უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 14 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 156 400 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 040. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
- ტანკი – 11 344 ერთეული [+0]
- ჯავშანტექნიკა – 23 569 ერთეული [+2]
- საარტილერიო სისტემა – 34 423 ერთეული [+35]
- MLRS – 1 540 ერთეული [+0]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 242 ერთეული [+0]
- თვითმფრინავი – 428 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 80 387 ერთეული [+442]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 926 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 67 306ერთეული [+95]
- სპეცტექნიკა – 3 996 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 13 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 668 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 96 284 უპილოტო საფრენი აპარატი
- 636 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 26 000 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 611 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 31 274 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 46 560 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:






