რუსეთის ძალები კიევს ისევ თავს დაესხნენ

კომბინირებული დრონებით და ბალისტიკური რაკეტებით რუსეთის ძალებმა უკრაინაზე 23 იანვრის ღამეს მორიგი თავდასხმა განახორციელეს. „უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, კიევის სამ რაიონს დაარტყეს, დაიღუპა ერთი ადამიანი, რამდენიმე კრიტიკულად დაშავდა. ქვეყანაში გამოცხადებული იყო საჰაერო განგაში.

საჰაერო დარტყმების შედეგად კიევში ათასობით კორპუსი ისევ გათბობის გარეშეა.

„უკრაინსკაია პრავდას“ მონაცემებით, წუხელ, დაახლოებით ღამის 2 საათზე დესნიანსკის და ჰოლოსიევსკის რაიონებში არასაცხოვრებელ შენობებზე დარტყმები დაფიქსირდა, დნეპროვსკის რაიონში კი, ნანგრევების ჩამოვარდნის შემდეგ, საწვავის ავზს ცეცხლი გაუჩნდა.

მედიკოსებმა ჰოლოსიევსკის რაიონში კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ორი ადამიანი ჰოსპიტალიზაციაში მოათავსეს.

ბათუმში წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს. მას საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას, ასევე ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას და ნივთის დაზიანებას ედავებიან.

დაკავებული თურქეთია მოქალაქეა. მიმდინარეობს საექსტრადაციო პროცედურა.

 

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 24 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 24 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 233 020 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +930. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 603 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 23 949 ერთეული [+3]
  • საარტილერიო სისტემა – 36 580 ერთეული [+31]
  • MLRS – 1 623 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 283 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 434 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 114 049 ერთეული [+772]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 190 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 75 644 ერთეული [+88]
  • სპეცტექნიკა – 4 050 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 24 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 110 949 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 646 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 292 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 650 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 32 801 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 52 675 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

“მოდით, დავასრულოთ ეს „ზაზუნას დღე“ – ზელენსკის მიმართვა ევროპელებს დავოსიდან

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„დაცინვაა მასწავლებლების“ – პედაგოგი ახალ სქემასა და დაბალ ხელფასებზე

„ოპტიმიზმის საფუძველს არაფერი მაძლევს. ჩემთვის შეურაცხმყოფელია ის, რომ რამდენჯერმე დავადასტურე კომპეტენცია და მაინც შეუძლიათ დააყენონ ჩემი სტატუსის გადახედვის საკითხი“- ამბობს სოფიო ქუხილავა, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ წვირმის საჯარო სკოლაში, ინგლისურ ენას ასწავლის.

მასწავლებელს „ბათუმელები“ იმ ახალი სქემის შესახებ ესაუბრა, რომელსაც „ქართული ოცნების“ თითქმის ყველა განათლების მინისტრი, თავიდან წერს და ამტკიცებს.

  • ქალბატონო სოფიო, ამ წლების განმავლობაში, თითქმის ყველა მინისტრი მასწავლებლის კარიერული წინსვლის ახალ სქემას ამტკიცებდა. ამჯერადაც შეცვალეს სქემა. თქვენი დაკვირვებით არის კი რაიმე სიახლე ამ სქემაში და თუ არის, ხომ არ არის სადაო საკითხები შეტანილი, ის, რასაც არ ეთანხმებით, მაგალითად, როგორც მასწავლებელი?

მასწავლებლის სტატუსის სახეებია – უფროსი, წამყვანი და მენტორი. იერარქიულად, ყველაზე დაბალი სტატუსი არის უფროსი და ყველაზე მაღალი – მენტორი მასწავლებლის სტატუსი.

რაოდენობრივად, ყველაზე მეტნი არიან უფროსი მასწავლებლები. ახალი სქემის მიხედვით, უფროს მასწავლებლებს არ აქვთ არანაირი ვალდებულება პროფესიული წინსვლის და ეს მათთვის არის ნებაყოფლობითი. შეუძლიათ არ იფიქრონ კარიერულ წინსვლაზე და განვითარებაზე და არც მოტივაცია ექნებათ ახალი სქემით.

წამყვანი და მენტორი მასწავლებლები აქამდეც ჩართული იყვნენ ხვადასხვა პროექტებში და ეს საკითხი ისედაც იდგა მათი დღის წესრიგში, სკოლის წარმატებასა და სწავლების ხარისხში მათ შეჰქონდათ ყველაზე დიდი წვლილი.

ახალი სქემით კი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლები ვალდებულებიც იქნებიან შეასრულონ გარკვეული ფუნქციები სკოლისა და მუნიციპალიტეტის დონეზე და სხვა შემთხვევაში მათ სტატუსი აღარ შეუნარჩუნდებათ. ანუ, ეს სტატუსები მუდმივი აღარ იქნება, თუ მასწავლებელი არ აჩვენებს პროფესიულ აქტივობას.

  • ფაქტობრივად, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს წაართვეს სტატუსის დანამატი, თუმცა დაუტოვეს პასუხისმგებლობები? ასე გამოდის?

დიახ. ის დანამატი, რაც დღეს არსებობს, ჯერ ერთი ძალიან მიზერულია და საერთოდ არ შეესაბამება ჩვენს შრომას, მით უმეტეს, იმ გაზრდილ პასუხისმგებლობას, რომელიც ამ სქემის ამოქმედების შემდეგ მასწავლებელს დაეკისრება და შესაძლოა, ეს დანამატიც კი ვეღარ მიიღოს მასწავლებელმა, თუ გარკვეულ აქტივობებს არ განახორციელებს.

  • 1000-1500 ლარი იყო ადრე დანამატი, როგორც მახსოვს და ახლა რამდენი გამოგდით?

117 ლარია ხელზე ასაღები თანხა და რეალურად, ამილახვარის დროს, იმ „უპრეცენდენტო“ სახელფასო მატების დროს, ჩვენ დაგვაკლეს ხელფასები.

იმ მასწავლებლებს, რომლებმაც ღამეები ათენეს, სკოლის და მოსწავლის წინსვლისთვის, საკუთარი განვითარებისთვის, კოლეგის განვითარებისთვის და საერთო ჯამში – სკოლის განვითარებისთვის ძალიან ბევრი იშრომეს, ჩამოაკლეს ხელფასები და ასე გაუზარდეს სხვებს. ფაქტობრივად, ჩვენზე მოკლებული ხელფასებიდან დაუმატეს.

  •  ახლა კი აპირებენ, რომ ეს 117 ლარიც წაართვან წამყვანებს და მენტორებს?

დიახ, ასე გამოდის.

მე წამყვანი მასწავლებელი ვარ და ასეთი დამოკიდებულების გამო, ალბათ აღარ ავიმაღლებ სტატუსს.

  • ფაქტობრივად, მოტივაცია დაგიკარგეს, ასე გამოდის?

ასეა. რამდენს გაუჩნდება სურვილი და მოტივაცია, რომ დაწინაურდეს? განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პასუხისმგებლობა გაზრდილია, დანამატი კი იგივე რჩება. წამყვან და მენტორ მასწავლებლებს დაემატათ სხვა მასწავლებლის კონსულტირების და კურირების მოვალეობაც, თუმცა ეს დანამატზე არ ასახულა ამ ეტაპამდე. 2026 წლისთვის ყველა სექტორში გაიზარდა ხელფასები და მასწავლებლებისთვის ეს არ მომხდარა.

  • როგორ ფიქრობთ, რატომ ექცევიან მასწავლებლებს ასე?

რეალურად, იმ შემთხვევაში, თუ სქემა იქნებოდა მართლა ორიენტირებული მასწავლებლის განვითარებაზე, რაც შემდეგ აისახება მოსწავლის და სკოლის განვითარებაზე, რა თქმა უნდა, გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო ჩვენი ხელფასის ზრდაც, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ქვეყანაში კატასტროფულად იზრდება ფასები და მასწავლებლის ხელფასი ისევ მინიმალური რჩება. განსაკუთრებით იმ შრომისა და ძალისხმევის ფონზე, რაც მასწავლებელს უწევს.

არ ვიცი, ეს დაცინვაა პირდაპირ მასწავლებლების.

რა არის მათი მიზანი? – ვფიქრობ, რომ უფრო ნაკლებმა მასწავლებელმა მოინდომოს წინსვლა.

  • მაშინ რას ეყრდნობა სამინისტროს მოლოდინები, რომ სკოლებში სწავლის ხარისხი გაიზრდება?

ამაზეც უნდა ფიქრობდეს სახელმწიფო, მაგრამ მათი მიზანი, რომ რეალური იყოს, მაშინ მსგავს სქემას არ შემოგვთავაზებდნენ.

პასუხისმგებლობის და საქმიანობის პროპორციულად უნდა გაზრდილიყო ხელფასებიც, მაშინ. მაგრამ ხელფასის ზრდაზე არ არის საუბარი, იზრდება მხოლოდ პასუხისმგებლობები.

რა თქმა უნდა, ბევრი მასწავლებელი აღარ მოინდომებს არც წამყვანობას და არც მენტორობას და მაშინ ვინ შეასრულებს იმ ფუნქციებს, რაც მაღალი სტატუსის მასწავლებლებს მოგვეთხოვება კარიერულ გზაზე. სად გამოჩნდება ხარისხის ზრდა?

გარდა ამისა, ძალიან იკვეთება სუბიექტივიზმის საფრთხე, ვინაიდან სტატუსის მინიჭება დიდწილად სკოლის შიდა შეფასებაზე იქნება დამოკიდებული. ასეთ დროს არსებობს რისკი, რომ გადაწყვეტილებაზე შესაძლოა გავლენა მოახდინოს პირადმა ურთიერთობამ სკოლის დირექტორთან.

  • რას გულისხმობთ?

შეიძლება რაღაც უთანხმოება გქონდეს დირექტორთან და ამის გამო შენი აქტივობები საერთოდ არ ჩათვალონ ადეკვატურად, იმ ფუნქციებთან შესაბამისობაში, რაც სკოლამ შემოგთავაზა.

  • მასწავლებლის კარიერული წინსვლა დირექტორზეა დამოკიდებული თუ კომისიაზე, რომელსაც, როგორც წერია სქემაში, მთავრობა ამტკიცებს?

თუ უფროსი მასწავლებელი ხარ და გინდა წამყვანობა ან წამყვანი მასწავლებელი ხარ და ასრულებ დაკისრებულ ფუნქციებს, ამ შემთხვევაში გაფასებს სკოლა და ის შეფასების ჯგუფი სკოლის მიერაა დაკომპლექტებული.

  • და კომისია ვის აფასებს? ან ის თუ არის ცნობილი, ვინ იქნება ამ კომისიის შემადგენლობაში?

აი, ეს არის ზუსტად ბუნდოვანი, თუ რა კრიტერიუმით შეირჩევიან კომისიის წევრები და რამდენად კომპეტენტური იქნებიან მისი წევრები. ამაზე პასუხი არ მიგვიღია ჯერ.

მაგალითად, თუ უფროს მასწავლებელს სურს კარიერული წინსვლა, ის ერთწლიან სამოქმედო გეგმას ადგენს და წარუდგენს დირექციას. დირექცია შეაფასებს რამდენად რელევანტურია, რამდენად მიღწევადია ეს გეგმა და შეუძლია თუ არა მასწავლებელს დაიწყოს ამ აქტივობების განხორციელება. თუ მასწავლებელმა მიიღო დასტური, რომ შესაბამისია სკოლის საჭიროებასთან, მასწავლებელი იწყებს ამ აქტივობის განხორციელების მტკიცებულებების მოპოვებას, რომელიც უკვე წლის ბოლოს უნდა წარუდგინოს შეფასების ჯგუფს.

მაგრამ, თუ მასწავლებელს სურს მენტორი გახდეს ან არის უკვე მენტორი და უწევს სხვადასხვა ფუნქციის შესრულება, ის უკვე რესურსცენტრის დონეზე ფასდება.

მენტორი მასწავლებელი ორივე მიმართულებით ადასტურებს თავის კომპეტენციას, – სკოლის დონეზეც უნდა დაადასტუროს და რესურსცენტრის დონეზეც.

  • ვთქვათ, მასწავლებელმა მოსთხოვა სკოლას რესურსები ხარისხიანი გაკვეთილისთვის. მაგალითად, ინტერნეტი კლასში, მაღალი ხარისხის ტექნიკა, ლაბორატორიები და ასე შემდეგ… როგორ ფიქრობთ, რა პასუხს მიიღებს ის დირექციისგან ან სამინისტროსგან, დააკმაყოფილებენ?

სწორედ ეს არის შეუსაბამო, რომ არაადეკვატურია მოითხოვო ხარისხი მაშინ, როცა ამის შესაბამისი რესურსიც კი არ აქვს სკოლას.

გგონიათ მაღალმთიან რეგიონებში ძალიან მაღალი დანამატია? 150 ლარია და ეს მაშინ, როდესაც მასწავლებელს უწევს რთულ პირობებში მუშაობა, როცა 6-7 თვე შესაძლოა საერთოდ ჩაკეტილი იყო. თოვლი, უშუქობა, ინტერნეტიც არ არის ხომ ასეთ დროს. ამ გამოწვევების ფონზე რა გამოსავალს გვთავაზობს სახელმწიფო, რაში გვიწყობს ხელს? მთა რომ არ დაიცალოს, სოფლები არ დაიცალოს, რა პროგრამებს გვთავაზობს ამისთვის, რომელიც ემსახურება რეალურად სწორედ ასეთი სოფლების გაძლიერებას და იმას, რომ მეტი ახალგაზრდა კადრი მოიზიდოს?!

რეალურად, არ არსებობს არანაირი საფუძველი იმის, რომ იფიქრო, თითქოს განვითარებაზე და წინსვლაზე იყოს სახელმწიფო ორიენტირებული.

ყველაფერი პედაგოგის ძალისხმევაზე და შრომაზეა დამოკიდებული, თორემ სახელმწიფოსგან რა ხელშეწყობა გვაქვს?!

გულით გინდა, კარგი, ინოვაციური გაკვეთილის ჩატარება, მაგრამ ვერ ახერხებ. თუ ახერხებ, შენი რესურსები უნდა დახარჯო და მაინც გვიწევს ჩვენით მოვიძიოთ ეს რესურსები, როცა სახელმწიფო არ გვაწვდის.

  • გქონიათ როდისმე შესაძლებლობა პირდაპირ გეთქვათ ამის შესახებ სამინისტროს წარმომადგენლებისთვის? ხომ ამბობენ, რომ მასწავლებლებს ხვდებიან, არასდროს ამოსულან მთაში?

სხვათა შორის არ ყოფილან და რეალურად, არც ჩვენი საჭიროების შესახებ უკითხავთ არაფერი.

  • როგორც ვიცით, ამ ახალი სქემის მიხედვით, მასწავლებელს ეკრძალება ორ ადგილზე მუშაობა. როგორ აისახება ეს მასწავლებლის შემოსავალზე?

ესეც არასასურველი კადრების მოშორების მექანიზმია, ჩემი აზრით, რადგან რამდენიმე შემთხვევა იყო, როდესაც მასწავლებლები პოლიტიკური შეხედულების გამო გაუშვეს სხვადასხვა სამსახურიდან და მიზეზად სწორედ ორ სამსახურში ერთდროულად მუშაობა დაუსახელეს. მით უმეტეს მაშინ, როცა შეეძლო დამსაქმებელს მიეცა ნებართვა სხვა სამსახურში მუშაობის, მაგრამ მაინც პოლიტიკური შეხედულება აღმოჩნდა გადამწყვეტი.

  • ეს ნიშნავს, რომ რეალურად მასწავლებელს დამოუკიდებლობა წაართვეს?

კი. ამისკენ მიდის ტენდენცია, რომ მაქსიმალურად შეზღუდონ მასწავლებლები, რომ იყვნენ უფრო მორჩილი, ასე ვთქვათ. ამ ბოლო პერიოდში, მასწავლებელი გახდა ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი.

  • ამ სქემაში, ერთი მხრივ წერია, რომ კარიერული წინსვლა ნებაყოფლობითია, მეორე მხრივ კი, სქემა ავალდებულებს სკოლას შექმნას მექანიზმები პედაგოგების სქემაში ჩასართავად. ამაზე რას ფიქრობთ?

როცა არ არსებობს ვალდებულება, შესაძლოა ადამიანმა არც იფიქროს პროფესიულ განვითარებაზე, მით უმეტეს მაშინ, როცა არ არსებობს ფინანსური სარგებელი. რატომ უნდა გააკეთოს ეს? ადრე, ბევრი პრაქტიკოსი მასწავლებელი იყო ჩართული სხვადასხვა პროექტში, მათ შორის საერთაშორისო პროექტებშიც და თუ ახლა არ ექნება წინსვლის ვალდებულება, რატომ გააკეთებს ამას. უბრალოდ, მოტივაცია აღარ ექნება.

  • თუმცა, სისტემა ყოველთვის ამ კატეგორიის მასწავლებლებთან უფრო მიდიოდა კომპრომისზე. გახსოვთ ალბათ, 1-კრედიტიანებს როცა მიანიჭეს სტატუსები, შემდეგ, ხელფასებიც მათ გაუზარდეს. რატომ ხდება ასე, როგორ ფიქრობთ?

გეთანხმებით, მაგრამ იმ მასწავლებლებს, რომლებმაც ერთი და ოთხი კრედიტით დაადასტურეს კომპეტენცია, წინსვლის პერსპექტივა არ აქვთ. მაინც უნდა გადააბარონ საგანი და მხოლოდ ამ შემთხვევაში შეუძლიათ იზრუნონ კარიერულ წინსვლაზე.

სიმართლე გითხრათ, მე მაინც არ ვარ ასეთი კატეგორიული, მაგრამ მასწავლებელმა რომ უნდა იცოდეს თავისი საგანი და უნდა დაადასტუროს კომპეტენცია, ეს ცალსახაა და გადახედვას არ ექვემდებარება.

  • დადებითი რა აქვს ამ სქემას?

დადებით მხარედ შეგვიძლია ჩავთვალოთ ის, რომ გაუქმდა წამყვან-მენტორის გამოცდა. მეც ვეთანხმებოდი ამაში, რადგან ფსიქოლოგიური ბარიერი იყო და ბევრ კვალიფიციურ კადრს შეიძლება ხელს უშლიდა წინსვლაში. უფრო პრაქტიკაზე ორიენტირებული გახდა სქემა, ასე რომ ვთქვათ და ბიუროკრატიის კლებაზეც შეიძლება გაკეთდეს აქცენტი. უფრო ციფრულად გიწევს ვიდეოგაკვეთილების თუ მოსწავლეთა პროგრესის დოკუმენტირება და ასე შემდეგ.

  • მთლიანობაში, გაძლევთ ოპტიმიზმის საფუძველს ეს ცვლილებები, ასევე ის დაანონსებული რეფორმა, რომელიც „ოცნების ხელისუფლებას“ აქვს დაგეგმილი სკოლებში, თუ არა?

რეალურად, ოპტიმიზმის საფუძველს არაფერი მაძლევს. ჩემთვის შეურაცხმყოფელია ის, რომ რამდენჯერმე დავადასტურე კომპეტენცია და მაინც შეუძლიათ დააყენონ ჩემი სტატუსის გადახედვის საკითხი. ეს არ უნდა ყოფილიყო ამ ფორმით, რადგან ჩვენ შეიძლება იმაზე მეტსაც ვაკეთებთ, ვიდრე შეიძლება გაგვიწერონ და ეს მაშინ, როცა არც კი განიხილება მასწავლებლის ხელფასის მატება.

ყოველ შემთხვევაში, მე ვერ ვხედავ ერთ მიზეზსაც კი, რომ ოპტიმისტურად შევხედო ამ ახალ სქემას და არც ვიცი, რამდენად ჩავერთვები ან რამდენად მოვინდომებ დაწინაურებას. ალბათ აღარ მოვინდომებ.

ბათუმის მერია დასუფთავების მოსაკრებელის გაანგარიშების წესს ცვლის

ბათუმის მერია დასუფთავების მოსაკრებლის დაანგარიშების წესს ცვლის. დადგენილების ახალი პროექტის დამტკიცებაზე ბათუმის საკრებულომ 28 იანვარს უნდა იმსჯელოს.

მერია განმარტავს, რომ დასუფთავების მოსაკრებლის ადმინისტრირების უფრო მარტივი და დახვეწილი წესი სჭირდება და პროექტი მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილებით შეიმუშავა.

ახალი წესის შესაბამისად, მოსაკრებელს დაიანგარიშებენ სულადობის მიხედვით, ხოლო ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და იურიდიული პირებისათვის – ნარჩენების დაგროვების ნორმის, გატანის ღირებულებისა და შესაბამისი ზომის ერთეულის კომბინაციით.

„ერთ სულ მოსახლეზე – 1,30 ლარი თვეში. მოსახლეობისთვის, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა 70 ათასი ან 70 ათასზე დაბალია – 1 ლარი თვეში. იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის მოსაკრებლის ოდენობა გაიანგარიშება ფორმულით: M = (N X C X K)/12, სადაც M აღნიშნავს მოსაკრებლის ოდენობას თვეში, N- ით აღინიშნება ნარჩენების დაგროვების ნორმატივი წელიწადში, C-1მ 3 ნარჩენის გატანის ღირებულება, C=9 ლარი, K-ზომის ერთეულია [დაკავებული ფართი, მომხმარებელთა რაოდენობა, ადგილი, საწოლი].

იმ იურიდიული პირებისათვის, რომელთა საქმიანობაც მოიცავს სხვადასხვა სფეროს, მოსაკრებელს გაიანგარიშებენ კომპლექსურად, ფორმულის შესაბამისად. [ცალკეული საქმიანობის სფეროებიდან გამომდინარე გადასახდელ მოსაკრებელთა ჯამი]. მოსაკრებელს იგივე პრინციპით დაიანგარიშებენ  ბაზრობისა და სავაჭრო ცენტრებისთვის.

საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასუფთავების მოსაკრებელი განისაზღვრება აღსაზრდელების/მოსწავლეების/სტუდენტების და დასაქმებულ პირთა საერთო რაოდენობის გათვალისწინებით.

ბათუმის მოსახლეობისთვის მოსაკრებლის გადახდის ქვითარი გამოიწერება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეზე, რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენები.

  • საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელი პირები, რომლებსაც არ გააჩნიათ ელექტროენერგიის მრიცხველი, დასუფთავების მოსაკრებელი დაერიცხებათ იმ აბონენტზე, რომლითაც მარაგდებიან ელექტროენერგიით ან იხდიან ელექტროენერგიის გადასახადს. მოსაკრებლის გადახდის ქვითარი ორგანიზაციების, იურიდიული პირებისათვის, ინდივიდუალური მეწარმისა და დაწესებულებებისთვის გამოიწერება აბონენტის [ელექტროენერგიის მრიცხველის მესაკუთრის] სახელზე.
  • იმ საცხოვრებელ ფართობზე, სადაც რეგისტრირებულია ერთზე მეტი მრიცხველი, მოსაკრებელი დაერიცხება ერთ-ერთ მრიცხველს, თუ არ გამოვლინდება სხვა გარემოება, მაგალითად მესამე პირისთვის ფართობის ქირავნობით, გირავნობით ან სხვა ფორმით სარგებლობაში გადაცემის ფაქტი.
  • ამხანაგობის შემთხვევაში, ამხანაგობის ყველა წევრთა თანხმობისას, ქვითარი გამოიწერება ამხანაგობის სახელზე. ამ შემთხვევაში ამხანაგობამ წერილობით უნდა მიმართოს სამსახურს და წარუდგინოს ყველა მესაკუთრის თანხმობის საბუთი.
  • მოსაკრებლის გადახდის ქვითარი ორგანიზაციების, იურიდიული პირებისათვის, ინდივიდუალური მეწარმისა და დაწესებულებებისთვის გამოიწერება იმ ორგანიზაციის, დაწესებულების, ინდივიდუალური მეწარმისა და იურიდიული პირის სახელზე, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნა საყოფაცხოვრებო ნარჩენი.

ნარჩენების წარმომქმნელი ფიზიკური პირების რაოდენობის შეცვლის შემთხვევაში, მიმდინარე თვის მოსაკრებელი იფარება ცვლილების გაუთვალისწინებლად.

მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში ყოფილმა მესაკუთრემ, მოიჯარემ ან მოსარგებლემ მოსაკრებლის დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა/დაბრუნება, წინააღმდეგ შემთხვევაში აბონენტზე არსებული მოსაკრებლის დავალიანების გადახდის ვალდებულება დაეკისრება ახალ მესაკუთრეს. 

მოიჯარის ან მოსარგებლის მიერ დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში დავალიანების გადახდის ვალდებულება ეკისრება მესაკუთრეს.

წესის შესაბამისად მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება ფიზიკური პირებისთვის [გარდა ინდივიდუალური მეწარმეებისა] – მომსახურების ერთი თვის განმავლობაში მიღების შემთხვევაში. ორგანიზაციების, დაწესებულებების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის მომსახურების მიღებისთანავე.

მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია ის ფიზიკური პირი, რომელიც ცხოვრობს სასტუმროს ტიპის საცხოვრებელში, იმ
შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი თვითონ სარგებლობს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელი ოპერატორის მომსახურებით.

მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წყდება ფიზიკური და იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების მიერ ნარჩენების
წარმოქმნის შეწყვეტისთანავე.

დასუფთავების მოსაკრებელი არ დაერიცხება საწარმოო ობიექტებისა და ორგანიზაციების შენობა-ნაგებობების ფართობს ან მათ ნაწილს, ღია ტერიტორიების ფართობს ან მათ ნაწილს, რომლებიც არ ფუნქციონირებს, გამოუყენებელია და არ წარმოიქმნება ნარჩენი, ასევე არ დაერიცხება დასუფთავების მოსაკრებელი შემდეგ ინფრასტრუქტურის ფართობზე: დამხმარე სამეურნეო ნაგებობა, ავტოსადგომი, შიდა ბიბლიოთეკა, საქვაბე, შიდა მომსახურებისთვის სამრეცხაო, კვებისთვის განკუთვნილი იზოლირებული ფართობი, სკვერი.

მომსახურების ორგანიზების ერთ თვეზე მეტი ხნით შეწყვეტის შემთხვევაში, მოსაკრებლის გადამხდელის მოთხოვნით გადასახდელი თანხა შესაძლებელია შემცირდეს ამ პერიოდში გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობით.

მომსახურების ორგანიზების შეფერხების, შეზღუდვის, დაგვიანების, აგრეთვე მომსახურების ერთ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში შეწყვეტის შემთხვევაში, მოსაკრებლის გადამხდელს არ აქვს უფლება მოითხოვოს მოსაკრებლის განაკვეთის გადახდისგან გათავისუფლება ან მისი განაკვეთის შემცირება.

ნარჩენების წარმომქმნელის მიერ ნარჩენების წარმოქმნის ადგილის შეცვლის შემთხვევაში მოსაკრებელი უნდა გადაიხადონ ნარჩენების წარმოქმნის იმ
ადგილის მიხედვით, სადაც მიიღო მომსახურების 50%-ზე მეტი.

სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და მათ მიერ დაფუძნებული საჯარო და კერძო სამართლის სამეწარმეო [50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით] და არასამეწარმეო [არაკომერციული] იურიდიული პირები ისაგებლებენ მოსაკრებლის გადახდის 50%-იანი შეღავათით.

მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლებულია მოხუცთა და ბავშვთა თავშესაფრები და უფასო სასადილოები.

გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ. დაწესებულებებს, ორგანიზაციებს, ინდივიდუალურ მეწარმეებს, იურიდიულ პირებს, რომელთაც დასუფთავების მოსაკრებელი დაერიცხათ მომსახურების მიღების მთელს პერიოდზე, მაგრამ არანაკლებ ორი თვისა, მიეცემათ უფლება მომსახურების მიღების მთელს პერიოდზე დარიცხული მოსაკრებლის [მოსაკრებლის მიმდინარე ყოველთვიურ დარიცხვასთან ერთად] დავალიანება დაფარონ მოსაკრებლის დარიცხვიდან არაუმეტეს 12 თვის ვადაში, შესაბამის სამსახურთან ან/და ოპერატორთან გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, ხოლო ფიზიკური პირებისთვის [გარდა ინდივიდუალური მეწარმისა] დავალიანების დაფარვის პერიოდი განისაზღვროს არაუმეტეს 24 თვის ვადით.

ბათუმის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი ბინის/სახლის მესაკუთრე, ასევე მოქმედი ინდივიდუალური მეწარმე, იურიდიული პირი, ორგანიზაცია და დაწესებულება ვალდებულია  მერიის შესაბამის სამსახურში ან ოპერატორთან დარეგისტრირდეს მოსაკრებლის გადამხდელად. ამ წესის ამოქმედების დღიდან აღნიშნული პირები ავტომატურად ითვლებიან მომსახურების მიმღებებად.

ბათუმის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი ბინის/სახლის მესაკუთრე (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა), ვალდებულია დაარეგისტრიროს მის საკუთრებაში მცხოვრები პირების რაოდენობა. მესაკუთრე ფიზიკური პირი, რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება ნარჩენი, ვალდებულია წარმომქმნელთა რაოდენობის ცვლილების შესახებ დაუყოვნებლივ ან/და არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა აცნობოს სამსახურს ან ოპერატორს, რომელიც გავლენას მოახდენს გადასახდელი მოსაკრებლის გაანგარიშებაზე. აბონენტი ვალდებულია წარმოადგინოს ცვლილების დამადასტურებელი უტყუარი დოკუმენტი.

იმ შემთხვევაში, თუ აბონენტმა თანხა გადაიხადა ძველ მისამართზე, ცვლილების შემთხვევაში ახალ მისამართზე დარიცხული მოსაკრებლის გადახდის
ვალდებულება წარმოექმნება მომავალი თვიდან. იმ მისამართებზე, სადაც ვერ დგინდება კონკრეტულ საცხოვრებელ ფართობში რეგისტრირებულ პირთა
რაოდენობა, მოსაკრებლის კორექტირება მიმდინარე პერიოდიდან განხორციელდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ნოტარიულად დამოწმებული
კრების ოქმის საფუძველზე.

ბათუმის ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ ფართობში (მოსახლეობის კატეგორიის აბონენტზე), სადაც დასტურდება ცხოვრების
ფაქტი, მაგრამ არ არის რეგისტრირებული არც ერთი ფიზიკური პირი, დასუფთავების მოსაკრებელი დაერიცხებათ, როგორც ერთ სულ მოსახლეს თვეში –
1,30 ლარის ოდენობით.

საცხოვრებელ ფართობზე ცხოვრების ფაქტი დადასტურებულად ჩაითვლება მერის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად. იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო სერვისების სააგენტოს მიერ გაცემული ინფორმაციის საფუძველზე დადასტურდება ერთზე მეტი პირის რეგისტრაცია, შესაბამისი პირის რეგისტრაციის პერიოდიდან განხორციელდება სულადობისა და დასარიცხი ტარიფის კორექტირება.

ბათუმის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი ბინის/სახლის მესაკუთრეები, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები, ასევე ნარჩენების წარმომქმნელი და/ან მფლობელი პირები ვალდებული არიან სამსახურის ან ოპერატორის მიერ დადგენილ გონივრულ ვადაში, მაგრამ არა უმეტეს 30 კალენდარული დღისა, გასცენ ნარჩენების გატანისათვის საჭირო ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რამაც შესაძლებელია გავლენა იქონიოს სამსახურის ან ოპერატორის მიერ ამ მომსახურების მიწოდების ხარისხზე და მოცულობაზე.

დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებული არიან დადგენილი წესით რეგისტრაციიდან ან შექმნის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან [აგრეთვე რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, საქმიანობის პროფილის, მისამართის, ადგილმდებარეობის და ნებისმიერი სახის ცვლილების შემთხვევაში] არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობონ სამსახურს ან ოპერატორს. მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებული არიან მოსაკრებელი გადაიხადონ მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე.

დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელად დარეგისტრირებისთვის დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური
მეწარმეები ვალდებული არიან წარმოადგინონ კონკრეტულ მისამართზე მათი ფუნქციონირების დაწყების დამადასტურებელი დოკუმენტები.
მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებული არიან მოსაკრებელი გადაიხადონ მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე.

დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელად დარეგისტრირებული მომხმარებლების მიერ, ფაქტობრივად დაკავებულ ფართობში ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში [რამაც შესაძლებელია გავლენა იქონიოს სამსახურის ან ოპერატორის მიერ ამ მომსახურების მიწოდების ხარისხსა და მოცულობაზე], მათზე დარიცხულ მოსაკრებელში ცვლილების [კორექტირების] შეტანის მიზნით ვალდებული არიან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობონ სამსახურს ან ოპერატორს და წარმოადგინონ მათ მიერ დაკავებულ ფართობში ცვლილების დამადასტურებელი დოკუმენტები. მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა, დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელად დარეგისტრირებული მომხმარებლები ვალდებული არიან მოსაკრებელი გადაიხადონ გაზრდილი მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე.

დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებული არიან საქმიანობის შეწყვეტის შესახებ არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობონ სამსახურს ან ოპერატორს და წარმოადგინონ კონკრეტულ მისამართზე საქმიანობის შეწყვეტის უტყუარი დამადასტურებელი დოკუმენტი [სახელმწიფო ან სხვა კომპეტენტური ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტი].

საქმიანობის შეწყვეტის უტყუარი დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოუდგენლობის შემთხვევაში დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვის შეწყვეტა განხორციელდება სამსახურის ან ოპერატორისადმი შეტყობინების განხორციელების დღიდან ან შესაბამისად უფლებამოსილი პირების მიერ ინსპექტირების შედეგად, ობიექტის ფუნქციონირების შეწყვეტის ფაქტის დადასტურების საფუძველზე შედგენილი შემოწმების აქტის თარიღიდან, ასევე შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტის დღიდან.

ორგანიზებული ბაზრობის და სავაჭრო ცენტრების მომწყობი პირი ვალდებულია წარუდგინოს შესაბამის სამსახურს ან ოპერატორს ინფორმაცია ბაზრობებისა და სავაჭრო ცენტრების არსებული სავაჭრო ან/და მომსახურების ობიექტების საქმიანობის სფეროს და დაკავებული ფართობის შესახებ.

ამ წესების შესრულებაზე კონტროლის განხორციელების მიზნით უფლებამოსილ პირს/პირებს დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში უფლება აქვს შეუფერხებლად შევიდეს ნარჩენების წარმომქმნელი პირების ტერიტორიაზე, ხოლო ნარჩენების წარმომქმნელი პირი ვალდებულია რეაგირების მიზნით დროულად [არა უმეტეს 5 სამუშაო დღისა] წარუდგინოს შესაბამისი ინფორმაცია და დოკუმენტაცია. ნარჩენების წარმომქმნელი სუბიექტების ტექნიკურ მაჩვენებლებში არასწორი, არასრულყოფილი ინფორმაციის მითითებისა ან/და არასწორი, არასაკმარისი საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება ნარჩენების წარმომქმნელ პირს.

მოსაკრებლების გადახდევინებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ბათუმის მერიის შესაბამის სამსახურს ან/და შესაბამის ოპერატორს  ბათუმის მუნიციპალიტეტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოსაკრებლის ამოსაღებად იურიდიულ პირებთან ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში მოსაკრებელი უნდა გადაიხადონ მოცემული ინსტრუქციის შესაბამისად.

მუნიციპალიტეტის ორგანოს საამისოდ უფლებამოსილ სამსახურს შეუძლია ადგილობრივი მოსაკრებლის ამოღების მიზნით შესაბამის იურიდიულ პირთან გააფორმოს ხელშეკრულება.

მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ბათუმის ბიუჯეტში.

პროკურატურამ კიდევ 4 არასრულწლოვანს წარუდგინა ბრალი „ფაშისტური დაჯგუფების“ საქმეზე

პროკურატურის ცნობით, თბილისის პროკურატურის არასრულწლოვანების საქმეთა სამმართველომ, ორგანიზებული ჯგუფის მიერ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ წამების, ძარცვის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტებზე კიდევ 4 პირს წარუდგინა ბრალდება.

„გამოძიებით დადგინდა, რომ „ფაშისტური-ნაცისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების წევრები, თავიანთი იდეოლოგიიდან გამომდინარე, მათთვის მიუღებელი ცხოვრების წესისა და იდენტობის მქონე პირების, მათ შორის არასრულწლოვანების მიმართ, ძალადობას უწევდნენ ორგანიზებას.

დაჯგუფების წევრები მათგან განსხვავებული შეხედულებების, სექსუალური ორიენტაციისა და იდენტობის მქონე პირთა გამოვლენისა და დასჯის მიზნით, შეუწყნარებლობის მოტივით, წინასწარ შერჩეულ მსხვერპლს ორგანიზებულად და ჯგუფურად ესხმოდნენ თავს, ამცირებდნენ, ართმევდნენ პირად ნივთებს, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ მათზე და აწამებდნენ.

ასევე, ძალადობის ამსახველ ვიდეოს იღებდნენ და ჩანაწერებს სხვადასხვა სოციალურ ქსელებსა და დახურულ ჯგუფებში ავრცელებდნენ, რითაც დაზარალებულებს ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ და მორალურ ტანჯვას აყენებდნენ.

ოთხ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, რასაც ახლავს ძალადობა და მასში მონაწილეობა), 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით, (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძარცვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და 144-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ზ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ წამება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის დათქმებიდან გამომდინარე, თორმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ოთხივე ბრალდებული მსჯავრდებულია სხვა სისხლის სამართლის საქმეზე და სასჯელს იხდიან პენიტენციურ დაწესებულებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროში დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენის მიზნით გამოძიება გრძელდება“ – წერს პროკურატურა.

პროკურატურის ინფორმაციით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ წამების, ძარცვის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტებზე ამ დროისთვის 22 პირია ბრალდებული.

„სახლში შესვლა ნიშნავს, რომ ეს რეჟიმი, უბრალოდ, შეგჭამს“ – ზურაბ ჯაფარიძე

„პროტესტი არის ის, რაზეც დაშენდება ყველაფერი“ – ამბობს ზურაბ ჯაფარიძე, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი, პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტებზე საუბრისას. იგი მიიჩნევს, რომ პროტესტი უნდა გაფართოვდეს და ეს შესაძლებელია.

„ნებისმიერი რამ, რაც არ უნდა მივამატოთ ჩვენ ამ ბრძოლას, პროტესტი იქნება მაინც მისი საფუძველი.ეს არის ქვეყანა, სადაც უკვე დიქტატორული რეჟიმია: ჩვენ აღარ გვაქვს დემოკრატიის მინიმალური სტანდარტები, ამ ქვეყანაში აღარ არის არჩევნები, როგორც ძალაუფლების ცვლილების ლეგიტიმური გზა, პარტიებს აუქმებენ, პოლიტიკურ ლიდერებს ციხეში სვამენ, არჩევნებზე დაკვირვება აიკრძალა… მილიონი რამ შეიძლება ჩამოვთვალოთ მარტო ბოლო წლის განმავლობაში, რაც მოხდა. ერთადერთი ბრძოლის გზა, ასეთ პირობებში, არის ქუჩა, ადამიანები, რომლებიც გამოდიან ქუჩაში და არ ეშინიათ იმის, რომ დააფიქსირონ საკუთარი პროტესტი.

ეს პროტესტი უნდა გაფართოვდეს და ყველაფერი ამაზე უნდა დაშენდეს.

თუ ვინმე ფიქრობს, რომ შეიძლება სტრატეგია იყოს გაჩუმება – „მოდი, გამოვიზამთროთ ცოტა ხანი, შევიკეტოთ სახლებში და მერე გავაქტიურდეთ, როცა რეჟიმი გეოპოლიტიკური ცვლილების გამო შეიძლება დასუსტდეს“ – გამოდის, რომ არ გვესმის ამ რეჟიმის ბუნება. გაჩერება და სახლში შესვლა ნიშნავს, რომ ეს რეჟიმი უბრალოდ შეგჭამს.

თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს რეჟიმი გაჩერდება და შეტევაზე აღარ იქნება – არა, ეს რეჟიმი ნებისმიერ შემთხვევაში შეტევაზე იქნება და თავისუფლების ნებისმიერ კერას გაანადგურებს. ამიტომაც, პოლიტიკური პროცესისთვის მნიშვნელოვანია, ადამიანები ისევ გააქტიურდნენ, ქუჩაში გამოვიდნენ“ – თქვა ზურაბ ჯაფარიძემ „ბათუმელებთან“ ინტერვიუში 22 იანვარს.

ნახეთ სრული ინტერვიუ: 

„თუ ეს 2 ფაქტორი დაიდო, ეს გზა მართლა მიდის გამარჯვებამდე“ – ინტერვიუ ზურაბ ჯაფარიძესთან

რას წერს კლუნების ფონდი მზია ამაღლობელის „აკვარიუმში“ გამოკეტვაზე – ნინო სახელაშვილის გადაწყვეტილება

„დაირღვა სასამართლო პროცესში ეფექტური მონაწილეობის უფლება, რაც გამოწვეული იყო მისი მინის კაბინაში „აკვარიუმში“ გამოკეტვით“, – ეს წერია „კლუნების ფონდის“ ანგარიშში მზია ამაღლობელის შესახებ, რომელიც სასამართლო პროცესებზე მინის კაბინაში ჰყავდა გამოკეტილი მოსამართლე ნინო სახელაშვილს. მზია ამაღლობელი მინის კაბინიდან ეკონტაქტებოდა ადვოკატებსაც შეზღუდულ პირობებში.

„კლუნების ფონდის“ ანგარიშში „მზია ამაღლობელის საქმე“ სამართლებრივად არის შეფასებული. აქ არაერთ დარღვევაზეა საუბარი, ერთ-ერთ პრობლემად კი, სწორედ ეს საკითხია მიჩნეული: მზიას მინის კაბინაში ყოფნა სასამართლო პროცესების დროს, როცა ის ადვოკატების გვერდით უნდა დამჯდარიყო.

„კლუნების ფონდის“ ანგარიშის ექსპერტია, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს ყოფილი პრეზიდენტი, სერ ნიკოლა ბრატცა. ვნახოთ, რა წერია მზია ამაღლობელის მინის კაბინაში გამოკეტვაზე საერთაშორისო და ავტორიტეტული იურისტების ჯგუფის მიერ მომზადებულ ანგარიშში და რა თქვა სასამართლო განხილვის დროს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა.

„ყველაზე ცნობილი მოწმე თავად მზია იყო, რომელიც მიუხედავად დაცვის მხარის მოთხოვნისა, იძულებული გახდა ჩვენება მიეცა შუშის გალიიდან – „აკვარიუმიდან“ და არა მოწმისთვის გამოყოფილი ადგილიდან…

მისი [მზია ამაღლობელის] წარმომადგენლობისა და სასამართლო პროცესში მონაწილეობის უფლება შეზღუდული იყო (პროცესების დროს) „აკვარიუმში“ იზოლაციით და ადვოკატთან დაკავებისთანავე წვდომაზე უარით [დაკავების დღეს, მზია ამაღლობელთან, მინიმუმ 3 საათი არ შეუშვეს ადვოკატები]. შედეგად, საფრთხის ქვეშ დადგა სასამართლო პროცესის სამართლიანობა….

სასამართლო პროცესის დროს აკვარიუმში ყოფნით მზიას ხელი ეშლებოდა ადვოკატებთან კომუნიკაციასა და საკუთარი დაცვის ეფექტურად განხორციელებაში. მთელი სასამართლო პროცესის განმავლობაში, მათ შორის ბრალდების მხარის მოწმეების ჩვენების დროს, მზიას და მის ადვოკატებს მხოლოდ „პატარა ღია ნაწილიდან“ შეეძლოთ კომუნიკაცია… ის [მზია ამაღლობელი] ადვოკატების უკან იდგა. ეს იმას ნიშნავს, რომ მას ხშირად არ შეეძლო ადვოკატების ყურადღების მიპყრობა და საკუთარი აზრის გადაცემა, ვიდრე ამისთვის ხელსაყრელი დრო არ დადგებოდა.

„აკვარიუმი“ ასევე ხელს უშლიდა მზიას ადვოკატთან კონფიდენციალურად კომუნიკაციას. ციხის ზედამხედველებისა და ბრალდების მხარის მოსმენის გამო… მას ხშირად უწევდა კითხვების ფურცელზე დაწერა და კაბინის ღია ნაწილიდან მიწოდება, რაც ნამდვილად ზღუდავდა მის კომუნიკაციის შესაძლებლობას,“ – აღნიშნულია ანგარიშში.

„კლუნების ფონდის“ მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით, მზია ამაღლობელის შუშის კაბინაში გამოკეტვით ასევე დაირღვა უდანაშაულობის პრეზუმფცია.

„მზიას უდანაშაულობის პრეზუმფციის უფლება დაირღვა მის მიმართ მოპყრობით მთელი სასამართლო პროცესის განმავლობაში. სასამართლომ მზია ციხის მცველებით გარშემორტყმულ შუშის გალიაში მოათავსა. ის „აკვარიუმში“ დარჩა საკუთარი ჩვენების მიცემის დროსაც კი. მზია არის პატივცემული ჟურნალისტი, რომელსაც აქვს სუსტი მხედველობა და არ აქვს ნასამართლობის ისტორია. უსაფრთხოების არანაირი მოსაზრებები არ ამართლებს მისი აკვარიუმში გამოკეტვის სტიგმატირების ეფექტს,“ – ვკითხულობთ ანგარიშში.

ანგარიშში ხაზგასმულია ევროსასამართლოს მიერ მიღებული ერთ-ერთი გადაწყვეტილებაც: „იაროსლავ ბელუსოვი რუსეთის წინააღმდეგ“. ამ შემთხვევაშიც ბრალდებული „რუტინულად“ იყო მინის კაბინაში გამოკეტილი სასამართლო განხილვების დროს. „ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მინის ჩარჩომ „შეამცირა პირდაპირი ჩართულობა მოსმენაში“, „შეუძლებელი გახადა განმცხადებლისთვის კონფიდენციალური საუბარი თავის იურიდიულ ადვოკატთან“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

  • რა თქვა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა, როცა მან მზია ამაღლობელი უკანონოდ მინის კაბინაში გამოკეტა? 

მზია ამაღლობელმა სასამართლოს მოწმის სახით ჩვენება 2025 წლის 14 ივლისს მისცა. მოსამართლე ნინო სახელაშვილს ადვოკატებმა მიმართეს შუამდგომლობით მზია ამაღლობელსაც ესარგებლა მოწმის უფლებით და იმ ტრიბუნასთან მიეცა ჩვენება, სადაც სხვა მოწმეებმა. მოწმეები სასამართლოს ჩვენებას მოწმისთვის განკუთვნილი ადგილიდან – ტრიბუნიდან აძლევენ. თუმცა მოსამართლე სახელაშვილმა მზია ამაღლობელის კაბინიდან გაშვებაზე უარი თქვა.

ვიდრე 14 ივლისის სხდომაზე მზია ამაღლობელი სასამართლოს ჩვენებას მისცემდა და გაიხსენებდა, როგორ მოჰყვა საპოლიციო ჭყლეტაში 11 იანვრის საპროტესტო აქციაზე, შემდეგ კი, როგორ აღმოჩნდა ბათუმის პოლიციის მაშინდელი უფროსის, ირაკლი დგებუაძის მხრიდან ჩადენილი არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, მოსამართლეს ადვოკატმა კახაბერ წერეთელმა მიმართა:

„მოგეხსენებათ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, სასამართლოში დაკითხვისას, ბრალდებული ისევე, როგორც სხვა პირები, სარგებლობს მოწმის სტატუსით. შესაბამისად, მას გააჩნია მოწმის უფლებები და მოვალეობები. მიგვაჩნია, რომ იმავე პირობებში უნდა მოხდეს ბრალდებულის დაკითხვა. ჩვენი თხოვნაა და მოთხოვნა, რომ მზია დაიკითხოს არა ამ შემოღობილი, დაცული ტერიტორიიდან, არამედ დაიკითხოს ჩვეულებრივად ტრიბუნასთან რამდენიმე მიზეზის გამო: პირველი, წმინდა ტექნიკური საკითხია: წარმოიდგინეთ, ეს დაკითხვა, ბუნებრივია, მალე არ მორჩება და ჩვენ როგორ უნდა ვეკონტაქტოთ მზიას? შევბრუნდეთ, ჩვენს ზურგს უკან, რაღაც შეკითხვა დავუსვათ, მერე აქეთ შემოვბრუნდეთ, ეს ძალიან უხერხული მომენტი იქნება.

აქ არის წმინდა მორალური მომენტიც, მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანია თუნდაც თქვენი დამოკიდებულება: როდესაც იკითხება პიროვნება მის თავს გადახდენილ მოვლენებთან დაკავშირებით,არ გვინდა სასამართლოს ჰქონდეს იმის განცდა, რომ ის იკითხება – გალია არ მინდა დავარქვა, შუშებით კი არის შემოსილი, მაგრამ ის იკითხება, როგორც დამნაშავე, რაღაც დაცული ტერიტორიიდან, საფრთხის მატარებელი პირი….

თქვენს დამოკიდებულებაზეც არ უნდა იმოქმედოს იმან, რომ მზია უკვე იმყოფება თავისუფლების შეზღუდვის ტერიტორიაზე,“ – უთხრა მოსამართლეს ადვოკატმა და აქვე გაიხსენა, წინა სხდომაზე იგივე მოსამართლისგან როგორ მიიღო უარი: ადვოკატები მანამდეც ითხოვდნენ, მზია ამაღლობელი მინის კაბინაში კი არ ყოფილიყო გამოკეტილი, არამედ ადვოკატების გვერდით მჯდარიყო.

„…თუნდაც აქ მყოფ დიპლომატებს და საზოგადოებას დავანახოთ სასამართლოს სამართლიანი სახე. ერთადერთი ვერ მივიღებთ არგუმენტს, რომ ეს არ არის სასამართლოს გადასაწყვეტი, ამ დარბაზში თქვენ ხართ ყველაფრის წარმმართველი, ყველა პროცედურის,“ – დასძინა ადვოკატმა კახაბერ წერეთელმა.

რა უპასუხა მოსამართლე სახელაშვილმა ადვოკატს?

„ნამდვილად ქალბატონი მზია მას შემდეგ, რაც თანხმობას გამოხატავს, რომ სასამართლოს წინაშე მისცეს ჩვენება და ისაუბროს სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით მისთვის ცნობილ ფაქტებსა და გარემოებებზე, ამ ეტაპიდან იძენს მოწმის უფლებებს და მოვალეობებს. თქვენ აქვე ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, რომ თითქოს იმის გამო, რომ კანონით გათვალისწინებულ შესაბამის ადგილზე გამოყოფილ ადგილზე იმყოფება მზია, ამ ფორმით რაიმე განცდა ან შეხედულება უყალიბდება სასამართლოს. მოგეხსენებათ, რომ სწორედ და სწორედ ამ ფორმატში, ამ ფორმით ნებისმიერ სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც ბრალდებულს შეფარდებული აქვს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა, სწორედ ამ ფორმით ხდება განთავსება ბრალდებულის.

შესაბამისად, ამ ეტაპზე ტექნიკურ ხარვეზთან დაკავშირებით, რაზეც თქვენ ყურადღება გაამახვილეთ, ქალბატონ მზიას მიეწოდება შესაბამისი ხელსაწყო, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ის, რომ მისი ხმა აბსოლუტურად იყოს საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი და გასაგონი. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ეს შუამდგომლობა არის დაუსაბუთებელი. ტექნიკურად სასამართლოს მიაჩნია, რომ ქალბატონ მზიას არ შეექმნება არანაირი ფორმის ტექნიკური ხარვეზი, რომ მან ისარგებლოს კანონისმიერი უფლებით. შესაბამისად, ეს შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს,“ – განაცხადა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა.

„არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ამავე დარბაზში განიხილა მოსამართლე ყაჩაღობის საქმე 4 პირის მონაწილეობით. ყაჩაღობაში ბრალდებული კაცები აქედან [ტრიბუნიდან] იძლეოდნენ ჩვენებას,“ – რეპლიკით მიმართ მოსამართლეს ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა.

„ამ საკითხზე უკვე მივიღე გადაწყვეტილება,“ – თქვა მოსამართლემ და მზია ამაღლობელის მანდატურებმა მიკროფონი მინის კაბინაში მიაწოდეს.

ნინო სახელაშვილი ამ ნაწილშიც რომ უსამართლოდ მოექცა მზია ამაღლობელს, დადასტურდა სააპელაციო სასამართლოში. 2025 წლის 11 ნოემბრის სხდომაზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელს მოსამართლეებმა უფლება მისცეს, ადვოკატების გვერდით დამჯდარიყო.

ეს მომენტიც არ გამორჩენია „კლუნების ფონდს“: „სანამ მზიას შესავალი სიტყვის წარმოთქმის უფლებას მისცემდა, მოსამართლე მარგველაშვილი დათანხმდა, რომ მზია ამაღლობელი „აკვარიუმში“ დგომის ნაცვლად, ადვოკატების გვერდით დამჯდარიყო,“ – აღნიშნულია „კლუნების ფონდის“ ანგარიშში.

————

მზია ამაღლობელი გამოცემა „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და თანადირექტორია. ის უკვე 1 წელზე მეტია რჩება უკანონო პატიმრობაში. 2025 წლის 16 დეკემბერს პატიმრობაში მყოფ ჟურნალისტსა და მედიამენეჯერს, მზია ამაღლობელს, სტრასბურგში, ევროპარლამენტში, ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია გადასცეს.

მზია ამაღლობელის საჩივრის განხილვა უკვე დაიწყო სტრასბურგის სასამართლომ.

„ხარისხიანი განათლება მხოლოდ შეძლებული ფენის პრივილეგია გახდება“ – ფორუმი განათლების საკითხებზე

24 იანვარს, „მოძრაობა სოციალური დემოკრატიისათვის“ თბილისში ატარებს ფორუმს განათლების პოლიტიკის შესახებ, რომელიც 12:00 საათზე, „ქალაქის თეატრის“ შენობაში გაიმართება.

ფორუმზე მოწვეული არიან პედაგოგები, ახალგაზრდები, ლექტორები, მშობლები, სპეციალისტები და განათლების საკითხებით დაინტერესებული საზოგადოება.

ორგანიზატორთა ინფორმაციით, ფორუმის მონაწილეები მცირე ჯგუფებსა და პლენარულ ფორმატში იმსჯელებენ განათლების სისტემის გაუმჯობესებისათვის აუცილებელ ზომებსა და პრიორიტეტულ საკითხებზე.

„24 იანვარს მსოფლიოში განათლების საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომლის მიზანიცაა წარმოაჩინოს და ხაზი გაუსვას განათლების მნიშვნელობას განვითარების, თანასწორობისა და მშვიდობის მიღწევაში.

სამწუხაროდ, განათლების კუთხით საქართველოს სერიოზული გამოწვევები აქვს. ქართველი მოსწავლეები ერთი მხრივ, საგრძნობლად ჩამორჩებიან თავიანთ თანატოლებს საშუალო საგანმანათლებლო მიღწევებით, მეორე მხრივ, დიდია აკადემიურ მიღწევებში განსხვავება საცხოვრებელი ადგილის, სკოლის სტატუსის, ოჯახის შემოსავლისა და ეთნიკური კუთვნილების მიხედვით.

ეს ადასტურებს, რომ განათლების სისტემა ვერცერთ საფეხურზე ვერ უზრუნველყოფს ხარისხიან განათლებასა და განვითარებაზე თანაბარ ხელმისაწვდომობას“ – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „მოძრაობა სოციალური დემოკრატიისათვის“ ავრცელებს.

მათივე განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებული განათლების „რეფორმის“ შედეგად კი განათლების ახალი ინიციატივებით მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება.

„როგორც უმაღლესი, ისე საბაზისო განათლება გახდება უფრო ელიტური, არ გაუმჯობესდება მისი ხარისხი, დაბალშემოსავლიან ოჯახში დაბადებულ მოსწავლეებს დამატებითი ბარიერები შეექმნებათ უმაღლესი განათლების მიღების გზაზე, ხარისხიანი განათლება მხოლოდ შეძლებული ფენის პრივილეგია გახდება.

უნივერსიტეტებს შეეზღუდებათ ავტონომია და სამეცნიერო-საგანმანათლებლო სფერო იზოლაციაში მოექცევა“ – ნათქვამია განცხადებაში.

ამავე დღეს, 19:00 სათზე, „ოცნების” დაინიცირებულ განათლების რეფორმასთან დაკავშირებით, საპროტესტო მსვლელობაც გაიმართება თბილისში.

დემონსტრანტები ფილარმონიის შენობიდან პარლამენტამდე მარშით მივლენ.

„საქართველოს სჭირდება განათლებული მოქალაქეები. ჩვენ უარს ვამბობთ: განათლების ხარისხის გაუარესებაზე. უნივერსიტეტებს არ უნდა აკონტროლებდეს პარტია. უნივერსიტეტების შენობების გაყიდვა – არ არის რეფორმა, ეს არის საფრთხე!“

ECHR Takes Up GYLA Case Over Alleged Mass Violations of Ballot Secrecy in 2024 Elections

The European Court of Human Rights in Strasbourg has begun a substantive review of the application filed by the Georgian Young Lawyers’ Association (GYLA) concerning the 2024 parliamentary elections, the organization announced.

“The court has emphasized that the case may be granted the status of a matter of significant impact. The case concerns widespread violations of the secrecy of the vote. GYLA will share the details of the case with the public tomorrow,” the association stated.

None of the opposition parties recognize the results of the parliamentary elections held on October 26, 2024, in which the ruling party, Georgian Dream, officially received 53.932% of the vote. All opposition parties have raised allegations of fraud.

Local civil society organizations that monitored the elections have also filed complaints regarding electoral violations. GYLA demanded that the results be annulled in all 2,263 precincts where technology was used in the voting process. GYLA argues that on election day, the principle of the secrecy of the vote was massively violated, infringing the constitutionally guaranteed electoral rights of citizens.

The only court to rule in GYLA’s favor was the Tetritskaro District Court. Judge Vladimir Khuchua confirmed a violation of voting secrecy through an experiment conducted during the trial. However, the Tbilisi Court of Appeals overturned this decision. In other cases, appellate courts upheld the decisions of first-instance courts. The courts also rejected election complaints filed by other observer organizations.

With this, the domestic legal process has concluded.

The case has now moved to the Strasbourg court.

The photo shows the court’s official communication containing information related to GYLA’s complaint, including the case title, case number, and the date the case was submitted.

„ამბასადორი აილენდის“ მიწის სამუშაოების 50% უკვე შესრულებულია

„ამბასადორი აილენდ ბათუმის” პროექტს განვითარების თვალსაზრისით წელს მნიშვნელოვანი შედეგები ჰქონდა, რადგან ხელოვნური კუნძულის პროექტი დაგეგმვის ეტაპიდან უკვე განხორციელების ფაზაში აქტიურად გადავიდა. წლის ბოლოს პროექტის 50%-ზე მეტი უკვე განხორციელებულია – ტერიტორიის 26 ჰა მიღებულია ექსპლუატაციაში, ხოლო საპროექტო არეალის 48 ჰა ზღვაში ფორმირებულია.

„ამბასადორის კუნძულის განვითარების პროცესში ისტორიული თარიღების მოწმენი ვართ – შავ ზღვაში ექსპლუატაციაში შევიყვანეთ 26 ჰა ტერიტორია, სადაც დაწყებულია ამბასადორის პირველი მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა, რომელიც მოიცავს ღია და დახურულ საცურაო აუზებს, ფიტნეს ცენტრს, ბუტიკურ მაღაზიებს, ვერტოდრომს და სხვა მრავალ თანამედროვე ინფრასტრუქტურულ კომპონენტს, რომელიც კომფორტული ცხოვრებისა და დასვენებისთვის არის შექმნილი. ამ დროისათვის კომპანიას შავ ზღვაში გაშენებული აქვს 48 ჰა ტერიტორია, რომელიც იანვარში უკვე ექსპლუატაციაში გვექნება მიღებული. მომავალ წელს ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრის მშენებლობაც დაიწყება,”- აცხადებს „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალური დირექტორი, გოჩა კამკია.

„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პროექტი, მისი განხორციელების შემდეგ, ქვეყნის ბიუჯეტში წლიურად 65 მლნ დოლარის გადასახადების აკუმულირებას მოახდენს. ღია, საჯარო მონაცემებზე დაყრდნობით ეს ზუსტად ის ეკონომიკური მაჩვენებელია, რომლის აკუმულირებასაც ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის გლობალური ეკონომიკური პროექტი ახდენს.

პოლიციის უფროსი, რომელმაც 3 პირს სხვების დახმარებით სცემა, სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა

ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული პოლიციის მაღალჩინოსანი, რომელმაც ბრალდების თანახმად დაცვის პოლიციელებს ჯგუფურად სცემა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ 4-ათას ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა.

გირაოთი გაათავისუფლეს იგივე საქმეზე ბრალდებული თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი და ორი სხვა პირიც.

ოთხივე პირის მიმართ, რომლებმაც რესტორანში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, დაცვის პოლიციელებს სცემეს, აღკვეთი ღონისძიების სახით გირაო პროკურატურამ მოითხოვა.

„ინფო იმერეთის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული ერთ-ერთი პოლიციელი, მიხეილ გიგაურია, ქუთაისის პოლიციის მე-6 განყოფილების უფროსი.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, კონფლიქტში მონაწილე არცერთი პირი, სასამართლო პროცესამდე დაკავებული არ ყოფილა. ჩვენი ინფორმაციით, საქმე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან თხელიძემ განიხილა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციის დასაზუსტებლად მივმართეთ, თუმცა სასამართლომ წერილობითი მიმართვის გაგზავნა მოგვთხოვა, საჯარო ინფორმაციის გასაგებად – რომელმა მოსამართლემ განიხილა საქმე და რა გადაწყვეტილება გამოიტანა.

  • რა მოხდა

19 იანვარს, მოწამეთაში (ტყიბულის მუნიციპალიტეტი) მდებარე რესტორან „იბერიაში“ შს სამინისტროს თანამშრომლებს შორის ჩხუბი მოხდა.

პროკურატურის ბრალის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა მიხეილ გიგაურმა, თავდაცვის სამინისტროს ქვეითი ბრიგადის სერჟანტთან და ორ სხვა თანმხლებთან ერთად ჯგუფურად იძალადა შს სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ორ თანამშრომელზე და მათ თანმხლებ პირზე.

როგორც რესტორან „იბერიაში“ კონფლიქტის შემსწრე ერთ-ერთი პირი ტელეკომპანია „პირველს“ მოუყვა, კონფლიქტი რესტორანში რუსული სიმღერის გამო დაიწყო.

თვითმხილველის თქმით, დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა რესტორნის მუსიკოსებს შუფუტინსკის სიმღერა „უტკი“ შეუკვეთეს. მეზობელ მაგიდაზე მსხდომ შსს-ს მაღალჩინოსან პოლიციელს კი სხვა სიმღერის შეკვეთა სურდა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 19 იანვარს, ტყიბულის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა მათ თანმხლებ ორ პირთან ერთად, განახორციელეს ჯგუფური ძალადობა და ურთიერთშელაპარაკებისას, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ამავე რესტორანში მყოფ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ორ თანამშრომელს და მათ თანმხლებ პირს.

ძალადობაში მონაწილე ოთხივე პირს ბრალდება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“ – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • რას მოიმოქმედებს შსს

საქმეში მონაწილე პირების ნაწილი – დაზარალებულები და ერთი ბრალდებულიც, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან.

ჯგუფური ძალადობის მუხლით გირაოთი გამოშვებული მიხეილ გიგაური ქუთაისში მუშაობს. ის შსს-ს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს მეექვსე განყოფილების უფროსია.

შეუჩერდა თუ არა ძალადობაში ბრალდებულ პოლიციის უფროსს უფლებამოსილება – ამ კითხვით „ბათუმელებმა“ შინაგან სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს მიმართა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გვითხრა, რომ “ჩხუბში მონაწილე პოლიციის უფროსი დათხოვნილია სამსახურიდან”.

__

შეგახსენებთ, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო მზია ამაღლობელს 4-დან 7-წლამდე დაპატიმრებას უპირებდა პროკურატურა. ის მოსამართლე ნინო სახელაშვილმა წინასწარი პატიმრობის ეტაპზეც ციხეში გაუშვა, ხოლო საქმის განხილვის დასრულების შემდეგ 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

მზია ამაღლობელი უკვე ერთ წელზე მეტია უკანონო ტყვეობაშია.

ბათუმი-სარფის გზის ტენდერში წინადადებების მიღების ვადა ისევ გადაწიეს

ბათუმი [ჭოროხი] – სარფის ახალი ავტომაგისტრალის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა კიდევ ერთხელ გადაწიეს. ამჯერად, 2026 წლის 10 თებერვლამდე.

„ქართული ოცნების“ 2016 წლის საარჩევნო დაპირებით ბათუმი[ჭოროხი]-სარფის[თურქეთის საზღვარი] გზა კარგა ხნის აშენებული უნდა იყოს.

სატენდერო მოწვევის დოკუმენტის მიხედვით, ამ გზის მშენებლობისთვის დაახლოებით 4 წელია გათვლილი.

ბათუმი–სარფის გზის პროექტი ითვალისწინებს 11.3 კმ-იანი ორზოლიანი გზის, 7.6 კმ სიგრძის გვირაბის და 3 ხიდის, აქედან 1.47 კმ სიგრძის ვიადუკისა და 500 მ სიგრძის ზღვის ნაპირის გასამაგრებელი ნაგებობის მშენებლობას.

_________________________________

ფოტოზე: ბათუმი-სარფის ავტომაგისტრალის რენდერი. კადრი გზების დეპარტამენტის ვიდეორგოლიდან.

ამ თემაზე:

მკვლელი შემოვლითი გზა – რას შეცვლის ხელისუფლება 15 წლის ლიკას დაღუპვის შემდეგ

უძრავი ქონების ფასების წლიური ინდექსი 3.3 პროცენტით გაიზარდა – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2025 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 1.5 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 3.3 პროცენტი შეადგინა.

2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 59.4 პროცენტით არის გაზრდილი – წერს საქსტატი.

საქსტატი განმარტავს, რომ RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება ქალაქ თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.

2025 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა, როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (1.3 პროცენტი), ისე კერძო სახლების სეგმენტში (2.1 პროცენტი).

საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში – ბინებზე 3.5 პროცენტით, ხოლო კერძო სახლებზე – 2.5 პროცენტით.

საქსტატი აქვეყნებს 1მ2-ის მედიანური [გასაყიდი, შეთავაზებული ფასი] ღირებულების სტატისტიკასაც თბილისის უბნების მიხედვით. ამ მონაცემების თანახმად, უძრავი ქონება, ბინების სეგმენტში, ყველაზე ძვირი მთაწმინდის უბანშია – 6 738 ლარი ერთი კვადრატული მეტრისთვის.

მეორე ადგილზეა ვაკე – 5 874 ლარი ერთი კვადრატული მეტრისთვის, მესამეზე კი ჩუღურეთის რაიონი – 4 313 ლარი 1 კვადრატული მეტრისთვის.

წყარო: საქსტატი

 

ექიმები ანასტასია ზინოვკინასა და ნანა სანდერისთვის კვლევების დაუყოვნებლივ ჩატარებას ითხოვენ

დღეს, 23 იანვარს, 70-მა ექიმმა განცხადებით მიმართა პენიტენციურ სამსახურს და პოლიტიკური პატიმრების – ანასტასია ზინოვკინას და ნანა სანდერსისთვის სრულყოფილი სამედიცინო კვლევების ჩატარება მოითხოვა.

განცხადებაში, რომელიც დღეს ანი ქავთარაძემ და გიორგი ახობაძემ შეიტანეს პენიტენციურ სამსახურში, წერია:

„სპეციალური პენიტენციური სამსახური თვეებია უგულებელყოფს პატიმარ ანასტასია ზინოვკინასა და პატიმარ ნანა სანდერის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობას. არაერთი, ოფიციალური მიმართვის მიუხედავად, მოთხოვნები არ სრულდება, წერილობითი პასუხი არ არსებობს, ხოლო მათი მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება.

სწორედ ამიტომ ჩვენ, ექიმები, პროფესიული და ეთიკური პასუხისმგებლობით მოვითხოვთ რეჟიმის პატიმრებისთვის – ანასტასია ზინოვკინასა და ნანა სანდერისთვის სრულფასოვანი, სამედიცინო კვლევების დაუყოვნებლივ ჩატარებას და შესაბამისი მკურნალობის უზრუნველყოფას.

მათ შორის:

აუცილებელი ლაბორატორიული და რადიოლოგიური კვლევები;

ყველა საჭირო ვიწრო პროფილის სპეციალისტის კონსულტაცია დამოუკიდებელი და ობიექტური სამედიცინო შეფასების უზრუნველსაყოფად;

სამედიცინო გამოკვლევები და მკურნალობა განხორციელდეს შესაბამის კლინიკაში საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტების სრული დაცვით;

ექიმების მიერ უკვე გაცემული რეკომენდაციები სრულად და უწყვეტად შესრულდეს, დაიწყოს შესაბამისი სამკურნალო პროცესი და უზრუნველყოფილი იყოს: აუცილებელი მედიკამენტოზური თუ სხვა სახის თერაპია; მკურნალობის პროცესის უწყვეტობა და ეფექტური სამედიცინო მონიტორინგი; ასევე, ჯანმრთელობის მდგომარეობის შემდგომი გაუარესების პრევენცია.

მიგვაჩნია, რომ ჯანმრთელობაზე ზრუნვა არის ადამიანის ფუნდამენტური უფლება. პაციენტის მდგომარეობის უგულებელყოფა ან არასათანადო სამედიცინო დახმარება ეწინააღმდეგება როგორც მედიცინის ეთიკის, ისე ჰუმანიზმის პრინციპებს.

21-ე საუკუნეში სრულფასოვანი დიაგნოსტიკა და მკურნალობა წარმოადგენს მინიმალურ ჰუმანურ სტანდარტს, რომლის დარღვევა მიუღებელია ნებისმიერ გარემოებაში“ – წერია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერს 70 ექიმი.

„აუცილებელია სანქციების დაწესება“ – ჯორჯ ბუშის ცენტრი მზია ამაღლობელის საქმეზე

აშშ-ში მდებარე ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრი გამოეხმაურა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, სახაროვის პრემიის ლაურეატი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის ერთწლიან პატიმრობას.

ჯორჯ ბუშის ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალა მიმოიხილავს მზია ამაღლობელის პატიმრობის გარემოებებსა და საქართველოში მიმდინარე უწყვეტ პროდასავლურ პროტესტს. აქვე აღნიშნულია, რომ აშშ-მ, ევროკავშირთან ერთად, სანქციები უნდა დაუწესოს „ოცნების“ ლიდერებს.

„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირთან ერთად, უნდა დაუჭიროს მხარი საქართველოს მოქალაქეების მნიშვნელოვან უმრავლესობას, რომლებიც ცდილობენ ქვეყნის დასავლეთთან დაახლოებას, მიუხედავად მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მცდელობისა, დააშოროს საქართველო შეერთებულ შტატებსა და ევროპას.

აუცილებელია გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა, მათ შორის საქართველოს ლიდერებისთვის სანქციების დაწესება დემოკრატიული პროცესებისა და ინსტიტუტების შერყევის გამო, რათა დაცულ იქნას ძირითადი თავისუფლებები სამოქალაქო საზოგადოებისთვის სივრცის შევიწროების ფონზე.

საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერა საუკეთესო გზაა ქვეყნის სუვერენიტეტის გასაძლიერებლად რუსეთის, ჩინეთისა და ირანის მავნე გავლენების წინააღმდეგ, რასაც მთავრობა „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით, მიესალმება“ – ვკითხულობთ ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მზია ამაღლობელი გამოცემა „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და თანადირექტორია. ის უკვე 1 წელზე მეტია რჩება უკანონო პატიმრობაში. 2025 წლის 16 დეკემბერს პატიმრობაში მყოფ ჟურნალისტსა და მედიამენეჯერს, მზია ამაღლობელს, სტრასბურგში, ევროპარლამენტში, ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია გადასცეს.

Independent Georgian Media Outlet Radio Marneuli Receives Second Warning Over Foreign Funding

The Georgian National Communications Commission has issued a written warning to independent regional media outlet Radio Marneuli over a grant received from the U.S.-based international organization NED.

“32,542 GEL, which we were warned about, covered the four-month salaries of 12 staff members,” Radio Marneuli’s founder and director, Kamila Mamedova, told Batumelebi.

“The funds were received as part of a grant project and do not fall under the exceptions defined in Article 661, Paragraph 11 of Georgia’s Law on Broadcasting, such as commercial advertising, teleshopping, sponsorship, or product placement in programs. According to the law, it is prohibited for a broadcaster to receive direct or indirect funding from a foreign entity,” the Communications Commission stated.

According to Kamila Mamedova, the decision issued on January 22 represents the radio broadcaster’s second warning.

“The first warning came in November. We had a grant from Deutsche Welle for producing multimedia content for our website. I was confident that this did not relate to broadcasting. Yet, they immediately demanded the termination of the contract, which we had to comply with.

As for the NED grant, you know that their operations had been temporarily suspended. We had a two-year contract with NED. The first year of that contract ended in July, when NED won a court case in the U.S. and resumed work. Since the project was concluding, I took the full responsibility… You know the kind of crisis regional media faces.

So I received these funds and informed the Communications Commission that this was the final installment for the project. The only concession was that we were warned but not fined. The warning was issued because the funds are considered direct foreign funding.

The NED grant supported trilingual radio broadcasting, mainly covering staff salaries,” Kamila Mamedova told Batumelebi.

The parliament, whose legitimacy is disputed, adopted legislative changes on April 1, 2025, prohibiting broadcasters from receiving direct or indirect funding (monetary or in-kind) from foreign entities, except for commercial advertising, teleshopping, sponsorship, or product placement in programs.

The law also prohibits foreign entities from purchasing broadcasting services (except commercial advertising or product placement in programs) or directly or indirectly funding or co-funding program production or airtime.

Under the disputed law, a “foreign entity” is defined as a component of a foreign state authority, a person who is not a Georgian citizen, a legal entity not registered under Georgian law, or any organizational formation (including a foundation, association, corporation, union, or other type of organization) or other group of persons established under foreign or international law.

“Since the National Endowment for Democracy (NED) is based in the United States, it qualifies as a foreign entity, and funds received from it constitute direct foreign funding,” the Communications Commission explained in today’s decision.

Radio Marneuli is a community radio station and independent media outlet in Georgia serving the diverse communities of Marneuli and the broader Kvemo Kartli region. Together with broadcasting, Radio Marneuli runs online media outlet – Marneulifm.ge – and produces multilingual journalism in Georgian, Azerbaijani, and Armenian, with a focus on civic engagement, minority rights, and local government accountability.

„ვრცელდება მცდარი ინფორმაცია ევროსასამართლოში მიმდინარე საჩივრის  შესახებ“ – საია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ევროსასამართლოში მიმდინარე საიას საჩივრის შესახებ პროპაგანდისტული მედიების მხრიდან მცდარი ინფორმაციის გავრცელების შესახებ განცხადებას აკეთებს.

„ვრცელდება მცდარი და მანიპულაციური ინფორმაცია ევროსასამართლოში მიმდინარე საიას საჩივრის  შესახებ.

საიას მიერ 2024 წლის არჩევნებზე ხმის ფარულობის მასობრივად დარღვევის საქმე წარდგენილია მხოლოდ ორი მომჩივნის სახელით – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და ფიზიკური პირის მიერ. საჩივარი გაიგზავნა 2025 წლის 21 თებერვალს.

2026 წლის 22 იანვარს გვეცნობა, რომ სასამართლომ დაიწყო საიას საჩივრის (6547/25) განხილვა. სასამართლომ ასევე დაიწყო ორი სხვა საჩივრის განხილვა არჩევნებთან დაკავშირებით.

საიას არასდროს მოუთხოვია დროებითი ღონისძიების გამოყენება არჩევნებთან დაკავშირებულ დავაზე. შესაბამისად, საიას მიერ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის მიღების შესახებ გავრცელებული ცნობები არის ტყუილი და არ შეესაბამება რეალობას.

ამასთან დაკავშირებით დღეს საიამ მედიასაც მიაწოდა დეტალური ინფორმაცია.

ცრუ ინფორმაციის მიზანმიმართული გავრცელება არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციაზე თავდასხმის მცდელობა. მსგავს ქმედებებზე საიას ექნება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.

ფოტოზე იხილეთ სასამართლოს ოფიციალური კომუნიკაცია, სადაც მოცემულია ინფორმაცია საიას საჩივართან დაკავშირებით: საქმის სახელი, საქმის ნომერი, საქმის გაგზავნის თარიღი“ – წერს საია.

სასამართლოს ოფიციალური კომუნიკაცია, სადაც მოცემულია ინფორმაცია საიას საჩივართან დაკავშირებით: საქმის სახელი, საქმის ნომერი, საქმის გაგზავნის თარიღი.

სტრასბურგის სასამართლომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული საიას საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო.

საიას განცხადებით, სასამართლო ხაზგასმით ამბობს, რომ საჩივარს მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე საქმის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს.

საქმე ეხება კენჭისყრის ფარულობის მასობრივად დარღვევას.

Opposition Leader Giorgi Vashadze Leaves Prison After Serving Seven-Month Sentence

Giorgi Vashadze was released from prison today, January 23. He had been held in Rustavi No. 12 Penitentiary for seven months.

Giorgi Vashadze is the leader of the political party Strategy Aghmashenebeli. He was arrested on June 24, 2025, for failing to appear before the so-called Tsulukiani Investigative Commission.

“I am spirited and optimistic… I want to greet the people of Georgia. I am confident and I believe that we will definitely prevail, because we want to live in a just country – a country that moves forward, ranks among developed nations, is a worthy member of the European Union, has a presence on the international stage, and where we live happily.

I want a country where no one is imprisoned, a country where people are not detained simply for having a different opinion.

My faith that we will succeed is so strong that not a single day felt wasted… I truly want to express my deep respect for prisoners of conscience… Thanks to their parents, to their mothers – an incredible fighting spirit emerges every day, and when you turn on the television from inside prison, you remain firm and strong,” Giorgi Vashadze told journalists after his release.

Vashadze is among the eight opposition leaders charged with sabotage, assisting a foreign state in hostile activities, financing actions directed against Georgia’s constitutional order and national security, and inciting the violent overthrow of the constitutional system and government.

საქართველოს პირველი ქალი გემის კაპიტანი ჰყავს

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ, როგორც ქვეყნის ეროვნულმა საზღვაო ორგანომ, ნათია ლაბაძეს კაპიტნის წოდება მიანიჭა.

„ნათია ლაბაძე გახდა პირველი ქალი კაპიტანი საქართველოში“ – წერს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო.

ნათია ლაბაძე ბათუმის საზღვაო აკადემიის კურსდამთავრებულია. სააგენტოს ცნობით, ამჟამად იგი კონტეინერმზიდ გემზე კაპიტნის თანაშემწედ მუშაობს და მზად არის, ჩაიბაროს გემის კაპიტნის პოზიცია და ეკიპაჟის ხელმძღვანელობა.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, მათ მიერ 130 ქალი მეზღვაურია სერტიფიცირებული, საიდანაც 120 საკრუიზო გემებზეა დასაქმებული როგორც დამხმარე პერსონალი. რაც შეეხება დანარჩენ 10 ქალ მეზღვაურს, ისინი უშუალოდ მეზღვაურის კომპეტენციას ფლობენ, ოთხი მათგანი ამჟამად შორეულ ნაოსნობაშია.

ნათია ლაბაძის შესახებ „ბათუმელებმა“ გასულ წლებში გამოაქვეყნა სტატია.

ნათია ლაბაძის ოჯახში მამა, ბაბუა და ბიძაშვილები მეზღვაურები არიან. ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს, ნათიამ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ სწორედ ოჯახის წევრები გახდნენ მისთვის სტიმული პროფესიის არჩევის დროს.

____________________________

ფოტო: საზღვაო ტრანსპორტი სააგენტო. 

ამავე თემაზე: 

პირველი ქართველი მეზღვაური ქალები

 

Two Activists Ordered to Detention for Sidewalk Protest as Court Applies New Restrictive Law

Another precedent has been set at the Tbilisi City Court, where two civil activists were ordered to four days of detention each for protesting on the sidewalk.

Sandro Megrelishvili and Dimitri Jamburia are the first individuals to be sentenced to detention since the adoption of a new repressive law by Georgian Dream that severely restricts freedom of expression.

Megrelishvili and Jamburia took part in a protest held in December 2025 near the Parliament building in Tbilisi. After Georgian Dream drastically tightened repressive legislation, the protest was confined to the sidewalk.

According to lawyers and human rights defenders, the law under which Georgian Dream restricts freedom of expression on sidewalks is unconstitutional.

In connection with the so-called “sidewalk cases,” the court is also hearing today the cases of Luka Nagliashvili, Ani Akhmeteli, Misha Zakareishvili, Natia Chavchanidze, and Nukri Kakulia.

On January 22, the first ruling under the same charge was delivered: the accused was found to have committed an administrative offense, but detention was not imposed.

Under the latest repressive amendments to the Law on Assembly and Manifestation, organizers are now required to notify the Ministry of Internal Affairs (MIA) at least five days before holding a gathering or demonstration in public spaces.

If the MIA decides, it has the authority to assign an alternative time and location for the event.

The repressive law introduced by Georgian Dream provides for up to 15 days of detention for violations of these rules, and up to 20 days for organizers. Repeat offenses may trigger criminal liability, punishable by up to one year in prison.

Since the law came into effect on December 12, several citizens have already been issued administrative offense protocols for protesting on sidewalks and summoned to court.


UPDATE 

Luka Nagliashvili and Misha Zakareishvili were sentenced to five days of administrative detention each, and Nukri Kakulia to four days.

Defendants in the October 4 Case Remain in Custody – Joint Case of 10 Defendants

On January 22, the Tbilisi City Court, presided over by Judge Irakli Khuskivadze, held another hearing in one of the October 4 cases involving ten defendants and kept the in detention.

This group of defendants includes the so-called “members of the organizing committee”: Paata Burchuladze, Murtaz Zodelava, Irakli Nadiradze, Paata Manjgaladze, and Lasha Beridze, as well as Tornike Mchedlishvili, Nika Gventsadze, Irakli Chkhvirkia, Irakli Shaishmelashvili, and Guri Zhvania. Paata Burchuladze did not attend the hearing.

The court conducted a mandatory review of the preventive measure imposed on the defendants – pretrial detention – and upheld detention for all of them. Irakli Shaishmelashvili is in hiding, and pretrial detention has been imposed on him in absentia.

The prosecution reiterated its standard position, arguing that there is a risk of the defendants absconding, destroying evidence, or committing new crimes. The court agreed with this assessment and dismissed the arguments of the defendants and their lawyers, including motions to release the defendants on bail pending the verdict.

Judge Irakli Khuskivadze stated that at this stage he is not assessing whether the defendants committed or did not commit the alleged crimes. From a legal standpoint, he noted, the court is not in a position to engage in such an assessment at this phase of the proceedings, and therefore the defendants remain in custody. No new circumstances have been identified that would justify changing the preventive measure imposed on them.

In another October 4 case, On January 20, Judge Tamar Mchedlishvili ruled to keep 11 defendants detained.

გიორგი ვაშაძემ ციხე დატოვა 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ

გიორგი ვაშაძემ საპატიმრო დაწესებულება დღეს, 23 იანვარს დატოვა. იგი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში 7 თვე იყო პატიმრობაში.

გიორგი ვაშაძე პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერია. იგი ე.წ. წულუკიანის საგამოძიებოს კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო 2025 წლის 24 ივნისს დააკავეს.

„შემართებით ვარ, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი… მინდა, მივესალმო საქართველოს. დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ, იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ სამართლიან ქვეყანაში, ქვეყანაში, რომელიც წინ მიდის და არის განვითარებულ ქვეყნებს შორის, არის ევროკავშირის ღირსეული წევრი, წარმოდგენილია საერთაშორისო ასპარეზზე და ბედნიერად ვცხოვრობთ ამ ქვეყანაში.

მინდა, რომ საპატიმროში არავინ აღარ იყოს, ისეთ ქვეყანაში ვიცხოვროთ, სადაც ადამიანებს არ დაიჭერენ იმის გამო, რომ მათ განსხვავებული აზრი აქვთ.

რწმენა იმის, რომ გავიმარჯვებთ იმდენად დიდია, რომ არცერთი დღე არ გამჭირვებია… მინდა მართლაც საოცარი პატივისცემა გამოვხატო სინდისის პატიმრების მიმართ… მადლობა მათ მშობლებს, დედებს, საოცარი ბრძოლის ჟინი მოდის, ყოველდღე, როცა ჩართავ ტელევიზორს ციხეში, მყარად ხარ და ძლიერად ხარ,“ – უთხრა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს ციხიდან გამოსვლის შემდეგ.

________________

ფოტო: კადრი „ფორმულას“ ვიდეომასალიდან

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 23 იანვრის 21 საათიდან 24 იანვრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით – უმეტესად, დღისით – ზოგან წვიმა. მთაში მოთოვს.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო
  • ღამით: 2 -7 გრადუსი სითბო

მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 4 – 9 გრადუსი სითბო
  • ღამით: 2 გრადუსი ყინვა – 3 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
    ღამით: 5– 10 გრადუსი ყინვა

ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +10 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, ბათუმში 25-26 იანვარს მოსალოდნელია ზოგან წვიმა, მაღალ მთაში კი – კვლავ თოვა.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 23 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 23 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 232 090 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 280. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 599 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 23 946 ერთეული [+3]
  • საარტილერიო სისტემა – 36 549 ერთეული [+33]
  • MLRS – 1 623 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 282 ერთეული [+3]
  • თვითმფრინავი – 434 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 113 277 ერთეული [+449]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 190 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 75 556 ერთეული [+140]
  • სპეცტექნიკა – 4 050 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 23 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 110 812 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 646 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 279 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 650 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 32 775 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 52 611 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

“მოდით, დავასრულოთ ეს „ზაზუნას დღე“ – ზელენსკის მიმართვა ევროპელებს დავოსიდან

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

70 თეთრი 30 თეთრის ნაცვლად? – რას ამბობს ხალხი ბათუმში მგზავრობის გაძვირებაზე

2026 წლის 28 იანვარს ბათუმის საკრებულომ მერიის მიმართვა უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს, გაძვირდება თუ არა მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა ბათუმში. ახლა მგზავრობის ფასი 30 თეთრია, მერია აცხადებს, რომ მგზავრობის ფასი 70 თეთრი უნდა გახდეს, რადგან საწვავის ფასი გაიზარდა. რას ამბობს ხალხი ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტის გაძვირებაზე? – ნახეთ „ბათუმელების“ ქუჩის გამოკითხვა.

70 თეთრი 30 თეთრის ნაცვლად - რას ამბობს ხალხი ბათუმში მგზავრობის გაძვირებაზე

ამავე თემაზე: 

მერია ბათუმში მუნიციპალური ავტობუსებით მგზავრობას აძვირებს

First Ruling Under New Law – Citizen Penalized for Sidewalk Protest

A first precedent has been set regarding sidewalk protest cases. Citizen Rezi Dumbadze was declared to have committed an administrative offense solely for standing on the sidewalk during a protest.

However, Judge Tornike Kapanadze issued him only a verbal warning and did not impose administrative detention. This information was shared by Dumbadze himself and his lawyer, Marika Arevadze.

According to the most recent amendments to the law on assemblies and demonstrations, it is now mandatory to notify the Ministry of Internal Affairs (MIA) at least five days before holding a gathering or demonstration in a public space. If the MIA decides, it has the authority to assign an alternative time and place for participants. The repressive law introduced by the “Georgian Dream” stipulates up to 15 days of detention (up to 20 days for organizers) and, in case of repeat offenses, criminal liability, which can carry up to one year of imprisonment.

Since the law came into force on December 12, numerous citizens have been issued administrative offense protocols and summoned to court for protesting on the sidewalk.

რა შემთხვევაში შეიძლება შეეხოს უდო, ვადამდე გათავისუფლება სინდისის პატიმრებს? – ინტერვიუ

რა შემთხვევაში შეიძლება შეეხოს კანონით გათვალისწინებული „ვადამდე გათავისუფლება“, ე.წ. უდოს მექანიზმი სინდისის პატიმრებს? – „ბათუმელები“ ამ თემაზე ერთ-ერთი სინდისის პატიმრის, სტუდენტ ზვიად ცეცხლაძის მამას, ზურაბ ცეცხლაძეს ესაუბრა, რომელიც პროფესიით ადვოკატია.

ზურაბ ცეცხლაძე განმარტავს, რით განსხვავდება ვადამდე გათავისუფლების მექანიზმი შეწყალებისგან და ვინ როგორ განიხილავს პატიმრების საქმეებს.

  • ბატონო ზურაბ, პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მექანიზმზე რას ფიქრობთ? დაახლოებით თვე-ნახევარში სასჯელის ნახევარი მოხდილი ექნება ზვიად ცეცხლაძეს და მასაც შეიძლება შეეხოს ეს მექანიზმი. 

პირდაპირ გაცხადებული აქვს რეჟიმს, რომ ბრალის აღიარების და მონანიების გარეშე ერთ დღესაც კი არ აპატიებენ სინდისის პატიმრებს. ასე რომ, გამორიცხულია, ჩემი აზრით, ე.წ. უდოს კომისიის გზით გამოუშვან რომელიმე სინდისის პატიმარი.

ჩემი პოზიცია ასეთი იყო და ჩვენი ოჯახების პოზიცია გაცხადებული იყო, რომ კანონით დადგენილი უდო როგორიც არის, მხოლოდ პატიმრის თანხმობით და არა ბრალის აღიარებით ან მონანიებით, ჩვენ თანახმა ვიყავით, რომ სინდისის პატიმრები გამოსულიყვნენ.

პირობით ვადამდე გათავისუფლებისთვის აუცილებელია მსჯავრდებულის თანხმობა. სინდისის პატიმრებს, რომლებმაც უკვე მოიხადეს სასჯელის ნახევარი, ისეთი ტექსტი მიაწოდა ციხის ადმინისტრაციამ, რომელსაც თითქოს თანხმობის განცხადება ჰქვია, მაგრამ სინამდვილეში გამოდის, რომ ინანიებენ და აღიარებენ დანაშაულს. მე არ მინახავს ეს განცხადება, კონკრეტულად ტექსტი ციხიდან არ გამოსულა, მაგრამ თქვეს პატიმრებმა, რომ არ მოაწერეს ხელი ამ განცხადებას, რადგან ეს რეალურად თანხმობა კი არა, მონანიებაა.

თანხმობა გულისხმობს მხოლოდ იმის დადასტურებას, რომ მსჯავრდებული თანახმაა, პენიტენციური დაწესებულების შესაბამისმა საბჭომ განიხილოს მისი საქმე.

თანხმობის წერილები რომ არ არსებობს, ამის მიზეზი არის ის ტექსტი, რაზეც ცდილობდა ციხის ადმინისტრაცია ხელი მოეწერათ სინდისის პატიმრებს.

მე როგორც ვიცი, სინდისის პატიმრებს ამ წერილზე ხელი არ მოუწერიათ. შესაბამისად, არც საბჭოს განუხილავს რომელიმე სინდისის პატიმრის საქმე, ვისაც სასჯელის ნახევარი უკვე მოხდილი აქვს.

როცა მსჯავრდებულს სასჯელის ნახევარი უკვე მოხდილი აქვს, კანონის საფუძველზე, პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია, საბჭოს დაუყოვნებლივ წარუდგინოს შესაბამისი შუამდგომლობა. ეს არ არის დამოკიდებული მსჯავრდებულის მოთხოვნაზე. კანონის მიხედვით, საბჭო ვალდებულია დაუყოვნებლივ ამოიღოს ეს დოკუმენტები.

  • ე.წ. უდოს კომისიამ რომ განიხილოს პატიმრის საქმე, ამისთვის არც ბრალის აღიარებაა საჭირო? 

არ არის საჭირო ბრალის აღიარება. პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია, კონკრეტული მსჯავრდებული სასჯელის მოხდის გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ [ვადები დანაშაულის სიმძიმის მიხედვით კანონითაა განსაზღვრული] და პატიმრის თანხმობის შემთხვევაში, დოკუმენტაცია მიაწოდოს შესაბამის საბჭოს. ამის შემდეგ იწყება ოფიციალური წარმოება.

არსებობს კონკრეტული კრიტერიუმები, მაგალითად, როგორია პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა? ხომ არ აქვს მას ადმინისტრაციული გადაცდომები? აქვს თუ არა პრობლემები ადმინისტრაციასთან? როგორია მისი ოჯახური მდგომარეობა? ამ კრიტერიუმების შეჯერებით იღებს საბჭო გადაწყვეტილებას.

ე.წ. უდო იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად უნდა გამოუშვან პატიმარი ციხიდან. შესაძლებელია პატიმრობა, მაგალითად, შინაპატიმრობით, ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით შეიცვალოს.

  • რით განსხვავდება პირობით ვადამდე გათავისუფლება შეწყალებისგან?

შეწყალებისგან განსხვავებით, ე.წ. უდოს მექანიზმი მსჯავრდებულზე ვრცელდება ავტომატურ რეჟიმში, როცა მოიხდი სასჯელის ნახევარს. თუ საბჭო იღებს დადებით გადაწყვეტილებას, ის უნდა გათავისუფლდეს სასჯელისგან ან შემსუბუქდეს სასჯელი, მაგალითად, ელექტრონული სამაჯურით, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით….

შეწყალება კი პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა. პრეზიდენტი იწყალებს არა უდანაშაულოს, არამედ დამნაშავეს და მოიცავს იმას, რომ მსჯავრდებულმა უნდა აღიაროს ბრალი. ამის მიუხედავად, ჩვენ პრაქტიკაში ვნახეთ, რომ ხაზარაძე და ჯაფარიძეს ბრალი არ უღიარებიათ და შეწყალებით გამოუშვეს.

  • რაც შეხება ისევ ე.წ. უდოს მექანიზმს, როგორ არჩევენ საბჭოს წევრებს?

ე.წ. უდოს საბჭო ხუთი წევრისგან შედგება: პენიტენციური სამსახურის, იუსტიციის სამინისტროს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თითო წარმომადგენელი, ასევე ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლესი სასწავლებლის ორი წარმომადგენელი. საბჭოს წევრები ერთი წლის ვადით ინიშნებიან.

რამდენიმე საბჭო არსებობს პენიტენციურ დაწესებულებების მიხედვით. არსებობს ცალკე საბჭოები ქალი და არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვის.

საბჭო განიხილავს საქმეს ზეპირი მოსმენის გარეშეც.

  • ანუ შესაძლოა საბჭო ფიზიკურად არც შეიკრიბოს. რამდენად დამოუკიდებელია ეს საბჭო თავის გადაწყვეტილებებში? 

დამოუკიდებლობის ხარისხი, რა თქმა უნდა, ძალიან დაბალია. ძირითადად გადაწყვეტილებები მიიღება გავლენებით, პატრონაჟით, ასევე, არჩევნების მოახლოების შემთხვევაში პირდაპირ პატიმრების ოჯახებთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ აი, შეუძლიათ, უდოთი გამოუშვან მისი შვილი, ქმარი, ასე შემდეგ.

ამ გზით საარჩევნო ხმებზე მონადირეებად აქციეს პატიმრების ოჯახები.

ამ ქვეყანაში დარჩა დამოუკიდებელი ინსტიტუტი და ორგანო? შესაბამისად, ისინი ვერ მიიღებენ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას. მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები, რეჟიმის თანამდებობის პირები თავიანთი განცხადებებით პირდაპირ მიანიშნებენ ასეთ სამუშაო ორგანოებს, რაც უნდა გააკეთონ. ზეწოლას ახდენენ გარედან.

წარმოიდგინეთ, ჯერ კიდევ სასამართლოს ბრალდებულისთვის მისჯილი ჯერ არა აქვს, გამოდის პრემიერი და ამბობს, რომ ის დამნაშავეა. უდანაშაულობის პრეზუმფცია არ არსებობს ამ ქვეყანაში. ბევრი რამ არ არსებობს. შესაბამისად, არცერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი ქვეყანაში არ არის.

  • რა გამოჩნდა თქვენთვის 19 იანვარს, როცა „ოცნების“ პრეზიდენტის შეწყალების აქტს ელოდით? 

„ოცნებამ“ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უბოროტესი და ძალიან ვერაგი ძალაა, რომელმაც ყველა ინსტიტუტი მიითვისა, დამოუკიდებლობა დაუკარგა ყველა ინსტიტუტს და დამოუკიდებლობა დაუკარგა ლამის ქვეყანასაც.

ის, რაც იმ დღეს გააკეთეს, მთელი დღის განმავლობაში აქტი არ გამოაქვეყნეს, ხომ? ეს იყო პირდაპირი მნიშვნელობით ადამიანების წამება, პატიმრების ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც გარეთ ქარში, ბუქში, სიცივეში, ყინვაში იდგნენ, განხორციელდა წამების, არაადამიანობის უპრეცედენტო მაგალითები. მე არ ვგულისხმობ მარტო იმას, რომ მაინცდამაინც სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები იყვნენ იქ, სხვა პატიმრების ოჯახის წევრებიც ლამის დილამდე ელოდნენ თავიანთ პატიმრებს.

სიამოვნებდათ იმის დანახვა, როგორ იქნებოდნენ სინდისის პატიმრები და პატიმრების ოჯახის წევრები გარეთ. პირდაპირი მნიშვნელობით და ხაზგასმით ვამბობ – ესენი არიან სადისტები და მანიაკალური აზრებით შეპყრობილი ადამიანები, რომლებსაც სიამოვნებთ სხვისი ტანჯვა და წამება. 

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ აქტის გამოცემიდან დაუყოვნებლივ უნდა გაეთავისუფლებინათ ისინი საპატიმროებიდან და ეს მეორე დღეზე არ უნდა გადასულიყო. ფაქტობრივად, რეჟიმმა გარეთ ხალხი აწამა, ხოლო ციხის შიგნით უკანონო პატიმრობაში ჰყავდათ 12-13 საათის განმავლობაში შეწყალებული და ბრალისგან უკვე გათავისუფლებული პირები. ისინი მსჯავრდებულები აღარ იყვნენ ისე ისხდნენ 12-13 საათი ციხეებში. მსგავსი რამ წინა წლებში, როცა ასობით სხვა პატიმარი შეიწყალეს, არ ყოფილა.

„თუ ეს 2 ფაქტორი დაიდო, ეს გზა მართლა მიდის გამარჯვებამდე“ – ინტერვიუ ზურაბ ჯაფარიძესთან

„პირველი ფაქტორია: დაინახო ადამიანების გარკვეული ჯგუფი, რომელსაც ექნება მაღალი საზოგადოებრივი მხარდაჭერა – მაღალი დემოკრატიული ლეგიტიმაცია შეიძლება დავარქვათ ამას და მეორე ფაქტორია მომენტი, როცა ეს ადამიანები გასაგებად დახატავენ გზას – როგორ მივდივართ გამარჯვებამდე. თუ ეს ორი ფაქტორი დაიდო, ეს გზა მართლა მიდის გამარჯვებამდე. ამ შემთხვევაში გარისკავენ ადამიანები და გამოვლენ,“ – მიიჩნევს ზურაბ ჯაფარიძე.

მასთან ინტერვიუ ბათუმში დღეს, 22 იანვარს ჩავწერეთ და საუბარი, პირველ რიგში, რეგიონებზე დავიწყეთ – არის თუ არა ოპოზიციონერი ლიდერების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მოსახლეობასთან პირისპირ შეხვედრების არქონა?

ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ქუჩის პროტესტი აუცილებლად უნდა გაფართოვდეს და გაჩუმება გამოსავალი არ არის:

„მოდი, გამოვიზამთროთ ცოტა ხანი, შევიკეტოთ სახლებში და მერე, როცა რეჟიმი გეოპოლიტიკური ცვლილების გამო შეიძლება დასუსტდეს, გავაქტიურდეთ – ასე გამოდის, რომ არ გვესმის ამ რეჟიმის ბუნება. სახლში შესვლა ნიშნავს იმას, რომ ეს რეჟიმი, უბრალოდ, შეგჭამს. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს რეჟიმი გაჩერდება და შეტევაზე აღარ იქნება – არა, ეს რეჟიმი ნებისმიერ შემთხვევაში შეტევაზე იქნება და თავისუფლების ნებისმიერ კერას გაანადგურებს,“ – გვითხრა ზურაბ ჯაფარიძემ.

რა შანსი არსებობს, რომ ამ ვითარებაში დამარცხდეს „ქართული ოცნება“? – ამ თემაზე ესაუბრა „ბათუმელები“ პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს.

  • ბატონო ზურაბ, მოგვიყევით, ვის შეხვდით ბათუმში, ხედავთ რეგიონებში გააქტიურების საჭიროებას? 

გუშინ გვქონდა შეხვედრა „კოალიცია ცვლილებებისთვის” ბათუმის ოფისში, სადაც ძირითადად ამ კოალიციის წარმომადგენლები იყვნენ. როცა საჯარო გახდა ინფორმაცია ამ შეხვედრის შესახებ, კონკრეტულ ადამიანებს კითხვები ჰქონდათ, მოვიდნენ და ვისაუბრეთ. შემდეგ გვქონდა ბათუმელებთან შეხვედრა, თემური [თემურ გორგაძე] ჩვენი წარმომადგენელია აჭარაში და მას დაუკავშირდნენ ადამიანები…

არა მგონია, ჩემი ამომრჩევლები იყვნენ მაინცადამაინც, ძალიან მრავალფეროვანი საზოგადოება იყო, დაახლოებით 20 ადამიანი, კაფეში შევხვდით. აინტერესებდათ, თბილისში რა ხდება, პოლიტიკური პარტიები რას აკეთებენ, ან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. გვეშველება რამე? – ეს იყო ძირითადი ლაიტმოტივი ამ დისკუსიის.

მასწავლებელი იყო, სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი იყო… ყველა ჰყვებოდა თავის სფეროში დაახლოებით რა სიტუაციაა. კარგი სიტუაცია რომ არ არის, გასაგებია. ცხადია, ეს ხალხი ოპტიმიზმით სავსე არაა, მაგრამ რომ გითხრათ, წლის წინ გადასარევი იყო სიტუაცია და ახლა მნიშვნელოვანი გაუარესებაა – ასეც არ არის.

ზოგადი სურათი ერთია მთელ ქვეყანაში, სადაც არ უნდა წახვიდე, თუმცა სპეციფიკური მომენტებია რეგიონებში: დაცლილია რეგიონები. ვინც ადგილზეა, სოციალურად შეჭირვებულია, ან პენსიონერია, ბიუჯეტზეა ჩამოკიდებული, ამიტომაც, ზეწოლის ბერკეტი არსებობს ხელისუფლების ხელში. ადგილზე თუ რაიმე ბიზნესი არსებობს, ყველაფერი არის ბიძინასთან დაახლოებული რომელიმე პირის ხელში, ვინც დასაქმებული ჰყავთ, ისინიც შეშინებულები არიან, გაჩუმებულები. ყველას ეშინია რაღაცის დაკარგვა. აი, დაახლოებით ეს სურათია, რაც მოვისმინე.

ამას გარდა, საღამოს აქციაზე ვიყავი საკონსტიტუციო სასამართლოსთან, რომელიც ბათუმში იმართება ყოველდღიურად, საკმაოდ ბევრი ხალხი იყო, სხვათა შორის, ფოტოებიდან უფრო ნაკლები მეგონა.

  • არ ფიქრობთ, რომ თქვენი და საერთოდ ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა კომუნიკაციის ნაკლებობაა? ადამიანებს ინდივიდუალურად არ ხვდებით ქალაქებსა თუ სოფლებში. 

კი, ოღონდ ეს არ არის მარტო. პრობლემად ვაღიარებ, მაგრამ ეს არ არის მარტივად მოსაგვარებელი. არ მგონია ხარჯთეფექტური თუნდაც რეგიონებში ახლა სიარული მოსახლეობასთან შესახვედრად. ფიზიკურად შეუძლებელია მოსახლეობას შეხვდე.

  • რატომ არის შეუძლებელი?

იმიტომ, რომ ადამიანები არიან შეშინებულები.

  • ფიქრობთ, რომ არ შეგხვდებიან, მაგალითად, რომ ახვიდეთ ხულოს რომელიმე სოფელში? 

არ შეგხვდებიან. გამოცდილება მაქვს: თითო-ოროლა ადამიანი თუ გამოგელაპარაკება. რასაც ჩვენ ვუყურებთ ტელემედიით, ეს არის შეხვედრები ძირითადად საკუთარ პარტიულ წარმომადგენლებთან…

ერთადერთი მიზანი, რაც შეიძლება გქონდეს რეგიონებში სიარულით, არის ის, რომ საკუთარი პარტიის ან კოალიციის წარმომადგენლებს ხვდები, ისმენ პრობლემებს და მათ რაღაცნაირად ამხნევებ, უყვები, რას ვაკეთებთ თბილისში და ასე შემდეგ.

  • არ ფიქრობთ, რომ სათანადო ძალისხმევა არ გაგიწევიათ ამ კუთხით და სინამდვილეში ადამიანებს ძალიან უნდათ უშუალო შეხვედრები პოლიტიკოსებთან? „ბათუმელების“ გამოკითხვების დროს, განსაკუთრებით სოფლებში არაერთხელ უთქვამთ მოქალაქეებს, რომ სოფელში ოპოზიციონერი ლიდერი საერთოდ არ უნახავთ. 

კვლევებშიც ასე ჩანს, მაგრამ სინამდვილეში, როცა ჩადიხარ ადგილზე, მერე პრობლემაა… აჭარაშიც იგივე თემურთან [თემურ გორგაძე, „გირჩის“ ლიდერი ბათუმში] ერთად მივლია ქედაში, ხულოში, მაგრამ ძალიან ცოტა ადამიანს შევხვედრივარ… აგრესია არ არის, თუ ეს დაორგანიზებული არ არის რეჟიმის მხრიდან, მაგრამ პრობლემაა ადამიანების თავშეყრა. თუ მიხვალ სოფლის ბირჟაზე, სადაც რამდენიმე ადამიანი ზის, არავინ არ გაგაგდებს და დაგელაპარაკებიან, ძალიან ზრდილობიანადაც დაგელაპარაკებიან და მოგიკითხავენ, მაგრამ ადამიანების რაღაც ჯგუფი შეიკრიბოს და დაელაპარაკო – ამის მოხერხება ძალიან რთულია.

  • ჯგუფის შეკრება შეიძლება იყოს პრობლემა, მაგრამ პრობლემა არ არის ინდივიდუალური შეხვედრები.

ეს ხერხდება ბათუმში, ქუთაისში, ფოთში, რუსთავში. მეტი პრინციპში არსად არ ხერხდება. თელავსა და ზუგდიდშიც კი, უკვე პრობლემაა.

ამ ეტაპზე მგონი, შიშის ფაქტორი იმდენად ძლიერია, უბრალოდ არაა ეფექტური მაგის კეთება. შეგიძლიათ უფასოდ ჩართოთ ტიკ-ტოკზე ლაივი ან ფეისბუქზე და შეიძლება 10 000-მა ადამიანმა გიყუროს. ამას გააკეთებ ორ საათში. წარმოიდგინეთ, რომ ორ საათში შეგიძლია ესაუბრო 10 000 ადამიანს და რაღაც გააგებინო მაშინ, როდესაც შეიძლება ორი დღე დახარჯო სოფლებში სიარულში და სულ ჯამში ნახო 50 ადამიანი, ვისაც ფიზიკურად მართლა დაელაპარაკები.

  • მაგრამ ყველა სოციალური ჯგუფი არ არის ტიკ-ტოკში. გარდა ამისა, ერთია ადამიანებისთვის ინფორმაციის მიწოდება, მეორეა მათთან უშუალო შეხვედრა… 

მაგაზე არ ვკამათობ. უშუალოდ კომუნიკაციას არაფერი არ ანაცვლებს, ხელის ჩამორთმევას, ადამიანთან პირისპირ საუბარს. ლაივი და ტელევიზიიდან ლაპარაკი მაგას ვერ ჩაანაცვლებს.

უბრალოდ იმას ვიძახი, რომ ამ ეტაპზე ეგ არ არის ხარჯთეფექტური, ხალხი შეშინებულია.

  • მაგალითად, ბათუმში ფიქრობთ, რომ შეშინებულია ხალხი?

არა, ბათუმში არ არის მაგის პრობლემა.

  • მაშინ ბათუმში მაინც რატომ არ ხვდებით ინდივიდუალურად ადამიანებს?

გუშინ სამი შეხვედრა მქონდა, სადაც ვისაც სურვილი ჰქონდა, მოვიდა, მათ შორის, საჯაროდაც გავახმოვანე, რომ აი, აქ ვიქნები. ინდივიდუალურად მაინც არ ვხდები, ფიზიკურად შეუძლებელია. დღეში რომ დათვალო რამდენი ოჯახი შეიძლება მოასწრო? – ეს არავის არ უღირს.

რეგიონებში სიარულის აზრი არის ის, რომ ვისაც უნდა მოსვლა და საუბარი, იმ ადამიანთან გქონდეს კომუნიკაცია. რასაც თქვენ ამბობთ, აი, კარდაკარ რომ იარო, მაგას სჭირდება სხვა ეტაპი: უნდა გადავიდეთ იმ ეტაპზე, როცა ადამიანებს რაღაც შიში დაძლეული აქვთ და უკვე აღარ ეშინიათ.

  • შიშის საფუძველი შექმნა „ოცნებამ“ არაერთი რეპრესიული კანონით, როცა ტროტუარზე დგომასაც კი კრძალავენ, თუმცა იმავე „ბათუმელების“ გამოკითხვებით ჩანს, რომ პასიურობის მიზეზი უფრო არის არა შიში, არამედ იმედგაცრუება, ნიჰილიზმი, რომ პოლიტიკური ლიდერები არ არიან, ოპოზიცია ვერ ახერხებს გაერთიანებასაც კი, არ არსებობს პოლიტიკური სტრატეგია, პოლიტიკური გამარჯვების მიღწევა კი, პოლიტიკოსების გარეშე, ვერ გამოვა… თქვენ რამ შეგიქმნათ განწყობა, რომ ხალხს ეშინია? 

სხვა ადამიანები გვიყვებიან იმას, რაც ვახსენე. გუშინ შეხვედრაზეც განხილვის საგანი ეს იყო. ყველა შეხვედრაზე მაგას გიყვებიან, რომ მათ გარშემო ადამიანები ბევრად უფრო შეშინებულები არიან, ვიდრე იყვნენ, ვთქვათ, სამი – ოთხი წლის წინ, რომ რეპრესიულმა კანონმდებლობამაც იმუშავა.

რამდენიმე ათასი ადამიანი გამოდიოდა აქციებზე, ამ ადამიანების დიდი ნაწილი აღარ გამოდის იმის გამო, რომ მათზე ინდივიდუალურად იმუშავეს საგამოძიებო თუ უსაფრთხოების სამსახურებმა. ძალიან გაიზარდა ფასი საჯაროდ გამოსვლის და პროტესტის.

შიშის დაძლევის მთავარი გზა არის ორი ფაქტორი, რომელიც დასაკმაყოფილებელია, მათ შორის, პოლიტიკური მოთამაშეების მხრიდან. პოლიტიკურ მოთამაშეებს ვუწოდებ არამხოლოდ მათ, ვისაც პარტია და პოლიტიკოსი ჰქვია, არამედ ყველას, ვინც დღეს რეჟიმის წინააღმდეგ საჯაროდ გამოდის. ეს შეიძლება სამოქალაქო ჯგუფების წარმომადგენელი იყოს.

პირველი ფაქტორია – დაინახო ადამიანების გარკვეული ჯგუფი, რომელსაც ექნება მაღალი საზოგადოებრივი მხარდაჭერა – მაღალი დემოკრატიული ლეგიტიმაცია შეიძლება დავარქვათ ამას და მეორე ფაქტორია მომენტი, როცა ეს ადამიანები გასაგებად დახატავენ გზას – როგორ მივდივართ გამარჯვებამდე.

თუ ეს ორი ფაქტორი დაიდო, ეს გზა მართლა მიდის გამარჯვებამდე. ამ შემთხვევაში გარისკავენ ადამიანები და გამოვლენ.

ზურაბ ჯაფარიძე
  • რატომ ვერ ხერხდება ამ დრომდე მკაფიო ხედვის და გეგმის შემუშავება?

ხერხდება, ჩემი აზრით.

მე რაც გამოვედი ციხიდან, ამით ვარ დაკავებული. რაღაც პროცესები დაწყებულიც დამხვდა და რაღაც ნაწილში ჩართული ვარ. ამ წუთშიც მიდის დისკუსიები, როგორც პოლიტიკურ მოთამაშეებს შორის, ისე სამოქალაქო ჯგუფებში. თბილისში ყოველდღიურად არის შეხვედრები – მაგაზე მიდის ზუსტად საუბარი, რომ რაღაც ტიპის შეთანხმებები დაიდოს: როგორ მივდივართ გამარჯვებამდე, სტრატეგია რა უნდა იყოს. მეორეა – გამარჯვების შემდეგ ტრანზიციული პერიოდი როგორი იქნება და ამ პერიოდში რა უნდა გაკეთდეს? მესამე საკითხი: ამ ტრანზიციული პერიოდის შემდეგ რა უნდა მოხდეს? როგორი შეიძლება იყოს, მაგალითად, ქცევის წესები?

შეიძლება, უბრალოდ მოხდეს ისე, რომ ჯერ პოლიტიკური ჯგუფები შეთანხმდნენ ცალკე და სამოქალაქო საზოგადოება – ცალკე. ეს არ არის, ჩემი აზრით, რაღაც დიდი ხნის საქმე.

ჩემი პოზიცია ეს არის – დიდი ძალების გაერთიანების გარეშე ამ რეჟიმთან ბრძოლა რთულია.

  • ერთობის აუცილებლობას ყველა იაზრებს, მაგრამ პარტიებს აქვთ დათქმები. გაჩნდა შანსი, რომ პოლიტიკოსებმა გაერთიანება შეძლოთ? 

იმ პერიოდამდე, ვიდრე მე დამიჭერდნენ, არის იმის გააზრება შეცვლილი, რომ ერთობის გარეშე ქვეყნის შიგნით და გარეთ ბრძოლა, ჩვენ პარტნიორებთან პოზიციონირება, იქნება ბევრად რთული და გამარჯვებამდე მისვლა იქნება პრაქტიკულად შეუძლებელი. ამის გააზრება ძალიან მაღალია. ამიტომაც, ალბათობა იმისა, რომ კონსენსუსი შედგეს მოთამაშეებს შორის, როგორც პოლიტიკურ, ისე არაპოლიტიკურ ნაწილში, გაცილებით მაღალია, ვიდრე იყო თუნდაც თვეების წინ. ამას ვხედავ ცალსახად. რაზე შეთანხმდებიან, რაზე ვერ შეთანხმდებიან, ეს გამოჩნდება, შეიძლება, არ დაიდოს იდეალური სურათი, როგორც მე წარმომიდგენია.

ივანიშვილის რეჟიმი ნებისმიერ შემთხვევაში დამარცხდება. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რა დრო დასჭირდება ამას. ივანიშვილის რეჟიმი კი არა, გაცილებით უარესი რეჟიმები ჩამოშლილა და დამარცხებულა. ამიტომაც, ეს გარდაუვალი ამბავია, საუბარია იმაზე, რამდენ ხანში მოვასწრებთ ამას.

ეს პროცესი რომ დაჩქარდეს, აუცილებელია ძალების კონსოლიდაცია.

  • გამორიცხავთ, რომ ივანიშვილმა ბოლომდე შეძლოს ავტორიტარიზმის კონსოლიდაცია და სრულად გაანადგუროს შემორჩენილი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია თუ მედია? 

მაგ შემთხვევაშიც კი, მაინც დამარცხდება. ივანიშვილის რეჟიმი ვერ გაძლებს ისე, როგორც გაძლო საბჭოთა კავშირმა 70 წელი… ათწლეულები ვერ გაძლებს ეს რეჟიმი. ნებისმიერი რეჟიმი აჩვენებს მოსახლეობას, რომ ის მყარად დგას და საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ ეს არ არის რეალობა.

  • ივანიშვილის ხელშია სრულად სახელისუფლებო ვერტიკალი – ნებისმიერი საჯარო მოხელე იქნება ეს, თუ მოსამართლე. რას ეფუძნება თქვენი ოპტიმიზმი? 

ასადის რეჟიმიც ასე იყო. ნებისმიერი რეჟიმი ბოლო მომენტამდე ხატავს სურათს, რომ ის ძალიან მყარია და მონოლითური, რომ საფრთხე არ ემუქრება. ერთ დღეს, როდესაც ჩამოიშლება, უცებ ჩანს სურათი: თურმე, გარდაუვალი იყო მისი ჩამოშლა. ეს ყოველთვის ასე ხდება და ამათაც რასაც ვუყურებ, ვერ ვხედავ იმას, რომ მონოლითური იყოს.

იმდენად პანიკურ და პარანოიდულ მდგომარეობაშია ამ წუთში ივანიშვილი, დაერია თავის უერთგულეს ადამიანებს. ეს იმიტომ ხდება, რომ ეშინია. როგორ უნდა ჩავთვალოთ, რომ მონოლითური არიან, როცა ასეთი ბზარებია. სამწუხაროდ, ყურადღებას არავინ აქცევს, მაგრამ ასეთი ბზარი, რაც ღარიბაშვილის დაჭერამ გააჩინა „ოცნების“ ფლანგზე, აქამდე არასოდეს ყოფილა. სინამდვილეში ღარიბაშვილი უფრო ორგანულად იყო „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, ვიდრე კობახიძე. კობახიძე არავინ არაა.

  • თქვენი დაკვირვებით, რატომ დასჭირდა ივანიშვილს ღარიბაშვილის, ან ლილუაშვილის დაპატიმრება? 

მიუხედავად პროპაგანდისა და პროპაგანდაში ჩასხმული ასობით მილიონი ლარისა, კვლევებში ჩანს, რომ ადამიანების უკმაყოფილება მაინც მზარდია. ეს პროპაგანდა მუშაობს ბირთვზე, რომელიც მოაქციეს ამ პროპაგანდაში იმიტომ, რომ რეჟიმის ძალაუფლებაში ყოფნაზეა მათი კეთილდღეობა დამოკიდებული.

ამის მიღმა ეს პროპაგანდა არ მუშაობს და ხალხი გაღიზიანებულია ბევრი რაღაცის გამო: ეს იქნება ფასები თუ ზოგადი ეკონომიკური მდგომარეობა. შესაბამისად, ნებისმიერმა ერთმა ადამიანმა, ან ჯგუფმა, ვისაც შეიძლება ჰქონდეს დიდი ფინანსური რესურსი, შეიძლება ისარგებლოს ამ გაბრაზებული ხალხით, ამ ატმოსფეროთი და სცადონ ძალაუფლების ხელში ჩაგდება.

  • თქვენი აზრით, რა ეტაპზეა ახლა წინააღმდეგობა – გაძლიერდა თუ დასუსტდა?

მგონი, წინააღმდეგობის ერთ-ერთი პრობლემა ისაა, რომ ამას ვერ ვზომავთ. მაგალითად, ციხის საკნიდან რაც ჩანდა, არის ის, რომ ჩვენ კი ვლაპარაკობთ, რომ სამი სტრატეგიული ხაზია: ართანამშრომლობა, გარედან წნეხი და პროტესტი, მაგრამ ვერ ვზომავთ, ვერ ვაჩვენებთ სინამდვილეში წინ მივდივართ, ერთ ადგილს ვტკეპნით, თუ რას ვაკეთებთ.

ეს პროცესი დასაწყებია, სადაც გაზომვა იქნება შესაძლებელი. ჩემი აზრით, გაზომვა შესაძლებელია: ხალხის მობილიზება და ამ ხალხის, მათ შორის, დათვლა, რომ ქუჩაში იყოს პროტესტი მზარდი და ვხედავდეთ, რომ რაოდენობა მუდმივად იზრდება.

ყოველდღიურად თბილისში აღარ გამოდის იმ რაოდენობის ადამიანი, როგორც მანამდე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პროტესტი სადღაც წავიდა. ასე ხდება იმავე ფაქტორების გამო, რაზეც ვსაუბრობდით. შაბათის მარშებია, სადაც გამოდის 2-3 ათასი ადამიანი და შესაძლებელია ამ რაოდენობის ზრდა. ისეთი პროცესია დასაწყები, სადაც შევძლებთ ამის გაზომვას. როცა პროგრესს დაინახავენ მოქალაქეები, დაინახავენ, რომ ჩვენ სწორი გზით მივდივართ, უფრო მეტად ჩაერთვებიან ამ პროცესში.

  • რა შეცდომები დაუშვა ოპოზიციამ რეჟიმთან წინააღმდეგობის პროცესში, თქვენ რას გამოყოფდით? 

ნომერ პირველი შეცდომა იყო ძალების გაერთიანება, რაც ვერ შევძელით დიდი ხნის წინ, წლების წინ.

სამწუხაროდ, რეალობა არის ის, რომ ნდობა არ არსებობს პოლიტიკურ მოთამაშეებს შორის. იმის გამო, რომ ნდობა არ არსებობს, კომუნიკაცია არ არსებობს, ხოლო კომუნიკაციის გარეშე ნდობა ვერ აღდგება. ეროვნული მოძრაობა რომ იყო 80-იანების ბოლოს და ყველა ერთმანეთს სუკის აგენტს ეძახდა, ეს მახსენდება. რაღაც მსგავსი სიტუაციაა ახლაც – საბოლოო ჯამში არავინ არავისი ბოლომდე არ ენდობა, ამის გამო ერთმანეთთან აღარ აქვთ ურთიერთობა.

ბევრად უფრო ინტენსიური, იმედის მომცემი პროცესები დამხვდა დაწყებული, ვიდრე მანამდე იყო: პოლიტიკური ძალები ერთმანეთში ლაპარაკობენ უფრო მეტად. ნდობა ვერ აღდგება სწრაფად, მე მაგის არ მჯერა და ტყუილების თქმას აზრი არა აქვს. უბრალოდ, თამაშის წესებზე უნდა შევთანხმდეთ.

რაც მოხდა 4 ოქტომბერს: რაღაც ნაწილი პოლიტიკური ჯგუფებისა შევიდა ე.წ. არჩევნებში, რაღაც ნაწილი – არ შევიდა. აქეთა ფლანგს მიაჩნია, რომ ეს სერიოზული შეცდომა იყო და დღემდე მიგვაჩნია, რომ არის შეცდომა. იქითა ფლანგს კი, მიაჩნია პირიქით, რომ შეცდომა დავუშვით ჩვენ. ამაზე შეგვიძლია ვიკამათოთ უსასრულოდ, მაგრამ ასე წინ ვერ წავალთ.

ერთადერთი გზა არის ის, რომ შევთანხმდეთ მსგავს სიტუაციებში როგორ ვიღებთ გადაწყვეტილებას. ჩემი აზრით, ხალხს უნდა ვკითხოთ და ხალხი თუ იტყვის, მას ყველა ვემორჩილებით. ამ წესზე თუ შევთანხმდებით, მსგავსი ტიპის პრობლემები აღარ გვექნება.

რამდენადაც არ უნდა მჯეროდეს, მართალი ვიყავით თუ არა, ამით მოიგო რუსულმა რეჟიმმა, იმიტომ, რომ გავიყავით, ნებისმიერი ჩვენი გაყოფა კი რეჟიმის ბედნიერების წყაროა. უხარიათ და ბედნიერები არიან ყოველ ჯერზე, როცა ჩვენ ვიყოფით – ისინი ძლიერდებიან.

  • დღეს რეალურად ვისთან, რომელ პოლიტიკურ ძალასთან ერთად ხედავთ ერთობას?

ალბათ ყველა უნდა იყოს მანდ. არ ვიცი, გახარია გამოეთიშა მაგ თამაშს, ჩემი აზრით…

  • „ლელო“?

„ლელო“ აუცილებლად, კი.

გახარია გამოეთიშა იმიტომ, რომ თვითონ მიიღო ეს გადაწყვეტილება… არ მგონია, რომ სერიოზული განწყობა ჰქონდეთ, ეს პოლიტიკური პარტია შეინარჩუნონ. მგონი თვითონაც ესმით, თუ ეს ე.წ. პარლამენტი მივიდა ვადის ბოლომდე, რაღაც რაოდენობის ადამიანებს მაღალი ხელფასები ექნებათ პარლამენტში და ამით დამთავრდება ეს პოლიტიკური მოძრაობა.

ცხადია, წინააღმდეგობაში მთავარი გამწევი ძალა იქნებიან პარტიები. საბოლოო ჯამში კი ამაში უნდა ჩაერთოს ყველა ის ადამიანი, ვინც რეჟიმის წინააღმდეგ ქუჩაში გამოდიოდა. პროცესში უნდა ჩაერთოს ყველა და ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ მეტი ხალხი გამოვიყვანოთ ქუჩაში. ამის გარეშე ვერ წარმოიდგენია, როგორ უნდა მივაღწიოთ მიზანს…

მე ამ ტერმინს ვიყენებ ხოლმე – „გაერთიანებული დემოკრატიული ძალები“. ეს ორი სიტყვა მგონია, რომ ამ საერთო ქოლგის ქვეშ ბრენდში უნდა ფიგურირებდეს: გაერთიანებაც ძალიან მნიშვნელოვანია და დემოკრატიულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ქვეყნის შიგნით ხალხმა უნდა იცოდეს, რომ მართლა მათ ხელშია ძალაუფლება და ისინი იღებენ გადაწყვეტილებას, ისევე, როგორც გარეთ, ჩვენი დასავლეთ პარტნიორებისთვის გასაგები უნდა იყოს, რომ აქ არსებობს გაერთიანება.

  • ამ დრომდე ოპოზიციის გაერთიანების ერთ-ერთ ხელისშემშლელ ფაქტორად „ნაციონალური მოძრაობა“ სახელდებოდა არგუმენტით: „ნაციონალებთან არ დავდგები“. რა შეიცვალა ამ კუთხით? 

ეგ გადალახულია, ჩემი აზრით. რა დროს „ნაციონალური მოძრაობაა“…

პოლიტიკური პარტიები, ჯამში, არიან გამოცდილები და ორგანიზებულები ასეთი ტიპის საქმიანობაში და გასაგებია, რომ უფრო კონკურენტულები არიან, ვიდრე სამოქალაქო ჯგუფები, მაგრამ საუბარი იმაზე, რომ რომელიმე პარტია, როგორც პარტია ფუნქციონირებს სრულფასოვნად, ამ წუთში არ არსებობს უბრალოდ.

  • ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდით, „ოცნების“ პროპაგანდამ აქტიურად იმუშავა ჩემ წინააღმდეგ და გამაშავესო. რატომ ჩათვალეთ, რომ ეს შეიძლება იყოს თქვენი ლიდერობის საწინააღმდეგო არგუმენტი, რომელი ოპოზიციონერის გაშავება არ სცადა „ოცნებამ“?

იქ საუბარი იყო იმაზე, შესაძლებელია თუ არა ამ პროცესს ჰყავდეს ერთი ლიდერი – ამის პასუხი იყო ის, რომ დღეს მე, უბრალოდ, ვერ ვხედავ მაგის შანსს, რომ ერთი ლიდერი დაიბადოს-მეთქი.

საზოგადოების რაღაც ნაწილის თვალში ყველა მეტ-ნაკლებად გაშავებულია სხვადასხვა არგუმენტით და დეზინფორმაციით, ამიტომ მოლოდინიც კი არა მაქვს, რომ შეიძლება ერთი ვიღაც გამოჩნდეს – იმასაც ორ დღეში გაგიშავებენ. ეროვნული მასშტაბის ლიდერად ვიღაცის წარმოჩენა ძალიან გაჭირდება.

  • როცა ერთობა მიღწეული არ არის, სტრატეგია არ გვაქვს და არ ჩანს ცვლილების რეალურობა, მოქალაქეები სხვამენ შეკითხვებს: რა შეგვიძლია? რატომ არის მნიშვნელოვანი ქუჩის პროტესტი? – რას ეტყოდით მათ?

ქუჩაში დგომა ერთადერთი საჯარო გამოხატულება იმისა, რომ ეს ქვეყანა არ შეეგუა დიქტატორულ რეჟიმს. საბოლოო ჯამში, ჩვენ ვართ თავისუფალი საზოგადოება და თავისუფლებისთვის ბრძოლას ვაგრძელებთ. ამისი საჯარო დემონსტრაცია ერთადერთი ხდება ქუჩაში, სადაც გამოვდივართ და ვდგავართ – ბათუმში, ზუგდიდსა თუ თბილისში. მართალია, რაოდენობა აღარ არის ისეთი თვალში საცემი, მაგრამ რამდენიმე ათასი ადამიანი, თუნდაც როტაციით, თბილისში მაინც გამოდის და ყოველ დღე დგას.

ეს აჩვენებს იმას, რომ ჩვენ ცოცხლები ვართ ჯერ კიდევ, ჩვენ ჯერ კიდევ გვესმის თავისუფლების ფასი და არ ვეგუებით, მიუხედავად კატასტროფულად რეპრესიული კანონმდებლობისა – პრაქტიკულად ტერორის ატმოსფეროში ვცხოვრობთ.

ამ ყველაფრის მიუხედავად, ამ ქვეყანაში არსებობს თავისუფალი საზოგადოება, რომელიც აგრძელებს ბრძოლას. მაგით განვსხვავდებით, მაგალითად, ბელარუსისგან. საქართველოს და ბელარუსიის რეჟიმებს შორის დიდი განსხვავება უკვე აღარ არსებობს, მაგრამ განსხვავდება იმით, რომ აქ ჯერ კიდევ არსებობს თავისუფალი საზოგადოება, რომელიც ბრძოლას აგრძელებს მიუხედავად იმისა, რომ ტროტუარზე გაჩერების გამო ვიღაცებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც კი ემუქრებათ.

ქუჩაში პროტესტის გამოხატვა მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ ჩვენმა მეგობრებმაც დაინახონ – აქ ჯერ კიდევ არის თავისუფალი საზოგადოება.

მე მჯერა, რომ საბოლოო ჯამში, ჩვენ გავიმარჯვებთ ნებისმიერ შემთხვევაში. ეს ქვეყანა გადარჩება, როგორც თავისუფალი ქვეყანა და, მათ შორის, როგორც თავისუფალი საზოგადოება.

მიუხედავად ბევრი ნეგატივისა და იმედგაცრუებისა – და ეს იმედგაცრუება, ხელის ჩაქნევა მარტო პოლიტიკურ კლასს არ უკავშირდება – ადამიანები გარბიან ქვეყნიდან, მათ შორის, ჩემი მხარდამჭერებიც წავიდნენ. ამ ხალხთან როცა მაქვს საუბარი, შეიძლება პირველი იყოს ის, რომ პოლიტიკოსებმა რაღაც ვერ მოახერხეს, მაგრამ ჯამში იმედგაცრუება არის ქართული საზოგადოებით, ანუ ვიღაცებმა იმედი დაკარგეს, რომ აი, ჩვენგან, ვინც ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, საეჭვოა, კარგი ქვეყანა გამოვიდეს.

მაგრამ მე მჯერა.

ეს ქვეყანა ათასწლეულებია არსებობს, ჩვენ კი თავისუფლებისთვის ყოველთვის ვიბრძოდით. ჩვენ გვაქვს ძალიან მძიმე წარსული 70-წლიანი საბჭოთა ოკუპაციის, როცა ჩვენს გადაკეთებას, სხვა ადამიანის გამოყვანას ცდილობდნენ. ეს არ არის მარტივი მემკვიდრეობა, ძალიან მძიმე მემკვიდრეობა გამოგვყვა. ეს მემკვიდრეობა აისახება ბევრ რამეში.

  • შეუგუებლობა, გარდა იმისა, რომ არის პროტესტი და ღირებულება, ფიქრობთ, რომ შეიძლება გახდეს პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტი? 

პროტესტი არის ის, რაზეც დაშენდება ყველაფერი და ეს მოხდება აუცილებლად. ნებისმიერი რამ, რაც არ უნდა მივამატოთ ჩვენ ამ ბრძოლას, პროტესტი იქნება მაინც მისი საფუძველი.

ეს არის ქვეყანა, სადაც უკვე დიქტატორული რეჟიმია: ჩვენ აღარ გვაქვს დემოკრატიის მინიმალური სტანდარტები, ამ ქვეყანაში აღარ არის არჩევნები, როგორც ძალაუფლების ცვლილების ლეგიტიმური გზა, პარტიებს აუქმებენ, პოლიტიკურ ლიდერებს ციხეში სვამენ, არჩევნებზე დაკვირვება აიკრძალა… მილიონი რამ შეიძლება ჩამოვთვალოთ მარტო ბოლო წლის განმავლობაში, რაც მოხდა. ერთადერთი ბრძოლის გზა, ასეთ პირობებში, არის ქუჩა, ადამიანები, რომლებიც გამოდიან ქუჩაში და არ ეშინიათ იმის, რომ დააფიქსირონ საკუთარი პროტესტი.

ეს პროტესტი უნდა გაფართოვდეს და ყველაფერი ამაზე უნდა დაშენდეს.

თუ ვინმე ფიქრობს, რომ შეიძლება სტრატეგია იყოს გაჩუმება – „მოდი, გამოვიზამთროთ ცოტა ხანი, შევიკეტოთ სახლებში და მერე გავაქტიურდეთ, როცა რეჟიმი გეოპოლიტიკური ცვლილების გამო შეიძლება დასუსტდეს“ – გამოდის, რომ არ გვესმის ამ რეჟიმის ბუნება. გაჩერება და სახლში შესვლა ნიშნავს, რომ ეს რეჟიმი უბრალოდ შეგჭამს.

თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს რეჟიმი გაჩერდება და შეტევაზე აღარ იქნება – არა, ეს რეჟიმი ნებისმიერ შემთხვევაში შეტევაზე იქნება და თავისუფლების ნებისმიერ კერას გაანადგურებს. ამიტომაც, პოლიტიკური პროცესისთვის მნიშვნელოვანია, ადამიანები ისევ გააქტიურდნენ, ქუჩაში გამოვიდნენ.

ამერიკული ორგანიზაციიდან გრანტის მიღების გამო რადიო „მარნეული“ კომუნიკაციების კომისიამ გააფრთხილა

კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ რადიო „მარნეული“ წერილობით გააფრთხილა ამერიკული საერთაშორისო ორგანიზაცია NED-იდან მიღებული გრანტის გამო.

„32 542 ლარი, რის გამოც გაგვაფრთხილეს, იყო 12 ადამიანის 4 თვის ხელფასი“ – უთხრა რადიო „მარნეულის“ დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა კამილა მამედოვამ „ბათუმელებს“.

„აღნიშნული თანხა მიღებული იყო საგრანტო პროექტის ფარგლებში და არ წარმოადგენდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის 11 პუნქტით განსაზღვრულ გამონაკლისს, როგორიცაა კომერციული რეკლამა, ტელეშოპინგი, სპონსორობა ან პროგრამაში პროდუქტის განთავსება. კანონის თანახმად, აკრძალულია მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღება,“ – ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში.

კამილა მამედოვას თქმით, 22 იანვარს მიღებული გადაწყვეტილება არის მეორე გაფრთხილება.

„პირველი გაფრთხილება ნოემბერში მივიღეთ. „დოიჩე ველეს“ გრანტი გვქონდა მულტიმედია კონტენტის წარმოებისთვის, რომელიც ვებს ეხებოდა. მე ვიყავი დარწმუნებული, რომ ეს არ ეხებოდა მაუწყებლობას. მაგრამ მაინც დაუყოვნებლივ კონტრაქტის შეწყვეტა მოითხოვეს, რისი აღსრულებაც დაგვჭირდა.

რაც შეეხება NED-ის, იცით, რომ რაღაც პერიოდი შეჩერებული ჰქონდა მუშაობა. NED-თან გვქონდა ორწლიანი კონტრაქტი. ამ კონტრაქტის პირველი წელი სრულდებოდა ივლისში, როდესაც NED-მა მოიგო სასამართლო აშშ-ში და დაბრუნდნენ. რადგან სრულდებოდა პროექტი, მე ავიღე ჩემს თავზე პასუხისმგებლობა… იცით, როგორი კრიზისია რეგიონულ მედიაში.

მე ჩავარიცხინე ეს თანხა და კომუნიკაციების კომისიასაც ეს ვუთხარი, რომ ეს იყო პროექტის დასრულება, ბოლო ტრანში. შეღავათი იყო ის, რომ უბრალოდ გაგვაფრთხილეს და არ დაგვაჯარიმეს. გაფრთხილება მივიღეთ, იმიტომ, რომ პირდაპირ უცხოურ დაფინანსებად არის აღქმული ეს თანხა.

NED -ის გრანტი იყო სამენოვანი რადიომაუწყებლობის მხარდაჭერა, ძირითადად ხელფასებზე გათვლილი,“ – უთხრა კამილა მამედოვამ „ბათუმელებს“.

პარლამენტმა, რომლის ლეგიტიმაციაც სადავოა, 2025 წლის 1-ელ აპრილს მიიღო საკანონმდებლო ცვლილება, რომელი ცვლილებითაც აკრძალულია მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების (ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის) მიღება (გარდა კომერციული რეკლამისა, ტელეშოპინგისა, სპონსორობისა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებისა).

ამავე კანონით ამასთანავე, აკრძალულია უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა (გარდა კომერციული რეკლამისა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებისა) ან/და პროგრამის მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან/და თანადაფინანსება.

სადავო პარლამენტის მიერ მიღებული კანონით, უცხოურ ძალად მიიჩნევა უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი; ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე; იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე არ არის დაფუძნებული; ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი (მათ შორის, ფონდი, ასოციაცია, კორპორაცია, კავშირი, სხვა სახის ორგანიზაცია) ან პირთა სხვა სახის ისეთი გაერთიანება, რომელიც უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზეა დაფუძნებული.

„ვინაიდან „დემოკრატიის ეროვნული ფონდი“ (NED) დაფუძნებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში, იგი წარმოადგენს უცხოურ ძალას, ხოლო მისგან მიღებული თანხა – უცხოური ძალისგან პირდაპირ დაფინანსებას,“ – ასე დაასაბუთა კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღეს მიღებული გადაწყვეტილება.

23 იანვრიდან ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება

ბათუმის მერიის ინფორმაციით, 23 იანვრიდან რამდენიმე ქუჩაზე ავტომობილით გადაადგილება შეიზღუდება. გადაწყვეტილების მიზეზი საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

კერძოდ, ავტომანქანებისთვის გადაადგილება შეიზღუდება:

  • აკაკი წერეთლის ქუჩაზე, იმედაშვილის ქუჩიდან ესენინის ქუჩამდე მონაკვეთში – მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.
  • იოსებ იმედაშვილის ქუჩაზე, წერეთლის ქუჩიდან ჭავჭავაძის ქუჩის მიმართულებით – მოძრაობა სრულად აიკრძალება.
  • ბაქოს ქუჩაზე, შავშეთის ქუჩიდან საბაგირომდე მონაკვეთში – სავალი გზის მარცხენა ზოლში დროებით ორმხრივი სატრანსპორტო მოძრაობა იქნება.

მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება სულაბერიძისა და პუშკინის ქუჩების გარკვეული მონაკვეთებისა და იმედაშვილის ქუჩის სრული რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, რაც გულისხმობს მიწისქვეშა კომუნიკაციების, გზის სავალი ნაწილის, ტროტუარებისა და განათების სისტემის განახლებას.

პროექტის შედეგად ამ მონაკვეთებზე არსებითად უნდა გაიზარდოს სანიაღვრე ქსელის გამტარუნარიანობა.

სუპერმარკეტებსა და სადისტრიბუციო კომპანიებში სუსი შევიდა

სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახური სუპერმარკეტებსა და სადისტრიბუციო კომპანიებში შევიდა.

22 იანვრის 16:00 საათის მდგომარეობით, სუსი შევიდა „დეილი ჯგუფსა“ და „აგროჰაბში“.

„ტვ პირველის“ ინფორმაციით, სუსი ასევე შევიდა სადისტრიბუციო ქსელ „დაფნაში“.

„კი ბატონო, არიან ჩვენთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები, თუმცა მუშა პროცესი ჩვეულებრივ მიმდინარეობს, არანაირი არაფერი ზედმეტი არ არის, ამ ეტაპზე დანარჩენი ზედმეტი კომენტარისგან თავს ვიკავებთ, თუ რამე მნიშვნელოვანი იქნება, მომავალში გავაჟღერებთ,“ – უთხრა „დეილი ჯგუფის“ წარმომადგენელმა „ტვ პირველს“.

სუსის შევიდა „აგროჰაბშიც”. კომპანიის დირექტორმა, გიორგი ჯაშიაშვილმა „ტვ პირველს“ განუცხადა, რომ სუს-მა მათგან დოკუმენტები და პროგრამული ბაზები მოითხოვა.

„სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურიდან იყვნენ მოსულები, ანტიკორუფციულიდან. დოკუმენტები და პროგრამული ბაზები მოითხოვეს. თარიღების მიხედვით არის რაღაცები გასაკეთებელი, გავამზადებთ დოკუმენტაციას და მივაწვდით,“ – თქვა გიორგი ჯაშიაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, სუს-ის ანტიკორუფციული სამსახურის თანამშრომლებმა კომპანიაში წინასწარ დარეკეს და იკითხეს, იყვნენ თუ არა ოფისში ხელმძღვანელი პირები.

„დაგვირეკეს წინასწარ, თუ ხართ ოფისში, რაღაც საკითხები გვინდა გავიაროთო და მოვიდნენ. [მოვიდნენ] ფასებთან დაკავშირებით, რაზეც არის ეს პერიოდი საუბარი, მაღალ ფასებთან დაკავშირებით, მაგასთან კავშირშია ზუსტად,“ – თქვა გიორგი ჯაშიაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, კონკრეტულად რა სახის დოკუმენტაცია აინტერესებდათ, ჯაშიაშვილმა უპასუხა, რომ სუს-ს „აგროჰაბიდან“ შესყიდვებთან დაკავშირებით ყველა ტიპის დოკუმენტაცია აინტერესებდა. კონკრეტულად, რა ფასად იყიდება თითოეული პროდუქტი.

როგორც „ნეტგაზეთს“ სუს-ში განუცხადეს, „ათობით განჩინებაა და სხვადასხვა კომპანიისგან ხდება დოკუმენტების ამოღება შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით“.

სუს-ში არ აკონკრეტებენ, რა გამოძიების ფარგლებში ამოწმებენ ქსელურ მარკეტებს, თუმცა, სავარაუდოდ, საქმე ეხება სურსათის ფასებს, რასაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სწავლობს.

სუსი-ის საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა „რითეილ ასოციაციამ“, რომელიც სუპერმარკეტების ქსელებს აერთიანებს.

„22 იანვარს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, კანონმდებლობით დადგენილი წესისა და შესაბამისი გაჩინების საფუძველზე, მიმართა ასოციაციის წევრ კომპანიებს და გამოითხოვა გარკვეული დოკუმენტაცია, მათ შორის ხელშეკრულებები, პირველადი საბუღალტრო დოკუმენტები, ფაქტურები და ინვოისები.

ასოციაციის ყველა წევრი კომპანია სრულად და შეუფერხებლად თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოსთან. შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს მშვიდ გარემოში, სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი პროცესუალური ჩარჩოების სრული დაცვით.

გამოთხოვილი დოკუმენტაციის მოცულობიდან გამომდინარე, მისი თავმოყრა,

დამუშავება და წარდგენა საჭიროებს დამატებით დროს. შემდგომი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, საზოგადოებას მიეწოდება დამატებითი ოფიციალური განმარტება“, – ნათქვამია განცხადებაში.

21 იანვარს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის სხდომაზე ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა ფასების დაწევის საკითხზე სასაუბროდ.

კობახიძემ ერთ-ერთ პრობლემურ საკითხად სუპერმარკეტების გაზრდილი რაოდენობა დაასახელა.

ამავე თემაზე:

რატომ ძვირდება პროდუქტი? – ინტერვიუ

ძებნილი ნარკობარონი საქართველოში თავს მაგნატად ასაღებდა – ჟურნალისტური გამოძიება

ტაივანელი თომას შუ, რომელიც 2022 წლის მაისში ბათუმის „დინამოს“ საპატიო პრეზიდენტად დასახელდა და ბათუმს მსხვილ უცხოელ ინვესტორად გაეცნო, სინამდვილეში ტაივანიდან 2014 წელს გაქცეული და ძებნაში მყოფი ნარკოდამნაშავე აღმოჩნდა.

ჟურნალისტური გამოძიების ავტორები „აი, ფაქტი“,  OCCRP, The Reporter, Voice of Democracy, Rappler და „ფლანგვის დეტექტორი“  არიან.

ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ინვესტორი, რომელიც თომას შუს სახელით არის ცნობილი, სინამდვილეში ტაივანში დაბადებული მინგ ჩინ ჰსუა.

მან ტაივანი 2014 წელს მას შემდეგ დატოვა, რაც სასამართლომ ის მეტამფეტამინის დამზადებისთვის დამნაშავედ ცნო.

ტაივანის დატოვების შემდეგ მან ფილიპინებისა და კამბოჯას მოქალაქეობა მიიღო და სახელიც შეიცვალა.

სამი ქვეყნის პოლიცია თომას შუს 2016 წელს 364 მილიონი დოლარის ღირებულების ნარკოტიკების გადაზიდვის დაფინანსებაშიც ეჭვმიტანილად მიიჩნევს, რაც აზიის მსხვილ ნარკოსინდიკატს – „სემ გორს“ (Sam Gor) უკავშირდება (შუსთვის ბრალი ოფიციალურად არ წაუყენებიათ, ნაწილობრივ იმის გამო, რომ ტაივანსა და კამბოჯას შორის ექსტრადიციის ხელშეკრულება არ არსებობს).

შუ საქართველოში 2021 წელს ჩამოვიდა, როგორც კამბოჯური უძრავი ქონების გიგანტის, „ლიქსინ გრუპის“ (Lixin Group) წარმომადგენელი. ის კომპანიის სახელით, მაღალი დონის ღონისძიებებს ესწრებოდა.

თუმცა, დღეს Lixin Group-ის ადვოკატები ყველაფერს უარყოფენ და აცხადებენ, რომ შუს მათ ჯგუფთან კავშირი არ ჰქონია;

Lixin-ის ყველაზე ამბიციური პროექტი საქართველოში „ჰალსიონის კოშკები“ (Halcyon towers) უნდა ყოფილიყო – ყველაზე მაღალი შენობა ბათუმში.

თუმცა, პროექტის დაანონსებიდან 4 წლის შემდეგ მშენებლობა დაწყებულიც კი არ არის. უფრო მეტიც, როგორც ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს, Lixin-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული არქიტექტურული ვიზუალიზაციები მნიშვნელოვნად ჰგავს ჩინეთისთვის შექმნილი სხვა პროექტის დიზაინს, რომლის ავტორი ბრიტანელი არქიტექტორი ზაჰა ჰადიდი იყო.

ჟურნალისტური გამოძიების სრულად წაკითხვა შეგიძლიათ ამ ბმულზე:

ნარკოტრეფიკინგიდან „დინამო ბათუმის“ სპონსორობამდე: როგორ აღმოჩნდა აზიის კრიმინალური ქსელი საქართველოში?

 

თბილისში გაიმართება აქცია ანასტასია ზინოვკინასა და ნანა სანდერსის მხარდასაჭერად

„ქალთა მოძრაობა“, პოლიტიკოსი ქალები, ექიმები და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფი პატიმრობაში მყოფი ანასტასია ზინოვკინასა და ნანა სანდერის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და პატიმარი ქალების მხარდასაჭერ აქციას აანონსებენ სამშაბათს, 27 იანვარს, 18:00 საათზე, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან.

განცხადებაში ვკითხულობთ:

„სპეციალური პენიტენციური სამსახური თვეებია უგულებელყოფს ანასტასია ზინოვკინასა და ნანა სანდერის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობას. არაერთი ოფიციალური მიმართვის მიუხედავად, მოთხოვნები არ სრულდება, წერილობითი პასუხი არ არსებობს, ხოლო მათი მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება.

თუმცა ეს მხოლოდ ჯანმრთელობის საკითხი არ არის. ჩვენი ინფორმაციით, ორივე ქალის მიმართ ადგილი აქვს ღირსების შემლახავ და არაადამიანურ მოპყრობას, რაც კიდევ უფრო ამძიმებს მათ მდგომარეობას და ზრდის იზოლაციას.

ანასტასია ზინოვკინას საქმეში ვხედავთ გაუმჭვირვალე და დამამცირებელ გადაწყვეტილებებს – ის გაურკვეველი საფუძვლით გადაიყვანეს დახურული ტიპის დაწესებულებაში, რის შედეგადაც მკვეთრად შეეზღუდა სატელეფონო ზარებისა და პაემნების უფლება. ანასტასია სხვა პატიმრებისგან განცალკევებით, საკანში მარტო იმყოფება, ხოლო კომუნიკაციის შეზღუდვამ კიდევ უფრო გაამძაფრა მისი სოციალური იზოლაცია.

ნანა სანდერი კი საჯაროდ საუბრობს ციხეში არაადამიანურ მოპყრობაზე – მკურნალობის შეფერხებაზე ან უარზე, საჭირო მედიკამენტების დაგვიანებაზე, აგრესიულ და დამამცირებელ დამოკიდებულებაზე ადმინისტრაციის მხრიდან, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის მის ჯანმრთელობასა და ლახავს მის ღირსებას.

„ქალთა მოძრაობა“, პოლიტიკოსი ქალები, ექიმები და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები ვითხოვთ სახელმწიფოსგან კანონით დაკისრებული ვალდებულებების დაუყოვნებლივ შესრულება.

ჩვენი მოთხოვნებია:

▪️ დაუყოვნებლივ ჩატარდეს სრული და კომპლექსური სამედიცინო გამოკვლევები, მათ შორის:

– აუცილებელი აპარატურული კვლევები (MRI, CT, რენტგენოლოგიური, ნევროლოგიური და სხვა სპეციალიზებული კვლევები);
– შესაბამისი ლაბორატორიული კვლევები ჯანმრთელობის მდგომარეობის სრულფასოვანი შეფასებისა და დიაგნოზის დაზუსტებისთვის;
– ყველა საჭირო ვიწრო პროფილის სპეციალისტის კონსულტაცია დამოუკიდებელი და ობიექტური სამედიცინო შეფასების უზრუნველსაყოფად.

▪️ სამედიცინო გამოკვლევები და მკურნალობა განხორციელდეს შესაბამის სამოქალაქო კლინიკაში, ხოლო შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში №18 სამკურნალო პენიტენციურ დაწესებულებაში, საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტების სრული დაცვით.

▪️ ექიმების მიერ უკვე გაცემული რეკომენდაციები სრულად და უწყვეტად შესრულდეს, დაიწყოს რეალური სამკურნალო პროცესი და უზრუნველყოფილი იყოს:

– აუცილებელი მედიკამენტოზური თერაპია;
– მკურნალობის პროცესის უწყვეტობა და ეფექტური სამედიცინო მონიტორინგი;
– ჯანმრთელობის მდგომარეობის შემდგომი გაუარესების პრევენცია.

▪️ დაუყოვნებლივ შეწყდეს ღირსების შემლახავი და არაადამიანური მოპყრობა პატიმართა მიმართ“.

ნანა სანდერი 4 ოქტომბრის საქმეზეა დაკავებული. იგი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. „ოცნების“ პროკურატურა მას ორი მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება: ჯგუფური მოქმედების ორგანიზება (226-ე მუხლი) და მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ (317-ე მუხლი).

ნანა სანდერი ბრალს არ აღიარებს და ციხეში მის მიმართ არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს.

ამავე თემაზე: „მთხოვდნენ გაშიშვლებას, მეძახდნენ ფაშისტს, მოღალატეს“ — ნანა სანდერი ციხის პირობებზე

ანასტასია ზინოვკინა რუსეთის მოქალაქეა. ის, არტემ გრიბულთან ერთად, 2024 წლის 17 დეკემბერს დააკავეს. პროკურატურა მათ 16 გრამი ნარკოტიკული საშუალებას ფლობას ედავება. ისინი ბრალს არ აღირებენ და ამბობენ, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს.

ზინოვკინას, ასევე მასთან ერთად დაკავებულ არტემ გრიბულსა და ანტონ ჩეჩინს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით, 8,5- წლიანი პატიმრობა გასულ წელს მიუსაჯა.

ანასტასია ზინოვკინა, რომელიც რუსთავის ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაშია, ციხიდან გამოგზავნილ წერილში საკანში არსებულ ანტისანიტარიასა და რთული პირობების შესახებ რამდენიმე თვეა საუბრობს. მან მიმართა სახალხო დამცველსაც. თუმცა ომბუდსმენმა საპასუხოდ განაცხადა, რომ სახალხო დამცველის მანდატში არ შედის ბრალდებულის/მსჯავრდებულის განთავსების ადგილის განსაზღვრა, „მათ შორის, სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა“.

თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება

თიბისი კონცეპტის, Visa-ს და M.T.A-ს შეთავაზებების ფარგლებში, სათხილამურო სპორტის მოყვარულები შერჩეულ ონლაინ პლატფორმებზე ოთხივე კურორტის 7 და 10 დღიანი მულტისკი სეზონური აბონემენტების თიბისი კონცეპტ Visa ბარათებით შეძენისას, 30%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

შეთავაზება ეხება ზრდასრულების აბონემენტებს და არ ვრცელდება მხოლოდ კონკრეტული კურორტის აბონემენტის შეძენისას. ფასდაკლებით სარგებლობისთვის, აბონემენტები უნდა შეიძინოთ ონლაინ პლატფორმებზე: SKIPASS.GE | TKT.GE | SuperApp | Biletebi.ge.  ერთი ბარათით შესაძლებელია, მაქსიმუმ ორი ზრდასრულის აბონემენტის შეძენა.

აბონემენტების რაოდენობა ლიმიტირებულია, ამიტომ შეძენის სურვილის შემთხვევაში, იჩქარეთ. შეთავაზებით სარგებლობისთვის, იხელმძღვანელეთ შერჩეულ ონლაინ პლატფორმებზე (SKIPASS.GE | TKT.GE | SuperApp | Biletebi.ge) მითითებული ფასდაკლების მიღების მექანიკით.

შეთავაზების დეტალური პირობების სანახავად, ეწვიეთ ბმულს.

გახდით თიბისი კონცეპტის მომხმარებელი და ისარგებლეთ პრივილეგირებული საბანკო მომსახურებითა და შეთავაზებებით.

მშენებარე ბინის მესაკუთრეები მერს დახმარებას სთხოვენ – აქცია ბათუმის მერიასთან

დღეს, 22 იანვარს, ბათუმის მერიასთან ბაგრატიონის #113-ში მშენებარე კორპუსის ბინათმესაკუთრეები შეიკრიბნენ და საპროტესტო აქცია გამართეს.

100-ზე მეტი ოჯახი თავს დეველოპერებისგან დაზარალებულად მიიჩნევს და ბათუმის მერს დეველოპერებთან მოლაპარაკებაში დახმარებას სთხოვს.

„2018 წელს შევიძინე ბინა. შემდეგ ორჯერ შეიცვალა ინვესტორი. ახლა სხვა დეველოპერია. 2018 წლიდან დღემდე არის აშენებული მხოლოდ ათი სართული. გაჩერებულია მშენებლობა. მეშვიდე წელია შენდება, წელიწადში ერთი სართულიც არ გამოდის.

ბოლო რვა თვეა საერთოდ შეჩერებულია.

ვითხოვთ გაგრძელდეს მშენებლობა და აშენდეს ჩვენი ბინა. ვითხოვთ, რომ შეთანხმდნენ ეს დეველოპერები ერთმანეთში. ბათუმის მერიასთან მოვედით ამიტომ, რომ მერიამ რამე გავლენა მოახდინოს მათზე. შეუძლებელია ამდენი წელი ქუჩაში ვიყოთ. საზღვარგარეთ მივდივართ იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში შევიძინოთ ბინა და ასე გამოდის,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ჟანა პაპუნაიშვილმა, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

აქციის მიმდინარეობის პარალელურად ბათუმის მერიაში ბაგრატიონის #113-ის მობინადრეების რამდენიმე წარმომადგენელი შევიდა მოლაპარაკებაზე.

აქციის მონაწილეებს ბათუმის მერის მოადგილე ნუკრი დეკანაძე შეხვდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კი მერიის პრესსამსახურმა „ბათუმელებს“ ბათუმის მერიის პოზიცია მიაწოდა ბაგრატიონის #113-ში მიმდინარე დაუსრულებელი მშენებლობის შესახებ

„ბათუმის მერი, ასევე მერიის წარმომადგენლები რამდენჯერმე შეხვდნენ ბაგრატიონის 113-ში, დაუსრულებელ კორპუსში არსებული ფართების მფლობელებს, რომლებიც მშენებლობის დასრულებას და საკუთარი ფართების მიღებას ითხოვენ.

საკითხი არის კერძო დავის საგანი –  პროექტი რამდენჯერმე გაიყიდა, თუმცა, მშენებლობა ვერც ერთმა კომპანიამ ვერ დაასრულა. გარდა ამისა, ყოფილ და ამჟამინდელ მფლობელებს შორის ვერ შედგა შეთანხმება პროექტის ცვლილებასთან დაკავშირებით, რაც აფერხებს მშენებლობის გაგრძელებას.

საკითხის გადაწყვეტაში ხელშეწყობის მიზნით, მერიამ უზრუნველყო სამივე მხარის შეხვედრის ორგანიზება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც მხარეები შეთანხმდებიან, მერია შეძლებს ხელშემწყობი ღონისძების გამოყენებას საკითხში ჩარევის სხვა იძულებითი მექანიზმი მერიას არ გააჩნია,“ – ნათქვამია ბათუმის მერიის განმარტებაში.

ნახეთ პირდაპირი ეთერი ბათუმის მერიასთან გამართული აქციიდან.

 

Exit mobile version