საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა ამერიკის კინოაკადემიის 2021 წლის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის პირველი სექტემბრიდან დაიწყო საქართველოს კანდიდატი ფილმის შერჩევა.
ქართველ კინემატოგრაფისტებს განაცხადის გაკეთება 30 სექტემბრის ჩათვლით შეეძლოთ.
ეროვნული კინოცენტრის ცნობით განაცხადების შეტანის ვადა ამოიწურა და უკვე ცნობილია, რომ წელს ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად 3 ქართული ფილმი იბრძოლებს:
[checklist]
რეჟისორ დეა კულუმბეგაშვილის ფილმი – „დასაწყისი“
უტა ბერიას – „უარყოფითი რიცხვები“
ოთარ შამათავას – „ურსუსი“
[/checklist]
ოსკარზე წარსადგენად საქართველოს კანდიდატ ფილმს სპეციალური კომისია ფარული კენჭისყრით გამოავლენს. კანდიდატი ფილმის სახელი 2020 წლის 10 ოქტომბრამდე გახდება ცნობილი.
დეა კულუმბეგაშვილის ფილმმა „დასაწყისი“ უკვე არაერთი მნიშვნელოვანი ჯილდო მოიპოვა, მათ შორის – კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის ჯილდო ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე და სან სებასტიანის კინოფესტივალის მთავარი პრიზები ოთხ კატეგორიაში. ფილმი ნიუ-იორკის კინოფესტივალის ფარგლებშიც უნდა აჩვენონ, სადაც საკონკურსო პროგრამის ერთ-ერთი მონაწილეა.
2019 წელს გადაღებული უტა ბერიას „უარყოფითი რიცხვები“ სამხრეთ კორეული კინოფესტივალის, Pyeongchang International Peace Film Festival-ის მთავარ საკონკურსო პროგრამაში მოხვდა. ფილმის მსოფლიო პრემიერა კი საფრანგეთში, არასის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.
რეჟისორის ეს სადებიუტო ფილმი არასრულწლოვანთა დაწესებულებაში მოზარდების წინააღმდეგობებით აღსავსე ცხოვრებაზეა. ფილმის სცენები ავჭალის ყოფილი მე-10 საპყრობილის, არასრულწლოვანთა კოლონიის ტერიტორიაზეა გადაღებული.
ოთარ შამათავს „ურსუსი“ 30 წლის კინორეჟისორზე მოგვითხრობს, რომელიც ბერლინალეს კინოფესტივალზე „ოქროს დათვის” მოპოვებაზე ოცნებობს. სამოქალაქო ომის დროს იგი ყველაფერს კარგავს. ნიკას დაჭრიან, მისი ფილმი დაიწვება, ცოლი კი მიატოვებს და სხვასთან წავა.
„ლევან თედორაძეც ითხოვდა დახმარებას, სახლი დაბზარული იყო და მესერიდან წყალი გამოდიოდა…“ – გეტყვიან ქვედა ჯოჭოში. ამ სოფლის და ლევან თედორაძის შესახებ ბოლო ორი დღეა ყველამ გაიგო – ქვედა ჯოჭოში მეწყერმა ლევან თედორაძის დ მაია ბერიძის სახლი მიწაში დამარხა. სახლში ლევან ცოლთან და არასრულწლოვან შვილთან ერთად იყო. მეწყერმა ავტომანქანაც წაიღო, რომელშიც ორი კაცი იჯდა და ლევან თედორაძის სამეზობლოდან სავარაუდოდ სოფლის ცენტრისკენ მიდიოდნენ. ცხედრები მაშველებმა დღეს, 2 ოქტომბერს იპოვეს. 14 ბიჭის ცხედარს კი ჯერ კიდევ ეძებენ.
მეწყერი ისე ჩამოწვა, რომ სახლის კედლებიც კი ვეღარ იპოვეს მაშველებმა. მეზობლები ყვებიან, რომ თავდაპირველად ძლიერმა წვიმამ ყველა შეაშინა, რადგან პატარ-პატარა მეწყერი სოფელს აქამდეც, დროდადრო ახსენებდა თავს.
„შემდეგ იყო ძლიერი ხმა. რომ გამოვიხედე, ლევანის და მაიას სახლი აღარ იდგა, შუქიც ყველგან ჩაქრა, ისევ გადაუღებლად წვიმდა…“ – გვიყვება დაღუპული ოჯახის მეზობელი ლელა თედორაძე.
მეწყერი ქვედა ჯოჭოში
მეწყერმა გზაც წაიღო, რომელიც ლევან თედორაძის ოჯახს მეზობლებთან აკავშირებდა. ამ გზასთან მისვლამდე შემხვედრი ადამიანები ახლა განსაკუთრებული ემოციით და უფრო ბრაზით მოგიყვებიან, როგორ წერენ წერილს წერილზე და ითხოვენ მხოლოდ ერთს – უსაფრთხო ადგილას ცხოვრებას, ან იმ ადგილის გამაგრებას, სადაც ცხოვრობენ. ქვედა ჯოჭოელების თქმით, არაერთხელ და წლების განმავლობაში მიმართეს ხელვაჩაურის მერიას, თუმცა არც ფერდსამაგრები მოუწყვიათ და არც უსაფრთხო საცხოვრებელი ადგილი შეუთავაზებიათ ვინმესთვის.
ლელა თედორაძე: წადი მაშინ და წალკაში იცხოვრეთო
„აქამდე არაფერს ვამბობდი, „ოცნებაო“, „ნაციონალებიო“, მაგრამ აღარ მინდა უკვე ამ ყველაფრის მოთმენა… გუშინაც წვიმა როცა დაიწყო, ვიფიქრე, რომ ამ ღამესაც ვერ დავიძინებ-მეთქი,“ – გვიყვება ქვედა ჯოჭოში მცხოვრები ლელა თედორაძე და თავისი სახლის ჭიშკრებიდან მესრისკენ მიგვითითებს.
„აქედან მეწყერი 6 წლის წინ ჩამოწვა, იმდენი მიწა იყო, ძლივს ავწიეთ… მერე გეოლოგებმა შეისწავლეს და გვითხრეს, აქ ცხოვრება საშიშიაო, მაგრამ არაფერი, მოგვისაჯეს ასე, საშიშ ზონაში ცხოვრება. გამგეობაში მითხრეს, მაშინ წადით და წალკაში იცხოვრეთო. წალკაში როგორ წავიდე, აქ ვარ, ბათუმთან ახლოს?
გაწვიმება გვაშინებს. მე საერთოდ ვერ ვიძინებ. ამ სოფელში თითქმის ყველა მეორე ოჯახს განცხადება აქვს დაწერილი – ზოგი გასახლებას ითხოვს, შესწავლას, ან ფერდსამაგრს, მაგრამ არაფერი, არაფერი არ იცვლება აქ,“ – გვითხრა ლალი თედორაძემ.
ლალი თედორაძის სახლთან გზა გადის, რომელიც დაახლოებით ერთი თვის წინ მოაწყვეს ბეტონის საფარით, თუმცა ამ გზას სანიაღვრე არხი არ აქვს. ამ გზაზე გავლა წვიმაში, ან ნაწვიმარში შეუძლებელი – გზაზე ნიაღვარი მიედინება. ეს გზა ლევან თედორაძის სახლისკენ მიდის, რომელიც გუშინ მეწყერმა წაიღო.
ლელა თედორაძე
დავით ცინცაძე: გუშინ ჩემს ბაღშიც ჩამოწვა მეწყერი, გზა სანიაღვრე არხების გარეშე გააკეთეს და ამიტომ
დავით ცინცაძის სამოსახლოც ლევან თედორაძის მეზობლადაა. დავით ცინცაძემ დამეწყრილი ბაღი გვაჩვენა, რომელიც გზის გასწვრივაა და გზაც, რომელსაც სანიაღვრე არხი მართლაც არ აქვს.
„ნახეთ, როგორ მოაწყვეს ეს გზა, დაახლოებით ერთი თვის წინ დასრულდა, არსად არის სანიაღვრე არხი, ნიაღვარი პირდაპირ გზაზე მოდის… აქაც, სადაც მილია ჩასმული მოსახვევში და აქ უნდა გავიდეს წყალი, იმდენად ვიწროა მილი, რომ ჩაიხერგა და წყალი აქაც ზემოდან გადმოდის, მილია ცარიელია.
ხელვაჩაურის მერიას ორი კვირის წინ მივმართე, მაშინაც ჩამოწვა მეწყერი და ყურადღება ვითხოვე. მითხრეს, ჯერ გეოლოგებმა უნდა შეისწავლონო, მაგრამ არავინ მოსულა. ვისთან მივიდნენ, ჩემთან რომ გააკეთონ?“ – კითხულობს დავით ცინცაძე.
საავტომობილო გზა სანიაღვრე არხის გარეშე. სოფელი ქვედა ჯოჭო, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
ქვედა ჯოჭოში ადამიანებმა ასევე გვითხრეს, რომ ხელვაჩაურის მერს – ჯუმბერ ვარდმანიძეს წუხელ ღამით ამის გამო წაეჩხუბნენ. მას შემდეგ მერი სოფელში აღარც გამოჩენილაო.
„დღეს მერი საერთოდ აღარ გამოჩნდა… სამი საათი დააგვიანდა დაახლოებით სამაშველოს, ჟურნალისტებმა მოასწრეს სამაშველოს, ასე იყო,“ – ამბობს ლელა თედორაძე.
ხელვაჩაურის მერის და საკრებულოს თავმჯდომარის ნაცვლად დღეს ჟურნალისტების კითხვებს შემთხვევის ადგილას არჩილ ბარამიძემ უპასუხა. იგი ხელვაჩაურის მერის მოადგილეა.
დავით ცინცაძე
ხელვაჩაურის მერის მოადგილე: 3 ათასამდე განაცხადია ფერდსამაგრზე, ეტაპობრივად ვაკეთებთ
„…დაახლოებით 3 ათასამდე განაცხადია ფერდსამაგარზე ხელვაჩაურში, ეტაპობრივად ვაკეთებთ, გეოლოგიური დასკვნებიდან გამომდინარე ეტაპებად იყოფა და განისაზღვრება საჭიროებები,“ – ამბობს არჩილ ბარამიძე. მას ვკითხეთ რეაგირების შესახებ, როცა, მაგალითად, ქვედა ჯოჭოში მცხოვრები ადამიანები უსაფრთხო გარემოს ითხოვენ. ხელვაჩაურის მერის მოადგილის თქმით, ჯამში, ქვედა ჯოჭოში 120-მდე ფერდსამაგრი სამუშაოა ჩატარებული, ხოლო უკიდურესი აუცილებლობის მქონე ოჯახებს ეტაპობრივად ასახლებენ ეკომიგრანტებისთვის აშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში.
რატომ მოაწყო ხელვაჩაურის მერიამ სასოფლო გზა მეწყერსაშიშ სოფელში სანიაღვრე არხის გარეშე?
„ძალიან რთულია სანიაღვრე არხების მოწყობა… ვიწროა სოფლის გზა, შესაბამისად, სანიაღვრეს ადგილი არ რჩება… მოსახლეობას არ უნდა, რომ მისთვის კუთვნილი გზა დათმოს. სახელმწიფო ამის გამოსყიდვას ვერ ახერხებს. შესაბამისად, ეს ვერ ხერხდება. სულ ასე იყო ეს გზა…“ – გვიპასუხა არჩილ ბარამიძემ.
არჩილ ბარამიძე
ცხოვრობდა თუ არა მეწყერსაშიშ ზონაში ლევან თედორაძე?
ამ კითხვაზე პასუხი ამ დრომდე მთავრობას არ გაუცია. მოსახლეობა და ოჯახის ახლობლები ირწმუნებიან, რომ ლევან თედორაძე მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრობდა და ოჯახმა დახმარების მოთხოვნით, მათ შორის, ფერდსამაგრის მოწყობის თხოვნით არაერთხელ მიმართა ხელვაჩაურის მერიას.
ხელვაჩაურის მერიის პრესცენტრში გამორიცხეს ლევან თედორაძის მიმართვა, თუმცა იგივე კითხვას სხვაგვარად უპასუხა ხელვაჩაურის მერის მოადგილემ:
„ვეძებთ, ზუსტად არ ვიცით, ვეძებთ კანცელარიაში, არქივში, ჯერჯერობით ვერ ვიპოვეთ,“ – გვიპასუხა არჩილ ბარამიძემ.
ლევან თედორაძის მხრიდან მიმართვა გამორიცხეს გეოლოგიის სამსახურშიც. აჭარის მთავრობაში კი ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.
„დაახლოებით 200-მდე ახალი მეწყრული კერა გვაქვს ახლა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში,“ – დასძინა „ბათუმელებთან“ საუბრის დროს ხელვაჩაურის მერის მოადგილემ.
ამ ადგილას ჯერ კიდევ გუშინ საავტომობილო გზა იყომეწყერი სოფელ ქვედა ჯოჭოში
გასტრიტი არ არის ერთი ცალკეული დაავადება, ამ ზოგადი სახელით გარკვეულ მდგომარეობათა ჯგუფს მოიხსენიებენ, რომელთაც ერთი რამ აერთიანებთ: კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება. გასტროენტეროლოგი ლუიზა კალანდაძე ამბობს, რომ გასტრიტისა და წყლულოვანი დაავადებების შემთხვევათა 90%-ში გამომწვევი მიზეზი ჰელიკობაქტერ პილორია, რომელიც უძლებს კუჭის მჟავე ნიადაგს და კუჭის ლორწოვან გარსში ბინადრობს.
MayoClinic: გასტრიტის ჩამოყალიბებას ასევე ხელს უწყობს ზოგიერთი ტკივილგამაყუჩებლისა და ალკოჰოლის ჭარბმა მოხმარებაც.
ქალბატონო ლუიზა, რა სიმპტომები შეიძლება იყოს იმის მანიშნებელი, რომ ადამიანს აქვს კუჭის პრობლემები?
ხშირად პაციენტებს აწუხებთ გულძმარვა, მაგრამ უმეტესობა პაციენტებისა არ მიიჩნევს ამ სიმპტომს სერიოზულად, არ აქცევენ ყურადღებას. ეს სიმპტომი შეიძლება გასტრიტის, რეფლუქს-ეზოფაგიტის, წყლულოვანი დაავადების მიმანიშნებელი შეიძლება იყოს, ამიტომ ძალიან საყურადღებოა. ადამიანმა ამ სიმპტომის პირველივე გამოჩენისთანავე უნდა მიმართოს ექიმს.
შემდეგ შეიძლება დაემატოს სხვა სიმპტომებიც, ისეთი, როგორიცაა, მაგალითად, ტკივილები მუცლის არეში. თუ გასტრიტთან გვაქვს საქმე, ტკივილები შეიძლება აღინიშნებოდეს ჭამის შემდეგ, მაშინვე, ან ერთი საათის შემდეგ. წყლულოვანი დაავადების დროს ტკივილი ჩნდება 1.5-2 საათის შემდეგ [თორმეტგოჯა ნაწლავი მაქვს მხედველობაში]. გარდა ამისა, შეიძლება იყოს შებერილობა, გულისრევის შეგრძნება, ბოყინი, ღებინება. თუ ღებინებისას შენიშნავთ ყავის ნალექის ფერს, ეს უკვე მიუთითებს, რომ პაციენტს წყლულიდან ან ეროზიიდან აქვს სისხლდენა.
ისეთი სიმპტომი, როგორიც გულძმარვაა, კუჭის პრობლემებისას სპეციფიკური საკვების მიღებას მოსდევს?
დასაწყისში შეიძლება გულძმარვა კონკრეტული ტიპის საჭმლის ჭამისას ჩნდებოდეს, მაგალითად, შემწვარი ან ცხარე საჭმლის მიღების დროს, ტომატიანი, პომიდვრიანი კერძების მირთმევისას; მაიონეზი, გაზიანი სასმელები შეიძლება იწვევდეს გულძმარვას და ბოყინს. მაგრამ თუ ჩვეულებრივი საკვების დროსაც გვაქვს ეს სიმპტომი, მაშინ დაუყოვნებლივ უნდა მივმართოთ ექიმს. შეიძლება საყლაპავის თიაქარს ჰქონდეს ადგილი, რაც უკვე დადასტურდება კვლევებით, კონკრეტულად – გასტროენდოსკოპიის ჩატარებით.
ხშირი სლოკინი რამდენად შეიძლება კუჭის პრობლემებს უკავშირდებოდეს?
სლოკინი ეს დიაფრაგმის გაღიზიანებაა და შეიძლება იყოს ერთ-ერთი სიმპტომი, მაგრამ წამყვანი სიმპტომი არ არის გასტრიტისთვის. სლოკინი შეიძლება აღინიშნოს შებერილობის დროს, როცა თიაქარი ღიზიანდება, თუმცა გასტრისტისთვის და წყლულოვანი დაავადებისთვის წამყვანი სიმპტომი ნამდვილად არ არის.
ვინ არიან რისკ-ჯგუფში და რატომ – რა აღიზიანებს კუჭს?
რისკ-ჯგუფში შეიძლება იყონ როგორც ასაკოვანი, ისე ახალგაზრდა ადამიანები. მოგეხსენებათ, რომ ასაკში ბევრ ადამიანს აქვს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და ამის გამო ჭარბად მოიხმარენ მედიკამენტებს, წნევის წამლებს, პროტრომბინის დამწევ პრეპარატებს, ანტიკოაგულანტებს და ამის გამო შეიძლება მოხდეს გაღიზიანება, კუჭის წყლულის ეროზიაც, სისხლდენაც.
გარდა ამისა, ის პაციენტები, რომლებსაც აწუხებთ სახსრები, აქვთ ხერხემლის დაავადება, ხშირად მოიხმარენ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებს და ასევე მოსალოდნელია გასტრიტი, წყლულოვანი დაავადებები. რაც შეეხება ახალგაზრდებს, მათთან მაპროვოცირებელი, პირველ რიგში, არის არასწორი კვება – როგორც კვების რეჟიმის დარღვევა, ისე არადიეტური კვება, მაგალითად „ფასთ ფუდი“ არ შეიძლება იყოს რეგულარული საკვები, რადგან ცხელი, ახალგამომცხვარი ცომეული ძალიან მძიმეა კუჭ-ნაწლავისთვის.
როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
როცა უკიდურესად შემაწუხებელი ხდება სხვადასხვა სიმპტომი, პაციენტი უკვე თავისით მოდის ექიმთან, თუ არადა და მიდის აფთიაქში და იქ ფარმაცევტის რჩევით ყიდულობს რაღაცას, რაც არასწორია. მე მაინც რეკომენდაციას ვაძლევ ყველას, რომ სჯობს ექიმთან მივიდნენ და დაადგინონ რა აწუხებთ, იმიტომ, რომ ხშირი გულძმარვის მიზეზი მარტო წყლულოვანი დაავადება და გასტრიტი არ არის, საჭიროა ნაღვლის ბუშტის გამოკვლევაც, არის თუ არა მაგალითად, ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადება. ამ დროს პრეპარატების თვითნებურად მიღება არ შეიძლება, იმიტომ, რომ შეიძლება ეს პრეპარატი ნაღვლმდენი იყოს და გამოიწვიოს კენჭის ჩაჭედვა.
რამდენ ხანს გრძელდება მკურნალობა და ძირითადად რა ტიპის მკურნალობა ინიშნება?
გააჩნია დიაგნოზს. მაგალითად, თუ გასტროეზოფაგური რეფლექსური დაავადებაა, დაახლოებით ორი თვეა საჭირო; წყლულოვანი დაავადებისთვის – ორი თვე და შემდეგ ერთი თვის მანძილზე, რა თქმა უნდა, დიეტა. გასტრიტების დროს, ძირითადად, ერთი თვე საკმარისია სამკურნალოდ, მაგრამ იზოლირებულად გასტრიტი არ არსებობს, იქ ნაღვლის ბუშტიც არის გაღიზიანებული, ნაწლავების დისბაქტერიოზიც არსებობს ამ დროს. მყავს ისეთი მოწესრიგებული პაციენტებიც, რომლებიც რეგულარულად დადიან და ეტაპობრივად ვმკურნალობთ, მაგალითად, გასტრიტის შემდეგ ვმკურნალობთ იმ ქრონიკულ ქოლეცისტიტს, დისბაქტერიოზს და ეს რაღაც დროს მოიცავს, ცხადია. შეიძლება იყოს 3-4 თვეც და მეტიც. ყაბზობას უფრო დიდხნიანი მკურნალობა სჭირდება, მაგალითად.
როგორია დიეტა იმ ადამიანებისთვის, ვისაც გასტრიტის საწყისი ეტაპისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვს?
ძირითადად უნდა მიირთვან მოხარშული საკვები. უნდა გამოირიცხოს რძე, მაწონი, მაიონეზი, ტომატი და კეჩუპი; ასევე, უნდა გამოირიცხოს შემწვარი საკვები, სანელებლები, გაზიანი სასმელები. ხილიდან რეკომენდირებულია ძირითადად ვაშლი, ატამი და ბანანი, არ შეიძლება ყურძენი, ლეღვი, კენკროვანები და, ასევე, ციტრუსებიც.
2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, რომელიც საქართველოს პარლამენტში უკვე წარდგენილია, 2021 წლის იანვრიდან „სტატუსის მქონე მასწავლებლების სახელფასო დანამატის ზრდა 100 ლარით არის გათვალისწინებული“.
ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა პედაგოგს, ვისაც უკვე მოპოვებული აქვს მასწავლებლის კარიერული წინსვლის სქემით გათვალისწინებული სავალდებულო სტატუსი (უფროსი, წამყვანი, მენტორი), ხელფასზე 100 ლარი დაემატება იანვრიდან.
2021 წლის ბიუჯეტის პარამეტრების მიხედვით, განათლების სამინისტროს ბიუჯეტი 1 738.1 მლნ ლარითაა განსაზღვრული. „რაც 2020 წლის დამტკიცებულ ასიგნებას 199.2 მლნ ლარით აღემატება“, – ნათქვამია ბიუჯეტის პროექტში.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, თანხები ძირითადად მიიმართება შემდეგი პროგრამების განხორციელებაზე:
სკოლამდელი და ზოგადი განათლება – 1 007.5 მლნ ლარი, რაც ამავე დოკუმენტის მიხედვით წინა წლის დამტკიცებულ ასიგნებასთან შედარებით 100.7 მლნ ლარითაა გაზრდილი
ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსება – 880.0 მლნ ლარი, რაც 2020 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით გაზრდილია 92.0 მლნ ლარით.
ბიუჯეტის პროექტში ასევე წერია, რომ მასწავლებელთა ანაზღაურება ყოველწლიურად გაიზრდება მათი კვალიფიკაციის შესაბამისად, თუმცა რამდენი ლარით, დაზუსტებული არ არის.
აქვე შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის 2019 წლის სექტემბრის განცხადებით, სრულ განაკვეთზე მყოფ პედაგოგებს 2020 წლის სექტემბრიდან 150 ლარი უნდა დამატებოდათ ხელფასზე. ამ დანამატთან დაკავშირებით სკოლებს განათლების მინისტრის ბრძანება ამ დრომდე არ მიუღიათ.
აჭარაში თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი ლევან რატიანი იმყოფება კლინიკური კონსულტანტების გუნდთან ერთად. ოფიციალური ინფორმაციით, მათი აჭარაში ჩამოსვლის მიზანი აჭარის კოვიდკლინიკებში კლინიკური მართვის ხარისხის შეფასება და მძიმე პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვის კუთხით გამოცდილების გაზიარებაა.
დღეს, 2 ოქტომბერს, ლევან რატიანმა ამ თემაზე მოკლე კომენტარი გააკეთა ჟურნალისტებთან. მან აღნიშნა, რომ კლინიკების მუშაობას გაეცნო და ისინი სტანდარტების და პროტოკოლის მიხედვით მუშაობენ.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით კი, აჭარაში მთავარი გამოწვევა კრიტიკული პაციენტების მართვაა:
„ამ ეტაპზე მთავარი გამოწვევა მაინც გახლავთ კრიტიკული პაციენტების მართვა. როგორც მოგეხსენებათ რესპუბლიკური საავადმყოფო ახალი კლინიკაა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა არის საკმაოდ ახალი და დიდი შესაძლებლობების, ამდენად იქ ყველა პირობაა იმისთვის შექმნილი, რომ კრიტიკულმა პაციენტმა მიიღოს სათანადო მომსახურება და სწორედ სტანდარტიზაცია არის დღეს მთავარი გამოწვევა, რადგან ის, რაც კეთდება თბილისში, უნდა კეთდებოდეს ბათუმშიც, ქუთაისშიც და სხვაგანაც, რომ ჩვენ გვქონდეს ერთიანი სტანდარტული მიდგომა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
აჭარაში კორონავირუსის შედეგად სექტემბერში 12 ადამიანი გარდაიცვალა, 1-2 ოქტომბერს კი – 3.
ხელვაჩაურში, სოფელ ქვედა ჯოჭოში მაშველებმა იპოვეს კიდევ ერთი ცხედარი. ახლა მაშველები ბავშვს ეძებენ.
დღესვე, ცოტა ხნით ადრე, დამეწყრილ ადგილას ნახეს ქალის ცხედარიც.
მეწყერი სოფელ ჯოჭოში პირველ ოქტომბერს, გვიან ღამით განვითარდა. მეწყრის შედეგად მიწის მასის ქვეშ აღმოჩნდა საცხოვრებელი სახლი და სახლთან ახლოს, გზაზე გაჩერებული ავტომობილი. სახლში სამი ადამიანი იმყოფებოდა, ავტომობილში – ორი.
2 ოქტომბერს, დღის ორ საათზე მაშველებმა მეწყრის დროს დაკარგულ ავტომანქანაში 2 ცხედარი იპოვეს. მაშველები დაკარგულებს 16 საათის განმავლობაში ეძებდნენ.
სტიქიის კიდევ ერთი მსხვერპლის ძებნას მაშველები შავი ზღვის სანაპიროზე (იქ, სადაც მდინარე მეჯინისწყალი შავ ზღვას უერთდება) განაგრძობენ. ადიდებულმა მდინარე მეჯინისწყალმა, ხიდზე მიმავალი ავტომანქანა გაიტაცა. ავტომანქანაში მსხდომი ორი პირიდან ერთმა გადმოხტომა შეძლო, მეორეს კი ამ დრომდე ეძებენ.
ბათუმში ყოფილ კათოლიკურ, ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში, ფრესკებისა და მოხატულობის რეაბილიტაცია-რესტავრაცია თითქმის დასრულებულია. სამუშაოები 2020 წლის იანვარში დაიწყო და ზაფხულში უნდა დასრულებულიყო, თუმცა, როგორც რესტავრატორმა ბექა კოპაძემ გვითხრა, პანდემიამ სამუშაოები სამი თვით შეაფერხა.
რესტავრატორის თქმით, ფრესკებისა და მოხატულობის რესტავრაცია-კონსერვაცია თითქმის დასრულებულია და ახლა კორექტირების პროცესი მიდის. სამუშაოები ამ კვირის ბოლოს დასრულდება და რესტავრატორთა ჯგუფი ბათუმს დატოვებს. მომავალი კვირიდან კი ხარაჩოების დაშლა დაიწყება.
„ფრესკები გამაგრებულია. ეს არ იყო აღდგენა კლასიკური გაგებით. ფრესკების დაზიანებული ნაწილი ხელახლა არ დაგვიხატავს. უბრალოდ გავამაგრეთ შემორჩენილი მხატვრობა და ვაჩერებთ დაზიანების პროცესს. ეს კონსერვაციაა.
ძალიან დაზიანებული იყო ფრესკები, წყლისგან ჩამორეცხილია ნაწილი. რაღაც ადგილებში ფერიც აღარაა შერჩენილი. აიყარა ნალესობა. 80-იან წლებში გაკეთდა ბოლოს ამ ტაძრის რესტავრაცია, გამოჩნდა, რომ მანამდეც საკმაოდ იყო დაზიანებული. ფილმ „მონანიების“ კადრებშიც ჩანს რა მდგომარეობაშია ტაძარი. მხატვრობა 80-იან წლებშიც გაამაგრეს, მაგრამ მას მერე კიდევ ჩამოდიოდა წყალი სახურავიდან.
ბექა კოპაძე, რესტავრატორი.
ახლაც, სახურავის ძალიან დაზიანებული ნაწილებია მხოლოდ შეკეთებული, რაც დროებითია და საფუძვლიანადაა შესაკეთებელი. საერთოდ, უმჯობესი იყო ჯერ სახურავი შეკეთებულიყო საფუძვლიანად და მერე მომხდარიყო ფრესკების რესტავრირება, მაგრამ ჯერ კიდევ არის დრო მოგვარდეს სახურავის პრობლემა, რომ რესტავრირებულ ფრესკებს საფრთხე არ დაემუქროს“, – ამბობს რესტავრატორი.
ბექა კოპაძის თქმით, ეს ფრესკა იმდენად დაზიანებული იყო სახურავიდან ჩამონარეცხი წყლით, რომ დაიკარგა ფორმა და ფერი. ფრესკის აღდგენა ვერ მოხერხდა. მოხდა დარჩენილი ნაწილის დაფერვა და კონსერვაცია.
ბექა კოპაძემ გაგვიმარტა, რომ საკათედრო ტაძრის მოხატულობას აქ ორი ტიპის სამუშაოები ჩაუტარდა: ძველი ფრესკები დაკონსერვდა, სვეტების მოხატულობის ორნამენტები კი ,- სპეციალისტის თქმით, 80-იანი წლებისაა – აღდგენილია თავდაპირველი ორნამენტების მსგავსად. ეს ორნამენტები, სადაც სრულად გადაცლილი იყო, აღადგინეს, ასლების მსგავსად.
სვეტების რესტავრირებული მოხატულობა ბათუმის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში.
ვერ მოხერხდა ტაძრის დასავლეთ ფასადზე ფრესკების აღდგენა მძიმე დაზიანებების გამო და კედლები დაკონსერვდა ისე, რა მდგომარეობაშიც ახლაა. მოხატულობის ერთ-ერთი ფრაგმენტი სპეციალურადაა დატოვებული საილუსტრაციოდ: ქვედა, მარჯვენა კუთხეში სულ პირვანდელი, ტაძრის აგებისდროინდელი მოხატულობის ფენაა, შემდეგ მოდის 80-იან წლებში რესტავრირებული შრე.
ფრესკების რეაბილიტაციის პროექტი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ შეიძინა, სამუშაოებს კი ფონდ „ქართუსთან“ არსებული „საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის“ ფონდი აფინანსებს. სამუშაოების ღირებულება 300 ათასი ლარია.
მაშველებმა ხელვაჩაურში, სოფელ ჯოჭოში მეწყრის დროს დაკარგული კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი ქალია. ამჟამად მაშველები მეწყერში მოყოლილ კიდევ ორ ადამიანს, მამა-შვილს ეძებენ.
—————————————–
მეწყერი სოფელ ჯოჭოში 1-ელ ოქტომბერს, გვიან ღამით განვითარდა. მეწყრის შედეგად მიწის მასის ქვეშ აღმოჩნდა საცხოვრებელი სახლი და სახლთან ახლოს, გზაზე მდგარი ავტომობილი. სახლში სამი ადამიანი იმყოფებოდა, ავტომობილში ორი.
2 ოქტომბერს, დღის ორი საათისთვის მაშველებმა მეწყრის დროს დაკარგულ ავტომანქანაში 2 ცხედარი იპოვეს. მაშველები დაკარგულებს 16 საათის განმავლობაში ეძებდნენ. ამ დროისთვის სოფელში გრძელდება კიდევ ორი ადამიანის სამძებრო სამუშაოები.
სტიქიის კიდევ ერთი მსხვერპლის ძებნას მაშველები შავი ზღვის სანაპიროზე (იქ, სადაც მდინარე მეჯინისწყალი შავ ზღვას უერთდება) განაგრძობენ. ადიდებულმა მდინარე მეჯინისწყალმა, ხიდზე მიმავალი მანქანა გაიტაცა. მანქანაში მსხდომი ორი პირიდან ერთმა გადმოხტომა შეძლო, მეორეს კი ამ დრომდე [2 ოქტომბერი – 16:00] ეძებენ.
სინოპტიკოსების ცნობით, დღეს, 2 ოქტომბერს, წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება.
აჭარის ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის უფროსის, რუსუდან დიასამიძის თქმით, აჭარის რეგიონში დღესაც იქნება პერიოდულად ძლიერი წვიმა და ელვა-ჭექა.
„წვიმა იქნება ამაღამ ელ-ჭექის ხასიათის, სინოპტიკური სიტუაცია არ მიუთითებს, რომ გუშინდელი პროცესები ისევ განმეორდება, თუმცა, ფაქტია, არც გუშინ იყო მოსალოდნელი ასეთი რამ.
გუშინ ბათუმში ერთ საათში მოვიდა მაქსიმუმ 23 მილიმეტრი ნალექი. ეს არის დიდი მაჩვენებელი. მაგალითისთვის რომ გითხრათ, საშიშ მოვლენად ითვლება, როდესაც ერთ საათში მოვა 80 მილიმეტრი“, – ამბობს რუსუდან დიასამიძე და დასძენს, რომ საუბარია მხოლოდ ბათუმში მოსულ ნალექზე, რადგან აჭარის ჰიდრომოტეოროლოგიურ ობსერვატორიას ბათუმის გარდა აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებში სადგური არ აქვს.
იგი ასევე ამბობს, რომ ხელვაჩაურში, სოფელ ქვედა ჯოჭოში, როგორც ჩანს, ნიადაგი უკვე მზად იყო მეწყრული პროცესისთვის და წვიმამ ეს პროცესი დააჩქარა.
ამინდის პროგნოზი დღეს გარემოს ეროვნულმა სააგენტომაც გამოაქვეყნა. ამ პროგნოზის თანახმად, დღეს, 2 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევრიდან, 3 ოქტომბრის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა და ელვა-ჭექა, ზოგან – ძლიერი.
„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – წერს სააგენტო.
რუსუდან დიასამიძის თქმით, ხვალ, 3 ოქტომბერს, მთელი დღე უნალექო ამინდი შენარჩუნდება, ღამით ისევ იწვიმებს, ხოლო შემდეგი 3-4 დღე აჭარაში გამოიდარებს.
ხელვაჩაურში, სოფელ ქვედა ჯოჭოში მეწყრის დროს დაკარგულ ავტომანქანაში 2 ცხედარი იპოვეს. მაშველები დაკარგულებს 16 საათის განმავლობაში ეძებდნენ. სოფელში გრძელდება კიდევ სამი ადამიანის სამძებრო სამუშაოები.
მეწყერი სოფელ ჯოჭოში 1-ელ ოქტომბერს, გვიან ღამით განვითარდა. მეწყრის შედეგად მიწის მასის ქვეშ აღმოჩნდა საცხოვრებელი სახლი და ავტომობილი სოფელ ჯოჭოში. წინასწარი ინფორმაციით, სახლში სამი ადამიანი იმყოფებოდა, მათგან ერთი არასრულწლოვანი. მაშველები დილიდან ინტენსიურ სამძებრო სამუშაოებს ატარებენ. ძებნაში ჩართულია 120 მაშველი.
სტიქიის კიდევ ერთი მსხვერპლის ძებნას მაშველები შავი ზღვის სანაპიროზე (იქ, სადაც მდინარე მეჯინისწყალი შავ ზღვას უერთდება) განაგრძობენ. ადიდებულმა მდინარე მეჯინისწყალმა, ხიდზე მიმავალი მანქანა გაიტაცა. მანქანაში მსხდომი ორი პირიდან ერთმა გადმოხტომა შეძლო, მეორეს კი ამ დრომდე [2 ოქტომბერი – 15:00] ეძებენ.
ხელვაჩაურში, მეწყრის დროს დაკარგული ავტომანქანა იპოვეს. ჯერჯერობით უცნობია მანქანაში მყოფი ორი პირის მდგომარეობა.
მეწყერი სოფელ ჯოჭოში 1-ელ ოქტომბერს, გვიან ღამით განვითარდა. მეწყრის შედეგად მიწის მასის ქვეშ აღმოჩნდა საცხოვრებელი სახლი და ავტომობილი. წინასწარი ინფორმაციით სახლში სამი ადამიანი იმყოფებოდა, მათგან ერთი არასრულწლოვანი, ხოლო მანქანაში – 2.
პირველ ოქტობერს, საღამოს საათებში, ძლიერმა წვიმამ ბათუმის ქუჩები დატბორა. დაიტბორა პუშკინის ქუჩაც, სადაც ბათუმში სამშენებლო მასალების ათობით მაღაზიაა. პირველ სართულზე მდებარე მაღაზიებში წყალი შევიდა. მოვაჭრეებმა დღეს, 2 ოქტომბერს გასაყიდი სველი საქონელი ქუჩაში გამოიტანეს გასაშრობად. აქ ზარალს ითვლიან.
აჭარაში სტიქიის გამო ელექტროენერგიისა და გაზსადენი ქსელები დაზიანდა, რის გამოც ასობით აბონენტს დენი და გაზი ამ დრომდე არ მიეწოდება.
ამ დროისთვის დენის გარეშეა დარჩენილი სოფლების – ახალშენისა და ქვედა ჯოჭოს ნაწილი.
“მობილიზებულია სპეცტექნიკა და მასალები, რომ მაქსიმალურად დროულად მოხდეს ქსელის გამართვა და აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა” – აცხადებენ „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ – „ღამით, ხელვაჩაურის რაიონში ძლიერმა წვიმამ, დააზიანა მაღალი და დაბალი ძაბვის ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები. მოვარდნილმა მეწყერმა წაიღო დგარების ნაწილი. ელექტროენერგიის მიწოდება დღის ბოლომდე აღდგება“.
“სოკარ ჯორჯია გაზის” ინფორმაციით კი, გუშინდელი სტიქიის შედეგად ხელვაჩაურში დაზიანდა გაზსადენი ქსელიც, რის გამოც ამ დრომდე გაზი არ მიეწოდება 500-მდე აბონენტს სოფლებში: ზანაქიძეები, შარაბიძეები და ჩელტა.
„ამ წუთებში ტექნიკური ჯგუფი ადგილზე სწავლობს დაზიანებას, რის შემდეგაც დაიგეგმება აღდგენითი სამუშაოები. ყველგან ვერც მივდივართ, პარალელურ რეჟიმში აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ასუფთავებს გზებს,“ – აცხადებენ „სოკარში“.
როდის აღდგება ამ სოფლებში გაზის მიწოდება, ჯერ უცნობია.
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, აჭარაში უკვე სასურველია პირბადის არა მხოლოდ დახურულ სივრცეებში, არამედ ღია სივრცეებში, ქუჩებში ტარებაც. მან აღნიშნა, რომ პირბადის ტარება დახურულ სივრცეში სავალდებულოა, ღია სივრცეებში ტარება კი – რეკომენდაციაა.
„რადგან აჭარაში ჩვენ გვაქვს სერიოზული გავრცელება, სასურველია და რეკომენდებულია ღია სივრცეებშიც ვიხმაროთ პირბადე. თუ ვინმე არ ხმარობს, ეს დასჯადი არ იქნება, მაგრამ, კიდევ ერთხელ ვამბობ, რეკომენდებულია, რადგან ინციდენტობის მაჩვენებელი აჭარაში ჩვენს გვაქვს დაახლოებით 7-8-ჯერ მეტი, ვიდრე საშუალო ქვეყნის მაჩვენებელია, ამიტომ სასურველია პირბადე ჩვენ აჭარაში ვიხმაროთ გარეთაც“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ დღეს, 2 ოქტომბერს ბრიფინგზე.
მან ასევე აღნიშნა, რომ ამ პერიოდში, როცა იწყება სეზონური გრიპისა და რესპირატორული დაავადებების სეზონი, აჯობებს თავის შეკავება გადაადგილებისგან.
აჭარაში ეპიდსიტუაცია სექტემბრიდან მოყოლებული კვლავ დაძაბული რჩება. რეგიონში ბოლო დღეებია კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული რაოდენობა ვლინდება. დღეს, 2 ოქტომბერს, აჭარაში გამოვლინდა კორონავირუსის 297 ახალი შემთხვევა, რაც ახალი ანტირეკორდია.
დღეს აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ მოსახლეობას კვლავ მოუწოდა შეზღუდონ კონტაქტები, ატარონ პირბადე და დაიცვან ხელის ჰიგიენა.
გუშინ ღამით აჭარაში მოსული უხვი ნალექით გამოწვეული ავარიული დაზიანების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა ბარცხანის, ბონის ბაზრისა და ფერიის დასახლებების ნაწილს.
“ენერგო-პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, აღდგენითი სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს და ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტებს ეტაპობრივად აღუდგებათ.
ამ დროისთვის [12:00 სთ] ბარცხანის დასახლებაში ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგენილია, დანარჩენ აბონენტებს, ელექტროენერგია რამდენიმე საათში, დღის პირველ ნახევარში აღუდგებათ.
დღეს, 2 ოქტომბერს, ბათუმში 2 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარდაიცვალა 2 ქალი, 57 და 90 წლის.
სამინისტროს ინფორმაციით, ორივე პაციენტს აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები. 90 წლის პაციენტი რესპუბლიკურ საავადმყოფოში 26 სექტემბრიდან იმყოფებოდა, 57 წლის ქალი კი კლინიკაში 30 სექტემბერს შეიყვანეს.
დღეს, ამ დრომდე [12:00] საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 5 შემთხვევის შესახებ გახდა ცნობილი. საქართველოში კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე 46 პაციენტია გარდაცვლილი.
დღეს, 2 ოქტომბერს, აჭარაში 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის შემთხვევების ახალი ანტირეკორდია – რეგიონში დადასტურდა 297 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 228 პაციენტი.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, მიუხედავად აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების გაზრდილი რაოდენობისა, ეს შემთხვევები გამოვლენილია უკვე დადასტურებული შემთხვევების ახლო კონტაქტებს შორის და ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი მოსალოდნელი იყო.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და კორონავირუსის ყველა შემთხვევა სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშაა კლინიკებსა და კოვიდკარანტინებში.
„ხდება დაუყოვნებლივ ყველა კონტაქტთან ინფორმაციის მიწოდება, რომ ისინი 12 დღის განმავლობაში უნდა იყვნენ იზოლაციის რეჟიმში და რაიმე საეჭვო ჩივილის გამოვლენის შემთხვევაში უნდა მიმართავდნენ ცხელების კლინიკას. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ აჭარაში არის ცხელების კარანტინიც, სადაც კორონავირუსის ახალი შემთხვევების ახლო კონტაქტებს ჩივილების არსებობის შემთხვევაში შეუძლია მიმართონ, მათ აუღებენ PCR ტესტს და ისინი დაყოვნდებიან სასტუმროში, ტესტის პასუხის მიღებამდე, არაუგვიანეს 24 საათისა.
„ჩვენ ახალი პროტოკოლების მეშვეობით შევძელით საწოლზე ბრუნვის დაჩქარება, ის პაციენტი, რომელსაც ნამდვილად სჭირდება სამედიცინო დაწესებულებაში მომსახურება, მოხვდება სტაციონარში, შედარებით მსუბუქ და უსიმპტომო პაციენტებს შეუძლიათ როგორც ბინაზე, ასევე კოვიდკარანტინში გააგრძელონ მკურნალობა“, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.
2 სექტემბრის მდგომარეობით, აჭარაში კარანტინში არის დაახლოებით 800 პირი, ონლაინმეთვალყურეობის ქვეშ – 100 ადამიანი.
„ვინაიდან სიტუაცია გვაქვს ეპიდემიურად დაძაბული, შესაძლოა ახლო კონტაქტებს შორის ინფექციის მატება ისევ დაფიქსირდეს, ამიტომ კატეგორიულად ყველას ვაფრთხილებთ, აუცილებელია ყველანაირი კონტაქტი, კომუნიკაცია იყოს მინიმუმამდე დაყვანილი, გარდა აუცილებელი საჭიროებებისა. აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ნიღაბი, დავიცვათ ხელის ჰიგიენა და დისტანცია, გავუფრთხილდეთ უნდა ჩვენს უფროს თაობას“, – განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა.
დღეს, 2 ოქტომბერს, ბათუმში ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა.
სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, შუახნის მამაკაცი ადგილზე გარდაცვლილი დახვდათ, ხოლო კლინიკაში სხეულის სხვადასხვა დაზიანებით 5 პირი გადაიყვანეს. ავტოსაგზაო შემთხვევა გონიოს ხიდის მიმდებარედ მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.
2 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 297 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – ამის შესახებ ნინო ნიჟარაძემ განაცხადა, აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა.
მისივე თქმით, ბოლო 24 საათში აჭარაში 228 პაციენტი გამოჯანმრთელდა კორონავირუსისგან.
გუშინ, პირველ ოქტომბერს, აჭარაში კორონავირუსის 241ახალი შემთხვევა იყო დადასტურებული.
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 452 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება – გასაღებისა და წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ ყალბი აქციზური მარკების დამზადების ფაქტზე, თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავეს.
საგამოძიებო სამსახური სინფორმაციით, „გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, აჭარის რეგიონში დაამზადეს და 300 აშშ დოლარის საფასურად გაასაღეს ავტომანქანის მართვის ყალბი ორი მოწმობა.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამატებით ამოღებულია ყალბი დოკუმენტების დასამზადებლად საჭირო კომპიუტერული ტექნიკა, სპეციალური საბეჭდი მოწყობილობები და პოლიგრაფიული მასალა, თამბაქოს ნაწარმის ნიშანდებისათვის განკუთვნილი ყალბი აქციზური მარკები, სხვადასხვა პირის სახელზე დამზადებული მართვის და პირადობის მოწმობები, უნივერსიტეტის დიპლომი და სკოლის ატესტატი“.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მე-200 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.
ფინკა ბანკი მომხმარებელებს მომგებიან ოქტომბერს სთავაზობს – მიიღეთ ან გააგზავნეთ საერთაშორისო ფულადი გზავნილები და დასაჩუქრდით ფულადი პრიზით.
აქციის პირობები მარტივია: ვინც 1 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით ყველაზე მეტი მოცულობის ფულად გზავნილს განახორციელებს, თვის ბოლოს 50 ლარს მიიღებს. აქციას 36 გამარჯვებული ეყოლება – ფინკა ბანკის ყოველი სერვის ცენტრი თავის ყველაზე აქტიურ მომხმარებელს გამოავლენს.
პირველ ოქტომბერს, გვიან ღამით, ხელვაჩაურში, სოფელ ქვედა ჯოჭოში მეწყერი ჩამოწვა. მეწყერმა ერთი საცხოვრებელი სახლი და ერთი ავტომანქანა ჩაიყოლა. წინასწარი ინფორმაციით საცხოვრებელ სახლში სამი ადამიანი იმყოფებოდა, ორი ადამიანი კი – ავტომობილში.
სამძებრო-სამაშველო სამუშაოები წუხელ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა ამ დრომდე დაკარგული ადამიანების პოვნა ვერ მოხერხდა.
ამ ადგილას ჯერ კიდევ გუშინ საავტომობილო გზა იყო ფოტო: ჯაბა ანანიძე/ბათუმელები
დამეწყრილი ტერიტორია სრულად არის მიწით დაფარული ისე, რომ იმ ადგილას თავდაპირველად სახლის არსებობის არანაირი ნიშანი არ ჩანდა. გაწმენდითი სამუშაოების შემდეგ მაშველებმა სახლის სახურავის ფრაგმენტი იპოვეს, ასევე რამდენიმე პირადი ნივთი.
მაშველებმა დამეწყრილი სახლის სახურავის ფრაგმენტი იპოვეს ფოტო: გურამ მურვანიძე/ბათუმელებიდაახლოებით ამ ადგილას იყო სახლი, რომელიც მეწყერმა ჩაიტანა ფოტო: გურამ მურვანიძე/ბათუმელებიდამეწყრილ ტერიტორიაზე სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს ფოტო: გურამ მურვანიძე/ბათუმელებიდაახლოებით ამ ადგილას იყო სახლი, რომელიც მეწყერმა ჩაიტანა ფოტო: ჯაბა ანანიძე/ბათუმელებიდამეწყრილი ადგილი ფოტო: გურამ მურვანიძე/ბათუმელები
ხელვაჩაურში, სოფელ ზანაქიძეების ხიდთან, მდინარესთან უკვე ორი საათია ცდილობენ იპოვონ მძღოლი, რომლის ავტომანქანაც რამდენიმე საათის წინ, ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულ მდინარეში გადავარდა.
მდინარიდან ავტომანქანა ამოიტანეს, თუმცა მძღოლის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. დაკარგულ მძღოლს ეძებენ მაშველები და მოქალაქეები.
პირველ ოქტომბერს, საღამოს საათებში მოსული უხვი ნალქეის შედეგად ხელვაჩაურში ადიდდა მდინარეები და ღელეები, სოფელ ჯოჭოში მეწყერმა წაიღო საცხოვრებელი სახლი, სადაც ოჯახის წევრები იყვნენ და ავტომანქანა, რომელშიც, სავარაუდოდ, ორი ადამიანი იმყოფებოდა. ჯოჭოში სამძებრო სამუშაოები ამ წუთებშიც გრძელდება.
სამუშაოებში ჩართულია აჭარის 17 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, 60-კაციანი შემადგენლობით.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, აჭარაში დამატებით მოემართება იმერეთიდან – სპეციალური საშუალებებით აღჭურვილი 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 18-კაციანი შემადგენლობით, სამეგრელოს 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 19-კაციანი შემადგენლობით და თბილისის 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 20-კაციანი შემადგენლობით.
პირველ ოქტომბერს უხვი ნალექის გამო ხელვაჩაურში, სოფელ ჯოჭოში ჩამოწოლილმა მეწყერმა სახლი მოიყოლა, რომელშიც ადამიანები იმყოფებოდნენ. ადგილობრივების თქმით, მეწყერმა მოიყოლა გზაზე მიმავალი მსუბუქი ავტომანქანაც, რომელშიც ორი პირი იმყოფებოდა.
სოფელ ჯოჭოში, სტიქიის ადგილზე მაშველები და სოფლის მოსახლეობა მუშაობენ. ეძებენ, სავარაუდოდ, 5 ადამიანს, ავტომობილში მხდომთ და სახლში მყოფ პირებს.
ასევე, ხელვაჩაურში, მდინარე მეჯინისწყალთან მაშველები და სოფლის მოსახლეობა ეძებენმძღოლს იმ ავტომანქანისას, რომელიც დღეს მდინარეში გადავარდა.
სამუშაოებში ჩართულია აჭარის 17 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, 60-კაციანი შემადგენლობით.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, აჭარაში დამატებით მიემართება იმერეთიდან სპეციალური საშუალებებით აღჭურვილი 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 18-კაციანი შემადგენლობით, სამეგრელოს 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 19-კაციანი შემადგენლობით და თბილისის 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 20-კაციანი შემადგენლობით.
ქობულეთში პირველ ოქტომბერს 10 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს.
ბავშვის ცხედარი ბათუმში, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადმოასვენეს. „ბათუმელებს“ სამხარაულის ბიუროსთან ოჯახის ახლობლებმა უთხრეს, რომ ბავშვი ტრაქტორზე ჩამომხრჩვალი იპოვეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო 115-ე მუხლით – თვითმკვლელობამდე მიყვანა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, პირველ ოქტომბერს, ღამით, აჭარაში მოსული უხვი ნალექის შედეგად ხელვაჩაურში მეწყერმა ერთი სახლი წაიღო, სადაც იმყოფებოდნენ მოქალაქეები. ამ დროისთვის მიმდინარეობს მათი საძიებო სამუშაოები.
აჭარაში უხვი ნალექის გამო ადიდებულია მდინარეები და ღელეები.
ასევე, საგანგებო წერს, რომ მაშველებმა ავტოამწის დახმარებით, მდინარე სატეხიიდან ამოიტანეს ერთი ავტომობილი. მასში ადამიანები არ იმყოფებოდნენ.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ადგილზე ეძებენავტომანქანის მძღოლს.
სამუშაოებში ჩართულია აჭარის 17 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, 60-კაციანი შემადგენლობით.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, აჭარაში დამატებით მიემართება იმერეთიდან – სპეციალური საშუალებებით აღჭურვილი 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 18-კაციანი შემადგენლობით, სამეგრელოს 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 19-კაციანი შემადგენლობით და თბილისის 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 20-კაციანი შემადგენლობით.
დღეს, პირველ ოქტომბერს, სოფელ ზანაქიძეების ხიდთან, მდინარე მეჯინისწყალში გადავარდნილი ავტომანქანაუკვე ამოიტანეს, თუმცა ამ დრომდე ვერ ხერხდება მძღოლის პოვნა.
ადგილზე მყოფნი ამბობენ, რომ მდინარის კალაპოტს დაუყვებიან მძღოლის საპოვნელად. აქ არიან მაშველები, საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების სამსახურის ჯგუფი. ასევე, ადგილზე იმყოფება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.
„ბათუმელების“ ინფორმაციით გამოიძახეს დამატებით სამშველო ჯგუფები.
მდინარე მეჯინისწყალში, სოფელ ზანაქიძეების გადასასვლელ ხიდთან ავტომანქანა გადავარდა – ინფორმაცია „ბათუმელებს“ თვითმხილველმა მიაწოდა. ადგილზე იმყოფება პოლიცია, სასწრაფო და სამაშველო სამსახური. სპეციალისტები უკვე ერთი საათია ცდილობენ მდინარიდან ავტომანქანის ამოტანას, თუმცა ამ დრომდე ეს ვერ ხერხდება.
ადგილზე მივიდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე.
ინფორმაცია დაშავებულების შესახებ არ ვრცელდება, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ შესულა.
დღეს, პირველ ოქტომბერს, საღამოს საათებში მოსული უხვი ნალქეის შედეგად მდინარე მეჯინისწყალი კალაპოტიდან გადმოვიდა და ეზოები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დატბორა. მდინარემ სოფელი ზანაქიძეების ხიდამდე ააღწია, რის გამოც ხიდზე ავტომანქანების გაადგილება ამ დრომდე [23:12 სთ] შეფერხებულია.
დღეს, პირველ ოქტომბერს, საღამოს, ბათუმში უხვი ნალექის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. ეს ფოტოები ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზეა გადაღებული.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ამ დროისათვის აჭარაში მოსული უხვი ნალექის გამო 30-მდე გამოძახება დაფიქსირდა. სამსახურისვე ცნობით, ნალექის შედეგად არავინ დაშავებულა და გამოძახების უმეტესობა ეზოების დატბორვას ეხებოდა.
დატბორილი ქუჩა ბათუმში. ფოტო: „ბათუმელები“, გურამ მურვანიძედატბორილი ქუჩა ბათუმში. ფოტო: „ბათუმელები“, გურამ მურვანიძედატბორილი ქუჩა ბათუმში. ფოტო: „ბათუმელები“, გურამ მურვანიძედატბორილი ქუჩა ბათუმში. ფოტო: „ბათუმელები“, გურამ მურვანიძედატბორილი ქუჩა ბათუმში. ფოტო: „ბათუმელები“, გურამ მურვანიძე
დღეს, პირველ ოქტომბერს, საღამოს, ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე მეჯინისწყალი კალაპოტიდან გადმოვიდა და ეზოები, ბაღჩები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დატბორა.
„ბათუმელებს“ თვითმხილველებმა აცნობეს, რომ მდინარე მეჯინისწყალმა სოფელი ზანაქიძეების ხიდამდე ააღწია, რის გამოც ხიდზე ავტომანქანების გაადგილება შეფერხდა და მძღოლებს უკან მოუხდათ დაბრუნება.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ამ დროისათვის აჭარაში მოსული უხვი ნალექის გამო 30-მდე გამოძახება დაფიქსირდა. სამსახურისვე ცნობით, ნალექის შედეგად არავინ დაშავებულა და გამოძახებების უმეტესობა ეზოების დატბორვას ეხებოდა.
„ევროპული საქართველოს“ პარტიული სიის პირველი ნომერი აჭარის უმაღლეს საბჭოში პეტრე ზამბახიძეა, იგი ამ პოლიტიკური პარტიის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელია.
პარტიული სიის მეორე ნომერი ვახტანგ კალოიანია – შპს “ნიუ ჰოსპიტალს თბილისის” კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. იგი ამავდროულად ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია უმაღლეს საბჭოში. სიის მესამე ნომერია თემურ კახიძე – ბათუმის საკრებულოს წევრი, მეოთხე – მანანა ქუთათელაძე, რომელიც პარლამენტის აპარატის ფრაქციის მოწვეული სპეციალისტია, მეხუთე – თემურ ავალიანი, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
პარტიული სიის მეექვე ნომერია მირზა თურმანიძე – შუახევის საკრებულოს წევრი, მეშვიდე ნომერი ხულოს საკრებულოს წევრი მამუკა მელაძეა, მერვე – სოფიკო სურმანიძე, საფინანსო კომპანიის თანამშრომელი, მეცხრე – ედნარ ფუტკარაძე – „ევროპული საქართველოს“ ხელვაჩაურის ორგანიზაციის მოადგილე, მეათე – ნინო ხარჩილავა, ხელოვნების უნივერსიტეტის თანამშრომელი.
19 ოქტომბრიდან საქართველოში უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა აუდიტორიებში განახლდება, გარდა აჭარისა, სადაც სექტემბრის დასაწყისიდან დღემდე კორონავირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია საქართველოში. 19 ოქტომბრამდე კი უმაღლეს სასწავლებლებში ონლაინსწავლება მიმდინარეობს.
როგორია მწვავე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ფონზე აჭარიდან დედაქალაქში ჩარიცხული სტუდენტების მდგომარეობა, მოსთხოვენ თუ არა მათ PCR ტესტის პასუხს აუდიტორიებში სასწავლო პროცესის დაწყებამდე და როგორ ართმევენ თავს სტუდენტები ონლაინსწავლებას? – ამ კითხვებით „ბათუმელები“ თბილისის სამ სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხულ სტუდენტებს დაუკავშირდა.
ანა მარკოიძე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტია, ინგლისური ფილოლოგიის ფაკულტეტზე წელს ჩაირიცხა. ამბობს, რომ გაუმართლა, რადგან ბინის ქირაობა საწყის ეტაპზე არ დასჭირდა და დროებით ნათესავთან იცხოვრებს, მაგრამ მისი თქმით, რეგიონებიდან თბილისში სასწავლებლად წასულმა მისმა ნაცნობებმა არ იციან, ღირს თუ არა ბინის დაქირავება, რადგან ქვეყანაში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება და სტუდენტებს ეჭვი აქვთ, რომ მიუხედავად ოფიციალური განცხადებისა, სწავლა აუდიტორიებში მართლაც 19 ოქტომბრიდან გაგრძელდება ან შენარჩუნდება სემესტრის ბოლომდე.
„შინ ერთი კომპიუტერი გვაქვს, რომლითაც ჩემი ოჯახის წევრიც მუშაობს დისტანციურად. ჩემი და პირველკლასელია, სკოლამ მისცა კომპიუტერი, მაგრამ ვერ ერთვება მარტივად ონლაინგაკვეთილზე, სულ პრობლემაა. მე მობილურით ვერთვები ონლაინლექციებზე. ძალიან მოუხერხებელია. მართალია, სხვადასხვა ოთახში ვსხედვართ სახლში, მაგრამ ოთახები ერთმანეთისგან იზოლირებული არაა და მორიგეობით ვლაპარაკობთ მე და ჩემი უმცროსი და. დავალებებსაც მობილურით ვასრულებ, ძალიან რთულია. ონლაინლექციებზე ინტერნეტკავშირი ხან ლექტორს უწყდება, ხან სტუდენტებს, ყველა სხვადასხვა ქალაქიდან ვერთვებით, ყველას სხვადასხვა ხარისხის ინტერნეტი გვაქვს. ეს ჩართვა-გამორთვები უამრავ დროს გვაკარგვინებს“, – ამბობს ანა მარკოიძე.
ანა მარკოიძე. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი.
ანას ონლაინლექციები 21 სექტემბრიდან დაეწყო. თბილისში ორჯერ მოუწია ჩასვლა. „როცა ვეუბნებოდი ბათუმიდან ვიყავი, თავი შორს ეჭირათ და კონტაქტისგან თავს იკავებდნენ“, – ამბობს ანა.
„თბილისში ავტობუსშიც ხშირად მოისმენთ, რომ ბათუმში ხალხი აქტიურად მიდი-მოდიოდა და ასე გაავრცელეს ეპიდემია. თითქოს ვინმეს ბრალი იყოს ეპიდსიტუაციის გაუარესება“, – ამბობს პირველკურსელი.
მაგდა კახაბერიძე ტექნიკურ უნივერსიტეტში წელს ჩაირიცხა – არქიტექტურის ფაკულტეტზე. ამჯერად ონლაინსწავლებას გადის. მაგდა ამბობს, რომ სწავლების ამ ფორმით უკმაყოფილოა, რადგან საკუთარ თავს ასე ვერ გამოხატავს და უჭირს კომუნიკაციის დამყარება უცნობ თანაკურსელებსა და ლექტორებთან.
მაგდა კახაბერიძე. ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტი.
„ლექციებზე აურზაურია. მოუხერხებელია პროცესი. იმედია, ნელ-ნელა დალაგდება ყველაფერი.
როცა ტექნიკურ უნივერსიტეტში სასწავლო ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა ჩავსულიყავი თბილისში, მითხრეს, რომ PCR ტესტის პასუხი უნდა მქონოდა აუცილებლად. მერე დოკუმენტების ელექტრონულად გადაგზავნაც გახდა შესაძლებელი. პირველკურსელი რომ ხარ, ერთი სული გაქვს დაიწყოს სწავლა აუდიტორიაში,“ – ამბობს მაგდა.
ამირან დოლიძეც პირველკურსელია საქართველოს უნივერსიტეტის სტრატეგიული კომუნიკაციების ფაკულტეტზე. ამირანი გვეუბნება, რომ 19 ოქტომბრისთვის თბილისში ჩასვლისას მასაც აუცილებლად უნდა ჰქონდეს გაკეთებული PCR ტესტი და მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს შეუერთდეს აუდიტორიაში კურსელებს, თუ ტესტი უარყოფითი იქნება.
„პირდაპირ ვიტყვი, რომ ონლაინსწავლებით კმაყოფილი არ ვარ. ეს არ არის მხოლოდ ჩემი აზრი. სტუდენტების უამრავი გვერდია, სადაც ამ მეთოდის არაეფექტურობაზე წერენ.
ზუმის პროგრამა გაუმართავია საქართველოში. ყველას ეშლება ხელი სწავლაში. ამბობენ, რომ ონლაინ და დისტანციური სწავლება საქართველოში ეფექტურია, ეს ხომ აბსურდია.
28 სექტემბერს, საღამოს 6 საათზე ჰქონდათ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს აქცია თბილისში, სადაც ნახავდით ტრანსფარანტებს წარწერით: „ჩემი განათლება ჭედავს“. სტუდენტების მოთხოვნა ონლაინლექციების შეწყვეტა და აუდიტორიებში დროულად დაბრუნება იყო. თუნდაც ერთი თვე, როცა ქირურგიას ონლაინგასწავლიან, აბსურდია.
სულ მცირე 25 სტუდენტი ვართ ხოლმე ონლაინლექციებზე. სტუდენტების ხმა ლექტორისას ფარავს, ლექციის პროდუქტიულობა იკლებს“, – ამბობს პირველკურსელი.
ამირან დოლიძე. საქართველოს უნივერსიტეტის სტრატეგიული კომუნიკაციების ფაკულტეტის პირველკურსელი.
საქართველოს უნივერსიტეტში, სადაც ამირანი ჩაირიცხა, 19 ოქტომბრიდან სწავლა შერეული ფორმით აღდგება, ლექციების ნაწილი აუდიტორიებში ჩატარდება, ნაწილი კი – ონლაინ. ამჯერად ამირანი ბათუმიდან ერთვება ონლაინლექციებზე, 19 ოქტომბრიდან კი საცხოვრებლად თბილისში მოუწევს გადასვლა, ცხადია იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია არ გამწვავდება და აუდიტორიებში სწავლის დაწყების თარიღი არ გადაიწევს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი დახმარების პროგრამების ხელმძღვანელის, მაიკ რაინის თქმით, კვლევამ აჩვენა, რომ კორონავირუსი ზოგიერთ შემთხვევაში გრძელვადიანად ტოვებს კვალს უკვე გამოჯანმრთელებული ადამიანის ორგანიზმზე და ეს ახალგაზრდებსაც ეხება.
“გამოჯანმრთელების შემდეგ ადამიანებს რჩებათ სუნთქვის გაძნელება, შეიძლება მწყობრში იყვნენ სიარულისას, ოფისში მისვლისას, მაგრამ, მაგალითად, ვარჯიშის ან სხვა დატვირთვისას აღმოაჩენენ, რომ სუნთქვის ეფექტურობა ნაკლებია. ადამიანები წლებს ანდომებენ იმას, რომ კარგ ფიზიკურ ფორმაში იყვნენ, ბევრი ახალგაზრდა ვარჯიშობს და ვიცით, რომ საკმაოდ დიდი დრო სჭირდება მიზნის მიღწევას ფიზიკური ჯანმრთელობისა და ვარჯიშისადმი ამტანობის ნაწილში… თქვენ შეიძლება ეს დაკარგოთ, რამდენიმე დღით კოვიდით ინფიცირების გამო” – განმარტავს ის.
მაიკ რაიანი პირდაპირ ჩართვაში ამბობს, რომ გერმანიაში ჩატარებულმა კვლევებმა, ვირუსის გადატანის შემდეგ, ახალგაზრდების მცირე ნაწილში აჩვენა გახანგრძლივებული კარდიო ეფექტი. შვეიცარიაში ჩატარებულმა ბოლო კვლევამ კი დააფიქსირა სისხლში ჟანგბადის მიწოდების პრობლემები.
მაიკ რაინი: “აირიდეთ ეს ინფექცია, როგორც შეგიძლიათ, რადგან გერმანიაში ჩატარებული კვლევებმა ზოგიერთ შემთხვევაში აჩვენა გახანგრძლივებული კარდიოლოგიური ეფექტი ვირუსის შემდეგ. ახლახან შვეიცარიაში ჩატარებულმა კვლევებმა კი აჩვენა გახანგრძლივებული პრობლემა სისხლში ჟანგბადის მიწოდებაზე. ამას არავის შესაშინებლად არ ვამბობ, მაგრამ გთხოვთ არ ივარაუდოთ, რომ ამ დაავადების გადატანას არ აქვს შედეგები, ეს დაავადება ტოვებს შედეგებს ახალგაზრდა ადამიანებისთვისაც. საბედნიეროდ თქვენ გამოჯანმრთელდებით, მაგრამ თქვენ კიდევ დიდი ცხოვრება გაქვთ წინ და ნამდვილად არ გინდათ, რომ იცხოვროთ ფილტვების დარღვეული ფუნქციით. გირჩევთ – მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაცისგან არ მოვკვდებით, არ ნიშნავს იმას, რომ სულერთია დაგვემართება თუ არა”.
„ლელომ“ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის პარტიული სია წარადგინა. სიის პირველი ნომერი იურისტი გენადი თებიძეა, ის 2007-2010 წლების ბათუმის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე იყო. პარალელურად გენადი თებიძე „ლელომ“ პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა საქართველოს პარლამენტში ბათუმის ოლქიდან.
სიაში მეორეა სამოქალაქო აქტივისტი ვაჟა დარჩია, ის პოლიტოლოგია და ნამუშევარი აქვს გარემოს დაცვით საკითხებზეც.
მესამე ნომერია, პროფესიით ფილოსოფოსი მერაბ აბაშიძე – აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი 2012-2016 წლებში. პარალელურად ის მაჟორიტარობის კანდიდატად დაასახელეს ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს ოლქიდან.
მეოთხე ნომერია ეკატერინე დავითაძე, მასობრივი კომუნიკაციების სპეციალისტი, სხვადასხვა დროს მუშაობდა აჭარის ტელევიზიაში, რადიო აჭარაში, ტვ-25-ზე და გაზეთ აჭარაში, ასევე – აჭარის მთავრობის მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში.
მეხუთე ნომერი ექიმი-ტრავმატოლოგი რაულ პაქსაძეა, ის 2003 წლიდან სამედიცინო სფეროშია დასაქმებული, ბოლო 6 წლის განმავლობაში ქობულეთის „ევექსის“ ჰოსპიტალის დირექტორი იყო.
მეექვსე ნომერია ზურაბ გოლიაძე, მას ნამუშევარი აქვს აჭარის უმაღლესი საბჭოს იურიდიულ კომისიაში, ასევე მუშაობდა უმაღლეს საარჩევნო კომისიაში.
მერვე ნომერი ექიმი დავით მამულაძეა, ბოლო წლებში ისიც სამედიცინო საქმიანობით იყო დაკავებული. მეცხრე ნომერია მიხეილ ქავთარაძე – საზოგადოებრივი მოძრაობა ,,მე მიყვარს ბათუმის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, იურისტი
„ლელოს“ სიის მეათე ნომერია ექიმი ოტორინოლარინგოლოგი გოჩა ჟღენტი.