Batumelebi | რამდენი ლარით იზრდება მთაში მცხოვრებთა პენსია იანვრიდან რამდენი ლარით იზრდება მთაში მცხოვრებთა პენსია იანვრიდან – Batumelebi
RU | GE  

რამდენი ლარით იზრდება მთაში მცხოვრებთა პენსია იანვრიდან

პირველი იანვრიდან საქართველოში ასაკით პენსიონერების პენსია 20-25 ლარით გაიზრდება. შესაბამისად, 70 წლამდე ასაკის პენსიონერი აიღებს 240 ლარს, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერი აიღებს 275 ლარს.

რაც შეეხება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პენსიონერებს, საქართველოს კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ მათთვის ითვალისწინებს სახელმწიფო პენსიის ოდენობის არანაკლებ 20 პროცენტის დანამატს.

შესაბამისად, 2021 წლის იანვრიდან მაღალმთიან დასახლებაში:

  • 70 წლამდე პენსიონერი აიღებს – 288 ლარს,
  • 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერი – 330 ლარს.

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში შესაბამისი თანხა გათვალისწინებულია.

შენარჩუნებულია „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პენსიონერებისთვის დანამატის დაფინანსება პენსიის 20 პროცენტის ოდენობით“, – აღნიშნულია ბიუჯეტის პროექტში.

ამ თემაზე:

ვის ეზრდება პენსია იანვრიდან 20-25 ლარით

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com