დენი 5 თეთრით გაძვირდა – რამდენია გაზრდილი ტარიფები პირველი აპრილიდან

საქართველოში 2026 წლის პირველი აპრილიდან დენის ტარიფი მოსახლეობისთვის 5 თეთრით გაძვირდა.

რაც შეეხება კომერციულ სექტორს, მათთვის დენის ტარიფი 4-6 თეთრით მოიმატებს.

დენის ახალი ტარიფი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ [სემეკ] 2026 წლის 30 მარტს დაადგინა.

საქართველოში მოქმედებს საფეხურებრივი ტარიფი. აქედან გამომდინარე, თუ მაგალითად:

საყოფაცხოვრებო მომხმარებელი [როგორც გამრიცხველიანებული, ასევე საერთო მრიცხველის მქონე] თვეში საშუალოდ 101 კილოვატ საათამდე დენს მოიხმარდა, ის ყოველ 1 კილოვატში იხდიდა 14.7 თეთრს [თბილისში – 15.04 თეთრს], დღეიდან, პირველი აპრილიდან კი, გადაიხდის 19.7 თეთრს [თბილისში – 20.04 თეთრს].

თუ 101-დან 301 კილოვატამდე დენს მოიხმარდა – ტარიფი ამ დრომდე 18,7 თეთრი იყო [თბილისში – 19.05 თეთრი]. პირველი აპრილიდან კი 1 კილოვატში ასეთი მომხმარებელი 23.7 თეთრს [თბილისში 24,05 თეთრს] გადაიხდის.

რაც შეეხება 301 კილოვატზე მეტ მოხმარებას, ამ შემთხვევაში 1 კილოვატის ღირებულება 23.2 თეთრი [თბილისში – 23.5 თეთრი] იყო, პირველი აპრილიდან კი ეს ღირებულება იქნება შესაბამისად 28.2 და 28.5 თეთრი.

მეტი თვალასჩინოებისთვის ნახეთ ძველი და ახალი ტარიფები [მასში შედის დღგ-ს გადასახადიც] „ეპ ჯორჯია მიწოდებისა“ და „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის“ აბონენტებისთვის:

ელექტროენერგიის ახალი ტერიფები [დღგ-ს ჩათვლით] 2026 წლის 1-ლი აპრილიდან / წყარო: სემეკი
ელექტროენერგიის ახალი ტერიფები [დღგ-ს ჩათვლით] 2026 წლის 1-ლი აპრილიდან / წყარო: სემეკი
„ტარიფის მატებაზე, ძირითადად, გავლენა იქონია როგორც იმპორტდამოკიდებულებამ, ასევე ელექტროენერგიის შესასყიდი ფასის ზრდამ, ამასთანავე, ტარიფის ზრდას იწვევს ინვესტიციების მოცულობაც, თუმცა ამ მოცულობის ინვესტიციამ, რაც ახალ სატარიფო პერიოდშია გათვალისწინებული, უნდა უზრუნველყოს გამანაწილებელი სისტემის ეტაპობრივი მოწესრიგება და ელექტროენერგიის გათიშვების შემცირება.“ – აცხადებს სემეკი.

ეკონომისტების და ფინანსისტების განცხადებით კი, ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდით გაიზრდება პროდუქციის და მომსახურების ფასებიც [ყველაზე მეტად სურსათზე]. ამასთან, სემეკი ვალდებულია მოქალაქეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს ამ დარგში გაწეული ხარჯების რეალურად რა ნაწილი და რამდენით აისახა გაზრდილ ტარიფში.

ამ თემაზე ვრცლად:

რატომ გაიზარდა დენის ტარიფი და რა გაძვირდება ყველაზე მეტად?

 

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 1 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის პირველ აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 298 730 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 060. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 828 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 24 327 ერთეული [+3]
  • საარტილერიო სისტემა – 39 169 ერთეული [+59]
  • MLRS – 1 712 ერთეული [+3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 338 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 350 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 210 896 ერთეული [+2 069]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 491 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 86 578 ერთეული [+219]
  • სპეცტექნიკა – 4 107 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„ოცნება“ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ცოტნე ანანიძეს წარადგენს

ფრაქცია „ქართული ოცნება“ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ცოტნე ანანიძეს წარადგენს.

ეს პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც დავით გაბაიძემ თანამდებობა დატოვა.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ცოტნე ანანიძის კანდიდატურას „ოცნება“ უახლოეს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე წარადგენს.

გამომდინარე იქიდან, რომ „ქართული ოცნება“ უმრავლესობაშია, ცოტნე ანანიძის კანდიდატურას ახალ თანამდებობაზე ერთხმად დაამტკიცებენ.

ცოტნე ანანიძე უმაღლესი საბჭოს ორი მოწვევის დეპუტატია. ამჟამად უმაღლეს საბჭოში ქობულეთის დელეგატი  და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე იყო.

ამავე თემაზე:

დავით გაბაიძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტი დატოვა

„მაინც ვერ ვსწავლობთ ჭკუას“ – ინტერვიუ ისტორიკოსთან 31 მარტის რეფერენდუმზე

„ყველანაირად გონივრულად მოიქცნენ მაშინდელი ეროვნული ძალები,“ – ისტორიკოსი დიმიტრი შველიძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენაც დემოკრატიული გზით მოხერხდა: „ჯერ ხალხს ეკითხები და მერე აცხადებ დამოუკიდებლობას სამართლებრივად.“

„31 მარტის რეფერენდუმის უზარმაზარი დატვირთვა ის იყო, რომ მაშინ არა მარტო ჩვენთან, სხვა რესპუბლიკებშიც გამოცხადდა დამოუკიდებლობის დეკლარაციები – შეიძლებოდა დეკლარაცია ხელისუფლებას გამოეცხადებინა თავისით, ჩვენთან კი, მაშინდელმა ეროვნულმა ძალებმა გადაწყვიტეს, რომ აუცილებელი იყო ამისთვის სახალხო ლეგიტიმაცია.

მაგალითად, უკრაინაში დამოუკიდებლობა 1991 წლის აგვისტოში ხელისუფლებამ გამოაცხადა, 1991 წლის პირველ დეკემბერს კი ჩატარდა რეფერენდუმი. ამ რეფერენდუმით დადასტურდა ხალხის ნება. ჩვენთან უფრო დემოკრატიული ფორმა გამოიყენეს,“ – ამბობს დიმიტრი შველიძე.

რა ხდებოდა 35 წლის წინ საქართველოში და აქვს თუ არა მაშინ ჩატარებულ რეფერენდუმს დამოუკიდებლობაზე გზავნილი დღევანდელობისთვის? – „ბათუმელებმა“ ისტორიკოს დიმიტრი შველიძესთან ინტერვიუ ჩაწერა, იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია:

  • ბატონო დიმიტრი, რა ხდებოდა საქართველოში 35 წლის წინ, 31 მარტს, როცა რეფერენდუმი ჩატარდა დამოუკიდებლობის აღდგენაზე? დღევანდელი კონტექსტის გათვალისწინებით რის გამოყოფა მიგაჩნიათ მნიშვნელოვნად? 

1990-1991 წლების მოვლენები ძალიან მღელვარე მოვლენები იყო, ბუნებრივია. საყოველთაო არჩევნების შედეგად, 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში მოვიდნენ ეროვნული ძალები ხელისუფლების სათავეში.

როდესაც ლაპარაკობენ, ისინი ჩქარობდნენო, ეს არაა სწორი: საქართველოს დამოუკიდებლობა მაშინვე არ გამოუცხადებია ზვიად გამსახურდიას. ის ძალიან გონივრულად მოიქცა, გამოაცხადა ე.წ. გარდამავალი პერიოდი და ამ გარდამავალ პერიოდში უნდა მომზადებულიყო ნიადაგი: ეკონომიკური, სამართლებრივი, პოლიტიკური, საერთაშორისო და ასე შემდეგ. ამის მერე უნდა გამოცხადებულიყო დამოუკიდებლობა.

ამასობაში, 1991 წელია. ცენტრალურმა ხელისუფლებამ – ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირი არსებობს – გამოაცხადა ე.წ. 17 მარტის რეფერენდუმი, რომელიც განახლებული საბჭოთა ფედერაციის აღდგენას მიეძღვნა. უნდა შექმნილიყო ე.წ. განახლებული ფედერაცია. ერთ კითხვაზე უნდა გაეცათ მოქალაქეებს პასუხი: „თვლით თუ არა საჭიროდ განახლებული ფედერაციის შექმნას, სადაც დაცული იქნება ადამიანის უფლებები?“ ე.წ. რეფერენდუმი ცხრა რესპუბლიკაში ჩატარდა და ექვსმა რესპუბლიკამ უარი განაცხადა. ამ 6 რესპუბლიკაში იყვნენ ბალტიისპირეთის სამი რესპუბლიკა, მოლდოვა, სომხეთი და საქართველო.

ჩვენთან ზვიად გამსახურდიას უზენაესმა საბჭომ გამოაცხადა საკუთარი, ქართული რეფერენდუმი, თუ შეიძლება, ასე ითქვას.  ეს რეფერენდუმი ჩატარდა სწორედ  1991 წლის 31 მარტს, რომელსაც დღეს აღვნიშნავთ.

სხვათა შორის, მანამდე, 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებზე, უამრავი ხალხი გამოცხადდა. მე ეს ჩემი თვალით ვნახე. 31 მარტის რეფერენდუმში სევე უამრავმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

დიმიტრი შველიძე
  • რა განწყობა იგრძნობოდა მაშინ? თქვენ როგორ გახსოვთ ეს დღე? 

იცით რა, ჩვენ გადავეჩვიეთ საერთო ეროვნული დღესასწაულების აღნიშვნას. გადავეჩვიეთ იმიტომ, რომ ეს უკანასკნელი 30-35 წელია ჩვენი ერი, რა დასამალია და, გაყოფილია ორ ბანაკად. მაშინ ბანაკებს შევარდნაძისტები და ზვიადისტები ერქვა. ეს დაყოფა, სამწუხაროდ, გრძელდება, ახლაც არ აქვს მნიშვნელობა, უმრავლესობა ვის მხარესაა.

ამ რეფერენდუმზე და 28 ოქტომბრის არჩევნებზე იყო საზეიმო და საერთო, ეროვნული განწყობა. ეს იგრძნობოდა ქუჩაში, ხალხის სიმრავლეში, გაღიმებულ სახეებში.

მიხარია, რომ ეს შეკითხვა დამისვით… ასეთი საზეიმო განწყობა იშვიათად მახსენდება. იცით, ეს შედეგებმაც დაადასტურა. მაშინდელ რეფერენდუმში მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ მიიღო მონაწილეობა.

  • რეფერენდუმი ჩატარდა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში… 

სამწუხარო გარემოებაა, რომ ჩვენმა მოძმე ოსმა მოსახლეობამ და აფხაზმა მოსახლეობამ მონაწილეობა ძირითადად არ მიიღო, მაგრამ ჩვენ არ უნდა ჩავთვალოთ, რომ აი, ოსები და აფხაზები სეპარატისტები არიან.

საერთოდ, ენა ბევრ რამეს აკეთებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში: გააჩნია, როგორ ილაპარაკებ. მე, მაგალითად, ასე კი არ ვამბობ, რომ 90-იანი წლების დასაწყისში ერთმანეთს დაუპირისპირდა აფხაზთა ეროვნული ინტერესები და ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესები, არამედ ვამბობ: სხვადასხვა აღმოჩნდა მათი და ჩვენი ინტერესები.

მთელი უბედურება იმაშია, რომ მათ აღმოაჩნდათ ძლიერი მფარველები საბჭოთა ცენტრალური ხელისუფლების სახით, ბევრ შემთხვევაში გადაიბირეს ეს ხალხი. გადაიბირეს, რადგან ძალიან ცოტანი იყვნენ იმისათვის, რომ რამე წინააღმდეგობა გაეწიათ.

არ უნდა დავივიწყოთ, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე თვითონ აფხაზები მოსახლეობის 20-დან 30%-მდე შეადგენდნენ, უმეტესობა იყვნენ ქართველები.

  • 31 მარტის რეფერენდუმს უფრო სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა? მანამდე ჩატარებულ არჩევნებში აშკარად დაფიქსირდა ხალხის ნება.

31 მარტის რეფერენდუმის უზარმაზარი დატვირთვა ის იყო, რომ მაშინ არა მარტო ჩვენთან, სხვა რესპუბლიკებშიც გამოცხადდა დამოუკიდებლობის დეკლარაციები. შეიძლებოდა დეკლარაცია ხელისუფლებას გამოეცხადებინა, ჩვენთან კი, მაშინდელმა ეროვნულმა ძალებმა გადაწყვიტეს, რომ აუცილებელი იყო ამისთვის სახალხო ლეგიტიმაცია.

მაგალითად, უკრაინაში დამოუკიდებლობა 1991 წლის აგვისტოში ხელისუფლებამ გამოაცხადა, 1991 წლის პირველ დეკემბერს კი ჩატარდა რეფერენდუმი. ამ რეფერენდუმით დადასტურდა ხალხის ნება.

ჩვენთან უფრო დემოკრატიული ფორმა გამოიყენეს: ჯერ ხალხს ეკითხები და მერე აცხადებ დამოუკიდებლობას სამართლებრივად.

ყველანაირად გონივრულად მოიქცნენ მაშინდელი ეროვნული ძალები. ამ ეროვნულ ძალებში სხვებიც იგულისხმებიან – მარტო ზვიად გამსახურდიას მომხრეები არ იყვნენ. იყვნენ, სამწუხაროდ, ეროვნული კონგრესის მომხრეებიც, რომლებიც კრიჭაში ედგნენ ეროვნულ ხელისუფლებას. ეს უკვე სხვა საუბრის თემაა.

  • როგორი იყო ზვიად გამსახურდიას როლი ამ რეფერენდუმში? რამდენად მკაფიო იყო ამ დროს მოსახლეობისთვის გამსახურდიას პოლიტიკური ხედვა? 

ზვიად გამსახურდიას ორი დიდი დამსახურება მიუძღვის ქართველი ერის წინაშე: ერთი, რომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, მაგრამ ხშირად ივიწყებენ ამ დამოუკიდებლობის გამოცხადებას წინ რა უსწრებდა – ზვიად გამსახურდიამ ქართველ ხალხში დააბრუნა საქართველოს დამოუკიდებლობის იდეა.

მე თვითონ მეორე კურსზე ვიყავი, როცა გავიგე, რომ საქართველო დამოუკიდებელი ყოფილა 1918 წლის 26 მაისიდან. ჩემს კურსზე არავინ არ იცოდა ეს. წარმოიდგინეთ, მე ვიყავი პირველი, რომელმაც გავაგებინე თანაკურსელებს ეს ამბავი.

საზოგადოებას საერთოდ დავიწყებული ჰქონდა საქართველოს დამოუკიდებლობის იდეა. ზვიად გამსახურდიამ გააცოცხლა ეს იდეა ჯერ კიდევ მაშინ, როცა გორგასლიანელების პირველი პროკლამაცია გამოაქვეყნეს, მერე დისიდენტური მოძრაობის ლიდერი იყო ზვიადი. ამ დროს გახდა საცნობი ბევრი რამ. ეს წინმსწრები მოვლენა ზვიად გამსახურდიას დამსახურებაა და მისი თანამებრძოლების – მერაბ კოსტავას და სხვების. მათ საერთო სახალხო იდეად აქციეს დამოუკიდებელი საქართველოს იდეა.

ზვიად გამსახურდიას ჰქონდა ქარიზმა, ქარიზმატული ლიდერი იყო. ქარიზმა ძალიან ბევრს ნიშნავს. შეიძლება, ჭეშმარიტებაზე დღეს ისეთი ენით გადმომცენ ამბავი, რომ საერთოდ არ დავინტერესდე, მაგრამ შეიძლება ისეთი ენით გადმომცენ, რომ აი, ამიტაცოს – ენთუზიაზმი აანთოს ჩემში. აი, ეს ჰქონდა ზვიად გამსახურდიას: შეეძლო, მიტინგზე აეყვანა ხალხი ცრუ დაპირებებით და ცრუ იდეებით კი არა, არამედ ძველი, ქართული, ტრადიციული სახელმწიფოებრივი იდეა გაეცოცხლებინა.

ჩვენთან, უნივერსიტეტში არსებობს ახალგაზრდების მიერ დაარსებული უახლესი ისტორიის ცენტრი და იქ გაიმართა დღეს კონფერენცია. იქაც მქონდა მოხსენება და იყო საუბარი ე.წ. შეცდომებზე. დამერწმუნეთ, მსოფლიო ისტორიაში ვერ იპოვით ისეთ მთავრობას, ისეთ პოლიტიკურ მოღვაწეს, რომელსაც შეცდომები არ ჰქონოდეს. რომაელებს ძველი გამოთქმა აქვთ – არამცთუ პოლიტიკოსები, ჩვეულებრივი ადამიანები ვერ ცხოვრობენ შეცდომების გარეშე. შეცდომა ადამიანის თვისებაა. ჩვენ ოთხი თუ ხუთი ხელისუფლება გამოვიცვალეთ და ჯერ უშეცდომო არც ერთი არ იყო. არც შეიძლებოდა, რომ სხვაგვარად ყოფილიყო.

არსებობს შეცდომები ძირეული, სერიოზული და არსებობს მეორეხარისხოვანი შეცდომები. მე ვერ ვპოულობ ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობაში გარდამტეხ და სერიოზულ შეცდომას. შეიძლებოდა, რომ როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა ზვიად გამსახურდია, ცოტა რბილი ყოფილიყო ოპოზიციის მიმართ. ხელისუფლებას ბევრი რამე შეუძლია. შეიძლებოდა, ასევე, კულტურის მოღვაწეებთან და ინტელიგენციასთან უფრო შემრიგებლური ენით ელაპარაკა ზვიად გამსახურდიას და ერთხელ თუ არა, ორჯერ, ხუთჯერ, ათჯერ ეცადა მათი დარწმუნება.

ინტელიგენციამ მაშინ მძიმე შეცდომა დაუშვა საკუთარი ერისა და ხალხის წინაშე. მაშინ რაც მოხდა – გადატრიალება, იქიდან მოდის ეს ყველაფერი, რაც 35 წლის მანძილზე ხდება.

ეს იყო ყველაზე დრამატული ფურცელი საქართველოს ისტორიაში. ხანდახან ამბობენ, ბაზალეთის ტრაგედიაო. ბაზალეთის ტრაგედია რა მოსატანია: ბაზალეთის ტბასთან ერთმანეთს ებრძოდა 600-მდე ადამიანი ერთ მხარეს და მეორე მხარეს 800-მდე კაცი. იქ რამდენიმე თავადი ებრძოდა ერთმანეთს – თეიმურაზ პირველის მომხრეები და სააკაძის მომხრეები. ეს იყო შეტაკება, ლოკალური ამბავი, რომელიც ნახევარ საქართველოს არ გაუგია. ეს ქვეყანამ მას შემდეგ გაიგო, როცა ბაზალეთის თემაზე ლექსები დაიწერა.

1991 წლის 22 დეკემბრიდან 1992 წლის 6 იანვრამდე მომხდარი ამბავი კი იყო გამოუსწორებელი შეცდომა – ტრაგედია. ტრაგედია კიდევ ისაა, რომ ვისაც გონიერება ევალებოდათ, მათ დაუშვეს უზარმაზარი შეცდომა და არა იმათ, ვისაც „აჩქარებულებს“ ეძახიან.

  • დღევანდელ შეხვედრაზე რით დაინტერესდნენ სტუდენტები, რა აღმოჩნდა მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი? რა გზავნილია 31 მარტის რეფერენდუმი დღევანდელობისთვის? 

მაინც ვერ ვსწავლობთ ჭკუას. ვერ ვიტყვით, რომ გონივრულად წარვმართეთ ჩვენი ცხოვრება. დღევანდელი გადასახედიდან იმის თქმა შემიძლია, რომ პოლიტიკოსებმა უნდა ჩახედონ ისტორიას. ჩვენმა პოლიტიკურმა კლასმა უნდა ჩახედოს და ისწავლონ შეცდომებზე.

დღეს მსოფლიოში გზები აირია და, მათ შორის, საქართველოს ადგილი გაურკვეველია. ეს ქმნის ჩვენში დაძაბულობას და პოლიტიკურ დაპირისპირებებსაც. როცა გაირკვევა ჩვენი ადგილი, დავწყნარდებით, დამერწმუნეთ.

ცოტა რბილი ენა უნდა გამოვნახოთ ერთმანეთთან. ერთმანეთს არ უნდა ვეძახოთ მოღალატეები, მეორე მხრიდან „რეჟიმი“, მესამე მხრიდან „აკაცუკები“ და ასე შემდეგ.

“I’m a Journalist, Publicity Is Important”: Eliso Kiladze Speaks Out as Court Closes Proceedings

The court hearing of Eliso Kiladze, founder of Qronika+, was closed at the request of the prosecution. The defendant herself opposed the prosecution’s motion, stating that, as a journalist, publicity is of fundamental importance to her.

Kiladze’s statement prior to the closure of the hearing was reported by InterpressNews (IPN).

“I do not agree with the prosecution’s position. I am a journalist, and publicity is important. I have been in complete isolation for one month and two days; I have been denied correspondence, visitation, and phone call rights. Obviously, I do not admit the charges against me. I am mentioned only once in connection with the alleged group, and I know none of the individuals involved except for two. There is no evidence whatsoever that I provided any recommendation to any ‘call center.’ On the contrary, I exposed these ‘call centers,’ which were owned by Davit Kezerashvili.

[…]

I was detained with the involvement of special forces; no official exposed for corruption has been arrested in such a manner. I must be given the opportunity to respond to the charges. The only place where I can speak is in a courtroom. Am I in 1937? The proceedings should be open to the media. If I am not given this opportunity, how am I supposed to prove my innocence?

If this is their intention, they may as well sentence me to execution — what is the point of these nine months?

I ask the court to take my position into account and not to close the proceedings. I deeply regret that I was unable to attend the hearings in Jangveladze’s case and could not be present during the examination of several key witnesses,” Eliso Kiladze stated.

Eliso Kiladze has been detained in connection with a case involving fraudulent call centers. She has been charged under Articles 180 and 194 of the Criminal Code of Georgia, which provides for a sentence of 9 to 12 years of imprisonment upon conviction.

In the same case, charges have also been brought against former Chief Prosecutor Otar Partskhaladze, brothers Davit and Giorgi Mikadzes — accused in the murder of Merab Jangveladze — as well as other individuals.

„4 შვილზე ცოტა ადრე უნდა ეფიქრა“ – როგორ აღიქვამენ დედას კალაძე და სხვები, როგორია დედა ქართულ მენტალიტეტში

„ოთხ შვილზე ალბათ ცოტა ადრე უნდა ეფიქრა“ – თქვა კახა კალაძემ.

„ჰქონდა არჩევანი, ეფიქრა თავის 4 შვილზე და არა ეპატაჟზე“- თქვა შალვა პუპუაშვილმა.

„თავისმა ოთხმა შვილმა მოჰკითხოს დედამისს“ – თქვა ირაკლი ქადაგიშვილმა.

„თავად უნდა ახსოვდეს, რომ ქალი და 4 შვილის დედაა“- თქვა თენგიზ შარმანაშვილმა.

ასეთია „ქართული ოცნების“ ლიდერების კომენტარები ელენე ხოშტარიას პატიმრობაზე. 

„შვილებმა მოჰკითხონ პასუხი“ – სინქრონულად იმეორებს პროპაგანდა. პოლიტიკოსი ქალი, დედა, რომელმაც კახა კალაძის საარჩევნო პლაკატზე ორი სიტყვა – „რუსული ოცნება“ მიაწერა, 1.5 წლით გაუშვეს ციხეში. 

რას ნიშნავს ეს ფრაზები, თავად „ოცნების“ წარმომადგენლებს თუ აქვთ განცდა, რომ ერთ დღეს, საკუთარი შვილები დაუსვამენ კითხვებს? რა პასუხს სცემს უსამართლო სისტემის მსახურებს ისტორია და როგორია წარსული გამოცდილება? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, საქართველოში ფსიქოტრავმის საზოგადოების ერთ-ერთ თანადამფუძნებელს, ჯანა ჯავახიშვილს ესაუბრა.

  • ქალბატონო ჯანა, როცა „ქართული ოცნების“ წევრები პატიმარ ქალზე, დედაზე ამბობენ, რომ თავად არის საკუთარ პატიმრობაზე პასუხისმგებელი, რადგან მან არ იფიქრა შვილებზე, მმართველი ძალის როგორ ბუნებაზე მეტყველებს ეს და თქვენ როგორ აღიქვით სისტემის ასეთი დამოკიდებულება ადამიანის მიმართ?

პრინციპში, თვითონაც აცნობიერებენ, რომ დიდი ბოროტებაა არასრულწლოვან შვილებს, ოთხ შვილს, დედა ჩამოაცილონ 18 თვით, ქუჩაში, ბანერზე ფლომასტერით მიჯღაბნილი წარწერისთვის.

ძალიან დისპროპორციულია ეს სასჯელი ამ „სამართალდარღვევისთვის“, ისევე, როგორც აბსურდულია საპატიმრო სასჯელი ტროტუარზე დგომისთვის; ასევე დისპროპორციულია, მზია ამაღლობელის ციხეში გამოკეტვა დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო. მაქსიმალური სიმკაცრეა და უფრო მეტიც, სისასტიკეა.

ქართული საზოგადოება კონსერვატულია მაინც, ამიტომ ოთხი შვილის დედის მიმართ ჩადენილი სისასტიკის გამო, როგორც ჩანს, მაინც გაჩნდა შიში, რომ მათი ამომრჩეველიც კი არ მიიღებდა ასეთ დამოკიდებულებას ქალის, დედის მიმართ, რომელიც მნიშვნელოვანი ფიგურაა ქართულ მენტალიტეტში. ამიტომ დაიწყეს ბრალეულობის ვექტორის გადატანა ელენეზე, რომ „მას უნდა ეფიქრა შვილებზე“. 

სინამდვილეში, ელენე იბრძვის თავისი და სხვისი შვილების მომავლისთვის, ქვეყნის ღირსეული მომავლისთვის, ჩვენი საკონსტიტუციო კურსის შესაბამისად და რასაკვირველია, პროპაგანდა აქაც ცდილობს რეალობის გაყალბებას, გამრუდებას, რომ თურმე არ უნდა ებრძოლა სამშობლოსთვის. თურმე – სამშობლოზე ფიქრი და შვილებზე ფიქრი სხვადასხვა რამეა. ეს გზავნილია თავიანთი ამომრჩევლისთვის.

ჯანა ჯავახიშვილი.

ასე ცდილობენ დაარწმუნონ ისინი, რომ სისასტიკე კი არ ჩაუდენიათ, რომ ეს „აკაცუკია“ და არა დედა და ქალი. დეჰუმანიზაციას ახდენენ აქტიური ქალების იმისთვის, რომ საკუთარი ამომრჩევლის წინაშე გაიმართლონ თავი.

  • კალაძესაც ხომ ჰყავს ოთხი შვილი. როგორ ფიქრობთ, არასდროს დაუდგება მომენტი, როცა ერთი შვილი მაინც ჰკითხავს, რატომ დააპატიმრებინა ქალი მისი პლაკატის „დაზიანების“ გამო?

კალაძე თავისი ფასეულობების მიხედვით ფიქრობს თავის შვილებზე – მდიდრდება, მდიდრდება, მდიდრდება და ეს ჰგონია შვილებზე ფიქრი.

ასე ფიქრობდა ღარიბაშვილიც. ამიტომ ამგზავრებდა ჩარტერული რეისით, სახელმწიფოს ხარჯზე შვილს ამერიკაში, ამიტომ აგროვებდა ოქროს ზოდებს, რადგან ასე ესმით შვილებზე ფიქრი – ყველაფრის ფასად, სახელმწიფოს ხარჯზე, სინდისის სანაცვლოდ სიმდიდრის მოხვეჭა.

აქედან გამომდინარე, „შვილებზე ფიქრშიც“ ძალიან სპეციფიკურ რამეს გულისხმობენ ხოლმე. იმას, რაშიც ჩვენ ვერ გავუგებთ მათ. გულისხმობენ, რომ შვილებზე ფიქრი და სახელმწიფო ინტერესებზე ფიქრი ურთიერთგამომრიცხველია. ანუ, სამწუხაროდ, მათი „შვილებზე ფიქრი“, სახელმწიფოს წინააღმდეგაა, ელენე ხოშტარიას ფიქრი შვილებზე კი, ყველას შვილზე ფიქრია.

  • ფიქრობთ, რომ მათ შვილებს არასდროს შერცხვებათ მათი მამების, არასდროს აუჯანყდებიან?

გააჩნია როგორ ზრდიან ისინი შვილებს, როგორ წარიმართება მათი განვითარება, ვინ იქნებიან მათი როლური მოდელები, ვინ იქნება მათი ზნეობის ორიენტირი. თუ ისე გაზრდიან, რომ თავიანთი მამების და დედების ფასეულობებს გაიზიარებენ, მაშინ მათ არ ექნებათ იმის შიში, რომ შვილების შეკითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევთ.

ჩვენც ხომ ვამბობთ ხოლმე, ვაშლის ნაყოფი ვაშლის ხისგან შორს არ ვარდებაო.

  • მაგალითად, რუხაძე ავიღოთ, პროპაგანდისტული „იმედის“ ყოფილი მფლობელი, რომელიც ახლა ბრიტანეთში ცხოვრობს, მისი შვილი კი – აშშ-ში. ნუთუ არასდროს გასჩენია მის შვილს კითხვა, რატომ აშენებს მამამისი რუსულ კედლებს საქართველოს მოქალაქეებისთვის, რატომ ქმნის მტრის ხატს მისი ტელევიზია იმ დასავლეთისგან, რომლის სიკეთეებითაც თავად სარგებლობენ?

ვერ განვაზოგადებთ ასე. შესაძლებელია, შვილები ყოველთვის ვერ ხედავდნენ მამების უზნეობას, ერთი თარგით არ არის ყველა მოჭრილი. მაგრამ ფაქტია, რომ ორმაგი და სამმაგი სტანდარტიც აქვთ ხოლმე, როგორც საკუთარი, ისე სხვისი შვილების მიმართ.

ვნახეთ, რომ ღარიბაშვილმა ძარცვა, ძარცვა ქვეყანა და შვილი ამერიკაში გაუშვა სასწავლებლად. მაშინ როცა ქართველ ახალგაზრდებს ამის შესაძლებლობას უსპობენ და ბოლონიის პროცესიდან თიშავენ ქართული განათლების სისტემას.

სხვის შვილებს ტროტუარზე დგომის გამო იჭერენ და საერთოდ არ უწევენ ანგარიშს. სხვები კიდევ უფრო დიდი ხნით გამოკეტეს ციხეში.

ზოგადად, რეჟიმის ბუნებაა, მებრძოლი ადამიანის შვილები ამოიღოს მიზანში.

  • რაც ეს ანტიდემოკრატიული პროცესები დაიწყო „ოცნებამ“ საქართველოში, – შემოიღო რეპრესიული კანონები, დააკავეს პროტესტის მონაწილეები, ბევრმა გაიხსენა ცნობილი ფილმი „მონანიება“. არაერთისგან მოვისმინე, რომ დადგება დრო, როცა რეჟიმის მსახურები გაიზიარებენ ამ ფილმის პერსონაჟის, აბელ არავიძის ბედს. თქვენ თუ გაქვთ იგივე განცდა?

ორჯონიკიძის სახელი სალანძღავი მეტაფორაა ჩვენს სინამდვილეში, მაგრამ სხვადასხვანაირად იჩენს ხოლმე თავს მშობლების სამარცხვინო წარსული შვილებისა და შვილიშვილების თაობაში. სინამდვილეში, ეს დიდი მორალური ტვირთია, რომელმაც შეიძლება, შემდგომ თაობაში გამოიწვიოს ნიჰილიზმი, იმედგაცრუება ცხოვრებით და ამასთან დაკავშირებული პრობლემები, როგორც „მონანიებაშია“ ნაჩვენები.

„მონანიებაში“ რა მოხდა, – თავი გაინადგურა მომავალმა თაობამ, ხომ?! მაგრამ ფაქტია, რომ საკუთარი თავი ამ რეჟიმის მსახურებს არ წარმოუდგენიათ არავიძის ადგილას და არავინ ფიქრობს, რომ ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება „აბელი“ თვითონ იყოს.

მეორე მხრივ, ვხედავთ, როგორ ცდილობენ შეგვიცვალონ ისტორია. აგერ, ყველასთვის საამაყო მარო მაყაშვილზე რას ლაპარაკობენ, როგორ ცდილობენ ანწუხელიძის გმირობის დესაკრალიზაციას და ასე შემდეგ. თუმცა ისტორია გვიჩვენებს, რომ არ იმალება ბოროტი ზრახვები, ბოროტი ქმედებები და ორჯონიკიძისა და ფილიპე მახარაძის შთამომავლობას რცხვენიათ თავიანთი გვარის.

თუმცა, თუ შენ შენი აზროვნების და განწყობის საწინააღმდეგოდ იქცევი, მერე ეს აზროვნება და განწყობაც გეცვლება ქცევის შესაბამისად და შენ ტყუილს იჯერებ. მურუსიძეს თავი ყოჩი ჰგონია, ლექსებს დეკლამირებს, იმიტომ, რომ დაირწმუნა თავი, რომ კლანური მმართველობა კარგია, რომ „ასე სჭირდება ქვეყანას“.

ამგვარი ადამიანები ვერასდროს გაუგებენ ელენე ხოშტარიას, ვერასოდეს გაუგებენ მზია ამაღლობელს, ზვიად რატიანს, რადგან ოქროს ზოდების დაგროვება ჰგონიათ შვილებზე ზრუნვა. ხომ თქვეს ლილუაშვილზე, 100-ზე მეტ სახლს ფლობს გერმანიაშიო, ამ ხალხმა როგორ უნდა გაუგოს რუსთაველზე, პროტესტში მყოფ ადამიანებს.

  • დაუსჯელობის იმედი აქვთ, რადგან პასუხი არ მოეთხოვა იმ ადამიანებს, რომლებიც რუსეთის იმპერიის სასარგებლოდ აზიანებდნენ ამ ქვეყანას?

დესტალინიზაციაც რომ არ მოხდა, ალბათ ამის ბრალია. როგორც გერმანია გაიწმინდა მეორე მსოფლიო ომის მერე ჰიტლერისგან და ფაშიზმისგან, ასე უნდა მომხდარიყო დესტალინიზაცია საქართველოშიც. გადასინჯულიყო კოლონიური წარსული, ცრუ რუსული ნარატივები რუსეთის „გადამრჩენელი“ როლის შესახებ. ასე უნდა დარქმეოდა სახელი მტერს – მტრის და მოყვარეს – მოყვრის. მაგრამ არ მოხდა ასე.

იმ ხალხის რეაბილიტაციაც არ მოხდა რეალურად, რომელმაც სტალინური რეპრესიების დროს, ჩვენი მოსახლეობის 10%-ი იმსხვერპლა. „აგენტები“ დაარქვეს და დახვრიტეს ან გადაასახლეს. „ეს დაცინვა იყო და არა რეაბილიტაცია“- ამბობენ რეპრესირებულთა შთამომავლები.

თავის დროზე ზურაბ კიკნაძემ დაწერა, – როგორც მკვლელი ბრუნდება მკვლელობის ადგილას, ისე მობრუნდნენ ესენი, – ბოლშევიკებზე. იგულისხმა კვლავ რუსული ძალა და რუსეთის სინამდვილეში ცხოვრება.

„არავის მოეთხოვა და ჩვენ რატომ მოგვთხოვენ პასუხს?“ – ალბათ ასე ფიქრობენ ისინიც, ვინც დღეს ისევ რეჟიმს ემსახურება.

„ოცნებას მოუწევს დათმობაზე წასვლა“ – რა გამოჩნდა რუბიოს და კობახიძის სატელეფონო საუბრით

„რუბიოს რეალურად რომ შეეთავაზებინა გადატვირთვა კობახიძისთვის, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იქნებოდა ნახსენები აბსოლუტურად კონკრეტული საკითხები. ეს საკითხები შეიძლება ყოფილიყო ანაკლიის პორტი, ეს შეიძლება ყოფილიყო დაკავშირებული ირანთან, ან საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობასთან, ბევრ სხვა თემასთან, რომელიც საერთოდ არ იყო ნახსენები.

ეს სიმშრალე, როგორც ამერიკელების განცხადებაში, ასევე „ქართული ოცნების“ აშკარად პროპაგანდისტული განცხადება, პირდაპირ გვაძლევს ვარაუდის შესაძლებლობას, რომ ამ საუბარში უფრო მეტად ამერიკელების მხრიდან იყო გაჟღერებული გარკვეული მოთხოვნები, რომლებსაც „ქართული ოცნება“ ჯერჯერობით არ გვიმხელს,“ – მიიჩნევს საერთშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, გიორგი მელაშვილი, რომელსაც მარკო რუბიოს და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბრის შესახებ ვკითხეთ.

სატელეფონო საუბრის შემდეგ, სახელმწიდო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ „განიხილეს ორმხრივი ინტერესის სფეროები, მათ შორის, კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხები…“, ირაკლი კობახიძემ კი განაცხადა, რუბიოს „პარტნიორობის განახლებაზე“ ვესაუბრეო.

„სატრანზიტო ფუნქცია, ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა, არის ერთადერთი გარკვეული არგუმენტი, კარტი თუ გინდა ვიწოდოთ, რომელიც დარჩა „ქართულ ოცნებას“, იმიტომ, რომ სხვანაირად ისინი ვერ ახერხებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორების რამენაირად დაინტერესებას,“- მიიჩნევს გიორგი მელაშვილი.

რა ცვლილებას შეიძლება ველოდოთ აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობებში? – „ბათუმელებმა“ გიორგი მელაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა. იგი „ევროპულ-ქართული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი, თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია.

  • ბატონო გიორგი, ფეისბუქპოსტში აღნიშნეთ, რომ რუბიოს და კობახიძეს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ გავრცელებულ განცხადებებში „შინაარსის არქონა ადასტურებს, რომ ეს იყო ცალმხრივი მოთხოვნის ზარი, რომელსაც „ოცნება“ პარტნიორობაზე საუბრად ფუთავს“. რა მოთხოვნა შეიძლება ჰქონოდა რუბიოს კობახიძესთან? 

მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის განცხადებები კარდინალურად განსხვავდება ერთმანეთისგან.

ამერიკელების შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ფაქტობრივად ერთწინადადებიანი, ძალიან მშრალი რელიზი, რომელშიც საერთოდ არ არის საუბარი პარტნიორობის განახლებაზე. საუბარია მხოლოდ საერთო ინტერესის მქონე საკითხების განხილვაზე, მაშინ როდესაც, ირაკლი კობახიძის პოსტში პირიქით, საუბარია გადატვირთვაზე, ახალი ფურცლით ურთიერთობების დაწყებაზე და ასე შემდეგ.

ეს პირდაპირ ქმნის შთაბეჭდილებას, რომ „ქართული ოცნების“ პოსტი მიზნად ისახავს უფრო მეტად შიდა, ქართულ აუდიტორიაზე გავლენის მოხდენას. იქიდან გამომდინარე, რომ შინაარსობრივად ამ საუბარს არ მოჰყოლია რაიმე მნიშვნელოვანი გარღვევა, მათ მოუწიათ არაფერზე ბევრი სიტყვის გამოგონება.

რუბიოს რეალურად რომ შეეთავაზებინა გადატვირთვა კობახიძისთვის, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იქნებოდა ნახსენები აბსოლუტურად კონკრეტული საკითხები. ეს საკითხები შეიძლება ყოფილიყო ანაკლიის პორტი, ეს შეიძლება ყოფილიყო დაკავშირებული ირანთან, ან საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობასთან, ბევრ სხვა თემასთან, რომელიც საერთოდ არ იყო ნახსენები.

ეს სიმშრალე, როგორც ამერიკელების განცხადებაში, ასევე „ქართული ოცნების“ აშკარად პროპაგანდისტული განცხადება, პირდაპირ გვაძლევს ვარაუდის შესაძლებლობას, რომ ამ საუბარში უფრო მეტად ამერიკელების მხრიდან იყო გაჟღერებული გარკვეული მოთხოვნები, რომლებსაც „ქართული ოცნება“ ჯერჯერობით არ გვიმხელს.

გიორგი მელაშვილი

საუბარია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე. არ გამოვრიცხავ, გარკვეულწილად ყოფილიყო საუბარი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, თუმცა აშკარა იყო, რომ ირანში დაწყებული ოპერაციის პირობებში ეს ზარი ადრე თუ გვიან აუცილებლად მოხდებოდა.

როგორც ჩანს, ანძის განათებამ ირანის ფერებში და სხვა არაადეკვატურმა ნაბიჯებმა, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ“ გადადგა ბოლო პერიოდში, დააჩქარა ეს ზარი, თუმცა ეს რომ მოხდა [სატელეფონო საუბარი], არის ნამდვილად კარგი. ჩვენ ვხედავთ, რომ რეგიონში შეერთებული შტატების ჩართულობა არ გამქრალა და ახლაც არის.

  • ეს სატელეფონო საუბარი და სატრანზიტო ფუნქციაზე აქცენტი იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ „ოცნება“ შეძლებს კავშირის გააქტიურებას აშშ-თან? 

საქართველოს როლი, სატრანზიტო ფუნქცია, რა თქმა უნდა, არის მნიშვნელოვანი, თუმცა სატრანზიტო ფუნქციას სჭირდება დასაწყისი და დასასრული.

„ქართულმა ოცნებამ“ გააფუჭა ურთიერთობები დასავლეთთან, რომელიც არის ამ მარშრუტის ერთ-ერთი ბოლო წერტილი. აქედან გამომდინარე, სატრანზიტო ფუნქციის მნიშვნელობა „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო არის გარკვეულწილად შემცირებული.

ამას ემატება სამხრეთით მიმდინარე პროცესი, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაახლოებისა და ნორმალიზაციის პროცესი. ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ, მათ შორის, ეს სატელეფონო ზარიც.

  • ირანის ელჩი საქართველოში, ალი მოჯანი დღეს, 31 მარტს, სოციალურ ქსელში წერდა: „როდესაც ზოგიერთი ქვეყანა, უნებლიეთ ან ნაჩქარევად, საკუთარ სივრცესა და ტერიტორიას გარე ავანტიურისტებს უთმობს, ამის ფასს, ადრე თუ გვიან, ქვეყნის შიგნითვე იწვნევს…“ 

საქართველოსა და შეერთებული შტატების ურთიერთობები არის სტრატეგიულად, ფუნდამენტურად და ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საქართველოს სახელმწიფოებრიობის შესანარჩუნებლად. ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩის განცხადება ვერანაირად ვერ გადაწონის საქართველოსა და შეერთებული შტატების ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობას.

ირანში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს ჰქონდა ერთადერთი ამოცანა, ჩვენ არ გამოვჩენილიყავით რომელიმე მხარის მხარდამჭერი.

„ქართული ოცნების“ ქმედებებმა შექმნა შთაბეჭდილება, როგორც თეირანში, ასევე ვაშინგტონში, რომ საქართველო უფრო კეთილგანწყობილი იყო ირანისადმი, ვიდრე ამერიკელებისა თუ ისრაელის მცდელობებისადმი. ამ მხრივ „ქართულმა ოცნებამ“ შეცდომა დაუშვა დასაწყისში.

ის, რომ ჩვენ ვფიქრობთ საკუთარ უსაფრთხოებაზე, ის, რომ ჩვენ გვაინტერესებს შეერთებულ შტატებთან ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესება, ეს არის სრულიად გასაგები და ერთადერთი ადეკვატური პოზიცია მიმდინარე სიტუაციაში. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა გადავდგათ რამე ტიპის ნაბიჯები, რომელიც მისცემს ირანს მიზეზს, დაარტყას საქართველოს ტერიტორიას. ეს სრულიად დაუშვებელია და ეს არ უნდა მოხდეს.

კიდევ ერთხელ ვამბობ: არ უნდა შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ საქართველო მხარს უჭერს კაცთამჭამელ რეჟიმს, რომელიც დღეს არის თეირანში.

  • ივანიშვილი ამჯერად ცდილობს საქართველოს გეოგრაფიული უპირატესობის გამოყენებას? რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი მიიყვანეს ანაკლიის პორტში… 

ანაკლიის შემთხვევაში აშკარა არის, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს ამერიკელებისთვის ამ პროექტის მიყიდვას, როგორც საინტერესო საინვესტიციო პროექტის. აქ, მე მგონი, უფრო მეტად ჩანს „ქართული ოცნების“ მცდელობები, რომ ეს პორტის საკითხი გამოიყენოს ურთიერთობების ნორმალიზაციის და ახალი ფურცლიდან დაწყების მიზნით, ვიდრე მაინცდამაინც უშუალოდ ტრამპის ადმინისტრაციის მიმდინარე ინტერესი. ამას ჩვენ დავინახავთ ოდნავ მოგვიანებით.

ზოგადად, შავ ზღვაში ვხედავთ, რომ არის ნატოს ძალების გააქტიურება, მათ შორის ბულგარეთის, რუმინეთისა და თურქეთის. სამივე არის ნატოს წევრი სახელმწიფო. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი სამხედრო ფლოტი ჰყავს შავ ზღვაში მხოლოდ თურქეთს, თუმცა ბულგარეთი და რუმინეთი ბოლო პერიოდში აქტიურად მუშაობენ საკუთარი საზღვაო შესაძლებლობების გაძლიერებაზე ნატოს ფორმატის ფარგლებში.

ანაკლიის პორტი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის, საქართველოსთვის, ვიდრე შეერთებული შტატებისთვის, ჩინეთისთვის თუ ევროკავშირისთვის,  ნებისმიერი სხვა მოთამაშისთვის. სატრანზიტო ფუნქცია, ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა, არის ერთადერთი გარკვეული არგუმენტი, კარტი თუ გინდა დავარქვათ, რომელიც დარჩა „ქართულ ოცნებას“, იმიტომ, რომ სხვანაირად ისინი ვერ ახერხებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორების რამენაირად დაინტერესებას.

სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ იმდენად გააუარესა მდგომარეობა, რომ ერთადერთი, რაც მათ დარჩათ, არის ეს გეოგრაფიული ფუნქცია.

„ოცნებას“ იმედი ჰქონდა, რომ დეკლარირებული ფსევდოკონსერვატიზმი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ბოლო პერიოდში ახასიათებს, იქნებოდა საკმარისი ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობების დასამყარებლად. აღმოჩნდა, რომ ამერიკელებს ძალიან კარგად ესმით: ფსევდოკონსერვატიზმი არაფერ შუაში არ არის იმასთან, რაც ხდება, მათ შორის, ამერიკის კონსერვატიულ მოძრაობაში. ამიტომაც, ეს მცდელობა მაინცდამაინც წარმატებული არ ყოფილა.

  • ევროკავშირისგან განსხვავებით, ტრამპის ადმინისტრაცია ხომ არ უტოვებს შანსს ივანიშვილს თავი დააღწიოს იზოლაციას და ამისთვის გამოიყენოს იგივე ანაკლია? 

ევროკავშირის მხრიდან ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა პირობები არის წამოყენებული. ამერიკელების მხრიდან კი, ასე ცალსახად პირობები განახლებული არ ყოფილა ბოლო პერიოდში.

ჩვენ გვაქვს წინა ადმინისტრაციის დროს გამოქვეყნებული პირობები და ასევე დავინახეთ, რომ სანქციები, რომელიც დააწესა წინა ადმინისტრაციამ, დონალდ ტრამპმა გაახანგრძლივა.

შესაბამისად, ივანიშვილის დასანქცირება, რომელიც წინა ადმინისტრაციამ დაიწყო, ახალმა ადმინისტრაციამ არა მარტო არ გააუქმა – პირიქით, გაახანგრძლივა სულ მცირე ერთი წლით. აქაც ჩანს ამერიკელების დამოკიდებულება.

ეს დამოკიდებულება მე მგონი სრულიად აშკარაა: ამერიკელები აგრძელებენ კომუნიკაციას „ქართულ ოცნებასთან“ იმიტომ, რომ მას გააჩნია ეფექტური ძალაუფლება, ამერიკელები აგრძელებენ პარტნიორობას საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან, თუმცა ამავდროულად, პოლიტიკური დიალოგი და პოლიტიკური ურთიერთობები აშკარად არის ყველაზე დაბალ დონეზე, რაც კი ყოფილა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში ბოლო პერიოდში.

ის, რომ ჩვენმა მეზობლებმა [სომხეთი, აზერბაიჯანი] მოახერხეს ტრამპის ადმინისტრაციასთან შესანიშნავი კომუნიკაციისა და ურთიერთობების დამყარება და ჩვენ მხოლოდ ახლა, ერთი წლის თავზე და ისიც ირანში მიმდინარე მოვლენების ფონზე მოვახერხეთ რუბიოსთან კომუნიკაციის დამყარება, ეს მეტყველებს აშშ-საქართველოს ურთიერთობების მიმდინარე მდგომარეობაზე. პასუხისმგებლობა ამ ყოველივეზე ეკისრება მხოლოდ და მხოლოდ „ქართულ ოცნებას“.

ერთადერთი სათამაშო კარტი, რაც დარჩა „ქართულ ოცნებას“, ერთადერთი არგუმენტი, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ სატრანზიტო ფუნქცია, სხვა ყველა არგუმენტი, შესაძლებლობა, რომ დაემყარებინათ ამერიკელებთან სტრატეგიული ურთიერთობა, მათ უბრალოდ აღარ გააჩნიათ.

ნებისმიერ შემთხვევაში ეს იქნება გარკვეულწილად ტრანზაქციული შეთანხმება ამერიკელების მხრიდან და „ქართულ ოცნებას“ მოუწევს შეთანხმება ნორმალიზაციაზე. სხვა ადეკვატური გამოსავალი „ქართულ ოცნებას“ უბრალოდ არ გააჩნია. მათ მოუწევთ გარკვეულ დათმობებზეც წასვლა.

აქ მთავარი დათქმაა, რამდენად ადეკვატურია თავად „ქართული ოცნება“, იმიტომ, რომ ბოლო პერიოდში მათ მიერ საგარეო პოლიტიკაში გადადგმული ნაბიჯები  ადეკვატურად ვერ შეფასდება.

  • ანუ სატრანზიტო ფუნქცია არ აღმოჩნდა პირობა, „ქართულ ოცნებას“ აპატიონ დემოკრატიის განადგურება ქვეყანაში?

სატრანზიტო ფუნქცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ტრანზაქციული მოლაპარაკებისა, მაგრამ არა საკმარისი.

  • რა გამოსავალი რჩება ახლა ივანიშვილს, რომ თავი დააღწიოს იზოლაციას? 

თავის დაღწევის ერთადერთი ადეკვატური გამოსავალი არის ამერიკელებთან მოლაპარაკება, ისევე, როგორც ევროპელებთან მოლაპარაკება, გარკვეული არადემოკრატიული ნაბიჯების უკან წაღება და ანტიდასავლურ რიტორიკაზე უარის თქმა.

ეს არის ერთადერთი ადეკვატური გამოსავალი არსებული მდგომარეობიდან, თუმცა სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, „ქართული ოცნების“ ადეკვატურობასთან დაკავშირებით ძალიან დიდი კითხვის ნიშნებია დარჩენილი.

  • თუ „ოცნება“ რუსეთის დაკვეთით მოქმედებს, რა შემთხვევაში გადადგამს ივანიშვილი ამ ნაბიჯს?

მთავარი საკითხია, რამდენად დამოკიდებულია ივანიშვილი რუსეთის ფედერაციაზე. შეიძლება იყოს ორი მოსაზრება: პირველი არის ის, რომ თავიდან ბოლომდე არის ჩამოკიდებული რუსეთზე და ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, დასავლეთთან არანაირი დათმობა და არანაირი ურთიერთობების გადატვირთვა არასდროს არ იქნება.

მეორე ვარიანტია, რომ ივანიშვილს მაინც გააჩნია გარკვეული, დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმოების შესაძლებლობა და ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია შევხედოთ, რა მოხდა, მაგალითად, ბელარუსში, სადაც ლუკაშენკოს ამერიკელებთან ურთიერთობების ნორმალიზაციის სანაცვლოდ მოუწია პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება.

  • ელოდებით, რომ იგივე შესაძლოა მოხდეს საქართველოში?

მე ველოდები გარკვეულ ტრანზაქციულ შეთანხმებას ამერიკელებსა და „ქართულ ოცნებას“ შორის. რა იქნება ამ ტრანზაქციული შეთანხმების პირობები, ამ ეტაპზე, წინასწარ, ცოტა რთული გასათვლელია, თუმცა აშკარაა, რომ „ქართულ ოცნებას“ მოუწევს დათმობებზე წასვლა.

ევროპელებთან მიმართებით, რა თქმა უნდა, ეს ვერ მოხდება, იმიტომ რომ ევროპელებთან იქნება საჭირო ცალკე მოლაპარაკება, სადაც „ქართულ ოცნებას“ მოუწევს გარკვეულ დათმობებზე წასვლა.

თუ ჩვენ ვსაუბრობთ „ქართული ოცნებისა“ და შეერთებული შტატების ურთიერთობაზე, ეს არის ცალკე თემა.

  • აქვე გვითხარით, სათკენ მიდის აშშ-ს და ევროკავშირის ურთიერთობები, რა ეტაპზე გადადის ეს ურთიერთობა? ვისმენთ ტრამპის არაერთ კრიტიკულ განცხადებას ევროპის ქვეყნების მიმართ.

ჩანს გარკვეული ტრანზაქციულობა ევროპელების მხრიდან. მთელი ამ დროის განმავლობაში შეერთებული შტატები ამბობდა, რომ მათ არ სჭირდებოდათ ევროპელი პარტნიორების დახმარება.

როგორც ჩანს, მოხდება გარკვეული გადააზრება, როგორც შეერთებული შტატების მხრიდან საკუთარ მოკავშირეებთან კომუნიკაციის, ასევე მოკავშირეების მხრიდან საკუთარი პრიორიტეტების გადალაგების. საბოლოო ჯამში, მივიღებთ გარკვეულ შეთანხმებას, რომელიც იქნება უკრაინასთან და ირანთან ერთობლივ პაკეტში. ორივე ეს ქვეყანა იქნება განხილული ამ შეთანხმების პირობებში.

Iran’s Ambassador to Georgia: “No Country Is Protected from the Consequences of a Regional Crisis”

“Let us pay attention to this phrase: no country is protected from the consequences of a regional crisis. The crisis is much closer than it may seem at first glance,” Iran’s Ambassador to Georgia, Seyed Ali Moujani, wrote in a social media post on March 31. 

He accompanied the post with an image showing a warning engraved on a car’s side mirrors: “Objects in the mirror are closer than they appear.”

Several hours after publishing the post, Moujani’s Facebook account disappeared and can no longer be found (17:57, March 31, 2026).

“No one can ignore one fact about Donald Trump and U.S. policy: when some countries — whether unintentionally or in haste — allow external adventurers into their space and territory, sooner or later they end up paying the price within their own borders.

Today, the signs are clear: disruptions to export routes, capital outflows, and growing public anxiety driven by the consequences of a prolonged war, along with escalating risks — including the possibility of the United States using nuclear weapons — all stand before decision-makers in smaller countries.

Now, on the thirty-second day of the war, the White House is even considering shifting the costs of this conflict onto countries located south of Iran.

This is precisely the moment when short-term decisions and miscalculations turn into long-term challenges.

Those who supported Donald Trump yesterday are now being forced to pay the price for that decision.

This approach continues the same policy that Joe Biden also periodically pursued when opening new fronts. Today, even some NATO allies are opting for a ‘policy of distancing themselves from Washington.’

Let us pay attention to this phrase: no country is protected from the consequences of a regional crisis.

The crisis is much closer than it appears at first glance,” the Iranian ambassador to Georgia writes.

It is unclear whether the ambassador’s statement refers to reports circulated last night that U.S. Secretary of State Marco Rubio had a phone call with Georgian Dream Prime Minister Irakli Kobakhidze.

“Secretary of State Marco Rubio spoke with Georgia Prime Minister Irakli Kobakhidze today. They discussed areas of mutual interest including security in the Caucasus and Black Sea region,” the U.S. Embassy quoted Principal Deputy Spokesperson Tommy Pigott.

რამ განაპირობა სტეიბლკოინების პოპულარობა

კრიპტოს ბაზარი გამოირჩევა თავისი მაღალი მერყეობით. თუ აქტიურად ადევნებ თვალს ციფრული აქტივების ფასებს, გეცოდინება, რომ ბიტკოინისა და ეთერიუმის ღირებულება ერთ დღეში შესაძლოა მნიშვნელოვნად შეიცვალოს. ეს მახასიათებელი ტრეიდერებისთვის მოგებაზე გასვლის შესაძლებლობაა, თუმცა მათთვის, ვისაც დანაზოგის სტაბილურობა სურს, გარკვეულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული. სწორედ ამ გამოწვევის საპასუხოდ შეიქმნა სტეიბლკოინები (Stablecoins), რომელთა მართვისა და შენახვისთვის საერთაშორისო კრიპტო ბირჟა ბაიბიტი ერთ-ერთ ყველაზე სანდო და კომფორტულ გარემოს სთავაზობს მომხმარებლებს.

თუ გსურს გაიგო, რატომ გახდა ეს აქტივები ასეთი პოპულარული და როგორ შეგიძლია მათი გამოყენება შენი ფინანსური მიზნებისთვის, ეს ბლოგი დეტალურად აგიხსნის მათი მუშაობის პრინციპს. ხოლო, თუ გადაწყვეტ სტეიბლკოინების შეძენას ან ვაჭრობას, Bybit ამისთვის ყველაზე კომფორტულ და უსაფრთხო გარემოს გთავაზობს.

რა არის სტეიბლკოინი და როგორ ინარჩუნებს ის ფასს?

სტეიბლკოინი არის კრიპტოვალუტის ტიპი, რომლის ფასი მიბმულია სტაბილურ აქტივზე, ყველაზე ხშირად კი – აშშ დოლარზე. მისი მთავარი დანიშნულებაა, ფასის მკვეთრი ცვალებადობის გარეშე, მომხმარებელს ბლოკჩეინ ტექნოლოგიის უპირატესობები (სისწრაფე, დეცენტრალიზაცია) შესთავაზოს.

ფასის სტაბილურობა ნარჩუნდება 1:1 პროპორციით. ეს ნიშნავს, რომ მიმოქცევაში არსებული ყოველი 1 სტეიბლკოინისთვის ემიტენტ კომპანიას რეზერვში შენახული აქვს შესაბამისი რაოდენობის ფიატური ვალუტა ან სხვა აქტივი. ამ მექანიზმის წყალობით, 1 ერთეული სტეიბლკოინის ღირებულება ყოველთვის $1-ის ტოლფასია. ბაზარზე ყველაზე გავრცელებული სტეიბლკოინებია USDT (Tether), USDC (USD Coin) და DAI.

რისკების ჰეჯირება – პოპულარობის მთავარი მიზეზი

სტეიბლკოინების პოპულარობის უპირველესი მიზეზი კაპიტალის დაცვის შესაძლებლობაა. ტრეიდერები მათ აქტიურად იყენებენ ჰეჯირებისთვის. როდესაც ბაზარზე ფასების კლების ტენდენცია (Bear Market) შეიმჩნევა, ინვესტორებს შეუძლიათ თავიანთი ცვალებადი აქტივები (მაგალითად, BTC ან ETH) მომენტალურად გადაცვალონ სტეიბლკოინებში.

ეს პროცესი საშუალებას გაძლევს დააფიქსირო მოგება ან შეინარჩუნო კაპიტალის ღირებულება ისე, რომ არ დაგჭირდეს კრიპტო აქტივების ფიატურ ფულში განაღდება და ბანკში გადატანა. სტეიბლკოინები გაძლევს ფსიქოლოგიურ და ფინანსურ სიმშვიდეს, რადგან ზუსტად იცი, რომ შენი კრიპტო საფულის ეს ნაწილი ბაზრის ვარდნის დროს ღირებულებას არ დაკარგავს.

სტეიბლკოინების ტიპები

იმისათვის, რომ სწორი არჩევანი გააკეთო, უნდა იცოდე, თუ რითია უზრუნველყოფილი კონკრეტული სტეიბლკოინი. ისინი სამ ძირითად კატეგორიად იყოფა:

  • ფიატით უზრუნველყოფილი (Fiat-Collateralized): ეს ყველაზე გავრცელებული ტიპია. რეზერვებში ინახება ნაღდი ფული ან სახელმწიფო ობლიგაციები. მაგალითად, USDT და USDC.
  • კრიპტოვალუტით უზრუნველყოფილი (Crypto-Collateralized): აქ უზრუნველყოფის სახით სხვა კრიპტოვალუტები გამოიყენება. ვინაიდან კრიპტო აქტივები ცვალებადია, ასეთ სტეიბლკოინებს აქვთ “ჭარბი უზრუნველყოფა“ (Over-collateralization). მაგალითად, DAI-ს შესაქმნელად იმაზე მეტი ღირებულების ეთერიუმია საჭირო, ვიდრე მისაღები სტეიბლკოინის ფასია.
  • ალგორითმული სტეიბლკოინები: მათ არ გააჩნიათ პირდაპირი რეზერვი. ფასის სტაბილურობას სპეციალური ალგორითმი და სმარტ კონტრაქტები არეგულირებენ, რომლებიც ავტომატურად მართავენ მიწოდებასა და მოთხოვნას.

პრაქტიკული გამოყენება და ლიკვიდურობა

სტეიბლკოინები ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ტრეიდისთვის უსაფრთხო თავშესაფარი. მათი პრაქტიკული გამოყენება ყოველდღიურ ფინანსებში სულ უფრო იზრდება:

  • საერთაშორისო გადარიცხვები: ტრადიციული საბანკო სისტემით თანხის გაგზავნა სხვა ქვეყანაში რამდენიმე დღესა და დიდ საკომისიოს მოითხოვს. სტეიბლკოინებით ეს პროცესი, მინიმალური ხარჯებით, წუთებში სრულდება.
  • ლიკვიდურობა: კრიპტო ბირჟებზე სავაჭრო წყვილების უმეტესობა სწორედ სტეიბლკოინებზეა მიბმული. ეს მათ ბაზრის ყველაზე ლიკვიდურ აქტივებად აქცევს.
  • პასიური შემოსავალი: ბევრი პლატფორმა, მათ შორის ბაიბიტი, გთავაზობს სტეიბლკოინების Savings პროგრამებს. შენ შეგიძლია განათავსო შენი ციფრული დოლარები დეპოზიტზე და მიიღო წლიური სარგებელი, რაც სტანდარტულ საბანკო განაკვეთებს ხშირად აღემატება.

უსაფრთხოება და რეზერვების გამჭვირვალობა

მიუხედავად იმისა, რომ სტეიბლკოინები სტაბილურობისთვის შეიქმნა, მნიშვნელოვანია მათი სწორად შერჩევა. ყურადღება უნდა მიაქციო ემიტენტი კომპანიის გამჭვირვალობას. სანდო პროექტები პერიოდულად აქვეყნებენ აუდიტორულ დასკვნებს, რომლებიც ადასტურებს, რომ მათ რეზერვებში მართლაც ინახება შესაბამისი რაოდენობის აქტივები.

გაითვალისწინე, რომ სტეიბლკოინების შენახვისას უსაფრთხოების წესები იგივეა, რაც სხვა კრიპტოვალუტების შემთხვევაში: გამოიყენე ორფაქტორიანი ავტორიზაცია (2FA) და ენდე მხოლოდ გამოცდილ პლატფორმებს.

შეჯამება

სტეიბლკოინები წარმოადგენს აუცილებელ ხიდს ტრადიციულ ფინანსურ სისტემასა და ბლოკჩეინ ეკონომიკას შორის. მათ განაპირობეს კრიპტო ინდუსტრიის მასობრივი ათვისება, რადგან მომხმარებლებს მისცეს შესაძლებლობა, ისარგებლონ ციფრული ვალუტის უპირატესობებით ფასის მერყეობის რისკის გარეშე. სტაბილურობა, სისწრაფე და პასიური შემოსავლის შესაძლებლობა სტეიბლკოინებს ნებისმიერი კრიპტო პორტფელის ფუნდამენტურ ნაწილად აქცევს.

თუ გსურს დაიწყო სტეიბლკოინების გამოყენება, დააზოგო თანხა ან მართო შენი სავაჭრო რისკები, საერთაშორისო კრიპტო ბირჟა ბაიბიტი გთავაზობს ყველა საჭირო ინსტრუმენტს ამ პროცესის გასამარტივებლად.

Aleksandre Elisashvili Charged With Second Terrorism Count Over Court Archive Fire

On March 30, the Prosecutor’s Office brought a new charge against a Georgian opposition politicion Aleksandre (Aleko) Elisashvili. This time, he is accused of starting a fire in the archive building of the Tbilisi City Court.

The prosecution alleges that, Elisashvili set the fire in the court archive on May 4, 2025. As a result, Elisashvili, who is currently in detention, has been charged with a second episode of a terrorist act.

The Prosecutor’s Office has also released surveillance footage which they claim shows Aleksandre Elisashvili.

Elisashvili denies that he is the individual depicted in the footage released by the Prosecutor’s Office concerning the incident that occurred last year. He asserts that the Prosecutor’s Office is seeking to implicate him in an unresolved case from the previous year.

“In the course of the investigation conducted by the Tbilisi Prosecutor’s Office Investigation Division, it was established that, in accordance with a pre-arranged plan, Aleksandre Elisashvili – equipped with items necessary to carry out a terrorist act and with his face covered by a mask – arrived on May 4, 2025, at approximately 03:44, at the rear side of the Tbilisi City Court building located at 64 Aghmashenebeli Alley, where the court archive is situated. Initially, he  climbed onto a ventilation pipe and attempted to open a window but was unsuccessful. He then descended the stairs and, using a window opening, threw a flammable substance containing petroleum products into the archive room, causing a fire. He then returned to the window adjacent to a second archive room and, after climbing the ventilation pipe, set fire to the window and electrical wiring.

As a result of Aleksandre Elisashvili’s actions, a fire broke out on the exterior facade of the court building and in the archive, where hundreds of criminal, civil, and administrative case files were stored. The fire was extinguished by firefighters.

Through these actions, Aleksandre Elisashvili, with the aim of destabilizing one branch of government – the judiciary – and undermining the administration of justice, caused significant property damage by attempting to destroy court infrastructure, individual case files, and other important materials. He also endangered the health and lives of three employees of the court’s bailiff service who were present in the building at the time,” the Prosecutor’s Office said in a statement.

Opposition politician Aleksandre Elisashvili is currently in custody and is already facing one count of a terrorist act. On November 29, 2025, he allegedly attempted to set fire to the Tbilisi City Court’s chancellery building.

Elisashvili has been charged under Article 19–323(1) of the Criminal Code [. An act of terrorism, i.e. explosion, setting fire, assault on a person, use of a weapon or any other act that creates the risk of death, substantial damage to property or the occurrence of other grave consequences that has been committed for terrorist purposes], which carries a sentence of 10 to 15 years in prison.

მაისში ჰარი სტაილსის კონცერტზე ამსტერდამში მიდიხარ? შეიძინე mobineX-ის როუმინგ ინტერნეტი

სულ ცოტახნის წინ გამოვიდა ჰარი სტაილსის ახალი ალბომი Kiss All the Time. Disco, Ocassionally, რომელსაც არტისტის რეპერტუარიდან მისი ექსპერიმენტული ჟღერადობა გამოარჩევს. ალბომის გამოსვლასთან დაკავშირებით, არტისტი მსოფლიო ტურნეზე მიდის და რამდენიმე დღით ამსტერდამშიც გამართავს კონცერტს.

თუ მაისში ამსტერდამში ჰარი სტაილსის კონცერტზე დასასწრებად გამგზავრებას გეგმავთ, ბილეთებისა და სასტუმროს გარდა, სტაბილურ მობილურ ინტერნეტზე ზრუნვაც მნიშვნელოვანია. mobineX-ი გთავაზობთ ხელმისაწვდომ ინტერნეტ პაკეტებს ნიდერლანდებში, რაც საშუალებას მოგცემთ თავიდან აიცილოთ ძვირადღირებული როუმინგული ტარიფები და მუდმივად იყოთ ონლაინ.

რატომ არის სტაბილური როუმინგ ინტერნეტი აუცილებელი კონცერტზე?

ჰარი სტაილსის კონცერტი ის მოვლენაა, რომლის ყოველი წამიც გინდა აღბეჭდო. Johan Cruyff Arena-ზე ათასობით ადამიანთან ერთად ყოფნისას, საჯარო Wi-Fi ხშირად გადატვირთული და არასტაბილურია. mobineX-ის სწრაფი ინტერნეტით კი შეძლებთ:

  • Live რეჟიმში ატვირთოთ Story-ები და ვიდეოები სოციალურ ქსელებში;
  • მარტივად იაროთ ამსტერდამის არხებსა და ვიწრო ქუჩებში, Google Map-ის დახმარებით;
  • მუდმივად იყოთ კავშირზე მეგობრებთან, თუ ხალხმრავლობაში ერთმანეთს დაკარგავთ.

mobineX-ის შეთავაზებები ნიდერლანდების მიმართულებით

mobineX-ი გთავაზობთ როგორც ფიზიკურ SIM, ისე ციფრულ eSIM ბარათებს, რომლებიც სპეციალურად ევროპაში მოგზაურთათვისაა შექმნილი. ნიდერლანდების მიმართულებით შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენზე მორგებული პაკეტი:

eSIM პაკეტები:

  • Daily Unlimited – დღიური ულიმიტო ინტერნეტი მხოლოდ ₾3-ად;
  • სტანდარტული პაკეტები – 1GB-დან 30GB-მდე, თქვენი საჭიროების მიხედვით.

ფიზიკური SIM ბარათები:

  • Unlimited Standard – დღიური ულიმიტო ინტერნეტი ₾7-ად.
  • სტანდარტული პაკეტები – 1GB-დან 30GB-მდე, განსხვავებული ვადებით.

გაითვალისწინეთ, რომ mobineX-ი გთავაზობთ რეგიონალურ პაკეტებსაც, მათ შორის ევროპის პაკეტს, სადაც 61 ქვეყანა შედის. თუ ამსტერდამის შემდეგ სხვა ევროპულ ქალაქში გადასვლას გეგმავთ, დამატებითი ბარათის შეძენა აღარ დაგჭირდებათ.

დაიხმარე mobineX-ის AI ასისტენტი და დაგეგმე მოგზაურობა

იმისათვის, რომ ზუსტად განსაზღვროთ, რომელი სამოგზაურო ინტერნეტ პაკეტია თქვენთვის შესაფერისი, შეგიძლიათ გამოიყენოთ mobineX-ის AI ასისტენტი. უბრალოდ მიუთითეთ ქვეყანა (ამ შემთხვევაში, ნიდერლანდები) ან ქვეყნები და დღეების რაოდენობა, სისტემა კი წამებში შემოგთავაზებთ თქვენთვის ყველაზე ოპტიმალურ როუმინგ ინტერნეტ პაკეტს. 

შეჯამება

თუ მაისში ამსტერდამში ჰარი სტაილსის კონცერტზე მიდიხარ, არ დაუშვა, რომ ინტერნეტის არქონამ ხელი შეგიშალოს სიამოვნების მიღებაში. შეარჩიე შენზე მორგებული mobineX-ის პაკეტი, იყავი მუდმივად ონლაინ და იმოგზაურე მშვიდად და უსაფრთხოდ.

პირადი ცხოვრების მუქარით სექსუალური კავშირის იძულების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პროკურატურის ინფორმაციით, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების მუქარით სქესობრივი კავშირის დამყარების იძულების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

„სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების მუქარით აიძულებდა დაზარალებულს მასთან სქესობრივი კავშირი დაემყარებინა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლის პირველი ნაწილით [პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის იძულება, ჩადენილი პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების მუქარით] წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურის ცნობით, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით ის სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ოპოზიციის ალიანსი მობილიზაციის კამპანიას და 26 მაისს საპროტესტო აქციას აანონსებს

ოპოზიციის ალიანსი აცხადებს, რომ იწყებს ეროვნული მობილიზაციის კამპანიას, რომლის ფარგლებში შეკრებებს მოაწყობს ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდსა და სხვა ქალაქებში. კამპანიის ფინალი, ალიანსის განცხადებით, 26 მაისს გაიმართება, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.

„31 მარტს, დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღეს, ოპოზიციის ალიანსი ვიწყებთ ეროვნული მობილიზაციის კამპანიას.

35 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, ქართველი ხალხის ერთსულოვანი ნებით საქართველოს რუსეთისგან დამოუკიდებლობა გადაწყდა.

35 წლის შემდეგ ისევ იმავე გამოწვევის წინაშე ვდგავართ – საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვას და თავისუფალ ერთა ოჯახში დაბრუნებას კვლავ ქართველი ხალხის ერთსულოვანი ბრძოლა სჭირდება.

გამარჯვების გზის ბოლომდე გასავლელად აუცილებელია საქართველოს მოქალაქეების უდიდესმა უმრავლესობამ ირწმუნოს, რომ არსებობს ძლიერი დემოკრატიული, ეროვნული ალტერნატივა, რომელიც ქვეყანას ამოიყვანს ოლიგარქი ივანიშვილის მიერ შექმნილი რუსული განუკითხაობიდან, კორუფციიდან, სიღარიბიდან და დაუცველობიდან და დააფუძნებს თავისუფალ, სამართლიან და უსაფრთხო რესპუბლიკას. ოპოზიციის ალიანსი სწორედ ასეთი ერთობაა – სტრატეგიული თანამშრომლობა ერთფეროვნების გარეშე, რომელიც ქართულ საზოგადოებას რეჟიმის დამარცხების შემდეგ თავისუფალ, სამართლიან და უსაფრთხო მომავალს სთავაზობს.

ორთვიანი კამპანიის ფარგლებში მიზნად ვისახავთ: მშვიდობიანი წინააღმდეგობის გაფართოებას, საერთაშორისო წნეხის გაძლიერებას და მოქალაქეების ინტერესებზე ორიენტირებული, დემოკრატიული ალტერნატივის კონსოლიდაციას.

26 მაისამდე ეროვნული მობილიზაციის კამპანიის ფარგლებში შევიკრიბებით ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდსა და სხვა ქალაქებში.

და 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს, შევიკრიბებით თბილისში, თსუ-ს I კორპუსთან და მსვლელობით გავემართებით პარლამენტისკენ.

გამარჯვებისთვის, ერთად, ბოლომდე!“, – ნათქვამია ოპოზიციის ალიანსის განცხადებაში.

ოპოზიციის ალიანსში ერთიანდება 9 პოლიტიკური პარტია: „ნაციონალური მოძრაობა“, „ახალი“, „დროა“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“, „თავისუფლების მოედანი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“, „ეროვნულ დემოკრატიული პარტია“ და „ევროპული საქართველო“.

მათი შეთანხმების ძირითადი პრინციპებია:

  • ერთობა ერთფეროვნების გარეშე: პარტიები ინარჩუნებენ იდეოლოგიურ იდენტობას, თუმცა თანხმდებიან ერთიან საკომუნიკაციო და საპროტესტო სტრატეგიაზე;
  • დემოკრატიული ალტერნატივა: ალიანსი თანხმდება, რომ ავტოკრატიულ რეჟიმს მხოლოდ მოქალაქეების ინტერესებზე ორიენტირებული დემოკრატიული ალტერნატივა დაამარცხებს;
  • მიზნის მიღწევის გზა: პროტესტის გაფართოება, საერთაშორისო წნეხის გაძლიერება და დემოკრატიული, სანდო ალტერნატივის შეთავაზება ქართველი ხალხისთვის.

ქცევის კოდექსი და პასუხისმგებლობა:

  • დოკუმენტის უმნიშვნელოვანესი ნაწილია ქცევის კოდექსი, რომელიც აწესრიგებს ხელმომწერ პარტიებს შორის თანამშრომლობის წესებს მყარი ერთობის უზრუნველსაყოფად;
  • პარტიები აღიარებენ ერთმანეთს თანასწორ პარტნიორებად და თანხმდებიან, რომ საერთო მიზნის მისაღწევად კოორდინირებული მოქმედება სტრატეგიული აუცილებლობაა.

ბზის მოჭრაზე ჯარიმა 500 ლარიდან იწყება – სამინისტრო კონტროლს ამკაცრებს

ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო კონტროლს ამკაცრებს.

„ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.

იმ შემთხვევაში, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს აჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ენიჭება,“ – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ეროვნული სატყეო სააგენტოს ცნობით, ბზის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან და ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე.

კოლხური ბზა წითელი ნუსხით დაცული სახეობაა და მისი მოპოვება სახელმწიფო ტყის  ტერიტორიაზე აკრძალულია.

სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყნის ტერიტორიაზე ბზის ხმობა ბოლო რამდენიმე წელიწადია განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს.

გარდა პათოგენური სოკოსი, კოლხური ბზის ბუნებრივი წარმოშობის კორომებს დიდ საფრთხეს უქმნიდა ინვაზიური მავნებელი – ბზის ალურა.

„ეროვნული სატყეო სააგენტო მართვას დაქვემდებარებულ ტყის ტერიტორიაზე არსებული დაზიანებული კოლხური ბზის კორომებში კომპლექსურ ღონისძიებებს 2016 წლიდან ახორციელებს, რაც, მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლის გარდა, სახეობის საკონსერვაციო ქმედებებსაც მოიცავს. მნიშვნელოვანია, რომ წლების განმავლობაში  განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, მავნებლის რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია,“ – ნათქვამია სატყეო სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ბზობას წელს 5 აპრილს აღნიშნავს.

 

ბათუმის საკრებულოს წევრის ოჯახთან დაკავშირებული კომპანია ტენდერებს იგებს – „გამჭვირვალობა“

ბათუმის საკრებულოს წევრის ოჯახთან დაკავშირებულმა კომპანიამ 2021-2025 წლებში 3 მილიონ 848 ათას 985 ლარის ჯამური ღირებულების 14 ტენდერი მოიგო.

შპს „კომპასი ჯ.კ“-მ რამდენიმე ტენდერი მანამდეც მოიგო, ვიდრე გიორგი ლომთათიძე ბათუმის საკრებულოს წევრი გახდებოდა. 2019-2021 წლებში კომპანიამ მხოლოდ 762 432 ლარი მიიღო. ბოლო 7 წლის მანძილზე კი ტენდერიდან შპს „კომპასი ჯ.კ“-ს შემოსავალმა ჯამში 4 614 417 ლარი შეადგინა.

საკრებულოს წევრის ოჯახთან დაკავშირებული კომპანიის შემოსავლებზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ გამოაქვეყნა. 

გიორგი ლომთათიძე, 2021 წლიდან დღემდე, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია „ქართული ოცნებიდან“ – დეპუტატობის პერიოდში, 2021-2025 წლებში მის ოჯახთან დაკავშირებულმა კომპანიამ,  „კომპასი ჯ.კ“-მ 3 848 985 ლარის ჯამური ღირებულების 14 ტენდერი მოიგო.

შპს „კომპასი ჯ.კ“-ს 100% წილის მფლობელი და დირექტორი გიორგი ლომთათიძის დის მეუღლე, გიორგი ხელაძეა.

თავდაპირველად ამ კომპანიას გიორგი ლომთათიძის და, ეკატერინე ლომთათიძე ფლობდა, შემდეგ – გიორგი ლომთათიძის მამა, დამირ ლომთათიძე, რომელმაც 2019 წლის 18 თებერვალს კომპანიის 100% წილი უსასყიდლოდ გადასცა თავის სიძეს, გიორგი ხელაძეს. ეს კომპანია მონაწილეობს მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერებში.

1 მილიონ 084 272 ლარის ჯამური ღირებულების 3 ტენდერი (NAT260001302, NAT250016580 და NAT240017814) შპს „კომპასი ჯ.კ“-მ ბათუმის მუნიციპალიტეტის დაფუძნებული იურიდიული პირებისგან მიიღო.

ამ იურიდიული პირების და, მთლიანად მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოების, კონტროლი გიორგი ლომთათიძის, როგორც საკრებულოს წევრის ვალდებულებაა, რაც სერიოზულ კითხვებს აჩენს ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებით.

მოქმედი კანონმდებლობის დარღვევა და ინტერესთა კონფლიქტის ნათელი გამოხატულებაა ის ფაქტი, რომ შპს „კომპასი ჯ.კ“-მ ასევე მოიგო სსიპ „ბათუმის ბულვარის“ მიერ გამოცხადებული 420 878 ლარის ჯამური ღირებულების 2 ტენდერი (NAT250001679 და NAT230006457) და ამ დროს „ბათუმის ბულვარის“ დირექტორის მოადგილე და სატენდერო კომისიის წევრი გიორგი ლომთათიძის მეუღლე, სოფიკო გუჯაბიძე იყო.

მეტიც, სოფიკო გუჯაბიძემ ორივე შემთხვევაში შესაბამის დოკუმენტებზე ხელმოწერით დააფიქსირა პოზიცია, რომ მას და შპს „კომპასი ჯ.კ“-ს ინტერესთა კონფლიქტი არ გააჩნიათ. სოფიკო გუჯაბიძე 2015-2018 წლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი იყო.

 

„აქ თუ არ გაიხდი, გურჯაანში კაცებთან მოგიწევს გაშიშვლებაო“ – რა მოსთხოვა ქალს პოლიციამ

„პატარა, ოდნავ განათებული საკნისკენ მიმითითა დაგათვალიერებ და წავიდეთო. მეგონა ზედაპირულ დათვალიერებას გულისხმობდა, თუმცა სრულად გაშიშვლება ახსენა.

ჩავეძიე – კი ყველაფერი უნდა გაიხადო, საცვალიცო,“- მოქალაქე მარიამ მელიქიშვილი აღწერს თუ როგორ მოექცა ქალი პოლიციელი, რომელსაც მისი იზოლატორში გადაყვანა უნდა უზრუნველეყო. 

მარიამ მელიქიშვილი ტროტუარზე დგომის გამო 27 მარტს, 2-დღიან პატიმრობაში გაუშვეს.

იმ დღეს, ტროტუარზე დგომის გამო, პატიმრობა სხვა მოქალაქეებსაც შეუფარდეს.

დაკავების შემდეგ გაშიშვლებასა და ე.წ. ბუქნების გაკეთების იძულებაზე არაერთმა მოქალაქემ ისაუბრა.

თუმცა, როგორც ადამიანის უფლებადამცველები აცხადებენ, ამგვარი პრაქტიკა სცდება კანონით დადგენილ ნორმებს და უტოლდება წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას.

პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ იზოლატორში გაშიშვლების პრაქტიკაზე ვრცელი ფეისბუქ პოსტი გამოაქვეყნა მარიამ მელიქიშვილმა.

„სასამართლოს დარბაზიდან დროებითი მოთავსების საკანში ჩამიყვანეს მანდატურებმა.

ყველა დეტალის შემჩნევა და დამახსოვრება მინდოდა, – რკინის ნაცრისფერი გისოსების, კარებების და პირქუში კედლების, საკნების წინ მსხდომი თანამშრომლების გამომეტყველების.

როცა თვალს ვუსწორებდი მინდოდა ამომეკითხა გაკვირვება მათ სახეზე – „ამ გოგოს აქ რა უნდა“.

ნივთების აღწერას და ოქმის გაჭირვებით შედგენას რომ მორჩნენ, ორი პოლიციელი ჩამოვიდა ჩემს წასაყვანად, ლანა სულამანიძე კევს ღეჭავდა გამალებით, დიდად არ აინტერესებდა ვის მოაკითხა, ოქმზე ხელი მოაწერა და ჩემი გეგმა, რომ მათთან კარგი ნაცნობობა შემენარჩუნებინა, რამდენიმე წუთში ნაწილებად ჩამოშალა.

პატარა, ოდნავ განათებული საკნისკენ მიმითითა დაგათვალიერებ და წავიდეთო. მეგონა ზედაპირულ დათვალიერებას გულისხმობდა, თუმცა სრულად გაშიშვლება ახსენა. ჩავეძიე, კი ყველაფერი უნდა გაიხადო, საცვალიცო. ავიჭერი, თუმცა უცებ როგორც შევძელი თავი ხელში ავიყვანე და მტკიცედ ვუთხარი უარი.

ეს პროცესი რამდენიმე წუთი გაიწელა. (სავარაუდოდ) ასაკით ჩემზე პატარა პოლიციელი LA Na  სულამანიძე კარგა ხანი დაჟინებით ცდილობდა პატარა ბნელ საკანში მის თვალწინ გამეხადა, თუ გამტეხავდა და გავიხდიდი ბუქნების გაკეთებასაც მომთხოვდა, თუმცა საბედნიეროდ ძალიან კარგად ვიცოდი რისი უფლება ჰქონდა ლანას და რისი მე.

ვიდგეთ მაშინ აქ ვერ წაგიყვან ისეო, ვიდგეთ-მეთქი. არასდროს, ცხოვრებაში არასდროს მახსოვს ჩემი თავი ასეთი მტკიცე. ლანამ ისიც მითხრა აქ თუ არ გაიხდი გურჯაანში კაცები დაგხვდებიან და იმათთან მოგიწევს გაშიშვლებაო. საბოლოოდ ჩემი გავიტანე და მე და ლანამ ალეწილი სახეებით დავტოვეთ შენობა.

სასამართლოს ეზოში ოჯახი და მეგობრები მელოდებოდნენ გამამხნევა მათმა დანახვამ, თუმცა უკვე სრულიად მოშლილი ვიყავი, ენერგია გამომაცალა ჩხუბმა და გურჯაანამდე თავის ძლიერი ტკივილით ვიმგზავრე ჩემს ეკიპაჟზე გაბუტულმა.

იზოლატორში გვიან შემასახლეს, უკვე ბნელოდა. ეკა და ოლიკო ჩამოვიდნენ და გარეთ ველოდით ყველა სანამ შემიყვანდნენ. იქ კარგი ხალხი დამხვდა, თავაზიანად მიმიღეს, ყველა საჭირო პროცედურა წესების დაცვით გამატარეს და შემიძღვნენ საკანში.

პირველი რაც შევამჩნიე კარიანი ტუალეტი იყო და გამიხარდა, მაგრამ თვითონ საკნის რკინის კარი რომ მომიხურეს და ურდულიც გაჯახუნდა მანდ მივხვდი, რომ კიდევ რაღაც ახალი უნარი აღმომაჩენინა ჩემს თავში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ.

ორ დღეში ორჯერ ვისარგებლე სეირნობის უფლებით, მაღალი კედლებით ამოყვანილ უჭერო სივრცეში. წიგნმა, თანამესაკნესთან საუბარმა და ექიმთან შევლამ გადამაგორებინა საუკუნედ გადაწელილი საათები. გურჯაანელი ბადრაგები პატივისცემით გვექცეოდნენ “სამართალდამრღვევ” გოგოებს და სადღაც გულის სიღრმეში იმედი მაქვს ოჯახის წევრებთან მაინც მიიტანდნენ ამ აბსურდულ ამბავს.

წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) განმარტებით, სრული შემოწმების დროს, პირს არ უნდა მოეთხოვებოდეს სხეულის სხვადასხვა ნაწილის ერთდროულად გაშიშვლება.

შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების თანახმად, პირადი დათვალიერების დროს დაუშვებელია შესამოწმებელი პირის სრული გაშიშვლება.

ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ სახალხო დამცველის 2022 წლის ანგარიშის საპასუხოდ, სადაც ადამიანების სრულად გაშიშვლების პრობლემაზე იყო საუბარი, საქართველოს პარლამენტმა 2023 წელს დადგენილება მიიღო და აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტი იზიარებს საქართველოს სახალხო დამცველის შესაბამის რეკომენდაციებს და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სთხოვს “გააძლიეროს პენიტენციური დაწესებულებების დებულებების იმ ნორმების აღსრულების მონიტორინგი, რომლებიც პატიმრის სრული შემოწმებისას მისი სხეულის სხვადასხვა ნაწილის ერთდროულად გაშიშვლების საკითხს არეგულირებს”.

ჩხრეკის უკანონო და დამამცირებელ პრაქტიკად არის შეფასებული Amnesty International-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში სხეულის სრული გაშიშვლების იძულება.

სრულად გაშიშვლების თაობაზე არაერთი დარღვევა აქვს  დადგენილი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, სადაც განმარტავს, რომ კონკრეტულ შემთხვევებში, როდესაც, მით უმეტეს, გაშიშვლებას, თან ახლავს დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი ქცევა, ასეთი ქცევა არღვევს კონვენციის მე-3 მუხლს, რომლითაც აკრძალულია წამება, არაადამიანური თუ დამამცირებელი მოპყრობა.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 31 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 31 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 297 670 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +970. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 826 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 24 324 ერთეული [+7]
  • საარტილერიო სისტემა – 39 110 ერთეული [+61]
  • MLRS – 1 709 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 338 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 350 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 208 827 ერთეული [+2 296]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 491 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 86 359 ერთეული [+199]
  • სპეცტექნიკა – 4 105 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

რატომ გაიზარდა დენის ტარიფი და რა გაძვირდება ყველაზე მეტად?

პირველი აპრილიდან საქართველოში დენის ტარიფი მოსახლეობისთვის 5 თეთრით გაძვირდება. კომერციულ სექტორში დენის ტარიფი 4-6 თეთრით მოიმატებს. დენის ახალი ტარიფი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ [სემეკ] დღეს, 30 მარტს, დაადგინა.

რამდენად დასაბუთებულია სემეკის გადაწყვეტილება დენის ტარიფის გაზრდაზე და რაზე აისახება გაზრდილი ტარიფი, პირველ რიგში? – „ბათუმელები“ ამ თემაზე ეკონომისტ აკაკი ცომაიას და ფინანსისტ ნიკოლოზ შურღაიას ესაუბრა:

ეკონომისტ აკაკი ცომაიას ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ დენის ტარიფის გაზრდა პირდაპირ აისახება სურსათის, განსაკუთრებით კი, პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტების ფასზე:

„ტარიფის გაძვირებას ეკონომისტები უწოდებენ „მიწოდების შოკს“. ეს ნიშნავს, რომ ფირმებს, კომპანიებს, ორგანიზაციებს – აბსოლუტურად ყველას, საწარმოო დანახარჯები გაეზრდებათ, იმიტომ, რომ ელექტროენერგიის ტარიფი ყველა წარმოებაში არის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი, რაც პროდუქციის თვითღირებულებას აბალანსებს. დანახარჯების გაზრდა ავტომატურად უბიძგებს ყველა ორგანიზაციას, რომ მათ გარკვეული გავლენა მოახდინონ ფასებზე, ანუ ექნებათ მოტივაცია, რომ გაზარდონ ფასები.

აკაკი ცომაია

ფასების ზრდა დამოკიდებულია თავად ორგანიზაციებზე — შეამცირებენ საკუთარ მოგებას და მოგების შემცირების ხარჯზე გადაიტანენ ამ ზრდას, თუ გადაიტანენ მომხმარებელზე? როგორც წესი, ნაწილობრივ გადააქვთ მომხმარებელზე და ნაწილობრივ თვითონ იღებენ ამაზე პასუხისმგებლობას.

ეს დამოკიდებულია თავად პროდუქციის ხასიათსა და მის ელასტიურობაზე – თუ მომხმარებელი მნიშვნელოვნად შეამცირებს კონკრეტული პროდუქტის ყიდვას, როდესაც ფასი იზრდება, მაშინ მწარმოებელი იძულებულია, თავის თავზე აიღოს რისკი. ხოლო თუ  საუბარია პროდუქტზე, რომელზეც არ ცვლის მომხმარებელი მნიშვნელოვნად თავის გადაწყვეტილებას, როდესაც ფასი იზრდება, მაგალითად, ეს შეიძლება იყოს სასურსათო პროდუქცია, ასევე, თამბაქო ან რაღაც ამდაგვარი, მაშინ უფრო მეტად მწარმოებელი ამ რისკს გადაიტანს ხოლმე მომხმარებელზე.

რეალურად რა და როგორ გაიზრდება, ამის პროგნოზირება რთულია. ძალიან ბევრ კომპანიას ექნება მისაღები ეს გადაწყვეტილება… ალბათობა დიდია, რომ ფასები კიდევ უფრო გაიზარდოს სურსათზე, რადგან სასურსათო პროდუქტი არის სწორედ ის პროდუქტი, რომელზეც ფასების ზრდისას მომხმარებელი თავის ქცევას ვერ ცვლის, ანუ ვერ ამცირებს მოხმარების რაოდენობას მნიშვნელოვნად, რომ ამით მწარმოებელზე მოახდინოს გავლენა,“ – უთხრა აკაკი ცომაიამ „ბათუმელებს“.

„დღევანდელი ტარიფების ზრდა ეკონომიკურად აუცილებელია, მაგრამ პოლიტიკურად — დანაშაულის ადეკვატურია,“ – თავის დასკვნას გვიზიარებს ფინანსისტი ნიკოლოზ შუარღაია.

  • რატომ იყო აუცილებელი დენის ტარიფის გაზრდა?

„ის აუცილებელია, რადგან ინვესტიციების წლობით გადავადებამ, ენერგეტიკასთან დაკავშირებული ნებართვების კორუფციამ, პოლიტიკურად დაკავშირებული შუამავლების მეშვეობით რუსეთსა და აზერბაიჯანზე მზარდმა იმპორტის დამოკიდებულებამ და ინფრასტრუქტურის გაუარესებამ სტრუქტურული პრობლემები შექმნა. „ქართული ოცნების“ მთავრობაა პასუხისმგებელი ამ კრიზისის შექმნასა და გაღრმავებაზე.

მოქალაქეები ვიმსახურებთ სრულ ანგარიშს: ტარიფების ზრდის რა ნაწილი ასახავს ინფრასტრუქტურის ნამდვილ ხარჯებს; რა ნაწილი ასახავს პოლიტიკურად დაკავშირებული ოფშორული სტრუქტურებისთვის გათვლილი შუამავლების სარგოებით გაბერილ რუსულ და აზერბაიჯანულ იმპორტის ფასებს; რა ნაწილი ასახავს ენერგეტიკული პროექტების ნებართვებში კორუფციის დაგროვილ ფასს? რეგულატორის განმარტება, რომ ეს „დაბალანსებული გადაწყვეტილებაა“, ტექნიკურად დასაბუთებადია იზოლირებულად — თუმცა პოლიტიკურად ეს სისტემის გამართლებაა, რომელიც მიზანმიმართულად ანიჭებდა უპირატესობას ხელისუფლებასთან დაკავშირებულ ინტერესებს და უგულებელყოფდა ქვეყნისა და მომხმარებლების საჭიროებებს,“ – მიიჩნევს ნიკოლოზ შურღაია.

ნიკოლოზ შურღაია

დავით ნარმანიას განმარტებით, დენის ტარიფის გაზრდა უკავშირდება გაზრდილ მოხმარებას და შესასყიდი ელექტროენერგიის ფასს, ასევე ინვესტიციებს ამ სექტორში. მაგალითად, 5 წლის განმავლობაში „ენერგო-პრო ჯორჯია“ აპირებს, რომ დახარჯოს 1 მილიარდი ლარი ენერო ინფრასტრუქტურაში, „თელასი“ კი, დახარჯავს 400 მილიონს. 

„ელექტროენერგიის ტარიფი რომ დაბალი არის, ეს გამოჩნდა ამ სექტორში არსებულ საწარმოთა მოგებებში  — ინდუსტრიებში, რომლებიც ქმნიან ელექტროენერგიას. ზარალზე მუშაობდა ბევრი კომპანია, მათ შორის. შემდეგ ჩამოაწერეს დავალიანება, რადგან დიდი ოდენობით დავალიანება დაუგროვდათ. ეს უკვე მიმანიშნებელია იმის, რომ ტარიფი არ ასახავდა, ასე ვთქვათ, რეალობას.

რამ განაპირობა ეს ფაქტორი – ცალკე თემაა. ბევრი მიზეზი შეიძლება არსებობდეს, მათ შორის, საუბრობენ იმაზეც, რომ, მაგალითად, კრიპტოვალუტის მაინინგს ვინც ეწევა, ისინი რეალურად ელექტროენერგიის საფასურს არ იხდიან… თუ არ გადაიხდი ელექტროენერგიის საფასურს და მაინინგის შემთხვევაში ძალიან მაღალია ელექტროენერგიის დანახარჯები, ეს ხარჯი ვიღაცამ უნდა დაფაროს.

სვანეთში, აფხაზეთში იხდიან ელექტროენერგიის საფასურს? თუ არ იხდიან, ესე იგი, ესეც დანარჩენმა მოსახლეობამ უნდა დაფაროს,“ – განმარტავს „ბათუმელებთან“ საუბრისას ეკონომისტი აკაკი ცომაია.

ფინანსისტი ნიკოლოზ შურღაია ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ სურსათზე ფასების გაზრდა პირველ რიგში ყველაზე დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანების ცხოვრებაზე აისახება:

„2026 წლის თებერვალში საქართველოს ინფლაციის ჯამური მაჩვენებელი 4.6% იყო, სასურსათო ინფლაცია კი 9.5%-ს შეადგენდა. სასურსათო პროდუქტები და უალკოჰოლო სასმელები CPI [სამომხმარებლო ფასების ინდექსი]-ის კალათის 31.1%-ს, ხოლო საბინაო და კომუნალური მომსახურება 8.2%-ს ფარავს.

17–33-პროცენტიანი ტარიფების ზრდა CPI-ს სავარაუდოდ 0.5–1.5 პროცენტული პუნქტით გაზრდის პირდაპირი კომუნალური გადასახადებისა და სასურსათო ჯაჭვის, ცივი შენახვის, ტრანსპორტისა და სასურსათო გადამუშავების წარმოების ხარჯების მეშვეობით.

33%-იანი ზრდა ყველაზე მეტად ეხება 0–101 კვტ.სთ სეგმენტს — ყველაზე დაბალი მოხმარების, ჩვეულებრივ ყველაზე დაბალი შემოსავლის მქონე შინამეურნეობებს — სამიზნე კომპენსაციის გამოცხადების გარეშე.

მცირე ბიზნესი ელოდება კომერციული ტარიფის 18%-იან ზრდას, რომელიც ახლო აღმოსავლეთის არასტაბილურობით განპირობებული საწვავის გაძვირებასთან ერთდროულად ვითარდება,“ – აღნიშნავს ნიკოლოზ შურღაია.

ფინანსისტი აქცენტს აკეთებს OCCRP-ის ჟურნალისტურ გამოძიებაზე, რომლის მიხედვითაც, 2016 წლიდან საქართველო აზერბაიჯანულ დენს პირდაპირ კი არ ყიდულობს, არამედ ფულს საიდუმლო შუამავალ კომპანიებს უხდის. ეს კომპანიები რეგისტრირებულნი არიან ოფშორულ ზონებში [ბელიზსა და არაბთა საამიროებში], რაც იმას ნიშნავს, რომ პროცესი გაუმჭვირვალეა და სახელმწიფოებს შორის პირდაპირი ანგარიშსწორების ნაცვლად, ფული გაურკვეველი მფლობელების ხელში გადის.

„ასეთ მძიმე დარტყმას არ მივიღებდით, რომ არა: „ქართული ოცნების“ კაბინეტის კორუფცია, ძალიან საეჭვო შუამავლობა იმპორტის კონტრაქტებში, ენერგოგენერაციის განვითარების დანაშაულებრივი შეფერხება და იმპორტზე და რუსეთზე დამოკიდებულების გაღრმავება, პოპულისტური გადავადებები და სხვა.
რა შედეგი ექნება? – საყოფაცხოვრებო ტარიფის 33% ზრდა სავარაუდოდ დაბალი შემოსავლების მქონე მოსახლეობისთვის ძალიან მძიმეა. სხვა საყოფაცხოვრებო ჯგუფების და მცირე ბიზნესის ტარიფების 18-26% ზრდაც მძიმეა და პირდაპირი ეფექტის გარდა გაზრდის ისედაც მაღალ ფასებს [ინფლაციას]“, – ამბობს ნიკოლოზ შურღაია.

რა შეიძლება გაეკეთებია პასუხისმგებლიან ხელისუფლებას?

„ტარიფების თანდათანობითი კორექტირება; შუამავლების ნაცვლად, სახელმწიფოებს შორის ელექტროენერგიის პირდაპირი შესყიდვა; სრული გამჭვირვალობა რუსეთთან ენერგეტიკულ კონტრაქტებში; გენერაციაში ინვესტიცირების გამჭვირვალე გეგმები; განახლებადი ენერგიის განვითარების დაჩქარება; გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება ენერგეტიკულ ნებართვებში; ყველაზე დაბალშემოსავლიანი ჯგუფების სოციალური დახმარება,“ – მიიჩნევს ფინანსისტი ნიკოლოზ შურღაია.

 

„ვიღაც ჩინოვნიკი ჩემზე მეტად ნერვიულობს ჩემს ვენახზე?!“ – მეღვინე კანონში ცვლილებაზე

„ღვინის კანონში“ დაგეგმილი ცვლილებები უკვე ძალაშია. ამ კანონის პირველი მუხლის მეორე პუნქტი კი პირველი მაისიდან ამოქმედდება.

აღნიშნული მუხლი სამეწარმეო ვენახის გაშენებას შეეხება. ცვლილების მიხედვით, სამეწარმეო ვენახის გაშენება მხოლოდ სააგენტოს ნებართვითაა შესაძლებელი და მხოლოდ ნებადართული ვაზის ჯიშებისგან. ვენახის გაშენების წესს კი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამტკიცებს. წესი ჯერ დამტკიცებული არ არის, თუმცა ახალი რეგულაციები ვრცელდება მცირე ზომის, საოჯახო მეურნეობებზეც.

ამის შესახებ წერდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოც“, რომელიც მიიჩნევს, რომ „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები კორუფციის რისკებს ზრდის და მცირე მარნების თვითნებურად შევიწროების დამატებით საფრთხეებს აჩენს.

რა საფრთხეებია ეს და რა ზიანი შეიძლება მიაყენოს საოჯახო მარნებს დაგეგმილმა რეგულაციებმა? – ამ თემაზე „ბათუმელები“ მეღვინეს, საოჯახო მარნის მფლობელს, ანდრო ბარნოვს ესაუბრა.

  • ბატონო ანდრო, როგორც ვიცით, თქვენც აწარმოებთ ღვინოს, გაქვთ საოჯახო მეურნეობა. თქვენ თუ ხედავთ საფრთხეებს როგორც მეღვინე, რა ტიპის რეგულაციებში შეიძლება მოგაქციოთ „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულმა ახალმა რეგულაციებმა და რა საფრთხეებია ეს, რომ აგვიხსნათ?

ის, რომ სახელმწიფოს თანხმობა სჭირდება მეწარმეს ვენახის გასაშენებლად, არის მავნებლობა საქართველოს მეღვინეობის მიმართ. მხოლოდ დიდ, ინდუსტრიულ წარმოებებზე რომ იყოს ლაპარაკი, შეიძლება გაიგოს ადამიანმა, მაგრამ ჩვენი, როგორც პატარა ქვეყნის ნიშა, არის სწორედ ეს – საოცრად მრავალფეროვანი ღვინოები.

ღვინის წარმოებაში ყველაზე მეტად რაც ფასობს, ეს არის ტერუარი, ანუ ის ადგილმდებარეობა, სადაც არის გაშენებული ვენახი. ამ ნიადაგის დახრილობა, ექსპოზიცია მზის მიმართ, მზის რაოდენობა, ნალექის რაოდენობა, კლიმატი და ყველაფერ ამის ერთობლიობა.

როდესაც სახელმწიფო აცხადებს – „მე უნდა გადავწყვიტო სად შეიძლება გააშენო ვენახი“, ამით გეუბნება, რომ ის არის ყველაზე ჭკვიანი, იცის მიწის ყველა ნაგლეჯი რა პოტენციალისაა და სხვამ არაფერი არ იცის. ეს არის ტყუილი, სრული სისულელე და პირდაპირი მავნებლობა, რომელიც აფერხებს მეღვინეობის განვითარებას.

ანდრო ბარნოვი მარანში

ჩვენი ნიშაა, რომ, ვიყოთ ტერუარების მხრივაც მრავალფეროვანი, რადგან გვაქვს ამის პოტენციალი. ეს საკანონმდებლო ცვლილებები კი ამ პოტენციალს ურტყამს.

ეს უპატივცემულობაა იმ საქმისადმი, რასაც მეღვინეები ვემსახურებით.

  • როცა რუსეთმა ემბარგო დააწესა ქართულ ღვინოზე, ამბობენ, რომ ამის შემდეგ უფრო მეტად გაიზარდა ქართული ღვინის ხარისხი სწორედ საოჯახო მეურნეობების ხარჯზე და დაიწყო ახალი ბაზრების მოძიებაც. კერძო პირი, რომელიც საკუთარ ფინანსებს დებს ამ ვენახების გაშენებაში, ალბათ ყველაზე მეტად ფიქრობს ღვინის ხარისხზეც, ამიტომ, თქვენი აზრით, რატომ ჩათვალა სახელმწიფომ, რომ თავად უკეთესად შეუძლია ამ პროცესის კონტროლი?

რა სახელმწიფოს საქმეა ამის კონტროლი? რომელიმე მეწარმე თუ ვერ აწარმოებს ისეთ პროდუქტს, რომელიც ბაზარზე მოთხოვნით ისარგებლებს, წააგებს და თავისივე თავის მტერი იქნება, ხომ?!

როგორ შეიძლება ვინმემ დაიჯეროს, რომ ჩემზე მეტად ნერვიულობს ჩემს ვენახზე ვიღაც ჩინოვნიკი, რომელსაც ცხოვრებაში არც ჩემი ვენახი უნახავს, არც ჩემი მიწა და არც მიცნობს საერთოდ.

  • მაშინ რა არის ამ კონტროლის დაწესების მოტივი, როგორ ფიქრობთ?

ეს არის ღრმა იდიოტიზმი, რომელიც ძალიან ფესვგადგმულია დღევანდელ სახელმწიფო სტრუქტურებში. არ იციან რა აკეთონ და რაღაც სისულელეებს იგონებენ. ან უფრო უარესი, – წინასწარგანზრახული მავნებლობა. სხვა რა უნდა დაარქვა ამას?

  • „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების საკმაოდ დიდი ნაწილი ფლობს ვენახებს. სხვათა შორის, ღარიბაშვილის ოჯახსაც ღვინის ბიზნესი ჰქონდა, სხვა მაღალჩინოსნებიც ფლობენ ვენახებს. ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ რეგულაციებით კონკურენტებს იშორებენ? 

ამ ყველაფრის მთელი კომიზმი და ტრაგიზმი სინამდვილეში ის არის, რომ შეხებაში არ არის ეს ორი სფერო (საოჯახო მეურნეობები და ღვინის დიდი საწარმოები) ერთმანეთთან.

მთელი საოჯახო მარნები რომ ავიღოთ საქართველოში, ერთი კომპანიის მეათედიც კი შეიძლება ვერ აწარმოონ ყველამ ჯამში. რომელ კონკურენციაზეა ლაპარაკი. აი, ამ პატარა მწარმოებლებს რას ერჩიან, მართლა გაუგებარია.

აქ არ არის დიდ შემოსავლებზე საუბარი. მცირე მარნების შემოსავალი იმდენია, რომ შეიძლება თავს ინახავდეს და არა ის, რომ ვიღაც დიდ დანაზოგს ქმნის და მდიდრდება. ვიღაცისთვის ეს ცხოვრების წესია, მოსწონთ, მათთვის სასიამოვნო და საინტერესო პროდუქტს ქმნიან, რომლითაც ქვეყანაც მიდის წინ.

  • მაშინ რა სარგებელი შეიძლება მიიღოს ამ აკრძალვებით სახელმწიფომ? დასავლეთში გააქვთ ხოლმე მცირე მეწარმეებს საოჯახო ღვინოები და ამის შემცირება უნდათ?

მაშინ პირდაპირ უნდა აკრძალონ, სხვანაირად როგორ უნდა შეუშალონ ხელი? ვისაც აქვს ვენახი და რაღაცას აწარმოებს, ის გააგრძელებს ისევ გატანას. მაშინ აკრძალონ მთლიანად ვაჭრობა. მოვიდნენ, დაგვადგნენ თოფებით და დაგვიხურონ ყველაფერი. არანაირი პოზიტიური ლოგიკა აქ არ არის. ეს არის სრული სისულელე.

მე შემიძლია მთელი რიგი საკითხები ჩამოგითვალოთ, რაც სინამდვილეში არის გასაკეთებელი და არ აკეთებენ.

  • რომელი საკითხებია, იქნებ ჩამოთვალოთ?

პირველ რიგში ის, რომ როცა ადამიანი აშენებს ვენახს, უნდა რაღაც ჯიშის ვაზი დარგოს, ხომ?! ან გურული მწვანე, ან რქაწითელი, მაგალითად, და წარმოიდგინეთ, არ არსებობს ისეთი სანერგე, სერტიფიცირებული, სადაც შეიძენს მევენახე იმ ჯიშებს, რომელიც სურს.

ახლა ძირითადად ისეთი სანერგეებია, არავინ იცის სინამდვილეში რომელი კლონის ნერგია იქ დამყნილი და რას ყიდულობ საბოლოო ჯამში. ეს ცოდნა უბრალოდ არ არსებობს და ამას უნდა კვლევა, ამ სანერგეებს სჭირდებათ სერტიფიცირება და ამაზეა სამუშაო, რომ მხოლოდ ჯანმრთელი და ძლიერი კლონები იყოს ბაზარზე.

  • ამ სანერგეების რეგულაცია არ იგეგმება ამ საკანონმდებლო ცვლილებით?

არ ვიცი ვრცელდება თუ არა, მაგრამ რომც არსებობდეს ასეთი სანერგეები, ისევ ჩემი გადასაწყვეტი უნდა იყოს, მე მეზობელთან გადავალ, იქ მოვჭრი ლერწს და იმას დავრგავ პირდაპირ, თუ სანერგედან მოვიტან ნერგს.

არ შეიძლება სახელმწიფო შემომიძვრეს საძინებელში და იქ გამიკონტროლოს რას ვაკეთებ. მეწარმე ნიშნავს იმას, რომ ის თავისუფალია თავის გადაწყვეტილებებში, თავის სტრატეგიაში.

არავის არაფერი უთხოვია სახელმწიფოსთვის, უბრალოდ, ხელს არ უნდა გვიშლიდნენ. ვშრომობთ ხალხი დღე და ღამე, ერთადერთი ის თხოვნა გვაქვს, რომ ხელს ნუ შეგვიშლიან.

  • თქვენ უკვე გაქვთ გაშენებული ვენახი და რაში შეიძლება შემოგედავონ ამ ცვლილებით? 

რამდენადაც ვიცი, უკვე გაშენებულ ვენახებზე არ ვრცელდება ეს რეგულაციები.

ყველა ვენახში ვაზის რაღაც ნერგი ამოვარდება და ხომ უნდა მიხვიდე და რაღაც სხვა ნერგით ჩაანაცვლო და ამაზეც ნებართვები უნდა ავიღოთ?!

ამ დროს, ჩვენ ვვითარდებით, ძალიან მრავალფეროვანი ქვეყანა ვხვდებით მეღვინეობის თვალსაზრისით და ამათ უნდათ უნიფიცირება, რაღაც ჩარჩოებში მოქცევა.

დასვით ნებისმიერი მხატვარი და დაავალეთ, რომ დღე და ღამ მხოლოდ ერთი რაღაც ხატოს და რა გამოვა იმისგან. შემოქმედება ხომ აღარ იქნება ეს? დავხატავთ პლაკატებს, რომელიც მართლა არავის არ სჭირდება.

  • იქნებ ისეთი წარმოება უნდათ, ძირითადად რუსეთში გატანაზე რომ იყოს აქცენტი? 

ვინ უშლით მერე, არ აკეთებენ ასეთს? აწარმოებენ ასეთ ღვინოს და გააქვთ კიდეც რუსეთში ბედნიერად.

_______________

მთავარ ფოტოზე: ანდრო ბარნოვი, მეღვინე

საკრებულოს განმარტება – რატომ დააგეს ბათუმში, აბაშიძის ქუჩაზე ასფალტი ტენდერის გარეშე

„რატომ არ დაველოდეთ პროცედურებს და რატომ ვიჩქარეთ?

ტურისტული სეზონის, გაზაფხულის დღესასწაულების და მათ შორის, ბათუმობის მოახლოებულ დღესასწაულთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი იყო, რომ სამუშაოები დაწყებულიყო დროულად და დასრულებულიყო შესაბამისად დროულად,“ – დღეს, 30 მარტს, ასე განმარტა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან დავითაძემ მიზეზი, თუ რატომ დაიწყო საკრებულოს გვერდის ავლით ქუჩის რეაბილიტაცია ბათუმის მერიამ.

ბათუმის მერიამ მემედ აბაშიძის ქუჩის რეაბილიტაცია 16 მარტს ისე დაიწყო, რომ არც ტენდერი ჩაუტარებია და არც შესაბამისი ცვლილება შეუტანია ბათუმის საკრებულოს ქალაქის 2026 წლის ბიუჯეტში.

მას შემდეგ, რაც გასაჯაროვდა რეაბილიტაციის დაწყება ტენდერის გარეშე, ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ შეცვალა სხვა ქუჩებთან დაკავშირებით ადრე დადებული ხელშეკრულება და მასში მემედ აბაშიძის გამზირი ჩაამატა.

ცვლილების/მხარეთა შეთანხმების დოკუმენტი 20 მარტითაა დათარიღებული.

ამის პარალელურად ჩაინიშნა საკრებულოს სხდომა, რომელზეც დაიგეგმა ცვლილებების შეტანა 2026 წლის ბიუჯეტში.

ფაქტობრივად, ბათუმის მერიამ მემედ აბაშიძის გამზირზე ქვაფენილის აყრა ისე დაიწყო, ამის შესახებ წინასწარ არც ქალაქის მოსახლეობამ იცოდა და არც საკრებულომ.

30 მარტს გამართულ საკრებულოს სხდომაზე საკრებულომ ბიუჯეტში ცვლილება პოსტფაქტუმ შეიტანა.

ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩის რეაბილიტაციის უტენდეროდ დაწყებასთან დაკავშირებით, 30 მარტს გამართულ საკრებულოს სხდომაზე განმარტება გააკეთა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან დავითაძემ.

მისი თქმით, არსებობს შეკითხვები, რაზეც ბათუმის საკრებულოს პასუხი ასეთია:

„პირველი კითხვა მდგომარეობდა იმაში, რომ სამუშაოები მემედ აბაშიძის ქუჩისა თავიდანვე არ იყო პროექტში გათვალისწინებული და რატომ არ იყო გათვალისწინებული? აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თავდაპირველ პროექტში გათვალისწინებული იყო არსებული რესურსების ფარგლებში დამაკავშირებელი მოკლე მონაკვეთების რეაბილიტაცია.

რაც შეეხება მემედ აბაშიძის გამზირს, თავისი მასშტაბიდან გამომდინარე, ჩვენ დაგეგმილი გვქონდა, რომ ტურისტული სეზონის დასრულების შემდგომ მომხდარიყო სრული რეაბილიტაცია. ეს გულისხმობდა არა მარტო გზის სავალი ნაწილის გამოცვლას, არამედ – ტროტუარების, ველობილიკების, გარე განათების, გამწვანების ზოლის რეაბილიტაციას. აღნიშნული სამუშაოები საკმაოდ სოლიდურ თანხებს მოითხოვდა, შესაბამისი რესურსი არ იყო ბიუჯეტში, ამიტომ არ მოხდა მისი გათვალისწინება. ეს არის პასუხი, თუ რატომ არ იყო თავდაპირველ ეტაპზე გათვალისწინებული აღნიშნულ პროექტში.

მეორე კითხვა მდგომარეობდა იმაში, თუ თავიდან პროექტში არ იყო გათვალისწინებული, როგორ ჩაისვა და რის ხარჯზე ჩაისვა? უნდა აღინიშნოს, რომ სამუშაოების შემდგომ გამოიკვეთა მნიშვნელოვანი მომენტი – ეს არის რეციკლირების ნაწილი, რომელიც საპროექტო გადაწყვეტილებით იყო გათვალისწინებული.

რეციკლირება, საზოგადოებისთვის მინდა აღვნიშნო, გულისხმობს მიწის საფარის გამოცვლას და ახალი ინერტული მასალის შეტანას, რაც საკმაოდ შრომატევადია და დიდ ფინანსურ დანახარჯებთანაა დაკავშირებული. თუმცა, პროექტის მსვლელობისას გამოიკვეთა გარემოება, რომ გრუნტი, რომელზეც მიდიოდა სამუშაოები, იყო საკმაოდ მყარი. ეს დადასტურებულია შესაბამისი სპეციალისტების მიერ და შესაბამისად არ საჭიროებდა რეციკლირების გამოყენებას. ამიტომ ეს პარამეტრი ამოღებულ იქნა სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციიდან, დაზოგილი იქნა მნიშვნელოვანი საბიუჯეტო სახსრები – დაახლოებით საუბარია ნახევარ მილიონ ლარზე და შესაბამისად,  პროექტის ავტორთან შეთანხმებით მოხდა აღნიშნული თანხების გამოყენება, რაც გულისხმობდა მემედ აბაშიძის გამზირზე გზის სავალი ნაწილის, ასე ვთქვათ, გამოცვლა-რეაბილიტაციას.

ლევან დავითაძე

შემდეგი შეკითხვა შეიძლება საზოგადოებაში არ დასმულა, თუმცა შეიძლება დაისვას, თუ რატომ გადაწყვიტა საპროექტომ რეციკლირება იმ შემთხვევაში, თუკი ეს იყო თავიდანვე გათვალისწინებული და რატომ არ გაკეთდა გეოლოგიური დასკვნა?

ვპასუხობთ, რომ რეციკლირება, ერთი მხრივ, ბუნებრივია, აძვირებს პროექტს, მაგრამ იყო მაქსიმალური გადაზღვევა საჭიროების შემთხვევაში. თუ საჭიროება დადგებოდა, ამ შემთხვევაში რეციკლირება განხორციელდებოდა, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში მოვხსნიდით და დავტოვებდით მას ეკონომიაში. ეს არის პასუხი ამასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება გეოლოგიური კვლევის ნაწილს, უნდა აღინიშნოს, რომ გეოლოგიური კვლევა და ნიმუშის აღება ხდება იქ, სადაც შენობა-ნაგებობის დადგმა ხორციელდება, ხოლო ხაზოვანი ნაგებობის შემთხვევაში, ამ შემთხვევაში გზის ნაწილში, მსგავსი რამ პრაქტიკაში არ არსებობს, შესაბამისად არ განხორციელებულა გეოლოგიური კვლევა.

მესამე შეკითხვა, რაც საზოგადოების მხრიდან ასევე დაისვა, ეს არის – გაიზარდა თუ არა სახელშეკრულებო ღირებულება და ხომ არ გაუარესდა ხარისხი აღნიშნულ პროექტში?

ვპასუხობთ მარტივად, რომ სახელშეკრულებო ღირებულება არ გაზრდილა, პროექტის ავტორთან შეთანხმებით გამოყენებულია ეკონომია მემედ აბაშიძის ქუჩის სამუშაოებისათვის, შედეგად ვიღებთ დამატებით რეაბილიტირებულ ქუჩას ისე, რომ ხარისხი არ გაუარესებულა.

და ბოლო შეკითხვა ეს იყო – რატომ არ დაველოდეთ პროცედურებს და რატომ ვიჩქარეთ? ვპასუხობთ, რომ ტურისტული სეზონის, გაზაფხულის დღესასწაულების და მათ შორის ბათუმობის მოახლოებულ დღესასწაულთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი იყო, რომ სამუშაოები დაწყებულიყო დროულად და დასრულებულიყო შესაბამისად დროულად,“ – განმარტა ლევან დავითაძემ.

  • რას ამბობს დოკუმენტები 

15 ქუჩაზე გამოცხადებულ ტენდერთან დაკავშირებით, დავითაძის თქმით, „რეციკლირება იყო მაქსიმალური გადაზღვევა საჭიროების შემთხვევაში“, თუმცა საჭიროება არ დამდგარა და „ეს პარამეტრი ამოღებულ იქნა სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციიდან, დაზოგილი იქნა მნიშვნელოვანი საბიუჯეტო სახსრები – დაახლოებით საუბარია ნახევარ მილიონ ლარზე“.

მერიის სააგენტოსა და „ბონდი-2009“-ს შორის ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებით „გაუქმდა საფუძვლის სტაბილიზებული ფენა-ღორღი (ფრ.0-40მმ) (h-15სმ) კომპლექსური შემკვრელით, ცემენტი (4%) და ნაცარის (12%) დანამატით.“ ამ სამუშაოებისთვის ჯამში 697 769 ლარი იყო გათვალისწინებული.

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს ასევე „ბონდი-2009“-სთან გაფორმებული ხელშეკრულებით, ასეთი „მაქსიმალური დაზღვევა“ არ იყო გათვალისწინებული, როცა ქვაფენილი ფარნავაზ მეფისა და ვახტანგ გორგასლის ქუჩებზე აყარეს.

15 ქუჩის ტენდერის ხელშეკრულებიდან მთლიანად ამოიღეს ასევე „ამორტიზებული ველობილიკების რეაბილიტაცია.“

„სახელშეკრულებო ღირებულება არ გაზრდილა,“ – ამბობს ლევან დავითაძე, მაგრამ „სეზონი კარს მოგვადგა“ და ახლა სარეაბილიტაციო რჩება ამორტიზებული ველობილიკები ტენდერში ჩამოთვლილ ყველა ქუჩაზე, სადაც კი ასეთი ბილიკია.

მათ შორის – მემედ აბაშიძის გამზირზეც. ველობილიკების რეაბილიტაციას ბიუჯეტიდან დამატებით ცალკე თანხა დასჭირდება.

რაც შეეხება „ტურისტულ სეზონსა და გაზაფხულის დღესასწაულებს“, რასაც ლევან დავითაძემ ხაზი გაუსვა – გაზაფხული აუცილებლად რომ დადგებოდა და „მოახლოვდებოდა“, ეს წინასწარ უნდა სცოდნოდათ ბათუმის მერიასა და საკრებულოში.

და თუ მოსწრებაზე იყო საქმე, როცა ცვლილებები დამტკიცებულია, ანუ დღეიდან რომ დაეწყოთ აბაშიძის ქუჩის რეაბილიტაცია, იმ ტემპით, როგორითაც ამ ქუჩაზე იმუშავეს, 15 აპრილისთვის სამუშაოები დასრულებული იქნებოდა. თუ ადრე შეიტანდნენ ცვლილებას, კიდევ უფრო ადრე დაასრულებდნენ, თან კანონსაც დაიცავდნენ. ახლა კი გამოდის, რომ მერიამ და საკრებულომ „შეთანხმებით“ დაარღვიეს კანონი.

არც ის დაუსაბუთებია ვინმეს – ტურისტული სეზონისა და დღესასწაულებისთვის ქალაქის ძველ უბანში, ქუჩებზე მოვლილი ქვაფენილი სჯობს,  თუ შავი ასფალტი.

და ბოლოს, საზოგადოებას თუ არა, მინიმუმ საკრებულოს წევრებს მაინც უნდა სცოდნოდათ, რომ აბაშიძის ქუჩის რეაბილიტაციას ტურისტული სეზონის დასრულების შემდეგ გეგმავდნენ.

„ბათუმელები“ ქალაქის მერიის სამმართველოდან მემედ ამაშიძის ქუჩასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე პასუხს 14 მარტიდან ელოდება – ეს პასუხები დღემდე არ მიგვიღია.

ამასთან, ბათუმში ქვაფენილიანი ქუჩების „საკითხის მოგვარებაზე“ საუბარი მერიამ 2016 წელს დაიწყო, ქვაფენილების აყრა კი – 2022 წელს და შესაბამისად, ამ დრომდე „დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი“ უნდა გამოენახათ ქალაქის ერთ-ერთი მთავარი და ისტორიული ქუჩის რეაბილიტაციისთვის.

კიდევ ერთი საკითხი.

„ბათუმელები“ ამ საკითხზე 24 მარტს გამოქვეყნებულ მასალაში წერდა, რომ სამუშაოები ჩატარდა მემედ აბაშიძის ქუჩაზე – მელიქიშვილისა და 26 მაისის ქუჩებს შორის მონაკვეთშიც, თუმცა ეს მონაკვეთი 20 მარტის „შეთანხმება N1-ში“ არ ეწერა.

ბათუმის მერიის სამმართველოს და „ბონდი-2009“-ს ამის შემდეგ, 27 მარტს კიდევ ერთი „შეთანხმება N2“ გაუფორმებიათ, სადაც ჩაწერეს, რომ „2026 წლის 20 მარტის N1 მხარეთა შეთანხმება მომზადდა ა(ა)იპ „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს“ ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის მონიტორინგისა და ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილების მოხსენებითი ბარათის საფუძველზე (90-1426079381; 20/03/2026 წ.), სადაც დაშვებული იყო მექანიკური შეცდომა, კერძოდ, მითითებული იყო, რომ აღნიშნულ პროექტს დაემატებოდა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები „მემედ აბაშიძის გამზირზე, 26 მაისის ქუჩიდან დემეტრე თავდადებულის ქუჩამდე მონაკვეთში“, რეალურად, კორექტირებული ხარჯთაღრიცხვების შესაბამისად, სარეაბილიტაციო სამუშაოები დამატებულია „მემედ აბაშიძის გამზირზე, პეტრე მელიქიშვილის ქუჩიდან დემეტრე თავდადებულის ქუჩამდე მონაკვეთში“. 

ამ თემაზე:

რატომ აქვს ნასვრეტები ბათუმში, რუსთაველზე დაგებულ ახალ ფილებს – „მუჭისოდენა თუა, გამოიცვლება“

კონსტიტუციურია სასამართლოში გადაღების აკრძალვა? – საკონსტიტუციომ სარჩელი განსახილველად მიიღო

არის თუ არა კონსტიტუციური „ოცნების“ ხელისუფლების მიერ მიღებული ერთ-ერთი სამართლებრივი ნორმა, რომლის მიხედვითაც ჟურნალისტს ან ნებისმიერ სხვა პირს 2025 წლის ზაფხულიდან სასამართლოს დარბაზში ფოტოს და ვიდეოს გადაღება აღარ შეუძლია. სასამართლოს დარბაზებში ხმის ჩაწერაც აიკრძალა.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ეს დადგენილება [სასამართლოებში გადაღება-ტრანსლაციის რეგულირების შესახებ] 2025 წლის ივლისში მას შემდეგ მიიღო, როცა სინდისის პატიმრების საქმეებზე, მაგალითად, „მზია ამაღლობელის საქმეზე“ ადვოკატებმა სასამართლო სხდომათა დარბაზში არაერთი პოლიციელი, მათ შორის, პოლიციის მაღალჩინოსნები ტყუილში ამხილეს, ჟურნალისტებმა კი, მოწმე პოლიციელების ცრუ ჩვენებები ყველასთვის საჯარო გახადეს.

თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს, რომ სადავო სამართლებრივი ნორმები არაკონსტიტუციურია, კონკრეტული აკრძალვა გაუქმდება. სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღეს მოსამართლეებმა: ვასილ როინიშვილი, ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე.

მოსარჩელეები ასევე ითხოვდნენ სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებას ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, თუმცა ეს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

მოსარჩელეები არიან ადვოკატები: მუხრან ღურწკაია, მერაბ მამულაძე, იმედა ქარქაშაძე, გიორგი მახარაძე და ნათია ჯანელიძე.

მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, სადავო ნორმების მოქმედება ვრცელდება, მათ შორის, „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ წევრ ადვოკატებზე, რომლებსაც ეკრძალებათ სასამართლოს ადმინისტრაციულ შენობებსა და ეზოს ტერიტორიაზე ისეთი ტექნიკური საშუალებების [გარდა ტელეფონებისა] შეტანის შესაძლებლობა, რომლებსაც გააჩნია ფოტო, კინო, ვიდეოგადაღების, ტრანსლაციის და აუდიოჩაწერის ფუნქცია, ხოლო უშუალოდ სასამართლო სხდომის დარბაზში, დამატებით, მობილური ტელეფონის ან/და სხვა ისეთი ნივთის შეტანა, რომელიც, ერთი შეხედვით, არ წარმოადგენს ამგვარ ტექნიკურ საშუალებას, თუმცა, ვიზუალური დათვალიერების შედეგად, აჩენს ვარაუდს, რომ გააჩნია იგივე ფუნქცია.

„მოსარჩელე მხარე გასაჩივრებული ნორმებით დაწესებული აკრძალვების შესაძლო ლეგიტიმურ მიზნებად ასახელებს სასამართლოში წესრიგის უზრუნველყოფას, მართლმსაჯულების ინტერესების დაცვასა და უკანონო გადაღების პრევენციას, თუმცა, იმავდროულად, განმარტავს, რომ აღნიშნული ლეგიტიმური მიზნები არის ფორმალური, აშკარად არაპროპორციული და ვერ აკმაყოფილებს თანაზომიერების კონსტიტუციური პრინციპის მოთხოვნებს.

მოსარჩელე მხარის პოზიციით, სასამართლოს ეზოსა და შენობაში ტექნიკური საშუალებების [გარდა მობილური ტელეფონისა] გამოყენების შეზღუდვას არ გააჩნია შემხებლობა ზემოხსენებულ ლეგიტიმურ მიზნებთან, რამდენადაც გაუგებარია, რა ზიანი შეიძლება მიადგეს მართლმსაჯულების განხორციელებას იმით, რომ ადვოკატს, ჟურნალისტს ან სხვა პირს აღნიშნულ სივრცეებში ჰქონდეს ტექნიკური მოწყობილობა.

იმავდროულად, თეორიულად, ლეგიტიმური მიზნის არსებობის შემთხვევაშიც კი, მოსარჩელე მხარის პოზიციით, სრული აკრძალვა ვერ აკმაყოფილებს თანაზომიერების პრინციპის აუცილებლობისა და ვიწრო პროპორციულობის ელემენტებს, რადგან არსებობს ნაკლებად შემზღუდველი და მეტად რაციონალური ალტერნატიული ღონისძიებები, მაგალითად, უკანონო გადაღებაზე პასუხისმგებლობის დაწესება და სხვა.

სადავო ნორმით დადგენილი აკრძალვით მიღებული მხოლოდ თეორიული პრევენციული სარგებელი აშკარად არათანაზომიერია იმ ზიანთან შედარებით, რომელსაც იგი აყენებს ადვოკატის პროფესიულ საქმიანობას, დამოუკიდებლობას, დაცვის უფლების განხორციელებასა და საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს.

ამასთანავე, უშუალოდ სასამართლო სხდომის დარბაზში ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღების, ტრანსლაციის და აუდიოჩაწერის ფუნქციის მქონე ტექნიკური მოწყობილობების, მათ შორის, მობილური ტელეფონის ან/და სხვა ისეთი ნივთის შეტანის სრული აკრძალვა, რომელიც, ერთი შეხედვით, არ წარმოადგენს ამგვარ ტექნიკურ საშუალებას, თუმცა, ვიზუალური დათვალიერების შედეგად, აჩენს ვარაუდს, რომ გააჩნია იგივე ფუნქცია, ვერ აკმაყოფილებს თანაზომიერების პრინციპის აუცილებლობისა და ვიწრო გაგებით პროპორციულობის ელემენტებს, ვინაიდან, მოსარჩელეების მოსაზრებით, საქართველოს კანონმდებლობა ისედაც შეიცავს ზემოხსენებული ლეგიტიმური მიზნის უზრუნველყოფის საშუალებებს, მათ შორის, როგორებიცაა ტექნიკური საშუალებების კონკრეტული ფუნქციების [კამერა/მიკროფონი] გათიშვის ვალდებულება, დარღვევის შემთხვევაში − საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლსა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლში მითითებული სანქციების გამოყენება და სხვა,“ – ვკითხულობთ საოქმო ჩანაწერში.

ჯერ უცნობია, როდის დაიწყებს ამ სარჩელის არსებით განხილვას საკონსტიტუციო სასამართლო.

 

მთავარი ფოტო: მზია ამაღლობელის საქმის განხილვის დღე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. 2025 წლის 11 ნოემბერი. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

Davit Gabaidze Resigns as Chair of Adjara Supreme Council

Davit Gabaidze has resigned from his position as Chair of the Georgian Dream’s Supreme Council of Adjara. He announced this himself at a briefing held today, March 30.

According to our information, Tsotne Ananidze is expected to take over his post. He currently serves as Chair of the Human Rights Protection Committee in the Supreme Council of Adjara.

Gabaidze began today’s briefing by expressing gratitude, first thanking “Georgian Dream” and Bidzina Ivanishvili.

“I have been thinking for a long time that I should make this decision. I have held this position for almost ten years, and it is truly time to change something in my life,” Gabaidze told journalists. He denied that he had been asked to resign because of Tornike Rizhvadze, as well as claims that the decision was made by the Georgian Dream’s Adjara Government Chair Sulkhan Tamazashvili.

“‘Clan’ is not a term that should be used. Since you mentioned Tornike Rizhvadze, I was already the Chair of the Supreme Council before he came into office. I don’t think it is correct to link these two facts,” Gabaidze noted.

“I will have to stay in the Supreme Council,” said the now former Chair of “Georgian Dream,” adding that he will retain his mandate as a member of the Council, though he may later give it up. He did not specify where he plans to continue working.

When asked whether Tsotne Ananidze would become the new Chair of the Georgian Dream’s Supreme Council, Gabaidze replied that the decision must be made by the council majority, though he added that he “welcomes Tsotne Ananidze’s candidacy.”

Gabaidze served as Chair of the Supreme Council of Adjara for three consecutive convocations, since 2016. Most recently, he was re-elected to the position by “Georgian Dream” after the 2024 elections.

Gabaidze is not the first official in the “Georgian Dream” government to leave office early.

On April 4, 2025, Tornike Rizhvadze, then Chair of the Adjara Government, also resigned. He only posted a Facebook status and has not provided any further explanation to this day.

Davit Gabaidze is related to Tornike Rizhvadze by marriage: specifically, their wives are cousins.

Following Rizhvadze’s resignation, the elected mayors of Batumi and Kobuleti — Archil Chikovani and Levan Zoidze — also stepped down before the end of their terms. This took place in May 2025.

„გამოძიება თავის გზას ნახავს, ბატონი თორნიკეც – თავისას“ – დავით გაბაიძე

დღეს, 30 მარტს, „ოცნების“ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა.

დავით გაბაიძე აჭარის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ახლობელია. ამიტომ, ბრიფინგზე ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, მისი თანამდებობიდან გადადგომა რამდენად უკავშირდება რიჟვაძის ფაქტორს.

„ციხეში არა მაგრამ, რიჟვაძის ყველა საახლობლო სახლშია, ამას როგორ შეაფასებთ?“- ჰკითხეს ბრიფინგზე დავით გაბაიძეს.

„ამ საახლობლოში ალბათ მეც მგულისხმობთ, მაგრამ ჯერ სახლში არ ვარ და მეორეც, ჩემი გადაწყვეტილება არ იყო ამ ფაქტორებით გამოწვეული, რაც აქ იქნა მოყვანილი და ეს ნამდვილად არის ჩემი სუბიექტური ნება“- თქვა დავით გაბაიძემ.

მას ასევე კითხვები დაუსვეს თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. რიჟვაძე გასულ წელს ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი შეიყვანეს კლინიკაში. მას შემდეგ კი, მისი ჯანრთელობის მდგომარეობის შესახებ ან მის დაჭრასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებს ოფიციალური ინფორმაცია საზოგადოებისთვის არ მიუწოდებიათ.

დავით გაბაიძე ამბობს, რომ რიჟვაძე უკეთესადაა, თუმცა არ აზუსტებს, სად იმყოფება ამჟამად, რომელ ქვეყანაში.

„ჩემი ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძე არის ჯანმრთელად, თუმცა ის გარკვეულ რეაბილიტაციის კურსებს გადის. კონკრეტულად ვერ გეტყვით რომელ ქვეყანაშია, მე მის მეუღლესთან მაქვს სატელეფონო კონტაქტი და ვეკითხები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას“ – თქვა დავით გაბაიძემ.

რაც შეეხება გამოძიებას, დავით გაბაიძე ამბობს, რომ თუკი რიჟვაძესთან დაკავშირებით ვინმეს რაიმე უკმაყოფილება აქვს, ის თავად დააფიქსირებდა ამ პოზიციას.

„გამოძიებაც თავის გზას ნახავს, ბატონი თორნიკეც თავის გზას ნახავს“ – თქვა გაბაიძემ.

________________

ამ თემაზე:

დარჩენილ ცხოვრებას სინანულში გაატარებს, მისი პოლიტიკური კარიერა დასრულდა – მურმან დუმბაძე

„ამბასადორი აილენდ ბათუმი“ „ჭკვიანი ქალაქის“ კონცეფციას Arup-თან ერთად ამკვიდრებს

„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ ინოვაციურმა პროექტმა სტრატეგიული განვითარების მომდევნო ფაზა დაიწყო. აღნიშნული ფაზის ფარგლებში, შეიქმნება „ჭკვიანი ქალაქის“ (Smart City) კომპლექსური გეგმა, რომლის მიზანსაც პირველი ხელოვნური კუნძულის პროექტის, შავი ზღვის აუზში ერთ-ერთ ყველაზე მაღალტექნოლოგიურ ურბანულ გარემოდ გარდაქმნა წარმოადგენს. გლობალურ საინჟინრო და საკონსულტაციო ლიდერ Arup-თან თანამშრომლობით შემუშავებული ინიციატივის პირველი ეტაპის, ძირითად დანიშნულებას, კუნძულის მომავლის მკაფიო ტექნოლოგიურ და ოპერაციულ ხედვის ჩამოყალიბება წარმოადგენს.

პროექტი, რომელიც 84 ჰექტარზე ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი კუნძულის ზღვაში ფორმირებას ისახავს მიზნად, უკვე ფიზიკურ რეალობად იქცა: ამჟამად ზღვაში ფორმირებულია 48 ჰექტარზე მეტი ახალი ტერიტორია. ეს მნიშვნელოვანი საინჟინრო მიღწევა პროექტს საშუალებას აძლევს, მსხვილმასშტაბიანი საზღვაო ინფრასტრუქტურული სამუშაოებიდან სრულფასოვანი ურბანული განვითარების ეტაპზე გადავიდეს.

ამ ეტაპზე კუნძულზე უკვე მიმდინარეობს 600 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების საინვესტიციო პროექტები, რომლებიც დამოუკიდებელი ინვესტორების მიერ არის ინიციირებული. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ, ხაზს უსვამს პროექტის სანდოობას და „ამბასადორი აილენდს“ შავი ზღვის რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურ ურბანულ პლატფორმად აყალიბებს.

Arup-თან გაფორმებული ახალი ხელშეკრულების ძირითად ფოკუსს „ჭკვიანი ქალაქის“ ერთიანი სტრუქტურის შექმნა წარმოადგენს, რომელიც აერთიანებს მოწინავე ციფრულ ინფრასტრუქტურას, მდგრად ურბანულ დაგეგმარებასა და ოპერაციულ მართვას.

აღნიშნული სტრატეგია ოთხ ძირითად მდგენელს ეყრდნობა:

გაუმჯობესებული ხელმისაწვდომობა და მდგრადობა – კუნძულის გენერალური გეგმის შესაბამისობა გარემოსდაცვით გლობალურ სტანდარტებთან და კლიმატის მიმართ მდგრადი ინფრასტრუქტურის განვითარება.

ცხოვრების უმაღლესი ხარისხი – ისეთი ურბანული გარემოს პროექტირება, სადაც სერვისები და ინფრასტრუქტურა დინამიკურად ერგება მომხმარებლების საჭიროებებს.

ტექნიკური შესაძლებლობები სასიცოცხლო ციკლის ყველა ეტაპზე – მონაცემებზე დაფუძნებული მართვის სისტემების დანერგვა პროექტის მხარდასაჭერად, მშენებლობიდან ქალაქის გრძელვადიან ექსპლუატაციამდე.

გლობალური კონკურენტუნარიანობა – საერთაშორისო დონის სამომხმარებლო გამოცდილების შექმნა.

ამ ინიციატივის ბირთვს წარმოადგენს ჰოლისტური „ჭკვიანი ცხოვრების ხედვა“ (Smart Living Vision), რომელიც უზრუნველყოფს ციფრული და ფიზიკური ინფრასტრუქტურის ჰარმონიულ სინთეზს ურბანული გარემოში.

პროექტის გეგმა სამ ურთიერთდაკავშირებულ მასშტაბზე ვრცელდება:

ჭკვიანი შენობები – ჭკვიანი სისტემები შენობების დონეზე,  გარემოს მონიტორინგი და ენერგიის ავტომატიზებული მართვა.

ჭკვიანი დანაყოფები – ლოკალური ინფრასტრუქტურა, რომელიც აერთიანებს განახლებადი ენერგიის ოპტიმიზაციასა და ჭკვიან კომუნალურ სისტემებს.

ჭკვიანი უბნები და საჯარო სივრცეები – საუბნო მასშტაბის პლატფორმები, მათ შორის ურბანული ციფრული მოდელები და ინტეგრირებული მართვის სისტემები, რომლებიც კუნძულის გარემოს რეალურ დროში გააკონტროლებენ.

აღნიშნული სტრატეგიული მოდელი ეყრდნობა ლოკალურ კონტექსტსა და მსოფლიოს ყველაზე განვითარებული „ჭკვიანი ქალაქების“ საუკეთესო პრაქტიკებს.

„ამბასადორი აილენდი“ წარმოადგენს ცხოვრების სრულიად ახალ მოდელს შავი ზღვის რეგიონისთვის“, – აცხადებს „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალური დირექტორი, გოჩა კამკია. – „ჩვენი ამბიციაა შევქმნათ ქალაქი, სადაც ხელოვნური ინტელექტი, მდგრადი ინფრასტრუქტურა და ადამიანზე ორიენტირებული გარემო ჰარმონიულად ერთიანდება მომავლისთვის მზადმყოფი გარემოს შესაქმნელად.“

მიწის სამუშაოების ძირითადი ფაზის დასრულებითა და „ჭკვიანი ქალაქის“ გზამკვლევის ამოქმედებით, „ამბასადორი აილენდ ბათუმი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. პროექტი თვალნათლივ წარმოაჩენს, თუ როგორ შეუძლიათ მომავლის ქალაქებს გააერთიანონ მოწინავე ტექნოლოგიები, მდგრადი ინფრასტრუქტურა და გრძელვადიანი ურბანული ხედვა.

ცნობისთვის, Arup დღეისათვის მსოფლიოს 37 ქვეყანაში, 95 ოფისით ოპერირებს და 19,000-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.

დავით გაბაიძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტი დატოვა

დავით გაბაიძემ დატოვა „ოცნების“ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტი. ამის შესახებ დღეს, 30 მარტს, გამართულ ბრიფინგზე თავად დავით გაბაიძემ განაცხადა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, დავით გაბაიძის პოსტს ცოტნე ანანიძე დაიკავებს. ის აჭარის უმაღლეს საბჭოში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეა.

დავით გაბაიძემ დღეს ბრიფინგი მადლობით დაიწყო, მან, პირველ რიგში, მადლობა გადაუხადა „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს.

„დიდი ხანია ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება უნდა მიმეღო. არასრული ათი წელია ამ თანამდებობაზე ვარ, ნამდვილად დადგა დრო, რომ ჩემს ცხოვრებაში შევცვალო რამე,“ – უთხრა დავით გაბაიძემ ჟურნალისტებს. მან უარყო ის, რომ თორნიკე რიჟვაძის გამო მოსთხოვეს თანამდებობის დატოვება, ასევე ის, რომ ეს გადაწყვეტილება „ოცნების“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა მიიღო.

„კლანი არ არის ტერმინი, რომელიც უნდა გამოვიყენოთ, რადგან თორნიკე რიჟვაძე ახსენეთ, მის თანამდებობაზე მოსვლამდე ვიყავი მე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. ამ ორი ფაქტის დაკავშირება, არ მგონია, რომ სწორი იყოს,“ – აღნიშნა დავით გაბაიძემ.

„მომიწევს გაჩერება უმაღლეს საბჭოში“ – „ოცნების“ უმაღლესი საბჭოს უკვე ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ ის ინარჩუნებს დეპუტატის მანდატს, შემდეგ კი, შესაძლოა დეპუტატის მანდატიც დატოვოს. დავით გაბაიძე არ აკონკრეტებს, სად აპირებს მუშაობის გაგრძელებას.

გახდება თუ არა „ოცნების“ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე? – ჟურნალისტების კითხვაზე დავით გაბაიძემ  უპასუხა, რომ გადაწყვეტილება საბჭოს უმრავლესობამ უნდა მიიღოს, თუმცა დასძინა, რომ „მიესალმება ცოტნე ანანიძის კანდიდატურას“.

დავით გაბაიძე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე იყო ზედიზედ სამი მოწვევის უმაღლეს საბჭოში, 2016 წლიდან. ბოლოს დავით გაბაიძე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოზიციაზე „ოცნებამ“ 2024 წლის არჩევნების შემდეგ აირჩია.

დავით გაბაიძე არაა პირველი „ოცნების“ ხელისუფლებაში, რომელმაც თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვა.

2025 წლის 4 აპრილს თანამდებობა დატოვა თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის მთავრობის მაშინდელმა თავმჯდომარემ. მან მხოლოდ ფეისბუქსტატუსი დაწერა და ამ დრომდე არაფერი განუმარტავს.

დავით გაბაიძე ოჯახით ენათესავება თორნიკე რიჟვაძეს, კერძოდ, დავით გაბაიძისა და თორნიკე რიჟვაძის ცოლები ბიძაშვილები არიან.

ასევე, თორნიკე რიჟვაძის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვეს ბათუმისა და ქობულეთის არჩეულმა მერებმა: არჩილ ჩიქოვანმა და ლევან ზოიძემ. ეს 2025 წლის მაისში მოხდა.

ბათუმის საკრებულო ბულვარის გენგემას ისევ ცვლის – „სან-რემო“ ჩაამატეს

ბათუმის საკრებულო დღეს, 30 მარტს, ბულვარის განაშენიანების გენგემაში კიდევ ერთი ცვლილების შეტანას გეგმავს, რომლის მიხედვითაც დოკუმენტში სანაპიროზე არსებული რესტორანი „სან-რემოს“ შენობა აისახება, როგორც არსებული ობიექტი.

წინა მოწვევის საკრებულომ გენგემიდან ამოიღო „ამბასადორი ბათუმის“ მშენებარე ობიექტი, რომელიც თავდაპირველი გენგეგმით ბულვარისთვის შეუსაბამო იყო.

მიწის ნაკვეთი სანაპიროზე სადაც რესტორანი „სან-რემო“ ფუნქციონირებდა, მფლობელ კომპანიას, შპს „ხიდი 2006“-ს  იჯარით აქვს გადაცემული.

ბოლო 2-3 წლის განმავლობაში კომპანია რესტორნის შენობის რეკოსტრუქციას ახორციელებს და მიუხედავად იმისა, რომ სანაპიროზე მასშტაბურ ბეტონის ნაგებობას კანონი კრძალავს და ბულვარის გენგეგმასაც ეწინააღმდეგება, კომპანიამ შენობის მანამდე არსებული მასშტაბი ბევრად გაზარდა.

გარდა ამისა, ბათუმის საკრებულომ დღეს უნდა იმსჯელოს სანაპიროზე, „სან-რემოს“ მფლობელი კომპანიისთვის საიჯარი ხელშეკრულების შეცვლაზე. საკრებულოს განკარგულების პროექტით კომპანიას საიჯარო ხელშეკრულება ნაწილობრივ აღნაგობის ხელშეკრულებით უნდა შეუცვალონ.

„სან რემოს“ შენობა პირსის ჩათვლით [1416,7 კვ.მ] და მიმდებარე ტერიტორია [11 138 კვ.მ] ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაა, და ეს ქონება 2067 წლამდე იჯარით აქვს აღებული კომპანია „ხიდი 2006“-ს. ამ კომპანიის 100% წილი ბიზნესმენმა ედნარ პაპუნაიშვილმა 2017 წელს შეისყიდა და კომპანიას დღემდე თავად ფლობს. ბათუმის მუნიციპალიტეტმა კომპანიას ქონება 49-წლიანი იჯარით 2018 წლის მაისში გადასცა.

მიმდინარე მშენებლობა – ფოტო: გურამ მურვანიძე

გარდა ამისა, მერიას კომპანიის მფლობელის მოთხოვნით ხელშეკრულებაში კიდევ რამდენიმე ცვლილება შეაქვს, რომლის მიხედვითაც შპს „ხიდი 2006“-მა მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები 2 წლის ვადაში უნდა დაასრულოს. შესაბამისი ნებართვის მიღება კი 3 თვის ვადაში უნდა შეძლოს [ამ ნებართვას ისევ მერია გასცემს].

როცა „სან-რემოს“ ყოფილი შენობა დაანგრიეს და ახლის მშენებლობას იწყებდნენ, ტერიტორიაზე განთავსებული იყო საინფორმაციო დაფა, რომლის მიხედვითაც მშენებლობის ნებართვა ბათუმის მერიას 2023 წლის სექტემბერში ჰქონდა გაცემული. მშენებლობა 2025 წლის აგვისტომდე უნდა დასრულებულიყო.

განკარგულების პროექტის მიხედვით აღნაგობის უფლების მქონე პირი, შპს „ხიდი 2006“ სულ მცირე 10 მილიონი ლარის ინვესტიციის  განხორციელების ვალდებულებას აიღებს აღანაგობის უფლებით გადაცემულ ტერიტორიაზე, აღნაგობის წლიური საფასური კი წლის განმავლობაში 100 000 ლარი იქნება. შენობის მიმდებარედ კომპანიის სარგებლობაში არსებული პლაჟის წლიური საიჯარო საფასური კი – 57 705 ლარი.

ბათუმის ბულვარის გენგეგმის მომზადება ბულვარის ადმინისტრაციის დაკვეთით მოამზადეს და ამაში ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯა.

 

პროეტის პირველი ვერსია შენობის მასშტაბის გზარდას ითვალისწინებდა

მთავარი ფოტო: „სან-რემო“ დანგრევამდე, 2023 წელს / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

 

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 30 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 30 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 296 700 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +870. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 824 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 24 317 ერთეული [+4]
  • საარტილერიო სისტემა – 39 049 ერთეული [+48]
  • MLRS – 1 708 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 337 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 350 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 206 531 ერთეული [+2 471]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 491 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 86 160 ერთეული [+183]
  • სპეცტექნიკა – 4 105 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

უკრაინამ კატართან სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმა

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„იგლ ჰილსის“ პროექტი გონიოს ყოფილ პოლიგონზე, სადაც მშენებლობა შეზღუდულია აეროპორტის გამო

ბათუმში, გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია, სადაც არაბული „იგლ ჰილსის“ პროექტია დაანონსებული, მთლიანად მოქცეულია ბათუმის აეროპორტის დაცვის არეში, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ტერიტორიაზე მშენებლობა შეზღუდულია.

აეროდრომის დაცვის არეს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ადგენს და ამავე არეში შესაბამისი მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში ითანხმებს შენობა-ნაგებობების [ობიექტების] დასაშვებ სიმაღლეს.

პარალელურად, ბათუმის აეროპორტის შემთხვევაში ახალი „მორგებული უსაფრთხოების ზედაპირების, მათ შორის სიმაღლის ზონირების შემუშავებაზე“ სახელმწიფო კომპანია „საქაერონავიგაცია“ მუშაობს. ერთ-ერთი მთავარი მიზანი კი, „ბათუმისა და მის გარშემო რეგიონის მდგრადი ურბანული განვითარება“ იქნება.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით „აეროდრომის დაცვის არეში ობიექტის მშენებლობის და დასაშვები სიმაღლის დადგენის მიზანია აეროდრომის თავზე და მის სიახლოვეს დაბრკოლებებისაგან თავისუფალი საჰაერო სივრცის დაცვა, რათა ფრენების დროს არიდებულ იქნას საჰაერო ხომალდის დაბრკოლებასთან [ობიექტებთან – შენობა/ნაგებობებთან] შეჯახება.“

აეროპორტის დაცვის არის [აეროდრომის რაიონის] პერიოდულ შემოწმებას აეროპორტის/აეროდრომის ექსპლუატანტიც ახორციელებს.

ბათუმის შემთხვევაში აეროპორტის ექსპლუატანტი არის კომპანია „ტავ ჯორჯია“, რომელსაც არსებული ხელშეკრულებით ბათუმის აეროპორტის მართვის უფლება 2027 წლის აგვისტომდე აქვს.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა „ტავ ჯორჯიას“,  იგეგმება თუ არა ბათუმის აეროპორტის მართვის ვადის გაგრძელება და როდემდე?

ამასთან, კომპანიას ვკითხეთ, მოქცეულია თუ არა გონიოს ყოფილი პოლიგონის ტერიტორია აეროდრომის დაცვის არეში და მაქსიმუმ რამდენმეტრიანი შენობის აშენებაა დასაშვები ამ არეში?

„ტავ ჯორჯიას“ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მართვის ვადა მოქმედი ხელშეკრულებით მართლაც იწურება 2027 წლის აგვისტოში, თუმცა მიმდინარეობს მოლაპარაკებები  საქართველოს მთავრობასთან, რათა კონცესიის ვადა გახანგრძლივდეს [კონკრეტულ ვადას ვერ დაავასახელებთ, ვინაიდან მოლაპარაკებები მიმდინარე ეტაპზეა]“, – მოგვწერეს „ტავ ჯორჯიადან“ ჩვენი კითხვების პასუხად 2026 წლის 25 თებერვალს.

რაც შეეხება ყოფილ სამხედრო პოლიგონის ტერიტორიასთან დაკავშირებულ კითხვას, „ტავ ჯორჯიადან“ მოგვწერეს, რომ „ამ კითხვაზე პასუხის გაცემაზე ჩვენი კომპანია არ არის უფლებამოსილი. გთხოვთ, საკითხთან დაკავშირებით მიმართოთ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს.“

„ბათუმელებმა“ ყოფილი პოლიგონის ტერიტორიასთან დაკავშირებით იმავე შეკითხვით სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსაც მიმართა. სააგენტომ დაგვიდასტურა, რომ აღნიშნული ტერიტორია შედის აეროდრომის დაცვის არეში, თუმცა შენობა-ნაგებობების დასაშვებ მაქსიმალურ სიმაღლეებზე კონკრეტულად არ გვიპასუხა.

„თქვენი შეკითხვის პასუხად გაცნობებთ, რომ აღნიშნული ტერიტორია მდებარეობს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის აეროდრომის დაცვის არეში, შესაბამისად, შენობა-ნაგებობების დასაშვები სიმაღლე, მიწის დონიდან დამოკიდებული იქნება განთავსების ადგილმდებარეობაზე და სამშენებლო მოედნის შემაღლებაზე,“ – მოგვწერეს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან 2026 წლის 24 მარტს.

„ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის დაბრკოლებების შემზღუდველი ზედაპირებით შემოფარგლული აეროდრომის რაიონის [დაცვის არის] სქემის“ მიხედვით, რომელიც სააგენტოს ვებგვერდზეა განთავსებული, ყოფილი პოლიგონის ტერიტორია აეროპორტის დაცვის არის იმ ზონაშია, სადაც შენობა-ნაგებობის დაშვებული მაქსიმალური სიმაღლე 56,4 მეტრია.

ბათუმის აეროპორტის დაცვის არე / მარჯვნივ წითელი ხაზებით დაშტრიხულია გონიოს ყოფილი პოლიგონის ტერიტორია სადაც არაბული „იგლ ჰილსის“ პროექტია დაანონსებული

თუ ამ 56,4-მეტრიან ზღვარს ავიღებთ და შენობის მაქსიმალურ სართულიანობას გამოვთვლით, ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელი იქნება ის, რომ მთლიანი შენობის კონსტრუქციული ნაწილი – მიწის დონიდან სახურავის ჩათვლით [ლიფტის შახტების, პარაპეტების და ვენტილაციის დანადგარების გათვალისწინებით], არ უნდა აღემატებოდეს ამ 56,4-მეტრიან ნიშნულს [ამასთან, თუ შენობაზე დაგეგმილია რამე დეკორატიული ელემენტი, მაგალითად, შპილი ან ანძა, ისიც ამ სიმაღლეში უნდა ჩაეტიოს].

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, ყოფილი პოლიგონის ტერიტორიაზე შესაძლებელი იქნება აშენდეს:

  • საცხოვრებელი ტიპის შენობა – მაქსიმუმ 17 სართული [სტანდარტული 3-მეტრიანი ჭერით].
  • ბიზნესცენტრი – 13 სართული [თანამედროვე კომუნიკაციების გათვალისწინებით].
  • პრემიუმ სასტუმრო – 12 სართული [მაღალი ლობითა და საერთაშორისო სტანდარტით].

ეს უხეში გათვლებით, თუმცა, როგორც სააგენტოდან მოგვწერეს „შენობა-ნაგებობების დასაშვები სიმაღლე მიწის დონიდან დამოკიდებული იქნება განთავსების ადგილმდებარეობასა და სამშენებლო მოედნის შემაღლებაზე“.

ბათუმის აეროპორტი / ფოტო „ტავ ჯორჯია“. ბათუმის აეროპორტს მხოლოდ ერთი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი აქვს. „ტავ ჯორჯიადან“ თებერვალში მოგვწერეს ასევე, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარუდგინეს ბათუმის აეროპორტის გაფართოების გეგმა, თუმცა რას გულისხმობს ეს გეგმა, არ დაუკონკრეტებიათ. „2025 წელს დაფიქსირდა რეკორდული მაჩვენებელი და მგზავრთნაკადმა მიაღწია 1,2 მილიონს. ზრდის ტენდენციისა და ავიაკომპანიების მხრიდან მზარდი მოთხოვნის შესაბამისად, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ბათუმის აეროპორტის გამტარუნარიანობის გაზრდა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, რაშიც „ტავ ჯორჯია“ მზად არის ინვესტიცია განახორციელოს.“ – მოგვწერეს კომპანიიდან.

როგორაა დაცული დასაშვები სიმაღლეების საკითხი ბათუმის აეროპორტის, ასე ვთქვათ, მეორე [ქალაქის] მხარეს, ამაზე „ბათუმელები“ წლების წინ წერდა [მაშინ ახლანდელი 56,4-მეტრიანი ნიშნული კიდევ უფრო მცირე იყო – 45 მეტრი].

ვრცლად ამ თემაზე: უსაფრთხოა თუ არა ფრენებისთვის ბათუმის აეროპორტი ახალი მაღლივი მშენებლობების პირობებში

ბათუმის აეროპორტის დაცვის ზონაში დაბრკოლებათა მაქსიმალური დასაშვები სიმაღლეების დასადგენად კვლევის ჩატარებას ამჯერად „საქაერონავიგაცია“ გეგმავს და მომსახურებას ტენდერის გარეშე შეისყიდის.

კვლევის ერთ-ერთი მიზანი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისათვის „მორგებული უსაფრთხოების ზედაპირების, მათ შორის სიმაღლის ზონირების შემუშავება“ იქნება.

რა სიმაღლეებს დაადგენენ ამჯერად, წინასწარ უცნობია, თუმცა, ოფიციალურ დოკუმენტებში წერია, რომ „ამ დავალების წარმატებით შესრულება უზრუნველყოფს, როგორც საჰაერო მოძრაობის უსაფრთხო ოპერირებას, ასევე ბათუმისა და მის გარშემო რეგიონის მდგრად ურბანულ განვითარებას / ქალაქის ურბანული განვითარების მეტ მოქნილობას“.

აღსანიშნავია, რომ სამი თვის წინ საქართველოში ამოქმედდა სამოქალაქო აეროდრომის დაცვის არის დადგენისა და ამ არეში დაბრკოლებების კონტროლის ახალი წესი, რომელიც ვრცელდება როგორც აეროდრომის ექსპლუატანტზე, ისე სააერნაოსნო მომსახურების საწარმოზე – მოცემულ შემთხვევაში, „საქაერონავიგაციაზე“.

ამ თემაზე ვრცლად: ბათუმის აეროპორტთან დასაშვები სიმაღლეების დასაზუსტებლად 518 ათასი ლარი ტენდერის გარეშე დაიხარჯება

გონიოს ყოფილი პოლიგონის ტერიტორია, გარდა იმისა, რომ აეროპორტის დაცვის არეშია, ის ნაწილობრივ ან/და მთლიანად შედის „სამიგრაციო ძაბრისა“ და „ზურმუხტის ქსელში“.

ბათუმში არის ათკილომეტრიანი ე.წ. „სამიგრაციო ძაბრი“, რომელიც მსოფლიოში მესამე ადგილზეა მექსიკის და ისრაელის შემდეგ გადამფრენ ფრინველთა რაოდენობის მიხედვით. აჭარის ცას ყოველწლიურად ევრაზიიდან აფრიკისკენ გადამფრენი მილიონზე მეტი მტაცებელი ფრინველი გადაუფრენს.

ამ სამიგრაციო ძაბრის ნაწილია სწორედ ჭოროხის დელტაც, რომელიც, თავის მხრივ, შედის „ზურმუხტის ქსელში“.

„ზურმუხტის ქსელი“ კი პანევროპული ეკოლოგიური ქსელია, რომელიც ევროპის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას ემსახურება.

ამ თემაზე ვრცლად: ჭოროხის დელტა, რომლის დაცვაზეც მთავრობამ უნდა იზრუნოს, მთავრობისგანაა დასაცავი

ჭოროხის დელტას და ნაწილობრივ გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიას, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, როგორც კონკრეტულად მიგრირებადი სახეობებისთვის, ასევე ბერნის კონვენციის ამოცანებისა და, ზოგადად, ბიომრავალფეროვნების დაცვის თვალსაზრისით.

თუმცა, „ოცნების“ ხელისუფლებისთვის არც „ზურმუხტის ქსელის“ საზღვრების შენარჩუნებაა პრიორიტეტი და მისი კორექტირებაც გადაწყვეტილი აქვს.

არაბული „იგლ ჰილსის“ პროექტი რომ ჭოროხის დელტაში დაცულ ტერიტორიას შეეხება საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროში „ბათუმელებს“ ფაქტობრივად დაუდასტურეს.

სამინისტროდან გასული წლის ბოლოს მოგვწერეს, რომ საჭიროების შემთხვევაში „განისაზღვრება ზურმუხტის ქსელის ტერიტორიის მცირე ნაწილისთვის [სადაც დაგეგმილია განაშენიანება] საკომპენსაციო ღონისძიებების განხორციელების საკითხი.“

ამ თემაზე ვრცლად: Eagle Hills-ის პროექტი გონიოში დაცულ ტერიტორიასაც შეეხება

ხელისუფლების ვერსიით, არაბულმა კომპანია „იგლ ჰილსმა“ [Eagle Hills] საქართველოში [თბილისსა და ბათუმში] 6,6 მილიარდი აშშ დოლარის დეველოპერული პროექტები უნდა განახორციელოს. „იგლ ჰილსთან“ გაფორმებულ საინვესტიციო ხელშეკრულებას კი, კომერციული საიდუმლოს სტატუსი აქვს მინიჭებული.

ვინაიდან ხელშეკრულების დეტალები გასაიდუმლოებულია, გამორიცხული არაა ყოფილ პოლიგონზე მაღალი შენობების აშენების გარანტია სახელმწიფოს უკვე მიცემული ჰქონდეს არაბული კომპანიისთვის.

საქართველოში რეგისტრირებულია კომპანია „იგლ ჰილს საქართველო“, რომლის 33.33% პროცენტი საქართველოს[სახელმწიფოს] ეკუთვნის, 66,67 პროცენტი კი – „იგლ ჰილს დეველოპმენტ ჰოლდინგ ლიმიტედს“.

„იგლ ჰილს საქართველოს“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრებად ფიქსირდებოდნენ საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ირაკლი ნადარეიშვილი და თორნიკე ზირაქიშვილი – სსიპ „აწარმოე საქართველოს“ დირექტორის მოადგილე. თუმცა, 2026 წლის 26 თებერვალს ზირაქიშვილმა სამეთვალყურეო საბჭო დატოვა.

„Eagle Hills-თან“ თანამშრომლობის ფარგლებში აჭარის მთავრობამ სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა გონიოსთან, ზღვისპირას მდებარე ჯამში 2,57 მილიონი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთები, ძირითადად, ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია.

ამ თემაზე: გონიოში 257,9 ჰექტარი მიწა Eagle Hills-ისთვის მისაცემად აჭარამ სახელმწიფოს გადასცა

„ოცნების“ ხელისუფლება დაახლოებით თვენახევრის წინ ირწმუნებოდა, რომ „იგლ ჰილსმა“ წინასწარი გაყიდვები დაიწყო კრწანისის პროექტში და უკვე 267 ბინა გაყიდა.

ბათუმის აეროპორტი და მიმდებარე ტერიტორია

მთავარი ფოტო: ბათუმის აეროპორტი/„ტავ ჯორჯია“

 

 

„ამოიღეთ ძაღლების გაქრობის მუხლი კანონიდან“ – ცხოველთა დამცველების პროტესტი ბათუმში

დღეს, 29 მარტს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, აქცია გამართეს ცხოველთა მოყვარულებმა, დამცველებმა და კინოლოგებმა.

მათი მთავარი მოთხოვნაა კანონმდებლობიდან ამოიღონ ის ჩანაწერი, რომელიც ქუჩაში აყვანილი ცხოველის გარკვეულ ლოკაციაზე უკან დაბრუნებას გამორიცხავს – მათ შორის საზოგადოებრივი კვების ობიექტთან, აგრარულ ბაზრებთან, სასტუმროსთან, სკოლებთან.

აქციის მონაწილეთა თქმით, მათთვის ბუნდოვანია, თუ რას უპირებენ ასეთ ადგილებში აყვანილ ძაღლებს და შესაბამისად, ეს ჩანაწერი პირდაპირ მიანიშნებს, რომ მოხდება ამ ძაღლების ევთანაზია.

ცხოველების უფლებადამცველთა და მოყვარულთა აქცია ბათუმში / 29.03.2026

„დღეს თბილისშიც არის მორიგი აქცია და ყველა ცხოველთა დამცველს ვუერთდებით ბათუმიდან. ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი პროგრამაზე, რომელიც ასტერილიზებს ძაღლებს ან გადაჰყავთ დაჩიპვაზე, აცრაზე. გვაქვს ერთადერთი მოთხოვნა – აუცილებლად ამოღებული უნდა იქნეს შესაბამისი განკარგულების ის ნაწილი, რომელიც პირდაპირ გამოხატავს ძაღლების აშკარად გაქრობას, დახოცვას, მკვლელობას, ევთანაზიას. ამ ეტაპზე მხოლოდ და მხოლოდ ვაპროტესტებთ აი ამ კანონს. ეს პუნქტი აუცილებლად უნდა ამოიშალოს.“ – ამბობს ცხოველთა დამცველი ნონა ჯიქია.

საპროტესტო აქცია ცხოველთა უფლებადამცველებმა თბილისში 14 მარტსაც გამართეს.

ამ თემაზე: „ვეწინააღმდეგებით კატეგორიულად ამ ჩანაწერს“- რას უპირებს „ოცნება“ მიუსაფარ ცხოველებს?

2026 წლის 25 თებერვლის 412-ე განკარგულებით დამტკიცდა ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის 2026 წლის პროგრამა, რომელშიც აღნიშნულია:

„აკრძალულია ძაღლის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებასთან, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასთან, სამედიცინო დაწესებულებასთან, საზოგადოებრივი კვების ობიექტთან, აგრარულ ბაზრებთან, სასტუმროსთან და საბავშვო და სპორტულ მოედნებთან დაბრუნება. ასეთ შემთხვევაში, უნდა შეიცვალოს გარემოში დაბრუნების ლოკაცია.“

„ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეგულირების დროებითი წესის [პროგრამის] დამტკიცების შესახებ“ მთავრობის 2026 წლის 27 თებერვლის 92-ე დადგენილებით კი პროგრამა 2027-2028 წლებშიც უნდა განხორციელდეს.

ამ დადგენილებით, „იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის, ანტირაბიული ვაქცინაციის, კასტრაციის/სტერილიზაციისა და საჭიროების შემთხვევაში, ტესტირების [ლეიშმანიოზი, ჭირი] ჩატარების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელდება უპატრონო/ მიკედლებული ძაღლების დაჭერა და შემდეგ ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფრებში გადაყვანა… [შესაბამისი] ღონისძიებების ჩატარების შემდგომ სააგენტოს მიერ განხორციელდება ძაღლების გარემოში დაბრუნება.“

თუმცა, ამ შემთხვევაშიც –

„აკრძალულია ძაღლის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებასთან, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასთან, სამედიცინო დაწესებულებასთან, საზოგადოებრივი კვების ობიექტთან, აგრარულ ბაზრებთან, სასტუმროსთან და საბავშვო და სპორტულ მოედნებთან დაბრუნება. ასეთ შემთხვევაში, უნდა შეიცვალოს გარემოში დაბრუნების ლოკაცია.“

„უბრალოდ მინდა კითხვა დავუსვა სასურსათოს, ან ვინც ხელი მოაწერა ამ კანონს: ძაღლი, რომელიც არ უნდა იქნეს დაბრუნებული არეალში — ბაღებთან, სკოლებთან, პარკებთან, რესტორნებთან… სად უნდა იყოს მაშინ ის ძაღლი, რომელიც ადამიანის მეგობარია და რომელსაც არ შეუძლია ცხოვრება ადამიანის გარეშე? იქ, სადაც მოიპოვებენ საკვებს, სადაც აჭმევს ხალხი… მე და სხვა ცხოველთა მოყვარულები ყოველდღე ქუჩა-ქუჩა დავდივართ და ვაჭმევთ მიუსაფრებს. სად უნდა წავიდნენ ეს ძაღლები? რომელ არეალში უნდა იქნან გადაყვანილი?

ესე იგი, ძაღლები უნდა გადაიყვანონ ტყეში ტურებთან და მგლებთან და მოკვდნენ შიმშილით? ეს ხომ გენოციდია? არ შეიძლება ეს! ძაღლი უნდა ცხოვრობდეს იქ, სადაც ადამიანები არიან,“ – ამბობს ნონა ჯიქია.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ „დღესაც ქრებიან ბათუმიდან ძაღლები. სასურსათო ყველგან დადის და გაჰყავთ. ამ ეტაპზე ჯოჯოხეთია მოწყობილი. წერილობითაც მივმართეთ, პეტიციაც შევქმენით, ყველაფერი გავაკეთეთ.“

ნონა ჯიქიას თქმით „გურჯაანში, თელავში — მთელ კახეთში საშინელება ხდება. ასევე იმერეთში. ოჯახებიდანაც კი გაჰყავთ ძაღლები, იპარავენ პატრონიან ძაღლებს. ბავშვს ხელიდან ტირილით გამოსტაცეს თავისი ძაღლი სეირნობისას და წაიყვანეს.“

ცხოველების უფლებადამცველთა და მოყვარულთა აქცია ბათუმში / 29.03.2026

სურსათის ეროვნული სააგენტო ამ ეტაპზე 364 ცალ ძაღლის დასაჭერ სახელურიან მარყუჟს ყიდულობს. მარყუჟების შესყიდვაზე სააგენტომ ელექტრონული ტენდერი 436 800 ლარით გამოაცხადა, ანუ 1 ცალი მარყუჟის შესყიდვის მაქსიმალური ფასი 1 200 ლარია.

„მე გახლავართ ცხოველთა დახმარებისა და გადარჩენის გუნდის, „ბორა-ბორას“ ხელმძღვანელი. ჩვენ დღეს აჭარიდან ვუერთდებით თბილისში გამართულ ცხოველთა დამცველთა და მოყვარულთა აქციას და ვითხოვთ მკვლელი კანონის შეჩერებას.

არ მეგონა, თუ 21-ე საუკუნეში ჩვენ მოგვიხდებოდა ბრძოლა მიუსაფართა სიცოცხლის გადასარჩენად. მდგომარეობა მართლაც საგანგაშოა. ყოველდღიურად უგზო-უკვლოდ ქრებიან ჩვენი ოთხფეხა მეგობრები. მიჰყავთ საჭდიანი, სტერილიზებული და ვაქცინირებული მიკედლებული ცუგები და ის ადამიანები, რომლებიც წლებია მათზე ზრუნავდნენ, ვერსად პოულობენ მათ.

მივმართავ მთავრობას, შეაჩერონ ეს დადგენილება და ჰუმანური გზით მოხდეს მიუსაფრების პრობლემების მოგვარება.“ – ამბობს ცხოველთა უფლებების დამცველი, „ბორა-ბორას“ ხელმძღვანელი, ლანა შაშიაშვილი.

მიუსაფარი ცხოველების დასაცავად აქცია ბათუმში გასული წლის აგვისტოშიც გაიმართა:

ბათუმიდან წაიყვანეს აცრილი ძაღლები, პროგრამაზე კი 4,8 მილიონს ხარჯავენ – ცხოველთა დამცველები

„მინდა გავამახვილო ყურადღება ბათუმის თავშესაფარზეც, რომელიც ჩაქვში შენდებოდა. დაიწყეს მშენებლობა, მაგრამ ამ ეტაპზე შეაჩერეს. რატომ? დავსვით კითხვა და აღმოჩნდა, თურმე არ ვარგა მიწა, არ ვარგა გრუნტი და ამიტომ არ აშენდება თავშესაფარი. მაშინ რა უნდა ვქნათ?“ – კითხულობს ნონა ჯიქია.

ამ თემაზე:

ბათუმში ისევ შეჩერდა მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის მშენებლობა – „გრუნტი შესასწავლია“

ბათუმი-სარფის ახალი გზისთვის ქალაქი ქონებას სახელმწიფოს გადასცემს

ხელვაჩაურის სოფელ ახალსოფელში მდებარე მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ ნაგებობებს, რომლებიც ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია, ქალაქი სახელმწიფოს გადასცემს. მიწის ნაკვეთის ფართობი 7 824, ხოლო შენობა-ნაგებობების საერთო ფართობი 5 992 კვადრატული მეტრია.

ქონების გადაცემა, როგორც ბათუმის მერიის მიერ მომზადებულ დოკუმენტებშია აღნიშნული, ბათუმი-სარფის ახალი გზის პროექტს უკავშირდება.

საკითხი ბათუმის საკრებულომ 30 მარტს სხდომაზე უნდა განიხილოს.

ბათუმის მერიის მიერ მომზადებულ განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ მერიაში 2025 წლის 24 ნოემბერს შევიდა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წერილი, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ სააგენტოში წარდგენილ კორესპონდენციასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალსოფელში მდებარე მიწის ნაკვეთის დაყოფას და ნაწილის 7 823 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის სახელმწიფოსათვის საკუთრებაში გადაცემას – შემდგომში გზების დეპარტამენტისათვის სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზნით.

გზების დეპარტამენტის წერილში კი აღნიშნულია, რომ ეს ქონება ბათუმი-სარფის გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებშია მოქცეული.

შესაბამისად, მერიამ სოფელ ახალსოფელში მდებარე  20 000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი დაყო ორ საკადასტრო ერთეულად: 12 160 და 7 824 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის
ნაკვეთად.

განმარტებითი ბარათიდან ირკვევა, რომ სახელმწიფოსთვის გადასაცემ 7 824 კვადრატული მეტრი ფართობის ნაკვეთზე ე.წ. „ახალსოფლის სათბურებია“ განთავსებული და ეს ქონება ბათუმის გამწვანების სამსახურზე იყო გადაცემული სარგებლობაში.

მოწითალო ფერით მონიშნულია ქონება, რომელიც ბათუმმა სახელმწიფოს უნდა გადასცეს

ამიტომ, ბათუმის მერიამ მიმართა ა(ა)იპ „ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურს“ და მოსთხოვა აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე ორგანიზაციის უზუფრუქტის უფლების შეწყვეტა. გამწვანების სამსახურმა 2026 წლის 12 მარტს მერიაში გადააგზავნა [უზუფრუქტის] უფლების შეწყვეტის თაობაზე თანხმობის წერილი.

„ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია განხორციელდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალსოფელში მდებარე 7 824 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების: №1 საერთო ფართი: 5980,91 კვ.მ და №2 საერთო ფართი: 11,17კვ.მ და №3 სახელმწიფოსთვის საკუთრებაში გადაცემა“. – წერს მერია განმარტებით ბარათში, რომელიც საკრებულოშია გადაგზავნილი.

აღსანიშნავია, რომ ბათუმი-სარფის გზის მშენებლობის პროექტის გამო, რამდენიმე ოჯახს ბათუმსა და ხელვაჩაურის სოფელ ახალსოფელში კერძო საკუთრებას ექსპროპრიაციის წესითაც დაათმობინებენ.

ამ და ბათუმი-სარფის ახალი გზის პროექტზე უფრო დეტალურად ნახეთ ამ ბმულზე:

მკვლელი შემოვლითი გზა – რას შეცვლის ხელისუფლება 15 წლის ლიკას დაღუპვის შემდეგ

 

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 29 მარტის 21 საათიდან 30 მარტის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი. წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
  • ღამით: 7 – 12 გრადუსი სითბო

მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 6 – 11 გრადუსი სითბო
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 2 – 7 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 2 გრადუსი ყინვა

ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +11 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, ბათუმსა და მთლიანად აჭარაში 31 მარტს და 1-ელ აპრილს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

 

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 29 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 29 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 295 830 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 360. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 820 ერთეული [+8]
  • ჯავშანტექნიკა – 24 313 ერთეული [+16]
  • საარტილერიო სისტემა – 39 001 ერთეული [+65]
  • MLRS – 1 707 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 337 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 350 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 204 060 ერთეული [+1 948]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 491 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 85 977 ერთეული [+181]
  • სპეცტექნიკა – 4 105 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

უკრაინამ კატართან სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმა

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

კომპანიამ ბათუმში კერძო სახლები დაანგრია და 1,4 ჰექტარზე კორპუსების აშენებას გეგმავს

ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩიდან კომახიძის ქუჩამდე ერთ კვარტალს სამშენებლოდ ამზადებენ. ტერიტორიები შეისყიდა 2022 წელს დაფუძნებულმა კომპანიამ, რომელსაც ედნარ პაპუნაიშვილი ფლობს.

კერძო კომპანიამ აქ ჰექტარ-ნახევარი ტერიტორია გამოისყიდა. ორ საკადასტრო ერთეულზე ერთი დაუსრულებელი კორპუსისა და დაბალსართულიანი ფუნქციური შენობების დემონტაჟი თითქმის დასრულებულია. შენობებისგან უკვე გამოთავისუფლებულია ტერიტორიის დიდი ნაწილი.

ბათუმი, გრიბოედოვის ქუჩა

ბათუმი, გრიბოედოვის ქუჩა

კომპანიის საკუთრებაში არსებული ტერიტორია მოიცავს გრიბოედოვის #62, 64, 64 ა-ში  რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს, ჯამში 14 931 კვადრატულ მეტრს.

საპროექტო ტერიტორია

ადგილზე კომპანიის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ აქ ოთხი 30-სართულიანი კორპუსის მშენებლობა იგეგმება. დოკუმენტებით კი ირკვევა, რომ მიწის ნაკვეთების მფლობელმა კომპანიამ ტერიტორიის ნაწილზე დემონტაჟის ნებართვა 2024 წელს მიიღო, რომელსაც ყოფილი მერი არჩილ ჩიქოვანი აწერს ხელს.

2026 წლის თენერვალში კი ახალმა მერმა გიორგი ცინცაძემ იმავე ტერიტორიაზე კიდევ ერთი ახალი ნებართვა გასცა, ეს ნებართვაც დემონტაჟის სამუშაოებს ითვალისწინებს მიწის ნაკვეთის უკვე სხვა ნაწილში.

სამშენებლო ტერიტორია ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე

„ბათუმელებისთვის“ ცნობილი გახდა ისიც, რომ  შპს „ოპუს ცენტრმა“ მერიას გეგმარებითი დავალების გაცემის მოთხოვნით უკვე მიმართა. წარდგენილი აქვს წინასაპროექტო კვლევა განაშენიანების დეტალური გეგმის ინიცირებისთვის.

დოკუმენტებით ასევე ირკვევა, რომ კომპანიას ამ ზონაში დადგენილი კოეფიციენტის გადამეტება სურს.

წინასაპროექტო კვლევის მიხედვით, სამშენებლო ტერიტორიას ორ ნაწილად ჰყოფენ და მას სექტორებს უწოდებენ. დოკუმენტების მიხედვით ასევე ირკვევა, რომ ერთი სექტორისთვის ერთმანეთზე გადაბმული ბლოკებისგან შემდგარი კომპლექსის მშენებლობას მოიაზრებენ.

ესკიზი – ეს არ არის საბოლოოდ შეთანხმებული პროექტის ესკიზი. ის გვაჩვენებს, როგორ განაშენიანება სურს ტერიტორიის მფლობელს

ერთ-ერთ მიწის ნაკვეთზე, რომელიც კომპანიამ სამშენებლოდ შეისყიდა, დაუმთავრებელი ნაგებობა იდგა, მეორე მიწის ნაკვეთზე ფუნქციური დაბალი განაშენიანება იყო.

სამშენებლო ტერიტორია ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე

პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ამ ნაგებობის მშენებლობაზე ნებართვა 2007 წელს არის გაცემული, ნაბართვის მფლობელებად შპს „ლუდი ბათუმური“ და სს „ბათუმის რძის ქარხანა“ ფიქსირდებობდნენ. მშენებლობა 2010 წლის 7 დეკემბერს უნდა დასრულებულიყო.

აშენდა 3 სართული კარკასი, შემდეგ კი მშენებლობა შეჩერდა.

სამშენებლო დოკუმენტებში ვკითხულობთ ასევე, რომ საკრებულოს 2024 წლის 12 ივლისის განკარგულებით, იმავე მისამართზე დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების მიზნით ხელშემწყობ ღონისძიებად კოეფიციენტის გადამეტება დასაშვებად მიიჩნიეს.

კომპანიის წარმომადგენელი სამშენებლო დოკუმენტებში პროექტის საგადასახადო ნაწილისგან გათავისუფლებაზეც საუბრობს:

„არსებობს ასევე საგადასახადო ნაწილისგან გათავისუფლების გარემოებები. საქართველოს საგადასახდო კოდექსში განხორციელებულმა ცვლილებებმა საშუალება მისცა 2008 წლის 8 აგვისტოს ომამდე დაწყებული მშენებლობები გათავისუფლდნენ დამატებული ღირებულების გადასახადისაგან. შეღავათების გამოსაყენებლად საჭიროა დაუსრულებელი მშენებლობა მოხვდეს იმ ობიექტების ნუსხაში, რომლებიც აკმაყოფილებს საგადასახადო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.

აღნიშნულზე გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი, უფლებამოსილი ორგანო. სწორედ ამიტომ გდგ-ს ინიცირების ფარგლებში, ნაკვეთი, რომელზეც დღეს არსებობს დაუსრულებელი მშენებლობა, ფართობის და საკადასტრო კოდის ცვლილების გარეშე, იცვლის კონფიგურაციას და ადგილმდებარეობას.“

დოკუმენტების მიხედვით, კომპანია გაჩერებული მშენებლობის საცხოვრებელი კორპუსებით ჩანაცვლებას გეგმავს:

„პროექტის მიზანია გაჩერებული მშენებლობის ჩანაცვლებით – საცხოვრებელი, სოციალური და კომერციული ფუნქციების განვითარებისათვის კომფორტული, უსაფრთხო, სხვადასხვა აქტივობებით და ფუნქციებით დატვირთული გარემოს შექმნა. გარემო მორგებული იქნება შშმ პირთა და ყველა ასაკობრივი ჯგუფებისათვის თანამედროვე მიდგომებით დაგეგმარებული სივრცის მოწოდებაზე.“

ტერიტორიაზე შემოთავაზებულია ორი სამშენებლო და ერთი არასამშენებლო სექტორის ჩამოყალიბება.

„საპროექტო გადაწყვეტით ხდება ქუჩებით გარსშემორტყმული კვარტალის, თითქმის სრული არეალს ათვისება. ახალი ურბანული დოკუმენტავიის დამტკიცებისთანავე, ძალადაკარგულად ჩაითვლება 2024 წლის 12 ივლისის განკარგულება და დაგეგმილი პროექტის მსვლელობა გაგრძელდება უკვე გდგ-ს ფარგლებში დაშვებული მაკომპენსირებელი ღონისძიებებით მოთხოვნილი შედარებით დაკლებული კოეფიციენტებით.“

შპს „ოპუს ცენტრი“ იგივე „გთემ კონსტრაქშენი“ [კომპანიამ სახელი შეიცვალა ] 2022 წელს დაფუძნებული კომპანიაა და მას ედნარ პაპუნაიშვილი ფლობს. პაპუნაიშვილს სხვა კომპანიებიც აქვს, მათ შორის „ხიდი-2006“, რომელსაც პლაჟზე იჯარით აქვს აღებული რესტორან „სან-რემოს“ შენობა და მიმდებარე ტერიტორია.

„ამბასადორი“ ხელოვნური კუნძულისთვის ჭოროხიდან ულიცენზიოდ კიდევ 301 140 კუბ/მ ხრეშს ამოიღებს

მდინარე ჭოროხის კალაპოტის სამ უბანზე, დაახლოებით 15 ჰექტარ ფართობზე, კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ დამატებით 301 140 კუბურ მეტრ ქვიშა-ხრეშს ულიცენზიოდ ამოიღებს.

მთავრობის განკარგულებით, კომპანია ერთი წლით გათავისუფლდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან და მიეცა უფლება, აღნიშნული რაოდენობის მასალა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლების, ჭარნალისა და თხილნარის ტერიტორიაზე [ჭოროხის კალაპოტში] მოიპოვოს.

„სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, ქალაქ ბათუმში, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩის მიმდებარედ, შავი ზღვის აკვატორიაში ხელოვნური კუნძულის/ნახევარკუნძულის მოწყობის მიზნით, შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ 12 თვის ვადით გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან…“ — აღნიშნულია განკარგულებაში, რომელსაც ხელი ირაკლი კობახიძემ 2026 წლის 18 მარტს მოაწერა.

ამავე განკარგულებით, „ამბასადორი“ ვალდებულია მოპოვებული რესურსი მხოლოდ ხელოვნური კუნძულის პროექტისთვის გამოიყენოს. ამასთან, ლიცენზიისგან გათავისუფლების სანაცვლოდ, კომპანიამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტში 392 791 ლარი უნდა გადაიხადოს.

მოპოვების ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში, კომპანიამ მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს უნდა წარუდგინოს ინფორმაცია ამოღებული რესურსის ზუსტი ოდენობის შესახებ. პირობების შესრულებაზე კონტროლს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი განახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ ხელოვნური კუნძულის მშენებლობისთვის „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ლიცენზიისგან არაერთხელ გათავისუფლდა. კომპანია მასალებს სხვადასხვა წერტილში, მათ შორის, ჭოროხის კალაპოტში მოიპოვებს. თავად გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი კი მშენებლობის პროცესში კომპანიის მხრიდან დაფიქსირებულ დარღვევებზეც წერს.

ვრცლად: 41 ჰექტარი ტერიტორია ხელოვნური კუნძულისთვის – რა დარღვევებზე წერს გარემოსდაცვითი დეპარტამენტი

სპეციალისტების მტკიცებით, ჭოროხიდან ხრეშის ამოღება მშენებლობისთვის დაუშვებელია და ეს მასალა სრულად ბათუმის ნაპირგამაგრებას უნდა მოხმარდეს, რასაც ხელისუფლება წლებია არ ითვალისწინებს.

ბათუმის სანაპირო ზოლის დასაცავად და პლაჟის ხელოვნური კვებისთვის, ყოველწლიურად მინიმუმ 120 000 კუბური მეტრი ხრეშის შეტანაა აუცილებელი. ამ მიზნით ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი უკვე დაიხარჯა და მომავალშიც დაიხარჯება.

სახელმწიფო სტრუქტურებში აღიარებენ, რომ ბათუმის სანაპიროს ზღვისგან დასაცავად ახალი სტრატეგიაა შესამუშავებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში კატასტროფა გარდაუვალია, თუმცა ამ სტრატეგიაზე მუშაობა ჯერ არ დაწყებულა.

ვრცლად: 7,7 მილიონი ბათუმისა და ქობულეთის პლაჟების დროებით შესანარჩუნებლად – დაუცველი სანაპირო

„ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ბათუმში ბეტონის ქარხანასაც აშენებს, ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე. თავდაპირველი გეგმით, ქარხანა ხელოვნურ ნახევარკუნძულზე უნდა განთავსებულიყო, თუმცა კომპანიამ გადაწყვეტილება შეცვალა.

ვრცლად ამ თემაზე:

ბათუმში ტერიტორია, სადაც 93 000 კუბ/მ სახიფათო ნარჩენია, საცხოვრებელ ზონად განიხილება

 

მთავარი ფოტო: ხელოვნური ნახევარკუნძულის მშენებლობა ბათუმში / „ბათუმელების“ არქივიდან

 

სურსათის სააგენტო ძაღლის დასაჭერ მარყუჟებს ყიდულობს – ტენდერი 436 800 ლარით

სურსათის ეროვნული სააგენტო 364 ცალ ძაღლის დასაჭერ სახელურიან მარყუჟს ყიდულობს.

მარყუჟების შესყიდვაზე სააგენტომ ელექტრონული ტენდერი 436 800 ლარით გამოაცხადა, ანუ 1 ცალი მარყუჟის შესყიდვის მაქსიმალური ფასი 1 200 ლარია.

„364 ცალი ძაღლის დასაჭერი სახელურიანი მარყუჟი / მახასიათებლები: ლასო – ფოლადის იზოლირებული ბაგირით, 360°-ით მბრუნავი თავით, ფიქსატორით, სათადარიგო ბაგირით და მარყუჟის ქვედა ნაწილი პლასტმასით ან ალუმინით. სიგრძე: ტელესკოპური რეგულირებადი 130 – 180 სმ.“ – აღნიშნულია ტენდერში.

ტენდერში სავარაუდო ვიზუალისთვის ატვირთულია ფოტოც:

ძაღლების დასაჭერი / ვიზუალი / მსგავსის შეძენას გეგმავს სურსათის სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტო ასეთ მარყუჟებს პირველად ყიდულობს.

შესყიდვების პორტალზე კატეგორიაში – „საპოლიციო მოწყობილობები / ძაღლების თავდასხმის მოსაგერიებელი საშუალებები“ – სააგენტოს სხვა შესყიდვა განხორციელებული არ აქვს.

განახლება: ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 14 აპრილს დასრულდა. შესყიდვების პორტალის მიხედვით ამ დროისთვის სააგენტოს შპს „ჯგ 20.26“ მარყუჟებს 95 500 ლარად სთავაზობს. აღნიშნული კომპანია 2026 წლის 10 მარტსაა რეგისტრირებული, ანუ ტენდერის გამოცხადებამდე 15 დღით ადრე. კომპანიის წილებს ფლობენ მარიამი ჭიპაშვილი /საქართველო/და ირაკლი ჯალაღონია /ორმაგი მოქალაქე საქართველო, რუსეთის ფედერაცია/. კომპანიის დირექტორია ირაკლი ჯალაღონია. ტენდერი შერჩევა-შეფასების ეტაპზეა, შესაბამისად, ჯერ უცნობია მონაწილეობს თუ არა სხვა პრეტენდენტებიც.

საქმე იმაშია, რომ „ოცნების“ მთავრობის დადგენილებით, 2026 წლის 1-ლი ივლისიდან 3 წლის განმავლობაში კონკრეტული ჯიშის ძაღლების მოშენებაზე მორატორიუმი წესდება.

დადგენილების მიხედვით, მომეტებული რისკის მქონე ძაღლებად დასახელებულია:

  • ამერიკული პიტ ბულ ტერიერი; ფილა ბრაზილეირო; სტაფორდშირის ტერიერი; არგენტინული დოგი; ტოსა ინუ; კანე კორსო; სტაფორდშირ ბულ ტერიერი.

მორატორიუმი გავრცელდება სხვა ჯიშის ძაღლებზეც, კერძოდ, ესენია:

  • ჰასკი; მალამუტი; ლაიკა.

მორატორიუმის მოქმედების პერიოდში მორატორიუმზე კონტროლს განახორციელებენ სურსათის ეროვნული სააგენტო და მუნიციპალიტეტების უფლებამოსილი ორგანოები.

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით „ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეფორმა ცხოველის მეპატრონეების პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. პროგრამის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით [გარდა თვითმმართველი ქალაქებისა] სააგენტო უზრუნველყოფს პატრონიანი ძაღლების:

ცოფის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაციას;
ძუ ძაღლების სტერილიზაციას;
ჩიპირებას;
იდენტიფიკაციასა და ერთიან ბაზაში რეგისტრაციას“.

ამასთან, სააგენტოს განცხადებით „იდენტიფიკაცია/რეგისტრაცია მეპატრონეების პასუხისმგებლობის გაზრდას შეუწყობს ხელს. ერთიანი ბაზით შესაძლებელი გახდება ქუჩაში დატოვებული ცხოველის მეპატრონის იდენტიფიცირება. ასეთი მეპატრონეები კი, კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდებიან.“

ამ თემაზე:

პიტ ბულის, ჰასკის და კიდევ რამდენიმე ჯიშის ძაღლის მოშენება დროებით იკრძალება

ბათუმის ქუჩის ძაღლები ორი „პატრონის“ ხელში – რაში იხარჯება 832 ათასი ლარი ბიუჯეტიდან

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 28 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 28 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 294 470 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 300. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 812 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 24 297 ერთეული [+10]
  • საარტილერიო სისტემა – 38 936 ერთეული [+73]
  • MLRS – 1 707 ერთეული [+7]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 337 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 350 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 202 112 ერთეული [+1 501]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 491 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 85 796 ერთეული [+227]
  • სპეცტექნიკა – 4 105 ერთეული [+5]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსულმა დრონმა ლვივში იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები დააზიანა – უკრაინის საგარეო

უკრაინამ რუსეთის ბალტიის ზღვის მთავარ ნავთობტერმინალს დაარტყა

 

 

რუსეთის დაზვერვა ორბანზე მკვლელობის ინსცენირებას გეგმავდა – რას წერს მედია ევროპულ დაზვერვაზე დაყრდნობით

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook
Exit mobile version