პროკურატურამ გამოძიება არ დაიწყო ხელვაჩაურში 7 მაისს მომხდარ ინციდენტზე – ჟურნალისტზე სავარაუდო მუქარისა და ძალადობის შემთხვევაზე, რომელშიც საჯარო მოხელეები მონაწილეობდნენ.
ჟურნალისტი, გამოცემა „აჭარა თაიმსის“ დამფუძნებელი სულხან მესხიძე ამბობს, რომ გამომძიებლისგან წერილი მიიღო:
„გარემოებების შესწავლის შედეგად არ გამოიკვეთა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, რის გამოც ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა,“ – წერს გამომძიებელი რევაზ ირემაძე ჟურნალისტ სულხან მესხიძეს.
საუბარია 2026 წლის 7 მაისს ხელვაჩაურში მომხდარ შემთხვევაზე – სინდისის პატიმრების მშობლები ხელვაჩაურის მერიის მიმდებარედ სინდისის პატიმრების შესახებ გაზეთებს არიგებდნენ, რასაც იქ მყოფი ხელვაჩაურის მერიის თანამშრომლებისგან აგრესია მოჰყვა. ისინი მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე სინდისის პატიმრების მშობლებს დაუპირისპირდნენ და „ბათუმელებისა“ და „აჭარა თაიმსის“ ჟურნალისტებს დაემუქრნენ, ასევე ხელი შეუშალეს მათ პროფესიულ საქმიანობაში.
ამ შემთხვევის შესახებ სულხან მესხიძე საგამოძიებო ორგანოში 22 მაისს გამოჰკითხეს.
__________
ფოტოზე: ხელვაჩაურის მერიის თანამშრომლები – კადრები ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალიდან. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.
ამ თემაზე:






