უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 26 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 168 550 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +980. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
- ტანკი – 11 372 ერთეული [+4]
- ჯავშანტექნიკა – 23 625 ერთეული [+1]
- საარტილერიო სისტემა – 34 688 ერთეული [+44]
- MLRS – 1 549 ერთეული [+0]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 252 ერთეული [+2]
- თვითმფრინავი – 428 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 84 960 ერთეული [+743]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 995 ერთეული [+14]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 68 242 ერთეული [+124]
- სპეცტექნიკა – 4 007 ერთეული [+1]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 25 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 668 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 98 697 უპილოტო საფრენი აპარატი
- 638 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 26 247 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 620 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 31 538 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 47 635 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
უიტკოფი რუსებს ტრამპთან მოსალაპარაკებლად რჩევებს აძლევდა – მედია
უკრაინა ამერიკელებთან სამშვიდობო გეგმაზე შეთანხმდა, რუსეთის პასუხი ჯერ უცნობია – მედია
„ევროპელები დასხდნენ უკრაინელებთან ერთად და ტექსტი თავიდან ბოლომდე გადაამუშავეს“ – ინტერვიუ






