ბათუმის მერიის ინფორმაციით, 5 ივლისამდე ჩაიკეტა მოძრაობა მელიქიშვილის ქუჩის დასაწყისში – რუსთაველისა და ნინოშვილის ქუჩებს შორის მონაკვეთში.
„საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ივნისიდან 5 ივლისამდე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება პეტრე მელიქიშვილის ქუჩაზე, შოთა რუსთაველის ქუჩიდან ეგნატე ნინოშვილის ქუჩამდე მონაკვეთში.
შეზღუდვა დაკავშირებულია ქვაფენილიანი ქუჩების რეაბილიტაციის მიმდინარე პროექტთან“ – წერს ბათუმის მერია.

ბათუმი, მელიქიშვილის ქუჩა / 15.06.2026
„ბათუმელები“ მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს დაუკავშირდა – თუ რომელი კომპანია ახორციელებს სამუშაოებს და იყო თუ არა გამოცხადებული ტენდერი. სამმართველოს პასუხს, მიღების შემთხვევაში, აქვე მოგაწვდით.
ბათუმში ქვაფენილიანი ქუჩების „საკითხის მოგვარებაზე“ ქალაქის მერიამ საუბარი 2016 წელს დაიწყო, ქვაფენილების აყრა კი – 2022 წელს.

ბათუმი, 5 ივლისამდე ჩაიკეტა პეტრე მელიქიშვილის ქუჩის დასაწყისი [მონიშნულია წითელი ხაზით].

ბათუმი, მელიქიშვილისა და ნინოშვილის ქუჩების კვეთა / 15.06.2026






