სასტუმრო „რეზიდენტ ჰილ სოპრა“ ფეისბუქის გვერდზე განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რომ პროტესტის ნიშნად გადასახადებს აღარ გადაიხდის.
„რეზიდენტ ჰილ სოპრა, სასტუმრო, რომელიც მდებარეობს ბაკურიანში და აქტიურად ემზადება ახალი სეზონისთვის, ღრმად შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების საკითხზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროპულ კურსს და გვჯერა, რომ ქვეყნის კონსტიტუცია არის ჩვენი ეროვნული და დემოკრატიული სტაბილურობის გარანტი.“ – ამ განცხადებასთან ერთად სასტუმროს მენეჯმენტი განმარტავს:
„გადასახადების გადახდის შეჩერება: თუ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ქვეყნის კონსტიტუციისა და მისი დემოკრატიული განვითარების პრინციპების დარღვევას, ჩვენი სასტუმრო დროებით შეწყვეტს ყველა გადასახადის გადახდას სახელმწიფოს მიმართ, რათა თავიდან ავიცილოთ ჩვენი რესურსების გამოყენება ხელისუფლებისთვის, რომელიც უგულებელყოფს ქვეყნის კონსტიტუციას.
თანამშრომლების უფლებების დაცვა: ჩვენი თანამშრომლების ანაზღაურება იქნება სრულად დაცული და გადახდილი, სახელმწიფოსგან დაუბეგრავად. ჩვენ ვალდებულნი ვართ დავიცვათ ჩვენი თანამშრომლების უფლებები, მიუხედავად სახელმწიფო პოლიტიკის ცვლილებებისა.
სოციალური პასუხისმგებლობა: თანხები, რომლებიც ჩვეულებრივ უნდა მიემართოს სახელმწიფო გადასახადებისთვის, ჩვენ გადავანაწილებთ იმ ადამიანებზე, რომლებიც დაზარალდნენ მიმდინარე საზოგადოებრივ პროცესებში. ჩვენ ვგეგმავთ, რომ ეს რესურსები გამოვიყენოთ იმ პირების დასახმარებლად, რომლებიც ხმას აიმაღლებენ საქართველოს კონსტიტუციისა და ევროპული ღირებულებების დაცვაზე.
ჩვენი სასტუმრო აქტიურად დგას საზოგადოების გვერდით და ვცდილობთ, ჩვენი აქტივობებით ხელი შევუწყოთ ქვეყნის დემოკრატიული და სამართლებრივი პროცესების გამართვას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მომავალი იყოს მტკიცედ დაკავშირებული ევროპულ ოჯახთან.“
რა ხდება?
საქართველოში 28 ნოემბრიდან აქციები მიმდინარეობს თბილისში, ქუთაისში, ბათუმში და საქართველოს სხვა ქალაქებში. მოქალაქეები აპროტესტებენ „ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების შესახებ. დაკავებულია 150-მდე ადამიანი, სპეცრაზმი და პოლიცია უსასტიკესად უსწორდება საპროტესტო აქციის მონაწილეებს.
ბათუმში მეოთხე დღეა მიმდინარეობს ანტირუსული საპროტესტო აქცია. 29 ნოემბერს ბათუმში პირველად გამოიყვანეს სპეცრაზმი, რომელმაც აქციის 8 მონაწილე დააკავა. ორი მათგანი – ერთი ქალი და ერთი არასრულწლოვანი, იმ დღესვე გაათავისუფლეს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, პირველი დეკემბრის 21 საათიდან 2 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ;
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში;
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო
მთიან რაიონებში:
დღისით: 3 – 8 გრადუსი სითბო
ღამით: 2 – 7 გრადუსი ყინვა
მაღალმთიან ზონაში
დღისით: 0 – 5 გრადუსი სითბო
ღამით: 5 – 10 გრადუსი ყინვა
ზღვის ღელვა ღამით 2-3 ბალი; ზღვის წყლის ტემპერატურა +15 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 3 და 4 დეკემბერს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები განცხადებას ავრცელებენ.
„კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერებასთან დაკავშირებით და აღშფოთებით ვადევნებთ თვალს უკანასკნელ დღეებში ამ გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოსული ადამიანების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების და მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულ უსასტიკეს ძალადობას, დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას, რომელსაც მომიტინგეთა მხრიდან ვერანაირი ძალადობის საბაბი ვერ გაამართლებს და რომელიც სამარცხვინო ჩირქს სცხებს ქართულ საზოგადოებას“ – ვკითხულობთ განცხადებაში.
უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები განცხადებაში წერენ, რომ „ევროპულ ოჯახში დაბრუნება წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის სამომავლო განვითარების იმპერატივს და ხალხის უზენაეს ნებას, რომელიც განსაზღვრულია ჩვენი წინაპრების ღვაწლით, ნათლადაა გამოხატული საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მიერ და მკაფიოდაა გაწერილი საქართველოს კონსტიტუციაში“.
განცხადების ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ საუნივერსიტეტო და აკადემიური საზოგადოება ვალდებულია, იდგეს ქვეყნისა და ახალგაზრდობის მომავლის სადარაჯოზე:
„სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ თბილისში, ქუთაისში, ბათუმში და საქართველოს სხვა ქალაქებში მიმდინარე საპროტესტო აქციებს და მოვუწოდებთ ჩვენს კოლეგებს, დადგნენ სიმართლის მხარეს“.
განცხადებას ამ დროისთვის ხელს აწერს 213 პროფესორ-მასწავლებელი და სტუდენტი, ხელმოწერები გრძელდება.
რა ხდება?
საქართველოში 28 ნოემბრიდან აქციები მიმდინარეობს თბილისში, ქუთაისში, ბათუმში და საქართველოს სხვა ქალაქებში. მოქალაქეები აპროტესტებენ „ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების შესახებ. დაკავებულია 150-მდე ადამიანი, სპეცრაზმი და პოლიცია უსასტიკესად უსწორდება საპროტესტო აქციის მონაწილეებს.
ბათუმში მეოთხე დღეა მიმდინარეობს ანტირუსული საპროტესტო აქცია. 29 ნოემბერს ბათუმში პირველად გამოიყვანეს სპეცრაზმი, რომელმაც აქციის 8 მონაწილე დააკავა. ორი მათგანი – ერთი ქალი და ერთი არასრულწლოვანი, იმ დღესვე გაათავისუფლეს.
ნახეთ კადრები ქუთაისში 30 ნოემბერს გამართული საპროტესტო აქციიდან:
ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტები ითხოვენ აქციის დღეებში შეჩერდეს სწავლის პროცესი. პეტიციას, რომელიც manifest.ge-ზე გამოქვეყნდა, ამ დროისთვის 600-ზე მეტი სტუდენტი აწერს ხელს.
„ჩვენ, ბსუ-ს სტუდენტები, ვაცნობიერებთ ჩვენი ქვეყნის ევროპული კურსის მნიშვნელობას და ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით.
მოვითხოვთ: უნივერსიტეტში სწავლა შეჩერდეს საპროტესტო აქციების დღეებში, რათა ყველა სტუდენტს მიეცეს შესაძლებლობა, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროპულ მომავალს აქტიური მონაწილეობით.
ეს გადაწყვეტილება უნივერსიტეტის სოლიდარობას გამოხატავს ქართველი ხალხის და ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის იდეასთან. ერთად დავიცვათ საქართველოს ევროპული მომავალი!“ – ვკითხულობთ პეტიციაში.
ამავე დროს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ჯგუფში, ფეისბუქზე, სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები წერენ, რომ იფიცებიან.
ბსუ არის პირველი უნივერსიტეტი საქართველოში, სადაც 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების გაპროტესტება უშუალოდ უნივერსიტეტის შენობაში, უწყვეტი საპროტესტო აქციით დაიწყო. სტუდენტების ჯგუფმა 9 დღე და ღამე გაათენეს უნივერსიტეტის შენობაში და შემდეგ თბილისში შეუერთდნენ აქციას.
საპროტესტო აქციას უერთდება ბსუ-ს 131 პროფესორი და მოწვეული ლექტორი. სია განახლებადია.
________________
ფოტოზე: შოთა რუსთაველის ბიუსტი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში. ფოტო: „ბათუმელები“
დღეს, პირველ დეკემბერს, საპროტესტო აქცია ბათუმში 17 საათზე, ევროპის მოედანზე დაიწყება. ამის შესახებ გუშინ ბათუმში მიმდინარე აქციაზე განაცხადეს ორგანიზატორებმა.
30 ნოემბერს ბათუმში ხალხმრავალი აქცია გაიმართა აჭარის მთავრობასთან, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან, აქციის მონაწილეებმა ცოცხალი ჯაჭვი შემოავლეს უმაღლესი საბჭოს შენობას და ასევე, საპროტესტო მსვლელობით მივიდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, მერაბ ტურავას სახლთან. აქციის მონაწილეები პერიოდულად კეტავდნენ სხვადასხვა ქუჩას.
ბათუმში აქციაზე მობილიზებული იყო პოლიცია და სპეცრაზმი.
გუშინ ხალხმრავალი აქცია გაიმართა თბილისში, სადაც გამთენიისას, დილის 7 საათზე სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირზე მყოფი მომიტინგეების დაშლა დაიწყო. პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი. აქციის მონაწილეებმა რუსთაველის მეტროს მიმართულებით გადაინაცვლეს, თუმცა აქცია არ დაშლილა.
უწყვეტი საპროტესტო აქციები საქართველოში 28 ნოემბრიდან დაიწყო. მას შემდეგ რაც „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს აჩერებს.
_________________
ფოტოზე: 30 ნოემბერი, საპროტესტო აქცია ბათუმში. ფოტო: „ბათუმელები“
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის პირველ დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 742 130 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 730]
ტანკი – 9 469 ერთეული [+6]
ჯავშანტექნიკა – 19 369 ერთეული [+14]
საარტილერიო სისტემა – 20 923 ერთეული [+14]
MLRS – 1 253 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 019 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 329 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 19 803 ერთეული [+11]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 852 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 30 507 ერთეული [+76]
სპეცტექნიკა – 3 619 ერთეული [+2]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 30 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
649 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
36 958 უპილოტო საფრენი აპარატი
586 საზენიტო სარაკეტო სისტემა
19 572 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 497 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
18 748 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
28 889 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
რადიო თავისუფლების ცნობით, ბოლო ოთხი საათია [03:00 საათიდან] ვერ ხერხდება, გარკვევა თუ, სად არის მისი თანამშრომელი, ბექა ბერაძე, რომელიც მედიაგამოცემის პროდიუსერია. მედია იუწყება, რომ ბექა ბერაძე პოლიციამ დააკავა პარლამენტის უკანა შესასვლელთან, აქციის მიმდინარეობის დროს.
“რადიო თავისუფლებას აქვს ვიდეომასალა, რომელშიც ბექა ბერაძე დაკავებამდე პოლიციელებს ეკითხება – რაზე არ დაემორჩილა მათ. ბექა პარლამენტთან მდებარე ძმები ზუბალაშვილების ქუჩაზე დააკავეს. ის რამდენიმე ასეულ მეტრში, ამაღლების ქუჩაზე ცხოვრობს.
ბექა ბერაძე დაკავებამდე ძმასთან და მეგობართან ერთად იყო. ძმა თორნიკე ბერაძე რამდენიმე წუთით ადრე დააკავა პოლიციამ. თორნიკე ავჭალის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი – ამის შესახებ პოლიციიდან ოჯახს შეატყობინებს. ბექა ბერაძის ადგილსამყოფელი კი უცნობია” – წერს მედიაგამოცემა.
საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ცოლი, მაკა ჩიკვილაძე ანტირუსულ აქციებს ეხმაურება, რაც უკვე მეოთხე დღეა მთელ ქვეყანაში იმართება და აცხადებს, რომ „არავის აქვს უფლება დაბრკოლებად იქცეს ქვეყნის განვითარების იმ გზაზე, რასაც ამ ქვეყნის მოქალაქეები ფიზიკურადაც კი ეწირებოდნენ“.
საქართველოს საზოგადოება მას შემდეგ გამოვიდა ქუჩაში, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა შეაჩეროს ევროკავშირთან მოლაპარაკება 2028 წლამდე.
მაკა ჩიკვილიაძე წერს:
„ჩვენ, 2008 წლის ომის გმირების ოჯახის წევრები თავს მოვალედ მივიჩნევთ დავაფიქსიროთ საკუთარი პოზიცია ქვეყანაში მიმდინარე სამწუხარო პროცესებზე.
ფაქტია, რომ ათწლეულების ბრძოლა ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, ჩიხშია შესული.
ფაქტია, რომ ქვეყანაში ადამიანები ერთმანეთს უპირისპირდებიან, კარგავენ ერთმანეთს, აყენებენ შეურაცხყოფას…ეს არ არის ჯანსაღი გარემო.
ფაქტია, რომ მომავალი თაობა, ახალგაზრდები, მათი მშობლებიც, ამაზე ძალიან ვწუხვართ, არის პროტესტი.
თითოეულ მოქალაქეს, არა მხოლოდ უფლება, მოვალეობაც აქვს, იზრუნოს თავის ქვეყნის სწორ განვითარებაზე, გააპროტესტოს ყველაფერი, რაც ქვეყნის ცივილიზაციურ მომავალს დაბრკოლებას უქმნის.
მათ ამაში ვერავინ და ვერაფერმა უნდა შეუშალოს ხელი. კონსტიტუცია და მისგან მონიჭებული უფლება-მოვალეობა, ყველაფერზე მაღლა დგას, რადგან მისი დაცვაა სწორედ სახელმწიფოს არსებობის ქვაკუთხედი.
პასუხისმგებლობაა ისიც, რომ როცა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროცესი სწორად არ, თუ ვერ წარიმართა, ადამიანებს მიეცეთ საშუალება თავად განსაზღვრონ სწორი გზა, მოუსმინო მათ მოთხოვნებს.
არავის აქვს უფლება დაბრკოლებად იქცეს ქვეყნის განვითარების იმ გზაზე, რასაც ამ ქვეყნის მოქალაქეები ფიზიკურადაც კი ეწირებოდნენ.
ვინ როგორ და რანაირადაც არ უნდა აღიქვამდეს პროტესტის მონაწილე ახალგაზრდებს, ისინი ჩვენი შვილები არიან.
მომავალი მათია და უფლება აქვთ ჰქონდეთ თავის შეხედულებები, სურვილები.
და თუ ვინმე მათ იმ აგრესიით უპასუხებს, რასაც ვხედავთ, აღარავის ექნება უფლება უსაყვედუროს შემხვედრ აგრესიაზე.
შეუძლებელია ამ გამეტებული ცემა-ტყეპის ყურება, ბეწვის ხიდზე სიარული, მოლოდინი, თუ როდის დატრიალდება უბედურება. შეუძლებელია მუნდირის, ღირსების შემლახავი ქცევების ნახვა, რადგან ეს ანადგურებს ინსტიტუციებს.
ვერავინ გაამართლებს ამ სურათს სოც.ქსელებში გავრცელებული უცხოური ვიდეოებითა და ფაშისტური, თუ ტერორისტული ორგანიზაციების დემონსტრაციათა დაშლის მაგალითებით.
ბიდიშით, ეს ქვეყანა პატარაა და ყველას გვყავს იქ საკუთარი, მეგობრის, მეზობლის თუ ნაცნობის შვილი. ვიცით, რაც აწუხებთ.
საქართველოს მომავალი ევროპაა და მონდომების შემთხვევაში, ბუნდოვანი და ფაქტებს მოკლებული დაპირებების მიღმა, ეს მომავალი არაა ეფემერული.
საქართველოს ჰყავს ერთი მტერი – რუსეთი.
ცივილიზაციური სამყაროსგან იზოლაციაში, ის გადაგვყლაპავს.
ნუ აღმოვჩნდებით ჩვენი ქმედებებით ამ მტრის მოკავშირე. ამაზე მან უნდა იფიქროს, ვისაც მეტი მოვალეობა აქვს, ზოგჯერ ინდივიდუალურადაც.
ჩვენ, როგორც შეგვიძლია ისე ვცდილობთ დავიცვათ ის იდეა, რასაც ჩვენი ოჯახის წევრები შეეწირნენ.
ბოდიში არავისთან გვაქვს მოსახდელი!!!
არც ის გვსურს, რომელიმე ქართველის შთამომავლობას მართლა ჰქონდეს საშვილიშვილო ბოდიში მოსახდელი თავის თანამემამულეებთან.
ვემსახურებით საქართველოს!
ღმერთი ფარავდეს ჩვენ ქვეყანას!
___
უკვე მეოთხე დღეა, სპეცრაზმი და პოლიცია უსასტიკესად უსწორდება საპროტესტო აქციის მონაწილეებს. ისინი ჯგუფურად ესხმიან თავს მოქალაქეებს და სცემენ – ჟურნალისტებს, ქალებს, წაქცეულ ადამიანებს.
შს სამინისტროს 30 ნოემბრის ინფორმაციით, დაკავებულია 150-მდე ადამიანი.
პოლიცია განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდება ჟურნალისტებს, ამ დროისთვის სხვადასხვა ტიპის დაზიანება აქვს მიყენებული 30-ზე მეტ ჟურნალისტს. მინიმუმ 2 ჟურნალისტი სხვადასხვა დაზიანებით მოთავსებულია კლინიკაში, მათ ოპერაცია დასჭირდათ.
28 ნოემბერს პარტია „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ აჩერებს ევროკავშირთან მოლაპარაკებას 2028 წლამდე, რასაც თბილისსა და საქართველო სხვა ქალაქებში მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა.
ბათუმის ახალი მეჩეთის იმამი საქართველოში ანტირუსულ საპროტესტო მოძრაობას ეხმიანება, რომელიც სამი დღის წინ დაიწყო საქართველოში, მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა შეაჩეროს ევროკავშირთან მოლაპარაკება 2028 წლამდე.
მუსლიმი სასულიერო პირი, იმამი თამაზ მგელაძე წერს, რომ ლოცულობს თავისუფალი საქართველოსთვის. „არა რუსეთს“ – ასე ასრულებს განცხადებას თამაზ მგელაძე:
„ქვეყნისთვის მნიშვნელოვან და გადამწყვეტ მომენტში მნიშვნელოვანია ნათლად ჩანდეს ყველა ჩვენგანის პოზიცია და მოვლენების სრული შეფასება. დღეს, რაც საქართველოში ხდება სერიოზულ ყურადღებას საჭიროებს. ჩვენი ქვეყანა ურთულეს გზას გადის და ასეთ დროს მოსალოდნელია შიდა და გარე ძალების პროვოცირება.
შესაბამისად, ყველა ჩვენგანს გონივრული ნაბიჯების გადადგმა გვჭირდება, რადგან ვხედავთ, რომ რისკის ქვეშ დგას ადამიანების სიცოცხლე, ჯანმრთელობა და ქვეყნის მომავალი.
ჩემთვის, როგორც მუსლიმი სასულიერო პირისთვის მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. მიუღებელია ყოველგვარი ძალადობა, სიძულვილი, შუღლი და ბოროტება. მივმართავ ხელისუფლებას, გამოიჩინოს გონიერება და მოუსმინოს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს. ასევე მივმართავ ძალოვან სტრუქტურებს, არ აუყვეთ პროვოკაციებს, შეინარჩუნეთ სიმშვიდე, დაიცავით მოქალაქეთა უფლებები და ნუ გადაამეტებთ თქვენს უფლებებს.
ამასთანავე, თავს მოვალედ ვთვლი, სამართლიანობის მხარეს ვიდგე და ვიყო იქ, სადაც უნდა იდგეს ყველა, ვისაც საქართველოს თავისუფლების, სამართლიანობის, განვითარების და წინსვლისთვის გული შესტკივა.
ვლოცულობ, მშვიდობისთვის, თავისუფლებისთვის, ერთიანი და ძლიერი საქართველოსთვის!
არა რუსეთს!
___
უკვე მესამე დღეა, სპეცრაზმი და პოლიცია უსასტიკესად უსწორდება საპროტესტო აქციის მონაწილეებს. ისინი ჯგუფურად ესხმიან თავს მოქალაქეებს და სცემენ – ჟურნალისტებს, ქალებს, წაქცეულ ადამიანებს.
შს სამინისტროს 30 ნოემბრის ინფორმაციით, დაკავებულია 150-მდე ადამიანი.
პოლიცია განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდება ჟურნალისტებს, ამ დროისთვის სხვადასხვა ტიპის დაზიანება აქვს მიყენებული 30-ზე მეტ ჟურნალისტს. მინიმუმ 2 ჟურნალისტი სხვადასხვა დაზიანებით მოთავსებულია კლინიკაში, მათ ოპერაცია დასჭირდათ.
28 ნოემბერს პარტია „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ აჩერებს ევროკავშირთან მოლაპარაკებას 2028 წლამდე, რასაც თბილისსა და საქართველო სხვა ქალაქებში მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა.
ბათუმის მერიის 26 თანამშრომელი აცხადებს, რომ ემიჯნებიან „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას შეაჩერონ ევროკავშირთან მოლაპარაკება 2028 წლამდე.
მერიის თანამშრომლები წერენ:
„ჩვენ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებთ, რომ ვემიჯნებით საქართველოს ევროკავშირში წევრობის პროცესის 2028 წლამდე შეჩერების გადაწყვეტილებას და მის გამომწვევ ყველა მიზეზს.
ჩვენი მოსაზრებით, ეს გადაწყვეტილება არაა თანხვედრაში საქართველოს მოსახლეობის მიერ გაცხადებულ მიზანთან, რომელიც კონსტიტუციის 78-ე მუხლში აისახა.
ჩვენ, ვიყავით, ვართ და ვრჩებით ჩვენი მოქალაქეების, კონსტიტუციის, და ევროპული ღირებულებების ერთგულნი.
შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, ვაცხადებთ, რომ ერთგულნი ვრჩებით საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსისადმი“.
უკვე მესამე დღეა, სპეცრაზმი და პოლიცია უსასტიკესად უსწორდება საპროტესტო აქციის მონაწილეებს. ისინი ჯგუფურად ესხმიან თავს მოქალაქეებს და სცემენ – ჟურნალისტებს, ქალებს, წაქცეულ ადამიანებს.
შს სამინისტროს 30 ნოემბრის ინფორმაციით, დაკავებულია 150-მდე ადამიანი.
პოლიცია განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდება ჟურნალისტებს, ამ დროისთვის სხვადასხვა ტიპის დაზიანება აქვს მიყენებული 30-ზე მეტ ჟურნალისტს. მინიმუმ 2 ჟურნალისტი სხვადასხვა დაზიანებით მოთავსებულია კლინიკაში, მათ ოპერაცია დასჭირდათ.
28 ნოემბერს პარტია „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ აჩერებს ევროკავშირთან მოლაპარაკებას 2028 წლამდე, რასაც თბილისსა და საქართველო სხვა ქალაქებში მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა.
თიბისი საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
„თიბისი, როგორც საქართველოს წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი და ლონდონის საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებული კომპანია, თავისი არსებობის 32-წლიანი ისტორიის მანძილზე, ყოველთვის იდგა და იდგება საქართველოს ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე.
საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი ჩვენი ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობის ისტორიული არჩევანია, რომელიც გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ევროპული ინტეგრაციის დროებით შეჩერება ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას და საქართველოს კონსტიტუციას.
თიბისი ყოველთვის იყო და რჩება საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის უპირობო მხარდამჭერი.
ჩვენ ვდგავართ თავისუფლებისა და ევროპული კურსისთვის მებრძოლი ქართველი ხალხის გვერდით და მკაცრად ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ.
ამერიკამ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერიმ გაავრცელა.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა მეთიუ მილერის განცხადებას და აღნიშნა, რომ ეს არის ანტიევროპული და ანტიქართული პოლიტიკის ტრაგიკული შედეგი.
„აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება არის „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიული, ანტიდასავლური, ანტიევროპული და ანტიქართული პოლიტიკის ტრაგიკული შედეგი. როგორც არასდროს, აშკარაა, რომ მათ მიერ გატარებული კურსი მხოლოდ ერთი მიმართულებით მიდის – რუსეთისკენ.
ქართველი ხალხი არასოდეს დათმობს ევროპისკენ მიმავალ გზას და ევროპასთან პარტნიორობას!
პრეზიდენტი განასახიერებს ქართველი ხალხის ნების უწყვეტობას“, – დაწერა სალომე ზურაბიშვილმა X-ზე.
“ჩვენ ვგმობთ გადამეტებული ძალის გამოყენებას ქართველების წინააღმდეგ, რომლებიც აპროტესტებდნენ კონსტიტუციის წინააღმდეგ ღალატს. ევროკავშირი კრემლის წინააღმდეგ საყრდენია. ამის გამო შევაჩერეთ სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთან”, – დაწერა ცოტა ხნის წინ მეთიუ მილერი.
„ყველა პოლიციელს უნდა ეშინოდეს, მისი შვილის ამ ქვეყანაში, იმიტომ, რომ სწორედ მათ შვილებს ყველაზე მეტად გამოიყენებენ აი, ამ სიბინძურეში. მათი შვილები იქნებიან ყველაზე მთავარი საშანტაჟო ინსტრუმენტი მომავალში, იმიტომ, რომ დამპალია ეს რუსული სისტემა, რომელშიც ვცხოვრობთ და ვერასოდეს ვერ გამოვედით აქედან“, – მიმართა ნინო ლაღიძემ პოლიციელებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერიდან.
აქტივისტი ნინო ლაღიძე ეკოლოგი და მასწავლებელია. ის ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც აქტიურად აპროტესტებს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევაზე.
დღეს ის საზოგადოებრივი მაუწყებლისგან კატეგორიულად ითხოვდა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ობიექტურ გაშუქებას.
გთავაზობთ ნინო ს გამოსვლას მცირე შემოკლებით.
„ცხოვრებაში ვერ წარმოვიდგენდი თუ გამითენდებოდა ეს დღე, რომ დღეს სტუდიაში დავიწყებდი ამაზე საუბარს. დღეს გავიღვიძე, როგორც 9 წლის ასაკში 9 აპრილის შემდეგ, ზუსტად იგივე სუნი, ზუსტად იგივე რიტმი, იგივე გრძნობა მქონდა. ყველა იმ ადამიანს მივმართავ ამ ტელევიზიით, ვისაც ტელევიზიის იქით გასვლის შესაძლებლობა არ გაქვთ, ეს არის უნარშეზღუდული ადამიანები, რომლებსაც არ ეღირსათ 35 წლის განმავლობაში, რაც ამ საბჭოთა კავშირის დანგრევიდან გამოვედით, რომ ეტლით თუნდაც მიტინგზე მივიდნენ და მონაწილეობა მიიღონ, ეს არის სირცხვილი.
ყველაზე ცუდი და საშინელება, რისთვისაც მოვედი არის ის, რომ როცა გავიღვიძე დღეს, არ ჩავრთე ის ღილაკი, რომელიც შეიძლებოდა საზოგადოებრივ მაუწყებელზე ყოფილიყო მიმართული. ჩავრთე საერთოდ სხვა ღილაკი. რატომ ვლაპარაკობ ამას ამ არხზე, იმიტომ რომ ეს არხი არის ქვეყნის არხი, ერთადერთი შესაძლებლობა, რომ ყველას სახლში იყოს ეს ინფორმაცია, ყველას შეეძლოს პულტზე ხელის დაჭერა და ამის მოსმენა, ჩემი ხმის მოსმენა, ყველას მოსმენა.
გთხოვთ ადამიანებო, არ იფიქროთ, რომ დავეცით და ისეთი მდაბიო და მშიშარა ვართ, სულ ყველა ისეთი გაყიდული ვართ, როგორც ის ადამიანები, რომლებიც სტუდიებში გამოდიან და ვერ ბედავენ, რომ თქვან მთავარი მოძალადის, მთავარი სისხლის მსმელის, ვინც გუშინდელი ღამე ჩაატარა, გადადგომის შესახებ.
მე კადრები ვნახე, რომელსაც მეგონა, რომ ცხოვრებაში აღარ ვნახავდი, რაზე ვლაპარაკობთ, საერთოდ რა ღირებულებებზე ვლაპარაკობთ, რა ფასეულობებზე ვლაპარაკობთ, გადის ალბათ ის კადრები, იქნებ აჩვენოთ, არც სახელი ვიცი, არც გვარი იმ ბავშვის [აქტივისტის ცემის კადრების გაშვება მოითხოვეს, სადაც რამდენიმე სპეცრაზმელი წაქცეულ ახალგაზრდას სახეში და თავში ფეხებს ურთყამს].
ცივილურ სამყაროში, აღიარებულია, რომ ადამიანის გარდა, არცერთ ცოცხალ ორგანიზმს დედამიწაზე, არა აქვს შესაძლებლობა განიცადოს სირცხვილი და თანაგრძნობა. ეს თუ არ შეგიძლია, ხარ ცხოველი, გუშინ გალიიდან გამოუშვეს რამდენიმე ასეული ცხოველი, მიასიეს ჩემი შვილის ხელა ბავშვებს და დაამტვრიეს ძვლებში. აქვე მოვითხოვ, გათავისუფლდეს ყველა ბავშვი, რომელსაც დაულეწეს თავ-პირი. იქ შეიძლება მე ვყოფილიყავი, გამიმართლა, რომ ვიღაც ვერ დამეწია და ფეხში ხელი ვერ წამომავლო.
ღმერთო ჩემო, ასეთები ვართ, ისეთები ვართო, რაღაც 400 ლარიანი ჟეშტის დაჭეჭყვისთვის ექვსი წელი მიუსაჯეს და ხმას იღებს ვინმე? ამას ვინმე ეთერებს უთმობს? ამაზე ლაპარაკობენ? – ამას ხელისუფალს მე ვერ დავუძახებ. სასაცილოა საერთოდ რა ხელისუფლებაზეა საუბარი, გაჟონა ბიულეტენმა? – გაჟონა იმიტომ, რომ ჩემი თვალით ვნახე, რომ გაჟონა, დამთავრდა ამაზე საუბარი.
ეს არის ტერორისტული ჯგუფი, რომელიც აწამებს ხალხს, რომელიც გეშავს ცხოველებს ადამიანების მოსაკლავად და თქვენ არ გაქვთ იმის თავი, რომ ღირსება დაიცვათ ერის. თქვენ ხართ ეროვნული ტელევიზია, იმიტომ, რომ მე გენდოთ კი არა, თქვენს იქით არავინ დამრჩენია, თქვენს იქით არავინ არ მიცავს, იქ 100 ათას კაცთან ერთად ვდგავარ და მეუბნებიან ცოტანი ხართო, არასაკმარისი ხართო.
იცით რა არის სახელმწიფო? მე რომ ვდგავარ მარტო და ჩემი ხმა ისმის მთელს ქვეყანაში, აი ეს არის სახელმწიფო. მე ამ სახელმწიფოს ვერ ვეღირსე ამ ქვეყანაში, ვერასოდეს, მე ყოველთვის, როდესაც მივდიოდი და ვამბობდი მართალ სიტყვას, ისევე მესეოდნენ, როგორც დღეს ფოიეში შემომესივნენ, თურმე მე ვარ ცუდი, რომ ვიღაცას რუსი ვეძახე.
გათავისუფლდეს ყველა ნაცემი, ნაჟეჟი, ნაწამები ადამიანი, რომელიც დღეს ციხეში ჰყავთ გამოკეტილი“-, განაცხადა ნინო ლაღიძემ.
ამის შემდეგ ნინო ლაღიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორს მიმართა:
„გაბედეთ და თქვით, რომ აქ აღარ უნდა ისხდეთ, უნდა გადადგეთ, იმიტომ, რომ ის საცხოველეთი, რაც გარეთ ხდებოდა, თუ თქვენთვის მორალურად მისაღებია, მაშინ ისხედით აქ სავარძელში. მაგრამ თქვენს ტელევიზიაზე მე და ჩემნაირი ადამიანები არასოდეს არ გადავრთავთ.
თუ ამის თავი არა გაქვთ ის მაინც თქვით, რომ ის ცხოველების უფროსი, ვინც გასცა ბრძანება, ის უნდა გადადგეს, რა გვარია ის გომელაურია თუ რაღაცა საშინელება. მე მყავს 15 წლის შვილი, სახლში რომ ვინმე შემომივარდეს, შენთან როგორ დავარეკინო? შენთან როგორ დავარეკვინო შენ ცხოველო არაადამიანო“.
ბოლოს აქტივისტმა მიმართა იმ მოქალაქეებს, რომლებიც „უყურებენ არხებს, სადაც ყველაფერი ნათელ ფერებშია.“
„ადამიანებო არ იფიქროთ, რომ თქვენ ხართ მარტო. კი შეიძლება თქვენ გაქვთ ისეთ არხებთან ხელმისაწვდომობა, სადაც ყველაფერი ნათელ ფერებშია და გადასარევად არის ამ ქვეყანაში, მაგრამ იცოდეთ, რომ არიან სხვა ადამიანებიც.“
ეთერი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საპროტესტო აქციის მონაწილეების წარმომადგენლებს ტელევიზიასთან მწვავე პროტესტის შემდეგ დაუთმო. გადაცემაში წამყვანი მაუწყებლის დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი იყო, თუმცა მას კითხვების დასმის და ჩარევის საშუალება არ მიცეს.
___
უკვე მესამე დღეა, სპეცრაზმი და პოლიცია უსასტიკესად უსწორდება საპროტესტო აქციის მონაწილეებს. ისინი ჯგუფურად ესხმიან თავს მოქალაქეებს და სცემენ – ჟურნალისტებს, ქალებს, წაქცეულ ადამიანებს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, უკვე დაკავებულია 150-მდე ადამიანი.
პოლიცია განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდება ჟურნალისტებს, ამ დროისთვის სხვადასხვა ტიპის დაზიანება აქვს მიყენებული 30-ზე მეტ ჟურნალისტს. მინიმუმ 2 ჟურნალისტი სხვადასხვა დაზიანებით მოთავსებულია კლინიკაში, მათ ოპერაცია დასჭირდათ.
28 ნოემბერს პარტია „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ აჩერებს ევროკავშირთან მოლაპარაკებას 2028 წლამდე, რასაც თბილისსა და საქართველო სხვა ქალაქებში მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 30 ნოემბერს, ბრიფინგზე განაცხადა, რომ შედგა ეროვნული თანხმობა და ხვალ ხვდება ადამიანებს, რომლებთანაც შეთანხმება მიღწეულია. მან ასევე განაცხადა, რომ მისი მანდატი გაგრძელდება, ვიდრე არ იქნება არჩეული ახალი ლეგიტიმური პარლამენტი.
„ძალიან მეამაყებით, მეამაყება საქართველო, შედგა ეროვნული თანხმობა მთავარზე, რომ არ შეიძლება, რომ ვინმემ წაართვას საქართველოს დამოუკიდებლობა, არ შეიძლება ვინმემ დააბრუნოს საქართველო რუსეთში. არ შეიძლება, რომ ვინმემ წაართვას საქართველოს თავისი ნება და ევროპული მომავალი.
შედგა ეს ეროვნული თანხმობა ყველგან სადაც შეიძლებოდა და ყოველ წუთს უფრო და უფრო ძლიერდება. საკმარისია ვახსენოთ, რომ თუნდაც დღეს ეროვნულ კორპუსში, ბიზნესში, ფოთის პორტში და კიდევ სად და სად ყოველდღიურად ძლიერდება ეს ეროვნული თანხმობა.
ეს არის ჩვენი ძალა, მე მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ ახლაც პრეზიდენტთან, რომელიც დღეს არის დამოუკიდებელი ინსტიტუტი, ლეგიტიმური ინსტიტუტი, რაც დარჩა ქვეყანაში, აქაც შედგა ეროვნული თანხმობა. ჩემთან, ჩემს ირგვლივ და იმისთვის რომ თქვენ გემსახუროთ, შეიკრიბება ხვალ საზოგადოება ერთი მხრივ და პოლიტიკური პარტიები.
ჩვენ ერთად ვმართავთ იმ პოლიტიკურ ნაწილს პროცესის, რომელსაც თქვენ მართავთ გარეთ, მართავთ ქუჩაში და მართავთ ყველგან, სადაც ხართ. საზოგადოების სხვადასხვა სფეროში, ჩვენ ერთად გავაკეთებთ საქმეს, ერთად წარმოვადგენთ იმ მომავალს, რომელსაც ძალიან მალე მივაღწევთ ახალი არჩევნებით.
ახალი საქართველო დაიბრუნებს თავის ევროპულ გზას, თავის დამოუკიდებლობას და რაც მთავარია თავისი განვითარების თავისუფალ გზას, რომელსაც არავის არ დავუთმობთ.
ხვალ ჩვენ შევხვდებით კიდევ, ჩემთან ერთად იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც მე მოვიწვიე და რომელთან ერთად ამ პოლიტიკური პროცესის სათავეში ვიქნები იმიტომ, რომ მე ვრჩები როგორც თქვენი პრეზიდენტი.
არ არსებობს ლეგიტიმური პარლამენტი, მაშასადამე ვერ აირჩევს ეს პარლამენტი ახალ პრეზიდენტს, ინაუგურაცია ვერ იქნება და ჩემი მანდატი გრძელდება მანამ, სანამ არ იქნება ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტი, რომელიც ლეგიტიმურად აირჩევს, ვინც უნდა შემცვალოს მე“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ბათუმში, გუშინ, 29 ნოემბერს 9 დაკავებულიდან ორ პირს დაზიანებები აღენიშნება – ამასთან დაკავშირებით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, თამარ წულუკიძემ მიმართა. მისი ინფორმაციით, ორივე პირთან დაკავშირებით საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო საქმის შესწავლა.
ნიკო მირცხულავა და ვლადიმერ თოდაძე ბათუმში გუშინ ძალის გამოყენებით დააკავეს.
საიას ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, თამარ წულუკიძემ ისინი დღესაც მოინახულა. მათ ხვალ, 30 დეკემბერს, ექსპერტიზა ჩაუტარდებათ.
30 ნოემბერს ბათუმში საპროტესტო აქციაზე 9 პირი დააკავეს, მათ შორის – არასრულწლოვანი და ერთი ქალი. მოგვიანებით არასრულწლოვანი და ქალი გაათავისუფლეს.
ბათუმში აქციაზე მობილიზებული იყო სპეცრაზმი, როგორც აჭარის მთავრობის სახლთან, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოსთან.
საქართველოს იურისტთა ასოციაციის[ საია] ბათუმის ორგანიზაციის ინფორმაციით, აქციაზე დაკავებულები არიან: ლაშა ფალავანდიშვილი, ალბერტ არაქელოვი, ნიკო მირცხულავა, ვლადიმერ თოდაძე და სიმონ ბაჯელიძე. დააკავეს ასევე მიხეილ ბოლქვაძე და ნოდარ მამულაძე, ისინი ოზურგეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
რა ხდება?
ბათუმში მესამე დღეა მიმდინარეობს ანტირუსული საპროტესტო აქცია. გუშინ ბათუმში პირველად გამოიყვანეს სპეცრაზმი, რომელმაც აქციის 8 მონაწილე დააკავა. ორი მათგანი – ერთი ქალი და ერთი არასრულწლოვანი, გუშინვე გაათავისუფლეს.
საქართველოში 28 ნოემბრიდან აქციები მიმდინარეობს თბილისში, ქუთაისში, ბათუმში და საქართველოს სხვა ქალაქებში. მოქალაქეები აპროტესტებენ „ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების შესახებ. დაკავებულია 150-მდე ადამიანი, სპეცრაზმი და პოლიცია უსასტიკესად უსწორდება საპროტესტო აქციის მონაწილეებს.
ზუგდიდში მოქალაქეები პოლიციის სამმართველოს წინ დიდი ეკრანის დამონტაჟებას გეგმავენ, სადაც გაუშვებენ კადრებს, როგორც ძალადობს პოლიცია მშვიდობიან დემონსტრანტებზე.
„ერთ-ერთმა ახალგაზრდა პოლიციელმა მითხრა, რომ წუხელ თბილისში არაფერი მომხდარა, ჩვენ ვემსახურებით ჩვენს სამშობლოსო. ჩვენ ახლა დიდ ეკრანზე ამ პოლიციელებს ჩავურთავთ წუხანდელ კადრებს, როგორ სცემდნენ პუტინის მონები ახალგაზრდებს, მოხუცებს და რუსი ომონივით უპირისპირდებოდნენ თავის მოსახლეობას, ჩავრთავთ და ვაყურებინებთ“ – განაცხადა ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
მოქალაქეები უკვე რამდენიმე საათია ზუგდიდში საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ „ოცნების“ მთავრობას ქვეყანას რუსეთში მიჰყავს.
ზუგდიდში პოლიცია ადმინისტრაციულ შენობებთან დგას
რა ხდება?
28 ნოემბერს „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ აჩერებს ევროკავშირთან მოლაპარაკებას 2028 წლამდე, რასაც თბილისსა და საქართველო სხვა ქალაქებში მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა.
უკვე მეორე დღეა თბილისში და საქართველოს რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. სპეცრაზმი და პოლიცია უსასტიკესად უსწორდება საპროტესტო აქციის მონაწილეებს. ისინი ჯგუფურად ესხმიან თავს მოქალაქეებს და სცემენ – ჟურნალისტებს, ქალებს, წაქცეულ ადამიანებს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ორ დღეში დაკავებულია 150-მდე ადამიანი.
პოლიცია განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდება ჟურნალისტებს, ამ დროისთვის სხვადასხვა ტიპის დაზიანება აქვს მიყენებული 30-ზე მეტ ჟურნალისტს. მინიმუმ 2 ჟურნალისტი სხვადასხვა დაზიანებით მოთავსებულია კლინიკაში, მათ ოპერაცია დასჭირდათ.
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის ლექტორები და სტუდენტები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და წერენ, რომ კატეგორიულად არ ეთანხმებიან „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი.
გთავაზობთ უნივერსიტეტის სტუდენტთა და ლექტორ-მასწავლებელთა განცხადებას.
„კი ევროპას, არა რუსეთს!
ქვეყნისთვის მნიშვნელოვან და გადამწყვეტ მომენტში,
ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორებს და სტუდენტებს გვსურს მკაფიოდ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია.
ვაცხადებთ, რომ კატეგორიულად არ ვეთანხმებით საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ევროკავშირთან ურთიერთობის შეჩერების შესახებ.
მზად ვართ ვიბრძოლოთ საქართველოს ევროპული მომავლისთვის, რაც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და პროგრესის გარანტიაა. ჩვენი პოზიცია მტკიცეა და დაფუძნებულია ჩვენი ისტორიული არჩევანისა და ღირებულებების დაცვაზე,“ – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ:
აკადემიური პერსონალი:
მამუკა ჯორბენაძე – პროფესორი;
ქეთევან ვაჩეიშვილი – პროფესორი;
ხათუნა მანაგაძე – პროფესორი;
თამაზ ცერიაშვილი – პროფესორი;
რატი ჩიბურდანიძე – პროფესორი;
ირაკლი ევსტაფიშვილი – პროფესორი
მერაბ ლებანიძე – ასოცირებული პროფესორი;
სოფიო თავაძე – ასოცირებული პროფესორი;
გიორგი რამიშვილი – ასოცირებული პროფესორი;
დიანა თალაკვაძე – ასოცირებული პროფესორი;
მიხეილ კვაჭაძე – ასოცირებული პროფესორი;
მამუკა ჩხიკვაძე – ასოცირებული პროფესორი;
ამირან ვადაჭკორია – ასისტენტ პროფესორი;
ბექა ბოლქვაძე – ასისტენტ პროფესორი;
ნათია კვაჭაძე – ასისტენტ პროფესორი
მანანა ხელაია – ასისტენტი;
ნატალია ცქვიტინიძე – ასისტენტი
მოწვეული ლექტორები:
გიორგი ქათამაძე;
ნანა კუპრაძე;
ირაკლი ფაღავა;
ზვიად ელიზიანი;
ირინა ყურუა;
ერეკლე სიგუა;
თამარ მამეიშვილი;
ირმა ზოიძე;
დავით ტრაპაიძე;
აკაკი ჯაში;
ქეთევან ფილიპოვა;
ირინა ტორონჯაძე;
მანანა სულაბერიძე;
ქეთევან ქობულაძე;
მარიამ ღოღობერიძე;
ნესტან ნიჟარაძე
მაია ჟღენტი
სალომე ჩიკაშუა
ნონა ნიქაბაძე
მანანა სახელაშვილი
ადმინისტრაცია:
ნინო ხარჩილავა
იამზე ჩიჩუა
ანა პაიჭაძე
ნინო ჯორბენაძე
მაგული ბაბუნაშვილი
პაატა მუხაშავრია
სალომე ახალაძე
მირანდა ბაღდადიშვილი
მაკა რურუა
სტუდენტები:
სამსახიობო ხელოვნება:
მართა ბაღდადიშვილი
შორენა სიხარულიძე
ლინდა გვიანიძე
დანიელა ბეჟანიძე
ანა სვანიძე
ანა რუხაძე
ლანა ხალვაში
კესარია გოგობერიშვილი
გიორგი ჯაყელიძე
გიორგი ჯინჭარაძე
თედო კვერნაძე
სამთელაძე ნოდარ
ბედინეიშვილი სალომე
გველესიანი მარიამ
გუჯაბიძე მარიამი
თედორაძე ლევან
მელაძე ანი
ჭეიშვილი ლუკა
ენდელაძე მარიამ
მღებრიშვილი მარიამ
არქიტექტურა
გვიანიძე დავით
გოგრაჭაძე გეგი
ჯინჭარაძე ანა
თურმანიძე ელისაბედ
საკანდელიძე მარიამ
ნატა ჩიბურდანიძე
მანჯგალაძე მარიამ
ნაკაშიძე ნინი
ბოლქვაძე ანა
ნუჟნაია ნიკოლ
ანრი ნიჟარაძე
ლუკა ბრუნჯაძე
გიორგი ბერიძე
საბა მახარაძე
სალომე კვაჭანტირაძე
თათია მარკოიძე
ალექსანდრა არუთინოვა
თეონა ცეცხლაძე
თეკლა ჯანაძე
ქრისტინა ჯორბენაძე
იანა კორიფაძე
ლიკა ვარშანიძე
ქეთევან დოლიძე
თამთა ბრუნჯაძე
აუდიოვიზუალური ხელოვნება
სანდრო კილაძე
გიგი გოგიტიძე
საბა დვალი
ტელე-რადიო ჟურნალისტიკა
ანა კაკაბაძე
ლანა დიასამიძე
მარიამ ქათამაძე
ლიკა რუსეიშვილი
მაგდა ჭანიძე
მარიამ ზუხბაია
ანა კოჩალიძე
ანა გოგიტიძე
ზურაბ მამულაძე
მოდის დიზაინი
ნინი დავითაძე
ნაია რუხაძე
მარიამ აბულაძე
ლიზი შარაძე
თამთა ფოთელიძე
გელა მოწყობილი
ცისანა პეტრიძე
ანა შაინიძე
მარიამ საფარიძე
თეა ღლონტი
თეკლა ვერძაძე
ელისო დუმბაძე
თამთა აბაშიძე
მარიამ გიგატაძე
სალომე დავითაძე
მარიამ ანანიძე
მარიამ აფრიაშვილი
სოფია მამედოვა
კულტურული ტურიზმი
ელენე ხაბულიანი
გურამ მიქელაძე
კულტურის მენეჯმენტი
გიორგი დავითაძე
ხელოვნებათმცოდნეობა
კილაძე სალომე
კონცელიძე ლიზი
ნიკურაძე ნინო
ფარცხალაიშვილი ნატო
პერტანავა ლანა
მეტრეველი ქეთევან
ირემაძე ანუკი
შავაძე მარი
ზოიძე სალომე
ბაკურაძე ქრისტინა
ბაკურაძე თეონა
მუსიკის ფაკულტეტი
ანა მადაძე
გიორგი ბოლქვაძე
ლიზი ჩირიკაშვილი
მაია მუმლაძე
დიანა ფალავანდიშვილი
გიორგი გორჯელაძე
ირაკლი ჯინჭარაძე
ნინო ლეფსაია
ხელმომწერთა სია ახლდება.
____________________
ფოტოზე: ხელოვნების უნივერსიტეტის პლაკატი საპროტესტო აქციაზე. მამუკა ჯორბენაძის ფოტო
თბილისში, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ტელევიზიასთან ჟურნალისტები, მწერლები, სამოქალაქო მოძრაობის წევრები არიან მისულები და ითხოვენ პირდაპირ ეთერს.
აქციის მონაწილეთა თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს არასრულყოფილად აშუქებს. თუმცა ამ პრეტენზიას არ იზიარებს საქართველოს პირველი არხის ხელმძღვანელი. თინათინ ბერძენიშვილის მტკიცებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ყველაფერს ობიექტურად აშუქებს.
თინათინ ბერძენიშვილი აქციის მონაწილეებთან შესახვედრად გამოვიდა, არხის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარესთან, ვასილ მაღლაფერიძესთან ერთად გამოვიდა.
ჟურნალისტმა სოფო ხუნწარიამ არხის ხელმძღვანელობას აქციის მონაწილეთა მოთხოვნები გააცნო.
„ულტიმატუმი არის ერთი ახლა შეგვიშვებთ სტუდიაში, დავსხდებით სტუდიაში რაღაც რაოდენობა ადამიანების და პირდაპირ ეთერში ვილაპარაკებთ.
ასევე მოვუწოდებთ ჩვენს კოლეგებს, რომლებიც არიან პირველ არხში, ნიუსრუმში – ხალხო, რამე თუ შეგრჩათ, ახლა გამოდით და დადექით ჩვენს გვერდზე,“ – მიმართა სოფო ხუნწარიამ პირველი არხის ჟურნალისტებს.
ნახევარსაათიანი კამათის შემდეგ პირველი არხის ხელმძღვანელობა დასთანხმდა აქციის მონაწილეებისთვის პირდაპირი ეთერის დათმობას.
აქციის მონაწილეები ასევე ითხოვენ თინათინ ბერძენიშვილისა და ვასილ მაღლაფერიძის თანამდებობიდან გადადგომას.
ირლანდიაში, ქალაქ დუბლინში საქართველოს მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ორგანიზატორების ინფორმაციით, აქცია სპონტანურად დაგეგმეს და მას 50-მდე ემიგრანტი დაესწრო.
აქციაზე ქართველმა ემიგრანტებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს საქართველოს ევროპულ მომავალს და დაგმეს ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილება, ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერება და მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობა.
„აქციების მიზანია ხელისუფლებამ გაიგონოს ქართველი ხალხის და მათ შორის ემიგრანტების ხმა, რომელმაც უპრეცედენტო ერთობით, მკაფიოდ თქვა, რომ „ოცნება“ არ არის ლეგიტიმური ხელისუფლება და საზღვარგარეთ, სადაც არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა, ყველგან ოპოზიციამ გაიმარჯვა“ – განაცხადეს აქციაზე
აქცია – დუბლინი
დუბლინში შემდეგი აქცია დაგეგმილია კვირას, პირველ დეკემბერს, 15:00 საათზე, საქართველოს საელჩოსთან.
რა ხდება?
28 ნოემბერს „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ აჩერებს ევროკავშირთან მოლაპარაკებას 2028 წლამდე, რასაც თბილისსა და საქართველო სხვა ქალაქებში მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა.
უკვე მეორე დღეა თბილისში და საქართველოს რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. სპეცრაზმი და პოლიცია უსასტიკესად უსწორდება საპროტესტო აქციის მონაწილეებს. ისინი ჯგუფურად ესხმიან თავს მოქალაქეებს და სცემენ – ჟურნალისტებს, ქალებს, წაქცეულ ადამიანებს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ორ დღეში დაკავებულია 150-მდე ადამიანი.
პოლიცია განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდება ჟურნალისტებს, ამ დროისთვის სხვადასხვა ტიპის დაზიანება აქვს მიყენებული 30-ზე მეტ ჟურნალისტს. მინიმუმ 2 ჟურნალისტი სხვადასხვა დაზიანებით მოთავსებულია კლინიკაში, მათ ოპერაცია დასჭირდათ.
„28 ნოემბერს გაკეთებული განცხადება, საქართველოს მხრიდან ევროკავშირთან მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან 2028 წლამდე ამოღების თაობაზე, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს და არ შეესაბამება ქვეყნის ისტორიულ მისწრაფებას – გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი“ – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლები აწერენ ხელს.
განცხადება განახლებადია და ამ დროისთვის მას 189 პირი აწერს ხელს.
საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლები წერენ, რომ მხარს უჭერენ ქვეყნის ევროინტეგრაციის უწყვეტად და შეუქცევადად განხორციელებას:
„საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლები, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, წლების განმავლობაში ვმუშაობდით ქართული საფინანსო სექტორის რეგულირების ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებაზე, რამაც მნიშვნელოვანწილად განაპირობა მდგრადი და სტაბილურად მზარდი საფინანსო სისტემა“.
28 ნოემბერს, პრემიერმა განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს აჩერებს 2028 წლამდე. განცხადების შემდეგ, სპონტანურად დაიწყო და დღემდე გრძელდება საპროტესტო აქციები საქართველოს ქალაქებში, 28 ნოემბრიდან დღემდე უწყვეტად მიმდინარეობს აქცია თბილისში რუსთაველის გამზირზე.
ნიდერლანდებში საქართველოს ელჩი, დავით სოლომონია თანამდებობას ტოვებს. ელჩის ხელმოწერილ განცხადებას ფეისბუქში მის და ავრცელებს.
დავით სოლომონია წერს:
„საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში ჩემი ყოფნის სამი ათეული წლის უდიდესი ნაწილი მიეძღვნა ევროინტეგრაციის საკითხებზე მუშაობას. დიდი ბედნიერებაა, როდესაც შენი პროფესიული ვალდებულებები შენს ცხოვრებისეულ არჩევანს ემთხვევა.
მე პირნათლად ვასრულებდი ჩემს სამსახურებრივ მოვალეობებს, ვიდრე მჯეროდა, რომ სულ მცირე გავლენის მოხდენა შემეძლო პროცესებზე.
დღეს ეს იმედი დასრულდა.
ვგმობ ნებისმიერი ძალადობას და ვტოვებ ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას“.
___
უკვე მეორე დღეა, სპეცრაზმი და პოლიცია უსასტიკესად უსწორდება საპროტესტო აქციის მონაწილეებს. ისინი ჯგუფურად ესხმიან თავს მოქალაქეებს და სცემენ – ჟურნალისტებს, ქალებს, წაქცეულ ადამიანებს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, უკვე დაკავებულია 150-მდე ადამიანი.
პოლიცია განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდება ჟურნალისტებს, ამ დროისთვის სხვადასხვა ტიპის დაზიანება აქვს მიყენებული 30-ზე მეტ ჟურნალისტს. მინიმუმ 2 ჟურნალისტი სხვადასხვა დაზიანებით მოთავსებულია კლინიკაში, მათ ოპერაცია დასჭირდათ.
28 ნოემბერს პარტია „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ აჩერებს ევროკავშირთან მოლაპარაკებას 2028 წლამდე, რასაც თბილისსა და საქართველო სხვა ქალაქებში მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა.
დღეს, 30 ნოემბერს, საპროტესტო აქცია აჭარის ტელევიზიასთან დაიწყო. აქცია მოქალაქეებმა, გუშინ, 29 დეკემბერს მას შემდეგ დაგეგმეს, როცა მათი დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად ტელევიზიამ პირდაპირი ეთერის დათმობაზე უარი უთხრა აქციის მონაწილეებს.
დღეს ტელევიზიის წინ შეიკრიბნენ, სამოქალაქო აქტივისტები, სტუდენტები, სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
„ამ ტელევიზიას ჩვენ ვაფინანსებთ და ჩვენი ხმა უნდა ისმოდეს“ – აცხადებენ მოქალაქეები. ისინი ითხოვენ ტელევიზიამ მათ წარმომადგენლებს დაუთმოს ეთერი, რომ გაჟღერდეს საზოგადოების სათქმელი იმ ტელევიზიით, რომელსაც საზოგადოება თავად აფინანსებს.
„ბათუმელების“ პირდაპირ ჩართვაში ერთი-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა თეონა დიასამიძემ თქვა, რომ აჭარის ტელევიზია არამხოლოდ ახლა დუმს, არამედ სხვა, გადამწყვეტ მომენტებშიც.
„ფეიკნიუსი“, „სირცხვილია“, „თავისუფლება არ იყიდება“ – ეს წარწერები აქციის მონაწილეებმა ტელევიზიის წინ, ტროტუარზე დატოვეს. ახლა ისინი მსვლელობით მიდიან და აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, მერაბ ტურავას სახლთან აპირებენ მისვლას.
აქციის ერთ-ერთმა ლიდერმა, თემურ გორგაძემ „ბათუმელებს“ უთხრა ისიც, რომ შეიძლება გზიდან გადაუხვიონ კიდეც: „პოლიცია გვტროლავს როცა ადგილზე გვხვდება, შეიძლება ჩვენც დავტროლოთ და გზიდან გადავუხვიოთ“.
მსვლელობის შემდეგ დღეს აქცია ბათუმში 18 საათზე გაგრძელდება ევროპის მოედანზე.
რა ხდება?
ბათუმში მესამე დღეა მიმდინარეობს ანტირუსული საპროტესტო აქცია. გუშინ ბათუმში პირველად გამოიყვანეს სპეცრაზმი, რომელმაც აქციის 8 მონაწილე დააკავა. ორი მათგანი – ერთი ქალი და ერთი არასრულწლოვანი, გუშინვე გაათავისუფლეს.
საქართველოში 28 ნოემბრიდან აქციები მიმდინარეობს თბილისში, ქუთაისში, ბათუმში და საქართველოს სხვა ქალაქებში. მოქალაქეები აპროტესტებენ „ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების შესახებ. დაკავებულია 150-მდე ადამიანი, სპეცრაზმი და პოლიცია უსასტიკესად უსწორდება საპროტესტო აქციის მონაწილეებს.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის დეპარტამენტის მესამე კურსის სტუდენტები პროტესტის ნიშნად სასწავლო პროცესში მონაწილეობას არ მიიღებენ.
„ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ისტორიის დეპარტამენტის მე-3 კურსის სტუდენტები ემიჯნებიან ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და არ შედიან გამოცდებსა და ლექციებზე,“ – წერს ბსუ-ს უნივერსიტეტის ლექტორი, განათლების დოქტორი ია ხასაია და ფეისბუქზე სტუდენტებთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
„ისტორიკოსები ისტორიის სწორ მხარეს,“ – ეს არის ბსუ-ს მესამეკურსელების გზავნილი საზოგადოებისადმი.
26 ოქტომბრის შემდეგ მოპარული და გაყალბებული არჩევნების გამო საქართველოში პერმანენტული საპროტესტო აქციებია.
საპროტესტო ტალღა განსაკუთრებით გამწვავდა მას შემდეგ, რაც 28 ნოემბერს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გამოვიდა და თქვა, რომ „ქართული ოცნება“ 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს აჩერებს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი საქართველოში პოლიციისა და სპეცრაზმის მიერ მოქალაქეების სასტიკ დარბევას ეხმაურება. კვარაცხელია ფეისბუქში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„ვადევნებ თვალს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და მინდა დავაფიქსირო ჩემი, როგორც ერთი მოქალაქის აზრი და პოზიცია.
ქართველის ხალხის სურვილი და ნება არის ევროპული გზით სიარული და სვლა, ეს ჩვენი ისტორიული არჩევანია, ერთადერთი სწორი არჩევანი და დაუშვებელია ამ გზიდან გადახვევა. ეს ქვეყანა ეკუთვნის ხალხს და არავინ დგას ხალხის ნებაზე მაღლა.
მტკივა ჩემი ქვეყანა, მტკივა ჩემი ხალხი, მტკივნეული და ემოციურია იმ ვიდეოების ყურება, რაც ვრცელდება, შეწყვიტეთ ძალადობა და აგრესია!
საქართველო იმსახურებს ევროპას დღეს ისე როგორც არასდროს!
„სირცხვილია“, ამ წარწერით და დარბევის კადრით ინსტაგრამში სთორი დადო ეროვნული ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმაც.
___
უკვე მეორე დღეა, სპეცრაზმი და პოლიცია უსასტიკესად უსწორდება საპროტესტო აქციის მონაწილეებს. ისინი ჯგუფურად ესხმიან თავს მოქალაქეებს და სცემენ – ჟურნალისტებს, ქალებს, წაქცეულ ადამიანებს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, უკვე დაკავებულია 150-მდე ადამიანი.
პოლიცია განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდება ჟურნალისტებს, ამ დროისთვის სხვადასხვა ტიპის დაზიანება აქვს მიყენებული 30-ზე მეტ ჟურნალისტს. მინიმუმ 2 ჟურნალისტი სხვადასხვა დაზიანებით მოთავსებულია კლინიკაში, მათ ოპერაცია დასჭირდათ.
28 ნოემბერს პარტია „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ აჩერებს ევროკავშირთან მოლაპარაკებას 2028 წლამდე, რასაც თბილისსა და საქართველო სხვა ქალაქებში მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 30 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 740 400 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 740]
ტანკი – 9 463 ერთეული [+5]
ჯავშანტექნიკა – 19 355 ერთეული [+12]
საარტილერიო სისტემა – 20 909 ერთეული [+23]
MLRS – 1 253 ერთეული [+2]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 019 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 329 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 19 792 ერთეული [+42]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 851 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 30 431 ერთეული [+72]
სპეცტექნიკა – 3 702 ერთეული [+2]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 28 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
649 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
36 882 უპილოტო საფრენი აპარატი
586 საზენიტო სარაკეტო სისტემა
19 520 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 492 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
18 647 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
28 783 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს და მათ აქტიური მოთხოვნის დაწყებას სთხოვს.
„ევროპასა და ამერიკაში მაცხოვრებელ თანამემამულეებს! ნაცნობებს თუ უცნობებს, თქვენ მოგმართავთ! გამოფხიზლდით !
დროა გამოხატოთ მკაფიოდ თქვენი პოზიცია ამ უსასტიკეს, დაუნდობელ რუსულ სტილში ჩატარებულ სპეცოპერაციების მიმართ, თავისუფალი გამოხატვის ჩახშობის შესახებ… დუმილი და ვითომც არაფერი ხდებოდეს სამშობლოში აღარ შეიძლება! ევროპა კარგია, მაგრამ მხოლოდ თქვენთვისაა არ გამოვა! ღირსებით ევროპისკენ კი არა, ღირსებით ცხოვრება არის მთავარი და საკუთარ თავთან მართლად დარჩენა!
პოზიცია გამოხატეთ – პრესა და ტელევიზიებში, საელჩოებთან ან თუნდაც სოციალურ ქსელში ან ჩამოდით და დაუდექით გვერდში თქვენი ქვეყნის მომავალს.
პ.ს. ეს ცხადია არ ეხება იმ ადამიანებს ვინც პროტესტს გარედან შეუერთდა და იდგა საელჩოებთან,“ – წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
ბათუმში 30 ნოემბერს, დღის 15:00 საათზე, აჭარის ტელევიზიასთან საპროტესტო აქციას აანონსებენ.
„დღეს ბათუმში სპეცდანიშნულების რაზმი გამოიყვანეს და დაახლოებით 10-მდე აქტივისტი დააკავეს! ბათუმშიც დაიწყო დარბევები! მეგობრებო, 15:00 საათზე ვიკრიბებით აჭარის ტელევიზიასთან“ – წერენ ბათუმელი აქტივისტები ფეისბუქზე.
აქციის მსვლელობის პარალელურად მობილიზებული იყო სპეცრაზმი, როგორც აჭარის მთავრობის სახლთან, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოსთან. აქციის მონაწილეები პერიოდულად აწყობდნენ მსვლელობებს სხვადასხვა მიმართულებით, ისინი აჭარის ტელევიზიასთანაც მივიდნენ და პირდაპირი ეთერი მოითხოვეს, თუმცა უშედეგოდ. დაკავებების შემდეგ კი სუსის შენობასთან მივიდნენ.
რა ხდება?
ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, როცა მან თქვა, რომ 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას დღის წესრიგში არ დააყენებენ.
თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში პროტესტი მოჰყვა ამ განცხადებას.
თბილისში ათასობით მოქალაქე გამოვიდა რუსთაველზე ანტიკონსტიტუციური ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით.
სამოქალაქო აქცია თბილისში სპეცრაზმმა დაარბია. სასტიკად გაუსწორდნენ დემონსტრანტებს, 29 ნოემბერს აქციაზე დააკავეს 43 ადამიანი, სცემეს და დააზიანეს 20-ზე მეტი ჟურნალისტი.
30 ნოემბერს ბათუმში საპროტესტო აქციაზე 8 პირი დააკავეს, მათ შორის – არასრულწლოვანი და ერთი ქალი. მოგვიანებით არასრულწლოვანი და ქალი გაათავისუფლეს.
დღეს ბათუმში აქციაზე მობილიზებული იყო სპეცრაზმი, როგორც აჭარის მთავრობის სახლთან, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოსთან.
საქართველოს იურისტთა ასოციაციის[ საია] ბათუმის ორგანიზაციის ინფორმაციით, აქციაზე დააკავეს: ლაშა ფალავანდიშვილი, ალბერტ არაქელოვი, ნიკო მირცხულავა, ვლადიმერ თოდაძე. დააკავეს ასევე მიხეილ ბოლქვაძე და ნოდარ მამულაძე, ისინი ოზურგეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
ნათია ნანოიანი და ა. კ. კი გაათავისუფლეს.
საიას ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, თამარ წულუკიძემ ოთხი მათგანი მოინახულა. მისი ინფორმაციით, ორ აქტივისტს აღენიშნება დაზიანებები. დაკავებულები საუბრობენ ძალადობის ფაქტებზე.
თამარ წულუკიძის ინფორმაციით, საიამ მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და დაშავებულების ექსპერტიზა მოითხოვა.
დღეს ბათუმში აქციის მონაწილეები პერიოდულად აწყობდნენ მსვლელობებს ქალაქის ქუჩებში, რამდენიმე ადგილას გადაკეტეს გზა. დაკავებების სერიის შემდეგ აქციის მონაწილეები წინასწარი დაკავების იზოლატორის შენობასთანაც მივიდნენ და დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვეს.
ამავე თემაზე:
რა ხდება?
28 ნოემბერს, „ოცნებამ“ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს აჩერებს 2028 წლამდე. განცხადების შემდეგ, სპონტანურად, საქართველოს ქალაქებში საპროტესტო აქციები დაიწყო.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, დღეს, 30 ნოემბერს, 02:38 საათიდან განსაკუთრებით დაძაბულია ვითარება რუსთაველის გამზირზე.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ლეგიტიმური პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ერთმანეთის პარალელურად და სიცოცხლისთვის საშიში პრაქტიკით იყენებენ აქტიურ სპეციალურ საშუალებებს, როგორიც არის, წყლის ჭავლი, მასში შერეული წიწაკის სპრეი, და, ასევე კადრებში ჩანან მეთოფეები, რომლებიც ისვრიან გარკვეულ კაფსულებს, თუმცა, შსს-მ თავად უნდა განმარტოს თუ რა არის ეს საშუალება.
აღსანიშნავია, რომ საშუალებების ერთდროულად ან პარალელურ რეჟიმში გამოყენების აკრძალვა შსს-მ შეცვალა და გააუქმა, რათა, ფორმალური კანონიერების თვალსაზრისით გაემარტივებინა დემონსტრაციების დაშლის ამგვარი ადამიანის უფლებებთან სრულად შეუსაბამო პრაქტიკა.
დემონსტრანტების ადმინისტრაციული წესით უკანონო დაკავების პრაქტიკა და ფიზიკური ანგარიშსწორება დღეს ერთმანეთის პარალელურად მიმდინარეობს.
ძალადობის ხარისხი და ასეთი ფაქტების სიმრავლე გვაძლევს საფუძველს, შევაფასოთ, რომ სპეცრაზმი ასრულებს უკანონო გენერალიზებულ დავალებას, გაუსწორდეს აქციის მონაწილეებს მათი სამოქალაქო პოზიციის გამო“ – წერს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, პოლიციის მიერ მოქალაქეებზე ძალადობის თაობაზე განცხადებას ავრცელებს.
„შსს, თბილისსა და ბათუმში კვლავ დემონსტრაციული ძალადობით ცდილობს ლეგიტიმური პროტესტის ჩახშობას.
ამ დროისთვის (00:57) რუსთაველის გამზირზეც პოლიცია ძალადობრივად, წყლის ჭავლის და გაზის გამოყენებით შლის მშვიდობიან აქციას. პოლიცია ძალადობს მშვიდობიან მოქალაქეებზე, მისდევს, უსაფუძვლოდ აკავებს და ფიზიკურად უსწორდება მათ, იყენებს სპეციალურ საშუალებებს მათ წინააღმდეგ უსაფუძვლოდ და გამოყენების წესის დარღვევით.
23:03 საათიდან ჩიტაძის ქუჩაზე გაფრთხილების გარეშე დაიწყო წყლის ჭავლის გამოყენება, რის შემდეგაც აღნიშნულ საშუალებას პერიოდულად იყენებენ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ. წყლის ჭავლს იყენებენ ჭიჭინაძის ქუჩაზეც. აქციის მონაწილეთა და ჟურნალისტთა ინფორმაციით, წყლის ჭავლში სავარაუდოდ კვლავ ქიმიური ნივთიერებებია გარეული, რაც მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ცალსახად არასათანადო მოპყრობას წარმოადგენს.
წესების დარღვევითა და ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გამოიყენეს რეზინის ტყვია სამოქალაქო საზოგადოების ფონდის თანამშრომლის, საბა ბრაჭველის, წინააღმდეგ და აღნიშნული საშუალებით დამიზნებით, სახის არეში, თვალთან ახლოს დაზიანება მიაყენეს.
23:44 საათიდან სპეცრაზმმა ჭიჭინაძის და ჩიტაძის ქუჩებზე დაიწყო აქციის მონაწილეთა დევნა და ძალადობრივი დაკავება. მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს დაკავებულ პირებზე სამართალდამცავთა მხრიდან ფიზიკური ძალადობა.
ჩიტაძის ქუჩაზე ძალადობრივი დაკავებების პროცესში დაშავდა ტვ პირველის ჟურნალისტი, მარიამ გაფრინდაშვილი, რომელიც ამჟამად კლინიკაშია გადაყვანილი.
ამასთან პირდაპირი ჩართვისას დააკვეს ადვოკატი ბექა ბასილაია.
პოლიცია ძალადობრივად აკავებს მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს ასევე ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე.
აღსანიშნავია, რომ შსს-ს თანამშრომლები ემუქრებიან და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ მშვიდობიან დემონსტრანტებსა და ჟურნალისტებს.
აშკარაა, რომ შსს-ს მიერ მიღებული ზომები კვლავ პროტესტის მონაწილეების მიმართ ანგარიშსწორებას ისახავს მიზნად და ლეგიტიმური, მშვიდობიანი პროტესტის რეპრესიული მექანიზმებით ჩახშობას ემსახურება.
საპოლიცო ძალები დღესაც ძალის დემონსტრაციისთვის მიზანმიმართულად უსწორდებიან სამოქალაქო პოზიციებით აქტიურ ადამიანებს, მათ შორის აქტივისტებს და ჟურნალისტებს, რაც, სავარაუდოდ, გარდა ამ ადამიანების დასჯისა, საზოგადოებაში კრიტიკული ხმების ჩახშობასა და შიშის დანერგვას ემსახურება“-ნათქვამია საიას განცხადებაში.
დღეს, 30 ნოემბერს, ღამით, ბათუმში საპროტესტო აქციაზე პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა.
აქციის მონაწილეების თქმით, დაკავების დროს პოლიციამ ფიზიკურად იძალადა დაკავებულებზე. „ერთი ქალი თმით ათრიეს და ცდილობდნენ ფეხებით ეცემათ. ერთ ქალს კი გული წაუვიდა“- უთხრა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ „ბათუმელებს“.
პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება რუსთაველისა და გამსახურდიას ქუჩების კუთხეში მოხდა. „ბათუმელების“ პირდაპირ ჩართვაში მოხვდა კადრები, თუ როგორ აკავებს პოლიცია მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს, მათ შორის, როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, არასრულწლოვანს.
ბათუმსა და თბილისში საპროტესტო აქციები დღეს, საღამოს, თითქმის ერთდროულად დაიწყო. თბილისში აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა.
წინა ღამით კი, ანუ 29 ნოემბერს, პოლიციამ დაარბია თბილისში აქციის მონაწილეები და დააკავა 43 ადამიანი. აქციაზე დაშავდა 20-ზე მეტი ჟურნალისტი.
პოლიციამ ჟურნალისტებზე დღევანდელ აქციაზეც იძალადა.
მოქალაქეები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში „ოცნების“ ანტიკონსტიტუციური ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების შეჩერებას აპროტესტებენ.
იურისტი საბა ბრაჭველი ამბობს, რომ ჩიტაძის ქუჩაზე მას პოლიციელებმა ჯერ ფოტოები გადაუღეს, შემდეგ კი სპეცრაზმიდან მინიმუმ 100 მეტრის მოშორებით დამიზნებით მოარტყეს ტყვია სახეში.
„ჩიტაძეზე რამდენიმე პოლიციელმა გადამიღო ფოტო/ვიდეო. ვიცოდი ეს, რასაც ნიშნავდა, მოვშორდით აქაურობას, ჭიჭინაძე/ინგოროყვაზე ავედით და იქ ჩვეულებრივად დგომის დროს, სპეცრაზმიდან მიმიმუმ 100 მეტრის დაშორებით, დამიმიზნეს და ტყვია მომარტყეს.
მადლობა რეფლექსებს, რომ თვალზე ყველაფერი წესრიგშია, წარბს და ლოყას რა უშავს.
ავალ ახლა უკან და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ შსს, თქვენი ძაღლების არავის ეშინია, არავის“ – წერს ფეისბუქში საბა ბრაჭველი.
მან თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციის დარბევის შესახებ გუშინაც გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერს, რომ მშვიდობიანი დემონსტრანტების დამრბევი პოლიციელები არ იმსახურებენ პატივისცემას.
„აქ ვიყავი, როცა ხალხს უმოწყალოდ სცემდნენ, სხვების შეთრევასაც ცდილობდნენ და როგორღაც დავიცავით.
ყველა პოლიციელი, რომელიც დღეს აქ იდგა გდდ-ს, კრიმპოლის თუ საპატრულოს ფორმით, არის ძაღლი და ნაბიჭვარი.
ყველა პოლიციელი, რომელიც ხვალ აქ იდგება ან მშვიდად წავა სამსახურში, არის ძაღლი და ნაბიჭვარი. როცა პოლიციელი ქუჩაში გხვდებათ, არ უნდა ფიქრობდეთ, რომ კანონს იცავენ, ან თქვენი მოკავშირეები არიან. პრეზუმფცია უნდა იყოს, რომ ისიც ძაღლი და ნაბიჭვარია, სანამ საწინააღმდეგოს არ დაამტკიცებს მორჩა ენის ჩლექით ლაპარაკის დრო მარტო ემოციები არ მალაპარაკებს, პოლიციაზე მაქვს სამაგისტრო დაწერილი და ესენი პოლიციელები არ არიან. ესენი ემსახურებიან უფროსს, პრემიას, და ავადმყოფურ ინსტინქტებს, არა ხალხს.
ესენი აფურთხებენ მუნდირსაც, ფორმასაც, და ღირსებასაც
ესენი არ იმსახურებენ ლაპარაკს, ესენი არ იმსახურებენ პატივისცემას, ესენი არ იმსახურებენ ზრდილობას, ესენი იმსახურებენ ციხეს“, – წერს საბა ბრაჭველი.
იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლები, აცხადებენ, რომ 2028 წლამდე საქართველოს მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების პოლიტიკური დღის წესრიგიდან მოხსნა, მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს ქვეყნის ინტერესებს.
„ვაცხადებთ, რომ ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა მთლიანად ემსახურებოდა და ემსახურება ქვეყნის განვითარებას, თანამედროვე, ეფექტიანი და მოქალაქის საჭიროებაზე ორიენტირებული საჯარო მმართველობის სისტემის შექმნას, რაც ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს წარმატების საფუძველია [მაგალითად: სააგენტოს მნიშვნელოვანი როლი აქვს ვიზალიბერალიზაციის, სერვისების მიწოდების ევროპული პრაქტიკის იმპლემენტაციის, კვალიფიციური, სანდო მომსახურების დანერგვასა და სხვა მნიშვნელოვან პროცესებში].
ევროპული სტანდარტების დანერგვა ჩვენი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით უდიდეს ენერგიასა და რესურსს ვხარჯავთ. ეს არ არის მხოლოდ პროფესიული მოვალეობა, არამედ პასუხისმგებლობა თანამოქალაქეებისა და სამშობლოს მომავლის წინაშე.
მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სწრაფვას ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისკენ და ვთვლით, რომ ევროინტეგრაციის პროცესი შეუქცევადი და აუცილებელია მოქალაქეების ღირსეული ცხოვრების უზრუნველსაყოფად.
2028 წლამდე საქართველოს მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების პოლიტიკური დღის წესრიგიდან მოხსნა, მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს ქვეყნის ინტერესებს.
ვაგრძელებთ მუშაობას იმ პასუხისმგებლობით, რაც აკისრია სააგენტოს და თითოეულ ჩვენგანს, რათა მოქალაქეები კიდევ უფრო სწრაფად და ინტენსიურად გრძნობდნენ იმ ცვლილებებს, რაც ევროპასთან დაახლოებას მოაქვს.
ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილებაა, გავაგრძელოთ საქმიანობა შეუფერხებლად, ევროპული სტანდარტების შესაბამისად და დავიცვათ ქვეყნის მომავლისთვის გადამწყვეტი ფასეულობები. ვრჩებით ერთგულნი ქვეყნის, მისი კონსტიტუციის, კანონის, საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღებული ვალდებულებების, ხალხისა და ევროპული ინტეგრაციის მიმართ, რაც თავის მხრივ საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული და განმტკიცებული დათქმაა“ – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს 130 თანამშრომელი აწერს:
დღეს, 29 ნოემბერს, საღამოს, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ბათუმში ქალაქის შემოსასვლელი გადაკეტეს. ისინი საპროტესტო მსვლელობას ამ წუთებშიც აგრძელებენ.
ბათუმში ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას მეორე დღეა აპროტესტებენ და სოლიდარობას უცხადებენ თბილისში მიმდინარე აქციას: „არა რუსულ რეჟიმს“, „ჩვენ გვინდა ევროპა“, „გამოდით“ – სკანდირებენ აქციაზე.
საპროტესტო აქციაზე არიან სტუდენტები, სამოქალაქო აქტივისტები, ლექტორები, მასწავლებლები და პარტიების წარმომადგენლები.
ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, იმის შესახებ, რომ 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას დღის წესრიგში არ დააყენებენ.
ამ განცხადებას გუშინ, 28 ნოემბერს, საქართველოს 5 ქალაქში საპროტესტო აქციები მოჰყვა. თბილისში ათასობით მოქალაქე გამოვიდა რუსთაველზე ანტიკონსტიტუციური ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით.
მსვლელობა
სამოქალაქო აქცია თბილისში სპეცრაზმმა დაარბია. სასტიკად გაუსწორდნენ დემონსტრანტებს, დააკავეს 43 ადამიანი, სცემეს და დააზიანეს 20-ზე მეტი ჟურნალისტი.
საპროტესტო აქციები დღესაც გაიმართება თბილისში. მოქალაქეები კონსტიტუციიდან გასული „ოცნების“ ხელისუფლების გადადგომას და ახალ არჩევნებს მოითხოვენ.