გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 22 მაისის 21 საათიდან 23 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში:
- დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო
ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო
მაღალმთიან ზონაში:
- დღისით: 12 – 17 გრადუსი სითბო
ღამით: 3 – 8 გრადუსი ყინვა
ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +18 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, 24 მაისს მოსალოდნელია უმეტესად უნალექოდ, მომდევნო 2 დღეს კი კვლავ იწვიმებს.
_______________
ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან






