილის გაწვნა არათუ თავდასხმა არ არის, არამედ საერთოდ არ არის სისხლის სამართლის დანაშაული.

ქარტია აჭარის ტელევიზიას კადრების გასაჯაროებისკენ მოუწოდებს – მზია ამაღლობელის საქმე

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტს მოუწოდებს  სრულად გაასაჯაროვოს ან „ბათუმელებს“ და მზია ამაღლობლის ადვოკატებს გადასცეს 11 და 12 იანვარს აქციაზე გადაღებული კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ ეპყრობიან პოლიციელები აქციის მონაწილეებსა და მზია ამაღლობელს დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე.  ასვე, დაკავებისას და დაკავების შემდგომ  გადაღებული კადრები თუ როგორ დაშავდა მზია ამაღლობელი პოლიციელების ძალადობრივი ქმედებების შედეგად.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა ვლადიმერ ტატიშვილმა „ბათუმელებს“, რომელიც ჩანაწერს უკვე ორი თვეა ითხოვს, დაუდასტურა, რომ ამგვარი კადრები მათთან ნამდვილად ინახება.

„სრული ჩანაწერი მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების პროცესისთვის და სიმართლის დასადგენად. პროკურატურა ამ ვრცელი ჩანაწერის მხოლოდ 44-წამიან მონაკვეთს კონტექსტიდან ამოგლეჯით იყენებს მტკიცებულებად მზია ამაღლობელის წინააღმდეგ.

7 აპრილს, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე გამომძიებელმა განაცხადა, რომ აჭარის ტელევიზიამ გამოძიებას გადასცა მხოლოდ 44-წამიანი ვიდეოკადრი. მან არ განმარტა, თუ რატომ არ ამოიღო შსს-მ სრული ჩანაწერი, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა 11 და 12 იანვარს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის წინ განვითარებული მოვლენების ქრონოლოგიის  და იმ კომუნიკაციის აღდგენა, რაც წინ უსწრებს სილის გაწვნის ეპიზოდს.

ის, რომ საქმეში დღემდე არ მოიპოვება სრული ჩანაწერი, არღვევს მზია ამაღლობელის უფლებას სამართლიან სასამართლოზე,“ – ნათქვამია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებაში.

ქარტია ასევე განმარტავს, რომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი თავისი სტატუსის გამო გამორჩეულად არის ანგარიშვალდებული აჭარის მოსახლეობის წინაშე.

„ქარტიისთვის გაუგებარი და აუხნელია აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიცია, როცა ამ კუთხის გამორჩეული წარმომადგენელი და კოლეგა ცილისწამებისა და პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს კი მოეპოვება კადრები, რომელსაც ამ ცილისწამების გაქარწყლება და საქმის შემობრუნება შეუძლია, თუმცა ის კადრებს არ ასაჯაროებს „პერსონალური მონაცემების“ დაცვის მოტივით.

მოგმართავთ პროფესიული თემის სახელით და მოგიწოდებთ, დაძლიოთ შიში იმის გასაკეთებლად, რაც სამართლიანი და სწორია. ამით გადაარჩენთ არა მხოლოდ მზია ამაღლობელს, არამედ თქვენს პროფესიულ რეპუტაციას და შეინარჩუნებთ აუდიტორიის პატივისცემასა და ნდობას,“ – ნათქვამია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებაში.

ამავე თემაზე: 

აჭარის ტელევიზია მალავს კადრებს, რომელიც მზია ამაღლობელის დაკავებამდე და შემდეგ გადაიღო

მთავარი თემა ისევ დგებუაძის ლოყაა – რა ხდებოდა მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე

„არ გაჩერდეთ, არ დარეგისტრირდეთ“ – ასეთი გზავნილით დატოვა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა, ჟურნალისტმა და მედიამენეჯერმა მზია ამაღლობელმა სასამართლოს სხდომათა დარბაზი დღეს, 30 მაისს, „ოცნების“ ახალი, რეპრესიული კანონის ამოქმედებამდე ერთი დღით ადრე.

30 მაისი, მზია ამაღლობელის გზავნილი – „არ გაჩერდეთ, არ დარეგისტრირდეთ“
მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომის დაწყებამდე. 30 მაისი, 2025 წელი

დღეს, 30 მაისს, მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის მოწმეებს მოუსმინეს. ჟურნალისტმა მანანა ქველიაშვილმა, რომელიც 11 იანვრის აქციას „ლაივში“ აშუქებდა, დეტალურად უამბო სასამართლოს, თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები იმ ღამეს, როცა მზია ამაღლობელი ორჯერ დააკავეს. სხდომაზე მისი გადაღებული ვიდეოებიც აჩვენეს.

თუმცა, მთავარი ამბავი ისევ ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძის ლოყის დაზიანების საკითხი იყო.

დღეს სასამართლო სხდომაზე  ქირურგი-იმპლანტოლოგი თათია ანდღულაძე სასამართლოს დეტალურად, თითქმის 3 საათის განმავლობაში, უხსნიდა, რომ იმ კადრების მიხედვით, რომელიც მან ადვოკატების თხოვნით გააანალიზა, მზია ამაღლობელის სილის გაწვნის შემდეგ ბათუმის პოლიციის უფროსს არ შეიძლებოდა ლოყა სტკენოდა და არც დაზიანება მიუღია.

მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი. 30 მაისი, 2025 წელი
მოწმე თათია ანდღულაძე

გამოკითხვამდე თათია ანდღულაძემ სასამართლოს უთხრა, რომ  სახის არეში ტკივილის შეფასების ოცწლიანი გამოცდილება აქვს.

„ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა ყოფილიყო იმ წუთას, ეს არის ტკივილის გამომხატველი გრიმასა, პაციენტს [ირაკლი დგებუაძეს] ხელი უნდა წაეღო მტკივნეულ ადგილას. ერთმნიშვნელოვნად, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ამ შემთხვევაში ტკივილი არ აღქმულა“ – უთხრა სასამართლოს ქირურგმა.

მან ასევე განმარტა, რომ ტკივილის მიყენების შემთხვევაში ზიანი აუცილებლად უნდა ყოფილიყო გამოხატული, რადგან სახეზე თავს იყრის ყველაზე წვრილი კაპილარები და ამიტომაც ზემოქმედება უფრო ხილულად ჩნდება:„შეიძლება ფეხი იტკინოთ და ეს გარეგნულად არ გამოიხატოს, მაგრამ სახის შემთხვევაში ასე არ არის.“

ამის შემდეგ პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა ვიდეოს ჩვენება კიდევ ერთხელ მოითხოვა. მან კონკრეტულ კადრზე გაამახვილა ყურადღება და მოწმეს ჰკითხა, ნიშნავს თუ არა დგებუაძის „სახის შეჭმუხვნა“ ტკივილს, რაზეც მოწმემ უპასუხა, რომ ეს მხოლოდ თავდაცვის რეფლექსია:  „ეს არის თავდაცვის, აცილების რეფლექსის მიმიკა“ – განმარტა მან.

რადგან პროკურორისთვის  პასუხი არ აღმოჩნდა დამაკმაყოფილებელი, მოწმემ კიდევ უფრო მარტივად ახსნა:  „ქარიშხალში მოხვედრილხართ? – დაახლოებით ასეთია, შევისწავლე ეს კადრი“.

თათია ანდღულაძემ სასამართლოს ასევე განუმარტა, რომ როდესაც ტკივილის შეფასებაზე საუბრობს ის საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტს ეყრდნობა. მან რამდენჯერმე აუხსნა საზოგადოებას, როგორ იკვლევენ და მართავენ ექიმები ტკივილს, როგორც სუბიექტურ განცდას.

მოსამართლე ნინო სახელაშვილი

ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ლოყის დაზიანებასთან დაკავშირებულ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ ხილული დაზიანება მას არ აღენიშნებოდა. ამიტომაც ქირურგი ამ საკითხს ვრცლად არ შეეხო:

„ჩვენი განხილვის თემად რჩება მხოლოდ ფიზიოლოგიური რეაქციები. ანუ სილის გაწვნის დროს რა ფიზიოლოგიური რეაქციები არსებობს, ეს არის მიმიკა და მოტორული რეაქცია ერთდროულად. ეს ყველა ჩვენგანს გამოუცდია. ვიდეოში ვხედავთ, რომ ბატონ ირაკლის სილის გაწვნის შემდეგ აღენიშნება მხოლოდ და მხოლოდ ერთი რეაქცია – ეს არის თავდაცვა. დააკვირდით კადრში, უკან იხევს, ეს თავდაცვაა და ესეც თანდაყოლილია, თუმცა არის შეძენილიც, რაც სპორტსმენებს აქვთ ყველაზე კარგად განვითარებული, განსაკუთრებით ბოქსიორებს.

ამ ვიდეოში პაციენტს არ აღენიშნება ფიზიოლოგიური რეფლექსები, არ იკვეთება არცერთი მათგანი, გარდა თავდაცვისა. ერთმნიშვნელოვნად შემიძლია გითხრათ, რომ ამ შემთხვევაში ტკივილი არ აღქმულა.“

სხდომაზე შეეხნენ ლოყის გაწითლების საკითხსაც. ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა მოწმეს ჰკითხა: რადგანაც არ გვაქვს ქსოვილოვანი დაზიანება [ექსპერტიზის დასკვნით], შესაძლებელია თუ არა იმის დაშვება, რომ ტკივილი მართლაც იყო ნაკლებია თუ არა.

ქირურგმა განმარტა: „თუ პაციენტს აქვს ჩივილები, გაწითლებული მქონდა, ჩალურჯებული მქონდა, როგორც წესი ასეთი ქსოვილოვანი დაზიანებები არ ქრება ასე მარტივად სახის არეში, იმიტომ, რომ სახის არეში ძალიან ბევრი ნერვი, სისხლძარღვები, კაპილარებია თავმოყრილი. … ნერვი მუშაობს პრინციპით – ყველაფერი ან არაფერი და რას ნიშნავს ეს?  – იგულისხმება, რომ თუ მეტკინა სახის არეში, ამას აუცილებლად მოჰყვებოდა დაზიანება“. 

ქირურგმა ასევე ახსნა, რომ დგებუაძის სახეზე, თუ მას მართლაც ეტკინა, ფიზიკური კონტაქტი [სილის მტკივნეული გაწვნა] აუცილებლად დატოვებდა კვალს:

„იმ ტიპის კანზე, როგორიც ბატონ დგებუაძეს აქვს, ფერკმრთალი და ნაზი, კაპილარების ქსელი ძალიან სწრაფად გააქტიურდება და გაწითლდება, მაგრამ ის აუცილებლად დატოვებს კვალს“ – თქმა მან.

ქირურგმა ასევე განმარტა, რომ ვიდეოში დგებუაძეს სიწითლე არ აღენიშნება და მისი კანის სტრუქტურა ერთგვაროვანია.

სახის სიწითლის განხილვის შემდეგ დარბაზიდან შეძახილებით რამდენიმეჯერ გამოეხმაურენ პროკურორს – „ეტკინა თუ ეწყინა?“ – შემდეგ თავადვე უპასუხეს ამ კითხვას, ბოლოს თავად დაადგენთ, რომ ეწყინა და ფიზიკური დაზიანება არ მიუღიაო. 

ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ლოყის სიწითლის და ლოყის ტკივილის საკითხი მზია ამაღლობელის საქმეში ფაქტობრივად გადამწყვეტია.

დღეს სასამართლო სხდომაზე დაკითხეს „ბათუმელების“ ჟურნალისტი, მანანა ქველიაშვილიც.

ჟურნალისტი მანანა ქველიაშვილი მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომაზე

პროკურორმა გოგეშვილმა მანანა ქველიაშვილს რამდენჯერმე ჰკითხა, მოისმინა თუ არა პოლიციელების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები ან შეძახილები აქციაზე 2025 წლის 11 იანვარს, როცა მანანა ქველიაშვილი აქციას აშუქებდა. პროკურორს ასევე აინტერესებდა, იცნობდა თუ არა მზია ამაღლობელი  ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს.

პროკურორი თორნიკე გოგეშვილი მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან

სხდომას ესწრებოდნენ მზია ამაღლობელის გულშემატკივრები, ოჯახის წევრები, აქტივისტები, სხვადასხვა ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.

დღეს, 30 მაისს, სხდომას ესწრებოდა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი, ის მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად ჩამოვიდა ბათუმში და დღეს სხდომაზე მზიას მხარდამჭერი პლაკატებით მივიდა. ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ მზია ამაღლობელი პოლიტიკური პატიმარია.

აფგან სადიგოვი მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე

„მათ გაყიდეს საქართველო საერთაშორისო დიქტატორის, პუტინის დაკვეთით“- განაცხადა აფგან სადიგოვმა მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის დაწყებამდე სასამართლო დარბაზში.  აფგან სადიგოვი პროტესტის ნიშნად 161 დღე შიმშილობდა ქართულ ციხეში. იგი 17 აპრილს გაათავისუფლეს, მას შემდეგ, რაც ევროსასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას დევნილი ჟურნალისტის აზერბაიჯანში ექსტრადიცია აუკრძალა.

სხდომის დასრულების შემდეგ მზია ამაღლობელის კოლეგები და მეგობრები ელოდნენ პენიტენციური სამსახურის მანქანას, რომლითაც მზია ამაღლობელი რუსთავის ქალთა კოლონიაში გადაჰყავთ

სხდომის დაწყებამდე ადვოკატებმა შუამდგომლობა დააყენეს ნესტან ცეცხლაძის სხდომათა დარბაზში დაშვებასთან დაკავშირებით, თუმცა მოსამართლემ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, არაერთხელ გავაფრთხილე და შეუძლია გაასაჩივროს განკარგულებაო.

მზია ამაღლობელის შემდეგი სასამართლო პროცესი გაიმართება 2025 წლის 9 ივნისს, 13 საათზე.

მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი, 30 მაისი, 2025 წელი

„არ გაჩერდეთ, არ დარეგისტრირდეთ“- მზია ამაღლობელის გზავნილი

დღეს, 30 მაისს, მზია ამაღლობელის მორიგი სასამართლო გაიმართა ბათუმში, სადაც დაცვის მხარის მოწმეები დაკითხეს.

სასამართლოს დასრულებისას მზია ამაღლობელმა სასამართლო დარბაზში შეკრებილებს ფურცელი აჩვენა წარწერით – „არ გაჩერდეთ, არ დარეგისტრირდეთ“.

მზია ამაღლობელის გზავნილი სასამართლო დარბაზიდან შეეხება „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტს“, ე.წ „ფარას“, ახალ რუსულ კანონს, რომელსაც „ქართული ოცნება“ 31 მაისს მედიისა და სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ აამოქმედებს.

30 მაისი, მზია ამაღლობელის გზავნილი – „არ გაჩერდეთ, არ დარეგისტრირდეთ“

ახალი, რეპრესიული კანონით „ოცნების“ ხელისუფლება ცდილობს აიძულოს თავისუფალი მედიის წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ფიზიკურ პირებსაც კი, – ყველას, ვისაც აქვს დასავლური საერთაშორისო ორგანიზაციებიდან რაიმე ტიპის ფინანსური მხარდაჭერა მიღებული, დარეგისტრირდნენ როგორც უცხოური გავლენის აგენტები, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სამართლებრივი დევნით ემუქრება.

„უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ საკონსტიტუციო სასამართლოში საიამ გაასაჩივრა. საია მიიჩნევს, რომ „ამ კანონის ბუნდოვანი შინაარსი, ასევ, განუჭვრეტელი ძალაუფლების მინიჭება ანტიკორუფციული ბიუროსათვის, აჩენს იმის რისკებს, რომ ეს კანონი გამოყენებული იქნება რეპრესიულად“.

საია ასევე მიიჩნევს, რომ „ოცნების“ მიერ მიღებული „ფარა“ ვერანაირად ვერ ჩაითვლება ამერიკული კანონის იდენტურად, რადგან აშშ-ში ანალოგიური კანონი ასე არ მოქმედებს, „იქ კანონი არ ებრძვის დამოუკიდებელ ორგანიზაციებს, ინდივიდებს, რომლებიც საკუთარი ორგანიზაციული საქმიანობიდან გამომდინარე მოიპოვებენ დაფინანსებას და საკუთარი დამოუკიდებელი საქმიანობის ფარგლებში განკარგავენ მას“- აცხადებს საიას თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე.

4 პატიმრობა და 3 დაჯარიმება ერთ დღეში – პროტესტთან დაკავშირებული დაკავებებისა და ჯარიმების სერია

დღეს, 30 მაისს, თბილისში დააპატიმრეს 1 ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და 3 აქტივისტი, ხოლო 3 აქტივისტი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვების დედა, დააჯარიმეს.

საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული დაკავებისა და დაჯარიმების სერია ასე გამოიყურება:

5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს თორნიკე სხვიტარიძეს, რომელიც სინდისის პატიმრის, საბა სხვიტარიძის ძმაა. მას შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელის შეურაცხყოფას ედავებოდა.

12-დღიან პატიმრობაში გაუშვეს აქტივისტი ლიკა ლორთქიფანიძე, რომელსაც „ოცნების“ დეპუტატმა მარიამ ლაშხმა შეურაცხყოფისთვის უჩივლა.

12-დღიან პატიმრობაში გაუშვეს თათია აფრიამაშვილი – მასაც მარიამ ლაშხმა უჩივლა სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის.

ეს შემთხვევა მოხდა 17 მაისს, თათია აფრიამაშვილი და მაგდა მამუკაშვილი ერთ-ერთ კაფეში მარიამ ლაშხის მაგიდასთან მივიდნენ მოწოდებებით – „თავისუფლება რუსული რეჟიმის ტყვეებს”, “ძირს რუსეთის დამპალი იმპერია”, “ძირს რუსეთის მონები.” სწორედ ამ შეძახილებისთვის დააპატიმრეს აქტივისტები დღეს.

სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა „ახლების“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია, რომელიც 29 მაისს, საღამოს, როგორც თავად ნიკა მელიამ და მისმა ადვოკატებმა განაცხადეს ჟურნალისტებთან, ათამდე პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა პირმა გაიტაცა ავტომანქანიდან, რომელშიც იმყოფებოდა.

ნიკა მელიას წულუკიანის კომისიაზე მიუსვლელობის გამო 50-ათასლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რის გადახდაზეც მან უარი განაცხადა. მან ასევე უარი განაცხადა სასამართლოში გამოცხადებაზე, რომელიც 29 მაისს უნდა გამართულიყო თბილისში, თუმცა ამავე სასამართლო სხდომაზე არც აღნიშნული საქმის პროკურორები გამოცხადებულან.

ნიკა მელია, გატაცების შემდეგ, დღეს, 29 მაისს, იძულებით მოიყვანეს სასამართლო დარბაზში და პატიმრობაში დატოვეს.

რაც შეეხება ჯარიმებს.

დღეს სასამართლომ პარტია „ახალის“ წევრი ანა ქავთარაძე დააჯარიმა 5000 ლარით.

ასევე 4000-ლარიანი ჯარიმა შეუფარდეს ორი არასრულწლოვანი ბავშვის დედას, მაგდა მამუკაშვილს, რომელსაც ასევე მარიამ ლაშხმა უჩივლა.

5000 ლარით დააჯარიმეს მარიზი კობახიძე, რომელიც სინდისის პატიმრის, თორნიკე გოშაძის დედაა. მას გზის გადაკეტვას ედავებიან.

თავისი უღირსი საქციელით დგებუაძე შეურაცხყოფას აყენებს პოლიციას – ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს ეხმაურება, რომელიც დღეს, 30 მაისს მიმდინარეობს ბათუმის საქალაქო სასამართლოში.

ზურაბიშვილის აზრით, დგებუაძის ლოყის გაწითლებაზე ამდენი მსჯელობა ემსახურება პოლიციის ინსტიტუტის დაკნინებას, დისკრედიტაციასა და მის სრულ დემორალიზაციას.

„ახალი სპეციალობა გაჩნდა მედიცინაში და ახალი დარგი ექსპერტიზაში: „პოლიციელ“ დგებუაძის სილისგან გამოწვეული ტკივილის ნიშნების აღმოჩენა და შესწავლა.

საკუთარი ოჯახისა და გვარის სირცხვილის გარდა, თავისი უღირსი საქციელით დგებუაძე შეურაცხყოფას აყენებს პოლიციას, რომლის დღე აღინიშნება ხვალ!

შემთხვევითობად ვერ მივიჩნევთ იმას, რომ მზიას კიდევ ერთი სამარცხვინო სასამართლო სწორედ დღეს ტარდება! დამთხვევა არაა ეს, პირიქით ემსახურება პოლიციის ინსტიტუტის დაკნინებას, დისკრედიტაციასა და მის სრულ დემორალიზაციას. ესე იგი სახელმწიფოებრიობის დაშლის კიდევ ერთი ნაბიჯი!

გომელაურის „წასვლა“ ისე, რომ მას საკუთარ უწყების თანამშრომლებისათვის მადლობის გამოცხადებაც არ აცალეს, გვაჩვენებს თუ რაოდენ დაძაბულობასა და დაპირისპირებას აქვს ადგილი მმართველ „გუნდში” და როგორ არ ადარდებთ ავტორიტეტის დასუსტება … გარდა ერთისა!

მგონი დროა პოლიციელებმა ფიქრი დაიწყონ საკუთარი ღირსებისა და პროფესიონალიზმის გადარჩენა/შენარჩუნებაზე!

პოლიციის დღეზე, მე პირადად მინდა გულწრფელად გისურვოთ, რომ დაიბრუნოთ საზოგადოებისა და ცალკეული მოქალაქის ნდობა და სიყვარული, რითაც თქვენი პროფესია გამოირჩევა და ფასობს.

მაშინ შეძლებთ ხელახლა ამაყად გაიძახოთ: „ვემსახურები საქართველოს“ – წერს სალომე ზურაბიშვილი ფეისბუქზე.

რუსული პროპაგანდა: საქართველოს მთავრობა რუსეთის დროშის შეურაცხყოფის ფაქტზე ფრთხილობს

ქართველი მომღერლის საქციელი, რომელმაც რუსეთის დროშა შეურაცხყო, დასჯას იმსახურებს, თუმცა საქართველოს ხელისუფლება სიფრთხილით მოქმედებს, რათა ახალი საპროტესტო ტალღა არ გამოიწვიოს – ამ მოსაზრებას რუსულ პროპაგანდისტულ მედია „ტასსზე“ „ქართველ უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე, ნიკოლოზ მჟავანაძე გამოთქვამს, რომელიც „ტასსმა“ ექსპერტის სტატუსით ჩაწერა.

საქმე ეხება საქმე ქართველი მომღერლის, ერეკლე გეწაძის პერფორმანსს მუსიკალურ ფესტივალზე, Tbilisi Open Air-ზე – მან ერთ-ერთი მუსიკალური ნომრის დროს სცენაზე გაშალა რუსეთის დროშა, რომელიც ნაგვის ურნაში ჩააგდო, შემდეგ კი მასზე მოშარდვის იმიტაცია გააკეთა.

„ვფიქრობ, ხელისუფლებას ეშინია, რუსეთის დროშის შეურაცხმყოფელი ნაძირალა რომ დააკავონ, დასავლეთიდან დაფინანსებული ოპოზიცია ანტირუსულ და ანტისამთავრობო პროტესტს დაიწყებს. ეს ნაბიჯი [დროშის შეურაცხყოფა] გადაიდგა ერთი მიზეზის გამო – თბილისში კონცერტი ევროპიდან დაფინანსდა და ეს ყველაფერი მათთან იყო შეთანხმებული” – ამბობს მჟავანაძე, რომელიც მიიჩნევს, რომ მომღერლის საქციელი იმსახურებს სისხლისსამართლებრივ სასჯელს.

„მჟავანაძის აზრით, რუსეთის ხელისუფლება გაგებით ეკიდება იმას, რომ საქართველოში სამართალდამცავებს შემსრულებლის წინააღმდეგ ჯერ არანაირი საქმე არ აღუძვრიათ, რადგან შესაძლოა ამას ნეგატიური შედეგები მოჰყვეს ქვეყანაში” – წერს „ტასს“-ი.

იქამდე ქართველი მუსიკოსის პერფორმანსს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერი, მარია ზახაროვა გამოეხმაურა და თქვა, რომ რუსეთის სამართალდამცავი უწყებები ამ შემაშფოთებელ ქმედებას სათანადო შეფასებას მისცემენ. ამის შემდეგ რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრ ბასტრიკინმა გეწაძის პერფორმანსზე შესაბამის უწყებებს დაავალა რუსეთის დროშის შეურაცხყოფის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრა.

მოგვიანებით მომხდარს გამოეხმაურნენ ქართველი მაღალჩინოსნებიც, მათ შორის ირაკლი კობახიძეც, რაც რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა შეაფასა და თქვა, რომ „ირაკლი კობახიძე სწორად მოიქცა, რომ დაგმო ეს ინციდენტი“.

ამავე თემაზე:

ერეკლე გეწაძის პერფორმანსს მარია ზახაროვა გამოეხმაურა

 

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 30 მაისის 21 საათიდან 31 მაისის 21 საათამდე მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით და დილით ზოგან ელვა-ჭექა და ხანმოკლე წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში და მთიან რაიონებში:

  • დღისით: 22 – 27 გრადუსი სითბო
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა – 2-3 ბალი; ზღვის წყლის ტემპერატურა +19 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 1-ელ ივნისს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, მომდევნო 2 დღეს კი – ხანმოკლე, ძლიერი წვიმა.

__________________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 30 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 30 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 986 080 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 140]
  • ტანკი – 10 865 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 22 647 ერთეული [+2]
  • საარტილერიო სისტემა – 28 421 ერთეული [+35]
  • MLRS – 1 398 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 172 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 372 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 336 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 38 070 ერთეული [+71]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 265 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 50 089 ერთეული [+74]
  • სპეცტექნიკა – 3 902 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 30 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 663 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 60 423 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 607 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 23 651 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 565 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 25 396 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 36 191 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთში ააფეთქეს სამხედრო, რომელიც მარიუპოლის აღების საჰაერო ოპერაციაში მონაწილეობდა

რას ითხოვს პუტინი ომის შეწყვეტის სანაცვლოდ – „როიტერსის“ ანონიმური წყაროები

გერმანია უკრაინისთვის 5 მილიარდ ევრომდე დახმარებას გამოყოფს

„ვლადიმერ პუტინს არ ესმის, მე რომ არა, რუსეთს უკვე ბევრი ცუდი რამ დაემართებოდა და ვგულისხმობ ძალიან ცუდ რაღაცებს. ის ცეცხლს ეთამაშება!”, – წერს ტრამპი თავისისვე სოციალურ ქსელ TruthSocial-ზე.

ტრამპმა თეთრ სახლში მედიასთან ასევე განაცხადა, რომ „ორ კვირაში გავიგებთ, პუტინი ნამდვილად დაინტერესებულია თუ არა სამშვიდობო პროცესით. თუ ეს ყალბია სხვაგვარი პასუხი გვექნება“.

ტრამპი: პუტინი სრულიად შეიშალა

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

მზია ამაღლობელი მგონი პირველი ქალია საქართველოში, ვის პატიმრობასაც კაცები ითხოვენ ამ ბრალდებით – დათო ტურაშვილი

რას ნიშნავს ქართულ კულტურაში, როცა ქალი სილას აწნის კაცს? – ამ და მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებულ სხვა კითხვებზე საკუთარი მოსაზრების გაზიარება „ბათუმელებმა“ მწერალ დათო ტურაშვილს სთხოვა.

დათო ტურაშვილი: „არა მარტო ქართულ, არამედ სხვა ხალხის ხელოვნებასა და მითუმეტეს ლიტერატურაშიც, ძალიან ხშირად, ქალის მიერ კაცისთვის გაწნული სილა იყო და არის სასოწარკვეთილი პასუხი კაცების მხრიდან ძალადობასა და შეურაცხყოფაზე.

რასაკვირველია, მზია ამაღლობელიც არის ხელისუფლების სამიზნე სამაგალითო დასჯისთვის და სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ დამოუკიდებელი სასამართლოს შემთხვევაში, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა – არც დაზარალებულს და არც ბრალდების მხარეს ასეთი მოთხოვნები არ ექნებოდათ.

მზია ამაღლობელი მგონი პირველი ქალია საქართველოს ისტორიაში, ვის პატიმრობასაც კაცები ითხოვენ ამ ბრალდებით და სამწუხაროა, რომ მოსამართლეც და პროკურატურაც ამ და არა მარტო ამ შემთხვევაში, მხოლოდ ხელისუფლების კარნახით მოქმედებენ.

თავისუფლება არის აზროვნება უპირველესად და პასუხისმგებლობა და საბჭოთა რეჟიმმა ყველაზე მწარე მემკვიდრეობად სწორედ არაპროფესიონალიზმი დაგვიტოვა. პროფესიონალი კი არის სწორედ ის, ვისაც ხელისუფლება ვერ აიძულებს, რომელიმე მმართველი პარტიის სასარგებლოდ მიიღოს რომელიმე გადაწყვეტილება. ამიტომაც მოგვადგა ისევ რუსეთის იმპერია – დამოუკიდებლობა აღვადგინეთ, მაგრამ თავისუფლება ჯერ ვერ დავიბრუნეთ და ამით სარგებლობს კიდეც საქართველოს მთავარი მტერი.

რაც ჩვენ ქალების, სიყვარულისა და სიკეთის სადღეგრძელო გვაქვს დალეული, სულ ტყუილი ყოფილა?!“

ამავე თემაზე: 

სილა რეჟიმს, რომელიც გვგუდავს – ზვიად რატიანი მზია ამაღლობელზე

კარასინი: „საქართველოს პოლიტიკური ელიტა შესამჩნევად მომწიფდა“

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას გააქტიურების ტენდენცია აქვს – აცხადებს რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე, გრიგორი კარასინი რუსულ პროპაგანდისტულ მედია TASS-თან ინტერვიუში.

„გაგვიხარდებოდა, დიპლომატიური ურთიერთობები რომ აღგვედგინა. დღეისთვის, ისტორიული მიზეზების გამო, ჩვენ გვაქვს შვეიცარიის საელჩოს ფილიალი თბილისში, რომელიც ჩვენი დიპლომატებისგან შედგება. ზუსტად ასე ჰქვია, ისევე, როგორც მოსკოვში შვეიცარიის საელჩოს ფილიალი, რომელიც წარმოადგენს საქართველოს ინტერესებს. და იქ ქართველი დიპლომატები მუშაობენ. ანუ, ზოგადად ურთიერთობებს გააქტიურების ტენდენცია აქვთ“, – აღნიშნა მან.

„ჩვენ მივიჩნევთ, რომ ბოლო წლებში საქართველოს პოლიტიკური ელიტა, პოლიტიკური ხელმძღვანელობა შესამჩნევად მომწიფდა“, – ხაზგასმით აღნიშნა კარასინმა.

მისი თქმით, „საქართველო სავსეა პასუხისმგებლობიანი მიდგომებით“:

„ეს რუსეთის საზოგადოებრივ აზრს იზიდავს. თანდათან უმჯობესდება ტურიზმი და ჩვენთან ქართველი ტურისტების ვიზიტები“ – აცხადებს კარასინი.

 

ბათუმში რეჟისორ გიორგი გოგიბერიძის მემორიალურ დაფას განათავსებენ

ბათუმში, ვაჟა-ფშაველას N53-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე რეჟისორ გიორგი გოგიბერიძის მემორიალურ დაფას განათავსებენ. საკითხს ბათუმის საკრებულო 2025 წლის 30 მაისის სხდომაზე განიხილავს.

საკრებულოში წარდგენილი შესაბამისი პროექტის ავტორი ბათუმის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიაა, ხოლო ინიციატორი – ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი.

„გიორგი გოგიბერიძის ხსოვნის უკვდავსაყოფად ქალაქ ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩა N53-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე განთავსდეს მემორიალური დაფა. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებები“ – წერია განკარგულების პროექტში.

„ბათუმელი რეჟისორი, ტელეწამყვანი, ფოტოგრაფი და „ბიაფის“ ხელმძღვანელი გიორგი [გოგა] გოგიბერიძე საავტორო კინოს ბათუმის ფესტივალის დამაარსებელი და დირექტორი გახლდათ.

გიორგი გოგიბერიძე 2006 წლიდან იყო „ხელოვანთა სახლი არგანის“ დირექტორი. სწორედ ამ ორგანიზაციას უკავშირდება ბათუმში არაერთი სახელოვნებო და კულტურული პროექტის განხორციელება, მათ შორის – „ბიაფის“, საერთაშორისო კინოფესტივალის, რომელიც წლებია ბათუმის ერთ-ერთი მთავარი კულტურული ღონისძიებაა.

წლების განმავლობაში იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაში გადაცემა „თეთრი კვადრატი“-ს ავტორი და წამყვანი, ხელმძღვანელობდა ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის კინო-ტელე ხელოვნების დეპარტამენტს.

გადაღებული აქვს მხატვრული და დოკუმენტური ფილმები: „სინაგოგა“, „სტარტი“, „რუსუდან ფეტვიაშვილი“, „ოცი საუკუნის შემდეგ“, „მემენტო მორი“, „წითელი ცხენის ბანაობა“ – აღნიშნულია საკრებულოში წარდგენილი პროექტის განმარტებით ბარათში.

გიორგი გოგიბერიძე 2023 წელს, 48 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი თვეების განმავლობაში ებრძოდა მძიმე დაავადებას.

ბათუმში არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე ერთი კაცი დააკავეს

ბათუმში გარყვნილი ქმედების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებული სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

ინფორმაცია ამ შემთხვევის შესახებ „აჭარა თაიმსმა“ გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ბრალდებულმა სექსუალურად იძალადა ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსში, დაზარალებული 10 წლის გოგოა.

გარყვნილი ქმედების მუხლი გულისხმობს ძალადობის გარეშე სრულწლოვანის გარყვნილ ქმედებას დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში ბრალდებულს 5-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

ამ თემაზე:

რას ჰყვება მოსამართლე პედოფილიის მსხვერპლ ბავშვებზე – ჩვენების მიცემა, როგორც ტრავმა

შსს-მ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეზე ვიდეოებით იმანიპულირა – ექსპერტის დასკვნა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 19 ივნისისათვის გადადო მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივრის განხილვა ადმინისტრაციული დაკავების საქმეზე.

როგორც მზია ამაღლობელის ადვოკატები განმარტავენ, სხდომის გადადების მიზეზი გახდა ავტორიტეტული ფრანგი ექსპერტის დასკვნა, რომლის თანახმადაც შსს-ს მიერ მზია ამაღლობელის საქმეში ვიდეომტკიცებულებებით მანიპულირება დადასტურდა.

18 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე სალიხ შაინიძემ მზია ამაღლობელი სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარით დააჯარიმა.

მოსამართლე დაეყრდნო ე.წ. ვიდეომტკიცებულებებს, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარადგინა, როგორც მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ პატიმრობამდე გადაღებული ვიდეო.

მზია ამაღლობელის დაცვის მხარე დავობდა, რომ ორი 18-წამიანი ვიდეო გადაღებული იყო არა მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით დაკავებამდე, არამედ მას შემდეგ, რაც ადმინისტრაციული წესით დაკავებული მზია ამაღლობელი ხელწერილით გაათავისუფლეს. 

კვალიფიციურმა ექსპერტიზამ დაცვის მხარის სიმართლე დაადასტურა.

მზია ამაღლობელი პირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს 11 იანვარს, 22:58 საათზე. ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ მზია ამაღლობელი მალევე დააკავეს სისხლის სამართლის წესით. ოქმში მის დაკავების დროდ მითითებულია 12 იანვარი 00:52 საათი.

ვიდეო, რომელიც შსს ადმინისტრაციულ საქმეზე წარადგინა, როგორც თითქოსდა მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ დაკავებამდე გადაღებული კადრი, გადაღებულია 2025 წლის 12 იანვარს, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის წესით დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე.

მზია ამაღლობელის დაცვის მხარემ ექსპერტიზა საფრანგეთში ჩაატარა.

ინფორმაციული უსაფრთხოების და რევერსული ინჟინერიის კვალიფიციური ექსპერტის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მზია ამაღლობელის საქმეზე წარდგენილი კადრი და სისხლის სამართლის საქმეში არსებული კადრი, ასახავს ერთსა და იმავე მოვლენებსა და პირების ქმედებებს“.

„ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებული გვაქვს ბათუმის საქალაქო სასამართლოს დადგენილება, რომლითაც მზია ამაღლობელი ცნეს სამართალდამრღვევად.

მზია ამაღლობელის დაცვის მხარე ითხოვს ამ სამართალდარღვევის შესახებ დადგენილების გაუქმებას.

ამ შემთხვევაში საჩივრის განხილვის თარიღი დანიშნული იყო დღეს, ანუ 29 მაისს, მაგრამ ვინაიდან მხარემ, საჩივრის ავტორმა წარადგინა დამატებითი მტკიცებულებები, ასევე იშუამდგომლა კიდევ დამატებით ახალი მტკიცებულებების წარდგენისთვის და მოითხოვა ვადა, სასამართლომ ეს გარემოებები გაიზიარა, ჩვენ მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ნაწილი დაურთო საქმეს და მოგვცა დრო და შესაძლებლობა იმისათვის, რომ ის ახალი მტკიცებულებები წარვადგინოთ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ მზია ამაღლობელის ადვოკატმა გიორგი ხიმშიაშვილმა.

„ეს შესაძლებელია“ – გერმანიის კანცლერი უკრაინისთვის TAURUS-ის ფრთოსანი რაკეტების მიწოდებაზე

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი არ გამორიცხავს, ​​რომ მისი მთავრობა უკრაინას TAURUS-ის შორ მანძილზე მოქმედ ფრთოსან რაკეტებს მიაწვდის.

„რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია“, – ციტირებს გერმანული გამოცემა „დოიჩე ველე“ მერცს, რომელმაც ამ თემაზე 28 მაისს ტელეარხ ZDF-ის ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, რაკეტების მიწოდება ექვს თვეში ან ერთ წელიწადში „უკრაინას დღეს ვერ დაეხმარება“, ამიტომ ბერლინი უკვე აძლიერებს კიევის სამხედრო მხარდაჭერას.

ამავდროულად, გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ TAURUS-ის მიწოდების შემთხვევაში უკრაინელი სამხედრო პერსონალის რამდენიმეთვიანი წვრთნა იქნება საჭირო.

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ბერლინში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიღო. მათი შეხვედრის შემდეგ გამოცხადდა, რომ გერმანია მხარს დაუჭერს უკრაინას შორი დისტანციის იარაღის მოპოვებაში. თავის მხრივ, ზელენსკიმ გერმანულ ტელეარხ RTL-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მერცთან მოლაპარაკებები TAURUS-ის მიწოდებას ეხებოდა.

„ყოველი კვირის შემდეგ უკრაინა სულ უფრო ხელსაყრელ მდგომარეობაში აღმოჩნდება, მათ შორის თავდაცვის შესაძლებლობის თვალსაზრისით“, – განაცხადა მერცმა ZDF-ის ეთერში. ამავდროულად, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ომის დასრულების გასაღები“ რუსეთშია. „თუ რუსეთი დღეს ცეცხლს შეწყვეტს, ომი დღეს საღამოს დასრულდება“, – თქვა მერცმა.

უკრაინა ორ წელზე მეტია გერმანიასთან მოლაპარაკებებს მართავს TAURUS-ის მიწოდებაზე.

Taurus-ის რაკეტა არის ბრიტანულ-ფრანგული Storm Shadow-ს გერმანულ-შვედური ანალოგი, მისი გაშვება შესაძლებელია უკრაინის შეიარაღებულ ძალების საბრძოლო თვითმფრინავებიდან და განსაკუთრებით ეფექტურია აეროდრომების, ბუნკერების, იარაღის საწყობების და სამრეწველო ობიექტების დარტყმისთვის. TAURUS-ს შეუძლია დაარტყას სამიზნეებს 500 კილომეტრის დაშორებით.

„შესაძლოა ამის უკან იდგეს მათი პირადი ინტერესები“ – რატომ გეგმავს „ოცნება“ გრანტების კანონის შერბილებას

„ოცნების“ პარლამენტი დაჩქარებული წესით აპირებს „გრანტების შესახებ კანონში“ ცვლილების შეტანას.

ცვლილების ინიციატორები, რომლებიც ასევე „ოცნების“ დეპუტატები არიან, პარლამენტს სთხოვენ ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის – „ჰორიზონტი ევროპა“ (Horizon Europe) და ერაზმუს+ (Erasmus+)-ის ფარგლებში გაცემული გრანტებისთვის არ იყოს საჭირო მთავრობის თანხმობა.

აღნიშნული გრანტებით ქართველ სტუდენტებს და მეცნიერებს აფინანსებს ევროკავშირი. რას უკავშირდება „ოცნების“ ინიციატივა? – ამ თემაზე „ბათუმელები“ განათლების ექსპერტს და „თავისუფლების მოედნის“ წევრს, სიმონ ჯანაშიას ესაუბრა.

  • ბატონო სიმონ, როგორ ფიქრობთ, რატომ გადაიფიქრა „ოცნებამ“ ევროკავშირის პროგრამებზე მათივე შექმნილი რეპრესიული რეგულაციების მოხსნა? ეშინიათ სტუდენტების და აკადემიური პერსონალის ამბოხის, თუ სხვა პოლიტიკური მიზეზები დევს ამის უკან?

ჯერ უნდა ავხსნათ ისიც, რას იწვევს „გრანტების კანონში“ არსებული ჩანაწერი, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ უნდა განიხილოს ჯერ გრანტის მიღების შესაძლებლობა და მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლება დონორს მისცეს გრანტი, ორგანიზაცია იქნება ეს თუ კონკრეტული ადამიანი.

ეს კანონი საბოლოო ჯამში გამოიწვევს იმას, რომ ზოგიერთი გრანტის გაცემა და მიღებაც შეუძლებელი გახდება ქართველი მეცნიერებისთვის, რადგან იმ გრანტის გაცემის პროცედურა არ ითხოვს კიდევ ვიღაცასთან შეთანხმებას, მაგალითად, სახელმწიფო ორგანოსთან შეთანხმებას და პირდაპირ უნდა წავიდეს კვლევით ჯგუფში ან უნივერსიტეტთან.

და ასეთი შუამავალი რგოლის შემოღება გამოიწვევდა იმას, რომ უბრალოდ გაქრებოდა მეცნიერებისთვის ეს შესაძლებლობები.

როგორც ჩანს, „ოცნების“ ხელისუფლებისთვის უნივერსიტეტები ჯერჯერობით სამიზნე არ არის.

  • თუმცა ვნახეთ, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო „ოცნების“ ხელისუფლების სამიზნე და ამ კანონით, არსებობდა დიდი ალბათობა, რომ არ გაეცა გრანტების მიღებაზე თანხმობა ანტიკორუფციულ სამსახურს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი არის გამონაკლისი და კიდევ რამდენიმე კერძო უნივერსიტეტი, რომლებიც კვლევებში არიან ჩართულნი. სხვა  უნივერსიტეტებიც არიან, რომლებიც „ოცნებას“ თავის მომხრეებად მიაჩნია, მაგრამ მაინც და მაინც არც ისინი არიან კმაყოფილი ამ რეგულაციებით.

ასევე, არის გარკვეული ჭორები, რომ მიდის ლობირება ხელისუფლებასთან გარკვეული უნივერსიტეტების აკადემიური წრეების მხრიდან, რომ შეარბილოს ხელისუფლებამ თავისი რეპრესიული პოლიტიკა, იქნება ეს გაერთიანებებთან თუ უნივერსიტეტებთან დაკავშირებით.

როგორც ჩანს, ხელისუფლება ახლა უფრთხილდება უფრო მეტად იმას, რომ ნაკლები გაღიზიანება გამოიწვიოს სამეცნიერო საზოგადოებაში და გრანტების კანონი უფრო მეტად აინტერესებს მედიის და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წინააღმდეგ. როგორც ჩანს, ეს ორგანიზაციები უფრო აშინებთ.

უნივერსიტეტები, როგორც ორგანიზაციები, არ მოქმედებენ ხელისუფლების წინააღმდეგ. მოქმედებენ უფრო პროფესორების, სტუდენტების გარკვეული ჯგუფები, მაგრამ უნივერსიტეტები მკვეთრად გამოხატავდნენ პოზიციას – ასე არ არის.

ამიტომ, როგორც ჩანს, ამ ეტაპზე არ უნდათ უფრო მკაცრი კონტროლის დამყარება, ამას უფრო სხვა გზებით ცდილობენ.

  • როგორც ვიცით, ბევრი მაღალჩინოსანი დასანქცირდა დასავლეთის მიერ „ოცნების“ ხელისუფლებიდან. თუ ამას დაემატებოდა ისიც, რომ, მაგალითად, მათი შვილებიც ვეღარ ისარგებლებდნენ ევროკავშირის გაცვლითი პროგრამით, სამეცნიერო გრანტებით, ეს მათთვის დამატებითი სასჯელი იქნებოდა, ალბათ, არა?! შეიძლება ესეც იყოს ერთ-ერთი მიზეზი?

ცხადია, რადგან პოლიტიკური ინტერესის გარდა პირადი და სოციალური ინტერესებიც აქვთ „ქართული ოცნების“ წევრებს. ამაში ის იგულისხმება, რომ არ უნდათ დაკარგონ  კავშირები არც საკუთარი ოჯახის წევრებთან, არც მეგობრებთანაც და წესით, ამაზეც უნდა ფიქრობდნენ.

პირადი მიზნები ასევე მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ „ოცნების“ ბევრი წარმომადგენელია დასაქმებული უნივერსიტეტებში, ბევრიც წამოსულია იქიდან და როგორც ჩანს, მათთვისაც მნიშვნელოვანია ის ფული, რაც ევროკავშირიდან შემოდის და ამაზე უარის თქმაც არ უნდათ.

ერთ-ერთი მიზეზი ასევე შეიძლება იყოს თავად ამ გრანტების ადმინისტრირებაც. შეიძლება სადღაც ვიღაცას სჯეროდეს, რომ ეს კონტროლი მნიშვნელოვანია, მაგრამ ის პროცედურა, რომელიც შემოიღეს, ადმინისტრირების პრობლემას შეუქმნის ანტიკორუფციულ ბიუროს, რადგან ეს ბიუროც ძალიან შეზღუდულია რესურსებით. მაგალითად, „თავისუფლების მოედანს“ მოგვიწია არჩევნების წინ მათთან ურთიერთობა და რეალურად, არ ჰქონდათ პასუხები საკუთარ რეგულაციებზე.

  • რაზე, მაგალითად?

გვითხრეს, რომ უნდა წარგვედგინა ანგარიშები იმასთან დაკავშირებით, როგორ ხდება შემოწირულობა და ხარჯვა პოლიტიკური მიზნებისთვის. როცა ვეკითხებოდი  კონკრეტულ ხარჯებზე, მაგალითად, ტრანსპორტის ხარჯზე, რომლის გაწევაც მოხდა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, რეალურად პასუხები არ ჰქონდათ.

თვითონაც არ იცოდნენ  როგორ უნდა მოხდეს ეს ყველაფერი. ამიტომ ეს ადმინისტრაციული გადატვირთვაც დიდი ალბათობით ექნებათ.

იგივე „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონის“ მიღებაც გამოიწვევს იმას, რომ ძალიან ბევრი საქმე ექნება ამ სააგენტოს და შეუძლებელი იქნება ადმინისტრირებაც კი. რეპრესიულ აპარატს სჭირდება ძალაც, ხომ?!

იგივე მოხდა პოლიციის ჯარიმების შემთხვევაში, როცა აღმოჩნდა, რომ ერთი დანაყოფი ვერ უზრუნველყოფდა ამ ჯარიმების ადმინისტრირებას, მეორე დანაყოფის ჩართვა გახდა საჭირო, სასამართლოებიც გადატვირთულია.

როგორც ჩანს, ჯერ არც არიან მზად იმისთვის, რომ რაღაც ტოტალური კონტროლი დაამყარონ.  ნელ-ნელა ცდილობენ კონტროლის დამყარებას სხვადასხვა სფეროზე სხვადასხვა დროს.

  • ესეც ალბათ შერჩევითი იქნება. ვინ უფრო მიუღებელი იქნება „ოცნებისთვის“, იმის მიხედვით?

საფრთხეს საიდანაც ხედავენ, ალბათ იმათ შეზღუდავენ პირველ რიგში. ვის უნდა გაუსწორდნენ, იმის მიხედვით.

ასევე, ანტიკორუფციულ ბიუროს მოუწევს გამოკითხვა იმ ხალხის, ვინც დეკლარირებას არ გააკეთებს გრანტების და თუ ვთქვათ, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები უარს იტყოდნენ დარეგისტრირებაზე, ეს რეპრესიები მათაც შეეხებოდა.

  • ფიქრობთ, რომ მეცნიერების დაჭერას მოერიდნენ? ან მაგალითად, სტუდენტების ამბოხს, რომლებიც გაღიზიანდებოდნენ „ერაზმუსის“ გაუქმებით?

შეიძლება, ასეც იყოს. შეიძლება კონკრეტული პირადი ინტერესიც იყოს, რადგან ვიღაცის შვილი მიდის „ერაზმუსით“ სადღაც, ვიღაცის მამას აქვს გრანტი საიდანღაც და არ უნდა, რომ აგენტი ეწოდოს, ბევრი პრობლემა შეიძლება იყოს დაკავშირებული ამასთან, რადგან პოლიტიკოსები გაცილებით მერკანტილურები არიან, ვიდრე ეს ჩანს ხოლმე ტელევიზორიდან, როცა სამშობლოზე ან უსაფრთხოებაზე იწყებენ ხოლმე ლაპარაკს.

შესაძლოა ამის უკან იდგეს საკუთარი ოჯახის და პირადი ინტერესებიც. შესაძლოა ეს ევროპელების და მათი ლობირების საგანიც იყოს, მაგრამ ეს დეტალები მე არ ვიცი.

კი ლანძღავენ ევროპელებს, მაგრამ ეს ლანძღვა მათი ამომრჩევლისთვის არის, ამით აჩვენებენ, რომ თითქოს ფლობენ ძალაუფლებას და თითქოს სამშობლოს რაღაც უცხოური შემოტევებისგან იცავენ. სინამდვილეში, კულისებს მიღმა სულ სხვანაირად იქცევიან ხოლმე. ასეთი თამამები და აგრესიულები არ არიან, რადგან იციან, რომ ამით გაცილებით მეტს დაკარგავენ, ვიდრე მოიგებენ.

რთულია „ოცნების“ ლოგიკის გაგება ამ გადაწყვეტილებაში, მაგრამ თუ დავაკვირდებით რა მოხდა რუსეთში, სადაც იმდენად შეიზღუდა განათლება და მეცნიერება, რომ თავისთავად დაიწყეს საკუთარი თავის კონტროლი. გაჩნდა რეგულაციები იმაზე, მეცნიერმა რა შეიძლება თქვას, მაგალითად, საერთაშორისო კონფერენციაზე და ჩვენთანაც უკვე გაჩნდა თვითცენზურის მექანიზმები.

მაგალითად, ჯერ კიდევ ერთი თვის წინ მიყვებოდნენ, რომ ერთ-ერთ უნივერსიტეტში ადმინისტრაციამ მოსთხოვა სტუდენტს, სადიპლომო ნამუშევრის შემდეგ სიტყვით გამოსვლას თუ აპირებდა, ეს სიტყვა უნდა შეეთანხმებინა ადმინისტრაციასთან და მთავარი ინტერესი იყო ის, რომ რაიმე პოლიტიკური არ ეთქვა სტუდენტს.

ეს ხდება ყველგან, სადაც სახელმწიფო ცდილობს ჩაერიოს განათლების კონტროლში.

ამიტომ, ამ ჩასწორებების მერეც შეიძლება გამოჩნდეს სხვა ინტერესი და კიდევ შეიძლება მოუწიოთ ამ კანონების ჩასწორება.

მერიამ „ბათუმობაზე“ ბიუჯეტიდან 70 000 ლარი დახარჯა რესტორანში გამართულ ვახშამში

„ბათუმობაზე“ „შერატონში“ შეკვეთილ ვახშამში ქალაქის მერიამ ბიუჯეტიდან 70 ათას 200 ლარი დახარჯა.

„ბათუმობა“ 2025 წლის 3 და 4 მაისს გაიმართა, თუმცა, არც მერიამ და არც ბათუმის კულტურის ცენტრმა რესტორნის ხარჯების შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ არ მიაწოდა.

საგადახდო მოთხოვნის დოკუმენტი კულტურის ცენტრმა მხოლოდ 28 მაისს ატვირთა შესყიდვების პორტალზე. ამ დოკუმენტის მიხედვით „ბათუმობა 2025“ -ის ფარგლებში სარესტორნო მომსახურებაში 70 ათას 241 ლარია გადახდილი სააქციო საზოგადოება „ნუროლ ინშაათ ვე თიჯარეთის“ წარმომადგენლობაზე საქართველოში.

ამავე კომპანიისთვის დამატებით ასევე ცალკეა გადახდილი 20 ათას 143 ლარი – „ბათუმობა 2025“ -ის ფარგლებში სასტუმროს მომსახურებაში.

ამ ხარჯების გათვალისწინებით ქალაქის ბიუჯეტიდან „ბათუმობა 2025“-სთვის ჯამში 313 ათასი ლარი დაიხარჯა. აქედან:

  • 114 ათასი ლარი – ღონისძიების ორგანიზებაზე
  • 109 ათასი ლარი – მომღერლების ჰონორარებში
  • 70 ათასი ლარი – რესტორანში
  • 20 ათასი ლარი – სასტუმროს ნომრებში

სარესტორნო და სასტუმროს მომსახურებაზე „ნუროლ ინშაათთან“ გაფორმებული ხელშეკრულებები ბათუმის კულტურის ცენტრს შესყიდვების პორტალზე ამ დრომდე არ აქვს ატვირთული. შესაბამისად, კვლავ უცნობია რამდენი პირისთვის დაიქირავეს სასტუმროს ნომრები და ასევე, რამდენი პირი იყო მიწვეული რესტორანში გამართულ ვახშამზე.

ამ თემაზე:

ბათუმის მერია „შერატონში“ გამართული ვახშმობის ხარჯებს არ ასაჯაროებს

მთავარ ფოტოზე: „ბათუმობის“ ვახშამი სასტუმრო „შერატონში“. ფოტო არჩილ გოგიტიძის ფეისბუქის გვერდიდან.

კობახიძე და ორბანი ერთმანეთს აქებენ -„ოცნების“ პრემიერის ვიზიტი უნგრეთში

„ოცნების“ პრემიერი ირაკლი კობახიძე უნგრეთში იმყოფება, სადაც კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას მან „მამაცობისთვის“ მადლობა გადაუხადა უნგრეთის პრემიერს, ვიქტორ ორბანს და განაცხადა, რომ მას „ყველა უნდა ადიდებდეს“.

„დიდი პატივია ვიდგე დღეს თქვენ წინაშე უნგრეთში – ქვეყანაში, რომელმაც მტკიცედ დაიცვა თავისი სუვერენიტეტი და იდენტობა. ყველა უნდა ადიდებდეს უნგრეთის გამორჩეულ პრემიერ-მინისტრს, ბატონ ვიქტორ ორბანს, მამაცობისა და უკომპრომისო ბრძოლისათვის, რომელიც უნგრეთის თავისუფლებისა და ეროვნული ინტერესების დაცვისკენ მიმართა.

ჩვენ, ქართველები, განსაკუთრებით ვაფასებთ მას იმ ფასდაუდებელი მხარდაჭერისთვის, რომელსაც საქართველოსა და ჩვენი ერის ევროპული გზის მიმართ გამოხატავს. დიდი მადლობა ამისთვის, ბატონო ვიქტორ!“ – განაცხადა კობახიძემ.

თავის მხრივ, არც ვიქტორ ორბანს დაუკლია ქება ირაკლი კობახიძისთვის.

„საქართველოს გმირი, საერთაშორისო პატრიოტი, ადამიანი, რომელმაც მოიგო არჩევნები, არის ირაკლი კობახიძე. ლიბერალური მოძრაობების წინააღმდეგ წავიდა, დაამარცხა ყველა და უმსხვილესი ეკონომიკური ზრდა მოიტანა ქვეყანაში.

მისი ქვეყნის 20% არის რუსული დათვის მიერ წაღებული, მაგრამ ბრიუსელს არ დაუხარა თავი. გახდა ახალი დიდი ბრიტანეთი და ძლიერი, წარმატებული ლიდერი თავის ქვეყანაში”, – განაცხადა ორბანმა [სინქრონული თარგმანი].

რუსეთში ააფეთქეს სამხედრო, რომელიც მარიუპოლის აღების საჰაერო ოპერაციაში მონაწილეობდა

29 მაისს, რუსეთის ქალაქ სტავროპოლში, საცხოვრებელ კორპუსთან აფეთქების შედეგად დაიღუპა ქალაქის მერის მოადგილე ზაურ გურციევი, რომელიც ხელმძღვანელობდა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის აღების ოპერაციის საჰაერო ნაწილს.

ინფორმაციას ამის შესახებ რუსული და უკრაინული მედია ავრცელებს.

სტავროპოლის მხარის გუბერნატორის თქმით, განიხილება „უკრაინული კვალის“ ვერსია.

გავრცელებული ცნობებით, გურციევი ქალაქ მარიუპოლის აღების ოპერაციის საჰაერო ნაწილში მონაწილეობდა.

კერძოდ, რუსული მედიის ინფორმაციით, ზაურ გურციევი ხელმძღვანელობდა რუსეთის საჰაერო ძალებისა და საჰაერო თავდაცვის საბრძოლო კონტროლის ცენტრს, რომელიც პასუხისმგებელია საჰაერო ძალებისა და სახმელეთო ჯარების ურთიერთქმედებაზე.

რას ითხოვს პუტინი ომის შეწყვეტის სანაცვლოდ – „როიტერსის“ ანონიმური წყაროები

სააგენტო „როიტერსი“ იუწყება, რომ მათთვის ცნობილი გახდა პირობები, რასაც რუსეთის პრეზიდენტი პუტინი უკრაინაში ომის შეწყვეტის სანაცვლოდ აყენებს – პუტინს უნდა, დასავლელმა ლიდერებმა წერილობით დადონ პირობა, რომ შეწყვეტენ ნატოს აღმოსავლეთისკენ გაფართოებას და მოხსნიან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ნაწილს.

„როიტერსი“ ინფორმაციას ავრცელებს სამ რუსულ წყაროზე დაყრდნობით, რომლებიც ინფორმირებულნი არიან მოლაპარაკებების შესახებ.

გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტთან, ტრამპთან ორსაათიანი სატელეფონო საუბრის შემდეგ პუტინმა განაცხადა, რომ დათანხმდა უკრაინასთან მემორანდუმზე მუშაობას, რომელიც დაადგენდა სამშვიდობო შეთანხმების კონტურებს, მათ შორის, ცეცხლის შეწყვეტის ვადებს. რუსეთი აცხადებს, რომ ამჟამად მემორანდუმის საკუთარ ვერსიას ამზადებს და წინასწარ ვერ აფასებს, რა დრო დასჭირდება ამას.

„პუტინი მზადაა მშვიდობის დასამყარებლად, მაგრამ არა ნებისმიერ ფასად“, – აქვეყნებს „როიტერსი“ ერთ-ერთი მაღალჩინოსანი რუსული წყაროს ციტატას, რომელიც იცნობს კრემლის პირველ პირებს და რომელმაც საინფორმაციო სააგენტოსთან ანონიმურობის პირობით ისაუბრა.

„სამი რუსული წყაროს თქმით, პუტინს სურს „წერილობითი“ პირობა დასავლეთის მთავარი ძალებისგან, რომ არ გააფართოონ აშშ-ის ხელმძღვანელობით NATO-ს ალიანსი აღმოსავლეთისკენ – ანუ გამორიცხოს უკრაინის, საქართველოს, მოლდოვისა და სხვა ყოფილო საბჭოთა რესპუბლიკების წევრობა“ – წერს „როიტერსი“.

რუსეთს ასევე სურს, რომ უკრაინა იყოს ნეიტრალური, მოიხსნას დასავლური სანქციების ნაწილი, მოგვარდეს/გადაწყდეს დასავლეთში გაყინული რუსული სუვერენული აქტივების საკითხი და უზრუნველყოფილი იყოს უკრაინაში რუსულენოვანი მოსახლეობის დაცვა – წერს იმავე სამ წყაროზე დაყრდნობით სააგენტო. 

„როიტერსთან“ საუბრისას ერთ-ერთი ანონიმური წყარო ამბობს, რომ თუ პუტინი ბრძოლის ველზე დაინახავდა ტაქტიკურ შესაძლებლობას, ის უკრაინაში უფრო ღრმად შეიჭრებოდა. მისივე თქმით, კრემლი თვლის, რომ რუსეთს შეუძლია იბრძოლოს წლების განმავლობაში მიუხედავად დასავლეთის მიერ დაკისრებული სანქციებისა და ეკონომიკური სირთულეებისა.

მეორე წყაროს ცნობით, პუტინი რჩება თავის საჯარო პოზიციაზე, რომლის მიხედვითაც მას სურს აღმოსავლეთ უკრაინის ოთხივე რეგიონი, რომელზედაც პრეტენზია აქვს რუსეთს.

მზია ამაღლობელის საქმის განხილვა სასამართლოში 30 მაისს განახლდება

ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 30 მაისს, 13:00 საათზე განახლდება.

მზია ამაღლობელი გამოცემების –  „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია. მას სილის გაწვნის გამო პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

მზია ამაღლობელი თითქმის 5 თვე უკანონო პატიმრობაშია.

30 მაისს სხდომაზე მოსამართლე ნინო სახელაშვილი დაცვის მხარის მოწმეებს მოუსმენს. პროკურატურის მოწმეების დაკითხვა უკვე დასრულდა.

პროკურატურა მზია ამაღლობელის საქმეზე კიდევ 8 მოწმის წარმოდგენას აპირებდა სასამართლოში, თუმცა პროკურორებმა გადაწყვიტეს, რომ სასამართლოს მიერ დამტკიცებული ნუსხით გათვალისწინებული პოლიციელების დაკითხვა საჭირო აღარ არის. პროკურატურის მიერ ჩახსნილ მოწმეებს შორის იყო, მაგალითად, პოლიციელი ვლადიმერ ჩიტაია, რომელმაც გურიის პოლიციის უფროსს უპატაკა, ჩემი ინფორმაციით, მზია ამაღლობელი „იღებდა ინსტრუქციებს“ და „თავდასხმა წინასწარ იყო დაგეგმილიო“. მის დაკითხვაზეც პორკურატურამ უარი თქვა.

მანამდე კი, სასამართლო სხდომებზე მოწმის სახით დაკითხული პოლიციის მაღალჩინოსნები ადვოკატებმა სიცრუეში ამხილეს. მაგალითად, დაზარალებულად ცნობილი ირაკლი დგებუაძის ერთმა მოადგილემ გოჩა ვანაძემ მოსამართლეს უთხრა, რომ მზია ამაღლობელი პოლიციელების შეურაცხყოფის გამო დააკავეს, მეორე მოადგილე გიორგი ბჟალავამ კი, თქვა, რომ მზია ამაღლობელი სტიკერის გაკვრის გამო დააკავეს.

ამ საქმეში დაზარალებულად ცნობილი ბათუმის პოლიციის უფროსი – ირაკლი დგებუაძე 8 მაისს დაკითხეს. ირაკლი დგებუაძემ მოსამართლეს უთხრა, რომ ტკივილი განიცადა.

  • მნიშვნელოვანი გარემოება ირაკლი დგებუაძის ჩვენებიდან: დაკითხვის დროს ირაკლი დგებუაძე იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ პოლიციელი, რომელიც მზია ამაღლობელს აგინებს და ემუქრება, თვითონ არის. „სისხლით დავიჭერ… ბო**შვილი ვიყო,” – ისმის ვიდეოში, რომელიც 12 იანვარს, მზია ამაღლობელის დაკავების მომენტს ასახავს. დაკავებულ ქალს, რომელიც ორ პოლიციელს მიჰყავს, ირაკლი დგებუაძე უკან მისდევს და აგინებს.

ირაკლი დგებუაძის მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს არაფერი არ დაუდგენია – ირაკლი დგებუაძეს მზია ამაღლობელი და პროევროპული აქციის მონაწილე სხვა პირები 2025 წლის 11 იანვრის საპროტესტო აქციაზე დაკავების შემდეგ არაადამიანურ მოპყრობასა და ძალადობაში ადანაშაულებენ.

28 აპრილს გამართულ მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომაზე კი, სასამართლომ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უკვე ყოფილი უფროსის, გრიგოლ ბესელიას ჩვენება მოისმინა. სხვა პოლიციელების მსგავსად, გრიგოლ ბესელიაც ამხილეს სიცრუეში მზია ამაღლობელის ადვოკატებმა.

მაგალითად, გრიგოლ ბესელიამ დაკითხვის დროს თქვა, რომ მზია ამაღლობელის მიმართ შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 150-ე მუხლითაც, მაშინ როცა ჩვენების მიცემის დროს – 2025 წლის 28 აპრილს მსგავსი ოქმი საერთოდ არ არსებობდა. გრიგოლ ბესელია ამჯერად უკვე კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილეა.

გრიგოლ ბესელიას ამ ჩვენებიდან 2 დღის შემდეგ – 2025 წლის 30 აპრილს პოლიციელმა ნოდარ ზენაიშვილმა [მან ცრუ ჩვენება ერთხელ უკვე მისცა მზია ამაღლობელის იმ ადმინისტრაციულ საქმეზე, რომელიც გაყალბებულია] დაწერა პატაკი მზია ამაღლობელის წინააღმდეგ.

სტიკერის გაკვრის საქმეზე მზია ამაღლობელი მოსამართლე სალიხ შაინიძემ გაყალბებული დოკუმენტების მიუხევად სამართალდამრღვევად სცნო და 2 ათასი ლარი ჯარიმა დაააკისრა. ამჯერად ისევ სტიკერის გაკვრის გამო შსს მზია ამაღლობელს ახალი მუხლით ედავებ. ამ ადმინისტრაციულ საქმეს მოსამართლე მარიანა ფომაევა 9 ივნისს განიხილავს.

უფლებადამცველების და კვალიფიციური იურისტების შეფასებით, მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარია, რადგან ბრალდება უკანონოა და სილის გაწვნა არათუ თავდასხმა არ არის, არამედ საერთოდ არ არის სისხლის სამართლის დანაშაული.

ამ თემაზე:

მზია ამაღლობელის სილა იყო სასოწარკვეთა, როცა ვერ ერევი უსამართლობას – შალვა შავგულიძე

 

როდის დაიწყებს ახალი ნაგავსაყარი ნარჩენების მიღებას – პროექტი 5 წლის წინ უნდა დასრულებულიყო

ქობულეთში, სოფელ ცეცხლაურში აშენებული ახალი ნაგავსაყარი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით „უკვე შესულია ექსპლუატაციაში“, თუმცა, კვლავ უცნობია, როდის დაიწყებს ობიექტი ნარჩენების მიღებას.

პროექტი, რომელიც, ძირითადად, უცხოელი დონორების თანხითაა დაფინანსებული, მინიმუმ 4 წლის წინ უნდა დასრულებულიყო და ნარჩენების მიღება 2021 წლის მარტიდან უნდა დაწყებულიყო. პროექტს სახელმწიფო შპს „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანია“ ახორციელებს, რომელსაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო მართავს.

რა ეტაპზეა პროექტი და როდის დაიწყებს ნარჩენების მიღებას ახალი ნაგავსაყარი? – ამ კითხვით „ბათუმელები“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაუკავშირდა.

სამინისტროს პასუხიდან ირკვევა, რომ პროექტის ფარგლებში ჯერ კიდევ არაერთი სამუშაოა ჩასატარებელი ვიდრე ობიექტი ნარჩენების მიღებას დაიწყებს. რაც შეეხება თარიღს, უცნობია.

„ეს არის საქართველოში პირველი, თანამედროვე სტანდარტების ნარჩენების მართვის ობიექტი, რომლის მშენებლობა უკვე დასრულებულია და ის უკვე შესულია ექსპლუატაციაში. პროექტის ფარგლებში, საერთაშორისო ტენდერით, შეძენილია ნაგავსაყრელის ექსპლუატაციისთვის საჭირო ტექნიკური აღჭურვილობა.

• მიმდინარეობს ბათუმსა და ქობულეთში არსებული 3 არასტანდარტული ნაგავსაყრელის კონსერვაციის პროცედურები. პროექტის ფარგლებში, საერთაშორისო ტენდერის შედეგად შერჩეული საერთაშორისო კონსულტანტი-ესპანური კომპანია, მექანიკურ-ბიოლოგიური დამუშავების ობიექტის და არასატანდარტული ნაგავსაყრელების კონსერვაციის დეტალურ დიზაინზე მუშაობს.

• მიმდინარე [2025] წელს, EBRD-ის წესებით, მყარი ნარჩენების მექანიკურ-ბიოლოგიური დამუშავების ობიექტის მშენებლობის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდება.

• პროექტის ფარგლებში, ასევე, აჭარის მუნიციპალიტეტებისთვის, დაგეგმილია სპეც.ტექნიკური საშუალებებისა და ნარჩენების შემგროვებელი კონტეინერების შეძენა.

ზემოთ აღნიშნული პროცედურების დასრულების შემდეგ, ნაგავსაყრელი დაიწყებს ფუნქციონირებას“ – მოგვწერეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან 2025 წლის 27 მაისს.

ნარჩენების მიღების დაწყებამდე კიდევ ერთი სამუშაოა ჩასატარებელი, რაზედაც სამინისტროს პასუხში არაფერია ნათქვამი.

ცეცხლაურში ახალი ნაგავსაყარის გახსნა მოითხოვს დამატებითი სადგურის მშენებლობას, რომლის ტერიტორიაზეც ბათუმ-ხელვაჩაურში, ასევე მაღალმთიან აჭარაში შეგროვებული ნარჩენები შეიკრიბება და აქედან სპეციალური მანქანებით გადაიტანენ ცეცხლაურის ნაგავსაყარზე. ეს სადგური მდინარე ჭოროხის პირას ბათუმში, სამრეწველო ზონაში უნდა ააშენონ.

ამ თემაზე: ჭოროხთან ნაგავსაყარი გაუქმდება და ნაგვის გადამტვირთი სადგური აშენდება – ნარჩენები აჭარაში

აღნიშნული სადგურის მშენებლობისთვის საჭირო დამატებით მიწის ნაკვეთს აჭარის მთავრობა ბათუმის მერიისგან ითხოვს. საკითხი ქალაქის საკრებულომ 30 მაისის სხდომაზე უნდა განიხილოს.

„ბათუმის მერიაში შემოვიდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის 2025 წლის 05 მაისის წერილი, რომლითაც მოთხოვნილია ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრირებული, აკაკი შანიძის ქუჩა N3ბ-ში მდებარე 322 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის საკუთრებაში გადაცემა, შემდგომში, მუნიციპალური ნარჩენების შუალედური გადამტვირთი სადგურის მშენებლობის მიზნით“ – აღნიშნულია განმარტებით ბარათში, რომელიც მერიამ ბათუმის საკრებულოს გადაუგზავნა.

მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა ახალი ნაგავსაყარის პოლიგონის ექსპლუატაციის პირობებშიც, რომლის მიხედვითაც გაიზარდა მისაღები ნარჩენების მოცულობა, თუმცა, შემცირდა ექსპლუატაციის ვადა.

ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, პოლიგონის უჯრედების გაფართოების გარეშე, ცეცხლაურის ნაგავსაყარი წლის განმავლობაში ადრე დაგეგმილი 75 000 ტონის ნაცვლად, 120 000 ტონამდე ნარჩენებს მიიღებს, პოლიგონის საექსპლუატაციო ვადა – 35 წელი კი, 20-22 წლამდე შემცირდება.

შპს „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანია“ არის ყოფილი შპს „ჰიგიენა 2009“, რომლის 100% წილის მფლობელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა. აჭარის მყარი ნარჩენების პროექტზე მუშაობა 2010 წელს დაიწყო, რისთვისაც 7 მილიონი ევრო სესხი და გრანტია გამოყოფილი. აქედან 3 მილიონი ევრო EBRD-ის სესხია, ხოლო 4 მილიონი ევრო – შვედეთის სახელმწიფოს გრანტი.

აჭარის მთავრობის მიერ მომზადებული 2024 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, „აჭარის მყარი ნარჩენების მართვის მომსახურების გაუმჯობესება და გაფართოებისათვის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან [EBRD] მიღებული სესხების მომსახურებისთვის, გასულ წელს გადახდილია 482 ათასი ლარი“.

ამავე ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიას“ გადაერიცხა 2 564 500 ლარი.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში ახალი ნაგავსაყარის მშენებლობაზე თურქული კომპანია Goksin Insaat მუშაობდა. 

ნახეთ ასევე სტატია „ბათუმელების“ არქივიდან:

როგორ იმუშავებს ახალი ნაგავსაყარი და რა ელის ძველს – ნარჩენების მართვა აჭარაში

 

 

 

 

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 29 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 29 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 984 940 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 050]
  • ტანკი – 10 864 ერთეული [+0]
  • ჯავშანტექნიკა – 22 645 ერთეული [+1]
  • საარტილერიო სისტემა – 28 386 ერთეული [+31]
  • MLRS – 1 397 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 171 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 372 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 336 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 37 999 ერთეული [+81]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 265 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 50 015 ერთეული [+56]
  • სპეცტექნიკა – 3 902 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 28 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 663 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 60 195 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 607 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 23 618 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 565 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 25 361 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 36 091 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთში ააფეთქეს სამხედრო, რომელიც მარიუპოლის აღების საჰაერო ოპერაციაში მონაწილეობდა

რას ითხოვს პუტინი ომის შეწყვეტის სანაცვლოდ – „როიტერსის“ ანონიმური წყაროები

გერმანია უკრაინისთვის 5 მილიარდ ევრომდე დახმარებას გამოყოფს

„ვლადიმერ პუტინს არ ესმის, მე რომ არა, რუსეთს უკვე ბევრი ცუდი რამ დაემართებოდა და ვგულისხმობ ძალიან ცუდ რაღაცებს. ის ცეცხლს ეთამაშება!”, – წერს ტრამპი თავისისვე სოციალურ ქსელ TruthSocial-ზე.

ტრამპმა თეთრ სახლში მედიასთან ასევე განაცხადა, რომ „ორ კვირაში გავიგებთ, პუტინი ნამდვილად დაინტერესებულია თუ არა სამშვიდობო პროცესით. თუ ეს ყალბია სხვაგვარი პასუხი გვექნება“.

ტრამპი: პუტინი სრულიად შეიშალა

https://batumelebi.netgazeti.ge/slideshow/574163/

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

რატომ აქვს ნასვრეტები ბათუმში, რუსთაველზე დაგებულ ახალ ფილებს – „მუჭისოდენა თუა, გამოიცვლება“

„მუჭისოდენა თუა [ნასვრეტები], გამოიცვლება“ – უთხრა „ბათუმელებს“ ბიზნესმენმა მამუკა ჟღენტმა, რომელსაც ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე დაგებული ახალი ფილების შესახებ ვკითხეთ.

ბათუმში, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია ჯერ არ დასრულებულა, თუმცა გარკვეულ მონაკვეთებზე ასფალტის საფარის დაგება, ასევე ტროტუარის მოწყობა დასრულებულია. ეს მონაკვეთი აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარემ და ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა 2025 წლის 25 მაისს გახსნეს.

მერიის მიერ გავრცელებული კადრებით „ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებმა ფეხით ძირითადად ავტომანქანების სავალ ნაწილზე დაგებულ ასფალტზე გაისეირნეს. რეაბილიტაციაც, სხვა სამუშაოებთან ერთად, აქ სწორედ ქვაფენილის აყრას და ასფალტის დაგებას გულისხმობდა.

მერიის ვიდეოკადრებში აქცენტიც სწორედ ასფალტზე იყო გადატანილი. ტროტუარებზე კი ერთი თვალის შევლებითაც ჩანს, რომ ახალდაგებულ ფილებს ბევრგან ღრმულები აქვს, ამოტეხილია, კიდეები კი – დაზიანებული.

ახალი ფილების ხარისხზე, მათ შორის, დიდი ზომის ნასვრეტებისა და ღრმულების გამო მოქალაქეებს კითხვები რომ გაუჩნდათ, ეს სამუშაოს შემსრულებელმაც იცის, თუმცა მამუკა ჟღენტი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მას დეფექტი ჯერ არ დაუფიქსირებია.

„ეს არის ტრავერტინი, ბუნებრივი ქვა, ნასვრეტები არის ბუნებრივი, თვითონ ქვის სტრუქტურაა ასეთი. დიდი თუა ეს [ნასვრეტი] და ქვას რთული სიტუაცია თუ აქვს, ეს გამოიცვლება. არც უნდა იყოს დიდი ნასვრეტებით – შეიძლება ხელოსანს გამოეპარა სადმე დაგების დროს.

რამდენიმე ფოტო დაიდო – 4 ფილის ფოტოსურათი, მაგრამ ჯერ უნდა მაჩვენოს ვინმემ, სად არის? მილიონ ფილაში სად უნდა ვეძებო ასეთი ფილა?“ – გვიპასუხა მამუკა ჟღენტმა. ის კომპანია „ბონდი 2009“-ის დაკვეთით, ქვეკონტრაქტის საფუძველზე მუშაობს.

ახალი ფილები ბათუმში, რუსთაველის ქუჩა – 28.05.2025

კომპანია „ბონდი 2009-სა“ და ბათუმის მერიის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამმართველოს შორის ხელშეკრულება 2025 წლის თებერვალში გაფორმდა. ბათუმში გოგებაშვილისა და შოთა რუსთაველის ქუჩების რეაბილიტაციის სამუშაოებისთვის ილია ჭავჭავაძის ქუჩიდან პეტრე მელიქიშვილის ქუჩამდე  ბიუჯეტიდან სულ 12 მლნ 518 999 ლარი დაიხარჯება.

ამ ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული ტროტუარების სამშენებლო სამუშაოებიც.

ტროტუარის ფილებზე რა ზომის ნასვრეტებია დასაშვები? – სამუშაოს შემსრულებელი ამბობს, რომ ამ კუთხით ტექნიკური ინსტრუქცია არ არსებობს:

„მერიამ რომ არ მომთხოვოს, მე თვითონ შევცვლი, დიდი თუ არის, არ სჭირდება ამას მერიის მოთხოვნა. პატარ-პატარა ნასვრეტები ვერ გამოიცვლება, რადგან მაშინ ტრავერტინი არ უნდა გამოვიყენოთ საერთოდ. მთავარია, არ იყოს დიდნასვრეტებიანი ქვები.“

ახალი ფილები ბათუმში, რუსთაველის ქუჩა – 28.05.2025
ახალი ფილები ბათუმში, რუსთაველის ქუჩა – 28.05.2025

ჯერ ფილების დაგება დასრულებული არ არის და არც მერიას ჩაუბარებია სამუშაოები. როგორ უნდა შემოწმდეს შესრულებული სამუშაოს ხარისხი? – ვკითხეთ ბათუმის მერიის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამმართველოს. უწყების პრესცენტრში ინფორმაციის მოწოდებას დაგვპირდნენ, თუმცა საბოლოოდ აქ არავინ გვიპასუხა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით,  „საპროექტო გზის ორივე მხარეს ეწყობა ცვალებადი სიგანის ტროტუარები, რომლებზეც პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია ტრავერტინისა და ბაზალტის ფილების 70/30% კომბინირებული საფარის მოწყობა 4 სმ სისქით, 10 სმ სისქის ქვიშა-ცემენტის ხსნარზე და 12 სმ სისქის ფრაქციული ღორღის საფუძველზე“.

ახალი ფილები ბათუმში, რუსთაველის ქუჩა – 28.05.2025
ახალი ფილები ბათუმში, რუსთაველის ქუჩა – 28.05.2025
ახალი ფილები ბათუმში, რუსთაველის ქუჩა – 28.05.2025
ახალი ფილები ბათუმში, რუსთაველის ქუჩა – 28.05.2025

რუსთაველის ქუჩის მონაკვეთი [მელიქიშვილის ქუჩიდან თავდადებულის ქუჩამდე] გახსნილია, თუმცა ამ ეტაპზე გადაკეტილი რჩება რუსთაველის ქუჩა – მელიქიშვილიდან გრიბოედოვამდე მონაკვეთში. ოფიციალური ინფორმაციით ეს მონაკვეთიც მაქსიმუმ 15 ივნისამდე უნდა გაიხსნას.

სამუშაოები, რომელიც ბაქოს ქუჩიდან შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩამდე გზების რეაბილიტაციას ითვალისწინებს, შემოდგომაზე გაგრძელდება.

სამუშაოებზე ქალაქის ბიუჯეტიდან ჯამში 22 მილიონი ლარი დაიხარჯება.

„აშშ დაეყრდნობა პირველ რიგში მოსახლეობის სურვილს“ – რატომ არ შეხვდა ივანიშვილი ელჩს

დღეს, 28 მაისს, აშშ-ს საელჩომ თბილისში განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ელჩ დანიგანთან შეხვედრაზე, სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა. საელჩოს განცხადებას დღესვე გამოეხმაურა ივანიშვილი, რომელმაც კვლავ ახსენა „ფული“ და „შანტაჟი“.

რეალურად, რაზე თქვა ივანიშვილმა უარი და რატომ? – ამ თემაზე „ბათუმელები“ საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევარს, შოთა კაკაბაძეს ესაუბრა.

  • ბატონო შოთა, თქვენი აზრით, რატომ თქვა უარი ივანიშვილმა ამ შეხვედრაზე და რა შეიძლება ყოფილიყო ამ გზავნილში?

უარი რატომ თქვა, რთულია თქმა, თუმცა ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ივანიშვილმა უარი თქვა აშშ-ის წარმომადგენელთან შეხვედრაზე. როცა სანქციების საკითხი განიხილებოდა სახელმწიფო დეპარტამენტში, მაშინაც არ შეხვდა ივანიშვილი სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს.

შეიძლება უბრალოდ სპეკულაციებია, პოლიტიკიდან გაწევა უნდა, ან არ აქვს რეალურად შესათავაზებელი არაფერი აშშ-ისთვის, ზუსტად ვერ გეტყვით.

  • ამ განცხადებაში ნახსენები იყო ფრაზა -„ ურთიერთობის გადატვირთვა“, რის ხარჯზე შეიძლება გადაიტვირთოს ეს ურთიერთობა „ოცნებასა“ და აშშ-ს შორის?

„მეგობარ აქტში“, რომელიც ორპარტიულად არის მხარდაჭერილი კონგრესში და სავარაუდოდ მალე სენატშიც გავა, დეტალურად არის გაწერილი ის ნაბიჯები, რა ნაბიჯებიც უნდა გადადგას „ქართულმა ოცნებამ“ იმისთვის, რომ ეს ურთიერთობა გაუმჯობესდეს. ანუ კონკრეტული ინსტრუქცია არსებობს და თუ გააკეთებს „ოცნება“ იმას, რასაც აშშ მოელის, მაშინ გადაიტვირთება ურთიერთობები.

  • „მეგობარი აქტი“ ითვალისწინებს იმას, რომ საქართველო დაუბრუნდეს დემოკრატიულ განვითარებას, გაუქმდეს რეპრესიული კანონები და შეწყდეს მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების დევნა. ამის გაკეთება არ უნდა ივანიშვილს?

რა თქმა უნდა, „მეგობარი აქტი“ ითვალისწინებს იმ სწრაფად მზარდი ავტორიტარიზმიდან უკან შემობრუნებას, რაც ბოლო რამდენიმე თვე განსაკუთრებით სახეზეა.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ აქ სახეზეა ჩინური და რუსული გავლენების ზრდა, რაც ასევე აშფოთებს აშშ-ს და ამ გავლენების შემცირებაც არის ერთ-ერთი ფუნდამენტი ამისთვის.

  • ჩვენ ვნახეთ კობახიძის განცხადებები იმასთან დაკავშირებით, როგორ ელოდა ტრამპის გამოხმაურებას ოფიციალურ წერილზე, მაგრამ როცა ვერ მიიღო პასუხი, არ დაუმალავს უკმაყოფილება. თუ „ოცნებისთვის“ ასეთი მნიშვნელოვანი იყო აშშ-ს რეაქცია, მაშინ რატომ გაუშვეს ეს შესაძლებლობა ხელიდან?

აქ ორი ამბავია. ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ აშშ-ში ძალიან კარგად იციან რეალურად ძალაუფლების ცენტრი სად არის საქართველოში. ამიტომ, მათი კომუნიკაცია მიდის ივანიშვილთან და არა კობახიძესთან ან „ოცნების“ სხვა წარმომადგენლებთან.

ბევრად უფრო მარტივია პირდაპირ ელაპარაკო ივანიშვილს, ვიდრე სხვა ადამიანის გავლით, რომელიც შუამავალი უნდა იყოს ივანიშვილთან.

გარდა ამისა, მეორე მნიშვნელოვანი მესიჯიცაა აქ – ლეგიტიმაციის საკითხი, რომელიც დღემდე არ არის ბოლომდე მოგვარებული არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ. ამ საკითხსაც გარკვეულწილად ღიად ტოვებს ის, რომ პრემიერ-მინისტრის მაგივრად ბიძინა ივანიშვილთან კომუნიკაციის მცდელობა იყო.

  • ეს უარი ან გაჯიუტება ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილმა გადაწყვიტა აღარ დააბრუნოს ქვეყანა დასავლურ გზაზე და შეთანხმებულია კრემლთან საბოლოოდ, თუ რა პოზიციაზე რჩება ის, კრიზისიდან გამოსვლას არ ცდილობს?

ლოგიკა და რაციონალური ახსნა ივანიშვილთან მიმართებით ცოტა რთულია, იმიტომ, რომ თუ ლოგიკას გავყვებით, ამ შემთხვევაში „ქართული ოცნება“ სულ სხვანაირად უნდა იქცეოდეს, მაგრამ რუსული კანონის მეორეჯერ შემობრუნება, ევროკავშირთან მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან მოხსნა და ასე შემდეგ, რაციონალურ საქციელში არ ჯდება, ამიტომ რთულია ავხსნა, რა პირადი მოტივები ამოძრავებს ივანიშვილს.

შეიძლება უბრალოდ ნიშნავდეს იმას, რომ უნდა ირაკლი კობახიძეს გადააბაროს პასუხისმგებლობა მთლიანად და თუ აშშ-თან ურთიერთობა საბოლოოდ არ დალაგდა, ხელს შეაწმენდს მერე ირაკლი კობახიძეს და იტყვის – „მე არაფერ შუაში ვარ“.

შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ პოლიტიკიდან გაწევა უნდა საერთოდ და ამიტომ ამისამართებს იქეთ.

  • წერილში, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დღეს, 28 მაისს, საელჩოს განცხადების საპასუხოდ გამოაქვეყნა, ისევ საუბარია მის ფულზე, ამ ფულით შანტაჟზე და ასე შემდეგ.

ახალი არაფერი უთქვამს ივანიშვილს ამ წერილით. რაც უკრაინის ომი დაიწყო, 2022 წელს, იმის შემდეგ სულ იმეორებს, რომ დასავლეთი აშანტაჟებს. რა შეიძლება იდგეს ამის უკან, მხოლოდ ვარაუდის დონეზე შეიძლება ვთქვათ, რომ ალბათ დასავლეთთან ვაჭრობს საკუთარ უსაფრთხოებაზე და იმაზე, რომ სურს ხელისუფლებაში დარჩენა.

ალბათ ამის ნაწილია ეს საჯარო პინგპონგი.

  • როგორ ფიქრობთ, სანამ „მეგობარი აქტი“ შევა ძალაში, მანამდე უნდოდა ამერიკას მოესინჯა ივანიშვილთან პოზიციები?

საერთოდ, დასავლეთში აინტერესებთ რა უნდა „ქართულ ოცნებას“, რადგან ერთი მხრივ, იძახის, რომ ევროკავშირში წევრობა უნდა, საარჩევნო კამპანიაში ევროკავშირის დროშას იყენებს, ყრილობა როცა ჰქონდათ, ევროკავშირის დროშის ფონზე აირჩიეს თავმჯდომარე, დამოუკიდებლობის დღისადმი ღონისძიებაზე ევროკავშირის დროშა გამოიტანეს, მაგრამ მეორე მხრივ, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დასავლეთთან ურთიერთობა მაქსიმალურად გაიფუჭონ.

იძახიან, რომ აშშ-თან უნდათ ურთიერთობების გადატვირთვა, მაგრამ მეორე მხრივ, რაღაც სასწაულ განცხადებებს აკეთებენ, რომ ელჩს უნდოდა აღლუმზე მისვლა, მაგრამ „დიფ სთეითმა“ არ მიუშვა და ასე შემდეგ.

  • და რას უკავშირდება მათი ასეთი ურთიერთსაწინააღმდეგო ქმედებები, თქვენი აზრით?

რა უნდათ, ეს პირველ რიგში ივანიშვილთან არის გასარკვევი. იმიტომ, რომ ის არის რეალურად მთავარი ძალაუფლების წყარო ამ ქვეყანაში.

  • თუ ვეღარ მოხდება საერთო ენის გამონახვა დასავლეთსა და ივანიშვილს შორის, მაშინ აშშ-ის პოლიტიკა როგორ შეიძლება წარიმართოს, რას დაეყრდნობა დასავლეთი, როცა საქართველოსთან დაკავშირებით მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება?

საქართველო მაინც მნიშვნელოვანი რეგიონული აქტორია დასავლეთისთვის, მნიშვნელოვანი პოზიცია უკავია, ამიტომ დასავლეთი საქართველოს ასე მარტივად არ დაკარგავს, მაგრამ დაეყრდნობა პირველ რიგში მოსახლეობას, ხალხს და იმ სურვილს, რა სურვილიც მოსახლეობაში არსებობს.

განსხვავებით ბელარუსისგან ან აზერბაიჯანისგან, სადაც ევროკავშირი და დასავლეთი ზოგადად, მზად არის თვალი დახუჭოს ადამიანის უფლებების შელახვაზე, მზად არის თვალი დახუჭოს იმაზე, რომ ალიევს ერთპიროვნული მმართველობა აქვს, სადაც ოჯახური დინასტიაა ფაქტობრივად ჩამოყალიბებული, განსხვავებით საქართველოსგან, სადაც გვქონდა ჰიბრიდული რეჟიმები, მაგრამ ჯერ-ჯერობით გვაქვს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და არსებობს მოსახლეობის დიდი მხარდაჭერა დასავლეთთან ინტეგრაციის. 

ამიტომ ამას ითვალისწინებს დასავლეთი, რადგან საზოგადოება საქართველოში ბევრად უფროა დასავლეთის ნაწილი, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ამ ეტაპზე რუსულ პოლიტიკას ატარებს.

  • გრანტების შესახებ რეპრესიული კანონში ცვლილების შეტანა დაგეგმეს, რადგან აღარ უნდათ რეპრესიული მიდგომა გაავრცელონ ერაზსმუს+-ის პროგრამაზე, ასევე „ჰორიზონტ ევროპა“-ზე, რომელიც მეცნიერებას აფინანსებს. რას ცდილობენ ამით?

„ქართული ოცნება“ უბრალოდ გამოუვალ მდგომარეობაშია იმ თვალსაზრისით, რომ ღიად პრორუსული ვერ იქნება, რადგან ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არსებობს ოკუპირებული ტერიტორიები და ამ პრობლემას გვერდს ვერ აუვლიან, რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობას ვერ დაალაგებენ, სანამ რუსეთის საელჩო დგას აფხაზეთში და სამაჩაბლოში.

ამიტომ უნდათ – არ უნდათ, რჩება დასავლეთი, მით უმეტეს, რომ საზოგადოებაში ამხელა მხარდაჭერა აქვს დასავლეთს.

და ამას ემსახურება საგანმანათლებლო პროგრამებში ურთიერთობების გაგრძელებაც.

საბოლოო ჯამში, რუსული კანონიც, ე.წ „ფარაც“, ერთ მიზანს ემსახურება რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეინარჩუნოს ძალაუფლება და ამისთვის საჭიროა მოაშორონ ის აქტორები, რომლებიც დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე მუშაობენ და ასრულებენ დამკვირვებლის როლს.

  • თუ აქ რუსეთის ფაქტორია და ის ცდილობს საქართველო მოაქციოს თავისი გავლენის ქვეშ საბოლოოდ, რა ვითარებას ვიღებთ დასავლეთთან გაყინული ურთიერთობებით? რა პროცესში შედის ქვეყანა?

თუ დასავლეთთან ვერ მიდიხარ და ვერც რუსეთთან ურთიერთობას ვერ აღადგენ, მაშინ გრჩება ჩინეთი და „ოცნება“ ცდილობს ჩინეთით დააბალანსოს დასავლეთი. თუმცა დასავლეთის ჩინეთით შეცვლა ასე მარტივი არ იქნება საზოგადოების განწყობებიდან გამომდინარე. ამიტომ გამოსავალი უნდა მოიძებნოს.

როგორი იქნება გამოსავალი, ეს დამოკიდებულია იმაზე, „ქართული ოცნება“ კიდევ რამდენად შევა კონფრონტაციაში საკუთარ მოსახლეობასთან. თუ დამძიმდება კრიზისი, ამის განმუხტვაც ბევრად უფრო მძიმე იქნება. თუ ადრე წამოვა „ქართული ოცნება“ დათმობაზე, ნაკლებად მტკივნეული იქნება ამ კრიზისის განმუხტვა.

შეიძლება ამ სანქციებმა ისე იმოქმედოს სახელმწიფოზე, რომ უბრალოდ ჩამოიშალოს ის ძირითადი ინსტრუმენტები, რაზეც დგას დღეს „ოცნება“, იქნება ეს პროკურატურა, სასამართლო და თუ ასე შემდეგ.

მოსამართლეს რომ ბანკის ბარათი აქვს დაბლოკილი, მაინც და მაინც სასიამოვნო არ უნდა იყოს არც მისთვის და არც მისი ოჯახის წევრებისთვის, თუ ეს მათზეც ვრცელდება.

ამიტომ, ერთი გამოსავალი ალბათ ეს არის და მეორე, ბელორუსიასავით შეიძლება ჩამოყალიბდეს, სადაც იქნება ერთპიროვნული მმართველობა და ვისაც არ მოსწონს რეჟიმი, შეუძლია წავიდეს ქვეყნიდან.

იმასაც გააჩნია უკრაინაში ომი როგორ დამთავრდება და ასე შემდეგ – ბევრ ფაქტორზეა ეს პროცესი დამოკიდებული.

ხულოს საკრებულოში ოპოზიციონერებს ფრაქციის შექმნაზე უარი უთხრეს – დავა სასამართლოში

ხულოს საკრებულომ ოპოზიციონერ წევრებს ფრაქციის შექმნაზე უარი უთხრა. საკრებულოს წევრებს ფრაქციის შექმნის უფლებას კანონი აძლევს.

ხულოს მოქმედი საკრებულოს სამ წევრს: ბესიკ შაინიძეს პარტიიდან „ლელო“, ზაზა ვანაძეს „სტრატეგია აღმაშენებელი“ და მინდია რიჟვაძეს „გახარია საქართველოსთვის“ ფრაქციის შექმნა 2024 წლის ბოლოს გადაუწყვეტიათ, მას შემდეგ, როცა გახარიას თანაგუნდელი უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გახდა და ოპოზიციური ფრაქცია დაიშალა.

ხულოს საკრებულომ ახალი ფრაქციის რეგისტრაციაზე 2024 წლის 23 დეკემბერს უარი თქვა.

დღეს, 28 მაისს, ამ საქმის განხილვა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში მოსამართლე ნუგზარ მგელაძემ დაიწყო. საქმის განხილვა რამდენიმე დღით გადაიდო.

ხულოს საკრებულომ ოპოზიციონერებს ფრაქციის შექმნაზე უარი იმ საკანონმდებლო ნორმის მიხედვით უთხრა, რომლის მიხედვითაც „ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს უფლება არ აქვთ, შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია“.

სარჩელიდან ირკვევა, რომ ხულოს საკრებულოს უმრავლესობა იმ არგუმენტს დაეყრდნო, რომ წინასაარჩევნოდ „სტრატეგია აღმაშენებელი“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად კოალიციაში გაერთიანდა, „ნაციონალურ მოძრაობას“ კი, აქვს ფრაქცია ხულოს საკრებულოში.

ახალი ფრაქციის შექმნის მსურველების განმარტებით კი, ხულოს საკრებულოს ამგვარი განმატება დაუსაბუთებელი და უკანონოა, რადგან „სტრატეგია აღმაშენებელი“ ცალკე პარტიაა და საარჩევნო მიზნებისთვის მისი სხვა პოლიტიკურ ძალასთან გაერთიანება არ ნიშნავს იმას, რომ ეს პარტია აღარ არსებობს, ან იმას, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ პარტიულად „ნაციონალური მოძრაობა“ გახდა.

იმის გამო, რომ თვითთმმართველობის მორიგი არჩევნები ახლოვდება, სარჩელის ავტორებმა სასამართლოს დრობითი განჩინების მიღებას სთხოვენ, რომლის მიხედვითაც ხულოს საკრებულოს ახალი ფრაქციის დარეგისტრირება შეიძლება დაევალოს.

„ქართული ოცნება“ ოპოზიციას უტევს ყველა მხრიდან, ცდილობს, რომ შეგვავიწროვოს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ბესიკ შაინიძემ, ხულოს საკრებულოს წევრმა პარტიიდან „ლელო“, – „ფრაქცია არის საშუალება, რომ დაესწრო ბიუროს სხდომებს და გაიტანო სხვაადსხვა აქტუალური საკითხი.

ამათ არ აწყობთ ოპოზიციის აქტიურობა, რადგან გამოაშკარავდება მათი საქმიანობა – კორუფციის რისკები,“ – ამბობს ბესიკ შაინიძე.

რა დასაბუთებით ეუბნება ხულოს საკრებულო სამ ოპოზიციონერს ფრაქციის შექმნაზე უარს? – ხულოს საკრებულოში კომენტარზე უარი გვითხრეს.

გუნბა: აფხაზეთი რესპუბლიკის სტატუსის საკითხზე საქართველოსთან მოლაპარაკებებს არ აპირებს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ რუსულ პროპაგანდისტულ მედია „ტასსთან“ ინტერვიუში თქვა, რომ აფხაზეთი არ აპირებს საქართველოსთან რესპუბლიკის სტატუსის საკითხზე მოლაპარაკებების გამართვას. ამავდროულად მან აღნიშნა, რომ აფხაზეთი საქართველოსთან მშვიდობიან თანაარსებობას ცდილობს.

„საქართველო, რა თქმა უნდა, უნდა შეეგუოს იმ ფაქტს, რომ აფხაზეთმა აღადგინა დამოუკიდებლობა და ამ გაგებით ჩვენ არ გვაქვს არანაირი გეგმა ჩავატაროთ მოლაპარაკებები ჩვენი რესპუბლიკის სტატუსის საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ ამას უნდა შევეგუოთ.

ჩვენ გვინდა მეგობრულად ვიცხოვროთ ჩვენს ყველა მეზობელთან, მათ შორის საქართველოსთანაც. რა თქმა უნდა, ეს ძალიან რთული გზა იქნება, მაგრამ ეს ცნობიერება უნდა მოვიდეს. ჩვენ არ ვაპირებთ დასახული გზიდან გადახვევას“, – თქვა მან.

2025 წლის 12 მაისს გუნბამ რუსულ მედიასთან განაცხადა, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო აღიარებს რეალობას და ხელს მოაწერს ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას, შესაძლებელი იქნება სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგი.

ამავე თემაზე:

გუნბა რუსულ ძალებს აფხაზეთში „მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტს“ უწოდებს

 

„აქედან გამოსვლა ძალიან რთული იქნება „ოცნებისთვის“ თვითდაზიანების გარეშე“ – ინტერვიუ

„ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების ყველა ქმედებას, რამაც გამოიწვია დემოკრატიის უკუსვლა“- განაცხადა 26 მაისს სამმა ევროპელმა ლიდერმა „ოცნების“ პოლიტიკაზე. საფრანგეთის პრეზიდენტის – ემანუელ მაკრონის, პოლონეთის პრემიერ-მინისტრის – დონალდ ტუსკისა და გერმანიის კანცლერის – ფრიდრიხ მერცის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს განცხადება გზავნილია ქართველი ხალხისათვის.

რა იკითხება მაკრონის, მერცისა და ტუსკის ერთობლივქ განცხადებაში? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ესაუბრა „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ [GIP] პოლიტიკის მკვლევარს, ნინო სამხარაძეს.

  • ქალბატონო ნინო, გარდა იმისა, რომ ამ განცხადებაში ევროპელი ლიდერები მკვეთრად ემიჯნებიან „ოცნების“ პოლიტიკას, ასევე ნათქვამია, რომ „საჭიროა ახალი რეფორმები“, რომ ხელისუფლებამ უნდა გამონახოს ხალხთან დიალოგის გზა. როგორ შეიძლება ეს წავიკითხოთ? ის, რომ ევროკავშირის ლიდერები აზრს ვერ ხედავენ „ქართულ ოცნებასთან“ კომუნიკაციაში, თუ ჯერ კიდევ იტოვებენ რაღაც იმედს, რომ შესაძლოა „ოცნებამ“ დაიხიოს უკან?

ამ ეტაპისთვის მინიმუმ ამ ფორმის „ქართულ ოცნებასთან“ საერთოდ არ არის დღის წესრიგში ურთიერთობების არც ერთ დონეზე გაღრმავება ან წინსვლა. ამ განცხადებიდან ეს ძალიან კარგად ჩანს და ეს არ არის მხოლოდ შიდა დემოკრატიული ძალების სასურველი ფიქრი.

ეს არის მნიშვნელოვანი დიპლომატიური ჟესტი და გზავნილი, რომელიც არის როგორც თავად „ქართული ოცნებისთვის“, ასევე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ახლა იბრძვიან იმისთვის, რომ საქართველოს დემოკრატიზაციის პერსპექტივა შენარჩუნდეს მაგიდაზე.

ნინო სამხარაძე

ფაქტია, რომ ამ ფორმის „ქართულ ოცნებასთან“ მაღალი დონის ურთიერთობები – პოლიტიკური, დიპლომატიური, ინტეგრაციული და სხვადასხვა განზომილების ურთიერთობები ჩემი აზრით, არ შედგება.

აქვთ თუ არა იმედი ევროპელ ლიდერებს, რომ „ქართული ოცნება“ რაიმე ტიპის ტრანსფორმაციას განიცდის, ამაზე საბოლოო პასუხი ნამდვილად არ მაქვს, მაგრამ ჩვენც შეგვიძლია, შიდა დემოკრატიულმა ძალებმა ვივარაუდოთ, რომ ეს იმედი მათ უბრალოდ არ უნდა ჰქონდეთ, გამომდინარე იმ სიღრმიდან, რა სიღრმეშიც შეტოპილი აქვს უკვე პარტიას.

აქედან უკან გამოსვლა ტექნიკურად იქნება ძალიან რთული თავად „ქართული ოცნებისთვის“, თვითდაზიანების გარეშე.

ამიტომ ამ იმედს არ გავუგზავნიდი ევროპელ ლიდერებს, როგორც პროცესებზე დამკვირვებელი და ანალიტიკოსი.

  • მაშინ რატომ ახსენეს რეფორმები და დიალოგი საზოგადოებასთან, თუკი დამწვარია ყველა ხიდი „ოცნებასა“ და საზოგადოებას შორის. უბრალოდ დიპლომატიური ჩანართი იყო?

ეს ძირითადად უფრო არის სცენარი საქართველოს მოსახლეობისთვის, კონკრეტულად „ქართული ოცნებისთვის“. ამ მოცემულობაში ვერცერთი ევროპელი ლიდერი თავს უფლებას ვერ მისცემს და დარწმუნებული ვარ, არც სამომავლოდ მისცემენ თავს უფლებას, რომ პირდაპირ, თუნდაც რაიმე ტიპის გამოსავალი შესთავაზონ, როგორც თავად პარტიას, ასევე საზოგადოებას. მე ვგულისხმობ, მაგალითად, ხელისუფლების შეცვლას და ეს განზომილება თავიდან იქნა აცილებული ამ ფორმულირებით. დიალოგისკენ მოწოდებას ვგულისხმობ.

თუმცა დიალოგის რეალისტურობა აქ უკვე ჩვენი – პროევროპული და პროდემოკრატიული ძალების გასაზომია, როცა ვუპირისპირდებით ისეთ ძალას, როგორიცაა „ქართული ოცნების“ ტიპის ანტიდემოკრატიული და ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილი ძალა.

ეს პასუხისმგებლობა ერთგვარად ხალხზე გადმოიტანა ევროპული ლიდერშიფის ამ ერთობამ, ვიდრე ვთქვათ, თავად აიღო თავისთავზე, რომ რაიმე უფრო მძლავრი, რადიკალური ცვლილების შესახებ მოწოდება გაეკეთებინათ ასეთ მნიშვნელოვან განცხადებაში.

  • იოტისოდენა მცდელობაც კი, რომ უნდა „ქართულ ოცნებას“ საზოგადოებასთან რაიმე ფორმით დიალოგის აღდგენა, რაიმეში ჩანს?

„ქართული ოცნების“ ნაბიჯებს თუ შევხედავთ, ამის არათუ მცდელობა არ ჩანს, არამედ დღითი დღე ვხედავთ გაუარესებულ პირობებს, რასაც ქმნის პარტია.

აქედან გამომდინარე თუნდაც ის პასუხი, რა პასუხიც დააბრუნა ირაკლი კობახიძემ, მიუთითებს ზუსტად იმაზე, რომ ამ მოწოდებებიდან არცერთი განზომილების პათოსს არ იზიარებენ, არც რეფორმების განახლებას, რა დონის უტოპიურადაც არ უნდა ჟღერდეს, არც დიალოგს, არც გადაჭარბებული ძალადობის გამოძიებას და ასე შემდეგ. არცერთი მიმართულებით არავითარი რეფლექსიური, კრიტიკული ფიქრის ნიშანი არ ჩანს პარტიიდან.

ჰიპოთეზურად, ცხადია, შესაძლებელია დიალოგიც, უკიდურეს შემთხვევაში, როგორც ბოლო სცენარი, თუმცა ამისთვის იმდენად ბევრი პირობა უნდა შეასრულოს ჯერ „ქართულმა ოცნებამ“, რადგან ის ნეგატიური დღის წესრიგი, რაზეც ისინი ხშირად აპელირებენ, თავად პარტიასავე შექმნილია. ასევე, პარტიამ რეპუტაციულად თვითდამაზიანებელი ნაბიჯი უნდა გადადგას იმისთვის, რომ მან შეიქმნას ლეგიტიმაცია დიალოგში შემოსასვლელად.

  • რომელი ნაბიჯი იქნება მათთვის იმაზე მეტად თვითდამაზიანებელი, ვიდრე ახლა რასაც აკეთებენ?

რეპუტაციულად თვითდამაზიანებელ ნაბიჯებში ვგულისხმობ საკუთარი ამომრჩევლის წინაშე ისეთ ნაბიჯებს, რომელიც მიემართება, მაგალითად, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, რადგან ამ დრომდე პოლიტპატიმრები „ქართული ოცნების“ პროპაგანდაში მიჩნეული არიან დამნაშავე კრიმინალებად და დღევანდელ განცხადებებშიც კი „ოცნების“ ცალკეული ლიდერებისგან ვხედავთ კონფრონტაციულ, აგრესიულ, უსამართლო გამართლებას მათი ნაბიჯების. შესაბამისად, ამ გამართლების უკან წაღება საკუთარი ამომრჩევლის წინაშე არის თვითდამაზიანებელი.

  • ისიც ხომ თვითდამაზიანებელია, არაღიარებას რომ მიაღწიეს თავიანთი პოლიტიკით, მოატყუეს თავიანთი ამომრჩეველი როცა უთხრეს, რომ „მშვიდობით “ მიჰყავდათ ევროპაში. ამიტომ მათი ამომრჩეველი მაინც და მაინც პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე განაწყენდება?

ამ შემთხვევაში ალბათ თავად „ქართულმა ოცნებამ“ უნდა იფიქროს, მისთვის რა არის წონიანი – მისი არსებობა-არარსებობის ფორმალური საკითხი თუ საკუთარი ამომრჩევლის წინაშე სისუსტის გამოჩენა.

საბოლოოდ, ძალაუფლების კონსოლიდაცია, ფაქტია, რომ ისეთ მკვეთრად ძალადობრივ მექანიზმებზეა დაშენებული, როგორიც არის, მაგალითად, გაურკვეველი საპოლიციო მოქმედებები, გაურკვეველი სადაზვერვო მოქმედებები, რეფორმები და ინსტიტუციური ნაბიჯები – უსამართლო სასამართლო, პროკურატურასთან და ცრუმოწმეების იდეასთან დაკავშირებული მექანიზმები და ამ ყველაფერში იმდენად გახლართულია დღეს „ქართული ოცნება“, რომ არ ვარ დარწმუნებული მათ თვითლიკვიდაციის გარეშე შეძლონ აქედან გამოსვლა.

თუ „ქართულ ოცნებას“ პროევროპელი ამომრჩეველი აქამდე ჰყავდა, ახლა უკვე დაკარგული ჰყავს, მაგრამ, ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მას მიმხრობილი ჰყავს ამომრჩევლის ახალი ტალღა, ერთი მხრივ ნეიტრალური და მეორე მხრივ – კონსერვატიულად განწყობილი ამომრჩევლის სახით.

ზუსტად არ ვიცით ეს რაოდენობრივად ხალხის რა ნაწილია, რადგან საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა პროევროპულად არის განწყობილი, უბრალოდ ეს პროევროპულობა რამდენად არის ძალა იმისთვის, რომ ძალადობრივი პარტია გადაქაჩო, ამ ეტაპზე ჩემთვის უცნობია.

ევროპელი ლიდერებისთვის დემოკრატიული გარემოს შექმნა იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ დემოკრატიულ გარემოს ამ ტიპის პარტია უბრალოდ ვერ გადაურჩება.

  • ასევე გავრცელდა აშშ-ს თავდაცვის სადაზვერვო სააგენტოს ინფორმაცია გლობალური უსაფრთხოების შეფასებაზე, სადაც საქართველოს ნაწილში წერია, რომ „თითქმის უეჭველად აქვს გამიზნული რუსეთს საქართველოს დაბრუნება თავისი გავლენის ქვეშ“. თუკი კრემლი ცდილობს ყველაფრის ფასად დააბრუნოს საქართველო თავისი გავლენის ქვეშ, ასეთ შემთხვევაში საზოგადოება რამდენად მოახერხებს მარტო, საკუთარი ძალებით კრემლის დამარცხებას?

საზოგადოების ძალის შეუფასებლობა ნებისმიერი აქტორის მხრიდან ძალიან სერიოზული შეცდომა იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ვიზუალურად შეიძლება ეს პროტესტი შემცირებულად ჩავთვალოთ. ეს შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ პროტესტი, აგრესია იხარშება სადღაც სხვაგან და ერთ მშვენიერ დღეს, ეს შეიძლება ძალიან სერიოზულ ფასად შეიძლება დაუჯდეს „ქართულ ოცნებას“, ქვეყნის შიგნით.

კარგი რაც არის ამ ანგარიშის გამოქვეყნებით, არის ის, რომ საზოგადოებამ უნდა იგრძნოს, რომ ის მარტო არ არის, აქ უკვე ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ერთი მხრივ ვაშინგტონის ყურადღება, მეორეს მხრივ თუნდაც ასეთი სამკუთხედი განცხადებები, როგორიც იყო მაკრონის, შოლცის და მერცის, რომელიც ადასტურებს იმას, რომ ეს კონკრეტული რეგიონი ჯერ კიდევ არის ინტერესის სფერო ამ სახელმწიფოებისთვის.

რა წამსაც საქართველო, როგორც ინტერესის სფერო, დაიკარგება დასავლეთისთვის, მაშინ შეგვიძლია იმაზე საუბარი, რომ მარტოა საზოგადოება დარჩენილი რუსეთის საფრთხის წინაშე და ცხადია, ჩვენი ძალებიც ამ შემთხვევაში მცირდება.

თუმცა ამ ეტაპზე საპირისპირო უფრო ჩანს და ამაზე დავამყაროთ ჩვენი იმედები და ჩვენი სტრატეგია. დასავლეთის პოზიციაზეცაა დამოკიდებული საზოგადოების გამარჯვება, მის სტრატეგიაზე, მიდგომაზე, რომ შეინარჩუნოს საქართველო სანდო მოკავშირედ.

ამ სანდოობას „ქართული ოცნება“ ამ ეტაპზე არათუ ვერ უზრუნველყოფს, საპირისპიროს აკეთებს.

ქვეყნის შიგნით, პირველ რიგში ხალხია ამის გარანტორი და მეორე მხრივ, პროევროპული ოპოზიციური ფლანგი ამ მიმართულებით კიდევ უფრო გააქტიურდება.

  • როგორც ვიცით, 31 მაისს, მეორე რუსული კანონი – „ფარას“ ამოქმედდება. თქვენი აზრით, როგორ იმოქმედებს ახალი რეპრესიული კანონი საზოგადოებრივ წინააღმდეგობებზე?

ცხადია, რომ 1 ივნისიდან ლეგალურად დასუსტდება ის ფლანგი, რომელიც ერთ-ერთი სასიცოცხლო უჯრედია დემოკრატიზაციის, მაგრამ ამავე დროს, როგორც მედია, ასევე კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოება გამოირჩევა პროფესიონალიზმით და საკმარისი შემოქმედებითობით იმისთვის, რომ მან, ასე ვთქვათ, უკუცეცხლი გაუშვას ანტიდემოკრატიული განვითარების წინააღმდეგ და ალბათ ეს მისცემს გარკვეულ ფლანგს იმის მოტივაციას რომ ბევრად უფრო ძლიერი წინააღმდეგობა გაუწიოს ამ ტენდენციებს.

ამ ეტაპზე ჩვენ სასიცოცხლოდ გვჭირდება საერთაშორისო პარტნიორების დახმარება, სხვაგვარად ამ კანონებს ვერავინ ვერ გადაურჩება, განსაკუთრებით იმ ტიპის ორგანიზაციები, რომლებიც უშუალოდ დემოკრატიაზე მუშაობენ.

__________________

მთავარ ფოტოზე:  დონალდ ტუსკი, ფრიდრიხ მერცი და ემანუელ მაკრონი.

ვინ არის ახალი შს მინისტრი, რომელიც ენმ-ის დროს სოდის გამომძიებელი იყო

შინაგან საქმეთა მინისტრად დღეს, 28 მაისს, გელა გელაძე დაინიშნა. მას ძალოვან უწყებებში მუშაობის გამოცდილება „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ყოფნის დროიდან აქვს.

გელა გელაძე ამ დრომდე სუსის უფროსის მოადგილე იყო. ამ პოსტზე გელაძე სუსის უფროსმა, ანრი ოხანაშვილმა წარადგინა 2025 წლის 5 აპრილს.

2023 – 2024 წლებში კი გელა გელაძე განათლების მინისტრის პირველ მოადგილედ მუშაობდა.

2018-2023 წლებში გელა გელაძე მანდატურის სამსახურის უფროსი იყო.

გელა გელაძე მანდატურის სამსახურში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც მუშაობდა – 2010 – 2012 წლებში იგი მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე იყო, მანამდე კი გელა გელაძე ძალოვან უწყებებში მუშაობდა, მაგალითად, 2004-2005 წლებში გელა გელაძე სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის – სოდის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროს გამომძიებლად მუშაობდა.

2004 წელს გელა გელაძე შსს-ს დიდუბე-ჩუღურეთის საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი იყო, 2005-2006 წლებში გელა გელაძე კრიმინალურ პოლიციაში მუშაობდა.

რა ქონებას ფლობდა გელა გელაძე 2023 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, შეგიძლიათ ნახოთ აქ.

ამ თემაზე:

პოლიციიდან განათლებაში – მინისტრის მოადგილის ქონება და შვილები კერძო სკოლაში

 

 

 

მოსკოვთან ახლოს დრონებმა უპილოტო საფრენი აპარატების ქარხანას შეუტიეს

მოსკოვის ოლქში დრონები  თავს დაესხა უპილოტო საფრენი აპარატების ქარხანას – ინფორმაცია ამის შესახებ რუსულ წყაროებში ვრცელდება.

მოსკოვის მერი, სერგეი საბიანინი ტელეგრამზე წერს, რომ „წინასწარი ინფორმაციით, სერიოზული ნგრევა ან მსხვერპლი არ არის“ და „ჩამოვარდნილი ნამსხვრევების ადგილზე სასწრაფო დახმარების სპეციალისტები მუშაობენ“.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში, 27 მაისს და 28 მაისს, დილის 7:00 საათამდე, საჰაერო თავდაცვის განგაშის სისტემებმა მოსკოვის ოლქის, ბრიანსკის, ბელგოროდის, ვლადიმირის, ვორონეჟის, ივანოვოს, კალუგის, კურსკის, ორიოლის, რიაზანის, სმოლენსკის, ტვერისა და ტულის ოლქების ტერიტორიებზე 296 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

ამავე დროს, რუსულ ტელეგრამ არხებზე ქვეყნდება დრონების და დარტყმის შემდეგ აფეთქებისა და ხანძრის ამსახველი ვიდეოები.

ვიდეოში ისმის, როგორ ამბობენ ადგილობრივი მაცხოვრებლები, რომ „კრონშტადტს კვლავ დარტყმა მიაყენეს“. „კრონშტადტის“ ვებგვერდზე მითითებულია, რომ კომპანია ქმნის უპილოტო საფრენ აპარატებსა და საავიაციო აღჭურვილობას.

ტელეგრამ-არხები: ASTRA და Baza იუწყებიან, რომ დრონმა ზელენოგრადში [მოსკოვის ოლქი] ელმას ტექნოლოგიურ პარკს შეუტია. გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს დაზიანებული შენობის ფასადი და ჩამსხვრეული ფანჯრები.

____________

ფოტოზე: კადრი ASTRA-ს ტელეგრამზე გამოქვეყნებული ვიდეოდან

Exit mobile version