ბათუმის მერია ქვაფენილს კიდევ 15 ქუჩაზე აყრის და ასფალტბეტონს დააგებს

ბათუმის მერია აგრძელებს ქალაქის ქუჩებში ქვაფენილების აყრას და მის ნაცვლად ასფალტბეტონის დაგებას.

ქალაქის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით ქვაფენილს კიდევ 15 ქუჩაზე აყრიან. სამუშაოებისთვის კი მომავალ წელს 3 მილიონ 230 ათას 163 ლარია გაწერილი.

2026-2027 წლებში ქვაფენილის აყრა და ასფალტბეტონის საფარის მოწყობა შემდეგ ქუჩებზეა დაგეგმილი:

დემეტრე თავდადებულის, ლუკა ასათიანის, ვაჟა-ფშაველას, 26 მაისის, დავით კლდიაშვილის, კოტე მარჯანიშვილის, ხარიტონ ახვლედიანის, სტეფანე ზუბალაშვილის, ალექსანდრე ყაზბეგის, ჰაიდარ აბაშიძის, იორდან მეტაქსას, სელიმ ხიმშიაშვილის, ექვთიმე თაყაიშვილის, მიხეილ ლერმონტოვის და მურად ხინიკაძის.

„მრავალწლიანი პროექტია. სამუშაოების საერთო ბიუჯეტი შეადგენს 6 126 910 ლარს“ – წერია ბიუჯეტის პროექტში [ანუ, 3 230 263 ლარი დაიხარჯება 2026 წელს, ხოლო დანარჩენი 2 896 648 ლარი – 2027 წელს] .

2026 წელს უნდა დასრულდეს ქვაფენილის აყრა რუსთაველისა და გოგებაშვილის ქუჩებზეც, თუმცა ქვაფენილიანი ქუჩები ბათუმში მაინც დარჩება [ძირითადად მემედ აბაშიძის გამზირი].

ბათუმი, მემედ აბაშიძის გამზირი [ვაჟა-ფშაველას ქუჩის კვეთა] / 17.11.2025
ბათუმში ქვაფენილიანი ქუჩების „საკითხის მოგვარებაზე“ საუბარი მერიამ 2016 წელს დაიწყო, ქვაფენილების აყრა კი – 2022 წელს.

ამავე თემაზე:

რატომ აქვს ნასვრეტები ბათუმში, რუსთაველზე დაგებულ ახალ ფილებს – „მუჭისოდენა თუა, გამოიცვლება“

 

მთავარი ფოტო: დავით კლდიაშვილის ქუჩა ბათუმში სადაც ქვაფენილი უნდა აყარონ / 17.11.2025

 

„შიშით არის გამოწვეული, რადგან „ოცნება“ არჩევნებისთვის ემზადება“ – ემიგრანტების ხმა

„ქართული ოცნება“ ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, ფაქტობრივად საარჩევნო ხმის უფლებას ართმევს.

დღეს, 17 ნოემბერს, „ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საარჩევნო კოდექსში შევა ცვლილება, რის შემდეგაც ემიგრანტებს მხოლოდ საქართველოში ექნებათ ხმის მიცემის უფლება – უცხოეთში საარჩევნო უბნებს აღარ გახსნიან.

რატომ დასჭირდა „ოცნებას“ ამ ცვლილების შემოტანა ახლა, რისთვის ემზადება ის? – ამ თემაზე „ბათუმელები“ პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას ესაუბრა.

  • შალვა პაპუაშვილმა დღეს განაცხადა, რომ ვისაც პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღება უნდა, 4 წელიწადში ერთხელ ჩამოვიდეს და აქ მისცეს ხმა არჩევნებში. ჩვენ ვიცით, რომ ემიგრანტების უმრავლესობა არალეგალურად ცხოვრობს უცხოეთში. რამდენად რეალურია მაგალითად ის, რომ მექსიკის საზღვრიდან გადასული ემიგრანტი ხმის მისაცემად ჩამოვა საქართველოში. რისთვის დასჭირდათ ემიგრანტებისთვის ამ ტიპის რეგულაციის შემოტანა?

უნდა დავიწყოთ იქიდან, რომ ეს არის აბსოლუტური უპატივცემულობის გამოვლენა ჩვენი ემიგრანტებისადმი, რომლებიც არა მარტო ჩვენი მოქალაქეები არიან, რომლებსაც თავის დროზე სახელმწიფო ვერ დაეხმარა და საკუთარი ნების წინააღმდეგ, სარჩოს მოსაძიებლად მოუწიათ სხვადასხვა ქვეყანაში სიარული, ამის გარდა, ამ ადამიანებს სერიოზული წვლილი შეაქვთ საქართველოს ეკონომიკის ზრდაში და ისინი რომ არა, ფაქტობრივად, ქართული ეკონომიკა ჩამოიშლებოდა.

ეს ხალხი არჩენს და კვებავს ქართულ სახელმწიფოს – ეხმარებიან თავიანთ ნათესავებს ხომ? აი, ამ ხალხის მიმართ უპატივცემულობაა, პირველ რიგში, ამ რეგულაციის შემოტანა.

კორნელი კაკაჩია

მეორე მიზეზი არის ის, რომ, როგორც ჩანს, „ოცნებამ“ გააანალიზა ბოლო არჩევნების ტენდენციები, განსაკუთრებით უცხოეთის საარჩევნო უბნების შედეგები, სადაც ჩანდა, რომ მათ უბნების აბსოლუტურ უმრავლესობაში წააგეს არჩევნები. ასევე გაითვალისწინეს ალბათ მოლდოვის გამოცდილება, სადაც ფაქტობრივად მაია სანდუს ხელისუფლება დიასპორის ხმებმა შეუნარჩუნა.

როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ აპირებს, რომ 2028 წლამდე ჩაატაროს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, გამომდინარე იქიდან, რომ „ოცნების“ ხელმძღვანელობას ლეგიტიმაციის სერიოზული პრობლემა აქვს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ და ფიქრობენ, რომ თუ ასეთ ნაბიჯს გადადგამენ, ეს მათ დაეხმარება ხელისუფლების შენარჩუნებაში.

  • ფიქრობთ, რომ ახალი არჩევნებისთვის ემზადებიან და რადგან ემიგრანტები ხმას ოპოზიციას აძლევს, ამიტომ წაართვეს ხმის უფლება?  

არ არის გამორიცხული. ისინი ვერ აკონტროლებენ პოლიტიკურ კრიზისს, მიუხედავად იმისა, რომ ამას სხვადასხვა რეპრესიული კანონით ცდილობენ – ფაქტია, რომ ეს არ მუშაობს.

საერთაშორისო იზოლაციაშია ქვეყანა, მათ არავინ არ ხვდება და ეს დიდხანს გაგრძელდება ხომ? თანაც, ვერც თავიანთ მიზნებს ახორციელებენ ბოლომდე, რადგან არ აქვთ საპარლამენტო უმრავლესობა. მათ უნდათ კომფორტული უმრავლესობა ჰყავდეთ პარლამენტში, რომ შეძლონ საკონსტიტუციო ცვლილებები. საკუთარ თავზე რომ მოირგონ ყველაფერი, ეს უნდათ.

  • ერთგვარი შურისძიება გამოდის ემიგრანტებზე, რადგან ისინი ხმას არ აძლევენ „ოცნებას“. 

ეს შიშით არის გამოწვეული – ფაქტობრივად არჩევნებისთვის ემზადებიან. თუ არჩევნებს არ აპირებენ, მაშინ რაში სჭირდებოდათ ამ ნაბიჯის გადადგმა ახლა. ეს ნიშნავს, რომ ისინი დღეს ემზადებიან არჩევნებისთვის და უნდათ, რომ აი ამ მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარგარეთ არიან, ჩამოართვან ხმა და აღარ იყოს მათთვის არავითარი სიურპრიზები. ამოქოლონ ყველა შესაძლებლობა თეორიული და პრაქტიკული, რომელიც საშუალებას მისცემს ოპოზიციურ ძალებს ან საზოგადოებას, რომ შემდეგ არჩევნებში დაამარცხოს მმართველი ძალა.

  • 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების არაღიარების ერთ-ერთი საფუძველი იყო ის, რომ დაირღვა საყოველთაობის პრინციპი. თავად „ოცნება“ ამბობს, რომ მილიონ ნახევარი საქართველოს მოქალაქეა უცხოეთში და რა გამოდის, რომ ქვეყნის მოსახლეობის ნახევარს ართმევს ხმის უფლებას. მაშინ, როგორ იქნება ეს არჩევნები საყოველთაო და რატომ ფიქრობენ, რომ ამ ფორმით ჩატარებულ არჩევნებს ვინმე აღიარებს?

მათი მიზანი საყოველთაობის პრინციპის, დემოკრატიის და თანასწორობის პრინციპის დაცვა არ არის. ეს დიდი ხანია ვიცით და აქედან გამომდინარე, ეს არ უნდა გაგვიკვირდეს. ახლა მათი მთავარი მიზანია ხელისუფლებაში დარჩენა უსაზღვრო ვადით და ამისთვის აკეთებენ ყველაფერს.

  • როცა ემიგრაციაში წასულ არალეგალ მოქალაქეს აიძულებ დაბრუნდეს ხმის მისაცემად, ეს ნიშნავს, რომ მას რეალურად ხმას ართმევ?

კი, ფაქტობრივად ჩამოართვეს არჩევნების უფლება, რადგან უფლებას არ აძლევენ მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის აღმშენებლობაში.

  • ემიგრანტებს ხომ აქვთ უფლება, რომ უჩივლონ „ქართულ ოცნებას“ ამის გამო?

რა თქმა უნდა, შეუძლიათ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში, მაგრამ რა შედეგს მივიღებთ, ეს კიდევ ცალკე საკითხია, გამომდინარე იქიდან, თუ რა მდგომარეობაა ქვეყანაში სასამართლოს დამოუკიდებლობის თვალსაზრისით.

  • თქვენ ხომ ამბობთ, რომ ლეგიტიმაციის პრობლემა აწუხებთ და ამისთვისაც უნდათ ახალი არჩევნები. თუკი პოლიტპატიმრები ეყოლებათ ციხეში, თუკი ოპოზიციის ლიდერებს არ გაათავისუფლებენ, ემიგრანტებს  ხმის უფლებას წაართმევენ, როგორ მიიღებენ ასეთი არჩევნებით ლეგიტიმაციას. ვინ უღიარებს შედეგებს, აქ ხომ იმაზე უარესი სურათი იქნება, რაც წინაზე ვნახეთ?

ლეგიტიმაცია აწუხებთ, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ისინი უმრავლესობაში მოსვლის შესაძლებლობას უფრო ეძებენ, რომ ჰქონდეთ კონსტიტუციური უმრავლესობა. ახლა გარკვეული შეზღუდვები აქვთ და უნდათ, რომ აბსოლუტური უპირატესობა ჰქონდეთ.

  • ვთქვათ ჩაატარეს ეს არჩევნები და დაიწერეს ეს უმრავლესობა. ლეგიტიმაციის საკითხს როგორ აგვარებენ?

შეეცდებიან გააქრონ რეალური ოპოზიცია და ხელოვნური, ფსევდო ოპოზიციის გამოჩენით მიაღწიონ რაიმეს: სხვების თვალის ასახვევად იტყვიან, რომ ისინი არიან რადიკალები, აზიანებენ ქვეყნის ინტერესებს, მაგრამ გვყავს კონსტრუქციული ეგრეთ წოდებული ოპოზიცია, რომელსაც ისინი თვითონ დანიშნავენ. უკვე იკვეთება კიდეც ვინ შეასრულებს „ოპოზიციის“ როლს. ამასობაში ელოდებიან, რომ რაიმე ცვლილება იქნება საერთაშორისო გეოპოლიტიკაში მათ სასარგებლოდ.

არ არის ჯერჯერობით მაგის არაფერი, მაგრამ ფაქტია, რომ ამით ატყუებენ თავიანთ მხარდამჭერებს და იყენებენ თავიანთ პროპაგანდაში.

  • ემიგრანტებისთვის უცხოეთში ხმის წართმევის პარალელურად, სხვა შეზღუდვებიც დააანონსეს. რა ელოდება ამ ყველაფრის ფონზე პროტესტს?

ამის გარანტიას ვერავინ მისცემს მათ. შეიძლება იმედი ჰქონდეთ, რომ მოგუდონ ეს პროტესტი, როგორც სამართლებრივად, პოლიტიკურად, ასევე ფიზიკურადაც, მაგრამ ეს მაინც ვერ იქნება გარანტია, რადგან ამ პოლარიზებას თავად ეწევიან.

არცერთი საკანონმდებლო ცვლილება არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ზუსტად იმ შედეგს მიიღებენ, რაც მათ სურთ. ჩვენ გვახსოვს უამრავი ბოლო რეპრესიული კანონი, რომელიც არ მუშაობს და ამიტომ უწევთ ახალი შეზღუდვების შემოტანა. მაგრამ ისინი მაინც ცდილობენ, რომ აი, ამ საკონსტიტუციო ცვლილებებით, რეპრესიული კანონმდებლობით, ყველაფერი აქციონ უკანონობად. ანუ უკანონობის დაკანონებას ცდილობენ.

  • რომელიმე ქვეყანაში არსებობს მსგავსი პრეცედენტი, რომ ემიგრაციაში მყოფ მოქალაქეს ხმის უფლება წაართვეს?

თვითონ ახსენეს კუბის, ნიკარაგუის და ირლანდიის მაგალითი.

აქედან კუბა და ნიკარაგუა დიქტატურებია, სადაც ერთპარტიული დიქტატურაა სწორედ და ერთი ერთში ჯდება „ოცნების“ პოლიტიკასთან. რაც შეეხება ირლანდიას, მათი მაგალითი ცოტა განსხვავებულია, რადგან ირლანდია ფაქტობრივად ემიგრანტების ქვეყანაა და მოსახლეობის უმრავლესობა ქვეყნის გარეთ ცხოვრობს.

კუბა და ნიკარაგუა კი დიქტატურაა და ამითაც ჩანს საითკენ მიისწრაფვის „ქართული ოცნება“.

დარწმუნებული ვარ, არიან ემიგრანტები, რომლებსაც არ უნდათ საკუთარ ქვეყანასთან მოწყვეტა და ემიგრაციას განიხილავენ, როგორც დროებით მოვლენას. ისინი აპირებენ საქართველოში დაბრუნებას. ამ ნაწილისთვის, ბუნებრივია, ძალიან მტკივნეული იქნება ეს შეზღუდვები. არ არის გამორიცხული, რომ მათ გარკვეული ზომებიც მიიღონ, რომ საბოლოოდ არ წაართვან უფლებები ამ ქვეყანაში.

  • დავუშვათ, გადაწყვიტა ემიგრანტების დიდმა ნაწილმა არჩევნებზე ჩამოსვლა, რამდენად რეალურია ამის მენეჯმენტი. თუნდაც ფრენების თვალსაზრისით?

ყველა, რომ ჩამოვიდეს, თვითმფრინავები არ გვეყოფა. აბსურდში შევდივართ.

ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელად დალი ფუტკარაძე დანიშნეს

ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელად დალი ფუტკარაძე დანიშნეს.

მანამდე ამ პოსტს დავით დიასამიძე იკავებდა.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, დალი ფუტკარაძე ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის მრჩევლის პოზიციაზე მუშაობდა.

„აქვს მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებაში“ – წერს მერია.

დალი ფუტკარაძე ამ თანამდებობაზე წინა ხელისუფლების დროსაც მუშაობდა.

მან 2012 წელს, მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სახელით, საბავშვო ბაღების პედაგოგებს საჩუქრები გადასცა.

„ეგ საჩუქრები პრეზიდენტის სახელით მოვიდა. ეს იყო ერთი ბოთლი შამპანური და ერთი ბოთლი ღვინო პედაგოგებისთვის. ბაღის სხვა თანამშრომლები რომ არ დაგვჩაგვროდა, მერიამ პრემიების თანხა გამოგვიყო. 100-პროცენტიანი პრემიები საახალწლოდ გავეცით, სააღდგომოდ კი ყველა თანამშრომელზე  -70 – პროცენტიანი”, – ამბობდა მაშინ „ნეტგაზეთთან“ დალი ფუტკარაძე.

ის ამ თანამდებობას 2013 წლამდე იკავებდა, შემდეგ კი დალი ფუტკარაძე განათლების სამინისტროში მინისტრის მრჩევლად გადაიყვანეს. დღეს, 17 ნოემბერს კი, დალი ფუტკარაძე ძველ თანამდებობას დაუბრუნდა.

Georgian Dream Announces Plans to Abolish Anti-Corruption Bureau, Personal Data Protection Service and Business Ombudsman

The ruling Georgian Dream party has unveiled plans for significant government restructuring. The Anti-Corruption Bureau, the Personal Data Protection Service will be abolished, with all their functions transferred to the State Audit Office starting 2 March 2026. Meanwhile, the Business Ombudsman will move under the Ministry of Economy beginning 1 January 2026, according to Parliament Speaker Shalva Papuashvili.

“Today, the Anti-Corruption Bureau is primarily responsible for collecting and monitoring declarations from public officials, political parties, and NGOs. Following consultations with the government, it was decided that these functions would be better aligned under the constitutional framework if handled by the State Audit Office, which is a higher-level and more independent body. Accordingly, the Anti-Corruption Bureau will be abolished on March 2, 2026, and its functions fully transferred to the Audit Office,” Papuashvili said.

Earlier, on 11 November, media outlets reported that the bureau’s head, Razhden Kuprashvili, had been dismissed. Reports suggested staff were informed at a meeting, though the agency did not confirm the claims. Kuprashvili told journalists on 12 November:

“Thank you for your concern and interest. As you can see, I am continuing my work. As long as this agency exists, I will remain its head.”

The Personal Data Protection Service will also be abolished on 2 March 2026, with its responsibilities similarly moving to the State Audit Office. Papuashvili emphasized that:

“As an independent body, the Audit Office enjoys a much higher degree of institutional independence, fully aligned with international standards.”

Additionally, the Business Ombudsman will be moved under the Ministry of Economy starting 1 January 2026. According to Papuashvili, the change is intended to “ensure more responsive action to business needs and better coordination at the political level.”

Papuashvili said the broader reforms are aimed at aligning Georgia’s governance system with constitutional frameworks, ‘optimizing state resources by around 20 million lari’, simplifying structural functions, and improving management efficiency.

ბათუმი თაუერში ხანძარი ლიკვიდირებულია – სამაშველო

დღეს, 17 ნოემბერს, ბათუმის ბულვარში მდებარე „ბათუმი თაუერის“ აპარტამენტის შენობაში ხანძარი გაჩნდა.

სახანძრო-სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის კერა ერთ-ერთ აპარტამენტში გაჩნდა, რომელშიც არავინ იმყოფებოდა.

სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც „ბათუმელებს“ ადგილზე უთხრეს, ცეცხლი მე-6 სართულზე, სავარაუდოდ, ელექტროსადენებს გაუჩნდა.

ამ დროისთვის [14:50 სთ] „ბათუმი თაუერის“ მიმდებარე ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული და შენობაში არავის უშვებენ. ადგილზე იმყოფებიან მეხანძრეებიც.

„ბათუმი თაუერში“ ხანძარი ლიკვიდირებულია / 17.11.2025

ამავე კომპლექსშია სასტუმრო „მერიდიანიც“. სასტუმროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „ბათუმი თაუერთან“, სადაც ხანძარი იყო, მათ შეხება არ აქვთ.

„ბათუმი თაუერში“ ხანძარი ლიკვიდირებულია / 17.11.2025

ახალი თიბისი ბარათებით Black Friday-ზე შეიძენთ უფრო მეტს, ვიდრე სხვა დროს

თიბისი, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდი, მუდმივად ითვალისწინებს მათ სურვილებსა და საჭიროებებს, განსაკუთრებით კი, ისეთ დღეებსა და თარიღებში, რომელსაც მოუთმენლად ელიან.

ერთ-ერთი ასეთი თარიღი 28 ნოემბერი, Black Friday-ია, დღე, როდესაც თითქმის ყველა მაღაზიაში ფასდაკლებებით სარგებლობთ. თიბისი კი, ყოველ წელს, ტრადიციულად, განსაკუთრებულ შეთავაზებებს გიმზადებთ  და გაძლევთ შესაძლებლობას, შეიძინოთ უფრო მეტი, ვიდრე სხვა დროს.

28 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათის, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებისა და ერთგული საკრედიტო ბარათების მფლობელები, საქართველოს მასშტაბით, 100-მდე ობიექტში, არსებულ ფასდაკლებებთან ერთად, დამატებით სარგებელსაც მიიღებენ და ქეშბექ შეთავაზებებით ისარგებლებენ. მომენტალურად დაიბრუნებენ გადახდილი თანხის გარკვეულ ნაწილს, რადგან მაქსიმალურად ისარგებლონ ყველაზე მასშტაბური ფასდაკლების დღით და იყიდონ უფრო მეტი, ვიდრე სხვა დროს.

ტრადიციულად მრავალფეროვანი იქნება თიბისის შერჩეული ობიექტების კატეგორიებიც – ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, პარფიუმერია, თავის მოვლა, აქსესუარები – მნიშვნელობა არ აქვს, რის შეძენას დაგეგმავთ, თიბისის ბარათებით Black Friday-ზე დაზოგავთ უფრო მეტს.

დაელოდეთ, პარტნიორი ობიექტების ჩამონათვალს და მოამზადეთ სურვილების სია 28 ნოემბრისთვის.

თუ ახალი თიბისი ბარათები ჯერ არ გაქვთ, აიღეთ ონლაინ 30 წამში, ფიზიკურ ფილიალებში მისვლისა და ზედმეტი დროის ხარჯვის გარეშე, რადგან Black Friday-სთვის მოსამზადებლად სულ ცოტა დრო რჩება!

იმ შემთხვევაში კი, თუ Black Friday-ის სურვილების სიისთვის თანხა არ გყოფნით, დაიმტკიცეთ ერთგული საკრედიტო ბარათის ლიმიტი ონლაინბანკიდან.

Georgian Dream Moves to Ban Overseas Voting, Targeting Large Critical Electorate

Georgian citizens will no longer be able to vote from abroad in parliamentary elections — Georgian Dream plans to introduce corresponding amendments to the Election Code.

The statement was made today, 17 November, by GD’s Parliamentary Speaker Shalva Papuashvili.

According to him, a new Election Code will be initiated in Parliament, which will include “essentially technical amendments,” one of which concerns the voting procedures for citizens residing abroad.

“The amendment concerns the voting procedure and stipulates that, just like in local self-government elections, voting in parliamentary elections will also take place only within the borders of Georgia.

This decision is based on the obligation imposed on the state by Article 24 of the Constitution of Georgia to ensure the free expression of will, which implies the expression of that will free from external interference,” Papuashvili said at the briefing.

He added that “nothing changes regarding the voting rights of Georgian citizens residing in other countries. As before, every Georgian citizen, regardless of where they are located or live, retains full passive and active electoral rights. The only requirement is to come to Georgia once every four years to cast a vote,” the Speaker said.

He explained the decision by referring to recurring accusations of “foreign interference” in recent years and the “risks regarding the Georgian citizens abroad.” 

October 26, 2024 – Georgian voters are lined up at the polling precinct in London

The decision to ban overseas voting comes against the backdrop of historically poor results for Georgian Dream among emigrant voters. After the first win in 2012, the party’s support at polling stations abroad has steadily decreased: in 2016 it received 39.6% (compared to 48.68% nationally), in 2020 – 29.03% (48.22% nationally), and in 2024 – just 13.49% (53.93% nationally).

The exact number of eligible voters living outside Georgia is unknown, though unofficial estimates from the Ministry of Foreign Affairs put it at more than 1.5 million. Emigrants have long campaigned for more overseas polling stations to exercise their voting rights. During the 2024 parliamentary elections, they advocated for Georgian Dream to expand polling abroad; the party opened only 67 polling stations, 15 more than in previous elections.

The decision effectively cuts off the political influence of millions of Georgians living abroad, who have also become an important source of economic support. In just the first nine months of 2025, emigrants sent $2.7 billion back to Georgia, following $3.4 billion in 2024 and $4.1 billion in 2023.

Another video from Batumelebi’s archive shows voter turnout in New York for October 26, 2024 elections:

„ოცნება“ არჩევნებზე ხმის მიცემას უზღუდავს ემიგრაციაში მყოფ მოქალაქეებს

საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები საპარლამენტო არჩევნებში ხმას ვეღარ მისცემენ უცხოეთში – „ოცნება“ შესაბამის ცვლილებებს გეგმავს საარჩევნო კოდექსში.

ამის შესახებ დღეს, 17 ნოემბერს განაცხადა „ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, პარლამენტში დაინიცირდება ახალი საარჩევნო კოდექსი, რომელშიც, „არსებითად ტექნიკური ცვლილებები“ შევა და ერთ-ერთი ცვლილება შეეხება უცხოეთში მყოფი პირების არჩევნებში ხმის მიცემის წესს.

„ცვლილება ეხება ხმის მიცემის პროცედურას და გულისხმობს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად საქართველოს პარლამენტის არჩევნებზეც ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს საზღვრებში.

ეს გადაწყვეტილება ემყარება საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლით სახელმწიფოსთვის დადგენილ ვალდებულებას, უზრუნველყოს ნების თავისუფალი გამოვლენა, რაც თავის თავში ნების გარე ძალების ჩარევისგან თავისუფლად გამოვლენასაც მოიაზრებს“ – თქვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე.

მისივე თქმით, ამავე დროს, „არაფერი იცვლება სხვა სახელმწიფოში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საარჩევნო ხმის უფლებაში. როგორც აქამდე, საქართველოს ყველა მოქალაქეს, მიუხედავად იმისა, სად იმყოფება და სად ცხოვრობს, აქვს სრული პასიური თუ აქტიური საარჩევნო უფლება. ერთადერთი პირობა არის 4 წელიწადში ერთხელ სამშობლოში ჩამოსვლა და ხმის მიცემა“ – განაცხადა „ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ.

მან აღნიშნული გადაწყვეტილება იმით განმარტა, რომ ბოლო წლებში ისმის ბრალდებები „უცხოურ ჩარევასთან“ დაკავშირებით და „არსებობს რისკები უცხო ქვეყანაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების მიმართ“.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ოცნებამ“ საზღვარგარეთ წააგო. გასული წლის არჩევნებზე უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის ამომრჩევლები, ქართველი ემიგრანტები იყვნენ მობილიზებული ხმის მისაცემად, თუმცა ბევრ ადგილას ცესკოს არ გაუხსნია საარჩევნო უბნები, რამაც ქართველი ემიგრანტების უკმაყოფილება გამოიწვია.

აღსანიშნავია, რომ 2012 წლის შემდეგ „ქართულ ოცნებას“ საზღვარგარეთ შექმნილ უბნებზე არჩევნები არ მოუგია (მაშინ ხმა ემიგრანტთა 54,43%-მა მისცა)  და ის უცხოეთში არჩევნებს ტრადიციულად აგებს.

ამავე დროს, 2025 წელს, მხოლოდ 9 თვეში,  ემიგრანტებმა საქართველოში 2.7 მილიარდი დოლარი გადმორიცხეს, 2024 წელს – 3.4 მილიარდი დოლარი, 2023 წელს – 4.1 მილიარდი დოლარი.

ვრცლად ამ თემაზე: 

„ოცნება“ ემიგრაციაში მყოფ ქართველებს საზღვარგარეთიდან არჩევნებში მონაწილეობას უკრძალავს

 

Another Application Concerning Violations of the Rights of Mzia Amaglobeli has been Lodged before the Strasbourg Court

One day before the final hearing in the appellate case of Georgia’s imprisoned journalist Mzia Amaglobeli, the Georgian Young Lawyers’ Association (GYLA)  has announced that it is filing a new application with the ECHR on behalf of her. The application concerns Mzia Amaglobeli’s unlawful administrative arrest and the violations committed in the course of the administrative offence proceedings conducted against her. 

Statement by GYLA: 

As is known to the public, a few hours before she was arrested under criminal law, the police initially detained Mzia Amaglobeli under administrative procedure and later initiated 2 cases of administrative offence proceedings in respect of the same factual circumstances. In both cases the domestic courts found Mzia Amaglobeli offender and imposed fines for non-compliance to a lawful order of the police and verbal insult of a police officer (Article 173) – in the amount of 2000 GEL, and for defacement of the appearance of a building by placing a sticker on the wall (Article 150) – in the amount of 1000 GEL.  

The newly submitted application to the European Court of Human Rights argues that Mzia Amaglobeli’s administrative arrest, as well as the conduct of the administrative offence proceedings, resulted in a violation of such fundamental rights under the European Convention on Human Rights as the right to liberty and security (Article 5), the right to a fair trial (Article 6), freedom of expression (Article 10), freedom of assembly and association (Article 11), and the right to an effective remedy (Article 13) in conjunction with Article 5 of the Convention.

In particular:

  • Right to Liberty and Security (Article 5 of the Convention) and the Right to an Effective Remedy (Article 13)

As established, on 11 January 2025 Mzia Amaglobeli was arrested by the Chief of the Adjara Police Department, Grigol Beselia, for placing a sticker with the slogan “Georgia is going on a strike” on the exterior facade of the auxiliary building of the Batumi City Division of the Ministry of Internal Affairs (MIA). During detention, the then Chief of the Batumi Police, Irakli Dgebuadze, stated that Mzia Amaglobeli was arrested under Article 150 for defacement of the appearance of a building. Notably, this Article does not consider the arrest by the police. Accordingly, in order to justify the unlawful deprivation of liberty, the police drew up a falsified administrative offence report under Article 173, which contained entirely incorrect information, including regarding the identity of the arresting officer. The application submitted to the Strasbourg Court emphasises that Mzia Amaglobeli’s arrest was routine and arbitrary, without any assessment of the individual circumstances of the case.

At the domestic level, Mzia Amaglobeli challenged her unlawful detention before the Ministry of Internal Affairs. On 31 January 2025, Mzia Amaglobeli and her representative were informed that the complaint addressed to the then Minister of Internal Affairs, Vakhtang Gomelauri, concerning the legality of the administrative detention, had been forwarded to the same body and the same person – the Director of the Adjara Police Department, Grigol Beselia, who had unlawfully arrested Mzia Amaglobeli. In addition to the fact that the review of the lawfulness of the detention was assigned to the person who had carried out the arrest himself, the complaint has not been examined to date. These circumstances, which also reflect a systemic deficiency in the legislation, render effective judicial control over the lawfulness of detention practically impossible, resulting in a violation of Article 13 of the Convention.

  • Right to a Fair Trial (Article 6 of the Convention)

The application argues that in case under Article 173, the rights guaranteed by Articles 6(1) and 6(2) of the Convention were violated, insofar as the decisions of both the first-instance court and the court of appeals were unreasoned, and the factual and legal findings were false and inadequate. In reality, the case contains no evidence, apart from the statements of the police officers that would confirm either the alleged verbal insult by Mzia Amaglobeli or the police officers’ calls addressing her. Consequently, both judicial instances incorrectly distributed the burden of proof and found Mzia Amaglobeli offender based solely on the testimonies presented by the police officers, thereby breaching the standards of a fair trial.

  • Freedom of Expression (Article 10 of the Convention), Freedom of Assembly and Association (Article 11)

On 30 April 2025 another administrative offence report was drawn up against Mzia Amaglobeli under Article 150, by which the MIA alleged that she had conducted defacement of the appearance of a building by placing a sticker. It is noteworthy that the administrative offence report was prepared by police officer Nodar Zenaishvili, who on 11 January had drafted Mzia Amaglobeli’s arrest report and had himself indicated the fact of placing the sticker as the motive for arrest. The application argues that, at a time when Mzia Amaglobeli had not verbally insulted the police officers and her act of placing a sticker had caused no damage, there was no legitimate ground justifying an interference with her rights to freedom of expression and freedom of assembly and association, and that the administrative proceedings were arbitrary and constituted targeted punishment of Mzia Amaglobeli.

It is noteworthy that the first application of Mzia Amaglobeli is already pending before the European Court of Human Rights in the expedited terms. The first case concerns the unlawful imposition of pre-trial detention as a preventive measure in the criminal proceedings, the conduct of an expert examination of Mzia Amaglobeli’s mobile phone on the basis of an unreasoned court order, and other violations committed during the criminal proceedings, in respect of which domestic remedies have already been exhausted. Additional applications concerning other violations of Mzia Amaglobeli’s rights will be lodged before the Strasbourg Court gradually.

მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში საიამ კიდევ ერთი საჩივარი გაგზავნა

დღეს, 17 ნოემბერს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მზია ამაღლობელის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი გაგზავნა.

საქმე ეხება 2025 წლის 11 იანვრის გვიან საღამოს მზია ამაღლობელის პირველ, ადმინისტრაციულ დაკავებას აქციაზე სტიკერის გაკვრის გამო.

„საქმე შეეხება ადმინისტრაციულ პროცედურებს, რომელიც მზია ამაღლობელის მიმართ იყო გამოყენებული სრულიად უსამართლოდ.

სანამ მზია ამაღლობელს ბრალს წარუდგენდნენ, ის ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავა პოლიციამ უკანონოდ და შემდგომ მის მიმართ ერთსა და იმავე ფაქტთან დაკავშირებით ორი სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა. ეს ეხებოდა 173-ე მუხლს, რომელიც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს და ასევე სტიკერის გაკვრის გამო იერ-სახის დამახინჯების მუხლებზეა საუბარი, თუმცა ეს ყველაფერი იყო ერთი და იგივე გარემოება და არც ერთი ამ მუხლის საფუძველზე არ არსებობდა წინაპირობები, რომ შედგენილიყო სამართალდარღვევის ოქმები.

მიუხედავად ამისა, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ასევე შემდგომ როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლოებმა მზია ამაღლობელთან მიმართებით გამოიტანეს სრულიად უკანონო გადაწყვეტილებები და მზია ამაღლობელი ერთ საქმეზე 2 000 ლარით, ხოლო მეორე საქმეზე 1000 ლარით დააჯარიმეს.

ორივე საქმეზე გამოყენებული იყო ადმინისტრაციული დაკავება, რაც წინააღმდეგობაში მოდის და არღვევს კონვენციით გარანტირებულ უფლებებს. სწორედ ამიტომ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მზია ამაღლობელის სახელით წარდგენილ ახალ საჩივარში მიუთითა, რომ ამ ქმედებებით და ამ პროცესში გამოვლენილი დარღვევებით სახეზეა კონვენციის ისეთი დარღვევები, რომლებიც დაკავშირებულია: მე-5 მუხლთან – ეს არის თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება; მე-6 მუხლთან – სამართლიანი სასამართლოს უფლება; გამოხატვის თავისუფლება და შეკრების თავისუფლება – ეს კონვენციის მე-10 და 11-ე მუხლებია და ასევე, სამართლიანობის დაცვის ქმედითი უფლება, ესაა კონვენციის მე-13 მუხლი, მე-5 მუხლთან ერთობლიობაში.

ამ მუხლების ფარგლებში ჩვენ ვდავობთ, რომ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით დაკავება იყო სრულიად უსაფუძვლო.

როგოც  საზოგადოებას ახსოვს, მზია ამაღლობელი პირველად დააკავეს დამხმარე შენობის ფასადზე გაკრული სტიკერის გამო, რომელზეც იყო წარწერა „იფიცება საქართველო“.

ამ სტიკერის გაკვრის გამო, აჭარის პოლიციის მაშინდელმა ხელმძღვანელმა, გრიგოლ ბესელიამ მზია ამაღლობელი დააკავა და იმ დროინდელმა ბათუმის პოლიციის ხელმძღვანელმა, ირაკლი დგებუაძემ გააკეთა განმარტება მზია ამაღლობელის დაკავებისთანავე, რომ მისი დაკავება მოხდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის საფუძველზე.

ეს მუხლი გულისხმობს იერსახის დამახინჯებას და როდესაც პოლიცია მიხვდა, რომ ამ მუხლის საფუძველზე მათ არ ჰქონდათ კანონმდებლობით, ფორმალურადაც კი, უფლება, რომ პირი დაეკავებინათ, პოლიციამ გააყალბა სამართალდარღვევის ოქმი და მას ჩაუწერეს, რომ თითქოს მზია ამაღლობელი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციას, თუმცა ეს ვერ დაადასტურეს ვერც სასამართლო პროცესებზე. პოლიციელებმა მისცეს ცრუ ჩვენებები სასამართლო სხდომაზე და აი, ამ, ე.წ. მტკიცებულებებზე დაყრდნობით მოხდა მზია ამაღლობელისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება.

ეს არის მხოლოდ ერთი ეპიზოდი მზია ამაღლობელის საქმეში არსებულ დარღვევებზე,

გვინდა საზოგადოებას შევახსენოთ, რომ მზია ამაღლობელის ერთი საქმე უკვე განიხილება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საკმაოდ სწრაფ ტემპებში.

პირველი საქმე შეეხებოდა მზია ამაღლობელის მიმართ გამოყენებულ აღკვეთის ღონისძიებას, პატიმრობას, რომელიც ასევე უსაფუძვლოდ იყო გამოყენებული და სხვა, თანმდევ დარღვევებს, მათ შორის პატაკის საფუძველზე ტელეფონის ჩამორთმევას, ექსპერტიზის ჩატარებას და რამდენიმე დღის წინაც დადასტურდა, რომ სრულიად უსაფუძვლოდ ჩატარდა და არავითარი წინაპირობები არ არსებობდა ამის და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მზია ამაღლობელი იპოვის სამართალს, რომელიც, სამწუხაროდ, ქვეყნის შიგნით შეუძლებელია, რომ იყოს მიღწეული“ – განაცხადა ბრიფინგზე ნონა ქურდოვანიძემ.

 

„თორნიკე რიჟვაძე გერმანიაში სამკურნალოდ წავიდა“ – ალექსი ახვლედიანი

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გერმანიაშია. ინფორმაციას ამის შესახებ ადასტურებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანი.

ალექსი ახვლედიანის მტკიცებით, თორნიკე რიჟვაძე გერმანიაში სამკურნალოდ წავიდა.

„თვალის ერთი ოპერაცია ხომ გაიკეთა, მეორე ოპერაციის გასაკეთებლად წავიდნენ გერმანიაში. საცხოვრებლად არავინ გადასულა. თვალის პრობლემა აქვს ისევ და ამიტომ წავიდნენ სხვა კლინიკაში, გერმანიაში.

მხედველობა არ დაუკარგავს, მაგრამ პრობლემები აქვს, პირველი ოპერაციის შემდეგ კვლავ ჩაუდგა სითხე, ამიტომ ესაჭიროება დამატებითი მკურნალობა.

პირველი ოპერაციის შემდეგ დარწმუნებულები ვიყავით, რომ კარგად ჩაივლიდა, აღარ ჩაუდგებოდა სითხე, სამწუხაროდ, მაინც ჩაუდგა და დამატებითი მკურნალობისთვის გადავიდა გერმანიაში.

მანამდე ხომ იყო გერმანიაში ამ პრობლემასთან [თვალის] დაკავშირებით, შემდგომ აპირებდა დაბრუნებას იგივე კლინიკაში, მაგრამ რადგან თურქეთში მოხვდა, უკვე თურქეთში გაიკეთა პირველი ოპერაცია, მაგრამ სითხის ჩადგომა კვლავ გაუმეორდა და არის იქეთ,“ – უთხრა ალექსი ახვლედიანმა „ტვ პირველს“.

ალექსი ახვლედიანის თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია ითხოვს თუ არა თორნიკე რიჟვაძე და მისი ოჯახი გერმანიაში თავშესაფარს.

„თავშესაფართან დაკავშირებით მსგავსი არაფერი მსმენია და რატომ უნდა მოითხოვოს, იმასაც ვერ ვხვდები,“ – უთხრა „ტვ პირველს“ ალექსი ახვლედიანმა.

ჟურნალისტის კითხვაზე ესაუბრა თუ არა პირადად თორნიკე რიჟვაძეს, ალექსი ახვლედიანი ამბობს, რომ არა, რადგან მას ტელეფონი არ აქვს.

16 ნოემბერს გამოცემა „აჭარა თაიმსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თორნიკე რიჟვაძე გერმანიაში ოჯახთან ერთად წავიდა.

გამოცემას სკოლაში, სადაც თორნიკე რიჟვაძის შვილები ამ დრომდე ირიცხებიან, დაუდასტურეს, რომ ბავშვები სკოლაში არ დადიან. „აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით გერმანიაში არიან თორნიკე რიჟვაძის მშობლებიც.

  • რა მოხდა

შსს-ს მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით,  7 ივლისს საგარეჯოში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის, ალექსი ახვლედიანის სახლში თვითმკვლელობა სცადა აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ. შსს-ს თანახმად რიჟვაძეს გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული ჭრილობა.

შს სამინისტრომ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

ამავე თემაზე:

თორნიკე რიჟვაძე ცეცხლსასროლი იარაღითაა დაჭრილი, მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა – შსს

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 17 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 17 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 159 420 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 160. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 355 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 23 594 ერთეული [+3]
  • საარტილერიო სისტემა – 34 486 ერთეული [+17]
  • MLRS – 1 544 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 246 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 428 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 81 499 ერთეული [+213]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 940 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 67 536 ერთეული [+72]
  • სპეცტექნიკა – 4 000 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 17 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 668 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 97 097 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 636 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 26 071 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 613 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 31 363 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 46 914 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ტრამპმა დააანონსა ახალი კანონი – “რუსეთთან მოვაჭრე ქვეყნები მკაცრად დასანქცირდებიან”

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„აეროპორტის დაცვის არე ზღუდავს ბათუმის ურბანულ განვითარებას“ – საქაერონავიგაცია ახალ კვლევას იწყებს

სახელმწიფო კომპანია „საქაერონავიგაცია“ გეგმავს ჩაატაროს ახალი კვლევა, იმის განსასაზღვრად, თუ როგორ უნდა შეიცვალოს ბათუმის აეროპორტის მიმდებარედ ტერიტორიის უსაფრთხოების ზონა.

კვლევის ერთ-ერთი მიზანი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისათვის „მორგებული უსაფრთხოების ზედაპირების, მათ შორის სიმაღლის ზონირების შემუშავება“ იქნება, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ფრენების უსაფრთხოებას, ასევე ქალაქის „ურბანული განვითარების მეტ მოქნილობას“.

ბათუმის აეროდრომის დაცვის არეში, არსებული დაბრკოლებების შემზღუდველი ზედაპირების (OLS)  მოდიფიკაციის, მორგებული დაბრკოლებების შემზღუდველი ზედაპირების (OLS) შემუშავებისა და მაქსიმალური დასაშვები დაბრკოლებების სიმაღლეების განსაზღვრისათვის სააერნაოსნო კვლევის მომსახურების შესყიდვაზე „საქაერონავიგაციამ“ ტენდერი უკვე გამოაცხადა.

OLS – ეს არის უსაფრთხოების ზედაპირები, რომლებიც აეროპორტის გარშემო ადგენს დაბრკოლებების ლიმიტებს სიმაღლეზე. ანუ, თუ ობიექტი ამ ზედაპირებზე მაღლაა ის ითვლება დაბრკოლებად და შეიძლება საფრთხე შეექმნას ავიაციას.

ამიტომ, OLS -ით დადგენილია თუ სად და რა სიმაღლეზე შეიძლება იდგეს შენობა, ბოძი, ხე ან სხვა ობიექტი, რომ თვითმფრინავების აფრენა-დაფრენას არ შეუშალოს ხელი.

ტენდერის ტექნიკური დავალების მიხედვით, აეროპორტის უსაფრთხოების წესები და გეოგრაფია აფერხებს ბათუმის მიმდებარე ტერიტორიის გამოყენებას. კერძოდ, ბათუმის აეროპორტში თვითმფრინავები მხოლოდ ზღვის მიმართულებით ფრინდებიან და ზღვის მიმართულებიდან ეშვებიან. შექმნილია სპეციალური უსაფრთხოების ზონა, რომელი ზონაც „ზღუდავს ქალაქის განვითარებას“.

“საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის სტანდარტებისა და რეკომენდებული პრაქტიკის შესაბამისად, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისთვის დადგენილია დაბრკოლებების შემზღუდველი ზედაპირი. 

თუმცა, მიმდებარე მაღალი რელიეფისა და „აეროპორტის უნიკალური საექსპლუატაციო მახასიათებლების გამო – კერძოდ, ზღვის მიმართულებით აფრენით და ზღვიდან დაშვებით ცალმხრივი ოპერაციების გამო – არსებული დაბრკოლებების შემზღუდველი ზედაპირი (OLS) მნიშვნელოვნად ზღუდავს ურბანულ განვითარებას, განსაკუთრებით შიდა ჰორიზონტალური და კონუსური ზედაპირებით შემოფარგლური არით,” – ვკითხულობთ ტენდერის ტექნიკურ დავალებაში.

აეროდრომის დაცვის არე ბათუმის აეროპორტისთვის /2018 წლის სამუშაო დოკუმენტი / წყარო სამოქალაქო ავიაციის სააგენტო

„საქაერონავიგაციის“ მიერ გამოცხადებულ ტენდერში აღნიშნულია, რომ „კვლევის მიზანი არ არის ICAO Annex 14-ში [საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის დოკუმენტი] განსაზღვრული სტანდარტული დაბრკოლებებისაგან შემზღუდავი ზედაპირების შემუშავება.

მის ნაცვლად გამოყენებული იქნება მორგებული/მოდიფიცირებული დაბრკოლებების შემზღუდავი ზედაპირების და ამ ზედაპირების შესაბამისი აეროდრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფის რუკის კონცეფცია და მეთოდოლოგია, სრული დასაბუთებით, რომელიც მოწოდებული იქნება ეროვნული რეგულაციებისა და ICAO-ს სტანდარტებისა და რეკომენდებული პრაქტიკის შესაბამისად სააერნაოსნო კვლევის მეშვეობით.

ტექნიკური დავალების მიხედვით, საჭიროა ბათუმის აეროპორტისთვის შემზღუდავი ზედაპირების ხელახალი შეფასება და მორგებული OLS-ის შემუშავება, რომელიც ადაპტირებული იქნება როგორც სახელსაწყო (IFR), ასევე ვიზუალური (VFR) ფრენების შესრულებისათვის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, ICAO-ს სტანდარტების და რეკომენდირებული პრაქტიკის შესაბამისად.

ამ დავალების მიზანია:

  • „ფრენების უსაფრთხოებაზე, ასევე სანავიგაციო და საკომუნიკაციო მიწისზედა საშუალებებზე, არსებული რელიეფის და დაბრკოლებების შეჭრით გამოწვეული ზეგავლენის შეფასების მიზნით დეტალური სააერნაოსნო კვლევის ჩატარება;
  • ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისათვის მორგებული OLS-ის, მათ შორის სიმაღლის ზონირების შემუშავება, დადგენილი ან შემოთავაზებული ფრენის ოპერაციების, ასევე არსებული დაბროლებების/რელიეფის პირობების გათვალისწინებით, რომელიც უზრუნველყოფს ფრენების უსაფრთხოებას და რეგულარულობას, ასევე ურბანული განვითარების მეტ მოქნილობას;
  • იქ სადაც საჭიროა, განისაზღვროს და შემოთავაზებულ იქნას გადახედილი ფრენის პროცედურები (მათ შორის გადაწყვეტილების მიღების აბსოლუტური და ფარდობითი სიმაღლე მეორე წრეზე წასვლისას ერთი ძრავის მტყუნების გაუთვალისწინებელ შემთხვევაში), ახალი, მორგებული OLS-ის დანერგვის მხარდასაჭერად.“

ამავე დავალების მიხედვით:

იმის გათვალისწინებით, რომ ბათუმის აეროპორტში მოქმედი ფრენის პროცედურები დაფუძნებულია მეორე წრეზე წასვლა მარცხენა მოხვევით, რომელიც ხორციელდება ქალაქის თავზე, კონსულტანტმა უნდა შეაფასოს, მარჯვენა მოხვევით მეორე წრეზე წასვლის შესაძლებლობა, ბათუმის თავზე აკრძალული საჰაერო სივრცის დაწესებით (შიდა ჰორიზონტალური და კონუსური ზედაპირების ფარგლებში), თუ ასეთი მიდგომა უზრუნველყოფს არსებული დაცვის არის შეღწევადობის შემცირებას და/ან ქალაქის ტერიტორიის ფარგლებში ნაკლებად შემზღუდავი სიმაღლის ზღვარის დადგენას;

კონსულტანტმა ასევე უნდა შეაფასოს მარცხენა მოხვევით მეორე წრეზე წასვლის შესაძლებლობა, აეროპორტის სამხრეთით აკრძალულ საჰაერო სივრცის დაწესებით (შიდა ჰორიზონტალური და კონუსური ზედაპირების ფარგლებში), იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული კონფიგურაცია უზრუნველყოფს უკეთეს შერბილებას და/ან იძლევა განვითარების უფრო მოქნილი პირობების შექმნის შესაძლებლობას სამხრეთ ზონაში;

ინფორმაციისთვის: „მარჯვენა მოხვევით მეორე წრეზე წასვლის შესაძლებლობის“ შემთხვევაში თვითმფრინავს მოუწევს გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაზე გადაფრენა. ეს ტერიტორია ნაწილობრივ აეროპორტის დაცვის არეალშიც ექცევა. აქ კი „ოცნების“ მთავრობას არაბულ კომპანიასთან ერთად მასშტაბური პროექტის განხორციელება აქვს დააანონსებული. ამ ეტაპზე უცნობია შეუშლის თუ არა ხელს აეროპორტის დამცავი ზონა ამ პროექტს. თუმცა ამ შემთხვევაში იქმნება იმის შთაბეჭდილება, რომ აეროპორტის დაცვის არე შესაძლოა „ქალაქის ურბანულ განვითარებას“ მოარგონ.

ბათუმის აეროპორტისთვის მორგებული OLS-ი კი უნდა მოიცავდეს:

„მშენებლობის დაშვებული მაქსიმალური სიმაღლეების განსაზღვრას; სივრცით ზონირებას – წინასწარ განსაზღვრული სიმაღლის ზღვრებით, თითოეულ
არეში, ცალკეული დაბრკოლებების ინდივიდუალური შეფასების ნაცვლად; ანგარიშს, რომელიც აღწერს მორგებული OLS-ის თითოეულ ზედაპირს, მითითებული საწყისი წერტილებით და შესაბამისი პარამეტრებით.

მომზადებული რუკა უნდა იყოს ფერებით კოდირებული, თითოეულ ზონაზე მითითებული უნდა იყოს მაქსიმალური დასაშვები სიმაღლეები. საბოლოო პროდუქტი
უნდა იყოს თავსებადი ქალაქმშენებლობის GIS/CAD სისტემებთან.

რუკა, ასევე უნდა ითვალისწინებდეს დაბრკოლებებისაგან უსაფრთხო სიმაღლეების მოთხოვნებს არსებული ან შემოთავაზებული სახელსაწყო ფრენის პროცედურებისთვის, გარდა ICAO-ს 1944 წლის კონვენციის დანართი 14-ით გათვალისწინებული დაბრკოლებების შემზღუდავი (OLS) ზედაპირების, რომელთა შეცვლაც სააერნაოსნო კვლევით შეუძლებელია.

კვლევის დასრულების შემდეგ, მორგებული OLS და კვლევის შედეგები წარდგენილი იქნება საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განხილვისა და დამტკიცების მიზნით, ხოლო შემდგომ შესაძლოა ინტეგრირდეს ქალაქ ბათუმის შესაბამის ურბანულ განვითარების გეგმაში.

ეს გახდება სამშენებლო ნებართვების გაცემისა და აეროპორტის მიმდებარე განვითარების უსაფრთხო და კოორდინირებული მართვის საფუძველი.

ამ დავალების წარმატებით შესრულება უზრუნველყოფს, როგორც საჰაერო მოძრაობის უსაფრთხო ოპერირებას, ასევე ბათუმისა და მის გარშემო რეგიონის მდგრად
ურბანულ განვითარებას,“ – წერია ტექნიკურ დავალებაში.

„საქაერონავიგაციიის“ მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2025 წლის 7 დეკემბერს დაიწყება და ხუთ დღეში, 12 დეკემბერს დასრულდება.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 623 356 ლარია [დღგ-ს გარეშე] 

კვლევის ჩასატარებლად და შესაბამისი დოკუმენტების მოსამზადებლად ტენდერში გამარჯვებულს ვადა 7 თვე ექნება.

ბათუმის აეროპორტის მდებარეობა/ხედი ახალი ბულვარიდან

აეროპორტებში ფრენების უსაფრთხოებისთვის სიმაღლეების შეზღუდვის სივრცეები და დაშვებული სიმაღლეები, ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-14 დანართის 1-ლი ტომის მოთხოვნებითაა დადგენილი. ამ კონვენციას საქართველოც მიერთებულია. ბათუმში კი არაერთი კორპუსი სიმაღლეში სცდება იმ ზღვარს, რაც ბათუმის აეროპორტში ფრენების უსაფრთხოებისთვისაა დაშვებული – ამის შესახებ „ბათუმელები“ 2018 წელს წერდა: 

უსაფრთხოა თუ არა ფრენებისთვის ბათუმის აეროპორტი ახალი მაღლივი მშენებლობების პირობებში

 

 

 

პარლამენტი 2,9 მილიონი ლარით ახალ ავტომობილებს იყიდის

საქართველოს პარლამენტის აპარატმა 25 ერთეული I კლასის მსუბუქი, სედანის ტიპის, ჰიბრიდული ავტომობილების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო თანხა 2 999 375 ლარია, ანუ ერთ ავტომობილში პარლამენტი მაქსიმუმ 119 ათას 975 ლარს გადაიხდის [ამაში, როგორც ტენდერშია აღნიშნული, შედის გეგმიური მომსახურების ღირებულებაც 150 000 კილომეტრზე].

ავტომობილები შესაძლებელია იყოს ნებისმიერი ფერის, გარდა შავისა.

„შემოთავაზებული ავტომობილები უნდა იყოს არაუადრეს 2025 წლის გამოშვების, ექსპლუატაციაში არმყოფი [გარბენი არაუმეტეს 200 კმ], ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო და განბაჟებული…  ავტომობილის ფლობის ღირებულების ზღვრული ოდენობა დგინდება 150 000 კილომეტრზე გარანტიის მოქმედების პერიოდში, შესასყიდი სერვისების/ნაწილების, ავტომობილისა და საწვავის ფასის ერთობლიობით.“ – აღნიშნულია ტენდერში.

სხვა პირობებთან ერთად ასევე აღნიშნულია, რომ „150 000 კილომეტრზე ავტომობილის ზღვრული ფლობის ღირებულების ფარგლებში, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს მიაწოდოს ხუნდები, საჭიროების შემთხვევაში, წინა სულ მცირე შვიდჯერ, ხოლო უკანა სულ მცირე ოთხჯერ.

ხუნდების ამ რაოდენობის ამოწურვის შემდგომ, მათი ყოველი შემდგომი შესყიდვა ანაზღაურებული იქნება შემსყიდველის მიერ არა დადგენილი ავტომობილის ზღვრული ფლობის ღირებულებიდან, არამედ ავტოტექმომსახურების დამატებით გაფორმებული ხელშეკრულების გათვალისწინებით.“

ტენდერში წინადადებების მიღება 2025 წლის 11 დეკემბერს დაიწყება და ხუთ დღეში, 16 დეკემბერს დასრულდება.

შესასყიდი ავტომანქანების ტექნიკური მახასიათებლები

წყარო: შესყიდვების პორტალი

„ავტომობილ(ებ)ის მიწოდება უნდა განხორციელდეს ერთიანად ან ეტაპობრივად ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 240 დღის განმავლობაში. ამასთან, მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით ამავე ვადაში უნდა უზრუნველყოს ავტომობილების შემსყიდველზე გადაფორმება.“ – წერია ტენდერის პირობაში.

„ბაზრის კვლევის შედეგად მიღებული იქნა მოთხოვნის შესაბამისი მონაცემების 2 კომერციული წიწადადება. სატენდერო პროცედურის ხანგრძლივობის გათვალისწიწებით, მიზანშეწონილია განხორციელდეს მრავალწლიანი შესყიდვა… სატენდერო დოკუმენტაციით განისაზღვროს საავნსო ანგარიშსწორების ფორმა, კერძოდ 90% საავანსო ანგარიშსწორება განხორციელდეს 2025 წლის ბიუჯეტიდან, ხოლო დარჩენილი 10%-ის ანგარიშსწორება გახორციელდეს 2026 წლის ბიუჯეტიდან.“ – აღნიშნულია სატენდერო კომისიის ოქმში.

 

 

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 16 ნოემბრის 21 საათიდან 17 ნოემბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
  • დღისით: 16 – 21 გრადუსი სითბო
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო

მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო
    ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა კი +16 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 18 და 19 ნოემბერს აჭარაში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

 

 

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 16 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 158 260 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +860. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 353 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 23 591 ერთეული [+3]
  • საარტილერიო სისტემა – 34 469 ერთეული [+26]
  • MLRS – 1 543 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 244 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 428 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 81 286 ერთეული [+409]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 940 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 67 464 ერთეული [+68]
  • სპეცტექნიკა – 4 000 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 16 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 668 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 96 993 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 636 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 26 056 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 613 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 31 340 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 46 799 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

აჭარის სოფლების გაზიფიცირების შეფერხების მიზეზად 4 წლის წინ და დღესაც ხულო-ზარზმის გზის სამუშაოებს ასახელებენ 

აჭარის მაღალმთიანი რეგიონის გაზიფიცირებისთვის 1 მილიონ 400 000 ლარი უნდა დახარჯულიყო ბიუჯეტიდან 2025 წლის 3 კვარტალში, თუმცა მხოლოდ 487 ათას 100 ლარი აითვისეს. ანუ, ქვეპროგრამის ცხრა თვის შესრულებამ გეგმის მხოლოდ 34,8 პროცენტი შეადგინა.

ქვეპროგრამა შუახევის მუნიციპალიტეტის, ხიჭაურის დასახლებაში, კერძოდ გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთზე საშუალოწნევიანი გაზსადენის მშენებლობას ითვალისწინებს.

აჭარის ფინანსთა და ეკნომიკის სამინისტრო 2025 წლის 9 თვის სამუშაოებთან დაკავშირებით წერს, რომ  „ქვეპროგრამის ფარგლებში მოეწყო 2 077 გრძ/მ გაზსადენი დაბა ხულო-გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთზე, თუმცა გაზსადენის მშენებლობა მიმდინარეობს შეფერხებით, რაც გამოწვეულია ხულო-ზარზმის საავტომობილო გზის სარეკონსტრუქციო სამუშაოებით, ვინაიდან გაზსადენის კონტური გასდევს საავტომობილო გზის კონტურს.

გზის რეკონსტრუქციის პროფილის ჩამოყალიბება ეტაპობრივად მიმდინარეობს და შესაბამისად ხორციელდება გაზსადენის სამონტაჟო სამუშაოები.“

„აჭარის მაღალმთიანი რეგიონის გაზიფიცირების“ ქვეპროგრამისთვის 2025 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში სულ 3 მილიონ 268 000 ლარია გაწერილი და სამუშაოები ამავე წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. დასრულდება თუ არა სამუშაოები უცნობია, თუმცა, აჭარის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტში გაზიფიცირებისთვის თანხა ამ ეტაპზე გათვალისწინებული არ არის.

აჭარის მაღალმთიანი სოფლების გაზიფიცირების პროგრამა რამდენიმე წლის წინ დაიწყო. აჭარის ბიუჯეტიდან მხოლოდ ცენტრალური გაზსადენის მშენებლობა ფინანსდება, უშუალოდ სოფლების გაზიფიცირებაზე კი, გაზის ტრანსპორტირების სახელმწიფო კომპანიაა პასუხისმგებელი. შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის დაწყებისთანავე გაწერილი იყო გეგმა-გრაფიკიც, რომელიც ვერ შეასრულეს და ვადებიც გადაწიეს.

აჭარის შემთხვევაში სამუშაოების შეფერხების მიზეზად გზის რეკონსტრუქციას ასახელებდნენ 4 წლის წინაც. „ძირითადი გაზსადენის მილის სამონტაჟო სამუშაოები შესრულდება ეტაპობრივად, ხულო-ზარზმის საავტომობილო გზის რეკონსტრუქციის სამუშაოების მიხედვით“ – მოგვწერეს 2021 წელს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან.

ხულო-ზარზმის გზის რეკონსტრუქცია კი, რომელსაც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს, 5 წლის წინ მაინც უნდა დასრულებულიყო მთლიანად, თუმცა, დღემდე დაუსრულებელია.

„…მილი აუცილებლად ტრასის გასწვრივ უნდა გავიდეს. თუ ყველაფერი გეგმით წარიმართა, 2021 წელს დავასრულებთ, თუ არადა, არის შეთანხმება და გაზსადენის ამ მონაკვეთის მშენებლობას 2022 წელში დავასრულებთ“, – ეს „ბათუმელებს“ გაზსადენის მშენებელ კომპანიაში 2020 წელში გვითხრეს.

ამ თემაზე „ბათუმელების“ არქივიდან

აჭარის რომელ სოფლებში შევა გაზი – ოთხწლიანი გეგმა

სახელმწიფო ქონებას პირდაპირი წესით ისევ გაყიდიან – პირობებს მთავრობა დაადგენს

სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას [მათ შორის მიწას] „ოცნების“ მთავრობა პირდაპირი წესით კვლავ გაყიდის. დაახლოებით ხუთი თვის წინ კი, „ოცნების“ პრემიერმა განაცხადა, რომ მათ უარი თქვეს უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკაზე.

არაკონსტიტუციურმა პარლამენტმა 2025 წლის 11 ნოემბერს დაამტკიცა ცვლილებები „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში, რომლითაც პირდაპირი მიყიდვის წესი კი არ გაუქმდა, არამედ კანონში დააკონკრეტეს, რომ „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გაცვლა, ასევე უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება შეიძლება განხორციელდეს საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში“.

ანუ, მთავრობას კვლავ რჩება უფლება უძრავი ქონება პირდაპირი წესით გაასხვისოს, ოღონდ – გარკვეული პირობებით. ამ პირობებს კი თავად მთავრობა დაადგენს.

ახალი ცვლილებების ინიციატორიც „ოცნების“ მთავრობაა.

„ამ კანონის ამოქმედებიდან 60 დღის ვადაში საქართველოს მთავრობამ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარდგინებით უზრუნველყოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გაცვლისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წინაპირობების დამტკიცება“, – წერია ცვლილებების შესახებ მიღებულ ახალ კანონში, რომელიც 2025 წლის 14 ნოემბერს ამოქმედდა.

აქედან გამომდინარე, „ოცნების“ მთავრობამ „პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წინაპირობები“ 60 დღის ვადაში, ანუ 2026 წლის 14 იანვრამდე უნდა დაადგინოს.

„ამჟამად, კანონმდებლობით არ არის დადგენილი წინაპირობები, თუ რა შემთხვევებში შეიძლება განხორციელდეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გაცვლა ან მისი პრივატიზება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, აუქციონის გარეშე…

კანონპროექტის მიღების შედეგად, გაჩნდება სამართლებრივი საფუძველი, საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცდეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გაცვლის ან პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წინაპირობები, ხოლო სხვა შემთხვევებში, უძრავი ნივთის განკარგვა განხორციელდება აუქციონის ფორმით“, – აღნიშნული იყო ცვლილებების შესახებ კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ცვლილებების დამტკიცების შემდეგ კი, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში გაჩნდა შემდეგი ჩანაწერები:

  • „ქონების სააგენტო საქართველოს მთავრობის თანხმობით ახორციელებს სახელმწიფო ქონების [გარდა მოძრავი ქონებისა] ფიზიკური პირის, კერძო სამართლის იურიდიული პირის, საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებაში არსებულ ქონებაში გაცვლას. სახელმწიფო ქონების გაცვლის წესი და პირობები დგინდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გაცვლა შეიძლება განხორციელდეს საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში“.
  • „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება შეიძლება განხორციელდეს საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში“.
  • „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება შეიძლება განხორციელდეს საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში“.

აღსანიშნავია, რომ პირდაპირი მიყიდვით კვლავ შესაძლებელი იქნება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების განკარგვაც.

ირაკლი კობახიძემ პირდაპირი მიყიდვის წესის გაუქმებას „პრინციპული გადაწყვეტილება“ უწოდა არაკონსტიტუციურ პარლამენტში, როცა წლიური მოხსენება წარადგინა:

„ჩვენ უარი ვთქვით უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკაზე. თავისთავად, ეს პრაქტიკა შეიცავს რისკებს, მათ შორის კორუფციის რისკებს. აქედან გამომდინარე, მივიღეთ პრინციპული გადაწყვეტილება და უძრავი ქონების, მათ შორის მიწის რესურსის პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკა, ასე ვთქვათ, დასრულდა საქართველოს მთავრობის მხრიდან. ეს იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ჩვენი მხრიდან გადაიდგა,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ 2025 წლის 27 ივნისს.

ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში ერთ-ერთ კერძო კომპანიას პირდაპირი მიყიდვის ფორმით თბილისში 198 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა გადასცეს.

ამ თემაზე ვრცლად: „პირდაპირი მიყიდვა დასრულდა“ – კობახიძემ ამ განცხადების შემდეგ მიწა ისევ ამ წესით გაასხვისა

ამის შემდეგ არაერთი განკარგულება გამოიცა სახელმწიფო ქონების პირდაპირი წესით გაყიდვაზე. მათ შორის: 2025 წლის 29 სექტემბრის განკარგულებით, 500 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი მიჰყიდეს 1 ლარად ეკლესიას ჩოხატაურის კურორტ ბახმაროში; ხოლო ამავე წლის ოქტომბერში – სენაკისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებში, ჯამში 5 603 კვადრატული მეტრი მიწა და შენობა.

ამავე თემაზე:

ივანიშვილის კომპანია განმუხურში ვალდებულებებს აღარ შეასრულებს – კობახიძის განკარგულება 

როდის გაანათებენ გრიგოლეთი-ქობულეთის ავტობანს

გრიგოლეთი-ქობულეთის ავტობანის 11-კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც სამი წელია გახსნილია, განათების გარეშეა. თუმცა, ამ ოთხზოლიანი ავტომაგისტრალის გასწვრივ გარეგანათების ბოძები დამონტაჟებულია.

გრიგოლეთი-ქობულეთის ავტობანზე გარეგანათება ჩართული არ არის / 10.11.2025

გრიგოლეთი-ქობულეთის ავტობანი გრიგოლეთი-ურეკის გზას ქობულეთის შემოვლით გზასთან აკავშირებს [ეს ავტობანი, სადაც დაშვებული სიჩქარე 110 კმ/საათია, იწყება წყალწმინდაში, გაივლის ურეკის, შეკვეთილის ტერიტორიაზე და უერთდება ქობულეთის შემოვლით გზას, სადაც მოძრაობის სიჩქარე 70 კმ/საათამდე შეამცირეს].

ავტობანის წყალწმინდა-ხიდმაღალის მონაკვეთი კი, რომელიც მდინარე სუფსაზე გადადის, ჯერ კიდევ დაუსრულებელია.

გრიგოლეთი-ქობულეთის ავტობანი [წყალწმინდა-ურეკი-შეკვეთილის მონაკვეთი] /1.11.2025
„ბათუმელებმა“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში იკითხა, კონკრეტულად როდის ჩაირთვება განათება გრიგოლეთი-ქობულეთის გზის გახსნილ მონაკვეთზე და რომელი კომპანია აგრძელებს სამუშაოებს გზის დაუსრულებელ მონაკვეთზე. ამასთან, დაახლოებით როდის დასრულდება ამ ნაწილის მშენებლობა. თუმცა, დეპარტამენტში გვითხრეს, რომ ინფორმაცია ოფიციალური წერილით უნდა გამოვითხოვოთ.

წერილის გაგზავნის შემდეგ კი, დეპარტამენტიდან „ბათუმელებს“ მოგვწერეს, რომ მათ აღნიშნული ინფორმაციის გასაცემად მაქსიმუმ 10-დღიანი ვადა სჭირდებათ. დეპარტამენტის პასუხს, მიღების შემთხვევაში, აქვე მოგაწვდით.

გზების დეპარტამენტის ცხელ ხაზზე კი „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ გრიგოლეთი-ქობულეთის ავტობანზე გარეგანათების ჩართვა „მიმდინარე, 2025 წლის ბოლომდე არის დაგეგმილი“.

განახლება: „დეპარტამენტმა კომპეტენციის ფარგლებში განიხილა თქვენი განცხადება და გაცნობებთ, რომ დეპარტამენტთან 2018 წლის 3 დეკემბერს გაფორმებული NoGTC/CW/ICB-01 ხელშეკრულების საფუძველზე, კომპანია Joint Venture „POLAT YOL & MAPA“ ახორციელებს E-70 მაგისტრალის გრიგოლეთი-ქობულეთის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებს.

ასევე მოგახსენებთ, რომ E-70 მაგისტრალის გრიგოლეთი-ქობულეთის 11 კმ-იან მონაკვეთზე გარე განათების სამუშაოები დასრულდება მიმდინარე წლის ბოლოს.“ – მოგვწერეს გზების დეპარტამენტიდან 2025 წლის 20 ნოემბერს.

გრიგოლეთი-ქობულეთის ავტობანის მშენებარე მონაკვეთი [წყალწმინდა-ხიდმაღალა] / 1.11.2025
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ „ბათუმელებისთვის“ 2022 წლის აგვისტოში მოწოდებული ინფორმაციით, გრიგოლეთი-ქობულეთის გზის სამშენებლო სამუშაოები ეტაპობრივად 2022-2023 წლებში უნდა დასრულებულიყო. სახელშეკრულებო ღირებულება 228 721 622 ლარია. პროექტი დაფინანსებულია ევროპის საინვესტიციო ბანკის [EIB] მიერ.

გრიგოლეთი–ქობულეთის შემოვლითი 4-ზოლიანი გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის [E60-ის] შემადგენელი მონაკვეთია. ამ გზის სიგრძე 14.4 კილომეტრია, საიდანაც მხოლოდ 11 კილომეტრია გახსნილი [ჯერ 5-კილომეტრიანი მონაკვეთი გახსნეს, შემდეგ 6 კილომეტრი].

გრიგოლეთი-ქობულეთის ავტობანი, როცა მთლიანად აშენდება, ერთმანეთთან ქობულეთის შემოვლით და სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალებს დააკავშირებს. რაც შეეხება სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალს, ის 4 მონაკვეთად[ლოტად] შენდებოდაა და პრობლემები აქაცაა. ეს მაგისტრალიც მაქსიმუმ 2020 წელს მთლიანად უნდა დასრულებულიყო.

ამ გზაზე მხოლოდ მეორე და მეოთხე ლოტია გახსნილი, დანარჩენ ორ ლოტზე კი სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. მეოთხე ლოტზე, 2023 წლის 21 თებერვალს ხიდის ჩანგრევის გამო აღძრულ საქმეზე კი საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდებით 5 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. მათ შორის დაკავებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის იმჟამინდელი მოადგილე ლევან კუპატაშვილი.

გრიგოლეთი-ქობულეთის გზის [წყალწმინდა-ხიდმაღალას მონაკვეთი] მშენებლობასთან დაკავშირებით 2025 წლის ივლისში ინფრასტრუქტურის სამინისტროში განაცხადეს, რომ მშენებელ კომპანიასთან ხელშეკრულება შეწყდა.

ამ თემაზე:

„დასრულდება ავტობანის მშენებლობა“ – „ოცნების“ შეუსრულებელი საარჩევნო დაპირება

 

 

 

საპატრულოს თანამშრომელი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1993 წელს დაბადებული თ.ლ. დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურე თ.ლ., მის საკუთრებაში არსებული ავტომობილით, შესაბამისი ნებართვის გარეშე, მასთან კავშირში მყოფი ინსტრუქტორების – 1988 წელს დაბადებული ლ.კ.-ს და 1989 წელს დაბადებული მ.ე.-ს დახმარებით, რუსთავში, საავტომობილო გზის აკრძალულ მონაკვეთებზე, კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით, სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის სწავლებებს ახორციელებდა.

ასევე დგინდება, რომ პატრულ-ინსპექტორების მხრიდან დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, თ.ლ. სამსახურებრივი მდგომარეობისა და ავტორიტეტის გამოყენებით მათ არ აწერინებდა სამართალდარღვევის ოქმს.“ – წერს შსს.

სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

 

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 15 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 15 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 157 400 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 000. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 350 ერთეული [+6]
  • ჯავშანტექნიკა – 23 588 ერთეული [+19]
  • საარტილერიო სისტემა – 34 443 ერთეული [+20]
  • MLRS – 1 541 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 244 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 428 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 80 877 ერთეული [+490]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 940 ერთეული [+14]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 67 396ერთეული [+90]
  • სპეცტექნიკა – 3 998 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 15 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 668 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 96 796 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 636 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 26 044 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 611 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 31 314 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 46 725 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

მზია ამაღლობელს მოსამართლემ შუშით გამოყოფილი ადგილიდან გამოსვლის საშუალება აღარ მისცა

დღეს, 14 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, ნიკოლოზ მარგველაშვილმა, რომელმაც წინა სხდომაზე მზია ამაღლობელს შემინული სივრციდან გამოსვლის და ადვოკატების გვერდით დაჯდომის უფლება მისცა, დღევანდელ სხდომაზე მზია ამაღლობელს სპეციალური, შუშით შემოსაზღვრული ადგილიდან გასვლის საშუალება აღარ მისცა.

11 ნოემბერს, 10-თვიანი პატიმრობის განმავლობაში, მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილმა პირველად მისცა მზია ამაღლობელს სხდომაზე ადვოკატების გვერდით დაჯდომის საშუალება. ყველა სხვა პროცესზე მზია ამაღლობელი საათების განმავლობაში იდგა ფეხზე და არ ჯდებოდა ბრალდებულის სკამზე. ადვოკატებმა ბათუმის საქალაქო სასამართლოში არაერთხელ მიმართეს მოსამართლე ნინო სახელაშვილს, მზია ამაღლობელს ადგილი დაეკავებინა არა შუშის სივრცეში, არამედ ადვოკატების გვერდით, თუმცა მოსამართლე სახელაშვილმა ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

დღეს, 14 ნოემბერს, სააპელაციო სასამართლოში, უკვე მეორედ,მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი კვლავ პატარა, 24-კაციან დარბაზში ჩაატარეს და არა უფრო დიდში, თუმცა მოსამართლე მარგველაშვილმა დიდ დარბაზში სხდომის ჩატარების პირობა 11 ნოემბრის სხდომაზე დადო. დღეს კვლავ დაიკეტა სააპელაციო სასამართლოს ეზოს ჭიშკარი მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე მოსული მოქალაქეებისთვის. 

სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ქართული მართლმსაჯულების დიაგნოზს.

„არანაირი ეჭვები არ მაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით – დიახ, მათ ამ საკითხზე თითი დაუქნიეს, ამაში ეჭვი არ მეპარება. უთხრეს – „აქ თქვენ ასეთი კეთილები და კეთილგანწყობილები ვერ იქნებით. აი, სამწუხაროდ, ეს არის დიაგნოზი ამ სასამართლოსი და ზოგადად, ქართული მართლმსაჯულების.

მოსამართლეები ეცადნენ რაღაც ადამიანური სხივი ეჩვენებინათ წინა პროცესზე და მაშინვე უთხრეს – „არც გაბედოთ!“ წარმოიდგინეთ, უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე რა დღეშია სასამართლო“ – განაცხადა მაია მწარიაშვილმა.

დღეს, 14 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში პროკურორებმა საბოლოო სიტყვა თქვეს. პროკურატურა მზია ამაღლობელისათვის ისევ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სასჯელს ითხოვს, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

მზია ამაღლობელის მორიგი, სავარაუდოდ ბოლო სხდომა სააპელაციო სასამართლოში 18 ნოემბერს გაიმართება – დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ ადვოკატები. დაცვის მხარე ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას ითხოვს ორწლიანი პატიმრობის შესახებ და მზია ამაღლობელის გათავისუფლებას.

  • რა ხდება?

ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი 10 თვეა უკანონო პატიმარია. მისი სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა მის წინააღმდეგ მიმართული „ოცნების“ დეზინფორმაციის ფონზე, ცრუ მოწმე პოლიციელების გამოყენებით. მას 2 წელი პატიმრობა აქვს მისჯილი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით.

დაკავებისას მზია ამაღლობელს ღირსების შემლახავად და არაადამიანურად მოექცნენ, თუმცა პროკურატურას საქმის გამოძიება არ დაუწყია. დაკავების დღიდან, პროტესტის ნიშნად, მზია ამაღლობელი 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. მას პატიმრობაში მკვეთრად დაუქვეითდა მხედველობა.

მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების საქმის განხილვა უკვე დაიწყო სტრასბურგის ევროპულმა სასამართლომ.

2025 წლის 22 ოქტომბერს მზია ამაღლობელმა მიიღო სახაროვის პრემია აზრის თავისუფლებისთვის, ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო და არაერთი პრიზი ჟურნალისტური საქმიანობისთვის.

„ეს მხოლოდ ერთი მაგალითია იმ დარღვევებიდან, რაც მზია ამაღლობელის საქმეშია“ – ნონა ქურდოვანიძე

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე ფეისბუქზე წერს, რომ მზია ამაღლობელის ტელეფონის 10-თვიანი ექსპერტიზის საკითხი მხოლოდ ერთი მაგალითია იმ დარღვევებიდან, რომელიც მის საქმეშია. ნონა ქურდოვანიძე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან ერთად მზია ამაღლობელის ინტერესებს იცავს სტრასბურგის სასამართლოში, მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების საქმეზე.

„10 თვის წინ მზია ამაღლობელის საქმეში გამოძიებამ ჩადო დეტექტივ ვლადიმერ ჩიტაიას შემდეგი შინაარსის პატაკი – ,„ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, მზია ამაღლობელის მიერ პოლიციელზე თავდასხმა წინასწარ იყო დაგეგმილი, რასთან დაკავშირებითაც მზია ამაღლობელი თავდასხმამდე მობილური ტელეფონის აპლიკაციით ესაუბრებოდა ამ ეტაპზე დაუდგენელ პირებს, რომლებთანაც ჰქონდა მიმოწერა და იღებდა ინსტრუქციებს”.

ამ ფარატინა ფურცლის გამოყენებით, მზია ამაღლობელის ტელეფონი ამოიღო გამოძიებამ, მოიპოვა წვდომა მის პროფესიულ და პირად ინფორმაციაზე.

პროკურატურას, ისევე როგორც სასამართლოს, არც კი შეუფასებია ის ფაქტი, რომ მზია ამაღლობელის ტელეფონში იქნებოდა ინფორმაცია ჟურნალისტური წყაროების შესახებ, რომელთა ანონიმურობაც გარანტირებული უნდა იყოს ჟურნალისტური საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე.

10 თვის შემდეგ, ექსპერტიზის დასკვნა მიიტანეს დღეს სხდომაზე. საქმისათვის მნიშვნელოვანი ვერაფერი ვიპოვეთო.

ესაა მხოლოდ ერთი მაგალითი იმ დარღვევებიდან, რაც მზია ამაღლობელის საქმეში მრავლადაა.

ეს დარღვევა უკვე არის სტრასბურგში განსახილველი საქმის ნაწილი და ჩვენ ვდავობთ, რომ ამ მოქმედებით არსებითად იქნა ხელყოფილი მომჩივნის პირადი კომუნიკაციის და პირადი ცხოვრების უფლება.

მხოლოდ პატაკის საფუძველზე მსგავსი ტიპის საგამოძიებო მოქმედების ჩატარება ძირს უთხრის კონვენციით გარანტირებულ მე-8 და მე-10 მუხლებით განმტკიცებულ უფლებებს“ – წერს ნონა ქურდოვანიძე.

სტრასბურგის ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის საქმის განხილვა 2025 წლის ივნისში დაიწყო.

საქართველოს ხელისუფლებას 17 ოქტომბრამდე ჰქონდა ვადა, ეპასუხა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოსთვის მზია ამაღლობელის საქმეზე,  ხელისუფლებამ ევროსასამართლოს ვადის გაგრძელების თხოვნით მიმართა.

ამავე თემაზე: 

რა კითხვები აქვს სტრასბურგის სასამართლოს “ოცნებასთან” მზია ამაღლობელის საქმეზე 

 

“No ‘Deep State’ Found” – Nine Months Later, Phone Exam Shows No Evidence Against Mzia Amaglobeli

The second appellate hearing in the case of Georgia’s imprisoned journalist and 2025 Sakharov Prize laureate, Mzia Amaglobeli, took place on November 18 at the Kutaisi Court of Appeals.

Both the Prosecutor’s Office, which is seeking to increase the charges and sentence against Mzia Amaglobeli, and Amaglobeli’s lawyers, who are requesting that the verdict against her be overturned and that she be released, have filed appeals with the Court.

At the hearing, the prosecutor filed a motion to add the forensic report on Mzia Amaglobeli’s personal mobile phone to the case file. Although the forensic examination and access to Amaglobeli’s phone and personal data were authorized by court order at an early stage of the criminal proceedings, the expert report was presented only today, after almost nine months.

“Mzia Amaglobeli’s phone was subjected to forensic examination. The examination has been completed and we have received the expert report. We request that this report be added to the case,” prosecutor Shota Chkhaidze said.

Mzia Amaglobeli’s lawyer, Maia Mtsariashvili, also responded to the motion, noting that the defense had previously requested the return of Amaglobeli’s personal belongings, including the phone that was suppose to undergo forensic examination months ago:

“According to the expert report, no information of interest to the investigation was found on Mzia Amaglobeli’s phone. No ‘deep state’ was found in the phone.”

Mzia Amaglobeli’s personal belongings — her keys, bank card, and mobile phone — were confiscated upon her arrest on January 12, 2025 after her detention.

On March 4, at the preliminary hearing in the Batumi City Court, prosecutor Tornike Gogeshvili asked Judge Viktor Metreveli to deem the information that would be extracted from Amaglobeli’s phone admissible as case evidence.

As it turned out, a report by detective Vladimer Chitaia had been added to the case file. In a report dated February 15, he informed Colonel Sergi Zhghenti, the deputy head of the Guria Police Department, that according to information available to him, “the attack on the police officer by Mzia Amaglobeli had been pre-planned, and prior to the incident she had communicated via a mobile phone application with unidentified individuals, with whom she exchanged messages and from whom she received instructions.”

It was on the basis of this report that the Prosecutor’s Office requested access to Amaglobeli’s phone. The judge granted the request.

Before the end of trial in city court, the Prosecutor’s Office removed eight witnesses from the case, including detective Vladimer Chitaia.

The forensic examination lasted nearly nine months and ultimately confirmed that no information was found on Mzia Amaglobeli’s phone that would substantiate the false allegation that the slap had supposedly been “pre-planned.” 

At today’s hearing, it was also revealed that Mzia Amaglobeli’s lawyers are requesting that she be granted the status of a person with disabilities, as provided under Georgian law due to her severe visual impairment. It should be recalled that while in detention, the imprisoned journalist lost the majority of her vision; she now retains only about 10% of sight in one eye, while in the other she can perceive only light.

Amaglobeli’s lawyer filed a motion to have the written correspondence regarding the granting of her status as a person with disabilities admitted into the case materials, which was approved by the judge

Although at the previous hearing the judge promised the defense that a large courtroom would be considered for today’s session, the hearing is again taking place in a small one, and some of Amaglobeli’s supporters were once again unable to attend.

As during the previous session, the gate to the court yard was locked for those left outside, preventing them even from entering the yard — something journalists say they do not recall happening in other cases.

According to the court marshal, who spoke to journalists at the courtyard gate, “there are no [prison] bars in the large courtroom, and that is why” the session is again being held in the smaller one.

It appears that the court marshal was referring to the glass-and-metal “cage” installed in the courtroom. Throughout the hearings in the City Court, Mzia Amaglobeli was required to remain inside this enclosure and was not permitted to testify from outside, where witnesses normally speak.

For the first time, on November 11, the Kutaisi City Court allowed Amaglobeli to exit the cage and sit beside her lawyers. However, at the November 14 hearing, she was not allowed to do so.

The next hearing will take place on November 18.


Mzia Amaglobeli: “This Case Has No Connection to Law or Justice — My Imprisonment Is a Political Decision of the Regime”

პროკურატურა მზია ამაღლობელისათვის ბრალის და სასჯელის დამძიმებას ითხოვს

პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელისათვის ბრალის და სასჯელის დამძიმებას ითხოვს.

„ვფიქრობ, უნდა დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი“ – თქვა პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა დღეს, 14 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში სააპელაციო საჩივრის წარდგენისას.

დღევანდელ პროცესზე პროკურორები საბოლოო სიტყვას ამბობენ. პროკურატურა მზია ამაღლობელისათვის ისევ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სასჯელს ითხოვს, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

სააპელაციო საჩივარი სასამართლოში შეტანილი აქვს როგორც პროკურატურას, რომელიც მზია ამაღლობელისათვის ბრალის და სასჯელის დამძიმებას ითხოვს, ასევე სარჩელი  შეტანილი აქვთ მზია ამაღლობელის ადვოკატებს, რომლებიც მზია ამაღლობელის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გაუქმებას და მის გათავისუფლებას ითხოვენ.

მზია ამაღლობელის სააპელაციო სარჩელის განხილვა 18 ნოემბერს დასრულდება სააპელაციო სასამართლოში.

ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი 10 თვეა უკანონო პატიმარია. მისი სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა მის წინააღმდეგ მიმართული „ოცნების“ დეზინფორმაციის ფონზე, ცრუ მოწმე პოლიციელების გამოყენებით. მას 2-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით.

დაკავებისას მზია ამაღლობელს ღირსების შემლახავად და არაადამიანურად მოექცნენ, თუმცა პროკურატურას საქმის გამოძიება არ დაუწყია. დაკავების დღიდან, პროტესტის ნიშნად, მზია ამაღლობელი 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. მას პატიმრობაში მკვეთრად დაუქვეითდა მხედველობა.

მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების საქმის განხილვა უკვე დაიწყო სტრასბურგის ევროპულმა სასამართლომ.

2025 წლის 22 ოქტომბერს მზია ამაღლობელმა მიიღო სახაროვის პრემია აზრის თავისუფლებისთვის, ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო და არაერთი პრიზი ჟურნალისტური საქმიანობისთვის.

ამავე თემაზე: 

ხალხი გონიერია და ხვდება, რომ სილის გაწვნა არ იწვევს ტანჯვას – ექსმოსამართლე დგებუაძისთვის სილის გაწნაზე

ადვოკატები მზია ამაღლობელისათვის შშმ პირის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ – პროცესი სააპელაციოში

ადვოკატები მზია ამაღლობელისათვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ და ამ მიზნით სასჯელაღსრულების დაწესებულებას მიმართავენ.

ამის შესახებ დღეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე სხდომისას გახდა ცნობილი.

მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა დააყენა შუამდგომლობა საქმისთვის დაერთოთ წერილები, რომლებითაც ადვოკატი მზია ამაღლობელისათვის შშმ პირის სტატუსის მინიჭებას ითხოვს.

„მისი თვალის მდგომარეობიდან გამომდინარე, მას ეკუთვნის შშმ პირის სტატუსი, რომლის მინიჭების პროცედურები უნდა დაიწყოს სასჯელაღსრულების დაწესებულებამ. მიმართული გვაქვს წერილით და იმედია, რომ დაიწყებენ პროცედურას“ – თქვა მაია მწარიაშვილმა.

მან მოსამართლეს სასჯელაღსრულების დაწესებულებისთვის გაგზავნილი წერილები გადასცა.

როგორც ცნობილია მზია ამაღლობელს მხედველობა ციხეში ყოფნის პერიოდში დრამატულად გაუუარესდა. სამედიცინო „ფორმა 100-ის“ მიხედვით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებამდე მზია ამაღლობელს მარცხენა თვალზე ჰქონდა დაავადება კერატოკონუსი, ხოლო მარჯვენაზე არ ჰქონდა.

2025 წლის 4-6 თებერვალს „ვივამედში“ მზია ამაღლობელს ორი კვლევა ჩაუტარდა, რომლითაც დადგინდა, რომ მზია ამაღლობელს ერთ თვალში (მარცხენა) მხედველობა პრაქტიკულად არ ჰქონდა, მეორეში (მარჯვენა) კი დაახლოებით 10% ჰქონდა დარჩენილი.

სახალხო დამცველის მიერ მოწვეული კომისიის 14 თებერვლის დასკვნის მიხედვით მზია ამაღლობელს მე-3 ხარისხის კერატოკონუსი ჰქონდა ორივე თვალზე.

ადვოკატებმა მიაღწიეს იმას, რომ მზია ამაღლობელს განმეორებითი გამოკვლევა ჩაუტარდა ივლისში.

2025 წლის 22 ივლისით დათარიღებული „ფორმა 100“-ის მიხედვით, მზია ამაღლობელს მარცხენა თვალზე უკვე აქვს მე-4 ხარისხის კერატოკონუსი და ამ თვალში მხედველობა არის მხოლოდ 0,01 (ფაქტობრივად არა აქვს), ასევე კიდევ უფრო გაუარესებულია მარჯვენა თვალის მხედველობითი უნარი.

სწორედ ამ დასკვნის საფუძველზე მზია ამაღლობელის ადვოკატები სასჯელაღსრულების დაწესებულებას სთხოვენ დაიწყონ პროცედურა და მზია ამაღლობელს მიანიჭონ შშმ პირის სტატუსი, რასაც ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა.

მზია ამაღლობელის საქმეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეთა კოლეგია განიხილავს. მომხსენებელი მოსამართლეა ნიკოლოზ მარგველაშვილი. კოლეგიაში შედიან მოსამართლეები, მარინა სირაძე და ნანა ჯოხაძე.

ამავე თემაზე:

„სასამართლომ განაჩენში დამალა, რომ მზიას მხედველობა ციხეში დრამატულად გაუარესდა” – ადვოკატი

პროკურატურამ მზია ამაღლობელის ტელეფონში “დიფ სთეითი” ვერ იპოვა – ექსპერტიზის დასკვნა

დღეს, 14 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში განახლდა მზია ამაღლობელის საქმის განხილვა.

სააპელაციო საჩივარი სასამართლოში შეტანილი აქვს როგორც პროკურატურას, რომელიც მზია ამაღლობელისათვის ბრალის და სასჯელის დამძიმებას ითხოვს, ისე მზია ამაღლობელის ადვოკატებს, რომლებიც მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გაუქმებას და გათავისუფლებას ითხოვენ.

სასამართლო  პროცესზე პროკურორმა დააყენა შუამდგომლობა, საქმეს დაერთოს მზია ამაღლობელის პირადი ტელეფონის ექსპერტიზის დასკვნა.

„მზია ამაღლობელის ტელეფონზე დანიშნული იყო ექსპერტიზა. დასრულდა ექსპერტიზა, ექსპერტიზის დასკვნა მივიღეთ. ვითხოვთ ამ დასკვნის საქმეზე დართვას“- თქვა პროკურორმა შოთა ჩხაიძემ.

„ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა. ტელეფონში დიფ სთეიტი არ აღმოჩნდა“ – თქვა პროცესზე მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა.

მზია ამაღლობელს პირადი ნივთები, გასაღები, საბანკო ბარათი და მობილური ტელეფონი 12 იანვარს, დაკავებისას ჩამოართვეს.

მოგვიანებით, მზია ამაღლობელის წინა სასამართლო სხდომაზე, პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა მოსამართლე ვიქტორ მეტრეველს მიმართა, ამაღლობელის საქმისთვის დაერთოთ მისი ტელეფონიდან ამოღებული ინფორმაცია.

როგორც აღმოჩნდა, მზია ამაღლობელის საქმეში გაჩნდა დეტექტივ ვლადიმერ ჩიტაიას პატაკი, რომელმაც 15 თებერვლით დათარიღებულ პატაკში გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, პოლკოვნიკ სერგი ჟღენტს მისწერა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, „მზია ამაღლობელის მიერ პოლიციელზე თავდასხმა წინასწარ იყო დაგეგმილი, რასთან დაკავშირებითაც თავდასხმამდე მზია ამაღლობელი მობილური ტელეფონის აპლიკაციით ესაუბრებოდა ამ ეტაპზე დაუდგენელ პირებს, რომლებთანაც ჰქონდა მიმოწერა და იღებდა ინსტრუქციებს“.

პროკურატურამ სწორედ ამ პატაკით მოითხოვა მზია ამაღლობელის ტელეფონზე წვდომა. მოსამართლემ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა.

თითქმის 9 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ექსპერტიზა, რომელმაც საბოლოოდ დაადასტურა, რომ მზია ამაღლობელის ტელეფონში არ აღმოჩნდა არანაირი ინფორმაცია, რაც დაადასტურებდა ცრუ ინფორმაციას, რომ სილა თითქოს „წინასწარ იყო დაგეგმილი“.

მოგვიანებით, პროკურატურამ მზია ამაღლობელის საქმიდან 8 მოწმე ჩახსნა, მათ შორის დეტექტივი ვლადიმერ ჩიტაია.

დღეს კი სახელმწიფო ბრალდებამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ „მზია ამაღლობელის ტელეფონში დიფ სტეიტი ვერ იპოვა“.

ამავე თემაზე:

ხალხი გონიერია და ხვდება, რომ სილის გაწვნა არ იწვევს ტანჯვას – ექსმოსამართლე დგებუაძისთვის სილის გაწნაზე

ბათუმში, ანგისის ქუჩაზე, ევკალიპტის ხეები ჩააბეტონეს – რას ამბობს მერია

ბათუმში, ანგისის ქუჩაზე, ევკალიპტის და ნაძვის ხეები ჩააბეტონეს.

როგორც ამ ქუჩაზე მცხოვრებმა მოქალაქემ, ლელა ჯაფარიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, ჩაბეტონებული ხეები 10 ნოემბერს შენიშნა პირველად.

„ხეების წინ კორპუსები აშენდა, ალბათ ამ ხეების მოჭრას აპირებენ და ამიტომ დააბეტონეს“ – ამბობს მოქალაქე.

კადრებზე, რომლებიც მოგვაწოდეს, ჩანს 3 ევკალიპტის ხე, რომელთა ფესვებიც მთლიანად ბეტონითაა დაფარული.

მოქალაქის თქმით, ევკალიპტის ხეები 50-ზე მეტი წლის იქნება. „ძალიან არ მინდა, რომ ეს ხეები მოჭრან“ – ამბობს ლელა ჯაფარიძე.

ამავე ქუჩაზე დგას წიწვოვანი ხეებიც, ისინი ნახევრადაა დაბეტონებული.

ამავე ქუჩაზე მდგარი წიწვოვანი ხეების ძირები, ევკალიპტებისგან განსხვავებით სანახევროდაა დაბეტონებული.

ვინ ჩააბეტონა ხეები და რატომ არ მოახდინა მერიამ რეაგირება ფაქტზე? – ამ კითხვით ბათუმის მერიას მივმართეთ.

დღეს, 14 ნოემბერს, მერიიდან „ბათუმელებს“ აცნობეს, რომ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის გაფრთხილების საფუძველზე, ანგისის #50-ში მწვანე ნარგავების ჩაბეტონების ფაქტზე „გააფრთხილეს ადგილობრივი მოსახლეობა, რომლებმაც განახორციელეს სამართალდარღვევა“.

„ბეტონის საფარი უკვე გაწმენდილია ხე-მცენარეების ირგვლივ, თავად სამართალდამრღვევების მიერ“ – მოგვწერეს მერიიდან.

ნახეთ ვიდეო: 

რა კეთდება ევროპის დახმარებით ბათუმში და რამდენს ვიხდით შეღავათიანი სესხის დასაფარად

სასესხო ვალდებულებების დასაფარად ბათუმის მერიას 2025 წლის ბიუჯეტში 46 მილიონ 933 100 ლარი აქვს გათვალისწინებული. გეგმის მიხედვით, მერიას ამ თანხიდან 17 მილიონ 493 800 ლარი სამ კვარტალში უნდა დაეფარა. მერიამ ეს გეგმა შეასრულა.

ამაში შედის როგორც გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკიდან [KfW] მიღებული სესხების, ასევე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან [EBRD] მიღებული სესხის მომსახურება.

სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემების, სანიაღვრე არხების რეაბილიტაციის პროექტს, რომელიც ბათუმში 15 წელზე მეტია ეტაპობრივად ხორციელდება, გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკი აფინანსებს. გარდა ძველი და მწყობრიდან გამოსული სისტემის სრულად ახლით ჩანაცვლებისა, ამ პროექტის ფარგლებში დააფინანსეს და ააშენეს გამწმენდი ნაგებობებიც.

თითოეული ფაზის განხორციელებისთვის მილიონობით ევრო იხარჯა.

2025 წლის სამ კვარტალში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან [EBRD] და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკიდან [KFW] მიღებული სესხის დაბრუნების მიზნით აჭარის მთავრობამ 8 მილიონ 079 600 ლარი გადაიხადა.

გარდა ამისა, სამ კვარტალში მყარი ნარჩენების მართვის მომსახურების გაუმჯობესება და გაფართოებისათვის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან [EBRD] მიღებული სესხების მომსახურების ხარჯის სახით – 351 200 ლარი, ხოლო კომუნალური ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციოდ გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკიდან [KFW] მიღებული სესხის მომსახურებისთვის – 537 900 ლარი დაიხარჯა.

ამ დრომდე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები ბათუმსა და მთლიანად აჭარაში ძირითადად უცხო ქვეყნებისა და დონორი ორგანიზაციების დახმარებით ხორციელდებოდა. ეს დახმარება იყო როგორც შეღავათიანი სესხი, ასევე საჩუქარი – გრანტი. რომ არა უცხოური მილიონები, მაგალითად, ბათუმში, დღესაც არ იქნებოდა გამართული წყალმომარაგება, ცენტრალური და თანამედროვე საკანალიზაციო თუ სანიაღვრე სისტემა, არ იქნებოდა ბათუმის [ჯერ დაუმთავრებელი] და ქობულეთის შემოვლითი გზები.

ბათუმში სტანდარტული ნაგავსაყარის მშენებლობისთვის აჭარის მთავრობამ 7 მილიონი ევრო მიიღო. აქედან  3 მილიონი ევრო EBRD-ის სესხია, ხოლო 4 მილიონი ევრო – შვედეთის სახელმწიფოს გრანტი [თუმცა ობიექტის ამუშავება დროში გაიწელა].

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის [EBRD] მიერ გამოყოფილი 1,5 მილიონი ევრო დაიხარჯა ქობულეთში საკანალიზაციო სისტემის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობაზე. ტექნიკური აღჭურვილობა კი მუნიციპალური განვითარების ფონდმა ჰოლანდიის მთავრობის გრანტით შეიძინა.

გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისგან [KfW] საბავშვო ბაღების ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით აღჭურვისთვის ბათუმი 7 მილიონ 500 ათას ევროს მიიღებს გრანტის სახით.

KfW-ს დახმარებით აჭარის დაბებსა და სოფლებში დაიწყო წყლისა და კანალიზაციის სისტემების მოწყობის სამუშაოები.

ამ თემაზე:

„უცხოური გავლენის“ პროექტები აჭარაში – წყალი, კანალიზაცია, ავტობუსი, სახანძრო კიბე

საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები იზრდება

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მოამზადა, რომლის თანახმადაც საგზაო წესების დარღვევისათვის ჯარიმები იზრდება.

კერძოდ, შსს-ს თანახმად:

100 ლარამდე იზრდება ჯარიმა სატრანსპორტო საშუალების გზაზე მანევრირების წესების დარღვევისთვის. ამავდროულად, ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შემცირდება 20 ქულით;

50-დან 100 ლარამდე იზრდება სანქცია 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ის სიჩქარის გადაჭარბებისთვის;

50 ლარამდე იზრდება სანქცია ავტომობილით მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის, ამავდროულად, ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შემცირდება 10 ქულით;

50 ლარამდე იზრდება სანქცია ავტომობილის მართვის დროს მძღოლის მიერ მობილურით სარგებლობისთვის;

დგომა-გაჩერების წესების დარღვევისთვის თბილისის მსგავსად, 50 ლარამდე იზრდება ჯარიმის ოდენობა ქუთაისის, ბათუმის, მცხეთის, რუსთავის, გორის, თელავის, ფოთის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში და საქართველოს კურორტებზე.

დამატებით პასუხისმგებლობა დგინდება BUS LANE-ზე სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა სხვა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობისთვის, რაც გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

ასევე, ახალ სამართალდარღვევად განისაზღვრება სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა-გაჩერება, რაც გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

ამავდროულად, ამ სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, კანონით განსაზღვრული პირობების არსებობისას, სატრანსპორტო საშუალება დაექვემდებარება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას.

შს სამინისტრო წერს, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტს უკვე წარუდგინა.

უწყების ცნობით, ჯარიმების გამკაცრების მიზანი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციაა.

_____________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 14 ნოემბრის 21 საათიდან 15 ნოემბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ზოგან წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო
  • ღამით: 7 – 12 გრადუსი სითბო

მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
    ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა კი +16 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 16 ნოემბერს მოსალოდნელია დროგამოშვებით ზოგან წვიმა, 17-18 ნოემბერს კი – უმეტესად უნალექო ამინდი.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 14 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 14 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 156 400 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 040. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 344 ერთეული [+0]
  • ჯავშანტექნიკა – 23 569 ერთეული [+2]
  • საარტილერიო სისტემა – 34 423 ერთეული [+35]
  • MLRS – 1 540 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 242 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 428 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 80 387 ერთეული [+442]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 926 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 67 306ერთეული [+95]
  • სპეცტექნიკა – 3 996 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 13 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 668 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 96 284 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 636 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 26 000 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 611 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 31 274 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 46 560 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

როგორ ებრძვის კორუფციას „ოცნება“ – ინტერვიუ

რა საერთო შეიძლება ჰქონდეთ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს სოფელ დილისკიში? – ორივე მათგანი კორუფციაშია ეჭვმიტანილი.

კორუფციის მკვლევარი გოჩა მჟავანაძე „ბათუმელებთან“ საუბრობს, რას ნიშნავს ქვეყნისთვის, როცა კორუფციაში ერთვება როგორც უმაღლესი თანამდებობის პირი, ასევე ყველაზე დაბალი რანგის საჯარო მოხელე.

  • ბატონო გოჩა, რას ნიშნავს, როცა კორუფციის ბრალდებით იჭერენ დაბალი რგოლის საჯარო მოხელეებს, მაგალითად ხულოს მერიის თანამშრომელს, ხაშურის საკრებულოს წევრს, ან გორის საკრებულოს დეპუტატს?

ეს ნიშნავს, რომ კორუფცია სრულად მოდებულია საჯარო სისტემაში. მასშტაბების მიხედვითაა – მაღალი თანამდებობის პირები, მაღალი დონით კორუფციაში არიან გარეულები, მხილებულები, ბრალდებულები და მსჯავრდებულები.

შედარებით დაბალი თანამდებობის პირები – სპეციალისტები, განყოფილების უფროსები, სამსახურის უფროსები, შესაბამისად, დაბალი კატეგორიის კორუფციულ ფაქტებში არიან მხილებული.

ნებისმიერი კორუფციული გარიგებით დაინტერესებული პირის უკან, ეს იქნება დაწესებულების ხელმძღვანელი, სამსახურის უფროსი, განყოფილების უფროსი თუ  ნებისმიერი სხვა, დგანან ის სპეციალისტები, რომლებიც მუშაობენ შესყიდვების მიმართულებით, ასევე საფინანსო მიმართულებით, მაგალითად სატენდერო კომისიის წევრები, რომლებიც იღებენ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს.

დგანან ის პირები, რომლებიც აწესებენ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, მოთხოვნებს სამუშაო გამოცდილების ან გარკვეული ფინანსური ბრუნვის შესახებ, რომლებიც უნდა დააკმაყოფილოს პოტენციურმა მიმწოდებელმა.

ნებისმიერი დაწესებულების ხელმძღვანელი, როცა გეგმავს კორუფციულ გარიგებაში შევიდეს მიმწოდებელთან და ამისთვის ამუშავებს კორუფციულ სქემას, ამ პროცესში დოკუმენტურად შემსრულებლები არიან ის სპეციალისტები, რომლებიც სატენდერო კომისიის წევრები არიან.

სატენდერო კომისიის წევრი მინიმუმ უნდა იყოს 3 ადამიანი. თუ ერთ კონკრეტულ საჯარო დაწესებულებაში ხელმძღვანელი იქნება მხილებული კორუფციაში, იმ დაწესებულების სატენდერო კომისიის წევრებიც არიან პასუხისმგებლები.

შეიძლება პირდაპირი ინტერესი არ ჰქონდეთ გარკვეული გადაწყვეტილების მიღებისას, მაგრამ მინიმუმ ირიბი ინტერესები ექნებათ – უმოქმედობა, გულგრილი დამოკიდებულება, აუცილებლად გამოიკვეთება.

ხულოს მერიის შემთხვევა რომ ავიღოთ: ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა ხულოს მერიის თანამშრომელი. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული გახლდათ შესყიდვების სამსახურის უფროსი.

გოჩა მჟავანაძე

ეს რას ნიშნავს? – რა თქმა უნდა, ამ თანამშრომლის დონეზე არ გადაწყდებოდა, რა სახის შესყიდვა უნდა განხორციელებულიყო. ამ სახის გადაწყვეტილებებს იღებენ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები: მერი, ვიცე-მერი და ასე შემდეგ.

ბრალდება ამბობს, რომ ამ კაცმა, სახელმწიფო ტენდერში მონაწილე კომპანიისგან ნაკლები საქონელი ჩაიბარა, მაგრამ გააფორმა დოკუმენტურად ისე, რომ თითქოს სრულად ჩაიბარა.

რა არის კანონით გაწერილი, როდესაც ტენდერი ტარდება, ვინ მონაწილეობენ ამ კანონის აღსრულებაში? სატენდერო კომისიის წევრები.

მაგალითად, დაწესებულების ხელმძღვანელი შეიძლება იღებდეს გადაწყვეტილებას, შეიძლება პირადი ინტერესი ჰქონდეს, მაგრამ ამ პროცედურებს, დოკუმენტურ გაფორმებას, დასაბუთებას, ყველაფერს აკეთებს ის სპეციალისტი, ვინც უშუალოდ არის პასუხისმგებელი ამ შესყიდვაზე.

შესაბამისად, აქ უფლებამოსილების გამიჯვნა ცოტა რთულია, ანუ ვის რა წილი პასუხისმგებლობა დაეკისრება, რა თქმა უნდა, გამოსაკვლევია კომპეტენტური ორგანოების მიერ… ზოგადად კი, მოქალაქის თვალით დანახული კორუფცია ასე წარმომიდგენია – ამ შემთხვევაში პასუხისმგებელია როგორც ხელმძღვანელი, ასევე ის სპეციალისტი, რიგითი თანამშრომელი, რომელიც ხელმძღვანელს ხელს უწყობს ან ნებით, ან უნებლიეთ კორუფციული გარიგებისა და მიზნების მიღწევა-რეალიზებაში.

  • წლებია მედია, არასამთავრობო სექტორი საუბრობდა კორუფციაზე. ახლა კი სახელმწიფო საგამოძიებო სამსახურები ამბობენ, რომ კონკრეტული საჯარო პირები იყვნენ ჩართული კორუფციაში. ჩვენ ვხედავთ დაკავებულ წვრილ ჩინოვნიკებს და არავინ პასუხობს კითხვას – ეს ხალხი მარტო როგორ ახერხებდა ამხელა კორუფციული სქემების აშენებას. თქვენი აზრით, მათი ხელმძღვანელები მინიმუმ უნდა დაიკითხონ?

აუცილებლად უნდა დაიკითხონ, როგორც ხელმძღვანელი პირები, ასევე საინტერესოა გამოიკვეთოს შიდა აუდიტის სამსახურის ფუნქციები და უმოქმედობა. რიგ შემთხვევებში არაკომპეტენტურობაც ან უგულო დამოკიდებულება.

ნებისმიერ საჯარო დაწესებულებას ჰყავს შიდა აუდიტის სამსახური, რომელმაც აღნიშნული ფაქტები უნდა შეისწავლოს, გამოიკვლიოს და შესაბამისი ზომები მიიღოს.

მუნიციპალიტეტების შემთხვევაში, მნიშვნელოვანია საკრებულოს მაკონტროლებელი ფუნქცია. შეიძლება უშუალოდ კორუფციული გარიგების შესახებ ინფორმაცია კონკრეტულ მომენტამდე არ ჰქონდათ, მაგრამ რას აკეთებს საკრებულო იმ შემთხვევაში, როცა აღნიშნული დადასტურდა მათივე ხელისუფლების მიერ და იმ გუნდის მიერ, რომელსაც წარმოადგენენ?

მინიმუმ უნდა ჩატარდეს სამსახურებრივი მოკვლევა, დაბარებული უნდა იქნას შესაბამისი პირები, უნდა დაისვას კითხვები და მოითხოვონ ამომწურავი პასუხები.

მე არ მახსენდება პრაქტიკაში მსგავსი რამე მომხდარიყოს.

ასევე მნიშვნელოვანია, რას აკეთებდნენ მიღება-ჩაბარებაზე პასუხისმგებელი პირები. მსხვილ შემსყიდველ ორგანიზაციებში იქმნება მიღება-ჩაბარების კომისიები და ინსპექტირების ჯგუფები, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია.

  • ყოველდღე გვესმის, რომ „ოცნების“ ყოფილ თუ მოქმედ ჩინოვნიკებს იჭერენ კორუფციის ბრალდებით. თქვენი აზრით, რა პროცესს ვუყურებთ ახლა, მართლა ებრძვის „ოცნება“ თავის რიგებში კორუფციას თუ ეს პოლიტიკურად სჭირდება?

კორუფციის წინააღმდეგ ჩანაწერებს სისხლის სამართლის კოდექსში, „ოცნება“ პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.

ერთი ჯგუფი, რომელიც დაწინაურებულია ოლიგარქის ხელისუფლებაში, კორუფციის შესახებ კანონს იყენებს სხვა კონკურენტი ჯგუფების ჩასაძირად, როგორც პოტენციურ კონკურენტებს ოლიგარქიულ სისტემაში. იმისათვის, რომ ძალაუფლება არ დაკარგოს ამ ჯგუფმა. ამასთან, საზოგადოების თვალში ამ ყველაფერს ფუთავენ, როგორც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას.

მე არ მჯერა ამის. კორუფციასთან ბრძოლა ნიღაბია, რომელიც მოირგეს, თუმცა ვფიქრობ, მოქალაქეები ნათლად ხედავენ რეალურ მიზნებს.

ბათუმის მაგალითზე შემიძლია გესაუბროთ. იცით როდის დავრწმუნდები, რომ „ოცნება“ კორუფციას ნამდვილად ებრძვის? როდესაც ყველა უკანონო მშენებლობას, ყველა უკანონო ბიზნესს მიაკითხავენ.

მაგალითად, ბათუმის ახალი ბულვარის მიმდებარედ ორ წელზე მეტია ავტოდრომია უკანონოდ მოწყობილი. ამ ბიზნესის მფლობელს სამართლებრივი ურთიერთობა არ ჰქონდა მუნიციპალიტეტთან, არ იხდიდა იჯარის ქირას და როგორც ვიცი, დღემდე სარგებლობს. ამის პარალელურად, ამ კომპანიის ხელმძღვანელი, „ქართულ ოცნებას“ და მათ მხარდაჭერილ კანდიდატებს წინასაარჩევნოდ ურიცხავს თანხას.

მეორე მაგალითი შემიძლია მოვიყვანო: ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ლევან დავითაძის ბოტანიკური ბაღში მუშაობის პერიოდთან დაკავშირებით არის კითხვები. აუდიტის დასკვნა დევს, რომ ძალიან დიდი ოდენობით მიუღებელი შემოსავლები აღურიცხავია. ამაზე წერდა მედია, ამაზე დაწერეს დასკვნები კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლმა ორგანიზაციებმა, მაგრამ რეაგირება არ მომხდარა. ეს კაცი დღეს ირაკლი კობახიძის გუნდს წარმოადგენს და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა ამხელა რეგიონის მთავარ ადმინისტრაციულ ცენტრის მმართველ ორგანოში, ბათუმის საკრებულოში.

როცაა კონკრეტული ფაქტები არ არის გამოძიებული, რა თქმა უნდა, ეს ადასტურებს, რომ კორუფციას ებრძვიან შერჩევით.

რეალურად, კორუფციას კი არ ებრძვიან, ებრძვიან კონკრეტულ პიროვნებებს კორუფციის ნიღბით.

ხულოს მერიის თანამშრომლის დაკავება ამის ნათელი მაგალითია. დაკავებული პირი არის თორნიკე რიჟვაძის ოჯახთან დაახლოებული. მისი დაკავების შემდეგ გაჩნდა გონივრული ეჭვი საზოგადოებაში, რომ ეს არის ბრძოლა თორნიკე რიჟვაძის და მისი გუნდის წინააღმდეგ, ანუ დაბალ დონეზე. ერთგვარი სიგნალია, რომ ვიღაცების მიმართაც შეიძლება დაისვას შემდგომში კითხვითი ნიშნები.

  • როდესაც კორუფციის ბრალდებით აკავებენ კონკრეტული სამსახურის ხელმძღვანელს ან ათავისუფლებენ სამსახურიდან და მის მოვალეობას მოადგილე ასრულებს ან რომელიმე სხვა თანამშრომელი, ეს რას ნიშნავს? როგორია მუნიციპალური მოწყობა, შეიძლება ისე მოიპაროს ფული სამსახურის ხელმძღვანელმა, რომ მასში სხვა თანამშრომლები ჩართულები არ იყვნენ?

გამორიცხულია. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონით, საბიუჯეტო ორგანიზაციაში მინიმუმ სამი წევრი უნდა იყოს სატენდერო კომისიაში. გამორიცხულია, ერთმა პიროვნებამ – მოადგილის, სამსახურის ხელმძღვანელის, სპეციალისტის დახმარების და მათი მონაწილეობის გარეშე მოახერხოს კორუფციული სქემის დატრიალება.

ვერ გააკეთებ და ამ სქემით ვერ იშოვის ფულს, ასევე ზემდგომის გარეშე, ვისთანაც ხარ ანგარიშვალდებული. როგორც აღვნიშნე, შიდა აუდიტის სამსახურის, მაკონტროლებლების და საკრებულოს გარეშე, რომელიც ვალდებულია ნებისმიერი პროექტი გააკონტროლოს და დასვას კითხვები, რომელსაც არ სვამენ, ამას ვერ გააკეთებ.

გამორიცხულია, რომ ერთმა პირმა, დამოუკიდებლად, სხვების ხელშეწყობის გარეშე, რაიმე კორუფციულ სქემა დაალაგოს და უკანონო შემოსავალი მიიღოს.

  • მაგრამ უმეტეს შემთხვევაში სახელმწიფო საგამოძიებო უწყებები ამბობენ, რომ ბრალდებულები მარტო იყვნენ ჩართული კორუფციაში…

წარმოუდგენელია. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ კორუფციას კი არ ებრძვიან, არამედ კორუფციას იყენებენ კონკრეტული პირების, ჯგუფების დასასჯელად.

ერთის დაკავებით სხვებს უგზავნიან სიგნალს – შემდეგი თქვენ იქნებით.

თუ დირექტორი კორუფციულ გარიგებებშია მხილებული, წარმოუდგენელია, რომ მისი მოადგილის ან სამსახურის უფროსების მიმართ არ გაჩნდეს კითხვები.

  • როგორც მოქალაქე, როგორ აღიქვამთ, რა დონის კორუფცია გვაქვს ახლა ქვეყანაში?

არ ვარ იმ ასაკის, რომ შევარდნაძის პერიოდი კარგად მახსოვდეს, მაგრამ რაღაც მონაკვეთი მაინც მახსოვს. მაგალითად, ძალიან კარგად მახსოვს, როცა ოჯახის წევრთან ერთად ვმგზავრობდი ავტომობილით, გზებზე საგზაო ინსპექტორები იდგნენ და ქრთამის სახით 1-2 ლარს თუ არ მისცემდი, ვერ გაივლიდი.

აქამდე ჯერ არ დავსულვართ, მაგრამ თუ განვლილი დღეების ქრონიკას გადახედავთ – რომელი ორგანიზაციების, მუნიციპალიტეტების თანამშრომლები დააკავეს, დაინახავთ, რომ რეალურად, ყველა დონეზეა კორუფცია. რიგითი სპეციალისტების დონეზეც კი, რომლებიც ცნობებს გასცემენ ან საპროექტო დოკუმენტაციების დამუშავებისას ხარვეზს ადგენენ.

ელიტური კორუფციის ნათელი მაგალითები გვაქვს – თავდაცვის მინისტრი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ციხეშია, ყოფილი პრემიერი კი გირაოთია გარეთ.

ერთი მაგალითი მახსენდება – სულ ცოტა ხნის წინ დააკავეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი, რომელმაც გასცა ცნობა, რომ კონკრეტული ფერმერის მიერ მოყვანილი კარტოფილი იყო ვითომ ის კარტოფილი, რომელიც არ იყო რეალურად მისი მოყვანილი.

ანუ სოფლებშია კორუფცია ჩასული მერის წარმომადგენლების დონეზეა.

მერის წარმომადგენელი არის ყველაზე დაბალი რანგის საჯარო მოხელე, რომელიც მუნიციპალიტეტში წარმოადგენს ხელისუფლებას და იმის დონეზეც კი არის კორუფცია.

  • როგორ ფიქრობთ, რა უნდა გააკეთოს ახლა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ იმისთვის, რომ კორუფცია მოისპოს?

ხელისუფლება არაფერს გააკეთებს – მათი შექმნილია და შემუშავებულია ეგ კორუფციული სქემები. შესაბამისად, ჩვენ, მოქალაქეებმა უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ხელისუფლება შევცვალოთ და ისეთი სისტემა ჩამოვაყალიბოთ, რომ კორუფციული გარიგებების საშუალებები და ნიადაგი აღარ არსებობდეს.

თორემ ამ მმართველი ჯგუფიდან არაფრის მოლოდინი მაქვს, რომ ესენი რამე სასიკეთოს შეცვლიან. აუცილებელია, რომ შეიცვალოს ხელისუფლება, რომელიც არის კორუფციის და სხვა ბევრი უკანონობის ნათელი გამოხატულება.

  • რას უქადის ქვეყანას მსგავსი მასშტაბის და სიღრმის კორუფცია?

სიღარიბეს, ლუკმა-პურის არ ქონას. სიღატაკისკენ წავა ეს ქვეყანა. რამდენიმე ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი იქნება მდიდარი, უზრუნველყოფილი, მათი შვილები, ოჯახის წევრები… და იქნება მეორე კატეგორია, რომელსაც ლუკმა-პურის ექნება მხოლოდ. თავის გატანისთვის იქნება მისი ყოველდღიური ცხოვრება და ბრძოლა. საშუალო ფენა, რომელიც დღესაც ძლივს არსებობს, გაქრება.

ეროვნული, საჯარო სიმდიდრე, რომელიც უნდა შეიქმნას და გადანაწილდეს თანაბრად, ვერ გადანაწილდება, რადგან ბიუჯეტს მიღმა, ანუ საჯარო სივრცის მიღმა იქნება აღებული თანხმობა და ეგ ბიუჯეტში არ აისახება, როგორც შემოსავალი. შესაბამისად, ამ შემოსავალს დაკარგავს თითოეული ოჯახი.

მდიდრები უფრო მეტად გამდიდრდებიან და უფრო მეტ დოვლათს შექმნიან საკუთარი ოჯახებისთვისმ ხოლო ღარიბები უფრო ნაკლებს მიიღებენ და უფრო მეტი სოციალური პრობლემის წინაშე დადგებიან.

მდიდრებს უფრო მეტი საშუალება ექნებათ, რომ ღარიბების მოსყიდვა სცადონ და უფრო მეტად გაიძლიერონ საკუთარი ყოფა და ძალაუფლება.

ეგ იქნება მოცემულობა.

______________

ფოტოზე: ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი – ფოტოკოლაჟი.

გომარდულში ტურისტული ინფრასტრუქტურის დაგეგმვა ისევ გადაიდო

კურორტ გომარდულში ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის დაგეგმვის საკითხი აჭარის მთავრობის დღის წესრიგში აღარ არის.

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო 2025 წლის ბიუჯეტის სამი კვარტალის შესრულების ანგარიშში წერს, რომ ჯერ „ახალი საბაგირო ტრასების შესაძლო მშენებლობისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის განვითარებასთან შესაბამისობა და საჭიროები უნდა დადგინდეს“.

შესაბამისად, როცა დაადგენენ „საჭიროებებს“, ინფრასტრუქტურის განვითარების კონკრეტულ გეგმასაც შემდეგ შეადგენენ.

ასე დადგენა-გარკვევაშია გაჭედილი კურორტ გომარდულის განვითარებისა და სამთო-სათხილამურო კურორტად ქცევის საკითხი 2011 წლიდან. სააქციო საზოგადოება „გომარდული“, რომელმაც კურორტი 2011 წელს გახსნა, მიწის გადასახადის გადაუხდელობის გამოა დაყადაღებული. კომპანიის წარმომადგენლები „ბათუმელებთან“ აცხადებდნენ, რომ სახელმწიფოს დახმარების იმედი ჰქონდათ.

სააქციო საზოგადოება „გომარდულის“ ერთ-ერთი აქციონერი, ხვიჩა შარაშიძე აჭარის უმაღლეს  საბჭოშიც შევიდა „ოცნებიდან“, თუმცა, როგორც ჩანს, ის საკუთარ კურორტსაც ვერ დაეხმარა. ამომრჩეველს გომარდულის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ზრუნვას ჰპირდებოდნენ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარეებიც, მაგრამ დაპირება დაპირებად დარჩა.

ჯერ არ ვიცით, სულხან თამაზაშვილს რა გეგმა აქვს გომარდულის კურორტად ქცევაზე.

სამთო-სათხილამურო კურორტად გამოცხადებული გომარდულის ფუნქციონირების საკითხი დღეს ისევ გაურკვეველია. აჭარის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტში გომარდული ნახსენებიც კი არ არის.

აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის 3 კვარტალის შესრულების ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ ხულო-თაგოს საბაგირო გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის წინასაპროექტო კვლევისთვის საჭირო დოკუმენტაცია შეიმუშავეს, მაგრამ სამშენებლო ობიექტის სპეციფიკიდან გამომდინარე სამუშაოების შემსრულებელი პოტენციური კონტრაქტორის შერჩევა გართულდა, ამიტომაც ბიუჯეტიდან ამ მიმართულებით 2025 წლის სამ კვარტალში ფული არ დახარჯეს.

სამინისტრო განმარტავს, რატომ გაჭირდა პოტენციური კონტრაქტორის პოვნა: „ვინაიდან ადგილობრივი ბაზარი მსგავსი ობიექტების მიწოდებით ფაქტიურად არაა დაფარული. აღნიშნული ობიექტი მომეტებული საფრთხის შემცველია და მნიშვნელოვანია მისი უსაფრთხოებისა და ტექნიკური გადაწყვეტილების საკითხები დამუშავდეს მაღალი სტანდარტების გათვალისწინებით.“

ხულო-თაგოს საბაგირო ერთი წელია გაჩერებულია. საბაგიროს რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის წინასაპროექტო კვლევას აჭარის მთავრობა მომავალ წელს გეგმავს, რისთვისაც 2026 წლის ბიუჯეტის პროექტში 200 000 ლარია გაწერილი.

ამ თემაზე:

ხულო-თაგოს საბაგირო ისევ გაჩერებულია – 2026 წელს წინასაპროექტო კვლევაა დაგეგმილი

ბათუმში ავარიის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაიღუპა

დღეს, 13 ნოემბერს, ბათუმში, შარტავას ქუჩაზე ავარია მოხდა.

დაღუპულია ახალგაზრდა ქალი, რომელიც, „ბათუმელების“ ინფორმაციით უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

ეს მუხლი ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის განხილვა განახლდება

14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე,  ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში განახლდება მზია ამაღლობელის საქმის განხილვა.

მზია ამაღლობელის ადვოკატები ასაჩივრებენ 6 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლოში ნინო სახელაშვილის მიერ გამოტანილ განაჩენს, რომლითაც მზია ამაღლობელს 2 წლით პატიმრობა მიესაჯა. ისინი გამამართლებელი განაჩენის გამოტანას მოითხოვენ.

თავის მხრივ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენს ასაჩივრებს პროკურატურაც და მოითხოვს, მზია ამაღლობელს ბრალი და სასჯელი დაუმძიმდეს. პროკურატურა მზია ამაღლობელისათვის ისევ 4-დან 7 წლამდე პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

საქმეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეთა კოლეგია განიხილავს. მომხსენებელი მოსამართლეა ნიკოლოზ მარგველაშვილი. კოლეგიაში შედიან მოსამართლეები  მარინა სირაძე და ნანა ჯოხაძე.

14 ნოემბრის სხდომაზე პროკურორები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ.

ამავე თემაზე:

ვინ არის 9 მოსამართლე, რომლებმაც მზია ამაღლობელი უკანონოდ გამოკეტეს ციხეში

Exit mobile version