ბათუმი,მთავარი,სიახლეები

კარანტინისთვის მთავრობამ დამატებით 35 მილიონი ლარი გამოყო

07.11.2020
კარანტინისთვის მთავრობამ დამატებით 35 მილიონი ლარი გამოყო

საქართველოს მთავრობის 6 ნოემბრის განკარგულებით, სავალდებულო კარანტინისთვის და კოვიდსასტუმროებში პაციენტთა ტრანსპორტირებისთვის, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დამატებით 35 მილიონი ლარი გამოეყო.

განკარგულების მიხედვით, საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აღნიშნული თანხით უნდა უზრუნველყოს:

  • „კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მოქალაქის ან უცხო ქვეყნის მოქალაქის, რომლის ოჯახის წევრს წარმოადგენს საქართველოს მოქალაქე, სავალდებულო კარანტინის ფარგლებში განთავსებასთან, ტრანსპორტირებასთან, კვებასთან, დასუფთავებასთან, უსაფრთხოებასა და საკარანტინო პერიოდში სათანადო პირობების შექმნასთან დაკავშირებული სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების შესყიდვა;
  • ასევე ქვეყნის ტერიტორიაზე (გარდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიისა) საკარანტინო სივრცეებად გამოყენებული სასტუმროებიდან (კოვიდსასტუმრო) კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების სამკურნალო დაწესებულებებში ტრანსპორტირებასა და სამკურნალო დაწესებულებებიდან მათი საკარანტინო სივრცეებად გამოყენებულ სასტუმროებში (კოვიდსასტუმრო) ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული მომსახურების  შესყიდვა“.

„ბათუმელების“ მიერ შესაბამისი დოკუმენტებისა და ოფიციალურად მოწოდებული ინფორმაციების მიხედვით, პანდემიის დაწყებიდან ოქტომბრის თვის ჩათვლით პერიოდში, კარანტინისთვის ბიუჯეტიდან, სულ ცოტა 78,5 მილიონი ლარია დახარჯული.

ამ თემაზე ვრცლად ნახეთ ბმულზე:

7 ნოემბრის დილის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 859 ახალი შემთხვევა დადასტურდა; ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 754 პირი; გარდაიცვალა 18 პაციენტი.

დღევანდელი მდგომარეობით კარანტინშია 3 015 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 651, აჭარაში-1 346.

მთავრობის ინფორმაციით, 7 ნოემბრის დილის მონაცემებით:

  • ქვეყანაში აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის – 14 612.
  • 4 670 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 282, აჭარაში – 740.
  • მძიმე პაციენტია – 585, მათ შორის, თბილისში – 278, აჭარაში – 102. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 345 პირი – მათ შორის, თბილისში – 201, აჭარაში – 98.
  • 2 599 ადამიანი არის კოვიდსასტუმროში, მათ შორის, 1 299 – აჭარაში, ხოლო 849 – თბილისში.
  • 7 343 პირი მკურნალობს ბინაზე.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 9 ნოემბრიდან, დიდ ქალაქებში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორში და ფოთში, საღამოს 22 საათიდან დილის 5 საათამდე იქნება შეზღუდული გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით:

ღამით, დიდ ქალაქებში ფეხით და ტრანსპორტით გადაადგილება 9 ნოემბრიდან იკრძალება – მთავრობა

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: