მთავარი,სიახლეები

ბათუმში დანგრეული სახლის ადგილას ახალი კორპუსის მშენებლობა დაიწყო

24.05.2023
ბათუმში დანგრეული სახლის ადგილას ახალი კორპუსის მშენებლობა დაიწყო

აჭარის მთავრობის ცნობით, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სადაც 2021 წლის 8 ოქტომბერს სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, ტრაგედიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დაიწყო.

ბათუმში რამდენიმე მისამართზე ავარიული სახლების დემონტაჟსა და ახალი კორპუსების მშენებლობაზე მერიამ ხელშეკრულება შპს „ანაგთან“ 2023 წლის 16 თებერვალს გააფორმა.

ამ ხელშეკრულების ფარგლებში „ანაგი“ ახალ, 8-სართულიან კორპუსს 26 მაისის ქუჩაზეც ააშენებს. საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის 8 მლნ ლარია გამოყოფილი. 

სახლის მშენებლობა 2024 წლის აგვისტოში უნდა დასრულდეს.

26 მაისის ქუჩის N13-ში საცხოვრებელი კორპუსი 2021 წლის 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. გამოძიების ვერსიით, სახლის ჩამონგრევა საყრდენი კედლის მოშლამ გამოიწვია. შემთხვევას 9 ადამიანის, მათ შორის სამი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ის ოჯახები, რომლებიც 26 მაისის N13 კორპუსში ცხოვრობდნენ, ქალაქის მერიას ქირით ჰყავს გაყვანილი.

______

ფოტოზე: სახლის რენდერი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: