სიახლეები

„ბუშტების აქციაზე“ აჭარის მთავრობასთან 2 პირი დააკავეს – არის ფიზიკური დაპირისპირება

02.12.2020 • 1582
„ბუშტების აქციაზე“ აჭარის მთავრობასთან 2 პირი დააკავეს – არის ფიზიკური დაპირისპირება

აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე „ბუშტების აქციაზე“ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი რეზო ხარაზი დააკავეს. დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე მან  მთავრობის სახლთან ბუშტები გაუშვა – აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ რეზო ხარაზი სწორედ ბუშტების გაშვების გამო დააკავეს. არის ინფორმაცია, რომ აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილეა დაკავებული, მათ შორის ირაკლი ჩხვირკვია.

ირაკლი ჩხვირკვია აქამდეც დააკავეს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის. ის 500 ლარით დააჯარიმა სასამართლომ.

აქციის მონაწილეები დააკავეს გუშინაც, თუმცა გუშინ სასამართლომ პოლიციას მოსთხოვა აქციის მონაწილეების მხრიდან დარღვევის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენა და სასამართლო პროცესიც ამ მოტივით გადაიდო.

ამ წუთებში [12:10] აჭარის მთავრობის სახლთან ვითარება დაძაბულია და პერიოდულად აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებასაც აქვს ადგილი.

აქციის მონაწილეებმა განცხადება გააკეთეს ასევე, რომ მათთან პროვოკაციის მიზნით ბათუმის მერიის ერთ-ერთი თანამშრომელი იყო მისული.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: