ძალადობის მსხვერპლი ბავშვებიდან 76 ბავშვი, 5 წლამდე ასაკისაა

საქართველოში ბავშვებზე ძალადობის, მათ შორის, სექსუალური ძალადობის შემთხვევები ისევ მაღალია. მაგალითად, ომბუდსმენის ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს ოჯახში ძალადობის საფუძვლით 533 ბავშვი ცნეს დაზარალებულად.

აქედან, 219 ბავშვი განაცალკევეს ბიოლოგიური ოჯახისგან.

დაზარალებულად ცნობილი ბავშვებიდან 76 ბავშვი 5 წლამდე ასაკისაა, 188 ბავშვი 5-იდან 10 წლამდე, 191 ბავშვი 11-15 წლის და 78 ბავშვი, რომელზეც იძალადეს, 16-17 წლისაა. 

როგორც სახალხო დამცველი წერს ანგარიშში, ეს მონაცემები მაინც არ ასახავს რეალურ სურათს, სტატისტიკის წარმოებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო.

„2025 წლის საქმისწარმოების ფარგლებში, 70 საქმე შეეხებოდა ბავშვთა მიმართ ოჯახში სხვადასხვა ფორმით ძალადობას. შესწავლის შედეგები მიუთითებს პოზიტიური მშობლობის კუთხით არსებულ გამოწვევებზეც.

განსაკუთრებით პრობლემურად რჩება ორივე მშობელთან ურთიერთობის საქმეები, სადაც, უმეტეს შემთხვევაში, ბავშვები წლების განმავლობაში განიცდიან ფსიქოლოგიურ ძალადობასა და მანიპულირებას მშობლებისა და ოჯახის სხვა წევრების მხრიდან.

ეს გამოწვეულია შესაბამისი სერვისების სიმწირით, დაგვიანებული და არაეფექტიანი რეაგირებით,“- წერს ომბუდსმენი.

სქესობრივი ძალადობა

სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, 2025 წელს ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის სხვადასხვა ფორმის და სექსუალური ექსპლოატაციის 176 შემთხვევა გამოვლინდა, რომელიც გადამისამართდა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში.

„გენერალური პროკურატურის მონაცემებით, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე 189 ბავშვი ცნეს დაზარალებულად.

კონკრეტული ნაბიჯები ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის შესახებ ეროვნული კანონმდებლობის დასახვეწად თუ არსებული პრაქტიკის, სერვისების გასაძლიერებლად, არც 2025 წელს გადადგმულა,“- წერს სახალხო დამცველი.

მისივე ანგარიშის მიხედვით, ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობისა და სექსუალური ექსპლოატაციის შესახებ ეროვნული კანონმდებლობა, კვლავ საჭიროებს დახვეწას საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების მიზნით.

ბავშვებზე სქესობრივი ძალადობის მაჩვენებელი ასაკის და სქესის მიხედვით.
წყარო: ომბუდსმენის ანგარიში.

„პრობლემას წარმოადგენს ძალადობაზე, ძალადობის მუქარასა და უმწეო მდგომარეობის გარემოებებზე დაფუძნებული კვალიფიკაცია, აგრეთვე ქვედა ასაკობრივი ზღვრის არარსებობა, რომლის ქვემოთ ბავშვთან სექსუალური ხასიათის შეღწევა პირდაპირ გაუპატიურებად დაკვალიფიცირდება.

უნდა აღინიშნოს, რომ  ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის დანაშაულებთან ბრძოლის მიმართულებით, მათ შორის, პოლიტიკის გამკაცრების, მონიტორინგის მექანიზმის დანერგვის, პრევენციისა და ბავშვების მხარდაჭერის კუთხით, ჯერ კიდევ 2024 წელს ინიცირებული ღონისძიებები ამ დრომდე არ განხორციელებულა.

წლიდან წლამდე გამოწვევად რჩება სექსუალურ ძალადობა განცდილი ბავშვებისა და მათი ოჯახების მდგრად მხარდაჭერასა და რეაბილიტაციაზე ორიენტირებული სერვისების მისაწვდომობა.

ერთადერთი სერვისი, რომელიც ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის დანაშაულებზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებების შედარებით ბავშვზე მორგებულ გარემოში წარმართვის შესაძლებლობას იძლევა და მათ გრძელვადიანი რეაბილიტაციის მომსახურებას აწვდის, „ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრია”, რომელიც მხოლოდ თბილისში ფუნქციონირებს.

შესაბამისად, სერვისი გეოგრაფიულად მისაწვდომი არ არის,“- ნათქვამია ანგარიშში.

ამასთანავე, როგორც ომბუდსმენის ანგარიშში წერია, არასრულწლოვნის გამოკითხვის პროცესთან დაკავშირებული  გამოწვევები კვლავ უცვლელია.

„სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის საჭიროების შემთხვევაში, რეგიონში მყოფ ბავშვებს ისევ საათობით უწევთ მგზავრობა ცენტრში მისასვლელად, რაც ცალსახად არ შეესაბამება მსხვერპლზე მორგებულ, ბავშვზე ორიენტირებულ მიდგომასა და მნიშვნელოვნად ზრდის მეორეული ვიქტიმიზაციის რისკს,“-ნათქვამია ომბუდსმენის ანგარიშში.

_____________________

მსგავს თემაზე:

სქესობრივი ძალადობის მსხვერპლი ბავშვი არ ცნეს დაზარალებულად, არც საქმე გამოიძიეს – რას ჰყვება ადვოკატი

გრიგოლ ბესელია შს სამინისტროდან გაუშვეს

გრიგოლ ბესელიამ თანამდებობა დატოვა. იგი შს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო.

„ბათუმელებს“ ინფორმაცია, შსს-ს პრესცენტრში დაუდასტურეს.

„გრიგოლ ბესელია შს სამინისტროს თანამშრომელი აღარ არის“, – გვითხრეს ამ უწყებაში.

შსს-ს პრესცენტრში არ გვითხრეს, თავისი სურვილით დატოვა გრიგოლ ბესელიამ თანამდებობა, თუ გაათავისუფლეს.

თანამდებობის დატოვების გარდა, „ბათუმელების“ ინფორმაციით, პროკურატურას გრიგოლ ბესელიასთან კითხვები აქვს კორუფციის საქმეზე. პროკურატურის პრესცენტრში შეკითხვას გრიგოლ ბესელიასთან დაკავშირებით არ უპასუხეს.

გრიგოლ ბესელია აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი იყო, როცა ჟურნალისტი მზია ამაღლობელი უკანონოდ დააკავეს. გრიგოლ ბესელია „მზია ამაღლობელის საქმეში“ ერთ-ერთი ცრუ მოწმე პოლიციელია, რომელიც სასამართლო სხდომაზე ადვოკატებმა სიცრუეში ამხილეს.

გრიგოლ ბესელიამ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის პოსტი 4 აპრილს დატოვა. 2025 წლის მაისში იგი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის მოადგილედ დანიშნეს.

გრიგოლ ბესელია მზია ამაღლობელის საქმის ერთ-ერთი მთავარი მონაწილეა. გრიგოლ ბესელია და ბათუმის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი დგებუაძე უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ ბათუმში მიმდინარე პროევროპულ საპროტესტო აქციებზე პროტესტის მონაწილეების დაკავებას. სწორედ გრიგოლ ბესელიამ დააკავა მზია ამაღლობელი 2025 წლის 11 იანვარს სტიკერის გაკვრისთვის, თუმცა შსს-მ დაკავების ოქმი გააყალბა, იმის მიუხედავად, რომ არსებობს მზია ამაღლობელის დაკავების ამსახველი, უწყვეტი ვიდეოკადრები.

გრიგოლ ბესელიას ამტკიცებდა, რომ მას არ დაუკავებია მზია ამაღლობელი.

გრიგოლ ბესელიამ 28 აპრილს მისცა ჩვენება მზია ამაღლობელის საქმეზე. „ცრუპენტელა, ცრუ მოწმე, მატყუარა”, – ამ შეძახილებით გააცილეს იგი მოქალაქეებმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს შენობიდან.

გრიგოლ ბესელიას მოსამართლეს უთხრა, რომ არც სიწითლე უნახავს მზია ამაღლობელისგან „დაზარალებული“ ირაკლი დგებუაძის სახეზე და არც ამაღლობელის მხრიდან ლანძღვა მოუსმენია პოლიციის მისამართით. თუმცა, სრულიად ეთანხმება მზია ამაღლობელის მიმართ წარდგენილ ბრალს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მზია ამაღლობელმა ირაკლი დგებუაძეს სილა კი არ გააწნა, არამედ ხელი დაარტყა სახეში. თან ისე ძლიერად, რომ ამ დარტყმამ აქციაც კი დაშალა.

მზია ამაღლობელი გამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია.  2025 წლის 11 იანვრის საპროტესტო აქციაზე მზია ამაღლობელმა შსს პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელთან მდებარე დამხმარე ნაგებობის კედელზე გააკრა სტიკერი – „იფიცება საქართველო“. მზია ამაღლობელი დააკავეს, თუმცა სტიკერის გაკვრის გამო პოლიციელებს მოქალაქის დაკავების უფლება არ აქვთ. ამიტომაც, პოლიციელებმა თქვეს, რომ მზია ამაღლობელი მათ შეურაცხყოფდა. გაყალბებული საქმის მიუხედავად, მზია ამაღლობელი მოსამართლე სალიხ შაინიძემ სამართალდამრღვევად ცნო და 2 ათასი ლარით დააჯარიმა.

ერთი და იგივე ქმედებისთვის – სტიკერის გაკვრა მზია ამაღლობელი ორჯერ გაასამართლეს. ეს იმიტომ მოხდა, რომ გრიგოლ ბესელიამ სასამართლოში დაკითხვის დროს თქვა: მზია ამაღლობელის მიმართ შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 150-ე მუხლითაც, თუმცა ჩვენების მიცემის დროს – 2025 წლის 28 აპრილს, მსგავსი ოქმი საერთოდ არ არსებობდა.

გრიგოლ ბესელიას ამ ჩვენებიდან 2 დღის შემდეგ – 2025 წლის 30 აპრილს პოლიციელმა ნოდარ ზენაიშვილმა შეადგინა ახალი სამართალდარღვევის ოქმი მზია ამაღლობელის წინააღმდეგ 2025 წლის 11 იანვრის შემთხვევაზე. სტიკერის გაკვრის გამო მზია ამაღლობელს მეორედ გაასამართლეს. მოსამართლის შეფასებით, საჯარო სივრცეში სტიკერის გაკვრა სამართალდარღვევაა და მზია ამაღლობელი ამჯერად 1000 ლარით დაჯარიმდა.

  • გრიგოლ ბესელია „ოცნების“ იმ თანამდებობის პირებს შორისაა, რომლებიც ბალტიისპირეთის ქვეყნებმა დაასანქცირეს.

ამ თემაზე:

რა მოიტყუა გრიგოლ ბესელიამ მზია ამაღლობელის საქმეში – ნაწყვეტი ადვოკატის დასკვნითი სიტყვიდან

 

3669 ბავშვი წავიდა ემიგრაციაში მშობელთან ერთად – კიდევ რა მიზეზით ტოვებენ ბავშვები სკოლას

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, უცხოეთში მშობელთან ერთად გამგზავრების გამო მოსწავლის სტატუსის შეწყვეტის ან შეჩერების შემთხვევები ისევ მაღალია საქართველოში.

მაგალითად,  გასულ წელს ამავე მოტივით ქვეყანა დატოვა 3 669 ბავშვმა, რაც თითქმის უტოლდება 2024 წლის მონაცემებს. 2024 წელს 3 900-მა მოსწავლემ დატოვა ქვეყანა.

ეს მაშინ, როცა სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში შობადობა შემცირებულია, ემიგრაცია კი – გაზრდილი.

სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში 37 867 ბავშვი დაიბადა. თუმცა უწყება არ აზუსტებს, საქართველოში დაბადებული ბავშვებიდან რამდენია საქართველოს მოქალაქის და რამდენია უცხო ქვეყნის მოქალაქის შვილი.

2025 წელს 7248 მოსწავლეს შეუჩერდა, ხოლო 1366 მოსწავლეს შეუწყდა მოსწავლის სტატუსი, რაც დინამიკაში თითქმის უტოლდება 2024 წლის მონაცემებს.

სკოლის მიტოვების მიზეზებს შორის ისევ ვლინდება ისეთი შემთხვევები, როგორიცაა, მაგალითად, ფინანსური დავალიანება, სკოლიდან გარიცხვა, დაოჯახება, ჯანმრთელობის პრობლემები, მუშაობის დაწყება, გაცდენები და ასე შემდეგ.

ამავე წყაროს მიხედვით, 2025 წელს „ოჯახის შექმნის“ მიზნით სკოლა მიუტოვებია 26 ბავშვს.

100 ბავშვს – ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, 1881 ბავშვს – მშობლის განცხადების საფუძველზე, 1251-ს კი პროფესიულ კოლეჯში გაუგრძელებია სწავლა. 1337 ბავშვს ზედიზედ გაუცდენია სკოლა, რის გამო მოსწავლის სტატუსი შეუჩერეს ან შეუწყვიტეს.

მოსწავლის სტატუსის შეწყვეტის/შეჩერების სტატისტიკა 2025 წელს.
წყარო: ომბუდსმენის ანგარიში.

იმ ბავშვებს შორის, რომელთაც 2025 წელს მოსწავლის სტატუსი შეუწყვიტეს ან შეუჩერეს, 3 587 გოგოა, 5027 კი – ბიჭი.

სტატუსშეჩერებული ბავშვების უმრავლესობა დაწყებით ან საბაზო საფეხურზე სწავლობდა.

მოსავლის სტატუსის შეწყვეტის/შეჩერების საფუძვლები.
წყარო: ომბუდსმენის ანგარიში.

სკოლის მიტოვების მაჩვენებელი რეგიონების მიხედვით

ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გასული წლის მსგავსად, ისევ თბილისში დაფიქსირდა – 3434 მოსწავლე, ქვემო ქართლში – 1371 და აჭარაში – 1050 მოსწავლე.

ომბუდსმენის ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ განათლების სამინისტროს არაერთხელ მიეთითა დაეხვეწა მოსწავლეთა სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის ერთიანი სტატისტიკა, „პროცესი ამ დრომდე არ არის დასრულებული.“

„შესაბამისად, სტატისტიკის წარმოების არსებული ფორმა და სწავლის მიტოვების საფუძვლები კვლავ დასაზუსტებელია“, – ნათქვამია ომბუდსმენის ანგარიშში.

რატომ შემცირდა შობადობა საქართველოში ირაკლი კობახიძის აზრით
__________________

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივი.

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

საქართველოში ტექნოლოგიური განათლების განვითარებაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა 2025 წელს ბოლოს, თიბისისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) პარტნიორობით, ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა. ჰაბი აერთიანებს ქვეყანაში არსებულ საოლიმპიადო ეკოსისტემას და ქმნის ერთიან, სისტემურ პლატფორმას მომავალი ტექ ტალანტების აღმოსაჩენად და მხარდასაჭერად.

საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადები ჯერ კიდევ 1990-იანი წლებიდან ტარდება. მიუხედავად იმ პერიოდის სირთულეებისა, ქართველი მოსწავლეები საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევდნენ. ამ დრომდე ქვეყანამ 11 ოქროს, 21 ვერცხლისა და 66 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოლიმპიადებში მონაწილე ახალგაზრდები მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებსა და ტექნოლოგიურ კომპანიებში აგრძელებენ კარიერას.

თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია და განათლების მხარდამჭერი ბრენდი საქართველოში, აქტიურად ქმნის შესაძლებლობებს ახალი თაობისთვის. სწორედ ამ ხედვის გაგრძელებაა ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბის დაარსება, რომლის ფარგლებშიც, თიბისი ახალი თაობის საერთაშორისო წარმატების მთავარი მხარდამჭერია.

ჰაბი დღეს აერთიანებს როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო ოლიმპიადებს. მათ შორის ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადას (IOI), ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადას (IOAI), ევროპის გოგოების (EGOI) და ახალგაზრდულ (EJOI) ოლიმპიადებს, ასევე საქართველოს მოსწავლეთა ოლიმპიადას ინფორმატიკაში.

ტექ ოლიმპიადების ჰაბის შექმნა მრავალწლიანი გამოცდილების გაგრძელებაა, რომლის უკან დგას არაერთი პროფესიონალი და ენთუზიასტი, მათ შორისაა გიორგი მანდარია, რომელიც უკვე სამი ათწლეულია საქართველოს ტექნოლოგიური ტალანტების აღზრდას ემსახურება.

“იმ წლებში, როდესაც საქართველოში შესაძლებლობები ფაქტობრივად არ არსებობდა, მაინც მჯეროდა, რომ საქართველო თავის სათქმელს იტყოდა საერთაშორისო ასპარეზზე.“ – გიორგი მანდარია, საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბის ხელმძღვანელი.

ჰაბის შექმნით, ოლიმპიადების ორგანიზების, ნაკრების მომზადებისა და საერთაშორისო ასპარეზზე გამგზავრების პროცესი უფრო სტრუქტურირებული და ხელმისაწვდომი გახდა. პროექტი ასევე მიზნად ისახავს ტექნოლოგიური განათლების პოპულარიზაციას და წარმატების ისტორიების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას.

„განათლებაა ის ძალა, რომელიც მომავალს ქმნის, სწორედ ამიტომ ვქმნით და მხარს ვუჭერთ ინიციატივებს, რომლებიც ახალ თაობას რეალურ შესაძლებლობებს აძლევს. ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი არის პლატფორმა, რომელიც აერთიანებს გამოცდილებას, ცოდნას და ახალ შესაძლებლობებს,  რათა საქართველოდან კიდევ უფრო მეტი წარმატებული ისტორია დაიწეროს გლობალურ ტექნოლოგიურ სივრცეში“ – მარიამ თევზაძე, თიბისის საგანმანათლებლო პროექტების ლიდი.

მთავარია გჯეროდეს საკუთარი მიზნების, ინტერესების და შესაძლებლობების – სწორედ ეს რწმენა ხდება პირველი ნაბიჯი წარმატებისკენ. თიბისის უფასო საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღებული ცოდნით, იქნება ეს – თიბისი ტექსკოლა, კამპუსი, IT აკადემია, ტექ ოლიმპიადების ჰაბი, AI სტუდენტური კლუბი თუ განათლების სხვა შესაძლებლობები – შექმნი პირველ ციფრული პროექტებს, აღმოაჩენ საკუთარ ძლიერ მხარეებს და ტექნოლოგიურ სამყაროში საკუთარ ისტორია თავად დაწერ.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 3 აპრილის 21 საათიდან 4 აპრილის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 12-17 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 14 – 19 გრადუსი სითბო
  • ღამით: 7 – 12 გრადუსი სითბო

მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 3 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +12 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 5-6 აპრილს აჭარის უმეტეს რაიონში დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი.

 

ქარტია ჟურნალისტებზე თავდასხმის სწრაფ გამოძიებას ითხოვს

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია „მთის ამბებისა“ და „საქართველოს ამბების“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

„ქარტია ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს „მთის ამბებისა“ და „საქართველოს ამბების“ ჟურნალისტების მიმართ გაჟღერებული ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარისა და მათთვის პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელშეშლისა გამო.

გამომდინარე იქიდან, რომ თავდასხმა სისხლის სამართლის დანაშაულის აშკარა ნიშნებს შეიცავს ქარტია პროკურატურას შემთხვევის სწრაფად და ეფექტურად გამოიძიებისკენ მოუწოდებს, ხოლო შსს-ს ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფას სთხოვს.

„ჟურნალისტების თანმიმდევრულმა და მიზანმიმართულმა სტიგმატიზაციამ, სიძულვილის ენის ხშირმა გამოყენებამ და დაუსჯელობის სინდრომმა საქართველოში შექმნა კლიმატი, სადაც აგრესია მედიის მიმართ წახალისებულია. ამგვარი დამაზიანებელი მიდგომის შედეგებს ჟურნალისტები ყოველდღიურად გრძნობენ,“ – ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.

რა მოხდა

„მთის ამბებისა“ და „საქართველოს ამბების“ გადამღები ჯგუფი ხადის ხეობაში, სოფელ წკერეში, ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის გამო შექმნილი პრობლემების გასაშუქებლად იმყოფებოდა.

ხადის ხეობაში ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროცესში სასაფლაო ჩამოიშალა. 21 წლის გიორგი ნარაიძის ნეშტი მეზობელი სოფლის სასაფლაოზე გადაასვენეს. ოთხი ადამიანის ნეშტს კი ამ დრომდე ვერ მიაკვლიეს. „მთის ამბების“ ჟურნალისტები სწორედ ამ თემაზე მუშაობდნენ, როდესაც უცნობი პირები მათ თავს დაესხნენ.

„მთის ამბების“ მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ადგილზე მყოფი პირები, სავარაუდოდ მშენებლობაზე მომუშავე ჩინური სახელმწიფო კომპანიის და გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები ჟურნალისტებს მუშაობაში ხელს უშლიან.

კადრებში ისმის გინების ხმა, ოპერატორისკენ ფიზიკურად გაწევის მცდელობა. ერთ-ერთი მათგანი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა. ვიდეოში, რომელიც „მთის ამბებმა“ გამოაქვეყნა, ჩანს, რომ ერთ-ერთი ადგილობრივი, მამუკა როსტიაშვილი, ჟურნალისტებს  სიცოცხლის მოსპობით ემუქრება.

საბოლოოდ ჟურნალისტებს გადაღების შეწყვეტა და სოფლის დატოვება აიძულეს.

„მთის ამბების“ ინფორმაციით, შიდა ქართლის საოლქო პროკურატურამ „მთის ამბების“ ჟურნალისტებზე თავდასხმის და მათთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.

აღნიშნული მუხლი გულისხმობს ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას, რაც ჩადენილია ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.

დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

ბათუმში ქვაფენილის დემონტაჟის გამო კიდევ ერთი ქუჩის ნაწილი გადაიკეტა

ბათუმის მერიის ინფრომაციით, 3 აპრილიდან 15 აპრილამდე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება 26 მაისის ქუჩაზე, ვახტანგ გორგასლის ქუჩიდან ილია ჭავჭავაძის ქუჩამდე მონაკვეთში.

ამ ქუჩაზე ტენდერში გამარჯვებული კომპანია ქვაფენილიანი ქუჩების რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებს.

ბათუმში ქვაფენილიანი ქუჩების „საკითხის მოგვარებაზე“ საუბარი მერიამ 2016 წელს დაიწყო, ქვაფენილების აყრა კი – 2022 წელს.

ბათუმის მერიამ 2026 წელს მემედ აბაშიძის გამზირზე ქვაფენილის დემონტაჟი ისე დაიწყო, რომ სამუშაოები არც ქალაქის ბიუჯეტში იყო გათვალისწინებული და არც შესაბამისი ტენდერი გამოცხადებულა. „ბათუმელები“ ამ დარღვევის შესახებ ჯერ კიდევ 16 მარტს წერდა და ქალაქის მერიასაც მიმართა. ასუხი დღემდე არ მიგვიღია.

ბათუმში 15 ქვაფენილიანი ქუჩის [ქუჩების მონაკვეთების] რეაბილიტაციაზე მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს 2025 წელს ტენდერი 6 432 351 ლარით ჰქონდა გამოცხადებული. სამმართველომ ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ „ბონდი-2009“-სთან 2026 წლის 28 იანვარს გააფორმა – 5 649 994 ლარზე.

ამ ტენდერის ფარგლებში გაფორმებულ ხელშეკრულებასა და  ქალაქის ბიუჯეტში ცვლილებები მოგვიანებით, სამუშაოების დაწყების შემდეგ შეიტანეს.

 

 

მთავარი ფოტო: ქვაფენილის აყრა 26 მაისისა და მემედ აბაშიძის ქუჩების კვეთაში/ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

დააკავეს სამხედრო ჰოსპიტლის ქუთაისის სამედიცინო ცენტრის განყოფილების უფროსი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის ქუთაისის სამედიცინო ცენტრის განყოფილების უფროსი დააკავეს.

„ბრალდებულმა, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების მიზნით, 3 000 ლარის სანაცვლოდ, წვევამდელ პირზე ყალბი მონაცემების შემცველი სამედიცინო დასკვნის გაცემა უზრუნველყო, რის საფუძველზეც ეს უკანასკნელი სამხედრო ვალდებულებისგან გათავისუფლებას შეძლებდა.

სასამართლოს განჩინებების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ამსახველი აუდიო და ვიდეომტკიცებულებები“-აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 3 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 3 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 301 260 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 230. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 833 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 24 340 ერთეული [+6]
  • საარტილერიო სისტემა – 39 293 ერთეული [+65]
  • MLRS – 1 713 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 338 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 350 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 214 629 ერთეული [+1 236]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 491 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 86 950 ერთეული [+177]
  • სპეცტექნიკა – 4 109 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამ თემაზე:

რუსეთმა სტუდენტების ფარული მობილიზაცია დაიწყო, მინიმუ 2 %-ს წაიყვანენ ომში – რუსული მედია

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩის „კეთილმოწყობაც“ იგეგმება – ტენდერი 7 მილიონი ლარით

ბათუმში, ახალი ბულვარის გასწვრივ, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე გზის საფარის შეცვლა და სხვადასხვა სამუშაოა დაგეგმილი. ამ და კიდევ რამდენიმე ქუჩის სხვადასხვა მონაკვეთის „კეთილმოწყობაზე“ ქალაქის მერიამ ტენდერი 7 მილიონ 178 ათას 902 ლარით უკვე გამოაცხადა.

ტენდერის მიხედვით, ჩატარდება შემდეგი სამუშაოები:

„შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩის [კობალაძის ქუჩიდან შარტავას ქუჩამდე], დავით ხახუტაიშვილის ქუჩის [ფიროსმანის ქუჩიდან შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩამდე] და ინასარიძის ქუჩის [დავით ხახუტაიშვილის ქუჩიდან ტაძრის ქუჩამდე] კეთილმოწყობა და ასევე მარეთის ქუჩა N2-ის მიმდებარედ ტროტუარის მოწყობა“.

ტენდერს თან ახლავს პროექტი და სიტუაციური გეგმა, რომლის მიხედვითაც სამუშაოების ჩატარება მონიშნულია გენერალ ასლან აბაშიძის დასაწყისშიც [შალვა ინასარიძის ქუჩიდან ტაძრის ქუჩამდე მონაკვეთში].

ქუჩების მონაკვეთები [მონიშნულია წითელი ხაზებით], სადაც პროექტის სიტუაციური გეგმის მიხედვით სამუშაოები უნდა ჩატარდეს.

„ბათუმელები“ დაინტერესდა სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, მაგალითად, ხიმშიაშვილის ქუჩა მთლიანად გადაიკეტება, თუ დარჩება ცალმხრივი მოძრაობა ავტომანქანებისთვის.

„აღნიშნული პროექტის განხორციელების პროცესში, სამუშაოების სხვადასხვა ეტაპზე, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ზოგ მონაკვეთში ნაწილობრივ, ხოლო ზოგ მონაკვეთში სრულად შეიზღუდება. შეზღუდვები განხორციელდება ეტაპობრივად და შესაბამისი უწყებების, მათ შორის საპატრულო პოლიციის, კოორდინაციით“, – მოგვწერეს ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოდან.

პროექტში აღნიშნულია:

„შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩის (კობალაძის ქუჩიდან შარტავას ქუჩამდე), დავით ხახუტაიშვილის ქუჩის (ფიროსმანის ქუჩიდან შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩამდე) და ინასარიძის ქუჩის (დავით ხახუტაიშვილის ქუჩიდან ტაძრის ქუჩამდე) მიმდებარედ არსებული არხები უხვი ნაკადის დროს ვერ უზრუნველყოფს ნაკადის გატარებას, ზოგიერთ მონაკვეთში საერთოდ არ ფუნქციონირებს სანიაღვრე სისტემა.

იტბორება მიმდებარე სახლები და ქუჩების სავალი ნაწილიც. მოსახლეობისა და ავტოტრანსპორტის გადაადგილება გაძნელებულია. საპროექტო მონაკვეთზე გათვალისწინებულია სანიაღვრე მილების მოწყობა…

ტროტუარების მოწყობა – ბაზალტისა და ბეტონის ბორდიურებით, დეკორატიული ფილის მოწყობა, უსინათლოებისათვის გათვალისწინებულია ტაქტილური ფილის მოწყობა (ორშრიანი ფერადი). ასევე ტრავენტინისა და ბაზალტის ფილებით, რომელზეც გათვალისწინებულია უსინათლოებისათვის ტაქტილური თვითწებვადი ფილის მოწყობა.

დაიგება ასფალტბეტონის საფარი… სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნა ხორციელდება საგზაო ნიშანსადები საღებავით, გაუმჯობესებული შუქდამაბრუნებელი მინის ბურთულაკებით…“

სამმართველოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება დაიწყება 2026 წლის 18 აპრილს და დასრულდება 23 აპრილს. სამუშაოების შესრულების ვადაა 2027 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი.

Early Release for Mzia Amaglobeli Denied Over “Unrepentant Attitude”

Cover Photo: Mzia Amaglobeli holding a handwritten poster that reads: “Don’t Stop! Don’t Register” (referring to registering as a foreign agent when receiving foreign grants)


The Local Board of the Special Penitentiary Service reviewed Mzia Amaglobeli’s case for conditional early release (parole) and rejected it because she “still does not repent her actions.” The law does not require acknowledgment of guilt or remorse for conditional early release.

Mzia Amaglobeli has been in unlawful detention for almost one year and three months. She was sentenced to two years in prison for slapping Batumi Police Chief Irakli Dgebuadze, under Part One of Article 353 of the Criminal Code of Georgia, which is considered a less serious crime (Article 12);.

Under Georgian law, prisoners convicted of less serious crime may be eligible for early release after serving half of their sentence.

Prisoners’ cases are reviewed by a special commission, officially called the Local Board for the Review of Convicted Persons of the Special Penitentiary Service. The prison administration submits a recommendation for conditional early release.

In Amaglobeli’s case, the Rustavi #5 Women’s Penitentiary submitted a recommendation for early release to the Board on January 12, 2026.

The recommendation highlighted the following:

During her time in the facility, Amaglobeli mainly uses library services and occupies her free time with reading and writing. She has completed an online course in Japanese language. She acknowledges the incident but does not consider it a criminal act.

Interviews with a psychologist showed no tendencies toward emotional aggression, antisocial behavior, or psychological vulnerability. No risk factors were identified.
She is cooperative, visually presentable, communicates easily, and expresses her arguments logically with healthy cognitive and social skills.

She has future plans, including addressing health challenges, restoring work capacity, and continuing her professional activity.

She was offered participation in case-management programs but declined at this stage due to ongoing court proceedings. She expressed willingness to participate in psycho-rehabilitative programs after the proceedings are over.

During her sentence, she received no disciplinary sanctions and was twice granted short visitation privileges as encouragement.

She follows the prison schedule, fulfills her duties, and maintains good relationships with other inmates and staff. She is not conflictual and has no prior convictions”.

The Board, composed of four members, reviewed the recommendation on March 9, 2026:

Chair:

  • Tamar Gelovania (Special Penitentiary Service representative)

Members:

  • Marina Kuparadze (Professor, State Medical University)
  • Khatia Tadiashvili (Probation Agency)
  • David Bughadze (Technical University of Georgia, Justice Training Center)

Despite the positive report from the penitentiary administration, the Board denied early release

The decision stated that incentives applied during the sentence cannot be considered as circumstances justifying release.

“The Local Board, without holding an oral hearing and based on a review of the case materials, concluded that Mzia Amaglobeli’s request for conditional early release should not be granted,” the decision reads.

The decision was delivered to Amaglobeli on March 30.

The board emphasized:

“According to the materials provided by the penitentiary administration, Mzia Amaglobeli still does not repent her actions — that is, she demonstratively maintains the view that her act does not constitute a crime.

She also refuses to participate in social programs offered by the administration for various reasons, which is directly connected to her resocialization process.

In evaluating this criterion, the Board paid particular attention to the fact that, to date, the portion of the sentence served has had no impact on Amaglobeli’s resocialization process.”

The Board further noted that “The purpose of the sentence is the restoration of justice. Justice is restored when the sentence returns a sense of fairness to society and the victim”. Therefore the Board decided that granting conditional early release to Mzia Amaglobeli “would disrespect the many law enforcement officers who uphold the rule of law in the country.”

The Board concluded that the 14 months served by Amaglobeli did not ensure awareness of her actions, protect public safety, or restore justice.

For context: under Georgian law, the Board must consider early release for less serious crime after half of the sentence is served (Amaglobeli’s conviction under Article 353, Part One qualifies). This review is initiated by the prison administration, and does not require the prisoner or her lawyer to apply or consent.

The administration must submit the recommendation as soon as half the sentence is served.

The law does not require acknowledgment of guilt or repentance for conditional early release.

Throughout her arrest and the entire court process, senior officials from “Georgian Dream” publicly demanded that Amaglobeli apologize, express remorse and repent.  


Mzia Amaglobeli is the co-founder of the Georgian independent media outlets Batumelebi.ge and Netgazeti.ge. She is the first female journalist in Georgia to be recognized as a political prisoner since the country regained its independence from Soviet occupation in 1991. In 2025, Amaglobeli, together with Belarusian imprisoned journalist Andrzej Poczobut, was awarded the Sakharov Prize for Freedom of Thought.

Three cases have been brought against her in Georgian courts — two administrative and one criminal — all decided against Amaglobeli. She spent nearly seven months in pretrial detention. During her arrest under criminal law, she was subjected to degrading treatment by the police officer who is presented as the “victim” in the case. During the first 38 days of her detention, Amaglobeli went on a hunger strike, which caused serious deterioration of her health.

As a result, Amaglobeli lost most of her eyesight: she retains only 10% vision in one eye, while the other eye is left with light perception only.

On the same day of Amaglobeli’s arrest, under Dgebuadze’s orders, another Netgazeti journalist, Guram Murvanidze, was administratively detained while covering a protest and performing his professional duties. Despite this, Guram was sentenced to eight days in detention.

Several journalists of Batumelebi&Netgazeti have been fined like many other journalists with the accusation of artificially blocking the road while performing journalistic duties.

A journalist from Netgazeti, Mariam Dzidzaria, is facing up to 15 days of administrative detention after being accused by Georgia’s Interior Ministry of blocking a road while covering a protest, despite clearly displaying press identification.

ბათუმის მერია პარკინგის მშენებლობას გეგმავს, მაგრამ უცნობია, როდის იწყებს – პროექტის ბიუჯეტი 8 მილიონია

30 მარტს ბათუმის საკრებულომ ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი დაამტკიცა. ამ ცვლილების მიხედვით, ბიუჯეტი 22 მილიონი ლარით გაიზარდა. ნამატი თანხა ძირითადად ინფრასტრუქტურულ და სხვა პროექტებზე გადაანაწილეს.

ერთ-ერთი ახალი პროექტი, რისთვისაც მერიამ ბიუჯეტში 500 000 ლარი გაითვალისწინა, ბათუმში პარკინგის მშენებლობას ითვალისწინებს.

შეცვლილი ბიუჯეტის მიხედვით, რომელიც საკრებულომ უკვე დაამტკიცა, პარკინგისთვის ადგილი  გოგებაშვილის ქუჩაზე, თევზის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეურჩევიათ.

ბიუჯეტის მიხედვით, პროექტი მრავალწლიანია და, საერთო ჯამში, ბიუჯეტში ამ პროექტისთვის 8 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

ამ დროისთვის პროექტის შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადებული არ არის. მერიაში ჯერ ვერ დაგვიზუსტეს დაახლოებით რა ვადაში გეგმავენ ტენდერის გამოცხადებას.

არც ადგილი დაგვიზუსტეს. თუმცა „ბათუმელების“ ინფორმაციით, მერია პარკინგის სივრცის მშენებლობის ადგილად მოიაზრებს გოგებაშვილის #84-ის მიმდებარე მიწის ნაკვეთს, რომლის ფართობიც 8175 კვ.მეტრია.

უნდა ითქვას ისიც, რომ მომიჯნავე ტერიტორია ეკუთვნის შპს „ჯითი მოტორსს“, რომელმაც 2024 წელს ამ ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების მომსახურების ობიექტის მშენებლობის ნებართვა მიიღო. კომპანიამ ეს ნაკვეთი ბათუმის მერიისგან იყიდა.

წითლად მონიშნულია ადგილი, სადაც სავარაუდოდ მერია საპარკინგე სივრცის მშენებლობას აპირებს, მარჯვნივ მწვანედ მონიშნულია შპს „ჯი-თი მოტორსის“ ტერიტორია, ხოლო მარცხნივ მიწის ნაკვეთი შპს „რენტინნს“ ეკუთვნის

ამ ეტაპზე უცნობია დაახლოებით რა მასშტაბის პარკინგის მშენებლობა სურს მერიას და იქნება თუ არა ის ე.წ. მრავალდონიანი პარკინგი. მერიამ ჯერ ტენდერი პროექტის შესყიდვაზე უნდა გამოაცხადოს. ეს ასევე ნიშნავს იმასაც, რომ მშენებლობა შესაძლოა წელს ვერ დაიწყოს.

„პარკირება“ ბათუმში

პარკირების ადგილების დეფიციტი ბათუმისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა ბოლო 10 წელია.  ბათუმში არამხოლოდ ტროტუარები და ველობილიკებია ავტომანქანებით ჩახერგილი, არამედ ზებრა გადასასვლელზეც ნახავთ გაჩერებულ ავტომანქანას.

„ადგილი არ არის და რა ვქნათ“ – ამ არგუმენტით ბათუმში უკვე მერიის თანამშრომლებიც ამართლებენ პარკინგის წესების დარღვევას. ისინიც აჩერებენ ავტომანქანებს ტროტუარებზე, ველობილიკებზე, ავტობუსის გაჩერების ადგილებზე.

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მანქანა ტროტუარზე

ამ და კიდევ ბევრი სხვა გამოწვევის წინაშე რომ აღმოჩნდებოდა ბათუმი სწორედ ქაოსური განაშენიანების გამო, ამაზე ურბანისტები წლებია აქტიურად საუბრობენ, თუმცა მათ არავინ უსმენს.

2024 წელს ბათუმში არსებული პარკინგის მწვავე პრობლემის ნაწილობრივ გადაჭრის მიზნით აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ ბათუმის ცენტრალური სტადიონის სივრცე შესთავაზა როგორც ქალაქის სტუმრებს, ასევე ადგილობრივებს.

ერთი მხრივ, მერია აღიარებს ქალაქში პარკირების ადგილების ნაკლებობას, როგორც გამოწვევას, მეორე მხრივ კი, საზოგადოების პროტესტის მიუხედავად, საკრებულოსთან ერთად, ამტკიცებს სამშენებლო პროექტებს, სადაც პარკირების ადგილები ბინების რაოდენობაზე ბევრად ნაკლებია.

ამას ემატება ის გარემოებაც, რომ ახალი კომპლექსების მშენებლობისთვის კომპანიები საკუთარ მიწის ნაკვეთს თითქმის სრულად ითვისებენ, პარკინგისთვის ადგილი ძირითადად ე.წ. ნულ სართულზე [მიწისქვეშა სართული] აქვთ გათვალისწინებული, ეზოს სივრცეში კი ძირითადად მცირე, მაქსიმუმ ოცამდე ავტომანქანის ადგილს ტოვებენ.

მშენებელი, რომელიც დიდ „ფულს აკეთებს“, ამაში პრობლემას ვერ ხედავს. ამ კომპანიის წარმომადგენელი კი, თუ ვერ იპოვის გასაჩერებელ ადგილს, ისიც ტროტუარზე შეაყენებს საკუთარ მანქანას.

 

ახალაშენებული კორპუსების ეზოებში დატოვებული ადგილები უფასო პარკინგია, მიწისქვეშა სართულზე კი ერთი ავტომანქანის ადგილი 12-14 ათასი დოლარი ღირს.

პარკინგის პრობლემის გადაჭრის გზები მერიას ბათუმის გენგეგმის პროექტის ფარგლებშიც შესთავაზეს. კომპანიას ჯერ მუშაობა არ დაუსრულებია, თუმცა დოკუმენტის პირველი ნაწილი მერიას უკვე ჩააბარა.

კონცეფციის მიხედვით, მთავარი პრობლემა სისტემის დაურეგულირებლობაა ან რეგულირება კერძო მხარის მიერ, როცა საქმე რეგიონულ სატრანსპორტო სქემას ეხება. ამ მხრივ კონცეფციაში ავტოსადგურების პრობლემაზეც არის გამახვილებული ყურადღება.

კონცეფციის მიხედვით, ბათუმში საქალაქთაშორისო 4 ავტოსადგურიდან სამი თითქმის დეგრადირებულია და არ გააჩნია სათანადო ინფრასტრუქტურა, გარდა „მეტროს“ ავტოსადგურისა. ისინი ქალაქის ერთ წერტილშია კონცენტრირებული, რაც კიდევ უფრო აძლიერებს მონოცენტრულობის იდეას.

___

სპაციალისტების ხედვა პრობლემის მოგვარების გზებზე ნახეთ აქ:

ბათუმში მცხოვრებთა 70%-ს ახალი ბინის შეძენის საშუალება არ აქვს – გენგეგმის კონცეფცია

 

რას ამბობს ქალთა ციხე მზია ამაღლობელზე და რას წერს უდოს კომისია ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე

მზია ამაღლობელის საქმე ე.წ. უდოს კომისიაზე განიხილეს და გამოიტანეს გადაწყვეტილება, რომ პატიმარი არ შეიძლება ვადაზე ადრე გათავისუფლდეს, რადგან ის „დღემდე არ ნანობს მის მიერ ჩადენილ ქმედებას“.

მზია ამაღლობელი წელიწადი და სამი თვე უკანონო პატიმრობაშია. მას ორი წელი აქვს მისჯილი ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისათვის სილის გაწვნის გამო.

მოქმედი კანონმდებლობით, ნაკლებად მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულები შესაძლებელია პატიმრობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდნენ, თუკი სასჯელის ნახევარი მოიხადეს.

პატიმრების საქმეებს სპეციალური კომისია განიხილავს, რომელსაც ოფიციალურად სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა საქმეების განხილვის ადგილობრივი საბჭო ჰქვია, თუმცა საქართველოში ე.წ. უდოს კომისიას ეძახიან.

უდოს კომისიაზე პატიმრის ვადაზე ადრე გათავისუფლების შუამდგომლობას აყენებს ციხის ადმინისტრაცია.

მზია ამაღლობელის პირობით ვადამდე გათავისუფლების შუამდგომლობით #5 პენიტენციურმა დაწესებულებამ უდოს კომისიას მიმდინარე წლის 12 იანვარს მიმართა.

შუამდგომლობაში #5 პენიტენციური დაწესებულება მიუთითებდა შემდეგ გარემოებებზე:

„დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მზია ამაღლობელი ძირითადად სარგებლობს საბიბლიოთეკო მომსახურებით, თავისუფალ დროს დაკავებულია კითხვით და წერით. ამჟამად დაასრულა იაპონური ენის შემსწავლელი ონლაინკურსი. აღიარებს მომხდარ ფაქტს, თუმცა ამ შემთხვევას არ მიაკუთვნებს სისხლის სამართლის დანაშაულს.

ფსიქოლოგთან ინტერვიუირების პროცესში არ გამოკვეთილა მიდრეკილება ემოციური აგრესიისაკენ, ანტისოციალური ქცევისაკენ, ფსიქოლოგიური მოწყვლადობისაკენ. არ გამოკვეთილა რომელიმე ეს რისკ-ფაქტორი.

არის კეთილგანწყობილი თანამოსაუბრის მიმართ. ვიზუალურად მოწესრიგებული. დიალოგში ერთვის მარტივად, თხრობის სტილი თანმიმდევრული, ლოგიკურად აყალიბებს არგუმენტებს, ჯანსაღი კოგნიტური და სოციალური უნარებით.

აქვს მომავლის გეგმები. პირველ რიგში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გამოწვევების გამკლავება, უნდა აღიდგინოს შრომისუნარიანობა, ასევე გააგრძელოს მოღვაწეობა პროფესიულ ნიშაში.

შეთავაზებულ იქნა შემთხვევის მართვის პროცესში ჩართვა, თუმცა მან მოცემულ ეტაპზე უარი განაცხადა, რის მიზეზადაც მიუთითა მიმდინარე სასამართლო პროცესები, ხოლო პროცესების დასრულების შემდეგ, მან გამოხატა მზაობა ჩაერთოს ფსიქო-სარეაბილიტაციო პროგრამებში.

სასჯელის მოხდის პერიოდში დისციპლინური სახდელი არ დაკისრებია, ადმინისტრაციის მიერ წახალისებულია ორჯერ ხანმოკლე პაემნის უფლებით.

შემჩნეული არ არის დაწესებულების დღის განრიგის და რეჟიმის დარღვევებში, ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოვალეობებს.

კარგი ურთიერთობა აქვს მსჯავრდებულებთან, არ არის კონფლიქტური, თავაზიანია თანამშრომლებთან მიმართებაში. წარსულში არ არის ნასამართლევი“.

შუამდგომლობა  2026 წლის 9 მარტს განიხილა პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განხილვის ადგილობრივმა საბჭომ, რომელიც 4 წევრისაგან შედგება:

  • საბჭოს თავმჯდომარე თამარ გელოვანია (სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელი)
  • წევრები: მარინა ყუფარაძე (სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი),
  • ხატია თადიაშვილი (პრობაციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი)
  • დავით ბუღაძე (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, იუსტიციის სასწავლო ცენტრი).

მიუხედავად პენიტენციური დაწესებულების მიერ წარდგენილი დადებითი დახასიათებისა, კომისიამ უარი თქვა ვადაზე ადრე  გათავისუფლებაზე.

გადაწყვეტილებაში კი მიუთითა, რომ სასჯელის მოხდისას წახალისების ზომების გამოყენება არ მიაჩნია ამაღლობელის გათავისუფლების გადაწყვეტილებისთვის გასათვალისწინებელ გარემოებად.

საბჭოს გადაწყვეტილება მზია ამაღლობელს 30 მარტს ჩაჰბარდა.

„პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციიდან მოწოდებული მასალების თანახმად, მზია ამაღლობელი დღემდე არ ნანობს მის მიერ ჩადენილ ქმედებას – ანუ კვლავ დემონსტრაციულად რჩება იმ აზრზე, რომ მისი ქმედება არ წარმოადგენს დანაშაულს.

ასევე იგი სხვადასხვა მიზეზის მოშველიებით არ ერთვება ადმინისტრაციის მხრიდან მისთვის შეთავაზებულ სოციალურ პროგრამებში, რაც პირდაპირპროპორციულად არის დაკავშირებული მსჯავრდებულის რესოციალიზაციის პროცესთან.

ამ კრიტერიუმზე მსჯელობისას საბჭომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია სწორედ იმ გარემოებას, რომ დღეის მდგომარეობით, სასჯელის მოხდილმა ნაწილმა არანაირი გავლენა არ მოახდინა მზია ამაღლობელის რესოციალიზაციის პროცესზე,“ – წერია პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განხილვის ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებაში.

თავის გადაწყვეტილებაში საბჭო მიუთითებს, რომ „სასჯელის მიზანს წარმოადგენს სამართლიანობის აღდგენა. სამართლიანობის აღდგენის მიზანი კი მიღწეულია მაშინ, როცა სასჯელი საზოგადოებასა და დაზარალებულ პირს უბრუნებს სამართლიანობის უზენაესობის შეგრძნებას”.

საბჭომ დაადგინა, რომ მზია ამაღლობელის პირობით ვადამდე გათავისუფლების გადაწყვეტილების მიღება “იქნება იმ მრავალრიცხოვანი სამართალდამცავის უპატივცემულობა, რომლებიც იცავენ ქვეყნის მართლწესრიგისა და კანონისადმი პატივისცემას“.

პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განხილვის ადგილობრივმა საბჭომ დააადგინა, რომ მზია ამაღლობელის მიერ მოხდილმა სასჯელმა (14 თვე პატიმრობა) ვერ უზრუნველყო მზია ამაღლობელის მიერ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება, საზოგადოებრივი უშიშროების დაცვა და სამართლიანობის აღდგენა.

ცნობისათვის, პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვა საბჭოს მიერ დანიშნული სასჯელის ნახევრის მოხდის შემდგომ ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში (მზია ამაღლობელისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, სსკ-ის 353 ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებაა) არის სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის და პენიტენციური კოდექსის იმპერატიული ნორმა, დანაწესი ,რისთვისაც არ მოითხოვება მსჯავრდებულის ან მისი ადვოკატის მიმართვა ან თანხმობა.

საკითხი განიხილება სასჯელის მოხდის დაწესებულების შუამდგომლობის საფუძველზე.

სასჯელაღსრულების დაწესებულება ვალდებულია ამგვარი შუამდგომლობით მიმართოს საბჭოს სასჯელის ნახევრის მოხდისთანავე.

პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებისთვის კანონი არ ითხოვს დანაშაულის აღიარებას ან სინანულს.

მზია ამაღლობელის დაპატიმრების და შემდეგ მთელი სასამართლო პროცესების განმავლობაში „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები საჯარო განცხადებებში მისგან ბოდიშის მოხდას და მონანიებას ითხოვდნენ.

ირაკლი კობახიძემ გადათქვა მზაობა, რომ მზია ამაღლობელის შესახებ სასაუბროდ ყველას შეხვდებოდა

2 აპრილის მდგომარეობით, მზია ამაღლობელის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგზავნილი და რეგისტრირებულია სამი საჩივარი. 

მზია ამაღლობელი ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაასამართლეს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისათვის სილის გაწვნის გამო. 2025 წლის 6 აგვისტოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

განაჩენი ძალაში დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ. გადაწყვეტილება სამმა მოსამართლემ მიიღო- ნიკოლოზ მარგველაშვილმა, მარინა სირაძემ და ნანა ჯოხაძემ. უზენაესმა სასამართლომ კი მზია ამაღლობელის საჩივარი საერთოდ არ განიხილა.

ეს გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სამმა მოსამართლემ – ლევან თევზაძემ, მერაბ გაბინაშვილმა და მამუკა ვასაძემ მიიღო.

საქართველოში მზია ამაღლობელის საქმის განხილვა ყველა ინსტანციის სასამართლოში დასრულდა.

დავა სტრასბურგში გრძელდება.

„ადმინისტრაციასთან დაახლოებული პატიმრები აგროვებენ ობშიაკს“ – ომბუდსმენი

სახალხო დამცველის ახალი ანგარიშის მიხედვით, ე.წ. ქურდულ სამყაროს ისევ აქვს გავლენა ციხეებში. ომბუდსმენს პატიმრებმა უთხრეს, რომ პრივილეგირებული პატიმრები „მაღალი კრიმინალური სტატუსის გამოყენებით“ ციხის ადმინისტრაციასთან არიან დაახლოებული.

„ამ პრაქტიკის არსებობა – ადმინისტრაციასთან დაახლოებული, პრივილეგირებული პატიმრები, მაღალი კრიმინალური სტატუსის გამოყენებით, გავლენას ახდენენ სხვა პატიმრებზე, აგვარებენ კონფლიქტებს და, მათ შორის, იძულების გზით აგროვებენ ე.წ. ობშიაკს, – დაადასტურეს იმ პატიმრებმა, რომლებსაც 2025 წელს მოუწიათ ზემოაღნიშნულ დაწესებულებებში ყოფნა,“ – აღნიშნულია სახალხო დამცველის ახალ ანგარიშში, სადაც 2025 წლის მონაცემებია მოცემული.

ციხეებში გავრცელებული პრაქტიკა აღწერილია ომბუდსმენის ანგარიშის სქოლიოში.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, ე.წ. მაყურებლების გავლენა პრობლემაა მე-14, მე-15 და მე-17 დაწესებულებებში.

„პატიმრების ძალადობისგან დაცვის თვალსაზრისით კვლავ გამოწვევად რჩება №14, №15 და №17 დაწესებულებებში პრივილეგირებული პატიმრების [ე.წ. მაყურებლების] დაწესებულებების მართვაში არაფორმალური მონაწილეობა, რაც არასათანადო მოპყრობის სერიოზულ საფრთხეს წარმოშობს და პატიმართა შორის ფიზიკურ და მძიმე ფსიქოლოგიურ ძალადობას იწვევს.

განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა პატიმრებისგან №11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში პატიმართა არაფორმალური იერარქიის არსებობის შესახებაც მიიღო ინფორმაცია.

არასრულწლოვან პატიმრებს შორის კრიმინალური სუბკულტურის გავლენების და მისი დაძლევის აუცილებლობაზე საუბრობდა ამავე დაწესებულების ერთ-ერთი თანამშრომელიც.

წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი თავის ანგარიშებში არაფორმალური ლიდერებისთვის უფლებამოსილების დელეგირების ფაქტებსა და ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებებში დამკვიდრებულ კრიმინალურ სუბკულტურაზე მიუთითებს. №17 და №14 დაწესებულებებში პატიმრების არაფორმალური იერარქიის აშკარა ნიშნებზე საუბრობს გაეროს წამების პრევენციის ქვეკომიტეტიც,“ – აღნიშნულია ომბუდსმენის ახალ ანგარიშში.

———

2026 წლის 19 მარტს ხელვაჩაურში ჩატარებულ სპეცოპერაციიის დროს აჭარაში, ძირითადად კი, ხელვაჩაურში 72 პირი დააკავეს „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით. 72 ბრალდებულთაგან 38 პირი მხოლოდ ერთი სოფლიდან – შარაბიძეებიდანაა.

ამ თემაზე:

ძმები წულუკიძეები დააკავეს

 

 

ECHR Registers Mzia Amaglobeli’s Application Over Degrading Treatment in Police Custody

The European Court of Human Rights has registered a third application submitted on behalf of Mzia Amaglobeli, founder of Batumelebi&Netgazeti, concerning ill-treatment that took place on January 12, 2025.

The application was submitted by the Georgian Young Lawyers’ Association (GYLA). It was submitted on March 4, 2026, and the ECHR registered the case within one week, on March 11, 2026. GYLA was notified of the registration on April 1.

The European Court of Human Rights is already reviewing two cases concerning Mzia Amaglobeli.

The first case concerns the unlawful use of detention against her as a preventive measure, for which GYLA has already submitted a written response challenging the state’s position.

The second case, relating to Amaglobeli’s administrative detention and associated violations, has also been registered by the European Court.

In relation to the third application, GYLA describes the events as follows:

“On January 12, 2025, around 1 a.m., police at the entrance of the Adjara Police Department unlawfully and violently detained Mzia Amaglobeli, causing her physical injuries and tearing her jacket. Upon being brought into the police compound, the Batumi Police Chief, Irakli Dgebuadze, verbally insulted her, cursed at her, and threatened her with arrest under criminal code. He also attempted physical violence against Mzia in the police compound, but officers restrained him.

The ill-treatment continued inside the police department. Additionally, Mzia Amaglobeli was denied access to a lawyer for several hours, searched without the presence of her attorneys, and had handcuffs applied behind her back in a humiliating manner, although there was no justification for this.”

In the third complaint filed with the European Court, GYLA argues that Mzia Amaglobeli’s fundamental rights under the Convention were violated, including:

Article 3 (substantive) — prohibition of torture and inhuman or degrading treatment, in conjunction with Article 14 — prohibition of discrimination
Article 3 (procedural) — ineffective investigation
Article 8 — right to respect for private and family life, in conjunction with Article 14
Article 13 — right to an effective remedy, in conjunction with Article 3

GYLA explains:

Degrading treatment (Article 3 substantive, in conjunction with Article 14): Unjustified use of physical force by police, causing injuries, spitting in her face, denying water and toilet access, and severe verbal abuse on gender grounds constituted degrading treatment. These acts aimed to humiliate Mzia Amaglobeli for discriminatory reasons.

Ineffective investigation (Article 3 procedural): The state failed to ensure an independent and objective investigation of the ill-treatment. For example, investigators only reviewed video footage from one police entrance, which did not show Mzia being brought inside.

The investigation’s ineffectiveness is further highlighted by the Ministry of Internal Affairs’ public safety management center (“112”) replying that requested footage of the building perimeter for the relevant period was unavailable.

The investigation also failed to request documentation from Batumi City Hall showing that external surveillance cameras covering the entrance and courtyard were installed only after January 11, 2025.

It did not examine the reasons and actual circumstances behind the violation of Amaglobeli’s right to legal defense, and one expert report remains unreviewed.

False testimonies by police officers were left unaddressed. For example, Irakli Dgebuadze claimed he remained at the protest after detention, but footage shows him accompanying and verbally abusing her in the courtyard. Officers Berdia Peradze and Giorgi Bzhalava falsely claimed to have participated in the arrest, while footage shows Bzhalava was not involved. The investigation also failed to identify or question actual officers who witnessed the ill-treatment.

Despite Dgebuadze admitting at trial that he verbally abused Mzia Amaglobeli, she has not been recognized as a victim.

Violation of privacy and family life (Article 8, in conjunction with Article 14): Searches conducted without a lawyer and handcuffing her behind her back without any security risk constituted an unjustified and disproportionate interference with her privacy. These measures were applied solely to humiliate her, in a cynical and gender-discriminatory manner, exceeding legal boundaries.

Right to an effective remedy (Article 13, in conjunction with Article 3): There is no effective mechanism in Georgia for a person to obtain victim status. After the Special Investigation Service was dissolved, the case was transferred to the Adjara Prosecutor’s Office, revealing flawed practices.

Specifically, the prosecutor’s office failed to respond in writing to requests for victim status, and the courts, adopting a formalistic approach, refused to consider complaints, claiming no written denial from the prosecution existed. This left Mzia Amaglobeli without real means of protection, making it impossible to remedy the violated rights at the national level.”

Mzia Amaglobeli was prosecuted in the Batumi City Court for slapping Batumi Police Chief Irakli Dgebuadze. On August 6, 2025, Judge Nino Sakhelashvili sentenced her to two years of imprisonment.

The Kutaisi Court of Appeal upheld the verdict. The decision was made by three judges: Nikoloz Margvelashvili, Marina Siradze, and Nana Jokhadze. The Supreme Court did not review Amaglobeli’s appeal.

This decision was taken by the three judges of the Supreme Court’s Criminal Chamber: Levan Tevzadze, Merab Gabinashvili, and Mamuka Vasadze.

„უფასოდ დავუმზადებთ ჟეტონებს შინაური ცხოველების მეპატრონეებს და მიმკედლებლებს“ – მოქალაქე

ბათუმელი ექიმი თამარ ნაკაშიძე ცხოველთა მოყვარულებს ძაღლების საყელოების გრავირებას უფასოდ სთავაზობს.

მისი თქმით, გრავირებული საყელოები ცხოველებს დაიცავს იმისგან, რომ ისინი ვინმემ დაუკითხავად არ აიყვანოს ქუჩიდან და არ დატოვოს მიუსაფარ ადგილებში.

„მთელი ოჯახი შეშფოთებული ვართ იმით, რაც ჩვენი ოთხფეხა მეგობრების ირგვლივ ხდება, რადგან მეც მყავს სახლში ორი ძაღლი.

მე და ჩემი მეუღლე ექიმები ვართ, მაგრამ ბათუმში გვაქვს დანადგარი და ვამზადებთ შინაური ცხოველებისთვის გრავირებულ ჟეტონებს, რომელზეც ცხოველის სახელი და მეპატრონის ტელეფონის ნომერია ამოტვიფრული.

ეს ჩვენი პატარა ოჯახური ბიზნესი და ჰობია. თუმცა, შეგვიძლია ბათუმში მცხოვრებ ცხოველთა მოყვარულებს უფასოდ დავუმზადოთ ასეთი ჟეტონები და ასე დავიცვათ ისინი, რომ აღარ აიყვანონ ისინი ქუჩიდან.

ძაღლი, რომელიც დადის ქუჩაში და არ აქვს რაიმე ნიშანი, რომ მას ჰყავს მეპატრონე ან შემკედლებელი, ხელს ჰკიდებენ და მიჰყავთ. მაგრამ თუ ძაღლს ექნება ჟეტონი, უნებართვოდ ვეღარ გადაიყვანენ“, – ამბობს „ბათუმელებთან“ თამარ ნაკაშიძე.

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ჟეტონზე ვინმე თავის ნომერს მიუთითებს, თუმცა შემდეგ აღარ იზრუნებს ამ ძაღლზე? – ვკითხეთ თამარს.

მისი თქმით, თუ საზოგადოება გარკვეულ პასუხისმგებლობას არ იგრძნობს მიუსაფარი ცხოველების მიმართ, მაშინ ისინი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან.

„მათი ბოლო იქნება კრემატორიუმი. როგორმე გავერთიანდეთ ბათუმელები და ერთად მოვიფიქროთ რამე. მე და ჩემმა მეუღლემ, ამჯერად ეს მოვიფიქრეთ – ჟეტონების გაკეთება ძაღლებისთვის, რომ ამ ფორმით მაინც შევძლოთ მათი გადარჩენა. ვიფიქრეთ, რომ თუ საყელური ექნება ძაღლს, მას გვერდს აუვლიან და აღარ გადაიყვანენ სხვაგან“, – ამბობს თამარ ნაკაშიძე.

მისი აზრით, მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება სახელმწიფოს პირველ რიგში მეპატრონეების აღრიცხვიდან უნდა დაეწყო, რომ სცოდნოდა რამდენი ძაღლი ცხოვრობს შინაურ გარემოში და ქუჩაში აღმოჩენის შემთხვევაში ადვილად მომხდარიყო მეპატრონის იდენტიფიცირება.

„მეპატრონეებიდან უნდა დაწყებულიყო აღრიცხვა და კონტროლი, რომ ეს ძაღლები სახლიდან ქუჩაში აღარ აღმოჩნდნენ. ჩვენც ვხედავთ რამდენი ძაღლი დარბის ქალაქში. რამდენი ჰასკი გამოაგდეს გარეთ – მობეზრდათ. არ ვიცი, ეს როგორი ადამიანობაა.

ბევრს საყელოს გარეშე ჰყავს გაშვებული ძაღლი და ასეთი ცხოველებიც მიჰყავთ ხოლმე. ამიტომ, აუცილებელია პატრონიან ძაღლებსაც ჰქონდეთ ჟეტონი, სადაც ეწერება ძაღლის სახელი და პატრონის ნომერი.

კარგი იქნებოდა სახელმწიფოს ამაშიც ჩაედო გარკვეული რესურსი საწყის ეტაპზე მაინც, სანამ პირდაპირ ცხოველების დაჭერაზე გადავიდოდა. დარწმუნებული ვარ, გამოუჩნდებოდათ ამ ძაღლებს მზრუნველები“, – გვეუბნება ის.

თამარ ნაკაშიძე ბათუმში, ლუკა ასათიანის 105 ნომერი ცხოვრობს. „აქ გვიდგას გრავირების დანადგარიც და თუკი ვინმეს სურს, შინაური ან მიკედლებული ცხოველისთვის ჟეტონი დავუმზადოთ, შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ“, – ამბობს თამარი.

სურსათის სააგენტო ძაღლის საიდენტიფიკაციო საყურეს და დასაჭერ მარყუჟებს 481 00 ლარად ყიდულობს

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ძაღლის საიდენტიფიკაციო საყურეების [ბირკა/საჭდე] და საყურის დასამაგრებელი ხელსაწყოს – აპლიკატორის შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

სააგენტო 43 500 კომპლექტს საყურეს და 30 ცალ აპლიკატორს მაქსიმუმ 44 237 ლარად იყიდის. ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 12 აპრილს დაიწყება და 14 აპრილს დასრულდება.

ტენდერის პირობის მიხედვით:

„საყურე ნიშანი უნდა შედგებოდეს ყვითელი ფერის, ერთი და იგივე საიდენტიფიკაციო ნომრის მქონე, ერთმანეთთან შეერთებადი/ჩაკეტვადი დედალი და მამალი ნაწილებისაგან. უნდა იყოს ელასტიკური, დამზადებული თერმოპლასტიკური პოლიურეთანის მასალისაგან, რომელიც შესაძლოა, შეიცავდეს უჟანგავი ლითონის ჩანართებს, ან დაბოლოებებს. უნდა იყოს ერთჯერადი გამოყენებისა და მდგრადი მაღალი და დაბალი ტემპერატურის მიმართ.

ამასთან, უნდა იძლეოდეს მასზე დატანილი ინფორმაციის წაკითხვის შესაძლებლობას ცხოველის სიცოცხლის განმავლობაში. საყურე ნიშანი დამაგრებისას არ უნდა საჭიროებდეს ცხოველის ყურის წინასწარ სავალდებულო დამუშავებას, დამაგრების შემდეგ არ უნდა იწვევდეს ტკივილს, ალერგიულ რეაქციებს, შეშუპებას, ანთებით პროცესებს, დაჩირქებას, ქსოვილის ნეკროზს და სხვა.

საყურის დიამეტრი უნდა იყოს – არანაკლებ 28 მმ – არაუმეტეს 30 მმ; ცხოველის იდენტიფიკაციისათვის არ უნდა გააჩნდეს ასაკობრივი შეზღუდვა. შეერთების/ჩაკეტვის შემდეგ დედალ და მამალ ნაწილებს შორის მანძილი უნდა იყოს არანაკლებ 7 მმ;

საყურე ნიშნის ორივე ნაწილზე აღნიშნული უნდა იყოს ცხოველის საიდენტიფიკაციო 8 ციფრიანი ნომერი არაბული ციფრებით. საყურე ნიშნები მარკირებული უნდა იყოს შემდეგი არაგანმეორებადი, მზარდი, თანამიმდევრული ნუმერაციით: GE 439 04001-დან GE 439 47500 ჩათვლით; ამოტვიფრული სიმბოლოები უნდა იყოს გარჩევადი წყლით, ან თეთრი სპირტით სველი ჩვრით გაწმენდის შემდეგაც…

მწარმოებელმა უნდა გასცეს საგარანტიო წერილი, რომლითაც აიღებს ვალდებულებას, იგივე მარკირებით არ დაამზადოს საყურე ნიშნები სხვა დამკვეთისთვის. მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს აღნიშნული საგარანტიო წერილის წარმოდგენა“.

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა, „ფასების ცხრილის უნდა მიუთითოს შესყიდვის ობიექტის დასახელება/მოდელი, იმ შემთხვევაში თუ შემოთავაზებულ შესყიდვის ობიექტს არ გააჩნია მოდელი, უნდა გააკეთოს ჩანაწერი აღნიშნულის შესახებ, მაგ: „ცხოველის საყურე/ბირკა (მოდელი არ გააჩნია)“.

სააგენტომ საყურეები და აპლიკატორები ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღის ვადაში უნდა მიიღოს.

  • სურსათის ეროვნული სააგენტოს ძაღლის დასაჭერი სახელურიანი 364 ცალი მარყუჟის შესყიდვაზეც აქვს ტენდერი გამოცხადებული.

მარყუჟების შესყიდვაზე სააგენტომ ელექტრონული ტენდერი 436 800 ლარით გამოაცხადა, ანუ 1 ცალი მარყუჟის შესყიდვის მაქსიმალური ფასი 1 200 ლარია.

ამ თემაზე: სურსათის სააგენტო ძაღლის დასაჭერ მარყუჟებს ყიდულობს – ტენდერი 436 800 ლარით

განახლება: ტენდერებში წინადადებების მიღება 2026 წლის 14 აპრილს დასრულდა.

  • შესყიდვების პორტალის მიხედვით ამ დროისთვის სააგენტოს შპს „ჯგ 20.26“ მარყუჟებს 95 500 ლარად სთავაზობს. აღნიშნული კომპანია 2026 წლის 10 მარტსაა რეგისტრირებული, ანუ ტენდერის გამოცხადებამდე 15 დღით ადრე. კომპანიის წილებს ფლობენ მარიამი ჭიპაშვილი /საქართველო/და ირაკლი ჯალაღონია /ორმაგი მოქალაქე საქართველო, რუსეთის ფედერაცია/. კომპანიის დირექტორია ირაკლი ჯალაღონია.
  • ძაღლის საიდენტიფიკაციო საყურეებს კი სააგენტოს შპს „უნიფორმ თრეიდი“ სთავაზობს 19 575 ლარად. ეს კომპანია 2024 წელსაა რეგისტრირებული. მისი მესაკუთრე და დირექტორია ჯუმბერ ყიფიანი.
  • ორთავე კომპანია სააგენტოს ჩინურ პროდუქციას სთავაზობს.
  • ტენდერები შერჩევა-შეფასების ეტაპზეა, შესაბამისად, ჯერ უცნობია მონაწილეობენ თუ არა მათში სხვა პრეტენდენტებიც.

სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ მიუსაფარი ცხოველების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა მიმდინარეობს, რომელიც ითვალისწინებს მიუსაფარი ცხოველების ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, კასტრაცია/სტერილიზაციას და ერთიან ბაზაში რეგისტრაციას.

თუმცა, როგორც ცხოველთა უფლებადამცველები აცხადებენ, სააგენტო ქუჩიდან აყვანილ ძაღლებს ბუნებრივ არეალში აღარ აბრუნებს და ხშირად მიტოვებულ ადგილებში ტოვებს, რაც ცხოველების მიმართ არაჰუმანური მოპყრობაა. ისინი ცხოველების გაუჩინარებაზეც საუბრობენ.

რა ხდება მიუსაფარ ძაღლებთან დაკავშირებით

თბილისში, ფილარმონიასთან მოქალაქეები გამოექომაგნენ მიუსაფარ ძაღლს, რომელიც ცხოველთა მონიტორინგის სამსახურმა დაიჭირა და წაიყვანა. სამსახურის წარმომადგენელმა მათ უთხრა, რომ ძაღლი ცოფზე ასაცრელად მიჰყავდა.

მოქალაქეები პროცესს ეჭვის თვალით უყურებდნენ ბოლო დღეებში გავრცელებული ცნობების ფონზე:

დღეს, 2 აპრილს, მოქალაქეები თბილისში ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფართანაც შეიკრიბნენ:

მოგვიანებით თბილისის მერია გამოეხმაურა ცხოველთა თავშესაფართან მიმდინარე აქციას და განაცხადა, რომ მოქალაქეთა ჯგუფი შენობაში თვითნებურად შეიჭრა და ხელი შეუშალა თავშესაფრის ვეტერინარებს საქმიანობაში.

სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველების გაქრობის / შესაძლო დაწვის შესახებ ინფორმაციას უსაფუძვლოს უწოდებს და აცხადებს, რომ „მსგავსი ხასიათის ტყუილების ტირაჟირება ყოველგვარ მორალურ ზღვარს სცდება და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას“.


აქციებს პერიოდულად მართავენ ცხოველთა მოყვარულები, დამცველები და კინოლოგები ბათუმშიც.

მათი მთავარი მოთხოვნა ამ ეტაპზე არის ის, რომ კანონმდებლობიდან ამოიღონ ჩანაწერი, რომელიც ქუჩაში აყვანილი ცხოველის გარკვეულ ლოკაციაზე უკან დაბრუნებას გამორიცხავს.

ამ თემაზე: „ამოიღეთ ძაღლების გაქრობის მუხლი კანონიდან“ – ცხოველთა დამცველების პროტესტი ბათუმში

„თუ ჩვენ გვექნება სწორი პოლიტიკა, აღვრიცხავთ ყველა პატრონიან ძაღლს და კატას, გვეცოდინება რამდენი პატრონიანი შინაური ცხოველი გვყავს ქვეყანაში, ავტომატურად ყველა მიტოვებულ შინაურ ცხოველზე გვექნება ინფორმაცია, თუ ვინ მიატოვა და მისი მეპატრონეები შესაბამის სანქციებს მიიღებენ.

თუ ქუჩაში არსებული მიუსაფარი მდედრი ძაღლების 70% გასტერილდა, მიუსაფრების რაოდენობა საგრძნობლად დაიკლებს და რა თქმა უნდა, შედეგი დაიდება. ამათ კი ყველაფერი დაიწყეს უკუღმა და არასწორად“, – ამბობს ცხოველთადამცველი მარიამ შეყილაძე.

ამ თემაზე:

ტოვებენ ხრიოკ ადგილას, რომელსაც „სიკვდილის გზას“ ვეძახით – რას ითხოვენ ცხოველთადამცველები

 

1-კანდიდატიან არჩევნებში ცოტნე ანანიძემ გაიმარჯვა – ის „ოცნების“ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეა

დღეს, 2 აპრილს, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე „ქართული ოცნების“ წევრი ცოტნე ანანიძე აირჩიეს. ანანიძის გარდა სხვა კანდიდატურა არ ყოფილა წარდგენილი.

ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ ეს პოსტი 30 მარტს დატოვა. გაბაიძე ჯერჯერობით რჩება უმაღლესი საბჭოს რიგით წევრად, თუმცა როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, არ არის გამორიცხული, რომ წევრის სტატუსიც დატოვოს.

დავით გაბაიძე აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ახლობელია. რიჟვაძემ, ოფიციალური ვერსიით, გასული წლის 7 ივლისს ცეცხლსასროლი იარაღით თვითმკვლელობა სცადა. თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, სად იმყოფება ის თავის ოჯახთან ერთად.

დავით გაბაიძის თანამდებობიდან წასვლას სწორედ რიჟვაძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს უკავშირებენ, თუმცა თავად დავით გაბაიძე ამას გამორიცხავს.

რაც შეეხება ცოტნე ანანიძეს, ის „ოცნების“ უმაღლეს საბჭოში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა, ამ თანამდებობაზე ის ასევე „ოცნების“ წევრმა, ლაშა სირაბიძემ შეცვალა.

_______________

ამ თემაზე:

„გეი მეგობრები მყავს“ – რა „ცოდვაზე“ ლაპარაკობს უმაღლესი საბჭოს წევრი და რას ეძახის პროპაგანდას

Switzerland to Require Visas for Georgian Diplomatic and Official Passport Holders Starting April 3

Starting April 3, 2026 holders of Georgian diplomatic, official, or service passports will require a visa to enter Switzerland. The decision was made by the Swiss Federal Council at its meeting on April 1.

Although Switzerland is not a member of the European Union, it has aligned itself with a decision taken by Brussels on this issue.

According to Switzerland’s foreign ministry,The measure is a further development of the Schengen acquis and will remain in place for 12 months. Other Georgian nationals are not affected.

“The Europan Union (EU) has recently reinforced its visa suspension mechanism for third countries, enabling it to temporarily impose visa requirements on new grounds. These include a deterioration of external relations with a third country due to a violation of human and fundamental rights.

The EU has decided to invoke these new provisions with regard to Georgia. Citing legislative changes adopted by Georgia last year, the EU has suspended visa-free travel for Georgian diplomats and public officials for a period of 12 months.

The EU decision constitutes a further development of the Schengen acquis, which Switzerland is obliged to adopt. The move involves amending the Ordinance on Entry and the Granting of Visas. Furthermore,several articles in the agreement between Switzerland and Georgia aimed at facilitating the issuance of visas are being suspended,” reads the statement.

„ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურება“ – თიბისის მორიგი აღიარება

თიბისი კონცეპტს და WM-ს (დაგროვილი კაპიტალის მართვა) საერთაშორისო საფინანსო გამოცემა Euromoney-ს ოთხი ჯილდო გადაეცა, მათ შორისაა მთავარი ჯილდო ნომინაციაში  „ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურება“. ბანკი ამ ჯილდოს მფლობელი რეგიონის მასშტაბით პირველად გახდა.

თიბისის  პერსონალურმა საბანკო მომსახურებამ გამარჯვება მოიპოვა Euromoney-ის ჯილდოს კიდევ სამ კატეგორიაში:

  • „საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურება“,
  • „საქართველოში საუკეთესო პრემიალური საბანკო მომსახურება“
  • „საქართველოში საუკეთესო მაღალშემოსავლიანი მომხმარებლების მომსახურება“

Euromoney უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია ფინანსური ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ და გავლენიან გამოცემად ითვლება. მისი ჯილდოები ეფუძნება არა მხოლოდ ფინანსურ მაჩვენებლებს, არამედ მომხმარებელზე ორიენტირებულ სტრატეგიას, ინოვაციებსა და სერვისის ხარისხს.

„წელს, პირველად მოვიპოვეთ რეგიონის მასშტაბით Euromoney-ს მთავარი ჯილდო ნომინაციაში „ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურება“. ვულოცავ თიბისი კონცეპტის და თიბისი Wealth Management-ის გუნდის წევრებს ამ გამარჯვებას, ეს თიბისის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარებაა“ – გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორი. 

თიბისი კონცეპტი მომხმარებლის ყოველდღიურობის გასამარტივებლად მუდმივად ავითარებს ინოვაციურ პროდუქტებს, ქმნის სრულ ფინანსურ ეკოსისტემას და ექსკლუზიური შეთავაზებებით უნიკალურ გამოცდილებას უქმნის თავის მომხმარებლებს.

თიბისი ბანკმა, 2006 წელს, საქართველოში პირველმა დანერგა პერსონალური საბანკო მომსახურება და პროფესიონალთა გუნდისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შერწყმით, დღესაც აგრძელებს მომხმარებელზე ორიენტირებული, ინოვაციური პროდუქტების განვითარებას.

აღნიშნულ ნომინაციებში თიბისი კონცეპტის გამარჯვება კიდევ ერთხელ უსვამ ხაზს, რომ თიბისის მომსახურება არა მხოლოდ საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს, არამედ რეგიონში არსებულ წამყვან ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი და აღიარებული ბრენდია.

Judge Dismisses Case Against Tabula Journalist After MIA Video Evidence Confirms She Was Filming the Protest

Judge Tornike Kapanadze has dismissed the administrative offence case against Tabula journalist Mariam Kuprava, who had been accused of “artificially blocking the road” while covering the weekly protest, the “Saturday March.” Kuprava had faced up to 15 days of administrative detention, even though video evidence presented by the Ministry of Internal Affairs showed that she was clearly identifiable as a journalist, wearing a press badge and a “PRESS” armband.

During the March 30 hearing, a representative of the Ministry of Internal Affairs argued that, because Kuprava was not actively filming or photographing at a given moment, she had ceased to act as a journalist and had instead become a protester. The representative requested additional time to submit longer video footage to support this claim.

On April 2, the Ministry presented extended video evidence but failed to demonstrate that Kuprava was not engaged in photo or video recording, as they had claimed. This was sufficient for the judge to conclude that she had been performing her journalistic duties.

Despite the favorable outcome, Mariam Kuprava maintains that journalism should not be narrowly defined as only filming or photographing. She emphasizes that it also includes observing events, gathering information, and speaking with people on the ground.

Two more administrative cases remain pending against journalists who were covering the protest.

The case against Mediachecker journalist Ninia Kakabadze, concerning the events of November 3, 2025, has already been heard, and a decision is expected on April 21. Meanwhile, the case against Netgazeti journalist Mariam Dzidzaria concerning January 31, 2026 has been postponed, with a new hearing date yet to be announced, after the Ministry of Internal Affairs failed to submit the necessary evidence.

მითები და რეალობა აუტიზმის შესახებ – 2 აპრილი ცნობიერების ამაღლების დღეა

2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეა.

სპეციალისტების განმარტებით, აუტიზმი ნეიროგანვითარების თავისებურებაა, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანის სოციალურ კომუნიკაციაზე, ურთიერთობებსა და გარემოს აღქმაზე.

აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე საუბრობს „ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი“.

მათი განმარტებით, „აუტიზმი ყველა ადამიანში სხვადასხვანაირად ვლინდება. ზოგს შეიძლება ჰქონდეს განსაკუთრებული ნიჭი მათემატიკაში ან ხელოვნებაში, ზოგს კი სჭირდებოდეს მხარდაჭერა ყოველდღიურ კომუნიკაციაში. თუმცა, ყველას აერთიანებს ერთი რამ – სამყაროსთან ურთიერთობის ინდივიდუალური გზა“.

ცენტრის განცხადებით, აუტიზმთან დაკავშირებით არაერთი მითია გავრცელებული. მაგალითად, ის, რომ აუტიზმი დაავადებაა.

„სინამდვილეში, აუტიზმი არის ნეიროგანვითარების თავისებურება, რაც იმას ნიშნავს, რომ აუტიზმის მქონე ადამიანების ტვინი განსხვავებულად „მუშაობს“ და აღიქვამს სამყაროს.

„სხვაგვარად ფიქრი“ ნიშნავს ახალ იდეებსა და უნიკალურ ხედვას, რაც ჩვენს საზოგადოებას მხოლოდ ამდიდრებს. ამიტომ შეეცადეთ დააფასოთ ნეირომრავალფეროვნება.

აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანებს ისევე სჭირდებათ სიყვარული და მეგობრობა, როგორც ყველას. თუმცა, შესაძლოა კომუნიკაციისთვის განსხვავებულ ფორმებს იყენებდნენ.

მითია ისიც, რომ აუტიზმი არის აღზრდის ბრალი. რეალურად, აუტიზმის განვითარებაში მოქმედებს გენეტიკური და ბიოლოგიური ფაქტორების ერთობლიობა და მას არანაირი კავშირი არ აქვს მშობლების აღზრდის მეთოდებთან“.

ცენტრის განმარტებით, მნიშვნელოვანია საზოგადოებამ მხარი დაუჭიროს აუტიზმის მქონე ადამიანებს და „გაგებით მოეკიდონ ატიპურ ქცევას“.

„ხშირად ხმაური, მკვეთრი განათება ან ხალხმრავალ გარემოში ყოფნა აუტიზმის მქონე ადამიანისთვის შესაძლოა, სტრესული აღმოჩნდეს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ამ ფაქტორების უარყოფითი გავლენის შემცირებაზე ფიქრი“.

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) (2020 წლის) მონაცემებით, აუტიზმის შემთხვევების დინამიკა მზარდია.

სახალხო დამცველის 2026 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში აუტიზმის მქონე პირები მათი უფლებებისა და თავისუფლებების განხორციელების პროცესში კვლავ არაერთი სისტემური გამოწვევის წინაშე დგანან.

„ამ დრომდე არ არის დანერგილი აუტიზმის მქონე პირთა ოჯახების ფსიქო-სოციალურ მხარდაჭერაზე ორიენტირებული სერვისები. საზოგადოებაში არსებული სტიგმის შემცველი დამოკიდებულება, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობა და ინფორმაციის ნაკლებობა მნიშვნელოვნად აფერხებს აუტიზმის მქონე პირთა პოტენციალის სრულყოფილად რეალიზებას.

განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს აუტიზმის მქონე პირთა ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე წვდომა. სომატური ჯანმრთელობის სერვისების დაგეგმვის დროს უნივერსალური დიზაინის გაუთვალისწინებლობა, შემთხვევათა მოქნილი და მულტიპროფილური მართვის სისტემის არქონა, სამედიცინო სერვისების მიწოდების პროცესში გონივრული მისადაგების პრინციპის უგულებელყოფა, სამედიცინო პერსონალის ნაკლები ინფორმირებულობა და სათანადო კომუნიკაციის უნარ-ჩვევების არქონა – არსებითად აფერხებს აუტიზმის მქონე პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლებების დაცვას“ – წერს ომბუსმენი.

მისივე შეფასებით, მწვავედ დგას გეოგრაფიულად მისაწვდომის, ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული, დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი სერვისების დეფიციტი.

„მუნიციპალიტეტებში არსებული სამიზნე პროგრამები სრულყოფილად ვერ ფარავს აუტიზმის მქონე ბავშვთა საჭიროებებს, ხოლო აუტიზმის მქონე ზრდასრულ პირთა აბილიტაცია-რეაბილიტაციის პროგრამები კვლავ არ არის დანერგილი.

ხარისხიანი და უწყვეტი ინკლუზიური განათლების უზრუნველსაყოფად აუცილებელია სკოლამდელი აღზრდისა და ზოგადი განათლების მიწოდების პროცესში აუტიზმის მქონე ბავშვთა საჭიროებების სრულყოფილად გათვალისწინება. ასევე, ქცევის პოზიტიური მართვის მხარდამჭერი, ეფექტური, მიზნობრივი პროგრამების დანერგვა. მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მიერ მოხდეს აუტიზმის მქონე პირთა ღია შრომის ბაზარზე დასაქმების აქტიური ხელშეწყობაც“ –  ნათქვამია ომბუდსმენის შეფასებაში.

__________________

ამ თემაზე:

ბაბუა, რომელმაც აუტისტ შვილიშვილს ცურვა, ბაღის მოვლა და ველოსიპედის ტარება ასწავლა

წამება, არაადამიანური მოპყრობა – სტრასბურგის სასამართლომ მზია ამაღლობელის სახელით გაგზავნილი მესამე საჩივარი დაარეგისტრირა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის სახელით გაგზავნილი მესამე საჩივარი დაარეგისტრირა, რომელიც 2025 წლის 12 იანვარს განხორციელებულ არასათანადო მოპყრობას ეხება.

საჩივარი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2026 წლის 4 მარტს გაგზავნა და ევროპულმა სასამართლომ საქმე 1 კვირაში, 2026 წლის 11 მარტს, უკვე დაარეგისტრირა.

ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ ორგანიზაციას 1 აპრილს ეცნობა.

სტრასბურგის სასამართლოში საიას გასაჩივრებული აქვს მზია ამაღლობელის კიდევ 2 საქმე: პირველი საქმე (no. 13661/25) ეხება მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონო გამოყენებას, სადაც საიამ უკვე წარადგინა წერილობითი შეპასუხება სახელმწიფოს პოზიციაზე, ხოლო მეორე საქმის საჩივარი (no. 36304/25), რომელიც უკავშირდება მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ დაკავებას და მასთან დაკავშირებულ დარღვევებს, ასევე, დარეგისტრირებულია

რაც შეეხება 4 მარტს გაგზავნილ საჩივარს:

„2025 წლის 12 იანვარს, დაახლოებით ღამის პირველ საათზე, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელთან პოლიციამ მზია ამაღლობელი უკანონოდ და ძალადობრივი მეთოდებით დააკავა, რის შედეგადაც მან ფიზიკური დაზიანება მიიღო და დაეხა ქურთუკი. პოლიციის დეპარტამენტის ეზოში შეყვანისას, ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე, მას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, აგინებდა და „სისხლით დაჭერით“ ემუქრებოდა. მან პოლიციის დეპარტამენტის ეზოში მზია ამაღლობელზე ფიზიკური ძალადობაც სცადა, თუმცა თანამშრომლებმა შეაკავეს.

მზია ამაღლობელის მიმართ არასათანადო მოპყრობა პოლიციის დეპარტამენტის შენობაში გაგრძელდა. გარდა ამისა, მზია ამაღლობელს რამდენიმე საათის განმავლობაში არ მიეცა უფლება, ესარგებლა ადვოკატის მომსახურებით, მას ჩხრეკა ადვოკატების დასწრების გარეშე ჩაუტარდა და ხელბორკილები, დამცირების მიზნით, ზურგს უკან დაადეს, იმის გათვალისწინებით, რომ ამის არანაირი საჭიროება არ ყოფილა,“ – წერს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მზია ამაღლობელის დაკავების დეტალების აღწერისას.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენილი მესამე საჩივრით საია დავობს, რომ მზია ამაღლობელის მიმართ დაირღვა კონვენციით გათვალისწინებული ფუნდამენტური უფლებები:

  • მე-3 მუხლის მატერიალური ნაწილი (წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა) მე-14 მუხლთან ერთობლიობაში (დისკრიმინაციის აკრძალვა),
  • მე-3 მუხლის პროცედურული ნაწილი (არაეფექტიანი გამოძიება),
  • მე-8 (პირადი ცხოვრების დაცულობის უფლება),
  • მე-14 მუხლთან ერთობლიობაში (დისკრიმინაციის აკრძალვა),
  • მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) მე-3 მუხლთან ერთობლიობაში.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განმარტავს:

„დამამცირებელი მოპყრობა (მე-3 მუხლის მატერიალური ნაწილი მე-14 მუხლთან ერთობლიობაში): პოლიციის მხრიდან გამოყენებული გაუმართლებელი ფიზიკური ძალა, რამაც სხეულის დაზიანებები გამოიწვია, სახეში შეფურთხება, წყლის მიწოდებისა და საპირფარეშოთი სარგებლობის აკრძალვა და გენდერული ნიშნით განხორციელებული მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფა წარმოადგენს ღირსების შემლახველ მოპყრობას.

აღნიშნული ქმედებები მიზნად ისახავდა მზია ამაღლობელის დამცირებას დისკრიმინაციული მოტივით.

არაეფექტიანი გამოძიება (მე-3 მუხლის პროცედურული ნაწილი): სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო მზია ამაღლობელის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის დამოუკიდებელი და ობიექტური გამოძიება, კერძოდ, საგამოძიებო უწყებამ შეისწავლა მხოლოდ პოლიციის დეპარტამენტის ერთი შესასვლელის ვიდეოჩანაწერი, საიდანაც მზია ამაღლობელი შენობაში საერთოდ არ შეუყვანიათ.

გამოძიების არაეფექტიანობას კიდევ უფრო მკაფიოს ხდის ის გარემოება, რომ ადვოკატის წერილზე, არსებობდა თუ არა შენობის პერიმეტრზე ვიდეოჩანაწერები, შსს-ს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრმა „112“-მა უპასუხა, რომ მოთხოვნილი პერიოდის ჩანაწერები საერთოდ არ მოიპოვებოდა.

გამოძიებამ არ გამოითხოვა ბათუმის მერიიდან დოკუმენტაცია, რომლითაც დადასტურდება, რომ გარე სათვალთვალო კამერა, რომელიც ბათუმის პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელსა და ეზოს აღბეჭდავს, დამონტაჟდა 2025 წლის 11 იანვრის შემდგომ.

ასევე არ შეისწავლა მზია ამაღლობელის დაცვის უფლების დარღვევის მიზეზები და რეალური გარემოებები. ასევე არ არის მიღებული ერთ-ერთი ექსპერტიზის პასუხი.

გამოძიებამ რეაგირების გარეშე დატოვა პოლიციელთა ცრუ ჩვენებები: ირაკლი დგებუაძე ამტკიცებდა, რომ დაკავების შემდეგ აქციაზე დარჩა, თუმცა ვიდეოკადრებში ჩანს, რომ იგი მზიას ეზოში გაჰყვა და აგინებდა.

ასევე, ბერდია ფერაძე და გიორგი ბჟალავა თავს დამკავებლებად ასახელებენ, მაშინ, როცა კადრებით დასტურდება, რომ ბჟალავას დაკავებაში მონაწილეობა არ მიუღია.

გამოძიებამ არ დააიდენტიფიცირა და არ გამოკითხა რეალური დამკავებლები, რომლებიც მზიას მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის უშუალო მოწმეები არიან.

მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო პროცესზე ირაკლი დგებუაძემ აღიარა, რომ სწორედ ის აგინებს მზია ამაღლობელს, მზია ამაღლობელი დღემდე არ არის დაზარალებულად ცნობილი.

პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის ხელყოფა (მე-8 მუხლი მე-14 მუხლთან ერთობლიობაში): პოლიციის შენობაში, ადვოკატის გარეშე ჩატარებული ჩხრეკა და ხელბორკილების გამოყენება ყოველგვარი უსაფრთხოების რისკის არარსებობის პირობებში, წარმოადგენს პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებაში გაუმართლებელ და არაპროპორციულ ჩარევას. ვინაიდან ეს ზომები მზია ამაღლობელის მიმართ მხოლოდ მისი დამცირების მიზნით, ცინიკური და გენდერულად დისკრიმინაციული მოტივით იქნა გამოყენებული და სცილდებოდა სამართლებრივ ფარგლებს.

სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება (მე-13 მუხლი მე-3 მუხლთან ერთობლიობაში): ქვეყნის შიგნით არ არსებობს ეფექტიანი მექანიზმი, რათა პირმა მიიღოს დაზარალებულის სტატუსი.

მას შემდეგ, რაც სპეციალური საგამოძიებო სამსახური გაუქმდა, საქმე აჭარის პროკურატურამ გადაიბარა და გამოიკვეთა მანკიერი პრაქტიკა.

კერძოდ, პროკურატურა მომჩივნის ადვოკატის მოთხოვნებს დაზარალებულის სტატუსის მინიჭების შესახებ წერილობით არ პასუხობს, სასამართლო კი, თავის მხრივ, ფორმალისტური მიდგომით უარს ამბობს საჩივრის განხილვაზე იმ მოტივით, რომ არ არსებობს პროკურატურის წერილობითი უარი. პროკურატურის მხრიდან პასუხის გაუცემლობამ და სასამართლოს ამგვარმა პოზიციამ მზია ამაღლობელი დატოვა დაცვის რეალური საშუალების გარეშე, რამაც შეუძლებელი გახადა დარღვეული უფლებების აღდგენა ეროვნულ დონეზე“.

მზია ამაღლობელი ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაასამართლეს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისათვის სილის გაწვნის გამო. 2025 წლის 6 აგვისტოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

განაჩენი ძალაში დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ. გადაწყვეტილება სამმა მოსამართლემ მიიღო- ნიკოლოზ მარგველაშვილმა, მარინა სირაძემ და ნანა ჯოხაძემ. უზენაესმა სასამართლომ კი მზია ამაღლობელის საჩივარი საერთოდ არ განიხილა.

ეს გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სამმა მოსამართლემ – ლევან თევზაძემ, მერაბ გაბინაშვილმა და მამუკა ვასაძემ მიიღო.

  ამავე თემაზე:

სააპელაციო სასამართლომ მზია ამაღლობელისთვის მისჯილი 2-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება.

ამავე დღეს იწყება საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაციაც.

ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტებსა და მაგისტრატობის კანდიდატებს რეგისტრაციის გავლა ელექტრონულად, ცენტრის ვებგვერდზე – online.naec.ge 11 მაისის 18:00 საათამდე  შეეძლებათ.

ცენტრის ინფორმაციით, აუცილებელია, აპლიკანტებმა 6 აპრილის 10:00 საათიდან 6 მაისის 18:00 საათამდე უზრუნველყონ ჩასაბარებელი საგნების (არანაკლებ ერთი საგნის) საფასურის გადახდა, რათა შეძლონ რეგისტრაციის დასრულება 11 მაისისთვის.

მათივე ინფორმაციით, აბიტურიენტებს საგამოცდო ქალაქისა და საგანმანათლებლო პროგრამების არჩევა და ცვლილება შეეძლებათ.

სახელმწიფო უნივერსიტეტებში საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურებზე, ასევე, სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებლებში სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.

„ქართული ოცნების“ სადავო რეფორმის მიხედვით, სტუდენტს აღარ ეძლევა სახელმწიფო გრანტი, რაც იმას ნიშნავს, რომ კერძო უნივერსიტეტების სტუდენტები სახელმწიფო დაფინანსებას ვეღარ მიიღებენ და სწავლის მთლიანი საფასურის გადახდა თავად მოუწევთ.

მართალია, „ოცნების“ ხელისუფლება ამბობს, რომ სტუდენტთა მიღების კვოტები არ შემცირდება, თუმცა „რეფორმის“ მიხედვით, მომავალი წლიდან სტუდენტებს აღარ ექნებათ არჩევანი, მათთვის სასურველ უნივერსიტეტებში ისწავლონ არჩეული პროფესია, რადგან „ერთი ქალაქი-ერთი ფაკულტეტის“ პრინციპის ფარგლებში, „ოცნება“ სახელწიფო უნივერსიტეტებს უფლებას არ აძლევს მსგავსი პროგრამები განახორციელონ.

_______________

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივი.

ამ თემაზე:

რა წაართვა „ოცნებამ“ აბიტურიენტებს – განათლების „დეფორმა“

რუსეთმა სტუდენტების ფარული მობილიზაცია დაიწყო, მინიმუ 2 %-ს წაიყვანენ ომში – რუსული მედია

წლის დასაწყისში რუსეთის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების მინისტრი, ვალერი ფალკოვი ქვეყნის უდიდესი უნივერსიტეტების რექტორებს შეხვდა. ამ შეხვედრაზე მან განაცხადა, რომ სტუდენტური კონტინგენტის მინიმუმ 2%-მა თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტები უნდა გააფორმოს.

ამის შესახებ რუსული დევნილი მედია – дождь-ი ავრცელებს ინფორმაციას Faridaily-ზე დაყრდნობით. дождь-ი წერს, რომ ინფორმაცია ტელეგრამარხმა თავის მხრივ იმ ნაცნობ რექტორებზე დაყრდნობით მოამზადა, ვინც მინისტრთან შეხვედრას ესწრებოდა.

სხვა წყარომ ციმბირის ერთ-ერთი უნივერსიტეტიდან კი „ფალკოვის ციფრები“ დაასახელა.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, გასულ წელს რუსეთის უნივერსიტეტებში 2.2 მილიონი კაცი სწავლობდა. თუ უნივერსიტეტები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოთხოვნას დააკმაყოფილებენ, არმია მინიმუმ 44 000 კონტრაქტორ ჯარისკაცს მიიღებს. თუ მობილიზაცია შეეხება პროფესიულ სასწავლებლებსაც, მაშინ ეს ციფრი 76 ათასს მიაღწევს.

სტუდენტებს სთავაზობენ 5-მილიონიან კონტრაქტს ერთი წლის ვადით. მობილიზაცია ძირითადად შეეხება იმ სტუდენტებს, ვისაც დაბალი მოსწრება აქვთ ან ვინც ერთწლიანი აკადემიური შვებულების აღებას გეგმავს.

სტუდენტები შეუერთდებიან იმ დანაყოფებს, რომლებიც დრონებით იბრძვიან უკრაინის წინააღმდეგ. ერთი წლის შემდეგ კი ისევ დაუბრუნდებიან უნივერსიტეტებს.

дождь-ის თანახმად, რუსეთის უნივერსიტეტებში არმიის პროპაგანდა 2025 წლის დეკმბრიდან დაიწყო.

რუსეთმა 1,3 მილიონი სამხედრო დაკარგა ომის დაწყებიდან დღემდე – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 2 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 300 030 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 300. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 830 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 24 334 ერთეული [+7]
  • საარტილერიო სისტემა – 39 228 ერთეული [+59]
  • MLRS – 1 713 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 338 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 350 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 213 393 ერთეული [+2 497]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 491 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 86 773 ერთეული [+195]
  • სპეცტექნიკა – 4 107 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

რა ხდება ბულვარში და ბულვარის გენგეგმაში – დიდი ფულის ძალა 2 ბიზნესის მაგალითზე

კაფე „არტ ბულვარი“ – იგივე „ჩაიხანა“ ფასადის ცვლილების ნაცვლად ექვემდებარება დემონტაჟს, როგორც ვიზუალით და ფუნქციით შეუსაბამო ობიექტი. მშენებარე რესტორანი „სან-რემო“ კი ბულვარის განაშენიანების გეგმაში აისახა, როგორც არსებული ობიექტი.

გარდა ამისა, „ჰოლანდიური სახლი“ ექვემდებარება რეკონსტრუქციას, ნაცვლად ფასადის ცვლილებისა – გადაწყვიტა ბათუმის მერიამ და საკრებულოც დაეთანხმა.

30 მარტს ბათუმის მერიის მიერ დაინიცირებული ეს ცვლილებები საკრებულომ 2022 წელს დამტკიცებულ გენგეგმაში ასახა.

ეს არ არის პირველი და, როგორც ჩანს, არც ბოლო ცვლილება, რომელიც მერიამ საკრებულოსთან ერთად დოკუმენტში შეიტანა ისე, რომ გენგემის ავტორებისთვის არაფერი უკითხავს. ცხადია, არც საზოგადოებისთვის აუხსნია, ვისი ინტერესების გათვალისწინებით ცვლიან დოკუმენტს, რომელზეც სპეციალისტებმა იმუშავეს და რომლის მოსამზადებლად ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონი ლარი დაიხარჯა.

არც საკრებულოსთვის წარდგენილ განკარგულების პროექტის განმარტებით ბარათში და არც საკრებულოს სხდომაზე არავის განუმარტავს, რატომ არის „სან-რემო“ თავისი ახალი ვიზუალით შესაბამისი და „არტ ბულვარი“ შეუსაბამო. 

მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსმა, არჩილ გირკელიძემ სხდომაზე განაცხადა, რომ დოკუმენტი მუნიციპალიტეტის საკუთრებაა და ისე შეცვლის, როგორც ეს საქმეს დასჭირდება.

„ბათუმის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ბულვარის გენერალური გეგმა წარმოადგენს მუნიციპალურ საკუთრებას და ჩვენ, როგორც ქალაქდაგეგმარებისა და ურბანული პოლიტიკის განმსაზღვრელი უწყება, ვალდებულები ვართ გავითვალისწინოთ, როგორც სამართლებრივი, ასევე ისტორიულ-არქიტექტურული პრინციპები. მოვამზადოთ წინადადებები და საჭიროების შემთხვევაში მივმართოთ საკრებულოს გენგეგმაში ცვლილების შეტანის მოთხოვნით“, – უთხრა ბათუმის მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის ახალდანიშნულმა უფროსმა, არჩილ გირკელიძემ საკრებულოს წევრებს, როცა სხდომაზე ცვლილების შესახებ ეს დოკუმენტი წარადგინა.

მეტიც, არჩილ გირკელიძემ სხდომაზე ფაქტობრივად დააანონსა, რომ ცვლილებები ბულვარის გენგემაში კიდევ იქნება.

„როგორც მოგეხსენებათ, ამ დრომდე მიმდინარეობს დამტკიცებული გენგეგმით განსაზღვრული შეუსაბამო ობიექტების დემონტაჟი, ასევე რამდენიმე ობიექტთან მიმართებაში წარმოებს სამართლებრივი პროცედურები და მათი სტატუსის დაზუსტების შემდეგ შევა დამატებითი ცვლილებები გენგემაში, რომლებსაც, სავარაუდოდ, შემდეგ სხდომებზე წარმოგიდგენთ.“

სხდომაზე მსხდომ „ოცნების“ უმრავლესობის წევრებს ამ საკითხზე არც პრეტენზია გამოუთქვამთ და არც კითხვები გასჩენიათ. საკითხის ასე დასმა მხოლოდ ოპოზიციამ გააპროტესტა.

„კი, არის ჩვენი საკუთრება, მაგრამ ჩვენს ჭკუაზე თუ შეგვეძლო იმის განსაზღვრა, რა იყო შესაბამისი და რა იყო შეუსაბამო, ამის დადგენა ექსპერტების გარეშე, ის დოკუმენტი რატომ გავაკეთებინეთ? – შეგახსენებთ ბატონო არჩილ, „ბაუ დიზაინის“ მთავარი რეკომენდაციაა, რომ ბულვარის სანაპირო ზოლში ე.წ. ყველა ფუნდამენტური ნაგებობა არის შეუსაბამო ბულვარის განვითარებასთან… რატომ არის ესენი შეუსაბამო და „სან-რემო“ შესაბამისი? ამ დოკუმენტში ასიათასობით ლარი გვაქვს გადახდილი. თუ ჩვენს ჭკუაზე უნდა გვეჭრა და და გვეკერა, რანაირი დოკუმენტია და რა აზრი აქვს მაშინ ასე მის მიღებას? “ – იკითხა ვაჟა დარჩიამ „ლელოდან“.

მშენებარე “სან რემო” ბათუმის პლაჟზე

მერიის ურბანული პოლიტიკის სამსახურის ახალდანიშნულმა უფროსმა, არჩილ გირკელიძემ საკრებულოს წევრებს განუმარტა, რომ საქმე სამართლებრივ საკითხებთან, ანუ ჯერ კიდევ მოქმედ იჯარებთან გვაქვს:

„სამართლებრივი პრინციპები დადგენილ გენგეგმაში გათვალისწინებული არ ყოფილა, კონკრეტულად ამ შემთხვევაში არსებობს მოქმედი იჯარა. ამ იჯარაში ამავე საკრებულოს პროექტით ცვლილებები შედის – 2067 წლამდე ექნება მესაკუთრეს მიწის ნაკვეთის განკარგვის უფლება, მათ შორის რესტორნის რეკონსტრუქციის უფლება. ჩვენ არ ვსაუბრობთ ახლა ნებართვის გაცემაზე, ჩვენ ვსაუბრობთ იმ მოცემულობის სამართლებრივად დადგენაზე, რაც გვაქვს ამ და სხვა ობიექტებთან მიმართებაში.“

ბათუმის ბულვარის გენგეგმის მომზადებაზე ბულვარის ადმინისტრაციამ ტენდერი 2019 წლის ივლისში გამოაცხადა. 27 სექტემბერს ხელშეკრულება „ბაუ დიზაინთან“ გააფორმეს. ამ კომპანიასთან ერთად იმუშავა „ურბიტექტურამ“.

დოკუმენტის მოსამზადებლად ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯა, გენგემა ბულვარის ადმინისტრაციამ ჩაიბარა, ჩატარდა საჯარო განხილვები, რამდენიმე საკითხი კონსულტაციების შემდეგ დააზუსტეს, საბოლოოდ კი ბათუმის საკრებულომ ბულვარის განაშენიანების გეგმა 2022 წელს ხმაურისა და პროტესტის ფონზე დაამტკიცა. ეს იმის გამო, რომ მის დამტკიცებამდე დოკუმენტში შპს „ამბასადორი ბათუმის“ მშენებარე ობიექტის შესახებ არსებული ჩანაწერი ამოიღეს. ამ ჩანაწერის მიხედვით, ამბასადორის მშენებარე შენობა ბულვარისთვის შეუსაბამო ობიექტი იყო.

დოკუმენტი დაამტკიცეს, თუმცა მისი აღსრულება არ დაწყებულა – როგორც მერიაში, ასევე საკრებულოში განმარტავდნენ, რომ მას ეტაპობრივად აღასრულებდნენ. მეტიც, ამ დოკუმენტზე მომუშავე ჯგუფის რეკომენდაციებს მერია გადაწყვეტილებების მიღების დროს გაითვალისწინებდა. იმავეს ამბობდნენ მერიაში.

დღეს კი ბათუმის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის ახალდანიშნული სამსახურის უფროსი საკრებულოს განუმარტავს, რომ ბულვარში ანგრევენ იმ ობიექტებს, რომელთა მფლობელებსაც საქმის მოგვარების „ბერკეტი არ აქვთ“ და არ ეხებიან მათ, ვისაც ამის „ბერკეტი აქვს“…

„რაც თქვენც ახსენეთ, დემონტაჟი რომ მიმდინარეობს და ბევრი ობიექტი უკვე აღარ არსებობს ბულვარში, კიდევ გრძელდება ეს პროცესი. იქ არ ჰქონდათ ყოფილ მესაკუთრეებს იმის ბერკეტი, რომ შენარჩუნებულიყო ის, როგორც ნებართვიანი ობიექტი და მაგიტომაც დაინგრა.“ – განუმარტა არჩილ გირკელიძემ საკრებულოს წევრებს.

ბათუმის ბულვარში მიმდინარე პროცესი კარგად აჩვენებს, რომ საქმის „მოგვარების ბერკეტს“, როგორც ამას მერიის სამსახურის უფროსი უწოდებს, დიდი ფულის ძალა განაპირობებს: მოაგვარა შპს „ბათუმი ამბასადორმა“, რომელიც მაღალბიუჯეტიანი კომპანიაა და მოაგვარა „სან-რემომ“, რომელსაც ფლობს კომპანია „ხიდი 2006“, ანუ ედნარ პაპუნაიშვილი. მისი კომპანიები ბათუმში არაერთ მაღალბიუჯეტიან კომპლექსს აშენებენ.

როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში საქმე ისეთი „დიდი ფულის ძალასთან“ გვაქვს, რომელსაც შეუძლია ბათუმის ბულვარში, სანაპიროზე 1 ჰექტარზე მეტი ტერიტორია 50-წლიანი იჯარით მიიღოს.

რაც შეეხება იჯარას.

„სან რემოს“ მფლობელმა კომპანიამ – შპს „ხიდი 2006“-მა ბათუმის მერიასთან საიჯარო ხელშეკრულება 2018 წელს გააფორმა. ამ ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიას ზღვისპირა პლაჟი – 11 138 კვ.მეტრი და მასზე განთავსებული შენობა პირდაპირი წესით და პირობით გადასცეს.

შპს „ხიდი 2006“-თან გაფორმებული ხელშეკრულება, ბათუმში, რუსთაველის ქ. №34-ში მდებარე პირსის გაფართოებასა და ღამის კლუბების მოწყობას ითვალისწინებდა. ხელშეკრუ­ლების თანახმად, სამშენებლო სამუშაოები უნდა დაწყებულიყო არაუგვიანეს 2018 წლის ოქტომბრისა და დასრულებულიყო არაუგვიანეს 2019 წლის 31 დეკემბრისა.

კომპანიას ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ნებართვები შესაბამისი უწყებებიდან კანონით გათვალისწინებული წესით უნდა მოეპოვებინა.

შპს ,,ხიდი 2006“-მა მშენებლობა მითითებულ ვადაში ვერ დაიწყო. როგორც საკრებულოს განმარტებით ბარათშია მოცემული, პროექტი გარემოს ეროვნულმა სააგენტომ დაიწუნა, რომელმაც დაწერა:

„სან-რემოს რესტორნის პირსის და შენობის სხვა ნაწილების რეკონსტრუქცია შესაძლებელია არსებული მოცულობების პირობებში ხიმინჯების რაოდენობის მომატების გარეშე. მდგრადობის მისაღწევად შესაძლებელია დეფორმირებული ხიმინჯების შეცვლა. სართულიანობის გაზრდის საჭიროების შემთხვევაში საჭიროა არსებული პირსისა და კარკასის დემონტაჟი და არსებული წესებისა და ნორმების, ზღვის სანაპიროს ჰიდრო და მორფოდინამიკური პირობების გათვალისწინებით ახალი პროექტის შედგენა.“

2019 წელს კომპანიამ შენიშვნების გასათვალისწინებლად ახალი ვადა მოითხოვა, შესაბამისი ცვლილება ხელშეკრულებაში მერიამ საკრებულოს თანხმობით შეიტანა – 2019 წლის ოქტომბერში. ამ დროს ბულვარის გეგნგეგმის მომზადებაზე ხელშეკრულება უკვე გაფორმებული იყო.

2019 წლის დეკემბერში კომპანია მერიას ხელშეკრულებაში ცვლილებაზე შეუთანხმდა. კომპანიას პირსის რეკოსტრუქციისა და გაფართოების სამუშაოების ვადად 2021 წლის 31 დეკემბერი განუსაზღვრეს. კომპანიმ 2020 წლის თებერვალში მშენებლობის ნებართვაც მიიღო. ამ დროს ბულვარის გენგეგმაზე მუშაობა დაწყებული იყო, პროექტში შემდეგი ცვლილების დროს კი – დამტკიცებული.

გასული წლის მარტში საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის უფროსი, ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსს სწერდა, რომ პროექტს სჭირდებოდა მთელი რიგი ღონისძიებები სახანძრო უსაფრთხოებისთვის. 2025 წლის აგვისტოში კომპანიას ამ შენიშვნების გათვალისწინება წერილობით მოსთხოვეს. „ბათუმელებისთვის“ ამ ეტაპზე უცნობია, რამდენად შეასრულა კომპანიამ მოთხოვნები სახანძრო უსაფრთხოებაზე.

ტოვებენ ხრიოკ ადგილას, რომელსაც „სიკვდილის გზას“ ვეძახით – რას ითხოვენ ცხოველთადამცველები

სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ მიუსაფარი ცხოველების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა მიმდინარეობს, რომელიც ითვალისწინებს მიუსაფარი ცხოველების ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, კასტრაცია/სტერილიზაციას და ერთიან ბაზაში რეგისტრაციას.

თუმცა, როგორც ცხოველთა უფლებადამცველები აცხადებენ, სააგენტო ქუჩიდან აყვანილ ძაღლებს ბუნებრივ არეალში აღარ აბრუნებს და ხშირად მიტოვებულ ადგილებში ტოვებს, რაც ცხოველების მიმართ არაჰუმანური მოპყრობაა.

ფეისბუქშიც ამ თემაზე ძალიან ბევრმა ცხოველთა დამცველმა გამოაქვეყნა კრიტიკული პოსტი – რომ სახელმწიფო ასეთი მიდგომით რეალურად მიუსაფარ ცხოველებს ანადგურებს, პრობლემას კი ვერ აგვარებს.

ფეისბუქში ასევე გავრცელდა ვიდეო, რომლის ავტორიც ამბობს, რომ გორთან ახლოს, მიუსაფარი ცხოველების თავშესაფრიდან მთელი ღამით ამოდიოდა კვამლი და იდგა მძაფრი სუნი.

ვიდეოს ავტორი ეჭვობდა, რომ შესაძლოა ქუჩიდან აყვანილი ცხოველების კრემაცია ხდებოდა, რასაც უარყოფს სურსათის ეროვნული სააგენტო. მათ განცხადებაც გაავრცელეს, სადაც წერენ, რომ მსგავსი ინფორმაცია არის „სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შემყვანი“.

„ბათუმელები“ Zero Strays Georgia-ს დამფუძნებელს და ცხოველთადამცველ მარიამ შეყილაძეს ესაუბრა. ის ამ დღეებში ზუგდიდში იმყოფებოდა, სადაც სააგენტოს მიერ აყვანილი და შემდეგ, უკაცრიელ ადგილზე მიტოვებული ცხოველების მდგომარეობა შეისწავლა.

მარიამ შეყილაძე

მისი თქმით, 30 მარტს სააგენტომ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ზუგდიდიდან დაახლოებით 65 ძაღლი გადაიყვანა ქუთაისის თავშესაფარში. ამ ფაქტის დაფიქსირება მოახერხა ერთ-ერთმა ადგილობრივმა მოხალისემ და ინფორმაცია სოციალურ მედიაში გაავრცელა.

„ძალიან დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა ამ ამბავს. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ამ 65 ძაღლიდან მხოლოდ 28 ძაღლი დააბრუნა დღეს ზუგდიდში და გვითხრა, რომ მხოლოდ იმ ძაღლებს აბრუნებდნენ, რომლებსაც უკვე ჰქონდათ საყურე, ანუ იყვნენ გასტერილებული, კასტრირებული და აცრილები.

როცა ჩვენ ვეკითხებოდით სააგენტოს წარმომადგენლებს, რატომ მიჰყავდათ ასეთი ძაღლები თავშესაფრებში, გვპასუხობდნენ, რომ ცხოველები საჭიროებდნენ რევაქცინაციას. თუმცა დაბრუნებულ ცხოველებს იმავე საყურეებით აბრუნებდნენ, რითაც წაიყვანეს“, – ამბობს მარიამ შეყილაძე.

ფოტო: ცაბუნია ვართაგავა.

მას ვკითხეთ, განსხვავდება თუ არა სააგენტოს საყურე მოხალისეების მიერ გაკეთებული საყურისგან, რომ, ვთქვათ, გაარჩიოს დაინტერესებულმა პირმა, ნამდვილად თუ ჩაუტარდა ცხოველს რევაქცინაცია? მარიამი ამბობს, რომ ამაზე არ ფლობს ინფორმაციას.

„ყვითელი და წითელი საყურეები აქვთ მიუსაფარ აცრილ ძაღლებს. წითელი არის ოზურგეთის თავშესაფრის საყურეები და ყვითელი ჩვენი, მოხალისეების მიერ დამაგრებული გასტერილებულ ძაღლებზე. ჩვენ ვცნობთ ჩვენ მიერ გაკეთებულ საყურეებს, რადგან ვამოწმებთ ნომრებს და უკან დაბრუნებულ ძაღლებს ჰქონდათ იმავე ნომრის საყურეები. ეს იმას ნიშნავს, რომ სააგენტომ მოგვატყუა“, – ამბობს მარიამ შეყილაძე.

ის ასევე საუბრობს, სახელმწიფოს მხრიდან ცხოველების მიმართ არაჰუმანურ მოპყრობაზე.

„მე, პირადად, ვესწრებოდი ამ ძაღლების ზუგდიდში დაბრუნებას. მნიშვნელოვანი ფაქტი არის ის, რომ მიუსაფარ ცხოველებს აღარ აბრუნებენ პირვანდელი მიკედლების არეალში და ეს ძაღლებიც დატოვეს ხრიოკ ადგილზე, ტრასასთან, რომელსაც ჩვენ „სიკვდილის გზას“ ვეძახით, რადგან ამ გზაზე ყოველ მეორე დღეს მკვდარი ძაღლის ლეში გდია.

მიტოვებული ძაღლების სასაფლაოს ჰგავს ეს გზა, რადგან ძაღლების უმეტესობა მანქანის დაჯახების შედეგად კვდება.

ამ ტერიტორიაზე არის თხილის ქარხანა, მეტი არაფერი. არც ადამიანები არიან, არც კვების წყაროებია, არც დასაწყურებელი ადგილებია. ასეთ ვითარებაში ძაღლს მიკედლება არ შეუძლია. ძაღლი არის სოციალური არსება, რომელიც ეკედლება ხალხმრავალ ადგილებს, იქ, სადაც არის კვების წყაროები და არიან ადამიანები“, – ამბობს მარიამ შეყილაძე.

მისი თქმით, ცხოველთადამცველების მთავარი მოთხოვნაა, საპილოტე პროგრამა ჩატარდეს მაქსიმალურად სწორად, ჰუმანურად და წესების დაცვით. ყველა გადაყვანილი ძაღლი უნდა დაბრუნდეს პირვანდელ მიკედლების არეალში და არსად სხვაგან.

„ხრიოკსა და ტყეში ძაღლი თავს ვერ გადაირჩენს“, – ამბობს მარიამი.

მას ასევე ვკითხეთ, ხომ არ აქვს რაიმე დაზუსტებული ინფორმაცია გორის თავშესაფართან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეოზე. მარიამ შეყილაძე ამბობს, რომ ამ საკითხზე არ ფლობს გადამოწმებულ ინფორმაციას.

„ჩვენ რაც გვაეჭვებს, არის ის, რომ უკვე სტერილური, კასტრირებული, აცრილი, საყურიანი ძაღლები გადაჰყავთ ამხელა კილომეტრებზე ქუთაისის თუ სხვა ქალაქების თავშესაფრებში. რისთვის? როცა ადგილზე შეიძლება ჩატარდეს ცოფის ვაქცინაციაც. თუ ახალი საყურის გაკეთება უნდათ, ეს ახალი საყურეც ადგილზე შეუძლიათ გაუკეთონ.

ამით დაიზოგება ჩვენი ბიუჯეტის თანხებიც, რომელსაც რეალურად სააგენტო ფლანგავს.

სახელმწიფომ მიუსაფარი ცხოველების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა 2025 წელს დაიწყო, პირველ წელს თავშესაფარში 9 000 ძაღლი გადაიყვანეს სტერილიზაცია-კასტრაცია-ვაქცინაციის მიზნით. ცხოველთადამცველების თქმით, ძაღლების დიდი ნაწილი აღარ დაუბრუნებიათ მიკედლების პირვანდელ არეალში.

2026 წელს კი ახალი, 412-ე განკარგულება გამოიცა, რომლითაც 36 000-ზე მეტი მიუსაფარი ძაღლის სტერილიზაცია იგეგმება. თუმცა ამას დაემატა მუხლი, რომელიც ახლა უკვე კანონით კრძალავს მიუსაფარი ცხოველის ისეთ არეალში დაბრუნებას, სადაც არის სკოლა, საბავშვო ბაღი, კვების ობიექტები, სამედიცინო პუნქტები და ასე შემდეგ, რასაც უფლებადამცველები მწვავედ აკრიტიკებენ.

„არ უნდოდათ ამ ძაღლების უკან დაბრუნება და როცა ვეკითხებოდით სააგენტოს წარმომადგენლებს, თუ რას უპირებდნენ ამ ცხოველებს, იძახდნენ – „ბუნებაში ვაბრუნებთ“.

ბუნებაში დაბრუნებაში გულისხმობენ ალბათ რაღაც უკაცრიელ, ხრიოკ ადგილებში ცხოველების დატოვებას. ეს სრულიად მიუღებელია. საერთაშორისო გზამკვლევების მიხედვით, თუ ცხოველს პირვანდელ არეალში არ ვაბრუნებთ, მას ვწირავთ სიკვდილისთვის. მაშინ სტერილიზაციის პროგრამაც აზრს კარგავს და ტყუილად იფლანგება ბიუჯეტიც“, – ამბობს მარიამ შეყილაძე.

სააგენტოს მიერ გადაყვანილი ძაღლები

სურსათის ეროვნული სააგენტო წერს, რომ ცხოველების ვაქცინირებასთან ერთად, მიკროჩიპის გამოყენებით, ერთიან ბაზაში დაარეგისტრირებს პატრონიან ძაღლებს და სტერილიზაციას ჩაუტარებს ძუ ძაღლებს.

ახალი რეგულაციით, პასუხისმგებლობა დაეკისრება პირს, რომელიც რეგისტრირებულ ცხოველს ქუჩაში მიატოვებს. თუმცა, როგორც მარიამ შეყილაძე გვეუბნება, პატრონიანი ძაღლების რეგისტრაცია სააგენტოს ჯერ არ დაუწყია.

„როგორც ვიცი, ასეთი ძაღლების რეგისტრაცია ერთიან ბაზაში არ მიმდინარეობს და არც მიმკედლებლების ოფიციალური ბაზა არსებობს. მაგალითად, მე, ხუთი საკუთარი ძაღლი მყავს ზუგდიდში, მაგრამ არ ვიცი, სად და როგორ დავარეგისტრირო.

ამბობენ, რომ ამ მექანიზმს ეტაპობრივად შეიმუშავებენ, მაგრამ ვფიქრობ, რომ კონტროლი, პირველ რიგში, სწორედ სახლებიდან უნდა დაეწყოთ: რამდენიც არ უნდა ვსდიოთ ძაღლებს ქუჩაში, მაინც იმავე წრეზე ვივლით, თუ არ მოგვარდება ძაღლების აყვანის, პოპულაციისა და ზრუნვის საკითხი.

თუ ჩვენ გვექნება სწორი პოლიტიკა, აღვრიცხავთ ყველა პატრონიან ძაღლს და კატას, გვეცოდინება რამდენი პატრონიანი შინაური ცხოველი გვყავს ქვეყანაში, ავტომატურად ყველა მიტოვებულ შინაურ ცხოველზე გვექნება ინფორმაცია, თუ ვინ მიატოვა და მისი მეპატრონეები შესაბამის სანქციებს მიიღებენ.

თუ ქუჩაში არსებული მიუსაფარი მდედრი ძაღლების 70%  გასტერილდა, მიუსაფრების რაოდენობა საგრძნობლად დაიკლებს და რა თქმა უნდა, შედეგი დაიდება. ამათ კი ყველაფერი დაიწყეს უკუღმა და არასწორად“, – ამბობს მარიამ შეყილაძე.

ცხოველების მიმართ ჰუმანური მოპყრობის, კანონიდან არაჰუმანური მუხლის ამოღების და ცხოველების ბუნებრივ არეალში დაბრუნების მოთხოვნით, მოქალაქეები თბილისსა და სხვა ქალაქებში აპირებენ საპროტესტო აქციების გამართვას.

_________________

მთავარი ფოტო: მიუსაფარი ძაღლები/ფოტო: მარიამ შეყილაძის.

Four Highlights from the Ombudsman’s Annual Report on Rights Violations in Georgia

Georgia’s Public Defender has presented its 2025 annual human rights report to parliament, also flagging concerns over protest-related enforcement, due process violations, prison deaths, and rising child poverty.

The 427-page report, released on March 31, reviews the state of human rights and freedoms across the country and highlights several systemic problems.

Double jeopardy concerns in Mzia Amaglobeli case 

Several months apart, Judges Salikh Shainidze (top right) and Marina Fomaeva (bottom right) heard two separate administrative cases brought by the Ministry of Internal Affairs against Mzia Amaglobeli over the same incident — placing a poster in solidarity with arbitrarily detained citizens and in support of freedom of expression. Both judges found her liable for the same act and imposed fines.

The report finds that the principle of Non bis in idem — prohibiting double punishment — have been violated in the case of Batumelebi&Netgazeti founder Mzia Amaglobeli. She was first sanctioned over a January 11, 2025 protest incident in Batumi, including placing a sticker on a wall of police gate supporting building.

She was first charged under Article 173(1) of the Administrative Offenses Code, which covers disobedience to a lawful police order. In court, her lawyers argued she had only placed a sticker and had not engaged in any disobedience or other unlawful conduct. However, the court treated the act of placing the sticker itself as “disobedience” and found her liable under Article 173.

Several months later, police initiated a second administrative case against her under Article 150, which concerns damaging or altering the appearance of municipal property. The second charge was based on the same incident — same date, location, and action (placing the sticker on the police gate supporting construction).

The Public Defender says this raises serious concerns under the double jeopardy principle (non bis in idem), as Amaglobeli was effectively pursued twice for the same conduct. The ombudsman also warned that treating such acts as administrative offenses risks unjustifiably restricting freedom of expression and peaceful protest.

However Amaglobeli was found liable twice for the same offense. The case has also been taken to the European Court of Human Rights.

8,200 protest-related violations recorded in one year

Law enforcement officers deployed to arrest or disperse protesters often cover their faces and wear no identifying insignia, making it impossible to identify those who beat citizens or commit other violations.

The report documents extensive use of Article 174(1) of the Administrative Offenses Code — governing assemblies — after recent legislative changes. Between November 2024 and October 2025, police recorded 8,200 alleged violations, affecting 4,070 individuals including 415 foreign citizens.

Many cases stemmed from broadly defined or newly penalized conduct, including wearing face coverings, standing on sidewalks, or being present on roadways during protests. The Public Defender notes that these changes were applied actively and often restrictively in practice.

Court review also raised concerns. In some cases, individuals were sanctioned simply for being present in an area where a road had already been blocked by others. Courts relied on video footage but often failed to assess whether the footage actually proved participation in a protest or obstruction. In at least one case, a person was given administrative detention, while another — who had a recognized disability — was found liable but only issued a warning.

The report also criticizes the lack of legal clarity around what constitutes “artificially blocking a roadway,” warning that vague definitions allow for inconsistent enforcement and risk arbitrary restrictions on assembly rights.

24 prisoner deaths, no prosecutions

Photo from Batumelebi’s archive – Rustavi Women’s Prison

In 2025, 24 prisoners died in custody or in civilian clinics, including two suicides. All cases were opened under the same charge — negligence leading to death — but no one has been prosecuted so far.

The Public Defender highlights systemic delays in forensic examinations as a key barrier to effective investigations. In 16 cases, expert reports — mostly forensic medical opinions — were still pending at the time of reporting. In some instances, results had not been delivered even two years after being ordered.

The report also notes a lack of transparency: the state forensic bureau has recently stopped responding to inquiries about delays. According to the ombudsman, these shortcomings undermine the state’s obligation to conduct prompt and effective investigations into deaths in custody.

A broader trend is also noted: while yearly figures fluctuate, the number of prison deaths has shown a slight upward pattern in recent years.

Rising numbers in social assistance signal child poverty risks

Photo from Batumelebi’s archive

The report points to a sharp increase in the number of children registered in the social assistance system, with 379,957 children listed and 23,322 newly registered in 2025.

278,639 children receive subsistence benefits, and 129,329 families with children depend on this support. While improved access to programs may partly explain the rise, the Public Defender stresses that the figures also reflect growing socio-economic hardship.

Emergency assistance programs expanded significantly, covering nearly 6,000 families in crisis — well above the previous year. However, the report finds these programs are largely reactive and fail to address long-term needs. Families often remain dependent on aid without gaining the support necessary for sustainable economic stability.

Services such as shelters for mothers and children remain limited in scope and capacity. The report emphasizes the lack of comprehensive data on child poverty and calls for deeper, systemic analysis to inform effective policy responses.

სქესობრივი ძალადობის მსხვერპლი ბავშვი არ ცნეს დაზარალებულად, არც საქმე გამოიძიეს – რას ჰყვება ადვოკატი

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს 10 000 ევროს გადახდა დააკისრა, ბავშვზე სექსუალური ძალადობის საქმის არაეფექტიანი გამოძიებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ ძალადობის მსხვერპლი უკვე 21 წლის გახდა, ის საქართველოს ჯერ დაზარალებულადაც კი არ უცნია. გამოძიება კი, ხუთის წლის შემდეგაც დაუსრულებელია.

რა ნაწილში გამოიჩინეს ქართველმა სამართალდამცველებმა გულგრილობა საქმის მიმართ, რატომ არ იმუშავეს ეფექტურად და რა ნაწილში დაირღვა  ბავშვის უფლება? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ამ საქმის ერთ-ერთ ადვოკატს თამარ ლუკავას ესაუბრა.

ბავშვის უფლებებს ევროპის სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარი“ იცავდა.

  • ქალბატონო თამარ, გვინდა დეტალურად განმარტოთ, რაში გამოიხატა საგამოძიებო უწყებების გულგრილობა საქმის გამოძიებისას, სად და როგორ დაარღვიეს 13 წლის ბავშვის უფლება, რა არ გააკეთა გამოძიებამ?

ძირითადი და პრობლემატური საკითხი არის გამოძიების გაჭიანურება და ის, რომ საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება არ მიიღეს. შემაჯამებელ გადაწყვეტილებაში ვგულისხმობ იმას, რომ არასრულწლოვანს არ მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი და სავარაუდო დამნაშავე პირის მიმართ არ დაიწყო დევნა. ჩვენ ეს არაერთხელ მოვითხოვეთ, რადგან საქმეში იყო მთელი რიგი დარღვევები.

  • მაგალითად? 

როდესაც არასრულწლოვანი „საფარში“ მოვიდა, პირველი ინფორმაცია, რაც მისგან მივიღეთ იყო ის, რომ არ იყო სრულად გამოკითხული, ანუ გამოძიებას მისგან არ ჰქონდა სრული ინფორმაცია მიღებული დანაშაულთან დაკავშირებით.

გამოკითხვის პროცესში დასვეს ისეთი შეკითხვები, რაც მატრავმირებელია დაზარალებულისთვის, არის ვიქტიმიზაციის გამომწვევი და არ არის შესაბამისი საქმესთან.

  • როგორი იყო ეს კითხვები?

მაგალითად, ჰქონდა თუ არა რაიმე ემოციური მიჯაჭვულობა ამ პირთან, რომელიც სექსუალურად ძალადობდა მასზე. ასეთი ტიპის არაკორექტული კითხვები იყო დასმული, როცა ამას არანაირი შეხება საქმესთან არ აქვს. მით უმეტეს, ბავშვისთვის ასეთი კითხვის დასმა პირდაპირ მატრავმირებელია.

ასევე, ჩაატარეს სამედიცინო ექსპერტიზა, რომლის აუცილებლობა საერთოდ არ არსებობდა, ვინაიდან საქმეში საუბარი იყო სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებაზე და არა მაგალითად პენეტრაციაზე. დაზარალებული საუბრობდა, რომ ეს არ იყო გაუპატიურება ან გაუპატიურების მცდელობა. შესაბამისად, გინეკოლოგიური შემოწმების ჩატარების აუცილებლობა არ არსებობდა.

  • რატომ გააკეთეს, მოისმინეთ ამაზე განმარტება?

სამწუხაროდ, ახსნა არ ჰქონდათ და ეს ძალიან ცუდი პრაქტიკაა, რაც იმ დროს ხდებოდა.

რადგან ბავშვი არ საუბრობს გაუპატიურებაზე ან მცდელობაზე, ჩვენ მოვითხოვდით არ ჩაეტარებინათ მისთვის გინეკოლოგიური შემოწმება. ეს არის საკმაოდ მატრავმირებელი ბავშვისთვის. სამწუხაროდ, არ გაითვალისწინეს.

ჩვენი ჩართულობით გამოიკითხა ბავშვი, მან მიაწოდა სრული ინფორმაცია გამოძიებას, შემდგომ გამოჰკითხეს მოწმეები, ბავშვს ჩაუტარდა ფსიქოლოგიური შეფასება და ფსიქოლოგის დასკვნაში მითითებულია, რომ ბავშვს იტანჯებოდა ამ ქმედებისგან, რომელიც განიცადა დამნაშავე პირის მხრიდან.

ჯერ კიდევ 2021 წელს საკმარისი მტკიცებულებები იყო საქმეში იმისთვის, რომ დაზარალებულის სტატუსი მიენიჭებინათ მსხვერპლისთვის და დაეწყოთ დევნა დამნაშავე პირის მიმართ. თუმცა 2022 წლამდე ჩვენ უშედეგოდ მივმართავდით დაზარალებულის სტატუსის მოთხოვნით პროკურატურას. შემდგომში უარი მივიღეთ პროკურატურიდან დადგენილებით დაზარალებულად ცნობაზე.

  • რის საფუძველზე თქვა პროკურატურამ უარი?

არც ამაზე ყოფილა განმარტება დადგენილებაში. როგორც წესი, შაბლონური პასუხი მოდის პროკურატურიდან – რომ „არ არის საკმარისი მტკიცებულებები დაზარალებულად ცნობისთვის“, მაშინ როცა, საქმეში საკმარისი მტკიცებულებები არსებობდა.

  • გამოძიების არაეფექტურობაზე მიუთითებს ევროპული სასამართლო, რომელ ნაწილში დააკლეს გამოძიება, ესეც რომ განვმარტოთ?

ბავშვის ფსიქოლოგიური შეფასება არ იყო გამოყენებული დასკვნაში, სადაც პირდაპირ იყო მითითებული, რომ ამ სქესობრივი დანაშაულიდან გამომდინარე ბავშვს ჰქონდა ტანჯვის განცდა. ბავშვის ჩვენებაა მნიშვნელოვანი, ასევე მოწმეთა ჩვენებები და სხვა მტკიცებულებები, რომლებიც იმ დროისთვის საქმეში არსებობდა.

ეს დადგენილება გავასაჩივრეთ თბილისის საქალაქო სასამართლოში კანონით გათვალისწინებული წესით, თუმცა სასამართლოდანაც მივიღეთ უარი დაზარალებულის სტატუსზე. ეს უარიც იყო შაბლონური, არც აქ იყო განმარტებული მიზეზი, თუ რატომ გვითხრა უარი სასამართლომ დაზარალებულის სტატუსზე. შემდეგ, როცა ქვეყნის შიგნით არანაირი მექანიზმი არ დაგვრჩა იმისთვის, რომ დაზარალებულის სტატუსი მიგვეღო ბავშვის საქმეზე, გავასაჩივრეთ ევროპულ სასამართლოში.

  • დაზარალებულის სტატუსი დღემდე არ აქვს ხომ მსხვერპლს?

არა, დაზარალებულის სტატუსი ახლაც არ აქვს ბავშვს, რომელიც უკვე გახდა სრულწლოვანი. არც საქმეა დასრულებული.

  • ევროპის სასამართლო საუბრობს იმაზე, რომ გამოძიების პროცესში დაირღვა ბავშვის უფლებები. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 ანუ წამების, არაადამიანური და დამამცირებელ მოპყრობის აკრძალვის შესახებ მუხლი და მე-8 – პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის აკრძალვა. გამოძიების რა ეტაპზე მოხდა ეს?

ბავშვი გამოიკითხა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულმა პირმა, თუმცა სტანდარტი დაცული არ ყოფილა – ბავშვს გამოძიების პროცესში დაუსვეს ისეთი კითხვები, რომელიც მატრავმირებელი იყო მისთვის.

გამოკითხვას ესწრებოდა ნდობით აღჭურვილი პირი და გამომძიებელი – მხოლოდ მას შემდეგ გამოიკითხა ბავშვი ფსიქოლოგის და სოციალური სამსახურის წარმომადგენლის თანდასწრებით, როცა ჩვენ ჩავერთეთ.

სახელმწიფომ შექმნა სპეციალიზებული დაწესებულება – ცალკე შენობაა გამოყოფილი სქესობრივი დანაშაულის მსხვერპლებისთვის, სადაც არასრულწლოვნები, ბავშვები მიჰყავთ. ამ შენობაში ხდება გამოკითხვა, ტარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება.

მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხვის ოთახი აღჭურვილია ვიდეოკამერებით და მიკროფონით, ბავშვს მაინც არ გამოჰკითხეს იმ პროცედურით, რა პროცედურითაც უნდა ტარდებოდეს ეს გამოკითხვა.

  • როგორია ეს პროცედურა?

ოთახში ბავშვს უნდა კითხავდეს მხოლოდ ფსიქოლოგი და სხვა დამსწრე პირები, იქნება ეს გამომძიებელი, ადვოკატი თუ მისი სხვა წარმომადგენელი, სხვა ოთახიდან უნდა აკვირდებოდნენ პროცესს. 5 ადამიანი რომ არის ერთ ოთახში, სქესობრივ დანაშაულზე ინფორმაციის მიღება ბავშვისგან საკმაოდ რთულია.

  • საერთაშორისო სტანდარტითაც ხომ ასეა, არ იცავენ ამ სტანდარტს?

სამწუხაროდ, ეს სტანდარტი არ არის დაცული, მიუხედავად იმისა, რომ ინფრასტრუქტურა არის ამისთვის მოწყობილი.

პრობლემაა ის არის, რომ საპროცესო კოდექსში არ გვაქვს ჩანაწერი, რომელიც ვიდეო -ვიზუალით გადაღებულ გამოკითხვას მტკიცებულებად დაურთავს საქმეს გამოძიებისას. იმისთვის, რომ მტკიცებულების სახე მიიღოს ჩვენებამ, ის აუცილებლად უნდა იყოს ბეჭდური ხასიათის. ვიდეო მასალა რომც გახსნან და მოისმინონ სასამართლოზე, ბავშვის მიყვანა მაინც საჭიროა.

  • ანუ თქვენ ამბობთ, რომ ძალადობის მსხვერპლი ბავშვი სასამართლოზე აღარ უნდა გამოიკითხოს და ვიდეო-გამოკითხვა უნდა მიიღოს სასამართლომ მტკიცებულებად?

რა თქმა უნდა, ამას ვამბობთ წლებია, რომ ბავშვი არ შეიძლება სქესობრივ დანაშაულზე დაიკითხოს ბევრჯერ. საჭიროა გამოჰკითხოს მხოლოდ ერთხელ ფსიქოლოგმა, სხვა პირები კი ამ პროცესს სხვა ოთახიდან უნდა აკვირდებოდნენ და შემდეგ ეს ოქმი უნდა გამოიყენოს სასამართლომ.

  • გამოკითხვის ჩაწერა ხომ ოფიციალურად მიმდინარეობს, რატომ არ იღებს სასამართლო ასეთ ჩანაწერს?

საპროცესო კოდექსში არ გვაქვს ჩანაწერი, რომელიც მტკიცებულებად აქცევს ამ ვიდეო და აუდიო ჩანაწერს.

  • როგორ ფიქრობთ, რატომ არ შეაქვთ ცვლილება საპროცესო კოდექსში, რა უშლით ხელს?

2021 წელს, როდესაც ეს საქმე ჰქონდათ წარმოებაში, მაშინ ფიზიკურად ცალკე გამოყოფილი შენობაც არ არსებობდა ძალადობის მსხვერპლი ბავშვების გამოსაკითხად. ახლა არსებობს ეს შენობა, თუმცა მაინც არ გვაქვს შესაბამისი ჩანაწერი. თანაც, ასეთი შენობა მხოლოდ თბილისის ბაზაზე არსებობს და რეგიონებში არ არის ხელმისაწვდომი ძალადობის მსხვერპლებისთვის.

  • სტრასბურგის შეფასებაში ნათქვამია, რომ სამართალდამცველებმა მამინაცვლის, ანუ სავარაუდო მოძალადის წინააღმდეგ არ დაიწყეს გამოძიება. იყო დაკითხული ეს კაცი?

ჩვენება მიცემული აქვს, თუმცა ჩვენების შინაარსი ჩვენთვის უცნობია, რადგან ბავშვს არ აქვს დაზარალებულის სტატუსი. შესაბამისად, საქმის მასალებს ჩვენ ვერ ვნახავთ.

  • როგორ ფიქრობ, ის რაზეც სტრასბურგი საუბრობს, მხოლოდ გულგრილობაა თუ არაპროფესიონალიზმიც?

ალბათ ორივე. უმთავრესი პრობლემა მაინც კომპეტენციის ნაკლებობაა. მეორე, დამოკიდებულება პროკურატურის მხრიდან ასეთი ტიპის საქმეებზე, რადგან ფაქტი სახეზეა. 2021 წელს დაწყებულ გამოძიებაზე დღემდე არ არის შემაჯამებელი გადაწყვეტილება და ამ დარღვევებზე ისაუბრა ევროსასამართლომ, მათ შორის გამოძიების გაჭიანურებაზე.

  • სახელმწიფო ვალდებულია აღასრულოს ევროსასამართლოს გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება ითვალისწინებს 10 000 ევროს კომპენსაციას დაზარალებული ბავშვის სასარგებლოდ. შესაძლებელია, რომ ეს ნაწილი აღასრულოს საქართველომ, მაგრამ გამოძიება მაინც არ მიიყვანოს ბოლომდე და ისევ თაროზე შემოიდოს ეს საქმე?

კომპენსაციის ნაწილში აღსრულება ხდება, თუმცა სამწუხაროდ, გამოძიების ნაწილი კვლავ რჩება პრობლემა ზოგიერთ საქმეზე. თუმცა, გამოძიების ნაწილში ჩვენ გავაგრძელებთ წარმოებას.

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის 29-ე ჯაზფესტივალს

თიბისი კონცეპტი ქვეყანაში კულტურის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი მხარდამჭერი და უკვე, 15 წელია ჯაზფესტივალების მთავარი წარმდგენია.

30 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით, თბილისი რიგით 29-ე ჯაზფესტივალს მასპინძლობს. ფესტივალი კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრსა და თათუზა ჯაზკლუბში ჩატარდება  და ტრადიციულად, მსოფლიო დონის ჯაზშემსრულებლებს გააერთიანებს.

  • 30 აპრილი: ჯაზის მე-15 საერთაშორისო დღე – ლუკა თოფურია და მეგობრები | თათუზა ჯაზკლუბი

*იუნესკოს მიერ დაწესებულ ჯაზის საერთაშორისო დღეს წელს მსოფლიოს 190 ქვეყანა აღნიშნავს, მასპინძელი ქალაქი ჩიკაგო იქნება

  • 1 მაისი – მარკ რიბოს კვარტეტი (Marc Ribot Quartet “Hurry Red Telephone”) | მარჯანიშვილის თეატრი
  • 2 მაისი – კინგა გლიკი (Kinga Glyk) | მარჯანიშვილის თეატრი
  • 3 მაისი – ფრედ ჰერშის ტრიო (Fred Hersch Trio) | მარჯანიშვილის თეატრი
  • 1-2 მაისი – კენედი ადმინისტრეიშენის ჯემსეიშენი (Kennedy Administration) | თათუზა ჯაზკლუბი.

ფესტივალის ორგანიზატორია „ისთერნფრომოუშენსი“ ტრადიციული წარმდგენი კი თიბისი კონცეპტია.

თიბისი კონცეპტის წინასწარი გაყიდვის ფარგლებში, მხოლოდ თიბისი კონცეპტის Mastercard სადებეტო ბარათის მფლობელებს, 3 მაისის ჩათვლით, შესაძლებლობა აქვთ, ბილეთები 25%-იანი ფასდაკლებით შეიძინონ ბმულზე.

წინასწარი გაყიდვის შემდეგ, თიბისი კონცეპტის Mastercard სადებეტო ბარათებზე გავრცელდება 20%-იანი ფასდაკლება. *შეთავაზება არ ვრცელდება თიბისი კონცეპტის საკრედიტო ბარათებზე.

2011 წლიდან თიბისი კონცეპტი სისტემურად უჭერს მხარს საქართველოში ჯაზფესტივალების სერიას, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს თანამედროვე მუსიკის განვითარებასა და საერთაშორისო კულტურული პროცესების გაძლიერებას. სწორედ, თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით რეგიონში ყველაზე მასშტაბური მუსიკალური მოვლენები შეიქმნა და განვითარდა. მათ შორისაა შავი ზღვის და თბილისის ჯაზფესტივალები, კახეთის ჯაზისა და ღვინის ფესტივალი „Jazz & Wine Kakheti“, ასევე ზამთრის ჯაზფესტივალი, რომელმაც, 2024 წელს, გუდაურში აიღო სტარტი და წელს პირველად ბაკურიანის სცენაზე გადაინაცვლა.

Trump Extends Emergency Order, Keeping Sanctions on Ivanishvili in Force

U.S. President Donald Trump has extended for another year the national emergency declared by Joe Biden.

Joe Biden declared the national emergency related to the harmful foreign activities of the Russian Federation in April 2021.

It was under this executive order addressing the Russian Federation’s harmful foreign actions that, on December 27, 2024, the United States sanctioned oligarch Bidzina Ivanishvili, the founder of Georgian Dream party, widely seen as informal ruler of Georgia.

Sanctioning an individual under this order means that the person is accused of directly or indirectly undermining democratic processes in the United States or other countries in favor of the Russian Federation.

Financial sanctions mean that all of Ivanishvili’s assets within U.S. jurisdiction, or controlled by U.S. persons, are frozen. It also includes transaction ban, risk of secondary sanctions, visa and travel restrictions.

“Specified harmful foreign activities of the Government of the Russian Federation—in particular, efforts to undermine the conduct of free and fair democratic elections and democratic institutions in the United States and its allies and partners; to engage in and facilitate malicious cyber-enabled activities against the United States and its allies and partners; to foster and use transnational corruption to influence foreign governments; to pursue extraterritorial activities targeting dissidents or journalists; to undermine security in countries and regions important to United States national security; and to violate well-established principles of international law, including respect for the territorial integrity of states—continue to pose an unusual and extraordinary threat to the national security, foreign policy, and economy of the United States.

[…]

Therefore, in accordance with section 202(d) of the National Emergencies Act (50 U.S.C. 1622(d)), I am continuing for 1 year the national emergency declared in Executive Order 14024,” the document sent by Donald Trump to Congress states.

„სოცდაუცველთა ბაზაში 379 957 ბავშვია, აქედან 23 322 პირველად დარეგისტრირდა“ – სახალხო დამცველი

„2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველად დარეგისტრირდა,“ – ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში, რომელიც ეხება საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობას.

სახალხო დამცველის ცნობით, საანგარიშო წელს, საარსებო შემწეობის მიმღებ ბავშვთა რაოდენობამ 278 639, ხოლო აღნიშული დახმარების პირველადად მიმღებთა მაჩვენებელმა 12 868 შეადგინა.

საგულისხმოა, რომ ბაზაში რეგისტრირებულია 186 163 ოჯახი, სადაც ერთი ბავშვი მაინც ცხოვრობს, ხოლო საარსებო შემწეობას 129 329 ოჯახი იღებს.

„2025 წელს „კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების“ ქვეპროგრამაში 5 875 ოჯახი ჩაერთო, რაც მნიშვნელოვნად აღემატება გასულ წელს ამ სერვისით მოსარგებლე ოჯახების რაოდენობას.

ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ქვეპროგრამა თავისი ბუნებით რეაქტიული ხასიათისაა, იგი ვერ უზრუნველყოფს უკვე დამდგარი კრიზისის ეფექტიან დაძლევას.

წარმოების ფარგლებში შესწავლილი საქმეები კვლავაც მიუთითებს, რომ, მართალია, როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლების მიერ უზრუნველყოფილია ბავშვიანი ოჯახების შესაბამის სერვისებში ჩართვა, თუმცა ხსენებული პროგრამები ვერ ახდენს, ოჯახების საჭიროებების კვალდაკვალ, მათ გრძელვადიან გაძლიერებას, მხარდაჭერასა და დამოუკიდებელი ფუნქციონირების ხელშეწყობას,“-  ვკითხულობთ სახალხო დამცველის ანგარიშში.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში აღზრდის მხარდამჭერი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სერვისის, „დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ ფარგლებში მოქმედებს 7 თავშესაფარი. მისი მომსახურებით გასულ წელს 75-მა სრულწლოვანმა და ორმა არასრულწლოვანმა დედამ, ასევე, 139-მა ბავშვმა ისარგებლა.

„დედათა და ბავშვთა თავშესაფრებთან დაკავშირებით, კვლავ უნდა აღინიშნოს სერვისის განვითარების საჭიროება, ბენეფიციართა ინდივიდუალური საჭიროებების უკეთ დასაკმაყოფილებლად, რათა თავშესაფრის დატოვების შემდგომ მათ შეძლონ მდგრადი სოციალური ფუნქციონირება.

ბავშვთა სიღარიბის რეალური მასშტაბებისა და მისი განმაპირობებელი ფაქტორების სისტემური და სიღრმისეული შეფასება ქვეყანაში დღემდე არასაკმარისად არის უზრუნველყოფილი.

სოციალური დაცვის პროგრამებში ჩართული ბავშვებისა და ოჯახების რაოდენობრივი მატების განმაპირობებელი ფაქტორი, ერთი მხრივ, შესაძლოა იყოს პროგრამების შესახებ ინფორმირებულობის ამაღლება, სოციალური დახმარების თანხის ზრდა, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის 4-წლიანი საშეღავათო პროგრამის ეფექტი, ასევე შეფასების მეთოდოლოგიის ცვლილება და რეგისტრაციის თავისებურებები.

თუმცა, მეორე მხრივ, აღნიშნული რაოდენობრივი მატება, ვერ აიხსნება მხოლოდ პროგრამების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებით, ვინაიდან შესაბამის პროგრამებში ჩართვა თავისთავად მიუთითებს ოჯახების არსებულ სოციალურეკონომიკურ საჭიროებებზე.

ამდენად, სოციალური დაცვის პროგრამებში ჩართული ბავშვებისა და ოჯახების რაოდენობრივი ზრდის განმაპირობებელი გარემოებების დასადგენად, აუცილებელია არსებული სტატისტიკის სისტემური და კომპლექსური ანალიზი, რათა განისაზღვროს ბავშვთა სიღარიბის რეალური მასშტაბი, გამოვლინდეს მისი განმაპირობებელი ძირითადი ფაქტორები და გატარდეს შესაბამისი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკა,“ – ვკითხულობთ ანგარიშში.

31 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა პარლამენტს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში წარუდგინა.

მზია ამაღლობელის მიმართ ორჯერ მსჯავრდების აკრძალვის პრინციპი დაირღვა – სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველის 2025 წლის ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2025 წელს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობას აღწერს, კონსტიტუციითა და ევროპული კონვენციით ორჯერ მსჯავრდების აკრძალვის პრინციპი (non bis in idem) დაირღვა მზია ამაღლობელის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში.

„პოლიციელებმა მზია ამაღლობელი დააკავეს ასკ-ის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, იმ მოტივით, რომ 2025 წლის 11 იანვარს, ბათუმში, პოლიციის შესასვლელთან ფასადზე აკრავდა სტიკერს, ასევე, პოლიციელებს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ხოლო არაერთი მოწოდების მიუხედავად, შეეწყვიტა კანონსაწინააღმდეგო ქმედება, არ გაუთვალისწინებია.

დაკავების ოქმის მსგავსი შინაარსისაა 2025 წლის 11 იანვარს შედგენილი პოლიციელის პატაკიც.

სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია 2025 წლის 14 თებერვალს, მზია ამაღლობელის მიერ 2025 წლის 11 იანვარს აქციაზე პოლიციის თანამშრომლებისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და სხვა პირების დაკავებისას, პოლიციისთვის ხელის შეშლის გამო.

ამ საქმეზე სასამართლოში ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ მან მხოლოდ სტიკერი გააკრა (სხვა ქმედება არ ჩაუდენია), და ამის გამო მისი დაკავებისა და პასუხისგებაში მიცემის კომპეტენცია პოლიციას არ ჰქონდა.

თუმცა, სასამართლომ მისი მხრიდან დაუმორჩილებლობა, რომელიც „სტიკერის“ გაკვრაში გამოიხატა, ასკ-ის 173-ე მუხლის ქვეშ სამართალდარღვევად განიხილა და სამართალდარღვევად ცნობას ერთ-ერთ საფუძვლად დაუდო.

რამდენიმე თვეში პოლიციამ კვლავ დაიწყო მზია ამაღლობელის მიმართ სამართალწარმოება, ამჯერად, ასკის 150-ე მუხლით, იმავე საფუძვლით, იმავე თარიღზე, ადგილზე, ფაქტსა და მოქმედებაზე მითითებით, რისთვისაც ის უკვე გასამართლებული იყო.

კერძოდ, 2025 წლის 30 აპრილს შედგენილი სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, 2025 წლის 11 იანვარს აქციაზე მზია ამაღლობელმა არ გაითვალისწინა პოლიციის მოთხოვნა და პოლიციის შენობის გარე ფასადზე გააკრა სტიკერი.

ხსენებულ საქმეზე სახალხო დამცველმა სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა, სადაც ორჯერ მსჯავრდების აკრძალვის პრინციპის შესაძლო დარღვევის რისკსა და მშვიდობიანი პროტესტის ფორმის სამართალდარღვევად გაუმართლებლად კვალიფიკაციის საშიშროებაზე მიუთითა“, – ნათქვამია ანგარიშში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ადმინისტრაციული წესით მზია ამაღლობელის უსაფუძვლოდ დაკავების ამბავი სტრასბურგის სასამართლოში აქვს გასაჩივრებული.

საქართველოს სახალხო დამცველმა პარლამენტს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში 31 მარტს წარუდგინა.

ამავე თემაზე:

რა კომენტარი გააკეთა საგამოძიებოს უფროსმა გიორგი პერანიძემ, მზია ამაღლობელის დაზარალებულად ცნობაზე

გასულ წელს 24 პატიმარი გარდაიცვალა პენიტენციურ დაწესებულებებსა და კლინიკებში – სახალხო დამცველი

„2025 წელს,პენიტენციურ დაწესებულებაში/სამოქალაქო სექტორის კლინიკებში გარდაიცვალა 24 პატიმარი, საიდანაც ორ შემთხვევაში სუიციდის ფაქტი დაფიქსირდა. ყველა ამ შემთხვევაზე გამოძიება დაწყებულია ერთი და იმავე მუხლით – სამსახურებრივი გულგრილობა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა,“ – ნათქვამია სახალხო დამცველის 2025 წლის ანგარიშში.

31 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა პარლამენტს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში წარუდგინა.

428-გვერდიან ანგარიშში ერთ-ერთი თავი ეთმობა სიცოცხლის უფლებას. სწორედ ამ თავშია საუბარი პატიმრების გარდაცვალების შემთხვევებსა და მათზე დაწყებულ გამოძიებაზე.

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, სისხლისსამართლებრივი დევნა არც ერთ საქმეზე არ დაწყებულა. ერთ საქმეზე კი, პროკურატურამ პირი დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნო.

„სასამართლო ექსპერტიზა ყველა საქმეზე დაინიშნა, თუმცა საყურადღებოა, რომ 16 საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა (15 შემთხვევაში ეს არის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა) კვლავ არ არის მიღებული, რაც სწრაფი, ეფექტიანი გამოძიების ხელშემშლელი გარემოებაა.

აქვე, ინფორმაციისთვის წარმოვადგენთ პენიტენციურ სისტემაში 2020-2025 წლებში პატიმართა გარდაცვალების მაჩვენებელს, მათ შორის, სუიციდის შემთხვევებს. უარყოფითი დინამიკა, სამწუხაროდ, მცირედად მზარდია.

კერძოდ, 2020 წელს სულ გარდაიცვალა 15 პატიმარი, აქედან 5 იყო სუიციდის შემთხვევა. 2021 წელს დაფიქსირდა 20 პატიმრის გარდაცვალების შემთხვევა, აქედან 3 იყო სუიციდი. ანალოგიური მაჩვენებელი შემდეგ წლებში ასე გამოიყურება: 2022 წელს -21/4, 2023 – 14/2, 2024 – 24/4, 2025 – 24/2“ – ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში.

პატიმრების გარდაცვალების სტატისტიკა წლების მიხედვით

ანგარიშში სახალხო დამცველი ექსპერტიზის გაჭიანურების სხვა შემთხვევების შესახებაც წერს.

ირკვევა, რომ ექსპერტიზის ეროვნული ბიურო სახალხო დამცველის აპარატს აღარ პასუხობს კითხვებზე, თუ რა მიზეზით ჭიანურდება ექსპერტიზის პასუხები სხვადასხვა საქმეზე.

„გარდა ბრალდებულების/მსჯავრდებულების გარდაცვალების შემთხვევებისა, ექსპერტიზის გაჭიანურების პრობლემა სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილი სხვა საქმეების ანალიზის საფუძველზეც გამოიკვეთა. აპარატის დაკვირვებით, ეს გამოწვევა, სამწუხაროდ, წლიდან წლამდე არ კარგავს აქტუალურობას, მათ შორის, სიცოცხლის უფლების საქმეებზე მიმდინარე გამოძიებების ჭრილში.

სახალხო დამცველის აპარატის მიერ სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებზე ინდივიდუალური საქმისწარმოების ფარგლებში შესწავლილ 3 შემთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნის გაჭიანურების საკითხი, საანგარიშო პერიოდშიც გამოიკვეთა.

კერძოდ, ექსპერტიზის დასკვნა, გამოძიებას, მისი დანიშვნიდან 2 წლის გასვლის შემდეგაც კი არ მიუღია.

გარდა სიცოცხლის ხელყოფის საქმეებისა, აპარატის წარმოებაში არსებულ საქმეზე, რომელიც ბრალდებულის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას შეეხებოდა, 18 თვის გასვლის მიუხედავად, დანიშნული ექსპერტიზის დასკვნა კვლავ არ არის მიღებული.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ თუკი გასულ წლებში, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო სახალხო დამცველის აპარატს აწვდიდა ინფორმაციას ექსპერტიზის გაჭიანურების მიზეზების შესახებ, უკანასკნელ პერიოდში ექსპერტიზის ბიურო აპარატს შეკითხვებზე, კერძოდ, იმაზე, თუ რა მიზეზით ჭიანურდება დანიშნული ექსპერტიზის ჩატარება და დასკვნის დამკვეთისთვის (გამოძიება) გადაცემა, პასუხს აღარ სცემს,“ – ნათქვამია ანგარიშში.

Exit mobile version