22 ივნისიდან 26 ივნისის ჩათვლით საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო მეზღვაურებს რიგ სერვისებს უფასოდ მიაწვდის.
კერძოდ, 5 დღის განმავლობაში, უფასოდ გაიცემა მეზღვაურის კომპეტენციის დამადასტურებელი კვალიფიკაციის სერტიფიკატი [მატროსი, მოტორისტი], მეზღვაურის ნაოსნობის წიგნაკი და მეზღვაურის საიდენტიფიკაციო ბარათი.
შესაბამისი ბრძანება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გამოსცა. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო განმარტავს, რომ მეზღვაურებს უფასოდ გაეწევათ ისეთი სერვისები, რომლის მისაღებადაც კანონით 7 სამუშაო დღეა განსაზღვრული.
ამასთან, სააგენტოს განმარტებით, სერვისებს საქართველოს მოქალაქე მეზღვაურები იმ შემთხვევაში მიიღებენ, თუ მათი დოკუმენტების მოქმედების ვადის ამოწურვამდე დარჩენილია მინიმუმ 12 თვე.
სერვისების უფასოდ მიწოდება მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს უკავშირდება, რომელიც ყოველი წლის 25 ივნისს აღინიშნება.
ამ თემაზე:
ბათუმში მეზღვაურთა დღის აღსანიშნავად ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯება






