„არ არის საჭირო შიში, რომ რუსეთი ვინმეს დაესხმება თავს“ – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი „თავს არავის დაესხმება“, მაგრამ თუ პირიქით მოხდება, „პასუხი იქნება გამანადგურებელი“.

ამის შესახებ ლავროვმა რუსული ახალი ამბების სააგენტო „ტასთან“ ინტერვიუში ისაუბრა და ასე გამოეხმაურა ევროპელი ლიდერების განცხადებას რუსული საფრთხის ზრდის შესახებ.

„იმ გაუგებარი პოლიტიკოსებისთვის ევროპაში, რომლებსაც, იმედი მაქვს, ამ ინტერვიუს აჩვენებენ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ – არ არის საჭირო იმის შიში, რომ რუსეთი ვინმეს თავს დაესხმება. მაგრამ თუ ვინმე გადაწყვეტს რუსეთზე თავდასხმას, პასუხი გამანადგურებელი იქნება. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ეს საჯაროდ არაერთხელ განაცხადა“ – თქვა ლავროვმა.

მან ასევე თქვა, რომ „ისინი [ევროპის ქვეყნები] არ მალავენ რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს“.

ინტერვიუში მან ასევე თქვა, რომ ევროკავშირი 2014 წლიდან ახორციელებს რუსეთთან „დემონტაჟის პოლიტიკას“, ევროპული ქვეყნების უმეტესობის მმართველი წრეები „რუსულ საფრთხეს აზვიადებენ“ და საზოგადოებაში რუსოფობიურ და მილიტარისტულ განწყობებს აღვივებენ.

შეგახსენებთ, 2014 წელს, რომელიც ლავროვმა თავად დაასახელა ინტერვიუში, რუსეთმა უკრაინაში ყირიმის ოკუპაცია მოახდინა, რასაც დასავლეთის ქვეყნების მკვეთრი კრიტიკა და სანქციები მოჰყვა.

ხოლო 2022 წელს, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგაც კი, რუსეთმა ოფიციალურად უარყო, რომ უკრაინაზე თავდასხმა განახორციელა. კრემლი ამტკიცებს, რომ ეს „სპეციალური სამხედრო ოპერაციაა“ და არა ომი მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 28 დეკემბრის 21 საათიდან 29 დეკემბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, ნალექი, მთაში თოვა.

იქროლებს სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, პერიოდულად ქარი გაძლიერდება 17-22მ/წმ-მდე.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 6 – 11 გრადუსი სითბო
  • ღამით: 1 – 6 გრადუსი სითბო

მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
    ღამით: 5 – 10 გრადუსი ყინვა

ზღვის ღელვა 5-7 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა კი +12 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, ბათუმსა და მთლიანად აჭარაში 30 და 31 დეკემბერს მოსალოდნელია წვიმა, მთაში – თოვა.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 28 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 28 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 204 510 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 200. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 469 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 23 831 ერთეული [+8]
  • საარტილერიო სისტემა – 35 557 ერთეული [+15]
  • MLRS – 1 581 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 264 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 434 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 96 227 ერთეული [+688]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 136 ერთეული [+29]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 71 778 ერთეული [+166]
  • სპეცტექნიკა – 4 029 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 27 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 669 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 105 295 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 640 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 26 747 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 634 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 32 205 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 50 143 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ფულად ჯილდოს მიიღებენ გრანტის მართვის სააგენტოს თანამშრომლები – კობახიძის განკარგულება

2025 წელს შექმნილი სსიპ-ის, სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თანამშრომლებს ფულად ჯილდოს გადასცემენ – „ოცნების“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ შესაბამის განკარგულებას ხელი 25 დეკემბერს მოაწერა.

„მიეცეს თანხმობა სსიპ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს, სააგენტოს თანამშრომლებზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების კეთილსინდისიერი შესრულებისა და მათი შრომის სათანადო დაფასებისთვის, გასცეს ფულადი ჯილდო – საშტატო ნუსხის მიხედვით დასაქმებულ სამ თანამშრომელზე 21 3316 ლარის ოდენობით, ხოლო არასაშტატო ნუსხის მიხედვით დასაქმებულ 6 თანამშრომელზე – 17 458 ლარის ოდენობით (თითოეულ თანამშრომელზე ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს 80%-ის ოდენობით)“ – წერია „ოცნების“ მთავრობის განკარგულებაში, რომელსაც ხელს კობახიძე აწერს.

საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო წელს შეიქმნა. მისი დებულება „ოცნების“ მთავრობამ 2025 წლის 15 აპრილს დაამტკიცა.

მთავრობის მიერ არასამთავრობოების დაფინანსების იდეა ირაკლი კობახიძემ პირველად 2024 წლის 9 სექტემბერს გაახმიანა. მან თქვა, რომ სამთავრობო საგრანტო ფონდით მხოლოდ ის ორგანიზაციები ისარგებლებენ, რომლებიც რუსულ კანონს დაემორჩილებიან და „უცხოური ინტერესების გავლენის გამტარებად“ დარეგისტრირდებიან.

სააგენტოს თავმჯდომარის ხელფასი თვეში 10 ათას 585 ლარია; მოადგილის – 8 ათას 760 ლარი, ხოლო დეპარტამენტის უფროსის – 7 ათას 300 ლარი.

გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარე თამარ ზოდელავაა.

2025 წლის წელს [8 თვე] სააგენტოს ამ სამი თანამშრომლის ხელფასებისთვის ჯამში 253 ათასზე მეტი იხარჯება.

შუახევის სოფელ ჭვანაში მეწყრული პროცესი განვითარდა

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვანაში მეწყრული პროცესი 25 დეკემბერს განვითარდა.

„ბათუმელები“ ესაუბრა სოფელში შუახევის მერის წარმომადგენელს, რომელმაც გვითხრა, რომ მეწყრის შესახებ ინფორმირებულია შუახევის მერია და სოფელში სპეციალისტებიც იმყოფებოდნენ – არსებული მონაცემებით 14 ოჯახი გააფრთხილეს, დატოვონ საცხოვრებელი სახლი მოსალოდნელი საფრთხის გამო. 

„გვითხრეს, რომ სპეციალისტების პასუხი მალე იქნება“ – გვითხრა ვახტანგ ნაკაშიძემ, მერის წარმომადგენელმა სოფელ ჭვანაში. მისი თქმით, მეწყრული პროცესი არ განახლებულა 25 დეკემბრის შემდეგ.

შუახევში, ისევე როგორც აჭარის ბევრ მაღალმთიან სოფელში, დღეს, 27 დეკემბერს, თოვს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს – საფრთხის დონე საშუალოა.

ბაჩო ახალიას სასამართლო სხდომა დახურეს – მან დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა

დღეს, 27 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროკურატურის მოთხოვნით დახურეს სააკაშვილის მთავრობის მაღალჩინოსნის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალიას სასამართლო სხდომა.

მანამდე სხდომა დაატოვებინეს მის ცოლს, ანი ნადარეიშვილსაც, რომლის სტატუსი საქმეში — მოწმეა თუ ბრალდებული — მხარეების თანახმად, განსაზღვრული არ არის.

ბაჩო ახალაიამ სასამართლო დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა მას შემდეგ, რაც მოსამართლე მეია მელქაძემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა სხდომის დახურვის შესახებ.

თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიას თქმით, მას სუს-ში ცოლის დაკავებით ემუქრებოდნენ, თუ პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული სხვა პირების წინააღმდეგ ჩვენებას არ მისცემდნენ.

„რატომ უნდა დაიხუროს საქმე, რომელიც არ დაწყებულა? იმიტომ, რომ ადამიანები არ მოვიდნენ და გაიგონ, ვინ არის და არ არის დამნაშავე? ანის გაძევებაც ვერ გავიგე. ბრალდებულია? ვერ გავიგე მისი სტატუსი.ის დააკავეს ჩემთან ერთად და სუს-ის შენობაში მითხრეს, რომ ან ახლა შენს ცოლს დავიჭერთ, ან პაატა ბურჭულაძეს და მურთაზს ამხელთ ძალადობაშიო. ეს მითხრეს პირდაპირ. ცოლს დავიჭერთო და 13 წლის ბავშვს დაგიტოვებთ 10 წლით ობლადო. დროს მაძლევდნენ თან — 10 წუთი, 15 წუთი, გესმით?

და ამ პროცეს ხურავთ? სადაც მე მემუქრებიან ცოლის დაჭერით და შვილის ობლად დატოვებით იმის გამო, რომ ჩემს მეგობრებზე არ მივეცი ჩვენება?!

უნდა მეთქვა თითქოს ჩემი მეგობრები იყვნენ მოძალადეები. არა ვუთხარი. ამის მერე მითხრეს, რომ შენი შვილი დარჩება ობლადო. ეს არია ტერორიზმი. საფლავიდან ამოვთხრი — ასე შევუთვალე ვინც ეს შემომითვალა. სახელების და გვარების დახურვა გინდათ?“, — განაცხადა ბაჩო ახალაიამ სასამართლო პროცესზე – მის ციტატას „ტვ პირველი“ აქვეყნებს.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ბაჩო ახალაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მეია მელქაძემ გამოაცხადა.

ყოფილი მაღალჩინოსანი, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური ფიგურა, ბაჩო ახალაია, რომელმაც „ქართული ოცნების“ პირობებში 9-წლიანი პატიმრობა მოიხადა, 25 დეკემბერს დააკავეს. „ოცნება“ მას 4 ოქტომბრის მოვლენების „მთავარ ორგანიზატორად“ მოიაზრებს.

გუშინ, 26 დეკემბერს, პროკურატურამ  ახალაიას ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურა ბაჩო ახალიას ბრალს დებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით – ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე: 

რა ბრალდება წარუდგინა პროკურატურამ ბაჩანა ახალაიას

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 27 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 27 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 203 310 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 240. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 464 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 23 823 ერთეული [+19]
  • საარტილერიო სისტემა – 35 542 ერთეული [+33]
  • MLRS – 1 579 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 264 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 434 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 95 539 ერთეული [+205]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 107 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 71 612 ერთეული [+158]
  • სპეცტექნიკა – 4 029 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 27 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 669 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 105 295 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 640 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 26 747 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 634 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 32 205 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 50 143 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

„უკრაინელები ჯავშანმანქანებით მიადგნენ გამაგრებულ რუსებს“ – ინტერვიუ გენერალთან

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

რა ბრალდება წარუდგინა პროკურატურამ ბაჩანა ახალაიას

პროკურატურამ ბაჩანა [ბაჩო] ახალაიას ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურა ბაჩო ახალიას ბრალს დებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით – ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის ვერსიით:

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა ბაჩანა ახალაიამ, ტექნიკური მობილური საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით, დააორგანიზა და პირადად ხელმძღვანელობდა პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის და სხვა პირების დანაშაულებრივ ქმედებებს. კერძოდ, მათი მხრიდან ჯგუფური ძალადობრივი ქმედებების ორგანიზების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებების გაკეთების და სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის პროცესს.

პაატა ბურჭულაძემ, მურთაზ ზოდელავამ და ირაკლი ნადირაძემ, ბაჩანა ახალაიას უშუალო ხელმძღვანელობით და ორგანიზებით, ხელისუფლების მიმართ აგრესიულად განწყობილი მოქალაქეების მობილიზების, მათი თავშეყრის და ძალადობრივ მოქმედებებში ჩართვის მიზნით, თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის შესახებ საჯარო მოწოდებები გააკეთეს. ბრალდებულები საზოგადოებას მოუწოდებდნენ რევოლუციის საჭიროებისაკენ, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღოთ აგრესიულად განწყობილ მოქალაქეებს. მათივე განცხადებებით, ისინი ერთობლივად დაამხობდნენ სახელმწიფო ხელისუფლებას, რისთვისაც საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მასობრივი ჩაბმის და გაერთიანების აუცილებლობაზე საუბრობდნენ.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს, 4 ოქტომბერს, ბრალდებულებმა და სხვა პირებმა ჯგუფური ძალადობრივი მოქმედებების დაორგანიზება გადაწყვიტეს, რასაც ხელმძღვანელობდა და ორგანიზებას უწევდა ბაჩანა ახალაია. იმავე დღეს, თავისუფლების მოედანზე გამართულ საპროტესტო აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს პაატა ბურჭულაძემ მათ მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმა გააცნო, რომლის მიხედვითაც მყისიერად უნდა დაეკავებინათ ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები და განეხორციელებინათ სხვადასხვა ძალადობრივი ქმედებები.

პროკურატურა დაკავებული ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“ – წერს პროკურატურა.

  • რა ხდება?

ყოფილი მაღალჩინოსანი, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური ფიგურა, ბაჩო ახალაია, რომელმაც „ქართული ოცნების“ პირობებში 9-წლიანი პატიმრობა მოიხადა, 25 დეკემბერს კვლავ დააკავეს. „ოცნება“ მას 4 ოქტომბრის მოვლენების „მთავარ ორგანიზატორად“ მოიაზრებს.

სუს-ის ბრიფინგის თანახმად, ბაჩო ახალაიას საცხოვრებელ სახლში არსებული IP მისამართიდან გარკვეული პირი (ან პირები) სისტემატურად უკავშირდებოდნენ იმ ადამიანებს, ვისაც გამოძიება 4 ოქტომბრის პროცესების ორგანიზატორებად მიიჩნევს: პაატა მანჯგალაძეს, მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, ირაკლი ნადირაძესა და პაატა ბურჭულაძეს.

სუს-ში აცხადებენ, რომ ეს კონტაქტი ინტერნეტ აპლიკაციების მეშვეობით უშუალოდ 4 ოქტომბერსაც ხორციელდებოდა იმ მომენტებში, როდესაც მომიტინგეებს სცენიდან გააცნეს პრეზიდენტის სასახლესთან დაკავშირებული გეგმა, ასევე – სასახლესთან მიმდინარე პროცესების დროსაც.

რის შესახებ მიმდინარეობდა საუბარი ინტერნეტით კავშირის დროს? – სუს-ს ამ კავშირების შინაარსის შესახებ დღეს არაფერი უთქვამს.

სუს-მა ასევე დააკავა ახალიას ცოლი ანი ნადარეიშვილიც, თუმცა გაათავისუფლეს და მის მიმართ სამართლებრივ დევნას, როგორც ჩანს, ჯერჯერობით არ აპირებენ.

ბაჩო ახალიამ, არსებული ინფორმაციით, ჩვენების მიცემაზე უარი თქვა.

ამავე თემაზე: 

მხოლოდ კომუნიკაციის გამო ბრალის წაყენება აბსურდია, იქნებ პირიქით ეუბნებოდა, არ გააკეთოთო? – ახალაიას ადვოკატი

„უკრაინელებმა შეძლეს პუტინის პოლიტიკური დამარცხება კუპიანსკში“ – ინტერვიუ გენერალთან

„რუსებს გზებზე ჰქონდათ განთავსებული ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები და მოლოდინის რეჟიმში მყოფი დრონები, ე.წ. „ჟდუნები“. უკრაინელებმა გამოიყენეს გამნაღმველი ჯავშანმანქანები კოლონების სათავეში, რომელსაც ჰქონდა გამნაღმველი ტრალი. ამან საშუალება მისცა ტექნიკას სწრაფად და დანაკარგის გარეშე მიახლოებოდნენ იერიშზე გადასვლის ზღუდეს. სწორედ „აბრამსების“ ძალიან ეფექტიანი საცეცხლე მხარდაჭერის საშუალებით, უკრაინული ჯავშანმანქანები პირდაპირ მიადგნენ სახლებს, სადაც იყვნენ გამაგრებული რუსები,“ – გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე გვიყვება, როგორ დაახევინეს უკან უკრაინელებმა რუსებს კუპიანსკში.

კუპიანსკი ის ქალაქია, პუტინს სამჯერ რომ ჩააბარეს ანგარიში, აღებულიაო.

რა ეტაპზეა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება? თუ ცეცხლი შეწყდება, როდის მიეცემა უკრაინას თავისი ტერიტორიის დაბრუნების შესაძლებლობა?

„უკრაინა უნდა გაძლიერდეს იმდენად და რუსეთი დასუსტდეს ისე, რომ უკრაინამ შეძლოს დაკარგული ტერიტორიების თავისი ძალებით დაბრუნება… მეხუთე მუხლის ანალოგის მოქმედება აქ არაფერ შუაშია. ე.წ. მეხუთე მუხლის მხარდამჭერი მოქმედებები ჩაირთვება მაშინ, თუკი უკრაინაზე ისევ მოხდება თავდასხმა. შეიძლება, ერთმა მხარემ დაარღვიოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. ქვეყანამ თუ მოისურვა, მიზეზს ყოველთვის გამონახავს: პროვოკაცია იქნება თუ გარკვეული სხვა მიზეზი,“ – ამბობს ვახტანგ კაპანაძე.

„ბათუმელებმა“ გადამდგარ გენერალ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, ზელენსკის თქმით, იგი მალე შეხვდება ტრამპს. „ბევრი რამ შესაძლოა ახალ წლამდე გადაწყდეს“ – წერდა დღეს, 26 დეკემბერს ზელენსკი სოციალურ ქსელში. თქვენი აზრით, რამდენად გაიზარდა ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობა ამ ეტაპზე?

ფაქტია, რომ გარკვეული ნაბიჯები იდგმება აქეთკენ. ამ წლის დასაწყისში თქვენთან ინტერვიუში ვამბობდი, რომ იმედი მქონდა ცეცხლის შეწყვეტა მოხდებოდა წლის ბოლომდე. გააქტიურდა კიდეც ეს ტენდენცია, ამჯერად ამერიკელების თქმით, 90 დღეში შეიძლება გადაწყდეს ეს საკითხი. მოწოდებები საშობაო ცეცხლის შეწყვეტაზე ძირითადად მაინც პუტინის მხრიდან არის უარყოფილი. ფაქტია, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ვნახოთ.

არა მგონია, პუტინმა გამოიჩინოს კეთილსინდისიერება და საახალწლოდ ცეცხლი შეწყვიტოს რამდენიმე დღით.

როგორც იცით, 20 პუნქტი, რაც ზელენსკიმ დაასახელა ხმამაღლა, რუსეთს უკვე გადაეცა. რუსეთიდან პირველი ინფორმაცია, რაც გამოდის, არის ის, რომ რუსეთს თავისი ცვლილებების შეტანა სურს და ეს განსაკუთრებით ეხება ტერიტორიებს, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს… ვნახოთ, შემდეგი რა ნაბიჯები იქნება გადადგმული.

  • უკრაინა ითხოვს ცეცხლის შეწყვეტას ამჟამინდელი საბრძოლო მოქმედებების ფაქტობრივ ხაზზე, რუსეთი კი დონეცკის ოლქიდან უკრაინის ჯარების სრულად გაყვანას ითხოვს. ზელენსკის 20პუნქტიანი გეგმით რა იცვლება არსებითად ძირითად მოთხოვნებში?

არაფერი არ იცვლება. იცვლება ალტერნატიული ვარიანტი, რაც ამერიკელებმა შესთავაზეს უკრაინელებს: ეკონომიკურად თავისუფალი ზონის ჩამოყალიბება ამ რეგიონში, რაც გულისხმობს მის დემილიტარიზაციას. ამაზე თანახმაა უკრაინა, მაგრამ ის, რომ დემილიტარიზებული ზონა ჩამოყალიბდეს და რუსეთმა ჯარები არ გაიყვანოს, არ გამოვა. ზელენსკი მზადაა, რომ უკრაინაში ჩაატაროს რეფერენდუმი ამერიკულ ალტერნატიულ ვარიანტთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს დემილიტარიზებული ზონის შექმნას. ზელენსკი მზადაა ჩაატაროს რეფერენდუმი, მაგრამ ამ რეფერენდუმში იქნება ოცივე პუნქტის განხილვა და არა მხოლოდ ერთი პუნქტი.

სიახლე ისაა, რომ უკრაინა ითხოვს, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მართოს აშშ-მ და უკრაინამ და იქ არ არის საჭირო მესამე მხარე – რუსეთი.

  • დონეცკის ოლქის დემილიტარიზაციაზე თანხმობა ნიშნავს კომპრომისუკრაინის მხრიდან? რუსეთი რა კომპრომისზე შეიძლება წავიდეს, რა ჩანს ამ ეტაპზე?

რუსეთს აწყობს, თუ დონეცკის ოლქიდან რუსულ-უკრაინული ჯარები გავა. ფაქტობრივად ეს ტერიტორია დონბასის ტერიტორიაა, რომელსაც პრინციპში დონეცკის ოლქი შეიერთებს…

ეს დოკუმენტი, რომელიც დაასახელა ზელენსკიმ, არის დოკუმენტი, რომელზედაც რუსეთი იტყვის უარს. აქ არ არის გათვალისწინებული რუსული ენის გამოცხადება მეორე სახელმწიფო ენად, არ არის სხვა პირობები, რასაც რუსეთი დაჟინებით ითხოვს, იგივე ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით, სადაც მათი ხედვით უნდა იმართებოდეს ამერიკული და რუსული მხარეების მიერ.

ძნელია განსაზღვრო პუტინის თავში რა დევს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მას აწყობს საომარი ვითარება ქვეყნის შიგნით ვითარების რეგულირებისთვის, აწყობს ასევე თავისი თავის გამოყვანა, როგორც მნიშვნელოვანი ფიგურის, ევროპის დაშინება. ვერ გეტყვით, რამდენად შორს წავა პუტინი. ალბათ უფრო მეტი ნაბიჯები არის გადასადგმელი თუნდაც აშშ-ს მხრიდან, რათა დაარწმუნოს რუსეთი და გარკვეული ცვლილებების შემდეგ ხელშეკრულებას ხელი მოაწეროს.

  • თუ ცეცხლი შეწყდება საბრძოლო მოქმედებების ფაქტობრივ ხაზზე, რასაც უკრაინა ითხოვს, რა შემთხვევაში შეეძლება უკრაინას თავისი ტერიტორიის დაბრუნებისთვის იბრძოლოს?

იმ შემთხვევაში, თუკი გაძლიერდება იმდენად, რომ იგი ამას შეძლებს. ცეცხლის შეწყვეტა, ცხადია, არ ნიშნავს ომის დასრულებას.

  • მაგრამ აქ ხომ შემოდის ნატოს მეხუთე მუხლის პრინციპი, რომლის ანალოგის ამოქმედებაზეც არის საუბარი. შეუძლია ამ დროს უკრაინას, მაგალითად, კონტრშეტევა?

ცეცხლის შეწყვეტა თუ დადგება, ეს ნიშნავს, რომ ცეცხლი შეწყდება გარკვეული პერიოდით. ეს პერიოდი რამდენად ქმედითუნარიანი იქნება, სხვა თემაა.

უკრაინა უნდა გაძლიერდეს იმდენად და რუსეთი დასუსტდეს ისე, რომ უკრაინამ შეძლოს დაკარგული ტერიტორიების თავისი ძალებით დაბრუნება. მეხუთე მუხლის ანალოგის მოქმედება აქ არაფერ შუაშია. ე.წ. მეხუთე მუხლის მხარდამჭერი მოქმედებები ჩაირთვება მაშინ, თუკი უკრაინაზე ისევ მოხდება თავდასხმა.

შეიძლება, ერთმა მხარემ დაარღვიოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. ქვეყანამ თუ მოისურვა, მიზეზს ყოველთვის გამონახავს -პროვოკაცია იქნება თუ გარკვეული სხვა მიზეზი.

ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება ჰქონდათ აზერბაიჯანს და სომხეთს, მერე რა მოხდა? ასე რომ, მიზეზის პოვნა ყოველთვის შესაძლებელია.

მთავარია, უკრაინას ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ შეძლოს ამ ტერიტორიების დაბრუნება. ტყუილად დაარღვიოს ცეცხლის შეწყვეტა და ვერაფერი ვერ ქნას, რა აზრი აქვს ამ მოქმედებას? მნიშვნელოვანია, რა ვითარება ჩამოყალიბდება რუსეთში ამ პერიოდში: რამდენად დასუსტდება რუსეთი?

  • რა იკვეთება მიმდინარე მოლაპარაკებებიდან უკრაინის არჩევნებზე? მიეცემა ზელენსკის საშუალება, იყოს პრეზიდენტობის კანდიდატი?

რუსეთის მოთხოვნაა, ზელენსკიმ არ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. უკრაინელები დაეთანხმებიან თუ არა, სხვა თემაა. მოლაპარაკებები გრძელდება და ეს ერთ-ერთი საკითხია.

  • რა იცვლება ამ დროს უშუალოდ ფრონტის ხაზზე?

გართულებული ვითარებაა სხვადასხვა მონაკვეთზე. დავიწყოთ კუპიანსკიდან, სადაც უკრაინელებს აქვთ წარმატება. ფაქტობრივად უკრაინელების კონტროლქვეშაა აღმოსავლეთი ნაწილი მთლიანად. ბოლო პერიოდამდე რუსეთი აკონტროლებდა კუპიანსკის რაიონის 11-დან 3 სოფელს – კონდრაშოვკა, რატკოვკა და მოსკოვკა. დღეს რუსეთი ამასაც ვეღარ აკონტროლებს. კუპიანსკის კონტრშეტევაში უკრაინელებმა  წარმატებით გამოიყენეს ამერიკული ტანკები „აბრამსები“, რომელიც მხარს უჭერდა კუპიანსკში კონტრშეტევის განხორციელებას.

რუსებს გზებზე ჰქონდათ განთავსებული ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები და მოლოდინის რეჟიმში მყოფი დრონები, ე.წ. „ჟდუნები“. უკრაინელებმა გამოიყენეს გამნაღმველი ჯავშანმანქანები კოლონების სათავეში, რომელსაც ჰქონდა გამნაღმველი ტრალი. ამან საშუალება მისცა ტექნიკას სწრაფად და დანაკარგის გარეშე მიახლოებოდნენ იერიშზე გადასვლის ზღუდეს. სწორედ „აბრამსების“ ძალიან ეფექტიანი საცეცხლე მხარდაჭერის საშუალებით, უკრაინული ჯავშანმანქანები პირდაპირ მიადგნენ სახლებს, სადაც იყვნენ გამაგრებული რუსები.

აქტიურად გამოიყენეს უკრაინელებმა ჯავშანტექნიკა. მითი, რომ ჯავშანტექნიკა აღარ არის ბრძოლის ველზე და დაასრულა თავისი არსებობის აზრი, არ არის სიმართლე.

კუპიანსკის და პოკროვსკი-მირნოგრადის მიმართულება გააქტიურდა მოლაპარაკებების პარალელურად: რუსები ცდილობდნენ ეჩვენებინათ, რომ აი, კუპიანსკი აიღეს, პოკროვსკი აიღეს, მირნოგრადს იღებენ და ასე შემდეგ. უკრაინელებმა შეძლეს, განსაკუთრებით კუპიანსკში, პუტინის პოლიტიკური მარცხი.

  • პუტინს მანამდე ანგარიში ჩააბარეს, აღებულია კუპიანსკიო

სამჯერ ჩააბარეს პუტინს ანგარიში კუპიანსკი ჩვენი კონტროლის ქვეშააო. პირადად განაცხადა პუტინმა, კუპიანსკი აღებულიაო.

პოკროვსკის და მირნოგრადის სრული კონტროლი კი ვერ დაამყარეს რუსებმა უკვე წელიწად-ნახევარზე მეტია. პოკროვსკი-მირნოგრადის აგლომერაციის უკრაინელებისგან საბოლოო გათავისუფლებას რუსები ვერ ახერხებენ.

რუსებმა დაიკავეს უკრაინული ქალაქი სივერსკი. აქ როგორ იყო საქმე: სივერსკის და კუპიანსკის მხარეზე შეტევების დროს უკრაინას უნდა აერჩია ერთ-ერთი მიმართულება, ძალები არ ყოფნით ორივე მიმართულების გასაძლიერებლად. ამიტომაც, უკრაინამ აირჩია კუპიანსკი. სივერსკი ფაქტობრივად 2022 წლიდან მიწასთან არის გასწორებული – ბომბების და დარტყმების ქვეშ იყო. უფრო ვალიდურად უკრაინელებმა ჩათვალეს კუპიანსკის დაცვა და შეძლეს კიდეც ამის განხორციელება.

სივერსკი რუსებს აძლევს საშუალებას, აღმოსავლეთ მიმართულებიდან შეუტიონ სლავიანსკს და კრამატორსკს, ვინაიდან პოკროვსკიდან ვერ ახერხებენ გარღვევას. თანაც, ამ შემთხვევაში მოუწევთ რამდენიმე დასახლებული პუნქტის გავლა, რომელიც საკმაოდ კარგად არის მომზადებული თავდაცვისთვის, ეს არის კონსტანტინოვკა, დრუჟკოვკა და ასე შემდეგ.

სლავიანსკამდე სივერსკიდან არის 30 კილომეტრი, მაგრამ არც ისე მარტივად არის საქმე: მდინარე სევერსკი დონეცის გადალახვა აღარ მოუწევთ რუსებს, მისი სამხრეთი ნაპირიდან აპირებენ შეტევას სლავიანსკისკენ, რაც რუკაზე ფაქტობრივად კარგი მიმართულებაა, მაგრამ პრობლემაა რელიეფი, რომელიც საკმაოდ დაღარულია: ხეობებია, თვითონ სევერსკი დონეცის სამხრეთი ნაპირი არის დაჭაობებული, აქვეა ტექნოლოგიური დამუშავების შედეგად შექმნილია ტერაკონები, შახტები და ასე შემდეგ.

რუსებს სივერსკის დაკავება აძლევს საშუალებას, რომ დასახლებული პუნქტ იმპოლის აღებით გაასწორონ ხაზი ჩასივ-იარი – იმპოლის ზღუდეზე, ეცადონ დაიკავონ ქალაქი ლიმანი. ეს კი, საშუალებას მისცემს მათ, მომზადებულად შეძლონ კრამატორსკ-სლავიანსკიზე შეტევა.

პირველად ამ ომის მანძილზე რუსების საჰაერო-სადესანტო დანაყოფებმა დაიკავეს უკრაინელების ტერიტორიული თავდაცვის 102-ე ბრიგადის საბატალიონო მართვის პუნქტი. მართვის პუნქტი დაიკავეს ისე, რომ იქიდან არ იყო ევაკუირებული მატერიალური ნაწილი, ანუ ლეპტოპები, საბუთები და რუკები, მაგალითად, მაგიდაზე იყო დატოვებული. ამის ვიდეოებს ატრიალებენ რუსები სოციალურ ქსელებში. ეს მოხდა სამხრეთ-ცენტრალურ მიმართულებაზე – გულიაიპოლესთან.

ზოგადად, საბატალიონო მართვის პუნქტი დაახლოებით წინა ხაზიდან 2 კმ-ში იქნებოდა განთავსებული. ეს დიდი სიღრმე არ არის, მაგრამ მოსაკითხია, რატომ არ იქნა დროულად გადატანილი. ამაზე გამოძიება დაწყებულია უკრაინაში, რატომ არ მოხდა ევაკუირება.

ეს აჩვენებს, რომ ტერიტორიული დაცვის დანაყოფები წინა ხაზზე არ გამოირჩევიან დიდი ბრძოლისუნარიანობით პროფესიულ დანაყოფებთან შედარებით.

  • როგორია სამხედრო და ადამიანური რესურსების მაჩვენებლების უკრაინის, ასევე რუსეთის მხარეს? რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ საბრძოლო მოქმედებები გაგრძელდება?

თუ არ მოხდა ცეცხლის შეწყვეტა, ამ ტემპით, როგორც რუსები აგრძელებენ შეტევას, საუკეთესო შემთხვევაში მინიმუმ 3 წელი დასჭირდებათ დონბასის ასაღებად. რუსები აკონტროლებენ დონბასის 23%-ს 2022 წლის შემდეგ, ხოლო უკრაინელები 22.5%-ს. ეს არის ის, რაც ბოლო 3 წლის და 8 თვის განმავლობაში შეძლეს რუსებმა.

საინტერესო იყო Wall Street Journal-ის მონაცემები: რუსეთის წინსვლის ტემპი უფრო ნელია, ვიდრე ბოლო 100 წლის განმავლობაში მომხდარ მნიშვნელოვან ომებში. პირველი მსოფლიო ომის დროსაც კი, როცა სანგრებსა და მიწაში ჩამარხული იყო დაპირისპირება, მართლაც მეტრობით განისაზღვრებოდა წინსვლა-უკანდახევა, მაშინაც კი, უფრო მაღალი იყო წინსვლის ტემპები.

რაც შეეხება დანაკარგებს: ბოლო სამი თვის პერიოდში რუსეთის შეიარაღებული ძალების რაოდენობის ზრდა ფაქტობრივად არ ხდება უკრაინის საომარი მოქმედებების თეატრში. უკრაინაში რუსების დაჯგუფების შევსება ხდება თვეში 30 000 მებრძოლით – ეს ბოლო სამი თვის განმავლობაში, მანამდე იყო 10 000 მებრძოლით – ეს შევსება ძირითადად მიდის დანაკარგების შესავსებად. ვერ აძლიერებენ ამ დაჯგუფებას მნიშვნელოვნად რუსები.

რა თქმა უნდა, უკრაინელებსაც უჭირთ, მათ შორის, ადამიანურ რესურსებით, მაგრამ კარგად გამოჩნდა როგორ ეხმარება დასავლეთი უკრაინას. 90 მილიარდამდე ევროს გადაცემას აპირებენ უკრაინისთვის, ლაპარაკია იმაზე, რომ ამერიკელებმა „ტომაჰავკები“ გადასცენ მომავალში. ეს მითუმეტეს გააძლიერებს უკრაინელების შესაძლებლობებს.

როცა საუბრობენ რუსეთის მხრიდან ევროპის მიმართ მუქარაზე, შეგახსენებთ, რომ მარტო ამერიკას ჰყავს ევროპაში 130 000 კაცი, დამატებით F-35-ის 7 ესკადრილია, 6 ნაღმოსანი, საჰაერო თავდაცვის საშუალებები და ასე შემდეგ. თურქეთის შეიარაღებული ძალებია 355 000, პოლონეთის – 216 000, საფრანგეთის – 200 000, გერმანიის – 180 000, დიდი ბრიტანეთის – 145 000, აღარ ვთვლი პატარა ქვეყნებს. ამას დავუმატოთ უკრაინელების 800 000. ეს ძალიან დიდი ძალაა. რუსეთს არ გააჩნია ამ ძალის წინააღმდეგ საომარი შესაძლებლობები.

თუმცა არ გამოვრიცხავ სხვადასხვა პროვოკაციას, უცნობი დრონებით აეროპორტების მუშაობის შეფერხებას, თვითფრინავების საჰაერო სივრცის დარღვევებს, დივერსიებს, გარკვეულ ტერიტორიებზე შევარდნას, გამოვარდნას და პატარა ტერიტორიების დაკავებას. უშუალო ფართომასშტაბიან შეიარაღებულ დაპირისპირებას ძალიან დიდი რისკის ფასი ექნება რუსეთისთვის.

  • თუ უკრაინაში შეწყდება საბრძოლო მოქმედებები, მაშინაც გააგრძელებს ევროპა აქტიურად თავდაცვის სისტემის გაძლიერებას? თქვენი დაკვირვებით, რამდენად ახერხებს ევროპა თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აშშ-ს აქტიური მოკავშირეობის გარეშე?

უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა მხოლოდ ხელს შეუწყობს ამ გაძლიერებას. უკრაინაში ომი არ არის ევროპისთვის საფრთხე. ევროპისთვის საფრთხე არის რუსეთი. უკრაინაში ომი ზუსტადაც, რომ აჩერებს რუსებს.

უკრაინა არის მნიშვნელოვანი ფარი ევროპისთვის, განსაკუთრებით ევროპის ცენტრალური ნაწილისთვის.

ცეცხლი თუ შეწყდება უკრაინაში, ვირტუალურად ევროპის საფრთხე კიდევ უფრო გაიზრდება – რუსეთი მოიცლის ევროპისთვის.

დასავლეთი სისტემატურად, გეგმაზომიერად ზრდის თავდაცვის შესაძლებლობებს. ეს ევროპაა, სადაც არ მიიღება გადაწყვეტილებები ქაოტურად, რომ აი, ვიღაც ერთმა კაცმა ბრძანა და დაიწყეს სასწრაფოდ მისი მომზადება. პროცესი მიმდინარეობს მეთოდურად, ნაბიჯ-ნაბიჯ და გააზრებულად. დროს მოითხოვს ეს ყველაფერი. ეს მანქანა თუ ჩაირთვება, იმუშავებს ძალიან წარმატებით.

ჩავთვალოთ, რომ აშშ ამცირებს თავის დაჯგუფებას ევროპაში, მაგრამ ჯერჯერობით არ ამცირებს – ეს ერთი: ძალიან დიდი წინააღმდეგობა აქვს ტრამპს ამერიკელი სამხედროებისგან და გენერლებისგან ნატოსთან ამერიკის პოზიციის ცვლილებასთან დაკავშირებით, ასევე, რუსეთის არამტრად გამოცხადების გამო.

მაგრამ აშშ-მ რომც შეამციროს თავისი დაჯგუფება ვეროპაში, ევროპაში ცხოვრობს 520 მილიონი ადამიანი. საჭიროების შემთხვევაში 10-15% რომ გაიწვიონ ჯარში, 52-60-მილიონიანი ჯარი ეყოლება ევროპას. გამოდის, რომ 500-მილიონიანი ევროპა დაუპირისპირდება 145-მილიონიან რუსეთს. თუ დააკვირდებით, უკრაინის ბრძოლის ველზე ახალი არაფერი შემოუყვანიათ რუსებს – ვგულისხმობ საბრძოლო სისტემებს, რასაც ვერ ვიტყვით ევროპაზე, ბოლო თაობის შეიარაღების მიწოდება მათ არც კი დაუწყიათ უკრაინისთვის, თუმცა ამ ტენდენციით თუ გაგრძელდა თანამშრომლობა, არც ეს არის შორეული პერსპექტივა.

რუსეთის უპირატესობა ფაქტობრივად მხოლოდ ბირთვული არსენალის ზომაშია, თუმცა არ მგონია აშშ-მ, ან თუნდაც ჩინეთმა მისი გამოყენების საშუალება მისცეს.

ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში დაიწყეს სამობილიზაციო რეზერვების გადახედვა, გერმანიასა და ბრიტანეთში სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის აღორძინება მიმდინარეობს სწრაფი ტემპებით, შვედეთი შორი მანძილის რაკეტების შეძენაზე მუშაობს, რათა საჭიროების შემთხვევაში მოსკოვს მიწვდეს, საფრანგეთში დაიწყეს მოხალისე რეზერვების სისტემის აღორძინება… ასე რომ, მუშაობს უკვე ეს მექანიზმი. ძირეული ცვლილებების შემდეგ ეს მანქანა ამუშავდება. გერმანული სამხედრო მანქანა როგორ მუშაობს, ან ბრიტანული და ფრანგული, ძალიან კარგად არის ცნობილი ისტორიულად და თანამედროვეობითაც.

„ახალი წლის წინ უსამსახუროდ დამტოვეს“ – მარტოხელა დედის პროტესტი აჭარის მთავრობასთან

დღეს, 26 დეკემბერს, უსახლკარო, მარტოხელა დედამ, მზია მეგრელიშვილმა აჭარის მთავრობის სახლის წინ მორიგი საპროტესტო აქცია გამართა.

მზია მეგრელიშვილი აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარესთან, სულხან თამაზაშვილთან შეხვედრას ითხოვდა.

მზია ორი კვირის წინ გაათავისუფლეს სამსახურიდან, ხელვაჩაურის მერიის მუნიციპალური ინსპექციიდან. ხელვაჩაურის მერიამ იგი არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე დაასაქმა ინსპექციაში კონტროლიორად.

„8 დეკემბერს დამიბარეს და მითხრეს, რომ ვეღარ გააგრძელებდნენ ჩემთან ხელშეკრულებას. მიზეზად მოიყვანეს ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა. უსახლკარო ვარ, მარტოხელა დედა, შაქრიანი დიაბეტით. როცა მასაქმებდნენ ძალიან კარგად იცოდნენ ჩემი მდგომარეობა. მაგრამ არჩევნები იყო, არ უნდოდათ ხმაური და მომცეს სამსახური. ახლა გაინაღდეს არჩევნები და მოგვატყუეს.

ერთი საყვედურიც კი არ მიმიღია სამი თვის განმავლობაში. ზედმიწევნით კარგად ვასრულებდი ჩემზე დაკისრებულ მოვალეობას, მაგრამ 8 დეკემბერს დამიბარეს და მითხრეს, ვეღარ გავაგრძელებთ შენთან ხელშეკრულებასო,“ – უთხრა „ბათუმელებს“ მზია მეგრელიშვილმა.

მისი თქმით, ის მერიის წინ დახვდა ხელვაჩაურის მერს, ზაზა დიასამიძესაც, რომელსაც ჰკითხა, რატომ გაათავისუფლეს სამსახურიდან. მზიას თქმით, მერმა მიზეზი არ უთხრა. მან გვითხრა, რომ დღემდე არ ჩაჰბარებია გათავისუფლების ოფიციალური ბრძანება.

„მე არ ვითხოვ მოწყალებას, მუშაობა მინდა. 1200 ლარი მქონდა ხელფასი. მარტო ვზრდი ჩემს 14 წლის შვილს, ბევრი არაა ეს თანხა, მაგრამ რაღაცნაირად მყოფნიდა. ახლა წინასაახალწლოდ სრულიად უსახსროდ დამტოვეს.

სამსახური მინდა. ამიტომ მოვედი მთავრობის სახლთან და ვითხოვ შეხვედრას სულხან თამაზაშვილთან. შემხვდეს, რატომ არ მხვდება? ყოველდღე მოვალ აქ, სანამ არ შემხვდება,“- ამბობს მზია მეგრელიშვილი.

მზია მეგრელიშვილის საქმეზე „ბათუმელებს“ წერილობითი განმარტება მოაწოდეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით.

„მზია მეგრელიშვილი დასაქმებული იყო ხელვაჩაურის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში, მგზავრთა ნაკადების ზედამხედველობის განყოფილებაში უფროს სპეციალისტად, გამოსაცდელი ვადით.  გამოსაცდელი ვადის დასრულების შემდეგ, გარკვეული კრიტერიუმების ვერ დაკმაყოფილების გამო, აღარ გაუგრძელეს ხელშეკრულება და ხელვაჩაურის მერიის წარმომადგენლებმა შესთავაზეს სხვა სამსახური.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ მოქალაქეს ბოლო წლებში, მიღებული აქვს არა ერთი ფინანსური დახმარება, როგორც აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, ასევე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტიდან.

გარდა ამისა, იგი სარგებლობს მედიკამენტების ვაუჩერით და არაერთხელ უსარგებლია ჯანდაცვის სამინისტროს მოქმედი პროგრამებით,“ – განმარტავენ ხელვაჩაურის მერიაში.

ამავე წერილში არ არის დაზუსტებული, კონკრეტულად რა კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილა მზია მეგრელიშვილმა.

ამავე თემაზე:

„თამაზაშვილს არ მახვედრებენ. რას ჩქმალავენ არ ვიცი, ქუჩაში ვრჩები შვილთან ერთად“ – მარტოხელა დედა

Former Defense Minister Bacho Akhalaia Detained in October 4 Case: What We Know

On December 25, former Georgian Defense Minister Bacho (Bachana) Akhalaia, who served a nine-year prison sentence under the “Georgian Dream” government, was arrested again. The State Security Service (SSSG) says the investigative authorities consider him the “main organizer” of the October 4 events.

Akhalaia has previously told the media that he even feels embarrassed by having absolutely no involvement in, or connection to, the organization of the October 4 protest. 

The State Security Service’s Allegations


According to the SSSG briefing, it was established that from an IP address at Akhalaia’s residence, specific individual(s) systematically contacted people whom the investigation considers organizers of the October 4 events: Paata Manjgaladze, Murtaz Zodelava, Lasha Beridze, Irakli Nadiradze, and Paata Burchuladze.

The SSSG also stated that these contacts occurred via internet applications on October 4, when the protesters were being informed from the stage about plans related to the Presidential Palace, as well as during the events unfolding at the palace.

What was discussed over these online communications? – The SSSG did not provide any details about the content.

The SSSG also detained Akhalaia’s wife, Ani Nadareishvili, but she was later released, and legal action against her does not appear to be planned for now.

According to the SSSG, Bacho Akhalaia refused to give testimony. 

According to the Prosecutor’s Office, former minister has been charged under Article 225, Part 1 of the Criminal Code – organizing and leading group violence – which carries a penalty of up to nine years in prison.

What Akhalaia’s Wife, Ani Nadareishvili, Recalls


On December 26, in an interview with TV Piveli, Ani Nadareishvili recalled the details of Bacho Akhalaia’s arrest. According to her, about 30 masked and armed law enforcement officers stormed their home. She said that before the raid, an SSSG investigator contacted her by phone and summoned her, along with her husband, Bacho Akhalaia, and relative Zviad Gagua, for questioning. She told the investigator that they would testify before a magistrate judge.

As Nadareishvili recalled, a few hours later, the raid began. She was not allowed to go live on social media and was told that her personal mobile phone was considered evidence and was seized by the investigators. Nadareishvili said she was told she was also considered detained. Later, she learned from Zviad Gagua that investigators had asked him to testify against Bacho Akhalaia and name him as an organizer of the October 4 protest, offering to release Ani Nadareishvili in exchange.

According to Ani Nadareishvili, about three weeks ago, Bacho Akhalaia had planned to return to Poland, where he and his family had been living in exile, but he was not allowed to leave the country:

“Bacho planned to return to Poland a few weeks ago. We had gone there in exile to make ends meet. Everything is in the bank, and we have a huge debt. Here, as you know, no one employs us, and we cannot find jobs. However at the border, he was not allowed to pass. They turned him back,” Nadareishvili told TV Pirveli.

Consequently, according to Nadareishvili, Bacho Akhalaia had anticipated his arrest.

She does not deny that Akhalaia communicated with the protest organizers but says that the information published by the SSSG is absurd.

“We communicate with everyone… We never said we didn’t know people. Some are relatives, family friends, and so on. The claim that he contacted Paata Manjgaladze 29 times, etc., is complete nonsense. They haven’t even identified who lived in the house – yesterday, they even thought my daughter Keso was my granddaughter. Imagine that – this is the State Security Service. They haven’t identified Bacho’s phone. Yesterday, they called me to summon us, and Bacho was summoned through my phone,” Nadareishvili said. “I don’t know… This is their distraction, trying to divert attention from something, from the scandal they are involved in. They are ready to do anything to cover up something,” – she added.

Responding to the possibility that the investigation might try to link Bacho Akhalaia with Grigol Liluashvili, Ani Nadareishvili said they do not know Liluashvili:

“Folks, these are Russians! They are our enemies! We are not collaborators. We do not communicate with the enemy,” Nadareishvili said.

The Defense Lawyer’s Position


Bacho Akhalaia’s lawyer, Malkhaz Velijanashvili, told TV Pervi that there is “absolutely no evidence” in the case against Akhalaia.

“I’ve seen many cases where fabricated evidence was presented or where a witness had a vested interest, but a case with absolutely no evidence – this is the first one for me,” he said.

According to Velijanashvili, even if it were proven that Akhalaia called Paata Burchuladze or Murtaz Zodelava on October 4, that fact alone proves nothing, because the investigation has no evidence of what was actually discussed.

He stated that it is legally impossible to determine the content of the communications, since the alleged conversations had already taken place when the investigation startedWiretapping would have required a proper warrant. Velijanashvili said the investigators “likely hope to find some messages or evidence on the confiscated phones” and devices, but in his view, “there is nothing on the seized phones.”

Akhalaia’s lawyer emphasized that the mere fact of communication proves nothing, especially considering that Akhalaia knows some of the named individuals personally and has various family or other connections with them. Furthermore, without knowing the content of the communications, it is meaningless to speak of any crime:

“Maybe he was saying the opposite: ‘Don’t do it?’ You don’t know that.”

Like Akhalaia’s wife, Velijanashvili confirmed that his client had tried to leave the country, but the border police did not allow him to do so:

“You probably know that Bacho returned for a family member’s funeral. Later, due to certain issues and following Georgian traditions, his departure from Georgia was delayed, and then October 4 and his questioning coincided. According to my information, he planned to leave soon after, but refrained from giving the impression that he was fleeing. He waited several months for the investigation, and, as I understand it, in mid-December, he attempted to leave the country again for work abroad. But he was not allowed through the border. This, naturally, raised suspicions that something was being planned against him, and that was also Ani’s view – that there was an expectation that something would be fabricated against him.”

Who is Bacho Akhalaia


Bacho Akhalaia is a former high-ranking Georgian official and politician, considered one of the most influential yet controversial figures during Mikheil Saakashvili’s presidency.

Akhalaia’s career advanced after the Rose Revolution.” He initially worked in the Ombudsman’s office, serving as deputy ombudsman. He then became the head of the Penitentiary Department (2005–2008). His name is associated with combating the influence of “thieves in law” in prisons and establishing a strict prison regime. However, it was during this period that allegations of inhumane treatment of prisoners also began.

Following this, he was appointed Minister of Defense (2009–2012), a position he held for three years. In 2012, he briefly served as Minister of Internal Affairs, resigning in September 2012 amid the so-called “prison torture footage” scandal, just days before the parliamentary elections.

Opposition parties and human rights organizations frequently accused Akhalaia of excessive use of force, torture, and gross violations of human rights. He was viewed as one of the leaders of the “law enforcement” wing of Saakashvili’s team.

After the change of government in 2012, Akhalaia returned to Georgia (he had been briefly abroad) and was subsequently arrested. Several criminal cases were brought against him, resulting in convictions on multiple charges. He was ultimately sentenced to nine years in prison, which he served in full.

In March 2022, Bacho Akhalaia was released from the penitentiary system.

His name resurfaced in the public spotlight a few months ago following the events of October 4, when he was again summoned for questioning about an audio recording circulating on social media. Akhalaia denied its authenticity, claiming it was 100% fake.

მდიდრული სახლები, რომლებშიც მინისტრები და დეპუტატები ცხოვრობენ

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ბევრი მაღალჩინოსანი დაწინაურების პარალელურად გამდიდრდა. მაღალჩინოსნებმა შეიძინეს უძრავი ქონება, ძვირადღირებული ავტომანქანები, ძვირფასი ნივთები, მოგზაურობენ უცხოეთში და შვილებს ძვირადღირებულ სკოლებში ასწავლიან.

მათ შორის ბევრი მაღალჩინოსანი საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად ბევრად მეტს ხარჯავს, ვიდრე ერთი პენსიონერის მთელი წლის პენსიაა.

ძვირადღირებული ქონების შეძენასთან ერთად, „ოცნების“ დეპუტატები და მაღალჩინოსნები საკუთარი საცხოვრებელი სახლებისთვის ადგილს ირჩევენ მშენებლობებითა და საცობებით გადატვირთული დასახლებებისგან მოშორებით, სადაც ჰაერში მავნე ნივთიერებების მაღალი მაჩვენებელი არ ფიქსირდება.

ხშირად ირჩევენ ნაძვნარს, ფიჭვნარს, მთისა და წყალსაცავების ხედებს;

ფეშენებელურ სახლებს იშენებენ ქალაქგარეთ, გამწვანებულ ზოლში ან საერთოდაც ტყესთან ახლოს, დიდი და მდიდრული ეზოებით, დამხმარე ნაგებობებით და გასართობი სივრცით. ამ სახლების ფართობები მეტწილად 600 კვ.მეტრამდეა და კიდევ უფრო მეტი.

საცხოვრებელი სახლების სამშენებლოდ კი ისინი ირჩევენ ძვირადღირებულ, ენერგოეფექტურ მასალებს და არანაკლებ ძვირადღირებულ ავეჯს, სახლების მოსაწყობად.

ზოგიერთი მათგანის დეკლარაციაში წლიდან წლამდე ასობით ათასი ლარია მითითებული სამშენებლო-სარემონტო ხარჯებში. ხშირად ეს ხარჯები ჯამურად მილიონს და ზოგჯერ მეტსაც აღწევს – ეს ამ მაღალჩინოსნების სახლების აშენება-გარემონტების ხარჯებია.

არიან ისეთები, ვინც საჯარო სამსახურში მისვლამდე გამდიდრდა და ხელფასი, რასაც საკანონმდებლო ორგანოში იღებენ, მათთვის „ზღვაში წვეთია“, მაგრამ პოლიტიკაში მაინც მოვიდნენ. ამ კატეგორიას მეტწილად საქართველოს პარლამენტში შეხვდებით. მათგან საკანონმდებლო ინიციატივები ნაკლებად გვახსოვს.

მაშ, რისთვის მოვიდნენ ისინი პოლიტიკაში? – ბოლო წლებში საქართველოში არაერთი კვლევა გამოქვეყნდა პარლამენტიდან ბიზნესის ლობირების წარმატებულ პრაქტიკაზე – არაერთი დადასტურებული შემთხვევაა, როდესაც პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ ბიზნესმენი კიდევ უფრო გამდიდრდა.

„ბათუმელებმა“ ამჯერად დათვალა დანახარჯები, რაც მაღალჩინოსნებმა საკუთარი სახლ-კარის მშენებლობა-რემონტზე დახარჯეს.

  • „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის სახლები

„ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობა ირაკლი კირცხალიას მას შემდეგ ჩააბარეს, რაც მამუკა მდინარაძე პარლამენტიდან სუს-ში გადავიდა.

დეპუტატი ქონებრივ დეკლარაციაში წერს, რომ თბილისში, ჯაფარიძის ქუჩაზე სახლი აჩუქეს. მისივე ინფორმაციით, ნაჩუქარი სახლი მოიცავს 2 საცხოვრებელ ფართობს, ჯამში 95,2 კვ.მეტრს და ტექნიკურ სათავსოს – 37,6 კვ.მეტრს.

ზუსტად იმავე მისამართზე, იმავე შენობაში, ირაკლი კირცხალიას კიდევ შეუსყიდია რამდენიმე ქონება – საერთო ჯამში აქ დეპუტატი 588.12 კვ მეტრამდე ფართობს ფლობს, მათ შორის ღია ტერასას: შემაღლებაზე ახალაშენებული კორპუსი აერთიანებს ბინებს ქალაქის ხედით და ღია ტერასებით. ამ ქონებაში ირაკლი კირცხალიას 700 000-ზე მეტი ლარი აქვს გადახდილი.

ამ სახლთან ახლოს, დეპუტატს სხვა საცხოვრებელი სახლიც აქვს – დეკლარაციაში მიწის ნაკვეთის შესახებ მიუთითა და იქვე ჩაწერა, რომ ამ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობაც დგას, რომლის საერთო ფართობი 524.1 კვ.მეტრია. დეპუტატი აქვე ფლობს კიდევ ერთ შენობა-ნაგებობას, რომლის საერთო ფართობი 427.9 კვ.მეტრია, ეს ქონებაც უჩუქებიათ. 

დეპუტატს საჩუქრად მიუღია ასევე მიწის ნაკვეთები მცხეთაში, სოფელ ქსოვრისში. 2021 წელს კირცხალიას 6 მიწის ნაკვეთი – ჯამში 4 ჰექტარზე მეტი აჩუქეს. ერთ-ერთ მიწის ნაკვეთზე რვა შენობა დგას, საერთო ჯამში 1000 კვ.მეტრზე მეტია, მათ შორის არის საცხოვრებელი და დამხმარე ფართობები.

  • 112-ის დირექტორის სახლი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ-ის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112“-ის დირექტორი გიორგი არსოშვილი, ქონებრივ დეკლარაციაში წერს, რომ 2021 წელს მემკვიდრეობით მიიღო მიწის ნაკვეთი თბილისში, რუსუდან მიქელაძის ქუჩაზე. მან თანამესაკუთრედ მარინა ჯაყელი მიუთითა.

ის დეკლარაციაში ასევე უთითებს, რომ ამ მიწის ნაკვეთზე შენობა დგას, რომლის ფართობიც 700 კვ.მეტრზე მეტია.

2020-2021 წლებში ამ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით [მაშინ დოესის ქუჩა ერქვა] არსოშვილი წერდა, რომ მემკვიდრეობით მიღებულ მიწის ნაკვეთზე იყო 521 კვ.მეტრი სახლი.

„ბათუმელებმა“ მოიპოვა დოკუმენტები, რომლითაც ირკვევა, რომ არსოშვილმა 2020 წელს ამ ნაკვეთზე სახლის რეკონსტრუქციის ნებართვა მიიღო. რეკონსტრუქციის პროექტი ითვალისწინებდა შენობის მოცულობის გაზრდას, ფასადის მაღალი ხარისხით ლესვა-ღებვას, ე.წ. შინგლით გადახურვას, ლითონის მოაჯირისა და ალუმინის ვიტრაჟის მოწყობას.

საჯარო რეესტრის 2021 წლის ამონაწერის მიხედვით, შენობა 771.4 კვ.მეტრია, რომელიც მოიცავს საცხოვრებელ ფართობს – 545 კვ.მეტრი, საზაფხულო ფართობს – 99 კვ.მეტრი, სარდაფს – 28 კვ.მეტრი, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი – 16 კვ.მეტრი, დამხმარე ფართობი – 10 კვ.მეტრი, ავტოსადგომის ფართობი – 72 კვ.მეტრი.

რეკონსტრუქციის პროექტი – რენდერი
გიორგი არსოშვილის სახლის რენდერი

არც ერთ დეკლარაციაში არსოშვილმა არ მიუთითა, რამდენი ლარი დახარჯა სახლის რეკონსტრუქციაზე.

  • პარლამენტარ შოთა ბერეკაშვილის სახლი

პარლამენტარი შოთა ბერეკაშვილი მათ შორისაა, ვინც პარლამენტში ბიზნესიდან მივიდა.

მისივე ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ბერეკაშვილის მეუღლე, მაკა კვიციანი თბილისში, ხახულის ქუჩის N2-ში ფლობს 1196 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთს, რაშიც მას 300 000 დოლარი გადაუხდია 2019 წელს. ამ ნაკვეთის გვერდით მაკა კვიციანი კიდევ ერთ მიწის ნაკვეთს ფლობს, რომელიც 2016 წელს არის შეძენილი, აქვეა ფეშენებელური სახლი.

შოთა ბერეკაშვილმა დეკლარაციაში მიუთითა, რომ ეს ქონება 900 000 დოლარად შეისყიდა 2o16 წელს.

ამ სახლზე დაიბეჭდა ჟურნალებში, რომლებიც თანამედროვე ინტერიერის ტენდენციებით ინტერესდებიან.

ფოტო: home is. დეპუტატის მეუღლის, მაკა კვიციანის სახლი

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ამ სახლის საერთო ფართობი 708.8 კვ.მეტრია, მათ შორის საცხოვრებელი ფართობი 168 კვ.მეტრია, დამხმარე ფართობი – 120.8 კვ.მეტრი, სარდაფი – 235.9 კვ.მეტრი, საზაფხულო ფართობი – 135.4 კვ.მ, ავტოსადგომი კი – 48.6 კვ.მეტრი. სახლს ჯერ კიდევ მშენებარეს სტატუსი აქვს.

ფოტო: home is. მაკა კვიციანის სახლის ინტერიერი

  • დავით ნარმანიას სახლი

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის [სემეკი] თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ თბილისის პრესტიჟულ უბანში ფეშენებელური სახლის მშენებლობა დაასრულა. ოფიციალური დეკლარირებული ინფორმაციით, დავით ნარმანიას ამ სახლზე დახარჯული აქვს მინიმუმ 1.1 მილიონზე მეტი ლარი, ამაში შედის სამშენებლოდ შესყიდული მიწის ნაკვეთის ფასი, რაშიც 180 000 დოლარი გადაუხდია.

დავით ნარმანიას სახლის რენდერი
  • ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მშენებარე სახლები

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას ოჯახმა თბილისის პრესტიჟულ უბანში, ვაკეში ფეშენებელური სახლის მშენებლობა 2019 წელს დაიწყო, მაშინ თურნავა  ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა, შემდეგ მინისტრი გახდა.

2025 წელს შევსებულ დეკლარაციაში მითითებულია, რომ მიწის ნაკვეთი, 380 კვ.მეტრი სამშენებლოდ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მეუღლემ 2015 წელს 100 000 დოლარად შეისყიდა. 2020 წელს დავით ვეშაპიძეს აქ კიდევ 207 კვ.მეტრი ფართობი და ძველი შენობები შეუსყიდია 75 000 დოლარად.

გასულ წელს ამ ნაკვეთთან ერთ კოდზე გააერთიანეს კიდევ 2 მცირე ზომის მიწის ნაკვეთი, რომელიც თურნავას მეუღლეს 2024 წელს თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ელექტრონულ აუქციონზე შეუსყიდია 18 582 ლარად.

2019 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, სახლის მშენებლობისთვის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მეუღლემ 239 746 ლარი დახარჯა. იდენტური თანხაა მითითებული 2021-2023 წლებში შევსებულ დეკლარაციებშიც, როგორც დაუმთავრებელი მშენებლობის ხარჯი. ამ დროს შენობა შავი კარკასის მდგომარეობაშია.

2024 წლის დეკლარაციაში ნათია თურნავამ დაუმთავრებელი მშენებლობის ხარჯის სახით 350 000 ლარი მიუთითა, რაც დიდი ალბათობით იმას უნდა ნიშნავდეს, რომ მშენებლობა გააგრძელეს. ამავე დეკლარაციაში ის კიდევ ერთ სამშენებლო ხარჯზე წერს – საჩხერეში, სოფელ საირხეში, სახლის დაუმთავრებელი მშენებლობისთვის მის მეუღლეს 92 000 ლარი დაუხარჯავს.

2023 წლის დეკლარაციაში ნათია თურნავამ მშენებლობის ხარჯის სახით 239 746 ლარი მიუთითა და დააკონკრეტა, რომ ეს არის დაუმთავრებელი მშენებლობის ხარჯი. 2025 წელს შევსებულ დეკლარაციაში თურნავა ასევე წერს, რომ მან და მეუღლემ, დავით ვეშაპიძემ სარემონტო ხარჯის სახით 262 000 ლარი დახარჯეს.

დოკუმენტების მიხედვით, რომელიც ნათია თურნავას მეუღლის, დავით ვეშაპიძის სახელზეა გაცემული, მშენებარე საცხოვრებელ სახლს აქვს დიდი ღია ტერასა, საზაფხულო ფართობი, მცირე ზომის აუზი ეზოში და ასე შემდეგ. პროექტის მიხედვით, სახლის საერთო ფართობი დამხმარე ნაგებობებით 561,8 კვადრატული მეტრია. აქედან 462 კვადრატული მეტრი უშუალოდ საცხოვრებელი ფართობია.

ამ პროექტისთვის მინისტრის მეუღლემ დადგენილი კ2 კოეფიციენტის გაზრდა ითხოვა და თანხმობაც მიიღო.

მშენებარე სახლის რენდერი

ნათია თურნავას დეკლარაციაში კიდევ ორი მშენებარე სახლის შესახებ წერია. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა დეკლარაციაში ჩაწერა, რომ 2024 წელს, 200 კვ.მეტრამდე სახლი იყიდა ბაკურიანში 123 710 ლარად. სახლზე მიმაგრებულია 600 კვ. მეტრ მიწის ნაკვეთი და ნათია თურნავა ამ ქონებას იყოფს შვილთან – ირაკლი ვეშაპიძესთან.

სახლი ბაკურიანში

დეკლარაციაში ჩანაწერი ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს უკვე აშენებული სახლი შეისყიდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა. თუმცა დოკუმენტებით დგინდება, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას სახლის მშენებლობის ნებართვის მოსაპოვებლად ირაკლი ვეშაპიძემ მიმართა, პროექტის საინფორმაციო ბანერზე კი დამკვეთად ნათია თურნავაა მითითებული.

პროექტის მიხედვით, სახლი ორსართულიანია – მიწისზედა ერთი სართული და მანსარდა.

როგორც დეკლარაციაშია მითითებული, კიდევ ერთ სახლს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და მისი მეუღლე სოფელ არაშენდაში აშენებენ.

  • მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის სახლი

თავისი მასშტაბით, დიზაინითა და მდებარეობით, შეიძლება ითქვას, რომ მოსამართლე გიორგი მიქაუტაძისა და მისი მეუღლის სახლი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია, რასაც მიწის ნაკვეთის დამრეცი ფორმაც უწყობს ხელს. ტერასული სახლი დიდი ვიტრაჟებით, საცურაო აუზით და გამწვანებული ეზოთი მოსამართლეს თბილისთან ახლოს, ნეგოს ტყის ქუჩაზე აუშენებია.

2500 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი სამშენებლოდ მოსამართლეს 2020 წელს შეუსყიდია 90 000 დოლარად. მან ასევე დეკლარაციაში მიუთითა, რომ აქ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც მოსამართლე ბოლო სამი წლის დეკლარაციაში წერს, ამ სახლის მშენებლობისთვის 765 000 ლარი დახარჯა. ამას მიწის ნაკვეთის შესაძენად გადახდილ თანხასაც თუ დავუმატებთ, მილიონზე მეტი ლარი გამოვა.

დაასრულა თუ არა მოსამართლემ სახლის რემონტი საბოლოოდ, უცნობია.

სამშენებლო დოკუმენტების მიხედვით, პროექტი ითვალისწინებდა ალუმინის ვიტრაჟების მოწყობას, ფასადი ხის პანელებითა და ბეკონის ეფექტის ფილებით შეფუთვას, სამშენებლო მასალები კი ენერგოეფექტური უნდა ყოფილიყო.

მოსამართლე მიქაუტაძის სახლის რენდერი
მოსამართლე მიქაუტაძის სახლის რენდერი
  • შს მინისტრის სახლი

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით,  შს ახალი მინისტრის ოჯახის საკუთრებაშია ორი საცხოვრებელი სახლი, ჯამში 700 კვ.მეტრზე მეტი; 4 მიწის ნაკვეთი; 5 ბინა; 2 კომერციული ფართობი და სამი ავტოფარეხი.

სოლიდურია გეკა გელაძის ყოველწლიური დანახარჯებიც, თუმცა ბევრად სოლიდური უნდა იყოს სამშენებლო ხარჯები, რაზეც გეკა გელაძე დეკლარაციებში არ უთითებს.

2024 წელს შევსებული დეკლარაციის თანახმად, გეკა გელაძის მეუღლემ 2017 წელს იყიდა მიწის ნაკვეთი კოჯორში, რომელშიც 11 000 ლარი გადაიხადა. ფართობი მითითებული არ არის, თუმცა ამ ნაკვეთთან დაკავშირებით გეკა გელაძე დეკლარაციაში შენიშვნის სახით უთითებს, რომ აქ 2 ნაკვეთი შეისყიდეს 2012 წელს და სახლის მშენებლობის შემდეგ გააერთიანეს. მინისტრმა დეკლარაციაში მიუთითა ასევე შენობის მასშტაბზე, თუმცა მშენებლობის ხარჯებზე არაფერი ჩაწერა.

დეკლარაციის მიხედვით, ამ სახლის საერთო ფართობია 403.3 კვ.მეტრი. მათ შორის, საცხოვრებელი ფართობი 195.7 კვ.მეტრია, საზაფხულო ფართობი – 93.1 კვ.მეტრი, სარდაფი – 72 კვ.მეტრი; კიბის უჯრედი და სადარბაზოს – 13.5 კვ.მეტრი; მიწის ნაკვეთი 817 კვ.მეტრია.

რენდერი
რენდერი

8 მილიონ ლარს ტურიზმის დეპარტამენტი უტენდეროდ დახარჯავს აჭარის პოპულარიზაციისთვის

8 მილიონ 267 ათას 400 ლარია გათვალისწინებული აჭარის რეგიონის პოპულარიზაციისთვის 2026 წლის ბიუჯეტში. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ამ თანხას ტენდერის გარეშე, გამარტივებული წესით დახარჯავს.

გამარტივებულ შესყიდვებზე თანხმობის მისაღებად აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა.

დეპარტამენტის განაცხადის მიხედვით, 2026 წლის იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში სარეკლამო მომსახურებაში იგულისხმება აჭარის რეგიონის „პოპულარიზაცია საერთაშორისო ან/და სამიზნე ქვეყნებში სხვადასხვა სარეკლამო აქტივობებით [მათ შორის სატელევიზიო რეკლამის, ონლაინ რეკლამის, გარე რეკლამის, ბეჭდური მედიისა და სხვა სარეკლამო საშუალებებით].“

„მარკეტინგული კამპანიების წარმოება მიმდინარეობს დაახლოებით 25 ქვეყანაში… ამასთან, შიდა ტურიზმის განვითარებას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სეზონურობის დაძლევის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიად მიიჩნევს, შესაბამისად შიდა ტურიზმის პოპულარიზაცია, მხარდაჭერა და განსხვავებული კამპანიების გრძელვადიან რეჟიმში გაგრძელება მიზანშეწონილად მიგვაჩნია 2026 წლისთვისაც“ – წერს დეპარტამენტი.

როგორ აქვს გადანაწილებული 8 267 400 ლარი დეპარტამენტს? – შესყიდვების პორტალის მიხედვით:

  • „რეგიონის პოპულარიზაცია საერთაშორისო ან/და სამიზნე ქვეყნებში სხვადასხვა სარეკლამო აქტივობებით [მათ შორის სატელევიზიო რეკლამის, ონლაინ რეკლამის, გარე რეკლამის, ბეჭდური მედიისა და სხვა სარეკლამო საშუალებებით] – ბიუჯეტი 4 200 000 ლარი.
  • სხვადასხვა სარეკლამო საშუალებით რეგიონის ტურისტული პოტენციალის რეკლამირება და ტურიზმის სტიმულირება – 896 400 ლარი.
  • საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობა და საერთაშორისო ღონისძიებების ორგანიზება საქართველოში ან საზღვარგარეთ საერთაშორისო ტურისტულ ან/და ტურიზმთან დაკავშირებული დარგების გამოფენებში, კონფერენციებში, სემინარებში, ფორუმებში, ფესტივალებში, ღონისძიებებსა და სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა, ასევე აჭარის რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების წარმოჩენის მიზნით პრეზენტაციების, კონფერენციების, ფორუმების, ფესტივალის, სამუშაო შეხვედრების, სხვადასხვა ღონისძიების და პიარაქტივობის ორგანიზება – 251 000 ლარი.
  • სხვადასხვა ღონისძიების, წარმოდგენის, შოუების, ინსტალაციების, ფესტივალებისა და სხვა პიარაქტივობების ორგანიზება შიდა ტურიზმის სტიმულირების, ტურისტული პროდუქტების, ტრადიციების, კულტურის პოპულარიზაციისა და მოგზაურობის წახალისების მიზნით – 700 000 ლარი.
  • ღონისძიებების, მასტერკლასების, ექსპედიციების და სხვადასხვა აქტივობის ორგანიზება მომსახურების ხარისხის ამაღლების მიზნით – 400 000 ლარი.
  • ტურიზმის ინდუსტრიაში წლის საუკეთესო ტურისტული სერვისების მიმწოდებელი ობიექტების დაჯილდოების ღონისძიების ორგანიზება – 200 000 ლარი.
  • რეგიონში ტურიზმის პოპულარიზაციისთვის სარეკლამო-საპრეზენტაციო ფოტო მასალის დამზადება/შექმნა; ფოტომომსახურებები – 300 000 ლარი.
  • საერთაშორისო ღონისძიებების ორგანიზებასთან, საერთაშორისო ტურისტულ ან/და ტურიზმთან დაკავშირებული დარგების გამოფენებში, კონფერენციებში, სემინარებში, ფორუმებში, ფესტივალებში, ღონისძიებებსა და სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა – 660 000 ლარი.
  • რეგიონში ტურიზმის პოპულარიზაციისათვის სარეკლამო – საპრეზენტაციო ვიდეორგოლის დამზადება – 500 000 ლარი.
  • საინფორმაციო ბროშურებისა [მათ შორის, სახელმძღვანელოების, გაიდების, გზამკვლევების] და სხვა მასალების მომზადება-ბეჭდვა – 100 000 ლარი.
  • საერთაშორისო დაჯავშნების პლატფორმებზე [Airbnb, Booking, Vrbo, Tripadvisor] აჭარის რეგიონიდან რეგისტრირებული განთავსების არარეგისტრირებული ობიექტების [კერძო პირები, რომლებიც აქირავებენ კერძო სახლებს, ბინებს და ოთახებს] სტატისტიკური მონაცემების, ტენდენციების, დატვირთვის კოეფიციენტის კვლევა – 60 000 ლარი“.

აჭარის 2026 წლის ბიუჯეტის მიხედვით ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისთვის ჯამში 21 მილიონ 215 ათასი ლარია გამოყოფილი. 2025 წელს გამოყოფლილი იყო 20 მილიონ 494 ათასი ლარი, ხოლო 2024 წელს – 13 მილიონ 966 ათას 900 ლარი.

ბიუჯეტის კანონის მიხედვით დეპარტამენტში 2026 წელს, ისევე როგორც მიმდინარე წელს, კვლავ 52 ადამიანი იქნება დასაქმებული [2024 წელს დასაქმებული იყო 47 ადამიანი].

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში დასაქმებულთა ხელფასებისთვის კი, 2024 წელს 1 413 000 ლარი დაიხარჯა, 2025 წელს – 1 987 000 ლარი, ხოლო 2026 წელს – 2 176 200 ლარი დაიხარჯება.

წყარო: აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი

 

„შეაჩერეთ ჩვენი შვილების მომავლის ნგრევა“ – მშობლების აქცია განათლების სამინისტროსთან

„შეაჩერეთ ჩვენი შვილების მომავლის ნგრევა!“ „ნუ ჩაგრავთ ბავშვებს!“, „არაფერი ჩვენ შესახებ, ჩვენი მონაწილეობის გარეშე!“ – ამ და სხვა სლოგანებით გაიმართა დღეს, 26 დეკემბერს, თბილისში, განათლების სამინისტროსთან მშობლების საპროტესტო აქცია.

მშობლები აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ განათლების რეფორმას, რომელიც, მათი აზრით, ბევრ კითხვას აჩენს, პასუხები კი არ ისმის.

„მათთან სხვა არხებით და საშუალებებით ვერ მოვახერხეთ ჩვენი ხმის მიტანა, ამიტომ აქ შევიკრიბეთ იმ იმედით, რომ აი, ამ ფანჯრებიდან ვიღაცები გადმოიხედავენ და მოგვისმენენ, რადგან სხვა გზა, უბრალოდ ვეღარ ვიპოვეთ.

ჩვენს ქვეყანაში განათლების პოლიტიკა კეთდება ასე, რომ რამდენიმე კაცი შეიკრიბა და დახურულ კარს მიღმა გადაწყვიტეს, რა ტიპის განათლების სისტემა სჭირდებათ ჩვენს შვილებს.

ადამიანები, რომლებსაც განათლების სფეროსთან შეხება არ ჰქონიათ, ამ სისტემაში არ უმუშავიათ და საჯარო სკოლაში ფეხი არ შეუდგამთ, წყვეტენ, როგორი განათლება უნდა მიიღონ ჩვენმა შვილებმა“ – ამბობს მედეა ტურაშვილი.

მშობლების თქმით, მათ არავინ უხსნის, როგორ გაზრდის დაანონსებული რეფორმა განათლების ხარისხს ან როგორ უზრუნველყოფს მიდგომა – „ერთი ფაკულტეტი – ერთ ქალაქში“ განათლების ხარისხს და ხელმისაწვდომობას.

მშობლები „ოცნების“ განათლების რეფორმას აპროტესტებენ

აქციაზე გაჟღერდა კონკრეტული მოთხოვნები, თუ რას უნდა აკეთებდეს განათლების სამინისტრო სკოლებში მათი შვილების უკეთესი მომავლისთვის.

კერძოდ:

„ნებისმიერი განათლების რეფორმა უნდა ითვალისწინებდეს შემდეგ საკითხებს:

  • მოწესრიგდეს სკოლების ინფრასტრუქტურა, დაცული იქნეს ჰიგიენა და უსაფრთხოება;
  • სასწრაფოდ აშენდეს ახალი სკოლები და უმოკლეს ვადებში დასრულდეს მშენებარე სკოლები;
  • სკოლები აღიჭურვოს ლაბორატორიებით, ბიბლიოთეკებით და სპორტული დარბაზებით თუ მოედნებით;
  • შემცირდეს მოსწავლეთა რაოდენობა კლასებში, სკოლაში დარჩეს მხოლოდ ერთი ცვლა, გაიზარდოს შესვენებების დრო ბავშვებისთვის;
  • სკოლამ იზრუნოს კრიტიკული აზროვნების განვითარებაზე, მენტალურ ჯანმრთელობასა და ფიზიკურ აღზრდაზე;
  • სკოლაში ხელმისაწვდომი გახდეს კვება;
  • შეიქმნას ხარისხიანი სახელმძღვანელოები და დამატებითი რესურსები;
  • მომზადდნენ ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები და სკოლებში გაიზარდოს მათი რაოდენობა. გაძლიერდეს ბავშვებისთვის ფსიქო-სოციალური პროგრამები;
  • დაიხვეწოს მასწავლებელთა მხარდამჭერი პროგრამები და სწავლების მეთოდოლოგია;
  • შემუშავდეს საკლასო ოთახში სასწავლო პროცესის მხარდაჭერის სისტემა;
  • გაძლიერდეს მასწავლებლის მომზადების საუნივერსიტეტო პროგრამა, რომ ახალგაზრდა კადრებს ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის მოტივაცია“.

მშობლები ასევე შეეხნენ უმაღლეს განათლებაში არსებულ პრობლემებსაც. მათი აზრით, უნივერსიტეტებში უნდა შეიქმნას სათანადო ინფრასტრუქტურა, სტუდენტებს დაენიშნოთ შესაბამისი სტიპენდია და მათთვის ხელმისაწვდომი გახდეს ღირსეული სტუდენტური სამუშაოები.

ასევე, სტუდენტებს უნდა ჰქონდეთ კვლევებში მონაწილეობის შესაძლებლობა.

„ქართული ოცნება“ აპირებს 2026 წლიდან სკოლებსა და უნივერსიტეტებში დაიწყოს ახალი რეფორმა, რომელსაც სპეციალისტების მკვეთრი კრიტიკა მოჰყვა, ისინი მიიჩნევენ, რომ ე.წ. რეფორმა, რომელსაც „დეფორმაც“ კი უწოდეს, გამოიწვევს განათლებაზე ხელმისაწვდომობის შემცირებას, უნივერსიტეტების იზოლაციას და მათი ავტონომიის გაუქმებას.

ასევე, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ დაანონსებული რეფორმის შედეგად ტოტალურად გაიზრდება ხელისუფლების კონტროლი როგორც სკოლებზე, ასევე უნივერსიტეტებზე.

_____________

ამ თემაზე:

„საქმე გვაქვს ფარსთან და არა წესრიგთან“ – მანანა რატიანი „ოცნების“ სასკოლო რეფორმაზე

 

 

 

ვშიმშილობ, რომ ყველას გულამდე მივაწვდინო რა კატასტროფის წინაშე ვდგავართ – ბათუმელი მედროშე

ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშემ თავის თანამებრძოლებს, ბათუმის აქციების მონაწილეებს ციხიდან წერილი გამოუგზავნა. ზურა ჭავჭანიძე ამ წერილით ამხნევებს მათ და სწერს ასევე, რომ მიუხედავად იმისა, რომ შიმშილობს, თავს კარგად გრძნობს.

ზურა ჭავჭანიძე განსაკუთრებულ მადლობას უხდის მათ, ვინც წერილებს უგზავნის. ამბობს, რომ ეს წერილები მას აძლიერებს.

„ხალხო, ძალიან მიყვარხართ. მომენატრეთ, თქვენი სიყვარული და თანადგომა მაძლიერებს აქ, ციხეში. ვიცი, რომ ღელავთ ჩემზე, უკვე 25 დღეა ვშიმშილობ [ზურა ჭავჭანიძე დღეს, 26 დეკემბერს, უკვე 41-ე დღეა შიმშილობს – რედ]. მე როგორც ვთქვი, თავი გადადებული მაქვს ჩემი სამშობლოსთვის და ჯერჯერობით ვუძლებ, სანერვიულო არაფერი მჭირს, მუდმივად ექიმების კონტროლის ქვეშ ვიმყოფები. ჯერჯერობით კოსმონავტის წნევა მაქვს, როგორც ექიმები მეუბნებიან. აქამდე საერთოდ არ ვიცოდი, რამდენი იყო ჩემი წნევა. ასე შინაურულად იმიტომ ვწერ, რომ ყველას ჩემს შინაურებად აღგიქვამთ.

მე თუ ვშიმშილობ მხოლოდ იმისთვის, რომ ყველას ყურამდე და გულამდე მივაწვდინო, რა კატასტროფის წინაშე ვდგავართ. მიყვარხართ გეხვევით“.

ზურა ჭავჭანიძე ბათუმის პროევროპული საპროტესტო აქციების მედროშეა. პროკურატურა  მას ედავება სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას გულისხმობს ჯგუფურად. მას ასევე ედავებიან სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას. ეს მუხლი სასჯელის სახით 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამონარიდი ზურა ჭავჭანიძის წერილიდან

ადვოკატის თქმით, ზურა ჭავჭანიძის საქმეში მხოლოდ ერთი ვიდეოკადრია, რომელზეც ზურაბ ჭავჭანიძე ჩანს დროშით ხელში.

9 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე ზურაბ ჭავჭანიძემ მოსამართლეს მიმართა:

„მე ვარ სოხუმელი და 15 ვაჟკაცი სოხუმში დამეღუპა საქართველოსთვის ბრძოლაში, იმისთვის, რომ ყველამ ვიცხოვროთ კარგ საქართველოში. ვილაპარაკებ ფაქტებით: რას ნიშნავს რუსული მმართველობა? მილიონამდე ქართველი მოკლეს, ყველა რუსი მმართველის ოცნებაა „საქართველო ქართველების გარეშე“.

მიუხედავად იმისა, ვინ ვართ და ვის ვემხრობით, მიმდინარეობს მიზანმიმართული გენოციდი, საქართველოს გაქრობა, გადაშენება, ან გადაჯიშება. ამის მაგალითებს ვხედავთ. „მე თუ კარგად ვარ, ცხოვრება აწყობილიაო“, – ფიქრობენ ადამიანები. ყველას გვემუქრება ხიფათი.

ნებისმიერი ძალადობის წინააღმდეგი ვარ მთელი ცხოვრებაა. „ღმერთი სიყვარულია, გიყვარდეთ“ – დიდ კედელზე მაქვს დაწერილი. სიკეთე, სიყვარული, პატიოსნება და კანონმორჩილება მამოძრავებს.

სუსის თანამშრომელი მოვიდა სახლში და მითხრა თვითონვე, ყველაფერი ვიცით შენზე და კარგი კაცი ხარო. ერთადერთი ჩემი მოწოდება არის სიკეთე და სიყვარული, „მე მოსისხლე მტერიც მიყვარს და თუ მიყვარს, მართლა მიყვარს“ – ესაა ქართული სულის გამოძახილი. პატიოსნებისა და სიყვარულის მეტი მე არაფერი გამაჩნია“, – თქვა სასამართლო სხდომაზე ზურაბ ჭავჭანიძემ.

უკრაინაში დრონის, „ბაბა იაგას“ ძეგლი გახსნეს

კიევის რეგიონში, ქალაქ ვიშნევოს პარკში უკრაინული მძიმე დრონის, „ბაბა იაგას“ ძეგლი დადგეს.

უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ცნობით,  ეს დრონი რუსეთ-უკრაინის ომის დროს ოკუპანტებისთვის საშინელების სიმბოლოდ იქცა.

უკრაინული გამოცემა РБК-Україна წერს, რომ უჩვეულო სკულპტურის შექმნის იდეა მოხალისეს, ფილანტროპსა და ბლოგერ იგორ ომელიანოვიჩს ეკუთვნის.

„მტრები ასე უწოდებენ ამ ზომის ნებისმიერ დიდ დრონს. ისინი ყვიროდნენ: „ბაბა იაგა მოფრინავს“ და იმალებოდნენ თავშესაფრებში, რადგან ეს მათ ძალიან აშინებდათ. ისინი ცდილობენ ამ ტექნოლოგიის გამეორებას, მაგრამ არ შეუძლიათ“, – უთხრა მოხალისემ უკრაინულ გამოცემას.

„ბაბა იაგა“ [უკრაინულად- Баба-Язя] უკრაინის შეიარაღებული ძალების მძიმე დრონების არაოფიციალური სახელია. დრონები აღჭურვილია თერმული ხედვით, მრავალი რადიოარხით და შეუძლიათ 50 კგ-მდე წონის ქობინების ტარება და ჩამოგდება. ასევე, მედიის ცნობით, ამ დრონებს შეუძლიათ 25-კილომეტრიან მარშრუტზე ფრენა ოპერატორთან კომუნიკაციის გარეშე.

ბაბა იაგა სლავური ზღაპრების პერსონაჟია – მოხუცი ჯადოქარი, რომელიც ტყეში, ქათმისფეხა ქოხში ცხოვრობს და ცოცხით დაფრინავს.

Political Prisoners Starve in Protest Against Georgia’s Anti-European Turn as Tbilisi Celebrates the Holidays

This holiday season, Tbilisi presents itself as “a city full of kindness,” illuminated by lavish festive decorations.

Yet more than a hundred political prisoners – a number that continues to grow – are spending the holidays behind bars, unable to be with their loved ones, with many suffering from deteriorating health.

Among them, two political prisoners, widely remembered for carrying Georgian and EU flags at pro-European protests, have been on prolonged hunger strikes for weeks.

On December 26, Zura Menteshashvili, a 61-year-old protest participant prosecuted under criminal law for allegedly blocking a road during a rally in Tbilisi and facing up to one year in prison, is marking the 56th day of his hunger strike. Meanwhile, Zurab Chavchanidze, 59, who was jailed over the October 4 protests and faces up to six years in prison, has entered the 41st day of his hunger strike.

Judge Valerian Bugianishvili ordered that Menteshashvili remain in pre-trial detention, citing the prosecutor’s claim that there is a “risk of committing a new crime.” Menteshashvili has been in custody for nearly two months and has been on hunger strike since the day of his arrest.

Zurab Menteshashvili

“What is the need for such severity – just for standing on Rustaveli Avenue?” Menteshashvili said in court, addressing the prosecutor. “I am a peaceful protester. I am glad to stand with the people, and this has apparently become a criminal offense. Please, explain it to me,” he said, turning to the judge, “what is so terrible about this that I am supposedly a criminal?”

Menteshashvili is the first and so far the only demonstrator to be prosecuted under Georgian Dream’s new and even more repressive legislation, facing criminal charges on the pretext of blocking a road.

Zurab Chavchanidze, known as the “flag bearer of Batumi’s pro-European protest”, was arrested on October 8 in connection with the October 4 demonstrations, along with dozens of others. He has been charged under Article 19–222(2)(a) of the Criminal Code – attempted seizure of a strategic or particularly important facility by a group – and Article 225(2), which concerns participation in group violence. The charges carry a potential sentence of up to six years in prison. According to his lawyer, the case against Chavchanidze relies on a single video clip showing him holding a flag.

Zurab Chavchanidze – Tbilisi, October 4, 2025

“I saw Zura yesterday – he is severely physically weakened,” lawyer Nino Lominadze told Batumelebi on December 24. “The purpose of my hunger strike is for everyone to see the truth and to wake up to where we are heading,” she quoted him as saying. “He told me he is being monitored, his health is checked, and he has a doctor. The guards treat him well, and they even brought him a television.”

“He hasn’t called for five days,” said Chavchanidze’s wife, Marina Gorjeladze, on December 24. “The last time we spoke, he told me he goes outside for half an hour every day, consumes only liquids, does not eat at all, and asked me not to worry – saying a doctor checks on him regularly and that he is in a cell with others who are also on hunger strike.”

Addressing the court at a hearing at Tbilisi City Court on December 9, Chavchanidze said:

“I am from Sukhumi, and fifteen brave men from Sukhumi died fighting for Georgia, so that we could all live in a good country. I will speak with facts: what does Russian rule mean? Nearly a million Georgians were killed; every Russian ruler dreams of ‘Georgia without Georgians.’

“Regardless of who we are or whom we support, a targeted process is underway – the erasure, extinction, or assimilation of Georgia. Many people think, ‘I’m fine, my life is in order,’ but danger threatens us all.

“I have opposed violence my entire life. ‘God is love – love one another’ is written on a large wall in my home. Kindness, love, honesty, and respect for the law guide me.

“An officer from the State Security Service once came to my home and told me: ‘We know everything about you – you are a good man.’ My only message is kindness and love. I even love my sworn enemy – and if I love, I love sincerely. This is the echo of the Georgian soul. I have nothing but honesty and love.”

 

მოსალოდნელია ნალექი, ზღვაზე 6 ბალამდე შტორმი – სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 27-31 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით.

„შესაძლებელია ქარის გაძლიერება, მთიან რაიონებში – ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული. 29-30 დეკემბერს სანაპირო რაიონებში შესაძლებელია ელჭექი, ზღვაზე 4-6 ბალამდე შტორმი, ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში – ზვავსაშიშროება“ – წერს სააგენტო.

უწყების ცნობით, დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულისა და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

სააგენტო ასევე აღნიშნავს, რომ მოსალოდნელმა ნალექმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს და საფრთხის დონეს აფასებს, როგორც „საშუალოს“.

ქალი პოლიტიკოსები შშმ შვილის დედის, ევა შაშიაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ

დღეს, 26 დეკემბერს, თბილისში პოლიტიკოსმა ქალებმა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ევა შაშიაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მიმართეს პროკურატურას.

„ჩვენ, ქალი პოლიტიკოსები, ვდგავართ ერთად და მხარდაჭერას და სოლიდარობას ვუცხადებთ წინასწარ პატიმრობაში მყოფ ქალს, ევა შაშიაშვილს, ქვრივს, მარტოხელა დედას, რომელსაც ჰყავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილი. მას დედის გარდა სხვა მზრუნველი არ გააჩნია.

ჩვენ, როგორც ქალები, დედები და პოლიტიკოსები, ვიაზრებთ დედა-შვილის მდგომარეობას და მოვითხოვთ ევა შაშიაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა შეეცვალოს გირაოთი.

ამიტომ მოვითხოვთ გენერალურ პროკურორთან გიორგი გვარაკიძესთან და მის მოადგილეებთან ზურაბ ბელთაძესთან, გიგა ძნელაძესთან, ავთანდილ კოჭლამაზაშვილთან და ამირან გულუაშვილთან შეხვედრას.

ჩვენ ვრჩებით დღეს 18 საათამდე პროკურატურაში და ველოდებით პასუხს.

აქვე მოვუწოდებთ ევას და მისი შვილის გულშემატკივრებს, მოვიდნენ საქართველოს პროკურატურასთან ორთაჭალაში და გამოხატონ სოლიდარობა და მხარდაჭერა, შეუერთდნენ ჩვენს მოთხოვნას“  – აცხადებენ პოლიტიკოსი ქალები.

ისინი დღეს, 26 დეკემბრის დილიდან პროკურატურაში იმყოფებიან და ითხოვენ შეხვედრას გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან.

ევა შაშიაშვილი 4 ოქტომბრის საქმეზეა დაკავებული და მის გათავისუფლებას ასევე მოითხოვს შშმ პირთა ალიანსიც.

ევა შაშიაშვილი მეორე თვეა წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. არის ონკოლოგიური პაციენტი და ერთადერთი პირი, რომელიც უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილის მეურვეობასა და მხარდაჭერას.

პირველიდან 4 იანვრის ჩათვლით შსს-ს მომსახურების სააგენტო არ იმუშავებს – როდის იქნება გამოცდა?

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 4 იანვრის ჩათვლით არ იმუშავებენ.

„იმ პირებს, რომლებსაც მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე [მოედანი] გასვლის 30-ე დღე 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 4 იანვრის ჩათვლით უწევდათ, მხოლოდ ერთი გასვლის უფლება მიეცემათ 5 იანვრიდან 9 იანვარის ჩათვლით.

იმ პირებს, რომლებსაც შენახული/დაჯავშნილი აქვთ სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშნები და აღნიშნულ პერიოდში ეწურებათ შენახვის/დაჯავშნის დრო, ვადა გაუხანგრძლივდებათ 5 იანვრის ჩათვლით.

იმ პირებს, რომლებსაც სატრანსპორტო საშუალების განბაჟების ბოლო დღე უწევთ 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 4 იანვრის ჩათვლით პერიოდში, საჯარიმო სანქციები არ დაეკისრებათ და განბაჟების ბოლო ვადად განესაზღვრებათ 5 იანვარი.

ის პირები, რომლებსაც ცნობის [აპოსტილი/ლეგალიზაცია] გატანა უწევთ 2026 წლის 1-ელ, 2 ან 3 იანვარს, ცნობის გატანას შეძლებენ 5 იანვარს. სხვა შემთხვევაში ცნობების დამზადების ვადა აითვლება კანონით განსაზღვრულ ვადებში,“ – აღნიშნულია მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

8 პირი დააკავეს ბიუჯეტისთვის 4 მილიონამდე ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე – საგამოძიებო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბიუჯეტისთვის 3 926 361 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე 8 პირი დააკავა.

გამოძიების ვერსიით, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა შეიმუშავეს სქემა – დააფუძნეს ათეულობით კომპანია და სვანეთიდან 102 მლნ ლარის ღირებულების, დაახლოებით 130 000 კუბური მეტრი ხის მასალა გაყიდეს.

„ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა შეიმუშავეს დანაშაულებრივი სქემა, რომლის ფარგლებში დააფუძნეს ათეულობით კომპანია, მათ შორის: შპს „ნამორა 2021“, შპს „თბილი კერა“, შპს „ოლიმპუს 1988“, შპს „რამინა 22“, შპს „ნამორა“, შპს „კუბიკი“, შპს „რანდა 2023“, შპს „ზაზა 2022“ და შპს „ევი 2022“.

ასევე დგინდება, რომ დასახელებული კომპანიების მეშვეობით, 2021–2024 წლებში, სვანეთიდან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განხორციელდა 102 მილიონი ლარის ღირებულების, დაახლოებით 130 000 კუბური მეტრი ხის მასალის ტრანსპორტირება და შემდგომ რეალიზაცია.
ხის მასალის რეალიზაციისას, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა დღგ-ს დეკლარაციებში ყალბი მონაცემების მითითებით, მოტყუებით, სახელმწიფო ბიუჯეტს დიდი ოდენობით — 3 926 261 ლარის ზიანი მიაყენეს,“ – აღნიშნულია საგამოძიებოს სამსახურის მიერ დღეს, 26 დეკემბერს გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 205¹ მუხლის მე-3 ნაწილითა და 185-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 26 დეკემბრის 21 საათიდან 27 დეკემბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, წვიმა, მთაში თოვა.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, დღისით გაძლიერდება 17-22მ/წმ-მდე.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 6 – 11 გრადუსი სითბო
  • ღამით: 1 – 6 გრადუსი სითბო

მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 3 – 8 გრადუსი სითბო
  • ღამით: 2 გრადუსი ყინვა – 3 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
    ღამით: 5 – 10 გრადუსი ყინვა

ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა კი +13 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, ბათუმსა და მთლიანად აჭარაში 28 და 29 დეკემბერს მოსალოდნელია ნალექი, მთაში – თოვა.

—–

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 26 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 26 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 202 070 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +840. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 459 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 23 804 ერთეული [+3]
  • საარტილერიო სისტემა – 35 509 ერთეული [+74]
  • MLRS – 1 579 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 264 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 434 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 95 334 ერთეული [+537]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 107 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 71 454 ერთეული [+180]
  • სპეცტექნიკა – 4 029 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 25 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 669 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 104 953 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 640 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 26 717 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 634 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 32 153 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 49 974 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ზელენსკიმ 20-პუნქტიანი სამშვიდობო შეთანხმების პროექტი წარადგინა

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ეძებენ სახლის მმართველს, კერძო ვილაზე, ქობულეთში – ვაკანსია

ვაკანსია:

სახლის მმართველი კერძო ვილაზე ქობულეთში

ვაკანსიის აღწერა:

ქობულეთში, კერძო ვილაზე, ესაჭიროებათ სახლის მმართველი.

ვალდებულება:

  1. უზრუნველყოს შენობისა და აღჭურვილობის ტექნიკური ექსპლუატაცია (კონდიცირების სისტემა, ვენტილაცია, გათბობა, აუზები, SPA, ჩილერი და ა.შ.).
  2. შენობის სისტემების გამართული მუშაობის ყოველდღიური კონტროლი.
  3. ხელმძღვანელობის ინფორმირება აღჭურვილობის არსებული ხარვეზების შესახებ.
  4. უპირატესობა ენიჭება გამოცდილებას BMS (ჭკვიანი სახლი) სისტემასთან მუშაობაში.

ანაზღაურება:

სტაჟირების შედეგების მიხედვით. მუდმივი ხელფასი დაიწყება 1000–1500 დოლარიდან და მეტი, დამოკიდებულია სწრაფი სწავლების შესაძლებლობაზე.

მოთხოვნები:

– კარგი ინგლისური, რუსული და ქართული ენის ცოდნა (რეზიუმეში აღნიშნეთ ენის ცოდნა 10 ბალიანი სისტემით);

– კომპიუტერთან მუშაობის უნარი;

– პასუხისმგებლობა;

– უმაღლესი ტექნიკური განათლება;

– სამუშაო სტაჟი პროფესიული გამოცდილებით ;

– მამაკაცი 35 წლამდე, სასურველია ცხოვრობდეს ბათუმში ან ახლო მუნიციპალიტეტში;

გაგზავნეთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე  mydreamwork999@gmail.com სათაურით „სახლის მმართველი“.

ბათუმის მერია 9 წელია ახალ სასაფლაოს ვერ ხსნის, მაგრამ იქ უპატრონო მიცვალებულებს კრძალავს

ბათუმში ახალი სასაფლაოს გახსნა უკვე მეათე წელია ჭიანურდება. ქალაქის მოქმედ სასაფლაოებზე კი თავისუფალი ადგილები, ფაქტობრივად, აღარ არის.

ახალი სასაფლაოსთვის 168 300 კვადრატული მეტრი [16,8 ჰექტარი] ტერიტორიაა გამოყოფილი და მის მოსაწყობად ქალაქის ბიუჯეტიდან სულ ცოტა 3,5 მილიონი ლარია დახარჯული.

სასაფლაო ჩაქვის დასახლებაში 2017 წელს უნდა გახსნილიყო, თუმცა ქალაქის მერია იქ მხოლოდ უპატრონო მიცვალებულებს კრძალავს.

ახალი სასაფლაოს ტერიტორია ჩაქვის დასახლებაში[მონიშნულია წითელი ფერით]
ბათუმის 2026 წლის ბიუჯეტში „მუნიციპალური სასაფლაოების მოვლა-პატრონობისთვის“ 1 453 100 ლარია გათვალისწინებული.

აქედან მერიის ა[ა]იპ „ბათუმის სასაფლაოებში“ დასაქმებული 67 პირის ხელფასებში ჯამში 1 224 600 ლარი დაიხარჯება; შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული 9 პირის ხელფასებში – 98 600 ლარი; მოვლა-პატრონობის გარეშე დარჩენილ გარდაცვლილ პირთა დაკრძალვის ხარჯებისთვის 14 ათასი ლარია გათვალისწინებული, 3 500 ლარად კი კომპიუტერულ ტექნიკას შეისყიდიან.

„ბათუმის მუნიციპალიტეტს მოვლა-პატრონობაში აქვს 44,3 ჰექტარი მუნიციპალური სასაფლაოებისათვის განკუთვნილი ტერიტორია, სადაც ხორციელდება, როგორც მოვლა-პატრონობის, აგრეთვე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ღონისძიებები,“ – წერია ბიუჯეტში.

ამ 44 ჰექტარში კი ჩაქვის დასახლებაში სასაფლაოსთვის გამოყოფილი ტერიტორიაც შედის.

ახალი სასაფლაოს ტერიტორია ჩაქვის დასახლებაში

რატომ არ იხსნება ახალი სასაფლაო? – ამ კითხვით „ბათუმელები“ ქალაქის მერიას დაუკავშირდა.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს კვლევები, მათ შორის, გეოლოგიური. [ბათუმის მერიის] საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე დეტალურ გეოლოგიურ კვლევას ატარებს შპს tuski geology group-ი. კომპანია ტენდერით შეირჩა,“ – მოგვწერეს მერიიდან 19 დეკემბერს.

„ბათუმელების“ მიერ მოძიებული დოკუმენტებით, „დაბა ჩაქვში, ახალი სასაფლაოს ტერიტორიაზე საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის ჩატარებაში“ მერიის კეთილმოწყობის სამმართველოს 17 ათას 460 ლარი აქვს გადახდილი.

სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი 2025 წლის 19 დეკემბერსაა გაფორმებული, თუმცა „ბათუმელებისთვის“ გეოლოგიური კვლევის შედეგები, ამ ეტაპზე უცნობია.

ჩაქვში ახალი სასაფლაოს გახსნაზე სამუშაოები 2014 წლიდან დაიწყო და ახალი სასაფლაოს მოსაწყობად ქალაქის ბიუჯეტიდან თავის დროზე 3,5 მილიონამდე ლარიც დაიხარჯა.

ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების ზემოქმედების შედეგად კი მოხდა ტერიტორიის ეროზირება, რამაც საფლავებისთვის მომზადებული ადგილები დახრამა და ხევები გააჩინა.

2019 წელს ბათუმის მერიამ პროკურატურასაც კი მიმართა – პროექტის შესწავლის მიზნით.

ამ თემაზე ვრცლად:

როდის გაიხსნება ბათუმის ახალი სასაფლაო

 

„სოფლის საძოვარზე აკაწრული ტექსტის გამო დამაჯარიმა მერიამ“- აქტივისტი როსტო ზარანდია

აქტივისტი როსტო ზარანდია ზუგდიდის მერიამ გეოგლიფის გამო 2 ათასი ლარით დააჯარიმა.

380 მეტრი სიგრძის გეოგლიფი – „მეგობარი აქტი“, 13 ნოემბერს გამოჩნდა ანაკლიის სანაპიროსთან.

„აღნიშნულმა პირმა სოფ. დიდინეძში მიწათსარგებლობის უფლების გარეშე ისარგებლა სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთით“ – ამ მიზეზით უჩივლა აქტივისტს ზუგდიდის მერიამ.

„სოფლის საძოვარზე აკაწრული ტექსტის გამო დამაჯარიმა მერიამ“ – წერს ფეისბუქზე როსტო ზარანდია.

„მეგობარი აქტის“ „ამოკაწვრით“ როსტო ზარანდიამ „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური პოლიტიკა გააპროტესტა, რომელიც აქტივისტის აზრით ზიანს აყენებს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს.

„გამოხატვის ფორმად გამოვიყენეთ ეს ფორმა – აგროარტი, რათა ჩვენი მოლოდინი დაგვეფიქსირებინა „მეგობარი აქტის“ მიღების პროცესთან დაკავშირებით და მადლიერება გამოვხატეთ გაწეული შრომისთვის.

ასევე, გვინდოდა გვეჩვენებინა ქართველ ხალხსა და რუსულ მთავრობას შორის პოზიციათა განსხვავება დასავლელი პარტნიორების მიმართ.

ფაქტია, საქართველოში დემოკრატიის ზრდაში აქამდე დასავლეთი დიდ შრომას დებდა და არც მომავალში უნდა ვიყოთ რუს მტერთან პირისპირ, მოკავშირეების გარეშე.

არაფერი დამიზიანებია, არაფერი მიმიტაცებია. ჩემი ქვეყანაა და მინდა გავივლი მინდორში, მინდა არა.

ვერავინ დამასანქცირებს ამის გამო. კანონი არ დამირღვევია, ბუნებისთვის ზიანი არ მიმიყენებია, პირიქით“- ამბობს „ბათუმელებთან“ როსტო ზარანდია და ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

როსტო ზარანდია ამ გეოგლიფის გამო დააჯარიმეს.

გეოგლიფისთვის როსტო ზარანდიას მერიის გარდა, გარემოს და სოფლის მეურნეობის სამინისტროც უჩივის, – „ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნა-გადაადგილების“ მოტივით.  სასამართლო ხვალ, 26 დეკემბერსაა დანიშნული.

“A Legally Worthless Verdict”: Lawyers Challenge Mzia Amaglobeli’s Conviction at Supreme Court

The lawyers representing Sakharov Prize for Freedom of Thought 2025 laureate, imprisoned Georgian journalist Mzia Amaglobeli, have filed a cassation appeal with the Supreme Court of Georgia.

The lawyers are challenging the decision of the Kutaisi Court of Appeal, which upheld the two-year prison sentence imposed on Mzia Amaglobeli by the Batumi City Court.

In the cassation appeal, the defense requests that the Criminal Chamber of the Kutaisi Court of Appeal annul the guilty verdict delivered against Mzia Amaglobeli on November 18, 2025, and replace it with an acquittal.

The lawyers also ask the court to hear the cassation appeal through an oral hearing and to allow Mzia Amaglobeli to participate in the court proceedings.

“The Court of Appeal upheld Mzia Amaglobeli’s verdict not only in terms of the sentence, but also left the legal qualification practically unchanged. It did not examine a single circumstance that we raised in the appeal.

From the standpoint of legality, the Kutaisi Court of Appeal’s judgment is even worse than the first-instance verdict. The appellate judgment is a legally worthless document — so unlawful and unsubstantiated.

I can tell you that after going through two court instances, Mzia Amaglobeli has never enjoyed the right to a fair trial: neither at the investigation stage (because a fair trial includes the investigation stage as well), nor at the Batumi City Court, nor at the Kutaisi Court of Appeal. Georgian courts have deprived Mzia Amaglobeli of the right to a reasoned decision — to substantiate a decision against her,” Mzia Amaglobeli’s lawyer, Maia Mtsariashvili, told Batumelebi.

In the cassation appeal, the lawyers argue that the court violated Mzia Amaglobeli’s right to presumption of innocence.

“No one is obliged to prove their innocence; the burden of proof lies with the prosecution. The court also assumed the role of the prosecutor itself: in evaluating the evidence, it resolved not a single doubt or contradiction in Mzia Amaglobeli’s favor.”

The lawyers emphasize that Mzia Amaglobeli was not afforded a fair trial at either the investigation or the court stages.

“The court neither discussed nor assessed any of the circumstances or arguments presented by the defense.

Neither the first-instance nor the appellate judgment reflects the results of the court hearings; neither responds to any of the defense’s arguments or the grounds of the appeal; neither assesses any of the evidence presented and examined by the defense; neither specifically identifies any piece of prosecution evidence; nor refers to any specific excerpt from any witness testimony on which the court relied to reason Mzia Amaglobeli’s guilt.

Accordingly, the court’s reasoning regarding Mzia Amaglobeli’s guilt is not based on specific evidence that the defense could meaningfully challenge. Both judgments – one of the city court and another of the court of appeals – leave the impression that the court did not thoroughly review the case materials,” the lawyers write in the cassation appeal.

The lawyers also stress that, like the court of first instance, the Court of Appeal failed to indicate or assess the fact that Mzia Amaglobeli’s eyesight deteriorated dramatically while she was in a penitentiary facility. The court did not note that she has vision in only one eye, at approximately 10%.

“The court violated all procedural requirements applicable to a judgment, namely that it must be lawful, reasoned, and fair.

In delivering the judgment, the court violated the Constitution of Georgia, the European Convention on Human Rights, and the requirements established by the Criminal Procedure Code.

The court judgment is unsubstantiated, as it is not based on a body of evidence examined in court that excludes reasonable doubt. None of the court’s conclusions are reasoned, and the judgment fails to address any argument, objection, or legal position advanced by the defense,” the cassation appeal states.

The cassation appeal further notes that the decision of the Kutaisi Court of Appeal contradicts the Convention for the Protection of Human Rights and Fundamental Freedoms; creates the impression that the court did not carefully examine the case materials; that the appellate court did not respond to any of the arguments raised in the defense’s appeal; and that the court did not engage with the positions set out in the appeal or by the defense.

The appeal also emphasizes that the court failed to address the defense’s argument that the first-instance judgment under challenge relied solely on the false testimony of police officers, and that the court did not assess the credibility of those police testimonies against the constitutional standard of reliability, nor whether that standard was met in the case at hand.

The Court of Appeal also failed to substantively assess the false testimonies of the prosecution’s witnesses. Moreover, it did not establish the qualifying elements required for classification of the act under Article 353 of the Criminal Code, nor did it respond to any of the defense’s arguments that Mzia Amaglobeli’s actions cannot be qualified under Article 353 of the Criminal Code.

The Supreme Court has six months to consider the cassation appeal filed by Mzia Amaglobeli’s lawyers.

სახალხო დამცველი პროტესტის შემზღუდავ რეპრესიულ კანონებს საკონსტიტუციოში გაასაჩივრებს

საქართველოს სახალხო დამცველი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც თავისუფლად შეკრებასა და მანიფესტაციებს შეეხება, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

ეს განცხადება მან საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემა „დღის თემაში“ სტუმრობისას გააკეთა.

ჟურნალისტმა სახალხო დამცველს კითხვა დაუსვა 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით და გამკაცრებულ კანონებზე, რომელიც ოცნებამ ბოლო ერთ წელიწადში მიიღო. მათ შორის ერთ-ერთი ბოლო ცვლილება ეხებოდა ტროტუარზე დგომის აკრძალვას.

ლევან იოსელიანის თქმით, კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილების შესახებ მან პირადად მოითხოვა დასკვნა ეუთო-ოდირისგან. ვინაიდან ცვლილებები კანონმდებლობაში ორ ეტაპად განხორციელდა, სახალხო დამცველმა ორივე შემთხვევაში გაგზავნა ცვლილებების პაკეტი გაიგზავნა ეუთო-ოდირში.

ლევან იოსელიანის თქმით, ეუთო-ოდირის მიერ „კანონმდებლობაში შეტანილი ეს ცვლილებები შეფასდა ნეგატიურად“.

„მთელი რიგი დასაბუთება არის, თუ რატომ ზღუდავს ეს ცვლილებები ადამიანის უფლებებს ცალკეული მიმართულებებით. რაც შეეხება გაფრთხილებას [შსს-ს გაფრთხილება სანამ აქციას ჩაატარებ], გაფრთხილების შესახებ ჩანაწერი არსებობს კონსტიტუციაში, ეს არ არის სიახლე, ეს ყოველთვის ასე იყო, თუმცა მნიშვნელოვანია რომ ეს გაფრთხილება თავისი შინაარსით არ გახდეს რაღაც სავალდებულო ნებართვის აღებისმაგვარი, რაც თავისთავად კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის.

მეორე მხრივ ამაზე არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაც, რომ ასეთი ტიპის გაფრთხილება არ უნდა გულისხმობდეს რაღაც სანებართვო ვალდებულებას აქციის მონაწილეების მიმართ, რომლებიც ვთქვათ სპონტანურად მართავენ აქციას. მინდა იცოდეს საზოგადოებამ, რომ ჩვენ ძალიან საფუძვლიანად ვმუშაობთ ამ ცვლილებების მიმართულებით – დაწყებული ნიღბების ბლანკეტური აკრძალვიდან, დამთავრებული სხვა ტიპის ცვლილებებით, რომლებიც არის კანონმდებლობაში შესული,“ – თქვა ლევან იოსელიანმა.

ლევან იოსელიანის თქმით, იმ უფლებებს, რაც კონსტიტუციით არის გარანტირებული, წესით ვერაფერი ვერ უნდა შეეხოს. მან ასევე ისაუბრა აქციაზე ნიღბების ტარების აკრძალვაზე და თქვა, რომ არ მიაჩნია სწორად.

„ბლანკეტურად ნიღბების აკრძალვა ეს არ მიმაჩნია სწორად. როდესაც კანონმდებლობამ ბლანკეტურად ყველანაირი ნიღბის გამოყენება აკრძალა მშვიდობიანი შეკრების პირობებში, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ თუ ვმონაწილეობთ მშვიდობიან შეკრებაში და არ გვინდა რომ დავავადდეთ რაღაც გადამდები დაავადებით და ამისთვის გავიკეთოთ ნიღაბი, ამ ნიღბის გაკეთება კანონმდებლობით არის აკრძალული. რაც მე ვფიქრობ, არათანაზომიერი სანქციაა  შეკრებასთან მიმართებაში.

ზოგადად ლოგიკური არ არის. როგორ შეიძლება ადამიანს აუკრძალო ნიღბის გაკეთება თუ მას ეს ესაჭიროება. მარტო ჯანმრთელობის ნაწილი არ არის? არსებობს ნიღაბი, რომელიც რაღაც რელიგიური ატრიბუტი არის ვიღაცისთვის და ასე შემდეგ,“- თქვა ლევან იოსელიანმა.

ჟურნალისტმა სახალხო დამცველს შეახსენა ხელისუფლების არგუმენტი, რომლის მიხედვითაც, როდესა პირი აქციაზე ნიღბითაა და ძალადობს, საგამოძიებო პროცესში ჭირს იდენტიფიცირება პირების.

მესმის, მაგრამ თუ პროტესტი სცდება მშვიდობიან ფორმას და გადადის ძალადობრივში, იქ ნიღაბი საერთოდ არაფერ შუაში არ არის, ხომ? ჩვენ ვსაუბრობთ მშვიდობიან შეკრებაზე. მშვიდობიანი შეკრების პირობებში მაგალითად, სამედიცინო ნიღაბი, რასაც ძალიან ხშირად ვხმარობთ ხოლმე, ამ ნიღბის აკრძალვა არ მიმაჩნია გამართლებულად. ის რომ ვიღაცამ მერე გადაწყვიტოს კანონის დარღვევა და ამიტომ საგამოძიებო ორგანოს უნდა რომ გაიადვილოს   თავისი ამოცანა და ამით უფრო დიდი სიკეთე დააზიანოს, ეს ვერ იქნება არგუმენტი.

სწორედ აქედან გამომდინარე, არა მარტო ეს, არამედ სხვა ცვლილებებზეც მიმდინარეობს დღეს მუშაობა და სავარაუდოდ წელს ალბათ ვერ მოესწრება, ან თუ მოესწრება შეიძლება წელსაც, წარვადგენთ საკონსტიტუციო სარჩელს, რომლითაც მთელი რიგი მუხლები, რომელიც ბოლო წელს იქნა მიღებული პარლამენტის მიერ, იქნება გასაჩივრებული,“ – თქვა ლევან იოსელიანმა.

საქართველოს სახალხო დამცველის თქმით, სახალხო დამცველი საკონსტიტუციოში გაასაჩივრებს კანონმდებლობაში ჯარიმების ოდენობაზე და უალტერნატივო პატიმრობებზე შეტანილ ცვლილებებსაც.

პროპორციულობის და თანაზომიერების პრობლემას ვხედავთ ჩვენ. უალტერნატივოდ პატიმრობის გამოყენება, შემდგომში პირდაპირ სისხლის სამართლებრივი სასჯელის შემოღება… ამიტომ ვთვლით, რომ ეს ის ნაწილია, რომელიც უნდა გასაჩივრდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში და ვფიქრობ რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს ამ სასჯელების თანაზომიერების შესახებ.

მე იმედი მაქვს რომ ეს ძალიან საინტერესო განხილვა იქნება და ჩვენ მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ცვლილებები მოვიდეს შესაბამისობაში იმ საერთაშორისო სტანდარტებთან, რაც დღეს არსებობს,“- განმარტა ლევან იოსელიანმა.

სახალხო დამცველი ზუსტ დროს ვერ აკონკრეტებს, თუმცა პირობას დებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი მალე შევა – მიმდინარე წლის ბოლოს ან მომავალი წლის დასაწყისში.

საკონსტიტუციო სარჩელი შეეხება ცვლილებათა პაკეტს და მის თანმდევ კანონებს, რაც შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში განხორციელებულმა ცვლილებებმა გამოიწვია

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 25 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 25 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 201 230 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +860. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 456 ერთეული [+7]
  • ჯავშანტექნიკა – 23 801 ერთეული [+5]
  • საარტილერიო სისტემა – 35 435 ერთეული [+59]
  • MLRS – 1 579 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 263 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 434 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 94 797 ერთეული [+600]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 107 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 71 274 ერთეული [+149]
  • სპეცტექნიკა – 4 029 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 25 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 669 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 104 953 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 640 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 26 717 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 634 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 32 153 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 49 974 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ზელენსკიმ 20-პუნქტიანი სამშვიდობო შეთანხმების პროექტი წარადგინა

კიევში სკვერს ქართული ეროვნული ლეგიონის სახელი მიენიჭა

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

მშობელთა კრება განათლების სამინისტროსთან „ოცნების“ რეფორმის წინააღმდეგ

26 დეკემბერს, 14:00-ზე, განათლების სამინისტროსთან „მშობელთა კრება“ გაიმართება.

მშობლების განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებული განათლების რეფორმა, ვერ პასუხობს მშობლებისა და ახალგაზრდების ინტერესებსა და გამოწვევებს.

„ქართული ოცნების” მიერ შემოთავაზებული „განათლების რეფორმა” ვერ პასუხობს მოსწავლეების, სტუდენტების, მასწავლებლებისა და ლექტორების წინაშე მდგარ მწვავე პრობლემებსა და საჭიროებებს. დაგეგმილი ცვლილებების გარშემო შეკითხვები მეტია, ვიდრე პასუხები.

ახლა, როცა ჩვენი შვილების მომავალი ბეწვზე ჰკიდია, მშობლები გულგრილი ვერ ვიქნებით. დღეს იმაზე მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს, ვიდრე ოდესმე“, – აცხადებენ მშობლები.

საპროტესტო აქციის ინიციატორები „მშობელთა კრებაზე“ ეპატიჟებიან სტუდენტებს, მასწავლებლებსა და ლექტორებს, რათა გამოთქვან თავიანთი წუხილი და მოსაზრებები განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებებზე.

საპროტესტო აქციის ფარგლებში, განათლების სამინისტროს წინ გაიმართება მშობელთა გამოკითხვის შედეგების გაზიარება-პრეზენტაცია, მოწვეული ფსიქოლოგები ისაუბრებენ „ოცნების“ მიერ დაანონსებული რეფორმის ბუნდოვანების გამო წარმოქმნილ სტრესსა და შფოთვაზე მოზარდებში და მათი გამკლავების გზებზე.

იქნება თავისუფალი მიკროფონი – „გააგონე შენი ხმა“.

ნათია თურნავას ხელფასი თვეში 37 729 ლარი იყო – ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დეკლარაცია

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას ხელზე ასაღები ხელფასი, 2024 წელს, თვეში 29 000 ლარი იყო. შესაბამისად, თურნავამ დეკლარაციაში ჩაწერა, რომ 2024 წელს ხელფასის სახით 349 039 ლარი მიიღო. თუმცა, ნათია თურნავას სრული, ანუ დასაბეგრი ხელფასი თვეში 37 729 ლარი ყოფილა, რაც წელიწადში 452 748 ლარია.

შესაბამისად, ნათია თურნავას ბიუჯეტიდან, ერთ წელში ზუსტად იმდენი თანხა ერიცხებოდა ხელფასის სახით, რაც ქალაქად მცხოვრები 1293 პენსიონერის ერთი თვის პენსიაა.

70 წლამდე ქალაქად მცხოვრები ერთი პენსიონერი, წლის განმავლობაში, პენსიის სახით იღებს 4200 ლარს. აქედან გამომდინარე, იმ თანხას, რაც თურნავამ 2024 წლის განმავლობაში ხელფასის სახით აიღო, 107 პენსიონერი ერთი წლის განმავლობაში მიიღებდა.

შრომის ანაზრაურების შესახებ კანონით, საჯარო მოხელეების ხელფასი ყოველწლიურად 10%-ით იზრდება.

ეს იმას ნიშნავს, რომ 2025 წელს ნათია თურნავა თვეში მინიმუმ 3700 ლარით მეტს მიიღებდა, ვიდრე შარშან. თუმცა ზუსტი მონაცემი მას შემდეგ გახდება ცნობილი, როცა ნათია თურნავა მიმდინარე წლის ქონებრივ დეკლარაციას შეავსებს.

ნიშანდობლივია ისიც, რომ ნათია თურნავა ახალი წლიდან კიდევ 10 %-ით მეტ ხელფასს მიიღებს, ვიდრე 2025 წელს იღებდა.

ეროვნული ბანკის ვალდებულებაა, ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა და ეფექტიანი მონეტარული პოლიტიკის განხორციელება სტაბილურობის მისაღწევად, ქვეყნის ეკონომიკის გრძელვადიანი ზრდის ხელშეწყობა.

სწორი მოლოდინის ჩამოყალიბება იმისთვის, რომ საზოგადოებამ მიიღოს ეკონომიკურად გამართლებული გადაწყვეტილებები.

სუს-ი ხელფასების თანხას 5 მილიონით იზრდის წლის ბოლომდე – კობახიძე თანახმაა

„ოცნების“ მთავრობა თანახმაა სუს-მა ხელფასებისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობა წლის ბოლომდე კიდევ 5 მილიონი ლარით გაიზარდოს.

2025 წლის ბიუჯეტის კონსოლიდირებული ვერსიით, სუს-ში მომუშავეთა ხელფასებისთვის, ჯამში, 138 მილიონ 690 ათასი ლარია გამოყოფილი. მთლიანად სუსის დაფინანსებისთვის კი – 271 მილიონ 500 ათასი ლარი.

მომავალ წელს, 2026 წლის ბიუჯეტის მიხედვით, სუს-ი მთლიანობაში 380 მილიონი ლარით დაფინანსდება, ხელფასებისთვის კი ჯამში 205 მილიონ 370 ათასი ლარია გათვალისწინებული.

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიეცეს თანხმობა მისთვის წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებული ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის „შრომის ანაზღაურების“ მუხლით დამტკიცებული ასიგნებების არაუმეტეს 5 000 000 ლარით გაზრდაზე, აღნიშნული კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში“, – წერია მთავრობის 2025 წლის 22 დეკემბრის განკარგულებაში, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.

მთავრობის განკარგულებაში სუს-ში ხელფასებისთვის საჭირო თანხის გაზრდის საფუძვლად 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტია მითითებული.

ბიუჯეტის შესახებ კანონის აღნიშნულ პუნქტში კი წერია, რომ „2025 წლის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი მხარჯავი დაწესებულებების მიერ მათთვის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის „შრომის ანაზღაურების“ მუხლით დამტკიცებული ასიგნებების გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით, არაუმეტეს იმავე მუხლით დამტკიცებული ასიგნების 1/12-ისა.“

„ოცნების“ მთავრობის 2025 წლის 10 ოქტომბრის დადგენილებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში [სუს] მთელ რიგ თანამდებობებზე ხელფასები პირველი ოქტომბრიდანაც გაიზარდა. გაიზარდა წოდებრივი სარგოების ყოველთვიური განაკვეთებიც.

რაც შეეხება უშუალოდ სუს-ის უფროსის ხელფასს [თანამდებობრივ სარგოს], შარშანდელთან შედარებით 1 235 ლარით არის გაზრდილი და დღეს 13 580 ლარია წოდების მქონე მოსამსახურისთვის [წოდების არმქონე უფროსის ხელფასი კი 12 410 ლარითაა განსაზღვრული].

ირაკლი კობახიძემ, 2025 წლის 3 სექტემბრის ბრძანებით, სუს-ის მოქმედ უფროსს, „პოლიციის ლეიტენანტ, მამუკა მდინარაძეს „სახელმწიფო უსაფრთხოების ლეიტენანტის“ წოდება მიანიჭა. 23 ოქტომბრის განკარგულებით კი, მდინარაძე „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ლეიტენანტის“ წოდებიდან „უფროსი ლეიტენანტის“ წოდებაზე დააწინაურა.

განახლება: ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს 25 ოქტომბრის ბრძანებით „სახელმწიფო უსაფრთხოების კაპიტნის“ წოდება, ხოლო მეორე დღეს, 26 ოქტომბერს კი ვადამდე მიანიჭა სახელმწიფო უსაფრთხოების მაიორის წოდება.

მაიორის წოდებით მდინარაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემაში არსებული საშუალო სპეციალური წოდებიდან უფროს სპეციალურ წოდებაზე გადაინაცვლა.

სუსში ხელფასთან ერთად წოდებრივ სარგოებსაც იღებენ, რომლის ოდენობებიც მიმდინარე წლის ოქტომბერში გაზარდეს. მაგალითად, მაიორის ყოველთვიური სარგო 205 ლარია, უფროსი ლეიტენანტის კი – 100 ლარი:

___

ამავე თემაზე:

სუსის უფროსის ანაზღაურება თვეში 12 345 ლარი გახდა, მას წელს ხელფასი 1125 ლარით გაეზარდა 

„ყველას უნდა იყოს მომავალი პრემიერი, პირველი ოპოზიციონერი“ – რატომ ვერ ახერხებს ოპოზიცია ერთობას 

„…დასავლეთში ამის გამო არის ცალსახა გაკვირვება: როგორ შეიძლება პატარა, 3-მილიონიანი ქვეყნიდან, რომელიც ასეთ კრიზისშია, თვეში ხუთი დელეგაცია ცალ-ცალკე დადიოდეს, ხშირად უთქვამთ სხვადასხვა დელეგაციის წარმომადგენლებისთვის, ჩემთვისაც უთქვამთ: თუ ერთად ჩამოსვლას არ აპირებთ, არ ჩამოხვიდეთო,“ – გვიყვება პოლიტიკური აქტივისტი, პროევროპული წინააღმდეგობის წევრი დავით ჯინჭარაძე.

მას ვესაუბრეთ ოპოზიციის ერთობის შესაძლებლობაზე, ვიდრე ივანიშვილის დაჯგუფება ქვეყანაში ავტორიტარიზმის განმტკიცებას და პროტესტის ჩახშობას ცდილობს.

„ეფექტურია, როცა ბევრი ადამიანი დაახლოებით ერთნაირი მესიჯით კოორდინირებულად უპირისპირდება პროპაგანდას, ვიდრე ის, რომ ყველა სხვადასხვანაირად და ყველა სხვადასხვა პლატფორმით იბრძვის. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ვართ უმრავლესობაში, მაგრამ უმრავლესობის განცდა არ არის.

რა ჯობია? არ მოგწონდეს ერთმანეთი და გქონდეს თავისუფალი არჩევნები, სადაც ამომრჩეველი დაალაგებს, ვინ მოსწონს და ვინ – არა, თუ ემიგრაციაში როცა ვიქნებით იძულებით გახიზნული, ისევ ერთმანეთი ვაკრიტიკოთ პოდკასტებით?“ – კითხულობს დავით ჯინჭარაძე.

„ბათუმელებმა“ დავით ჯინჭარაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. იგი პოლიტიკური აქტივისტია, ბრიტანული ორგანიზაცია „Newspeak House“-ის პოლიტიკური ტექნოლოგიების მკვლევარი.

  • ბატონო დავით, საზოგადოების დაკვეთის მიუხედავად, ოპოზიცია ისევ დანაწევრებულია. თქვენი დაკვირვებით, არსებობს რესურსი იმისთვის, რომ ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა ერთიანი პლატფორმა შექმნან ქვეყნის გადარჩენისთვის ბრძოლაში?  

გარკვეული ტიპის ერთიანობაზე ყოველთვის იყო და არის დაკვეთა. ახლა მით უმეტეს: არ არის არჩევნების პერიოდი და არაა აქცენტი ერთიან სიებზე. შესაბამისად, იქმნება მეტი შესაძლებლობა ერთობაზე სალაპარაკოდ. ერთ-ერთი გამოსავალი რეალურად, რაც წაადგებოდა „ქართული ოცნების“ პროპაგანდის წინააღმდეგ ომს, იქნებოდა საგნობრივი ერთობა. მაგალითად, წამოიწია განათლების თემა, ასევე, ყოველთვის არსებობს საერთაშორისო საკითხები, ახალი სოციალური საკითხები. „ქართული ოცნება“ გვიგებს საინფორმაციო ომით.

ამ საკითხებში ერთობა და ერთიანი პლატფორმის გარკვეული საკითხების გარშემო ჩამოყალიბება ძალიან მნიშვნელოვანია. უფრო ეფექტურია, როცა ბევრი ადამიანი დაახლოებით ერთნაირი მესიჯით კოორდინირებულად უპირისპირდება პროპაგანდას, ვიდრე ის, რომ ყველა სხვადასხვანაირად და ყველა სხვადასხვა პლატფორმით იბრძვის. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ვართ უმრავლესობაში, მაგრამ უმრავლესობის განცდა არ არის.

ასევე, ვნახეთ, რომ წინა პლატფორმებმა არ გაამართლა. იყო, მაგალითად, სალომე ზურაბიშვილის პლატფორმა, რომელიც მალევე დაიშალა.

  • რა მოხდა კონკრეტულად, რატომ ვერ იმუშავა ამ პლატფორმამ?

რთული საკითხია. ერთი ფაქტორია, მაგალითად, პარტიული ინტერესები და პიროვნული დაპირისპირებები – იდეოლოგიურად ოპოზიციის დიდი ნაწილი არის მსგავსი იდეოლოგიის გამტარი. ამავე დროს, პარტიებს აქვთ ძალიან განსხვავებული მართვის სტილი, ესეც ართულებს თანამშრომლობას.

პიროვნული დაპირისპირებები ჭარბობდა დებატებში, განხილვებში. ეგ იყო ყოველთვის პრობლემა. იქიდან გამომდინარე, რომ არ ვარ უკვე არც ერთ პარტიაში და შემიძლია თავისუფლად ვილაპარაკო, მიჩნდება განცდა, რომ ყველას უნდა იყოს ნომერ პირველი ოპოზიციური პარტია, მაგრამ ყველას არ აქვს შესაბამისი შინაარსი, რომ იმავეში დაარწმუნოს ადამიანები.

არ არის მარტივი ავტორიტარიზმის დროს იყო ოპოზიციაში, მაგრამ სხვა ქვეყნებში გარკვეული გადაჭრის გზები მოუძებნიათ.

მაგალითად, ვენესუელაში ოპოზიციური პრაიმერი ჩაატარეს საერთო კანდიდატზე და შემდეგ გადაწყვიტეს, რომ კონკრეტული ადამიანი სარგებლობდეს უმრავლესობის მხარდაჭერით. შესაბამისად, მას უნდა ჰქონოდა გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა. საქართველოში, ცხადია, ჯერჯერობით არ გვაქვს ისეთი გამოკვეთილი ლიდერი პარტია, რომ ერთ პარტიას ჰქონდეს გაცილებით მეტი რეიტინგი, ვიდრე მეორეს.

არსებობს ძლიერი დაკვეთა ცვლილებაზე. მგონია, ისეთ საკითხებზე შეთანხმება, სადაც შეგვიძლია რომ შევთანხმდეთ, აუცილებელია.

  • როგორ აღიქვამს დასავლეთი დანაწევრებულ ოპოზიციას? როგორ აღიქმება ეს ჩვენი პარტნიორების თვალში?

დასავლეთში ამის გამო არის ცალსახა გაკვირვება: როგორ შეიძლება პატარა, 3-მილიონიანი ქვეყნიდან, რომელიც ასეთ კრიზისშია, თვეში ხუთი დელეგაცია ცალ-ცალკე დადიოდეს, ხშირად უთქვამთ სხვადასხვა დელეგაციის წარმომადგენლებისთვის, ჩემთვისაც უთქვამთ: თუ ერთად ჩამოსვლას არ აპირებთ, არ ჩამოხვიდეთო.

უბრალოდ, არასერიოზულია ხუთი დელეგაციის ჩამოსვლა ხუთი სხვადასხვა მესიჯით, მათ შორის, ერთმანეთის გაკრიტიკება, საუბარი იმაზე, ოპოზიციურმა პარტიებმა თურმე რაღაც დააშავეს ერთმანეთში და არა იმაზე, რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“. ეს დასავლეთისთვის ძალიან დამღლელია.

განსაკუთრებული სიმპათიით არც ერთი ოპოზიციური პარტია ჩემი მხრიდან არ სარგებლობს. ანტიპათიით სარგებლობს ზოგიერთი პარტია, მაგრამ მიმაჩნია, რომ ყველა პარტიაში არის ერთი-ორი ადამიანი მაინც, ვინც იმსახურებს პატივისცემას.

ის, რომ შეიძლება ვიღაც ან რაღაც არ მოგწონდეს, არ უნდა გვიშლიდეს ხელს გარკვეულ კოორდინაციასა ან ერთობაში.

ამიტომაც, ძალიან რთულია ადამიანს დასავლეთში დაანახო, როგორ ექმნება ქვეყნის სუვერენიტეტს რეალური საფრთხე და ამ დროს ლაპარაკობდე იმაზე, ამა თუ იმ პარტიას რა მოეწონა, ან არ მოეწონა. როცა ოპოზიციური პარტია რაღაცას აშავებს, აუცილებლად უნდა გააკრიტიკო, მაგრამ საერთაშორისო ვიზიტების დიდი ნაწილი იხარჯებოდა პარტიათა შორის დღის წესრიგზე და არა ქვეყნის დღის წესრიგზე, იმაზე, რომ ამ ბრძოლაში მესიჯები არ იყო და არ არის ერთიანი.

ხშირად ხდებოდა და ახლაც ხდება ისე, რომ ერთსა და იმავე საქმეზე შეიძლება სამი ჯგუფი მუშაობდეს – ოპოზიციური პარტიები, სამოქალაქო ორგანიზაციები და არ არის მათ შორის კოორდინაცია, თუმცა ამ დროს ყველა ერთსა და იმავე რაღაცას აკეთებს.

  • რატომ ვერ აღიქვამს ამას ოპოზიცია. როგორ მოახერხა ივანიშვილმა ოპოზიციის ისე დასუსტება, რომ სუვერენიტეტის დაკარგვის საფრთხის წინაშე მდგომი ქვეყნის ოპოზიცია ვერ ახერხებს ფუნდამენტური საკითხის გარშემო გაერთიანებას? 

პირადი ეგო ძალიან ძლიერია. თუმცა, ეს ამბიციები არ არის გამყარებული ელექტორალური მხარდაჭერით. არსებობს კოორდინაციის პრობლემაც. იმის პრობლემაც არის, რომ ხშირად ერთ ან ორ ადამიანს უნდა, რომ იყოს პირველი, ამ დროს ვერავინ ვერ ხდება პირველი და მთელი ქვეყანა იჩაგრება.

კიდევ ერთი მომენტია, რომ ვიღაც ამ ერთიანობაში ყოველთვის ურევს.

არ არის აუცილებელი, ყველანი შევთანხმდეთ რაღაცაზე. უნდა შეიქმნას დემოკრატიული სიმძიმის ცენტრი არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიებისგან, არამედ სამოქალაქო აქტივისტებისგან და სამოქალაქო ჯგუფებისგან. სამოქალაქო სიმძიმის ცენტრი გარკვეული პოლიტიკური კომპონენტებით ხშირად ხდება მიზიდულობის ცენტრი პოლიტიკური აქტორებისთვის.

ჩვენ გვჭირდება წინააღმდეგობის და ალტერნატიული ხედვის გაძლიერება. დღეს პარტიების უმრავლესობა არ ასხივებს იმას, რომ ისინი არიან ალტერნატივა. ვისმენთ ბევრ ლაპარაკს. ახალი დოკუმენტები იქმნება, პრეზენტაციები, რაც კარგია დემოკრატიულ ქვეყანაში, მაგრამ ამის მიღმა საჭიროა შინაარსი, ამ შინაარსის დანახვა ხალხისთვის, მათ შორის, რეგიონებისთვის, სოფლებისა და ქალაქებისთვის.

თუ ერთ და ორ პარტიას არ აქვს ფინანსური რესურსი, რომ, მაგალითად, იაროს რეგიონებში, რესურსების გაერთიანება იქნებოდა საკმაოდ მნიშვნელოვანი.

სამწუხაროდ, ისეთ სცენარს ვიმეორებთ, რაც მოხდა ბელარუსში. ბელარუსში ბოლოს დარჩა სამი ოპოზიციონერი ქალი, მათ შორის, ერთმა გადაწყვიტა, რომ ბელარუსი არ დაეტოვებინა და პოლიტპატიმარი გახდა – მარია კოლესნიკოვა. ის რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს. კიდევ ორმა ლიდერმა კი, დატოვა ბელარუსი. წარმოიდგინეთ, ორნი იყვნენ და მაინც ვერ მორიგდნენ იმაზე, ვინ იყო ლეგიტიმური წარმომადგენელი, მათაც კი კონფლიქტი ჰქონდათ.

იმავე საფრთხეს ვხედავ საქართველოშიც. რა ჯობია? არ მოგწონდეს ერთმანეთი და გქონდეს თავისუფალი არჩევნები, სადაც ამომრჩეველი დაალაგებს ვინ მოსწონს და ვინ – არა, თუ ემიგრაციაში როცა ვიქნებით იძულებით გახიზნული, ისევ ერთმანეთი ვაკრიტიკოთ პოდკასტებით?

  • ცხადად ჩანს საფრთხე, სად არის ქვეყანა. ვიდრე ჯერ კიდევ კონსოლიდირებული არ არის ავტორიტარიზმი და დიდია საზოგადოებრივი პროტესტი, რა შემთხვევაში შეიძლება პოლიტიკოსებმა სწორად დაინახონ საკუთარი ფუნქცია? 

საერთაშორისო გამოცდილებამ აჩვენა, რომ მხოლოდ ძველი ცვლადების შეკრებით სურათი არ იცვლება. ადამიანებს წინა ისტორიები აქვთ ერთმანეთთან, წინა დაპირისპირებები. მხოლოდ ის, რომ უკვე არსებული სპექტრი შეგვეკრიბა ერთად და ერთი სახელი დაგვერქვა, თავისთავად პრობლემას არ წყვეტს. საჭიროა ლეგიტიმაციის მოპოვება და ახალი სისხლის გადასხმა ამ პროცესში.

ამ ერთიანმა სტრატეგიამ და მოძრაობამ უნდა დაამტკიცოს, რომ ხელისუფლება არალეგიტიმურია, მაგრამ თვითონ არის ლეგიტიმური. ამ ლეგიტიმაციის დამტკიცება ხდება მხოლოდ ადამიანებთან საუბრით, ადამიანების დარწმუნებით და იმით, რომ ახალი პოლიტიკური პროცესი შეიქმნას.

არასდროს საქართველოში ეს პროცესი არ ყოფილა, რომ მეორე მხარეს, ანუ ოპოზიციურ მხარეს ეცადა საკუთარ ლეგიტიმურობაში დაერწმუნებინა გადაუწყვეტელი ამომრჩეველი, ან თუნდაც პასიურად ოპოზიციური ამომრჩეველი. შესაბამისად, ერთიანობაც არ მუშაობდა.

დემოკრატიული სიმძიმის ცენტრი უნდა შეიქმნას, სადაც ადამიანები შეთანხმდებიან, როგორ იღებენ გადაწყვეტილებებს, რა ფორმით. ამის გარეშე ყოველთვის არის საფრთხე, რომ ვერ დაინახოს ამომრჩეველმა ალტერნატივა „ქართულ ოცნებასა“ და ამ ოპოზიციურ სპექტრს შორის.

თუ დემოკრატიულ დღის წესრიგზე არის დაფუძნებული ეს ერთობა და გაწერილია, მაგალითად, როგორ ვიღებთ გადაწყვეტილებებს, როგორ ვთანხმდებით რაღაცებზე, ამ შემთხვევაში შესაძლებელია ალტერნატივის გაჩენა.

სამწუხაროდ, ვხედავ, რომ ეგოების პრობლემა იმდენად გადაუჭრელია, რომ ყველას უნდა, იყოს მომავალი პრემიერ-მინისტრი, ყველას უნდა, რომ იყოს პირველი ოპოზიციონერი, იყოს თანამდებობაზე, რომელიც არ არსებობს. ნულზე გაყოფა ხომ არ შეიძლება?

ამას ვხედავ მცირე პარტიებშიც კი, არა მხოლოდ დიდ პარტიებში: ყველას აქვს ილუზია, რომ თვითონ არის მაინცადამაინც საუკეთესო.

  • შედარებით ახალ პოლიტიკურ ძალებზე მინდა გკითხოთ, მაგალითად, „თავისუფლების მოედანზე“, რომლის ერთ-ერთი ლიდერიც იყავით და წამოხვედით. რა იყო ამის მთავარი მიზეზი, შეგიძლიათ გვითხრათ?

ზოგადად გიპასუხებთ: მხოლოდ ის, რომ პარტია არის ახალი, არ ნიშნავს, რომ ის ავტომატურად უკეთესია, სიახლეა საჭირო, პირველ რიგში, იმით, რომ გაირღვეს ძველი ქცევის მოდელები. საჭიროა, დავანახოთ ხალხს, რომ ახალი პარტიაა თუ ძველი, მისი ლეგიტიმურობა ამომრჩევლის და მხარდამჭერების რაოდენობით საზრდოობს.

არის დაკვეთა ახალი პარტიების შექმნაზე, მაგრამ მხოლოდ ის, რომ შეიქმნა ბევრი ახალი სახელი, თავისთავად არაფერს ცვლის. უკვე სკეპტიციზმია ამ ახალი მოძრაობების თუ პარტიების გარშემო: ბევრი ახალი რამ დაიგეგმა, მაგრამ თითქოს რაღაც გვაკლია. ჩემი აზრით, რაც გვაკლია რეალურად, ეს არის თანმიმდევრულად და დისციპლინურად მუშაობის უნარი.

როცა ვუყურებთ წინააღმდეგობის მოძრაობებს სხვა ქვეყნებში და მათ წარმატებებს, ერთიანობის გარდა მნიშვნელოვანია სტრატეგიული დაგეგმარება, ანუ ვიცოდეთ – რას რის შემდეგ ვაკეთებთ, კი არ ველოდებით „ქართული ოცნება“ როდის შემოაგდებს თემას, არამედ ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი და ასევე გვაქვს გაწერილი, თუ „ქართული ოცნება“ იზამს ამას, ჩვენ ვაკეთებთ ამას.

ამის გარდა, დისციპლინა არის ფაქტორი, რაც ოპოზიციური პარტიების უმრავლესობას აკლია – ახალს თუ ძველს. ახალი მოძრაობები ხშირად ხდება ძველი ქცევების, ასე ვთქვათ, გამტარი. ამაზე უნდა იფიქრონ ადამიანებმა, ვისაც სურს პოლიტიკაში შემოსვლა ან ახლა შემოვიდნენ: არიან თუ არა ისინი მზად იმისთვის, რომ სხვანაირად მოიქცნენ, დაგვანახონ, რომ ისინი არ არიან თბილისური ელიტის წევრები, მზად არიან, რომ სხვანაირად ელაპარაკონ ამომრჩეველს.

დასავლეთის დაკვეთაც ეს არის, რომ ბრიუსელში და ბერლინში კი ნუ გველაპარაკებით, ელაპარაკეთ ხალხს ბათუმში, სამტრედიაში, ოზურგეთში. ეს არის დაკვეთა. რაღაც ახლის შექმნა ან ახალი სახის ან ახალი ლოგოს გამოჩენა თავისთავად არ ნიშნავს შველას. საჭიროა ძალიან ბევრი და თანმიმდევრული მუშაობა. სამწუხაროდ, ხშირად მაქვს იმედგაცრუება ამ პროცესში ბევრი აქტორის მიმართ, მაგრამ მაქვს იმედი, რომ ამ იმედგაცრუებების და შეცდომების მიუხედავად, შეუცდომელი არავინაა და შესაძლებელია დიალოგი.

ყველა ვთანხმდებით და უნდა გავიაზროთ: ეს არის ეგზისტენციალური ბრძოლა და არა, ვთქვათ, მორიგი კრიზისი და მორიგი გამწვავება. თუ მართლა ვაღიარებთ ამას, რეალურად მოვიქცევით სწორად. ხანდახან ასე მგონია, რომ ყველა ვერ აღიარებს ამას სათანადოდ. ამის გააზრებას ვერ ვხედავ ყველა პოლიტიკური აქტორისგან, რომ ეს კრიზისი ნამდვილად მწვავეა და ზუსტად ამიტომ მოითხოვს თანმიმდევრულობას: ერთიანობა თანმიმდევრულობის გარეშე შეუძლებელია და მას შინაარსი არ აქვს.

  • შეიძლება ველოდეთ ახალ პლატფორმას, რომელიც შეიქმნება მეტწილად აქტივისტების და სამოქალაქო ჯგუფების ინიციატივით და ასევე, პოლიტიკოსების მონაწილეობით? არის ამ კუთხით რამე სამზადისი?

იდეების დონეზე ბევრი გრძნობს ამას… ბევრ ადამიანს ველაპარაკები ამ თემაზე და ყველა გრძნობს ამის საჭიროებას. შეიძლება, ჯერ გარკვეული ფორმა არ გამოკვეთილა, მაგრამ საჭიროების დონეზე ყველა ხვდება, ვინც ამ პროტესტში აქტიურად არის ჩართული, რომ რაღაც მსგავსის შექმნა საჭიროა.

როცა ვთვლით, რომ რაღაც გასაკეთებელია, ჯობია, რომ ჩვენით გავაკეთოთ. მოქალაქეების ინიციატივას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

საჭიროა ამ პროცესში, სიახლეები არ განვიხილოთ კონკურენტებად, პირიქით, უნდა შევძლოთ კოლაბორაცია, ანუ ერთიანი მუშაობა. ხშირად ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ნებისმიერ ახალ ინიციატივას ძველი მოთამაშეები უყურებენ უნდობლობით, კონკურენციის შიშით, რადგან ჩვენს ქვეყანას ჯანსაღი კონკურენციის და თავისუფალი ბაზრის გამოცდილებაც არ აქვს.

Detention for Sidewalk Protests: Georgian Dream Enforces New Amendments to Assembly Law

The Georgian Dream party has begun enforcing latest repressive amendments to the Law on Assemblies and Demonstrations, under which protesting on sidewalks may result in administrative detention.

Since December 23, more than ten citizens have been summoned to court on allegations of blocking pedestrian movement. Most hearings are scheduled for December 25–26 and relate to a protest held on December 17.

Under the latest amendments adopted by Georgian Dream, standing on a sidewalk may be classified by the Ministry of Internal Affairs as obstructing pedestrian traffic, a violation punishable by administrative detention even for a first offense.

The new law also introduces a requirement to notify the Ministry of Internal Affairs at least five days in advance before holding an assembly or demonstration in areas designated for pedestrian movement. The ministry is granted the authority to propose an alternative time or location for the protest at its discretion.

Representatives of Georgian Dream say the tightening of the law is linked to ongoing protest rallies that have been taking place in Tbilisi for more than a year.

მზია ამაღლობელი უზენაესში ასაჩივრებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას

მზია ამაღლობელის ადვოკატებმა საქართველოს უზენაეს სასამართლოს საკასაციო საჩივრით მიმართეს.

ადვოკატები ასაჩივრებენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მზია ამაღლობელისათვის გამოტანილი 2-წლიანი სასჯელი ძალაში დატოვეს.

მზია ამაღლობელი აცხადებს, რომ მისი დაპატიმრება პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო და გათავისუფლებაც უნდა იყოს პოლიტიკური გადაწყვეტილება. ამიტომ არ აპირებს რაიმე ფორმის, მათ შორის შეწყალების, თხოვნით მიმართოს სადავო ხელისუფების რომელიმე სტრუქტურას.

შესაბამისად, საკასაციო სარჩელით ადვოკატები ითხოვენ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ მზია ამაღლობელის მიმართ 2025 წლის 18 ნოემბერს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

ადვოკატები მიმართავენ სასამართლოს, რომ საკასაციო საჩივარი განიხილოს ზეპირი მოსმენით და მზია ამაღლობელს მისცენ სასამართლო პროცესში მონაწილეობის საშუალება.

„სააპელაციო სასამართლომ მზია ამაღლობელის განაჩენი ძალაში დატოვა არა მხოლოდ სასჯელის ნაწილში, არამედ კვალიფიკაციის ნაწილშიც პრაქტიკულად ხელუხლებელია. არ უმსჯელია არც ერთ გარემოებაზე, რასაც ჩვენ ვუთითებდით სააპელაციო საჩივარში.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერების თვალსაზრისით, კიდევ უფრო უარესია, ვიდრე პირველი ინსტანციის განაჩენი. სამართლებრივად არაღირებული დოკუმენტია სააპელაციო სასამართლოს განაჩენი, იმ ზომით უკანონო და დაუსაბუთებელია.

შემიძლია გითხრათ, რომ მზია ამაღლობელს, ორი ინსტანციის სასამართლოს გავლის შემდეგ, არასოდეს უსარგებლია სამართლიანი პროცესის უფლებით: არც გამოძიების ეტაპზე (იმიტომ, რომ სამართლიანი პროცესი მოიცავს გამოძიების ეტაპსაც), არც ბათუმის საქალაქო სასამართლოში და არც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. მზია ამაღლობელს ქართულმა სასამართლოებმა ჩამოართვეს უფლება დასაბუთებულ გადაწყვეტილებაზე – რომ დაასაბუთონ გადაწყვეტილება მის წინააღმდეგ,“ – უთხრა მზია ამაღლობელის ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა „ბათუმელებს“.

ადვოკატები საკასაციო საჩივარში უთითებენ, რომ სასამართლომ დაარღვია მზია ამაღლობელის უდანაშაულობის პრეზუმფცია.

„არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა და ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლომ, ასევე, თავად იკისრა ბრალმდებლის ფუნქცია, მტკიცებულებათა შეფასებისას არც ერთი ეჭვი, არც ერთი წინააღმდეგობა არ გადაწყვიტა მზია ამაღლობელის სასარგებლოდ”.

ადვოკატები ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ მზია ამაღლობელი არც გამოძიების და არც სასამართლოს ეტაპზე არ იყო უზრუნველყოფილი სამართლიანი პროცესით.

„სასამართლომ არ იმსჯელა და არ შეაფასა დაცვის მხარის მიერ მითითებული არც ერთი გარემოება და არგუმენტი.

როგორც პირველი, ისე სააპელაციო ინსტანციის განაჩენი არ ასახავს სასამართლო განხილვის შედეგებს, არ პასუხობს დაცვის მხარის და სააპელაციო საჩივრის არც ერთ არგუმენტს, არ აფასებს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ და გამოკვლეულ არც ერთ მტკიცებულებას, სახელდებით არ მიუთითებს ბრალდების არც ერთ მტკიცებულებას, არ მიუთითებს რომელიმე მოწმის ჩვენებაში მითითებულ რომელიმე მონაკვეთზე, რასაც დააყრდნო მსჯელობა მზია ამაღლობელის დამნაშავეობის შესახებ;

შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობა მზია ამაღლობელის ბრალეულობის თაობაზე არ ეყრდნობა კონკრეტულ მტკიცებულებებს, რომელთან შედავებასაც საგნობრივად შეძლებდა დაცვის მხარე. სასამართლოს ორივე განაჩენი ტოვებს განცდას, რომ სასამართლო გულისხმიერად არ გასცნობია საქმის მასალებს,“ – წერენ ადვოკატები საკასაციო საჩივარში.

ადვოკატები ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ სააპელაციო სასამართლომ, ისევე როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ, განაჩენში არ მიუთითა და არც შეაფასა ის გარემოება, რომ მზია ამაღლობელის მხედველობა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნისას დრამატულად გაუარესდა. სასამართლომ არ მიუთითა, რომ მას მხედველობა აქვს მხოლოდ 1 თვალში, დაახლოებით 10%.

„სასამართლომ დაარღვია განაჩენის მიმართ წაყენებული ყველა საპროცესო მოთხოვნა, რომ განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი.

განაჩენის დადგენისას სასამართლომ დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის და სსსკ-ით დადგენილი მოთხოვნები.

სასამართლო განაჩენი დაუსაბუთებელია, ვინაიდან ის არ ეყრდნობა სასამართლოში გამოკვლეულ და გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს არც ერთი დასკვნა დასაბუთებული არ არის და განაჩენი არ პასუხობს დაცვის მხარის არც ერთ არგუმენტს, შედავებას და სამართლებრივ პოზიციას,“ – ნათქვამია საკასაციო საჩივარში.

საკასაციო საჩივარში ნათქვამია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან; ტოვებს განცდას, რომ სასამართლო გულისყურით არ გასცნობია საქმის მასალებს; რომ სააპელაციო სასამართლომ არ უპასუხა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის არცერთ არგუმენტს; სასამართლომ არ იმსჯელა სააპელაციო საჩივრის და დაცვის მხარის პოზიციაზე.

საკასაციო საჩივარში ასევე აქცენტი გაკეთებულია იმაზე, რომ სასამართლომ არ უპასუხა სააპელაციო საჩივრის პოზიციას, რომ პირველი ინსტანციის გასაჩივრებული განაჩენი ეყრდნობა მხოლოდ ცრუმოწმე პოლიციელების ჩვენებებს და, ამასთან, სასამართლო არ მსჯელობს მოწმე პოლიციელთა ჩვენებების სანდოობის საკონსტიტუციო სტანდარტზე, ამ სტანდარტის დაცულობაზე განსახილველ საქმეში.

სააპელაციო სასამართლომ არც ბრალდების მოწმეთა ცრუ ჩვენებები შეაფასა შინაარსობრივად. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ არ დაადგინა ქმედების სსკ-ის 353-ე მუხლით კვალიფიკაციისათვის საჭირო მაკვალიფიცირებელი გარემოებები და არ უპასუხა დაცვის არცერთ არგუმენტს იმასთან დაკავშრებით, რომ მზია ამაღლობელის ქმედება ვერ დაკვალიფიცირდება სსკ-ის 353-ე მუხლით.

უზენაეს სასამართლოს 6 თვე აქვს იმისათვის, რომ მზია ამაღლობელის ადვოკატების საჩივარი განიხილოს.

კიევში სკვერს ქართული ეროვნული ლეგიონის სახელი მიანიჭეს

უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის მეთაური, მამუკა მამულაშვილი ფეისბუქზე წერს, რომ კიევის მერიის გადაწყვეტილებით, ერთ-ერთ სკვერს ქართული ეროვნული ლეგიონის სახელი მიენიჭა.

„დღეს ჩვენ მივიღეთ ქალაქ კიევის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სკვერს მიენიჭა სახელწოდება ქართული ეროვნული ლეგიონის Georgian Legion – Грузинський Легіон ქართული ლეგიონი – მოხალისეთა ფორმირების – პატივსაცემად.

მსურს გულწრფელად მადლობა გადავუხადო ქალაქ კიევის მერს, ვიტალი კლიჩკოს, ასევე კიევის საქალაქო საბჭოს დეპუტატებს, რადგან ეს გადაწყვეტილება ერთხმად იქნა მიღებული – „წინააღმდეგ“ არც ერთი ხმა არ ყოფილა.

ასევე მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამ ინიციატივაში მონაწილეობდა და ყველას, ვინც პატივი მიაგო ქართველი ლეგიონის მებრძოლებს.

ძალიან სიმბოლურია ისიც, რომ ეს სკვერი მდებარეობს ვახტანგ კიკაბიძის სახელობის ქუჩაზე – ადამიანის, რომელსაც გულწრფელად უყვარდა უკრაინა.

ეს ისტორიული მომენტია. იგი დარჩება უკრაინის ისტორიის ფურცლებზე. ეს არის აღიარება იმისა, რომ შევძელით  და დავწერეთ საკუთარი – თუნდაც პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი გვერდი უკრაინის ისტორიაში და ჩვენი ხალხების მეგობრობის ისტორიაში.

ქართველი  მებრძოლები დარჩებიან უკრაინელთა თაობების მეხსიერებაში, როგორც ადამიანები, რომლებიც ყველაზე რთულ დროს უკრაინელი ხალხის გვერდით იდგნენ“, – წერს მამუკა მამულაშვილი ფეისბუქზე.

პოსტი დღეს, 24 დეკემბერს გამოქვეყნდა.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, არაერთი ქართველი მებრძოლი იბრძვის უკრაინის მხარეს, რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ.

ქართველი მებრძოლების თქმით, ისინი უკრაინაში საქართველოს ინტერესებს იცავენ, რადგან რუსეთი, უკრაინისა და საქართველოს საერთო მტერია.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 80-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში სამსახურისთვის 70-ზე მეტი ქართველი ჯარისკაცი დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ. მათ შორისაა „ქართული ლეგიონის“ დამაარსებელი მამუკა მამულაშვილი.

Exit mobile version