უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 207 910 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 000. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
ტანკი – 11 481 ერთეული [+4]
ჯავშანტექნიკა – 23 845 ერთეული [+4]
საარტილერიო სისტემა – 35 642 ერთეული [+33]
MLRS – 1 586 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 266 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 434 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 97 684 ერთეული [+552]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 136 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 72 247 ერთეული [+127]
სპეცტექნიკა – 4 035 ერთეული [+1]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 30 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
669 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
105 823 უპილოტო საფრენი აპარატი
641 საზენიტო სარაკეტო სისტემა
26 796 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 634 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
32 260 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
50 404 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ბათუმის სოციალური მომსახურების სააგენტომ უფასო სასადილოების დაფინანსება სრულად ვერ აითვისა – 610 000 ლარი მორჩა. მერიაში ირწმუნებიან, რომ ერთი ბენეფიციარის კვებისთვის, სპეციალისტების მიერ გამოთვლილი კალორაჟის შესაბამისად, 3 ლარი და 60 თეთრი აქვთ დღეში გათვალისწინებული. დოკუმენტების მიხედვით,რომლებიც „ბათუმელებმა“ შეისწავლა, ხარჯი ერთ ადამიანზე დღეში 2 ლარზე ნაკლებია. სინამდვილეში კი 1 ლარსა და 57 თეთრს ხარჯავენ.
ეკონომია ელექტრონულ შესყიდვებში დაფიქსირებული კლებით და პროგრამაში ბენეფიციარების ჩართულობის ინტენსივობით ახსნა მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა [მოვალეობის შემსრულებელი], გიორგი სურმანიძემ.
ბათუმის საკრებულოს სხდომაზე, სადაც 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში ჩაიბარეს, საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი სურმანიძემ განმარტა, რომ ეკონომია ბენეფიციართა სწრებადობასთანაც კავშირშია. „მაგალითად, პროგრამა გათვლილია 7 ათას ბენეფიციარზე, რიგ შემთხვევებში რეალურად დაესწრო 6 ათასი ბენეფიციარი“, – აუხსნა საკრებულოს წევრებს საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა.
მერიის მთავარი ფინანსისტი საკრებულოს ასევე არწმუნებდა, რომ წინასწარ შეთანხმებულ რაციონს არაფერი მოჰკლებია. „სპეციალური კალკულაციით ხდება კვებითი ნორმის შედგენა, რაც სრულად შეესაბამება კანონმდებლობას“, – აუხსნა მან საკრებულოს წევრებს.
იმავესხდომაზემერიისმთავარიფინანსისტისგანგავიგეთისიც, რომმუნიციპალურისასადილოერთბენეფიციარის ულუფაზე დღეში 3 ლარსდა 60 თეთრსხარჯავს. მაგრამ ესსიმართლესარშეესაბამება.
„3 ლარად და 60 თეთრად უნდა ვაჭამოთ და აქ კიდევ ეკონომია გვაქვს, ცოტა სასაცილო ხომ არ არის… ეს სწორი ამბავია, როგორ ფიქრობთო“, – იკითხა სხდომაზე, საკრებულოს წევრმა, ვაჟა დარჩიამ.
სასადილოებში ნახევარი მილიონის ეკონომიის მიღების განხილვა სხდომაზე დიდხანს არ გაგრძელებულა, სხვა საკითხებზე გადავიდნენ.
„ბათუმელებმა“ სცადაიმისგარკვევა, როგორმოახერხამერიისსოციალურმასამსახურმა, როგორც თავად ამტკიცებენ,ერთიბენეფიციარისგამოკვებადღეში 3.60 ლარზენაკლებადისე, რომპროგრამისბიუჯეტშინახევარ-მილიონზემეტისეკონომიამიიღო. აღმოჩნდა, რომსაქმეგაცილებითუფროდრამატულადაადაერთიბენეფიციარისთვისმერიასსინამდვილეში 3.60 ლარიც კი არ აქვსგათვალისწინებული –რეალურად, დაფინანსებაგაცილებითნაკლებია:
ბათუმის მერიის ექვსი მუნიციპალური სასადილო 7 650 ბენეფიციარს ემსახურება. სასადილოები ყოველ დღე მუშაობს. შესაბამისად, მერიას ერთი ბენეფიციარის გამოსაკვებად წლის განმავლობაში 1314 ლარი სჭირდება [3.60 ლარიდან], 7 650 ბენეფიციარისთვის კი 10 მილიონ 052 100 ლარი დასჭირდებოდა. თავდაპირველად დამტკიცებული ბიუჯეტის მიხედვით, 2025 წელს მუნიციპალური სასადილოების დაფინანსება მთლიანობაში მხოლოდ 7 382 100 ლარი იყო [105 თანამშრომლის ხელფასების და სხვა ხარჯის ჩათვლით], საიდანაც 610 000 ლარი მორჩათ.
რა ხდება? – მერიას ვთხოვეთ საკრებულოს სხდომაზე გამოცხადებული ციფრები ჩვენთვის დაეზუსტებინა. არ დაგვიზუსტდეს. პრესსამსახურში გვითხრეს, რომ თუ კითხვები ციფრებს ეხება, ინფორმაცია უნდა გამოვითხოვოთ.
მერიიდან მხოლოდ ზოგადი პასუხი გამოგვიგზავნეს, სადაც ჩვენს კითხვებს, ფაქტობრივად, არ უპასუხეს:
„ეკონომია მიღებულია გამოცხადებულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტების მიერ დაკლებული ფასის ხარჯზე და არ აისახება შესყიდული პროდუქციის ხარისხსა და რაოდენობაზე. მუნიციპალური სასადილოების მენიუ შემუშავებულია სპეციალისტების მიერ და მასში დაცულია კვებითი ღირებულების ბალანსი, რაც უზრუნველყოფს მრავალფეროვანი და ხარისხიანი საკვების მიწოდებას ყოველდღიურად.“
2025 წლის თავდაპირველად დამტკიცებული ბიუჯეტშიმოცემულიციფრებისმიხედვითკარგადჩანს, რომ3 ლარიდა 60 თეთრიერთიბენეფიციარისთვისგათვალისწინებულიარციყოდასინამდვილეშიდღეში 2 ლარის დახარჯვას აპირებდნენ.
მიმდინარე წლის ბიუჯეტის მიხედვით კი, მუნიციპალური სასადილოებისთვის გამოყოფილი 7,3 მილიონიდან 1 მილიონ 895 400 ლარი იხარჯება სასადილოებში დასაქმებულთა ხელფასებზე, ხოლო ბენეფიციარების საკვებზე 5 მილიონ 393 ათასი ლარია გათვალისწინებული. ამ თანხით ფინანსდება პროდუქტის შესყიდვა – მიწოდება და სხვა თანმდევი საჭიროებები.
როგორც საკრებულოს წევრი „ლელოდან“, ვაჟა დარჩია ამბობს, მერიისგან მიიღო განმარტება, რომ წინასწარ გაწერილი კვების რაციონი არ შეუცვლიათ, თუმცა ეკონომია შეეხო როგორც ტექნიკურ ნაწილს, ასევე პროდუქტს. მისთვის უთქვამთ ისიც, რომ გათვალისწინებულზე ბევრად იაფად იყიდეს პური.
„განმარტეს, რომ კვების რაციონს არაფერი მოჰკლებია. ინფრასტრუქტურულ ნაწილში გვაქვს ეკონომიები და კვების რაციონის ნაწილში, ყველაფერი დეტალურადაა შესრულებული. რამდენად მართალია, არ ვიცი. ადასტურებენ, რომ გაწერილზე იაფად იყიდეს პური. დიახ თქვეს, რომ 3 ლარი და 60 თეთრია გამოყოფილი ერთი ადამიანისთვის დღეში. წარმოუდგენელია, რომ ეს ოდენობა იყოს საკმარისი, თუ ისე არ არის დათვლილი, როგორც საქსტატმა დათვალა საარსებო მინიმუმის შემთხვევაში… ეს კალორია ალბათ საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანი გადარჩეს. საბაზრო ფასებიდან გამომდინარე, 3 ლარად რამდენად შეიძლება ადამიანი იკვებოს, ჩემთვის წარმოუდგენელია.
საიდან აღმოჩნდა პური ასე იაფად? – ეს კითხვებს აჩენს“.
ვაჟა დარჩიას თქმით, მერიას ამ ამბავში კიდევ ერთი „ლოგიკური ახსნა“ აქვს: „გვითხრეს, რომ ბევრი უარს ამბობს პროდუქტის წაღებაზე პერიოდულად. ანუ თავიდანვე გათვლა აქვთ იმაზე, რომ ვიღაცები უარს იტყვიან.“
შესყიდვების სააგენტოს პორტალის მონაცემებით, ბათუმის სოციალური მომსახურების სააგენტოს პურისა და ფუნთუშეულის შეძენა-მიწოდებაზე ხელშეკრულება შპს „ნიტასთან“ აქვს გაფორმებული. ტენდერის პირობების შესაბამისად, ეს ხელშეკრულება 2025 წლის იანვარში ამოქმედდა და 2026 წლის თებერვლამდე ძალაშია.
თეთრი და რუხი პურის, ასევე ფუნთუშეულის [დროებითი თავშესაფრის ბენეფიციარებისთვის] შესყიდვაზე სააგენტოს 1 მილიონ 311 875 ლარზე ჰქონდა ტენდერი გამოცხადებული. ელექტრონულ ვაჭრობაში სამი კომპანია მონაწილეობდა, შპს „ნიტამ“ ფასი 879 000 ლარამდე ჩამოწია. შესაბამისად, გამარჯვება ამ კომპანიას დარჩა. კლება ნახევარ მილიონამდე ლარია [432 875 ლარი], რაც დამატებით კითხვებს აჩენს.
ხელშეკრულებით, მხოლოდ მუნიციპალური სასადილოს ბენეფიციარებისთვის საჭირო პურის შესაძენად, მთელი წლის განმავლობაში, 865 707 ლარია გათვლილი. შესაბამისად, 1 ცალ პურში, რომელსაც ბენეფიციარებისთვის მერია ყიდულობს, 62 თეთრს იხდის.
„ეკონომიით“ მორჩენილი თანხით მერიას დამატებით მარტო პური რომ ეყიდა, ბენეფიციარები ყოველდღიურად 1 ცალ პურს მიიღებდნენ და არა ნახევარ პურს.
„ბათუმელები“ მუნიციპალურ სასადილოებთან მოქალაქეებს ბოლო ერთი კვირის მანძილზე არაერთხელ ესაუბრა. მათ სასადილოებთან მივაკითხეთ.
ისინი ამბობენ, რომ ყველაზე მწვავედ მათთვის სწორედაც რომ პურის ნაკლებობაა:„ერთ ადამიანს ნახევარი პური უწევს დღის განმავლობაში, საკმარისი არ არის, მაგრამ მაინც კარგია.“
ბათუმის მუნიციპალური სასადილოს ბენეფიციარებს მეტწილად მადლობის თქმა სურთ. მათი მადლობა ეკუთვნის მერიას ცხელი საკვებისთვის, რაც ბევრისთვის ხსნაა, რომ ბავშვს, ასაკოვანს სახლში საკვები მიუტანოს. თითოეული მათგანი, ვინც ჩვენთან საუბარს დასთანხმდა თავის ისტორიას გვიყვება, უფრო გულწრფელი და თამამია, თუ ხმის ჩამწერს გამორთავ.
მათივე მონათხრობით, დღის განმავლობაში ეკუთვნით წვნიანი და მშრალი საკვები 500 გრამი, წიწიბურა ამდენივე, [სოსისი 1 ცალი ] ვაშლის კომპოტი და პური, ან წვნიანი, კატლეტი და კომპოტი, იგივე ოდენობით – ასეთია ბათუმის უფასო სასადილოს მენიუ. და ნახევარი პური ერთ ადამიანს.
მენიუში არის ლობიო და თევზი ხუთშაბათობით; კომბოსტოს, ბოსტნეულის ან ხორცის წვნიანი, ასევე კატლეტი.
მენიუ დღეების მიხედვითაა გაწერილი, ამიტომაც ბენეფიციარმა წინასწარ იცის რა საკვები დახვდება ორშაბათს და რა პარასკევს, რომელ დღეს რა საკვების წამოსაღებად უნდა წაიღოს ჭურჭელი. ზოგი ცდილობს ისეთი ჭურჭლით მივიდეს, რომ საჭმელი სახლში მიტანამდე ძალიან არ გაუცივდეს.
საკვების მიღება დღის პირველი საათიდან სამ საათამდე შეუძლიათ, სხვა დღეებში რიგში დგომა ძირითადად არ უწევთ, თუმცა საახალწლო ნობათის მისაღებად წვიმაში და სიცივეში რიგში საათობით დგანან.
შესყიდვების პორტალის მიხედვით, საახალწლო ნობათისთვის მერიამ წელს ქათამი, ფქვილი, ძეხვი, კვერცხი, ზეთი და ტკბილეული შეისყიდა.
ბათუმის მერიაში უარყვეს ინფორმაცია, რომ სასადილოებმა შესაძლოა საახალწლო დღეებში, 10 იანვრამდე არ იმუშაოს. მერიის ინფორმაციით, მუნიციპალური სასადილოები იმუშავებს ყოველ დღე, მათ შორის შობა-ახალი წლის უქმეებზეც – 31 დეკემბრიდან 10 იანვრის ჩათვლით.
დღეს, 30 დეკემბერს, საღამოს, ბათუმში ქუჩების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდა.
„ბათუმელებს“ კომპანია „სოკარში“ უთხრეს, რომ ამ დროისთვის ქალაქში გაზი არ მიეწოდება დაახლოებით 18 000 აბონენტს.
„სოკარში“ ასევე გვითხრეს, რომ გათიშულია ჯავახიშვილის, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩების, აეროპორტის, ადლიისა და ანგისის დასახლებების არეალები.
გაზის გათიშვის მიზეზი ავარიული დაზიანებაა.
„სოკარში“ ამბობენ, რომ აბონენტებს ბუნებრივი აირის მიწოდება აღუდგებათ ხვალიდან, 31 დეკემბრის დილის 9 საათიდან, ეტაპობრივად.
კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი“ აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.
„ბათუმის დინამოს“ გასხვისების პროცესი ოფიციალურად დასრულდა.
საფეხბურთო კლუბის 100%-იანი წილი სააქციო საზოგადოება „დ.ბ 1923-მა“ შეიძინა.
სააქციო საზოგადოებამ დინამო ბათუმის 100%-იანი წილი 30-მილიონიანი ვალდებულებისა და კლუბის გრძელვადიანი სტრატეგიული განვითარების საფუძველზე მიიღო.
„დინამო ბათუმის შესყიდვა დამტკიცებულია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ.
სააქციო საზოგადოება „დ.ბ 1923“, ბიზნესმენ თემურ მიქელაძის ხელმძღვანელობით კლუბზე სრულ კონტროლს 2025 წლის 29 დეკემბრიდან იღებს.
ახალი ინვესტორის მოსვლასთან ერთად, კლუბში იწყება განვითარების ახალი ეტაპი, რომელიც არსებული პრობლემების მოგვარებას, კლუბში მასშტაბურ ინვესტირებასა და მართვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვას გულისხმობს,“ – ნათქვამია „დინამო ბათუმის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
„ბათუმის დინამოს“ პრესცენტრის ცნობით, საფეხბურთო კლუბის ახალი მესაკუთრისთვის გადაცემის პროცესზე და მისი განვითარების სამომავლო სტრატეგიაზე საკონსულტაციო კომპანია Sports Orient მუშაობს.
„სამუშაო ჯგუფი რომელიც აუდიტორული, იურიდიული, ფინანსური და სპორტის მართვის ქართული და საერთაშორისო საპარტნიორო ორგანიზაციების სპეციალისტებისგან შედგება დეკემბერ-იანვარში კლუბის სრულ და ობიექტურ შეფასებას მოახდენს – ორგანიზაციული, ფინანსური, ფუნქციური და საოპერაციო მიმართულებებით.
ამჟამად ბათუმის დინამოს ფეხბურთელებისა და სხვა პირების მიმართ არსებული ფინანსური ვალდებულებების გამო ფიფასგან სატრანსფერო შეზღუდვა აქვს დაწესებული, რომელიც 2026 წლის ზაფხულამდე ვრცელდება.
ახალი მენეჯმენტის მიზანია, რომ ყველა კრიტიკული დავალიანება უმოკლეს დროში იქნეს გასტუმრებული, რათა კლუბმა შეუფერხებელი ოპერირება და ტრანსფერების განხორციელება შეძლოს,“ – ნათქვამია „დინამო ბათუმის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სს „დ.ბ 1923-ის“ დამფუძნებელი ბიზნესმენი თემურ მიქელაძეა.
თემურ მიქელაძე სამშენებლო კომპანია „მეტროპოლისა“ და „კროკობეთის“ თანადამფუძნებელია.
„ჩვენი მიზანია ფინანსურად მდგრადი კლუბის შექმნა, რომელიც გრძელვადიან წარმატებას მიაღწევს, როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა. სწორედ ამიტომ ბათუმის დინამო სააქციო საზოგადოებად გარდაიქმნა.
ეს მოდელი ნებისმიერ მსურველს საშუალებას აძლევს შეიძინოს კლუბის აქციები და ამ ფორმით ჩაერთოს მის განვითარებაში. ეს ეხებათ, როგორც ადგილობრივ ბიზნესმენებს, ასევე გულშემატკივართა ჯგუფებს და ნებისმიერ დაინტერესებულ ჯგუფს, ვისაც სურვილი ექნება, რომ კლუბი ჩვენთან ერთად განავითაროს.
ვთვლი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა და უამრავ ადამიანს ექნება სურვილი ჩვენი პროექტის მონაწილე გახდეს ამ ფორმით. ამიტომ გარდამავალი პერიოდის დასრულებისთანავე, ჩვენ აქტიურად დავიწყებთ კლუბის აქციების გასხვისების პროცესს,“ – ამბობს თემურ მიქელაძე.
საფეხბურთო კლუბის ახალი მფლობელის კომენტარს „დინამო ბათუმის“ პრესცენტრი ავრცელებს.
მთავარი ფოტო: თემურ მიქელაძე, დინამო ბათუმის ახალი მფლობელი
სინდისის პატიმარი ზურაბ ჭავჭანიძე 45-ე დღეა ციხეში, პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
„ბათუმელები“ დღეს, 30 დეკემბერს, ზურაბ ჭავჭანიძის მეუღლეს, მარინა გორჯელაძეს ესაუბრა.
მისი თქმით, ზურაბი, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი დღეა შიმშილობს, ამბობს, რომ მაინც მხნედ გრძნობს თავს.
„როცა მესაუბრება, ამბობს, მხნედ ვარო. სვამს მხოლოდ წყალს და იღებს გლუკოზას.
როგორც მითხრა, ექიმი დღეში ორჯერ ნახულობს, დილით და საღამოს და წნევას უსინჯავს“ – ამბობს მარინა გორჯელაძე.
ზურაბ ჭავჭანიძე, ბათუმის პროევროპული საპროტესტო აქციის მედროშე, 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის საქმეზე დააკავეს.
მას პროკურატურა ედავება სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას ჯგუფურად და სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას.
სასჯელის სახით ეს მუხლი 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ადვოკატის თქმით, ზურაბ ჭავჭანიძის საქმეში მხოლოდ ერთი ვიდეოკადრია, რომელზეც ზურაბ ჭავჭანიძე ჩანს დროშით ხელში.
ზურაბ ჭავჭანიძე სოხუმელია. დევნილობის შემდეგ იგი ბათუმში ცხოვრობს.
9 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე მან ისაუბრა რუსულ ოკუპაციაზე. „რას ნიშნავს რუსული მმართველობა? მილიონამდე ქართველი მოკლეს, ყველა რუსი მმართველის ოცნებაა „საქართველო ქართველების გარეშე. საქართველოს გაქრობა, გადაშენება, ან გადაჯიშება უნდათ“- თქვა მან.
„ოცნების“ მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც საქართველოში შემომსვლელი ტურისტისთვის ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტის [პოლისის] ქონა აუცილებელი იქნება. დადგენილება 2026 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება.
„საქართველოში შემომსვლელი ტურისტების ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ დადგენილებას „ოცნების“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ხელი 2025 წლის 26 დეკემბერს მოაწერა.
ამ დადგენილების მიხედვით, 2026 წლის 1-ლი იანვრიდან:
„ტურისტი ვალდებულია, საქართველოში შემოსვლისას იქონიოს მინიმუმ ამ დადგენილებით განსაზღვრული პოლისი, რომელიც გაცემულია საქართველოს ან უცხოეთის სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ.
ტურისტი ვალდებულია საქართველოში შემოსვლიდან მისი დაყოვნების სრულ პერიოდზე დაზღვეული ჰქონდეს ჯანმრთელობა და უბედური შემთხვევა.
საქართველოში შემოსვლისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პასუხისმგებელი პირი უფლებამოსილია, სასაზღვრო გამტარ პუნქტში შეამოწმოს ტურისტის მიერ პოლისის ფლობა.
პოლისის სადაზღვევო თანხა უნდა შეადგენდეს, სულ მცირე, 30 000 ლარს.
პოლისი შესაძლებელია, წარმოდგენილ იქნეს როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით, ქართულ ან ინგლისურ ენაზე.“
დადგენილებაში განმარტებულია რომ სავალდებულო დაზღვევის პოლისი ეს არის – „ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტი [სავალდებულო დაზღვევის ხელშეკრულება, დოკუმენტი/ელექტრონული დოკუმენტი], რომელშიც აღნიშნულია შემდეგი მონაცემები: დაზღვევის მხარეები, დაფარული ტერიტორია, დაზღვევის საგანი, დაზღვევის დაწყებისა და დასრულების დრო, სადაზღვევო რისკები, სადაზღვევო თანხის ოდენობა [ლიმიტები], სადაზღვევო შესატანის მოცულობა, მისი გადახდის ადგილი და ვადა“.
ამავე დადგენილებით, აღნიშნული წესი არ გავრცელდება:
დიპლომატიური ან სპეციალური ვიზის მფლობელ პირებზე;
დიპლომატიური, ოფიციალური, სამსახურებრივი ან სპეციალური პასპორტის მფლობელ პირებზე;
საქართველოში დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების, აგრეთვე მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების აკრედიტებულ თანამშრომლებზე, აგრეთვე თანამშრომელთა იმ ოჯახის წევრებზე, რომლებსაც აქვთ აკრედიტაცია;
პირებზე, რომელთა საქართველოში შემოსვლა გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო შეთანხმებებით ან ხელშეკრულებებით;
საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებსა და სამგზავრო გადაყვანებში ჩართულ მძღოლებზე.
რა ხდება?
„ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მიხედვით: „საქართველოში შემომსვლელ ტურისტს უნდა ჰქონდეს ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევა“.
აღნიშნული მუხლი თავდაპირველად 2024 წლის 1-ელი ივნისიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა, ამავე წლის 13 ივნისს მიღებული ცვლილებით, მისი მოქმედება 2026 წლის 1-ელ იანვრამდე შეაჩერეს.
ამ ცვლილებით საქართველოს მთავრობას ასევე დაევალა, რომ 2026 წლის 1-ელ იანვრამდე მიეღო დადგენილება „საქართველოში შემომსვლელი ტურისტების ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“.
დეკემბრის დასაწყისში თურქული მედია თურქეთის მოქალაქეებს აფრთხილებდა, რომ 2026 წლის 1-ელი იანვრიდან მათთვის საქართველოში შესასვლელად სამოგზაურო და ჯანმრთელობის დაზღვევაც იქნებოდა სავალდებულო.
„რეგულაცია ასევე შეეხება მგზავრებს, რომლებიც ერთი დღით გადიან ხოფა-სარფის სასაზღვრო პუნქტში; შესაბამისად დაზღვევა საჭირო იქნება ბათუმში მოკლევადიანი ვიზიტებისთვისაც კი.“ – წერდა თურქული მედია.
საჭირო იქნება თუ არა თურქეთის მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი ვიზიტების დროს დაზღვევის ქონა საქართველოში შემოსვლის დროს? – ამ საკითხს „ბათუმელები“ არკვევს და დაზუსტებულ ინფორმაციას აქვე შემოგთავაზებთ.
“ციყვი ზის”, “ანგელოზი კატო ჩანთებით”, “მორბენალი კუ”- ესკის მაღაზიაში, ხელნაკეთი ნივთების სახელებიც კი მიგანიშნებს, რომ თითოეულ მათგანს თავისი ისტორია აქვს.
მაღაზიის შექმნის იდეა ერთ ადამიანს არ ეკუთვნის და ის საჭიროებიდან გამომდინარე დაიბადა. სოციალური საწარმოების ალიანსის გუნდმა დაინახა, რომ აუცილებელი იყო ფიზიკური სივრცის არსებობა, რომელიც მსგავს პროდუქტებს გააერთიანებდა, მისცემდა ხილვადობას და რაც მთავარია მომხმარებლის უკუკავშირს.
სოციალურ საწარმოებს მათი საქმიანობის მცირე მასშტაბიდან გამომდინარე ხშირად არც საკუთარი მაღაზია აქვთ და არც ადგილი, სადაც მომხმარებელთან პირდაპირი კონტაქტი შედგება. განსაკუთრებით რთულია ეს რეგიონებში მოქმედი საწარმოებისთვის, სადაც პროდუქტის თბილისამდე ჩატანა და რეალიზაცია დამატებით ბარიერებს ქმნის. „ესკიმ“ ეს პრობლემა გადაჭრა. ამ სივრცეში მოსული მომხმარებელი მხოლოდ ნივთს არ ყიდულობს. ის ერთვება პროცესში, სადაც გააზრებულ არჩევანს დიდი მნიშვნელობა აქვს. თითოეული შენაძენით შენ შეგიძლია წაახალისო მწვანე ინიციატივები, გააძლიერო ქალები და შშმ პირები, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასაც კი შეუწყო ხელი. არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი მისია, გადაჭარბებული სულაც არაა, რადგან “ესკი” თავს უყრის 30-მდე სოციალური საწარმოს 650-ზე მეტი დასახელების ნივთს.
„გულწრფელად მჯერა, რომ სამყაროში ინდივიდუალურ ქცევას დიდი გავლენა აქვს და დადებით ცვლილებამდე მივყავართ. ჩვენს გარემოში არსებობენ ადამიანები, რომელთაც მეტი მხარდაჭერა სჭირდებათ. სულ მახსოვს ერთი ქალბატონის პასუხი, როდესაც სოციალური საწარმოს სიკეთესა და გავლენაზე ვკითხე: ამ საქმიანობამ, ლაპარაკი ხელახლა მასწავლაო“- გვიყვება „ესკის“ ხელმძღვანელი სალომე კუსიანი.
სოციალური საწარმოებისთვის პროდუქტის შექმნის პროცესი ხშირად უფრო რთულია, ვიდრე ტრადიციული ბიზნესისთვის. მაგალითად, როდესაც საწარმო შშმ პირებს ასაქმებს, წარმოების პროცესს სხვა დრო, სხვა მიდგომა და მეტი რესურსი სჭირდება. შეიძლება თანამშრომელს მეხსიერების პრობლემა ჰქონდეს და ერთი და იმავე დავალების ახსნა რამდენჯერმე გახდეს საჭირო. ბიზნესის ლოგიკით ეს ნელი პროცესია, მაგრამ სოციალური მეწარმეობის მიზანი სხვაა: ადამიანმა იგრძნოს, რომ ის საზოგადოების ღირსეული წევრია და თავადაც შეუძლია რაღაც შექმნას.
“ამას ემატება ხელით დამზადებული პროდუქტის სპეციფიკაც: დრო, შრომა და ხარისხი ავტომატურად აისახება ფასზე. ვისაც ერთხელ მაინც ჰქონია შეხება კერამიკასთან ან თავად შეუქმნია ნივთი საკუთარი ხელით, მარტივად ხვდება, რატომ ვერ იქნება ასეთი პროდუქტი მასწარმოებაზე იაფი. სწორედ ამიტომ ვსაუბრობთ გააზრებული შენაძენის მნიშვნელობაზე”- გვიხსნის სალომე და აღნიშნავს, რომ ხშირად ადამიანებს იზიდავთ არა მხოლოდ პროდუქტი, არამედ ის ამბავიც, რაც მის უკან დგას.
მიუხედავად ამისა, ბალანსის დაცვა შესაძლებელია სოციალურად პასუხისმგებლიანი ინდივიდებისა და კომპანიების წყალობით. ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც მზად არიან არჩევანი გააკეთონ არა მხოლოდ ფასის, არამედ ღირებულების მიხედვით. სწორედ ამ არჩევანზე დგას სოციალური საწარმოების სიცოცხლისუნარიანობა.
თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტობაც ამ გზის გაგრძელებაა.
„განაცხადის შევსებისას ვფიქრობდი, რომ თუ ფინალისტები გავხდებოდით, ეს ნიშნავდა რომ სწორ გზაზე ვდგავართ და წარმატების უნდა გვჯეროდეს. ზუსტად ეს იყო ჩანაფიქრო, როდესაც აპლიკაციის გაგზავნას დავაჭირე ხელი. ჩვენთვის ისიც აღიარებაა, რომ პირველი ადგილი სოციალურმა კაფე მზიურიმ დაიკავა. როდესაც შენს მცირე საქმიანობას, ასეთი დიდი დაჯილდოება აფასებს, ნამდვილად არის მოტივაცია, საქმიანობა გააგრძელო“-ამბობს სალომე.
„ესკის“ გამოცდილებამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ აჩვენა. საქართველოში წარმოებულ პროდუქტთან დაკავშირებული სტერეოტიპები ნელ-ნელა იმსხვრევა. მომხმარებლებს ხშირად უკვირთ, რომ მაღალი ხარისხის ხის სათამაშოები თუ კერამიკული ნივთები ნამდვილად აქ, საქართველოშია შექმნილი. ეს გაოცება სიამაყედ იქცევა, როცა ადამიანები ბრუნდებიან, კოლექციებს აგროვებენ, უცხოელ მეგობრებს ჩუქნიან ქართულ სოციალურ პროდუქტებს. ეს ნიშნავს, რომ სივრცეს აქვს მიზიდულობის ძალა არა მხოლოდ როგორც მაღაზიას, არამედ როგორც იდეას. ამ პროცესში ჩართვა და ნივთების შეძენა კი ონლაინაც შეგიძლიათ: https://eski.ge/
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 3 იანვრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი.
სააგენტოს ცნობით, 31 დეკემბრის დღის მეორე ნახევრიდან 3 იანვრამდე საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით.
შესაძლებელია ქარის გაძლიერება, მთიან რაიონებში – ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული და ზვავსაშიშროება.
1- 2 იანვარს ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
დასავლეთ საქართველოს სანაპირო რაიონებში: ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი, მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა ღამით 0,+2, დღისით +5, +7 გრადუსი დაფიქსირდება.
ასევე, დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში: ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი: მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა ღამით 0,-2, დღისით +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება.
სააგენტოს ცნობით, თბილისში 31 დეკემბერს დღის ბოლოს შესაძლოა მცირე თოვლ-ჭყაპი აღინიშნოს, ხოლო 1 იანვრის დღის მეორე ნახევრიდან 2 იანვრის დილამდე თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამით 0,-2, ხოლო დღისით +2, +4 გრადუსი დაფიქსირდება.
სომხეთი და თურქეთი ნაწილობრივ ამარტივებენ ვიზების მიღების მოთხოვნებს
ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ 2026 წლის 1 იანვრიდან გაამარტივებენ ვიზების მიღების პროცესს დიპლომატიური, სამსახურებრივი და სპეციალური პასპორტების მფლობელებისთვის.
მომავალი წლიდან ორივე ქვეყნის ასეთი პასპორტების მფლობელებს ელექტრონული ვიზების უფასოდ მიღება შეეძლებათ.
„თურქეთი და სომხეთი ადასტურებენ თავიანთ ვალდებულებას, გააგრძელონ ორ ქვეყანას შორის ნორმალიზაციის პროცესი ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, სრული ნორმალიზაციის მიზნით“, – აღნიშნულია ქვეყნების ერთობლივ განცხადებაში.
ბოლო წლებში ქვეყნებს შორის ურთიერთობები ნორმალიზებას იწყებს. 2025 წლის ზაფხულის დასაწყისში ორი ლიდერი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ნიკოლ ფაშინიანი, სტამბოლში შეხვდნენ. სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა, შეხვედრას ისტორიული მოვლენა უწოდა და განაცხადა, რომ ეს იყო „სომეხი ლიდერის პირველი ვიზიტი თურქეთში ამ დონეზე“.
გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე სპეციალური მოძრაობის რეჟიმია დაწესებული.
„ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ133-კმ162 (სურამის სატრანსპორტო კვანძი-ბორითი) მონაკვეთზე, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)-კობი) მონაკვეთზე, ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ10-კმ104 მონაკვეთზე.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ106 მონაკვეთზე, ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზაზე, ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე, კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ110-კმ146 მონაკვეთზე და ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის გზის კმ30-კმ70 (ჯვარი-ხაიში) მონაკვეთზე.
ზვავსაშიშროების, ძლიერი თოვის, ცუდი ხილვადობის, ქარბუქისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია:
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ103-კმ118 (კურორტი გოდერძი-უტყისუბანი) მონაკვეთზე, ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ72 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე.
კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე, ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ53-კმ106 (კორშა-შატილი) მონაკვეთზე, ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე და ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ190 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე.
დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ106 მონაკვეთზე, ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის კმ0-კმ22 (ორბელის უღელტეხილი) მონაკვეთზე, ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ89-კმ125 (ლენტეხი-მელე) მონაკვეთზე.
ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ42-კმ125 (ოფიტარა-მელე) მონაკვეთზე და ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ50-კმ103 მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია.
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ71-კმ184 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით,“ – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საავტომობილო გზების დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 30 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 206 910 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 220. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
ტანკი – 11 477 ერთეული [+5]
ჯავშანტექნიკა – 23 841 ერთეული [+4]
საარტილერიო სისტემა – 35 589 ერთეული [+19]
MLRS – 1 582 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 264 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 434 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 96 932 ერთეული [+400]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 136 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 72 010 ერთეული [+119]
სპეცტექნიკა – 4 031 ერთეული [+1]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 30 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
669 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
105 823 უპილოტო საფრენი აპარატი
641 საზენიტო სარაკეტო სისტემა
26 796 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 634 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
32 260 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
50 404 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ნინო ბალავაძე, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეა.
ამ თანამდებობაზე ის 2024 წლის ივლისში დაინიშნა, მანამდე კი საქართველოს პარლამენტში მუშაობდა უფროს სპეციალისტად. ორივე თანამდებობაზე მუშაობის დროს, მან გასულ წელს, ხელფასის სახით, 32 ათას ლარზე მეტი მიიღო.
ამავე პერიოდში, ანუ საჯარო სამსახურებში მუშაობის პარალელურად, ის კერძო სექტორშიც იყო დასაქმებული, კონკრეტულად კი შპს „დინ-გრუპში“ მუშაობდა ტრენერ-კონსულტანტად, სადაც მისი წლიური ანაზღაურება 56 403 ლარი იყო.
ნინო ბალავაძეს 2016 წელს, დაფუძნებული აქვს „ქართულ-ამერიკული საბავშვო ბაღი“, სადაც 50%-ნი წილის მფლობელია. წილის მეორე ნახევარს კი ეკა მანიჟაშვილი ფლობს.
ნინო ბალავაძის მეუღლე, გიორგი არსოშვილი, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის – 112-ის დირექტორია.
ის, რომ ნინო ბალავაძე საჯარო სამსახურში მუშაობის პარალელურად ბიზნესსაც ფლობს, ამის შესახებ გიორგი არსოშვილის მიერ 2025 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციიდანაც ირკვევა.
თუმცა მის ქონებრივ დეკლარაციაში არაფერი წერია ამ საბავშვო ბაღიდან მიღებულ შემოსავლებზე, მიუხედავად იმისა, რომ „ქართულ-ამერიკული საბავშვო ბაღი“ ფუნქციონირებს და აღსაზრდელებსაც იღებს წლინახევრის ასაკიდან.
როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, საბავშვო ბაღში სწავლის საფასური თვეში 600 ლარია.
ნინო ბალავაძეს თავისი ბიზნესსაქმიანობისთვის შენობა იჯარით აქვს აღებული. მოიჯარე დავით ქირიკაშვილია, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე „ქართული ოცნებიდან“.
შენობა, სადაც „ქართულ-ამერიკული საბავშვო ბაღი“ ფუნქციონირებს, თბილისში, დელისის მე-3 ქუჩაზე (იგივე, რაც გაზაფხულის ქუჩა) მდებარეობს. შენობა ორსართულიანია, აქვს სარდაფი და ეზო. შენობის ფართობი მთლიანობაში 336 კვ. მეტრია სარდაფის ჩათვლით. ხოლო მთლიანი მიწის ფართობი, 535 კვ.მეტრია.
დავით ქირიკაშვილს, 2025 წელს გამოქვეყნებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, შენობა თვეში 1300 დოლარად აქვს იჯარით გაცემული. დეკლარაციაში ასახული აქვს იჯარიდან მიღებული შემოსავალიც – წლიური 42 ათასი ლარი.
შესაბამისად, 112-ის შეფს, გიორგი არსოშვილს ქონებრივი დეკლარაცია ან არაზუსტად აქვს შევსებული, ან შემოსავლებს მალავს. თუმცა ნინო ბალავაძე სატელეფონო საუბარში აცხადებს, რომ შემოსავლებს ვერ იღებს და ამიტომაც არაფერი უწერია მისი მეუღლეს ქონებრივ დეკლარაციაში.
„ბაღის დამფუძნებელი ვარ, მაგრამ რეალურად, ბაღი ახლა ისეთ მდგომარეობაშია, რომ არ ამიღია არანაირი დივიდენდი, თუმცა ბაღი ისტუმრებს ხელფასებს, იჯარას იხდის და გააქვს თავი“, – ამბობს ნინო ბალავაძე.
რადგან ბაღს ამერიკული დაარქვით, ხომ არ გიქმნით „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური პოლიტიკა დისკომფორტს, რადგან საჯარო მოხელე ხართ, თან აწარმოებთ ბიზნესს? – ვკითხეთ ნინო ბალავაძეს.
მისი თქმით, საბავშვო ბაღს „ამერიკული“ იმიტომ ჰქვია, რომ გაძლიერებულად ასწავლიან ინგლისურ ენას. „უცხოელი მასწავლებლები ნაკლებად გვყავს, ძირითადად ქართველი პედაგოგები არიან დასაქმებული“, – ამბობს ნინო ბალავაძე. თუმცა დასძენს, რომ პოლიტიკურ პოზიციაზე საუბარი არ სურს.
„არ გვინდა არანაირ პოზიციებზე და ამ თემებზე საუბარი.
სიმართლე გითხრათ, მე არ მქონია არანაირი კვეთა რაიმე პრობლემასთან. ეს ბაღი მშვიდად, წყნარად მუშაობს, თავის თავს ინახავს და რა ვიცი აბა, რა გითხრათ“, – გვეუბნება ის.
დეკლარაციის მიხედვით, ნინო ბალავაძე საჯარო უწყების გარდა, კერძო სექტორშიც მუშაობს.
ამიტომ მას ვკითხეთ, „ქართული ოცნების“ პარლამენტის მიერ „კორუფციის წინააღმდეგ კანონში“ შეტანილი ცვლილება, რომელიც მეორე სამსახურში დასაქმებისას უფროსის ნებართვას ითხოვს, ხომ არ უქმნის რაიმე პრობლემას?
ნინო ბალავაძე ამბობს, რომ არა.
„არ შემიქმნის, რადგან არსებობს ჩამონათვალი (სამსახურების), რომელიც არ უქმნის დასაქმებულს პრობლემას.
არც ბიზნესის წარმოებაში მიშლის ხელს, რადგან ბიზნესის წარმოება მესმის, როცა რეალურად შემოსავალს იღებ ამ ბიზნესიდან. შესაბამისად, თუ მომავალში რამე ცვლილებები მექნება და ჩემს სამსახურს შეუშლის ხელს, ან ერთ სამსახურს დავანებებ თავს და ან მეორეს. მაქსიმალურად ვეცდები, რომ არ შევიქმნა არანაირი პრობლემა ამ კუთხით“, – ამბობს ნინო ბალავაძე.
ნინო ბალავაძის პროფილი სოციალურ ქსელებში ხელმისაწვდომი არ არის. თუმცა მისი ბიზნესპარტნიორის ფეისბუქის გვერდით თუ ვიმსჯელებთ, ბევრს მოგზაურობს ევროპასა და ამერიკაში.
არსოშვილის ქონებრივ დეკლარაციაში, მეუღლის მოგზაურობის ხარჯებზეც არაფერია მითითებული.
ნინო ბალავაძე წინანდალში 1801 კვ/მეტრი მიწის ნაკვეთსაც ფლობს, რომელიც 2023 წელს შეიძინა 8000 დოლარად და ჰყავს ორი მეწილე.
ამავე წელს, ასევე 8000 დოლარად შეუძენია მიწა მცხეთაში.
უფრო ადრე კი, 2020 წელს, 75 კვ. მეტრი ბინაც შეუძენია ბათუმში, თამარ მეფის გამზირზე, ზღვასთან ახლოს, 76 627 ლარად.
არსოშვილების ოჯახი თბილისში, რუსუდან მიქელაძის ქუჩაზე ცხოვრობს სახლში, რომლის ფართობიც 700 კვ.მეტრზე მეტია.
ნინო ბალავაძის საკუთრებაში არსებული მიწა წინანდალში.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება ბოლო ორი წელია ღიად აწარმოებს ანტიდასავლურ კამპანიას. 2024 წლის ნოემბერში, ევროინტეგრაციის პროცესიც ოფიციალურად შეაჩერეს 2028 წლამდე. „ოცნების“ ხელისუფლების მიერ ღიად კონსტიტუციის ხელყოფა, მხოლოდ საჯარო მოსამსახურეების ნაწილმა გააპროტესტა, რომელთა უმრავლესობა სამსახურებიდან ე.წ „რეორგანიზაციის“ საფუძველზე გაუშვეს.
„ოცნების“ მაღალჩინოსნები „დიფსტეტად“ მოიხსენიებენ საქართველოს დასავლელ მეგობრებსა და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს. რუსული კანონების მეშვეობით კი, ფაქტობრივად, მტრად გამოაცხადეს ყველა, ვინც დასავლური ფონდებიდან იღებდა ფინანსურ მხარდაჭერას.
თუმცა, დასავლურ სკოლებსა და უნივერსიტეტებში ასწავლიან თავიანთ შვილებს. უარეს შემთხვევაში, საქართველოში დაარსებულ ამერიკულ თუ ევროპულ სკოლებსა და საბავშვო ბაღებში დაჰყავთ შვილები, ან თავად ცდილობენ დააარსონ დასავლურთან აფელირებული საგანმანათლებლო დაწესებულებები.
ისევე, როგორც ეს გააკეთა ნინო ბალავაძემ, რომლის მეუღლეც იმ უწყებას წარმოადგენს, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ტროტუარზე დგომის გამო ციხეში უშვებს.
____
„ოცნების“ ხელისუფლებამ თავისუფალი მედიის წინააღმდეგ შემოიღო რუსული კანონები, მათ შორის ე.წ. ფარა, რომელიც „მტრულ საქმიანობად“ აცხადებს დასავლურ ფონდებთან თანამშრომლობას, რომელიც რეალურად, ქვეყანაში დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას ემსახურებოდა. ცდილობენ დაასუსტონ ან სრულად გააქრონ ქვეყანაში სამოქალაქო ორგანიზაციები.
იწყებენ განათლების რეფორმას, რომელიც ასევე ქართული საგანმანათლებლო სისტემის იზოლაციას იწვევს და ხერგავს გზებს დასავლეთთან.
„ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების მხრიდან თითქმის ყოველდღიურად ისმის სიძულვილის ენა, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეების, ასევე ევროპული ღირებულებების მიმართ. ამ ყველაფრის მიუხედავად, „ქართული ოცნების“ სამსახურში მყოფი მაღალჩინოსნები უარს არ ამბობენ ევროპულ სიკეთეებზე.
„სინათლე”ახლა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კრიტიკულ სიტუაციაში ადამიანები დადგნენ ჟურნალისტების გვერდით“, – ამბობს „სინათლე მედიას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ქეთევან ქავთარაძე.
„სინათლე მედია“ რამდენიმე თვის წინ შეიქმნა და ცდილობს საზოგადოების მობილიზებას თავისუფალი მედიის გადასარჩენად.
როგორ მუშაობს „სინათლე“, რომელიც დამოუკიდებელი ონლაინ მედიის გადასარჩენად შეიქმნა? – „ბათუმელები“ სწორედ ამ თემაზე ესაუბრა ქეთევან ქავთარაძეს.
ქეთევან, რამდენიმე დღის წინ „სინათლე მედიამ“ გააკეთა ფლიმარკეტი თავისუფალი მედიის დასახმარებლად. შეგიძლია მოგვიყვეთ, რა ხდებოდა, როგორი იყო იმ ადამიანების ემოციები, ვინც საკუთარი ნივთები გამოიტანა ამ დღისთვის? როგორც ვიცი, ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი იყო მოსული და ყიდდა თავიანთ ნივთებს მედიის დასახმარებლად.
ჩვენ წინასწარ გამოვაქვეყნეთ კითხვარი და მოვუწოდეთ ადამიანებს, თავიანთი ნივთები მოეტანათ და გაეყიდათ ფლიმარკეტზე – „სინათლისთვის“.
„სინათლისთვის“ – ასე ერქვა ამ ღონისძიებას და ყველგან ამ სიტყვას ვიყენებდით – „გაყიდე სინათლისთვის“, „იყიდე სინათლისთვის“, „ფლიმარკეტი სინათლისთვის“ და ასე შემდეგ.
დაახლოებით 45 ადამიანი იყო, რომლებმაც მოიტანეს თავიანთი ნივთები ფლიმარკეტზე – ტანსაცმელი, აქსესუარები, ჩანთები, შარფები ასევე, სამკაულები, წიგნები, ალბომები, ვინილები. შორის იყო სასრიალო ატრიბუტიკა და ველოსიპედებიც კი გვქონდა.
გვქონდა სარაგბო ატრიბუტიკა. სარაგბო კლუბი „სოხუმი“ იცით ალბათ, რადგან ერთადერთი სამოყვარულო გუნდია, რომელიც ყველა თამაშის შემდეგ „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“ – ბანერს შლის და ლევან ჯობავაა მისი დამფუძნებელი.
ფლიმარკეტზე წარმოდგენილი იყო კერამიკა და ფანტასტიკური ქვაზე ნამუშევრები.
ცალკე გვქონდა კომიქსების კუთხე. „სინათლე მედიების“ ფოტოჟურნალისტების პოსტერები ცალკე გვქონდა წარმოდგენილი და იქვე, ფოტოჟურნალისტები ხელს უწერდნენ ამ პოსტერების შემძენებს.
თბილისის პროტესტის ფოტოები იყო უფრო მეტად წარმოდგენილი. ასევე იყო „ინდიგოს“, „ჩაიხანას“ და სხვა მედიების კუთხეებიც.
გამოფენაზე ასევე გვქონდა მრავალფეროვანი ხელნაკეთი ნივთები და დედაჩემის გამორჩეული ფელამუშიც. პატარა კუთხე იყო, სადაც ტკბილეული იყო წარმოდგენილი. თამარ მშვენიერაძემ გამოაცხო ასევე თავისი საფირმო ნამცხვრები, ღვეზელი და ასე შემდეგ.
ჩვენი მასპინძელი იყო რესტორანი „ეზო“, რომელიც უზრუნველყოფდა კვების და ბარის საკითხს ამ დღეს.
ადამიანები, რომლებმაც თავიანთი პირადი ნივთები მოიტანეს „სინათლე მედიისთვის“, ვფიქრობ, უბედნიერესები იყვნენ, რადგან გვიზიარებდნენ თავიანთ ემოციებს. მწერალმა ნენე კვინიკაძემ მოიტანა თავისი ნივთები, ნინო ლეჟავამ, ანუკა ტოკლიკიშვილმა, ნათია მიქელაძემ, სალომე ჯაშმა…. ფანტასტიკური ადამიანები, ვისაც საზოგადოება კარგად იცნობს და არიან ამ წინააღმდეგობის, პროტესტის გამორჩეული მებრძოლები, იყვნენ წარმოდგენილი ამ დღეს და ყიდდნენ თავიანთ ნივთებს.
13 დახლი გვქონდა და დაახლოებით 33 ათას ლარამდე შეაგროვეს ამ ადამიანებმა.
დავანთეთ ცეცხლი, ნაძვის ხეც ავაწყვეთ და ყველაფერი, რაც იქ ხდებოდა, იყო დიდი სახალხო სოლიდარობის მაგალითი.
ქეთევან ქავთარაძე
რომ გვითხრათ, როგორ გაჩნდა „სინათლე მედიის“ დაფუძნების იდეა და რამდენად რთულია გადაარჩინო ავტოკრატიული რეჟიმის პირობებში თავისუფალი მედია?
„სინათლე მედიის“ დაფუძნების იდეა პირველად გაუჩნდა ჩემ დას, თეო ქავთარაძეს, ერთ-ერთ მედიაკონფერენციაზე იყო გერმანიაში და იქ ნახა, როგორ მუშაობს მსგავსი პროექტები მედიის განვითარებისთვის.
ეს ის პერიოდი დაახლოებით, როცა „ქართულმა ოცნებამ“ ე.წ. ფარა (აგენტების კანონი) მიიღო. მაშინ დაიწყო საუბარი იმაზე, რომ რაღაც უნდა გაკეთებულიყო თავისუფალი მედიის გადასარჩენად.
თეო ამბობდა, მარტო ჩვენი ძალებით ვერ გავაკეთებთო და მთხოვა დახმარება. მე მაქვს გამოცდილება მედიასფეროში მუშაობის, ამასთან, მთელი წელია პროტესტში ვარ და კარგად ვხედავ ამ ბრძოლაში თავისუფალი მედიის როლს, იმ გამოწვევებს, რის წინაშეც დადგა მედია რუსული კანონების პირობებში. ამიტომ, ეს ღირებულებითი და ემოციური გამოწვევები ჩემთვისაც ახლოა.
თავიდან სამმა ადამიანმა – მე, თეო ქავთარაძემ და ირმა მოსულიშვილმა დავიწყეთ ამ პროექტზე მუშაობა, რომელიც ფაქტობრივად, პირველივე დღიდან ჩართული იყო ამ პროცესებში როგორც მენეჯერი.
რომელი იყო პირველი კამპანია მედიის დასახმარებლად?
პირველი გამოწვევა იყო ის, რომ მედია, ფაქტობრივად, დარჩა ჰაერში, რადგან გრანტების აკრძალვის შემდეგ სრულად გადაეკეტა დაფინანსების წყაროები. შესაბამისად, დავიწყეთ ზრუნვა იმაზე, რომ ადამიანებს დაეწყოთ მედიის დონაცია და აქ დაიბადა იდეა – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“.
პირველი ეტაპი სრულად კონცენტრირებული იყო ქრაუდფანდინგზე, ანუ კამპანიაზე, რომელიც ორ მთავარ განაცხადს გააკეთებდა. პირველი და მნიშვნელოვანი განაცხადი ეს იყო, რომ ჩვენ ერთად ვდგავართ და რომ უნდა გადავარჩინოთ არა რომელიმე კონკრეტული მედია, არამედ დამოუკიდებელი მედიები საქართველოში. 22 მედიისთვის დავიწყეთ მუშაობა.
ივნისში დავაარსეთ ორგანიზაცია „ხალხის წყარო“, რომელიც შეძლებდა მედიისთვის შემოწირულებების მიღებას. ცხადია, საჭირო იყო პლატფორმა, რომ ადამიანები შესულიყვნენ ვებგვერდზე და მარტივად მოეხერხებინათ თანხის გადმორიცხვა. ამიტომ, პარალელურად ვებდეველოპერებთან ერთად ამ სისტემის გამართვაზეც ვმუშაობდით.
პირველი კამპანია, რომელიც დავიწყეთ, იყო ის, რომ გავთიშეთ ყველა ვებგვერდი იმისთვის, რომ გვეჩვენებინა საზოგადოებისთვის, რამდენად რეალურია მედიის გაქრობის საფრთხე. ამას ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სამი საათის განმავლობაში გათიშული იყო ყველა თავისუფალი ონლაინმედია, ადამიანებმა უცებ აღმოაჩინეს, რომ 22 მედიის ვებგვერდი იყო გათიშული.
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“.
სამი საათის შემდეგ, ყველა მედიის მუშაობა საერთო ვიდეოთი განახლდა, სადაც ნათქვამი იყო ორი მთავარი რამ. ერთი, რომ თავისუფალ მედიას ომი გამოუცხადა რეჟიმმა, მაგრამ ჩვენ ერთად ვდგავართ ამ ბრძოლაში და მეორე – ხალხის მხარდაჭერა, საზოგადოების გვერდში დგომა ამ ბრძოლაში ძალიან მნიშვნელოვანია.
ამ კამპანიას მოჰყვა მედიის მხარდამჭერი მარში, რომელიც 21 აგვისტოს გაიმართა. შვებულებების პერიოდი იყო, ცხელოდა, თუმცა რამდენიმე ათასი ადამიანი მაინც გამოვიდა მედიის მხარდასაჭერად ქუჩაში. ამ მარშს სიმბოლურად ერქვა „ფანრების მარში“. მარშის მონაწილეებმა აანთეს ფანრები და ასე გაიარეს მთელი გზა, რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე.
თავისუფალი მედია აქამდე თავად ეხმარებოდა ადამიანებს, არა მარტო იმით, რომ აშუქებდა ვთქვათ საზოგადოების პრობლემებს, ამხელდა უსამართლობას, იცავდა მოწყვლადი ჯგუფების ინტერესებს. არაერთი ისტორია გაგვიშუქებია და შეგვიცლია ძალადობის მსხვერპლი ქალის თუ ბავშვის ცხოვრება ჟურნალისტებს. რა აჩვენა ამ კამპანიებმა, რამდენად გააზრებული აქვს საზოგადოებას, რომ დღეს, თუნდაც 1 ლარის გადარიცხვით, არ ჩაქრება თავისუფალი სიტყვა ამ ქვეყანაში?
დღეს ძალიან მაღალია თავისუფალი მედიის მიმართ საზოგადოების ნდობა – ადამიანები, რომლებიც არიან ბრძოლაში, განსაკუთრებით ბოლო ერთი წელია, ყველაზე მეტად გრძნობენ მედიის როლს ამ პროცესებში.
მე მჯერა იმის, რომ სასამართლოში ონლაინ მედიამ მოუგო პროპაგანდას ბრძოლა, რადგან მედიამ შეძლო და აჩვენა, რა ხდებოდა სასამართლო სხდომებზე: რეალურად, სიმართლე იყო სინდისის პატიმრების მხარეს და სწორედ მედიამ მოიტანა მათი პერსონალური ისტორიები ჩვენამდე.
ამას ხედავს ყველა, ვინც დგას პროტესტის მხარეს და ყველა, ვინც არის თავისუფალი მედიის მკითხველი.
რაც შეეხება ფინანსურ ნაწილს, აქამდე მკითხველს არასდროს თანხა არ გადაუხდია ინფორმაციაში. შესაბამისად, იმის კულტურა, რომ მედიას შეიძლება შესწიროს თუნდაც 1 ლარი, ნაკლებად იყო ქვეყანაში. ზოგადად, „სინათლე მედიას“ აქვს აღებული პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ბევრი ისაუბროს, რას ნიშნავს დამოუკიდებელი მედია.
ნებისმიერმა შემომწირველმა, ორგანიზაცია იქნება ეს თუ კონკრეტული ადამიანი, კარგად უნდა იცოდეს, რომ თავისუფალი მედია მუშაობს მათი უფლებებისთვის და არა დამფინანსებლების ინტერესებისთვის.
დღეს ძალიან მძიმე მდგომარეობაშია არა მარტო მედია, ასევე სამოქალაქო სექტორი, ოპოზიციური პარტიები და აქტივისტები. ყველა ითხოვს დახმარებას იმისთვის, რომ გადარჩეს.
ჩვენ გვიწევს დავაფინანსოთ სინდისის პატიმრების ყოველთვიური ხარჯები ციხეში, უსამართლო ჯარიმები, რომელსაც აკისრებენ აქტივისტებს, პროდასავლურ მოძრაობებს, ყველას, ვინც ჩართულია რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში.
დღეს, ისევ საზოგადოება ეხმარება ერთმანეთს გადარჩენაში.
ვცდილობთ თითოეული თეთრი გადავანაწილოთ. 100 ლარიც რომ გვქონდეს, ამ 100 ლარსაც ვანაწილებთ.
რაც კამპანია დავიწყეთ, ოთხ თვეში მედიის გადასარჩენად 200 ათას ლარამდე შევაგროვეთ. ამ ბოლო კამპანიის დროს კი – 100 ათასი ლარი.
გარდა ფინანსური შემოწირულებებისა, ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანების არმია, რომლებიც თავიანთი პროფესიული გამოცდილებით, მოხალისეობრივად ეხმარებიან „სინათლე მედიას”. იქნება ეს კრეატიული დირექტორი, რომელმაც უნდა განსაზღვროს, როგორი იქნება ღონისძიების ვიზუალური მხარე, ფლიმარკეტის დირექტორი, რომელიც უკავშირდება არტისტებს, გალერისტებს, კოლექციონერებს, სხვა ადამიანები, რომლებიც ლოჯისტიკურ საკითხებში არიან ჩართული, დიზაინერები, დეველოპერები, სტამბა… და ასე შემდეგ.
ბევრი ცდილობს თავისი გამოცდილება და ცოდნა მოახმაროს „სინათლე მედიას”.
დღეს „ოცნება“ ცდილობს დათესოს შიში და ტერორი. აშინებენ საჯარო მოხელეებს, ცდილობენ დააშინონ ბიზნესიც, რომელიც აქამდეც ნაკლებად იყო ჩართული სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაში. რა სურათი გვაქვს, დარჩა რომელიმე ბიზნესი თავისუფალი სიტყვის მხარეს, თუ აღარ?
სამწუხარო რეალობაა ის, რომ მსხვილი ბიზნესის ძალიან დიდი ნაწილი რეჟიმის ხელშია. შესაბამისად, ჩვენ მათ ვერ დაველაპარაკებით. თუმცა, რამდენიმე მსხვილ ბიზნესთან ვართ მოლაპარაკების პროცესში.
„სინათლე მედია” ახლა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კრიტიკულ სიტუაციაში ადამიანები დადგნენ ჟურნალისტების გვერდით, არა მარტო ფინანსურად, არამედ ფიზიკურად,
ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ რაღაც უფრო სერიოზული რომ დაგვემუქროს ხვალ, ქვეყანა უნდა დადგეს ფეხზე თავისუფალი მედიის დასაცავად.
როგორ იმუშავებს 2026 წელს „სინათლე მედია“ – უფრო მხარდაჭერას ელოდებით თუ სირთულეს?
ერთი, რასაც 2026 წელს დავიწყებთ, არის ის, რომ საზოგადოებას უკეთ ვაჩვენებთ თავისუფალი მედიების შრომას, რა ძალისხმევა და გამოწვევები დგას იმ ინფორმაციის უკან, რასაც ჟურნალისტები საზოგადოებას აწვდიან, რომ ადამიანებისთვის ცხადი გახდეს, როგორ შრომობს დღეს ეთიკური მედია იმისთვის, რომ საზოგადოება იყოს ინფორმირებული და რა რისკებთანაა დაკავშირებული ეთიკური მედიის არსებობა ამ ქვეყანაში.
რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ქრაუდფანდინგის მიმართულებით მუშაობას, ყოველთვიური დონაცია არის ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება.
ასევე, გვაქვს პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ემიგრანტებთან მუშაობას, კიდევ უფრო მეტად რომ გავაძლიეროთ „სინათლე მედია“.
„სინათლე მედია” დაიბადა რეჟიმთან ბრძოლაში, რომელიც აუცილებლად მოიტანს დიდ სიკეთეებსაც და მშვიდობასაც. ოღონდ არა ისეთს, რომელსაც „ქართული ოცნება“ სთავაზობს თავის ამომრჩეველს, არამედ მოიტანს ნამდვილი მშვიდობის დაბრუნებას ჩვენს ოჯახში, ამ ქვეყნის კონსტიტუციურ ფარგლებში და ევროპაში დაბრუნებას.
„ვითხოვთ სამართლიანობას! ვითხოვთ ვახო ფიცხელაურის გათავისუფლებას უკანონო პატიმრობიდან და იმ პოლიციელების დასჯას, რომლებმაც ვახოზე დაკავების დროს ფიზიკურად იძალადეს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ თეონა ბზიშვილი. იგი გორში დაკავებული სამოქალაქო აქტივისტის, ვახო ფიცხელაურის ცოლია.
დღეს, 29 დეკემბერს, გორის სასამართლოში გამართული პროცესის პარალელურად, მოქალაქეები ვახო ფიცხელაურის მხარდასაჭერად საპროტესტო აქციაზე შეიკრიბნენ.
ვახო ფიცხელაური პროევროპული საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა გორიდან. ვახო ფიცხელაური 2025 წლის 6 ოქტომბერს დააკავეს „4 ოქტომბრის საქმეზე“. მას პრეზიდენტის სასახლის, როგორც სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას ედავებიან. გორის სასამართლო კი, ვახო ფიცხელაურის ადმინისტრაციულ საქმეს განიხილავს: შსს-ს მტკიცებით, ვახო ფიცხელაური სისხლის სამართლის წესით დაკავებამდე პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა და იგი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
„ვახო დააკავეს დღის 5 საათზე, გორში, როცა იგი მაღაზიიდან გამოვიდა და საბავშვო ბაღში უნდა მისულიყო. ოქმში კი ჩაწერეს, რომ თითქოს დააკავეს საღამოს 11 საათზე. დაკავების დროს ვახოს სასტიკად სცემეს, დრო როცა არ ემთხვეოდა ერთმანეთს, შემდეგ თქვეს, რომ თითქოს იგი მანამდე ადმინისტრაციულ საქმეზე იყო დაკავებული,“ – გვიყვება თეონა ბზიშვილი. იგი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ამ პროცესში პოლიციელებმა ადვოკატიც არ ჩართეს.
დღევანდელ აქციაზე გორში გამოფინეს შარვალი, რომელიც ვახო ფიცხელაურს დაკავების დროს ეცვა
„ეს დაგლეჯილი შარვალი და სისხლიანი პერანგი სასამართლოს ეზოში გადმომცეს… არ ვიცი, რატომ, მაგრამ გადმომცეს. ექსპერტიზა არ ჩაუტარებიათ. სასამართლო პროცესზე ვახომ მოსამართლესაც აჩვენა დაზიანებები და სისხლნაჟღენთები.
მე ვახოს ძებნა 6 ოქტომბერს დაახლოებით შვიდის-ნახევრიდან დავიწყე, როცა აღარ გამოჩნდა. მაშინ ის ისევ გატაცებული მეგონა,“ – ამბობს თეონა ბზიშვილი.
ვახო ფიცხელაური 2025 წლის იანვარში გაიტაცეს. მაშინ სამოქალაქო აქტივისტი ჰყვებოდა, რომ გორში ნიღბიანმა პირებმა გაიტაცეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ და გაძარცვეს. თეონა ბზიშვილის თქმით, სამი თავდამსხმელიდან გამოძიებას ამ დრომდე არცერთი არ დაუსჯია.
სამაგიეროდ, ვახო ფიცხელაურის წინააღმდეგ სასამართლოში 2 საქმეა: სისხლის სამართლის საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილება, მას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. გორის სასამართლოში კი, მოსამართლე ნინო გერგაულს ადმინისტრაციული საქმის განხილვა რამდენიმე დღით გადაუდია. მას დაუკმაყოფილებია დაცვის მხარის შუამდგომლობა და შემდეგ პროცესზე მოწმის სახით დაბარებულ პოლიციელებს მოუსმენენ.
ვახო ფიცხელაური
„ჩვენ ბოლომდე შემოვრჩით ამ ბრძოლას. ვახო ისჯება იმიტომ, რომ ის აქტივისტია. ვახო და მეც რეჟიმის სამიზნეები ვართ.
თბილისი დიდი ქალაქია და რეჟიმს თვალში არ ვეჩხირებით ისე, როგორც გორში. გორში უფრო ყვირის ჩვენი აქტივიზმი. რა არ მოგვიგონეს: აგენტები არიან, ფულს იღებენ და ამიტომ დადიანო. მაინც არ გავჩუმდებით. ბრძოლა ბოლომდე,“ – ამბობს თეონა ბზიშვილი.
„ივანიშვილს, როგორც ჩვეულებრივ მაფიოზს, აქვს კრიმინალების მიერ მინიჭებული ლეგიტიმაცია და ზედ დამატებული, ასევე საკმაოდ კრიმინალიზებული რელიგიური ინსტიტუტის კურთხევა… ივანიშვილმა სახელმწიფო ჩაანაცვლა კრიმინალურ-მაფიოზური სინდიკატით. ყველა ეს გადაწყვეტილება ახლა ამის თვითაღიარება და ლუსტრაციაა,“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი ლელა ჯეჯელავა. მას ოთარ ფარცხალაძის შემთხვევაზე ვესაუბრეთ: „ოცნების“ ყოფილ მთავარ პროკურორს „ოცნება“ განზრახ მკვლელობის შეკვეთას ედავება.
„ივანიშვილი ფიქრობს, რომ კიდევ აქვს ერთი სიცოცხლე, როგორც კომპიუტერულ გეიმებშია ხოლმე. ის ამ სიცოცხლეს კობახიძის გუნდის სახით გაწირავს,“ – პოლიტოლოგის დაკვირვებით, ივანიშვილის მორიგი სამიზნე უშუალოდ ირაკლი კობახიძე იქნება.
ქალბატონო ლელა, რა გამოჩნდა თქვენთვის ოთარ ფარცხალაძისთვის ბრალის წარდგენით? „ოცნების“ ყოფილ გენერალურ პროკურორს „ოცნების“ დღევანდელი პროკურატურა განზრახ მკვლელობის შეკვეთას ედავება. თქვენი დაკვირვებით, რასთან გვაქვს საქმე?
ეს გადაწყვეტილებები, რომელსაც დღეს „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობა, ბიძინა ივანიშვილი იღებს – სხვა ვინ რა გადაწყვეტილების მიმღებია – მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს: რეჟიმს ძალიან უჭირს. წარმოიდგინეთ, რომ 13 წლის განმავლობაში ამ ხელისუფლების ყველა მისაღები ფიგურა და დაახლოებული ბიძინა ივანიშვილთან, აღმოჩნდა კორუმპირებული, ქურდი და პლუს მივედით იქამდე, რომ აღმოჩნდა მკვლელი.
არის თუ არა მკვლელობის შემკვეთი ნამდვილად ფარცხალაძე, არის თუ არა ლილუაშვილი, დავუშვათ, ნამდვილად დამნაშავე იმაში, რაშიც აქვს ბრალდება წარდგენილი, ვხედავთ, რომ ხელისუფლებას თავად უწევს იმის აღიარება, რომ 13 წლის განმავლობაში მისი რეჟიმი შედგებოდა მაფიოზურ-კრიმინალური ელემენტებისგან. ამდენი ხანი ყველა ვამბობდით, რომ ბიძინა ივანიშვილმა სახელმწიფო ჩაანაცვლა კრიმინალურ-მაფიოზური სინდიკატით და ყველა ეს გადაწყვეტილება არის ახლა ამის თვითაღიარება და ლუსტრაცია. სხვა არაფერი ამას არ ჰქვია.
ლელა ჯეჯელავა
ეს ყველაფერი კარგი ვითარების და დალხინებული ყოფის გამო რომ არ ხდება, ამას არ უნდა დიდი მიხვედრა. ივანიშვილს რომ ჰქონოდა შესაძლებლობის რაღაც რესურსით გაეგრძელებინა იმავე რეჟიმში მართვა და ფუნდამენტური გადატვირთვა არ მოეხდინა, ბუნებრივია, ის ამას თავისუფლად გააკეთებდა.
რა პრობლემების წინაშე დგას ახლა ბიძინა ივანიშვილი? მისი სათადარიგო სკამი არის ძალიან დავიწროებული იმ ფონზე, როდესაც მას ახალი წლის მერე სავარაუდოდ მოუწევს ურთულესი გადაწყვეტილების მიღება – ათასობით ადამიანის ქიმიური ნივთიერებით მოწამვლის გადაბრალება კობახიძისა და მისი გუნდისთვის. მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული.
რატომ ფიქრობთ, რომ ივანიშვილს მოუწევს კობახიძის დასჯა?
აუცილებლად გაძლიერდება საერთაშორისო ზეწოლა ამ საკითხზე [ქიმიური იარაღის გამოყენება]. მე არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენმა პარტნიორებმა მიმართონ საერთაშორისო გამოძიებას, რადგან ხელისუფლება ამას არ აპირებს თავისი ნებით.
„ოცნებას“ ჰგონია, რომ მამუკა მდინარაძის ხუთდღიანი გამოძიების შედეგებს აჭმევს ვინმეს, როგორც ჭეშმარიტებას. ესენი ეჭვმიტანილები არიან და ამ ეჭვის გაქარწყლება, ან დადასტურება შეუძლია მხოლოდ საერთაშორისო გამოძიებას.
თავად „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ ცდილობს უჩივლოს BBC-ს, როგორც ამას დაგვპირდა, რომ ჩამოირეცხოს ეს რეპუტაციული ლაქა – ლაქაც არა, ვერდიქტია „ოცნების“ მიმართ გამოტანილი. ერთ თვეში შესაძლებელი იყო ამ სარჩელის მომზადება, მაგრამ ამას ვერ ვხედავთ.
ივანიშვილი ფიქრობს, რომ კიდევ აქვს ერთი სიცოცხლე, როგორც კომპიუტერულ გეიმებშია. ის ამ სიცოცხლეს კობახიძის გუნდის სახით გაწირავს. ირაკლი კობახიძეს და მის გუნდს ივანიშვილი შესწირავს ახალშექმნილ რეალობას, რომელიც ალბათ ახალი წლის მერე დადგება.
რაც არ უნდა გააკეთოს, ივანიშვილს აქვს ძალიან რთული მდგომარეობა საერთაშორისო პოლიტიკური თვალსაზრისით.
უკავშირდება ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის ბრალდების წარდგენა საერთაშორისო ზეწოლას?
ივანიშვილს აღარ ჰყავს პარტნიორი. საკმაოდ რთულია ურთიერთობა ჩინეთთან, რომელიც არ აპირებს არაფრის ინვესტირებას საქართველოში და ეს გამოჩნდა. საკმაოდ რთული ურთიერთობებია თურქეთთან. აზერბაიჯანთან და სომხეთთანაც გართულდა ვითარება. იმისთვის, რომ მძიმე მდგომარეობა როგორღაც გამოესწორებინა, ხარკი გადაუხადეს ალიევს და ერთჯერადად უფასოდ გაატარეს ტვირთი.
სახეზე კორუფციული და კრიმინალური სკანდალები ივანიშვილის გუნდთან დაკავშირებით.
ივანიშვილის სისტემა დამყარებულია არამარტო ძალოვან სტრუქტურებსა და მის პოლიტიკურ გუნდზე, არამედ ძალაუფლებას იყოფს კრიმინალსა და ასევე ეკლესიასთან. როდესაც ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს, მას უხდება სხვა აქტორების ჩაზიარება ძალაუფლებაში, რომლის საშუალებითაც უჭირავს სიტუაცია.
ფარცხალაძის თემა უკავშირდება ერთ-ერთი კრიმინალური ავტორიტეტის ოჯახის წევრის მკვლელობას. შესაბამისად, როგორც ჩანს, ეს არის გარკვეული ხარკი ამჯერად კრიმინალთან. თუ კრიმინალი გამოეცალა მის სისტემას, ჩათვალეთ, მისი ძალაუფლება შესუსტდება მინიმუმ ერთი მესამედით.
2023 წელს, როცა ოთარ ფარცხალაძე აშშ-მ დაასანქცირა, „ოცნებამ“ სპეციალური სქემის ამოქმედებით დაიცვა იგი, მათ შორის, ეროვნული ბანკის აქტიური ჩართულობით. ახლა რა შეიცვალა ფარცხალაძის მიმართ?
ეს პოლიტიკური თემა იყო და ამის გადაგორება მას შეეძლო. მაგრამ კრიმინალი უშუალოდ მისი ძალაუფლების ნაწილია და ამას ნათია თურნავას მიერ გამოტანილი სპეციალური გადაწყვეტილებებით ვერ დაარეგულირებ.
თურნავას გადაწყვეტილება მაუწყებელია იმის, რომ ბიძინა ივანიშვილი მზად იყო წასულიყო საკმაოდ რთულ გადაწყვეტილებებზე ფარცხალაძე და მსგავსი ტიპები რომ შეენარჩუნებინა. როცა მას იმავეს გაკეთება დასჭირდა კრიმინალთან ფარცხალაძის გადასარჩენად – მან ეს ვერ გააკეთა.
თქვენი ფიქრობთ, რომ ე.წ. ქურდულ სამყაროს ივანიშვილის კარზე ამდენად დიდი გავლენა აქვს?
რასაკვირველია. ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლება არ დგას დასავლური ინსტიტუტების ლეგიტიმაციაზე. მისი ძალაუფლება ლეგიტიმირებულია კრიმინალის და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ, რომელიც ასევე საკმაოდ კრიმინალიზებული.
ეს არის ფარსი, რომელსაც ჰქვია „კორუფციასთან ბრძოლა“. სინამდვილეში არის კორუმპირებული სისტემის გადატვირთვა და ძველი კავშირების ჩანაცვლება ახალი კორუმპირებული კავშირებით.
ამით რას მოიგებს ივანიშვილი, თუ ძველ კავშირებს ანაცვლებს ახლით?
პირველი: საზოგადოების უფრო მეტი ნაწილი იქნება ჩართული დანაშაულებრივ სქემაში. საზოგადოების რაც უფრო მეტი ნაწილია ჩართული დანაშაულში, მით უფრო ადვილია ამ შემთხვევაში ივანიშვილისთვის სიტუაციის მართვა. ეს ახალი ადამიანები კვლავ აღმოჩნდებიან ამ კორუფციული სქემების აბლაბუდაში, თუ რაც ჰქვია – „რვაფეხაში“. კიდევ უფრო მეტად მივიღებთ დაინტერესებული ადამიანების რიცხვს, რომ მათ ხელი მიუწვდებოდეთ შავ ფულზე, ბიუჯეტზე და ასე შემდეგ.
ივანიშვილს ახლა ამ ყველაფერში ის, რომ პროტესტი არ ცხრება, ბევრია თუ ცოტა, პროტესტი მაინც არის სხვადასხვა დინამიკით, უწყვეტი. სინდისის პატიმრებს შორის ვერც ერთი ვერ გატეხა. ეს იყო მისთვის საბედისწერო ქვა, რომელსაც ფეხი წამოჰკრა: მას ეგონა, რომ შეუძლებელია, ამდენ პოლიტპატიმარსა და სინდისის პატიმარს შორის ვერავინ გატეხო.
ყველა ადამიანს, საბოლოო ჯამში, თავისი სისუსტე ამარცხებს, ვიდრე სხვა ძალა. ივანიშვილი არ ძლიერდება არაფრით ამ პროცესში. მე დარწმუნებული ვარ, რომ მას აუცილებლად მოუწევს ძალაუფლების დათმობა.
რატომ მიგაჩნიათ, რომ არ ძლიერდება ივანიშვილი პოლიტიკურად? პროტესტის მიუხედავად ამ დრომდე ინარჩუნეს სახელისუფლებო ვერტიკალს, კორუფციული სქემებით კი, როგორც თქვენ ამბობთ, კიდევ უფრო მეტ ადამიანს ჩართავს ამ პროცესში, გააჩუმებს…
ჩემი აზრით, უმნიშვნელოვანესია სამი ფაქტორი. პირველი – პროტესტი ქვეყნის შიგნით, რომელიც არ ცხრება. მეორე – არაღიარება საერთაშორისო არენაზე. მესამე – რთული გეოპოლიტიკური ვითარება: არათუ დასავლურ ქვეყნებთან, არამედ რეგიონის ქვეყნებთან მას არა აქვს სწორად აწყობილი კავშირები.
ივანიშვილის ინტერესი იყო, რომ საქართველო არ ყოფილიყო რუსეთსა და დასავლეთს შორის დაპირისპირების ობიექტი, მან თავისი პოლიტიკით, საბოლოო ჯამში, ზუსტად ის მიიღო: საქართველო მაინც აღმოჩნდა დაპირისპირების ობიექტი, ოღონდ ძალიან დასუსტებული პოზიციით – მეგობრების, პარტნიორების გარეშე.
ამით ივანიშვილმა გაცილებით უფრო რთულ მდგომარეობაში ჩააგდო ქვეყანა და საკუთარი ძალაუფლებაც, ვიდრე ეს შეიძლება ყოფილიყო სხვა შემთხვევაში.
რიკოთის უღელტეხილზე ავტობანის მშენებლობა დასრულდა.
„ქართული ოცნების“ მთავრობამ დასრულებული გზის პრეზენტაცია, დღეს, 29 დეკემბერს მოაწყო.
როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, რიკოთის ახალ, 52-კილომეტრიან, ოთხზოლიან ჩქაროსნულ გზაზე მოძრაობა ხვალ, 30 დეკემბერს, დღის მეორე ნახევარში გაიხსნება.
რიკოთის მაგისტრალური გზა 52 კილომეტრის სიგრძისაა და მოიცავს 51 გვირაბსა და 97 ხიდს.
მათ შორის, ყველაზე გრძელი გვირაბის სიგრძე 1 კილომეტრი და 800 მეტრია, ხოლო ყველაზე გრძელი ხიდის – 1 კილომეტრი და 362 მეტრი.
“ახალი მაგისტრალი სრულად არის აღჭურვილი თანამედროვე განათების სისტემით და შეესაბამება საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს,“ – ნათქვამია „ქართული ოცნების“ პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ რელიზში.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, აზარტულ და მომგებიან თამაშობებზე დამოკიდებულ პირთა სიაში 2022 წლის 1-ლი მარტიდან დღემდე, რეგისტრირებულია 36 115 ფიზიკური პირი, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე 62 პირი, ხოლო თავად პირის მომართვის საფუძველზე – 36 053 პირი.
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აკრძალულ პირთა სიაში დღეის მდგომარეობით ავტომატურ რეჟიმში სულ შეტანილია 1 577 247 პირის შესახებ ინფორმაცია.
დამოკიდებულ პირთა და აკრძალულ პირთა რეესტრს [დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიაში დასაშვებია მხოლოდ საქართველოს მოქალაქის შესახებ მონაცემების შეტანა] აწარმოებს შემოსავლების სამსახური.
დამოკიდებულ პირთა სიაში 2025 წლის 5 მაისიდან საქართველოს მოქალაქის შესახებ მონაცემების შეტანასთან ერთად, დასაშვებია ასევე საქართველოს იმ მოქალაქის მონაცემების შეტანაც, რომელსაც იმავდროულად გააჩნია სხვა ქვეყნის მოქალაქეობაც.
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება 2022 წლის1 მარტიდან განხორციელდა.
2022 წლის პირველი მარტიდან საჯარო მოხელეებს, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის პირებს, ეროვნულ ბანკში მომუშავეებსა და მარეგულირებელ ორგანოებში დასაქმებულებს, აზარტულ თამაშობებში მონაწილეობა, მათ შორის, ელექტრონულადაც, ეკრძალებათ.
ბათუმის აეროპორტის დაცვის არეში მაქსიმალური დასაშვები დაბრკოლებების სიმაღლეების განსაზღვრაზე 623 ათას 356 ლარით გამოცხადებული ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა.
სახელმწიფო შპს-მ, „საქაერონავიგაციამ“ ტენდერი ხელახლა გამოაცხადა. ამჯერად საწყისი სატენდერო ფასი გაცილებით დაბალი – 523 ათას 367 ლარია.
„ბათუმის აეროდრომის დაცვის არეში, არსებული დაბრკოლებების შემზღუდველი ზედაპირების (OLS) მოდიფიკაციის, მორგებული დაბრკოლებების შემზღუდველი ზედაპირების (OLS) შემუშავებისა და მაქსიმალური დასაშვები დაბრკოლებების სიმაღლეების განსაზღვრისათვის სააერნაოსნო კვლევის მომსახურების შესყიდვაზე“ ტენდერში [რომელიც უარყოფითი შედეგით დასრულდა] ორი კომპანია მონაწილეობდა.
ორთავე კომპანიას ტენდერში დისკვალიფიკაცია მისცეს ტექნიკური დოკუმენტაციის გამო.
„საქაერონავიგაციას“ გერმანული კომპანია airsight GmbH მომსახურებას ზუსტად 623 356 ლარად სთავაზობდა, ხოლო თურქული კომპანია HARİTAEVİ HAVACILIK MÜHENDİSLİK ANONİM ŞİRKETİ – 164 700 ლარად.
წყარო: ტენდერი
„შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით ყველაზე დაბალი ფასი – 164 700 ლარი დააფიქსირა კომპანიამ HARİTAEVİ HAVACILIK MÜHENDİSLİK ANONİM ŞİRKETİ. თუმცა, სატენდერო წინადადების განხილვისას წარმოდგენილ ,,ფასების ცხრილში“ [როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე] შემოთავაზებული მომსახურების ფასი 164 700 [მათ შორის, სიტყვიერად] პრეტენდენტს დაფიქსირებული აქვს ევროში.“ – წერია სატენდერო კომისიის ოქმში.
სატენდერო კომისიის ოქმიდან
„სატენდერო კომისია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ მისი ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეიცავს ისეთ მონაცემ(ებ)ს ან/და შეიცავს ისეთ უზუსტობას/უზუსტობებს, რომლის/რომელთა წარდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს.
აღნიშნულ შემთხვევაში, კი პრეტენდენტის წინადადების დაზუსტება უპირობოდ გამოიწვევს სატენდერო წინადადების ფასის არსებით ცვლილებას. შესაბამისად სატენდერო კომისია მოკლებულია შესაძლებლობას მიმართოს პრეტენდენტს დაზუსტების მოთხოვნთ“.
ხელახალი ტენდერი „საქაერონავიგაციამ“ 2025 წლის 26 დეკემბერს გამოაცხადა.
წინადადებების მიღება 2026 წლის 22 იანვარს დაიწყება და 27 იანვარს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 523 367 ლარია.
წინა ტენდერისგან განსხვავებით საწყისი ღირებულების განსაზღვრას სატენდერო კომისია შემდეგნაირად ხსნის:
„სატენდერო კომისიამ იმსჯელა… გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის შედეგებზე, რომელიც დასრულდა უარყოფითი შედეგით, აღნიშნულ ტენდერში
პრეტენდენტების მიერ შემოთავაზებულ წინადადებებზე. ჩატარებული ბაზრის კვლევის შედეგებისა და არსებული რეალობის გათვალისწინებით სატენდერო კომისიის წევრების მიერ შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად განისაზღვრა 523 367 ლარი დღგ-ს გარეშე [164 700 ევრო],“ – წერია კომისიის ოქმში.
მიმწოდებელმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები უნდა დაასრულოს ხელშეკრულების დადებიდან შვიდი თვის ვადაში.
ტექნიკური დავალებაში აღნიშნულია:
„საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) სტანდარტებისა და რეკომენდებული პრაქტიკის (SARPs) შესაბამისად, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისთვის დადგინდა დაბრკოლებების შემზღუდველი ზედაპირი (OLS).
მიმდებარე მაღალი რელიეფისა და აეროპორტის უნიკალური საექსპლუატაციო მახასიათებლების გამო – კერძოდ, ზღვის მიმართულებით აფრენით და ზღვიდან დაშვებით ცალმხრივი ოპერაციების გამო – არსებული დაბრკოლებების შემზღუდველი ზედაპირი (OLS) მნიშვნელოვნად ზღუდავს ურბანულ განვითარებას, განსაკუთრებით შიდა ჰორიზონტალური და კონუსური ზედაპირებით შემოფარგლური არით…
ამჟამინდელი დაბრკოლებისაგან შემზღუდავ ზედაპირებში, არსებული რელიეფის და დაბრკოლებების შეჭრის გათვალისწინებით, საჭიროა ამ ზედაპირების ხელახალი შეფასება და მორგებული OLS-ის შემუშავება, რომელიც ადაპტირებული იქნება როგორც სახელსაწყო (IFR), ასევე ვიზუალური (VFR) ფრენების შესრულებისათვის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, ICAO-ს სტანდარტების და რეკომენდირებული პრაქტიკის (SARPs) შესაბამისად.
სააერნაოსნო კვლევა უნდა შეესაბამებოდეს „სააერნაოსნო კვლევების ჩატარების წესს, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2025 წლის 30 სექტემბრის ბრძანებით.“
თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის საახალწლო შეთავაზებები კვლავ არ დასრულებულა. მხოლოდ 30 დეკემბერს, გალერია თბილისის შერჩეულ ობიექტებში, თიბისი კონცეპტ Visa სადებეტო ბარათით გადახდისას, თანხის 30%-ს ულიმიტოდ და მომენტალურად დაიბრუნებთ.
შეთავაზება ვრცელდება შემდეგ ბარათებსა და მათ ციფრულ ანალოგებზე: TBC Concept Visa Platinum, Visa Signature, TBC Concept Miles&Smiles Visa Signature Travel Card.
გადახდა უნდა განხორციელდეს თიბისის პოს-ტერმინალზე
გაეცანით გალერია თბილისის პარტნიორი ობიექტების ჩამონათვალს:
ტანსაცმელი და აქსესუარები:
Patrizia Pepe, Superdry, DKNY, Pinko, Twinset, Furla, Trussardi, Elena Miro, Hogan, Just Cavalli, Bene Shoes, Lion of Porches, Pepe Jeans, Hackett, Marco Polo, Karl Lagerfeld, Gianfranco Ferré, Luisa Spagnoli, Lacoste, Gant, Tommy Hilfiger, Calvin Klein, Diesel, Timberland, Topsport, Romani, Studio By Shoes Gallery, AW-Lab
საბავშვო:
Espacho, Original Marines, Mayoral, Monnalisa, Carter’s, XS Toys, Okaidi, Jacadi
სილამაზე და თავის მოვლა:
L’Occitane, Yves Rocher, NYX, Laline Georgia
სამკაულები:
Roberto Bravo, Mova Jewelry, Pendanti, Delfos
სახლი:
JYSK, Manamo Home, Miniso, Qartuli Kalata
წიგნები:
Sulakauri Publishing, Biblusi
შეთავაზებების დამატებითი პირობებისა და გამონაკლისების სანახავად, გადადით ბმულზე
გახდით თიბისი კონცეპტის მომხმარებელი და ისარგებლეთ პრივილეგირებული საბანკო მომსახურებითა და შეთავაზებებით.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ “დიდთოვლობის მიუხედავად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს”.
“დღეისთვის დაგეგმილი ყველა რეისის მიღება და გაშვება ჩვეულ რეჟიმში სრულდება. გამთენიისას არ შესრულდა მხოლოდ ათენის მიმართულებით დაგეგმილი რეისი და საპირისპირო მიმართულებით ფრენა,” – ნათქვამია ქუთაისის აეროპორტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აეროპორტის ინფორმაციითვე, იმის გამო რომ დღეს, 29 დეკემბერს, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებელი ბროწეულას სადგურში გაჩერდა, მატარებელში მყოფი 12 მგზავრის ტრანსპორტირებას, რომლებსაც ფრენა ჰქონდათ, აეროპორტმა გაუწია უზრუნველყოფა.
“აეროპორტის შესაბამისი სამსახურები დროულად ახორციელებენ საჰაერო ხომალდების მოყინვის საწინააღმდეგო პროცედურებს, ხოლო ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და სამიმოსვლო ბილიკები ინტენსიურად იწმინდება.
უამინდობა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე 2 იანვრის დღის პირველი ნახევრის ჩათვლით შენარჩუნდება,” – ნათქვამია ქუთაისის აეროპორტის განცხადებაში.
საქართველოს რკინიგზამ მატარებლების შეფერხებით მოძრაობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა:
“იმერეთი-გურიის მონაკვეთზე სამგზავრო მატარებლები ამ დროისთვის შეუფერხებლად მოძრაობენ. მკაცრი მეტეოროლოგიური პირობების გამო, სამგზავრო მატარებლების მოძრაობის გრაფიკში დაფიქსირებული იყო დროებითი შეფერხება, თუმცა, საქართველოს რკინიგზის შესაბამისი სამსახურების ოპერატიული რეაგირების შედეგად, ამჟამად ყველა მატარებლის მოძრაობის გრაფიკი აღდგენილია.
სინოპტიკოსების პროგნოზის თანახმად, რთული მეტეოროლოგიური პირობები გრძელდება. არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, საქართველოს რკინიგზის ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული,” – ნათქვამია “საქართველოს რკინიგზის” განცხადებაში.
დღეს, 29 დეკემბერს, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია [სემეკი] დენის ტარიფის გაზრდაზე მსჯელობს, თუმცა სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ დღეს ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ დენის ტარიფის გაზრდა, სავარაუდოდ, გადავადდება სამი თვით.
„ბოლო დღეების განმავლობაში კომისია ინტენსიურად მუშაობდა სატარიფო საკითხებზე, ცალკეული თემების დაზუსტებაზე. გარდა ამისა, გვქონდა კონსულტაციები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან.
ელექტროენერგიის გამანაწილებელმა კომპანიებმა გამოგვიგზავნეს წერილობით თხოვნა ამ პროცესის 3 თვით გადავადებასთან დაკავშირებით, ვინაიდან, არ არის დაზუსტებული ელექტროენერგიის ბალანსები, ის, თუ როგორი იქნება მოსალოდნელი გენერაცია მომდევნო წელს.
აქედან გამომდინარე, კომისია დღეს იმსჯელებს და ვფიქრობთ, დავადგინოთ დროებითი ტარიფები, რაც ნიშნავს იმას, რომ დღეს არსებული დადგენილი ტარიფები შევინარჩუნოთ მომდევნო 3 თვის განმავლობაში ელექტროენერგიის სექტორში.
ხოლო რაც შეეხება ბუნებრივ აირს, ბუნებრივ აირზე ისედაც არ იყო მოსალოდნელი ტარიფების ზრდა. ამაზე გავაკეთე განცხადება, რომ მცირედი კორექტირებები ხდებოდა ამ ნაწილში“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
მარეგულირებელმა კომისიამ ტარიფები ბოლოს 5 წლის წინ დაადგინა. ტარიფების გადათვლა გეგმიური პროცესია.
შს სამინისტროს ცნობით, აჭარაში პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ჩინეთისა და ტაილანდის შვიდი მოქალაქე დააკავეს.
„სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული აუდიო და ვიდეოჩაწერის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ბრალდებულები პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს, ბათუმში მდებარე ობიექტებში ფართებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ სისტემატურად გადასცემდნენ.
ასევე, პირთა პროსტიტუციაში მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით უზრუნველყოფდნენ მომსახურების მსურველ მამაკაცთა მოზიდვას, მათგან პროსტიტუციით გამომუშავებული თანხების მიღებას და განაწილებას“ – წერს შსს.
უწყების ცნობით, პოლიციამ 7 პირი ბრალდებულის სახით დააკავა და 12 ობიექტი დახურა.
სამართალდამცველებმა ობიექტებზე დასაქმებული ქალები შემდგომი სამართლებრივი პროცედურების განხორციელების მიზნით გამოკითხვაზე გადაიყვანეს.
პროსტიტუციის ხელშეწყობასა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ადიგენში, სოფელ ბოლაჯურის მკვიდრს, ჯაბა ჩხიტუნიძეს, რომელიც 2012 წელს, ძმასთან ერთად, საკუთარ სოფელში „ქართული ოცნების“ ოფისს ხელმძღვანელობდა (და ოფისიც საკუთარ სახლში ჰქონდათ გახსნილი), სახელმწიფოსგან ჯერ 29 ჰექტრამდე სახნავ-სათესი მიწა პირდაპირი პრივატიზების ფორმით მიიღო, შემდგომ სახელმწიფომ საწყობის ასაშენებლად – 497,961 ლარი, ნარგავებისთვის – 70,000-მდე ლარი და ოთხი შეღავათიანი აგროკრედიტი – 103,551 ლარის ოდენობით დაუფინანსა.
ამის შესახებ წერს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“.
მასალებში, რომელიც დღეს, 29 დეკემბერს გამოაქვეყნა ორგანიზაციამ, ნათქვამია, რომ ჩხიტუნიძეზე გადაცემულ მიწებზე მოყვანილი ხილ-ბოსტნეულით ძალოვანი სტრუქტურები მარაგდებიან.
ჯაბა ჩხიტუნიძემ „ბოლო ორწელიწადნახევარში, ჯამში, 15,033,529 ლარის სახელმწიფო შესყიდვებიც მიიღო“.
„გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, ბესიკ ჩხიტუნიძე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე, შსს დაცვის პოლიციის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი გახდა. თუმცა აქ დიდხანს არ დარჩენილა. „2016 წლიდან, ძმები, ჯაბა და ბესიკ ჩხიტუნიძეები ბიზნესში გააქტიურდნენ. მათ 2023 წლამდე 5 სხვადასხვა კომპანია დააფუძნეს.
2019 წლის აპრილში ჯაბა ჩხიტუნიძემ ბოლაჯურში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) 288,351 კვ.მ. მიწა იჯარით აიღო. 2020 წელს, ამავე სოფელში შპს „აგრო ქართული ნატურალური“ დააფუძნა და ამ შპს-მ მალევე სახელმწიფოსგან ორი შეღავათიანი აგროკრედიტი მიიღო. ხელშეკრულებებით განსაზღვრული თანადაფინანსების ჯამი 62,601 ლარს შეადგენდა. 2022 წლის ივლისში კი აქ სახელმწიფო აგროპროგრამის ფარგლებში მიღებული 497,961 ლარით სასაწყობე მეურნეობაც მოაწყო.
ამ ნახევარმილიონიანი აგროსესხის მიღებამდე ორი თვით ადრე, 2022 წლის მაისში, ჯაბა ჩხიტუნიძემ სახელმწიფოსგან იჯარით აღებული 29 ჰა-მდე ფართობი, პირდაპირი პრივატიზების წესით, 461,360 ლარად იყიდა, რასაც სოფელში ადგილობრივი მოსახლეობის საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.
სოფლის მცხოვრებები ნაკვეთის კერძო პირზე გადაცემას აპროტესტებდნენ და აცხადებდნენ, რომ სოფელში საკმარისი სახნავ-სათესი ფართობი არავის ჰქონდა, ამიტომ აღნიშნული ნაკვეთი ხალხზე უნდა განაწილებულიყო. თუმცა, მათ პროტესტს შედეგი არ მოჰყოლია.
2023 წელს ჯაბა ჩხიტუნიძემ, როგორც ინდივიდუალურმა მეწარმემ, ახლადშეძენილი ნაკვეთისთვის სახელმწიფოსგან 7 ჰექტარზე, ხეხილის გასაშენებლად 69,999 ლარის დაფინანსება მიიღო. სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამა „დანერგე მომავლის“ ბაღის კომპონენტის ფარგლებში 4 ჰექტარზე ვაშლის გასაშენებლად 47,332 ლარი გადაეცა, 1 ჰექტარზე ბლისთვის – 19,082 ლარი და 2 ჰექტარზე ჟოლოს მოსაყვანად – 3,585 ლარი. გარდა ამისა, ამავე წელს მისმა კომპანიამ „აგრო ქართული ნატურალურმა“ კიდევ ორი შეღავათიანი აგროკრედიტი მიიღო. ხელშეკრულებებით განსაზღვრული თანადაფინანსების ჯამი 40,950 ლარს შეადგენდა.
ამ მიწაზე მოყვანილი ხილითა და ბოსტნეულით, ამავე, 2023 წლიდან, ჯაბა ჩხიტუნიძემ ძალოვანი სტრუქტურების მომარაგება დაიწყო“ – წერს „გამჭვირვალობა-საქართველო“.
მათივე ინფორმაციით, „აგრო ქართული ნატურალურმა“ 2024-2025 წლებში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2 კონსოლიდირებული 7 058 223 ლარის ტენდერი უკონკურენტოდ მოიგო.
„როგორც აღნიშნულ ტენდერებში ჯაბა ჩხიტუნიძის მიერ ატვირთული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტებიდან ირკვევა, 2023-2024 წლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შპს „სახელმწიფო კვებით უზრუნველყოფას“ ჯაბა ჩხიტუნიძის კუთვნილ შპს „აგრო ქართული ნატურალურთან“, ხილსა და ბოსტნეულზე, სპეციალური წესით, 3 ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, ჯამში, 7,926,880 ლარზე.
2023-2024 წლებში, ჯაბა ჩხიტუნიძის კომპანიამ შპს „სახელმწიფო კვებით უზრუნველყოფისგან” 48,429 ლარის 3 პირდაპირი შესყიდვაც მიიღო.
ჯამში, ჯაბა ჩხიტუნიძემ, 2023-2025 წლებში, 8 სახელმწიფო შესყიდვით ძალოვანი სტრუქტურების ხილითა და ბოსტნეულით მომარაგებისთვის 15,033,529 ლარი მიიღო. 2020-2023 წლებში აგროპროგრამის ფარგლებში 8 პროექტიდან კი სულ 671,511 ლარი დაერიცხა. 2020-2025 წლებში, სახელმწიფოსგან ჯაბა ჩხიტუნიძემ ჯამურად 15,705,040 ლარი მიიღო“- წერს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“.
შს სამინისტროს ცნობით, თბილისში არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით 1997 წელს დაბადებული დ.ჭ. და წარსულში ნასამართლევი, 2004 წელს დაბადებული ზ.პ დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა არასრულწლოვანი ნ.ღ. თბილისში, ერთ-ერთ ჰოსტელში მოტყუებით წაიყვანეს, სადაც ორივე მათგანმა არასრულწლოვანი გოგონას მიმართ ძალის გამოყენებით, სექსუალურად რამდენჯერმე იძალადა“ – წერს შსს.
ორივე პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.
უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ავტორი: დათო ჯინჭარაძე, პოლიტიკური აქტივისტი, ბრიტანული „Newspeak House“-ის პოლიტიკური ტექნოლოგიების მკვლევარი.
___
სხვებივით, მეც მომიწია ყოველდღიურობის მიტოვება და რუსთაველზე გამოსვლა. მეც მქონდა იმედი, რომ რეჟიმს 2024 წელსვე მოვიტოვებდით, მაგრამ ერთი წლის თავზე ახალ წელს ისევ ქუჩაში ვხვდებით – 124 პოლიტპატიმრით, დაღლილი თანამებრძოლებით, მომავლის ბუნდოვანი ხედვით და ბევრი იმედგაცრუებით – ვინც ერთ დროს იმედს და ხედვას ასხივებდა, დღეს თითქოს დაიცალა.
ვიყოთ გულწრფელები – ბრძოლა ჯერ არ დამთავრებულა და გამარჯვებამდე შორია.
გვინდა მოვიგოთ? არჩევანი ჩვენზეა – 2026 წელი ჯერ კიდევ შეიძლება ვაქციოთ გამარჯვების წლად. ამისთვის ძველი ქცევის წრე უნდა გავარღვიოთ – შევეშვათ იმას, რაც არ მუშაობს.
რა გავაკეთოთ? ძველი ჩვევების დავიწყებასთან ერთად, სამი ახალი რამ უნდა გავითავისოთ. თუ სამივე გამოგვივა, ვფორმირდებით მცირე სამოქალაქო ჯგუფებად და საერთო მიზნების ქვეშ გავერთიანდებით – მოგების რეალური შანსი გვაქვს.
1. ეს არის ბრძოლა ყურადღებისთვის
ცენტრისტებს, ზომიერ კონსერვატორებს და სოციალ-დემოკრატებს ხშირად მეტი რამ გვაქვს სასწავლი რადიკალური მოძრაობებისგან. როგორ შეძლეს რადიკალურმა პარტიებმა დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში მასობრივი მხარდაჭერის მოზიდვა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში? პასუხი მარტივია: ისინი იგებენ ბრძოლას ყურადღებისთვის. ულტრა-მემარჯვენე პარტიები ხშირად გვაყრუებენ ყველაზე ხმამაღალი და დაუჯერებელი განცხადებებით – ამით ინფორმაციის დიდ ტალღას, მოსაწყენ ამბებს ფარავენ და გვამახსოვრდებიან.
ბრძოლა რომ ყურადღებისთვისაა, იციან პოლიტიკოსებმაც. საარჩევნო კამპანიებისას, ხშირად სამ მარტივ დაპირებას არჩევენ და თვეების განმავლობაში მხოლოდ ამ სამ დაპირებაზე საუბრობენ. ასე გააკეთა ნიუ-იორკის ახალმა მერმა, ზოჰრან მამდანიმ – საქართველოში მას ბევრი იწუნებს, მაგრამ შეიძლება არ მოგწონდეს ადამიანი და მისგან მაინც ისწავლო რამე: ყურადღება შეზღუდული რესურსია, ამიტომ სამ მარტივ და გამაერთიანებელ თემაზე ჯობია ფოკუსირება სამყაროში, სადაც ყველას უნდა შენი ყურადღების მიქცევა. სამი ასეთი თემის წამოჭრით მამდანიმ მასზე გაცილებით უფრო მდიდარ და გავლენიან კანდიდატებს მოუგო, 2%-იანი რეიტინგის მქონე პოლიტიკოსიდან კი ნიუ-იორკის ახალი მერი დადგა.
ადამიანებისთვის ყურადღების მისაქცევად ხშირად პირველი წამებია ყველაზე მნიშვნელოვანი. არაერთი კვლევა გვეუბნება, რომ პოლიტიკოსის გარეგნობითაც კი მის შესახებ წარმოდგენის ჩამოყალიბება ხშირად 0.1 წამშიც კია შესაძლებელი.
მაგრამ ყურადღების მიქცევა არ არის საკმარისი – ჩვენთვის დღეს დიდი პრობლემა ყურადღების შენარჩუნებაა. წინა წლის იანვარში აფხაზეთიდან დევნილმა ზამირ კვეკვესკირმა თავი დაიწვა,მაგრამ მისი სახელი ბევრს ყველაზე აქტიურ პოლიტიკურ ,,ბაბლშიც’’ კი არ ახსოვს. ქვეყანაში უამრავი ტრაგედია ხდება, მაგრამ ყურადღების შეზღუდულობის გამო, ჩვენ გვიჭირს ადამიანების ფოკუსის შენარჩუნება ყველაზე ტრაგიკულ მოვლენებზეც კი.
გაკვეთილი: ბრძოლა ყურადღებისთვის ორმხრივია. ჩვენი ტვინი არ შექმნილა იმისთვის, რომ დღეში 12 საათი სოციალური მედიიდან უწყვეტი ინფორმაცია მიიღოს და ყველაფერი დაამახსოვრდეს. ყურადღება ისეთივე რესურსია, როგორიც ფული – ამიტომ ყოველთვის, როდესაც ფეისბუქ-გარჩევაში შევდივართ, ამ უხილავ ფულს გავცემთ. ყოველთვის, როდესაც რაღაცას ვწერთ, ამ უხილავ ფულს ვითხოვთ. ხშირად დღის ბოლოს ,,უფულოდ’’ ვრჩებით და ქიმიურ მოწამვლაზე სასაუბრო ყურადღებაც კი აღარ გვრჩება. გვახსოვდეს ეს, სანამ მორიგ გარჩევას დავიწყებთ.
2. ეს არის ბრძოლა დროისთვის
ყურადღების მსგავსად, ყველა სხვა რესურსის ერთმანეთში კონვერტირება და გაზომვა შეიძლება. დრო ფულია, ფული კი დროა. ჩვენ ვუხდით ძიძებს იმისთვის, რომ სამუშაოდ ან დასასვენებლად დრო გამოგვითავისუფლონ – ანუ გვიღირს გარკვეული თანხის დროში გადაცვლა. და ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ თანხა მივიღოთ და ოჯახს საჭმელი ვუყიდოთ – ანუ დროის გადაცვლაც ფულში გვიღირს. დრო ფულია, ფული კი დროა.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში უწყვეტმა, ყოველდღიურმა წინააღმდეგობამ დაგვანახა რამდენად მილევადი რესურსია ენერგია, ფული და დრო. სპრინტისას გაქვს ფუფუნება, რომ სხვა ყველაფერი გვერდზე გადადო, მაგრამ როცა პროტესტი ასე დიდხანს გრძელდება, გიწევს ფიქრი საკუთარი რესურსების გადანაწილებაზე. პროტესტში ჩართული ბევრი ადამიანი მრავალშვილიანი დედაა, გამოცდილი მარკეტერი, დაკავებული მასწავლებელი ან ექიმი – ეს ხალხი ყოველდღე იღვიძებს და წყვეტს, რამდენი საათი დაუთმოს პროტესტს – საათების კონვერტირება კი პირდაპირ ფულში და ენერგიაშია შესაძლებელი.
2026 წელს უნდა ვისწავლოთ, რომ თანმიმდევრული წინააღმდეგობისთვის ყველას გვჭირდება განვსაზღვროთ, დღეში ან კვირაში რამდენი საათის გადადება შეგვიძლია საერთო საქმისთვის. ეს საჭიროა იმისთვის, რომ არ გადავიღალოთ და იმისთვისაც, რომ არ დავნებდეთ.
იქნებ თქვენ დღეში 1 საათის დონაცია შეგიძლიათ, ან კვირაში 5 საათის – სად იქნება ეს დრო ყველაზე ეფექტურად დახარჯული? იქნებ, აქციაზე ყოველდღე ვერ დგახართ, მაშინ ამ 1 საათის დახარჯვა ხომ არ ჯობია ,,სინათლე არ უნდა ჩაქრეს’’ შესახებ ახლობლებისთვის მოსაყოლად, ან ხალხის გაზეთის გასავრცელებლად მშობლიურ ახლომდებარე სოფელში? ჩვენი პრობლემა ხშირად არამხოლოდ რესურსების ნაკლებობა, არამედ უკვე არსებული რესურსების გადანაწილებაა. შეიძლება ფონდში გადასარიცხი 100 ლარი არ გვქონდეს, მაგრამ გვქონდეს დიზაინის უნარები, რომლებსაც ამ ფონდების მხარდასაჭერად გამოვყოფთ.
გაკვეთილი: პროტესტში ჩართულმა ათმა ადამიანმაც კი რომ ათკაციანი ჯგუფი შექმნას, სადაც თითოეული ადამიანი კვირაში 4 საათს გამოყოფს საერთო საპროტესტო საქმისთვის, ეს უკვე თვეში 1600 საათი გამოდის, ანუ უწყვეტი მუშაობის ორ თვეზე მეტი. ეს უდიდესი დროის რესურსია, რომლის სწორად და მიზნობრივად დახარჯვის შემთხვევაში, საქართველოს დემოკრატიული წინააღმდეგობის მოძრაობა გაცილებით უფრო გაძლიერდებოდა, ვიდრე ახლა.
3. ეს არის ბრძოლა ხედვისთვის
შეიძლება დაგარწმუნეთ, რომ თავი გამოვიზოგოთ და დროის, ფულის და ყურადღების განაწილებას ყურადღებით მივუდგეთ – მაგრამ რეჟიმის მხარეს ხომ კიდევ უფრო მეტი ფული, დაშინება, ადამიანური რესურსი (შსს, სუსი, სამინისტროები) და რუსული კავშირებია. სინამდვილეში, ნებისმიერ რესურსს – რეჟიმისთვის თუ ჩვენთვის – ნაკლები სარგებელი აქვს, თუკი თან მომავლის ხედვა არ მოსდევს.
დემოკრატიებშიც და ავტოკრატიებშიც, როდესაც პოლიტიკურ პარტიებს ან სამოქალაქო საზოგადოებას რაღაცის შეცვლა სურს, საჭიროა მოსახლეობის უმრავლესობის დარწმუნება არამხოლოდ იმაში, რომ ცვლილება საჭიროა – არამედ იმაშიც, თუ როგორი ცვლილება გვინდა. ესაა ბრძოლა ხედვისთვის – ხედვა, რომ მომავალი უკეთესი იქნება, ვიდრე რეალობა. დღევანდელი რეჟიმი დგას რწმენაზე, რომ მომავალი 2026 წელი შეიძლება ძალიან კარგიც არ იყოს, მაგრამ რეჟიმის გარეშე 2026 წელი გაცილებით უარესი იქნება.
ეს იცოდა ვენესუელის დემოკრატიულმა ოპოზიციამაც – მარია კორინა მაჩადომ, ნობელის პრემიის გამარჯვებულმა, შექმნა ხედვა, რომელსაც Venezuela, Tierra de Graciaდაარქვა (და ცნობილი ვენესუელური სიმღერის სახელს დაამთხვია). ამ ხედვაში მან აღწერა, როგორ გარდაქმნიდა სიღარიბით სავსე ადგილს კეთილდღეობის და სტაბილურობის ქვეყნად. აღწერა იმდენად დამაჯერებლად, რომ თან ოპოზიციის გაერთიანებაც და მოსახლეობის ცვლილებების საჭიროებაში დარწმუნებაც შეძლო და ნობელის პრემიაც მოიგო.
როგორი იქნებოდა ასეთი ხედვა საქართველოსთვის? პირველი რესპუბლიკისეული ნაცემართა თავშესაფარი, თუ რამე სრულიად ახალი? შეიძლება, ეს იყოს აუღებელი ციხესიმაგრე – გაზრდილი თავდაცვის ხარჯებით და დაცული საზღვრებით, ექთნებისთვის და მასწავლებლებისთვის უკეთესი ხელფასებით და დაცული კულტურული ძეგლებით. ან იქნებ, წალკოტი, ტექნოლოგიურ განვითარებაზე ორიენტირებული ეკონომიკით, სამართლიანი სასამართლოთი და თავისუფალი ბიზნესით. რა არის ის, რაც გვაერთიანებს და გვადარდებს ყველას – ,,ბოლო ქოცსაც’’ კი?
ხედვის დაწერა არასაკმარისია – ამ ხედვის ყველამ უნდა ირწმუნოს. იმ ხალხმაც კი, ვინც ერთ დროს რეჟიმს დაუჭირა მხარი. თანამედროვე სახელმწიფოც იმიტომ არსებობს, რომ მოქალაქეები, რომელთა დიდი ნაწილიც ერთმანეთს რეალურ ცხოვრებაში არასდროს შეხვდება, თანხმდებიან საერთო ხედვაზე და ერთმანეთს წარმოიდგენდნენ ერთობის ნაწილად. მხოლოდ მაშინ, როცა ხედვა სცდება თაბახის ფურცელს და ადამიანის წარმოსახვაში ინაცვლებს, შესაძლებელი ხდება რეჟიმის ლოიალისტების დარწმუნება იმაში, რომ ცვლილებას ცვლილებისთვის კი არ ვითხოვთ, არამედ ახალი რესპუბლიკის შექმნა გვსურს.
გაკვეთილი: ჩვენი ამოცანაა, შევქმნათ ისეთი ხედვა, რომ ადამიანს შეეძლოს თვალები დახუჭოს და სხვანაირი, უკეთესი საქართველო წარმოიდგინოს. როცა დახუჭულ თვალებში ჩვენს ნათესავებს და ახლობლებს უკეთესი საქართველო წარმოუდგებათ, ეს ნიშნავს, რომ რეჟიმისთვის წარმოსახვაშიც კი აღარ რჩება ადგილი.
2025 წელს შეიძლება ბევრი იმედგაცრუება ვიხილეთ, მაგრამ პროტესტი არ გატყდა. ამავე დროს, რასაც პროტესტის მონაწილეებისგან ყველაზე ხშირად ვისმენ, არის ის, რომ პროტესტი ძალას ვერ ასხივებს და ძალის პოზიციიდან ჯერ ვერ ლაპარაკობს. 2026 წელს ამის შეცვლა სრულიად შესაძლებელია, თუ სწორად ვიმოქმედეთ.
მცირე გამარჯვებები აკლია დღეს ყველაზე მეტად პროცესს და მცირე გამარჯვებებით მივალთ საბოლოო გარდატეხამდე. ყურადღების და დროის რესურსების სწორი გადანაწილებით და ხედვის შემუშავებით, მცირე გამარჯვებების მიღწევა წლის დასაწყისშივე შეიძლება. ზუსტად ასეთი 2026 წელი გვჭირდება – და ასეთ წელს გისურვებთ.
„ქართული ოცნების“ ყოფილ გენერალურ პროკურორზე, ოთარ ფარცხალაძეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.
დღეს, 29 დეკემბერს, შსს-მ სწორედ ოთარ ფარცხალაძე დაასახელა ლევან ჯანგველაძის მკვლელობის შემკვეთად.
შსს-ს თქმით, მათ მიერ ჩატარებული ასეულობით საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა ორგანიზებულ ჯგუფს, რომელმაც ჩაიდინა ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით მკვლელობა.
„ჩვენ მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ გამოტანილია დადგენილება ოთარ რომანოვ ფარცხალაძის მიმართ ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ.
ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დროთა განმავლობაში დანაშაულებრივ დაჯგუფებად ჩამოყალიბებულ პირთა წრეს და ამ დაჯგუფების ლიდერებს, ოთარ რომანოვ ფარცხალაძეს და მისი ნდობით აღჭურვილ პირებს, ძმებ დავით და გიორგი მიქაძეებს, ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებით გარკვეული სახის უთანხმოება და დაპირისპირება გააჩნდათ ლევან ჯანგველაძესთან და ამ უკანასკნელთან დიდი ხნის დაპირისპირებაში მყოფ სხვა პირთა შეკვეთით ლევან ჯანგველაძის მკვლელობა დააორგანიზეს.
ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობას, როგორც შექმნილი დანაშაულებრივი ჯგუფის უპირობო ლიდერი – ოთარ რომანოვ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა.
მისი მითითებითა და დავალებით, ძმები დავით და გიორგი მიქაძეები, თავის მხრივ დაუკავშირდნენ მათ მეგობარს და ნდობით აღჭურვილ გიორგი ჯოხაძეს, რომელსაც მკვლელობის ჩადენის შესახებ გეგმა გაანდეს.
დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, დაგეგმილი შეკვეთილი მკვლელობის ჩასადენად, მათ მიერ მოძიებული იქნა გიორგი ჯოხაძის დაცვის ყოფილი თანამშრომელი გელა უძილაური.
დანაშაულებრივი დაჯგუფების მიერ ასევე იქნა მოპოვებული ინფორმაცია ლევან ჯანგველაძის საქართველოში ჩამოსვლის ზუსტი დროის და გადაადგილების მარშრუტის შესახებ, რის შემდეგაც გელა უძილაურმა 2025 წლის 14 მარტს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, შეკვეთით და ანგარებით მოკლა ლევან ჯანგველაძე, ხოლო მის თანმხლებ პირს იმავე ცეცხლსასროლი იარაღიდან სხეულის დაზიანება მიაყენა.
მოცემულ საქმეზე ჩატარებულია მთელი რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, ათეულობით ექსპერტიზა, გამოიკითხულია ათეულობით მოწმე, ამოღებულია არაერთი ნივთიერი მტკიცებულება და მსგავსი საქმეების გამოძიების სპეციფიკის გათვალისწინებით, შესაბამისი მტკიცებულებითი სტანდარტით, მოპოვებულია როგორც დანაშაულებრივი დაჯგუფების ხელმძღვანელის, ასევე მისი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ჩადენის მამხილებელი უტყუარი მტკიცებულებები.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ აღნიშნულ საქმეზე დანაშაულის უშუალო ამსრულებელი გელა უძილაური მკვლელობის ჩადენიდან მალევე დააკავეს. მის მიმართ მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და უძილაურს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
საქმეზე ასევე დაკავებულები არიან გიორგი მიქაძე, მამუკა ბაღდავაძე, გიორგი კაჭკაჭაშვილი, ხოლო დავით მიქაძის და გიორგი ჯოხაძის მიმართ გამოცხადებულია ძებნა. ასევე დაკავებულია მათი ყოფილი მეგობარი, სანდრო წივწივაძე, რომლის სახელზეც იყო წარსულში რეგისტრირებული ლევან ჯანგველაძის მკვლელობის იარაღი.
მითითებული ბრალდებულების მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.
რაც შეეხება დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელს, ოთარ რომანოვ ფარცხალაძეს: მას, პროკურორის მიერ გამოტანილი შესაბამისი დადგენილების მიხედვით, ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის ,,ნ“ ქვეპუნქტით, რომელიც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“ – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 29 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 205 690 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 180. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
ტანკი – 11 472 ერთეული [+3]
ჯავშანტექნიკა – 23 837 ერთეული [+6]
საარტილერიო სისტემა – 35 570 ერთეული [+13]
MLRS – 1 581 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 264 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 434 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 96 532 ერთეული [+305]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 136 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 71 891 ერთეული [+113]
სპეცტექნიკა – 4 030 ერთეული [+1]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 28 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
669 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
105 665 უპილოტო საფრენი აპარატი
641 საზენიტო სარაკეტო სისტემა
26 764 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 634 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
32 218 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
50 197 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
აჭარის მთიან მუნიციპალიტეტებში კვლავ თოვს. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, სოფლებში თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების გაწმენდა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
„ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტებში თოვლის საფარისგან იწმინდება ადმინისტრაციულ ცენტრებთან მისასვლელი საავტომობილო გზები.
ამ დროისთვის მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეზღუდული არ არის.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი მძღოლებს მოუწოდებს, ზამთრის პერიოდისთვის შესაბამისი საბურავებით გადაადგილდნენ და საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენონ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები“ – წერს დეპარტამენტი.
28 დეკემბერს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ განცხადება გაავრცელა მოსალოდნელი ამინდის შესახებ. სააგენტო იუწყება, რომ 29-30 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული და ზვავსაშიშროება.
გარემოს ეროვნული სააგენტო გაფრთხილებას ავრცელებს მოსალოდნელი ამინდის შესახებ.
სააგენტოს ცნობით:
„29-30 დეკემბერს სანაპირო რაიონებში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი ელჭექთან ერთად, შესაძლებელია ქარის გაძლიერება და ზღვაზე 4-6 ბალამდე შტორმი.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული და ზვავსაშიშროება.
დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს – საფრთხის დონე მაღალი“ – იუწყება სააგენტო.
2026 წლიდან ფინეთში სამხედრო რეზერვისტების ასაკობრივი ზღვარი 65 წლამდე იზრდება.
ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს, რომ ცვლილების შედეგად წვევამდელები რეზერვში დარჩებიან, წოდების მიუხედავად, მანამ, სანამ 65 წლის გახდებიან.
ფინეთში აქამდე სარეზერვო სამსახურის ასაკობრივი ზღვარი 50 წელი იყო რიგითი წოდების მქონე პირებისთვის და 60 წელი – ოფიცრებისა და უნტერ-ოფიცრებისთვის.
ხუთ წელიწადში ფინეთის სარეზერვო ძალებში მყოფი პირების რაოდენობა დაახლოებით ერთ მილიონს შეადგენს.
„ფინელი რეზერვისტების რაოდენობა 2031 წელს დაახლოებით ერთ მილიონს მიაღწევს. ეს და ჩვენი თავდაცვის გასაძლიერებლად მიღებული სხვა ზომები იმის სიგნალია, რომ ფინეთი უზრუნველყოფს თავის უსაფრთხოებას ახლა და მომავალში“, – განაცხადა ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, ანტი ჰაკანენმა.
ცვლილება ძალაში 2026 წლის 1 იანვრიდან შევა.
შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინას დაესხა თავს, სკანდინავიის ქვეყნებმა, მათ შორის ფინეთმა ნატოში გაწევრიანებაზე შეიტანეს განცხადება. 2023 წლის აპრილში, ფინეთი, რომელსაც რუსეთთან ყველაზე გრძელი საზღვარი აქვს ევროკავშირში, ნატო-ს 31-ე წევრი გახდა.
„ოცნების“ მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან 2 მილიონ 600 ათასი ლარი გამოუყო აჭარას არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირებისთვის. განკარგულებას ხელი „ოცნების“ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ 26 დეკემბერს მოაწერა.
„2025 წლის მანდარინის (არასტანდარტული) მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი ციტრუსის გადამამუშავებელი კომპანიებისათვის, რომლებიც 2025 წელს ციტრუსის სეზონზე ფიზიკური პირებისაგან შეისყიდიან 1 (ერთი) კილოგრამ არასტანდარტულ მანდარინს არანაკლებ 0,40 ლარად, სუბსიდირებისათვის გათვალისწინებული იქნეს 0,35 ლარი, ციტრუსის გადამამუშავებელ საწარმოში ჩაბარებულ ყოველ 1 კილოგრამზე“ – ვკითხულობთ დოკუმენტში.
არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირება აჭარაში წლებია ხდება, თუმცა, ფაქტობრივად, ყოველ წელს მეციტრუსეები ჩივიან, რომ ციტრუსის რეალიზაცია უჭირთ. ამის პარალელურად, მთავრობა ყოველ წელს ირწმუნება, რომ ამ ბაზარზე პრობლემა არ არსებობს.
წელს ციტრუსის ბაღების მფლობელების მთავარი პრობლემა მანდარინის დაბალი ფასი და მყიდველების ნაკლებობა იყო.
დღეს, 28 დეკემბერს, აშშ-ში, ფლორიდის შტატის ქალაქ პალმ-ბიჩში აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა გაიმართება – მთავარი თემა უკრაინაში ომის დასრულების სამშვიდობო გეგმის შემუშავებაა.
მედიის ცნობით, უკრაინის დელეგაცია უკვე შეერთებულ შტატებში იმყოფება.
უკრაინის დელეგაციაში არიან: ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი, ეკონომიკის მინისტრი ალექსეი სობოლევი, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ანდრეი ჰნატოვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი ალექსანდრ ბევზი და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე სერგეი კისლიცია.
შეხვედრა ფლორიდაში 13:00 საათზე დაიწყება.
27 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ტელეგრამზე“ დაასახელა ხუთი თემატური სფერო, რომლებიც განხილული იქნება სამშვიდობო გეგმაზე მოლაპარაკებებისას და რომელთა განხილვაც მას ტრამპთან სურს. მათ შორისაა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები.
„საჭიროა ძლიერი პოზიციები როგორც ფრონტზე, ასევე დიპლომატიაში, რათა პუტინმა ვერ შეძლოს მანიპულირება და თავიდან ვერ აიცილოს ომის რეალური და სამართლიანი დასრულება. მსოფლიოს საკმარისი ძალა აქვს უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად“ – დაწერა ზელენსკიმ „ტელეგრამზე“.
ტრამპთან შეხვედრამდე ზელენსკი ევროპელ ლიდერებს ესაუბრა: გერმანიის კანცლერს, ფრიდრიხ მერცს; ფინეთის პრეზიდენტს ალექსანდრ სტუბს, საფრანგეთის პრეზიდენტს – ემანუელ მაკრონს, იტალიის პრემიერ ჯორჯა მელონის და სხვა ევროპული ქვეყნების ლიდერებს. ასევე, მედიის ცნობით, ონლაინ დიალოგს შეუერთდნენ: კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი, ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოსტა და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.
ხრეშის შეტანა, პროექტის მიხედვით, ორ ადგილზეა დაგეგმილი: აეროპორტის ასაფრენი ბილიკის მოპირდაპირედ – აქ შესატანია 40 ათასი კუბური მეტრი ხრეში, ხოლო მეორე ადგილია ახალი ბულვარის გასწვრივ – ზღვისგან დანგრეული პირსის მიმდებარედ – აქ შეიტანენ 70 ათას კუბურ მეტრ ხრეშს.
ბათუმის სანაპირო აეროპორტის ასაფრენი ზოლის მიმდებარედ / აქ 40 ათასი კუბური მეტრი ხრეში უნდა შეიტანონ ნაპირის დასაცავად / ფოტო: 27.12.2025
ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 7 იანვარს დაიწყება და ხუთ დღეში – 12 იანვარს დასრულდება.
ტენდერში გამარჯვებული ვალდებული იქნება, სამუშაოები დაასრულოს – სამუშაოების დაწყების შესახებ შემსყიდველის წერილობითი დავალების გაცემიდან 61 დღეში.
ბათუმის სანაპირო – ახალი ბულვარის გაგრძელება / აქ ნაპირის დასაცავად ლოდების წინ ხელოვნური პლაჟის მოწყობაა აუცილებელი / ფოტო: 27.12.2025
„ბათუმში ზღვის სანაპირო ზოლის ე.წ. ახალი ბულვარის მიმდებარე მონაკვეთზე პლაჟის ხელოვნური კვების სამუშაოების, არსებული რეცხვადი ბერმის რეკონსტრუქციის [პლაჟის გასამაგრებელი სამუშაოების]“ შესყიდვაზე ტენდერი 2 472 349 ლარითაა გამოცხადებული.
აჭარის 2026 წლის ბიუჯეტში კი პლაჟის ხელოვნური კვებისთვის მთლიანობაში 2 650 000 ლარია გაწერილი.
2 მილიონი ლარი იყო გაწერილი 2025 წლის ბიუჯეტშიც, თუმცა, ეს თანხა ხრეშის შესატანად არ გამოიყენეს და როგორც აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში გვითხრეს, მხოლოდ პროექტი შეისყიდეს.
პროექტში, რომლის მიხედვითაც უნდა შესრულდეს სამუშაოები, აღნიშნულია, რომ „2023-2024 წლებში სანაპირო ზოლის კვების მიზნით, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე რეცხვადი ბერმის სახით შემოტანილი იქნა პლაჟწარმომქმნელი მასალა. აღნიშნულმა ღონისძიებამ დადებითი შედეგი გამოიღო. კერძოდ, შტორმული სეზონის დროს არ მოხდა ბულვარის ტერიტორიის წარეცხვა. შექმნილი პლაჟი გაუმკლავდა ტალღის ზემოქმედებას.
დღეისათვის რეცხვადი ბერმის ტანი, ნაწილობრივ წაირეცხა, რაც იმას ნიშნავს, რომ შემოტანილი მასალა გამოყენებულ იქნა ნაპირფორმირების პროცესში. ამდენად
საჭიროდ მიგვაჩნია რეცხვადი ბერმის რეკონსტრუქცია და შესაბამისი მასალით შევსება“.
ბათუმის სანაპირო ახალი ბულვარის მიმდებარედ / აქ წინა წლებში ხელოვნურად მოწყობილი პლაჟი [რეცხვადი ბერმა] ზღვამ ნაწილობრივ წარეცხა. ამჯერად 70 ათასი კუბური მეტრი ხრეშის შეტანაა დაგეგმილი 2026 წლისთვის / ფოტო: 27.12.2025
ამავე პროექტის მიხედვით: „აჭარაში შტორმული სეზონი ზამთარში დგება, როდესაც 2 მეტრი და მეტი სიმაღლის ტალღების განმეორებადობა აღწევს 30 პროცენტს, ზაფხულში ეს მონაცემი მცირდება 5-13 პროცენტამდე, ხოლო გაზაფხულსა და შემოდგომაზე 15-17 პროცენტს შეადგენს. დაფიქსირებულია ძლიერი შტორმების ერთეული შემთხვევები ზაფხულში და გაზაფხულზე, როდესაც ტალღის სიმაღლე ღია ზღვაში აღწევდა 7-8 მეტრს.“
აჭარის 2026 წლის ბიუჯეტში კი აღნიშნულია, რომ „პლაჟის ხელოვნური კვების სამუშაოების მიზანი შავი ზღვის ქალაქ ბათუმის სანაპირო ზოლის შენარჩუნებაა“.
„ახლო მომავალში აუცილებლად უნდა შემუშავდეს [ბათუმის] სანაპიროს ექსპლოატაციის და ზღვისგან დაცვის ახალი სტრატეგია. წინააღმდეგ შემთხვევაში კატასტროფული მოვლენები გარდაუვალია, ვინაიდან ამოწურულია ზღვის სანაპიროს ბუნებრივი დინამიკის აღდგენის ყველა შესაძლებლობა“, – ეს კი იმ დოკუმენტშია აღნიშნული, რომელიც სამი წლის წინ აჭარის მთავრობის დაკვეთით მომზადდა.
აჭარის მთავრობიდან, ასევე, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან და ბათუმის მერიიდან „ბათუმელებს“ დღემდე არ აქვს პასუხი კითხვაზე – დაწყებულია თუ არა მუშაობა ზღვისგან დაცვის ახალ სტრატეგიაზე.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი „თავს არავის დაესხმება“, მაგრამ თუ პირიქით მოხდება, „პასუხი იქნება გამანადგურებელი“.
ამის შესახებ ლავროვმა რუსული ახალი ამბების სააგენტო „ტასთან“ ინტერვიუში ისაუბრა და ასე გამოეხმაურა ევროპელი ლიდერების განცხადებას რუსული საფრთხის ზრდის შესახებ.
„იმ გაუგებარი პოლიტიკოსებისთვის ევროპაში, რომლებსაც, იმედი მაქვს, ამ ინტერვიუს აჩვენებენ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ – არ არის საჭირო იმის შიში, რომ რუსეთი ვინმეს თავს დაესხმება. მაგრამ თუ ვინმე გადაწყვეტს რუსეთზე თავდასხმას, პასუხი გამანადგურებელი იქნება. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ეს საჯაროდ არაერთხელ განაცხადა“ – თქვა ლავროვმა.
მან ასევე თქვა, რომ „ისინი [ევროპის ქვეყნები] არ მალავენ რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს“.
ინტერვიუში მან ასევე თქვა, რომ ევროკავშირი 2014 წლიდან ახორციელებს რუსეთთან „დემონტაჟის პოლიტიკას“, ევროპული ქვეყნების უმეტესობის მმართველი წრეები „რუსულ საფრთხეს აზვიადებენ“ და საზოგადოებაში რუსოფობიურ და მილიტარისტულ განწყობებს აღვივებენ.
შეგახსენებთ, 2014 წელს, რომელიც ლავროვმა თავად დაასახელა ინტერვიუში, რუსეთმა უკრაინაში ყირიმის ოკუპაცია მოახდინა, რასაც დასავლეთის ქვეყნების მკვეთრი კრიტიკა და სანქციები მოჰყვა.
ხოლო 2022 წელს, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგაც კი, რუსეთმა ოფიციალურად უარყო, რომ უკრაინაზე თავდასხმა განახორციელა. კრემლი ამტკიცებს, რომ ეს „სპეციალური სამხედრო ოპერაციაა“ და არა ომი მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ.