რეკლამა,სიახლეები

ამბასადორის კუნძულზე, „ორიგამი ჰოლდინგი” მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს

22.05.2026
ამბასადორის კუნძულზე, „ორიგამი ჰოლდინგი” მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს

„ამბასადორი აილენდ ბათუმსა“ და „ორიგამი ჰოლდინგს“შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას,რომლის ფარგლებშიც „ორიგამი ჰოლდინგი“ 200 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობაში, რომელიც „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ ტერიტორიაზე განთავსდება. აღნიშნული ინვესტიცია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯს წარმოადგენს კუნძულის, როგორც მულტიფუნქციური ლოკაციის განვითარების მიმართულებით და მნიშვნელოვნად აძლიერებს მისი, როგორც სწრაფად მზარდი ეკონომიკურ და ტურისტული ჰაბის პოზიციას.

„ორიგამი“ რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და მრავალპროფილურ ჰოლდინგს წარმოადგენს, რომელსაც ოპერირების 18 წლიანი პერიოდის განმავლობაში, არაერთი გამორჩეული პროექტი განუხორციელებია, მათ შორის, ბათუმის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი White Sails. წლების განმავლობაში, „ორიგამი ჰოლდინგს“ საქართველოს მასშტაბით 3,000,000 კვ.მ-ზე მეტი ფართობი აქვს დაპროექტებული, ხოლო სტუმარმასპინძლობის სექტორში მილიონზე მეტ ვიზიტორს მოემსახურა.

აღნიშნული პარტნიორობა აერთიანებს ორ კომპანიას, რომლებსაც მრავალწლიანი გამოცდილება, განვითარების გრძელვადიანი ხედვა და საერთო მიზანი აკავშირებს – შექმნან პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ურბანულ და ეკონომიკურ წინსვლას.

„ამგვარი პარტნიორობა „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ მასშტაბისა და საინვესტიციო პოტენციალის კიდევ ერთი მნიშვნელოვან დასტურს წარმოადგენს,“ – აღნიშნა „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალურმა დირექტორმა, გოჩა კამკიამ. „ისეთი ძლიერი ადგილობრივი პარტნიორის ჩართულობა, როგორიცაა „ორიგამი ჰოლდინგი“, ნათლად აჩვენებს იმ სინერგიას, რომელიც ჩვენს პროექტსა და ქართულ ბიზნესსაზოგადოებას შორის არსებობს. ჩვენ ერთად ვქმნით განვითარების ახალ პლატფორმას, რომელიც მნიშვნელოვნად აძლიერებს ბათუმის და სრულად რეგიონის, ახალი ეკონომიკური და ტურისტული ჰაბის როლს.“

დაგეგმილი პროექტი „ამბასადორი აილენდის“  საერთო განვითარების ნაწილი გახდება. კუნძული, როგორც საცხოვრებელი, ბიზნეს, დასასვენებელი და საინვესტიციო დანიშნულების ახალი კერა, ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის, ზღვაში ფორმირებას ისახავს მიზნად და რეგიონის სანაპირო ზოლის ურბანული განვითარების ახლებურ სტანდარტს ადგენს, სადაც თანამედროვე ჭკვიანი ქალაქი, მდგრადი განვითარების პრინციპების სრული დაცვით ფორმირდება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: