- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 988 560 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 230]
- ტანკი – 10 872 ერთეული [+5]
- ჯავშანტექნიკა – 22 656 ერთეული [+4]
- საარტილერიო სისტემა – 28 527 ერთეული [+52]
- MLRS – 1 401 ერთეული [+1]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 173 ერთეული [+0]
- თვითმფრინავი – 372 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 336 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 38 366 ერთეული [+151]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 268 ერთეული [+3]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 50 325 ერთეული [+127]
- სპეცტექნიკა – 3 903 ერთეული [+1]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 30 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 663 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 60 423 უპილოტო საფრენი აპარატი
- 607 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 23 651 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 565 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 25 396 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 36 191 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
უკრაინამ რუსეთის ოთხ სამხედრო აეროდრომს დრონებით შეუტია
რას ითხოვს პუტინი ომის შეწყვეტის სანაცვლოდ – „როიტერსის“ ანონიმური წყაროები






