„ბრძოლა ბოლომდე“ – პროევროპული პროტესტის ერთი წლის ქრონიკა საქართველოში

ზუსტად ერთი წლის წინ „ოცნების“ მთავრობის პრემიერმა განაცხადა, რომ აჩერებს ევროინტეგრაციის კურსს.

„დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან”, – განაცხადა 2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ.

2024 წლის ოქტომბერში, არჩევნების შემდეგ, ანტიკონსტიტუციური და არალეგიტიმური მთავრობის ეს განაცხადი კრიტიკულად მიუღებელი აღმოჩნდა საქართველოსთვის – ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო. წინააღმდეგობა და უწყვეტი პროტესტი გრძელდება დღემდე, უკვე მთელი ერთი წელია.

„ოცნება“ სხვადასხვა რეპრესიული მეთოდით ცდილობს პროტესტის ჩახშობას: თავდაპირველად თუ აქციის მონაწილეებს მასობრივად აჯარიმებდნენ 5-5 ათასი ლარით, მაგალითად, ზებრა გადასასვლელზე მოძრაობისთვის, შემდეგ უკვე კობახიძემ აღიარა, რომ ეს მიდგომა არ მუშაობდა და ადმინისტრაციული კანონმდებლობა გაამკაცრეს – აქციაზე, მაგალითად, პირბადის ტარების გამო დაკავებულებს პატიმრობით სჯიან.

თუმცა პროევროპულ აქციაზე ერთი წლის შემდეგაც და ერთი თვალის შევლებითაც მარტივად საგრძნობია შემართება: მოქალაქეები პრორუსულ „ოცნებასთან“ შეგუებას არ აპირებენ.

  • 28 ნოემბერი – როგორ დაიწყო პროევროპული წინააღმდეგობა

2024 წლის 28 ოქტომბერს, ირაკლი კობახიძის ცნობილ განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე, კრემლის პროპაგანდისტმა ალექსანდრე დუგინმა კობახიძეს მიულოცა „ქართული ოცნების” პარლამენტის მიერ პრემიერის თანამდებობაზე დანიშვნა. მას კობახიძე სავარაუდოდ მიხეილ ყაველაშვილში აერია და ის სპორტსმენადაც მოიხსენია.

იმავე დღეს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც იგი საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებდა და „ქართული ოცნების“ ლიდერების დასანქცირებას ითხოვდა.

ამ დღეს დაამტკიცა ანტიკონსტიტუციურმა პარლამენტმა „ოცნების“ მთავრობაც ისე, რომ დეპუტატებს ერთი კითხვაც არ დაუსვამთ.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხალხს დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა. „დღეს დაესვა წერტილი იმ მსვლელობას, რომელიც დაწყებული იყო ევროპიდან რუსეთისკენ,“ – განაცხადა ზურაბიშვილმა.

28 ნოემბრის საღამოს ქუჩები ხალხით გაივსო არამხოლოდ თბილისში, არამედ საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში.

მოქალაქეები ამბობდნენ, რომ „ამის იქით უფსკრულია“.

იმავე საღამოს „ოცნების“ შსს-მ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ თბილისში სპეციალური ტექნიკა გამოიყვანა და აქციის დაშლა წყლის ჭავლით სცადა. აქციაზე დაშავდა რამდენიმე მოქალაქე, მათ შორის, ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი, იურისტ საბა ბრაჭველს კი სპეცრაზმმა რეზინის ტყვია თვალის არეში ესროლა.

  • 29 ნოემბერი – ივანიშვილის შსს-მ მიზანში ჟურნალისტები ამოიღო

28-29 ნოემბრის ღამეს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დარბევისას 40-მდე ჟურნალისტი დაშავდა.

პირდაპირ ეთერში აჩვენეს სპეცრაზმის თავდასხმა „ფორმულას“ ჟურნალისტზე, გურამ როგავაზე, რომელიც თავადაც პოლიციის მხრიდან ძალადობას აშუქებდა ზუსტად თავდასხმის მომენტში. გურამ როგავას ხერხემლის მალისა და თვალთან სახის ძვლის მოტეხილობა ჰქონდა.

აქციის წყლის ჭავლით დაშლის დროს დაშავდნენ ჟურნალისტები: მინდია გაბოძე და მარიამ ნიკურაძე.

ამ დღეს დაკავებული 40 ადამიანს სახალხო დამცველის წარმომადგენელი შეხვდა. 40-დან 23 ადამიანი ამბობდა, რომ პოლიციამ დაკავების დროს სცემა.

  • საჯარო მოხელეების პროტესტი

იუსტიციის სამინისტრო ერთ-ერთი პირველი იყო საჯარო უწყებებს შორის, სადაც 130-მა თანამშრომელმა ხელმოწერით დააფიქსირა პროტესტი.

18 მოსამართლე კრიტიკით გამოეხმაურა „ოცნების“ მთავრობის გადაწყვეტილებას ევროინტეგრაციის შეჩერების შესახებ. „პროფესიული ეთიკის ფარგლებში, ვიცავთ პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებით, ამავდროულად, ვგმობთ ძალადობას, ვემიჯნებით ნებისმიერ გადაწყვეტილებას და ნაბიჯს, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან, – წერდნენ ქართველი მოსამართლეები.

„ოცნების“ გადაწყვეტილება ევროინტეგრაციის შეჩერებაზე გააპროტესტეს საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომლებმაც.

ბათუმში საპროტესტო აქციაზე გამოსულმა ათასობით მოქალაქემ 29 ნოემბრის საღამოს ქუჩებში საპროტესტო მსვლელობა მოაწყო, რამდენიმე წუთით გადაიკეტა ჭავჭავაძის ქუჩა.

ჰელსინკის კომისიამ შეფასება გამოაქვეყნა – ქართველები უარს ამბობენ რუსეთის კოლონიად გახდომაზე“. 

აშშ-ის საელჩომ საქართველოში განცხადება გაავრცელა და ხელისუფლებას მოუწოდა, დაებრუნებინა ქვეყანა დასავლური ინტეგრაციისა და დემოკრატიის გზაზე.

ირაკლი კობახიძის განცხადების საპირისპიროდ, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ თქვა, რომ მათ უარი არასოდეს უთქვამთ ევროინტეგრაციაზე: „აქა ვართ, რა პრობლემაა, გახსნან მოლაპარაკებები. ვინმე უარს ამბობს ამაზე?“

თბილისში 28-29 ნოემბერს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე 43 მოქალაქე ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

29 ნოემბერი, საპროტესტო აქცია თბილისში
  • 30 ნოემბერი – აშშ-მ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა

ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა გაავრცელა.

30 ნოემბერს დაიწყო პროტესტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან. პროტესტის მონაწილეებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერი გაუხსნეს.

თბილისში, რუსთაველის ქუჩაზე და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ისევ შეიკრიბა ასიათასობით ადამიანი. „ოცნების“ შსს-მ ამ დღესაც დაარბია მშვიდობიანი აქცია. წყლის ჭავლის მანქანა თავდაპირველად 9 აპრილის ქუჩაზე გამოჩნდა.

  • პირველი დეკემბერი – სპეცრაზმი გამოჩნდა ბათუმშიც 

ბალტიისპირეთის სამმა ქვეყანამ – ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ერთობლივი სანქციები დაუწესეს მათ, ვინც „ლეგიტიმურ პროტესტს ახშობს” საქართველოში.

პირველ დეკემბერს სპეცრაზმი გამოჩნდა ბათუმშიც, სადაც საქალაქო სასამართლოსთან შეკრებილები აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვდნენ. აქციაზე შეკრებილები აპროტესტებდნენ „ოცნების“ მიერ ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებას. ბათუმში საპროტესტო აქციაზე დაკავებულებს სასამართლომ რამდენიმე დღით პატიმრობა შეუფარდა, ზოგიერთი – დააჯარიმა.

საპროტესტო აქცია ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან, პირველი დეკემბერი, ბათუმი
„ევროკავშირი დგას ქართველი ხალხისა და მათი ევროპული არჩევანის გვერდით. ევროკავშირის კარი ღია რჩება. ევროკავშირის გზაზე საქართველოს დაბრუნება საქართველოს ხელისუფლების ხელშია”, – დაწერა 2024 წლის პირველ დეკემბერს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა X-ზე.

გვიან ღამით შსს-ს დანაყოფებმა ისევ დაარბიეს აქცია – გამოიყენეს წყლის ჭავლი, რომელშიც, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი იყო გარეული, ასევე ცრემლსადენი გაზი, სავარაუდოდ – რეზინის ტყვიები და ფიზიკურად გაუსწორდნენ მოქალაქეებს.

პირველი დეკემბრის ღამე პროევროპული აქციის მონაწილეებმა რუსთაველზე გაათენეს.

„პირველ-ორ დეკემბერს დაკავებულებს უმოწყალოდ სცემდნენ, მიკროავტობუსში სისხლი იდგა“, – აღნიშნავდა საია.

რობოკოპები ბათუმის აქციაზე – 2 დეკემბერი, ბათუმი, „ბათუმელების“ ფოტო
  • 4 დეკემბერი – დაიწყო აქტივისტების დაპატიმრების სერია

4 დეკემბერს პროევროპული აქციის მონაწილე 100-ზე მეტი ადამიანი დააპატიმრა პროკურატურამ სხვადასხვა ბრალდებით, მათ შორის, ბათუმელი სტუდენტი ზვიად ცეცხლაძე.

19 წლის ზვიად ცეცხლაძის წინააღმდეგ პროკურატურის ვიდეომტკიცებულება სასამართლოში ვერ გამოიკვლიეს. აღმოჩნდა, რომ ვიდეოს ხმა არ აქვს. როგორც მხარეებმა განმარტეს, ვიდეოში არაფერი ჩანს თავად ზვიად ცეცხლაძის გარდა, რომელიც ფეისბუქ-ლაივის ფორმატში საუბრობს – ხმის გარეშე ვიდეოს ღირებულება არ აქვს.

ეს არაა ერთადერთი საქმე, სადაც პროკურატურა უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მოსამართლეების თვალწინ არაერთ შემთხვევაში ცხადად გამოჩნდა, როგორ აძლევენ სასამართლოს ცრუ ჩვენებებს პოლიციელები, როგორ გააყალბეს ესა თუ ის საქმე პროკურორებმა, როცა საქმე სინდისის პატიმრებს ეხება, თუმცა მოსამართლეებმა კანონის და სამართლის დაცვაზე უარი თქვეს.

სასამართლოს კარი „ოცნების“ პარლამენტმა საზოგადოებისთვის დახურა სწორედ მას შემდეგ, როცა პოლიტპატიმრების საქმეების განხილვის დროს აშკარად გამოჩნდა სიყალბე. აქციების დაწყებიდან ერთი წლის თავზე სასამართლოში მედიას ფოტოს და ვიდეოს გადაღება, ასევე ხმის ჩაწერის უფლება აღარ აქვს.

2025 წლის 2 სექტემბერს, სინდისის 8 პატიმარს, მათ შორის, ზვიად ცეცხლაძეს თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა. მოსამართლემ პოლიტპატიმრებს ბრალი გადაუკვალიფიცირა. ბათუმელ სტუდენტს, ზვიად ცეცხლაძეს 2.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

  • 14 დეკემბერი – ანტიკონსტიტუციურმა პარლამენტმა პრეზიდენტიც აირჩია 

ანტიკონსტიტუციურმა პარლამენტმა „ოცნების“ პრეზიდენტი პროტესტის ფონზე აირჩია. პარლამენტთან მოქალაქეების ნაწილმა დიპლომები მიიტანა – იმის აღსანიშნად, რომ „ოცნების” პრეზიდენტობის კანდიდატს დიპლომი არა აქვს. პარლამენტთან მივიდა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.

„ვაჩვენოთ ყაველაშვილს დიპლომი“ – აქცია პარლამენტთან
  • 26 დეკემბერი – „ოცნებამ“ კონსტიტუციის დამცველი საჯარო მოხელეების გათავისუფლება დაიწყო 

„ოცნებამ“ საჯარო სამსახურებში იმ თანამშრომლების გათავისუფლება დაიწყო, რომლებმაც თქვეს, რომ კონსტიტუციას იცავენ და, შესაბამისად, საქართველოს ევროპულ კურსს.

ამ კუთხით პირველი თბილისის მერია იყო. კახა კალაძემ სამსახურიდან გაათავისუფლა მერიის შშმ თანამშრომელი გიგა სოფრომაძე, რომელიც აკრიტიკებდა „ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით. იგი საჯარო მოხელეების მარშშიც მონაწილეობდა რუსთაველზე.

იმავე 26 დეკემბერს, მაგალითად, სოციალურმა მუშაკმა ანა ლომთაძემ თავად დატოვა სამსახური – სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო. „აზრი ეკარგება პროფესიულ საქმიანობას… საქართველოს არჩევანი არის ევროპა და არა რუსული რეჟიმი,“ – დაწერა მან სოციალურ ქსელში.

  • 11-12 იანვარი – დააკავეს მედიამენეჯერი და ჟურნალისტი მზია ამაღლობელი

2025 წლის 11 იანვრის აქციაზე ბათუმში პოლიციელებმა ადმინისტრაციული წესით 12 პირი დააკავეს, მათ შორის „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი, რომელმაც ადმინისტრაციული წესით, უსაფუძვლოდ და უკანონოდ დაკავებული აქციის მონაწილეების მიმართ სოლიდარობისა და პროტესტის ნიშნად სტიკერი – „იფიცება საქართველო“ – აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობის ღობეს მიაკრა. მზია ამაღლობელი უშუალოდ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, გრიგოლ ბესელიამ დააკავა.

დაკავებიდან რამდენიმე საათში მზია ამაღლობელი გაათავისუფლეს და მალევე, უკვე 12 იანვარს, გამთენიისას, იგი სისხლის სამართლის წესით დააკავეს საპოლიციო ჭყლეტაში ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით. მისი საქმე გაყალბებულია. მზია ამაღლობელი თითქმის 11 თვეა უკანონო პატიმრობაში რჩება. პროკურატურამ არ გამოიძია მზია ამაღლობელზე ძალადობის და არაადამიანური მოპყრობის შემთხვევები, მათ შორის ის, რომ ირაკლი დგებუაძემ, ბათუმის პოლიციის ყოფილმა უფროსმა მას სახეში შეაფურთხა, დაკავების დროს კი, აგინებდა და ემუქრებოდა, რაც აქციაზე გადაღებულ უწყვეტ ვიდეოკადრშიც ჩანს.

დაკავების შემდეგ მზია ამაღლობელი 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა.

2025 წლის 22 ოქტომბერს მზია ამაღლობელს ევროკავშირის უმაღლესი ჯილდო სახაროვის პრემია გადასცეს. ასევე, პატიმრობაში მას არაერთი ჯილდო გადაეცა ჟურნალისტური საქმიანობისა და სიმამაცისთვის.

წინააღმდეგობის პროცესში „მზია ამაღლობელის საქმემ“ ცალსახად აჩვენა, როგორ უსამართლოდ და უკანონოდ ცდილობს „ოცნების“ არალეგიტიმური მთავრობა დემოკრატიის დასუსტებას და მის საბოლოო გაქრობას. ჟურნალისტი მზია ამაღლობელი წინააღმდეგობის სიმბოლოდ იქცა.
  • 2 თებერვალი – „ხარება“ აგინებდა და სცემდა აქციის მონაწილეებს. ამის მტკიცებულება არსებობს. „ოცნების“ პროკურატურამ არც ეს გამოიძია 

2 თებერვალს პროევროპული აქციის მონაწილეებმა „თბილისი მოლთან“ მსვლელობა მოაწყვეს. პოლიციელებმა 20-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს. აქციის მონაწილეები და გადაღებული ვიდეოკადრები ადასტურებენ, რომ ზვიად ხარაზიშვილმა, იგივე „ხარებამ“ [შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი] მომიტინგეებს აგინა და სცემა.

ხარება და სპეცრაზმელები

2 თებერვლის აქციას „თბილისი მოლთან“ დაანონსებისთანავე მოჰყვა „ოცნების“ მხრიდან განცხადება, რომ თბილისის შემოსასვლელ-გასასვლელის გადაკეტვა უკანონოა. განცხადება ეყრდნობოდა ირაკლი კობახიძის 31 იანვრის დადგენილებას სტრატეგიული ობიექტების ნუსხაში საერთაშორისო მნიშვნელობის გზების დამატების შესახებ.

თებერვალში პოლიციამ დაიწყო საჯაროდ ცნობილი აქტივისტების სახლების ჩხრეკა და მათი დაკავება

პარალელურად, პროტესტის ჩასახშობად „ოცნებამ“ დაიწყო რეპრესიული კანონების დამტკიცება. მათ შორის, გაამკაცრა კანონი პოლიტიკური თანამდებობის პირის და საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის.

  • 2025 წლის მარტი 

ამ პერიოდში აქციის დაკავებულ მონაწილეთა რაოდენობამ 50-ს გადააჭარბა. მათ სინდისის პატიმრები უწოდეს, რადგან მათ მიმართ, ფაქტობრივად, არ არსებობდა დანაშაულის მტკიცებულებები ან/და დაზარალებული. დაიწყო სინდისის პატიმრების საქმეების განხილვა რეპრესიული კანონმდებლობის და საპროტესტო აქციების ფონზე.

  • „ოცნებამ“ მიიღო „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“, რომელსაც მეორე რუსული კანონი უწოდეს 

2025 წლის 2 აპრილს „ოცნების“ პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტს“, რომლის შესახებაც „ქართული ოცნება“ დღემდე ირწმუნება, რომ ის არის ამერიკული FARA-ს ანალოგი და კანონი სიტყვასიტყვით ნათარგმნია.

კანონის ამოქმედება ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შეფასდა, როგორც მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების გასანადგურებლად მიმართული ქმედება.

ეუთო/ოდირის განცხადებით, კანონი დიდ დარტყმას აყენებს ყველას, ვინც ადამიანის უფლებებისთვის მუშაობს.

  • „საქართველომ შეიძლება დაკარგოს ევროკავშირის წევრობის შანსი“ 

„ თუ ეს ვითარება არ შეიცვლება, საქართველომ შესაძლოა დიდი ხნით დაკარგოს ევროკავშირის წევრობის შანსი“ – განაცხადა 2025 წლის მაისში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ.

2025 წლის მაისში სატელევიზო მაუწყებლობა შეწყვიტა ოპოზიციურმა „მთავარმა არხმა“.

  • რეპრესიები პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ

ე.წ. წულუკიანის კომისიაზე გამოცხადებლობის საბაბით დააკავეს ოპოზიციონერი ლიდერები: კოალიცია ცვლილებებისთვის“ ორი ლიდერი ზურაბ გირჩი-ჯაფარიძე და ნიკა მელია; ირაკლი ოქრუაშვილი; „ლელოს“ ლიდერები: მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე; „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე და გივი თარგამაძე.

პროკურატურამ ოპოზიციონერი ლიდერები დააპატიმრა სსკ-ის 349-ე მუხლით, რაც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს.  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის დანაშაულად ვერ შეფასდება.

ოპოზიციონერებს 7-8 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს, თუმცა როცა მათი ციხიდან გამოსვლის დრო მოახლოვდა, „ოცნების“ პროკურატურამ ოპოზიციონერებს ახალი ბრალდება წარუდგინა.

ამავე საქმეზე დაკავებული „ლელოს“ ლიდერები: მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე 2025 წლის აპრილში გირაოთი გაათავისუფლეს, მათ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში სხვა ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით მიიღეს მონაწილეობა.

  • 20 ივნისი – დააკავეს მასწავლებელი ნინო დათაშვილი 

სამოქალაქო აქტივისტი, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ნინო დათაშვილი სასამართლოს მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ნინო დათაშვილმა სასამართლოს მანდატურს „ტკივილი განაცდევინა“ ძიძგილაობაში, როდესაც ქალს სასამართლოს შენობიდან აძევებდნენ.

მას შემდეგ, რაც ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, 2025 წლის 29 ოქტომბერს იგი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს წინასწარი პატიმრობიდან.

  • 5 აგვისტო – „ვერ დააბრუნებთ საბჭოთა ტერორს

უწყვეტი პროევროპულ აქციების 251-ე დღეს გაიმართა მარში ამ პროტესტის განმავლობაში დაკავებული ქალების, მზია ამაღლობელისა და ნინო დათაშვილის სოლიდარობისთვის.

„არ გაბედოთ! ვერ დააბრუნებთ საბჭოთა ტერორს!” – ამ სლოგანის ქვეშ გაერთიანებული მოქალაქეები ფილარმონიასთან შეიკრიბნენ და მარშით წავიდნენ პროტესტის მთავარი კერისკენ – რუსთაველის გამზირისკენ.

  • 9 აგვისტოყოფილმა საჯარო მოხელეებმა გამართეს პროევროპული მარში 

ყოფილმა საჯარო მოხელეებმა მარში გამართეს. მარშში მონაწილეთა დიდი ნაწილი საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები იყვნენ. საგარეო საქმეთა სამინისტროდან სხვადასხვა დროს გაათავისუფლეს ევროინტეგრაციის საკითხებზე მომუშავე ის თანამშრომლები, რომლებიც შეეწინააღმდეგნენ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას და შესაბამის განცხადებებს ხელი მოაწერეს.

  • 15 სექტემბერი – პოლიტიკური ლიდერი ბანერზე წარწერის გამო დააპატიმრეს

„დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია კახი კალაძის ბანერის დაზიანების ბრალდებით 2025 წლის 15 სექტემბერს დააკავეს. კალაძის საარჩევნო ბანერზე მან წარწერა „რუსული ოცნება” 14 სექტემბერს, მას შემდეგ დატოვა, რაც იმავე ქმედებისთვის მანამდე სისხლის სამართლის წესით 23 წლის სტუდენტი, მეგი დიასამიძე დააკავეს. მეგი დიასამიძე სასამართლოს გირაოს საფუძველზე ჰყავს გათავისუფლებული. მისი საქმის განხილვა დასრულებული არ არის.

ელენე ხოშტარია უარს აცხადებს, როგორც გირაოს გადახდაზე, ასევე პროცესში მონაწილეობაზე, შესაბამისად, არც სასამართლოს სხდომებს ესწრება და უარს ამბობს ადვოკატის ყოლაზე.

პროკურატურის განცხადებით, ელენე ხოშტარიას მიერ კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებამ 570 ლარის ზიანი გამოიწვია.

პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია ბანერზე დატოვებული წარწერის გამო დააპატიმრეს. ბანერზე წარწერის დატოვება სისხლის სამართლის დანაშაული არ არის.
  • 28 სექტემბერი – მასშტაბური აქცია თბილისში 

თბილისში სპორტის სასახლიდან კურიერების საპროტესტო მსვლელობა გაიმართა.

ამავე დღეს გაიმართა ქართულ-გერმანული მეგობრობის მარშ. ეს მარში მას შემდეგ დაიგეგმა, როცა გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერი „ოცნების“ არალეგიტიმური მთავრობის განსაკუთრებული სამიზნე გახდა. წინააღმდეგობის პროცესში ევროპის ქვეყნების ელჩების კრიტიკის მოსმენა „ქართულ ოცნებას“ ხშირად უწევს, მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე მწვავე გერმანიის ელჩის კრიტიკაა.

  • პირველი ოქტომბერი – „ქალები გაგისტუმრებთ“ 

თბილისში ქალთა სოლიდარობის მარში გაიმართა. ორგანიზატორებმა მარშით სოლიდარობა გამოუცხადეს ქალ პოლიტპატიმრებს.

ქალების მარში თბილისში – „ნეტგაზეთის“ ფოტო
  • 4 ოქტომბერი – „ოცნებამ“ არჩევნების ანტირეკორდი დაამყარა – ხალხი არჩევნებზე არ მივიდა 

„ოცნების“ მთავრობამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩაატარა. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების დიდმა ნაწილმა არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა. არჩევნების პარალელურად თბილისში მაშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა.

არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩევლების უპრეცედენტოდ მცირე რაოდენობამ მიიღო [ამომრჩეველთა 40.9 %]. მაგალითად, თბილისის მერი, კახი კალაძე არჩეულია – „ოცნების“ ცესკოს მონაცემებით – საერთო ამომრჩევლის რაოდენობის მხოლოდ 20%-იანი მხარდაჭერით. არჩევნების ეს ოფიციალური ციფრებიც აჩვენებს, რამდენად მძაფრია დღემდე მოსახლეობაში საპროტესტო განწყობა.

4 ოქტომბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შენობის ეზოში შევარდნა სცადა მომიტინგეთა ნაწილმა. სპეცრაზმმა ათონელზე წყლის ჭავლთან და წიწაკის სპრეისთან ერთად გამოიყენა ცრემლსადენი გაზიც.

4 ოქტომბრის აქფია პრეზიდენტის სასახლესთან – „ნეტგაზეთის“ ფოტო

„4 ოქტომბრის საქმეზე“ 46 პირი დააკავეს, მათ შორის, აქციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრები: პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე. მათ 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

  • 8 ოქტომბერი – „ბრძოლა ბოლომდე“

მოძრაობამ „საზმაუს მარში“, რომელიც უწყვეტი პროევროპული აქციების განუყოფელ ნაწილად იქცა – ყოველდღიური მარშიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველი შენობიდან პარლამენტამდე – წარადგინა სამპუნქტიანი გეგმა, რომლის მიხედვითაც აპირებენ ბრძოლის გაგრძელებას „სინდისის ყველა პატიმრის გათავისუფლებამდე და საზოგადოების კუთვნილი სამართლის დაბრუნებამდე”.

„გვჯერა, რომ ახლა, როდესაც ქვეყანაში ავტორიტარიზმი ყოველდღიურად ძლიერდება, მხოლოდ თანაგრძნობაზე დაფუძნებულ, პასუხისმგებლობიან სახალხო წინააღმდეგობას შეუძლია დაუპირისპირდეს რეჟიმს. ახლა, როგორც არასდროს, აუცილებელია რეჟიმის ყველაზე მძლავრი იარაღისკენ, პროპაგანდისკენ, კიდევ უფრო მეტი ძალისხმევის მიმართვა,“ – აღნიშნული იყოს „საზმაუს მარშის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • 4 ნოემბერი – სარჩელს ოპოზიციის აკრძალვაზე განიხილავს მოსამართლე, რომელიც ენმ-ს პროკურორი იყო 

„ქართულმა ოცნებამ“ ე.წ. წულუკიანის კომისიის დასკვნის საფუძველზე სამი ოპოზიციური პარტიის აკრძალვა მოითხოვა და სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. სარჩელი სასამართლოს ჯერ არ განუხილავს. უფლებადამცველების შეფასებით, „ოცნების“ სარჩელი სამართლებრივი აბსურდია და ემსახურება პოლიტიკური ოპონენტების გაქრობის მიზანს.

„ოცნების“ პარლამენტის 88 დეპუტატი სამი პოლიტიკური პარტიის აკრძალვას ითხოვს: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „ძლიერი საქართველო – ლელო ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ და „კოალიცია ცვლილებებისთვის გვარამია-მელია, გირჩი, დროა“.

„ოცნების“ სარჩელს ოპოზიციის აკრძალვაზე განიხილავს მოსამართლე, რომელიც ენმ-ს პროკურორი იყო იყო. ვასილ როინიშვილი აჭარის მთავარი პროკურორი იყო, როცა ბათუმში სერჟანტი როინ შავაძე მოკლეს. ევროსასამართლომ ამ საქმეზე რამდენიმე უფლების დარღვევა დაადგინა, მათ შორის, იმ კუთხით, რომ საქმეზე არ ჩატარებულა სამართლიანი და ობიექტური გამოძიება. „როინ შავაძის საქმე“ შეგხვდებათ იმ სარჩელში, რომლითაც „ოცნება“ ითხოვს „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვას.

  • 6 ნოემბერი – აბსურდული ბრალდებით „ოცნების“ პროკურატურამ ოპოზიციის 8 ლიდერს ახალი ბრალი წარუდგინა

„ოცნების“ რეჟიმმა ციხეში გამოკეტა ოპოზიციის ლიდერების დიდი ნაწილი. 6 ნოემბერს კი, ოპოზიციის 8 ლიდერს [მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს] „ოცნების“ პროკურატურამ ახალი ბრალდება წარუდგინა: უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ბრალდებებით.

დამოუკიდებელი უფლებადამცველების შეფასებით, ბრალდება სამართლებრივად სრულიად დაუსაბუთებელია და მკაფიოდ ჩანს პოლიტიკური მოტივაცია.

  • 14 ნოემბერი – „ოცნებამ“ პროტესტის ჩასახშობად რამდენიმე რეპრესიული კანონი მიიღო 

ეუთო/ოდირის შეფასებით, მანიფესტაციებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული ახალი რეპრესიულ კანონი უნდა გაუქმდეს.

მას შემდეგ, რაც საქართველოში უწყვეტად გრძელდება წინააღმდეგობა, „ოცნების“ ანტიკონსტიტუციური მთავრობა სხვადასხვა რეპრესიული კანონის მიღებით და ამოქმედებით ცდილობს პროტესტის ჩახშობას. ბოლო რეპრესიული კანონმდებლობის შემდეგ, მაგალითად, „ოცნებამ“ უკვე გზის გადაკეტვის, ან აქციაზე პირბადით გამოჩენის გამო ადამიანების დაპატიმრება დაიწყო.

განმეორებით გზის გადაკეტვისთვის, უკვე შესაძლებელია სისხლის სამართლის პასუხისგებლობის დაყენება.

„ქართული ოცნების“ მიერ მიღებული კანონი ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს ისეთი ქმედების განმეორებით ჩადენისთვის, რომლებიც დაცულია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით, მათ შორის, ნიღბის ტარებისთვის, ან უკანონოდ მიჩნეულ შეკრებებში მშვიდობიანი მონაწილეობისთვის ან საგზაო მოძრაობის შეფერხებისთვის.

ეუთო/ოდირის  შეფასებით, „არაპროპორციული სანქციები თავისთავად არღვევს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლებას, რადგან მათ შეუძლიათ ხელი შეუშალონ ასეთი ღონისძიებების ორგანიზებას, მათში მონაწილეობას და შეიძლება ჰქონდეს მსუსხავი ეფექტი მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებების განხორციელებაზე“.

  • დაპატიმრებების სერია გრძელდება – აქცია არ წყდება 

2025 წლის ნოემბერში „ოცნების“ პოლიციამ ადამიანების დაკავება უკვე ტროტუარებზე დაიწყო. მაგალითად, 24 ნოემბერს თბილისში, ტროტუარზე მიმდინარე საპროტესტო მსვლელობისას პოლიციამ 5-ზე მეტი ადამიანი დააკავა. 

ამის მიუხედავად, 28 ნოემბერს დაწყებული საპროტესტო აქცია დღემდე ყოველდღიურად გრძელდება. სიცხის, წვიმის, ძლიერი ქარის, ყინვის თუ თოვის მიუხედავად ადამიანები დგანან ქუჩაში და ითხოვენ სამართალს.

მოქალაქეებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ტრადიციად აქციეს საღამოობით კონკრეტულ ადგილზე შეკრება. მაგალითად, ბათუმში აქციის მონაწილეები ყოველდღიურად საკონსტიტუციო სასამართლოსთან იკრიბებიან.

ახლა პროტესტის მონაწილეები 2025 წლის 28 ნოემბრის მსვლელობისთვის ემზადებიან დევიზით – „ბრძოლა ბოლომდე“.

_______________

ფოტოზე: 2024 წლის 30 ნოემბერი, პროევროპული საპროტესტო აქცია თბილისში. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/დავით მძინარაშვილი

„მეშვიდეკლასელებს უკვე ქურდულ ვარსკვლავებს უხატავენ ხელებზე“ – რას წერს გორელი პედაგოგი სკოლაზე

„ჩემი 27-წლიანი პედაგოგობა გორის მე-10 საჯარო სკოლაში დასრულდა!“ – ასე იწყებს ირმა ამბარდნიშვილი საკუთარი ფეისბუქის გვერდზე პოსტს და სამსახურიდან წასვლის მიზეზად ბევრ პრობლემასთან ერთად სკოლებში ქურდული მენტალიტეტის გავრცელებას ასახელებს.

პედაგოგის თქმით, „მეშვიდეკლასელებს უკვე ქურდულ ვარსკვლავებს რომ უხატავენ ხელებზე“, სისტემასთან ერთად მშობლებიც დამნაშავეები არიან.

პედაგოგის თქმით, სკოლებში დანიშნული არაპროფესიონალი დირექტორები „დაქალოჩკებით“ დაკომპლექტებულ დისციპლინური კომისიით მხოლოდ პედაგოგების ჩაგვრის ინსტრუმენტია.

ირმა ამბარდნიშვილის ფეისბუქპოსტს უცვლელად გთავაზობთ:

სკოლა, სადაც მოსწავლეს შეუძლია მასწავლებელს უთხრას” ყლეზე მკიდია”, ” გააჯვი”, ” ოეეე”, ” სახედარო” ჩაძაღლდი”, “ნეტა მოკვდე” და ა.შ. როცა დამრიგებელს და დირექტორს, მანდატურს ეუბნები ამის შესახებ, არა აქვს მნიშვნელობა მე ვიქნები თუ სხვა მასწავლებელი, მთელი კლასი შეჰყავთ მასწავლებლის გარეშე და – ” მართლა იყო ასეო?” და კლასი ჩუმადაა იმიტომ “ჩამშვებები” ვერ იქნებიან”, სტუკაჩები”. მერე ამათი მშობლები დაწერენ საჩივარს. შეიკრიბება დირექტორის დაქლოჩკებით დაკომპლექტებული დისციპლინური კომისია და გამოაქვთ საყვედურები.

ეს ფრთაშესხმული ბანდა – სწორედ ასე ეწოდება მათ, “ბავშვს” და ” მოსწავლეს” ვერ დავუძახებ, ახალ აქტივობას გეგმავენ. მაგალითად, გაკვეთილის ცხრილი ჰქონდათ და ყველა კლასში ასეთი უდისციპლინო და უპატრონო ბავშვებს დიახ უპატრონოს, არც წიგნი, არც რვეული, გაცდენები, არც მშობელი რომ არ კითხულობს! ავალებდნენ გაკვეთილის ჩაშლას და ეს თუ როგორ გამოიყვანენ და ნერვებს მოუშლიდნენ მასწავლებელს ტელეფონზე უნდა მოესმენინებინათ!

– ” დაგინებულია არავინ ჰყვება გაკვეთილს”! და ამ დროს ბიჭები, რომლებსაც სწავლა უნდათ ვერ და არ ჰყვებიან გაკვეთილებს, მერე სკოლის უკან ან პირდაპირ დერეფნებში საქმეები რომ არ გაურჩიონ!

როცა უნდათ შემოვლენ გაკვეთილზე, როცა უნდათ გავლენ, ადუღებული ყავის ჭიქებით, წიხლით გიღებენ კარებს! შენიშვნაზე თვალების ქაჩვით “წესიერად ილაპარაკეთი” – გიბრუნებენ პასუხს. ტანსაცმლის საკიდებთან იჯდა მეათეკლასელი გოგო და რომ ვუთხარი ტელეფონი გამორთე და მაგიდასთან დაჯექი-მეთქი, უარი გამომიცხადა, რომ ესე უნდოდა, უნდა მჯდარიყო. ბოლოს გაკვეთილი დატოვა იცით როგორ? კარები გამოაღო და ისე მოაჯახა შუშამ ზრიალი დაიწყო და მთელი კლასი შოკისგან დადუმდა! გგონიათ ან მშობელი მოვიდა ან თვითონ ბოდიში მოიხადა? – არა! რატომ უნდა მოვიხადოო და ისევ იგივე გააკეთა!

ან ნანა ტერმაკოზაშვილს რატომ გამოუტანეს სასტიკი საყვედური? – ტელეფონებში სქროლვა საგაკვეთილო პროცესის დროს დაშვებულია?

გოგო რომ ასეთი ჟარგონებით ილაპარაკებს გაკვეთილზე “მოუჭერს” , “თესლები” – უიი ტესლა უნდა მეთქვა და ხარხარებს!” არ გადამიღუნო და კიდევ რა ჩამოვთვალო ესენი ოჯახებში იზრდებიან? ამათ პატრონები ჰყავთ?

” ბავშვის” სტატუსი მხოლოდ თორმეტ წლამდეა და მერე არასრულწლოვნები არიან, რომლებიც პასუხს აგებენ სისხლის სამართლის დანაშაულზე! მათ შორის შეურაცხყოფაზე, ბულინგზე, დამცირებაზე! აღარ არიან ბავშვები! გაკვეთილზე რომ ითხოვენ “თავისუფალ გაკვეთილს” თქვენ გგონიათ ეს რამე თემატურია? – არა! უნდა ითამაშონ” მაფია” , “ჯოკერი”, “ბურა” ,”ქალაქობანა”.

ერთმანეთის უწმაწურ გინებასა და კლასში ერთმანეთის ცემა-ტყეპაზე რომ ვერ ვაშველებთ ეგ კიდევ სხვა საქმეა!

რას ვაკეთებთ მასწავლებლები? – ხედავთ მე განცხადება დავწერე. ყოველგვარ ზღვარს სცილდებოდა რაც მაკადრეს! სხვა მასწავლებლებს ეშინიათ დაკარგონ სამსახურები – 80% მასწავლებლების ოჯახები მის ხელფასს ელოდება!

პოზიცია “თანაც გადაჰყოლიან” – მე ხელფასი ავიღო! შიშით ხმას ვერ იღებენ ამ ორგანიზებული ბანდასთან და მერე ამათ “ბავშვთა უფლებების კონვენციის” მცოდნე მშობლებთან! ისინი გვჯობნიან ერთობაში პედაგოგებს და იცით რატომ? – გამოჭერილები ჰყავთ დირექტორებს, ზოგს სერტიფიკატი არა აქვს, ზოგს დიპლომი, ზოგის შვილს, ძმისშვილს, დისშვილს, შვილიშვილს დაუმსახურებლად ჩაახუტეს ოქროს მედალი! ზოგის მშობელი ემიგრანტია და “შოთო სიხარულიძეთი” გვემუქრება და ასე! :))) შენ დაუკარ არის! ახლა რამდენი ამზადებს საკუთარ მოსწავლეებს და რამდენი საჩუქრებს იღებს ემიგრანტი მშობლებისგან ეგ ცალკე გასარჩევია!

ხედავენ ამ ყველაფერს! ერთმა მშობელმა იცით რა მომწერა? – როგორო ჩემი შვილი ქართულად მაინც წერსო და აზერბაიჯანელებს, რომ ვერც სწავლობენ და ვერც კითხულობენ ჩემს შვილს და იმათაც ხუთი ქულაოო?

ან ვინმემ დაითვალა ამ ოქროს მედალოსნებმა ეროვნულ გამოცდებში როგორი ქულები აიღეს? – არა! უფუნქციო მედლების გულისთვის სიცოცხლე გვაქვს გამწარებულები! მეხუთე კლასში რომ “10” დაუწერე, მერე ვეღარ სწავლობს შენი შვილი და გაიგე რა!

ან ამ ნიშნებს რა ფასი აქვს, როცა” შედარებით” უნდა შეფასდეს მოსწავლე?

გაუმართავი კვება, როცა სატენდერო მოთხოვნაში მხოლოდ იჯარის თანხა დევს აუქციონზე და დირექტორი არ ითხოვს ფასებს! და გარეთ უფრო იაფი ღირს და სკოლის ღობეების უკან საცხობის კედელთან რიგია და გაკვეთილებზე არ შემოდიან, სანამ იმ სამი მეტრის კედლიდან აბობღებული მცხობელი ამათ ლობიანს მოაწოდებს! მერე როდის შემოვლენ კლასში და იქაც უნდა ჭამონ და კოკა-კოლა და ყავა ნეტარებით უნდა მიირთვან!

თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენჯერ შეიძლება მოსწავლემ დათხოვნა ითხოვოს?- ყველა გაკვეთილზე!

რას აკეთებს ადმინისტრაცია? – სანტაობისთვის ემზადება!:)))

მერე ნუ გიკვირთ, რატომ მოკლეს 26 წლის მასწავლებელი, რატომ ყაჩაღობენ? რატომ არის ამდენი არასრულწლოვანი გოგო ძალადობის მსხვერპლი! თქვენ ყველანი დამნაშავენი ხართ ამ ბავშვების ფსიქიკის დარღვევაში! მეშვიდე კლასელებს უკვე ქურდულ ვარსკვლავებს რომ უხატავენ ხელებზე, თქვენ ხართ დამნაშავეები! მშობლის უფლებები და მოვალეობები ერთმანეთისგან რომ ვერ განუსხვავებიათ! რამდენ მშობელს უნდა ჩამოერთვას მშობლის უფლება? – ბევრს! ძალიან ბევრს! და ნუ გაამართლებთ, რომ დილიდან დაღამებამდე შრომობენ!

ჩვენი თაობის მშობლებიც არ იყვნენ უსაქმურები და არც ყველა ცხოვრობდა დალხენით, მაგრამ ზრდილობა და მორიდება ყველას ჰქონდა მასწავლებლის!

მასწავლებლის უფლებები ყველაზე მეტად უნდა იყოს დაფასებული და დაცული, ვიდრე პოლიციელის, ექიმის და ჯარისკაცის! ყველა ესენი მასწავლებელმა უნდა გაუზარდოს ქვეყანას!“

„ბათუმელები“  ცდილობს პედაგოგის მიერ აღწერილ გარემოებებზე განმარტებები მიიღოს განათლების სამინისტროსგან.

ბათუმელი მედროშე მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა – ის შიმშილობს

ბათუმელი მედროშე ზურაბ ჭავჭანიძე თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს, 27 ნოემბერს წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

ზურაბ ჭავჭანიძე პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა ზურაბ ჭავჭანიძესთან ერთად დღევანდელ პროცესზე „4 ოქტომბრის საქმეზე“ დაკავებული კიდევ 13 ბრალდებული დატოვა პატიმრობაში: ვლადიმერ გველესიანი, სერგო მეგრელიშვილი, გიორგი რურუა, ამირან დოლიშვილი, ანტონ ვარდანიძე, გიორგი ქორქია, ალექსანდრე ჩილაჩავა, გენადი კუპრეიშვილი, ლაშა ივანიძე, ლევან ჯიქია, სულხან ტუღუში, ხვიჩა გოგოხია და რამაზ მამულაძე.

„ოცნების“ პროკურატურა ზურაბ ჭავჭანიძეს ედავება სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას და სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას. სასჯელის სახით ეს მუხლი 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ზურაბ ჭავჭანიძე კატეგორიულად არ ეთანხმება მისთვის წარდგენილ ბრალდებას. ადვოკატის, ნინო ლომინაძის თქმით, ამ საქმეში პროკურატურას არ წარმოუდგენია არც ერთი მტკიცებულება, რაც დაადასტურებს ზურაბ ჭავჭანიძის მიერ დანაშაულის ჩადენას.

დღევანდელ პროცესზე ზურაბ ჭავჭანიძემ მოსამართლის კითხვაზე, სად ცხოვრობთ? უპასუხა: „არსად [გაეცინა]. სოხუმელი ვარ მე თვითონ და ახლა სხვის სახლში ვცხოვრობ. დარეგისტრირებული ვარ ბათუმში”.

საქმიანობის შესახებ დასმულ შეკითხვას კი, ზურაბ ჭავჭანიძემ ასე უპასუხა: „ჩემს საქმიანობას სამ კატეგორიად ვყოფდი: იძულებით, მოწოდებით და დიპლომით”.

აქ მას მოსამართლემ გააწყვეტინა საუბარი და სთხოვა, დაესახელებინა სამუშაო ადგილი. „დაცვის სამსახურში ვმუშაობ” – უპასუხა ზურაბ ჭავჭანიძემ.

ემიგრანტები აშშ-ში საკონსულოში მივიდნენ და არჩევნების აკრძალვის გაუქმება მოითხოვეს

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლები ვაშინგტონში, საქართველოს საელჩოში მივიდნენ და წერილი მიიტანეს, რომლითაც ითხოვენ არ შეეზღუდოთ ემიგრანტებს  არჩევნებში მონაწილეობის უფლება.

საელჩოში მისულ ემიგრანტებს კარი ვაშინგტონში, საქართველოს საელჩოს კონსულმა, პაატა პაპუაშვილმა გაუღო, კართანვე მოისმინა საკითხი და ჩაიბარა წერილი, რომელსაც ხელს აშშ-ში მოქმედი 9 დიასპორული ორგანიზაცია აწერს.

„ქართული სათვისტომო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ერთხმად განვაცხადეთ იმ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც ინიციირებულია საქართველოში. დღეს კი ჩვენი ერთიანი განცხადება გადავეცით საქართველოს საელჩოს წარმომადგენელს ვაშინგტონში.

ძალიან შეწუხებულები, შეშფოთებულები და შეურაცხყოფილები ვართ ამ ცვლილებებთ და ამის გამოსახატად მოვედით. მოვედით არა საპროტესტო აქციით, არამედ კონსტრუქციული შეხსენებით, რომ ეს აბსოლუტურად მიუღებელი წამოწყებაა.

გვაქვს მოლოდინი, რომ გაიგებენ ჩვენს ხმას,“ – ამბობს სალომე წერეთელი-სტივენსი, „ქართული ასოციაცია აშშ-შის“ პრეზიდენტი. ის იმ ემიგრანტებს შორის იყო, ვინც 25 ნოემბერს ვაშინგტონში საქართველოს საელჩოში მივიდა წერილის გადასაცემად.

ნიკოლოზ ჩხეიძე, ქართული სათვისტომო ორგანიზაცია „თვისტომის“ ხელმძღვანელი კი ამბობს, რომ ემიგრანტებისთვის აბსოლუტურად მიუღებელი არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვა.

„ჩვენ გვქონდა სურვილი შევხვედროდით ქალბატონ ელჩს. სამწუხაროდ, ეს შეხვედრა ვერ შედგა. მაგრამ ჩვენი პეტიცია გადავეცით გენერალურ კონსულს, ამ მიმართვაში გამოხატულია ჩვენი დამოკიდებულება და პოზიცია იმ ცვლილებებთან დაკავშირებით, რაც დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის მიერ.

ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარიც არის, მიუღებელიც არის და ზოგადად ვთვლით, რომ ეს დამოკიდებულება ქართული ემიგრაციის მიმართ არის ძალიან მცდარი. დამანგრეველი იმ ურთიერთობებისა, რომელიც უნდა არსებობდეს საქართველოსა და მის ემიგრაციას შორის.

ჩვენი მოთხოვნაა, ეს ინიციატივა გაიწვიოს საქართველოს პარლამენტმა და პირიქით, მოგვეცეს საშუალება ქართულ ემიგრაციას, რომლის ხმასაც ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაციები წარმოვადგენთ, მოგვეცეს საშუალება, რომ უფრო აქტიურად ვიყოთ ჩართულები საქართველოში მიმდინარე პროცესებში და ამისი გზებიც არსებობს. ვიმედოვნებთ, რომ 100 ათასობით ქართველი ემიგრანტის გულის ძახილი მიაღწევს ჩვენს სამშობლოს პარლამენტამდე და ჩენი მოთხოვნა გათვალისწინებული იქნება,” – თქვა ნიკოლოზ ჩხეიძემ, ქართული სათვისტომო ორგანიზაცია „თვისტომის“ ხელმძღვანელმა.

" ხმის მიცემის უფლება სამშობლოსთან კავშირს ამყარებს" - აშშ-ში მოქმედი დიასპორები საელჩოს მიმართავენ

ერთობლივი განცხადება საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის კონსტიტუციური და საერთაშორისო სამართლის მიერ დაცული საარჩევნო უფლების შესახებ აშშ-ში მოქმედმა დიასპორულმა ორგანიზაციებმა 25 ნოემბერს გაავრცელეს.

გთავაზობთ მიმართვის სრულ ტექსტს:

„ჩვენ, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი ქართული სათვისტომო და დიასპორული ორგანიზაციები, ერთხმად გამოვხატავთ ჩვენს ღრმა შეშფოთებას საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობაში ინიცირებული იმ ცვლილებების გამო, რომლებიც არსებითად ზღუდავს, პრაქტიკულად კი სრულიად აუქმებს, საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის კონსტიტუციით გარანტირებულ ხმის მიცემის უფლებას.

ასეთი ინიციატივა შეცვლის მოქმედი კანონმდებლობით უზრუნველყოფილ უფლებებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას აძლევდა მიეღოთ მონაწილეობა არჩევნებში, ეროვნული და საერთაშორისო ნორმების შესაბამისად – მათ შორის:

 საქართველოს კონსტიტუციას (მუხლი 28) – რომელიც მოქალაქეებს აძლევს საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი არჩევანის უფლებას;

საქართველოს საარჩევნო კოდექსს – რომელმაც წლების განმავლობაში განისაზღვრა საზღვარგარეთ მაცხოვრებელი ამომრჩევლების მონაწილეობა საკონსულო უბნების მეშვეობით;

გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტს (ICCPR, მუხლი 25) – რომელიც ავალებს სახელმწიფოებს, უზრუნველყონ ყველა მოქალაქის ხმის უფლება დაუსაბუთებელი შეზღუდვების გარეშე;

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) კოპენჰაგენის დოკუმენტს (1990) – რომელიც ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, შექმნან ინკლუზიური საარჩევნო სისტემები, რაც ყველა მოქალაქის მონაწილეობას უზრუნველყოფს;

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ვალდებულებებს, რომლებიც გარკვევით მოიცავს პოლიტიკური უფლებების, დიასპორის ჩართულობისა და დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერას.

ინიცირებული ცვლილება წარმოადგენს აქამდე გარანტირებული მონაწილეობის მექანიზმების შეზღუდვას, რაც მკაფიოდ სცილდება საქართველოს მიერ საერთაშორისოდ აღებული დემოკრატიული ნორმებისა და ადამიანის უფლებების სტანდარტების ვალდებულებებს.

დღეს, ერთი მილიონზე მეტი საქართველოს მოქალაქე ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცხოვრობს.

ათიათასობით მათგანი სწავლობს, მუშაობს და ცხოვრობს აშშ-ში, საიდანაც ისინი ინარჩუნებენ მჭიდრო ოჯახურ, კულტურულ, ეკონომიკურ და სამოქალაქო კავშირს საქართველოსთან.

მხოლოდ 2024 წელს აშშ-დან საქართველოში განხორციელებულმა ფულადმა გზავნილებმა 573 მილიონ დოლარს გადააჭარბა, ხოლო 2025 წლისთვის პროგნოზი 700 მილიონ დოლარზე ადის. ქართული კულტურისა და ხელოვნების ცენტრებში და სკოლებში კი ყოველწლიურად ასობით ბავშვი სწავლობს ენას, ცეკვას და სიმღერას – რაც არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ ეროვნულ და იდენტობით კავშირს ადასტურებს.

საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისთვის ხმის მიცემა სიმბოლური აქტი არ არის – ეს არის მოქალაქეობის, სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და დემოკრატიულ ცხოვრებაში მონაწილეობის განუყოფელი ნაწილი.

დიასპორა საქართველოს საარჩევნო პროცესების ნაწილი წლების განმავლობაში იყო და ხმის მიცემის უფლება სამშობლოსთან კავშირს ამყარებს. ამ უფლების შეზღუდვა ეწინააღმდეგება საყოველთაო და თანასწორი საარჩევნო უფლების კონსტიტუციურ პრინციპს, ამცირებს დემოკრატიულ ჩართულობას და აზიანებს საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტს.

საარჩევნო უფლების შეზღუდვით საქართველო ასევე არღვევს საერთაშორისო-სამართლებრივ ვალდებულებებს და ზიანს აყენებს ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების ინკლუზიურობას, გამჭვირვალობასა და კანონიერებას.

საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეების მონაწილეობა არჩევნებში არ არის ხელისუფლების კეთილი ნება – ეს არის სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულება, რომელიც ეფუძნება ყველა მოქალაქის თანასწორ უფლებას.

ამიტომ, ჩვენ გულწრფელად და მტკიცედ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას:

  • გადახედოს ინიცირებულ ცვლილებას, რათა არც ერთი ცვლილება არ ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციურ გარანტიებსა და საერთაშორისო ვალდებულებებს.
  •  დაიცვას ხმის მიცემის საყოველთაობისა და თანასწორობის უფლება, მათ შორის საზღვარგარეთ მაცხოვრებელი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის.
  •  გააძლიეროს და განავითაროს საზღვარგარეთ ხმის მიცემის მექანიზმები. შეზღუდვის ნაცვლად, შეიმუშავოს თანამედროვე, უსაფრთხო და ხელმისაწვდომი ადმინისტრაციული პროცედურებით.

საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, სამართლიანი და დემოკრატიული პროცესების უზრუნველსაყოფად, დამატებით, მოვუწოდებთ:

გაიზარდოს საგარეო საარჩევნო უბნების რაოდენობა დიასპორის დემოგრაფიული მონაცემების მიხედვით; 

გამარტივდეს ადმინისტრაციული პროცედურები საქართველოს გარეთ მყოფი ამომრჩევლების რეგისტრაციისათვის, რათა აღმოიფხვრას ტექნიკური ბარიერები;

უზრუნველყოფილ იქნეს ქვეყნის გარეთ ხმის მიცემის უსაფრთხოება, სანდოობა და ხელმისაწვდომობა.

ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოფილ იქნას, რომ ყველა მოქალაქემ – ქვეყნის შიგნით იქნება ის თუ საზღვარგარეთ, განახორციელოს საკუთარი კონსტიტუციური უფლება და მიიღოს მონაწილეობა ქვეყნის მომავლის ფორმირებაში. ხმის უფლება არ არის პროცედურული აქტი ან პრივილეგია; ეს არის კონსტიტუციური უფლება, რომელ საფუძველზეც დგას დემოკრატიული განვითარება.

საქართველოს თითოეულ მოქალაქისა და მომავალი თაობებისთვის ამ უფლების დასაცავად, მტკიცედ ვდგავართ ერთად,” –  ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს შემდეგი ორგანიზაციები აწერენ:

Georgian Heritage Foundation – ქართული მემკვიდრეობის ფონდი
Georgian Center of Creative Communications – Iveria – Las Vegas – ლას ვეგასის ქართლი შემოქმედებითი კომუნიკაციების ცენტრი – ივერია
Georgian Cultural and Educational Center of Southern California – სამხრეთ კალიფორნიის ქართული კულტურისა და განათლების ცენტრი
GeoVoice USA – ჯეოვოისი
ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსი – Georgian-American Republican Alliance
Center of the European Experience GCEE (Georgian Center- ქართული ცენტრი)
US-Georgia Friendship Association – ამერიკა-საქართველოს მეგობრობის ასოციაცია
Tvistomi Association – ასოციაცია თვისტომი
Georgian Association in the USA – აშშ-ში ქართული ასოციაცია

მოემზადე 28 ნოემბრისთვის – შეიძინე უფრო მეტი, ვიდრე სხვა დროს ახალი თიბისი ბარათით

თიბისიმ Black Friday-სთვის ერთგულ მომხმარებლებს წელსაც მათ საჭიროებებზე და სურვილებზე მორგებული შეთავაზება მოუმზადა.

მხოლოდ 28 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათის, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებისა და ერთგული საკრედიტო ბარათების მფლობელები, საქართველოს მასშტაბით, 100-მდე შერჩეული ბრენდის ფიზიკურ მაღაზიებში, არსებულ ფასდაკლებებთან ერთად, დამატებით ქეშბექით ისარგებლებენ-ლოდინის გარეშე, მომენტალურად დაიბრუნებენ გადახდილი თანხის 30%-ს. ახალი თიბისი ბარათის და ერთგული საკრედიტო ბარათის შემთხვევაში ჯამში მაქსიმუმ 100 ლარს, ხოლო თიბისი კონცეპტის მომხმარებლები-ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებითა და ერთგული საკრედიტო ბარათით 150 ლარს.

ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, პარფიუმერია, თავის მოვლა, აქსესუარები – მნიშვნელობა არ აქვს რას შეიძენთ- ახალი თიბისის ბარათით დაზოგავთ უფრო მეტს, ვიდრე სხვა დროს.

გაეცანით მაღაზიების ჩამონათვალს და გაამზადეთ სურვილების სია:

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი

Mango, Mango kids, AW LAB, Factory, Adidas, Nike, Jeans Gallery, Skechers, Baldinini, Studio by Shoes Gallery, Laboratory Shoes Gallery, Crocs, Superdry, Scarpiera, Wortmann, Salamander, Bata, Bambino, Replay, Corso Italia, Ecco, GEOX, ICR Outlet, Mavi, Kid’s Gallery, Puma , Greyder, Giordano, Jack & Jones, Etam, Hummel, Principe, Ramsey, Matalan, Lee & Wrangler, Levi’s, Atrio, Gant, Lacoste, Guess, Tommy Jeans, Reebok, Tommy Hilfiger, Pier Cardin, Under Armor, Calvin Klein, Calvin Klein Jeans , Calvin Klein Underwear, Samsonite, Triumph, Factory Accessory, Gallery Jeans, Topsport, VERO MODA, Penti, Patrizia Pepe, Mark & Spenser, Aldo, US Polo, Zippy, Charles & Keith, Ipekyol, La vie en Rose, Espacho, Atelier Pirveli, The Diary Concept House, Women’ secret , Cortefiel, Okaidi, Jacadi, Sacoor Brothers, Pedro del Hierro

აქსესუარები

Toreli, Parfois, Carpisa, Sunglass Hut, Glasses Gallery, Opticon, Giggles, Giggles Concept, MessyWeekend

ტექნიკა

Dyson, Beko, iPlus

სახლი

English home, French House, Latt Liv, Manamo Home

თავის მოვლა

Lutecia, Voulez-Vous, ICI Paris, Kiko Milano, Flormar, Aden Cosmetics, Atelier Rebul, Artinscent

სათამაშოები

Piccola, Bugu, Familyso, Kiwo Toys

ონლაინ

28 ნოემბრის  შეთავაზება ონლაინ  მხოლოდ Dressup.ge-ზე და Iconic.ge-ზე იმოქმედებს.

შეთავაზების დამატებითი პირობები იხილეთ ბმულზე.

სასურველი ნივთების სიიდან გამომდინარე, თუ მიხვდებით, რომ ქეშბექის დაბრუნების მიუხედავად, თანხა ყველაფერზე არ გეყოფათ, რამდენიმე წუთში, დაიმტკიცეთ ერთგული საკრედიტო ბარათის ლიმიტი მობაილბანკიდან.

იმ შემთხვევაში კი, თუ ახალი თიბისი ბარათები არ გაქვთ, დრო ჯერ კიდევ არის-სულ რაღაც 30 წამში, აღეთ ონლაინ, მობაილბანკიდან.

ქობულეთში დააკავეს ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი

შსს-ს ცნობით, პოლიციამ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1991 წელს დაბადებული ე.დ. ქობულეთში დააკავა.

„მსჯავრდებული ინტერპოლის წითელი ცირკულარით, 2025 წლის 17 ოქტომბრიდან, თურქეთში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და სხეულის განზრახ დაზიანების ბრალდებით იძებნებოდა.

ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული, წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს“ – წერს შსს.

_____________

ფოტოზე: კადრი შს სამინისტროს ვიდეომასალიდან

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 27 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 27 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 169 690 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 140. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 373 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 23 628 ერთეული [+3]
  • საარტილერიო სისტემა – 34 709 ერთეული [+21]
  • MLRS – 1 550 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 253 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 430 ერთეული [+2]
  • ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 85 174 ერთეული [+214]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 995 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 68 351 ერთეული [+109]
  • სპეცტექნიკა – 4 008 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 27 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 668 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 99 114 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 638 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 26 294 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 621 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 31 587 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 47 814 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

უიტკოფი რუსებს ტრამპთან მოსალაპარაკებლად რჩევებს აძლევდა – მედია

უკრაინა ამერიკელებთან სამშვიდობო გეგმაზე შეთანხმდა, რუსეთის პასუხი ჯერ უცნობია – მედია

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

რას აშენებს „ოცნების“ შემწირველი გონიოში – სასტუმრო აპარტამენტები და ვილები სანაპიროსთან

შპს „გონიო 2020“ უკვე დამტკიცებულ განაშენიანების დეტალურ გეგმაში ცვლილებას ითხოვს.

ამ ცვლილების მიხედვით, კომპანიას კ2-ის გაზრდისთვის დამატებითი, მაკომპენსირებელი ვალდებულებების აღება აღარ დასჭირდება, რადგან, მერიის განმარტებით, პროექტი კ2-ის გაზრდას აღარ ითვალისწინებს.

ამ წინადადებაზე ბათუმის საკრებულომ 2025 წლის პირველ დეკემბერს სხდომაზე უნდა იმსჯელოს.

მოქმედი შეთანხმებით, განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის [კ2] გადამეტების, მაკომპენსირებელი ღონისძიების სახით კომპანიას მუნიციპალიტეტისთვის უნდა გადაეცა საცხოვრებელი აპარტამენტები, კ2 კოეფიციენტის გაზრდით ნამატი ფართობის 10 პროცენტის ოდენობით ან ამ აპარტამენტების [უკვე თეთრი კარკასების ] გაყიდვის შემდეგ ღირებულების 4%  ბიუჯეტში უნდა შეეტანა.

როგორც ჩანს, კომპანიამ გადაიფიქრა და კოეფიციენტის გაზრდას აღარ ითხოვს, შესაბამისად შეუძლია უარი თქვას მაკომპენსირებელ ღონისძიებაზეც.

შპს „გონიო 2020“  გონიოში, ანდრია პირველწოდებულის I ჩიხში, ზღვის სანაპიროსთან, კომპლექსის მშენებლობას გეგმავს.

ის, რომ კომპანია კოეფიციენტის გადამეტებას არ ითხოვს, არ ნიშნავს, რომ პროექტი მასშტაბური არ არის. 12 799 კვ. მეტრ ტერიტორიაზე 3 ბლოკის მშენებლობაა დაგეგმილი, შენობაში უნდა განთავსდეს სასტუმრო აპარტამენტები და კომერციული ობიექტები.

პროექტის რენდერი

შპს „გონიო 2020“ „ალიანსის“ დამფუძნებლის შვილის, თემურ ბიწაძის კომპანიაა. თემურ ბიწაძე „ოცნების“ მხარდამჭერი და შემწირველია, ისევე როგორც „ალიანს ჯგუფში“ შემავალი კომპანიების სხვა დირექტორები და მენეჯერები.

სასტუმრო-აპარტამენტების პროექტი ამავე კომპანიის კიდევ ერთი მშენებარე პროექტის, ე.წ. ელიტური ვილების მომიჯნავედ არის დაგეგმილი, რომელიც გონიოში, ზღვისპირას „დაბალ განაშენიანებას“ და „სასტუმრო ვილების“ მშენებლობას ითვალისწინებს.

მერიაში წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით რამდენიმე სახლის მშენებლობა უკვე დაწყებულია
წითელი ფერით მონიშნულია შპს „გონიო 2020“- ის მიწის ნაკვეთი, სადაც კომპანია კომპლექსის მშენებლობას გეგმავს, ზღვის მხარეს კი ჩანს ადგილი სადაც ვილების მშენებლობაა დაწყებული. ორივე პროექტის ფართობი ჯამში 3 ჰექტრამდეა.

ე.წ. „სასტუმრო ელიტური ვილების პროექტი“, რომელიც ჯერ მერიას შემდეგ კი საკრებულოს შპს „გონიო 2020“-მა წარუდგინა, სანაპიროზე ორსართულიანი, მსუბუქი კონსტრუქციის მქონე სახლებით გაშენებული უბნის მშენებლობას ითვალისწინებდა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ სასტუმრო-ელიტური ვილების პროექტი „ოცნების“ მხარდამჭერი ინვესტორის და მისი კომპანიების დირექტორების, კიდევ რამდენიმე ბიზნესმენის და სხვების სახლების პროექტი იყო. სწორედ ამ ვილების გაგრძელებაზე, ზღვიდან 240 მეტრში სურს კომპანიას სასტუმრო აპარტამენტების მშენებლობა.

განაშენიანების დეტალური გეგმაში, რომელიც მერიაშია წარდგენილი, დიდი ადგილი ეთმობა პროექტის ავტოსადგომების სათანადო ინფრასტრუქტურის, შიდა გზების და გამწვანების მოწყობის საკითხებს. განაშენიანების დეტალური გეგმის მიხედვით პროექტის ავტორები სასტუმრო აპარტამენტების მშენებლობის პირობებში აუცილებლობად მიიჩნევენ ცალკე პარკინგის მოწყობას:

„საქართველოში ავტომანქანების რაოდენობის მატების ტენდენციის შესაბამისად, სასტუმრო აპარტამენტების მშენებლობის პირობებში, აუცილებელია მობინადრე ავტომფლობელთათვის გათვალისწინებული იქნეს საპარგინგე სივრცის მოწყობა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა გრძელვადიან პერსპექტივაში, ავტომანქანების სიმრავლემ საკვლევი ობიექტის მიმდებარე ქუჩებზე გამოიწვიოს ავტომანქანების ნაკადების მოძრაობის შეფერხება.

აქედან გამომდინარე აუცილებლობას წარმოადგენს საკვლევ ობიექტს გააჩნდეს ინდივიდუალური მიწისქვეშა და/ან მიწისზედა ავტოპარკი. პროექტით გათვალისწინებულია 190 ავტოსადგომი, მიწისზედა და მიწისქვეშა, მათ შორის მექანიზირებული, ორიარუსიანი“.

მიწის ნაკვეთის განაშენიანების დეტალურ გეგმაში არამხოლოდ ავტომანქანით გადაადგილების, არამედ ქვეითად გადაადგილების საკითხიც არის განხილული,

„… საკვლევი ობიექტის შესასვლელ არეალში ქვეითად მოსიარულეთა უსაფრთხოების მიზნით მოეწყოს შესაბამისი საგზაო ინფრასტრუქტურა, საჭიროა მკაცრი საგზაო რეგულაციების დაწესება, რომელსაც ითვალისწინებს საქართველოს კანონი „საგზაო მოძრაობის შესახებ“.  კერძოდ, ობიექტის შესასვლელთან, დასამონტაჟებელია შესაბამისი საგზაო გამაფრთხილებელი და მიმთითებელი ნიშნები“ – ვკითხულობთ განაშენიანების გეგმაში.

რატომ აფარებენ „დიფსთეიტთან“ მებრძოლები თავს „დიფსთეიტს“ – რა მოუვიდა რიჟვაძეს

„იგლ ჰილსის“ პროექტი ხორციელდება ქართული კანონმდებლობის ქვეშ, საქართველოში. თუ წარმოიშვა დავა ორ მხარეს შორის – საქართველოს სახელმწიფოსა და კომპანია „იგლ ჰილსს“ შორის, ამ შემთხვევაში მოქმედებს ბრიტანული სამართალი. კონკრეტულად ციურიხის არბიტრაჟის მიერ განიხილება შესაძლო ნებისმიერი დავა. ეს არის გათვალისწინებული ამ ხელშეკრულებით“, – თქვა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას 26 ნოემბერს.

ირაკლი კობახიძე, ერთი მხრივ, დასავლეთს მტრად მიიჩნევს, დიფსთეიტს ებრძვის, მეორე მხრივ კი, როდესაც ხელისუფლებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან პროექტზე საუბრობს, ამბობს, რომ ყველა შესაძლო სადავო საკითხი დასავლეთში გადაწყდება.

ბოლო პერიოდში გვაქვს მაგალითები, რომ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები თანამდებობაზე ყოფნის დროს აგინებენ დასავლეთს, ევროკავშირს, განსაკუთრებით ერჩიან ევროკავშირის წევრ ქვეყანას – გერმანიას, თუმცა როცა მათ ცხოვრებაში კრიზისი დგება და ქვეყნიდან წასვლა უწევთ სხვადასხვა მიზეზით – თავშესაფრისთვის, მკურნალობისთვის, სწავლისთვის, მაინც დასავლეთის ქვეყნებს ირჩევენ.

„ბათუმელები“ ორ პოლიტიკოსს ესაუბრა აჭარაში – აზა გაბუნიას, პარტია „თავისუფლების მოედნის“ რეგიონულ ხელმძღვანელს და თემურ გორგაძეს – „გირჩი – მეტი თავისუფლების“ რეგიონულ ხელმძღვანელსა და პოლიტსაბჭოს წევრს და მათ ჰკითხა:

როგორ ხდება, რომ დიფსთეიტთან მებრძოლები თავის გადასარჩენად „დიფსთეიტს“ აფარებენ თავს?

„სანამ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები არიან თანამდებობებზე და სჭირდებათ ამომრჩევლის მობილიზება, მათი რიტორიკა არის მტრების ძებნა და „დიფსთეიტზე“ საუბარი, რომელიც მათი მტკიცებით არის ევროპაში, დასავლეთში…

ამით ისინი, ერთი მხრივ, აზიანებენ ქვეყნის ევროპულ მომავალს, ქმნიან მტრის ხატს, აზიანებენ პოლიტიკურ და დიპლომატიურ ურთიერთობებს ევროპასთან.

მაგრამ, მეორე მხრივ, რა ხდება რეალურად? – როდესაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს სისტემა ზურგს აქცევს, ან როდესაც პირად უსაფრთხოებას ექმნება საფრთხე და ამის ნათელი მაგალითი აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძეა, ისინი თავს აფარებენ ზუსტად იმ ქვეყნებს, იმ ევროპულ სახელმწიფოებს, რომლებსაც მანამდე „დიფსთეიტს“ უწოდებდნენ.

ისინი გარბიან გერმანიაში, როგორც გაიქცა თორნიკე რიჟვაძე და არა აღმოსავლეთში, რომელსაც მოიაზრებენ თავიანთ პარტნიორებად“, – ამბობს აზა გაბუნია.

ის ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსანთა ქცევა არის პოლიტიკური ცინიზმი.

„აქ ჩანს სწორედ ის, რომ მათი ანტიევროპული რიტორიკა იყო მხოლოდ ფარისევლობა, ძალაუფლების შენარჩუნების იარაღი, რუსეთის დაკვეთა და არა რეალური რწმენა, რომ ნამდვილად ევროპა არის „დიფსთეიტი“ ან იქ ვინმე ჩვენი მტერია.

ასევე ჩანს კანონის და სისტემის უნდობლობა კრიზისის მომენტში. ისევ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის მაგალითი რომ ავიღოთ, სად წავიდა როდესაც პირადად მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოების გარანტიები დადგა საფრთხის ქვეშ? ვის ენდო?

თორნიკე რიჟვაძე არ ენდო იმ სისტემას, რომელიც თვითონ შექმნა და მთელი შვიდი წელი კვება „ქართული ოცნების“ რიტორიკა. იგი თავის ამომრჩეველს უმტკიცებდა, რომ „დიფსთეიტი“ და ევროპა არის მტერი, რომ ისინი გვებრძვიან და ჩვენი სუვერენიტეტის გაქრობა უნდათ, ქართველობის წართმევა უნდათ. დაეხმარა „ქართულ ოცნებას“ ამ სისტემის შენებაში… მაგრამ რომ გაუჭირდა, სად წავიდა? წავიდა ევროპაში. რატომ? – იმიტომ, რომ გადასარევად იცის, ევროპაში არის სამართლის და კანონის უზენაესობა და უსაფრთხოების მაღალი ხარისხი,“- ამბობს აზა გაბუნია.

აზა გაბუნია ამბობს, რომ „ოცნების“ წარმომადგენლები მოქმედებენ ორმაგი სტანდარტით. ევროპა საკმარისად კარგია მათთვის, მათი ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის, მათი ოჯახებისთვის, განათლების მიღებისთვის, თავშესაფრისთვის… მაგრამ არ არის საკმარისად კარგი ქართველი ხალხისთვის.

„რა არის ეს? ეს არის „ქართული ოცნების“ მმართველობის სახე: ორმაგი თამაში და საკუთარი რიტორიკის ღალატი, როცა პირადი ინტერესების და უსაფრთხოება დგება დღის წესრიგში. აი, ამის ილუსტრაციას ახდენს „ქართული ოცნება“ ყოველთვის, ყველა ჯერზე, როცა მათი მაღალჩინოსნები, სხვადასხვა თანამდებობაზე მყოფი ადამიანები ტოვებენ საქართველოს, ერთი-მეორეს მიყოლებით.

ეს ლუსტრაციაა იმისა, თუ როგორ იქცევიან „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები, სინამდვილეში რას ფიქრობენ და რას აჯერებენ თავიანთ ამომრჩეველს. თავიანთ ამომრჩეველს აჯერებენ იმას, რომ ევროპა არის ჩვენი მტერი… ევროპაში ზის „დიფსთეიტი“, ევროპა არ გვჭირდება და გვჭირდება სუვერენიტეტი. სინამდვილეში, სუვერენიტეტი ნიშნავს იმას, როდესაც ხარ ძლიერი, როდესაც გყავს ევროპული პარტნიორები, გაქვს უსაფრთხოების სტანდარტები ქვეყანაში და გაქვს კანონის უზენაესობა,“ – ამბობს აზა გაბუნია.

აზა გაბუნია ფოტო: ედო მჟავანაძე

თემურ გორგაძე, „გირჩი – მეტი თავისუფლებას“ რეგიონული ხელმძღვანელი ამბობს, რომ დიქტატურას სჭირდება მტრის სახე და ხატი.

„დიქტატურას ახასიათებს, სჭირდება, რომ ადამიანები რაღაცის გავლენის ქვეშ მოაქციოს, დარაზმოს, ამას სჭირდება საერთო მტრის არსებობა. ახლა გააჩინეს ეს „დიფსთეიტი“. როგორც მათ მესიჯბოქსში ჩანს, მარტო დასავლეთი არ არის, რაღაც ან ვიღაცა არის, რომელიც დასავლეთსაც მართავს, აღმოსავლეთსაც, დედამიწასაც, პლანეტასაც, ოღონდ აი, კობახიძეს ვერ ერევა მარტო.

ვინც დასავლეთში გაიქცა, ვინც მომავალში გაიქცევა „ქართული ოცნებიდან“, ყველამ იცის, რომ არანაირი „დიფსთეიტი“ არ არსებობს, ყველამ იცის, რომ დასავლეთი კარგია. უბრალოდ დიქტატურის დასამყარებლად და შემდეგ შესანარჩუნებლად სჭირდებათ საერთო მტრის ხატი.

რიჟვაძემ ან სხვებმა განა არ იცოდნენ, დასავლეთი რომ კარგია? მაგრამ მაშინ ისე სჭირდებოდათ, ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ეს მესიჯბოქსი იყო დასალაგებელი და ასე დაალაგეს.

ეს ის ხალხია, ვინც დასავლეთში მიიღო განათლება, დასავლეთში გააჩინეს შვილები, რომ იქაური მოქალაქეობა ჰქონდეთ, დასავლეთში აქვთ ბიზნესები ან ბიზნესპარტნიორებს ეძებენ დასავლეთში.

რისი თქმა მინდა – ყველამ იცის, რომ დასავლეთი კარგია. ჯანდაცვა, განათლება და უსაფრთხოება რომ გვერდით გადავდოთ, ლამის მანიკიურზე იქ დადიან. ამ ხალხისთვის სარგებლის მიღება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სამშობლო,“ – ამბობს თემურ გორგაძე.

თემურ გორგაძე ფოტო: ედო მჟავანაძე

რა შეიძლება ისწავლოს „ქართული ოცნების“ ამომრჩეველმა ყოფილი მაღალჩინოსნების თავსდატრიალებული ამბებით? 

აზა გაბუნია ამბობს, რომ ეს მარტივი მაგალითებია საქართველოს მოქალაქეებისთვის:

„ძალაუფლების შესანარჩუნებლად, ამომრჩევლის გულის მოსაგებად ამბობს „ოცნება“, რომ დასავლეთი მტერია, მაგრამ, როგორც კი კრიზისი უდგება, მირბის ევროპაში.

ეს უნდა იყოს „ოცნების“ ამომრჩევლისთვის და, ზოგადად, მოქალაქეებისთვის, მაგალითი. უნდა მიხვდნენ, რომ მთელი ეს დრო ატყუებდა „ოცნება“. ტყუილზე აშენებდა „ქართული ოცნება“ თავის რეჟიმს, თავის სისტემას.

უნდა დაუსვას „ოცნებას“ კითხვა ამომრჩეველმა – თუ დასავლეთი, ევროპა, ამერიკა მტერია, მაშინ რატომ გარბიხართ დასავლეთში, როდესაც გიჭირთ? რატომ სწავლობენ თქვენი შვილები ევროპაში? რატომ მიდიხართ და რატომ აჩენთ შვილებს ევროპის ქვეყნებში? რატომ მიდიხართ სამკურნალოდ, მაგალითად, ევროპის ქვეყნებში და რატომ არ რჩებით საქართველოში? რატომ უკრძალავთ ქართველ ხალხს, რომ ევროპული სიკეთეები მიიღონ და ევროპულ გზაზე იარონ?

ჩვენთვის ნათელია ამ კითხვებზე პასუხი – იმიტომ, რომ ევროპაში არის კარგი განათლება, კარგი ჯანდაცვა და უსაფრთხოება“, –  ამბობს აზა გაბუნია.

თემურ გორგაძის თქმით, კი „ქართულ ოცნებას“ აღარ ჰყავს კლასიკური გაგებით ამომრჩეველი – ანუ ხალხი, ვინც გააზრებულად, საარჩევნო პროგრამაზე დაყრდნობით აძლევს ხმას პარტიას.

„ჩემი გადმოსახედიდან ამომრჩეველი არის ის ადამიანი, ვისაც მოსწონს კონკრეტული პარტიის ხედვა ან ხედვების დიდი ნაწილი, პროგრამა და ამის მიხედვით აძლევს ხმას. მე არ ვიცი არც ერთი ქოცი, რომელმაც იცის რა ხედვა აქვს რომელიმე კონკრეტულ საკითხზე „ქართულ ოცნებას“.

ამიტომ, ჩემი ტერმინოლოგიით, „ქართულ ოცნებას“ ამომრჩეველი არ ჰყავს – მე ჯერ არ შემხვედრია ადამიანი, ვინც იმიტომ მისცა „ქართულ ოცნებას“ ხმა, რომ მოსწონდა მისი განათლების რეფორმა, ეკონომიკური ხედვა ან საერთოდ რამე პროგრამა.

„ქართული ოცნება“ დგას სამ ძირითად საყრდენზე: პროპაგანდაზე, სადაც უნდა ვაღიაროთ, რომ გვიგებენ. მეორე საყრდენი არის სოფლებში არსებული აქტივი, რომლის მხარდაჭერა დგას სარგებელზე: ზოგი აგიტატორია, ზოგი კოორდინატორი, მიბმული ჰყავს. მესამე საყრდენია ძალადობა, შიში.

ხალხის ერთი ნაწილი გამოთაყვანებულია და სჯერა, „ქართული ოცნება“ რომ არა „კაცებს გაათხოვებენ“. ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ეს ხალხი რამე დასკვნას გამოიტანს ყოფილი მაღალჩინოსნების მაგალითებით. როგორც კი უწყებ საუბარს, ისეა პროპაგანდის ზეგავლენის ქვეშ მოქცეული, ავტომატურად ავი ხარ, არ გენდობა. „ოცნების“ პროპაგანდა, სამწუხაროდ, ძალიან კარგად მუშაობს,“ – ამბობს თემურ გორგაძე.

ბათუმში ავარიული სახლების პროგრამაში ცვლილებები შედის

ბათუმის მერია ითხოვს ცვლილებას დადგენილებაში, რომელიც მერის სათათბირო საბჭოს საქმიანობას განსაზღვრავს. ეს დადგენილება [#15] სამშენებლო კოდექსის იმ ნაწილს ეყრდნობა, რომელიც ბათუმის ტერიტორიაზე სივრცის დაგეგმარებასა და სამშენებლო საქმიანობას არეგულირებს.

სათათბირო საბჭო ავარიული სახლების პროგრამის ფარგლებში მერიაში შესულ განცხადებებს განიხილავს და მერს რეკომენდაციას აძლევს – აკმაყოფილებს თუ არა განაცხადი [პროექტი] პროგრამის პირობებს.

№15 დადგენილება არეგულირებს ავარიული შენობების ჩანაცვლების, დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების და კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა დაკმაყოფილების საკითხებს. გარდა ამისა, განიხილავს სამშენებლო კოდექსით გათვალისწინებული საკომპენსაციო ღონისძიების გამოყენების პირობებს, განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი ან მუნიციპალური მნიშვნელობის პროექტების შემთხვევაში.

მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის განმარტებით, განაცხადების განხილვის ეტაპზე გამოიკვეთა რამდენიმე პრობლემური საკითხი, რომლებსაც სამართლებრივი დაკონკრეტება სჭირდება, მათ შორის არის წარმოსადგენ დოკუმენტთა ნუსხის დაზუსტება. აზუსტებენ ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების წინაპირობებსაც.

პროექტის მიხედვით, იცვლება და ზუსტდება ავარიული სახლის და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის ცნება და ხელშემწყობი ღონისძიების გამოყენების პირობები.

მაგალითად,  შენობა-ნაგებობის მდგომარეობასთან დაკავშირებული განსაზღვრება „ავარიულობის ხარისხი“ – იცვლება „ავარიულობის დაზიანების ხარისხით“, რადგან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული ექსპერტიზის გაცემულ დასკვნებში უპირატესად გამოიყენება ტერმინი „დაზიანების ხარისხი“.

ზუსტდება ბარაკებთან დაკავშირებული ჩანაწერი: „იმ შემთხვევაში, თუ ბარაკი დააკმაყოფილებს მრავალბინიანი ავარიული სახლის კრიტერიუმს, ისედაც ხვდება პროგრამაში და მხოლოდ იმის გამო, რომ ბარაკია, მიზანშეწონილია ცალკე არ იყოს გამოყოფილი.“

საბანკო გარანტიის წარდგენის ვალდებულების ნაცვლად შესაძლებელი გახდება იმავე ღირებულების, ავარიული სახლის ადგილას შეთანხმებული სამშენებლო პროექტის სრული საინვესტიციო ღირებულების არანაკლებ 20% ოდენობის, ან სხვა უძრავი ქონების, ოღონდ არა მშენებარე ობიექტში, მერიის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთვა. მათ შორის, შესაძლებელია ეს იყოს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მერიის თანხმობის გარეშე გასხვისების აკრძალვის პირობით.

  • დადგენილი მაჩვენებლების გადამეტება

დადგენილებას ემატება პუნქტები, რომლებიც ხელშემწყობი ღონისძიებების – განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტის ზღვრული მაჩვენებლების გადამეტების, გამწვანების რეგულაციების, ავტოსადგომების რაოდენობასთან დაკავშირებული რეგულაციების კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებისგან განსხვავებული პირობებით დამტკიცების დასაშვებობას ითვალისწინებს, იმ შემთხვევაში თუ ავარიული სახლი შედგება 10 და მეტი დამოუკიდებელი საკუთრების საგნისაგან.

ცვლილების მიხედვით, დაინტერესებულმა პირმა მერიას უნდა წარუდგინოს დამატებითი ინფორმაცია: მომიჯნავე შენობა-ნაგებობებზე ზეგავლენის კვლევის დოკუმენტი, გაცემული აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს მიერ.

ასევე სატრანსპორტო მოძრაობის ორგანიზების და პარკირების სქემა.

დაინტერესებულმა პირმა მერიას უნდა წარუდგინოს პროექტის განხორციელების ფინანსური დათვლა [ე.წ. კალკულაცია], მესაკუთრის ნოტარიული თანხმობის დოკუმენტი, დეველოპერის მიერ ავარიულ საცხოვრებელ სახლში საკუთრების ათვისების სანაცვლოდ ნაკისრი ვალდებულებების ჩვენებით, მესაკუთრეებთან გაფორმებული ნოტარიული ან  საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ხელშეკრულებები, ავარიული სახლის ადგილას ახალი ობიექტის მშენებლობისა და ექსპლუატაციაში შეყვანისათვის საჭირო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის და სხვა საჭირო დოკუმენტების დართვით.

ცვლილების მიხედვით, დაუშვებელია ავარიული სახლების ჩანაცვლების საფუძვლით ერთდროულად ავარიული სახლის ადგილას და სხვა ტერიტორიაზე ამ წესით დადგენილი შეღავათების გამოყენება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხელშემწყობი ღონისძიების გამოყენება ხდება ერთდროულად ავარიულ სახლზე დამაგრებულ მიწის ნაკვეთზე და ამ მიწის ნაკვეთთან გასაერთიანებელ მიწის ნაკვეთზე. [როცა მათ ავარიული სახლის ჩანაცვლებისთვის აერთიანებენ].

თუ ერთმანეთს ემიჯნება ორი ან მეტი ავარიული სახლი, ავარიული სახლების ადგილად მიიჩნევა ამ სახლებზე დამაგრებული მიწის ნაკვეთები და ამ მიწის ნაკვეთთან გასაერთიანებელი მიწის ნაკვეთი/ნაკვეთები, რომელთა კვადრატულობა ჯამში არ უნდა აღემატებოდეს ავარიულ სახლებზე დამაგრებული მიწის ნაკვეთების ჯამის ერთ მეორედს. ეს ნაკვეთები, ავარიული სახლის ჩანაცვლების მიზნით, ერთიანი პროექტის განხორციელებისთვის უნდა გაერთიანდეს.

ბათუმის მერიამ შესაბამისი ცვლილების პროექტი საკრებულოში უკვე გადააგზავნა. მის დამტკიცებაზე საკრებულომ პირველ დეკემბერს სხდომაზე უნდა იმსჯელოს. „ბათუმელებს“ არაერთმა მშენებელმა დაუდასტურა, რომ მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ სამშენებლო კომპანიების მფლობელებმა უკვე იცოდნენ და ამისთვის თადარიგის დაჭერასაც კი ცდილობდნენ: „ყველა ცდილობდა მოესწრო ნებართვის მიღება არსებული წესით, რადგან რთულდება, რაც არავის უნდა“.

დადგენილების ცვლილების პროექტში წერია, რომ „ამ დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება იმ ადმინისტრაციულ წარმობებზე, რომელზედაც საბჭოს მიერ მიღებულია დადებითი გადაწყვეტილება.“

გასულ წელს ნებართვებზე განსაკუთრებული მოთხოვნა რომ იყო ეს ციფრებშიც გამოჩნდა, ბათუმის 2025 წლის ბიუჯეტში, 10 თვეში, სამშენებლო ნებართვების მოსაკრებელმა 5 მილიონს გადააჭარბა. ნებართვების გაცემიდან. ერთ წელში, აქამდე, ყველაზე მეტი ბიუჯეტში 3 მილიონამდე ლარია შესული.

ბათუმში 1, 8, 15 და 19 ავტობუსების მოძრაობის მარშრუტი დროებით იცვლება

ბათუმის მერიის ცნობით, გიორგი ცაბაძის ქუჩაზე (ყოფილი გოგოლის ქუჩა) საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით, სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება სევერიანე აჭარელის ქუჩიდან იოსებ ნონეშვილის ქუჩამდე მონაკვეთში.

შეზღუდვის პერიოდში შეიცვლება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის სქემა:

  • №1 სამარშრუტო ხაზი – ბარათაშვილის ქუჩა, ჭავჭავაძის ქუჩა, ბაქოს ქუჩა, ნონეშვილის ქუჩა, სვიშევსკის ქუჩა. უკუმიმართულება – სვიშევსკის ქუჩა, ნონეშვილის ქუჩა, ბაქოს ქუჩა, შავშეთის ქუჩა, წერეთლის ქუჩა.
  • №8 სამარშრუტო ხაზი – წერეთლის ქუჩა, შავშეთის ქუჩა, ბაქოს ქუჩა, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩა. უკუმიმართულება – ოდისეი დიმიტრიადის ქუჩა, ბაქოს ქუჩა, ჭავჭავაძის ქუჩა.
  • №15 სამარშრუტო ხაზი – ბარათაშვილის ქუჩა, ჭავჭავაძის ქუჩა, ბაქოს ქუჩა, ნონეშვილის ქუჩა, ქათამაძის ქუჩა. უკუმიმართულება იგივე.
  • №19 სამარშრუტო ხაზი – წერეთლის ქუჩა, შავშეთის ქუჩა, ბაქოს ქუჩა, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩა. უკუმიმართულება იგივე.

„შშმ ქალთა ალიანსი“ ევა შაშიაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პროკურატურას მიმართავს

„შშმ ქალთა ალიანსი“ საპროტესტო აქციაზე დაკავებული ევა შაშიაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, გენერალურ პროკურატურას მიმართავს.

ტექსტში, რომელიც დღეს, 26 ნოემბერს გავრცელდა, ჩამოთვლილია ის ძირითადი მოთხოვნები, რომელთა საფუძველზეც უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან ევა შაშიაშვილი.

„ქალბატონი ევა შაშიაშვილი უკვე მეორე თვეა, რაც იმყოფება წინასწარ პატიმრობაში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში.

გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ევა შაშიაშვილი არის ონკოლოგიური პაციენტი და ერთადერთი პირი, რომელიც უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილის მეურვეობასა და მხარდაჭერას.

სწორედ იმის გამო, რომ დედა იმყოფება წინასწარ პატიმრობაში და სხვა მზრუნველი მას არ ჰყავს, ეს პირი ,,ირიბი იძულებით“ ამჟამად მკურნალობს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, რადგან სხვაგან წასასვლელი უბრალოდ არ აქვს და დედის არყოფნის შემთხვევაში, მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე სერიოზული რისკის წინაშე დადგება.

საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად: „სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის“.

ეს კონსტიტუციური ვალდებულება სხვადასხვა ღონისძიებასთან ერთად გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან საქმის მსვლელობის პროცესში შშმ პირების ინტერესების გათვალისწინებას, მიუხედავად იმისა, შშმ პირი საქმეში არის თუ არა მხარე, მოწმე თუ რამე სხვა სტატუსის მატარებელი, სახელმწიფო მაინც ვალდებულია საქმის გამოძიების დროს გაითვალისწინოს მისი ქმედებების ყველა გვერდითი ,,ეფექტი“, რამაც შეიძლება შშმ პირი დააზიანოს პირდაპირ.

გარდა ზემოაღნიშნულისა, კონსტიტუციის მე-15 მუხლი უზრუნველყოფს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლებას, ხოლო 36-ე მუხლი ოჯახის დაცვას.

გარდა კონსტიტუციისა, საქართველოს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლი უზრუნველყოფს თანაბარ უფლებებს, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას, ხოლო მე-4 მუხლი აღიარებს სახელმწიფოს ვალდებულებას, უზრუნველყოს ყველა საჭირო მხარდაჭერა ოჯახური კავშირებისა და შშმ პირების ინტერესების დაცვის მიზნით.

გარდა ადგილობრივი კანონმდებლობისა, ამ საქმეზე გასათვალისწინებელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის (CRPD) შემდეგი მუხლები:

მუხლი 10 – სიცოცხლის უფლება: სახელმწიფო უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სიცოცხლის დაცვას;

მუხლი 19 – დამოუკიდებლად ცხოვრება და საზოგადოების ჩართულობა: სახელმწიფო უზრუნველყოფს შშმ პირებისთვის საჭირო მხარდაჭერას, მათ შორის ოჯახის წევრების დახმარებით, რათა შეძლონ დამოუკიდებლად ცხოვრება და საზოგადოებაში სრულფასოვანი მონაწილეობა;

მუხლი 23 – ოჯახის პატივისცემა და დაცვა: სახელმწიფო ხელს უწყობს შშმ პირების ოჯახის შენარჩუნებას, მათ შორის მშობლებთან და შვილებთან რეგულარულ ურთიერთობას.

ჩვენი შეფასებით, ევა შაშიაშვილის წინასწარი პატიმრობა წარმოადგენს არაპროპორციულ და უსაფუძვლო შეზღუდვას მისი ძირითადი უფლებების – სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ოჯახის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის უფლებების განხორციელებაზე“, – ნათქვამია „შშმ ქალთა ალიანსის განცხადებაში.

ამავე ტექსტში ხაზგასმულია ევა შაშიაშვილის გათავისუფლების მოთხოვნები:

  • ევა შაშიაშვილი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს წინასწარი პატიმრობიდან;
  • სახელმწიფომ უზრუნველყოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და შვილის უსაფრთხოების დაცვა და საჭირო სამედიცინო-სოციალური მხარდაჭერის მიწოდება.

დამატებითი მტკიცებულებები:

ექიმის ცნობა ონკოლოგიური დაავადების შესახებ (წარდგენილია სასამართლოში და დევს საქმეში).

შვილის მკურნალობის დაწესებულების ცნობა (წარდგენილია სასამართლოში და დევს საქმეში).

ევა შაშიაშვილი 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის საქმეზე 6 ოქტომბერს დააკავეს.

მე-12 კლასის გაუქმების მოთხოვნა არ შეეხება კერძო სკოლებს – კობახიძე

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს, 26 ნოემბერს „ოცნების“ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ მე-12 კლასების შენარჩუნების საშუალება კერძო სკოლებს ექნებათ. საჯარო სკოლები კი 11-წლიან სწავლებაზე გადავა.

„უნდა გადაიხედოს ზოგადი განათლების პროგრამის შინაარსი და ბოლო წლის პროგრამა უნდა იყოს მორგებული მისაღები გამოცდების მოთხოვნებზე და კიდევ, თუ არ არის აუცილებელი მიზნების მიღწევისთვის 12 წელი სწავლა, მაშინ, რა თქმა უნდა, ჯობია გადავიდეთ 11 წელიწადზე.

თუ ვინმეს სურს საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება, აქაც იქნება შესაბამისი პირობები შექმნილი. ეს მოთხოვნა არ შეეხება კერძო სკოლებს და მათ შეეძლებათ შეინარჩუნონ 12-წლიანი სასწავლო პროგრამა და საჯარო სკოლებს რაც შეეხება, თუ აქაც რომელიმეს ექნება სურვილი, რომ გაიაროს მე-12 კლასი, იმისთვის, რომ ადვილად გააგრძელოს სწავლა საზღვარგარეთ, ამისთვის სპეცკლასები შეიქმნება სხვადასხვა ქალაქში, ხელოვნური დაბრკოლება მოსწავლეებს არ შეექმნებათ.“- თქვა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, დღეს გვაქვს რთული, არასახარბიელო მდგომარეობა განათლების სისტემაში, „დონე არის არადამაკმაყოფილებელი. აქედან გამომდინარე გვჭირდება საფუძვლიანი ცვლილებების განხორციელება, იმისათვის, რომ ჩვენ მივიღოთ ევროპული დონის განათლების სისტემა ჩვენს ქვეყანაში.

შეგვიძლია 4 წელიწადში მივაღწიოთ თვისობრივ ცვლილებას“-ამბობს კობახიძე.

„თბილისში სტუდენტების წილი 60-%-მდე უნდა ჩამოვიდეს. ეს არის ამოცანა“ – კობახიძე 

„თბილისში სტუდენტების რაოდენობა 60-%-მდე უნდა ჩამოვიდეს“ – განაცხადა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს, 26 ნოემბერს, „ქართული ოცნების“ პარლამენტში გამოსვლისას.

მისი თქმით, განათლების რეფორმა ითვალისწინებს ორი ქალაქის – ქუთაისისა და რუსთავის განვითარებას და სტუდენტების რაოდენობის გაზრდას ამ ქალაქებში.

„დღეის მდგომარეობით, 85%-ზე მეტი სტუდენტების სწავლობს ქვეყნის დედაქალაქში, რაც იწვევს დედაქალაქის ჭარბ დატვირთვას და სათანადოდ არ არის დატვირთული სხვა მნიშვნელოვანი ქალაქები, მაგალითად, ქუთაისი და რუსთავი. ამიტომ მნიშვნელოვანია სისტემის დეკონცენტრაცია და აქცენტი გვინდა გავაკეთოთ ორი ქალაქის ინფრასტრუქტურის შექმნაზე.

საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს იმას, რომ მკვეთრად შემცირდება თბილისის წილი სტუდენტების რაოდენობაში. ეს არის ამოცანა. ვფიქრობთ, რომ სადღაც 60%-მდე უნდა ჩამოვიდეს თბილისში სტუდენტების წილი. დანარჩენი 40% უნდა გადანაწილდეს სხვა ქალაქებზე. ეს არის კონცეფციის მთავარი მიმართულება“- თქვა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, დღეს საქართველოში მოქმედებს 64 უნივერსიტეტი.

„ეს თავისთავად მეტყველებს, რომ სისტემა არაჯანსაღად არის ფორმირებული და შეუძლებელია, ჩვენი ზომის ქვეყანაში, მით უმეტეს ეკონომიკური და სხვადასხვა გამოწვევის ფონზე, შეუძლებელია ჰქონდეს თანაბრად მაღალი ხარისხი… ჩვენი მიზანია, ეს ვითარება რადიკალურად შევცვალოთ“ – აღნიშნა მან.

კობახიძემ ასევე განმარტა ამ „რეფორმის“ კიდევ ერთი მიზანი, რომელიც ითვალისწინებს „ერთი ქალაქი-ერთი ფაკულტეტის“ იდეა.

„თბილისში უნდა იყოს ერთი ფაკულტეტი სახელმწიფო უნივერსიტეტებში. მაგრამ ეს არ ეხება კერძო უნივერსიტეტებს“-თქვა მან.

„ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ განათლების რეფორმას მწვავე კრიტიკა მოჰყვა საგანმანათლებლო სფეროში დასაქმებული პირების მხრიდან. ისინი მიიჩნევენ, რომ ამ ე.წ. რეფორმის მიზანია უნივერსიტეტების ავტონომიის გაუქმება და კონტროლი სახელმწიფოს მხრიდან.

ილიაუნის რექტორის, ნინო დობორჯგინიძის აზრით, კატასტროფული იქნება ის შედეგები, რაც ამ რეფორმას მოჰყვება, რადგან მიზანი ამ რეფორმის არის უნივერსიტეტებიდან კრიტიკული აზრის გაქრობა და სრული დამორჩილება რეჟიმს.

_______________

ამ თემაზე:

„სტუდენტი ვეღარ მიიღებს დაფინანსებას. სახელმწიფო დაკვეთით დაფინანსდებიან უნივერსიტეტები“ – ინტერვიუ

 

ვინ ვეღარ ისარგებლებს ერაზმუსით და რატომ? – ევროკავშირის ოფიციალური პასუხი

ბოლო კვირებია სოციალურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სტუდენტები ვერ შეძლებენ სარგებლობას ევროკავშირის პროგრამით – ერაზმუს+-ით.

ერაზმუსის პროგრამა, ევროინტეგრაციის ფარგლებში საქართველოს მოქალაქეებს, კერძოდ, სტუდენტებს, ლექტორ-მასწავლებლებს და ასევე საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებს წამყვან უნივერსიტეტებში გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევდა.

პროგრამით სარგებლობდნენ მკვლევრებიც.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში და ჰკითხა, აპირებს თუ არა ევროკავშირი ერაზმუს+ის მთლიანად შეჩერებას საქართველოში და ვის აღარ ექნება ამ პროგრამით სარგებლობის საშუალება. 

ოფიციალური პასუხის თანახმად, ერასზმუს+-ით სარგებლობას კვლავ შეძლებენ ქართველი სტუდენტები, თუმცა საჯარო მოხელეებს ამ პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა აღარ ექნებათ.

„თქვენი შეკითხვის პასუხად და ბრიუსელთან გადამოწმებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გატყობინებთ, რომ Erasmus+-ის ფარგლებში მობილობის და თანამშრომლობითი აქტივობები არ შეწყდება. Erasmus+Office საქართველოში აგრძელებს საქმიანობას.

ქართველი სტუდენტები, სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტები, სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები, ასევე, სპორტისა და ახალგაზრდული ორგანიზაციები, შეძლებენ პროგრამა Erasmus+ ის 2026 წლის კონკურსში მონაწილეობას.

თუმცა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე, არ ექნებათ კონკურსში მონაწილეობის უფლება.

ეს გადაწყვეტილება შეესაბამება ევროკავშირის მიდგომას, შეაჩეროს ის ფინანსური დახმარება, რომელიც უშუალოდ საქართველოს ხელისუფლების სასარგებლოდ მიემართება.

ახალგაზრდები არიან წინა ხაზზე იმ ძალისხმევისთვის, რომელიც საქართველოს ევროკავშირისკენ სვლის შენარჩუნებას ითვალისწინებს. ევროკავშირი კვლავ მათ მხარდამჭერად რჩება“ – მოგვწერეს ევროკავშირის წარმომადგენლობიდან.

ევროკავშირის საგრანტო პროგრამების განხორციელება უმაღლესი განათლების სფეროში საქართველოში 1995 წლიდან დაიწყო და ქართველ სტუდენტებს ევროპულ უნივერსიტეტებში საბაკალავრო, სამაგისტრო და დოქტორანტურის დონეზე სწავლის შესაძლებლობა მისცა.

2013 წლის ჩათვლით მოქმედებდა ტემპუსის, ერაზმუს მუნდუსისა და ჟან მონეს პროგრამები, რომლებიც ამჟამად გაერთიანებული პროგრამის, Erasmus+ შემადგენელი ნაწილებია.

ამ წლების განმავლობაში ევროკავშირის გაცვლითი პროგრამებით ათასობით ქართველმა სტუდენტმა და ლექტორ-მასწავლებელმა ისარგებლა.

ბავშვებზე ძალადობის ბრალდებით დედა დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლში ბავშვებზე ძალადობის ბრალდებით ქალი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2012 და 2016 წელს დაბადებულ არასრულწლოვან შვილებზე ფიზიკურად იძალადა.

არასრულწლოვანებს ძალადობის შედეგად სხეულზე მრავლობითი დაზიანება აღენიშნებათ“ – წერს შსს.

შს სამინისტროს ინფორმაციით,  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბათუმში 27%-ით მეტი ბინა გაიყიდა წინა წელთან შედარებით – კვლევა

„საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2025 წლის მესამე კვარტალში ბათუმში 4,893 ბინა გაიყიდა, რაც წინა წელთან შედარებით 27.0%-ით მეტია“, – ნათქვამია კომპანია „გალტ & თაგარტის“ მიერ ჩატარებულ კვლევაში.

„გალტ & თაგარტმა“ ბათუმში 2025 წლის მესამე კვარტალში საცხოვრებელი უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის შესახებ კვარტალური მიმოხილვა გამოაქვეყნა.

კვლევის თანახმად, 2025 წელს, ბათუმის პირველად ბაზარზე ბინების გაყიდვები გაიზარდა 2024 წელს შემცირებული გაყიდვების შემდეგ.

„ზრდის მიუხედავად, გაყიდვების დინამიკა კვლავ მნიშვნელოვნად ჩამორჩება 2022-23 წლების დონეს, მაშინ როცა გასაყიდი ბინების რაოდენობა კვლავ მაღალია, რაც ჭარბი მიწოდების რისკებზე მიუთითებს.

პირველადი ბაზრის ფასმა ზრდა განაგრძო, თუმცა, ჩვენი შეფასებით, შენელებული მოთხოვნის და გაზრდილი მიწოდების ფონზე, ფასების მიმდინარე ზრდის ტემპი შესაძლოა არამდგრადი იყოს,“ – ვკითხულობთ კვლევაში.

ცნობისათვის, პირველადი ბაზარი არის დეველოპერსა და ფიზიკურ პირს შორის განხორციელებული ყიდვა-გაყიდვა, ხოლო მეორადი ბაზარი ნიშნავს ფიზიკურ პირებს შორის განხორციელებულ ტრანზაქციას.

„გალტ & თაგარტის“ მიმოხილვის მიხედვით, მესამე კვარტალში ყველაზე მეტი, 2 055 ბინა გაიყიდა ახალი ბულვარის ტერიტორიაზე. კვადრატულის ფასი საშუალოდ 1 753 დოლარი იყო.

944 ბინა გაიყიდა გმირთა ხეივანის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც კვადრატული მეტრი საშუალოდ 2 074 დოლარი იყო.

მესამე ადგილას მოდის ძველი ბათუმის მიმდებარე ტერიტორია, სადაც 701 ბინა გაიყიდა, კვადრატული საშუალოდ 2 906 დოლარი.

უძრავი ქონების გაყიდვების მახასიათებლები 2025 წლის III კვარტალში. წყარო: „გალტ & თაგარტი“

„2025 წელს გაყიდვები მეორად ბაზარზე მნიშვნელოვნად გაიზარდა და 2022-23 წლის ნიშნულს გადააჭარბა, რაც ძირითადად ბათუმის საბინაო ფონდის ზრდამ და თანმდევმა გაზრდილმა აქტივობამ განაპირობა. გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, მეორად ბაზარზე ფასების ზრდა გაგრძელდა,“ – ვკითხულობთ კვლევაში.

რაც შეეხება უძრავი ქონების გასაყიდ ფასებს, 2025 წლის სექტემბერში, პირველად ბაზარზე კვადრატულ მეტრის საშუალო ფასმა (მზა ბინებისთვის ე.წ. Turnkey კონდიციაში) 1,821 აშშ დოლარს მიაღწია, რაც წლიურად 9.0%-იანი ზრდაა.

ამასთან, მეორადი ბაზრის ახალ პროექტებში საშუალო ფასი წლიურად 5.1%-ით გაიზარდა და 1,418 აშშ დოლარი შეადგინა.

მესამე კვარტალში, გაიზარდა ბათუმში ბინის დაქირავების ფასიც.

„2025 წლის სექტემბერში, ბათუმში საშუალო ფართობის ბინის (30-60 კვ.მ.) ქირის ფასი წლიურად 1.7%-ით გაიზარდა და კვ.მ.-ზე 10.8 აშშ დოლარი შეადგინა,“ – ვკითხულობთ მიმოხილვაში.

„გალტ & თაგარტი“ განმარტავს, რომ ბინების გაყიდვების სტატისტიკა ეფუძნება საჯარო რეესტრის მონაცემებს, სადაც პირველადი ბაზრის ტრანზაქციები დაგვიანებით აისახება.

სწორედ ამიტომ, კომპანია სისტემატურად ატარებს დეველოპერების გამოკითხვას.

2025 წლის სექტემბერში „გალტ & თაგარტმა“ გამოკითხა სისტემური დეველოპერები, რომელიც მოიცავდა 20 მშენებარე საცხოვრებელ პროექტს ბათუმში.

ამ გამოკითხვის მიხედვით: 

  •  2025 წლის 8 თვეში გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 10.4%-ით გაიზარდა 2024 წელს დაფიქსირებული კლების შემდეგ და 1,497-ს მიაღწია.
  • ზრდის მიუხედავად, გაყიდვების დინამიკა კვლავ მნიშვნელოვნად ჩამორჩება 2022-23 წლების დონეს, მაშინ როცა გასაყიდი ბინების რაოდენობა კვლავ მაღალია, რაც ჭარბი მიწოდების რისკებზე მიუთითებს. შედეგად, წლიური გაყიდვების ფარდობა გასაყიდი ბინების რაოდენობასთან 2021-23 წლების დონეზე დაბლა ნარჩუნდება.
  • 2025 წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეების წილმა შერჩეული დეველოპერების პროექტების გაყიდვებში 77% შეადგინა, რაც ქვეყნების მიხედვით დივერსიფიცირებულია.

„გალტ & თაგარტი არის საინვესტიციო ბანკი საქართველოში, რომელიც ეწევა საბროკერო, კვლევითი და საინვესტიციო-საბანკო მომსახურებას.

რატომ ვერ ააშენეს ახალი გზა ბათუმში, რომელმაც ინასარიძისა და კაჩინსკების ქუჩები უნდა შეაერთოს

ბათუმში ინასარიძისა და კაჩინსკების ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა ამ დრომდე არ დაწყებულა. ამ ორი ქუჩის დასაკავშირებლად ხელშეკრულება ბათუმის მერიას 2025 წლის თებერვალში აქვს გაფორმებული ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ბონდი-2009“-თან,  ქალაქის 2025 წლის ბიუჯეტში კი ამისათვის 2,3 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

ამავე კომპანიას ბათუმში, ფარნავაზ მეფისა და ფიროსმანის ქუჩების დამაკავშირებელი გზაც უნდა აეშენებინა, რისთვისაც ბიუჯეტში დამატებით 1,3 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული, თუმცა სამუშაოები არც აქ დაწყებულა.

ორივე შემთხვევაში ბათუმის მერიამ ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშში დაწერა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები არ მიმდინარეობს იმიტომ, რომ „აუცილებელი გახდა მოლაპარაკებები კერძო მესაკუთრეებთან, რადგან საპროექტო ტერიტორიის ნაწილი გადის კერძო საკუთრების ტერიტორიებზე. ვინაიდან მოლაპარაკება წარმოადგენს რთულ პროცესს, მის დასრულებამდე სამუშაოების დაწყება ვერ მოხერხდება.“

„ბათუმელებს“ მერიის მუნიციპალური ქონებისა და სერვისების მართვის სამსახურში 2025 წლის 25 ნოემბერს უთხრეს, რომ ინასარიძისა და კაჩინსკების ქუჩების შეერთების პროექტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ამ დროისთვის მხოლოდ ორ მესაკუთრესთან მიმდინარეობს. სამუშაოების დაწყება კი, ამ მოლაპარაკებების დასრულებაზეა დამოკიდებული.

ინასარიძისა და კაჩინსკების ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზა [წითელი ხაზით] / ამ პროექტით კეთილმოეწყობა ახალი გზისა და ანგისის ქუჩის დამაკავშირებელი ქუჩაც [ახლანდელი ანგისის მესამე ჩიხი] / ფოტო ტენდერიდან
სხვადასხვა ქუჩების ერთმანეთთან დამაკავშირებელი ახალი სამი გზის მოსაწყობად ტენდერი ბათუმის მერიამ 2024 წლის 23 დეკემბერს გამოაცხადა, ხელშეკრულება კი „ბონდი-2009“-თან ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ 2025 წლის 5 თებერვალს გააფორმა.

ტენდერი 5 339 245 ლარით იყო გამოცხადებული, ხელშეკრულება კი 5 178 987 ლარზე გაფორმდა.

ამ ტენდერის ფარგლებში ბათუმში უნდა დაწყებულიყო შემდეგი სამუშაოები:

  • მიხეილ ლერმონტოვის ქუჩის და გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მოწყობა – გამოყოფილია 1 484 666 ლარი [„ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები მიმდინარეობს გეგმა გრაფიკით. საანგარიშო პერიოდში დასრულდა სანიაღვრე სისტემის, სავალი ნაწილის ორივე მხარეს ბორდიურისა და გზის მოასფალტების სამუშაოები; კვარტალური გეგმით გამოყოფილი ასიგნება ათვისებულია სრულად.“ – წერია ბიუჯეტის შესრულების 9 თვის ანგარიშში]
  • შალვა ინასარიძის ქუჩის და ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მოწყობა – გამოყოფილია 2 376 816 ლარი [სამუშაოები არ დაწყებულა]
  • ფარნავაზ მეფის ქუჩის და ფიროსმანის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მოწყობა – გამოყოფილია 1 317 508 ლარი [სამუშაოები არ დაწყებულა]

შესყიდვების პორტალზე ატვირთული დოკუმენტების მიხედვით, მერიის სამმართველოს თანხმობით „ბონდი-2009“-მ სამუშაოები 2025 წლის პირველი მაისიდან ქვეკონტრაქტით გადასცა შპს „მონო 4“-ს [ეს კომპანია 2023 წელსაა რეგისტრირებული ბათუმში. კომპანიის მესაკუთრეა თამარ ჯანგველაძე, ხოლო დირექტორია – მამუკა ჟღენტი].

2025 წლის 29 ოქტომბრის შეთანხმებით კი, ზემოთ აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად ვადა გაიზარდა და განისაზღვრა 2026 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდი.

ანუ, ინასარიძე-კაჩინსკებისა და ფარნავაზ მეფე-ფიროსმანის ქუჩების შეერთების სამუშაოები უნდა დაიწყოს საკუთრების საკითხის მოგვარებისთანავე და 2026 წლის ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს.

ამავე თემაზე:

რატომ ვერ შეერთდა ფარნავაზ მეფისა და ფიროსმანის ქუჩები ბათუმში

 

 

რეორგანიზაცია გამოცდების ეროვნულ ცენტრში – „ვინც აქციაზე დადის, ყველა გაუშვეს“

„ბათუმელების“ ინფორმაციით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან 40-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს.

გამოცდების ეროვნული ცენტრის უკვე ყოფილი თანამშრომლები, რომლებსაც „ბათუმელები“ ესაუბრა, ინფორმაციას ადასტურებენ, თუმცა ცენტრს ამ დრომდე არ გაუკეთებია ოფიციალური განცხადება.

დიმიტრი ჯამბურია გამოცდების ცენტრის დიდი ხნის თანამშრომელია. ე.წ. რეორგანიზაციის შედეგად ისიც გაუშვეს სამსახურიდან.

დიმიტრი ჯამბურია ამბობს, რომ რეალურად რეორგანიზაცია იმ თანამშრომლებს შეეხო, რომლებიც კრიტიკულად არიან განწყობილნი „ოცნების“ ხელისუფლების მიმართ და საპროტესტო აქციებშიც მონაწილეობენ.

„სხვადასხვა განყოფილებაში შტატები შეამცირეს, იურიდიული განყოფილება საერთოდ გააუქმეს. მე გამოცდების ორგანიზებაში ვმუშაობდი 20 წელზე მეტია, პირადად ჩემ გათავისუფლებას საპროტესტო აქციებზე სიარულს ვუკავშირებ და მოლოდინი მქონდა, რომ აქამდეც უნდა გავეშვით.

ვინც აქციაზე დადის, ყველა გაუშვეს. ყველა კარგად მუშაობდა, ყველა პროფესიონალია“- ამბობს დიმიტრი ჯამბურია.

მისი თქმით, გამოცდების ეროვნული ცენტრი თანამშრომლების გათავისუფლების შედეგად დაზარალდება, რადგან სისტემიდან გამოცდილი, კვალიფიციური თანამშრომლები გაათავისუფლეს.

„დასჯა უნდოდათ ამ ხალხის, ვინც აქტიური იყო“ – გვითხრა მან.

„ბათუმელები“ ესაუბრა გიორგი რატიანსაც, რომელიც ასევე მოყვა რეორგანიზაციაში. ის გამოცდების ეროვნულ ცენტრში 2012 წლიდან მუშაობს.

„ჩემი სამსახური მოყვა შემცირებაში და მთლიანად გაუქმდა. კვლევის ჯგუფი იყო ასეთი და რადგან გაუქმდა ეს სამსახური, ჩემი პოზიციაც გაუქმდა. არ ვიცი რას უკავშირდება ეს რეორგანიზაცია, ვერ გეტყვით“ – გვითხრა გიორგი რატიანმა.

„ბათუმელები“ ესაუბრა კიდევ ერთ თანამშრომელს ნადიკო თავაძეს, თუმცა მან კომენტარისგან თავი შეიკავა და არ უპასუხა კითხვას, რჩება თუ გაუშვეს სამსახურიდან.

ცენტრის კიდევ ერთი თანამშრომელი ხათუნა მხეიძეც ასევე გვიდასტურებს რეორგანიზაციის პროცესს, თუმცა ამბობს, რომ მან სამსახური შეინარჩუნა და არც ამ პროცესის მიმართ გამოუხატავს უკმაყოფილება.

„მე ვრჩები. რეორგანიზაცია უკვე გამოცხადებული იყო და დასრულდა ნოემბრის ბოლოს, რეორგანიზაცია ყველა ცენტრს სჭირდება“ – ამბობს ხათუნა მხეიძე.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა გამოცდების ეროვნულ ცენტრს და ჰკითხა, თუ რა მიზეზით ათავისუფლებენ დასაქმებულ პირებს სამსახურიდან.

გამოცდების ეროვნული ცენტრიდან მხოლოდ ეს მოგვწერეს: „ცენტრში 1 ოქტომბრიდან გამოცხადდა რეორგანიზაცია და პირველადი სტრუქტურული ერთეულების ოპტიმიზაცია. ეს პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეა, დასრულდება დეკემბრის ბოლოს“. ცენტრში არ უპასუხეს კითხვას, კონკრეტულად რამდენი ადამიანი მოყვა ამ დროისთვის შემცირებაში.

გამოცდების ეროვნულ ცენტრში მიმდინარე გათავისუფლებებს განათლების ექსპერტი სიმონ ჯანაშია გამოეხმაურა ფეისბუქზე.

მისი აზრით, ცენტრიდან ადამიანების გათავისუფლება „ოცნების“ მორიგ რეპრესიებს უკავშირდება კრიტიკული აზრის წინააღმდეგ.

„ამ ცენტრის საქმიანობა უამრავჯერ გამიკრიტიკებია ძირითადად იმის გამო, რომ უნივერსიტეტებში მიღების არსებული სისტემა ხელს უწყობს უთანასწორობის შენარჩუნებას განათლების სისტემაში. ვაკრიტიკებდი იმიტომ, რომ სასკოლო განათლება ზედმეტად კონცენტრირებული გახდა გამოცდების დაძლევაზე და შესაბამისად რეპეტიტორობა ძლიერდება.

მაგრამ, შეუძლებელია არ დააფასო ის, რომ ამ ხალხმა შექმნა სისტემა, რომელმაც მნიშვნელოვნად შეამცირა კორუფცია განათლების სისტემაში, შემოიტანა ქვეყანაში ახალი ცოდნა ტესტების შექმნის, გამოცდების ადმინისტრირების და კვლევის მიმართულებით. ამ ხალხის წყალობით მეტი ვიცით მასწავლებლების და სკოლის დირექტორების კომპეტენციების შესახებ. ამ ადამიანების შრომის და ბრძოლის შედეგია, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში ტესტირებები მინიმალურად ექვემდებარებოდა პარტიულ კონიუნქტურას.

ცოტა ხნის წინ ამ ცენტრის თანამშრომლები გააფრთხილეს – ან პროტესტში მიიღებთ მონაწილეობას, ან აქ იმუშავებთო. რეალურად არჩევანი იყო, ან მოქალაქეობის უფლებებს, ღირსებას დათმობთ, ან ხელფასსო. ამ ხალხმა ღირსება არ დათმო, რისთვისაც დასაჯეს.

სოლიდარობა უსინდისო რეჟიმის მიერ რეპრესირებულ პროფესიონალებს! ეს სიგიჟე უნდა დამთავრდეს!“ – წერს სიმონ ჯანაშია და ასევე 28 ნოემბერს, თსუ-სთან საპროტესტო აქციას აანონსებს – „მარშით გავაპროტესტოთ არაადამიანური რეჟიმი“.

“Mzia Amaglobeli Deprived of Necessary Medical Care in Detention” – GYLA Demands Immediate Intervention

“Mzia Amaglobeli’s vision has significantly worsened since she was placed in the penitentiary facility, reaching an alarming level.

Despite numerous requests, she has not received the medical examinations needed to plan her treatment.

To date, she has been unable to consult a doctor, which is essential for making informed decisions and organizing treatment to preserve her vision.” –  The Georgian Young Lawyers’ Association (GYLA) is appealing to the Minister of Justice, urging that Mzia Amaglobeli undergo the required medical tests and receive appropriate treatment without delay.

GYLA has released Mzia Amaglobeli’s medical diagnosis and information about her prior treatment, demanding that she receive appropriate medical care.

  • Mzia Amaglobeli’s Diagnosis

In 2013, Mzia Amaglobeli was diagnosed with keratoconus in her left eye. To slow the progression of the disease, she underwent surgery in Turkey that same year. Although her left eye’s vision remained at approximately 2%, her overall vision stabilized, primarily due to the functioning of her right eye.

Given her condition, Mzia Amaglobeli regularly underwent medical examinations every 3 to 6 months, as recommended by her doctors. By 2025, before her placement in a penitentiary facility, her right eye’s vision was about 30% (0.3), which could be corrected with glasses to 90%.

However, after her imprisonment, her vision deteriorated significantly. 

According to examinations conducted on February 4, 2025, her right eye’s vision could be corrected with glasses to about 60%. A repeat assessment two days later revealed a rapid decline — her right eye’s visual acuity dropped to 0.1, indicating a 20% decrease within just two days. At this point, correction with glasses was possible only up to 40%, compared to the pre-incarceration potential of 90%.

  • Examinations Conducted on Mzia Amaglobeli in Prison

According to information released by the Georgian Young Lawyers’ Association (GYLA), on July 1, 2025, Mzia Amaglobeli’s lawyer requested that she undergo advanced ophthalmological examinations at a suitable specialist clinic. The request suggested either the National Ophthalmology Center at New Hospitals or the Caucasus Medical Center.

Before her imprisonment, Mzia Amaglobeli had been receiving care at the National Ophthalmology Center, where her complete medical history is kept. Notably, the request specified that she would cover the cost of these examinations herself, meaning the state would incur no additional expenses.

To accurately assess the progression of her condition, it is essential to compare her previous and current examinations, particularly the topographic measurements. The progression of keratoconus cannot be determined solely by a decline in visual acuity, as decreased vision may be due to factors unrelated to the disease. Identifying the exact cause of vision loss is crucial for selecting an appropriate treatment strategy, but this has not yet been achieved.

Instead of the clinics listed above, Mzia Amaglobeli was transferred to Mzera, a clinic chosen by the prison administration. Following the examination, doctors diagnosed her with stage 4 keratoconus in the left eye, stage 1–2 keratoconus in the right eye, and myopic astigmatism. At the time of the examination, her left eye had a vision of 0.01 that could not be corrected, while her right eye’s vision ranged between 0.1 and 0.2.

To stabilize her vision, a medical recommendation was issued for Corneal cross-linking—but only for the right eye. No recommendations were provided for the left eye, where visual function is estimated at only 1%. Importantly, Mzia reported that the clinic did not explain the recommended cross-linking procedure, its effectiveness, or any potential risks.

GYLA published an excerpt from Mzia Amaglobeli’s letter addressed to the prison administration:

“…The clinic selected by your institution, Mzera, lacks modern, necessary equipment, and the examinations it performed could not provide a full and accurate picture.

Additionally, I did not have the opportunity to speak with the doctor from Mzera who issued the recommendation. My questions about the risks and possible outcomes of the recommended eye procedure remain unanswered.

I understand that medicine offers no guarantees; I neither expect nor demand them. However, since I rely primarily on the limited vision in my right eye to read with glasses, I must be especially cautious when making decisions.

I believe that preserving or improving my vision is possible if I receive an examination in a well-equipped clinic with modern technology, where doctors have experience treating patients with keratoconus,” writes Mzia Amaglobeli.

GYLA emphasizes: “Despite medical evaluations conducted during her imprisonment, which clearly demonstrate a severe and alarming deterioration of Mzia Amaglobeli’s vision, the penitentiary institution has taken no effective measures to ensure proper diagnostic examinations or to plan appropriate treatment. Moreover, the cause of this dramatic decline in her vision remains unknown. It is crucial to determine the reason for her vision loss and to plan necessary treatment without delay, as treatment administered after further progression of the disease is likely to be less effective. Timely monitoring and treatment planning are therefore critically important.

It is important to note that, to this day, the statements submitted by Mzia Amaglobeli’s lawyer, Maia Mtsariashvili, to the Medical Department of the Penitentiary Service and to the Minister of Justice, dated August 13, September 8, October 13, and November 13, 2025, regarding the need for appropriate medical care for Mzia Amaglobeli, have all gone unanswered.

We do not know whether Mzia Amaglobeli’s vision has further deteriorated since her last examinations, when it was already at a critical level,” states GYLA.

GYLA explains that when the state deprives a person of their liberty, it assumes a heightened duty of care. Individuals in such conditions must rely entirely on the state to safeguard their health and well-being.

“To protect the right to health, international law obliges the state not only to ensure adequate conditions of detention but also to provide individual medical assistance when necessary. This obligation has not been met in Mzia Amaglobeli’s case.

In addition to losing her liberty, Mzia Amaglobeli has been deprived of her right to undergo examinations in a clinic equipped with the necessary technology for her diagnosis. She has also been denied access to information, based on proper diagnostic testing, about the procedures required to preserve her remaining vision, the potential outcomes associated with the recommended treatment, the health risks involved, any alternative treatment options, and the risks associated with refusing medical intervention.

As a result, Mzia Amaglobeli has been denied the right to make informed decisions about her treatment, which is crucial for maintaining her health and preserving her vision”. – states GYLA.

GYLA calls on the Minister of Justice of Georgia, Paata Salia, to ensure that Mzia Amaglobeli undergoes advanced, high-technology ophthalmological examinations of both eyes at an appropriately equipped medical facility, such as the National Ophthalmology Center at New Hospitals or the Caucasus Medical Center. Based on the results, a treatment plan must be developed to preserve her vision.

Furthermore, GYLA requests that the Public Defender of Georgia, Levan Ioseliani, promptly issue a written assessment regarding whether the state has fulfilled its obligation to ensure Mzia Amaglobeli’s right to adequate medical treatment. The Public Defender should, if necessary, enlist specialists with relevant medical expertise to prepare such an assessment.

  • Mzia Amaglobeli — the first woman journalist prisoner of conscience in Georgia

On November 18, the Kutaisi Court of Appeals upheld the Batumi City Court’s verdict, sentencing award-winning journalist Mzia Amaglobeli to two years in prison. Amaglobeli’s lawyers will appeal the decision to the Supreme Court of Georgia.

On August 6, Batumi City Court Judge Nino Sakhelashvili delivered the initial verdict, reclassifying the charges. Amaglobeli was initially charged under Article 353¹ of the Criminal Code of Georgia — attacking a police officer, an employee of the Special Penitentiary Service, or another representative of authority or a public institution — an offense punishable by four to seven years in prison. However, she was ultimately convicted under Article 353, Part 1 — resistance, threat, or violence against a protector of public order or other representative of the authorities — a lesser charge punishable by a fine, up to two years of house arrest, or imprisonment for two to six years.

Mzia Amaglobeli, co-founder and CEO of Batumelebi and Netgazeti, was arrested on January 12, 2025, and charged under the criminal code for slapping a police officer. Despite the absence of legal grounds for her continued detention, she remained in pre-trial custody until her sentencing on August 6.

Mzia Amaglobeli’s case is widely regarded as politically motivated, making her the first woman journalist recognized as a prisoner of conscience in Georgia since the Soviet era. Despite numerous appeals from press-freedom and human-rights organizations, EU member states, and the European Parliament for her immediate release, she remains imprisoned.

TrialWatch, of the Clooney Foundation for Justice, monitored her trial. Her case is currently pending before the European Court of Human Rights in Strasbourg.

Mzia Amaglobeli is an acclaimed journalist and the recipient of the 2025 Sakharov Prize.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 26 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 26 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 168 550 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +980. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 372 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 23 625 ერთეული [+1]
  • საარტილერიო სისტემა – 34 688 ერთეული [+44]
  • MLRS – 1 549 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 252 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 428 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 84 960 ერთეული [+743]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 995 ერთეული [+14]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 68 242 ერთეული [+124]
  • სპეცტექნიკა – 4 007 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 25 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 668 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 98 697 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 638 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 26 247 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 620 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 31 538 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 47 635 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

უიტკოფი რუსებს ტრამპთან მოსალაპარაკებლად რჩევებს აძლევდა – მედია

უკრაინა ამერიკელებთან სამშვიდობო გეგმაზე შეთანხმდა, რუსეთის პასუხი ჯერ უცნობია – მედია

„ევროპელები დასხდნენ უკრაინელებთან ერთად და ტექსტი თავიდან ბოლომდე გადაამუშავეს“ – ინტერვიუ

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

მასწავლებელი მის მიერ დაარსებული ბიბლიოთეკიდან გაათავისუფლეს – „ეს მოხდა ჩემი აქტიურობის გამო“

მასწავლებელი დათია ბადალაშვილი იმ ბიბლიოთეკიდან გაათავისუფლეს, რომელიც 2019 წელს თავად შექმნა, შეგროვებული წიგნების მეშვეობით.

ეს ბიბლიოთეკა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდ თონეთშია, იმ სოფელში, სადაც ვაჟა-ფშაველა ორი წელი მუშაობდა მასწავლებლად.

ამ სოფლის სკოლაში დათია ბადალაშვილი სამოქალაქო განათლებასა და ისტორიას ასწავლის, თუმცა მან ბიბლიოთეკის შექმნა უფრო ადრე დაიწყო სოფელში მცხოვრები ბავშვებისთვის.

როგორც დათია ბადალაშვილი „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, ბიბლიოთეკა ახლა მუნიციპალიტეტის ბალანსზეა და შესაბამისად, მის დამსაქმებლადაც მერია ითვლება.

„მიზეზად დამისახელეს კორუფციის წინააღმდეგ ახალმიღებული კანონი, რომელიც ადამიანებს ორ საჯარო სამსახურში დასაქმებას უკრძალავს ხელმძღვანელის თანხმობის გარეშე.

მე მქონდა უფლება ორ ადგილას მემუშავა, მაგრამ ეს კანონი გამოიყენეს ჩემ წინააღმდეგ, ჩემი აქტიურობის გამო, იმის გამო, რომ მე აქტიურად ვაპროტესტებდი მზია ამაღლობელის დაჭერას, ზვიად რატიანის, კვარაცხელიას დაკავებას, ხალხის ცემა-ტყეპას ასე დაუნდობლად, უტიფრობას და ათას რაღაცას. ამ ყველაფერს დაემატა ისიც, რომ ივლისში მე უარი ვთქვი დავხმარებოდი „ოცნებას“ არჩევნებზე. ეს დახმარება გულისხმობდა იმას, რომ როგორც ბიბლიოთეკაში დასაქმებულს, 5 ხმა უნდა მიმეტანა „ქართული ოცნებისთვის“ და მე უარი ვუთხარი“ – ამბობს დათია ბადალაშვილი.

დათია ბადალაშვილი სოფლის ბიბლიოთეკის შექმნის პროცესს იხსენებს.

მისი თქმით, წიგნები სხვადასხვა მიტოვებული ადგილიდან აგროვებდა და ასე დაიწყო ბიბლიოთეკის შექმნა.

„ასე გადავარჩინე ბევრი წიგნი წვიმისგან.

სოფლის საბჭოს შენობაში გამოგვიყვეს ერთი ოთახი. მოგვიანებით, საზოგადოების მხარდაჭერით მოვაწყვე სამკითხველოც. შვეიცარიის გრანტის დახმარებით და ასევე ბიზნესისგან შემოწირულობებით, გავაკეთე ფანჯრები, კარები და შემქმენი გარემო.

ახლა ბიბლიოთეკაში 2000-მდე წიგნია. სოფელში აღვადგინე ვაჟაობის ტრადიციაც“ – ამბობს დათია ბადალაშვილი.

რადგან ბიბლიოთეკა მუნიციპალიტეტის ბალანსზე გადავიდა, მერია, როგორც ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს, დათია ბადალაშვილს 219 ლარს უხდიდა ხელფასის სახით.

„ახლა დაახლოებით 540 ლარი გახდა, თუმცა გამიშვეს სამსახურიდან.

ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანია ეს ბიბლიოთეკა, რომ ვუთხარი კიდეც, სკოლაში საათებს შევიმცირებ ან წამოვალ საერთოდ-მეთქი, მაგრამ მითხრეს, აქედან მაინც გაგიშვებთ, რადგან ხელშეკრულება წლის ბოლომდეაო“ – ამბობს დათია ბადალაშვილი.

მისი თქმით, ფაქტია, რომ „ოცნების“ რეპრესიული კანონები ამუშავდა კრიტიკული ადამიანების გასაჩუმებლად:

„თუმცა, არავინ უნდა გაჩუმდეს, რადგან სისტემა დგას შიშზე.

მაინც არ ვარ მათზე გაბრაზებული, რადგან ვიცოდი, რომ ბრძოლაში ვიყავი და ამ ბრძოლაში რომ რაღაცას დავკარგავდი, ისიც ვიცოდი.

უბრალოდ გული მწყდება იმაზე, რომ ბავშვები ნაბან წყალს გადააყოლეს, ბავშვებს აზარალებენ. არაერთი პროექტი მქონდა დაგეგმილი – შეხვედრები მწერლებთან, ფსიქოლოგებთან, რეჟისორებთან… გვქონდა კინოჩვენებები. სწორედ ამ აქტივობებით მოვხვდი „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ათეულში.

ახლა, დარწმუნებული ვარ, პარტიის მხარდამჭერს მოიყვანენ აქ, რომელიც ჩემს მეასედ საქმესაც არ გააკეთებს. მესმის, რომ მე მათ ვძულვარ, მაგრამ ამ სიძულვილს ბავშვებს ნუ გადააყოლებენ“ – ამბობს დათია ბადალაშვილი.

38-სართულიანი კორპუსი 140 ავტომანქანის ადგილით – პროექტი ბათუმში, შავშეთის ქუჩაზე

ბათუმში, ავტოსადგურთან, შავშეთისა და სევერიანე აჭარელის ქუჩების კვეთაზე, მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას შპს „დურსუნი“ გეგმავს. სამშენებლო ტერიტორია კვარტალს მოიცავს და 9 საკადასტრო ერთეულს აერთიანებს.

მონიშნულია სამშენებლო ტერიტორია

შავშეთის ქუჩაზე გადის საერთო სარგებლობის შიდა საქალაქო მნიშვნელობის გზა, საკვლევი ტერიტორიის სავალი ნაწილის სიგანე სამშენებლოდ მომზადებული მიწის ნაკვეთების  მიმდებარედ 10,8 მეტრია, აქ დაშვებულია ავტოტრანსპორტის ორმხრივი მოძრაობა.

მერიაში წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით ამ ქუჩაზე საათში საშუალოდ 400-500 ავტომანქანა გადაადგილდება. ქუჩის სავალი ნაწილის გასწვრივ არსებული საფეხმავლო ტროტუარის სიგანე 1,8 მეტრია. ქუჩის საპირისპირო მხარეს არსებული საფეხმავლო ტროტუარის სიგანე კი – 2,6 მეტრი.

განაშენიანების დეტალური კონცეფციის მიხედვით, რომელიც მერიაშია წარდგენილი, მშენებელი აქ არსებული შენობების დემონტაჟს და  132 მეტრი სიმაღლის 38-სართულიანი კორპუსის მშენებლობას გეგმავს, დამატებით ერთი მიწისქვეშა სართულით. ამ მასშტაბის მშენებლობის ნებართვის მისაღებად  კომპანიას ამ ზონაში განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გაზრდა სჭირდება დადგენილი 3.5- დან 17.0-მდე. კოეფიციენტის კ2-ის სიდიდის ცვლილება/გაზრდა დადგენილი 3,5-დან 17,0-მდე.

პროექტის რენდერი

იმავე დოკუმენტის მიხედვით, შენობაში 693 საცხოვრებელი ბინა და 1860 კვ.მეტრი საზოგადოებრივი ფართობი განთავსდება.

პარკინგის ადგილების პრობლემაზე ბათუმის ახალი მერი წუხს. წინაც წუხდა და იმის წინაც, თუმცა ეს მერიას ხელს არ უშლის მრავალბინიანი კორპუსების პროექტების ნებართვები დაამტკიცოს, პარკინგის არაპროპორციული ადგილებით.

კონცეფციის მიხედვით, რომელიც მერიაში შპს „დურსუნმა“ წარადგინა, 38-სართულიან მასშტაბურ კორპუსს 140 ავტომანქანის ადგილი ექნება. მათ შორის: დახურული მიწისქვეშა 37 ავტოსადგომი, დახურული მიწისზედა 78 ავტოსადგომი და ღია მიწისზედა 25 ავტოსადგომი.

შპს „დურსუნი“ 2004 წელს დაფუძნებული კომპანიაა და მის ას პროცენტს თენგიზ ვერძაძე ფლობს. რეესტრის ამონაწერის მიხედვით მას ორმაგი მოქალაქეობა აქვს და საქართველოს და რუსეთის მოქალაქეა.

„ოცნების“ დეპუტატი, საკრებულოს წევრი და ვიცე-მერი ათენში კონცერტზე – სამინისტრო ხარჯებს მალავს

აჭარის კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები 2025 წლის ოქტომბერში საბერძნეთში, ქალაქ ათენში იმყოფებოდნენ.

სამინისტროს გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ათენში, მარია კალასის საკონცერტო დარბაზში, კონცერტი გამართა ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურმა ცენტრმა.  „მუსიკალური ბათუმი ათენში“ – ასე ერქვა კონცერტს, რომელიც ოდისეი დიმიტრიადის ხსოვნას მიეძღვნა. პროექტი განხორციელდა აჭარის კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, საბერძნეთში საქართველოს საელჩოსა და ათენის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ორგანიზაციის, „ოპანდას“ მხარდაჭერით.

ფოტოების მიხედვით, რომლებიც სამინისტროს ფეისბუქის გვერდზე განთავსდა, ათენში იმყოფებოდნენ „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრი არჩილ ბერიძე, ბათუმის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ არჩილ გოგიტიძე და ასევე, ბათუმის ვიცე-მერი, სოფო ხალვაში.

ეს საჯარო მოხელეები თავად მონაწილეობდნენ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ კონცერტში, როგორც შემსრულებლები.

„ოცნების“ კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე, „ოცნების“ დეპუტატი“ არჩილ ბერიძე და საკრებულოს წევრი არჩილ გოგიტიძე ათენში.

„ბათუმელებმა“ აჭარის კულტურის სამინისტროს ოფიციალურად მოსთხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი ლარი იყო გამოყოფილი ბიუჯეტიდან ამ ღონისძიების გასამართად.

ასევე, მოვითხოვეთ იმ პირთა ზუსტი ჩამონათვალი, ვინც ამ ღონისძიების ფარგლებში ათენში იმყოფებოდა. ვინ რა სტატუსით ესწრებოდა აღნიშნულ ღონისძიებას და იყო თუ არა ბიუჯეტიდან დაფინანსებული, მაგალითად, „ოცნების“ დეპუტატების, ასევე ვიცე-მერის მგზავრობისა და სასტუმროს ხარჯები. აიღეს თუ არა რაიმე ჰონორარი კონცერტში მონაწილეობისთვის „ოცნების“ დეპუტატმა არჩილ ბერიძემ და საკრებულოს წევრმა არჩილ გოგიტიძემ?

საჯარო ინფორმაციის მოწოდებისთვის გათვალისწინებული ვადები აჭარის კულტურის სამინისტრომ დაარღვია. სამინისტროდან საჯარო ინფორმაცია არც სატელეფონო კომუნიკაციის შემდეგ მოგვაწოდეს.

ბათუმის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ არჩილ გოგიტიძე ათენში, კონცერტზე.

რატომ მალავს ღონისძიების ხარჯებს აჭარის კულტურის სამინისტრო და რატომ არ აწვდის საზოგადოებას ამ ინფორმაციას? – უკვე მეორედ დავუსვით ეს კითხვა „ოცნების“ კულტურის მინისტრის, ელისო ბოლქვაძის პრესსამსახურს, თუმცა მათი პასუხი უცვლელია – „გასაგებია. კარგი, დაგიბრუნდებით“.

ამ ხარჯებთან დაკავშირებით, ერთადერთი დოკუმენტი რაც იძებნება, ორი ცალი სუფრის შესყიდვის საფასურია, რომლებიც ასკაციანმა დელეგაციამ საჩუქრად ჩაუტანა მასპინძლებს ათენში.

ესაა ორი ერთეული სუფრა ქართული ელემენტებით, რომელთა საერთო ღირებულება 140 ლარია.

„ოცნების“ ხელისუფლება, რომელმაც სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ არაერთი რეპრესიული (რუსული) კანონი მიიღო, თითქოსდა „გამჭვირვალობის“ მიზნით, თავად არ გრძნობს ანგარიშვალდებულებას საზოგადოების წინაშე და არ ასაჯაროებს ინფორმაციას ბიუჯეტიდან გახარჯული თანხის შესახებ.

___________________

მთავარ ფოტოზე: არჩილ ბერიძე და სოფო ხალვაში, კონცერტზე ათენში.

ბათუმელი მედროშის საქმის განხილვა 27 ნოემბერს იწყება – რა მტკიცებულებები აქვს პროკურატურას?

„მტკიცებულებები უკვე გადმოგვცა პროკურატურამ, მაგრამ არანაირი მტკიცებულება არაა წარმოდგენილი, რაც დაადასტურებდა ზურაბ ჭავჭანიძის მიერ დანაშაულის ჩადენას“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ზურაბ ჭავჭანიძის ადვოკატი ნინო ლომინაძე.

ბათუმელი მედროშის, ზურაბ ჭავჭანიძის წინასასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ზეგ, 27 ნოემბერს გაიმართება. ამ პროცესზე სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს დაცვის და ბრალდების მხარეების მიერ წარდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობის და სადავოობის საკითხი, ასევე, ეს საქმე გადაეცემა თუ არა სასამართლოს არსებითად განსახილველად.

27 ნოემბრის სხდომაზე სასამართლო იმსჯელებს ზურაბ ჭავჭანიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხზეც. ზურაბ ჭავჭანიძის ადვოკატი ბათუმელი მედროშის გათავისუფლებას მოითხოვს გირაოს სანაცვლოდ.

„ოცნების“ პროკურატურა ზურაბ ჭავჭანიძეს ედავება სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას და სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას. სასჯელის სახით ეს მუხლი 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თავდაპირველად დაპატიმრებულ ზურაბ ჭავჭანიძეს პროკურორმა აჩვენა ვიდეო, როგორც დანაშაულის ჩადენის დამადასტურებელი მტკიცებულება. ამ ვიდეოში ჩანს, როგორ გადაადგილდება პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის ეზოში ბათუმელი მედროშე დროშით ხელში.

რა მტკიცებულებები გაჩნდა „ზურაბ ჭავჭანიძის საქმეში“ ამჯერად?

„კვლავინდებურად ვიდეომტკიცებულებებია, თუმცაღა ძალადობის შემცველი არცერთი მტკიცებულება არ გვაქვს საქმეში. ზურაბ ჭავჭანიძეს ასევე ედავებიან სტრატეგიული ობიექტის ბლოკირებას მისი ხელში ჩაგდების მიზნით, თუმცა წარმოდგენილ ვიდეოებში ჩანს, რომ ზურაბ ჭავჭანიძე შედის ეზოში და ბორდიურზე ჩამოჯდება. რამდენად ჰქონდა მას სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების განზრახვა – ეს არის სამართლებრივი დავის და შეფასების საგანი და სწორედ ეს არის სადავო ჩვენი მხრიდან, რამდენად სახეზე გვაქვს შემადგენლობა ამ მუხლის.

რაც შეეხება ჯგუფურ ძალადობას, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის, თუნდაც მცდელობასთან დაკავშირებით. პროკურატურის პოზიცია არის მხოლოდ და მხოლოდ ვარაუდი და უსაფუძვლო ბრალდება… ზურაბ ჭავჭანიძის ქმედება არ შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს,“ – გვიყვება ადვოკატი ნინო ლომინაძე.

რით ადასტურებს პროკურატურა იმას, რომ ბათუმელი მედროშე ძალადობდა?

„პროკურატურის ვერსიაა, რომ იმ დროს შესაძლოა სხვა ჩადიოდა ჯგუფურ ძალადობას და თითქოსდა ერთიანი განზრახვით მოქმედებდნენ. მერე რა, რომ ქმედება მას არ განუხორციელებია? დაახლოებით ასეთი მოცემულობაა,“ – განმარტავს ნინო ლომინაძე.

„ზურაბ ჭავჭანიძის საქმეზე“ ისევ შეუძლია პროკურატურას ახალი მტკიცებულებების წარდგენა, მაგალითად, ელოდებიან ექსპერტიზის დასკვნას. ამ საქმეზე მტკიცებულებების ძირითადი ნაწილი უკვე წარმოდგენილია.

ნინო ლომინაძეს ზურაბ ჭავჭანიძე საკანშიც უნახავს:

„ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალური აქვს, ნორმალური იმ პირობებში, სადაც იმყოფება.

მისი გზავნილი არის, რომ კატეგორიულად არ ეთანხმება ბრალდებას. ანუ გამორიცხავს ყოველგვარ ძალადობას, ან რაიმე სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდებას რაიმე ფორმით.

ზურაბ ჭავჭანიძესთან მიმართებით ბრალდება საკმაოდ სუსტია. არ დასტურდება უტყუარად არც ერთი გარემოება, რომლის მიხედვითაც შესაძლოა წარდგენილ ბრალში ზურაბ ჭავჭანიძე გამტყუნდეს.

ამიტომაც, ზურაბ ჭავჭანიძის პატიმრობაში ყოფნაც არის უკანონო მისთვის, ვინაიდან არც მიმალვის საფრთხე არსებობს და არც რაიმე გარემოება, რომელიც საფრთხის შემცველად შეიძლება იქნეს მიჩნეული,“ – აღნიშნა ნინო ლომინაძემ, ზურაბ ჭავჭანიძის ინტერესების დამცველმა.

ამ თემაზე:

ზურაბ ჭავჭანიძეს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება – რა ბრალი წარუდგინეს დაკავებულებს

„ევროპელები დასხდნენ უკრაინელებთან ერთად და ტექსტი თავიდან ბოლომდე გადაამუშავეს“ – ინტერვიუ

„ევროპა ახდენს გადააზრებას საკუთარი როლისას მსოფლიოში. ისინი ხვდებიან, რომ ვერ იქნებიან მუდმივად ჩამოკიდებული ამერიკაზე,“ – ამბობს საქართველოს ყოფილი ელჩი დანიაში, გიგი გიგიაძე. მას ევროპის ახალ პოლიტიკურ რეალობაზე ვესაუბრეთ – მოსალოდნელია ევროპა დამოუკიდებელი გეოპოლიტიკური მოთამაშე გახდეს?

ყოფილ ელჩს უკრაინასთან „სამშვიდობო შეთანხმების“ პროცესზე ვესაუბრეთ. ამ პროცესში ვისმენთ, რომ ევროპელი ლიდერების პოზიციები უფრო და უფრო კატეგორიული გახდა.

რა ელის ამ დროს უკრაინას? – „ბათუმელებმა“ გიგი გიგიაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის საქართველოს ყოფილი ელჩია დანიის სამეფოსა და ისლანდიაში. იგი ასევე საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილეა [2014-2016 წლები]. ამჟამად გიგი გიგიაძე ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის [EPRC] უფროსი მკვლევარია.

  • ბატონო გიგი, რას აჩვენებს ბოლო განცხადებები ევროკავშირიდან „სამშვიდობო შეთანხმებაზე“? რამდენად იცვლება ევროკავშირის პოზიციონირება აშშ-სთან? კალასი ამბობდა, რომ ნებისმიერი შეთანხმების პირობები უკრაინამ უნდა განსაზღვროსო, პოლონეთის პრეზიდენტმა კი თქვა, რომ „მშვიდობის ფასი არანაირად არ შეიძლება იყოს აგრესორის მიერ სტრატეგიული მიზნების მიღწევა“.

ევროკავშირის პოზიციონირება ყოველთვის იყო ძალიან მკაფიო, ერთიანი და ცხადი უკრაინის მიმართ. ამ კუთხით არაფერი შეცვლილა.

ცხადია, ყველა ის დებულება, რომლებიც ვიხილეთ ჩვენ 28-პუნქტიან შეთანხმებაში, მიუღებელი იყო ევროპელებისთვის ისევე, როგორც უკრაინისთვის. ამიტომაც, არაფერი უცნაური არ მომხდარა – ევროპელებმა სრულიად არაორაზროვნად დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია, რომ ნებისმიერი ფორმით დათმობა მოძალადე ქვეყანასთან, აგრესორთან, თავდამსხმელ ქვეყანასთან და ამ ძალადობის შედეგად აგრესიის დაკმაყოფილება, დაუშვებელია.

ყველას ძალიან კარგად ესმის ევროპაში, რომ თუ რუსეთს შერჩება ის აგრესია, რომელსაც ახორციელებს უკრაინის წინააღმდეგ, ის ამას გაიმეორებს ხვალ უკვე სხვა ევროპული ქვეყნის წინააღმდეგ. 28-პუნქტიანი შეთანხმების სამუშაო ვერსიის შემდეგ ევროპამ წარადგინა თავისი ვერსია, რომელიც მათ უკრაინელებთან ერთად შეიმუშავეს და წარმოუდგენელი დებულებები ამოიღეს. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან სწორია.

ევროპას სჭირდება უფრო მეტი აქტიურობა. ის უკვე არის საკმაოდ აქტიური ამ პროცესში და უპრეცედენტო ერთობა გამოიჩინა ბოლო სამი-ოთხი წლის განმავლობაში. ევროპა ახდენს გადააზრებას საკუთარი როლისას მსოფლიოში. ისინი ხვდებიან, რომ ვერ იქნებიან მუდმივად ჩამოკიდებული ამერიკაზე.

  • თქვენი დაკვირვებით, ევროპა მზად არის დაიკავოს ხისტი პოზიცია აშშ-სთან, დაუპირისპირდეს? 

არ უნდა წარმოვიდგინოთ ისე, რომ თითქოს დაპირისპირება არსებობს. ევროპისთვის აშშ რჩება უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორად, თუმცა, ამავდროულად ევროპა მოწადინებულია უფრო მეტი ავტონომია გამოიჩინოს, უფრო მეტად იმოქმედოს დამოუკიდებლად ამერიკის პოზიციისგან.

ახლა ვარ ბერლინში, მაგალითად და ორი საათის წინ გამოვიდა გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრი, რომელმაც კიდევ ერთხელ ძალიან მკაფიოდ ხაზი გაუსვა იმას, რომ გერმანიისთვის ამერიკის შეერთებული შტატები რჩება უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორად, რომ გერმანია აგრძელებს ძალიან აქტიურ კონსულტაციებს ამერიკასთან.

ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნებიც ზუსტად ასევე აღიქვამენ სიტუაციას.

მთავარია ამ პროცესში ის, რომ ევროკავშირი ამერიკულ მხარესთან კონსულტაციების პარალელურად, აგრძელებს უკრაინისთვის ხელსაყრელი პირობების, შეთანხმების, დებულებების ჩამოყალიბებას. ევროკავშირი ცდილობს, დაანახოს ამერიკას, რატომ არის ესა თუ ის პუნქტი კატეგორიულად მიუღებელი.

  • მაგრამ ეს ხომ აშშ-ში შესანიშნავად იციან, რაც არის მიუღებელი?

ნებისმიერი შემოთავაზება არის პირველადი შემოთავაზება და სამუშაო ვერსია. საერთაშორისო დიპლომატიაში, საერთაშორისო მოლაპარაკებებში, საერთაშორისო შეთანხმებების დადების პროცესში, არავინ თანხმდება – არასდროს კაცობრიობის ისტორიაში – პირველად შემოთავაზებას. თავდაპირველად ორივე მხარე ითხოვს თავის მაქსიმუმს და შემდეგ უკვე საწყისი წერტილიდან იწყება კომპრომისების ძებნა.

  • მიგაჩნიათ, რომ ამ 28-პუნქტიან შეთანხმების შეთავაზებაში არ ჩანდა აშშ-ს პოზიცია? 

ჩვენ შეგვიძლია ამაზე ძალიან ბევრი ვისაუბროთ, მაგრამ ამის გადამოწმების საშუალება ფიზიკურად არ გვექნება. გროკმა დაადასტურა რომ ეს ტექსტი რუსული კალკია და პირდაპირაა ნათარგმნი რუსულიდან, მაგრამ ეს ოფიციალურად დაუდასტურებელია.

ფაქტია, რომ ამერიკულმა მხარემ, მარკო რუბიომ, რეალურად თქვა, რომ ეს არის ამერიკის მიერ მოწოდებული შეთავაზება თავისი დადებითი და უარყოფითი საკითხებით. ჩვენ ოფიციალური პირების მიერ გაკეთებულ განცხადებებს უნდა დავეყრდნოთ. სხვადასხვა კონსპირაციული თეორია შეიძლება არსებობდეს, მაგრამ რახან ამერიკის სახელმწიფომ მდივანმა დაადასტურა, რომ ეს არის სწორედ ის შეთანხმება, ანუ, ასე ვთქვათ, ნიმუში შეთანხმებისა, პირველადი ვერსია, რომელიც ამერიკამ წარადგინა, უნდა ვიხელმძღვანელოთ იმით, რაც არის.

ასე მოიქცნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც: ეს მიიღეს, როგორც მოცემულობა, დასხდნენ უკრაინელებთან ერთად და ეს ტექსტი თავიდან ბოლომდე გადაამუშავეს… ამერიკელებმა იცოდნენ, რა არის მისაღები და რა არის მიუღებელი. ჩავთვალოთ, რომ ეს მათი სტრატეგიის ნაწილია, შესთავაზეს მაქსიმუმი, რაც, ჩემი აზრით, იყო სრულიად არასწორი: სრულიად წარმოუდგენელია უკრაინას სთხოვდე ტერიტორიების დაკარგვის აღიარებას და კიდევ დაუპყრობელი ტერიტორიების ჩაბარებას.

ბევრი რაღაც არის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, საერთაშორისო დიპლომატიაში, რაც არის მიუღებელი, მაგრამ ეს უნდა ავიღოთ, როგორც ათვლის წერტილი. როგორც უკვე აღვნიშნე, პირველად ვერსიაზე არასდროს არავინ არ თანხმდება. პირველადი ვერსია არის მაქსიმუმის მოთხოვნა ორივე მხარისგან და შემდეგ ხდება უკვე შეთანხმება, კომპრომისულ წერტილამდე მისვლა.

თუმცა, არის წითელი ხაზები, რასაც ევროკავშირი და ევროპელები კიდევ ერთხელ ძალიან მკაფიოდ აფიქსირებენ. ეს არის ტერიტორიული ერთიანობა, მთლიანობა ქვეყნისს და სუვერენიტეტის ხელშეუხებლობა. ანუ ვგულისხმობ არჩევანის გაკეთების ხელშეუხებლობას, ანუ ვერავინ ვერ უკარნახებს უკრაინას, უნდა გახდეს ნატოს წევრი თუ არა, უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი თუ არა.

ევროპელებმა კიდევ ერთხელ ძალიან მკაფიოდ დაანახეს ამერიკელებს, რომ ეს წითელი ხაზებია.

  • თუ დადასტურდება, რომ აშშ-ს ინტერესები გარკვეულ საკითხებში აღარ არის თანხვედრაში ევროპასთან, ევროპა, თქვენი აზრით, მზადაა დაიცვას საკუთარი თავი და უკრაინა? მზადაა ევროპა აშშ-სგან დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაშისთვის?

ამ შემთხვევაში სწორი მოქმედების თანმიმდევრობა ამერიკელების მხრიდან იქნებოდა, ჩემი აზრით, ის, რომ ვიდრე ამ ეგრეთ წოდებული შეთანხმების ნიმუშის წარდგენა მოხდებოდა ოფიციალურად, ამ პუნქტებზე მომხდარიყო ევროპელ მოკავშირეებთან კონსულტაცია და წარმოდგენილი ყოფილიყო ის ვერსია, რომელსაც ევროკავშირი და უკრაინაც დათანხმდებოდა. ამოსავალი წერტილი ყოველთვის იყო, არის და უნდა დარჩეს – „არაფერი უკრაინაზე უკრაინის გარეშე“. ეს არის პრეამბულა მთელი ამ პროცესისა. ვერავინ ვერ გადაწყვეტს უკრაინის ტერიტორიების, სუვერენიტეტის საკითხს უკრაინის ხალხის ნების გარეშე.

რახან ასე გადაწყვიტა ამერიკის ამ ადმინისტრაციამ, რომ ასეთი ფორმით მოეხდინა ამ ყველაფრის წარმოდგენა, ეს მათი არჩევანია, ხომ?! მიუხედავად იმისა, ჩვენ ვეთანხმებით ამას, თუ არ ვეთანხმებით, ეს მათ ესე გააკეთეს. შესაბამისად, მიიღეს ძალიან გაწონასწორებული, ლოგიკური და ზუსტი პასუხი ევროპელების მხრიდან, თუ რას დათანხმდებიან ევროპელები და რას დათანხმდება უკრაინა, ანუ როგორ ხედავს უკრაინა საწყის წერტილს მოლაპარაკებების დაწყებისა.

ევროპელები ცდილობენ, საკუთარი პოზიციონირება მოახდინონ ამერიკელებთან ერთად. ჩვენ არ უნდა შევხედოთ პროცესს, რომ აქ არის სამი სხვადასხვა მოთამაშე. ყოველ შემთხვევაში ევროკავშირის მხრიდან ეს განცდა და ეს სურვილი არ არის.

ევროკავშირში უკვე დიდი ხანია ფიქრობენ და ემზადებიან იმისთვის, რომ  რაღაც მომენტში ევროკავშირს მოუწევს გაცილებით მეტი პასუხისმგებლობის აღება ევროკავშირის უსაფრთხოებაზე. ეს არ ნიშნავს, რომ ეს პოლიტიკა იქნება ამერიკის წინააღმდეგ მიმართული და ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს კონფრონტაციული ხასიათის ექნება. პირიქით, ეს იქნება შეთანხმებული პოლიტიკა. ტრამპი ამას უკვე დიდი ხანია ამბობს, რომ ევროპელებმა თვითონ იზრუნონ ევროპის კონტინენტზე და არავინ ამის წინააღმდეგი არ არის… სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ის წითელი ხაზები, რაც ევროპული ქვეყნებისთვის არის სრულიად კრიტიკული, არ იქნება არანაირად დარღვეული და გადალახული ნებისმიერი მხარის მიერ.

ამ ეტაპზე ევროკავშირს 19 სხვადასხვა, უმძიმესი სანქცია აქვს დაკისრებული რუსეთისთვის. უპრეცედენტო გადაწყვეტილებას პირისპირ ვდგავართ ჩვენ თანამედროვე, ანუ 21-ე საუკუნეში, როდესაც ევროკავშირი არა მარტო პოზიციონირებს ერთიანი ხმით, არამედ ძალიან მკაფიოდ აკეთებს კონკრეტულ განცხადებებს, თუ როგორ ხედავენ ისინი მომავალში ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოების არქიტექტურას.

რუსეთის ბუნება რომ არ შეიცვლება, ეს ყველას ძალიან კარგად ესმის. ამიტომ ისინი არ აპირებენ, რაღაც დათმობებზე წავიდნენ ამ აგრესიულ, შოვინისტურ, იმპერიალისტურ რეჟიმთან, რომელსაც დიდი ალბათობით პუტინის გამოცვლაც ელის უახლოეს მომავალში.

ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ ძალიან თამამად, რომ ევროპელები და ამერიკელები ერთად მოქმედებენ არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დასარეგულირებლად, ყველა იმ წითელი ხაზების დაცვით, რომელიც მნიშვნელოვანია უკრაინისთვის.

თუმცა ევროპა ემზადება იმისათვის, რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობა აიღოს ევროპის კონტინენტზე მიმდინარე პროცესებზე, უსაფრთხოების პროცესებზე.

  • ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რა ელის უკრაინას უახლოეს პერსპექტივაში, თქვენი აზრით?

მე მგონია, რომ ევროპა და ასევე ამერიკა გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას, მაქსიმალურ მხარდაჭერას იქამდე, ვიდრე არ იქნება ევროპაში მიღწეული სამართლიანი მშვიდობა.

Eagle Hills in Europe: What Happened to Its Mega-Projects?

In recent days, public debate in Georgia has intensified over the investment agreement signed with the UAE-based company Eagle Hills. The deal, valued at $6.6 billion, envisions large-scale development projects in Tbilisi and Adjara, including the construction of new residential areas and tourist infrastructure. The agreement has been designated as a commercial secret. The ruling party, Georgian Dream, claims that the project is flawless and that such confidentiality is standard practice in major investment deals.

Georgia is not the only country in Europe where Eagle Hills is planning, implementing, or negotiating investment projects. Similar questions and concerns surrounding the company’s investments have been raised elsewhere in Europe as well.

What Do We Know About Eagle Hills?

Spokespersons for Georgian Dream initially claimed that the investment would be brought to Georgia by the Emaar Group. However, the final agreement was signed with a different company — Eagle Hills.

Eagle Hills and Emaar are, in fact, two separate entities. Emaar Properties, founded in Dubai in 1997, counts the Government of Dubai as its most significant and most influential shareholder. The company is best known for developing some of Dubai’s landmark projects, including the Burj Khalifa and the Dubai Mall.

Eagle Hills is a private real estate investment and development company established in 2014. Although the two companies share the same founder and chairman, Mohamed Alabbar, their ownership structures differ significantly. According to media reports, Eagle Hills is primarily owned by Alabbar himself and is not listed on any stock exchange. Emaar, meanwhile, is majority-owned by the Government of Dubai and has its shares publicly traded on the Dubai Financial Market (DFM). As a publicly listed company, Emaar is required to disclose detailed financial statements and the composition of its supervisory board—requirements that do not apply to Eagle Hills.

Eagle Hills is often described as an independent yet affiliated company created to pursue international development projects, especially in markets outside of Emaar’s primary focus area, Dubai. However, Eagle Hills also operates within the United Arab Emirates, with projects in UAE cities such as Abu Dhabi and Sharjah.

On October 21, Mohamed Alabbar officially opened the Eagle Hills Georgia office in Tbilisi, located in the historic former Cinema Rustaveli building on Rustaveli Avenue.

Photo: Opening of Eagle Hills’ office in Tbilisi

Eagle Hills is involved in multiple projects across various countries, featuring a portfolio that includes multibillion-dollar developments in the Middle East, Europe, Asia, and Africa. The company’s activities are associated with projects in several nations, including Serbia, Croatia, Latvia, Albania, Hungary, Jordan, Montenegro, the United Arab Emirates, Oman, Ethiopia, Egypt, Bahrain, and others.

According to the official website of Eagle Hills Properties, the company operates in more than 18 countries. The site lists a variety of ongoing and planned developments, but it does not specify which of these projects have been fully completed.

Finding unambiguous information about the company’s completed projects is also challenging in other public sources. As mentioned earlier, Eagle Hills is a relatively young developer, established only about a decade ago. Nevertheless, available reports indicate that the company has completed several components of its large-scale developments in various countries, including the United Arab Emirates, Oman, Jordan, Bahrain, and Serbia.

Eagle Hills’ Experience in Europe

Eagle Hills’ projects have faced criticism and raised questions in several countries, with some developments ultimately never being realized.

One of the main points of criticism concerns a ‘lack of transparency’. Across different countries, critics of Eagle Hills’ projects have also argued that such large-scale developments put local infrastructure at risk and displace small businesses that cannot compete with global luxury brands. A defining feature of Eagle Hills’ approach is the waterfront city concept, which is implemented in nearly all of its projects. This involves creating large, multifunctional urban developments along waterfront areas — whether rivers, lakes, or seashores. The concept represents Eagle Hills’ signature style, emphasizing not just construction, but the creation of high-end urban centers.

Serbia

One of Eagle Hills’ most controversial projects is the Belgrade Waterfront, valued at $3 billion. The Serbian government leased the land to Eagle Hills for 99 years, with the company owning 68% of the business while the government retains a 32% stake. The project began in 2015 and faced criticism in Serbia due to opaque planning processes, the exclusion of public participation, and the transfer of state-owned land to a foreign developer. These issues sparked widespread protests. Tensions escalated in 2016 when masked individuals demolished buildings overnight in the Savamala district. A civic movement called “Don’t Drown Belgrade” was formed to oppose the project, sparking large-scale protests across the city.  

Despite the controversy, Belgrade is considered Eagle Hills’ most successful project, with several buildings already completed. The Belgrade Waterfront currently includes 14 finished buildings, the 168-meter-high Kula Belgrade skyscraper, a 1.8 km pedestrian boulevard, and a 2.7-hectare park. According to the agreement, half of the project is expected to be completed within 20 years.  

Montenegro

Eagle Hills also faced public backlash in Montenegro during the development of the Velika Plaža (Big Beach) project. The initial agreement between the Montenegrin government and Eagle Hills was signed in 2017; however, locals strongly opposed leasing 90 years of beachfront land to a foreign investor. The project drew criticism for its opaque procedures. The influential Montenegrin analytical center, MANS, stated that “state land is sold or leased through direct deals behind closed doors, creating enormous potential for corruption.”  

Following intense public protests, Eagle Hills abandoned the original project and returned the beaches won in the tender to local entrepreneurs. In 2021, the Montenegrin government, on the initiative of the Prime Minister, unilaterally terminated the contract with Eagle Hills, citing the company’s failure to deliver the promised investments and to initiate the project. The rights to develop the area were subsequently transferred to another international developer.  

After this setback, Eagle Hills shifted its focus and, in October 2025, unveiled a new large-scale eco-tourism project in Montenegro: Eagle Hills Ecovillage Shas.

Albania

In 2022, Eagle Hills signed a memorandum to implement the Durrës Yachts and Marina project in Albania. This initiative aims to transform the country’s largest port in Durrës, constructing residential areas and related services on an 80.9-hectare site.

According to the local news outlet Exit, the project is valued at $2 billion. Eagle Hills owns 67% of the shares, while the Albanian side retains 33%. The development has been granted strategic investment status for 20 years, with the Albanian government providing the land for the construction of the Durrës Marina residential complex. The project plans to build nearly 13,000 apartments—4,000 in the first phase and approximately 8,600 in the second phase.

Local media reports indicate that, in addition to providing the land, the Albanian government has exempted the company from infrastructure impact fees and obligations to contribute to the social housing fund.

Reports suggest that only a small portion of the project will be financed directly by the primary investor, Mohamed Alabbar. The majority of the residential complex is expected to be funded through sales proceeds before construction, with additional funding likely to be sourced from banks and other financial institutions.

Under the agreement, existing port infrastructure will remain state-owned. At the same time, Eagle Hills will be responsible for maintaining and managing the tourist areas, as well as for new investments, operating costs, and services.

According to Albanian media outlet Hashtag, the sale of apartments was announced at the end of 2022. Since then, the company has repeatedly initiated sales of different buildings, with prices steadily increasing to over €3,000 per square meter, up from initial prices of €1,500–€1,600 per square meter. Currently, the first three buildings of the project are under construction.

“Despite benefiting from tax incentives, including infrastructure tax exemptions and receiving a large plot of land at no cost, Eagle Hills reportedly funded its initial two years of operations primarily through the sale of apartments under construction.

Although the company presents itself as an investor, local media reports indicate it is collecting prepayments from customers, which are considered a significant component of project financing.” “In general, the company receives long-term prepayments from customers. According to the company’s assessment, these contracts include a substantial financing component,” the media report states.

Hungary

At the beginning of 2025, Eagle Hills signed a €12 billion contract to develop the Grand Budapest project on an abandoned railway site near Hungary’s capital, Budapest. The project, sometimes referred to as “Mini Dubai,” included plans for skyscrapers exempt from local building codes. It had the backing of Hungarian Prime Minister Viktor Orbán.

However, the deal faced significant criticism from Budapest’s opposition mayor, Gergely Karácsony, and urban planners, who described the agreement with Eagle Hills as “scandalous and suspiciously secretive.” Critics condemned the exemptions from local building regulations, arguing that they violated the city’s planning rules.

Mayor Karácsony urged the Orbán government to prioritize affordable housing over high-end real estate developments. As a result, the city, which aimed to create an accessible, green residential zone on the site, exercised its right of first refusal to acquire the land. Following legal and political resistance, the Eagle Hills Grand Budapest project was ultimately canceled.

Latvia

In 2024, Eagle Hills signed a memorandum of understanding with the Riga City Council to implement the Riga Waterfront project, valued at over €3 billion. The plan envisions a multifunctional urban center along the banks of the Daugava River, on the site of a former industrial port, developing a total of 57 hectares. This project aims to add more than 6,500 residential units to Riga, with implementation expected over the next 10 to 15 years. Work will be carried out in multiple phases, with the first phase already underway.

Shortly after the memorandum was signed, concerns arose within the Riga municipality regarding the developer’s actions and the project’s scale. City officials stated that Eagle Hills’ vision did not align with the concept initially agreed upon in the memorandum or with the city’s spatial planning framework. Concerns were particularly focused on dense building layouts and proposed building heights, which were deemed excessive or inconsistent with planning regulations.

Eagle Hills faced criticism for “arbitrary actions,” including launching unilateral public campaigns and placing advertisements without the required permits.

In June 2024, the Riga City Council emphasized that it had “entered into the memorandum in good faith, trusting the developer would adhere to its terms and appreciating the intention to develop the area. However, the council noted that the developer’s current conduct demonstrated arbitrary behavior, which was unacceptable to the city”.

Despite these concerns and the municipality’s consideration of canceling the memorandum, the project is still ongoing.

Croatia

Eagle Hills faced challenges in realizing its vision in Zagreb when the city’s new mayor halted the ambitious “Zagreb Manhattan” project, which his predecessor had initiated. This project aimed to create a skyline reminiscent of Manhattan along the banks of the Sava River.

In 2019, during Mayor Milan Bandić’s tenure, the city signed a memorandum of understanding with Eagle Hills to develop a “city within a city” spanning approximately 1.1 million square meters. The plan proposed building a self-contained “mini-city” complete with its own infrastructure. Supporters claimed it would introduce new public spaces and stimulate economic growth in the capital.

However, the project faced heavy criticism from architects and urban planners, who argued that it conflicted with Zagreb’s master plan and disregarded essential urban development principles. Critics also pointed out the lack of transparent, comprehensive public consultations, suggesting insufficient consideration of the public’s interests.

Corruption concerns were also raised, especially given that Milan Bandić had previously been convicted of corruption-related offenses.

After Tomislav Tomašević assumed office as mayor, the Zagreb City Council amended the city’s general urban plan in 2023 and declared the “Zagreb Manhattan” project unfeasible. Mayor Tomašević described the plan as a “playground for billionaires, where apartments are built for millionaires.” He expressed solidarity with officials in Budapest who opposed Eagle Hills’ projects, stating, “We fought the same battle in Budapest, and we won so that you can do it too.”

Despite the cancellation of the “Zagreb Manhattan” project, Eagle Hills remains active in Croatia’s real estate and hotel sectors. The company holds a 70% stake in Sunce Hoteli, which operates 11 hotels along the Adriatic coast under the Bluesun brand, and it has reached agreements with Sunčani Hvar, another major hotel operator in the country.

Eagle Hills in Georgia

Eagle Hills is said to be planning an investment of $6.6 billion in projects located in Tbilisi and Adjara, focusing on the development of new residential and tourist infrastructure.


Photo: Rendering of Tbilisi Waterfront

Representatives from the ruling party, Georgian Dream, have indicated that under a signed agreement, the Georgian government will own a 33% stake in Eagle Hills’ local subsidiary. They explained that the state will provide 260 hectares of land in Gonio and another 590 hectares near Tbilisi. The investor, Eagle Hills, will be responsible for preparing the architectural designs and securing the necessary capital for project implementation.

The project in Tbilisi, named Tbilisi Waterfront, will be developed along the Rustavi-Tbilisi Highway, in the villages of Aghthaklia and Ponichala, and will include areas within the Krtsanisi Forest Park. Eagle Hills plans to construct residential complexes, commercial spaces, hotels, and recreational zones in this area.

In Gonio, Eagle Hills plans to develop a project near the Chorokhi River estuary on the site of a former military training ground. The company intends to create an artificial lagoon in Gonio, featuring a yacht club and marina.


Photo: Rendering of Eagle Hills’ Gonio project

 

ახალი გზა „ევრო 2000“-ის ეზოში გაივლის – რატომ ვერ შეერთდა ფარნავაზ მეფისა და ფიროსმანის ქუჩები

ბათუმში, ფარნავაზ მეფისა და ფიროსმანის ქუჩების შეერთებისთვის ქალაქის 2025 წლის ბიუჯეტში 1 მილიონ 317 ათას 508 ლარია გათვალისწინებული, თუმცა სამუშაოები არ დაწყებულა.

„ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები არ მიმდინარეობს, ვინაიდან აღნიშნული პროექტის განხორციელების მიზნით აუცილებელი გახდა მოლაპარაკებები კერძო მესაკუთრეებთან, რადგან საპროექტო ტერიტორიის ნაწილი გადის კერძო საკუთრების ტერიტორიებზე. ვინაიდან მოლაპარაკება წარმოადგენს რთულ პროცესს, მის დასრულებამდე სამუშაოების დაწყება ვერ მოხერხდება“, – წერს მერია ბიუჯეტის შესრულების 9 თვის ანგარიშში.

ქუჩების შეერთებაზე მუშაობა ბათუმის მერიამ 2023 წელს გადაწყვიტა, 2024 წელს კი ტენდერი გამოაცხადა და გამარჯვებულიც გამოავლინა. ამჯერად კი პროექტში მორიგი ცვლილება შეაქვს.

„საჭირო ხდება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 ოქტომბრის განკარგულებაში ცვლილებების შეტანა და ფარნავაზ მეფის ქუჩის ფიროსმანის ქუჩამდე გაგრძელების მშენებლობის პროექტის ახალი რედაქციით დამტკიცება. პროექტი გავლენას მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე“, – წერია განმარტებით ბარათში. ამ ცვლილებებს ბათუმის საკრებულო 2025 წლის 1-ელი დეკემბრის სხდომაზე განიხილავს.

პროექტში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შედის, უბრალოდ, გარკვეული წერტილები დაზუსტდება. რაც შეეხება სამუშაოების დაწყებას – ქონების საკითხი როგორც კი მოგვარდება, მშენებლობაც დაიწყება. თითქმის ყველა კერძო მესაკუთრესთან ამ დროისთვის შეთანხმება ქონების გამოსყიდვა-გაცვლაზე უკვე მიღწეულია. დარჩენილია ნაკვეთების გაცვლის ტექნიკური საკითხი“, – უთხრეს „ბათუმელებს“ მერიის მუნიციპალური ქონებისა და სერვისების მართვის სამსახურში.

ამავე სამსახურის ინფორმაციით, „ევრო 2000“-ს და „პოლიგრაფისტს“ – მიწის სხვა ნაკვეთებს [იმ ნაკვეთების სანაცვლოდ, რომელზეც ახალი გზა გაივლის] იქვე, საპროექტო არეალის მიმდებარედ გადასცემენ [ახალი გზა „სკოლა ევრო 2000“-ის საკუთრებაში არსებულ ეზოს ნაწილზე გაივლის].

„პოლიგრაფისტსა“ და მერიას შორის შეთანხმება მას შემდეგ შედგა, რაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ბათუმის მერიას „პოლიგრაფისტის“ ქონებაზე ექსპროპრიაციის უფლება მისცა.

ფარნავაზ მეფისა და ფიროსმანის ქუჩების შემაერთებელი ახალი გზა ასევე დაუკავშირდება გორგილაძის ქუჩასაც [დამაკავშირებელი მონაკვეთი გაივლის გორგილაძის 95 და 97 სახლებს შორის]. „აქ გასასვლელი ახლა ისედაც არის, უბრალოდ ამ პროექტის ფარგლებში ეს მონაკვეთი კეთილმოეწყობა“, – გვითხრეს მერიაში.

აღსანიშნავია, რომ ფიროსმანის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობაა, ფარნავაზ მეფის [ასევე გორგილაძის] ქუჩაზე კი – ცალმხრივი. ამ პროექტის განხორციელებით შესაძლოა აღნიშნულ მონაკვეთში მოძრაობის წესებიც შეიცვალოს.

ფარნავაზ მეფისა და ფიროსმანის ქუჩების შეერთება, ასევე ამ შემაერთებელი გზის დამაკავშირებელი მონაკვეთი გორგილაძის ქუჩასთან / ფოტო პროექტიდან

სხვადასხვა ქუჩების ერთმანეთთან დამაკავშირებელი ახალი სამი გზის [მათ შორის ფარნავაზ მეფისა და ფიროსმანის დამაკავშირებელი გზის] მოსაწყობად ხელშეკრულება ბათუმის მერიას 2025 წლის თებერვალში აქვს გაფორმებული ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ბონდი-2009“-თან. ამ დეტალების შესახებ ვრცლად ნახეთ ამ ბმულზე:

ახალი გზა „ევრო 2000“-ის ეზოში გაივლის – რატომ ვერ შეერთდა ფარნავაზ მეფისა და ფიროსმანის ქუჩები

 

 

რას სთავაზობს „ოცნების“ შემწირველის კომპანია ბათუმის მერიას და რის სანაცვლოდ

მშენებელი კომპანია ახალი პროექტის მაქსიმალურ სიმაღლეზე [კ2] თანხმობის სანაცვლოდ ბათუმის მერიას სკვერის მოწყობას სთავაზობს. კომპანია სკვერის აშენებას გეგმავს მუნიციპალიტეტის მიწის ნაკვეთზე, რომელიც ასევე თავისი სხვა კომპანიის სამშენებლო პროექტის წინ მდებარეობს.

მერია თანახმაა, ახლა გადაწყვეტილება საკრებულომ უნდა მიიღოს.

„მიეცეს დადებითი რეკომენდაცია შპს „ბათომი დეველოპმენტი“-ს მუნიციპალურ მიზნობრივ პროგრამაში ჩართვასა და მის ფარგლებში განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი ან/და მუნიციპალური მნიშვნელობის პროექტის განხორციელებისათვის დადგენილი ხელშემწყობი ღონისძიებებით სარგებლობაზე“, – ვკითხულობთ განკარგულების პროექტში, რომელიც მერიამ დასამტკიცებლად უკვე მოამზადა.

შპს „ბათომი დეველოპმენტი“ ბათუმში სელიმ ხიმშიაშვილისა და პუშკინის ქუჩების კვეთაზე მრავალბინიანი, 26 სართულიანი კორპუსის მშენებლობას გეგმავს. წინასწარი ინფორმაციით, შენობის სიმაღლე 80 მეტრი იქნება. ამისთვის კომპანიას პროექტის განაშენიანების კოეფიციენტის გაზრდა სჭირდება 16.0-მდე.

მონიშნულია ადგილი, რომლის ათვისებასაც კომპანია მშენებლობისთვის გეგმავს

სანაცვლოდ მერიას ნამატი ფართობის 10 პროცენტს და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ  ნაკვეთზე, ბაგრატიონის #127-ის მიმდებარედ სკვერის მოწყობას ჰპირდება.

წითელი ფერით მონიშნულია ადგილი, სადაც კომპანია მერიას სკვერის მოწყობას სთავაზობს, მწვანე ფერით მონიშნულია „ნევ ბათ ჯგუფის“ მიწის ნაკვეთი, სადაც კომპანია ასევე მრავალბინიანი კომპლექსის აშენებას გეგმავს.

ზუსტად იმ ნაკვეთის მომიჯნავედ, სადაც კომპანიამ მერიას სკვერის მოწყობა შესთავაზა, შპს „ბათომი დეველოპმენტის“ ერთ-ერთი მესაკუთრის ზურაბ დუმბაძის სხვა კომპანია „ნევ ბათ ჯგუფი“ 20-სართულიანი კორპუსის  აშენებას გეგმავს.

რენდერი

შპს „ბათომი დეველოპმენტი“ 2025 წლის აპრილში დაფუძნებული კომპანიაა და მის წილებს ზურაბ დუმბაძე [41%] , მანუჩარ ქამადაძე [49%] და ლია აშბა[10%] ინაწილებენ. კომპანიის ერთ-ერთი მფლობელი ზურაბ დუმბაძე ამავდროულად „ნევ ბათ ჯგუფის“ 50%-ის მფლობელია, დარჩენილ 50 პროცენტს კი ზებურ დუმბაძე ფლობს.

ბათუმში სამშენებლო ბიზნესში ჩართული ძმების, ზებურ და ზურაბ დუმბაძეებისგან და მათი ბიზნესპარტნიორებისგან „ქართულმა ოცნებამ“ შემოწირულების სახით, 2020-2024 წლებში, 965 000 ათასი ლარი მიიღო, ძმებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა კი ბოლო წლებში 6 სამშენებლო ნებართვა მიიღეს, რაც საერთო ჯამში ბათუმში 75,456 კვადრატული მეტრ მშენებლობას ითვალისწინებს.

ამ თემაზე:

ძმებმა ზურაბ და ზებურ დუმბაძეებმა და მათმა პარტნიორებმა „ოცნებას“ 1 მლნ შესწირეს – კვლევა

 

 

 

„იმდენს ნუ იზამენ, რომ შევწყვიტოთ გადარიცხვები“- ემიგრანტები „ოცნების“ წინააღმდეგ

„ქართული ოცნება“ აპირებს, ქართველ ემიგრანტებს არ გაუხსნას საარჩევნო უბნები უცხოეთში და ამით მათ წაართვას საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის შესაძლებლობა.

გარდა საკანონმდებლო რეპრესიებისა, „ქართული ოცნება“ პროპაგანდისტული მედიებით ცდილობს ემიგრანტების ღირსებისშემლახავი კამპანია აწარმოოს. მათი ეთერიდან ისმის, რომ თურმე „ემიგრანტებს აღარაფერი აკავშირებთ სამშობლოსთან“, რომ „მათ საქართველო მხოლოდ იმიტომ უნდათ, რომ გარდაცვალების შემდეგ აქ დაიკრძალონ“ და რომ მათგან „ამ ქვეყანას რაიმე სიკეთე არ აქვს“.

„ოცნების“ პროპაგანდისტები აღნიშნავენ იმ ფაქტსაც, რომ მოლდოვაში პროდასავლურმა მაია სანდუმ არჩევნები ემიგრანტების ხმებით მოიგო. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს 2025 წლის მარტის ინფორმაციით, საზღვარგარეთ 1.5 მილიონზე მეტი ქართველი ცხოვრობს. სწორედ ამდენი მოქალაქისთვის აპირებენ ხმის წართმევას არჩევნებზე.

რას ფიქრობენ თავად ემიგრანტები „ოცნების“ ანტიკონსტიტუციურ ინიციატივაზე და როგორი იქნება მათი პასუხი? – „ბათუმელებმა“ ამ კითხვით უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მიმართა.

მუსიკოსი ეკა კაჭარავა, იტალიაში ცხოვრობს. ემიგრაციაში წასვლის მიზეზი ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობა იყო. „რაც უფრო მძიმდება საქართველოში მდგომარეობა, მით უფრო მეტად ვხვდები, თუ როგორ მიყვარს ჩემი ქვეყანა“, – გვეუბნება ეკა კაჭარავა.

ეკა კაჭარავა

„აქ იტალიელებისგან გუნდი შევქმენი და მათ ვასწავლი ქართულ სიმღერას. დირიჟორი ვარ. ვაკეთებთ ერთსაათიან კონცერტებს და ამაში შედის საგალობლებიც, ხალხური სიმღერებიც, ქართველი კომპოზიტორების შემოქმედებაც და ისე უყვართ, გიჟდებიან ქართულ სიმღერაზე.

რას ვითხოვ მე ჩემი ქვეყნისგან? – მინდა, რომ ჩემი ქვეყნის მომავალი, ჩემი დისშვილების, ნათესავების მომავალი, არ შებრუნდეს იმ ჯოჯოხეთში, საიდანაც ძლივს დავაღწიეთ თავი.

სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრეს, მეძახიან, რომ მე ვარ „ნაცი“. არადა, საქართველო შევარდნაძის დროს დავტოვე, ჩაბნელებული და გაუბედურებული საქართველო.

სხვას რას ვითხოვ, გარდა იმისა, რომ უკეთესი მომავალი ჰქონდეს ჩემს ქვეყანას.

აქაც, როცა ქართველები ჩამოდიან, გიდობას ვუწევ და ვაცნობ საოცარ რომს, რომელიც ასევე ძალიან მიყვარს. ეს ურთიერთობები ძალიან მავსებს და ხალხთან ურთიერთობით ვიკლავ სამშობლოს მონატრების შიმშილს“, – ამბობს ეკა კაჭარავა.

ის გვიყვება ემიგრაციის მძიმე წლებზე, თუ როგორ განიცდიდა 25 წლის ასაკში სამშობლოს იძულებით დატოვებას და უცხო ქვეყანაში წასვლას. „თვალზე ცრემლი მდიოდა, როცა სულ მარტოდ ვგრძნობდი თავს სამშობლოსგან შორს. რისთვის წამოვედი? იქ არ დამედგომებოდა, რადგან ცხოვრების პერსპექტივა არ იყო.

აქ უნივერსიტეტშიც ჩავაბარე და მოვახერხე საკუთარი თავის რეალიზება. როგორც მუსიკოსი ვდირიჟორობ კათოლიკური ეკლესიის გუნდს და ძალიან დიდ პატივს მცემენ, რადგან აქ იციან პროფესიონალიზმის დაფასება. ქართული ეკლესიის გახსნა რომ მოინდომეს და სასულიერო პირი გამოუშვეს, მე დავხვდი აქ და ვთხოვდი ხან ერთ ეკლესიას, ხან მეორეს, რომ წირვისთვის ადგილი დაეთმოთ. მერე ნელ-ნელა საელჩოც ჩაერთო და მოგვცეს ეკლესია უსასყიდლოდ რომში.

იმ ეკლესიაში 10 წელი რეგენტი ვიყავი. მერე გავაკეთე ქართული სამრევლო სკოლა, ჩემი შვილისა და სხვისი შვილებისთვისაც, ხომ?! თუმცა, შემდეგ ისე ცუდად მომექცა ამ ეკლესიის მოძღვარი, რომ საერთოდ გამომაგდო ეკლესიიდან მხოლოდ იმიტომ, რომ არ უნდოდა დამოუკიდებლად მეკეთებინა რაიმე“, – ამბობს ეკა კაჭარავა.

22 ნოემბერს, როცა გორის ქალთა გუნდი ჩავიდა რომში, კონცერტზე ეკაც მივიდა პატარა პლაკატით, სადაც ეწერა – „ნუ გამრიყავ, მეც ქართველი ვარ“. კონცერტს ესწრებოდა „ოცნების“ კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძეც.

„როცა კობახიძე ჩამოვიდა 24 ნოემბერს ვატიკანში, იქაც ვიყავი მისული. როგორც ჩანს, გაფრთხილებული ჰყავდათ დაცვა და უსაფრთხოების სამსახურმა საბუთების შემოწმება დაიწყო. ვატიკანთან კონტრაქტი მაქვს, ვგალობ იმ ტაძარში და ვაჩვენე თანამშრომლის ბარათი, მაგრამ მაინც მოითხოვეს დამატებითი საბუთების წარდგენა. გამომკითხეს ყველაფერი და როცა გაიგეს, თუ როგორი მაღალი დონის საზოგადოებასთან ვთანამშრომლობდი რომში, მითხრეს, რომ დარწმუნებული არიან ჩემს კეთილსინდისიერებაში, მაგრამ მაინც მკითხეს, ხომ არაფერს ვაპროტესტებდი?!

რა თქმა უნდა, ვუთხარი, რომ კი. მთელი წელია ვაპროტესტებ, დემონსტრაციებშიც ვმონაწილეობ და ყველაფერი კანონის ფარგლებში ხდება-მეთქი. მერე გავიგე, რომ თურმე ჩემზე ინფორმაცია მიუწოდებია ვატიკანში საქართველოს ელჩს და ამის გამო იყო ეს ყველაფერი. აღმოჩნდა, რომ მათთვის არასასურველი ემიგრანტების სიაში ვარ შეყვანილი“ – გვეუბნება ეკა კაჭარავა.

მისი თქმით, „ოცნების“ მტრული პოლიტიკის გამო ემიგრანტები არა მარტო ქვეყანას, არამედ ახლობლებს და მეგობრებსაც კარგავენ საქართველოში.

„გორის ქალთა გუნდის ხელმძღვანელი თეონა ცირამუა ჩემი მეგობარია. ძალიან მიყვარს და როცა დაქორწინდა, მაშინაც ჩემთან იყო ჩამოსული მეუღლესთან ერთად. ძალიან ბევრი ბედნიერი და ლამაზი დრო გვაქვს ერთად გატარებული. იმ დღეს, როცა თბილისში სასტიკად დაარბიეს ადამიანები და წაქცეულ ბიჭს სახეში ფეხი ამოარტყეს, თეონა ფეისბუქზე კონცერტს განიხილავდა. მხოლოდ ეს მივწერე, თეონა, რა დროს კონცერტია, ვერ უყურებ რუსთაველზე ხალხს რას უშვრებიან-მეთქი? ამის გამო დამბლოკა და არც შემდეგ შემხმიანებია, როცა შვილების შეძენა მივულოცე“, – ამბობს ეკა.

„ოცნების“ პროპაგანდას, რომ ემიგრანტებისთვის საქართველო დაკარგულია, ეკა კაჭარავა ასე პასუხობს:

„როგორ არის დაკარგული, თუ არც ერთი დღე კი არა და არც ერთი საათი, საქართველოზე ფიქრის გარეშე არ გამიტარებია. საქართველო ჩემშია, ჩემს დარდებში, ჩემს ფიქრებში და ვიცი, რომ საქართველო, აუცილებლად უნდა გადარჩეს“.

ვაჟა გაფრინდაშვილი 16 წელია პოლონეთში ცხოვრობს, თუმცა როგორც ეკა კაჭარავა, ისიც მიიჩნევს, რომ საქართველო, როგორც სამშობლო, მისთვის დაკარგული არ არის.

ვაჟა გაფრინდაშვილი, ემიგრანტი.

„მიუხედავად იმისა, რომ შემეძლო 10 წლის წინ ამეღო ევროკავშირის მოქალაქეობა და მეცხოვრა მშვენივრად და წყნარად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობა არ ამიღია.

რა სარგებელი აქვს საქართველოს ჩვენგან? თუ ასე უნდათ საკითხის დაყენება მაინცდამაინც, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს რა სავალუტო რეზერვებიც გააჩნია, ეს სწორედ ემიგრანტების დამსახურებაა. ამიტომ, იმდენს ნუ იზამენ, ის გავაკეთოთ. რაც ერიტრეაში ან ეთიოპიაში გააკეთეს ემიგრანტებმა, როცა უბრალოდ შეწყვიტეს გადარიცხვები.

ჩვენ, ჯერჯერობით, სხვანაირად ვართ განწყობილი ჩვენი ქვეყნის მიმართ, ვცდილობთ დავეხმაროთ საქართველოს ბიუჯეტს და მოსახლეობასაც. დაკავებულებს და აქციის მონაწილეებს დავეხმაროთ და ამ ფორმით ვცდილობთ ვიდგეთ საქართველოს სამსახურში.

გაცილებით მეტი ვიცით და აქაც გვაქვს ინფორმაცია, თუ რა ხდება ქვეყანაში.

არც მესამე ძალის გავლენის ქვეშ ვართ და არც არანაირი პროპაგანდის. ერთადერთი, რაც გვამოძრავებს, ის არის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს წარმატებული და იმ ქვეყნების მსგავსი, სადაც ემიგრანტები ვცხოვრობთ. რომ ჩვენს ქვეყანაშიც იყოს ადამიანის უფლებები ისე დაცული, როგორც ევროპაში“, – ამბობს ვაჟა გაფრინდაშვილი.

ის პოლონეთში ერთ-ერთ კომპანიაში მენეჯერად მუშაობს და აქვს რაგბის კლუბიც. ასევე, აქტიურადაა ჩართული ემიგრანტების მიერ დაარსებულ ორგანიზაციაში, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს აერთიანებს.

„საქართველოშიც მაქვს ჩემი პატარა კომპანია და ვიხდი გადასახადებს. წელიწადში მინიმუმ ერთხელ მაინც ჩამოვდივარ საქართველოში. ხანდახან ორჯერ, სამჯერაც. ამიტომ, „ოცნება“ თავისი პროპაგანდით, რომ თურმე ჩვენ, ემიგრანტებს არანაირი კავშირი არ გვაქვს სამშობლოსთან, თავის გადარჩენას ცდილობს, რადგან მათ წასასვლელი არსად აღარ აქვთ და ეს კარგად იციან. ყველა გზა აქვთ მოჭრილი, სადმე როსტოვში თუ წავლენ ან არაბეთის ქვეყნებში ეს არის, ამიტომ ბოლომდე იბრძვიან ისინიც, რომ შეინარჩუნონ ძალაუფლება. თუმცა არ უნდა მივცეთ ამის საშუალება“, – ამბობს ვაჟა გაფრინდაშვილი.

მისი თქმით, თუ „ოცნება“ მაინც გააკეთებს იმას, რომ მილიონ-ნახევარ საქართველოს მოქალაქეს გამოთიშავს არჩევნებიდან, „მაშინ გამოდის, რომ აღარც ოპოზიციის არსებობას ექნება აზრი“.

„ემიგრანტების უმრავლესობა ოპოზიციურადაა განწყობილი და ამ ხმების მთლიანად გაქრობა უნდათ.

ვფიქრობ, ანტიკონსტიტუციური კანონებისთვის ემიგრანტებმა უნდა ვუჩივლოთ „ქართულ ოცნებას“. ჯერ საქართველოში და შემდეგ სტრასბურგშიც შევიტანთ საჩივარს, რადგან საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს უფლება 18 წლიდან მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. ამიტომ ეს ანტიკონსტიტუციური კანონები უნდა გაუქმდეს“, – ამბობს ვაჟა გაფრინდაშვილი.

„ბათუმელები“ კიდევ ერთ ემიგრანტს ესაუბრა. რუსუდან ქოროღლიშვილი-ბრაუნი გერმანიაში ცხოვრობს.

მისი თქმით, „ოცნების“ მცდელობა, რომ წაართვას ემიგრანტებს საარჩევნო ხმის უფლება, მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ მათ ემიგრანტების ეშინიათ.

რუსუდან ქოროღლიშვილი-ბრაუნი

„აქაც არიან ემიგრანტები, ვისაც საერთოდ არ აინტერესებთ არჩევნები და ესენი ძირითადად არიან „ოცნების“ მხარდამჭერები. ხოლო იმ ადამიანებს, ვინც აქტიურად მონაწილეობს არჩევნებში, ბევრს ხმის მიცემის საშუალებაც არ მისცეს და არ დაარეგისტრირეს.

ახლა, როცა საერთოდ ხმის წართმევას გვიპირებენ, უფრო გამოფხიზლდნენ ემიგრანტები, რადგან ძალიან შეურაცხყოფილია ამით ემიგრაცია.

ჩემი შვილი 20 წლისაა და აქ აიდგა ენა, მაგრამ არ მოწყვეტილა საქართველოს. ჩვენ ისე ხშირად დავდივართ, რომ ყველაზე საუკეთესო მეგობრები, საქართველოში ჰყავს.

არც ქონება გაგვიყიდია, რომ აქ შეგვეძინა რაიმე, იმიტომ, რომ ჩვენ მომავალს ვხედავთ საქართველოში. ერთი წელი იმაზე ფიქრობდა, რა პროფესიას უნდა დაეუფლოს, რომ საქართველოში გამოადგეს.

ამ დროს, „უსამშობლოებს“ გვეძახიან იმ ადამიანებს, რომლებიც ძალისხმევას არ ვიშურებთ იმისთვის, რომ მათ შვილებს და შვილიშვილებსაც უკეთესი ქვეყანა ჰქონდეთ. თვითონ კი მოსისხლე მტრისკენ მიაქანებენ ქვეყანას.

ჯერ ერთი, „ოცნების“ მიერ ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობას არც მივიღებ, დავდგები და გავაპროტესტებ“, – ამბობს რუსუდან ქოროღლიშვილი-ბრაუნი.

მისი თქმით, ემიგრანტები მხოლოდ საკუთარი ოჯახების სარჩენად არ არიან წასული და ბევრი „ნაცნობის თუ უცნობის გაჭირვება გაუზიარებიათ“.

„მე, პირადად, ოჯახი შევქმენი აქ და ამიტომ ვცხოვრობ გერმანიაში. თუმცა ჩაფიქრებული მქონდა, რომ ჩემი მეუღლეც საქართველოში გადმოსულიყო და არა პირიქით. მაგრამ არაერთი საინტერესო პროექტის მიუხედავად, საქართველოდან არავინ გამოგვეხმაურა. გერმანიაში კი რიგითი თანამშრომელი ვიყავი და ძალიან მოკლე დროში, დაწესებულების ხელმძღვანელობა შემომთავაზეს. სოციალური თერაპევტი ვარ.

მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ვარ და არ მიმიღია გერმანიის მოქალაქეობა, აქ ყველაფერი გიფასდება და არც ქართველობა წაურთმევია არავის. არც ამის გამო დავუჩაგრივარ ვინმეს“, – ამბობს რუსუდან ქოროღლიშვილი-ბრაუნი.

პაპუაშვილის განცხადებას, რომ ემიგრანტებზე უცხო ქვეყნის სახელმწიფოები ახდენენ გავლენებს და ამის გამო აძლევენ ოპოზიციას ხმას, ის მტკნარ სიცრუეს უწოდებს.

„მე ვარ ასოციაცია „თამარიელის“ წევრი, ასევე პლატფორმა „ერთობის“ წევრიც, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ემიგრანტები ვართ გაერთიანებული, არავის, არასოდეს უთქვამს მსგავსი რამ, რომ რომელიმე ქვეყნის ხელისუფლებას რაიმე ზემოქმედება მოეხდინოს ჩვენს არჩევანზე. ეს არის მტკნარი სიცრუე, რაზეც „ოცნება“ საუბრობს.

არ მესმის იმ ადამიანების, ვისაც ამის სჯერა.

„ოცნებას“ უნდა მეტი უვიცი და ადვილად სამართავი ჰყავდეთ ქვეყანაში და დაგვიმყარონ ერთპარტიული დიქტატურა. შესაძლოა ვიღაცას უნდა კიდეც, მის მაგივრად პარტიამ რომ იფიქროს და ილაპარაკოს, როგორც ადრე იყო, საბჭოთა კავშირში. დაიწყოს ყავის დაფქვით სამსახურში დღე და დამთავრდეს ყავის დაფქვით, თვითონ არაფერზე შეწუხდეს. მაგრამ ჩვენ აღარ ვართ არც მე-20 საუკუნის დასაწყისში და არც მეოცეს ბოლოს, როცა არ ვიცოდით სად ვიყავით“, – ამბობს რუსუდან ქოროღლიშვილი-ბრაუნი.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ თუ ემიგრანტებს უყვართ სამშობლო, მაშინ ერთი დღე უნდა გამონახონ და ჩამოვიდნენ ქვეყანაში ხმის მისაცემად. რა შეგიძლიათ თქვათ, მსგავს განცხადებაზე? – ვკითხეთ რუსუდანს.

მისი თქმით, 4 წელიწადში კი არა, ძალიან ბევრი ემიგრანტი ყოველ წელს ჩამოდის საქართველოში, „თუმცა იმ ადამიანების მიმართ მსგავსი აგდებული დამოკიდებულება, რომლებიც მოხუცებს უვლიან და მძიმე პირობებში უწევთ შრომა, მიუღებელია“, – ამბობს რუსუდანი.

„ვინ წავიდოდა ქვეყნიდან, აქ რომ ხალხს სამუშაო პირობები ჰქონდეთ? ემიგრანტები კვდებიან აქ საქართველოს სიყვარულით. არ ვიცი რამდენი უძილო ღამე გვქონდა ბევრ ჩვენგანს და ბევრად დრამატულია ეს განცდები, ვიდრე ასე ჩანს, საუბრებში.

ჩვენ ადამიანებს ვკარგავთ, ახლობლებს, მეგობრებს, მხოლოდ იმიტომ, რომ ამ პროპაგანდის გამო, ისინიც „უსამშობლოებად“ მოგვიხსენიებენ. 90-იან წლებში, რომ ერთმანეთი გაგვიტანია, ასეთი ხალხიც კი იმეორებს მსგავს პროპაგანდას.

ჩვენ გვიღალატეს იმ ადამიანებმა, ვინც არ აპროტესტებს ამ გადაწყვეტილებას. მათაც ხომ ჰყავთ ემიგრაციაში შვილები, დები, ძმები, ამაზე არ ფიქრობენ?!

ამ დროს, პირადად ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც „ოცნებას“ უჭერენ მხარს, მაგრამ ამბობენ, რომ არასდროს დაბრუნდებიან საქართველოში. ჩვენ კი ვკვდებით ამ სიშორის გამო და სულ ნოსტალგია გვაქვს. ვზრუნავთ იმაზე, რომ ჩვენმა შვილებმა არ დაივიწყონ ქართული ენა, რომ სამშობლო უყვარდეთ. ამიტომ, არავინ გაბედოს ჩვენი დადანაშაულება იმაში, რომ ჩვენი ქვეყანა არ გვიყვარს. საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლა არავის მოუგია ჯერ.

ხელისუფლებას, რომელსაც თავი გამარჯვებულად მიაჩნია, არ სჭირდება ამდენი სისულელის ჩადენა. ემიგრაციას როცა ებრძვიან, საქართველოში საკუთარ მოსახლეობას როცა ებრძვიან, უნდა ესმოდეთ, რომ ამ ბრძოლაშია ჩართული ჩვენი ინტელექტუალური და ფიზიკური რესურსიც. მათ ვინ ჰყავთ გვერდით? ალბათ რუსეთი, მაგრამ ბევრი ბრძოლისთვის გაგვიძლია და ამ ქოციანობასაც გავუძლებთ“, – ამბობს რუსუდან ქოროღლიშვილი-ბრაუნი.

მისი თქმით, თუ ადამიანები არ გამოფხიზლდებიან, შეიძლება დადგნენ იმ რეალობის წინაშე, როცა ემიგრანტები თანხებს აღარ გადმორიცხავენ საქართველოში „და მაშინ ხომ გამოფხიზლდებიან?“ – ამბობს რუსუდანი.

„სახელმწიფოც ჩვენ ხარჯზე უნდა არსებობდეს, კერძო პირებიც და მაინც ჩვენ ვართ უსამშობლოები?!“ – ასეთი შეკითხვა აქვს მას. 

მარი კაიშაური/საფრანგეთი, სტრასბურგი

მარი კაიშაური საფრანგეთში, სტრასბურგში ცხოვრობს. ის ამბობს, რომ „ოცნების“ პროპაგანდამ ემიგრანტების წინააღმდეგ კი არ დაასუსტა ისინი, არამედ უფრო მეტად გააერთიანა ემიგრაცია.

„ემიგრაცია რომ არ ყოფილიყო, საქართველო დღეს არ იარსებებდა. ემიგრანტებმა თავიანთი მძიმე შრომით საქართველო გადაარჩინეს. სამწუხაროდ, არ გვაქვს ისეთი სახელმწიფო, სადაც ადამიანები თავის გატანა შეძლებენ.

ადრე – მით უმეტეს. სად გვქონდა ქართველებს იმის შესაძლებლობა, რომ ხარისხიანი ჯანდაცვა ან განათლება მიგვეღო, ფეხზე ისევ ამერიკამ და ევროპამ დაგვაყენა, ამ ქვეყნებმა შეგვიფარეს და თავი გავიტანეთ, წლობით უნახავი შვილების და შვილიშვილების მონატრების ფასად. ფაქტობრივად, გადასახლების მომენტი გაქვს იმისთვის, რომ შენი ოჯახი არჩინო.

ევროპასთან უვიზო მიმოსვლის შემდეგ კი ოჯახის წევრებმა ერთმანეთი ნახეს, უამრავი ადამიანი სიკვდილს გადაურჩა მხოლოდ იმიტომ, რომ საფრანგეთში ჩამოვიდა სამკურნალოდ, უამრავმა ახალგაზრდამ ევროპული განათლება მიიღო და ამის წართმევაც უნდათ ახლა.

თუ არ მოსწონთ ევროპა და ამერიკა, თავად რატომ ისწავლეს ევროპაში, რატომ ჰყავთ აქ შვილები, რატომ არ წავიდნენ რუსეთში, ესწავლათ იქ. თუ ჩვენთვის უნდათ რუსეთი და მათთვის ევროპა?

უნდათ საერთოდ მოწყვიტონ ემიგრაცია ყველაფერს, ჩახსნან და აგენტებად გამოაცხადონ, რომ აი, „დიფ სთეითები“ გვიზის სახლში და ასე შემდეგ, რადგან მათ ძალიან კარგად იციან, რომ ემიგრაციაში ვერ გააყალბებენ ხმებს და ვერ მოგვახვევენ თავზე პროპაგანდას, ამიტომ კანონმდებლობით დაგვიწყეს ახლა ბრძოლა“, – ამბობს მარი კაიშაური.

მისი თქმით, უცხოეთში არსებული საქართველოს საელჩოები იმას ნიშნავს, რომ ემიგრანტები ფაქტობრივად „საქართველოს ტერიტორიაზე“ აძლევენ ხმას.

„რას ამბობენ ამით, რომ ეს საელჩოები და საკონსულოები, სადაც ვრეგისტრირდებით საქართველოს მოქალაქეები ხმის მისაცემად, არალეგიტიმურია?! ამ შენობებში შემოსვლით ხომ ისედაც საქართველოს ტერიტორიაზე ვაძლევთ ჩვენ ხმას. მაშინ რა აუცილებელია, რომ თვითმფრინავის ბილეთი მეჭიროს ხელში. აქ ხომ გვიდგას დიპლომატიური შენობები?“ – ამბობს მარი კაიშაური.

მისი თქმით, „ოცნების“ რეპრესიულ კანონზე ემიგრანტების პასუხი იქნება ძალიან მტკივნეული.

„ემიგრანტები გაჩერებას არ ვაპირებთ. პირიქით, თუ ადრე რაღაც საკითხებში პასიურები ვიყავით, ახლა ამ ყველაფერმა უფრო გაგვაერთიანა. ვერ გაგვაჩუმებენ, რადგან ემიგრაცია იმაზე ძლიერია, ვიდრე მათ ჰგონიათ. ძალიან კარგია, რომ ეშინიათ ემიგრანტების და დაელოდონ შედეგებს. პასუხი იქნება მათთვის მტკივნეული“, – ამბობს მარი კაიშაური.

“ნარკოტიკის უზარმაზარი ნაკადი ანგრევს ახალგაზრდობას” – საფრანგეთის ელჩი ბათუმის სემინარზე

დღეს ბათუმში საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებით რეგიონული სამინისტროთაშორისი სემინარი იმართება,  სახელწოდებით „პორტების უსაფრთხოება და ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა შავი ზღვიდან ევროკავშირამდე“.

სემინარში მონაწილეობენ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები ევროპის 13 ქვეყნიდან, ასევე საბაჟო სამსახურებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

საფრანგეთის საელჩოს ინფორმაციით, ევროკავშირის საგარეო ვაჭრობის დაახლოებით 75%-ის და შიდა ვაჭრობის 31%-ის დამუშავებით, პორტები ხელს უწყობენ კეთილდღეობას ევროკავშირსა და მესამე ქვეყნებთან, თუმცა ასევე განსაკუთრებით დაუცველები არიან კრიმინალური საფრთხეების მიმართ.

საზღვაო ტრანსპორტი კი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების მიერ გამოყენებული ვექტორია, განსაკუთრებით ნარკოტიკებით ვაჭრობის სფეროში.

სემინარის გამართვის აუცილებლობაზე ისაუბრა საქართველოში საფრანგეთის ელჩმა ოლივიე კურტომ.

„ბათუმში იმართება ნარკოტრაფიკთან ბრძოლის შესახებ სემინარი.

ეს არის უმნიშვნელოვანესი, პრიორიტეტული საკითხი ფრანგული მთავრობისთვის. პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ ამ თემას მიანიჭეს უმაღლესი მნიშვნელობა.

უნდა გვესმოდეს, რამდენად დიდ საფრთხეს წარმოადგენს ეს ჩვენი საზოგადოებებისთვის, ჩვენი დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოსთვის. ნაღდი ფულის უზარმაზარი ოდენობა, ნარკოტიკების უზარმაზარი ნაკადი აღწევს ჩვენს საზოგადოებებში და ანგრევს ჩვენს ახალგაზრდობას. სწორედ ამიტომ დავაყენეთ ეს საკითხი ყველაფერზე წინ.

ეს არის გლობალური ინიციატივა, რომელსაც ორი მნიშვნელოვანი განზომილება აქვს. პირველი განზომილება: ეს არის გუნდური საქმე. ვერც ერთი ქვეყანა ვერ გაართმევს ამას თავს მარტო. ამიტომაც არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, რომ მოქმედება იყოს კოლექტიური და გაიმართოს ამგვარი სემინარები და კონფერენციები რეგიონული უსაფრთხოების ძალების პროფესიონალების მონაწილეობით.

მეორე – ეს არის სპეციფიკური ზონა, ძალიან მნიშვნელოვანი ზონა. და საქმე მხოლოდ ნარკოტიკებს არ ეხება.

სამხრეთ კავკასია ყოველთვის იყო ცივილიზაციათა გზაჯვარედინი – საუკეთესო თვალსაზრისითაც და უარესითაც. და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა რეგიონული აქტორის ჩართულობა შენარჩუნდეს ამ ზონაში ნარკოტრაფიკის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ვმსჯელობთ შავ ზღვაზე, უზარმაზარ და მზარდ კავშირგაბმულობაზე სამხრეთ კავკასიით და იმ აუცილებლობაზე, რომ წინასწარ ვივარაუდოთ ევროპაში ნარკოტიკების შემოსვლა.

როგორც ვიცე-მინისტრმა აღნიშნა, საქართველო არ არის ნარკოტიკების მწარმოებელი ადგილი, არამედ სატრანზიტო ქვეყანაა. სწორედ ამიტომ ვაფასებთ ამ სფეროში თანამშრომლობას,“ – თქვა ოლივიე კურტომ, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში.

როგორც საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ რელიზშია ნათქვამი, სემინარი „საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერით“ გაიმართა.

სემინარს „ქართული ოცნების“ შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის დირექტორი, მიხეილ ჩოკოშვილი ესწრებოდნენ.

შსს ბათუმში ჩამონგრეული სახლის ადგილას აშენებულ კორპუსში 256 კვ.მ-ს ითხოვს

ბათუმში, ახალ კორპუსში, რომელიც 26 მაისის 13 ნომერში ჩამონგრეული სახლის ადგილზე ააშენეს, შინაგან საქმეთა სამინისტრო 256 კვადრატულ მეტრ ფართობს ითხოვს.

აღნიშნული ფართობი პირველ სართულზე მდებარეობს და ის ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია. შსს არ აკონკრეტებს, რისთვის სჭირდება აღნიშნული ფართობი.

ბათუმის მერია თანახმაა აღნიშნული კომერციული ფართობი სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცეს საკუთრებაში. შესაბამისი პროექტი მერიამ საკრებულოში უკვე შეიტანა. პროექტის ინიციატორია ბათუმის მერი, ქონების გადაცემის საკითხს კი საკრებულო 2025 წლის პირველი დეკემბრის სხდომაზე განიხილავს.

საკრებულოს თანხმობის შემთხვევაში, აღნიშნულ კომერციულ ფართობს ქონების ეროვნული სააგენტო სახელმწიფოს საკუთრებად დაარეგისტრირებს – შემდგომში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზნით.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩის N13-ში საცხოვრებელი კორპუსი 2021 წლის 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. გამოძიების ვერსიით, სახლის ჩამონგრევა საყრდენი კედლის მოშლამ გამოიწვია. შემთხვევას 9 ადამიანის, მათ შორის სამი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. მერიამ 20 ათასი ლარი გამოყო ჩამონგრეული კორპუსის დემონტაჟის პროექტისთვის, ხოლო ახალი კორპუსის აშენება ქალაქის ბიუჯეტს 8 მილიონი ლარი დაუჯდა.

კომერციული ფართობები ბათუმში, 26 მაისის N13-ში მდებარე ახალაშენებულ კორპუსში, რომელსაც შსს ითხოვს / ფოტო: 25.11.2025

ქონების ეროვნულმა სააგენტომ ქონების სახელმწიფოსთვის გადაცემაზე ბათუმის საკრებულოს და მერიას 2025 წლის 14 ნოემბერს მიმართა.

„გაცნობებთ, რომ ქონების ეროვნულ სააგენტოში შემოსულია შსს-ს წერილი, რომელიც ეხება, ქალაქ ბათუმში, 26 მაისის ქუჩა, N13-ში მდებარე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის საკითხს, შემდგომში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზნით.

გიგზავნით ზემოაღნიშნულ კორესპონდენციას. გთხოვთ, განიხილოთ ზემოაღნიშნული უძრავი ქონების სახელმწიფოსთვის საკუთრებაში უსასყიდლოდ, უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში გადმოცემის საკითხი, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 108-ე მუხლის შესაბამისად და მიიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება“ – წერია ქონების სააგენტოდან ბათუმის თვითმმართველობაში გაგზავნილ წერილში.

შსს-მ კი, ქონების გადაცემაზე, სააგენტოს წერილით 2025 წლის 13 ნოემბერს მიმართა:

ბათუმი, 26 მაისის და კლდიაშვილის ქუჩების კვეთა / ახალაშენებული კორპუსი 26 მაისის 13-ში, რომლის პირველ სართულზე 256 კვ.მ ფართობს შსს ითხოვს სარგებლობაში გადასაცემად / ფოტო: 25.11.2025

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ნოემბრის ბოლო დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 25 ნოემბრის 21 საათიდან 26 ნოემბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო

მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
    ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა 1-2 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა კი +16 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 27-30 ნოემბერს ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

რას ამბობს დაკავებულების გაშიშვლებაზე ბათუმში მყოფი შს მინისტრის მოადგილე დარახველიძე

“მაგ კითხვაზე გავეცი პასუხი პარლამენტში. სტამბოლის საერთაშორისო პროტოკოლის შესაბამისად [აშიშვლებენ დაკავებულებს იზოლატორში]”, – ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძემ “ბათუმელების” კითხვას, თუ რატომ ხდება წინასწარი დაკავების იზოლატორებში მოქალაქეთა გაშიშვლება.

ალექსანდრე დარახველიძე ბათუმში საერთაშორისო სემინარს ესწრება სახელწოდებით, “პორტების უსაფრთხოება და ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა შავი ზღვიდან ევროკავშირამდე”.

“ბათუმელებმა” “ქართული ოცნების” მინისტრის მოადგილეს ძალადობრივი, უკანონო დაკავებების შესახებაც დაუსვა კითხვა.

„პოლიცია აკავებს ყველა იმ პირს, ვინც არღვევს კანონს,“ – ამბობს ალექსანდრე დარახველიძე.

24 ნოემბერს, თბილისში, პოლიციამ საპროტესტო აქციაზე, 8 დემონსტრანტი დააკავა. პოლიციას მათი დაკავების მიზეზი არ განუმარტავს.

თბილისში მიმდინარე აქციაზე დაკავებები მას შემდეგ დაიწყო, რაც ტრადიციულად პარლამენტის წინ შეკრებილი მოქალაქეები თავისუფლების მოედნისკენ მშვიდობიანი მსვლელობით დაიძრნენ.

მსვლელობის დროს პოლიციამ ტროტუარებზე 4 ადამიანი დააკავა. დაკავებების შემდეგ მსვლელობის მონაწილეთა ნაწილმა პარლამენტთან დაბრუნება გადაწყვიტა, რა დროსაც პოლიციამ კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე კი ამტკიცებს, რომ პოლიცია მხოლოდ კანონდამრღვევებს აკავებს.

„შესაბამისად, ამ პირების წარდგენა ხდება სასამართლოში და იქ ყველა ხედავს, რომ არის საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის, რომ კონკრეტული პირები ცნობილ იქნენ სამართალდამრღვევად. არაერთი ფაქტი ვნახეთ თითოეულმა ჩვენთაგანმა, როდესაც სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და ესა თუ ის პირი იქნა ცნობილი სამართალდამრღვევად და შესაბამისი ჯარიმა ან სხვა ტიპის სახდელი დაეკისრა,“ – თქვა ალექსანდრე დარახველიძემ. ის ბათუმში პორტების უსაფრთხოების შესახებ სემინარს ესწრება.

კითხვაზე, როგორ არის ძელსკამზე მჯდომი ან ტროტუარზე მიმავალი ადამიანის დაკავება კანონიერი, დარახველიძე პასუხობს:

ყველა დაკავების შესახებ წარდგენილი არის სასამართლოში მტკიცებულებები, ხდება ღია სასამართლო სხდომაზე განხილვა და შემდგომში თქვენ ხედავთ, რომ ის პირები ცნობილი არიან სამართალდამრღვევად. შესაბამისად, ფაქტი არის სახეზე, რომ სასამართლომ ნახა და დაინახა, რომ ჩვენს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სავსებით საკმარისი იყო იმისათვის, რომ პირები ცნობილიყვნენ სამართალდამრღვევად,“ – ამბობს ალექსანდრე დარახველიძე.

ნახეთ ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ პასუხობენ პოლიციელები მოქალაქეებს კითხვაზე, თუ რატომ არ შეუძლიათ ტროტუარზე გადაადგილება.

გამოკითხა ბათუმში არაბულ ინვესტიციებზე – „რატომ არ ასაჯაროვებენ ხელშეკრულებას, ეს სამხედრო საკითხია?“

„რატომ არ ასაჯაროვებენ ხელშეკრულებას, ეს ხომ სამხედრო საკითხი არ არის?“ – ეს ერთ-ერთი მოქალაქის შეკითხვეაა „ოცნების“ მთავრობასთან, რომელიც არაბულ კომპანიასთან გაფორმებულ კონტრაქტს არა ასაჯაროვებს.

რას ფიქრობს ხალხი არაბულ ინვეტსუციებზე საქართველოში – ნახეთ ქუჩის გამოკითხვა ბათუმში:

გამოკითხა ბათუმში არაბულ ინვესტიციებზე –-„რატომ არ ასაჯაროვებენ ხელშეკრულებას, ეს სამხედრო საკითხია?

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 25 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 25 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 167 570 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 120. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 368 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 23 624 ერთეული [+4]
  • საარტილერიო სისტემა – 34 644 ერთეული [+18]
  • MLRS – 1 549 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 250 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 428 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 84 217 ერთეული [+448]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 981 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 68 118 ერთეული [+112]
  • სპეცტექნიკა – 4 006 ერთეული [+3]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 25 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 668 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 98 697 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 638 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 26 247 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 620 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 31 538 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 47 635 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ევროპული ალტერნატივა უკრაინის სამშვიდობო გეგმისთვის

რას გულისხმობს აშშ-ის 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა უკრაინისთვის

უკრაინა რთული არჩევანის წინაშე – ზელენსკის მიმართვა ხალხს

ომის დასრულების თაობაზე კონსულტაციების დასაწყებად ზელენსკიმ დელეგაცია დანიშნა

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook
Exit mobile version