მთავარი,სიახლეები

აქციის მონაწილე ამბობს, რომ პოლიციელებმა თავში ჩაარტყეს – აქცია აჭარის მთავრობასთან

01.12.2020
აქციის მონაწილე ამბობს, რომ პოლიციელებმა თავში ჩაარტყეს – აქცია აჭარის მთავრობასთან

დღეს, პირველ დეკემბერს, ბათუმში, მთავრობის სახლის წინ მიმდინარე ოპოზიციის აქციაზე აქციის ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა.

აქციის მონაწილემ, ანა კონცელიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მას პოლიციელებმა ჩაარტყეს თავში. იგი აქციიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გაიყვანა.

დღეს საპროტესტო აქციაზე აჭარის მთავრობასთან სამი პირი დააკავეს. აქტივისტებმა მთავრობის სახლთან ჰელიუმის ბუშტები მიიტანეს და მის გაშვებას ცდილობდნენ, როცა დაპირისპირება დაიწყო.

__________________

აქციები აჭარის მთავრობის სახლთან 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე დაიწყო და დღემდე გრძელდება. ოპოზიციური პარტიები და საინიციატივო ჯგუფები აპროტესტებენ საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგების. მათი განცხადებით, არჩევნები საქართველოში მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ გააყალბა.

აჭარის მთავრობის სახლთან უკვე 20 დღეზე მეტია ისმის აქციის მონაწილეეების შეძახილები: „მონა“.

25 ნოემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ სიტყვიერი შენიშვნა მისცა და 500-500 ლარით დააჯარიმა საპროტესტო აქციის მონაწილეები. საუბარია 21 ნოემბერს ბათუმის საოლქო კომისიასთან გამართულ აქციაზე, სადაც 5 პირი დააკავეს წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის მუხლით. მოსამართლე როინ კახიძემ შენიშვნა მისცა მოქალაქეებს პოლიციელების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გამო, ხოლო შეძახილები: „ფულის მონები“, „მონებო“, „სირცხვილია“ და ასე შემდეგ სასამართლომ წვრილმან ხულიგნობად მიიჩნია.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ „მონების“ დაძახებისთვის ჯარიმა არის გამოხატვის თავისუფლების შეფასების ძალიან დაბალი სტანდარტი და საფრთხეს უქმნის გამოხატვის თავისუფლებას.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: