Batumelebi | ექთნებისა და სანიტრების ფინანსური წახალისება იგეგმება – რიჟვაძე ექთნებისა და სანიტრების ფინანსური წახალისება იგეგმება – რიჟვაძე – Batumelebi
RU | GE  

ექთნებისა და სანიტრების ფინანსური წახალისება იგეგმება – რიჟვაძე

დღეს, პირველ დეკემბერს, აჭარის მთავრობის სხდომაზე, მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ პანდემიის პერიოდში ანტიკრიზისული პროგრამის ფარგლებში, სამედიცინო პერსონალის ფინანსურ წახალისებაზე ისაუბრა.

„იგეგმება მედპერსონალის, რიგითი სანიტრების, ექთნების წახალისება და მათი მატერიალური უზრუნველყოფა, რომლებმაც განსაკუთრებული შრომა გასწიეს და ეწევიან პანდემიის დროს“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მთავრობის სხდომას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძეც ესწრებოდა, თუმცა არც მინისტრს და არც თორნიკე რიჟვაძეს არ დაუზუსტებია, რა ოდენობის ფინანსურ წახალისებაზეა საუბარი.

სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვაზეც ისაუბრა და ასევე დასძინა, რომ დეკემბრის თვეში საავადმყოფოში 3 ახალი სამედიცინო ჟანგბადის დანადგარი დამონტაჟდება რომლებიც თურქეთში შეიძინეს.

დღევანდელი მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 623 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი. ქვეყნის მასშტაბით კი – 3759 დადასტურებული შემთხვევა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com