მთავარი,სიახლეები

ვინ არიან ხელვაჩაურის მერიის თანამშრომლები, რომლებიც დაუპირისპირდნენ სინდისის პატიმრების მშობლებს და ჟურნალისტებს  

07.05.2026
ვინ არიან ხელვაჩაურის მერიის თანამშრომლები, რომლებიც დაუპირისპირდნენ სინდისის პატიმრების მშობლებს და ჟურნალისტებს  

 

დღეს, 7 მაისს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე სინდისის პატიმრების მშობლებს საჯარო მოხელეები დაუპირისპირდნენ და „ბათუმელებისა“ და „აჭარა თაიმსის“ ჟურნალისტებს შეუშალეს ხელი პროფესიულ საქმიანობაში.

 სინდისის პატიმრების მშობლები ხელვაჩაურის მერიის მიმდებარედ სინდისის პატიმრების შესახებ გაზეთებს არიგებდნენ, რასაც იქ მყოფი საჯარო მოხელეებისგან აგრესია მოჰყვა. 

საჯარო მოხელეებს შორის, რომლებიც სინდისის პატიმრების მშობლებსა და ჟურნალისტებს დაუპირისპირდნენ, ხელვაჩაურის მერიის ა(ა) იპის ხელმძღვანელებიც იყვნენ.

ეს საჯარო მოხელეები არიან:

ნუგზარ თედორაძე – ხელვაჩაურის მერიის  ა(ა)იპ ხელვაჩაურის „გამწვანების, დასუფთავების და კომუნალური მომსახურების სამსახურის“ დირექტორის მოადგილე, მახინჯაურის პოლიციის განყოფილების უფროსის, მურმან თედორაძის ძმა;

ნუგზარ თედორაძე

ჯუმბერ დიასამიძე – ა(ა)იპ ხელვაჩაურის „გამწვანების, დასუფთავების და კომუნალური მომსახურების სამსახურის” დირექტორის კიდევ ერთი მოადგილე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის, ზაზა დიასამიძის ბიძაშვილი;

ჯუმბერ დიასამიძე

ირაკლი კარანაძე – ა(ა)იპ „ხელვაჩაურის სასაფლაოების“ დირექტორი და ხელვაჩაურის მერის, ზაზა დიასამიძის მეგობარი;

ირაკლი კარანაძე

რომან თეთრაძე – ა(ა)იპ ხელვაჩაურის სასაფლაოების იურისტი;

რომან თეთრაძე

ოლეგ ვარშანიძე – ხელვაჩაურის ააიპ გამწვანების, სანდასუფთავების და კომუნალური სამსახურის თანამშრომელი

ოლეგ ვარშანიძე – ხელვაჩაურის მერიის  ა(ა)იპ ხელვაჩაურის „გამწვანების, დასუფთავების და კომუნალური მომსახურების სამსახურის“ თანამშრომელი

 

დაიწყო თუ არა გამოძიება ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის, მუქარის და ძალადობის შემთხვევებზე? – „ბათუმელები“ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. ინფორმაცია განახლდება შსს-გან პასუხის მიღების შემთხვევაში.

დღეს, 7 მაისს, ჟურნალისტების ხელშეშლის ფაქტზე განცხადება გაავრცელა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ.

„ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შსს-ს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გამოიძიოს ხელვაჩაურში ჟურნალისტების სულხან მესხიძისა და ლელა დუმბაძისთვის პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელშეშლის ფაქტი,“ – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც „ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ ავრცელებს.

ნახეთ ვიდეო ამ თემაზე: 

განახლებული ინფორმაცია: 

ინციდენტიდან რამდენიმე საათში, ფეისბუქზე, განცხადება გაავრცელა ხელვაჩაურის მერიამ.

„დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებას, რომელიც გამოიწვია მოქალაქეთა ჯგუფის მხრიდან აგრესიულმა და შეურაცხმყოფელმა ქმედებებმა. აღნიშნულ ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა სულხან მესხიძე, ხოლო ადგილზე მყოფი აიპის თანამშრომლების მისამართით არაერთხელ გაჟღერდა შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი განცხადებები, მათ შორის „მონების“ წოდება, რამაც გამოიწვია თანამშრომლების უკმაყოფილება.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მუნიციპალიტეტის თანამშრომლები ყოველდღიურად ასრულებენ საკუთარ საქმიანობას მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად და თითოეული მათგანის ღირსება, პროფესიონალიზმი და შრომა პატივისცემას იმსახურებს. მიუხედავად პროვოკაციული გარემოსი, სიტუაცია სამართლებრივ და ეთიკურ ჩარჩოებს არ გასცდენია.

მუნიციპალიტეტი ყოველთვის მზად არის მოისმინოს ნებისმიერი მოქალაქის პოზიცია, თუმცა კატეგორიულად მიუღებელია საჯარო სივრცეში ადამიანების შეურაცხყოფა, დისკრედიტაციის მცდელობა და დაძაბულობის ხელოვნურად შექმნა“ – წერს მერია.

თავდაპირველად ხელვაჩაურის მერიის განცხადებაში ეწერა, რომ ადგილზე „იმყოფებოდა ჯაბა ანანიძე“. „ბათუმელები“ მერიის პრესსამსახურს დაუკავშირდა კითხვით, იგულისხმებოდა თუ არა „ბათუმელების“ ჟურნალისტი ჯაბა ანანიძე, რომელიც დღეს ხელვაჩაურში არ ყოფილა. 

მოკლე ხანში მერიამ ტექსტი ჩაასწორა და მიუთითა, რომ ადგილზე „იმყოფებოდა სულხან მესხიძე“, თუმცა არ მიუთითებია, გულისხმობს თუ არა მერია „აჭარა თაიმსის“ ჟურნალისტს, სულხან მესხიძეს, რომელსაც დღეს, „ბათუმელების“ ჟურნალისტთან, ლელა დუმბაძესთან ერთად პროფესიულ, ჟურნალისტურ საქმიანობაში შეუშალეს ხელი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: