მთავარი,სიახლეები

ვის დაუბრუნდება საშემოსავლო დეკემბერ-მაისში – შეღავათი ბიზნესისთვის

02.12.2020
ვის დაუბრუნდება საშემოსავლო დეკემბერ-მაისში – შეღავათი ბიზნესისთვის

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით გაგრძელდება შეღავათი, რომელიც თვეში 750 ლარის ხელფასზე საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს.

ეს შეღავათი ეხება კერძო სექტორს და არ ვრცელდება საჯარო-საბიუჯეტო ორგანიზაციებზე.

შეღავათი ითვალისწინებს შემდეგს: იმ დასაქმებულზე, რომლის ხელფასი არ აღემატება 1500 ლარს, დამსაქმებელი 750 ლარზე არ გადაიხდის საშემოსავლოს [ან თუ გადაიხდის, სახელმწიფო დამსაქმებელს უკან დაუბრუნებს].

შეღავათი ეხება 2020 წლის დეკემბრის თვეს და 2021 წლის 5 თვეს – იანვრიდან მაისის თვის ჩათვლით.

ჯერჯერობით საგადასახადო კოდექსში შესაბამისი ცვლილება შესული არ არის, თუმცა, როგორც შემოსავლების სამსახურში გვითხრეს, მზადაა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც პრინციპი იგივე იქნება, როგორც წინა შემთხვევაში იყო [მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით].

დამქირავებელს უფლება ექნება შეიმციროს [ბიუჯეტში არ შეიტანოს] დაქირავებულისთვის გაცემული 750 ლარამდე ხელფასიდან დაკავებული და გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი  თუ ამ დაქირავებულის მიერ ამავე დამქირავებლისგან 1 კალენდარული თვის განმავლობაში [დეკემბერში ან/და იანვრიდან მაისის თვის ჩათვლით პერიოდში] მიღებული ხელფასი 1500 ლარს არ აღემატება.

დეტალურად ნახეთ ბმულზე:

საშემოსავლო შეღავათი ბიზნესისთვის – გაიგეთ, რა იცვლება

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: