მთავარი,სიახლეები

რას ამბობს აჭარის ეკონომიკის სამინისტრო ბათუმის სამშობიაროს გასხვისებაზე

22.05.2026
რას ამბობს აჭარის ეკონომიკის სამინისტრო ბათუმის სამშობიაროს გასხვისებაზე

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრესცენტრმა დღეს, 22 მაისს „ბათუმელებს“ წერილობით უპასუხა ბათუმის სამშობიარო სახლის აუქციონზე შესაძლოა გატანასთან დაკავშირებით.

„აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და შპს „ბათუმის სამშობიარო სახლს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების ვადა გასული წლის დეკემბერში ამოიწურა. ქონების განკარგვასთან დაკავშირებით მიღებული იქნება გადაწყვეტილება,“ – მხოლოდ ეს მოგვწერეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან. ამ უწყებაში დამატებით დეტალებზე საუბარი არ ისურვეს.

„სამშობიარო სახლის“ პერსონალი ამბობს, რომ მათ რამდენიმე დღის წინ აჭარის ეკონომიკის მინისტრი, ედნარ ნატარიძე შეხვდა და უთხრა, რომ სამშობიარო აუქციონის წესით გასხვისდება. ექიმების თქმით, ასეთ შემთხვევაში სამშობიაროს პროფილი ვერ შენარჩუნდება.

2013 წლიდან 2026 წლამდე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სამშობიარო სახლი იჯარით ჰქონდა გადაცემული „ბათუმის სამშობიარო სახლისთვის“. ეს შპს ყოველთვიურად 20 ათას ლარს იხდიდა იჯარის საფასურს. იჯარის თანხა წელს გაიზარდა 83 ათას ლარამდე. „სამშობიარო სახლის“ აქციონერები თანახმა იყვნენ, ეს თანხაც გადაეხადათ ყოველთვიურად, მაგრამ ახალ ხელშეკრულებას სამინისტრო სამშობიარო სახლთან აღარ აფორმებს.

სამშობიარო სახლში ბოლო რამდენიმე წელია აღარ ფუნქციონირებს სამეანო განყოფილება. აქ მხოლოდ საკონსულტაციო განყოფილება და ამბულატორიაა.

ამ თემაზე:

ბათუმის სამშობიარო სახლი შესაძლოა აუქციონზე გაყიდონ

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: