თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა პორტუგალიაში, ქალაქ ლისაბონში გამართულ ევროპის ადმინისტრაციული მოსამართლეების ასოციაციის [AEAJ] გენერალურმა ასამბლეამ ასოციაციის წევრად აირჩია, ის დამოუკიდებელი და ეფექტიანი სასამართლოების საკითხებზე არსებულ სამუშაო ჯგუფს შეუერთდება.
ღონისძიება დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის [OSCE-ODIHR] და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების პარტნიორობით გაიმართა.
ასამბლეის ფარგლებში შეხვედრაში მონაწილეობდნენ სამართლის ექსპერტები და სხვადასხვა ქვეყნების მოქმედი მოსამართლეები.
ევროპელმა მოსამართლეებმა ვლადიმერ ხუჭუას კანდიდატურას ერთხმად დაუჭირეს მხარი.
მოსამართლის განცხადებით ეს გადაწყვეტილბა „დიდ პატივთან ერთად დიდი პასუხისმგებლობაა მისთვის და საერთშორისო ფორმატების საშუალებით, მნიშვნელოვან ძალისხმევას მიმართავს ქართული მართლმსაჯულების განვითარებისთვის.“
მოსამართლე ბიულეტენების გაჟონვის საქმეზე: შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს






